You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე


მოგირავნისათვის
1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის
უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის
მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის
მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების
შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის
განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის
მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით
განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის გადაცემას რეალიზაციის (საკუთრებაში 1
მიღების) უფლების მქონე მოგირავნისათვის და მათი მიზანია ამ უკანასკნელის
ინტერესების დაცვა გირავნობის საგნის რეალიზაციის ხელისშემშლელი ფაქტობრივი
და იურიდიული წინააღმდეგობების დაძლევის შესაძლებლობის მინიჭებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია ორჯერ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო
რედაქცია ჩამოყალიბდა 2009 წლის 17 ივლისის №1541 კანონით.

II. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის

იმისათვის, რომ რეალიზაციის განმახორციელებელ (გირავნობის საგნის საკუთრებაში 3


მიმღებ) მოგირავნეს ჰქონდეს გირავნობის საგნის შეუფერხებელი რეალიზაციის
(საკუთრებაში მიღების) შესაძლებლობა, იგი უნდა ფლობდეს მოძრავ ნივთს.
შესაბამისად, კანონი ადგენს მისთვის გირავნობის საგნის უპირობო და დაუყოვნებელი
გადაცემის კანონისმიერ ვალდებულებას.

III. იურიდიული მოქმედების შესრულება

გარდა გირავნობის საგნის მოგირავნის რეალიზაციის განმახორციელებელი 4


(საკუთრებაში მიმღები) მოგირავნის მფლობელობაში გადაცემისა, თუ მოთხოვნის
რეალიზაცია დამოკიდებულია იურიდიული მოქმედების შესრულებაზე (მაგ.,
ხელშეკრულებიდან ვადამდე გასვლის განცხადება), მაშინ მოგირავნეს შეუძლია

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

დამგირავებელს მოსთხოვოს ამ მოქმედების შესრულება. თუ დამგირავებელი 2 კვირის


ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს
მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირის მიმართ.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like