You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის


პირად მოვალეს
დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის
პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების
უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც
მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს არამოვალე დამგირავებლის შესაგებელს და მისი მიზანია ამ 1
უკანასკნელის ინტერესების დაცვა იმ შესაგებლების წარდგენის უფლებამოსილების
მინიჭებით, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს.

II. არამოვალე დამგირავებლის შესაგებელი

იმ დამგირავებლის ინტერესების დაცვისათვის, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის 2


პირად მოვალეს, კანონი ადგენს ერთგვარ ფიქციას: იგი შესაგებლის უფლებას ანიჭებს
იმ პირს, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძვლად არსებული
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ასეთი ფიქციისათვის
მიმართვა კანონმდებელმა საჭიროდ ჩათვალა იმ მოტივით, რომ საშუალება მიეცა სხვა
პირის ვალდებულების საუზრუნველყოფოდ საკუთარი ქონების მიმცემ
დამგირავებელს, თავიდან აეცილებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს
ამის საფუძველი უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან გამომდინარე. მუხლის ნორმა
საუბრობს ნებისმიერი შესაგებლის წარდგენის უფლებაზე, რომელიც ვალდებულებით-
სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ეკუთვნის მოვალეს; მაგ.,
დამგირავებელს შეუძლია წარადგინოს შესაგებელი გარიგების ბათილობის გამო
მოთხოვნის არარსებობის შესახებ.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like