You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები

სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე,


მხარეთა შეთანხმებით.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. მიზანი ....................................................................................................................................................... 1
2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან ................................................................. 1
II. გამოყენენების წინაპირობები ................................................................................................................... 2
1. ზოგადი დებულებები ............................................................................................................................ 2
2. სარჩოს გადახდის ვადების მნიშვნელობა .......................................................................................... 2

I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მარჩენალის ძირითად 1
ვალდებულებას წარმოადგენს გადაუხადოს სარჩენს ფულადი ან ნატურალური
ხასიათის სარჩო. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარჩოს გადახდის ვადას. ის მეტწილად
დამოკიდებულია სარჩოს სახეზე.1

ნების ავტონომიის და ხელშეკრულების თავისუფლების ზოგადი პრინციპიდან 2


გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ ვალდებულების
სუბიექტები. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი
ნებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ, დაადგინონ შესრულების
დრო კონკრეტული ვალდებულებისთვის.2 რადგან დროის ნებისმიერ პერიოდს გააჩნია
როგორც ვადის დაწყების, ისე დასრულების მომენტი, მნიშვნელოვანია დროის
შესაბამისი ფარგლების დადგენა. დროის, როგორც ვალდებულების შესრულების ვადის
ფარგლების დადგენა (განსაზღვრა) მხარეების მიერ ხდება იმ მოთხოვნათა დაცვით, რაც
კანონმდებლობით დადგენილია ვადებთან დაკავშირებით.

2. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

განსახილველ ნორმას მჭიდრო კავშირი აქვს სამოქალაქო სამართლის ისეთ


ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (361-ე მუხლი);
ვალდებულების შესრულების დრო.

1 ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ.


441.
2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის N ას-

1191-1051-2012 განჩინება.
1
ზურაბ ძლიერიშვილი
ბოლო დამუშავება: 25 მაისი, 2016

II. გამოყენენების წინაპირობები

1. ზოგადი დებულებები
3 დროის მნიშვნელობა და მისი ზემოქმედება განსაკუთრებით ვლინდება
ვალდებულების შესრულებასთან კავშირში. ვალდებულების დროულად შესრულება
ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.3

4 კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვალდებულების შესრულების დრო


მიეკუთვნება ხელშეკრულების არსებით პირობებს, რაც უკვე ნიშნავს მხარეთა არა
უფლებას, არამედ ვალდებულებას, შეთანხმდნენ შესრულების დროზე, რადგან
კანონით გათვალისწინებულ ამ არსებით პირობებზე შეთანხმების გარეშე
ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. თუმცა, ვალდებულების შესრულების
იმპერატიული ვადები არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო სამართლისათვის და
მათი რაოდენობა ძალზედ უმნიშვნელოა.4

2. სარჩოს გადახდის ვადების მნიშვნელობა


5 სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მხარეთა
შეთანხმებით სარჩოს ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე.5 გათვალისწინებული
უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი და იგი უნდა გაინსაზღვროს სამართლიანობის
საფუძველზე.

6 სარჩოს გადახდის ვადებზე დიდ ზეგავლენას ახდენს სარჩოს სახე — ფულადი ან


ნატურალური. ფულადი სარჩოს გადახდის ვადები მხარეთა შეთანხმებით შეიძლება
განისაზღვროს ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური გადასახადის
სახით.6 რაც შეეხება ნატურალურ სარჩოს, იგი, როგორც წესი, განისაზღვრება
ყოველდღიური სახით, მაგალითად, კვება, მოვლა, ბინა და ა.შ. სარჩოს გადახდის
ვადების განსაზღვრაზე დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე სარჩოს მიზანი ანუ რა
მიზნისათვის არის დადგენილი სარჩო — მოსავლელად, სამკურნალოდ თუ სხვა
აუცილებელი დახმარების გასაწევად.

მასასადამე, სარჩოს გადახდის ვადა შეიძლება განსაზღვროს კონკრეტული


კალენდარული თარიღით ან დროის გარკვეული მონაკვეთით.

3 Wörlen/Metzler-Müller, Schuldrecht AT, 11. Aufl., 2013, S. 68.


4 ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 121, გვ. 306 და შემდგომნი.
5 Terlau, in Erman BGB Kommentar, 12. Auflage, 2008, Titel 18, § 760, Rn. 2.

6 MüKo/Habersack, BGB, Band 5, 5. Aufl., § 760, Rn. 3.

2
ზურაბ ძლიერიშვილი

You might also like