You are on page 1of 5

სესხის და კრედიტის გამიჯვნა

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა, ანუ საბანკო


კრედიტი ეს არის იგივე სესხი ოღონდ თავისი სპეციფიკური მახასიათებლებით. სესხის
ხელშეკრულებას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც
გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო
მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ნორმის
შინაარსის ანალიზს თუ მივყვებით, ნათლად დავინახავთ, რომ სესხის ხელშეკრულების
საგანი შეიძლება იყოს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი. გვაროვნული ნივთი კი არის
ისეთი ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება განსხვავებით ინდივიდუალურად
განსაზღვრული ნივთისაგან, რომელიც თავისი სპეციფიკური მახასიათებლებლით არ
შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, გვაროვნული ნივთი შეიძლება იყოს ხორბალი, ქვიშა და
ა.შ., რომელთა შეცვლაც შეიძლება.

ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, ასევე ნათელია, რომ სესხის ხელშეკრულების დროს,


გამსესხებელი სესხის საგანს მსესხებელს გადასცემს საკუთრებაში, ნორმა მიუთითებს თავად
ამას, რაც იმას ნიშნავს, რომ გამსესხებელი ნივთზე კარგავს საკუთრების უფლებას და მასზე
საკუთრების უფლებას იძენს მსესხებელი, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ მსესხებელს
შეუძლია სესხის საგანი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ. მაგალითად, ფული
დახარჯოს, ხოლო გვაროვნული ნივთი (ქვიშა, ხორბალი) მოიხმაროს თავისი
შეხედულებისამებრ, ანუ დახარჯოს.

რაც შეეხება საბანკო კრედიტს, თავად კრედი ეს არის ლათინური სიტყვა, რომელიც ნიშნავს
სესხს, ვალს. საქართველოს კანონის კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ,
განსაზღვრულია კრედიტის ცნება, რომლის თანახმადაც კრედიტი არის დაბრუნების,
ფასიანობის, უზრუნველყოფის და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება, ამდენად კრედიტი ყოველთვის გულისხმობს
ფულად თანხას, განსხვავებით საყოფაცხოვრებო სესხისგან, რაზეც ზემოთ იყო საუბარი,
როდესაც სესხის ხელშეკრულების ობიექტის საგანი შეიძლება იყოს ფული ან სხვა
გვაროვნული ნივთი. საკრედიტო დაწესებულება თავისუფალ, აკუმულირებულ თანხას
გასცემს სესხად გარკვეული ვადითა და პირობებით. ისევე როგორც სხვა შემთხვევაში,
სესხისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას ჰყავს მხარეები, კერძოდ გამსესხებელი და
მსესხებელი, კრედიტის გამცემი და კრედიტის მიმღები.

სესხის ხელშეკრულების დროს, რაც დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო


კოდექსის 623-ე მ-ით, მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური ასევე იურდიული
პირები. ხოლო რაც შეეხება საბანკო კრედტს, საბანკო კრედიტის შემთხვევაში გამსესხებელი
შეიძლება იყოს მხოლოდ ის დაწესებულება , რომელსაც სახელმწიფოსგან სპეციალური
ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული აქვს საბანკო საკრედიტო საქმიანობის
უფლებამოსილება. სამოქალაქო სამართალი იცნობს რეალური ხელშეკრულების ცნებას, რაც
გულისხმობს სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომ სესხის ხელშეკრულება
დადებულად ითვლება, სესხის იქნება ეს ფული, თუ სხვა გვაროვნული ნივთი
მსესხებლისთვის გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობა, ანუ
სამოქალაქო სამართლის კოდექსი იცნობს ასევე ხელშეკრულების, იგივე გარიგების ფორმებს,
რაც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი, ხოლო თავის მხრივ წერილობითი
შეიძლება იყოს მარტივი და რთული, ანუ სანოტარო. სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. ამდენად,
კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით სავალდებულობას არ ადგენს.
მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიდოს სესხის ხელშეკრულება წერილობით, თუ ამ პირობაზე
მხარეები შეთანხმდებიან. განსხვავებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისგან, როცა
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყველა შემთხვევაში წერილობით უნდა დაიდოს.

სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას მნიშვნელობა აქვს ასევე მხარეთა შორის


სადავოობის შემთხვევაში სესხის ნამდვილობის დადასტურებისთვის. იგივე სამოქალაქო
სამართლის კოდექსის 624-ე მუხლი მიუთითებს, რომ ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის
ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, ყურადღება უნდა
მიექცეს კანონმდებელი აკეთებს დათქმას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ შეიძლება
დადასტურდეს სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ნამდვილობა. ე.ი. სესხი
ნამდვილად რომ შედგა და გამსესხებელმა გადასცა იგი მსესხებელს, ამდენად ნორმის
შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, დგინდება, რომ სესხის ხელშეკრულების
ნამდვილობა ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად შეიძლება
დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში
ყველაზე მეტად გავრცელებულია, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება
ისეთი სახის მტკიცებულებით როგორიცაა წერილობითი სახით მტკიცებულება, იქნება ეს
სესხის ნაწილის, სესხის სარგებლის, ანუ პროცენტის გადახდის შესახებ დამადასტურებელი
დოკუმენტი თუ სხვა.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 624-ე მუხლი იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ


ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ
მოწმეთა ჩვენებით, არის შინაარსობლივად პროცესუალური ხასიათის ნორმა. თავად ეს
მატერიალური ნორმა მიუთითებს თუ რით შეიძლება დადასტურდეს და რით არ შეიძლება
დადასტურდეს სესხის ნამდვილობა. წერილობით ხელშეკრულებას აქვს მტკიცებითი
ხასიათის მნიშვნელობა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და სამოქალაქო
სამართალწარმოება იცნობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს.
კერძოდ, სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დროს
კრედიტორმა უნდა დაადასტუროს ვალდებულების წარმოშობა კონკრეტულ შემთხვევაში
სესხის ან საბანკო კრედიტის წარმოშობა და ვადის დადგომა, რომლის დროსაც მოვალე
ვალდებულია მოვალე ვალდებულია დააბრუნოს კრედიტი, იგივე სესხი. ხოლო მოვალე კი
ვალდებულია დაადასტუროს ვალდებულების შესრულების გარემოება, ან იმ გარემოების
არსებობა, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულებას.

ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ მტკიცებულების სახეს განსაზღვრავს სსკ-ის


429-ე მ. რომლის მიხედვითაც მოვალის მოთხოვნით კრედიტორი ვალდებულია,
შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების შესახებ გასცეს ამის
დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად თუკი შევადარებთ ერთმანეთს სსკ-ის 624-ე და
429-ე მუხლებს, დავასკვნით რომ ორივე ეს ნორმა არის პრევენციული ხასიათის, კერძოდ
პირველ შემთხვევაში 624-ე მუხლის მიხედვით კანონმდებელი ადგენს, რომ კრედიტორმა
სესხის ნამდვილობის დადასტურებისთვის უნდა იზრუნოს წერილობითი დოკუმენტის
მოპოვებასა და შექმნაზე. ხოლო რაც შეეხება მოვალეს, 429-ე მუხლის მიხედვით,
კანონმდებელი მოვალეს აძლევს წინადადებას შესრულების დადასტურების თაობაზე
კრედიტორს მოსთხოვოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე კრედიტორი მხოლოდ


მაშინაა ვალდებული, თუკი მოვალე მოითხოვს ამას, ხოლო თუ მოვალემ არ მოითხოვა,
კრედიტორს თავის ინიციატივით არ აკისრია ვალდებულება გასცეს შესრულების მიღების
დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოთ უკვე ითქვა, რომ კრედიტის ცნებას განსხაზღვრავს
საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, ასევე სსკ-ის 867-ე მუხლი,
ხოლო სესხი კი დგინდება სსკ-ის 623-ე მუხლით, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ და
შევჩერდეთ სესხის და საბანკო კრედიტის სასყიდლიანობაზე, ანუ არის თუ არა დადგენილი
სესხის კრედიტის სარგებლობისათვის პროცენტი. პროცენტი ეს არის ის სარგებელი, რასაც
მსესხებელი იხდის სესხით სარგებლობისთვის.

სსკ-ის 625-ე მუხლით დადგენილია, რომ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სესხის


ხელშეკრულების პროცენტზე, ხოლო სსკ-ის 867-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს,
რომ კრედიტი ეს არის სასყიდლიანი სესხი, ანუ ყველა შემთხვევაში საბანკო კრედიტი
გაიცემა პროცენტით, მაშინ როცა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო სესხის პირობებში სესხი
შეიძლება პროცენტის დარიცხვის გარეშე გაიცეს. სსკ-ში 2014 წლის 29 თებერვალს
განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგინდა და განისაზღვრა, რომ იპოთეკური
სესხის შემთხვევაში, ანუ მაშინ როცა სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკით და სესხის თანხა
თუ 1000 ლარზე მეტია, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ პროცენტი და ამის შესახებ აღნიშნონ
ხელშეკრულებაში. ამავე დროს ამავე ცვლილებით განისაზღვა საპროცენტო სარგებლის
განაკვეთი და ოდენობა.

საბანკო კრედიტის შემთხვევაში კანონმდებელი სსკ-ის 868-ე მ-ით განსაზღვავს რომ მხარეები
შეიძლება შეთანხმდნენ საპროცენტო განაკვეთზე. ე.ი. განმეორებით უნდა ითქვას, რომ
საპროცენტო განაკვეთზე შეთანხმება აუცილებელია, თუმცა აღნიშნული ნორმა აწესებს ასევე,
რომ საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს მყარი ან ცვალებადი. მყარი საპროცენტო
განაკვეთი ნიშნავს, იმას, რომ საკრედიტო ურთიერთობის პერიოდში საპროცენტო განაკვეთი
ვერ შეიცვლება, ხოლო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი კი ნიშნავს იმას, რომ საკრედიტო
ურთიერთობის პირობებში საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შეიცვალოს, შემცირდეს ან
გაიზარდოს. თუმცა ამავე ნორმით დადგენილია, რომ უნდა იყოს განსაზღვრული
საკრედიტო ხელშეკრულებითვე საპროცენტო განაკვეთის მინიმალური და მაქსიმალური
ზღვარი. ამავე ნორმითაა დადგენილი, რომ ცვლილება საპროცენტო განაკვეთისა უნდა იყოს
სამართლიანი და ამავდროულად შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილ სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთა შორის სააუქციონო ბირჟის მიერ დადგენილ
საპროცენტო განაკვეთს.
კანონმდებელი ადგენს, რომ ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება არ უნდა იყოს
კაბალური მსესხებლისთვის, არ უნდა აყენებდეს მას კაბალურ მდგომარეობაში და
ამავდროულად მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბანკი წარმოადგენს
ხელშეკრულების ძლიერ მხარეს.

სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ვადით ან ვადის განსაზღვრის გარეშე. თუ სესხის


ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ შეიძლება ხელშეკრულება შეწყდეს
ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, კერძოდ, ეს იქნება მსესხებელი თუ გამსესხებელი.

ხელშეკრულების შეწყვეტა ეს არის ცალმხრივი ნების გამოვლენა და ამ შემთხვევაში უნდა


მიუვიდეს მეორე მხარეს. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს 3 თვეს, რაც იმას
ნიშნავს, რომ ნების გამოვლენის მომენტიდან სესხის ხელშეკრულება უნდა იყოს 3 თვის
ვადაში. ანუ, სესხი უნდა დაბრუნდეს 3 თვის ვადაში. თუკი სესხის ხელშეკრულება
დადებულია ვადით, მაშინ გამსესხებელს მხოლოდ მაშინ შეუძლია ვადამდე შეწყვიტოს
სასესხო ურთიერთობა, ანუ გამოითხოვოს სესხი, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა
გაუარესდა, რაც საფრთხეს უქმნის სესხის დაბრუნებას, კერძოდ მოვალე გახდა გადახდის
უუნარო, ამავდროულად გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რომ მსესხებელმაც ვადამდე
დააბრუნოს სესხი და შეწყვიტოს სასესხო ურთიერთობა სესხის ვადიანი ხელშეკრულების
დროს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა სესხი არის უპროცენტო, ანუ სარგებელი
არ არის განსაზღვრული მხარეთა შორის, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია მსესხებელმა
ვადამდე შეწყვიტოს სასესხო ურთიერთობა და დააბრუნოს სესხი, კიდეც რომ იყოს
შეთანხმებული პროცენტი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გამსესხებელი
დათანხმდება, ე.ი. მსესხებელს პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება შეუძლია მხოლოდ
კრედიტორის, გამსესხებლის თანხმობის შემთხვევაში.

კანონმდებლობით ასევე დასაშვებია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე


შეწყვეტის შესაძლებლობაც. კერძოდ, სსკ-ის 873-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუკი
დადგენილია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და მსესხებელმა 2-ჯერ ზედიზედ
გადააცილა ვადას, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. შეწყვეტა
ძალაში შედის თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდა გადახდა. ამ
შემთხვევაში მოვალე ვალდებულია კრედიტით დააბრუნოს ვადამდე სრულად. საკრედიტო
ხელშეკრულება უმრავლეს შემთხვევაში გაიცემა მიზნობრიობის საფუძველზე. კერძოდ,
საკრედიტო ხელშეკრულებაში მიეთითება, თუ რა მიზნისთვის გასცა საკრედიტო
დაწესებულებამ კრედიტი. კრედიტის მიზანი შეიძლება იყოს სამომხმარებლო, სასოფლო-
სამეურნეო, სამრეწველო, უძრავი თუ მოძრავი ქონების შესაძენად და ა.შ. ხოლო
მიზნობრიობის დარღვევა შესაძლოა გახდეს კრედიტის გამცემის მხრიდან საკრედიტო
ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. სსკ იცნობს ხანდაზმულობის ცნებას, რაც
იმას ნიშნავს, რომ კრედიტორმა მოვალეს მოთხოვნა უნდა წარუდგინოს სასარჩელო
ხანდაზმულობის ვადაში. სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, ხანდაზმულობის
ვადა შეადგენს 3 წელს, რომლის დინება იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხოლო
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი განისაზღვრება იქედან როცა მხარემ შეიტყო ან უნდა
შეეტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სასესხო
სახელშეკრულებო ურთიერთობის შემთხვევაში კრედიტორმა მოთხოვნა მოვალეს არ
წარუდგინა 3 წლიანი სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში, მოვალეს
უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე.

You might also like