You are on page 1of 3

თემა: ნების გამოვლენის ნამდვილობა

კაზუსი N2

პასუხი:

სამოქალაქო სამართალი ემყარება იმ შეხედულებას, რომ ადამიანებმა ურთიერთობა


ერთმანეთს შორის თვითონ უნდა მოაწესრიგონ (კერძო ავტონომიის პრინციპი). ამის
ყველაზე ნათელი გამოვლინებაა ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა,
რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან
შეწყვეტისაკენ ანუ გარიგების დადება. გარიგების ნამდვილობა ბევრ სხვადასხვა ასპექტზეა
დამოკიდებული მათ შორის ნების გამოვლენა უნდა იყოს ნამდვილი, ქნედუნარიანმა
პირებმა უნდა განახორციელონ იგი, დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული
ფორმა, უნდა შესრულდეს კანონით განსაზღვრულ ვადებში და სხვა. ფორმადაუცველი
გარიგება ბათილია.

მოცემულ კაზუსში საუბარია სესხის ხელშეკრულების დადებაზე, რა დროსაც მსესხებელმა


(გიგამ) არ იცოდა წერა კითხვა. ამ შემთხვევაში გარიგება უნდა გაფორმებულიყო
წერილობითი ფორმით რაც გაფორმდა კიდეც მხარეთა შორის, თუმცა იმის გამო, რომ
მსესხებელმა (გიგამ) არ იცოდა წერა კითხვა და ვერ გაეცნობოდა გარიგების შინაარსს
აღნიშნულ გარიგებას ასევე სჭირდებოდა სანოტარო წესით დამოწმება, რა დროსაც
მსესხებელს გარიგების შინაარსს გააცნობდნენ ზეპირად, რასაც ხელმოწერით
დაადასტურებდა ორი ქმედუნარიანი პირი და გარიგებაში მითითებული უნდა ყოფილიყო
მიზეზი თუ რატომ ვერ მოაწერა გიგამ ხელი ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 70–ე მუხლის თანახმად, „იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას
წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს.
ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე,
უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე
ხელის მოწერა.“ შესაბამისად გიგასა და კოკას შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო
ფორმადაუცველად რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოშობს.

სამოქალაქო ბრუნვა რომ იყოს განჭვრეტადი, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების
ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
კაზუსის თანახმად, მსესხებელს (გიგას) ვალდებულება უნდა შეესრულებია 2002 წლის 5
აპრილს გამსესხებლისათვის (კოკასათვის) 2000 ლარის დაბრუნებით. ვალდებულების
შესრულების დროს გიგამ უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე, ხოლო კოკას მიავიწყდა ამ
ვალის არსებობა გარკვეული ხანი და 2007 წლის 15 ნოემბერს მიმართა სასამართლოს თანხის
დაკისრების მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129–ე მუხლის თანახმად,
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, შესაბამისად,
კოკამ დაიგვიანა სარჩელის წარდგენა სასამართლოში და მისი მოთხოვნა იყო ხანდაზმული,
ვინაიდან ვალდებულების შესრულების დროიდან (2000 წლის 5 აპრილიდან)
სასამართლოსთვის მიმართვამდე (2007 წლის 15 ნოემბრამდე) გასული იყო 7 წელი 7 თვე და
10 დღე, ანუ მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

საქმის განხილვისას გაირკვა რომ გიგას ხელმოწერა არ იყო დამოწმებული სხვა პირის მიერ
და იგი უარყოფდა სარჩელს მისი ბულდოვანებიდან გამომდინარე, მაგრამ დაადასტურა
კოკასგან სესხის აღების ნამდვილობა და დაჰპირდა კიდეც მას სესხის დაბრუნებას.
რამდენადაც სამოქალაქო სამართალში ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია
მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულება იყო
ფორმადაუცველად დადებული და სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული, ვინაიდან გიგამ
აღიარა კოკას წინაშე ვალდებულება და დაჰპირდა მას სესხის დაბრუნებას, ამასთან
ყურადღება არ გაუმახვილებია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სამოქალაქო პროცესში
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოს უნდა
დაეკმაყოფილების კოკას სარჩელი გიგას მხრიდან ვალდებულების აღიარების საფუძველზე.

კაზუსი N3

პასუხი:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129–ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო


მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, 2017 წელს სს
„თელასის“ მოთხოვნა ნიკას გადაეხადა 2011–2012 წლების ელექტროენერგიის მოხმარების
საფასური იყო ხანდაზმული.

თავდაპირველად ნიკას მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო ვალდებულების


შეუსრულებლობის თაობაზე, სს „თელასის“ მიმართ იყო სამართლიანი. თუმცა ამ
უკანასკნელმა მიმართა იძულებით ღონისძიებას და ელექტროენერგიის მიწოდების
შეზღუდვის მუქარით ნიკას ხელი მოაწერია დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ
ხელშეკრულებაზე, რითაც მას მოუწია ვალის აღიარება.

მიმაჩნია, რომ ნიკას ხელი არ უნდა მოეწერა სს „თელასის“ მიერ შეთავაზებულ


დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე და იმთავითვე მიემართა
სასამართლოსთვის სარჩელით ხანდაზმულობის გამო ვალდებულების შეწყვეტის
მოთხოვნით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უნდა მოეთხოვა სს
„თელასის“ მიერ ქმედების განხორციელების ანუ ელექტროენერგიის მიწოდების აკრძალვა.
თუმცა ამ შემთხვევაშიც შეეძლო დაესაბუთებია, რომ ადგილი ქონდა გარიგების იძულებით
დადებას, ვინაიდან სს „თელასი“ იყო ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ხოლო აღნიშნული
ნიკას უქმნიდა რეალურ საფრთხეს, რაც გავლენას მოახდენდა მის საცხოვრებელ გარემოზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86–ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს
ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და
აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

You might also like