You are on page 1of 5

კაზუსი:

2017 წელს შპს „კამიუმ” გადაწყვიტა ფეხსაცმელების წარმოება და


რეალიზაცია დაეწყო, რისთვისაც შპს „სისიპოსთან” გააფორმა
ხელშეკრულება 7 ნოემბერს. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად,
„სისიპო” მიაწვდიდა „კამიუს” შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის
სასურველ მასალას და „კამიუ” გადაუხდის 50 000 ლარს, ოღონდ მას
შემდეგ, რაც მოახდენს ამ ფეხსაცმელების რეალიზაციას. გადახდის ვადად
განისაზღვრა 2018 წლის 4 იანვარი (ანუ 4 იანვრამდე მოახდენდა თუ არ
არეალიზაციას, უნდა გადაეხადა თანხა). დეკემბრის დასაწყისში „კამიუმ”
უკვე იცოდა, რომ რეალიზაციასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები,
ამიტომ გადაწყვიტა, მიემართა ბანკ „ირკეგოსთვის”. იმისათვის, რომ
„კამიუსთვის” მიეცათ სესხი, „კირკეგომ” უთხრა, რომ იპოთეკით
დაეტვირთა თავისი ქონება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. არსებული
მოლაპარაკებების ეტაპზე „კირკეგოს” წარმომადგენელმა მენდიმ გაუგზავნა
„კამიუს” წერილი და უთხრა, რომ სესხის მისაღებად საკმარისი იქნებოდა
იპოთეკით დატვირთვის გზით დამატებითი უზრუნველყოფის
საშუალების წარდგენა. „კამიუმ” დატვირთა ქონება იპოთეკით, კანონის
მოთხოვნის დაცვით მოახდინა რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი
ხელშეკრულება გაუგზავნა ხელმოსაწერად „კირკეგოს”. მენდიმ აღნიშნა,
რომ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ იმაზე, რომ „კამიუ” არის გადახდისუუნარო
და ხელს არ მოაწერდა ამ ხელშეკრულებას. „კამიუს” დირექტორი მერსო
აღშფოთებული დარჩა და მენდის წარუყენა პრეტენზიები იმის შესახებ,
რომ ეს მოლაპრაკებები ჩაეშალა, რაც სესხის გასაფორმებლად სჭირდებოდა
და ფიზიკურად ვეღარ მიმართავდა სხვა ბანკს, რომელიც სავარაუდოდ
დაბალი პროცენტის შესაბამისად გასცემდა სესხს მასზე და ამავდროულად
ვეღარ შეძლებდა სისიპოსთვის ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ალტერნატივად ახლა დარჩა ის, რომ მოუწევს მიმართოს ისეთ ბანკს,
რომელიც მაღალი პროცენტის შესაბამისად გასცემს სესხს. „კამიუმ” სესხის
აღება საერთოდ ვეღარ მოახერხა და „კირკეგოსგან” ითხოვს შემდეგს: ა)
რეგისტრაციის ღირებულების ანაზღაურებას 100 ლარის ოდენობით (რაც
იპოთეკის რეგისტრაცია ითვალისიწნებდა; ბ) პირგასამტეხლოს 1000
ლარის ოდენობით 4 იანვრისთვის შესასრულებელი ვალდებულების
დარღვევისთვის (50 000 რომ ჰქონდა 4 იანვრისთვის გადასახდელი); გ) 2000
ლარს იმის გამო, რომ მერე მოუწევს სხვა ბანკისგან სესხის აღება უფრო
მაღალ პროცენტში.

კაზუსის ამოხსნა:
არსი: წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე მხარის მიერ
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება.
წესი: სსკ-ის 316(1), 317(1)(2)(3), 327(1)(3), 477 (1)(2), 402, 408(1), 361(2), 623,
286(1), 289(1).
ჰიპოთეზა: შესაძლებელია, კომპანია „კამიუმ“ მოსთხოვოს ბანკ „კირკეგოს“
ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-
ის 317-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით.
ანალიზი: 2017 წლის 7 ნოემბერს კომპანია „კამიუმ“ ფეხსაცმელების
საწარმოებლად საჭირო მასალის შეძენა გადაწყვიტა კომპანია „სისიპოსგან“.
იმისათვის, რომ მათ შორის უფლება-ვალდებულებები წარმოშობილიყო და
„კამიუს“ მოეთხოვა გარკვეული მოქმედების შესრულება (316(1)), საჭირო
იყო ხელშეკრულების გაფორმება როგორც ეს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი
ნაწილით არის გათვალისწინებული: „ვალდებულების წარმოშობისათვის
აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების
(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული
სხვა საფუძვლებიდან.“ ამგვარად, მათ შორის დაიდო ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომელიც ნამდვილად ჩაითვლება , „თუ მხარეები მის
ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული
წესით“(327-ე პირველი ნაწილი). მოცემული მუხლის მიხედვით, თუ
„კამიუ“ და „სისიპო“ ვერ შეთანხმდებოდნენ პირობებზე მათ შორის
გარიგება არ დაიდებოდა,რაც არ გამოიწვევდა ვალდებულების დაკისრებას.
კაზუსის მიხედვით კი გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელმაც
ორივე მხარეს შორის გადაანაწილა მოთხოვნა-ვალდებულების უფლებები.
კერძოდ, „სისიპომ“ უნდა გადასცეს შეძენილი პროდუქტი „კამიუს“, ხოლო
„კამიუმ“ უნდა მიიღოს პროდუქტი და შესაბამისი თანხა გადაიხადოს ვადის
ფარგლებში, რომელიც დადგინდა, რადგან კამიუ გეგმავდა მიღებული
კომერციული სარგებლით ვალდებულების შესრულებას:
მუხლი 477. ცნება. შინაარსი
1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს
მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული
საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და
მიიღოს ნაყიდი ქონება.
სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გვაქვს, რომ
„ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,
დათქმულ დროსა და ადგილას“, რისი შესრულების საფრთხეც დადგა 2017
წლის დეკემბერში, რადგან კამიუ ვერ ახრხებდა პროდუქტის რეალიზებას
და თანხის დროულად გადახდას. იმისათვის,რომ „კამიუს“ თავიდან
აეცილებინა 402-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
დაკისრება, გადაწყვიტა მიემარტა ბანკ „კირკეგოსათვის“.

-შუალედური დასკვნა: „სისიპოსა“ და „კამიუს“ შორის დაიდო ნასყიდობის


ხელშეკრულება. წარმოიშვა 477-ე მუხლით გათვალისწინებული
ვალდებულებები, რომლის დროულად შესრულებისთვის გადაწყვიტა
კამიუმ მიემართა ბანკისათვის.
„კამიუმ“ გადაწყვიტა სესხის აღება: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი
საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს,
ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და
რაოდენობის ნივთი(623). როგორც სესხის ცნებიდან ჩანს მსესხებელმა უნდა
დააბრუნოს ნასესხები ნივთი თუ თანხა გათვალისწინებული სახით თუ
ხარისხით. ჩვენ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფულზე. იმისათვის რომ
გამსესხებელი დარწმუნებული იყოს ანუ დამატებითი გარანტია ჰქონდეს,
რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნება
დაცული, იგი ითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვას. იპოტეკური
კრედიტი არის გრძელვადიანი კრედიტი უძრავი ქონების თვდებით. მისი
ამღები საკუთარ ვალდებულებას კრედიტის დაფარვაზე მისი
კუთვნილი უძრავი ქონების თავდებად ჩადებით უზრუნველყოფს. მისი
ცნება მოწესრიგენულია სსკ-ის 286 მუხლის პირველ ნაწილში: „უძრავი
ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს
უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი
მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში
გადაცემით (იპოთეკა).“ ბანკ „კირკეგოსაც“ მსგავსი მოთხოვნა გაუჩნდა,
რომელიც კამიუმ შეარულა და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში(289(1)).

-შუალედური დასკვნა: კამიუმ ბანკთან წინასახელშეკრულებო


მოლაპარაკების ეტაპზე დადო სესხის ხელშეკრულება და ქონება ბანკის
მოთხოვნით დათვირთა იპოთეკით.

სიტუაცია იცვლება, როცა ბანკი უარს ამბობს სესხის ხელშეკრულების


გაფორმებაზე. რის შედეგადაც, კამიუმ დროის სიმწირის გამო ვეღარ
მოახერხა სხვა ბანკისგან სესხის აღება და დაარღვია სისიპოსთან ნაკისრი
ვალდებულება. თავდაპირველად განვიხილოთ, ბანკსა და კომპანიას შორის
არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და რამდენად აქვს კამიუს
მოთხოვნის წაყენების უფლება. ისინი იყვნენ წინასახელშეკრულებო
ურთიერთობის ეტაპზე, რაგდან არანაირი ხელშეკრულება არ
გაფორმებულა, მათ შორის არც წინარე ხელშეკრულება(327(3)). მიუხედავად
იმისა, რომ სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულება სსკ არ ტოვებს მსგავს
პრობლემას მოუგვარებლად. 317-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „316-
ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება
ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.” ამავდროულად
317-ე მუხლის მესამე ნაწილში პირდაპირ არის გათვალისწინებული
,რომ:“ მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს
იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების
დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული
მოქმედების შედეგად არ დადებულა.“ გავნიხილოთ გვაქვს თუ არა
მოცემული მუხლით გათვალისწინებული ელემენტი ჩვენ შემთხვევაში?:

1. მოლაპარაკების ეტაპზე ყოფნა ე.ი წინასახელშეკრულებო ეტაპი


სახეზეა
2. კამიუმ გასწია ხარჯები ხელშეკრულების დასადებად მათ შორის
თავად ბანკის მოთხოვნით
3. ხელშეკრულება არ დაიდო ბანკის ბრალეული მოქმედების გამო.
აქედან გამომდინარე, კამიუმ ტყუილუბრალოდ დახარჯა იპოთკის
რეგისტრაციის საფასური, დროის სიმწირის გამო დაარღვია ნასყიდობის
ხელშეკრულება სისიპოსთან და ასევე უფრო მაღალ საპროცენტო
განაკვეთში მოუწია სესხის აღება. სამივე შედეგი ბანკის მხრიდან
ვალდებულების შეუსრულებლობას მოყვა. რომ არა მისი ბრალეული
ქმედება კამიუ მსგავს ფინანსურ დანაკლისს არ განიცდიდა, რის
საფუძველზეც კი შეგვიძლია სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის
გამოყენება:“იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა
აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო
ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.“
-დასკვნა: კამიუს აქვს იმის კანონიერი უფლება, რომ 317-ე მუხლის მესამე
ნაწილით მოსთხოვოს ბანკ კირკეგოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება,
რადგან წინასახელშეკრულებო ეტაპზე კამიუმ გადაიხადა იპოთკის
რეგისტრაციის საფასური. ასევე, ბანკი 408-ე მუხლის მიხედვით
ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა მისი
ბრალეული ქმედება. კერძოდ, უფრო მაღალპროცენტიანი სესხის აღება არ
მოუწევდა და არც ნასყიდობის ხელშეკრულებას დაარღვევდა.

ლიზი ქელბაქიანი

You might also like