You are on page 1of 16

საგანი: ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია

ლექტორი: პროფესორი გოჩა ფერაძე

სემინარის ხელმღანელი: პროფესორი გოჩა ფერაძე

ავტორი: მე-2 კურსის სტუდენტი ნატალი ეგნატაშვილი

ჯგუფი: პარასკევი, 17:00 საათის ჯგუფი.

1. დავით აღმაშენებლისა და მისი ისტორიკოსის პოლიტიკური და სამართლებრივი


შეხედულებები (10 ქულა);

ეჭვგარეშეა, რომ დავით მეოთხე აღმაშენებლი საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს და


ყველაზე დაფასებულ მეფედ მიიჩნევა, შესაბამისად, მისი და მისი ისტორიკისოს
პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებები ძალზე საინტერესოა. თუმცა, სანამ
უშუალოდ დავით აღმაშენებლზე გადავიდოდეთ, ვფიქრობ, საჭიროა, მიმოვიხილოთ
წინარე ეპოქაში მიმდინარე მოვლენები, რომლის შემდგომაც მოუწია დავითს ტახტის
დაკავება.

პირველ რიგში, უნდა ჩამოვთვალოთ ის წყაროწები, რომლებიც გვაწვდიან ჩვენ საჭირო


ინფორმაციას დავით აღმაშენებლის შესახებ. ესენი არიან:

1. თვითონ დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი", რომელიც არის


ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში. ამ ნააწარმოებში
მკაფიოდ ჩანს მეფის გაძლიერებული სინანულის გრძნობა, რამეთუ, ის თვითონაც
აღიარებდა, რომ მეფობის გამო, არ არსებობს ცოდვა, რომლეიც მას ჩადენილი არ
ექნებოდა.

2. ერთ-ერთ წყაროდ გვევლინება თავად მეფის ისტორიკოსი, რომელმაც საკმაოდ


მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა მეფის შესახებ

3. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა - სადაც მრავალი საკიტხია


განხილული, მათ შორის დავით აღმაშენებლის პირადი პოზიცია ბუნებითი
სამართლის შესახებ, წარმოშობა ადამიანისა, სამოთხის დაკარგვის ისტორია და ასე
შემდეგ. ამავე ძეგლისწერაში მეფე გამოყოფს სამართლის სამ სახეს. პირველი არის
ბუნებითი სამართალი, იგივე ბუნებითი სჯული,, რომელიც უნივერსალურია.
მეორე არის წიგნის სჯული - რომელსიც იგულისხმება საღვთო წერილები, ხოლო
მესამე უკვე არის ჩვენი, იურისტების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულიუ
პოზიტიური სამართალი ,იგივე ხორციელი სჯული.

4. 1123 წლის და 1125 წლის ანდერძები. აქვე შეგვიძლია აღვნიშNოთ, რომ ანდერძი იმ
ეპოქაშიც კი არ ჩაითვლებოდა ნამდვილად, თუ კი იგი არ დააკმაყოფილებდა
სხვადასხვა კრიტერიუმებს, როგორებიც იყო ნების გამოხატვის თავისუფლება,
ქმედუნარიანობა და საღ გონებაზე ყოფნა, ანდერძის ფორმის დაცულობა და
რეკვიზიტების არსებობდა.

რაც შეეხება წინარე პერიოდს. უნდა ითქვას, რომ მე-11 საუკუნე ძალზე მრავალფეროვანი
გამოდგა, როგორც წარმატებებით, ისე თავისი ქარტეხილებით. მივყვეთ მოვლენებს
ქრონოლოგიურად. გავიხსენოთ საქართველოსა და ბიზანტიის დაპირისიპირება მეფე
გიორგი პირველის ეპოქაში, რომელიც შემდგომ 1018-1021 წლებში საქმე ომამდე მიიყვანა.
აგრეთვე თავნება დიდებულების, ბაღვაშების, აბულეთისძეებისა და აბაზასაზშეების
დაპირისპირება სამეფო კართან და მეფესთან- ბაგრატ მეოთხესთან. ამ დაპირისპირების
შედეგად, რომელიც არაერთი წელი მიმდინარეობდა, მეფე იძულებული გახდა
დაეტოვებინა სამშობლო, რის შედეგადაც ლიპარიტმა მეფის ვაჟი რუის-ურბნისში
ფორმალურად მეფედ აკურთხა, ხოლო რეალური მმარტეკი და გამგებელი ქვეყნისა თავად
გახდა. საბოლოოდ, მეფე მიხვდა, რომ არ შეიძლებოდა ამის ასე დატოვება და 1055 წელს
დაბრუნდა კონსტანტინოპოლიდან სამშობლოში და ლიპარითდან ურთიერთობის
დალაგება მოახერხა, ხოლო მას შემდეგ , რაც გაძლიერდა, ლიპარიტი აიძლა ქვეყანა
დაეტოვებინა. საგულისხმობა, რომ ლიპარიტ ბაღვაში, ცნობილი თავისი ურჩობითა და
თავნებობით ბერობის გზას დაადგა. იგი ბერად შავ მთაზე აღიკვეცა და მეტიც, ბარლაამის
მონასტერი დაარსა, სადაც თვითონე იყო წინამძღვარი 4 წლის განმავლობაში და ასევე მას
საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ერთ ქართველ მამულიშვილტან, გიორგი
მთაწმინდელთან. როგორც ვიცით გიორგი მთაწმინდელი საქართველოში ჩამოვიდა, რასაც
ექსპერტები უკავშირებენ მის მოალაპრაკებას ბაგრატ კურაპალატთან, რომელიც
სავარაუდოდ უნდა შეხებოდა სამართლის წიგნს, კერძოდ ბაგრატ კურაპალატის
სამართლის წიგნს, რომელიც დღეს ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში ფრაგმენტებად არის
შემორჩენილი. მართალია, ჩვენ ვიცით, რომ არ არის დაზუსტებული, თუ რომელ ბაგრატ
მეფეზე არის საუბარი ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში, თუმცა, ერთ-ერთი საკმაოდ
გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს სწორად ზემოთხსენებული ბაგრატ კურაპალატი
უნდა ყოფილიყო, რასაც ეთანხმებიან ისეთი ავტორიტეტული მეცნიერი, როგორებიც არიან
ისიდორე დოლიძე და ივანე სურგულაძე. მეფე ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი
მის ვაჟს, გიორგი მეორეს, დავით აღმაშენებლის მამას ერგო. გიორგი არაერთი წარმატებით
გამოირჩეოდა და ნამდვილად კარგი მმართველი იყო. როდესაც 1073 წელს მის წინააღმდეგ
ურჩი ფეოდალები გამოვიდნენ, მან შეძლო მოლაპარაკებებითა და სანიმუშო
დიპლომატიით ფეოდალებთან მორიგება. აღსანიშნავია, რომ ფეოდალებს სათავეში ედგათ
ლიპაროტის შვილი, იოანე ბაღვაში, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ არაპატრიოტული
საქციელით გამოირჩეოდა, ვინაიდან ეს ზუსტად ის ადამიანია, რომელმაც იმდორინდელი
საქართველოს მტერს, განძის ამირა ფადლობს, მიჰყიდა გაგის ციხე თავისი ციხე-
სიმაგრეებით, მასვე გვერდში ედგნენ ვარდან სვანთა ერისტთავო - საეგროს დამრბევი და
ნინია ქვაბულისძე - რომელმაც დაარბია ქუთაისი, დაიკავა იგი და ქუთაისის საჭურჭლეზეც
არ თქვა უარი. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, გიორგი მეფემ მოახერხა მათთან მშვიდობიან
მოლაპარაკებების წარმოება.

გიორგის შემდგომი წარმატება იყო 1074 წელს მოპოვებული დიდი გამარჯვება ფარცხისის
ბრძოლაში, როდესაც მან კახეთის მეფესთან, აღსართანთან ერთად დაამარცხა სელჩუკების
მმარტელის მალიქ შაჰი, რის შედეგადაც ქვეყანამ შემოიერთა ისეთი ტერიოტორიები,
როგორივ იყო ანაკოფია, შავშეთი, კლარჯეთი, არტაანი და ჯავახეთი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ 1076 წელს მოხდა გიორგი მეფისა და პეტრიწონის მონასტრეიის
დამაარსებლის, გრიოგლ ბაკურიანისძის შეხვედრა, რის შედეგადაც გიორგის გადმოეცა
ყარსის ყვეყანა თავისი ეკლესიებითურთ.

განსაკუთრებით მნიშნელოვანი გიორგის მოღვაწეობაში იყო ის, რომ მან ბიზანტიის


იმპეროტისგან კესაროსის ტიტული მიიღო. როგორც ვიციტ, ბიზანტიის სამეფო კარზე სულ
18 ასეტ ტიტული არსებობდა. უმაღლესი მათ შორის იყო კეისარი, ხოლო შემდგომ
სწორედაც კესაროსი მოდიოდა, რომელიც სამეფო კარის ოჯახს და ნათესავებს ჰქოინდათ
ხოლმე. გიორგის მიერ ასეთი მაღალი რანგის წოდების მირებას რამდენიმე მიზეზი უნდა
ჰქონოდა. პირველი ის, რომ ის ბიზანტის მოკავშირე იყო და წარმატებული ლაშქრობებითა
და მოღვაწეობით გამოირჩეოდა . ხოლო მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა
ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ბიზანტიის იმპეროტის მეუღლე გიორგის და, მარიამ მართა
დედოფალი წარმოადგენდა, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი
ქალბატონი იყო. შესაბამისად, კესარორის წოდება გიორგის მარიამთან ნათესაური კავშირის
გამოც ერგო. რაც შეეხება კურაპალოტის ტიტულს, ქართველი მეფეები ამ წოდებას ჯერ
კიდევ გუარამ პირველიდან მოყოლებბეული იღებდნენ ხოლმე.

თუმცა, მარადიული არც გიორგის წარმატებები აღმოჩნდა და მისი ბედის ბორბალიც


უკუღმა დატრიალდა, რაც არერთმა როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტირმა შეიწყო ხელი.
მისი დაღმასვლა დაიწყო ყველისციხესთან 1080 წელს, როცა ის ახმად ამირასთან
დამარცხდა , რაშინ ქართველმა მოღალატეებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. მეფე
იძულებული გახდა აჭარის მთებში გახიზნულიყო, სახელმწიფო თი თურქ-სელჩუკებს
დარჩათ, და ქართველთა ისტორიაში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და საზარელი
ეპოქა, რომელსაც დიდი თურქობა ეწოდება. ნაყოფიერი მიწებიმ რომელიც გლეხებს უნდა
დაემუშავებინათ და მოსავალი მოეყვანათ, სელჩუქთა საქონელს დარჩა საძოვრებად.
მოსახლეობა მტებში გარბოდა. ასეთი მძიმე სიტუაციის ფონზე მეფე გიორგი 1083 წელს
იძულებული გახდა მის მიერ ადრე ფარცხისიის ბრძოლაშ დამარცხებულ მალიქ-შაჰთან
ჩასულიყო ისპანაში და ხარკი ეკისრაეთხოვა დიდი თურქობის შეწყვეტის სანაცვლოდ. მან
იტვირთა კიდეც უზარმაზარი ხარკი, თუმცა, რასაკვირველია, მდგომაროება საერთოდაც არ
გამოსწორებულა და ქართვეკებს უბრალოდ მძიმე ხარკი ზევიდან კიდევ უფროდააწვათ
კისერზე. უკეთესი მდოგმარეობა არც კახთა მეფე აღსართანას ჰქონდა, მანაც იკისრა ხარკი
და მეტიც, ქრისტიანობას კი უარყო. ამას დაემატა 1088 მომხდარი უძლიერესი მიწისძვრა,
რომლემაც არაერრთი ადამინის თუ ქალაქი იმსხვერპლა. გიორგი მეორე ვეღარ
უმკლავდებოდა ამ ყველაფერს და ფაქტობრივად დაკარგა სიტუაციაზე კონტროლი, ყველა
ხვდებოდა, რომ ასეთ რთულ ვიტარებაში საჭირო იყო უფრო ქმედითი და აქტირუ
ინაბიჯების გადადგმა და გიორგის მიმართ სიმპატია როგორც მოსახლეობაში ისე
დიდებულებში თანდათან უფრო მცირდებოდა. ზუსტად ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
თედო ჟორდანიამ საკმაოდ სამართლიან აღნიშნა და დაამტკიცა კიდევ, რომ მეფე გიორგი არ
გარდაცვლილა 1089 წელს, მაშნ როცა ტახტი მისმა ვაჟმა, დავითმა დაიკავა. უნდა
ვივარაუდოთ, რომ მის მიერ ტახტის დატოვებას ხელი დიდებულებმა შეუწყეს და არ არის
გამორიცხული ამ ყველაფერში თვოით დავითსაც მიეღო მონაწილეობა.

1089 წელს ტახტზე 16 წლის დავით მეოთხე ადის. ის გამეფებისთანავე შეუდგა არსებული
პრობლემების მოგვარებას და სწორ გზას დაადგა კიდეც. პირველ რიგში, ის ხვდებოდა, რომ
ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემას დიდი თურქობა, მთებში გახიზნული ქართელი
მოსახლეობა საძოვრებად ქცეული მიწებიწა და შიმშილობა წარმოადგენდა. ამიტომ, მან
გადაწყვიტა სელჩუკებისატის პარტიზანული ლაშწრობებით შეეტია. ისინი თავს ესხმოდნენ
სელჩუკთა მცირე რაზმებს და არბედვნენ მათ. ამის შედეგად, დავითმა დაანახა მტერს, რომ
ისინი არ იმყოფედნონ საკუთარ მიწა-წყალზე და გააგებინა, რომ ქვეყანას ახალი
მმართელის სახით პატრონი გამოუჩნდა, რომელიც უბრძოლებს თავისი მიწებისათვის.

დავითმა უყურადღებოდ არც ურჩი ფეოდალების საკიტხი დატიოვა. მან შეიპყრო


კლდეკარის ერისთავი ლიპაროტ ბაღვაში, თუმდა მისი გამოსწორების იმედით გამოუშვა
იგი, თუცა, რამეთუ დარწმუნდა მის ვერაგობასა და მისი გამოსწორების შეუძლებლობაში,
1094 წელს დააპატიმრა იგი და საბოლოოდ ბიზანტიაში გააძევა. მისი გარდაცვალების
შემდეგ დავითმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო რომელიც შეთქმულების ბდედ იყო
ქცეული და ის სამეფო დომენად გამოაცხადა, შემდგომ კი მისი ნაწილი გელათის მონასტერს
გადასცა. დავითმა დაამარცხა ძაგან აბულეთისზე და მისი ძმა მოდისტოსი, 1103 წელს. ამ
ორს იმედი ჰქონდათ რომ ისინი შიო-მღვიმის მონასტერს შეაფარებდნენ თავს, რომ ბერებმა
მეფისადმი ერთგულება გამოიჩინეს, რის გამოც მათ მეფემ ზედაზნის ციხე გადასცა თავისი
ნათლისმცემლის ეკლესიასთან და მუხრანთა ერთად.
დავითმა თავისი სიცოცხლის მანძილზე არაეთი რეფორმა გაატარა. დავიწყოთ
ეკომონიკური რეფორმით. დავითმა ახალი მონეტა მოჭრა, რომელსაც ჰქონდა ქართული და
არაბული წარწერები. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში ვაჭრობის განვითარებას.
შემოიღო უფასო ღამისგასათენებლბეი უცხოელი ვაჭრებისათის, დააწესა სხვადასხვა
საგადასახადო სისტემები ევროპელი და მაჰმადიანი ვაჭრებისათვის. დაუწესა ვაჭრებს
ისეთი პიროები, რომ მათთვის საქართელში ვაჭრობა უფრო მომგებიან გამხდარიყო, ვიდრე
თავიანთ სამშობლოში. დააწესა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მპარავთმძებნელის
ინსტიტუი, რომელიც მიმართული იყო ეკონომოკური დანაშაულის აღკვეთისაჯენ და
მსგავსი ფაქტის დაფისქრიებუს შემტხვევაში თვითონვე , თავისი ინიციატივით იწყებდა
გამოძიებას. ასევე, ნამდვილად ჭკვიანური იყო დავითის მიერ საგადასახადო ინსპექციის
შექმნა. დავითმა მანდატურებად დაბალი სოციალური ფენის წარმოამდგენლბები დანიშნა
და უფლებამოილებებით აღჭურვა. მისი ეს ქმედება კი იმით იყო ნაკარნახები, რომ
სოციალურიად დაბალი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს დაწინაურების
პერსპექტივა, არცერთ შემთხვევაში არ დაიჭერდა საქმეს ურჩ ფეოდალთან. თუმცა,
დავითის ყველაზე დიდი მიღწევა ეკონომიკურ საკითხში იყო ხარკის შეწყვეტა
სელჩუკთათვის, რამაცა საგარეო ფაქტორმაც შეუწყო ხელი. როგორც ვიცით, ამ ეპოქაში
ჯვაროსნული ლაშქრობები მიმდინარეობს. 1092 წელს მალიქ-შაჰი გარდაიცვალა, თუმცა
დავითმა ჯერ არ შეწყვიტა ხარკის გადახდა და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. 1097
წელს აირეს ანტიოქია და 1099 წელს იერსულამი და ზუსტად 1099 წელს შეუწყვიტა
დავითმა მტერს ხარკის გადახდა და მოიპოვა სრული დამოუკიდებლბა ორივე ხაზზე,
როგორც ბიზანტიისგან ისე სელჩუკებისგან.

რაც შეეხება სამხედრო რეფორმას. დიდი პრობლრმა იყო მუდმივი ჯარის არარსებობა.
ამიტომაც დავითმა შექმნა პირველ რიგში თავისი პირადი გვარდიუა, 5000 კაციანი მონა-სპა,
რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ ომში ალაფობა, რადგან ისინი ხელფასს სამეფო
ხაზინიდან იღებდნენ. გვარდაში უდიდესი დისციპლინა იყო, მეფე მათ ომის პერიოდში
ამარხულებდა კიდეც სულიერი სიმტკიცისათვის. მონა-სპას ემატებოდა საფეოდალოებიდან
გამოყვანილი ლაშქრები, ასევე ჯარში ქვეითები ჩანაცვლდნენ ცხენოსნებით. ერთ-ერთი
ყველაზე კვიანური საქციელი მეფის მხრიდან იყო წივჩაღთა ჩამოსახლება 1118 წელს.
ზუსტად ამიტომ, მოუწია დავითს გაშორება თავის მეუღლესთან, რათა ცოლად ყივჩაღთა
ასული მოეყვანა და პოზიციები განემტკიცებინა. ამას ემატებოდა ყმადნაფიცი
სახელმწიფოებიდან გამოყვანილი ჯარები და საჭიროებული შემთხვევაში დაქირავენული
ჯარი როქისპა. ასეთმა ძლიერმა სამხედრო რეფორმამ დავიტს მოუტანა "ძლევაი
საკვირველი" - გამარჯვე 1121 წლის დიდგორის ბრძოლაში. ილ-ღაზის 300 000 კაციან
არმიას დავითმა დაუპირისპირა 55600 მებრძოლი, შემდეგი გადანაწილებით. 40 000 მეომარი
ქართველი სპადან, 15 000 ყივჩაღი, 500 დაგირავებული ალანი, 100 ფრანგი მეომარი. ამავე სამხედრო
რეფორმის შედეგებია დავითის მომდევნო წარმატებები, რასაც მოჰყვა 1104 წელს ჰერეთისა და
კახეთის შემოერთება, 1104 წელს ერწუხის ბრძოლაში გამარჯვება, 1110 წელს სამშვილდის, 1115
წელს უსთავის, 1118 წელს ლორეს შემოერთება. 1122 წელს თბილისის დაბრუნება და 1123 და 1124
წლებში ანისის და შირვანის შემოერთება.

ერთ-ერთი მიზეზი, რატოამც დავითი თავს ცდოვილად მიიჩნევდა იყო მისი საპოციო
აპარატი - მსტოვართა ინსტიტუი. ისინი მეფის თვალები და ყურბეი იყვნენ, რომელთაც
ევალებოდათ როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ მოსალოდნელი საფრთხილს შესახებ
მეფისთვის ეცნობებინათ. აღსანიშნავია, რომ არაა გამორიცხული მსგავს ინსტიტუცს ბევრი
უდანაშაულო ადამიანიც ემსხვერპლა, თუნდა პირადი უთანხმოების გამო. ამ ინსტიტუტს
მანდატურთუხუცესი ხელმძღვანელობდა.

მეფემ არც სასამართლო დატივა უყურადღებოდ. მეფე ვეღარ ახერხებდა ამხელა


ტერიტორიაზე დიდი დრო დაეთმო მსაჯულობისათვის, ასმიტომ შემოიღო სააჯო კარი -
როგორ უზენაესი სასამართლო ინსტანცია და მას სათავაეში გორგი მწიგნობართუხუცესი-
ჭყონდიდელი ჩაუტენოა. დავები ყოველდღე განიხილებოდა, თუმცა ორშაბათობით დავებს
განიხილავდა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი საწოლისა და ზარდახანის
მწიგნობრებთან ერთად.

დავითუ უდიდეს ყურადღებას აქცევდა განათლებას. მან დაარსა გელათის აკადემია 1106
წელს. იქ შეკრიბა სწავლულები, რომელთა შორისაც იყვნენ არსენ იყალთოეული, იოანე
პეტრიწი და სხვები. ის საზღვარგარეთ არსებულ ქართულ საგანმანათკებლო
დაწესებულებებსაც არ აკლებდა ყურადღებას. მის განსაკუთრებულ დამოკიდეულაზე
განათლებისადმი მეტყველებს მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუციც. ეს იყო ბერი, რომელიც
არც სიმდიდირით და არც გვარიშვილობით იყო გამორჩეული, თუმცა იყო დიდი
განთლების მფლობელი და გამორჩეული საკუთარი ცოდნითა და სიბრძნით. იყო გელათის
აკადემიის რექტორი. მას მეფე განსაკუთრებულ პატივს სცემდა და დარბაზობისას მხოლოდ
მას ესალმებოდა თავის დაკვრით. ასევე ის მეფის გვერდით, მარჯვნივ, ყველაზე საპატიო
ადილს იკავებდა. გელათს მოჰყვა იყალთოს აკადემია, მისი რექტოეი იყო არსენ
იყალთოელი. იქ ძირითადსდ ტრივიუმ-კვადტიუმის ციკლის საგნები ისწავლებოდა.
დავითმა ასევე 40 ბავშვი გაგზავნა საბერძნეთში განათლების მისაღებად.

დავითი აღიარებდა ყველა სარწმუნოებას და არ ავიწროვდა არავის. პირიქით, თავისი


პატივისცემის გამოსახატად ის თურქულ სალოცავშიც შედიოდა , ამიტომ მას სხვა
სარწმუნოების წარმომადგენლებიც სცემდნენ პატივს.

1123 წლის ანდერძში დავითი შიო-მღვიმის ბერებს მისთვის ლოცვას ავალებს. რომ იქნებ
ამით მას მიეტევოს მისი ბრალნი სიყრმისანი, რაშიც სავარუდოდ ის უნდა
იგულისხმებოდეს, რომ მეფეს თავის ცოლთან განშორება მოუწია, რათა ცოლად ყივჩაღთა
ქალი შეერთო. როგორც უკვე აღვნიშNეთ მაღლა, მეფე თავს ცოდვილად მიიჩნევდა, რაც
ჩანდა მის ნაწარმოებში გალობანი სინანულისანი. მისი საქმიანობა ხშირად
ეწინააღმდეგებოდა სარწმუნიბრივ ნორმებს. მან ისიც კი დიაბარა, რომ გარდაცვაკების
შემდეგ მის საფლავზე გელათის აკადემიაშ ყველა განმვლელს გაევლო და იქნებ ასეთი
თავმდაბლობით გამოესყიდა მაინც თავისი ცოდვები.
1125 წლის ანდერზში- დავითი გამოთქვამს შეხედულებებს ტახტის მემკვიდრეობაზე.ის
ბედნიერია რომ ჰყავს დემეტრესნაირი ვაჟი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად დავითის
ბრწყინვალე მეფობისა, მან, როგორც ჩანს, ბოლოს მაინც დაუშვა ერთი შეცდომა, რომელიც
სამეფო ტახტის გადაცემის წესს და მემკვიდრეობითბას შეეხება, დავითმა დიაბარა რომ
დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძმა ცუატა უნდა ასულიყო, რაც შემდგომ
დაპირისპირების მიზეზი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს დავითის ერთადერთი შეცდომა იყო.

რაც შეეხება ეკლესიას. საყურადღებოა 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. მან
გააეერთიანა საერო და საეკლესიო ხელისუფლება მწიგნობართუხუცესი-ჭყონინდელის
ხელში. ამ კრებაზევე განისაზღვრა სასულიერო პირთა ხელდასმის წესები, რომ პირველ
რიგში სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანული მსოფლმხედვლებოსის
მქონენი, ანუ მათ უნდა შეძლებოდათ ხორცი სულისათვის დაეთრგუნათ. განისაზღვრა
სამეფო გვირგვინის კურთხევის წესიც. კრებას ჯარი იცავდა, რადგან მეფე ეჭვობდა რომ ის
უღირ ბერთა მიერ შეიძლება თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. ასევე სასულიერო პირთა
თანამდებბისთვის განსაზღვრული იყო ასაკები. ეპისკოპოსისთვის 35, მღვდლისთვივის
მინიმუმ 30 ხოლო წიგნის მკითხველისთვის 8.

რაც შეეხება დავითის ისტორიკოსს. ის აშკარად ძალიან განათლებული პიროვნება უნდა


ყოფილიყო. ის დავითს ალექსანდრე მაკედონელს ადარებდა და ადიდებდა მას და მის
საქმიანობასა და სიბრძნეს. ისტორიკოსი ასევე დადებითად უყურებს მეფუს მხრიდან ურჩ
ფეოდალებთან ბრძოლას. ის ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრეა და და
მოღალატეების მკაცრად დასჯას ემხრობოდა.

ისტორიკოსი მეფის კომპეტენციაში მრავალ ფუქნციას ჩამოთვლის, რომელსაც ის


"მართებანი"-ს უწოდებს. ისტორიკოსის აზრით მეფეს ევალებოდა სამხედრო საქმის ცოდნა,
ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნება, შესავალ-გასავლის გაკონტროლება, საგარეო
ურთიერთოებბის მოწესრიგება, სანიმუშ ჯარის ყოლა. ამასთანავე ის უნდა ყოფილიყო
უმაღლესი მსაჯული. ამიტომ, იმისათვის რომ მეფე ამდენ საქმეს გამკლავებოდა ის ბრძენი,
წინდახედული და მოწყალე უნდა ყოფილიყო. ის თვლიდა რომ მეფე მკაცრის და
მწყალობელიც უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოდ ერთი დადებით შედეგამდე ვერ
მიგვიყვანდა. დავითის ისტორიკოსის აზრიტ ძლიერი მეფე ძლიერი ქვეყნის წინაპირობაა.
2. ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებები (10 ქულა);

ნიკო ნიკოლაძე მე-19 საუკუნის კიდევ ერთი დამსახურებული და ღირსეული ქართველი


მამულიშვილი იყო. უნდა ითქვას, რომ ნიკო ნიკოლაძემ ფაქტობრივად ოთხივე
ფორმაციაში იცხორვა, ვინადიან იგი დაიბადა ბატონ-ყმობისას, ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა საქართველოში როცა ის გუბერნიას წარმოადგენდა, თავისი თვალით ნახა
საქართველოს პირბელი დემოკრატიული რესპუბლიკა და გარდაიცვალა სსრკ-ში.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოს წინაპრები პირველი ქართველი ვაჭრები, ბიზნესმენები
იყვნენ. ეს ალბათ იმიტომ, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი ხნის გან,მავლობაში
ვაჭრობა სათაკილო საქმედ მიიჩნეოდა და ვინც ამ საქმიანობას ეწეოდა ხშირიად ამის
რცხვენოდა კიდეც. ქართელო ვაჭარი იშვიათიბა იყო, ეს საქმე ძირითადსდ ებრალეებს,
სომხებს და ფრანგებს ჰქონდათ თავის თავზე აღებული. პირველი ქართველი ვინც ამ
საქმიანობას მასძტაბურად მოკიდა ხელი ნიკოს ბაბუა იყო, ეს საქმე შემდგომ ნიკოს მამამ
საკმაოდ წარმატებულად გააგრძელა, იმდენად წარმატებულად, რომ ის ქუთაისში
საწარმოებს ფლობდა, შემოჰქონდა საზღვარგარეთიდან სხვადასხვა დანადგარები,
სასუქები და ასე შემდეგ.

ნიკო 1843 წელს დაიბადა და დედმამიშვილებს შორის უფროსი იყო. ის ფაქტობრივად


მამის თანაშემწე იყო და ჯერ კიდე გიმნაზიაში სწავლისას მამას ფოთში გაჰყვა
დასახმარებლად. თუმცა იქ მას კოღომ უკბინა და ციება დაემართა, რის გამოც ერთი წელი
გიმნაზიაში ვერ დადიოდა. თუმცა მიკო ძალიან მონდომებული ახლგაზრდა იყო და
ბევრს კითხულობდა ამ დროს. ზუსტად ამ დროს , 1860 წელს გაგზავნა მას თავისი ორი
ფელეტონი ჟურნალ ცისკარში და ფსევდონიმი მეკენჭე აირჩია. რედაქტორმა არ იცოდა
ვინ იყო ფელეტონების ავტორი და ისე გამოაქვეყნა ისინი. ნიკო აღნიშნავდა, რომ მას
ძალიან მოსწონდა ჟურნალისტის პროფესია და ყოველთვის სურდა ამ პროფესიის
წარმომადგენლობა, თუმცა გულისთკივილით ამობდა, რომ რომ დღეს ეს პროფესია
არავის სჭირდებოდა, ამიტომ , ის როგორც ჩანს, ან ზედმეტად ადრე ან კიდე ზედმეტად
გვიან დაიბადა.

მამას ნიკოსთვის ინჟინრობა სურდა, თუმცა, ნიკომ მოახერხა მისი დათანხმება იმასზე,
რომ იგი სასწავლებდა ეტერბურგში გამგზავრებულიყო და იურისტის პროფესიას
დაუფლებოდა. ის პეტერბირგში 1861 წელს ჩავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი
სტუდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ის სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის
გამო სასწავლებლიდან გარიცხეს და დააპატიმრეს კიდეც. ის ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში
შემდეგ კი კრონშტადტის ციხეში ჩასვეს. მართალია ალექსანდრე მეორემ ბრძანა, რომ
ყველა სტუდენტი აღედგინათ სასწავლებელში და უბრალოდ მშობლების თავდებობდა
მოეთხოვათ, თუმცა ნიკოს მეორედა, რომ მსგავსი ამბავი მამისათვის ეცნობებინა, ამიტომ
ნიკომ უარი თქვა თავის სურვილზე და ქალაქის გუბერნიაში აკაკი წერეთელთან
გადასულა საცხოვრებლად. ზუსტად იმ პერიოდში დაიწყო მან თანამშრომლობა ჟურნალ
"სოვრემენიკთან", რომელსაც რუსი ფილოსოფოსი და მეცნიერი , რევოლუციონერ-
დემოკრატი ნიკოლოზ შერნიშევსკი ედგა სათავეში. ნიკო დიდად აღფრთოვანებული იყო
ამ ადამიანით და ყურადღებით უსმენდა ხოლმე მას და ხშირად ეხმარებოდა კიდეც. როცა
ცერნიშევსკი დააპატიმრეს და ახალგაზრდობის გარყვნის სიკვდილი მიუსაჯეს (თუმცა
შემდეგ გადასახლებით შეცვალეს), ნიკომ დატოვა პეტერბურგი 1863 წელს საქართელში
დაბრუნდა. ის ჩართული იყო ჟურნალ ცისკრის ფურცლებზე გამართულ აქტირ
დაპირისპირებაში თაობებს შორის, რომელსაც ჩევნ მამათა და შვილთა ბრძოლის
სახელით ვიცნობთ. თუმცა, ნიკო იქ დიდხანს არ გაჩერებულა , რადგან განათკების
წყურვილი ჰქონდა და ამჯერად განათლების მისაღებად გერმანიაში, ციურისიცის
უნივერსიტეტში გაემგზავრა. მან 1866 წელს ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი
წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა", ხოლო 1868 წელს დაიცვა დისერტაცია ტემაზე
"განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები". ის პირველი ქართელი
იყო, რომელაც დისერტაცია უცხოურ ენაზე დაიცვა. მან ციურისიხის უნივერსიტეტის
დოქტორის ხარისხიც კი მიიღო.

ავროპაში მოგზაურობისას ნიკომ არაერთი ცნობილი პიროვნება გაიცნო, როგორებიც


იყვნენ ჯუზეპე გარიბალდი, ვიქტორ ჰიუგო და სხვაბი. თუმცა ყველაზე დიდი
შთაბეჭდილება მას სოციალიზმის ბელადზე- კარლ მარქსზე დატოვა. მარქსმა მას
შესთავაზა კიდე რომ კავკასიაში პირველი ინტერნაციონალი ყოფილიყო, თუმცა ნიკომ
მას თავაზიანად უტხრა უარი, ვინაიდან მისთვის წარმოუდგენელი იყო, თუ როგორ
უნდა ექადაგა თავის სამშობლოში მარქსის იდეები, განსაკუთრებით კლასობრივი
დაპირისპირების იდეა.

დალი ჩიკვილაძე აღნიშავნდა, რომ ნილო მოდას აყოლილი არ ყოფილა. მარქსისი იდეები
იმ პერიოდშ საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა ნიკოს მიზანს არა მარქსიზმის
დამკვიდრება, არამედ ევროპული ცხოვრების საუკეთესოს ვერსიის დამკვიდრება სურდა
თავის სამშობლოში. აკაკი ბაქრაძე ამბობდა, რომ ნიკოსთვის მნიშვნელოვანი იყო ერის
ერთიანობა და ის რომ თვითშემოქმედებას მეტი გასაქანი მისცემოდა, თითმოქმედებაში
კი ნიკო ეკონომიკურ საქმიანობას გულისმხობდა.
ნიკო ნიკოლაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის აღმშენებლობის საკითხებში. მას
უნდა მივაწეროთ სამთო მრეწველობის განვითარება, ინჟინერ პალაშკოვთან ერთდ
თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლიბა, რისთვისაც მას ოქროს მედალი მიიღო და მისი
მეშვეობით შეეძლო უფასოდ ემგზავრა რუსეთში ნებისმიერი რკინიგზით.
მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზის
მშენებლობაში. მართალია თბილისი-ფოთის რკინიგზა უკვე ფუნქციონირებდა, მაგრამ
ვინაიდან წიფოს გვირსაბი გაყვანილი არ იყოუწევდათ რომ სურამიდაგნ ვაგონები
ცხენებით გადაეტანათ და რკინიგზა ხაშურიდან გრძლედებოდა. ნიკომ კი რკინიგზის
მშენებლობით ისარგებლა და ამ პრობლრმის მოსაგვარებლადაც გამოაყოფინა
სახელმწიფოს ხარჯები.

ნიკო საზოგადოებრივ ასპარეზზეც ატიურად გამოვიდა და თვითთმართველობის


ორგანობეში დაიწყო პრაქტიკურლი საქმიანობა. ის რამდენჯერმე იყო არჩეული
თბილისის საბჭოს წევრად. ნიკოს სახელს უკავშირდება წყალმომატაგების საკიტხის
მოგვარება. რამდენადაც უცნაირი არ უდნა იყოს, თბილისელები მეოცე საუკუნეშიც
მტკვირ სწყალს სვავდნენ, რამაც არაერთი დაავადება თუ ინფექცია გამოიწვია. ნიკომ
მოაგვარა ეს პრობლემა და ავჭალის წყაროებზე მოაწყობინა წყალსადენი, ხოლო
მოგვიიენბით 1931 წელს , ნიკოს გარდაცვალების შემდეგ მისი პროექტით ნატახტარ-
ბულაჩაურის წყალსადენიც ამოქმედდა. ზუსტად ნიკოს მოტხოვნიტ მოხდა სანიტარული
ექიმის და სადეზინფექციო კამერის შექმნა, რაშიც მას პეტრე მელიქიშვილი დაემხარა.
ასევე მოწყო ე.წ "ბოინი". მისი ინიციატივით აშენდა ვერეს ხიდი და ვერის დაღმართი,
რომლელაც გაამარტივა კავშირი ჩუღურეთსა და ვერეს შორის. მოაგვარა ტრანსპორტის
პრობლემა, მისი ინიციატივით თბიულისშ შემოიღფეს ე.წ. კონკა, რომელიც შემდეგ
თბილისელების საყვარელ ტრანსპორტად იქცა. ნიკოს წვლილი აქვს შეტანილი პარიზის
ქუჩების განათებაშიც.

1849 წელს ნიკო ფოთის მერი გახდა და მან ფოთი ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცია. იქ
მოეწყო არხი, რომელიც აგროვებდა წვიმის წყალს და ის ქალაქიდან ზღვაში ჩადიოდა.
ქალაქის ცენტრში აიგო აია-სოფიას მსგავსი ტაძარი და აღსანიშნავია რომ ქალაქის
თორმეტივე ქუჩა საბოლოოდ ამ ტათართან მიდიოდა. მასვე ეკუთვნის ფოთის განათების
პროექტი და სხვა.

რაც შეეხება მის შეხედულებებს. ნიკო რადკალ-დემოკრატიული მოძრაობის


წარმომადგენელი იყო და ცარიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, განსაკუტრებით გარუსების
პოლიტიკას. მას სურდა ისეთი სახელმწიფო, სადც იქნებოდა საყოველთაო შრომა ,
თანასწორობა და თავისულფლება. მისი აზრით მნიშვნელოვა ი იყო ხალხის ზნეობრივი
და ეკონომიკური გარდაქმნა და პირველ რიგში განათლება და ხალხის და
თავადაზნაურობის კავშირი და არა კლასობრივი დაპირისპირება. საჭირო იყო ცოდნა,
რადგან "ცოდნის გარეშეა რაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები"

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს ფორმებს განიხილავს. ის აღნიშვავს, რომ სახელმწიფო


შეიძლება იყოს მონარქიული და რესპუბლიკური. მონარქია შეიძლება იყოს დესპოტური,
აბსოლუტური და კოსნტიტუციუირი. კონსტიტუიურ მონარქიაში შეგვიძლია
მოვიაზროტ მონარქი რომელიც შებოჭილია წამომადგენლობითი ორგანოს საქმიანობით,
მაგალითად დღევანდელი ინლისი. რაც შეეხება აბოსლუტურ და დესპოტურ მონარქიებს,
ნიკოს თქმით მტავარი მიჯა ამ ორს შორის კანობებზე გადის. დესპოტისათვის არ
არსებობს არანაირი კანონები, ის მოქმედებს ისე, როგორც მას უნდა. ხოლო აბსოულუტი
მონარქიის დროს, მონარქი, შეიძლება თვისივე დაწერილი კანონებით, მაგრამ მაინც
შეზღუდულია კანონმდებლობით. რაც შეეხება რესპუბლიკას, ის გამოყოს
არისტოკრატიას, ოლიგარქიას, დემოკრატიასა და ტირანიას. არისტოკრატიაში
იგულისხმება წარმომავლობითი არისტოკრატია, წარჩინებულები. ოლიგარქია
გულისხმობს მდიდართა მმართველობას, ხოლო ტირანია - ნიკოს აზრით არის ერთი
პირის ხელისუფლება. რაც შეეხება დემოკრატიას - ესაა მმართველოს ფორმა როცა
ქვეყანას მართავენ ხალხის მიერ არჩეული პირები.

ნიკოლაძე არაერთ საკიტხთან დკაავშირებით აფიქსირებს თავის აზრს. მაგალითად,


ადვოკატის ინსტიტუთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსჯავრდებულს შეუძლია
მიუდგნენ ორი კუთხით, პირბელი კოდექსის მუხლით და მეორე - ადამიანობის
თვალსაზრისით. მისი აზროთ, ადვოკატებისთვის უპირატესო უნდა იყოს სიმართლე და
საზოგადოებრივი ინტერესები. ნიკო თვლის რომ ყველა დანაშაულს აქვს თავისი
წინაპირობა , შესაბამისად ადვოკატმა უნდა გააჟღეროს ეს პირობები და პრობლემები ,
რომლებმაც გამოიწვუეს დანაშაულის ჩადენა.

ნიკო ეხება გლეხთა გათავისუფლების საკიტხს. მიიჩნევს, რომ 1865 წელს


განხორციელებული გლეხთა რეფორმა უბრალო ბუტაფორიაა. რადგან თუ მემამულე
თანახმა არ იქნება რომ გლეხმა მიწა იყიდოს , მაშინ გლეხი ვალდებული იქნება იხადოს
მემამულის სასარგებლოდ გამოსაღები. თუ გლეხს ეს არ სურს, შეუძლია წავიდეს, მაგრამ
მიწის გარეშე გლეხი ვერაფერს გახდება. ამიტომ, ნიკოს აზირთ, ეს რეფორმა უბრალოდ
სიყალბის დაკანონება იყო.

ნიკო ასევე ეხება დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკიტხებს. მან 1875 წელს დაწერა
წერილი "მოძღვრება შეურაცხადობის შესახებ და ჩვენ განათკებულები'. ის გამოყოფდა
სხვადასხვა სჯოლებს. მაგალითად, ფილოსოფიური სკოლის თანახმად ადამიანის
საქციელში დამნაშავეა მხოლოდ მისი თავისუფალი ნება. კლასიკური სკოლა სასჯელის
მიზნად პრევენციას ასახელებდა, სოციალური და ანტროფოლიგური სკოლები
უარყოფდნენ თავისუფალ ნებას და გადამწყვეტ ფაქტორად მემკვიდრეობითობას
მიიჩნევდნენ. სოციოლოგური სჯოლის თანახმად ადაიაის ქცევას განსაზღვრას ბევრი
ფაქტორი, მათ შორის მისი წრე. ნიკო ნიკოლაძის აზრიტ უნდა მიებულ იქნას ზომები,
რომ ავირიდოტ თავიდან ისეთი გარემოებების წარმოქმა, რომელიც ჩაადენინებს
ადამიანს დანაშაულს. ანუ მას უნდა აღკვეთოს დანაშაულის გამომწვევი მიზეზები. ნიკო
ემიჯნება განმანთავისუფლებელბეის აზრს, რომლის თანახმადაც თავისუფლების
უარყოფასთან ერთადადც უარყოფილ უნდა იქნას პასუხიმსგებლობაც
დანაშაულისათვის.

ის ასევე ეხება სამედიატორო სასამართლოს და მის მნიშვნელობას. სამედიატორო


სასამართკლოს განაჩენს მხარეების უნდა დამორჩილებოდნენ, ნიკოს აზრიტ კი
მოსამართლეები იმ საკიტხში კომპეტენტური და ზოგადად ავტორიტეტული პირები
უნდა ყოფილიყვნენ, რომლევსაც კარგად ეცოდინებოდათ განსახილველი საქმის
სპეციფიკა. მხარეს უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგის მიერ დასახელებული მსაჯულის
აცილების უფლებაც.

ნიკო ნიკოლაძის აზრით, არსებობს ადამიანთან ორი კატეგორია , რომლებიც


მიისწრაფიან პროგრესისაკენ. პირველი - ისინი ვინც თანდათან გარდაქმნის მომხრენი
არიამ, ანუ ისინი ვინც ევოლუციური პროგრესს ემხრობა, და მეორე - ისინი , ვინც
მიიჩმევენ რომ საჭიროა რევოლუციური პროგრესის, ძველის ბოლომდე განდაგურება და
ახლის შენება. თვითონ ნიკო პირველ ვარიანტს ემხრობა და არ თვლის, რომ საჭიროა
ძველის ძირფესვიანი მოსპობა.

როგორც მაღლა აღინისნა, ნიკოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო განათლება. ზუსტად


ამიტომ, მან 1872 წელს საკუთარი დები და მისი მომავალი მეუღლე კაცის ტანსაცმელში
გამოწყობილები გააპატა შვეიცარიაში განათლების მისარებად. ეს საკმაოდ გაბედული
ნაბიჯი იყო, ამ დროს ქალები მხოლოდ პედაგოიგიურ და გინეკოლოგირ ფაკულტეტებზე
თუ სწავლობდნენ, მაგრამ ნიკოს მიჩნდა, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანასწორი
უფლებები უნდა ჰქონოდათ და ამისთვის აქტიურად იბრძოდა კიდეც.

როცა საქართვეოლომ დამოუკიდებლობა მოიპვა ნიკო 1917-1918 წლებში საქართველოს


ეროვნული საბჭს, ხოლო 1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ის
საპატიო თავმდჯომარეც კი გახდა.

როცა საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა, ნიკო ამ დროს საზღავრგარეტ იყო,


თუმცა ის სამშობლოში დასრულდა აქ გაარძელა თავისი მოღავწეობა. მან დაარსა სტამდა,
დაუბრუნა და თავისი სახლი რომელიც ჯარისკაცებს ჰქონდატ მიტვისებული. ნიკო 1928
წელს გარდაიცვალა, თუმცა ღირსეული შთამომავლობა დატოვა. მისი ვაჟი, გიორგი,
ცნობილი მათემატიკოსი იყო, რომელაცმ დისერტაცია მამის მსგასად უცხოეტში დაიცვა.
მას სხვა დამსახურებებიც ჰქონდა და არამხოლოდ მათემატიკით იყო გატაცებული. რაც
შეეხება ნიკოს ქალისვილს, თამარს, მისი მეუღლე იყო ნიკო მუსხელიშვული,
საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თამამად შეიძლება
ითქვას, რომ დღეს ქვეყანას სჭირდებიან ისეთი მამულიშვილები როგორიც იყო ნიკო
ნიკოლაძე და საჭიროა, მისი მოღვაწეობა დავაფასოთ. ცდება ყოველი ქართველი,
რომელიც თვლის, რომ საქართველოს დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის გარდა
არ ჰყოლია ისეთი ღირსეული მამულიშვილი, რომელსაც გული შესტკიოდა თავის
სამშობლოზე, ეს დიდი უპატივცემულობა და მწარე სიცრუე იქნება. საქართელოს
მრავლად ჰყავდა ასეთი მამულიშვილები, არამხოლოდ ნიკო ნიკოლაძე, არამედ ნიკო
ხიზანაშვილი ,იაგორ ჭილაშვილი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და
სხვანი. ამიტომ უკეთესი იქნება თუ დავაფასებთ ამ ადამიანთ ღვაწლს და გავყვებით მათ
საქმინაობას.

2 ქულიანი კითხვები:
1. მიუთითეთ რა განსხვავებაა სამართლებრივ შეხედულებასა და დოქტრინას შორის;

სამართლებრივი შეხედულებები არის მოსაზრებები სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ,


რომლებიც არ წარმოადგენენ მეცნიერულად დასაბუთებულ ხედვას. როგორც წესი,
შეხედულებები გამოთქმულია სხვა უმთავრეს საკიტხზე მსჯელობისას ან მათ
პარალელურად. მაგალითად: იაკობ ცურტაველის, იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულის
ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში ავტორთა მიერ გამოთქმული პოლიტიკური და
სამართლებრივი შეხედულებები. ესეიგ, ასეთ დრო ავტორი ნაწაროებს სრუალიად სხვა
მიზნით წერს, თუმცა, პარალელურად ის გვაწვდის მნიშვნელოვან მასალას ქართული
სამართლებრივი და პოლიტიკური მოძღვრებათა ისტორიისათვის. რაც შეეხება დოქტრინას,
ეს არის მეცნიერულად დასაბუთებულითეორია, ანუ იდეა, აყვანილი მეცნიერული
დასაბუტების ხარისხში, რომელიც არ ტოვებს არანირ ადგილს ეჭვისა და ვარაუდისთვის.

2. სახალხო კრებაზე გამოსვლისას, ვისი დასჯა მოითხოვა მეფე გუბაზის მკვლელობის


საქმეზე ორატორმა ფარტაძიმ;

ფარტაძი მიიჩნევდა, რომ მეფის მკვლელობაში არ შეიძლებოდა დამნაშავედ მთელი


ბიზანტიის მიჩნევა. ის თვლიდან, რომ ქართველები ბიზანტიელთა მხარეს უნდა
დარცენილიყვნენ და მოეთხოვათ იმპერატორისათვის შემდეგი პიების დასჯა: პირების,
რომლებმაც თავიანთი ხელით, უშუალოდ ცაიდინეს დანაშაული. ასევე იმათი, ვისაც
შეეძლო ხელი შეეშალა მეფის მკვლელობისათის, მაგრამ ეს არ გააკეთა და იმ ადამიანების,
ვისაც გაუხარდათ მეფის მკვლელია და სათანადოდ არ აღაშფოთა ამ ინფორმაციამ.

3. სალექციო მასალის მიხედვით დაასახელეთ გარემოებები, რომელთაც ხელი შეუწყვეს


დავით აღმაშენებელს 1099 წელს ხარკი შეეწყვიტა თურქ-სელჩუკებისთვის;

დავითს ხარკის შესაწყვეტად ხელი საგარეო ფაქტორებმა შეუწყო. როგორც ვიცით იმ ეპოქში
ჯვაროსნული ლაშქრობები მიმდიანრეობდა. 1092 წელს გარდაიცვალა თვითონ მალიქ-შაჰი,
თუმცა დავითმა კიდევ დალოდება არჩია და შესაფერის მომენტს ეძებდა, 1097 წელს
ჯვაროსნებმა აირეს ანაკპფია, ხოლო როდესაც ჯვაროსნები საბოლოოდ 1099 წელს
იერუსალიმს მიადგნენ, დავითმა ამ მომენტით ისარგებლა და შეუწყვიტა სელჩუკებს ხარკის
გადახდა.

4. დაასახელეთ ის უმთავრესი მიზეზები რომელთაც განაპირობეს ყუთლუ არსლანის დასის


დამარცხება;

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში, რომელსაც საუკუნეების განავლობაში


მონარქები მართვადნენ, იმ ეპოქაში წარმოუდგენელი იყო მეფის ხელისფუელბის
შეზღუდვა. ზუსტად ამან გამოიწვია თამარი აღშფოთება და მისი სიტყვები "ეს ხომ მეფობის
დასასრულია". თამარი ბევრად უფრო ძლიერი მმართელი იყო ვიდრე ჯონ უმიწაწყლო,
შესაბამისად ხელისუფლების შეზღუდვა ამ ფორმით არ დაუშვა. მართალია, საქართველო
საკმაოდ გავითარებუი იყო როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად და სამხედრო
თვალსაზრისით, რაზეც მეტყველებს სიმონ ჯანაშიას მონაცემები, ვეფხისტყასონის შექმნა
და წარმატებული ლაშქრობები, მაგრამ პარლამენტარიზმის დამკვიდრება იმ ეპოქაში
დროით არ იყო ნაკარნახევი. ამასთანავე, დატოვება. ამასთანავე, ივანე სურგულაძე
მიიჩნევს,რომ ანტიფეოდალურ მეფის წინააღმდეგ გამოსულ ძალებს არ ჰყავდათ ისეთი
მეთაური ,როგორც უნდა ყოფილიყო ბურჟუაზია და შესაბამისად ამ კლასის ბურჟუაზიის
არ არსებობის გამო ვერც ეკონომიკაში ვხედავთ ასეთი მაშტაბური გარდაქმნებისთვის
აუცილებელი ბურზუაზიული ურთიერთობების საწყისებს.

5. რას გულისხმობდა არჩილ მეფე როდესაც ადამიანისთვის ორმაგი მკურნალობის


საჭიროებაზე მსჯელობდა და ვინ მიაჩნდა ასეთ მკურნალად;

ის გულისხმობდა სულის მკურნალობასა და ხორცის მკურნალობა. სულის მკურნალობა


სასულიერო პირის საქმე იყო, ხოლო ხორცის მკურნალობა ექიმის. მეფეს კი ორივე სახის
მკურნალობა უნდა შეძლებოდა.

6. დაასახელეთ ვახტანგ (იგივე ალმასხან) ბატონიშვილის შრომები, რომელიც საფუძვლად


დაედო მისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებების შესწავლას;
ესენია: განჩინება ბარისა და მთიელთა ადგილთა და ეპისტოლენი საქართველოს მეფის
ირაკლის ძის ვახტანგისა,რომელიც 14 წერილისგან შედეგა და რუსულად იაგორ
ჭილაშვილმა თარგმნა

7. რით იყო განპირობებული ალექსანდრე ამილახვარის კრიტიკული დამოკიდებულება


სამღვდელოებისადმი;

ამილახვრის დამოკიდებულება სამღვდელოებისადმი იმით იყო გამოწვეული ,რომ


მაცხოვრისგან განსხვავებით რომელიც სიყვარულსა და თავმდაბლობას ქადაგებდა,
იმდროინდელი ეკლესია და მისი მსახურები ძალაუფლებისკენ ილტვოდნენ ხმლითა და
მაკრატლით მოქმედებდნენ, და იმის ანცვლად, რომ ადამიანები დაელოცათ, მათ
წყევლიდნენ .ამილახვარი კი სარწმუნოებათა შემწყნარებლობისკენ და მისი
თავისუფლებისკენ მოუწოდებდა .მისი თქმით ადამიანს შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს
მისცეს კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს. არავინ არ უნდა შეავიწროვონ სარწმუნოების
გამო ,არავის არ აქვს უფლება დაეუფლოს სხვის სულს, ყველამ პერსონალურად უნდა აგოს
პასუხი ღვთის წინაშე.

8. საქართველოს პროკურორის რანგში რა ზომების მიღებას მოითხოვდა ხელისუფლებისგან


იაგორ ჭილაშვილი საპროკურორო საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად;

ამ საკითხს ეძღვნებოდა მისი 1822 წლის 6 თებერვლის მოხსენებას. იაგორი ყურადღებას


ამახვილებდა იმაზე, რომ რომ პროკურორს ადგილებზე არ ჰყავდა მოხელე, რომელიც მას
დაუყოვნებლივ მიაწვდიდა ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის ან თუნდაც არსებული
უწესრიგობის შესახებ, რის გამოც მაზრებში ხშირად დანაშაული დაუსჯელი რჩებოდა და
მოქმედებები სწრაფად ვერ ხორციელდებოდა. ენის უცოდინარობის გამო
მოსარჩელისთვისაც და მოპასუხისთვისაც არ იყოს ხელმისაწვდომი სასამართლოს
ინსტიტუციი, ხოლო პროკურორები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, რომ
გაეუქმებინათ თვითნებური გადასახადები. ადამიანების სიმცირის გამო ვერ იღებდნენ
შესაბამის ზომებსა და ვერ დგამდნენ შესაბამის ნაბიჯებს მექრთამეობის აღსაკვეთად, რაც,
საბოლოოდ, ძალზე უარყოფით გავლენას ახდენდა სახელმწიფოს სამოხელეო
ინსტიტუტების ავტორიტეტზე საზოგადოების თვალში.

9. როგორი იყო აკაკი წერეთლის დამოკიდებულება საქართველოში ე.წ. „პირველი ღამის“


უფლების არსებობასთან დაკავშირებით;

აკაკის თქმით, "პირველი ღამის" უფლების შესახებ საზოგადოებაში გავარდნილი ხმის


მიზანი იყოს თავადაზნაურობასა და გლეხებს შორის დაპირისპირების გამოწვევა. ამ
საკითხს მან მიუძღვნა 1907 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული წერილი
საქართველოში პირველი ღამის უფლების არარსებობის თაობაზე. სხვადასხვა სოციალურ
ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაღვივების მცდელობა, აკაკის აზრით, რასაკვირველია
მტრის წისქვილზე წყლის დასხმას წარმოადგენდა.

10. როგორი იყო ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა დამოკიდებულება 1783 წლის


ტრაქტატისადმი.

მათი აზრით, მიზნის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ


ქართველი ხალხი მოახერხებდა 1783 წლის ტრაქტატის ფარგლებში რუსეთის
შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სტატუსის მოპოვებას, რაც ტრაქტატის
შინაარსიდან გამომდინარე, არ იყო საფუძველს მოკლებული. თუმცა, ეს მხოლოდ
ცარიზმის დამხობის და რუსეთის ფედერაციაში თანასწორუფლებიანი, ნებაყოფლობითი
გაერთიანების გზით იყო შესაძლებელი, რასაკვირველია, ეროვნული სუვერენიტეტის
შენარჩუნებით. საქართველოს მომავალს უკავშირებდნენ რუსეთის ფედერალური მოწყობის
და მომავალში მის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის საკითხს, პოლიტიკური
დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

You might also like