Professional Documents
Culture Documents
Agmashenebeli
Agmashenebeli
სარჩევი
1რიგითობა და ზედწოდება
2უფლისწულობა
3მეფობა
o 3.1საქართველოს მდგომარეობა დავით აღმაშენებლის გამეფებისას
o 3.2ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და ცენტრალიზაციისთვის
3.2.1ბრძოლა კლდეკარის საერისთავოს წინააღმდეგ
3.2.2თურქებისათვის ხარკის შეწყვეტა
3.2.3აბულეთისძეების გამოსვლა
3.2.4კახეთ-ჰერეთის შემოერთება
3.2.4.1ერწუხის ბრძოლა და კახეთ-ჰერეთის საბოლოო შემომტკიცება
3.2.5გარდაქმნები ეკლესიაში, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
3.2.6ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეფორმები
3.2.6.1მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის დაწესება
3.2.6.2სააჯო კარი
o 3.3საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
3.3.1ლაშქრის რეორგანიზაცია
3.3.1.1ამირსპასალარის თანამდებობის შექმნა
3.3.2სამხედრო მოქმედებები
3.3.3ყივჩაყთა ჩამოსახლება
3.3.4ბრძოლები თურქ-სელჩუკების განსადევნად
3.3.5დიდგორის ბრძოლა
3.3.6თბილისის შემოერთება
3.3.7დმანისის შემოერთება
o 3.4შირვანისა და ანისის შემოერთება
o 3.5საფინანსო ღონისძიებები
o 3.6საგარეო პოლიტიკა
3.6.1საქართველო და ჩრდილოეთის მეზობლები
3.6.2სამხრეთ-აღმოსავლეთის მეზობლები
3.6.2.1ურთიერთობა სომხეთთან
3.6.2.2ურთიერთობა შირვანთან
3.6.3ურთიერთობა ბიზანტიასთან
3.6.4ურთიერთობა ჯვაროსნებთან
4კულტურულ-საგანმანათლებლო და სააღმშენებლო მოღვაწეობა
5პიროვნება
o 5.1ტოლერანტობა
o 5.2მეფე და წიგნი
o 5.3„გალობანი სინანულისანი“
6სამეფო ოჯახი
7ტიტულატურა
8გარდაცვალება და დაკრძალვა
9დავით აღმაშენებელი ხალხურ გადმოცემებში, ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში
10საინტერესო ცნობები
11გენეალოგია
12ქრონოლოგია
13იხილეთ აგრეთვე
14ლიტერატურა
15რესურსები ინტერნეტში
16კომენტარები
17სქოლიო
რიგითობა და ზედწოდება[რედაქტირება | წყაროს
რედაქტირება]
ზოგიერთ ავტორთან (თედო ჟორდანია, ივანე ჯავახიშვილი, ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი
დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს
მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ
მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. დავით
კურაპალატი (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.[8]
ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით აღმაშენებლის რიგით ნომრად დავით IV-ა მიჩნეული და
დამკვიდრებული, ეს, როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირობითობაზეა დამყარებული, კერძოდ,
დავითის სახელის მატარებელ მეფეთა ნუმერაცია იწყება ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა
სამეფოს მეფეებიდან, რომლებიც ქართველთა მეფის ტიტულს ატარებდნენ.[8] სხვათა შორის,
ამგვარ პრინციპზეა დამყარებული ბაგრატების ათვლა-ნუმერაციაც.
დავით IV ისტორიაში „აღმაშენებლის“ სახელითაა ცნობილი. ეს ზედსახელი მას
გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ უწოდეს. ყოველ შემთხვევაში, XV
საუკუნემდე ცნობა, სადაც დავით IV ამ სახელითაა მოხსენიებული, ჩვენამდე მოღწეული არ
არის. პირველად „აღმაშენებელი“ გვხვდება 1452 წლის ე. წ. ავშანდაძეების სასისხლო სიგელში,
სადაც ნათქვამია, რომ „როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა“, გადმოვარდნილა,
დამტვრეულა და ავშანდაძეებს უმკურნალიათ მისთვისო.[9][10] ნარატიულ ისტორიულ
ლიტერატურაში დავითი „აღმაშენებლის“ ზედწოდებით მოხსენიებულია XVII საუკუნის
ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს ისტორიაში“.[1]
ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში დავით IV „აღმაშენებლად“ უფრო გვიან, „ახალი
ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში („აღწერა სამეფოსა
საქართველოსა“) იწოდება.[9]
ვახუშტი ბატონიშვილი დავითისათვის ამ ზედსახელის დარქმევას ასე ხსნის:
„ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო
ქუეყანა ესე სრულიად ოხერ; ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტეოდა ამით,
რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღვთისა, გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე,
სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა ქსენონთა მაშენებელი...[11]“
უფლისწულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო
ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი
პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და
თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო
საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.
მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს მდგომარეობა დავით აღმაშენებლის
გამეფებისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და
მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს
დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი
დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ.
სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური
მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და
არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები, ბაღ-ვენახები, პურეული და
სხვა კულტურები ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქობა საქართველოს ფეოდალურ
მეურნეობას მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს
და საერთოდ, კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციას.
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ
საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო
წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ
აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად და შემდეგ გადმოდიოდა.[13] დავით IV–ს
მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები
და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.
დავითის ისტორიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით“
იყვნენ დაწინაურებულნი სასულიერო თანამდებობებზე. იგივეს ადასტურებს დავითის
თაოსნობით მოწვეული დიდი საეკლესიო კრება, რომელიც ისტორიოგრაფიაში რუის-ურბნისის
კრების სახელწოდებითაა ცნობილი. უფრო ზუსტად, კრების დადგენილება ე. წ. „ძეგლისწერაჲ“.
[30]
წმინდა გიორგი ჭყონდიდელი
აგარანი
დავით აღმაშენებელმა 1118 წლის ივლისში ერთ დღეში აიღო აგარანი. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა
დავითისა“ მოგვაგონებს, რომ იგივე აგარანის აღებას დავითის პაპა ბაგრატი სამ თვეს მოუნდა.[48]
პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ზეაღმავალი საქართველოსათვის, რომლის
საშინაო და საგარეო გეგმები სულ უფრო მზარდი და მრავლისმომცველი იყო, აუცილებელი იყო
ლაშქრის გამრავლებისათვის ქმედითი, გონივრული ზრუნვა. სახელმწიფოსა და მისი მეფის
მიერ დასახული დიდი ამოცანების გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო ის ღონისძიებები რაც
დავითმა თავისი მეფობის პირველ ეტაპზე სამხედრო საქმის ორგანიზაციის მიზნით გაატარა.
[46]
ლაშქრის სიმრავლე განსაკუთრებით საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დავითმა ზედიზედ აიღო
მრავალი ციხე-ქალაქი. რა თქმა უნდა, გამუდმებულმა ბრძოლებმა ქართული ლაშქარი დაღალა
და რიცხობრივადაც შეამცირა. ამასთან, მოპოვებული გამარჯვების განმტკიცების მიზნით,
ლაშქრის ერთი ნაწილი „ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად“ იქნა
განწესებული.[49]
ამოცანა მნიშვნელოვანი იყო — ლაშქარი ისე უნდა გამრავლებულიყო, რომ ქვეყნის ზეაღმავალი
ეკონომიკის განვითარება არ შეფერხებულიყო, ე. ი. მატერიალური დოვლათის მწარმოებელი
მასა არ უნდა მოწყვეტილიყო თავისი ძირითადი სამუშაოდან. საქართველოს სამეფო კარმა
ლაშქრის გამრავლება არაქართული წარმოშობის მოლაშქრეთა ჩამოსახლების გზით გადაწყვიტა.
არჩევანი ყივჩაყებზე შეჩერდა.[48]
ყივჩაყთა ჩამოსახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში.
ყივჩაყები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. ისინი კავკასიონის ჩრდილოეთით
მდინარე დონიდან მოკიდებული კასპიის ზღვის ნაპირებამდე ცხოვრობდნენ. ისინი
განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნენ, მათში, XII საუკუნეში, ჯერ კიდევ გვაროვნული
წყობილება იყო და ტომებად ცხოვრობდნენ. ისინი ცნობილი იყვნენ კარგი საბრძოლო
თვისებებით, ამასთან ნების დამყოლნი და უპრეტენზიონი იყვნენ. დავით აღმაშენებელს ცოლად
ჰყავდა ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი და კარგად „უწყოდა
კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა,
სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირველობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა
თჳსისა“.[48]
გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ყივჩაყები კიევის დიდი მთავრის ვლადიმირ
მონომახის მიერ გამოდევნილი იყვნენ რუსეთიდან.
არსებობს ცნობა იმის თაობაზე, რომ დავით აღმაშენებელმა ყივჩაყთა ჩამოსახლების საკითხი, მას
შემდეგ რაც თვით ყივჩაყებისაგან მიიღო თანხმობა, ვლადიმირ მონომახთან შეათანხმა. მეფე
თავად გაემგზავრა ოსეთს გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან ერთად. მას ოსეთის
მეფე-მთავრები მიეგებნენ და „ვითარცა მონანი დადგნენ მის წინაშე“. დავითმა დარიალის
უღელტეხილი დაიკავა, მძევლები ჩამოართვა ოსებსა და ყივჩაყებს და ამგვარად შექმნა „გზა
მშვიდობისა – ყივჩაყთათვის“.
„გზა მშვიდობისა“, რა თქმა უნდა, მხოლოდ ყივჩაყთა ლაშქრის გადმოსაყვანად არ სჭირდებოდა
დავითს. ასეთი პირობა საჭირო და აუცილებელი იყო იმ მნიშვნელოვანი კულტურული
ურთიერთობისათვის რომელიც საქართველოსა თუ ამიერკავკასიისა თუ „ჩრდილოჲს“ ქვეყნებს
შორის არსებობდა ამ დროს. დავითის ეს საქმიანობა — დარიალის კარების ხელში აღება, იყო არა
თავდაცვის აქტი ჩრდილოეთიდან მოწოლილ მომთაბარეთა შემოსევების წინააღმდეგ, არამედ
ღონისძიება შეტევისა და გავლენის მიზნით კავკასიის მთიანეთსა და ამიერკავკასიის ხალხებზე.
ეს ერთი ეპოქალური ტეხილი იყო დარიალის გზის ისტორიაში. გზის ეს მშენებლობა იმ დროის
საქმეა, როცა საქართველოში „კლდე-კარებსა“ და „გზაჭრილებს“ აკეთებდნენ, როცა დარიალის
კარებს კი არ კეტავდნენ, არამედ ფართოდ აღებდნენ.[50]
დავითმა, მისივე ისტორიკოსის ცნობით, „ყივჩაყნი დააყენა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-
წულითა მათითა“. დავითმა საქართველოში გადმოიყვანა ყივჩაყთა 40 000 ოჯახი. დავითის
ისტორიკოსი არ ასახელებს ადგილს რომელზეც ისინი დასახლდნენ, ისე კი ამბობს „ადგილთა
მათ მარჯუეთა“ დააყენაო. საფუძვლიანი უნდა იყოს ვარაუდი, რომ ყივჩაყების დასასახლებლად
გამოყენებული იყო უმთავრესად ის ადგილები რომლებიც ჯერ არაბთა, ხოლო შემდეგ
სელჩუკთა მძლავრობის დროს დაცარიელდა. ყივჩაყთა სწრაფი გაქრისტიანება და მათი შერწყმა
ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს სამეფო კარის ინტერესებში იყო,
ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ქართულ ტერიტორიაზე დაასახლეს.[50]
დავითმა ყივჩაყები რაზმებად („გუარად-გუარად“) დაყო და დაუნიშნა სპასალარნი და
მმართებელნი, ამასთან, უზრუნველყო ისინი საჭურვლითა და ცხენებით. ყივჩაყები სწრაფად
ასიმილირდნენ ქართველებში. უპირველესად, ისინი ქრისტიანდებოდნენ: „უმრავლესნი
ქრისტიანე იქმნებოდეს დღითიდღე და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა“.[50]
ამათ გარდა დავითს 5 000 კაცი მონა-სპაში ჰყავდა — „ყოველი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი
და გამოცდილნი სიმხნითა“. ამგვარად დავითს ყოველი შემთხვევისათვის მზად ჰყავდა 45 000
გაწვრთნილი ცხენოსანი მოლაშქრე, ხოლო საჭირო შემთხვევაში მეფეს შეეძლო შეეყარა „თვისისა
სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენკეთილნი და პირშეუქცეველნი“.[51]
ყივჩაყები თავიანთი ოჯახებითურთ იქნენ გადმოსახლებული. ამასთან, თითოეული ოჯახის
ფეოდალური ვალდებულება იყო თითო მოლაშქრე მუდმივად მიეცა ქვეყნისათვის. ყივჩაყებს
მეომრისათვის ყველა საჭირო ატრიბუტთან ერთად მიეცათ მიწა, ბუნებრივია, რომ ამ გზით
შექმნილი ჯარი ჩვეულებრივი დაქირავებული გვარდია არ იყო, იგი არსებითად
განსხვავდებოდა ისეთი დაქირავებული ჯარისგან როგორიც როქის სპა იყო. ყივჩაყები
უშუალოდ ჩაებნენ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებაში, მათი განსხვავება ქართველი
გლეხებისაგან სახელმწიფოსადმი ვალდებულება-დამოკიდებულებაში უნდა გამოხატულიყო,
კერძოდ, ყივჩაყთა ვალდებულება მხოლოდ სამხედრო სამსახურში უნდა ყოფილიყო. სხვა მხრივ
კი ყივჩაყი მოსახლეობა ალბათ თავისუფალი იყო. არ არის გამორიცხული ისიც, რომ სამხედრო
სამსახური ბეგარის სახით დაწესებულიყო.[51]
ყივჩაყთა გადმოყვანისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება დავითმა 1118 წლის მეორე
ნახევარში დაიწყო (ლორისა და აგარანის აღების შემდეგ) და უნდა ვიფიქროთ, რომ 1119 წელს
მთლიანად მოაგვარა ეს საქმე (დაასრულა ყივჩაყთა ჩამოსახლება). იმავე 1119 წელს ჩაატარა
ძირითადი საწვრთნელი სამუშაო.[51]
ამგვარად, 1118-1119 წლებში ძირითადად გადაწყდა მუდმივი ლაშქრის შექმნის პრობლემა, ამ
ლაშქრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ყივჩაყები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით
ისინი 40 000 იყვნენ. მათ გარდა მუდმივ ლაშქარში, როგორც დასტურდება, ქართველებიც
იყვნენ.[51]
ანისის ნაქალაქარი
სომხეთის საკითხის მოწესრიგების შემდეგ დავითი კვლავ შირვანს დაუბრუნდა. 1124 წლის
შემოდგომაზე ილაშქრა შირვანზე, „აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი
შარვანი“, ე. ი. დავითს შირვანი მთლიანად გაუთავისუფლებია სელჩუკებისაგან, თანაც ციხეებსა
და ქალაქებში თავისი მოლაშქრეები ჩაუყენებია. დავითის ისტორიკოსი მიუთითებს, რომ ეს
მოლაშქრეები იყვნენ ჰერნი და კახნი. შირვანის ზედამხედველობა და გამგებლობა დაევალა
სიმონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესსა და ბედიელ-ალავერდელს, რომელიც გიორგი
ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის დისწული იყო, მისივე მსგავსი, „კაცი ყოვლითურთ სრული
და ბრძენი“. მემატიანე კმაყოფილებით წერს, რომ „განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა,
აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარაზნი“. აქედან მოკიდებული
დავითი ატარებდა შირვანშაჰის ტიტულსაც.[68]
ანისის სამეფოს მსგავსად შირვანის სელჩუკებისაგან განთავისუფლება დიდგორის ბრძოლის
ერთ-ერთი შედეგი იყო. დავითის მიერ მოპოვებულმა დიდმა წარმატებებმა და ამიერკავკასიიდან
სელჩუკების განდევნამ გააფართოვა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური
საზღვრები ნიკოფსიიდან (ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის) დარუბანდამდე
(დერბენტამდე) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სომხეთში).[68] განუზომლად გაიზარდა
საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა. საქართველო უძლეველ ქვეყნად მიიჩნიეს
იმდროინდელმა მახლობელი აღმოსავლეთის მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა. „რამეთუ თჳთ
სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა და არცაღა თჳთ ძუელად ქონებულთა
ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყო, ეგრეცა
ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი“. საქართველოს მეფე უხვ ძღვენს იღებდა
სულტნისაგან, რომელიც ეძიებდა „მშვიდობასა და სიყვარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა“.[68]
1. კლებულობს წონა, თუ დავით კურაპალატის მონეტა 3,5 გრამს იწონიდა, ბაგრატ IV-ს
1,56 გრამია, ხოლო დავით აღმაშენებლის მონეტის წონა 0,51-0,87 გრამს შეადგენს.[70]
2. იცვლება წარწერები როგორც მეფფეთა ტიტულებისა ასევე ვლაქერნის ღვთისმშობლის
გამოსახულების წარწერისაც. ასე მაგალითად, თუ ბაგრატ IV-ს მონეტაზე ხელაპყრობილი
ღვთისმშობლის გამოსახულების ირგვლივ წარწერილია „HAGIA QEOTOKOC“, ე. ი.
„წმინდა ღვთისმშობელი“, გიორგი II-ს მიერ მოჭრილ მონეტაზე წერია „M-
PQBLAXEPNITIKA“, ე. ი. „დედა ღვთისა ვლაქერნის“.[70]
3. გამოსახულება თანდათან უარესდება და უხეშდება.
XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ხაზინა მდიდარი იყო. დავითის წინამორბედ
მეფეებს ურთიერთობა ჰქონდათ ბიზანტიასთან. ეს ურთიერთობა იმდენად მჭიდრო იყო, რომ
ქართული ფული იჭრებოდა ბიზანტიურის მიბაძვით, რაც მისი ფორმისა და ნაწილობრივ,
წარწერების შინაარსიდან ჩანს. თვით ბიზანტიურ მონეტებს საქართველოში ფართო მიმოქცევა
ჰქონია. ასე მაგალითად, დავით აღმაშენებელი თავის „ანდერძში“ აღნიშნავს: „ხოლო დრაჰკანი
კონსტანტი ცუატა (ს) და ჩემნი ლალნი და თუალ-მარგალიტნი, ხახულის ღვთისმშობლისადა
შემიწირავს, ხოლო დუკატი და პოტინატი (ბოტინატი) ატენისა საჭურჭლისა, იგიცა ჩემისა
სისხლითა მოგებული, თუ ელეოდეს მეფე დემიტრე ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა“.[70]
XII საუკუნის ქართულ ფულზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ძირითადად, იმ ნუმიზმატიკური
მასალების საფუძველზე, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს ხელთ არის, თუმცა უნდა აღინიშნოს,
რომ ეს ფაქტობრივი მასალა ძალზე მცირე ოდენობითაა შემორჩენილი.
დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ფულის რეფორმის შესახებ ძვირფას ცნობებს იძლევა
არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, რომელიც ამბობს: დავითმა მოჭრა ფული, რომლის ერთ მხარეზე
ეწერა ხალიფას და სულთნის სახელები, მეორეზე — ალაჰისა და მოციქულის (მუჰამედის),
ხოლო კიდეზე თვით მისი — დავითის სახელიო.[71]
დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი მონეტა ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულებით, მეორე ემისია.
[73]