You are on page 1of 3

როგორ ვიცით დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა,აქვე უნდა აღინიშნოს ის

პოლიტიკური მდგომარეობა რომელმა მის გამეფებისას იჩინა თავი.მას ძალიან მძიმე


მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-
სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს
ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ,ასევე ცნობილი ფაქტია, ისიც რომ
დიდგვაროვანი ფეოდალები მეფებს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის
ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]

გამეფების პირველივე დღიდან დავითმა რადიკალური რეფორმები გაატარა


სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროში გაატარა ისეთი სიღრმისეული
რეფორმები რომლის წყალობითაც საბოლოოდ დაასრულა ფეოდალური საქართველოს
გაერთიანების პროცესი და ფეოდალების დასჯით მან მოკლე დროში შეძლო
ძალლაუფლების განმტკიცება.ყოველივე ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს მის
„დისციპლინურ“და ზუსტ გადაწყვეტილებებს ისეთ პერიოდში გამეფება როგორშიც დავით
მეფეს მოუწია,ნამდვილად დიდ ძალისხმევას და გამჭრიახობას საჭიროებს მალევე
გაერკვიო სიტუაციაში და მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება ,რომელიც შემდგომ
რათქმაუნდა დადებითათ აისახება ქვეყანაზე.მოგვიანებით მან ქვეყნიდან სელჩუკი
დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია რომელიც
გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და
არეგაწადმდე“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და
საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის
სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები,
რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება თავად რუის-უბნისის საეკლესიო კრებას მოკლედ რომ მიმოვიხლიოთ დღემდე
არ გვაქვს ზუსტი თარიღი თუ როდის მოიწვიეს პირველად.თავად კრების მოწვევას ერთი
კონკრეტული მიზეზი არ გაჩნდა.მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ ის რომ,სამეფოს წინაშე იდგა
ამოცანა — ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში
ჩაეყენებინა ეკლესია, აღმოეფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი
(ხელდასხმის წესის დარღვევა, საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება და
სხვა). კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე
გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.დავითისგან რათქმაუნდა ეს
მართებული ქმედება იყო ,რადგან უხეშად ,რომ ვთქვათ მან ერთი გასროლით ორი
კურდღელი დაიჭირა.მეტად გასაგები რომ გახდეს განვიხილოთ ის შედეგები რაც რუის -
უბნისის კრებას მოჰყვა.პირველი ეს იყო იმ პრობლემების აღმოფხვრა ,რომლებიც
ეკლესიებში იჩენდა თავს ეს იყო საეკლესიო ქონების განიავება თუ ხელდასმის წესების
დარღვევა,როგორც ვიცით საეკლესიო პირები ამ კონკრეტულ შემთხვევაში
მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ ფეოდალები,რითაც დავითმა
შეამცირა მათი ასევთქვათ მმართველობითი ძალაუფლება.ერთი სიტყვით რუის-ურბნისის
საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს
განმტკიცება-ცენტრალიზებაში.

ასევე ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიაში მნიშვნელოვანი


ადგილი უჭირავს კახეთ-ჰერეთის საკითხს კახეთის სამთავრო ქართლის საერისმთავროს ჯერ
კიდევ VIII საუკუნის 80-იან წლებში გამოეყო ვდავითის მოღვაწეობის პერიოდში კახეთის
მეფეები იყვნენ კვირიკე IV და აღსართან II. ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი დიდი
პატივისცემით მოიხსენიებს კვირიკე IV კახთა მეფეს „კაცი მეფობისავე თანა მეფე-ქმნილი
ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე“.  დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი)
გადმოცემული მოვლენათა განვითარება ადასტურებს, რომ 1103 წლისათვის მომძლავრებულ
საქართველოს კახეთის სამეფოს საკითხი გადაწყვეტილად მიაჩნდა. როგორც ჩანს, ამ ბედს
შეგუებული იყო კვირიკე IV-ც. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზედაზენი
წინააღმდეგობის გარეშე დათმეს. ამ აქტით პრაქტიკულადაც წყდებოდა კახეთის საკითხი.[22] ამას
ისიც დაერთო, რომ მალე გარდაიცვალა კახეთის მეფე კვირიკე „და შემდგომად წელიწადისა
ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე“ ე. ი. იგი გარდაიცვალა 1103 წლიდან 1 წლის გადსვლის შემდეგ
1104 წელს. კვირიკე IV-ის ტახტი მისმა ძმისწულმა აღსართან II-მ დაიკავა. თავისი
წინამორბედისაგან სრულიად განსხვავებით, მას მეფობისათვის არავითარი მონაცემი არ ჰქონდა.
მემატიანის სიტყვებით, იგი ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო ყოფილა.[22] ასეთი
მმართველის ხელქვეშ მყოფი კახეთის შემოერთება, ცხადია, საქართველოს მეფისათვის
აღარავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ დავითს ამ მიმართულებით
გატარებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.ჰერეთ-კახეთში საქართველოს მეფე დიდი
ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი დიდებული მის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მით
უმეტეს ეს პოლიტიკა მთელი საქართველოს გაერთიანებას ისახავდა მიზნად. 1104 წელს დიდმა
აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმა) ქავთარ ბარამის ძემ შეიპყრეს და
საქართველოს მეფეს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი. დავითმა ჰერეთი და კახეთი დაიკავა

სეპარატიზმის მოსურნენი და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ.


როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი
ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალენ მის საზღვრებს და
დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო.განძის
ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი. მასთან იყო მრავალი კახელი და „ქუეყნისა ერი“ „მტერთავე
თანა გარემოდგომილი ჩვენდა“. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს. როგორც
წყაროებიდან და გადმოცმით ვიცით დავითისთვის პრიორიტეტული განათლება იყო სწორედ
მისი წყალობით გაიხსნა პირველი აკადემია გამომდინარე აქედან მისი თითოეული
გადაწყვეტილება იყო სტრადეგიული და ტაქტიკური,განსხვავებით სხვა მეფებისგან იგი
დიპლომატიური გზებით ცდილობდა მოეგვარებინა პრობლემი.სწორედ ერწუხის ბრძოლაში მან
შეძლო მცირე რიცხოვანი ჯარით დაემარცხებინა მეტოქე ,წყაროების სიმცირის გამო რთულია
ერწუხის ბრძოლაზე საუბარი თუმცა თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი
ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა და
გამარჯვების რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ.ბუნებრივია იგი ყველა წინასწარ მოფიქრებულ
სამხედრო სიახლეებს გამოიყენებდა,ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის,
მან სრული განადგურება იგემა. სელჩუკები გაიქცნენ, კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და
იძულებული იყვნენ დანებებულიყვნენ. კახეთის დიდებულები მორჩილების გუნებაზე
დადგნენ. დავითი ლმობიერების გზას დაადგა. როგორც ჩანს, კახელი ფეოდალები მკაცრად არ
დასაჯა, პირიქით მეფემ ფეოდალებს ციხე-სიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები
ჩააყენა. ნიშანდობლივია, რომ ციხეთა აღებისას დავითისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ეს
ალბათ უაზრობაც იქნებოდა.სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ შემოიერთა დავითმა საბოლოოდ
კახეთ-ჰერეთი,რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ამ უკანასკნელის
ეკონომიკური და სამხედრო ძალების გაზრდის თვალსაზრისით. ამიერიდან უკვე აშკარად
ძლიერ ერთიან საქართველოს შეეძლო ფართო მასშტაბის ეკონომიკური თუ პოლიტიკური
ღონისძიებების ქმედითად გატარება. მართლაც, აქედან მოყოლებული საქართველოს სამეფომ
ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა
აზიასა და კავკასიაში ერთ-ერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია, ამ საქმეში,
რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას,
დავით აღმაშენებელს. საერთოდ, დავითის მოღვაწეობა წარმოადგენს თანამიმდევრულად
აღმავალ ერთ მთლიან ხაზს.

დავითის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება მოზომილი და ქვეყნისთვის


ხელსაყრელი,არ შეგვიძლია გავიხსენოტ ფაქტი რომელმაც რადიკალურად უარესობისკენ შეცვლა
ქვეყნის მმართველობა ან მიუღბელი იყო რომილიმე მისი ქმედება.პირიქით მისი მეფობისას
ჩვენი სამეფო მთელს აღმ.კავკასიაშ ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ მოაზრებოდა.

საქართველოს საბოლოო შემოერთება უკვე თარიღდება XII საუკუნით რამაც დიდი ადგილი


დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა. მართალია, მტერი თითქმის მთლიანად
განდევნილი იყო, მაგრამ ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი) და სამხრეთი
(სომხეთი) სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-განჯა-
ანისში სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო. საქართველოს
უშიშროების დაცვის საქმე მოითხოვდა ომის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ.ამიერკავკასიის
ხალხებს ერთი მოსაზრება ამოძრავებდათ — განედევნათ სელჩუკი დამპყრობლები მათი მიწა-
წყლიდან, რასაც ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანება მოჰყვებოდა. გამაერთიანებლის
როლში საქართველო გამოდიოდა. ამდენად საქართველოს სახელმწიფომ, მისმა სამეფო კარმა
იკისრა მეტად დიდი და რთული ისტორიული ამოცანა, რომლის განხორციელებაც საგანგებო
ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.

XI-XII სს-ის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება, ამ


პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ტაძრები,
რომელშიაც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. დავითს დიდი სააღმშენებლო
საქმიანობა გაუშლია: „რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა
ზედა, რაოდენი გზანი საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილქვნა...“ და ა. შ. მისივე ბრძანებით იქნა
აგებული შიომღვიმის ზემო ეკლესია.[98]
ჩვენამდე მოღწეულია დავით აღმაშენებლის ორი ანდერძი: ერთი შიომღვიმის ლავრისადმი,
ხოლო მეორე გელათისადმი. ამ ანდერძებიდან ჩანს, თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ
სასულიერო და საერო სასწავლო ცენტრებისადმი.
გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას
ივიწყებდა. დავითი ფრიად განსწავლული ადამიანი იყო და ერის განათლებაზეც რეალურად
ფიქრობდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სომეხ მემატიანეს ვარდან ბაზბერდეცს, რომელიც
აღნიშნავს, რომ „დავითი ძლიერ ზრუნავდა ცოდნის მოყვარე ივერიის ხალხზე“ასევე
უკავშირდება დავით აღმასენებლის სახელსშიო მღვიმის
მონასტრის აგება.

You might also like