You are on page 1of 13

საქართველოს ისტორია

ლექცია 4 - სელჩუკებთან ბრძოლა. მეფე


დავით მეოთხე აღმაშენებელი. თამარ მეფის
ეპოქა

გიორგი ფარეშიშვილი
თურქ-სელჩუკების შემოსევები საქართველოში
• მეთერთმეტე საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს დიდი
საფრთხე დაემუქრა, შუა აზიიდან თურქული ტალღის სახით.
სელჩუკები სასტიკად უსწორდებოდნენ ქრისტიანებს, მათ
მთავარ იდეურ დროშას ისლამი წარმოადგენდა
• პირველად სელჩუკები 1063 წელს გამოჩდნენ ალფ-არსლანის
მეთაურობით - მათ დაარბიეს სამხრეთ საქართველო, გაძარცვეს
და დიდძალი მოსახლეობა დააზარალეს. 1068 წელს ალფ-
არსლანი კვლავს დაიძრა საქართველოსკენ, ამჯერად
აღმოსავლეთის მხრიდან
• ბაგრატ მეფე იძულებული იყო ხარკი გადაეხადა. არსებული
პოლიტიკა შეიცვალა გიორგი მეორეს დროს. გიორგი მეორეს
როგორც საგარეო ისე შიდა პოლიტიკა წარუმატებელი იყო ,
აქედან გამომდინარე ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ შიდა
ბუნტს
• 1080 წლიდან იწყება დიდი თურქობა - მალიქ შაჰმა დიდი
რაოდენობით თურქი ტომები შემოიყვანა საქართველოში. მეფე
გიორგიმ თავი დამარცხებულად სცნო და ხარკის გადახდას
შეუდგა.

• პარალელურად აქტიურად გრძელდებოდა სხვადასხვა


მომთაბარე ტომების ჩამოსახლება. არსებობდა საფრთხე
ქართველთა გადაშენების

• 1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე მოხდა პოლიტიკური


გადატრიალება . გიორგი მეორე იძულებული გახადეს
გადამდგარიყო და საკუთარი ადგილი თავისი 16 წლის
ვაჟისთვის, დავითისთვის დაეთმო. დავითის პატარა ასაკიდან
გამომდინარე, მას გვერდში ედგა მისი აღმზრდელი გიორგი
მწიგნობართუხუცესი
დავით აღმაშენებელი გიორგი მწიგნობართუხუცესი
მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი

• დავითი პირველ რიგში სამხედრო ძალის რეორგანიზაციას


შეუდგა. აიძულებდა თურქ მომთაბარე ტომებს, რომ
დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. აქტიურად ებრძოდა
შიდა განხეთქილებებს - ალაგმა დიდგვაროვანი აზნაურების
ურჩობა. დავითმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა მეფის
ხელისუფლების გაძლიერებისთვის

• 1090-იანი წლების დასაწყისში პრობლემები შეექმნათ


სელჩუკებს - გარდაიცვალა მალიქ შაჰი, დასავლეთიდან
ადგილი ჰქონდა მათ წინააღმდეგ ევროპელი ჯვაროსნების
ლაშქრობებს. დავითი სწორედ აფასებდა პოლიტიკურ
მდგომარეობას, მან ჯვაროსანთა მხარი დაიჭირა და საკუთარი
ამალით ეხმარებოდა

• აღსანიშნავია 1105 წელი, როდესაც ერწუხთან ბრძოლაში


დავითმა უდიდესი გამარჯვება მოპოვა თურქთა წინააღმდეგ
• კახეთ-ჰერეთის დაბრუნებამ აშკარად გააძლიერება
საქართელოს ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს
გაერთიანებაში უდიდესი როლი ჰქონდა ეკლესიის ფაქტორს -
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო რუის ურბნისის საეკლესიო
კრება, როდესაც გააძევეს უღირსი მღვდელმთავრები

• 1110 წელს დავითმა აიღო ციხე-ქალაქი სამშვილდე, 1115


წელს გაათავისუფლა რუსთავი, 1117 წელს აღებული იქნა
გიში, ხოლო 1118 წელს თურქებისგან ლორეს დაბრუნება
შედგა

• 1118 წელს დავითმა დაიმორჩილა ოსები, რომლებიც


მეგობრობდნენ ყივჩაღებთან. აღმაშენებელმა 40 000 ოჯახი
ჩამოასახლა საქართველოში, რაც სტრატეგიულ გათვლასთან
იყო დაკავშირებული. მეფემ ასევე შექმნა მონასპა - საკუთარი
მუდმივი ჯარი, რომელიც 5 000 მეომრისგან შედგებოდა
• მთელი რიგი წარმატებები დავით აღმაშენებლის, საბოლოოდ 1121
წლის ტრიუმფით დაგვირგვინდა, რაც დიდგორის ბრძოლასთან არის
დაკავშირებული

• აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართელოს სამეფოსთან ერთად,


სელჩუკთა წინააღმდეგიო იბრძოდნენ ყივჩაღები, ალანები და ფრანგები

• დიდგორის ველზე ილღაზის სელჩუკთა ლაშქრის დამარცხების, მისი


შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ.
მოგვიანებით, 1122 წელს — თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის
აღება დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა. დიდგორის
ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო
გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს
ისტორიაში

• დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდგომ, მის მემკვიდრეებს


დემეტრე პირველი და გიორგი მესამე წარმოადგენდნენ
თამარის მეფობა
• თამარ მეფეს გამეფებისთანავე მთელი რიგი პირობები
წაუყენეს, რაზეც თამარი იძულებული იყო დათანხმებოდა -
ადგილი ჰქონდა მეფის ძალაუფლების შესუსტებას. ყუთლუ-
არსლანის ინიციატივის შედეგად, მეფეს რჩებოდა
აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო საკანონმდებლო
საკითხები გადაწყდებოდა კარავის ხელში. პარალელურად
გრძელდებოდა შიდა დაპირსპირებები
• საქართელოს სამეფო დარბაზმა გადაწყვიტა, რომ თამარის
მეუღლე გიორგი რუსი ყოფილიყო - მისი არჩევა განაპირობა
ქრისტიანობისა და პოლიტიკური მოცემულობის ფაქტორმა.
გიორგი რუსმა მრავალი უარყიფითი გამოავლინა, რის
შედეგადაც 1189 წელს თამარს მეორე ქმარი შერთეს -
საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი ოსთა მეფის შვილი
დავით სოსლანი. იგი დედით ბაგრატიონთა შთამომავალი იყო
თამარ მეფე
• ადგილი ჰქონდა თამარ მეფის წინააღმდეგ შიდა ჯანყებს
სხვადასხვა მოტივით, რაც მის მეფობიდან გადაყენებას
ისახავდა მიზნად. 1192 წელს თამარს ვაჟი შეეძინა (ლაშა-
გიორგი). ამ ყოველივეს მოჰყვა ლაშქრობა ბარდავის
მიმართულებით, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა.

• მნიშვნელოვანია 1195 წელს შამქორის ბრძოლა, სადაც


ქართველებმა დაამრცხეს თურქები. ამ გამარჯვებამ დიდად
გაზარდა ქართველთა ავტორიტეტი. 1201 წელს აღებული და
შემოერთებული იქნა ბიჯნისი. საქართველომ ასევე დაიბრუნა
ძველი ქართული ადგილები: ოშკი, ხახული და ბანა

• რუმის სასულთნო ყველაზე დიდი თურქული სახელმწიფო


იყო. მათ პოლიტიკურ აქტივობებს მოჰყვა ბასიანის ხანგრძილი
ბრძოლა და მძიმე სისხლისმღვრელი დაპირისპირების შედეგად
1202 წელს საქართველომ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა
• დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ციხე-ქალაქ კარის აღებას, იგი
ერთგვარ საყრდენს წარმოადგენდა ამიერკავკასიაში, ამიტომ
1204 წელს თამარ მეფემ გააგზავნა საგანგებო ჯარი ქალაქის
ასაღებად, რაც წარმატებით დასრულდა

• თამარის მეფობის უკანასკნელ ხანაში საქართველოს


ემორჩილებოდა არა ერთი სუბიექტი, რაც საქართველოს
სიძლიერეს ცხადყოფდა. 1206 წელს, როდესაც მისი მეუღლე
გარდაიცვალა, თამარმა თანამოსაყრდეთ მისი ვაჟი ლაშა-
გიორგი გამოაცხადა
სავალდებულო ლიტერატურა:

1.ნოდარ ასათიანი. საქართველის ისტორია ტ 1 გვ. 156-


189
მადლობა ყურადღებისთვის !

You might also like