You are on page 1of 42

ქართული სამართლებრივი აზრის ისტორია

ლექცია IV

GULIKO PERADZE
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• საქართველოს მეფე 1089-1125 წწ.;
• პოლიტიკურ და სამართლებრივ შეხედულებათა შესასწავლად
გამოყენებული წყაროები:

1. პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი” - ქართული


ჰიმნოგრაფიის ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც სასულიერო
ლირიკაში ღრმად დამუშავებულ სინანულის მოტივს ეძღვნება;
• ინდივიდუალური განცდა, ზოგადასაკაცობრიო ტკივილამდეა
აყვანილი. გამომდინარე იქიდან, რომ თავად მეფე დავითის თქმით
არ არსებობდა ცოდვა, რომელიც მის სულს არ ამძიმებდა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

2. რუის ურბნისის საეკლესიო კრების


ძეგლისწერა;
• ქართული საკანონმდებლო
შემოქმედების ამ ბრწყინვალე ნიმუშშია
ასახული დიდი ქართველი მეფის
მოსაზრებები ბუნებითი სამართლის
შესახებ.

3. 1123 წლის ანდერძი (დასაწყისი და


დასასრული დავითის ხელით უნდა
იყოს დაწერილი);
4. 1125 წლის ანდერძი;
5. დავითის ისტორიკოსი.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ და სამართლებრივ
შეხედულებებზე საუბარი არ იქნება სრულყოფილი თუ ჩვენ არ
შევეხებით, იმ ისტორიული მოვლენებს, იმ ეპოქის სულისკვეთებას,
რომელიც თან სდევდა დავითის მეფობას და ეპოქას;

 1072 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა მეფე ბაგრატ მეოთხე


რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა ქვეყანას
(დაკრძალულია ჭყონდიდში) და ტახტზე ამჯერად უკვე
რეალურად, ადის მისი ძე გიორგი II (1073-1089წ.წ.), რომელიც
როგორც გვახსოვს ჯერ კიდევ მცირეწლოვნობისას აკურთხებინა
მეფედ ლიპარიტ ბაღვაშმა. ამჯერადაც, როგორც მოსალოდნელი
იყო 1073 წლის ზაფხულშივე, მის წინააღმდეგ გააქტიურდნენ დიდი
ფეოდალები, რომელთა ნაკლებობა არც ამჯერად იგრძნობოდა
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
უნდა აღინიშნოს, რომ მეფე გიორგიმ მოლაპარაკებებისა და
დათმობის გზით შეძლო მათი შემორიგება და ამას მოყვა 1074
წელს კახთა მეფესთან აღსართანთან მოკავშირეობით ბრწყინვალე
გამარჯვება ფარცხისთან „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს
ხელისუფალ მალიქ (მელიქ) შაჰთან, მნიშვნელოვანი ციხეების
აღება, იქიდან თურქთა განდევნა და ამ მიწების საქართველოსთვის
შემოერთება.

 ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ დაახლოებით 1076


წელს ტაოშივე უნდა მოხდარიყო გიორგისა და ბიზანტიის
იმპერიის აღმოსავლეთის სარდლის გრიგოლ ბაკურიანისძის
შეხვედრა. რასაც მთლიანად კარსის ქვეყნის გიორგი II-სთვის
გადმოცემა მოყვა შედეგად.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
70-ინი წლების ბოლოსვე უნდა მომხდარიყო გიორგი II-სთვის ბიზანტიის
იმპერატორის მიერ კესაროსის წოდების მინიჭება.

წოდება კესაროსობა - ტრადიციისამებრ საიმპერატორო კარის ნათესავებს


ენიჭებოდათ და მისი მფლობელი ფაქტიურად იმპერატორის შემდეგ პირველ
პირად იწოდებოდა. რასაკვირველია აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ
გიორგი I-ის და, მართა, იგივე მარიამი იმ დროს ბიზანტიის დედოფალია და
როგორც დღეს აფასებენ, იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი ქალბატონი გახლდათ. ცხადია საკუთარ დამსახურებებთან ერთად
მნიშვნელოვან წილად ამ ფაქტმაც განაპირობა გიორგი II-სთვის ასეთი მაღალი
წოდების მინიჭება.

მოგეხსენებათ ბიზანტიაში სულ 18 წოდება არსებობდა და კესაროსი აქედან მე-


17 გახლდათ.

მხოლოდ მის შემდეგ რიგით მე-16-ედ მოდიოდა კურაპალატის წოდება,


რომელიც ქართველებიდან პირველს, ქართლის ერისმთავარსა და ვახტანგ
გორგასლის შვილიშვილს დედის მხრიდან, გუარამ I (575-590წ.წ.) მიანიჭა
ბიზანტიის იმპერატორმა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

 მე-11 საუკუნე საქართველოსთვის დაპირისპირებებისა და


მოულოდნელობებით აღსავსე საუკუნე იყო და გიორგი II-ის
მოღვაწეობაც ისევე თავბრუსდამხვევი სისწრაფით დაეშვა
ქვემოთ, როგორიც აღზევება გახლდათ;

 გიორგი II-ის დამარცხება აჰმად ამირასთან, რაშიც ისევდაისევ


შინათგამცემლების მიუძღოდათ წვლილი;

 მეფე გიორგი იძულებული გახდა აჭარის მთებისთვის


შეეფარებინა თავი. მისი სამეფო კი თურქთა ურდოებს დარჩათ
ასაოხრებლად.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
დაიწყო დიდი თურქობა. მტერმა მთელი საქართველო მოაოხრა.
ერთ დღეში აიღეს და გადაწვეს ქუთაისი.
საქართველოს მეფე იძულებული გახდა ისპაჰანში ხლებოდა მის
მიერ ჯერ კიდევ ფარცხისთან დამარცხებულ მალიქ შაჰს და
მშვიდობის სანაცვლოდ მძიმე ხარკი იტვირთა.
იგივე გზას დაადგა კახთა მეფე აღსართანი (ფარცხისთან გიორგის
მოკავშირე). მან ქრისტეს სჯული უარყო და მალიქ შაჰს
დაუზავდა.
ამ ყველაფერს თან დაერთო 1088 წელს მომხდარი საშინელი
მიწისძვრა, ბიძგები მთელი წელი გაგრძელებულა და შედეგად
დაინგრა მრავალი ქალაქი, სოფელი, ციხე-სიმაგრეები,
ეკლესიები. დაიღუპა ათასობით ადამიანი.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 ამ ყველაფერმა ქვეყნის ბედზე მზრუნველი საზოგადოება
ნათლად დაარწმუნა სახელმწიფოში რეფორმებისა და ძირეული
სიახლეების გატარების აუცილებლობაში.
 ამას გრძნობდა თავად მეფე გიორგიც, რადგან ცნობილი
ქართველი ისტორიკოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის
თედო ჟორდანიას (1854-1916წ.წ.) მიერ მოძიებული ცნობებით
ირკვევა, გიორგი II 1089 წელს არ გარდაცვლილა, როგორც ეს
მანამდე მიაჩნდათ. ის 1112 წელს გარდაიცვალა (დაკრძალვის
ადგილი უცნობია), 1089 წელს კი მეფობიდან გადადგა და ტახტი
თავის ვაჟს, 16 წლის დავითს დაუთმო.
 აქედან იწყებაა ფეოდალური საქართველოს ისტორიაში, ერთ-
ერთი ყველაზე: მნიშვნელოვანი, სიღრმისეული და ჩვენთვის
იურისტებისთვის სახელმწიფოს აღმშენებლობის თვალსაზრისით
ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ხანა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• დავითის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები:

 ყმა მოლაშქრეთა და მსახურეულ-აზნაურთაგან მხედართა


რაზმების შექმნა და მოულოდნელი თავდასხმებით თურქ-
სელჩუკებისთვის მდგომარეობის დამძიმება - მტრისთვის,
რომელსაც მტკვრისა და იორის ნაყოფიერი ჭალები პირუტყვის
საძოვრებად ექცია. ქართველი მკვიდრი მოსახლეობა კი, მათი
შიშით მიწას ვეღარ ამუშავებდა და მთაში იყო გახიზნული.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 ქმედების მნიშვნელობა (მარბეველთა რაზმები):

 ახალი ხელისუფალი მის ხელთ არსებული მართალია მწირი


რესურსებით, მაგრამ დაუყოვნებლივ იწყებს აქტიურ
მოქმედებას;
 ამ მოქმედების შედეგები პირველივე დღიდან საგრძნობი ხდება
მოსახლეობისთვის;
შეშინებული დამპყრობელი თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად
ვეღარ გრძნობს.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• შიდა არეულობის ჩახშობა - ურჩ დიდგვაროვანთა თარეშის
აღკვეთა:
 1093 წელს კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობა.
მონანიების მერე მას აპატიეს, მეტიც მეფემ ძველი ღირსებაც
დაუბრუნა, თუმცა დარწმუნდა რა მის ვერაგობაში, 1094 წელს
კვლავ დაპატიმრება და 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ
საბერძნეთში გააძევა. 1103 წელს კი მისი ვაჟის რატის
გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთაო საერთოდ
გაუქმება და სამეფო დომენად გამოაცხადა. მოგვიანებით, მიწების
ერთი ნაწილი, კერძოდ არგვეთა მეფემ გელათის მონასტერს
გადაცა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

 ამავე 1103 წელს დაამარცხა დავითმა XII საუკუნის I


მეოთხედის, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალები
აბულეთისძენი. მეფის ლაშქართან ერთ-ერთ ბრძოლაში
დამარცხებულმა ძაგან აბულეთის ძემ (მისი ძმა და მომხრე
მოდისტოსი) შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი. თუმცა,
მონასტერმა ურჩი ფეოდალი მეფეს წარუდგინა. დავითმა
აბულეთისძის სახლს ჩამოართვა გიორგი II-ის მიერ
ნაწყალობევი, ზედაზნის ციხე, თავისი სალოცავით
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიითა და მუხრანთან
ერთად, მადლიერების ნიშნად შიომღვიმის მონასტერს
გადასცა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

• ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები:


ახალი მონეტის მოჭრა, როგორც ქართული, ისე არაბული
ზედწერილით, რამაც ცხადია მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფულის
კურსის განმტკიცებაში;
 1099 წელს დავითის მიერ ჯერ კიდევ 1083 წელს ნაკისრი ხარკის
გადახდის შეწყვეტა თურქ-სელჩუკებისთვის - დავითის რეფორმებს
დიდად შუწყო ხელი,1092 წელს მელიქ შაჰის გარდაცვალებამ და
ჯვაროსნების მიერ თურქ-სელჩუკთა შევიწროვებამ, კერძოდ მათ მიერ
1097 წელს ანტიოქიისა და იერუსალიმის აღება. დავითმა მოვლენათა
მისთვის ხელსაყრელი განვითარებით კარგად ისარგებლა და როგორც
სპარესთისგან, ისე ბიზანტიისგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.
აქტიურად შეუდგა ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ აღმშნებლობას;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები:
 შემოიღო საგადასახადო ინსპექცია, რომლის მანდატურებიც გლეხთა
ფენიდან შეარჩია და განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვა;
 აქ ხაზი უნდა გაესვას მათ დაბალ სოციალურ წარმომავლობას და
პერსპექტივას თავად გამხდარიყვნენ აზნაურები, რასაც დავითის
გათვლით, უნდა უზრუნველეყო მათი მიუკერძოებლობა და გამოერიცხა
ალიანსი „ურჩგადამხდელ“ ფეოდალებთან;
 განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს პოლიტიკა თბილისის
განთავისუფლების შემდეგ გახდა, როდესაც დავითმა შემოიღო
დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა ევროპელი და მაჰმადიანი
ვაჭრებისთვის;
 შედეგად მათთვის საქმიანი გარიგებების დადება საქართველოში უფრო
მომგებიანი გახდა ვიდრე მათ სამშობლოში;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 ვაჭრობისა და ხელოსნობისთვის ხელშეწყობა;
 ინტენსიურად მიმდინარეიობდა ხიდების, გზების
მშენებლობა;
 გაიხსნა ფუნდუკები უფასო ღამისთევით უცხოელი
ვაჭრებისთვის.
 უზრუნველყოფილი იქნა ქარავნების დაცვა და უსაფრთხო
გადაადგილება სამეფოს მთელ ტერირტორიაზე - გავიხსენოთ
მპარავთმეძებლის ინსტიტუტის შემოღება, მოხელეების
რომლებიც უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური დანაშაულის
წინააღმდეგ (პარვა, რბევა, მეკობრეობა) საბრძოლველად იყვნენ
მოწოდებული.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• რეფორმების შედეგი:

 დავითის მეფობის დასასრულისთვის თბილისი - მსოფლიო


მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრად იქცა;
 საქართველო კი სამხედრო ძლიერებასთან ერთად
ეკონომიური თვალსაზრისითაც ერთ-ერთ უძლიერეს
სახელმწიფოდ გადაიქცა;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• სამხედრო რეფორმები:

 ცხადია ამ ყველაფრის ჯერ მიღწევა და შემდეგ შენარჩუნება


შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი სამხედრო უზრუნველყოფის გარეშე.
ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი კი, შინაგან ერთობას
მოკლებული იყო და დავითი მისი ჩანაცვლების აუცილებლობას
კარგად ხედავდა.
• მან ერთგულ მოლაშქრეთაგან შეადგინა, 5000-იანი პირადი გვარდია,
ე.წ. მონა სპა; რომელიც კარგად გაწვრთნა, აღჭურვა და იქ მკაცრი
დისციპლინა დაამყარა. მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ ომების
დროს წამოღებული ნადავლის განაწილება. სანაცვლოდ ისინი
სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდებოდნენ;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 სამხედრო შენაერთებში მკაცრი დისციპლინის შემოღებასთან
ერთად იკრძალებოდა: საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და
განცხრომანი, გინება ღმრთისა საძულველი და ყოველი
უწესობა;
 წინასწარ დაგეგმილი ომების წინ დავითი ჯარს
ამარხულებდა, გავიხსენოთ მისი მოწოდება დიდგორის ომის
წინ: ქრისტესთვის, სამშომლოსთვის;
მეფემ ქვეითი ჯარი შეცვალა ცხენოსანი რაზმებით;
განაახლა საომარი ტაქტიკა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
1118 წელს ყივჩაღების გადმოსახლების შემდეგ (სავარაუდოდ
ეს ოჯახები ქართლში იქნენ დასახლებული) მის
განკარგულებაში 40 ათასიანი მხედრობის გაჩენა
უზრუნველყო.
ამას ემატებოდა საფეოდალოებიდან გამოყვანილი
ფეოდალური ლაშქარი;
ყმადნაფიცთა ჯარი;
განსაკუთრებულ შემთხვევაში „როქის სპა“ - უცხოელთა
დაქირავებული ჯარი;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• ქვეყნის სამხედრო პოტენციალის საუკეთესო დადასტურება
გახლდათ დიდგორის ომი 1121 წლის 12 აგვისტოს.
რომელშიც დავითმა 55 600 მებრძოლი გამოიყვანა. მათ
შორის:
 40 000 ქართველთა სპა, ძირითადი დასაყრდენი;
15 000 ყივჩაღი;
500 ალანთა დაქირავებული, როქის სპა;
100 ფრანგი მეომარი, ევროპელ ჯვაროსანთა
წარმომადგენლები, რომელთაც თურქ სელჩუკებთან ბრძოლის
დიდი გამოცდილება ქონდათ.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• დავითის მიერ სამხედრო სფეროში გატარებული რეფორმების
წყალობით გახდა შესაძლებელი ქვეყნის გაერთიანებისკენ ისეთი
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო:
1104 წელს ჰერეთ-კახეთის დიდებულების დახმარებით,
ჰერეთისა და კახეთის შემოერთება.
1104 წელსვე კახეთის დასაბრუნებლად გამოლაშქრებული, განძის
ათაბაგის დამარცხება ერწუხის ბრძოლაში. მეფის პირადი
გმირობა, რომელსაც 3 ცხენის მოუკლეს და მზის ჩასვლისას,
გამარჯვებულ მეფეს იმდენი სისხლი დაექცა აბჯრის მოხსნისას,
რომ მხლებლებს დაჭრილი ეგონათ;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
1110 სამშვილდეს დაბრუნება;
1115 წელს იგივე ბედი გაიზიარა რუსთავმა;
1118 წელს ლორემ;
1122 წელს დიდგორის გამარჯვების შემდეგ თბილისის
შემოერთება;
1123 წელს ანისის;
1124 წელს შირვანის და სხვა;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• სასამართლოს რეფორმა:
 მეფე რჩებოდა რა სახელმწიფოში უმაღლეს მსაჯულად,
უპირველეს ყოვლისა სწორედ მას ევალებოდა „მოჩივართა
მართალი გამოძიებანი“. ის უნდა ყოფილიყო მათი მიუკერძოებელი
განმკითხავი;
 უმაღლესი სასამართლოს სახით „სააჯო კარის“ შექმნა. რომელსაც
ხელმძღვანელობდა მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი და
მოწოდებული იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სისხლის და
სამოქალაქო სამართლის საქმეების განსახილველად -
ორშაბათობით სხდომებს საწოლისა და ზარდახნის მწიგნობრებთან
ერთად, უშუალოდ მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი
თავმჯდომარეობდა. სხვა დღეებში კი პროცესებს, პროფესიონალი
ე.წ. სამეფო მოსამართლეები უძღვებოდნენ.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• საპოლიციო აპატარი:
„მსტოვართა ინტიტუტი“ - საგულისხმოა, რომ მათი მიზანი
ქვეყნის შიგნით როგორც „ავის განზრახვით“, ისე
სახელმწიფოსთვის „კეთილის მსურველთა“ აღმოჩენა და შესწავლა
იყო. უმთავრეს დანიშნულებას კი, მეფისთვის დროული და სწორი
ინფორმაციის მიწოდება გახლდათ ქვეყნისთვის მოსალოდნელი
საფრთხეების შესახებ.
 ქართველი მსტოვრები უცხო ქვეყნებშიც მოქმედებდნენ როგორც
მზვერავები და მთელი ამ საპოლიციო აპარატის სათავეში
მანდატურთუხუცესი იდგა. ბოროტ სიტყვასა და ღალატში
შემჩნეულებს კი, ძალზე მკაცრად უსწორდებოდნენ. ამიტომაც იყო,
რომ როგორც მემატიენე გადმოგვცემს „ორგულებასა, ზაკუასა და
ღალატსა რასმე ვერვინ, დიდთა თუ მცირეთაგანი იკადრებდა“.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
• საეკლესიო და საგანმანათლებლო რეფორმები:

ქვეყანაში მეფის ხელისუფლების გასამყარებლად საეკლეისო


და საერო ხელისუფლება მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელის
სახელოს ქვეშ იქნა გაერთიანებული - მთავრობის მეთაური,
საჭიროების შემთხვევაში მასვე შეეძლო მობილიზაციის
გამოცხადება, ის იყო სააჯო კარის თავმჯდომარე, კურირებდა
სახელმწიფოს განათლების სისტემას.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
სასულიერო პირთა ხელდასმის წესის დამტკიცება;
გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება;
მოძღვართა რაოდენობის, ასაკის განსაზღვრა და სხვა.

რუის-ურბნისის კრება, რამდენიმე დღე გაგრძელდა და მეფე


ჯარით იცავდა მას, რადგან ეკლესიისგან განკვეთილ უღირს
ხუცეს დიდებულებს, თავდასხმა არ განეხორციელიებინათ და
მათი ნათესავ ფეოდალების ზეწოლისგან დაეცვათ წმინდა
მამები.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
დავითი აქტიურად იწყებს საგანმანათლებლო კერების
დაარსებას უკვე ქვეყნის შიგნით. აღნიშნულის საუკეთესო
დადასტურებაა 1106 წელს გელათის აკადემიის დაარსება სხვა
ათენად და ახალ ჰრუმად;
პედაგოგებად: არსენ იყალთოელის, იოანე პეტრიწის,
თეოფილე ხუცეს მონაზონის მოწვევა.;
ბიზანტიაში სასწავლებლად 40 ახალგაზრდის გაგზავნა;
აქტიურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ
საგანმანათლებლო კერებს;
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 საქრთველოში, მაჰმადიან მეცნიერთა ფილოსოფოსთა და
პოეტთათვის ცალკე სახლის აგება;
მათთვის ნივთიერი დახმარება;
 პერიოდულად საზეიმო დარბაზობების გამართვა;
განათლებისადმი მეფის განსაკუთრებულ ყურადღებასა და
პატივისცემაზე მეტყველებს მოძღვართ მოძღვრის
ინსტიტუტის შემოღება. ბრძენი ბერის, რომელიც გელათის
აკადემიის რექტორი გახლდათ და რომელსაც დარბაზობისას
მეფე ყველაზე მეტი პატივით ფეხზე წამომდგარი, თავის
დაკვრით ხვდებოდა. დასაჯდომად კი მისგან მარჯვნივ
ყველაზე საპატიო ადგილს სთავაზობდა.
დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)
 წინამორბედებისგან განსხვავებით კურაპალატის წოდებაზე
საერთოდ უარი თქვა და მამისგან მემკვიდრეობით მიღებული
შიდაფეოდალური აშლილობითა თუ გარეშე მტრის
ამაოხრებელი თარეშით განაწამები ქვეყნის ნაცვლად
შთამომავლობას ერთიანი, ძლიერი და მეფის მტკიცე
ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებული საქართველო
დაგვიტოვა.
ანდერძის ნამდვილობის საკითხი

ანდერძის ნამდვილობისათვის საჭირო პირობები:


 საღი გონება;

 ნების თავისუფლება;

 ფორმის დაცვა;

 ხელმოწერა ;

რეკვიზიტები - თარიღი, ადგილი, დამსწრენი და სხვა.


დავით აღმაშენებელი და რელიგია

• 1106 წელს გელათის მონასტრის


აშენება;

• დავითს მიერ არსენ იყალთოელის,


იოანე პეტრიწის და თეოფილე
ხუცესმონაზონის მოწვევა.
დავით აღმაშენებელი და რელიგია

• მრავალეროვნული სახელმწიფოს მეფე - სხვა რელიგიებისადმი


ტოლერანტული დამოკიდებულება;

• სხვა კულტურებისადმი ხელშეწყობა;

• მეფობის ღვთიური წარმომავლობა;


დავით აღმაშენებელი და რელიგია

• ანგარიშვალდებულების გრძნობა ღმერთის წინაშე და საკუთარ


ცოდვებზე აქცენტირება:

 დაპყრობითი ომების წარმოება;


 სხვათა დასმენით ორგულებისადმი გასწორება;
 ცის მნათობების შესწავლა;
 „ბრალნი სიყრმისა“ და „სიჭაბუკისანი“.
დავით აღმაშენებლის შეხედულებები სამართალზე
• ბუნებითი სამართალი - ანტიკური ეპოქიდან მოდის (სოფისტები,
არისტოტელე, რომაელი იურისტები), შუა საუკუნეებში ის
ღვთაებრივი სამართლის სახეს იღებს და გვიან ფეოდალიზმის
ხანაში მას უკვე ვხვდებით ისევ ბუნებითი სამართლის სახით:
სპინოზასთან, ლოკთან, გროციუსთან, ჰობსთან, რუსოსთან,
კანტთა და სხვა;

• დავითი ცნობს:
 წიგნის სჯულს - დაწერილი საღვთო წიგნები;
 ბუნებით სჯულს - ბუნებრივი სამართალი;
 ხორციელ სჯულს - პოზიტიური სამართალი.
დავით აღმაშენებლის შეხედულებები
სამართალზე
• სჯულზე და ზოგადად ბუნებით სამართალზე მსჯელობა
მოცემულია რუის ურბნისის ძეგლისდებაში - აღწერილია ისტორია
ადამიანის შექმნისა, მის მიერ სამოთხის დაკარგვისა და ამის შემდეგ
დაწერილი სჯულის მიცემა მოსესთვის, რამაც ასევე ვერ უშველა
ადამიანებს და შემდგომ უკვე თავად მოევლინა და ადამიანებმა ის
ჯვარზე გააკრეს;

• ბუნებითი სამართლი - ზოგადია, რომლის მიხედვით ადამიანი


უნდა იყოს სათნო, ღვთის მოშიში და კეთილი;

• წიგნის სამართლი - რუის-ურბნისის ძეგლისდების თანახმად


ეკლესია განმარტავს, რომ 36 წლის ადამიანი შეიძლება ეპისკოპოსი
იყოს, მღვდელი 30 წლის, ხოლო წიგნის მკითხველი 8 წლის.
ტახტის მემკვიდრეობის საკითხი

• ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიცია უფროს ვაჟზე;

• დავითის 1125 წლის ანდერძი - დემეტრისა და ცუატას


მაგალითი.
დავითის ისტორიკოსი
• პიროვნებისა და ისტორიული გარემოს თანხვედრის საკითხი -
დავითის შედარება მაკედონელთან;

• დავით აღმაშენებლის ბრძოლა დიდი ფეოდალებთან;

• სპათა ინსტიტუტის მეშვეობით საფრთხეების წინასწარ


განსაზღვრა;

• ერთგულთა პირადი თვისებების გამო დაწინაურების საკითხი.


დავითის ისტორიკოსი
• მეფის მართებანი ქვეყნის წინაშე:
 სამხედრო საქმის ცოდნა;
 კარგი ჯარის ყოლა;
 საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება;
 ქვეყანაში წესრიგი;
 შესავალ - გასავალი;
 უმაღლესი მოსამართლე.

• მეფის საქმეები „უფსკრულივით ამოუვსებია“.


დავითის ისტორიკოსი
• მეფის მიერ წყალობის და სიმკაცრის შეხამება - მარტო წყალობამ
შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს დიდი მიწების გადაცემის
მაგალითზე.

• ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფიქსირება:


 ყველაფერი და მათ შორის დავითის წარმატებებიც ღვთის ნებაა;
 დავითის ისრისგან ხსნა ოქროს ხატის მიერ;
 დავითს ღმერთი ეხმარებოდა ყველა საქმეში და ამიტომაც იყო
სანაქებო.
შეკითხვები?
გმადლობთ ყურადღებისათვის!

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like