You are on page 1of 12

1110–1118 წლების ბრძოლები

საკუთრივ საქართველოთგან შემოუერთებელი იყო მარტო «ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი ყოველი,
სამშვილდე, აგარანი», რომელნიც «ჰქონდეს თურქთა». ქართველთა მთელი სამხედრო ხელოვნება და ნიჭი
სწორედ ამ ქვეყნის დაბრუნებისათვის უნდა შეელიათ. ასეც მოხდა სწორედ. თრიალეთი და კლდეკარი მაშინ
ეჭირა გიორგი მწიგნობართ-უხუცესისა და ჭყონდიდელის დისწულს თევდორეს. როდესაც «მეფე გარდავიდის
აფხაზეთად» და მახლობლად არ ეგულებოდათ, უფრო უდარდელად იყვნენ, და ქართველებმა მტრის
შესაცდენად სწორედ ასეთს სამხედრო ხერხს მიჰმართეს: «მეფე გარდავიდა» ლიხთიმერეთს, ხოლო ამავე
დროს ამერეთში ქართველები სამზადისს შეუდგნენ, ასე ადვილად და ხერხიანად მოაწყეს ეს საქმე. «ოდეს
სამშუილდე და ძერნა აიღეს (ქართველებმა) ქრონიკონი იყო სამას ოც-და-ათი» ანუ 1110 წელს.
სამშვილდის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ, რომ იგი ძლიერი ციხე იყო და სამხრეთით ტფილისს
ამაგრებდა; სამხრეთის სავაჭრო გზაც ამ ქალაქზე მიდიოდა; ამას გარდა, როცა ქართველები ჩრდილოეთით
და დასავლეთით მიმდგარნი ტფილისის საამიროს სამხრეთითგანაც შემოერტყმოდნენ, მაშინ ტფილისის
აღება ისე ძნელი აღარ იქნებოდა. თურქებსაც ამ ამბავმა თავზარი დასცა: «ცნეს რა თურქთა აღება
სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს და ღამე მეოტ იქმნნეს». ქართველები ამ
მოულოდნელმა გარემოებამ ძალზე გაახარა და მტრისაგან მიტოვებული ციხეები სიამოვნებით «ჩუენ თანა
მოითუალნეს». ამგვარად, 1110 წელს საქართველოს შემოუერთდა ქალაქი სამშვილდე და სომხითის ციხეების
მომეტებული ნაწილი.
.
თურქები თავის დამარცხებას, რასაკვირველია, ასე ადვილად ვერ დასთმობდნენ და ამიტომაც იყო, რომ
შურის საძიებლად «მოვიდა ძალი სულტნისა და ყოველი თურქობა კაცი ვითარ ასი ათასი». ისინიც უჩუმრივ,
«უგრძნეულად», შემოვიდნენ საქართველოში, მაგრამ მაინც შეუტყეს და დავით აღმაშენებელს, რომელიც
მაშინ ნაჭარმაგევს იდგა, მოახსენეს. მეფემ ეს ამბავი რომ შეღამებისას, «მიმწუხარ», შეიტყო,
დაუყოვნებლივ იმ 1500 ჯარისკაცითურთ, რომელიც-კი იმჟამად შეესწრო იქვე, თრიალეთისაკენ გაემგზავრა
და მთელ ღამეს გზაში იყო. ცისკარს თურქების მეწინავე რაზმიც მოვიდა. ისინი არ მოელოდნენ, რომ
ქართველთა მხედრობა მათ საბრძოლველად მზად დაჰხვდებოდა. «იქმნა ბრძოლა ძლიერი მას დღესა»;
თუმცა ქართველები ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს: «მიდრეკასა დღისასა მიდრკეს
სივლტოლად» თურქებიც და გაიქცნენ. თურქების მრავალრიცხოვანი მხედრობის გაქცევა იმდენად
გასაოცარი და გაუგებარი იყო, რომ ქართველებს არა სჯეროდათ, აქ რაიმე ვერაგობა არ იყოსო; «მეფე და
სპანი მისნი ესეოდენ ურწმუნო იქმნეს, ვიდრემდის არავინ სდევნა ყოვლა, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა»-თ
და ფრთხილობდნენ. ეს ბრძოლა უნდა მომხდარიყო ალბათ 1110-1112
რაკი თურქები ასე თავზარდაცემულები იყვნენ, გიორგი ჭყონდიდელმა და მწიგნობართუხუცესმა, ალბათ
დავით აღმაშენებელთან შეთანხმებით, კვლავ განაგრძო თავისი სამხედრო მოქმედება და ხერხი: »მეფისა
მუხნარსა ყოფასა» მან მტერს რუსთავიც წაართვა. ეს ამბავი მომხდარა 335 ქრონიკონს, ესე იგი 1115 წელს.
1118 წელს მეფემ «აღიღო სომხითის ციხე ლორე». «მაშინვე» 1118 წელს «ივლისსა» დავით
აღმაშენებელმა აგარანიც დაიპყრა. საქართველო იზრდებოდა და ფართოვდებოდა; მტერი თანდათან უკან
იხევდა და ძლევამოსილს მეფეს დაპყრობისლ ქართველთა მიწა-წყალს უთმობდა.
მაგრამ საქმე მარტო დაპყრობა ხომ არ იყო; თავი და თავი დაპყრობილის შენარჩუნება იყო, თორემ
სამშვილდეც, ბევრი სხვაც, თვით თბილისიც დავით აღმაშენებელის წინაპართა ხელში გადავიდა
რამდენჯერმე, მხოლოდ იმათ ხანგრძლივ ვერ შეინარჩუნეს და ისევ მტერი დაეპატრონა და ამას გარდა
გასალაშქრებლად და საომრადაც ცალკე რაზმები ჰყოლიყო. ხანგრძლივმა გამოცდილებამ დაარწუნა,
რომ «არა კმა იყუნეს (ლაშქარნი) სამეფოსა მისისანი თან მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა
მისისათა» მასთანავე ადგილობრივი, დიდგვარიან აზნაურთა ყმებისაგან შემდგნარი მხედრობა ზოგჯერ,
თუ მათი პატრონები განდგომილნი იყვნენ, არამც თუ მეფეს არ ეხმარებოდა, პირიქით, მეფის
წინააღმდეგ მოქმედებდა კიდეც. ამგვარს გარემოებაში მყოფს საქართველოს მეფეს ყოველთვის არ
შეეძლო სახელმწიფო გარეშე მტრებისაგან უზრუნველ ეყო. ყოველთვის მოსალოდნელი განსაცდელის
გასაქარწყლებლად საგანგებო ღონისძიება იყო საჭირო და დავით აღმაშენებელმა «განიზრახა
სივრცითა გონებისათა» რომ ასეთ საშუალებად მუდმივ სამეფო ლაშქრის შემოღება უნდა ყოფილიყო.
მეფემ გადასწყვიტა ამგვარი ლაშქარი ყივჩაყთაგან შეედგინა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი მეუღლე
გურანდუხტ დედოფალი იყო ასული «ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა» და ამის გამო
ისინი მისი ერთგული იქმნებოდნენ; მეორე იმიტომ, რომ მან «უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა
სიმრავლე და სიმჴნე წყობათა შინა, სისუბუქე მიმოსვლისა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად
დამჭივრელობა და ყოვლითურთ მომზავებულობა ნებისა თჳსისა».
თავისი აზრის განსახორციელებლად დავით აღმაშენებელმა ყივჩაყეთში «კაცნი სარწმუნონი»
გაგზავნა და ყივჩაყნი საქართველოს სამეფო ლაშქარში მიიწვია. ყივჩაყებმა და მისმა სიმამრმა
სიხარულით მოისმინეს ეს მოწოდება და დათანხმდნენ; მხოლოდ რომ საქართველოში
გადმოსულიყვნენ, ამისათვის ქართველებს უნდა უზრუნველ ეყოთ «გზა მშვიდობისა ოვსთაგან».
დავით აღმაშენებელი ამის გამო გაემგზავრა ოსეთში და თან წიაყოლია თავისი განთქმული
მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონიდელი. ოსეთში შემავალს საქართველოს ბატონს «მოეგებნეს
მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა».
დავით აღმაშენებელმა ყივჩაყნი და ოსები შეათანხმა, ჩამოართვა «მძევალნი ორგნითვე ოვსთა და
ბივჩაყთა და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი და ყო შორის მათსა მშვიდობა და
სიყუარული». ამას გარდა მეფემ ჩამოართვა მათ «ციხენი დარიალ[ან]ისნი და ყოველთა კართა
ოვსეთისა და კავკასიის მთისანი» და ასე «შექმნა გზა მშვიდობისა» ყივჩაყთა იმ ლაშქრისათვის,
რომელიც საქართველოს სამსახურში აპირებდა შემოსვლას. ეს დიდი პოლიტიკური გამარჯვება
იყო: მარტო ის რადა ღირდა, რომ ჩრდილოეთის ყველა კართა ციხენი ამიერითგან საქართველოს
ხელმწიფის ხელში იქმნებოდა? ამასთანავე ოს-ყივჩაყთა შერიგება დაქართველთა მეფის ყმად
გახდომა საქართველოს ჩრდილეთით ზურგს უმაგრებდა და უზრუნველჰყოფდა ისე, რომ დავით
აღმაშენებელს შეეძლო მთელი თავისი ყურადღება და საქართველოს შეერთებული მხედრობა
მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავეთ-დასავლეთისაკენ მიემართა
დავით აღმაშენებელმა თავდაპირველად სულ 40000 «წყობად განმავალი რჩეული» მხედარი
გადმოიყვანა «დედაწულითა მათითა». ოჯახობით. ამას გარდა 5000 კაცი მონა-სპაში იყო, «ყოველნი
ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა .მისცა მათ დასახელებული ადგილი, და
მათთვის განსაკუთრებული მართვა-გამგეობის წესი დასდვა: «დააწყუნნა გუარად-გუარად და
დაუდგინნა სპასალარნი მმართებელნი.ასე მოაწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს
სამხედრო საქმე: ამიერითგან მას ჰყავდა 45.000 მუდამ მზად მყოფი, გაწვრთნილი ცხენოსანი ჯარი;
ხოლო როდესაც საჭირო იქმნებოდა მას შეეძლო აგრეთვე მოეწვია და შეეყარა «თჳისისა სამეფოსა
სპანი რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენკეთილნი, ამგვარი მხედრობა სრულებით საკმარისი იყო, რომ
საქართველო გარეშე მტრის შემოსევისაგან უზრუნველი ყოფილიყო და დიდებულს მეფეს
საქართველოს საბოლოვო გაერთიანება განეხორციელებინა. ყივჩაყთა ლაშქრის გადმოყვანა, მათი
დაბინავება საქართველოში, გაწვრთნა და დაწყობა უნდა 1118-1120 წლებში მომხდარიყო. 1120 წელს
საქართველოს ახალი სამხედრო ძალა ბრძოლისათვის უკვე მზად იყო და ლაშქრობაში
მონაწილეობა მიიღო კიდეც.
დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება

როცა დავით აღმაშენებელმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქმანები


მრავალგზის ზედიზედ დაამარცხა და მათ ნავარდობას ბოლო მოუღო, «ამათ ესე ვითარცა ჭირთაგან
შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძა-ტფილელ-დმანელნი წავიდეს სულტნისა წინაშე
და ყოველსა სპარსეთსა... და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა
აღზრნეს წყალობად თჳსა და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა. მაშინ სულტანმან მოუწოდა
არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ძალი მისი და აჩინა
სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი... და უბრძანა თურქმანობასა, სადაცა-ღა ვინ იყო - დამასკოით და
ჰალაბით-გან ამოღმართ ყოველსა მâედრობად შემძლებელსა, ამათთანა ათაბაგსა განძ[ის]ასა მისითა
ძალითა ყოვლითა სომხითისა ამირათა. შეკრბეს ეს ყოველნი, შეითქუნეს და შემტკიცდეს სიმრავლითა,
ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა, და აგვისტოსა თორმეტსა მოვიდეს თრიალეთს,
მანგლისს და დიდგორთა». ქართველი ისტორიკოსის ეს ცნობები ყოველმხრივ საუცხოვოდა მტკიცდება
არაბი ისტორიკოსის იბნ ალასირის მოწმობითაც.
მათე ურჰაელი მაჰმადიანთა ამ შეერთებული ლაშქრობის მონაწილედ იხსენიებს სულტანს მელიქს
(სომხური), ღაზი არდუხის ძეს ( სომხური), დუბეიზს სადაყას ძეს. მოკავშირეთა ძლიერი და
მრავალრიცხოვანი (მათე ურჰაელის სიტყვით მაჰმადიანებს ვითომც 400000 ჰყოლიათ) ლაშქარი შემოესია
საქართველოს თბილისის სანახებში და სომეხთა მემატიანის სიტყვითაც დიდგორის მთაზე დაიბანაკა.
მათე ურჰაელის სიტყვით დავით აღმაშენებელმა მტერს მიაგება ქართველთა გულად და გამოცდილ
მეომართაგან 40000 მხედარი, ყივჩაყთაგან 15000, ალანთა ჯარითგან 5000 და 100 ფრანგი მეომარი;
მაშასადამე, ქართველებს სულ ჰყოლიათ 556000 ჯარისკაცი.
არაბი ისტორიკოსი ამბობს, რომ ბრძოლა თბილისის მახლობლად მომხდარა. ორივე მოპირდაპირე
მხედრობა რომ საომრად გამწკრივდა, ქართველთა მხრით 200 ყივჩაყი წამოვიდა თურმე და მაჰმადიანთ
რაზმისკენ გაემართა; მაჰმადიანი ეგონათ, ყივჩაყნი ალბათ შეწყალებისა და დანდობის სათხოვნელად
მოდიანო. მაგრამ ისინი უეცრად მაჰმადიანთა ჯარში შეიჭრნენ და ხოცვა დაუწყეს. სწორედ ეს გაბედული
სამხედრო ხერხი, რომლის მოწყობისა და განხორციელებისათვის დიდი ხასიათის სიმტკიცე იყო საჭირო,
აქვს ალბათ ნაგულისხმევი დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს, როცა იგი მეფეზე ამბობს “უშიშმან და
ყოვლად უძრავმან გულითა” საქმე “წყნარად და უშფოთველად” განაგოო. იბნ ალ ასირიც არა მალავს,
რომ მაჰმადიანნი მართლაც, როგორც ქართველ ისტორიკოსსა აქვს ნათქვამი, “პირველსავე ომსა
სივლტოლად მიდრკიან” და გაქცეულთაგან მრავალი დაიხოცა, და ტყვედ ჩაუვარდათ ქართველებს,
ხოლო ქართველთა მხედრობამ 10 ფარსახის მანძილზე უკანა სდია თავზარდაცემულ მტერს და ამ დროს
მაჰმადიანთა უმეტესი ნაწილი დაიღუპა, 4000 კაცი-კი ქართველებს ჩაუვარდათ ტყვედ.
ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მაჰმადიანთა შეერთებული ლაშქრის დამარცხებამ
დაამტკიცა რამდენად გამაგრდა და გაძლიერდა საქართველო; ამასთანავე რაკი თურქები ასე
ბრწყინვალედ ძლეულ იქმნენ, მტრები წინანდებურად საქართველოს აბუჩად აგდებას ვეღარ
გაბედავდნენ.
რაკი მაჰმადიანთა შეერთებული მხედრობა დამარცხებული იყო, ეხლა თბილისის ამირას ყოვლის მხრით
სახსარი მოსპობილი ჰქონდა. ამიტომ “მეორესა წელსა (1122 წ.) აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი
პირველსავე ომსა”-ო და იბნ ალასირიც მოწმობს, რომ ქართველებმა მაჰმადიანთა დამარცხებული და
ოტებული ლაშქრის უკან დევნას თავი დაანებეს და ქალაქ თბილისს გარშემოერტყნენ. ქალაქის
მცხოვრებთა მდგომარეობა მეტად მძიმე შეიქმნა. ტფილისის გარემოცვა 515 წლამდე ჰიჯ. გაგრძელდა,
როდესაც ქალაქი აღებული იქმნაო, მოგვითხრობს არაბი მემატიანე. ქართველს ისტორიკოსს
აღტაცებით და სიამაყით აღნიშნული აქვს, რომ მეფემ საქართველოს დედაქალაქი “ოთხას
წელქონებული სპარსთა” მტერს ხელითგან გამოჰგლიჯა და “დაუმკვიდრა შვილთა თÕსთა საჭურჭლედ
და სახლად თÕსად საუკუნოდ, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი” ანუ 1122 წელს რაკი ტფილისელები
გაშმაგებით მეფეს წინააღმდეგობას უწევდნენ, იგი თურმე გაჯავრებულ გულზე ჯერ მკაცრად მოჰპყრობია
ქალაქის მცხოვრებთ, მაგრამ მერე, როდესაც გულის წყრომა დაუცხრა, ტფილისის მკვიდრთათვის ბევრი
წყალობა უქმნია.
დავით აღმაშენებელმა თურმე მაჰმადიანებს სხვადასხვა უპირატესობა მიანიჭა: ბრძანება გასცა რომ
ტფილისში ღორი არავის დაეკლა, მაჰმადიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება
მიანიჭა და დააწესა, რომ საზოგადო აბანოში იმ დროს, როდესაც მაჰმადიანები იქ იყვნენ, ქართველები
არ შესულყვნენ385; მაშასადამე, ქალაქ თბილისი საქართველოს კვლავ შემოუერთდა 1122 წელს; არაბი
ისტორიკოსებიც, მათე ურჰაელიც ამავე (1121−1122 წ.) თარიღს ასახელებენ.
გალაშქრება შირვანსა და რანში
1123 წელს მეფე დავითს უნებლიედ შირვანში გალაშქრება მოუხდა. თბილისის აღების “მეორესა წელსა
(1123 წ.) მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვან-შაჰი, აიღო შამახია.
დავით აღმაშენებელი თავის მეფობის უკანასკნელს წლებში თითქმის განუწყვეტლივ ომობდა, თითქოს
ცდილობდა რომ საქართველოს სრულიადი გაერთიანება და გაძლიერება საჩქაროდ დაემთავრებინა.
იმავე 1123 წელს დაუღალავი მეფე ”მარტო გადავიდა ქართლად და აღიღო ქალაქი დმანისი და აპრილსა
დაესხნეს შაბურანს დარუბანდელსა და ამოსწყÕდნენ ქურდნი ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და
აიხუნეს შარვანისა ციხენი ღასოსნი (”ღასანნი”) და ხოზორდი (ხოზაონდი) და მიმდგომი მათი ქუეყანა”-ო.
ახლად დათხოვნილს ჯარს ჯერ კიდევ ხეირიანად არც-კი დაესვენა, რომ იმავე 1123 წელს ”აგვისტოსა
კ(20)მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი, მოაâსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა”; მეფემ საჩქაროდ
ლაშქარი შეჰყარა და სამს დღეში მას უკვე ”სამეოცი ათასი წინაშე უდგა; წარემართა, მესამესა დღესა
აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად... განათავისუფლა სამეფო ქალაქი ანისი, რომელიც 60
წლის განმავლობაში მონობაში იყო
დადგა 1125 წელიც, როდესაც დიდებული მეფე ალბათ იმ «დიდთა საქმეთა და უფროსთა
ლაშქრობათა» განხორციელებას უნდა შესდგომოდა, რომელთა ქმნაც «ეგულებოდა», მაგრამ
«დიდმან წინაგამგებელმან ცხოვრებისა ჩუენისამან... რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა
წელთა ჩუენთა». სხვაფრივ განაგო და «ჟამსა ზამთრისასა არა გარეგან სადმე ნაკიდურსა, არამედ
საშუალ თÕსთა სამეფოთა ადგილთა» ქ. ტფილისში395 საქართველოს გმირის მრავალნაყოფიერი
და მშვენიერი ცხოვრება შესწყდა: ეს იყო 1125 წ.
დავითის ტიტულატურა ასეთია: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.
შირვანშა და შაჰანშა, სრულიად დასავლეთისა და აღმოსავლეთის მპყრობელი“.

You might also like