You are on page 1of 7

ვახტანგ I გორგასალი

ვახტანგის ნაადრევი ცხოვრება


• ვახტანგ გორგასალი - მირდატის ძე, დიდი ქართველი ხელმწიფე.
დაიბადა 442 წელს; შვიდი წლისა მამით დაობლდა . აღზარდა დედამ ,
ქვრივმა დედოფალმა საგდუხტმა და მასთან , სპასპეტმა საურმაგმა .
გამეფდა 15 წლისა (457 წელს). 16 წლისამ ჩრდილოეთით ილაშქრა ;
პირადად შეება და დახოცა ხაზართა და ოვსთა ბელადები ;
დაიმორჩლა ხაზარეთი, ოვსეთი, ყივჩაღები , პაჭანიგები , ჯიქები ,
ჯიქეთიდან აფხაზეთსა და ეგრისს გადმოვიდა . ეგრისიდან გააძევა
ბიზანტიელები. მის "ჩრდილოურ ლაშქრობებს : დაჭრდა სამი
წელიწადი (458-461). 19 წლისა მობრუნდა მცხეთას . 21 წლისამ
ცოლად შეირთო სპარსეთის შაჰის, ჰორმიზდ III-ის ასული
ბალენდუხტი, რომლისგანაც მარჩბივად შეეძინა ორი შვილი , მათგან
უფლისწული და მომავალი ხელმწიფე დაჩი . დედოფალი
მშობიარობას გადაჰყვა.
• 464 წელს 2 წლის ვახტანგი გაეშურა სამხრეთ-
დასავლეთით, პონტოს ქართულ მიწა-წყალთა
შემოსაერთებლად. ზედიზედ აიღო ციხე-სიმაგრენი:
ანძორეთი, ეკლეცი და სტერი, მერე დაიმორჩილა შავი
ზღვის სამხრეთ სანაპიროს ბერძნული ქალაქები.
ბიზანტიის კეისარი ლეონ I იძულებული გახდა ზავი
ეთხოვა. ზავის მიხედვით, სამხრეთ დასავლეთ ქართული
პროვინციები საქართველოს შემოუერთდა.
დამოყვრებაზეც შეთანხმდნენ ვახტანგი ცოლად
შეირთავდა კეისრის ასულს, სამაგიეროდ ლეონ კეისარი
მზითევად მისცემდა აფხაზეთს. 467 წელს ვახტანგმა
დაამარცხა ქართლზე მოლაშქრე სპარსელთა მხედრობა,
რომელსაც თვითონ შაჰინშაჰი პეროზი სარდლობდა. ამ
ბრძოლიდანვე გავრცელდა ვახტანგის ცნობილი
ზედნადები სახელი - "გორგასალი": თავზე მას
ოქროცურვილი მუზარადი ეხურა, წინ მგლისა და უკან
ლომის გამოსახულებით, და მოიერიშე ბუმბერაზი
მეფისგან დაშინებული სპარსელები ერთმანეთს
გასძახოდნენ "დურ აზ გორგასარ!" - "მოერიდეთ თავსა
მგლისასა!" დამარცხებულმა პეროზმა ზავი ითხოვა. ზავის
მიხედვით, ქართულმა სამანებმა მდინარე არაქსამდე და
კასპიის ზღვამდე გადაინაცვლეს.
საეკლესიო რეფორმა
• საქართველოში მობრუნებისას, ვახტანგმა გადაწყვიტა
შემოეღო კათალიკოსობა და პირველ კათალიკოსად
კონსტანტინოპოლიდან მოიწვია პეტრე. ამან მცხეთის
ეპისკოპოსის, მიქაელის დიდი რისხვა გამოიწვია და, როცა
ვახტანგი მიქაელს შეეგება და წესისაებრ ამბორსაყოფად
დაიხარა, მიქაელმა მეფეს კბილებში წიხლი სცა. ვახტანგმა
მიქაელი საქართველოდან გააძევა, ხოლო მცხეთაში პირველ
კათალიკოსად პეტრე დასვა. პეტრესთან ერთად მეფემ
კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა თორმეტი სამღვდელო.
ამათგან ერთი, სამოელი, მცხეთის ეპისკოპოსად დასვა,
დანარჩენი თერთმეტი კი, ქართლ-კახეთის სხვა სამწყსოებში
გაამწესა ეპისკოპოსებად.
• მაშინ კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანეს აგრეთვე, კეისარ ლეონ I-ის ასული,
ელენე, რომელიც ვახტანგმა ცოლად შეირთო და საქართველოს დედოფლად
გამოაცხადა. ელენესგან ვახტანგს შეეძინა ორი ძე (ლეონ და მირდატ) და ორი
ასული. ვახტანგი განასრულებდა დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. მან
განაახლა და განამტკიცა მცხეთისა და არმაზის სიმაგრენი, ძველი, ხის
სვეტიცხოველის ტაძარი დიდ ქვის სიონად გადააკეთა; ააშენა უჯარმა, მეტეხი და
შეუდგა ტიფლისის, როგორც ახალი სატახტო ქალაქის მშენებლობას. V საუკუნის
მიწურულს, სპარსელებმა გააძლიერეს შემოტევები. გადამწყვეტ ჟამს,
მოკავშირეებმა (ჰუნებმა, ბერძნებმა, სომხებმა) უღალატეს ქართველთა მეფეს.
ვახტანგი ეგრისს გადავიდა და ახალ საომარ ძალთა შეყრას შეუდგა. 502 წელს
სპარსეთის შაჰი კავადი უზარმაზარი მხედრობით შემოიჭრა ივრის ხეობაში.
ვახტანგი შეება რიცხობრივად ხუთჯერ აღმატებულ მტერს. უმძმესი ბრძოლა
მაინც ქართველთა გამარჯვებით მიდიოდა, მაგრამ უეცრად, ვინმე
მოღალატისგან მძლავრად ნასროლი ისარი იღლიაში მოხვდა თავდავიწყებით
მეომარ მეფეს
• მაინც მთელი დღე იბრძოლა ისარნაძგერალმა. სპარსელებმა დაიხიეს და რუსთავ-
ბოსტანქალაქს შეეფარნენ. სასიკვდილოდ დაჭრილი ვახტანგ მეფე უჯარმას
მიიყვანეს. სიკვდილის წინ მეფედ დალოცა თავისი პირმშო ძე დაჩი. აღესრულა
ვახტანგ გორგასალი. დაკრძალეს მისგანე აგებულ მცხეთის სვეტიცხოველში.
გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელიმ აღესრულა 60 წლისა. სიმაღლით იყო
"თორმეტი ბრჭალი (2 მეტრი და 40 სმ); მისი უზარმაზარი ტანსაცმელი და
საჭრველნი, საფლავთან გამოფენილნი, დიდი ხნის მანძლზე ანცვიფრებდნენ
მნახველებს. ქართულ დროშას დაებეჭდა მისი სახელი - "გორგასლიანი". უამრავი
ლეგენდა შეთხზა საყვარელ მეფეზე ქართველმა ხალხმა, ხელმწიფეზე, ღვინო რომ
მოესურვებოდა და "ღმერთი ყანწს მოაწოდებდა"; რომელსაც "ზეციდან ღვთიური
ზარის ხმა ესმოდა"; რომელიც ყოველ თვალზე უსწრაფესი თვალით ჰაერში
მოსრიალე ისრებს ჰხედავდა. გორგასალის გასაოცარი ეპიტაფიაც ხალხმა შეთხზა
და გულზე დაიწერა:
• ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
• ციდან შემოესმა რეკა,
• იალბუზზე ფეხი შესდგა,
• დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
მადლობა ყურადღბისთის
• კომპლექსური დავალება შეასრულა 39-ე საჯარო სკოლის
მოსწავლე:გიორგი მღებრიშვილმა
• მასწავლებელი:ზაირა ბურდული

You might also like