You are on page 1of 2

V საუკინის IIნახევარში ქართლის მეფის ბრძოლა ფეოდალურ ძალებთან ემთხვევა

ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ნრძოლას ირანელი დამპყრობლების


წინააღმდეგ.ამ დროს,ქართლის სამეფო ტახტზე ზის ვახტანგ
გორგასალი,გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.რომელიც გამეფდა
v საუკუნის 40იანი წლების დასასრულს,ეს პერიოდი მძიმე ხანაა
ქართლისთვის.ირანელებმა სომხეთში მეფობა 428 წელს გააუქმეს.ალბანეთში
463წელს.შაჰ პეროზს ხანგძლივი და სისხლისმღვრელ ბრძოლები ჰქონდა შუა
აზიაში.468წელს დამარცხდა ირანელები,პეროზი ტყვედ ჩავარდა,განთავისუფლება
დიდი გამოსასყიდის გადახდით და ვაჟის მძევლად დატოვებით შეძლო.კავადი ორი
წელი იმყოფებოდა ჰეპტალებთან,სანამ პეროზმა სრულად გადასახადი არ
გადაიხადა,ეს კი ტვირთად დააწვა ირანის მიერ დამორჩილებულ ქვეყნებს და მათ
შორის ქართლს.ირანელები შუა აზიაში ომების გამო,ვეღარ აკონტროლებდნენ
ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს,ამით ისარგებლა ჯერ ოსებმა,შემდეგ
ჰუნება,გადმოლახეს კავკასიონის ქედი და დაარბიეს ქართლისა და სომხეთის
სოფლები.ვახტანს გართულებუკი მდგომარეობა ჰქონდა საშინაო
პოლიტიკაში,ირანელთა გამთიშველი პოლიტიკის წყალობით დიდი აზნაურთა
ნაწილი არ ეპუებოდა მეფეს,რაც ნათლად ჩანს შუშანიკის წამებაში.ქართლის
პიტიახში,ქვემო ქართლის დიდი აზნაური ვარსქენი 466 წელს ყოველგვარი
ძალდატანების გარეშე გაემგზავრა სპარზეთის შაჰპეროზის კარზე და მიიღო
მაზდეიანობა.მეუღლემ,შუშანიკმა წამებითა და სიმტკიცით გაითქვა სახელი,იგი
გაემიჯნა მეუღლეს,თუმცა ვარსქენი არავის ერიდებოდა,შუშანიკი ვერც ქართლის
აზნაურობამ და ვერც ეკლესიამ ვერ დაიცვა.ირანელები ვახტანგ გორგასალს
ვარსქენისა და მისი მსგავს ფეოდალთა წარმომადგენლებს უპირისპირებდა.მისი
სახელი არც შუშანიკის წამებაში და არც ბოლნისის(493)წარწერაში არ
გვხვდება.ვახტანგი ირანელთა ჯართან ერთად 50იან 60იანწწში რამდენიმე ომში
მონაწილეობდა შუა აზიასა და ინდოეთში,ასევე ილაშქრა ბიზანტიის
სამფლობელოებზე და დას.საქართველოს შემოუერთა თითქმის მთელი დასავლეთ
და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო.60იანი წლების ბოლოს პეროზი დაზავდა
ჰეპტალებს და ვახტანგიც ქართლშ დაბრუნდა.ქართლის მეფე კი იწყებს ბძოლას
ქვეყნის ცენტრალიზაციისა და დამოუკიდებლობისათვის.პირველ რიგში ეკლესიის
რეორგანიზება მოახდინა.მან გადააყენა მრავალი ეპისკოპოსი,რინეკუც
შეუფერებლად მიაჩნდა და მეტად ღირსეულნი დანიშნა.ამ დროს
მთავარეიპისკოპოსი მიქაელმა შეურაცყოფა მიაყენა და დაწყევლა ქართული
ლაშქარი,ვახტანგმა საქართველოდან გააძევა.ასევე ამდროს მიიღო ანტიოქიიდან
ნებართვა ქართული ეკლესიის სათავეში ჩაეყენებინა კათალიკოსი,პეტრე, მხოლოდ
საქართველოს მეფესა და მსოფლიო კრებებს დაექვემდებარებოდა.მოთარეშეებისაგან
თავდასაცავად,ვახტაგმა ჩრდილო კავკასიაში ილაშქრა,დაამარცხა ალან-
ოსები,დაიკავა დარიალის კარი,დაიწყო მოლაპარაკება ჰუნებთან,რომლებიც
დაპირდნენ საჭიროებისას ჯარით დახმარებას.482 წელს ვარსქენ პიტიახში
მოაკვლევინა,რაც ადასტურებდა რომ ირანელებთან ბრძოლა არა მარტო
პოლიტიკური თავისუფლებისთვის,არამედ სარწმუნოებისთვისაც იყო.ვარსქენის
მოკვლით დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ.ირანს ამ დროს რთული
მდგომარეობა აქვს შუა აზიაში,მცირე ჯარები ჰყავს ამიერკავკასიაში,ვახტანგი
დაუკავშირდა სომხეთსა და ალბანელებს და შეიქმნა ამიერკავკასიის
კოალიცია.აჯანყების პირველ წელს ირანელები ქართლიდან განდევნა
ვახტანგმა.ჰუნებიდან მხოლოდ 300 კაციანი ჯარი მოვიდა,და ნახარარებმა და
ქართველმა დიდაზნაურებმა საერთო საქმეს უღალატეს.483წელს მიჰრანისა და
ატრნესეჰის მეთაურობით ორი დიდი ლაშქარი გამოგზავნეს.ვახტანგი სომხეთის
მთებისკენ დაიხია,სადაც ვაჰან მამიკონიანის სომეხთა ლაშქრით გარდაბნის ველზე
დაბანაკდა.მტკვრის გაღმა ნაპირზე კი ირანელთა ლაშქარი.თავდაპირველი
უპირატესობის მიუხედავად,ვახტანგი იძულებული გახდა უკან დაეხია.484წელს
ჰაზარავუხტის სარდლობით შემოიჭრნენ ირანელები ვახტანგის მოკვლის ან
შეპყრობის მიზნით,თუმცა მოვიდა ცნობა შაჰპეროზის დაღუპვის და ირანელებმა
უკან დაიხიეს,ისინი რიგ დათმობებზე წამოვიდნენ და ყველაფერსპეროზის
ძალმომრეობას აბრალებდნენ.ალბანეთში მეფობა აღადგინეს,ვაჰან მამიკონიანი
სომხეთის მარზპანად დანიშნეს.სამგორის ველზე 502წელს ვახტანგი სასიკვდილოდ
დაჭრა მონაყოფილმა,იღლიის ქვეშ ჯაჭვის ჩახსნილ ადგილას სტყორცნა
ისარი.უჯარმის ციხეში გადაასვენეს,სვეტიცხოველში დაკრძალეს.ვახტანგ
გორგასალი ჭკვიანი,გამჭრიახი პოლიტიკოსი და გულადი სარდალი იყო.იგი
ცნობილია აღმშენებლობითაც.

You might also like