You are on page 1of 5

ძვ. წ.

IV საუკუნის 30-იან წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრემ ომი დაიწყო აზიის


უდიდესი იმპერიის აქემენიანთა ირანის დასაპყრობად. ალექსანდრეს არმიაში 40
ათასამდე მაკედონელი და ბერძენი მეომარი იყო გაერთიანებული. ირანელების
არმიის განადგურების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი იმპერია შექმნა, მაგრამ ძვ. წ.
323 წელს მისი გარდაცვალებისთანავე ეს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ახალი
სახელმწიფოები , რომელთაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები ჩაუდგნენ სათავეში.
ეგვიპტეში გამეფდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა დინასტია, ირანში და
მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ სელევკის (აქედან შეიქმნა სელევკიდების ირანული
სახელმწიფო), მაკედონიაში – ანტიგონეს, მცირე აზიის ჩრ–აღ. ნაწილში - პონტოს
სამეფოში – მითრიდატეს და ა.შ. მმემკვიდრეები. სწორედ ამ დროს ძვ. წ IV საუკუნის
ბოლოს და III ს–ის დასაწყისში შეიქმნა ქართლის სამეფო. როგორც ჩანს, მანამდე
მაკედონელთა რომელიღაც რაზმმა (ალექსანდრეს პირადად არ ულაშქრია)
აღმოსავლეთ საქართველოში ილაშქრა და აიღო ქალაქები და ციხეები: მცხეთა ,
ურბნისი, უფლისციხე, წუნდა, ხევთისი, კასპი და ა.შ. მათ ქართლის მმართველად
დანიშნეს აზო, რომელიც იყო არიან (ირანის) ქართლის მეფის ძე (აქემენიანთა ირანის
შემადგენლობაში შემავალი ქართლის ნაწილის მთავრის ძე). აზომ არიან ქართლიდან
წამოიყვანა საკუთარი ნათესავები, რომლებიც აზნაურები გახადა და მცხეთაში
აღმართა ორი კერპი გაცი და გა (გაიმი). აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც
მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. სამარა და მისი ძმაც
მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს რისხვას
ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა.
საქართველოში მან მოიმხრო ეგრისის (დას. საქართველოს) ერისთავი ქუჯი,
დაიქირავა ჩრდილოეთ კავკასიელი (ოსი,ლეკი) მეომრები და აზო გააძევა. აზო
კლარჯეთში გამაგრდა. მას ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით; ფარნავაზს კი
სელევკიდების მეფის ანტიოქოსის დავალებით სომხები დაეხმარნენ. ბრძოლა მოხდა
არტაანთან. აზო ბრძოლის დროს მოკლეს. გამარჯვებული ფარნავაზი თავის
მოკავშირეებს ქუჯის (სწორედ ქუჯის მიწერება ეგრისის დედაქალაქის ციხეგოჯის
აგება) და ოსთა მეფეს დაუნათესავდა. მათ თავის დები მიათხოვა ცოლად. შემდეგ მან
ქვეყანაში რეფორმები განახორციელა. ქვეყანა დაიყო 8 საერისთავოდ და ერთ
სასპასპეტოდ. ეს საერისთავოები იყო: მარგვეთის, კახეთის,ხუნანის, სამშვილდის,
წუნდის, ოძრხის, 5 კლარჯეთის და ეგრისის საერისთავოები, ხოლო შიდა ქართლს
მართავდა მეფის შემდგომი მეორე პირი სპასპეტი. მან გაამაგრა ქალაქი მცხეთა. მანვე
მცხეთაში აღმართა არმაზის კერპი, რომელსაც მთელი სამეფოს მოსახლეობა თაყვანს
სცემდა. მანვე ქართული ენა მთელ სამეფოში განავრცო და შექმნა დამწერლობა
ქართული. ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის და 65 წელი იმეფა.
ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების პროცესი იწყება ახალი
ქართული სამეფო-სამთავროების შექმნით. ესაა გაერთიანებისათვის ბრძოლის
პირველი ეტაპი, რადგან ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლას აწარმოებდნენ
სწორედ ეს სამეფო-სამთავროები. მართლია ისინი იბრძოდნენ ერთმანეთის მიწა-
წყლის დაუფლებისათვის, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, საქმე ქვეყნის
გაერთიანებისაკენ მიდიოდა. ეს გაერთიანებისათვის ბრძოლის მეორე ეტაპია. ამ
ეტაპზე ბრძოლა ძირითადად შიდა ქართლის დაუფლებისათვის მიმდინარეობდა,
რადგან შიდა ქართლი იყო ქვეყნის შუაგული, მეურნეობრივად და კულტურულად
დაწინაურებული მხარე, სადაც გადიოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო
მნიშვნელობის გზები. ასე, რომ ქართული ქვეყნების გაერთიანებისათვის ბრძოლაში
ჰეგემონობა იმ სამეფო-სამთავროს ეკუთვნოდა, რომელიც ფლობდა შიდა ქართლს.
შიდა ქართლისათვის ბრძოლაში უპირატესობა ჯერ კახეთის სამთავრომ იგდო
ხელთ, შემდეგ კი დასავლეთ საქართველომ _ კერძოდ, შიდა ქრთლს განაგებდა
აფხაზთა მეფის მიერ დანიშნული ერისთავი. მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა X
საუკუნის 70-იანი წლებისათვის, მას შემდეგ, რაც აფხაზთა სამეფო შედარებით
დასუსტდა, ეს კი განაპირობა ტახტისათვის ძმათა შორის ბრძოლამ. ამით ისარგებლა
ქართველთა ანუ ტაო-კლარჯეთის სამეფომ.  ქართველთა სამეფო განსაკუთრებით
გაძლიერდა დავით III კურაპალატის დროს (961 - 1001 წწ). დავითს ბიზანტიის
იმპერატორისგან მინიჭებული ჰქონდა "ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატის"
ტიტული. კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორების კარზე რთ-ერთი უმაღლესი
საკარისკაცო ტიტული იყო, რომელსაც აძლევდნენ ქართველთა მთავრებს. ამით
ბიზანტიის იმპერტორი ხაზს უსვამდა თავის უზენაესობას საქრთველოს ამ ნაწილზე.
დავით III-ს დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული არ მხოლოდ საქართველოში,
არამედ მეზობელ სომხეთში და ბიზანტიაშიც. დავით III განაგრძობდა ბრძოლას
თავის სამეფოს გასაფართოვებლად. იგი მიზნად ისახავდა ქართველთა სამეფოს
მოსაზღვრე პროვინციებიდან მაჰმადიანი მფლობელების განდევნას, მაჰმადიანი
მოსახლეობის აყრას და ამ მხარეების ქრისტიანი ქართველებითა და სომხებით
დასახლებას.  მან თავის სამეფოს შეუერთა სომხეთის სამეფოს დიდი ნაწილი. ასე,
რომ დავით III სამფლობელოს სამხრეთის საზღვარი ვანის ტბამდე აღწევდა. დავით
კურაპალატი იყო ეროვნული მასშტაბის დიდი მოღვაწე. მის დროს ტაოში აიგო ბანას,
ხახულის, ოშკის და სხვა დიდებული ტაძრები, აღსდგა არაბთა ბატონობის დროს
შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. მის დროს ხახულის, ოშკის, ტბეთის და სხვა
ცენტრებში მიმდინარეობდა კულტურული საქმიანობა, თარგმნიდნენ და
ამრავლებდნენ წიგნებს. დავითი ამით არ კმაყოფილდებოდა და ათონელ ბერებს
უკვეთავდა წიგნებს საქართველოში გამოსაგზავნად.
საქართველოს საგარეო ავტორიტეტის გაზრდა გახდა სამეფო კარის მთავარი
საზრუნავი. 1192 წელს, ტახტის მემკვიდრის, გიორგი-ლაშას დაბადების
აღსანიშნავად ქართველთა ლაშქარმა ქვეყნის სამხრეთ მოსაზღვრე ქვეყნები ბარდავი
და არზრუმი დალაშქრა და ხელთ იგდო დიდძალი ტყვე, რომლებიც გაათავისუფლეს
თამარისა და მისი ძის სადიდებელი სახელით. ცხადია ეს ლაშქრობები გარკვეული
აუცილებლობებით იყო ნაკარნახევი. ისინი საქართველოს განაპირა და მეზობელი
ტერიტორიების თურქებისაგან საბოლოოდ გაწმენდას ისახავდა მიზნად. ბუნებრივია
ისიც, რომ მტრები ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ საქართველოს წინააღმდეგ
სალაშქროდ. ამ პერიოდისათვის ერთობ გაძლიერდა აზერბაიჯანის ათაბაგი
აბუბექრი, რომელმაც თავისი ძმებიც შეავიწროვა. მისი ერთი ძმა შარვან-შაჰს
შეეხიზნა, ხოლო შარვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. აბუბექრმა ეს
გამოიყენა საბაბად, რომ შარვანი დაელაშქრა და თავის მფლობელობაში მოექცია.
განსაცდელში ჩავარდნილმა შარვანშაჰმა საქართველოს სთხოვა დახმარება.
აბუბექრმა საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ძალა შექმნა. მან ბაღდადის
ხალიფაც მოიშველია და დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ გამოემართა. ბრძოლა
მოხდა შამქორთან 1195 წ 1 ივნისს. ქართველთა ლაშქარს დავით სოსლანი
ხელმძღვანელობდა. ბრძოლა ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
მათ დიდი ალაფი ჩაუვარდათ ხელში. თვით ათაბაგი ძლივს გადაურჩა დატყვევებას.
ქართული ჯარის ერთ-ერთი სარდალი შალვა ახალციხელი ხალიფას დროშას
დაეუფლა, რომელიც შემდეგ თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა.
ქართველებმა 12 ათასი ტყვე, გარდა ამისა,ოცი ათასი ცხენი, თხუთმეტი ათასი
აქლემი, შვიდი ათასი ჯორი და ორმოცი ავაზა იგდეს ხელთ. ძვირფასეულობასა და
ოქროულობას ხომ თვლა არ ჰქონდა. მეორე დღეს დავით სოსლანს ქალაქ შამქორის
მოსახლეობა ეახლა და ქალაქის გასაღები გადასცა. საქართველოს სამხრეთ–
დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვლად დიდი ხანია უკვე თურქ–
სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე
აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ
ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204). რუქნადდინმა საქართველოში ლაშქრობა
გადაწყვიტა და 1202 წელს ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი
ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით,
სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა,
მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი
შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა,
რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა.
თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს
ქართველების მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს
გაგრძელდა. მისი ბედი ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების
ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.
ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, ქართლის მეფე 1716-1724
წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.
ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და
ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ
კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის
სულისჩამდგმელად. ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი
კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად
"ვეფხისტყაოსანი" (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ,
რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის
დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. VI-ს წვლილი მიუძღვის
ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. VI-მ თარგმნა და
გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები:
გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე
რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"), თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი"
და სხვ. ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას,
რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირჩევა.
ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული
ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის
ნიშანდობლივი მოტივი - "მდურმა სოფლისადმი". ვახტანგ VI-ის სატრფიალო
ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა.

1917 წელს რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუცია მოხდა, რასაც იმპერიის დაშლა


მოჰყვა. ამავე პერიოდში საქართველოში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც,
ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. მათ ისარგებლეს რუსეთში მიმდინარე
მოვლენებით და 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და
შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რესპუბლიკის
თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. მიიღეს „საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი“, რომელშიც ნათქვამი იყო: „ამიერიდგან საქართველოს
ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია. დამოუკიდებელი საქართველოს
პოლიტიკური ფორმა – დემოკრატიული რესპუბლიკაა“.  ეს იყო დასტური იმისა,
თუ საით სურდა სვლა საქართველოს - ევროპული აზროვნებისაკენ,
დემოკრატიული წყობისკენ. 1918-1921 წელი ეს არის ამბავი საქართველოს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა, რომელსაც ჰქონდა თავისი
კონსტიტუცია. ეროვნული საბჭოსი, სადაც კანონებს ქალებიც წერდნენ. ქვეყნისა,
რომელიც იმდროინდელ ევროპის რუკაზე მოჩანდა როგორც პროგრესული,
პროდასავლური სახელმწიფო. თავდაპირველად, დასავლეთის ქვეყნები თავს
იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისგან,
თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა 1920 წლის 7 მაისის შემდეგ. ამ დღეს
მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის
სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა.  ხელშეკრულებით,
რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში
ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ
ხელშეკრულების ხელმოწერისას, საქართველოს წარმომადგენლის მიერ
დაშვებულ იქნა უპატიებელი და სავალალო შეცდომა: რუსული მხარის
ზეწოლით ხელი მოეწერა ხელშეკრულების საიდუმლო დამატებას, რომლის
ძალით საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა კომუნისტური პარტიის
ლეგალიზება. მოგვიანებით გენერალი კვინიტაძე სავსებით სამართლიანად
აღნიშნავდა, რომ საქართველომ სწორედ მაშინ დაკარგა სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა. 1921 წლის თებერვლამდე საქართველოს დამოუკიდებლობა
ევროპის თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ ცნო, თუმცა, ამის მიუხედავად,
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრული სამი წელი იარსება.

You might also like