You are on page 1of 9

მოგესალმებით მე გახლავართ ისტორიკოსი მარიამ

ხიზანიშვილი და ამ სტატიაში მე მინდა გესაუბროთ


საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და
მნიშვნელოვან თემაზე თუ როგორ გაუქმდა ქარლთ-კახეთის
სახელმწიფო რუსეთის იმპერიის მიერ და გამოვიკვლევ ამ
საკითხთან დაკავშირებულ წყაროებს.სანამ ამ თემაზე
გადავალთ მე მინდა ცოტაოდენი წარმოდგენა შეგიქმნათ იმ
დროინდელ საქართველოს პერიოდზე თუ რა ვითარება იყო
XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოში
XVI საუკუნიდან მოყოლებული საქართველო აზიის ორ უძლიერეს
სახელმწიფოს ირანსა და ოსმალეთს – შორის აღმოჩნდა გავლენის
სფეროებად განაწილებული, თუმცა მათ შორის ომი არ წყდებოდა და
სხვადასხვა დროს დადებული ზავის პირობებიდან გამომდინარე
საზღვარიც პერიოდულად იცვლებოდა. 2XVII საუკუნის პირველ
ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში შაჰ-აბას I-ის ლაშქრობებისა და
სეფიანების მიერ თეიმურაზ I-ის გაძევების შემდეგ როგორც ქართლი,
ისე კახეთი ირანის პროვინციებად გადაიქცა, 1633 წელს ქართლში
სვიმონ I-ის მუსლიმი ძმის, დაუდ-ხანის შვილი, როსტომ-ხანი დანიშნეს
მმართველად. ამ დროიდან მოყოლებული XVIII საუკუნის შუა
ხანებამდე ქართლის სათავეში ის და მისი მუსლიმი მემკვიდრეები
ვახტანგ V, იგივე შაჰნავაზ-ხანი, გიორგი XI, ქაიხოსრო, იესე, ვახტანგ VI
იდგნენ.
როსტომ-ხანი ბავშვობიდან ირანის სამეფო კარზე გაიზარდა. შემდეგ
შაჰის გვარდიის სარდალი და ქალაქ ისპაჰანის მოურავი გახდა. შაჰ-აბას
I-ის გარდაცვალების შემდეგ როსტომის დახმარებით ირანის ტახტზე
მისი შვილიშვილი შაჰ-სეფი ავიდა. ის ქართლის მმართველს „ჩემი ძმა
ქართლის ვალი როსტომ-ხანად“ იხსენიებდა. როსტომ-ხანისა და მისი
მემკვიდრეების პოლიტიკა ირანის მიმართ ლოიალური იყო. ამის
შედეგად ქართლში მუსლიმური გავლენა ძალიან გაიზარდა. ქართლის
მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეებში ირანული გარნიზონები ჩადგა.
სამაგიეროდ, ირანის შაჰებთან ქართლის მმართველების კარგმა
დამოკიდებულებამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას შეუწყო ხელი.
ირანელები საკუთარ ტერიტორიად მიჩნეულ აღმოსავლეთ
საქართველოში აღარ ლაშქრობდნენ, ოსმალეთს კი, თუ ირანთან ომი არ
ჰქონდა, ქართლ-კახეთი ნაკლებად აინტერესებდა; ომის შემთხვევაშიც კი
მისი ინტერესები უფრო ირანის ცენტრალურ რეგიონებს
უკავშირდებოდა. ქვეყანაში მშვიდობიანმა პერიოდმა თითქმის ერთი
საუკუნე გასტანა და ამან, ქართლის ეკონომიკური და კულტურული
აღორძინება გამოიწვია. როსტომმა და მისმა მემკვიდრეებმა აღადგინეს
გორისა და სურამის ციხეები, თბილისში და სხვა ქალაქებში
გაცხოველდა ვაჭრობა, აღდგა სხვადასხვა სახელოსნო, მოწესრიგდა
გზები, აიგო ხიდები, აბანოები. როსტომის მეუღლის მარიამის
ხელშეწყობითა და დაკვეთით გადაიწერა საისტორიო კრებული
„ქართლის ცხოვრება“, გიორგი XI-ის დავალებით სულხან-საბა
ორბელიანმა შეადგინა ქართული ენის ლექსიკონი.
შედარებით განსხვავებული ვითარება შეიქმნა კახეთში. კახეთის მეფის
თეიმურაზ I-ის გაძევების შემდეგ, კახეთი ცოტა ხნით როსტომ-ხანს
გადასცეს, თუმცა შემდეგ ორ ნაწილად გაყვეს და ირანელ ხანებს
დაუქვემდებარეს. შაჰ აბას I-ის შემოსევების შედეგად, კახეთში 100 000-
მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200 000-მდე ირანში გადაასახლეს.
ამიტომ, ბევრი სოფელი დაცლილი იყო. ასეთმა ვითარებამ 1703 წლამდე
გასტანა, როდესაც სეფიანებმა კახეთიც ვილაეთად გამოაცხადეს და
ვალად თეიმურაზ I-ის გამუსლიმებული შვილიშვილი, ერეკლე I
ნაზარალი-ხანი დანიშნეს.
წყარო-ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება“ და იმ დროიდან
დაიწყო ქართლის წესმა და რიგმა გარდაცვალება, და ყველამ შეიყვ
ანგარება და სიმდიდრე, შაჰის მიცემული ჯამაგირი და სოფელი
(საჩუქრად გადაცემულ და გავრცელდა ყიზილბაშური ჩაცმა;
საქართველოს დიდებულები და თავადები შაჰის გამდიდრდნენ და მისი
ბრძანებით მამულებს შოულობდნენ. თავად როსტომ მეფის სურვ იყო,
რომ შაჰის გარეშე არაფერი გაცემულიყო. იყო როსტომ მეფე შაჰის
მორჩილი.
ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობა
გრძელდებოდა. მათი სამხედრო გარნიზონები ძირითად
ციხესიმაგრეებში იდგნენ. იმერეთის მეფე, აფხაზეთის, გურიისა და
სამეგრელოს მთავრები ვალდებული იყვნენ, სულთნისთვის ხარკის
სახით ახალგაზრდები გაეგზავნათ. ამასთან, ფართოდ იყო
გავრცელებული ტყვეთა სყიდვა. სტამბოლის ბაზარზე ხშირად
ნახავდით დასავლეთ საქართველოდან წაყვანილ ტყვეებს ახალგაზრდა
გოგო-ბიჭებს, მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებს. გარდა ამისა,
დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ერთმანეთს განუწყვეტლივ
ეომებოდნენ და ერთმანეთის მიწებს აოხრებდნენ. მოსახლეობა
გაღატაკდა. ვაჭრობა-ხელოსნობა და შესაბამისად, საქალაქო ცხოვრება
დაქვეითდა.
დიდი იმედი მაქვს რომ ოდნაადი წარმოდგენა მაინც შექმნათ იმ
სიტუაციაზე თუ რახდებოდა მაშინ საქართველოში.ახლა კი მე
მინდა ვისაუბრო ერეკლე II-ზე და სოლომონ I-ზე.
ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში
ჯერ თურქები, შემდეგ კი სპარსელები გაბატონდნენ. საქართველოს
ისტო- რიის ამ პერიოდებს „ოსმალობა“ და „ყიზილბაშო- ბა“ ეწოდება.
თუმცა მალე ირანის ახალ მმართველ ნადირ-შაჰს თურქებისა და შიდა
მტრების წინააღმ- დეგ ქართველების დახმარება დასჭირდა. ამიტომ მან
უფლება მისცა ერეკლე I-ის შვილს, თეიმურაზ II-სა და მის ვაჟს, ერეკლე
II-ს, მეფეებად ქრისტიანული წესით კურთხეულიყვნენ: თეიმურაზი –
ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე – კახეთის. ისინი ფორმალუ- რად კვლავ
ირანის ვასალებად ითვლებოდნენ, თუმცა დამოუკიდებელ პოლიტიკას
აწარმოებდნენ
1747 1747 წელს ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს. ირანში ხანგრძლივი
შინაფეოდალურ ომი დაიწყო. სამი წლის განმავლობაში შაჰი
რამდენჯერმე შეიცვალა თეიმურაზ II ამ პერიოდ ირანში იმყოფებოდა
და ჭკვიანური პოლიტიკით ყოველ ახალ შაჰთან კარგი ურთიერთობ
დამყარებას ახერხებდა. ამ დროს ერეკლე II აქტიურად ჩაერია მეზობელი
სახანოები საქმეებში, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის
დაეხმარა ერევნის და განჯის ხანებ. და ამის სანაცვლოდ მათ
ყოველწლიურად ხარკის გადახდა იკისრეს.50-იან წლებში ერეკლემ
ორჯერ დაამარცხა ირანის შაჰი, ქერიმ-ხანის (1750-1779 წწ.)
მოწინააღმდეგე, შაჰობის ერთ- ერთი პრეტენდენტი აზატ-ხანი, შემდეგ
დააპატიმრა და შაჰს გაუგზავნა. ამით ქართველმა მეფეებმა პოზიციები
კიდევ უფრო გაიმყარეს და ამ დროს ქართლ-კახეთმა ფაქტობრივად
დამოუკიდებლობას მიაღწია. 1762 წელს მეფე თეიმურაზ II გარდაიცვალა
და ერეკლე II ქართლ-კახეთის მეფე გახდა. ერეკლე II ენერგიულ
ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობისა და კულტურის
განვითარებისათვის. ერეკლე II-მ სამხედრო და სოციალური
პრობლემების გადასაჭრელად საშინაო რეფორმები გაატარა.
XVII საუკუნიდან მოყოლებული, დასავლეთ საქართველოში ქაოსი
სუფევდა. 1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა 15 წლის
სოლომონ I. სოლომონი აქტიურად მოქმედებდა ცენტრალური
ხელისუფლების გაძლიერებისა და ოსმალების ქვეყნიდან
გაძევებისათვის. ეს კი, თავის მხრივ, ოსმალო ფაშების დიდი
უკმაყოფილებას იწვევდა. 1757 წელს ოსმალთა ჯარები დასავლეთ
საქართველოში შემოიჭრნენ. სოლომონმა, რომელიც წინასწარ
ემზადებოდა. ამ ბრძოლისათვის, მტერთან დასახვედრად ხრესილის
მიდამოები აირჩია. ბრძოლაში სოლომონ I-ს თავადების უმეტესობა
მიემხრო. და გაიმარჯვა კიდეც.ა 1758 წელს გორში თეიმურაზ II-თან და
ერეკლე II-თან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება
დადო. ხრესილის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ
სოლომონი უფრო აქტიურად შეუდგა რეფორმების გატარებას. მათ
შორის, უმნიშვნელოვანესი იყო ტყვეთა სყიდვის აკრძალვა, რისთვისაც
მეფემ მთელი დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა შეკრიბა.
სოლომონ მეფემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად
ციხესიმაგრეები მეფის მმართველობაში მოაქცია. ტყვეთა სყიდვის
აკრძალვამ ოსმალეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწეია, დასავლეთ
საქართველოს ციხეებში ჩამდგარი მათი გარნიზონები ტყვეთა სყიდვით
დიდ შემოსავალს ნახულობდნენ. ამის გამო XVIII 60-იან წლებში
ოსმალებმა რამდენჯერმე ილაშქრეს დასავლეთ საქართველოში და თან
ქვეყანას ლეკთა დაქირავებული ჯარებიც შეუსიეს. მართალია, ამ
ლაშქრობებმა იმერეთი ძალიან დაასუსტა, მაგრამ თურქებმა მაინც ვერ
მოახერხეს დასავლეთ საქართველოს დამორჩილება. სოლომონის მიერ
გატარებული რეფორმების შედეგად მდგომარეობა დასავლეთ
საქართველოში შედარებით გაუმჯობესდა.
წყარო-დასავლეთ საქართველოს დიდებულების “პირობის წიგნი” “ეს
მტკიცე ხელით დაწერილი მოგართვით თქვენ,მეფე სოლონს
მე,დადიანმა კაციამ, მე, გურიელმა მამიამ, რაჭის ერისთავმა როსტომ,
ყველა წულუკიძემ, წერეთელმა, მიქელაძემ, აბაშიძემ, ნიჟარაძემ,
იაშვილმა, ლორთქიფანიძემ, იმერეთის, ოდიშის, გურიის, რაჭა-
ლეჩხუმის დიდმა და პატარამ. ასე რომ, ახალციხის ფაშამ ასეთი
საშინელი და საზა- რელი სიტყვა შემოგვითვალა: „ტყვეს თუ არ
გაყიდით, არ იქნებაო.“ ახლა ამაზე ასე ერთ- პირობით დაგვიმტკიცებია,
რომ, სანამდის სული გვიდგას, ეს საქმე ჩვენგან არ იქნეს, ამაში
ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, სოლომონის მორჩილი და ბრძანების
აღმსრულებელი ვიყვეთ, ერთმანეთს არ ვუმტყუნოთ”

უკვე ერეკლე II-ზე და სოლომონ I-ზეც გაქვთ ინფორმაცია ახლა


კი მინდა რუსეთისა და ოსმალეთის ომზეც მოგიყვეთ.
რუსეთის იმპერია სამხრეთის მიმართულებით გაფართოებასა და შავ
ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას ცდილობდა.
1768 წელს რუსეთ ოსმალეთის ომი დაიწყო და რუსეთის იმპერატორმა
ეკატერინე II-მ ერეკლე II-სა და იმერეთის მეფე სოლომონ I-ს კავკასიის
ფრონტზე. დახმარება სთხოვა. ქართველ მეფეებს ამ ომში მონაწილეობის
საკუთარი მოტივები ჰქონდათ ერეკლე) ფიქრობდა. რომ რუსეთის
გამარჯვების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთს, იმჟამად კი ოსმალეთის
იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ახალციხის საფაშოს დაიბრუნებდა:
სოლომონ I კი ოსმალეთის უღლისგან თავდახსნასა და ასევე ოსმალეთის
შემადგენლობაში მყოფი აჭარის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ერეკლე II და
სოლომონ I რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩაებნენ.
1769 წელს საქართველოში გენერალ ტოტლებენის მეთაურობით რუსთა
მცირერიც- ხოვანი რაზმი შემოვიდა. ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში
თურქებისა და ლეკების გაერთიანებული ლაშქარი სასტიკად დაამარცხა.
მართალია, ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ ბრძოლის
შემდეგ იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო, რადგან ტოტლებენი
ერეკლეს წინააღმდეგ თავადებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთიერთობა მხოლოდ თურქეთსა
და მის მოკავშირე ლეკებთან კი არა, ირანთანაც გაუუარესდა. მართალია,
ერეკლემ მეზობლებთან მოლაპარაკება და დროებით ურთიერთობის
მოგვარება შეძლო, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და უკვე
რუსეთის იმპერიის მფარველობისკენ მიისწრაფოდა.
1782 წელს ერეკლე II-მ ოფიციალურად მიმართა რუსეთის იმპერატორ
ეკატერინე I-ს ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში მიღების
თაობაზე. 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის
იმპერიისა და ქართლ- კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი
მოაწერეს ხელშეკრულებას ’’გეორგიევსკის ტრაქტატს.’’
წყარო -„გეორგიევსკის ტრაქტატის" ნაწყვეტები
1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებს, რომ იგი უარს ამბობს, დაემორჩილოს
ირანს და რომელიმე სხვა სახელმწიფოს და არ ცნობს არავის ” უმაღლეს
უფლებას, გარდა რუსეთის იმპერატორისა, შედის მის მფარველობაში და
აღუთქვამს მას სამუდამო ერთგულებას.
2. რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ქართლ-კახეთის მეფეს სამუდამო
მფარველობას, მისი სამფლობელოს მთლიანობას, როგორც არსებულის,
ისე მომავალში შეძენილის გათვალისწინებით.
3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული მეფეები სამეფო ნიშნებს მიიღებენ
რუსეთის იმპერატორისგან და დადებენ ერთგულების ფიცს ტრაქტატზე
თანდართული ტექსტის მიხედვით.
4. ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან დიპლომატიურ ურთიერთობებს
სხვა სახელმწიფოებთან წინასწარ შეუთანხმებს რუსეთს.
6. რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ქართლ-კახეთის ტახტზე მეფობის
სამუდამო უფლებას ერეკლეს და მის შთამომავლობას; ქართლ-კახეთის
მტრებს ჩათვლის საკუთარ მტრებად; ირანთან და თურქეთთან
სამშვიდობო ხელშეკრულებების დადების დროს გაითვალისწინებს
ქართლ-კახეთის ინტერესებს, ხოლო ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში
იგი არ ჩაერევა.
7. ქართლ-კახეთის მეფე მზადაა, ემსახუროს რუსეთს თავისი სამხედრო
ძალებით, არ შეავიწროოს რუსეთის ქვეშევრდომები თავის სამეფოში,
რომელიმე პირის თანამდებობაზე დანიშვნის დროს მხედველობაში
მიიღოს ამ პირის დამსახურება რუსეთის წინაშე.
8. ქართული ეკლესიის მმართველობა რჩება უცვლელი, მისი პატრიარქის
ღირსება უტოლდება რუსეთის საეკლესიო იერარქიის მე-8 ხარისხს.
საქართველოს პატრიარქს ენიჭება რუსეთის წმინდა სინოდის წევრის
ტიტული. საქართველოს ეკლესიისა და რუსეთის სინოდის
ურთიერთობები განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იქნება
მომავალში,
12. ტრაქტატი იდება სამუდამოდ. I საიდუმლო მუხლი – ერეკლემ და
სოლომონ I-მა უნდა დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა.
შეუთანხმებლობის შემთხვევაში შებმაეად მხარედ რუსეთი გამოდის,
II საიდუმლო მუხლი – ქართლ-კახეთის დასაცავად რუსეთი თავისი
ხარჯით გზავნის 2 ბატალიონს 4 ზარბაზნით. ომის შემთხვევაში იგი
შეივსება საჭირო რაოდენობის ძალებით.
III საიდუმლო მუხლი თუ რუსეთის იმპერატორს დასჭირდება ქართლ-
კახეთის სამხედრო ძალების დახმარება სამეფოს ფარგლებს გარეთ, ამ
შემთხვევაში ხარჯებს აანაზღაურებს რუსეთი. IV საიდუმლო მუხლი –
რუსეთის იმპერატორი პირობას დებს, რომ მტრების მიერ მიტაცებული
ქართული ტერიტორიების განთავისუფლების შემთხვევაში მას ქართლ-
კახეთის სამეფოს გადასცემს.

“გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ირან-ოსმალეთი კიდევ უფრო მეტად


გააღიზიანა.
რის გამოც აღა მაჰმად-ხანმა ერეკლეს გამოუგზავნა მუქარის წერილი
სადაც ამბპბდა რომ თუ არ გააუქმებდა რუსეთთნ ამ ხელსეკრულებას ის
დაესხმებოდა თვს.
დახმარების მომლოდინე ერეკლე მარტო აღმოჩნდა ამხელა ომში.
კრწანისთნ მოწინავე ლშქარი ერეკლემ დაამარცხა მაგრამ დიდ
შემოტევას ვეღრ გაუძლო.11 სექტემბერს აღმაჰმად-ხანმა თბილისი აიღო
და 21 სექტემბერს დატოვა ის.
აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის შემდეგ ერეკლე II-მ თბილისის აღდგენა
დაიწყო, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და სამეფო
ოჯახი თელავში გადავიდა, სადაც მეფემ სიცოცხლის უკანასკნელი სამი
წელიწადი გაატარა და 1798 წელს გარდაიცვალა.

ქართლ-კახეთის ტახტზე ერეკლეს უფროსი ვაჟი გიორგი XII ავიდა.


მისი გამეფება არ სურდათ დედინაცვალსა გიორგი ტახტზე მყარად ვერ
გრძნობდა თავს და მოკავშირეებს ეძებდა. ერეკლე II-ის ანდერძის
თანახმად, გიორგი XII-ის შემდეგ ტახტი არა მის ძეს არამედ მის ძმას
უნდა გადასცემოდა. გიორგის ნახევარძმები მამის საგარეო პოლიტიკას
არ ეთანხმებოდნენ. გიორგი XII-მ რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა
სცადა და რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს ხელშეკრულების ახალი
პროექტი გაუგზავნა.
წყარო-გიორგი XII-ის “სათხოვარი პუნქტები” რუსეთის იმპერატორს

1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად


შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები
ასრულებენ. ის აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც
რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს
საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობელად.
2. . გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო
მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი
მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული
ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ
დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის
მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის
ბრძანებულების გარეშე არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების
გამოცემის უფლება.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს
რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების მიხედვით
მოხმარებისათვის.
8. . გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხესიმაგრეებში რუსეთის ექვსი ათასი
ჯარისკაცის დაყენებას ითხოვს.
1800 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს „სათხოვარი პუნქტების“ ყველა
პირობაზე პავლე I-მა ქართველ ელჩებს დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ
იმავდროულად იმპერატორი უკვე ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას
გეგმავდა. პავლე I გენერალ კნორინგს საიდუმლო წერილში სწერდა:
„მეფის ავადმყოფობა საფუძველს გვაძლევს, რომ მალე მოველოდეთ მის
გარდაცვალებას. ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება, დაუყოვნებლივ
გაგზავნეთ იქ ჩვენი სახელით განცხადება, რომ ჩვენგან ნებართვის
მიღებამდე ტახტის მემკვიდრეს მეფედ ნუ აკურთხებენ”
1801 წლის 11 მარტს პავლე შეთქმულებმა მოკლეს. რუსეთის
იმპერატორის ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე I-მა. რუსეთის
ახალმა იმპერატორმა ქართლ- კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების
საკითხი განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადასცა. სახელმწიფო
საბჭომ ხმის უმრავლესობით ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების
აუცილებლობა დაამტკიცა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის
იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს
გაუქმების მანიფესტს.

ახლა კი შევადაროთ
“გეორგიევსკის ტრაქტატი” და “სათხოვარი პუნქტები”
“გეორგიევსკის ტრაკტატმაც” და “სათხოვარმა პუნქტებმაც” ალბათ
შეგუძლიათ დამეთანხმოთ რკ საშინელ შედეგი გამოიწვია…გააუქმა
ქარლთ-კახეთი. რომ შევადაროთ ეს ორი ხელშეკრულება შეგვიძლუა
ვთქვათ რომ ორივეში მკაფიოდ ჩანს რუსეთის ბატონობა ანუ უფრო მეტი
უფლება რუსეთს ვიდრე ჩვენ რაც აქვე უნდა ავღნიშნო რომ ძალიან
ცუდის მომტანი იყო. “გეორგიევსკის ტრატქატის” ერთერფი მიზეზი იყო
ის რომ ერეკლე II მეორეს სხვა გზა აფ ქონდა ან უნდა დაეკარგა
სარწმუნკებაც და ქარლთ-კახეთიც ან არცერთი მაგრან სამწუხაროდ მან
დაკარგა ქარლღ-კახეთი რუსეთის გამო. რუსეთმა ძალიან კარგად
გამოიყენა ჩვენი სუსტუ მდგომატეობა და სცადა ქარლთ-კახეთის ხელში
ჩაგდებაც. რაც შეეხება “სათხოვარ პუნქტებს” ძალიან დიდი შეცდომა
დაუშვა გიორგი XIIემ რომ დაწერა ის არუნდა მიეცა რუსეთისთვის
საშუალება რომ ჩარეულიყო ჩვენს საშინაო საქმეებში რადგან რა თქმა
უნდა რუსეთი ამას არ გამოიყენებდა ჩვენ დასაკმაყოფილებლაფ ის ამ
ყვრლაფერს მისთვის გამოიყენებდა.ასევე ძალიან დიდი შეცდომა
დაუშვა ერეკლე IIმ იმ ნაწილშო როდესაც შექმნა წესი სადაც ტახტი არა
ძეს არამედ ძმებს გადადიოდათ.
საბოლოოდ დავასრულე ჩემი სტატია და იმედია თქვენთვის
საინტერესო და სასიამივნო იყო მისი წაკითხვა და რა თქმა უნდა გაიგეთ
ყველაფერი იმაზე თუ როგორ განადგურდა ქარლთ-კახეთი რუსეთის
იმპერიის მიერ.

You might also like