Professional Documents
Culture Documents
ქართლის სამეფო
1518 წელს ქართლს შეესია ისმაილ I-ის სარდალი, ერევნის მმართველი დივ
სულთან რუმლუ. მასთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდა სამცხის
ათაბაგი ყვარყვარე III. მათ აიღეს გორი და სურამი. ქართლის სამეფომ იკისრა ხარკი
და ირანის ვასალობა. ამით ისარგებლეს კახელებმა და 1518 წელს კახეთში მეფობა
აღადგინეს. 1518 წელს დავით X-მ ორჯერ გაილაშქრა კახეთის დასამორჩლებლად,
1
მაგრამ ამაოდ. დავით X არ იხდიდა ირანის ხარკს და ციხეებს ამაგრებდა, ამის გამო
1522 წელს ისმაილ I-მა ილაშქრა საქართველოში. ისმაილ I გაგის ციხესთან გაჩერდა
და ციხის განახლება დაიწყო. ისმაილ I-მა დავითი თავისთან იხმო და ისლამის მიღება
მოსთხოვა. დავითი არ გამოცხადდა. გაიმართა თელეთის ბრძოლა, რომელშიც
ირანელებმა გაიმარჯვეს. დავითი შიდა ქართლში გადავიდა. ისმაილმა დაიკავა
თბილისი. თბილისში ყოფნის დროს მან მოასწრო შაჰ-ისმაილის მეჩეთის აშენება,
რომელიც XX საუკუნემდე იდგა ქალაქში. 1524 წელს შაჰ-ისმაილი გარდაიცვალა და
ირანში შიდა სიტუაცია აირია. ამით ისარგებლა დავით X-მ და ქვეყანა ვასალობისგან
გაათავისუფლა. მან მოშალა გაგის ციხე, რომელიც სპარსების ლაშქრობების მთავარი
დასაყრდენი იყო. იმავე წელს დავით X მოულოდნელად ტახტიდან გადადგა და
ბერად აღიკვეცა.
დავითის შემდეგ გამეფდა მისი ძმა გიორგი IX. გიორგიმ სულ ორი წელი იმეფა.
გიორგის შემდეგ გამეფდა დავით X-ის ძე ლუარსაბ I. 1536 წელს ქართლი დალაშქრა
ოსმალეთის იმპერატორმა სულეიმან I-მა. მისი მეფობის პერიოდზე მოდის ირანის
შაჰ თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში. თამაზ I ოთხჯერ შეესია ქართლს 1541,
1547, 1551 და 1554 წლებში და დამანგრეველი ზიანი მოუტანა. 1541 წელს
ყიზილბაშებმა აიღეს თბილისი და ბირთვისი. ლუარსაბს კახეთის მეფე ლევანმა უარი
უთხრა ყიზილბაშების წინააღმდეგ დახმარებაზე, ამიტომ ლუარსაბმა პარტიზანული
ბრძოლა დაიწყო. 1541 წელს შაჰ თამაზმა თბილისში გარნიზონი დატოვა და თავად
ყარაბაღში წავიდა. 1547 წელს შაჰ თამაზმა დალაშქრა ჯავახეთი და ქვემო ქართლი.
3
მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. შაჰმა მუჰამად ხუდაბანდამ გადაწყვიტა
ოსმალეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა დაპატიმრებული სიმონ I.
კახეთის სამეფო
4
ვაჟი გიორგი, რომელსაც ქართლის სამეფოს დაპყრობა სურდა. ალექსანდრე I
მტკიცედ იდგა ქართლთან მშვოდიბანობის შენარჩუნების პოზიციაზე. მას მხარს
უჭერდა უმცროსი შვილი დიმიტრი. გიორგის ურთიერთობა მამასთან და ძმასთან ისე
გამწვავდა, რომ 1511 წელს გიორგიმ მოკლა მამა, თვალები დასთხარა ძმას და მეფის
ტახტი დაიკავა. გიორგი ისტორიაში ავ-გიორგის სახელით შევიდა.
იმერეთის სამეფო
6
1533 წელს ბაგრატის ინიციატივით მოეწყო ლაშქრობა ჯიქეთში. მასში
მონაწილეობდნენ ოდიშის ერისთავი მამია III დადიანი და გურიის მთავარი მამია I
გურიელი, რომლებიც ჯერ კიდევ ცნობდნენ იმერეთის მეფის უზენაესობას.
ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. მამია III დადიანი ლაშქრობის დროს დაიღუპა,
ხოლო მამია I გურიელი ტყვედ ჩავარდა. ბაგრატ III-მ წარმატებას მიაღწია სამხრეთის
ფრონტზე. 1535 წელს მურჯახეთის ბრძოლაში მან დაამარცხა სამცხის
ათაბაგი ყვარყვარე III და შემოერთა სამცხე-საათაბაგო. ბაგრატმა გურიელს
დაუბრუნა აჭარა და ჭანეთი, რომლებსაც გურიელები XV საუკუნის ბოლოს
ფლობდნენ, მაგრამ ამით გაინაწყენა ოდიშის ერისთავი. 1543 წელს ბაგრატ III-მ
გურიის მთავრის დახმარებით გაიმარჯვა ქარაღაქის ბრძოლაში ოსმალეთისა და
სამცხის ათაბაგის წინააღმდეგ. 1545 წელს სოხოისტის ბრძოლაში ბაგრატ III-ის,
გურიელის და ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა
ოსმალეთის ლაშქართან და სამცხე კვლავ ოსმალეთმა დაიკავა.
1565 წელს ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა გიორგი II-მ. ის
გამუდმებულ ომში იყო ჩართული ოდიშის მთავარ ლევან I დადიანთან და გურიის
მთავარ გიორგი II გურიელთან. 1568 წელს ლევან I დადიანმა თავად ლიპარიტიანთან
ერთად იმერეთთის მეფეზე გაილაშქრა. იანეთთან ბრძოლაში იმერეთის მეფე
დაამარცხა დადიანი. ლევან დადიანი ოსმალეთში გაიქცა. ომსლაეთის სულთანმა მას
მიაშველა ტრაპიზნის და ერზურუმის საფაშოების ჯარი და 9 ხომალდი. გურიელმა
და დადიანმა იმერეთის მეფეს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს.[1]
გიორგი II-ის შემდეგ იმერეთის მეფე გახდა მისი მცირეწლოვანი შვილი ლევანი.
ლევანს ტახტს ეცილებოდა ბიძა კონსტანტინე ბატონიშვილი. ლევანმა ოდიშის
მთავარ მამია IV დადიანის დახმარებით შეინარჩნა ტახტი. 1588-1590 წლებში
ქართლის მეფე სიმონ I-მა სამჯერ სცადა იმერეთის დაკავება, მაგრამ უშედეგოდ.
ლევანმს დაუპირისპირდა ყოფილი მოკავშირე მამია IV დადიანი, რომელმაც ლევანი
7
შეიპყრო და შხეფის ციხეში გამოკეტა. დადიანის მხარდაჭერით იმერეთის მეფე
გახდა როსტომი. იმერელ თავადთა ერთი ნაწილის დახმარებით გიორგი II გურიელმა
როსტომი ჩამოაგდო და ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა. როსტომმა ტახტი
დაიბრუნა მანუჩარ I დადიანის დახმარებით. დადიანის დახმარებით როსტომმა
ტახტი შეინარჩუნა ქართლის მეფე სიმონ I-თან ბრძოლაშიც.
სამცხე საათაბაგო
1535 წელს სამცხეს დაეუფლა იმერეთის მეფე ბაგრატ III. 1545 წელს ოსმალეთის
იმპერიის სულთანმა სულეიმან I-მა ბაგრატის წინააღდეგ გაგზავნა ერზურუმის
მმართველი მუსა ფაშა. ბაგრატმა დახმარება გურიელსა და დადიანს თხოვა. დადიანი
ბაგრატს არ დაეხმარა. ლევან I დადიანი იმერეთის მეფეზე განაწყენებული იყო,
რადგან მან გურიის სამთავროს გადასცა აჭარა და ჭანეთი. მაგრატთან
გამოცხადდა როსტომ გურიელი. იმერეთისა და გურიის გაერიანებულმა
ჯარმა ქარაღაქის ბრძოლაში დაამარცხეს ოსმალები და მათი ზარბაზნები ჩაიგდეს
ხელში. სულეიმან I-მა უფრო დიდი ჯარი გაგზავნა ბაგრატ III-ის წინააღმდეგ. ბაგრატ
III-ს ამჯერად ქართლის მეფე ლუარსაბ I-ც შეუერთდა. სოხოისტის
ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს. ოსმალებმა დაიკავეს სამცხე. ქართლის სამეფოს
დარჩა ჯავახეთი. სამცხის ათაბაგმა ქაიხოსრო II-მ დახმარებისთვის და ქართლისთვის
ჯავახეთის წართმევისთვის ირანს მიმართა. შაჰ თამაზმა 1547 წელს ილაშქრა
ჯავახეთსა და ქვემო ქართლი. 1549 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ოსმალებმა
სამცხეში 25 ციხე აიღეს, 1550 წლისთვის მათ მთლიანად დაიპყრეს ტაო.
9
მეურნეობის ხასიათი, იწარმოებოდა მხოლოდ ოჯახის შინამოხმარებისთვის საჭირო
რაოდენობის პროდუქტი. ქალაქები არ წარმოადგენდნენ ვაჭრობამრეწველობის
ცენტრებს. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი განიცდიდა
მოსახლეობის კლებას. ამის მიზეზი იყო ხშირი ომიანობა და თავდასხმები, რის გამოც
მოსახლეობა სოფლებს ეხიზნებოდა. 1769 წლის აღწერით თბილისში ცხოვრობდა 21
000 კომლი, ჯამში 85 000 სული. სუსტი იყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო
ვაჭრობა.
10