You are on page 1of 10

XVIII საუკუნის

საქართველო
სანდრო ბარბაქაძე
შესავალი

• მოგესალმებით, დღეს ჩვენ


პრეზენტაციას გავაკეთებთ XVIII
საუკუნის საქართველოზე მოკლედ
დავიწყოთ
საქართველო VIII საუკუნეში
• საქართველო XVIII საუკუნეში-შიდაფეოდალური აშლილობით
და მეზობელი ქვყენების, სეფიანური ირანის და
ოსმალეთის იმპერიის მიერ შევიწროებით. უკიდურესად იყო
დასუსტებული. ქართლ-კახეთის სამეფოს ოსმალეთი
ახალციხიდან ავიწროვებდა, ხოლო ლეკები კი დაღესტნიდან
ძარცვავდნენ ქვეყანას. დასავლეთ საქართველოს სამეფო
სამთავროები ვასალურ დამოკიდებულებაში იყო
ოსმალეთის იმპერიასთან, აჭარა და სამცხე-საათაბაგო კი
უშუალოდ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული.

ვახტანგ VI-ის ეპოქა

• 1703 წელს ირანის შაჰმა ჰუსეინმა ქართლის მეფედ დაამტკიცა გიორგი


XI, კახეთის მეფედ კი ერეკლეI. მაგრამ შაჰმა ორივე მხოლოდ
ნომინალურად დანიშნა მეფედ. გიორგი XI შაჰმა ამავდროულად
დანიშნა ირანის ჯარების სპასალარად და ყანდაარის ბეგლარბეგად,
ხოლო ერეკლე I ყულარაღასად ისპაჰანში და ორივე რეალურად
ჩამოაცილა სამეფოებს. ქართლის სამეფოს ჯანიშინად დაინიშნა
ლევან ბატონიშვილი, რომელიც სულ ორიოდე თვე განაგებდა
ქართლს. იმავე წელს ჯანიშინად დაინიშნა ლევან ბატონიშვილის ვაჟი
ვახტანგVI.28 წლის ვახტანგმა აქტიურად დაიწყო ქართლის
მოღონიერება. მისი ჯანიშინობის დროს (1703-1714) ქართლში
გაყვანილ იქნა გზები, სარწყავი არხები, ხიდები, თბილისსა და გორში
აიგო ახალი სასახლეები, შეკეთდა თბილისის სიონი , სვეტიცხოველი
და ურბნისის ტაძარი, დასახლდა უკაცრიელი ადგილები , აიკრძალა
ტყვის სყიდვა. 1705 წელს მოწვეულ საეკლესიო კრებაზე კათალიკოსად
აირჩიეს ვახტანგის ძმა დომენტი. 1709 წელს ავღანეთში ბრძოლისას
დაიღუპა ქართლის მეფე გიორგი XI. შაჰმა ქართლის მეფედ გიორგის
ძმა ქაიხოსრო დანიშნა და ისიც ავღანეთში საბრძოლველად დატოვა.
ქართლის ჯანიშინად კვლავ ვახტანგი დარჩა.
სულხან საბა ორბელიანი

• სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში


დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი
იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი
იყო; დედა — თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის
ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და
განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი
მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგV-ის
(შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან,
ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე
გიორგიXI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად
მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო,
ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო
კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის
ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგVI) აღზრდა.
ვახტანგ VI და სულხან საბა ორბელიანი
დავით გურამიშვილი

• დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს სოფელ გორის უბანში (საგურამოს


თემი). მან სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა, შემდეგ კი მისი
ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში
იგი ლეკებმა დაატყვევეს. გურამიშვილი ტყვეობიდან გაიპარა და თავი
შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს მოსახლეობას. 1729 წელს იგი
ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა
უბოძა. გურამიშვილი აქ ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა.
მოგვიანებით, გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და
ქართველ ჰუსართა პოლკს. მან სამხრეთ უკრაინაში მამული მიიღო. 1738-
1760 წლებში გურამიშვილი მონაწილეობდა რუსეთის ლაშქრობებში
ოსმალეთის, შვედეთისა და პრუსიის წინააღმდეგ, სადაც თავი ისახელა
სიმამაცით. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო მან სამშობლოში
დაბრუნება ვეღარ მოახერხა და სიცოცხლის დანარჩენი წლები უკრაინაში
გაატარა. იგი აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის
ცხოვრებაში. დავით გურამიშვილი 1792 წლის 1 აგვისტოს (ძვ. სტ. 21
ივლისი) გარდაიცვალა ქ. მირგოროდში; იგი იქვეა დაკრძალული. მისი
ლიტერატურული მემკვიდრეობა თავმოყრილია ერთ კრებულში: 1787
წელს საკუთარი ხელით გადაწერილი „დავითიანი“ გურამიშვილმა მირიან
ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც
ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნის წინაშე. მისმა პოეტურმა
მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი კრებულის სახით მოაღწია
დავითიანი

„დავითიანი“ საქართველოს მწერლობაში


დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელება
იყო.დავით გურამიშვილი თავისი პოეტური
შთაგონების წყაროდ მიიჩნევდა
დავით წინასწარმეტყველს. პოეტი ბიბლიურ
დავითს ბაძავს, მას ეხმიანება და მის დარად
ადიდებს უფალს. ამდენად შესაძლებელია
ვივარაუდოთ რომ დავითიანში
გურამიშვილთან ერთად პოეტის სეხნიაც–
ბიბლიური დავითიც იგულისხმება.
ნაწარმოებში შესულია მრავალი ლექსი და
ორი ავტობიოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის
პოემა - "მხიარული ზაფხული" და "ქართლის
ჭირი". ნაწარმოები პროლოგის შემდეგ 4
წიგნად იყოფა. 1778 წელს დავით
გურამიშვილმა საკუთარი ხელით გადაწერილი
კრებული გადასცა მირიან ბატონიშვილს,
ერეკლეII-ის ძეს, რომელიც რუსეთის
იმპერატორთან იყო მივლინებული და გზად
მირგოროდი გაიარა. სწორედ მან ჩამოიტანა
საქართველოში "დავითიანი
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like