You are on page 1of 48

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მარეხ ზედგინიძე

სამაგისტრო ნაშრომი

ერეკლე II -ის საგარეო ორიენტაცია XVIII ს-ს 50-70 -იან წლებში

ხელმძღვანელი : ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რომან


გოგოლაური

ახალციხე

2022 წ
სარჩევი
შესავალი
ანოტაცია
ერეკლე II -ის საგარეო ორიენტაცია XVIII ს-ის 50-70-იან წლებში
1
თავი I

ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკა XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში

მე-18 საუკუნის სამეფო-სამთავროებად დანაწევრებულ საქართველოს მძიმე


პერიოდი ედგა. აღმოსავლეთ საქართველოში ქართლისა და კახეთის სამეფოები
ირანის პოლიტიკურ გავლენას განიცდიდნენ, დასავლეთით კი იმერეთის სამეფო და
გურია-სამეგრელოს სამთავროები, სამცხესთან ერთად თურქეთის მძიმე უღლის ქვეშ
გმინავდნენ. თურქეთისა და ირანის ხშირმა შემოსევებმა მკვეთრად შეამცირა
ქართველი მოსახლეობის რიცხვი. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მათი რაოდენობა
ნახევარ მილიონზე ნაკლები იყო.1

თურქებმა XVI საუკუნეში მესხეთი მიიტაცეს, შემდეგ აჭარა, ხოლო XVIII საუკუნეში
გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის სამთავრებოებისა და იმერეთის სამეფოს
დაპყრობას შეუდგნენ: “…წარმოემართნენ საბრძანებელნი ხონთქარისანი, - სწერდა
იმერეთის მეფე ალექსანდრე V რუსეთის იმპერატორს 1732 წელს, - ფაშანი და
მთავარნი მათნი და ჩვენი სამზღვრები ზღვით პონტოთ კერძო პირები ციხითა და
გოდლებითა აღავსეს და მოუთმენელს ხარჯს და ტყვეობას ქვეშე დაგვამწყვდიეს“2...

იქვე აღნიშნავდა მეფე :“წარიწირა ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის


ქრისტიანობა ყოველსა საქართველოსა და მივეცენით ქრისტეს სისხლითა
მოსტყდულნი ერნი ხარკსა და ზვერსა და აგარიანთასა...მონასტერნი არინ სადგურ
აგარიანთა და ეკლესიანი იქმნეს ქვაბ ავაზაკთა. გვირგვინ - შემოსილნი,
კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი არიან ტყვეობასა შინა“3 .

მე-18 საუკუნის 20-იან წლებში ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის იმპერია იმ


დიდ პოლიტიკურ ძალად მიაჩნდა, რომელიც ირანს საბოლოოდ გააძევებდა
ქვექყნიდან. ამ იმედით ვახტანგ VI უყოყმანოდ დადგა რუსეთის მხარეზე, თუმცა
რუსეთმა იმ დროს საჭირო დახმარება ვერ აღმოუჩინა ჩვენს მეფეს და მისმა საგარეო
პოლიტიკამ მარცხი განიცადა.4

1
ვალერიან მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ.1957, გვ.5-6.
2
Переписка грузинских царей с росиискими государями, под ред. Броссе, СПБ., стр.196.; ვ. მაჭარაძე,
მასალები XVIII ს-ის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ტ.II, თბ.1968,
გვ. 24.
3
Переписка грузинских царей с росиискими государями, под ред. Броссе, СПБ., стр.195-196.; ვ. მაჭარაძე,
მასალები XVIII ს-ის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ტ.II, თბ.1968,
გვ. 24.
4
ვალერიან მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ.1957, გვ. 6.
XVIII ს-ის 50-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ციხეებში თურქები იდგნენ. ამ
ციხეებზე დაყრდნობით თურქები აიძულებდნენ დასავლეთ საქართველოს, როგორც
ვასალს, ხარკად ქალ-ვაჟები ეძლია, ან ფული და ტილო. გარდა ამისა, ქვეყანა
ვალდებული იყო თურქებთან ტყვეებით ევაჭრათ. „ოსმალთა ხელში ეს ციხეები
ტყვის მსყიდველთა ბუნაგებად იქცნენ ციხისა და მის გარშემო მდებარე სოფლების
მოსახლეობა თანდათან მაჰმადიანდებოდა. ოსმალები ამ ციხეებიდან ადვილად
ერეოდნენ ფეოდ2ალების ურთიერთობაში და ქვეყნის საბოლოოდ დასაპყრობად
თანდათან გზას იკვლევდნენ“,- წერდა აკად.ნ. ბერძენიშვილი. (ნ.ბერძენიშვილი,
საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბილისი, 1965, გვ.213; .; ვ. მაჭარაძე,
მასალები XVIII ს-ის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ტ.II, თბ.1968,
გვ. 24.)

ასეთ რთულ ვითარებაში მთავრები დადიანი და გურიელი მეფისაგან


დამოუკიდებელი იყვნენ, ხოლო იმერეთის ძლიერი თავადები- როსტომ რაჭის
ერისთავი და ლევან აბაშიძე „მთავრობას იჩემებდნენ“. (ნ.ბერძენიშვილი,
საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბილისი, 1965, გვ.213).„ტყვის
სყიდვის“ წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა, რომელიც სოლომონ მეფემ საშინაო
პოლიტიკის ძირითად ამოცანად დაისახა, არა მარტო პროგრესული არამედ
მომწიფებული და შემზადებული იყო. ამის გამო ამ ბრძოლას ,მიემხრნენ სეპარატ
ფეოდალთა ის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების
გამტკიცების მოწინააღმდეგენი იყვნენ. სოლომონ I -მა ამ ბრძოლას საყოველთაო
ხასიათი მისცა და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია.

სოლომონ I

2
ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლას იმერეთის მეფე მაჰმადიანობის გავრცელების
საპირისპიროდ და ქართული ეკლესიის განსამტკიცებელ ღონისძიებებთან კავშირში
აწარმოებდა. ეს ბრძოლა მას მთელი დასავლეთ საქართველოს აღიარებულ ლიდერად
აქცევდა. ამას მოწმობს 1759 წლის დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება. 1957
წელს სოლომონმა იმერეთის ციხეებში ჩამდგარი თურქული რაზმების წინააღმდეგ
გაილაშქრა ხრესილის მინდორზე,სადაც გურიელის და დადიანის რაზმებიც
იბრძოდნენ, სამეგრელოს ლაშქარში კი სამურზაყანოელებიც მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდა მეფემ ხმლით პირადად მოკლა თურქთა სარდალი. მან იცოდა რომ
თურქეთი ხრესილის მინდორზე ნაჭამ სირცხვილს ასე ადვილად არ დაივიწყებდა და
თავდასხმისთვის მზადებას შეუდგა. იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებმა
მეგობრების და ურთიერთდამხარების ხელშეკრულება დადეს. აგრესორი არ
ისვენებდა და მომდევნო წლებშიც განაგრძნობდა იმერეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
თურქეთი გრძნობდა, რომ იმერეთის საქმეებში ღრმად შეტოპა მატერიალური და
მორალური ზარალის მეტს არაფერს აძლევდა. ამიტომ იგი სიამოვნებით დათანხმდა
ერეკლეს შუამდგომლობას, რომელსაც თითქოს სოლომონის თხოვნით
ახორციელებდა, რომ ეღიარებინათ იმერეთი არა ქვეშევრდომ, არამედ
მფარველობაში მყოფ ქვეყნად და დათანხმდა იმერეთიდან ყოველწლიური ხარკის
სახით გაგზავნილი 60 გოგონა აუცილებლად ქართველი არ ყოფილიყო.
სოლომონისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იყო და მან უარი თქვა
ადამიანებით ხარკის გადახდაზე.

50-60-იან წლების მიწურულს იმერეთში იგრძნეს საერთაშორისო ვითარების შეცვლა


და რუსეთ-თურქეთის ომის მომწიფება, რის საფუძველზეც 1752-1754 წლების
ელობის უშედეგოდ დასრულების შმდეგ, 1768 წელს იქ ახალი ელჩობა გაგზავნეს
მაქსიმე ქუთათელის მეთაურობით. საიმპერატორი კარმა ყიზლარის კომენდანტს
დაავალა ელჩობის ერთ-ერთი წევრი იმერეთში გაებრუნებინა, რათა სოლომონ მეფე
რუსეთის კარის კეთილგანწყობაში დაერწმუნენებინა და შესაბამისი წერილების
მოშველიებით თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ უფრო მეტად განეწყო.
ამ წამოწყების წარმატებით განხორციელებისთვის პეტერბურგში ერეკლეს
მონაწილეობაც აუცილებლად ჩათვალეს.ხოლო მისი თურქეთის წინააღმდეგ აშკარად
ამხედრება რთულ და თითქმის შეუძლებელ საქმედ მიიჩნიეს. ( საქართველოს
ისტორია, XIII ს-დან XIX ს-მდე, ტ. III, თბ.,2014, გვ. 396-400)

რუსეთიდან ელჩობის დაბრუნების შემდეგ, ერეკლე II ისათვის ნათელი გახდა,რომ


რუსეთს კავკასიის საქმეებში ჩარევა ამჯერადაც არ შეეძლო., ამიტომ მეფეს უნდა
გადაესინჯა თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი: უპორველეს ყოვლისა ირანის
საქმეებში აქტიური ჩარევის ნაცვლად მასთან მორიგების გზას უნდა დასდგომოდა,
რათა არსებული მდგომარეობა მაინც განემტკიცებინა და ვითარების შეცვლამდე
ძალები შეენარჩუნება; ასევე უნდა ეზრუნა ერეკლეს კავკასიის ხალხებსა და
თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამით უნდა აიხსნან ერეკლეს
მიერ რუსეთიდან დაბრუნებული ელჩობის შედეგებით უკმაყოფილების აშკარა
გამოხატვა და რუსეთის მზვერავის დ. მანღოვისადმი მტრული, უცხო ქვეყნის
წარმომადგენლისადმი უჩვეულო მოპყრობა. (ვ, მაჭარაძე, მასალებიი, II, გვ. 137)
XVIII ს-ის 60 -იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფოსათვის განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონდა დამოკიდებულებას ირანთან, რომელსაც არამარტო
ტრადიციით დამკვიდრებული, არამედ თვით თურქეთთან დადებული უკანასკნელი
ხელშეკრულებით გარკვეული პრეტენზიის იურიდიული უფლებაც ჰქონდა. 1747
წლიდან ირანში შექმნილმა ვითარებამ ქართლ-კახეთს საშუალება მისცა ფაქტობრივი
დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, ამასთან ერთად ირანის ყოფილ პროვინციებზე
(ერევნისა და განჯის სახანოებზე) თავისი გავლენა გაევრცელებინა, ხოლო 50-იან
წლებში ირანელ სარდლებთან წარმატებული ბრძოლით ეს მიღწევა
განემტკიცებინა.ქერიმ ხანის გაბატონების შემდეგ მას წერილი გამოუგზავნია
ამიერკავკასიის ხანებისთვის, რომ ისინი ერეკლე მეორის მორჩილებაში
ყოფილიყვნენ. XVIII ს-ის 60-იან წლებში თურქეთი იძულებული იყო ქართლ-
კახეთის სამეფოსთან ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რადგან: ქართლ-
კახეთის ხელში ჩასაგდებად ვითარება არც თუ ხელსაყრელი ჩანდა - ირანის
გაღიზიანება სასურველი არ იყო, მეორე, დასავლეთ საქართველოში
დამკვიდრებისათვის თურქეთის ბრძოლა ჭიანურდებოდა და აღმოსავლეთ
საქართველოს გაღიზიანება არ ღირდა. მესამე, 1763 წლიდან პოლონეთში ვითარების
გამწვავებამ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დაძაბა, ამიტომ კავკასიაში აქტიური
გამოსვლა საქმეს კიდევ უფრო გაართულებდა; ასევე რუსეთის დიპლომატია
მტკიცედ მოითხოვდა თურქეთისაგან, რომ მას ქართლ-კახეთში შეჭრისაგან თავი
შეეკავებინა. თურქეთის დიპლომატია ქართლ-კახეთისადმი მტრობას ფარულად
აგრძელებდა, რისთვისაც ლეკებსა და აზერბაიჯანელ ხანებს იყენებდა. ერეკლემ რომ
50 -იან წლებში აღმოსავლეთ კახეთისთვის ბრძოლა წააგო, შემთხვევითი არ ყოფილა.
ლეკები, 50-იანი წლების მარცხის შემდეგ, დიდი ლაშქრობების მოწყობას ვერ
ახერხებდნენ, თუმცა მათი თავდასხმები 60-იან წლებშიც არანაკლებ ზიანს აყენებდა
ქართლ-კახეთს. .; ვ. მაჭარაძე, მასალები XVIII ს-ის II ნახევრის რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობის ისტორიისათვის, ტ.III, ნაკ. I, თბ.1988, გვ. 47-49.)

პოლიტიკური ვითარება ქართლ-კახეთში მე-18 საუკუნის შუა


ხანებში

XVIII ს-ის 60 -იან წლებში ქართლ-კახეთში პოლიტიკური ვითარება


საგრძნობლად გაუმჯობესდა. მართალია, მთიელთა შემოსევები არ წყდებოდა, მაგრამ
ქვეყანა მათ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა და გამანადგურებელ ეფექტს
ანელებდა. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება ციხე-სიმაგრეების
მშენებლობა იყო. თეიმურაზის რუსეთში ელჩობის ტრაგიკული დამთავრების
შემდეგ ერეკლემ ადვილად მოაგვარა ურთიერთობა ირანის გამგებელთან- ქერიმ
ხანთან , ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ეს შარა გზის ყაჩაღი, რომელიც ირანის
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ლმობიერი მმართველი გამოდგა,
სწორად აფასებდა ძალთა თანაფარდობას, ერეკლესგან ირანის კარის უმაღლესობის
ფორმალურ აღიარებას სჯერდებოდა და ამით კმაყოფილდებოდა. (საქართველოს
ისტორია, XIII ს-დან XIX ს-მდე, ტ. III, თბ., 2014, გვ. 400.)

1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II ქართლის მეფედ დანიშნა, ხოლო მისი


შვილი ერეკლე მე-2 კახეთის მეფედ. ირანის მმართველმა ქართლის
გამაჰმადიანებაზე ხელი აიღო და მას დაუბრუნა შაჰ-აბასის მიერ მიტაცებული
ლორე, ბორჩალო და ბაიდანი.

1747 წელს ირანსა და ქართლს, როგორც საყმო ქვეყანას, დიდი გადასახადი შეაწერა,
რის გამოც ქართველმა პოლიტიკოსებმა აჯანყება გადაწყვიტეს. განრისხებულმა შაჰმა
აჯანყებული ქართველების დასასჯელად 34 ათასიანი კორპუსი გამოჰყო, რომელსაც
გ. ამილახვარი უთავა, თუმცა შაჰმა შეცდომა იგრძნო და განზრახვაზე ხელი აიღო. მან
თავისთან ერეკლე მე-2 დაიბარა, თეიმურაზმა კი სიფრთხილე გამოიჩინა და
გადაწყვიტა შვილის მაგიერ თავად ხლებოდა შაჰს. მათ გზად ყოფნისას გაიგეს, რომ
ნადირ-შაჰი შეთქმულებმა მოკლეს(1747 წ. მაისში). ირანის ტახტს შეთქმულების
მეთაური ნადირ-შაჰის ძმიშვილი ალი-ყული-ხანი დაეუფლა და ტახტზე ადილ-
შაჰის (სამართლიანის) სხელით დაჯდა. ირანში არეულობები შაჰის ტახტისთვის
ბრძოლაში 60-იან წლებამდე გრძელდებოდა.

ამ არეულობითა და თეიმურაზის საქართველოდან წასვლით აბდულა-ბეგმა


ისარგებლა და ქართლში გაბატონება სცადა. იგი ამიერკავკასიაში მყოფ ყიზილბაშ
სარდლებს დაუკავშირდა, საბარათიანოს თავადები შემოიბირა და ერეკლეს
მოსწერა: ,,მეფე არჩილობით ქართლი ჩემია, დამანებე და შენ კახეთს მიეპატრონეო"2.
(საქ.ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა,1913, გვ.133-134.) აბდულა-ბეგმა ირანული
სრდლისაგან ჯარიც მიიღო და თბილისის ყიზილბაშური გარნიზონის დახმარეით
ქალაქის აღება განიზრახა, თუმცა ერეკლემ მოქალაქეთა დახმარებით იგი დაამარცხა.
დამარცხებულმა აბდულა-ბეგმა თავი სამშვილდეს შეაფარა. 1748 წლის ივლისში
ერეკლემ თბილისის ციხეები აიღო და ყიზილბაშური გარნიზონი ქართველი
მეციხოვნეებით შეცვალა. იგი სამშვილდესაც დაეუფლა.

XVIII ს-ის 60-იან წლებში საერთაშორისო ვითარება გაერთიანებული ქართლ-


კახეთის სასარგებლოდ შეტრიალდა: ირანის მმართველი ქერიმ-ხანი ერეკლესთან
მეგობრობას არჩევდა; თურქეთი რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა და
იმერეთში გართულების გამო იძულებული იყო ქართლ-კახეთთან მეგობრობის გზას
დადგომოდა. ასეთ პირობებში ცენტრალური ხელისუფლების
წინააღმდეგ ,მებრძოლი თავადები , რომელთაც 1765 წელს სცადეს გამოსვლა,
საკუთარი ძალების ამარა აღმოჩდნენ. თუმა მათ ,, აბირეს ბუშსა ვახტანგ მეფისასა
პაატას ... რაითამცა წარეწყმინდათ მეფე ირაკლი და დაეპყრათ თვით მეფობაი
ქართლისა“,( ბაგრატ ბატონიშვილი,ახალი მოთხრობა, თბ.,1941,გვ.52-53.)მაგრამ
ერეკლემ დროულად შეიტყო შეთქმულების განზრახვა და ისინი დააპატიმრა; ხოლო
სასამართლოს განაჩენით: ,, მოჰკვეთეს პაატას თავი და დაწვეს ცეცხლში
თაქთაქიშვილი ელისბარ და დიმიტრი პატიმარ ჰყვეს და შეურაცხვჰყვეს აღჯდომითა
მისითა კარაულსა ზედა, და მოჰკვეთეს ძესა მისსა ალექსანდრეს ცხვირი და გლახა
ციციშვილსაცა მოჰკუეთეს ენა“.(დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბ., 1941,გვ.
10.)

( ვ,მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ; 1957, გვ.6-13.)

ბროძოლა ამიერკავკასიაში პირველობისთვის

1749 წელს, როდესაც თეიმურაზ მე-2 ირანიდან დაბრუნდა, ქართლ-კახეთი


უცხოელთა ბატონობისგან განთავისუფლებული იყო, ხოლო ირანის ყოფილი
პროვინციების ნაწილი ქართლის მოხარკე გახდა.

1751 წელს ერეკლემ ირანის ტახტის პრეტენდენტი აზატ-ხანის 40 000-იანი


ლაშქარი ერევანთან 5000-მდე კაცით დაამარცხა. ერეკლეს ამ წარმატებებმა
ამიერკავკასიის მფლობელები კვლავ აამხედრა მის წინააღმდეგ და 1751-1752 წლებში
შაქი-შარვანის ხანი აჯი-ჩალაბი ერთმორწმუნე ხანებთან და ლეკებთან ერთად მას
დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაშიც ერეკლემ ისახელა და დიდი გამარჯვება ჰპოვა. ამ
გამარჯვებასაც მრავალი შედეგი მოჰაყვა: საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული
მაჰმადიანი სახნოების კავშირი დაიშალა, აზატ-ხანმა კი ზავი ითხოვა.(ვ.მაჭარაძე,
ასპინძის ბრძოლა, თბ.,1957, გვ.8.)

თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფე ამიერკავკასიაში თავის


გავლენას აძლიერებდა., ქვეყნის საზღვარი მდინარე არაქსამდე გადასწია და
ადვილად ახერხებდა დაეთრგუნა ცალკეული ხანების, ქართველთა საწინააღმდეგო
მისწრაფებანი. მაგრამ ქართველ ხელისუფალთ არ ავიწყდებოდათ, რომ ქვეყანაში
შექმნილი სტაბილურობა დიდხანს არ გასტანდა. აუცილებელი იყო რადიკალური
გარდატეხა, რაც საქართველოს გაერთიანებაში უნდა გამოხატულიყო. „ქვეყნის
ხელისუფალთ ესმოდათ რომ, ამ მიმართულებით მეტად ფრთხილად უნდა
ემოქმედათ. მათ წინაშე ორი ძირითადი ამოცანა იდგა როგორმე გადაეწყვიტათ ჭარბ-
ბელაქნის შემოერთების საკითხი, რომელიც მთიელთა პერმანენტული შემოსევების
დასაყრდენს წარმოადგენდა და დაებრუნებინათ საქართველოს კუთვნილი
ძირეული ტერიტორიები, ახალციხის, ჩილდირის საფაშო. ამ მიწების შემოერთებით
ქართლ-კახეთის სამეფოს საშუალება ეძლეოდათ სტრატეგიულად განმსაზღვრელი
პოზიცია დაეკავებინა მთელი დასავლეთ საქართველოს მიმართ, რაც მომავალში ამ
რეგიონების შემოერთების საფუძველი უნდა გამხდარიყო. რუსეთ-თურქეთის ომში
რუსეთის მხარეს ჩაბმის გადაწყვეტილების მიღებისას, ერეკლე იმედოვნებდა რომ,
ომის წარმატებით დამტავრების შემთხვევაში მას საშუალება ექნებოდა,
საქართველოს ძირძველი ტერიტორია სამცხე-საათაბაგო დაეტოვებინა, რათა
მომავალში საქართველოს გაერთიანების საკითხის საფუძველი შეექმნა. რუსეთ-
თურქეთის ომს საამისოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა. (საქართველოს
ისტორია, XIII ს-დან XIX ს-მდე, ტ. III, თბ., 2014, გვ. 400-401.)

ქათული ელჩობა რუსეთში 1752-1754 წლები

აზატ-ხანის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ თეიმურაზმა და ერეკლემ სცადეს


ჭარის საკითხის გადაჭრა. ეს ლაშქორბა 1752 წლის გაზაფხულზე მოხდა. აჯი-
ჯალაბმა სასწრაფოდ მოიმხრო აზერბაიჯანის სხვა მაჰმადიანური სასულთნო-
სახანოები და დაღესტინის რიგ გაერთიანებათა მფლობელები.( პ. ორბელიანი,
დასახ.ნაშრომი. გვ.190-193.) (რ. გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის
ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ. 44-45.)
ამასთან, ერევნის, ყაზახ-შამშადილუსა და ბორჩალოს ხანების ღალატის წყალობით,
რომლებიც საიდუმლოდ ყოფილან აჯი-ჩალაბთან შეკრულნი, თეიმურაზ-ერეკლემ
განჯასთან მეორე დიდი ბრძოლა წააგეს, რასაც ლეკთა არნახული თარეში მოჰყვა. (პ.
ორბელიანი, დასახ.ნაშრომი. გვ.85.) (რ. გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის
ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ.45.)

დახმარებისთვის თეიმურაზმა და ერეკლემ რუსეთს მიმართეს. მათ 1752-1754 წწ.


ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა გააგზავნეს რუსეთის სამეფო
კარზე და თავისი ქვეყნის გაჭირვებული მდგომარეობა აღუწერეს: „ურწმუნო
მტრებისაგან უმეტესწილად კი ლეკებისაგან ვართო გარშემორტყმულნი და მათი
აშკარად თუ ფარული თავდასხმებისაგან დღენიადაგ მოსვენება არ გვაქვსო.“
(ი.ცინცაძე, დასახ.ნაშრომი,გვ. 157.) (რ. გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის
ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ.45.) სიმონ
მაყაშვილის მოხსენებით ბარათში ქართველი მეფეები რუსეთისაგან ითხოვდნენ
დამხმარე ჯარს, რათა ესარგებლათ შექმნილი მდგომარეობით და სპარსეთის
ქალაქები დაეჭირათ. ისინი ითხოვდნენ ფულს საკუთარი ჯარის შესანახად ან
საჭირო შემთხვევაში ჯარის დასაქირავებლად,რაც ჩვენთვის საინტერესოა, ელჩები
ელისაბედს აღსენებდნენ, ებრძანებინა ყიზლარის კომენდანტისადმი თავს არ
დასხმოდნენ ქართლ-კახეთს.(ი.ცინცაძე, დასახ.ნაშრომი,გვ. 157.) (რ. გოგოლაური, ჩრ.
კავკასია- სამცხე-ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში, ახალციხე-
თბილისი-2016, გვ.45.) სიმონ მაყაშვილი ასე ახსენებდა ამ ამბავს: ,, რომელიც
პირაქეთ ლეკნი არიან თქვენი მორჩილნი და თქვენს ქვეყანაში ვაჭარნი ან ულუფის
მჭამელნი, იმითაც ყადაღა უყავით, ერთი ოქმი უბრძანეთ დაეხსნან ჩვენს ქვეყანას,
ჩვენთვის ეს დიდად შესამატი არის.“(ი.ცინცაძე, დასახ.ნაშრომი,გვ. 149.) (რ.
გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII
ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ.45.) უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლეკთა ეს
თარეშები ქართლ-კახეთზე თურქეთიდან იყო ინსპირირებული, რასაც ისინი
ახალციხის ფაშის შუამავლობით ახერხებდნენ. (რ. გოგოლაური, დაღესტან-
ახალციხის საფაშოს ურთიერთობა XVIII-ს-ის 50-60-იან წლებში და ქართლ-კახეთი,
თსუ სამეცნიერო ნარომთა კრებული, ვ. მაჭარაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი,
თბ. 2001, გვ.83.) ზემოთ მოყვანილი მოსაზრება რომ სწორია, ამაზე თეიმურაზ-
ერეკლეს ერთი წერილიც მიუთითებს ათანასე თბილელისადმი გაგზავნილი ,
რომელიც ქართლ-კახეთის გაერთიანებულ საგარეო მდგომარეობას ეხება და 1752
წლის 11 აგვისტოთი თარიღდება. (რ. გოგოლაური, დაღესტან-ახალციხის საფაშოს
ურთიერთობა XVIII-ს-ის 50-60-იან წლებში და ქართლ-კახეთი, თსუ სამეცნიერო
ნარომთა კრებული, ვ. მაჭარაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი, თბ. 2001, გვ.83.)

აგვისტოს ეს ამბავი მოვიდა აქა, რომ ხვანთქარს ტრაპიზონის ფაშასთან ფირმანი


მოუწერია ბრძანება ასრე მოსლოდა, რომ იმას ალი-ფაშა ქვიან რვა ათასი თარაყალი
და ორი ათასი სუფაი ჯარათ მოუცია და ის უნდა მოვიდეს და ყარსის, ყიზილბაშის
და ქართლის სამძღვარში დადგეს, და იმავ ფირმანში ესეც უბრძანებია როდესაც, რომ
მეფემ ჯარი გთხოვოსთ მაშინვე ჯარიცა და ჯაბახანაც გაუგზავნეთ, ახალა ისინი იმ
სამძღვარზე უნდა მოვიდნენ და არ ვიცით სადკენ წავლენ თავად აქეთ ლეკისაგან და
უსჯულოსაგან შიში გვქონდა, ახლა მეორე შიში და ფიქრი იმ ურუმისაგან გვუაქვს,
არ ვიცით თუ ურუმი რას ფიქრში არს და ჯარი კი მოდის. ეს ამბავი ყ~დ მოწყალის
დიდებულის კარზე უნდა გამოაცხადოთ. (ი. ცინცაძე, დასახ. ნაშრომი. გვ.144.) (რ.
გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII
ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ.46.)როგორც დავინახეთ, თურქეთის ჯარის
კონცენტრაცია ქართლის საზღვართან სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც
ქართველი ელჩები რუსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ. ჩვენი აზრით, ქართლის
საზღვართან თურქეთის ჯარის თავმოყრა, სწორედ ზემოაღნიშნულ ელჩობას უნდა
გამოეწვია. საფიქრებელია, რომ სულთნის კარ-ზე კარგად იცოდნენ ქართველი
ელჩების მიზანი, რომლის ინფორმატორიც სწორედ ახალციხელი აჰმედ-ფაშა( 1745-
1758 წწ.) უნდა ყოფილიყო. მას საკმაო აგენტურაც უნდა ჰყოლოდა ქართლ-კახეთის
სამეფო კარზე, რაც შემდგომ ხანებში არაერთხელ დადასტურდა. ყოველივე ეს კი
დაღესტან-ახალციხის საფაშოს ურთიერთობით იყო ნაკკარნახევი. ( რ. გოგოლაური,
დასახ. ნაშრომი, გვ. 84.) ვიდრე ქართველი ელჩები რუსეთის სამეფო კარზე
იმყოფებოდნენ, თეიმურაზ-ერეკლე საფუძვლიან მზადებას შეუდგნენ, რომ
სამაგიერო მიეზღოთ აჯი-ჯალაბისა და მისი მოკავშირე დაღესტანელ-
ჭარელებისათვის. მეფეებმა ჩრ. კავკასიიდან დიდი რაოდენობის ჯარი გამოიყვანეს,
რომელთა უმეტესობა ყაბარდოელები იყვნენ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ყაზახ-
შამშადილუს მიდამოებში, სადაც თეიმურაზ-ერეკლემ ბრწყინვალე გამარჯვება
მოიპოვეს შაქ-შირვანელთა და ლეკთა გაერთიანებულ ჯარზე. ამ ამბავს ომარ
ხერხეულიძე ასე გადმოგვცემს:,, ... მოსცა ღმერთმან ძლევა ირაკლის გაემარჯვა და
მრავალი კაი მოკლეს და მრავალი ცოცხალი დაიჭირეს, 30 ვერსი სდივეს რომელ
შეკრბების ვიდრე სამი საათის სავლად, გამობრუნდნენ გამარჯვებულნი და
მოუვიდენ ტფილისს.“( ო. ხერხეულიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 54-55.) (რ. გოგოლაური,
ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში,
ახალციხე-თბილისი-2016, გვ.47.) ამ გამარჯვების მიუხედავად დაღესტნელთა
თარეში მაინც არ წყდებოდა. პაპუნა ორბელი-ანის ცნობით: ზუბეიდალმა ბელადი
ათას ხუთასი ცხენოსანის ლეკით გამოვიდა, ჩამოდგა ზემო ქართლში, მრავალი
ალაგი ააოხრეს, ციხეები აიღეს, ბევრი იშოვეს, თიღვას ციხეს შემოადგნენ.( პ.
ორბელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 198.) (რ. გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-
ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016,
გვ.47.) აქვე მოგროვდა ქართველთა ჯარი, ლეკებმა თიღვას ალყა მოხსნენ და პატარა
ლიახვის ხეობას შეესივნენ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა კულბითის ბოლოს და
ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გადარჩენილმა ლეკთა ჯარმა გადავლო
თრიალეთი და თავის მოკავშირე ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. ასეთი ცნობა
მოჰყავს ფრანგ იურისტს, არქეოლოგს, მოგაურსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, შარლ
დე პეისოლენს ესეში:,, სპარსეთისა და საქართველოს ახლანდელი მღელვარება“,
მაგრამ ამ ცნობაში თავლშისაცემი ფაქტი ის არის, რომ ალაფით დატვირთულ ლეკებს
თავის მოკავშირე ახალციხის ფაშამ თავშესაფარი არ მისცა.( მ. იამანიძე, ფრანგი
მოგზაური ერეკლეს შესახებ, ჟურნალი,, ცისკარი“, N 7-8, თბ.2000, გვ. 125.) (რ.
გოგოლაური, ჩრ. კავკასია- სამცხე-ჯავახეთის ურთიერთობა და ქართლ-კახეთი XVIII
ს-ში, ახალციხე-თბილისი-2016, გვ.47.) ჩვენი აზრით, ახალციხის ფაშა მოერიდა
ქართლ-კახეთთან ურთიერთობის გართულებას, მითუმეტეს, რომ ამ დროისთვის
ქაღთველთა ელჩობა რუსეთის კარზე იმყოფებოდა, როგოეც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ
ელჩობის მიზეზი კი შეუძლებელია არ სცოდნოდა ახალციხელ აჰმედ-ფაშას.(რ.
გოგოლაური, დაღესტან-ახალციხის საფაშოს ურთიერთობა XVIII-ს-ის 50-60-იან
წლებში,გვ.85.) მიუხედავად ქართველთა დიდი მცდელობისა, ათანასე თბილელისა
და სიმონ მაყაშვილის 1752-1754 წლების ელჩობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ
რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში საქართელოს ჯერ კიდევ არ ენიჭებოდა
პირველხარისხოვანი ქვეყნის როლი, რომ ქართველთა სათხოვარ პუნქტში, ერთ-
ერთი მთავარი საკითხი ლეკთა თავდასხმების გამეიტრალება იყო, ეს უკანასკნელნი
კი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ ახალიხის საფაშოსთან- ამ თავდასხმების
მთავარ ინიციატორთან და დამფინანსებელთან. ზემო აღნიშნული საკითხის გადაჭრა
კი თავის მხრის რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას გამოიწვევდა. ((რ. გოგოლაური,
დაღესტან-ახალციხის საფაშოს ურთიერთობა XVIII-ს-ის 50-60-იან წლებში,გვ.85.)
გარდა ამისა რუსეთის სამეფო კარზე მყოფი ქართველები თავიანთი ინტრიგებით
ხელს უშლიდნენ ,,კახელ ბაგრატიონთა გეგმების განხორციელება“. ამასთანავე,
რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შემომტკიცებული დასავლეთ-ჩრდილოეთ კავკასია,
ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ კავკასია და კერძოდ დაღესტანს, სადაც რამდენიმე
ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ერთეული არსებობდა,
ხელი ნაკლებად მიუწვდებოდა. ო. მარკოვას შენიშვნით, ქართველთა თხოვნის
უგულველყოფა გამოწვეული იყო რუსეთის იმდროინდელი საგარეო პოლიტიკური
კუთხით.( ო. მარკოვა, დასახ. ნაშრომი. გვ. 123.) დაღესტან ფეოდალთა თარეში კიდევ
უფრო გახშირდა 1754-1760 წლებში. ლეკთა ამ შემოსევებს შორის განსაკუთრებით
აღსანიშნავია დაღესტნის უდიდესი გაერთიანების, ხუნძახის ბატონის, ნურსალ
ბეგის ორგზის ლაშქრობა 1754-1755 წლებში, რომელიც თავის ხასიათით აშკარად
განსხვავდებოდა ყველა წინა შემოსევებისაგან. გასაზიარებელია დ. მეგრელაძის
მოსაზრება, რომ დაღესტანელი ფეოდალების ლაშქრობებს თუ მე-18 საუკუნის მეორე
ნახევრამდე მხოლოდ მტაცებლური ექსპედიციების ხასიათი ჰქონდათ, ამიერიდან
მათ მიზანს ქართლ-კახეთის ტერიტერიების სამემკვიდერეოდ დაჭერა შეადგენდა.
( Мгреладзе Д.Из истории грузино-дагенстанских взаимоотношений. Автореферат
канд.дисертасии. Тв. 1994, стр.142-143.)

თეიმურაზ მეორის რუსეთში ელჩობა 1760-1762 წლებში

50-იან წლებში საქართველოში გახშირებული ლეკიანობა იყო, რაც ქვეყანას დიდ


ზარალს აყენებდა. ამ მიზეზით და ირანში ტახტის ლიდერის გამოჩენამდე ერეკლესა
და თეიმურაზის გეგმა იყო რუსეთის მთავრობისათვის ჯარი ან ფული ეთხოვათ,
რათა აელაგმათ ლეკთა თარეში ქვეყანაში და ირანში შეჭრით რუსეთისთვის
სასურველი კანდიდატი დაესვათ შაჰის ტახტზე.

1760 წელს ამ გეგმის ხორცშესხმისთვის რუსეთში გაემგზავრა თეიმურაზ მე-2,


დახმარების ამაო მოლოდინში კი იგი 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. ამ ელჩობამ
უშედეგოდ ჩაიარა. (მაჭარაძე, ასპინძს ბრძოლა, თბ; 1957, გვ. 11.)

ელჩობის საქართველოდან გამგზავრების ზუსტი თარიღის დადგენა პირდაპირი


დოკუმენტებით არ ხერხდება,მაგრამ არსებული მასალებით, 1760 წლის აპრილის შუა
რიცხვებში უნდა მომხდარიყო. ამის სასარგებლოდ მიუთითებს შემდეგი
გარემოებანი: ყიზლარის კომენდანტი გენერალ-მაიორი ფონ ფრაუენდორფი 1760
წლის 21 მარტით დათარიღებული პატაკით რუსეთის საფარეო საქმეთა კოლეგიას
მოახსენებდა: ოსეთის კომისიის არქიმანდრიტი პახომი და იმავე კომისიის მრცეველი
ბენიამინ აშხარუმოვი 12 მარტს წარმოდგენილი მოხსენებით განობებენ,რომ
ჩერვლენის ფორპოსტში ოსეთიდან მოვიდა ბერი გრიგოლი,რომელიც ქრისტიანობის
საქადებლად იყო ქისტების სოფელ ტარშში. 4 მარტს ს. ტარშში გრიგოლთან მისულა
აზნაური მარტია ღუდუშაური და განუცხადებია,რომ იგი ამა წლის იანვრის პირველ
რიცხვებში იყო საქართველოში,სადაც გაუგონია, რომ სპარსელი ხანები
შეთანხმებულან ტახტზე აიყვანონ ყოფილი შაჰის შვილი მირზა ელპარდა( რომელიც
ადრე ქართლის მეფესთან იყო,ხოლო ახლა თურქეთშია) და სულთანს დახმარებას
სთხოვენ. ეს ამბავი რომ შეიტყვეს,საქართველოსა და იმერეთის მეფეები 1760 წლის
15იანვარს ცხინვალს შეიკრიბნენ,თურქებისა და სპარსელების მხრით მოსალოდნელი
საფრთხის გამო ერთმანეთთან თავდაცვითი კავშირი დადეს და ეს კავშირი
ნათესაობითაც გაამაგრეს: კახეთის მეფე ერეკლემ თავისი ქალი ცოლად მისცა
იმერეთის მეფის ღვიძლ ძმას არჩილსო, ამასთან,გადაწყდაო,რომ ქართლის მეფე
თეიმურაზი და იმერეთის კათალიკოსი ბესარიონი დიდ მარხვაში რუსეთს უნდა
გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ერეკლეს შვილის გარდაცვალებამ მათი გამგზავრება
გადადო, დღესასწაულის (აღდგომის) შემდეგ კი უეჭველად წამოვლენო.

ზემოთ მოტანილ ცნობას ადასტურებს და აზუსტებს თვით თეიმურაზ II. იგი


ასტრახანის ვიცე-გუბერნატორთან საუბარში 1760 წლის 1 ნოემბერს აცხადებდა : «из
Грузии еще в марте месяце отправиться был намерен, точию по случаю внука
своего...преставления оспою...отправлением остановился, поле чего уже, в апреле
месяце , путь воспрял». კიდევ მეტი, ელჩებმა რუსეთში ჩაიტანეს ერეკლე მეფის
წერილები თავად ამილახვრის ( დათარიღებული 1760 წლის 1
აპრილით) ,ალექსანდრე ბაქარის ძისა (დათარიღებული 1760 წლის 9 აპრილით) და
ლევან ბაქარის ძისადმი (დათარიღებული 1760 წლის 10 აპრილით) რაც
ცხადყოფს,რომ ელჩობის გამგზავრება 1760 წლის 10 აპრილის შემდეგ უნდა
მომხდარიყო.

1760 წლის 28 აპრილს კი ელჩობა თეიმურაზ I მეთაურობით თერგის ხაზთან იყო.


„დღეს რომ აპრილის ოცხარვა არის- სწერდა თეიმურაზ II ყიზლარი ს კომენდატს, აქ
ყაზახის ყარაულებთან გიახელით,ხვალ ორუზღალას გიახლებით, თქვენი ხლება
დიაღ გვეშურებაო.“ როგორც დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, თეიმურაზი
ამალითურთ ჩერვლენს ჩასულა.

თუ გავითვალისწინებთ მანძილს გზის თავისებურებასა და იმასაც, რომ


თეიმურაზ II საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა ახლდა, ელჩობა თბილისიდან უნდა
გამგზავრებულიყო არა უგვიანეს 15 აპრილისა. ასე რომ, ელჩობის გამგზავრება
თბილისიდან მომხდარა არა უგვიანეს 1760 წლის 10 აპრილისა და არა უგვიანეს 15
აპრილისა.

რაც შეეხება ელჩობის შემადგენლობას, ჩვენს ხელთ რამდენიმე სიაა, რომელთაგან


ყველაზე ადრინდელი შედგენილია ჩერვლენში 1760 წლის 29 აპრილს, საიდანაც ჩანს,
რომ საქართველოდან თეიმურაზ მეფეს გაჰყოლია არა 69 კაცი, როგორც ამას წერდა ი.
ლორთქიფანიძე, არამედ 72 კაცი,ხოლო მეფითურთ 73 კაცს ითვლიდა : მეფე, თავადი
13, აზნაური 10, სასულიერო პირი 7, თბილისელი ქეთხუდა 3, მსახური 39.

ყიზლარის კომენდანტ ფონ ფრაუენდორფის საიდუმლო მოხსენებაში, რომელიც


1760 წლის 30 აპრილს გაუგზავნია ასტრახანის გუბერნატორისთვის, ნათქვამია , რომ
თეიმურაზი ასამდე კაცით მოდის და ასამდე ყაბარდოელი მოაცილებსო : „... едучей
сюда означенной Грузинской царь Теймураз со свитою, которой числом до ста человек,
до при нем для препровождения малой Кабарды князя Батоки Алиева при сыне
кабардинцов до ста ж человек»...

ამ ცნობების პირველი ნაწილი სინამდვილეს არ შეეფერება, რაც შეეხება ცნობების


მეორე ნაწილს, გამცილებელ ყაბარდოელებს რომ ეხება, იგი სადავო არ შეიძლება
იყოს. თეიმურაზის ამალა ანუ ელჩობა ასი კაცისაგან არ შედგებოდა. ასეთი
გაუგებრობის მიზეზი ის არის, რომ საქმეს იქვე ერთვის მეორე სიაც, რუსული
თარგმანითურთ. სადაც ნაჩვენებია 40 კაცი. მთარგმნელს რატომღაც არ უთარგმნია
მეორე სიის ბოლო ნაწილი, სადაც ნათქვამია : „ქ. ეს ამალა ვინცა-ვინ ბატონს ახლავს,
იმას გარდა არის : ზოგი მოსკოვს, ზოგი პეტრებუხს, ზოგი აშტარხანს მიდიან. ესენი
თავიანთ საქმეზე მიდიან. ბატონის მახლობელი კაცი სხვა არის“.

მართალია, შემდგომში ელჩობის შემადგენლობამ ნაწილობრივ ცვლილება


განიცადა მაგრამ ელჩობის ძირითადი შემადგენლობა მაინც ის 73 კაცია, რომლებიც
გაემგზავრნენ საქართველოდან 1760 წლის აპრილის შუა რიცხვებში.

როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ საქართველოში მაშინ ორი პოლიტიკური


ერთეული ქართლისა და კახეთის სამეფოები არსებობდა და თეიმურაზ მეფე,
როგორც თავის წერილობით მოხსენებებში, ისე ზეპირი განცხადებებისას,
ყოველთვის თავისი და თავუსუ შვილის ერეკლე II სახელით გამოდიოდა.
მაგალითად, თეიმურაზ II რუსეთის იმპერატორისათვის წარსადგენ ბარათში,
რომელიც 1761 წლის 28 აპრილს გადასცა მ. ვორონცოვს, წერდა : „ მოწყალეო
ხელმწიფეო! მე ჩემის შვილით ირაკლითი ვიცნობები.“ ასეთი ფორმით გაუკეთებია
განცხადება მოსკოვში თეიმურაზ მეფეს რუსეთის წარმომადგენელ ამილახვართან. ეს
უკანასკნელი კანცლერ მ. ვორონცოვს 1761 წლის 27 თებერვალს მოსკოვიდან სწერდა:
«Он Грузинской владетель и с сыном своим Ираклием на мысле имеют».

ამ მდგომარეობამ თავისი ასახვა ჰპოვა აგრეთვე ელჩობის შემადგენლობის შესახებ


რუსეთის მთავრობისათვის წარდგენილ სიებშიც. პირველი სიით, რომელიც 1760
წლის 29 აპრილს წარუდგინეს ყიზლარის კომენდატს, ჯერ ქართლის მეფე და
ქართლის თავადაზნაურობაა მოხსენებული, ხოლო იმავე სიის მეორე ნაწილში
საგანგებოდაა გამოყოფილი ელჩობის ის ნაწილი, რომლელიც კახეთიდან იყო
წარმოდგენილი. სიაში პირველად მოხსენიებულია „ცარი ქართლისა თეიმურაზ“, მას
მოჰყვებიან ქართლის თავადები : სარდალი ალექსანდრე ციციშვილი, იესე
მააბელი,ნაზირი გიორგი ციციშვილი, მეითარი ზაალ ავალიშვილი და ა.შ

ქართლის აზნაურები: სუფრაჯი დავით გაბაშვილი, გრიგოლ საგინაშვილი, მუშრიბი


დავით ყორღანაშვილი, მოლარე მელქო არეშიშვილი, მოლარე სულხან
ყორღანაშვილი და სხვ.

გვიანდელ სიებში ასეთი განცალკევება კიდევ უფრო რელიეფურია : როცა


თეიმურაზს რუსეთის სამეფო კართან ოფიციალური მოლაპარაკება აქვს ან ადგილისა
და რანგის მიხედვითაა წარსადგენი ელჩობის შემადგენლობა, მეფე ყოველთვის
გამოყოფს ორ უპირველეს თავადს ქართლიდან და ორ უპირველეს თავადს
კახეთიდან.

დასასრულ, ელჩობის სიების რუსულმა თარგმანებმა შემოგვინახა ზოგიერთი


დამატებითი ცნობა ელჩობის წევრთა შესახებ( მაგ: ქართულ სიაში არაა ნახსენები
ელისეთ მოურავუს დავითის გვარი- ჯორჯაძე, არც ისაა აღნიშნული, რომ ქაიხოსრო
ჩერქეზიშვილი მარტყოფის მოურავია და არც მსახურთა სახელებია მოტანილი) ,
მაგრამ როგორც ქართულიმ ისე რუსული სიები სიძუნწეს იჩენენ ელჩობის რიგითი
შემადგენლობის ვინაობის აღნიშვნისასმ რაც აპოქის თავისებურებითაა
განპირობებული.
***

თეიმურაზ II რუსეთში გამგზავრების განზრახვა ყიზლარის კომენდატმა გენერალ-


მაიორმა ფრაუენდორფმა ადრევე შეიტყო. მან 1760 წლის 21 მარტით
დათარიღებული მოხსენებით, რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობა : ოსეთის
კომისიის არქიმანდრიტმა პახომიმ და იმავე კომისიის ტიტულარულმა მრჩეველმა
ბენიამინ აშხარუმოვმა 12 მარტს წარმოდგენილი მოხსენებით მაცნობეს, რომ
ქისტების სოფელ ტარშში ქრისტიანობის საქადაგებლად მყოფი ბერი გრიგორი 4
მარტს შეხვდა იქ სტუმრად მყოფ ქართველ აზნაურ მარტია ღუდუშაურს,
რომლისაგან გრიგორის შეუტყვია,რომ 1760 წლის 15 იანვარს ქართველი მეფეები
(ტეიმურაზ II და სოლომონ I) ცხინვალში შეიკრიბნენ, ურთიერთდახმარების
ხელშეკრულება დადეს და გადაწყვიტეს შუა მარხვაში ქართლის მეფის მეფის
თეიმურაზ II და იმერეთის კათალიკოსის ბესარიონის რუსეთს გამგზავრება,
ერეკლეს შვილის სახადით დიკვდილის გამო ელჩობის გამგზავრება გადაიდო,
მაგრამ დღესასწაულის შემდეგ ისინი აუცილებლად წამოვლენო.

დასასრულ,ყიზლარის კომენდანტი აუწყებდა საგარეო საქმეთა კოლეგიას: კიდევ


შევეცდები დავაზუსტო რამდენამდ მართალია ეს ამბავიო.

ასტრახანის გუბერნატორი ჟილინი 1760 წლის 10 აპრილით დათარიღებული


მოხსენებით საგარეო საქმეთა კოლეგიას აცნობებდა, რომ მან 2 აპრილს მიიღო
ყიზლარის კომენდანტის მიერ 21 და 23 მარტს გამოგზავნილი მოხსენებები, იქვე
გადმოსცემდა ამ მოხსენებების მოკლე შინაარსს და სთხოვდა: «... Когда и реченной
царь и католикос из Грузии в Кизляр прибудут... в пропуске их каким образом
поступить повелено будет, о том всепокорнейше прошу определить меня е. и. в.
Указом.»

ყიზლარის კომენდანტის 1760 წლის 24 აპრილით დათარიღებული მოხსენება


ასტრახანის გუბერნატორის 30 აპრილს მიუღია და საგარეო საქმეთა კოლეგიისათვის
2 მაისს შედგენიილი მოხდენებით უთხოვია სათანადო ინსტრუქცია , ხოლო
ყიზლარის კომენდანტისათვის ურჩევია: ინსტრუქციის მიღებამდე თეიმურაზ II
ყიზლარში შეაჩერეო. მაგრამ ვიდრე ამ მოხსნებას მთავრობას გაუგზავნიდა,
ასტრახანის გუბერნატორს მიუღია ყიზლარის კომენდანტის მეორე მოხსენებაც,
რომელიც 30 აპრილითაა დათარიღებული და 1760 წლის 5 მაისს გუბერნატორ
ჟილინს მეორე მოხსენება დაუწერია საგარეო საქმეთა კოლეგიაში
წარსადგენად,სადაც აღნიშნულია : ძველი საქმეებიდან ჩანს, რომ 1738 წელს ქართველ
უფლისწულს საგუბერნიო კანცელარიის გადაწყვეტილებით ხაზინიდან ეძლეოდა
საზრდო. მე ძველი საქმეებიდან ამონაწერები გავუგზვანე ყიზლარის კომენდანტს და
ვაუწყე, რომ მეფეს მოსთხოვოს ამალის სია, შემოსავლიდან გამოყოს თანხა, ამ
თანხით შეიძინოს საკვები პროდუქტები და გაუგზავნოს მეფეს კარანტინში.

ამასობაში ყიზლარის კომენდანტმა მიიღო თეიმურაზ მეფის წერილი რუსეთის


საზღვართან მოსვლის შესახებ. 1760 წლის 28 აპრილს თეიმურაზ II ყიზლარის
კომენდანტს გენერალ ფტაუენდორფს სწერდა: „ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის
თაყვანის საცემლად მოვალთ. დღეს აპრილის ოდარვა არის, აქ ყაზახის ყარაულებთან
გიახელით. ხვალ ორუზღალს გიახლებით. თქვენი ხლება დიაღ გვეშურება. ამას
მოველით თქვენს ბრწყინვალის თავისაგან, რომ თქვენი შეყრა არ დაგვიგვიანოთ,
ამის ამბავი მალე გვანობოთ.“

ყიზლარის კომენდანტი საგონებელში ჩავარდა, გვირგვინოსანი სტუმარი კარს


მოადგა, მტავრობა და ასტრახანის გუბერნატორი კი არაფერს აცნობებდნენ, თუ
როგორ მოქცეულიყო. ამიტომ საგარეო საქმეთა კოლეგიის, სამხედრო კოლეგიისა და
ასტრახანის გუბერნატორის პასუხს აღარ დაელოდა ისევ მოხსენებები გაუგზავნა.
საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი 1760 წლის 5 მაისს გაგზავნილ მოხსენებაში
ფრაუენდროფი წერდა: 30 აპრილს გამოგზავნილ მოხსენებაში გაცნობებდით
თეიმურაზ მეფის ჩერვლენთან მოახლოებასა და კაპიტან გოლოვაჩევისთვის
გაგზავნილ განკარგულებას კარანტინის საბაბით მეფის ჩერვლენში შეჩერების
თაობაზე, კოლეგიისაგან ვითხოვდი ინსტრუქციას, თუ როგორ მიმეღო მეფე, ხოლო
გუბერნატორ ჟილინს ვთხოვდი რჩევას, ეცნობებინა, როგორ იღებდნენ წინათ
საქართველოდან ჩამოსულ ასეთივე რანგის პირებს, ან სამხედრო წესდების თანახმად
სალუტი მიმეცა თუ არა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, ამასობაში 30 აპრილს მივიღე
თეიმურაზ მეფის ქართულად დაწერილი და 28 აპრილით დათარირებული
წერილი,რომლითაც იგი მაცნობებს, რომ მიდის იმპერატორთან თაყვანის საცემად, 29
აპრილს იგი უკვე ჩერვლენის ფორპოსტში მოვიდა, კაპიტანმა გოლოვაჩევმა მაცნობა,
რომ მეფე კარანტინის შესახებ განკარგულებას უსიტყვოდ დამორჩილებია, მეფის
ამალაში 113 კაცია. 1 მაისს ჩერვლენში გავგზავნე სამარის პოლკის პოლკოვნიკი დე
ბოგსბერხი და ტიტულარული მრცეველი აშხარუმოვი,დავავალე მიუ ლოცონ მეფეს
მშვიდობით მობრუნება, თავაზიანად აუხსნან კარანტინში შეჩერების მიზეზი.
შემდეგ დე ბოგსბერხი თავის რაზმში უნდა დაბრუნდეს, ხოლო აშხარუმოვი
ჩერვლენში დარჩეს, სადაც კაპიტან გოლოვაჩევთან ერთად უნდა იზრუნოს მეფის
ამალის სურსათით მომარაგებაზეო. «...покорно прошу, повелено ль будеть
показанного Грузинского царья Теимураза в коликой свите отсюда к высочаишему е. и.
в. двору отпустить и с каким доволствием и при отьезде отсюда какую селютацию
учинить , так же и пока он во ожидании о том указа здес пробудеть, на казенном ли
довольствии его со свитою содержать и с какою провизнею, о всем том меня указом е.
и. в. снабдить.» გენერალმა ფრაუენდორფმა 1760 წლის 5 მაისს ანალოგიური
მოხსენებები გაიგზავნა აგრეთვე სამხედრო კოლეგიას და ასტრახანის გუბერნატორ
ჟილინს.

1760 წლის 16 ივნისს კანცლერ მ. ვორონცოვს თეიმურაზის რუსეთში მიღების


თაობაზე მისი უმაღლესობის კარის კონფერენციისათვის მოსახსენებლად შეუდგენია
რელაცია, რომლითაც იგი ხარჯების გამო ზედმეტად მიიჩნევდა ქართველი მეფის
მიღებას. კონფერენციას 1760 წლის 23 ივნისს განუხილეს აღნიშნული რელაცია და
დაუდგენია:
51გვ.

თეიმურაზის გამოჩენას თერგის ხაზზე რუსეთის მთავრობა გულგრილად შეხვდა.


მ. ვორონცოვის მოხსენება, ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს
საქმე ხარჯებს ეხებოდა,მაგრამ, სინამდვილეში, ხარჯები მთავარი როდი იყო.
რუსეთის მთავრობის პოზიცია საერთაშორისო ვითარებამ განსაზღვრა. ქართლ-
კახეთის ელჩობა რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთისათვის არასასურველ
ვითარებაში გამოჩნდა. როგორც ცნობილია, რუსეთი 1756 წლიდან შვიდწლიან ომში
იყო ჩაბმული.

ვიდრე პეტერბურგიდან 1760 წლის 30 ივნისის ბრძანებას ყიზლარში მიიღებდნენ,


თეიმურაზ II დიდი ხნით ადრე (1760 წლის 2 ივნისს) ამალითურთ უკვე ჩავიდა იქ.
იგი ყიზლარამდე მიაცილეს კომენდანტის ბრძანებით მის შესახვედრად
გაგზავნილმა პოლ.დე ბოგსბერხმა, ტიტულარულმა მრჩეველმა აშხარუმოვმა. მეფემ
თვეზე მეტს დაყო კარანტინში.

რაკი მტავრობისაგან პასუხი არ ჰქონდა მიღებული და არც ასტრახანის


გუბერმატორისაგან ელოდა მხარდაჭერას,ყიზლარის კომენდანტმა ვერ გაბედა
სამხედრო წესდების შესაბამისად სალუტი მიეცა მეფისათვის.მეფეს დოლის ემით
მიესალმა, ბინა მისცა, მცველად ასეული გამოუყო, მეფის მომსახურებაზე
ხელმძღვანელობისათვის სომეხთა ესკადრონის პოდპოლკოვნიკი პეტრე კასპაროვი
მიამაგრა, დღიური ულუფა 30 მანეთით განსაზღვრა, ხოლო 11 ივნისიდან მთელს
ამალას თვიურ საზრდოდ 420 მანეთი დაუნიშნა.

შემდგომ თეიმურაზ მეფეს უგრძვნია, რომ რუსეთში მას გულღიად ვერ ხვდებოდნენ,
მოსალოდნელი იყო მისი გამგზავრების დაყოვნება. ამასთან, როგორც ჩანს,
შეფერხების მიზეზად ვახტანგის მემკვიდრეთა პოზიციაც მიუჩნევია და
გადაუწყვეტია თავისი კაცი გაეგზავნა წინასწარ პეტერბურგს,რათა ქართლის ტახტის
პრეტენდენტთა ინტრიგები ჩაეშალა და პეტერბურგში ჩასვლის ნებართვა მიეღო.
ამიტომ, ყიზლარს ჩასულა თუ არა, მეფეს თავადი შ. ტუსიშვილი , ნათესავების
ნახვის საბაბით, წინასწარ გაუგზავნია პეტერბურგს, მაგრამ ისე რომ რუსეთის
მთავრობისათვის ტუსიშვილი მისიის ნამდვილი მიზანი წინასწარ ცნობილი არ
უნდა ყოფილიყო.

თავადი შიო ტუსიშვილი პეტერბურგში ხელცარიელი როდი მიდიოდა. მას


მიჰქონდა თეიმურაზ მეფის წერილები ბაქარის ქვრივთან დედოფალ ანასთან,
ბაქარის ვაჟებთან ლევანთან და ალექსანდრესთან, ამ წერილების გაცნობით ნათელი
ხდება, რომ თეიმურაზ მეფე ცდილობს თვალი აუხვიოს ვახტანგის მემკვიდრეებს,
რომ ხელი არ შეუშალონ მას პეტერბურგში ჩასვლისა და რუსეთთან ურთიერთობის
საქმეში. როგორც ჩანს, ვახტანგის მემკვიდრეების მხრით ხელშეშლისა ადრევე
შინებიათ და სათანადო თადარიგიც დაუჭერიათ. თეიმურაზს ერეკლე მეფის
წერილიც კი ჰქონია თან წამოღებული საქართველოდან ვახტანგის მემკვიდრეებთან.
1760 წლის ივლოსში თავადი ტუსიაშვილი უკვე პეტერბურგს იყო. მას შემდეგი
წერილები ჩაუტანია: 1) ერეკლე მეფის წერილი თავ. ეგორ
ამილახვრისადმი,დათარიღებული 1760 წლის 1 აპრილით, რომლითაც ერეკლე მეფე
აუწყებდა ადრესატს, რომ მტრების მიერ ჩვენი ქვეყანა ოდითგან შეწუხებულია.რაკი
სხვა მფარველი არა გვყავს, ამის გამო მამაჩვენი წამოვიდა იმპერატორთან.
ძველთაგანვე ცნობილია თქვენი გვარის ერთგულება.

2) ერეკლე მეფის წერილი ალექსანდრე ბაქარის ძისადმი დათარიღებული 1760 წლის


9 აპრილით, სადაც მეფე იუწყება მტრების მიერ ქვეყნის შევიწროვებასა და წერს:
„მამაჩემი წამოვიდა მისის იმპერატორობის დიდებულების წინაშე ამ ქვეყნებისა
უსჯულოთაგან შევიწროების მიზეზისათვის სავედრებლადო“ და განაგრძობს: „ამას
მოველი თქვენის კეთილ მეცნიერებებისაგან, რათა შეეწიო და წარმართებულიყო ამის
და ამ ქვეყნების საქმე, რომლისაც შემძლებლელობა გაქვნდეს, რომელიც დიდი ღ-თის
მსახურება და საქებელია, რაც შეწევნა იქნებოდეს, შეეწიოთო:“ დასასრულ ერეკლე
წერს:“ დაღათუ უმსახურო და უამებელი ვარ, ეგრეცა თქვენი ძმა ვარ, რომელიც
სამსახური ჩვენგან გენებებოდესთ, ტანამდებნი ვართო“.

3) ერეკლე მეფის წერილი ლევან ბაქარის ძისადმი, დატარიღებულია 1760 წლის 11


აპრილით, სადაც მეფე ერეკლე ისევ ქვეყნის გაჭირვებას უჩივის და წერს: „ამხანათ
ბატონი მამაჩვენი მანდეთ წამოვიდა ამ ქვეყნის საქმეზედა და ვიცით თქვენს
ბრწყინვალებას ჩვენი მოხსენება და თავის წყენაც არ გინდათ, მაგრამ კიდევ ამას
მოგახსენებთ, თქვენ იცით რასაც შეძლებისებრ თქვენისა ამისის საქმისა და ამ ქვეყნის
საქმის შემწეობას ეცდებით.

4) თეიმურაზ II წერილი დედოფალ ანასადმი, დათარიღებული 1760 წლის 11


ივნისით, სადაც მეფე მიკითხვის შემდეგ წერს: „ყ-დ მოწყალის მაღლის ხელმწიფის
თაყვანისსაცემლად წამოვედით და აქ ყიზლარს ორს ივნის შემოვედიტ, თქვენი და
მაგ ქვეყნის ხილვაცა გვსურს. ახლა ამჟამად ჩვენი კნიაზი მოლარეთუხუცესი შიოშ
გამოგვიგზავნია, ვინცავინ დიდებულნი ქართველნი ბრძანდებიან მანდა და წიგნი
გვიახლებია ყველასათვის, ამას მოველით თქვენის დიდებულობისაგან, მაგ ქვეყნის
უცნობო არის და რომელიმე საქმით შეეწივნეთ თქვენი ძენი და ძმანი და საყვარელნი
ჩემნი ღ-თით ყ-დ მოწყალის მაღლის ხელმწიფის ხილვა და თაყვანისცემა ადრე
მეღირსოს, თქვენ ამას გევედრებით.

5) თეიმურაზ მეფის წერილი ლევან და ალექსანდრე ბაქარის ძეთ,დათარიღებულია


1760 წლის 11 ივნისით, სადაც მეფე, მოკითხვისა და ყიზლარში ჩასვლის უწყების
შემდეგ, წერს:“ყოვლად მოწყალის მაღლის ხელმწიფის თაყვანისსაცემლად
წამოვედით.. სხვას ჩვენ სიტყვას ჩვენი მოლარეთუხუცესი კნიაზი შიოშ
მოგახსენებსთო“ და სთხოვს: „ამას მოველით თქვენის ბრწყინვალებისაგან ჩვენს
საქმეზე ბეჯითი ბრძანდებოდეთ,რომ ყოვლად მოწყალის ხელმწიფის თაყვანის ცემა
არ დაგვიანდესო.“
6) თეიმურაზ მეფის წერილი თავ.ეგორ ამილახვრისადმი, დათარიღებული 1760
წლის 11 ივნისით, სადაც თეიმურაზ მეფე აუწყებს თავ.ამილახვარს: „

გვ,63

7) თეიმირაზ მეფის წერილი ელენე ამილახვრისადმი, დათარიღებული 1760 წლის


11ივნისით, სადაც მეფე წერს: დარწმუნებული ვარ, რომ მთელი თქვენი სახლი ჩვენი
ერთგულია ისევე,როგორც მამათქვენი იყო, თქვენ გიუირებთ როგორც დას, ხოლო
თქვენი შვილები ისევე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილები.

გვერდი 63.

როგორც წარმოდგენილი დოკუმენტები მოწმობს, თეიმურაზს თავისი მისიის


წარმატების მიზნით გაუგზავნია თავ. შ. ტუსიშვილი პეტერბურგს და არა
ნათესავების სანახავად, როგორც ყიზლარის კომენდანტსა და ასტრახანის
გუბერნატორს სწერდა.

რაკი თეიმურაზის პეტერბურგში ჩასვლამდე არ იყო ნავარაუდევი მათი


გახმაურება, ერეკლეს წერილებში არის პირდაპირი მითითება, რომ თეიმურაზი
საქვეყნო საქმეზე მიდის რუსეთის და არა იმპერატორის თაყვანისსაემად, რაც შეეხება
თეიმურაზის წერილებს, ისინი სხვა ფორმითაა შედგენილი, რაკი თეიმურაზს
საზღვარზევე უგრძვნია, რომ რუსეთში მისი მიღება არ სურდათ, იგი თავის
წერილებში საგანგებოდ გახაზავს: იმპერატორის თაყვანისსაცემად მივდივარო.
ცხადია, ერეკლეს წერილები გარკვეულ დრომდე რუსეთის სამეფო კარზე გამოსაჩენი
არ იყო, რაკი თეიმურაზი თავის მისიას საიდუმლოდ ინახავდა .

1760 წლის 16 ოქტომბერს თეიმურაზ II ამალითურთ ასტრახანის მისადგომებთან


ბანგუშევსკის ფორპოსტთან მივიდა. 17 ოქტომბერს ფორპოსტში მიიღეს საგუბერნიო
კანცელარიის ბრძანება სათანადო განკარგულების მიღებამდე ელჩობა ადგილზე
შეეჩერებინათ. მეფე შეუწუხებია ამ ამბავს და ქართველი თარჯიმნის, ვინმე ივანე
პეტროვის მეშვეობით პოდპოლკოვნიკ კოპიტოვსკისათვის განუცხადებია: ჩვენ
კარანტინის მიზეზით ყიზლარშიც საკმაოდ გვალოდინეს, აქ როგორც ამბობენ, 40
დღეს გვიპირებენ შეჩერებას, ვაჭრები კი შეუფერხებლად გაატარესო,კოპიტოვსკის
სათქმელი არაფერი ჰქონია და ისღა განუცხადებია, რომ ფორპოსტიდან
გამოგზავნილ კაპრალს ყველა არ გაუსინჯავსო.

1760 წლის 23 ოქტომბერს თეიმურაზ II წინასწარ გაუგზვანია ასტრახანს ნაზირი


გიორგი ციციშვილი, რათა ასტრახანის გუბერნატორი მოეკითხა და ამალისათვის
განკუთვნილი ბინები შეემოწმებინა.ნაზირი შეხვედრია გუბერნატორ ჟილინს, ვიცე-
გუბერნატორ ბეკლემიშევსა და ასტრახანის ეპისკოპოსს მეთოდეს, შემდეგ
დაუთვალიერებია ელჩობისათვის განკუთვნილი ბინები და კმაყოფილი უკანვე
დაბრუნებულა მეფის ბანაკში ვოლგის მეორე მხარეს. იმავე დღეს მეფე ვოლგას
მიდგომია. 24 ოქტომბერს საკრებულო ტაძარში მეფის მისვლისას წირვა თვითონ
ეპისკოპოსმა მეთოდემ გადაიხადა. 30 ოქტომბერს მეფე არტილერიის პოლიგონზე
წაიყვანეს. თეიმურაზი რუსი არტილერისტების ოსტატობით განცვიფრებულა.
აღსანიშნავია, რომ მეფეს და მის ამალას ასტრახანში სახოვრებლად მიუჩინეს
სომხებით დასახლებული უბანი. ასეთი არჩევანი იმას განუპირობებია, რომ
მეზობელი ხალხებია და ერთმანეთს უკეთ გაუგებენო.

1760 წლის 28 ოქტომბერს პეტერბურგიდან დაბრუნდა შიო ტუსიშვილი, ხოლო 30


ოქტომბრიდან მეფემ საქმიანი მოლაპარაკება დაიწყო ასტახანის ვიცე- გუბერნატორ
ბეკლემიშევთან პეტერბურგს გაშვების თაობაზე, რამაც თითქმის 3 თვეს გასტანა.

საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ერეკლე მეფე სისტემატიურად აწვდიდა


ცნობებს თეიმურაზ II , თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. ჯერ კიდევ ყიზლარშ ყოფნისას
თეიმურაზ მეფეს ორჯერ მიუღია საქართველოდან წერილი.

1760 წლის 8 ოქტომბერს, თეიმურაზის ყიზლარიდან გამგზავრების შემდეგ, როგორც


დე ნოგსბერგის 14 ოქტომბრის პატაკიდან ჩანს, ყიზლარს მისულა მიტროპოლიტი
ქრისტეფორე წილკნელი, რომელსაც მოსახსენებელი ჰქონია ტეიმურაზ მეფესთან და
რაკი თეიმურაზი წასული დახვედრია, ასტრახანამდე გაშვება უთხოვია იმ პირობით,
რომ როგორც კი მეფეს შეხვდებოდა და ქვეშევრდომთა საქმეზე სათანადო
განკარგულებას მიიღებდა, უკანვე უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში.

ცნობები არაა თუ რა მოახსენა ქრისტეფორე წილკნელმა თეიმურაზს, ან რა


განკარგულება მიიღო მეფისაგან, მაგრამ იგი რომ ერეკლეს გადაწყვეტილებით
ელჩობასთან ურთიერთობის დამყარების მიზნით იყო გამოგზავნილი და არა
ქვეშევრდომების დამყარების მიზნით იყო გამოგზავნილი და არა ქვეშევრდომების
თაობაზე განკარგულების მისაღებად, ეს საეჭვო არ უნდა იყოს.

ერეკლეს მუდმივი კონტაქტი ჰქონია დამყარებულიი ელჩობასტან 1760 წლის


ნოემბრამდე, რაც შემდგომაც გრძელდებოდა.

ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიის, გარდა თეიმურაზის ასტრახანს შეკავებისა,


ნაბრძანები ჰქონდა ზუსტად გაეგო, რა მიზნით მიდიოდა თეიმურაზი პეტერბურგს.
რაკი პირდაპირი მოლაპარაკების გზით ვერაფერს გახდნენ, მეფისათვის მზვერავი
მაიორი ოთარ თუმანოვი მიუჩენიათ. ო.თუმანოვი, ვახტანგ VI ერთად რუსეთს
გადასახლებულ და რუსეთის სამსახურში მყოფ თავადთა რიცხვებს ეკუთვნოდა,
რომელსაც საქართველოში მამულები ჰქონდა. 1754-56 წლებში კაპიტანი ო.თუმანოვი
თავისივე სურვილით რუსეთის მთავრობამ საქართველოში მზვერავად გამოგზავნა.
ამჯერად მაიორი თუმანოვი ასტრახანის საგუბერნიო კანცელარიის საიდუმლო
დაზვერვას ხელმძღვანელობდა და უხოეთიდან ჩამოსულ პირებს უთვალთვალებდა.
იგი შეხვედრია თეიმურაზ მეფესა და ქართველ თავადებს.

პირველი ცნობები თეიმურაზის ასტრახანს ჩასვლის შესახებ პეტერნურგში მიიღეს


1760 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში. 1760 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული
პატაკი, რომელშიც დამოწმებულია პეტერბურგიდან 2 ოქტომბრით დათარიღებული
ბრძანების მიღება და რომელიც რუსეთის მთავრობას აუწყებს თეიმურაზის
ასტრახანში ჩასვლის ამბავს, საგარეო საქმეთა კოლეგიაში მიუღიათ 1760 წლის 14
ნოემბერს. აღნიშნულ პატაკს დართული ჰქონია ტეიმურაზ მეფის ასტრახანში
მიღებისა და მასთან მოლაპარაკების ცანაწერები, რომლითაც რუსეთის მთავრობას
შეეძლო მოლაპარაკების სრული სურათი წარმოედგინა.

1760 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, როცა პეტერბურგში თეიმურაზის მიღების


საკითხი საბოლოოდ წყდებოდა, რუსეთის მთავრობას საკმაო ცნობები ჰქონდა
მიღებული ასტრახანიდან, ბერლინიდა და კონსტანტინენოლიდან.

1760 წლის 2 დეკემბერს კანცლერმა მ. ვორონცოვმა მისი იმპერატორობითი


უდიდებულესობის კარის კონფერენციას მოახსენა იმპერატორის გადაწყვეტილება
თეიმურაზ მეფის სამეფო კარზე მიღებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც
მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილებანი საგარეო საქმეთა კოლეგიასა და
სენატში გასაგზავნად. ამის შემდეგ დაიგზავნა სათანადო განკარგულებანი.

1760 წლის 5 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ანდრიან პლოტნიკოვისა და


მიხეილ საველიევის ხელით ბრძანება გამოგზავნა ასტრახანის საგუბერნიო
კანცელარიაში, რომლითაც იტყობინებიდა, რომ მთავრობა იწონებდა თეიმურაზის
ასტრახანში მიღებისას ზომიერების გამოჩენას,იუწყებოდა : იმპერატორმა
თეიმურაზს გამომგზავრების ნება უკვე დართო და ნუღარ შეაჩერებთ, მოამარაგეთ
სათანადო ტრანსპორტით, მიეცით 3 თვის სახარჯო იმ ოდენობით, რასაც ყიზლარში
აძლევდნენ, თუ მეფე მოისურვებს გამოაყოლეთ მოსკოვამდე კოპიტოვსკი ან სხვა
რომელიმე უნარიანი ოფიცერი, რაკი ენის მცოდნე იქნება საჭირო მზვერავი მაიორი
ო. თუმანოვი აახლეთ, ასტრახანიდან გამოცდილებისას და სხვა ქალაქებში
შესვლისას ქვემეხებით სილუტი არ მისცეთ, მეფის გამომგზავრება დაუყოვნებლიბ
მოგვახსენეთო.

23 იანვარს, ნაშუადღევს, ქართლ-კახეთის ელჩობა ასტრახანიდან მოსკოვისაკენ


დაიძრა.

ასტრახანში ბრძანების გამოგზავნის შემდეგ რუსეთის მთავრობამ საგანგებო


განკარგულებები დაგზავნა, რათა მოსკოვსა და პეტერბურგში ელჩობის მისაღებად
მომზადებულიყვნენ. 1760 წლის 13 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ საგანგებო
მიწერილობა გაუგზავნა სინოდს თეიმურაზის ამალაში მყოფი სასულიერო პირების
მიღების თაობაზე. 1760 წლის 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ბრძანება
გაუგზავნა იმავე კოლეგიის მოსკოვის კანტორის უფროსს მ. სობაკინს,რომელსაც
აცნობებდნენ იმპერატორის განკარგულებას თეიმურაზ II პეტერბურგში დაშვების
შესახებ და ავალებდნენ მომზადებულიყვნენ ქართველი მეფის მოსკოვში მისაღებად.
მ.სობაკინს სენატის მოსკოვის კანტორისაგან ფული უნდა მიეღო და თავად ევგენი
ამილახვართან ერთად ბინისა და საერთოდ, ელჩობის მოსკოვში მიღების საქმე უნდა
მოეგვარებინა.

1760 წლის 17 დეკემბერს საგარეო საქმეთა კოლეგიამ ბრძანება გაუგზავნა მოკოვში


მყოფ კარის მრჩეველს თავ. ე. ამილახვარს, რომელსაც აცნობებდა მეფის
გამცილებლად მის დანიშვნას.

თეიმურაზ მეფის მოსკოვსა და პეტერბურგში მიღებას საგარეო გართულებები რომ


არ მოჰყოლოდა, რუსეთის მთავრობას სათანადო ზომები მიუღია. 1760 წლის 22
დეკემბერს რუსეთის მთავრობას საგანგებო რესკრიპტი გაუგზვანია
კონსტანტინოპოლში ა.ობრესკოვისათვის, რათა ამ უკანასკნელს, საჭირო
შემთხვევაში, განეცხადებინა თურქეთის მთავრობისათვის, რომ თეიმურაზ მეფეს
პეტერბურგში ჩამოსვლის ნება დართეს, რადგან იგი წინაპრების მაგალითისამებრ,
ერთმორწმუნე იმპერატორს მხოლოდ თაყვანისსაცემად ეახლა და არა სხვა მიზნითო.

1760 წლის 20 დეკემბერს მოსკოვში მიიღეს 17 დეკემბრის ბრძანება და


დაუყოვნებლივ შეუდგნენ სათანადო სამზადისს. ბინის საკითხი შემდეგნაირად
მოუგვარებიათ: არჩევანი შეაჩერეს ბაქარ მეფის ქვის სახლზე. 1761 წლის 9 იანვარს
სახლის ზედამხედველს, ასესორ დიმიტრი ციციშვილს მოურიგდნენ თვეში 140
მანეთად .

თეიმურაზ მეფე ამალითურთ 1761 წლის 23 იანვარს, გავიდა ასტრახანიდან. 1


თებერვალს მეფე ცარიცინს მივიდა, 4 თებერვალს სტანიცა კალაჩონსკში.

როგორც გამცილებელ ვ. კოპიტოვსკის ჩანაწერები მოწმობს , ხანდაზმული მეფე არც


ამინდს, არც გზის სიძნელეს არ ერიდებოდა და ცდილობდა რაც შეიძლება ჩქარა
ჩასულიყო მოსკოვს. მას ვ. კოპიტოვსკისათვის არაერთგზის მიუცია წინადადება
სტანციებზე გამავალი გზისთვის გვერდი აეხვიათ და პირდაპირ საფოსტო
სადგურებზე გავლის, უმოკლესი გზით ევლოთ.

1761 წლის 14 თებერვალს ქ. ტამბოვში ვ. კოპიტოვსკისათვის გადაუციათ


საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორის ბრძანება ეცნობინებინა, რამდენ
დღეში იქნებოდა ელჩობა მოსკოვში. კოპიტოვსკის მეფისათვის შეუტყობინებია, რომ
იგი საგანგებო შიკრიკს გზავნიდა მოსკოვს, ხოლო ტამბოვის სავოევოდოს
კანცელარიისათვის გამცილებელი უთხოვნია.

მოსკოვიდან ს. კარაჩარევოდან სერჟანტი გაუგზავნია მოსკოვს მათი იქ ჩასვლის


საცნობებლად. 25 თებერვალს დილის 10 საათზე თავადი ე.ამილახვარი მოსკოვიდან
ს. კარაჩარევოში წასულა. 11 საათზე თავ. ე. ამილახვარი ს. კარაჩარევოში მეფეს
შეხვედრია, ვიცე-გუბერნატორის სახელით მშვიდობით ჩასვლა მიულოცავს და
უცნობებია : იმპერატორის ბრძანებით თქვენს გამცილებლად ვარ დანიშნული,
სასახლის ეტლი, 4 მარხილი და ცხენები ზემსკოვის სასახლესთან გელოდებათო.
ზემსკოვის სახლში მეფეს ჩაით და ტკბილეულობით გამასპინძლებიან, შემდეგ მეფე
და თავადი ამილახვარუ სასახლის ეტლში ჩამსხდარამ, მათ ცხენებზე ამხედრებული
16 ქართველი აზნაური მიყვებოდათ უკან.

1761 წლის 25 თებერვლიდან 8 მარტამდე თეიმურაზ მეფე მოსკოვში დარჩა. იქ


ჩასვლის პირველსავე დღეს თეიმურაზ II -თან მოსულა შტაბს-ოფიცერი, რომელსაც
ვიცე-გუბერნატორის სახელით მეფისათვის მიულოცავს მოსკოვს მშვიდობით
ჩასვლა. იმავე დღეს მეფესთან მისულან გენერალ -ლეიტენატი გიორგი ბატონიშვილი
და მოსკოვს მყოფი სხვა ქართველები, რომლებიც მეფეს კმაყოფილებით მიუღია. 26
თებერვალს მეფესთან მისულა მოსკოვის კომენდანტი, გენერალ-მაიორი ათანასე
ბატონიშვილი თავისი პოლკების ოფიცრების თანხლებით და მშვიდობით
მობრძანება მიულოცავს. 3 მარტს მეფე ინახულა მოსკოვის ვიცე- გუბერნატორმა
ჟერეპცოვმა,რომელსაც ახლდნენ : პოლკოვნიკი კისელევი, რევიზიის კოლეგიის
პროკურორი ტუტოლმინი, იუსტიციის კოლეგიის წევრი პოხვინები,მათაც
მეფისათვის მშვიდობით მობრძანება მიულოცავთ.

საუბრისას მეფეს განუცხადებია, რომ სურდა ჩქარა გამზგავრებულიყო პეტერბურგს.


4 მარტს 7 საათზე, მეფესთან ყოფილან მოსკოვის მანუფაქტურების
წარმომადგენლები და საჩუქარი მიურთმევიათ. ამის შემდეგ მეფე მიძინების
ტაძარში მიუწვევიათ.შემდეგ ჩუდოვის მონასტერში. 5 მარტს მეფესთან
გამოცხადებულა საგარეო საქმეთა კოლეგიის მოსკოვის კანტორის უფროსი
სახელმწიფო მრჩეველი სობაკინი, რომელსაც მეფისთვის ცამოსვლა მიულოცავს,6
მარტს მეფე სადილად მიუწვევია გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ბატონიშვილს.

თეიმურაზ მეფეს მოსკოვში საქმიანი მოლაპარაკებაც ჰქონია კარის მრჩეველ ტავად ე.


ამილახვართან. რაკი მეფემ იცოდა, რომ პეტერბურგში მის ჩასვლას არაფერი
აბრკოლებდა, თანაც ე. ამილახვარი სანდო კაცად მიუჩნევია, აღარ დაუმალავს
რუსეთში გამგზავრების ნამდვილი მიზეზი.

გვ 91

მოტანილი ამონაწერები საინტერესოა არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ მეფის


განცხადების საფუძველზე წარმოდგენილია ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა
საგარეო პოლიტიკური გეგმები და თეიმურაზის რუსეთში გამგზავრების მიზეზი,
იგი გვანიშნებს, თუ რამდენად ინობდნენ ქართველი მეფეები რუსეთის მიზნებსა და
ვითარებას. ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთათვის ცნობილი იყო, რომ რუსეთს
ირანში თავისი ინტერესები გააჩნდა და დახმარებას სთხოვდა არა შეწყალებისთვის,
არამედ თვით რუსეთის სასარგებლოდაც. ქართველმა სახელმწიფო მოღვაწეებმა ისიც
იოდნენ რომ შეიძლება რუსეთს ჯარით დახმარება ვერ გაებედა.

არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველო მეფეები ადრევე იყვნენ გარკვეული


შექმნილ ვითარებაში და ვარაუდპბდნენ: თუ რუსეთი ჯარით დახმარებას ვერ
გაბედავს, ფულით მაინც დაგვეხმარებაო და თეიმურაზი ამიტომ წამოსულა
რუსეთში.

რაკი ჩვენთვის უცნობია ქართველი მეფეებისა და მათი მრჩევლების წინასწარი


ბჭობის მასალები, ამ მომენტების გათვალისწინების გარეშე ელჩობის ისტორიის
სურათი სრული არ იქნება, ხოლო ქართველ დიპლომატებზე მსჯელობა კი
ცალმხრივი აღმოჩნდება.

გვ 92.

93

მ.სობაკინის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ მეფე მოსკოვში მიღებით კმაყოფილი


დარჩენილა, მაგრამ რუსეთის მოხელეებთან მოლაპარაკებისას პეტერბურგს
დაუყოვნებლივი გამგზავრების სურვილი გამოუთქვამს, როგორც ჩანს, მეფეს
ყიზლარისა და ასტრახანის გაკვეთილები აშინებდა, მაგრამ საშიში არაფერი იყო.

1761 წლის 8 მარტს ქართლ-კახეთის ელჩობამ მოსკოვი დატოვა და პეტერბურგისაკენ


გაემგზავრა. თეიმურაზ მეფე სოფელ ვსესვიატსკოემდე გენერალ-პორუჩიკ გიორგი
ბატონიშვილსა და მოსკოვს მყოფ ქართველ თავად-აზნაურობას გაუცილებია.

რუსეთის მთავრობა ქართლისა და კახეთის სამეფოების ელჩობის პეტერბურგში


მისაღებად სამზადისს ადრევე შეუდგა.

1761 წლის 14 მარტს იმპერატორმა დაამტკიცა თეიმურაზ მეფის რუსეთის სამეფი


კარზე მიღების წესები . აქვე უნდა შევნიშნოთ,რომ ეს წესები სამგზის გადაამუშავეს.
მისი პირველი ვარიანტი 1761 წლის 23 თებერვალს დაასრულეს და 27 თებერვალს
დასამტკიცებლად წარუდგინეს მ.ვორონცოვს.

ქართლ-კახეთის ელჩობის მიღებისათვის მზადების თვალსაზრისით, რუსეთის


მთავრობისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ელჩობის ამოცანის დაზუსტებას,
ელჩობის შემადგენლობის ვინაობის გარკვევასა და იმ საჩუქრების გაგებასაც,
რომლითაც ქართველი მეფე რუსეთის სამეფო კარზე მიდიოდა.

97

1761 წლის 21 მარტს მეფეს პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა კანცლერ მ.


ვორონცოვთან, ხოლო 25 მარტს კანლერმა მეფე სადილზე მიიწვია, ფაქტობრივად ამ
შეხვედრებით დაიწყო საქმიანი მოლაპარაკება. პეტერბურგში ჩასვლისთანავე მეფეს
უაზლოესი ცნობები მიუღია საქართველოდან, რასაც მოლაპარაკების დრის
მეფისათვის მნიშვნელობა ჰქონდა. 1761 წლის 26 მარტს თეიმურაზ მეფეს წერილი
მიუღია ერეკლე მეფისაგან. საქმეში ერეკლეს წერილის არც დედანი და არც რუსული
თარგმანი არ აღმოჩნდა, მაგრამ საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ გაკეთებულ
ჩანაწერებში გადმოცემულია ერეკლე მეფის წერილის შინაარსი და ნათქვამია, რომ
იგი 7160 წლის 25 დეკემბერსაა გამოგზავნილი.ერეკლე წერილში ატყობინებდა
თურმე: სარდალი ფაბა-ხანი თავს დასხმია განჯას და აუღია, განჯის ყოფილ
მფლობელ შაჰ-ვერდი-ხანს ძმითურთ ძლივსღა გაუსწრია და კახეთისათვის
შეუფარებია თავი, ერეკლე მეფე თავისი ჯარით განსჯისაკენ დაძრულა და როცა 2
დღის სავალზე მიახლოვებია მას 1760 წლის 8 დეკემბერს წინ გაუგზვანია 2000
კაცისაგან შემდგარი რაზმი, რომელსა განჯა იერიშით აუღია და შაჰ-ვერდი-ხანი
აღუდგენია ტახტზე.

მართალია, ერეკლეს ხსენებული წერილის შინაარს მხოლოდ ჩანაწერებით ვენობით,


მაგრამ იმავე საქმეში დაცულია ერეკლე მეფის მეორე, 1761 წლის 23 იანვარს
გამოგზავნილი წერილი, რომელიც 21 აპრილს კამცლერს ხელთ ჰქონია და
კოლეგიაში გაუგზავნია. მასში ნათქვამია: განჯის აღებისა და იქ შაჰ-ვერდი-ხანის
ტახტზე აღდგენის ამბავი წინა წერილით გაუწყეთ. რაც წინა წერილის ნამდვილობას
საეჭვოდ არ ხდის. ამავე წერილში დაწვრილებითაა აღწერილი აზატ-ხანის
დატყვევების ისტორია, საიდანაც ჩანს, რომ ჯარით ერეკლე მეფის თბილისიდან
გასვლას აზატ-ხანი შეუშინებია და სამგზის გაუგზავნია მეფისათვის წერილი,რაკი
ერეკლე პასუხს აყოვნებდა, აზატ-ხანი იძულებული გამხდარა თვითონ
გამოცხადებულიყო მეფესთან.

1761 წლის 20 მარტს, პეტერბურგში მიიღეს ა.ობრესკოვის მიერ


კონსტანტინეპოლიდან 15 თებერვალს გამოგზავნილი რელაციები,საიდანაც ჩანს,
რომ რუსეთსა და თურქეთს შორის გრძელდებოდა დავა სამხრეთის საზღვარზე
სიმაგრეების გარშემო, მაგრამ ეს დავა მწვავე ხასიათისა არ ჩანს.

თეიმურაზ მეფის პეტერბურგს ჩასვლისთანავე დაიწყო სამზადისი იმპერატორთან


მეფის აუდიენიის მოსამზადებლად. წინასწარ იქნა შედგენილი მეფის მიერ
აუდიენციის დროს წარმოსათქმელი სიტყვების ტექსტი, რომლებიც თარგმნეს,
პასუხები შეადგინეს და შემდეგ მეფესთან შეათანხმეს.

1761 წლის 8 აპრილს მეფეს აუდიენცია ჰქონდა იმპერატორთან და იმპერატორის


ოჯახის წევრებთან. შუადღის დადგომამდე, სასახლიდან გაუგზავნიატ კოლეგიის
მრჩეველი თავ. ამილახვარი სამი ეტლით. ერთ ეტლში ჩამსხდარან მეფე და თავ.
ამილახვარი, ხოლო დანარჩენ ორში-მეფის დიდკაცები კარის მრჩეველ თავ. ევგენი
ამილახვართან ერთად.სასახლესტან მისვლისას მეფეს გავრდია მისალმებია
თოფებით, წინა ოთახში მეფეს შეხვედრია ჰოფ ფურიერი, რომელსაც კოლეგიის
მრჩეველი თავ. ამილახვრისათვის უჩვენებია მეფის დასასხვენებლი ოთახი. შემდეგ
იმპერატორისათვის უცნობებიათ მეფის მისვლა, მასაც უბრძანებია მისი
გამოტარება.ასევე მეფეს აუდიენცია ჰქონდა იმპოერატორის ოჯახის წევრებთან: დიდ
მთავარ პეტრე თევდორეს ძესთან (პეტრე III), დედოფალ ეკატერინესთან( ეკატერინე
II) და უფლისწულ პავლესთან ( პავლე I) . აუდიენციის დამთავრების შემდეგ
კანცლერ მ. ვორონცოვს მეფესთან გაუგზავნია საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივანი
ბაკუნინი და მოუბოდიშებია, რომ ავადმყოფობის გამო აუდიენციას ვერ დაესწრო.
მეფეს, თავის მხრივ, დიდებული გაუგზავნია კანლერთან, აუდიენციის
მოწყობისათვის მადლობა მოუხსენებია და საიმპერატორო კარისათვის გადასაცემი
საუქრები გაუგზავნია.

რუსეთის საიმპერატორო კარზე ქართველი მეფის მიღებას რომ თურქეთში მითქმა-


მოთქმა არ გამოეწვია, რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ, 1761 წლის 12 აპრილს,
რესკრიპტი გაუგზავნია კონსტანტინეპოლში ა. ობრესკოვისათვის, რომლითაც
რეზიდენტს აცნობობდნენ, რომ 19 მარტს პეტერბურგს ჩამოვიდა ტეიმურაზი 76
კაცით, რათა წინაპრების მაგალითისამებრ თაყვანისცეს იმპერატორსო.

103

ერთის სიტყვით, ობრესკოვს უნდა ეპასუხა თურქეთის მთავრობისათვის :როგორც


თვენ არ ერევით სპარსეთის საქმეებში , მაგრამ ერთმორწმუნეობის გულისათვის
ტავშესაფარს აძლევთ აზატ-ხანს და ახლაც მანდ გყავთ, ჩევნი კი ამაზე არაფერს
ვამბობთ, ასევე ჩვენც მივიღეთ, ერთმორწმუნეობის გულისათვის, ქართველი
მფლობელი და არც თქვენ უნდა თქვათ რაიმე, მით უმეტეს, რომ სპარსეთში
არეულობის დაწყების დროიდან ჩვენ მასში არავითარ მონაწილეობას არ ვიღებთ და
ჩაურევლობის პოზიციის შენარჩუნება გვსურსო.

1761 წლის 28 აპრილს დაიწყო საქმიანი მოლაპარაკება თეიმურაზ II და რუსეთის


იმპერიის კანცლერ მ.ვორონცოვს შორის. მეფე შეხვედრია კანცლერს კაბინეტში,
გადაუცია ქართულად დაწერილი ბარათი და უთხოვია მოხერხებულ დროს გადაეცა
იგი იმპერატორისათვის.

თეიმურაზ მეფის ბარათში, გაშუქებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარება და


ჩამოყალიბებულია ძირითადი მოთხოვნები : ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები
საქართველოს აოხრებს, მაშველი ჯარი ამიტომ გვჭირდება, შემცირება შემოსავლისა
ნებას არ გვრთავს. ამიტომ გთხოვ დახმარებას.

2)

105
საინტერესოა მეფის მეორე წინადადება, რომლითაც ნავარაუდევია ირანის
ბატონობისაგან საქართველოს საბოლოო გამოხსნის საკითხის გადაწყვეტა. ქართველ
მეფეებს გადაუწყვეტიათ, რომ როგორც კი ლეკთა საკითხს მოაგვარებდნენ, ქართლ-
კახეთის ჯარით ირანში შეჭრილიყვნენ, არეულობისთვის ზღვარი დაედოთ და
ირანის ტახტზე თავისი კანდიდატი დაესვათ. რუსეთის დაინტერესების მიზნით
პირდებიან: თქვენთვის სასურველ პირს ავიყვანთ ირანის ტახტზეო.

ქართველ მეფეებს სპარსეთის ტახტზე ასაყვან კანდიდატად ჰყოლიათ შაჰ-რუხი


( მამით-შაჰ ნადირის ნათესავი, დედით- სეფიანთა შთამომავალიც), თუმცა იგი ბრმა
არის, მაგრამ სპარსელები მას პატივით მოეკიდებიანო.

ვორონცოვი გასცნიბია მეფის თხოვნას და დაპირებია, იმპერატორს მოვახსენებო.

105

თეიმურაზ მეფემ მ.ვორონცოვის მიერ დაასმულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი


მისცა ისეთი თანმიმდევრობით, რომ რუსეთის მტავრობას აგრძნობინა :
მატერიალური დახმარება გაგვიწიეთ, ისე, რომ რუსეთის ხარჯით 2-3 ათასი
ჯარისკაცი შევინახოთ საზღვრების დასაცავად და დანარჩენი ჩვენ ვიცით,
ყველაფერს მოვაგვარებთო.

ამის შემდეგ წერილია

შაჰ-რუხის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტას, თეიმურაზის აზრით, აიოლებდა ორი


გარემოება: შაჰ-რუხის მეფური წარმოშობა და მისი ფაქტიური ბატონობა სპარსეთის
მნიშვნელოვან პროვინციაში- ხორასანში.

მ. ვორონცოვის კითხვაზე, შაჰ-რუხის მომხრეები ძლიერ დაჯგუფებას თუ


წარმოადგენენ და ხომ არ ისურვებენ გამოგზავნონ იმპერატორთან თავისი
წარმომადგენლებიო, მეფეს უპასუხია: რაღაც. ქართველი მეფე აცხადებს:
სპარსეთში მე ვარ თავკაცი და თუ გნებავთ, შემიძლია გამოგიგზავნოთ მათგან
დეპუტატებიო.

107

თეიმურაზ მეფის წინადადებანი 1761 წლის 30 აპრილს კანცლერს იმპერატორისთვის


მოუხსენებია.

რუსეთის მთავრობა პასუხს არ ჩქარობდა. საარქივო საქმეში მეფის წინადადებაზე


პასუხი 1761 წლის 27 დეკემბრამდე არ ჩანს.

1761 წლის 28 აპრილიდან იმავე წლის 27 დეკემბრამდე მეფეს რამდენჯერმე უთხოვია


სამშობლოში გაშვება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო,მთელი
8 თვის განმავლობაში არ უპასუხიათ.
თეიმურაზ მეფის წინადადებაზე რუსეთის მთავრობა პასუხს რომ არ ჩქარობდა, ეს
შემთხვევითი არ უნდა იყოს. რუსეთის მთავრობას ევროპაში არახელსაყრელი
ვითარების მიუხედავად არ სურდა ქართველი მეფის ხეცარიელი გამოსტუმრება და
კავკასიაში ფეხის მოკიდების მარჯვე შემთხვევის ხელიდან გაშვება. ხელცარიელი
განოსტუმრება ერთგულ კავკასიელ მოკავშირეს რუსეთზე გულს აუცრუებდა, ერთი
სიტყვით რუსეთის მთავრობა ევროპაში ვითარების შეცვლას ელოდებოდა,
თეიმურაზ მეფე - რუსეთის მთავრობის პასუხს.

თეიმურაზ მეფის აქტიურობა არ ჩანს, 1761 წლის აპრილიდან დეკემბრამდე. მეფე


მხოლოდ საქარტველოდან მოსულ ამბებს აცნობს რუსეთუს მთავრობას, ზეპირად
უთვლის, გამიშვითო და ამით კმაყოფილდება.

108-9 გადავხედო

თეიმურაზ მეფეს რუსეთის მთავრობის რომელიმე წევრისაგან, უფრო საფიქრებელია


თვით კანცლერისაგან, საიდუმლო,საიმედო დაპირება რომ არ ჰქონოდა, იგი უთუოდ
არ გაჩერდებოდა, როგორც სხვა დროს არ ჩერდებოდა.

მ.ვორონცოვს საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრებისათვის თავისი გაცნობა არ


შეეძლო, რადგან რუსეთის სამეფო კარგზე მაშნ ორი დაჯგუფება იყო: ერთი,
ელისაბედის ერთგულნი,პრუსიასთან ომის აქტიურად წარმოებასა და ომის მალე
გამარჯვებით დამტავრებისთვის იბრძოდა. მეორე, ელისაბედის სიკვდილის
მოლოდინში, ტახტის მემკვიდრის, პეტრეს მალე გამეფების შიშთ, პრუსიის
წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას ერიდებოდა, რაც საქმეს აჭიანურებდა და საგარეო
პოლიტიკაში გაურკვეველ პერსპექტივებს სახავდა.

1760 წელს რუსეთის ჯარებმა ბერლინი აიღეს.ამ ფაქტმა დიდი შთაბეჭდილება


მოახდინა.

1761 წელს რუსეთის მთავრობა ფართო საომარ ოპერაციებს გეგმავდა, რომელსაც


ომის ბედი უნდა გადაეწყვიტა. პრუსიასთან ომის მსვლელობაზე კი ბევრად იყო
დამოკიდებული თურქეთის პოზიცია, საქართველოსთან დამოკიდებულების
საკითხში იგი მთავარ დაბრკოლებად თურქეთის პოზიციას თვლიდა. ამას
უცდიდნენ რუსეთის მთავრობა და მათგან დაიმედებული თეიმურაზ II.

რუსეთის მთავრობას განსაკუთრებით აწუხებდა ის ამბავი, თუ როგორ რეაგირებას


მაოხდენდა თურქეთის მთავრობა თეიმურაზ II პეტერბურგს ჩასვლისა და ერეკლე II
მიერ აზატ-ხანის შეპყრობის გამო, რაც საგანგებოდ აცნობეს ა. ობრესკოვს 1761 წლის
12 აპრილს გაგზავნილი რესკრიპტით.

თურქეთის მთავრობას ეს ამბავი უნდა სცოდნოდა, მაგრამ როგორც ჩანს,განგებ


მალავდნენ. 1761 წლის მეორე ნახევარშიც თურქეთის მთავრობა ერიდებოდა
რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას, მაგრამ რუსეთის მთავრობა ეჭვით
უყურებდა თურქეთ-პრუსიის მეგობრობას და ა.ობრესკოვი, რუსეთის მთავრობის
დავალებით, ცდილობდა პრუსია-თურქეთის ურთიერთობის ყველა დეტალს
ჩაწვდომოდა, რათა რუსეთი მოულოდნელად მეორე ფრონტუს წინაშე არ
აღმოჩენილიყო. ა. ობრესკოვი 1761 წლის 2 ივლისის მოხსენებაში, რომელიც
რუსეთის მთავრობას 4 აგვისტოს მიუღია, ნათქვამია : რეკსენმა 15 ივნისს მიიღო
რატიფიკაცია.ხელშეკრულება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა :
პირველსა და მე-8 მუხლებს ვაჭრობასთან საერთო არაფერი აქვს, სამხედრო
ხასიათისაო.1761 წლის 1 აგვისტოს გამოგზავილი რელაციით ობრესკოვი
იუწყებოდა : ყოფილი პრუსიელი ემისარი ახლა სრულუფლებიანი ელჩის რანგის
მქონეა, 16 ივლისს დიდმა ვეზირმა სათანადო პატივით მას აუდიენცია მოუწყო.

რუსეთის მთავრობა მეორე ფრონტის შიშით ცდილობდა ჩაეშალა თურქეთ-პრუსიის


კავშირი, არ დაეშვა თურქეთის ჩარევა სპარსეთის საქმეებში, ვიდრე რუსეთი
პრუსიასთან ომით იყო დაკავებული. რუსეთის დიპლომატიამ თურქეთის შინაგანი
სისუსტის ვითარებაში ფრთხილი პოლიტიკით ორივე ამოცანის განხორციელება
შეძლო. სწორედ ეს ფრთხილი პოლიტიკა აფერხებდა ქართველი მეფისათვის
გარკვეული პასუხის მიცემას და თეიმურაზი პასუხის მოლოდინში პეტერბურგში
რჩებოდა. რუსეთის მთავრობას კავკასიის საკითხში ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ
პრუსიასთან ომის დამთავრების შემთხვევაში შეეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში
თურქეთ-პრუსიის სამეგობრო და კომერციული ხელშეკრულება შეიძლებოდა
თურქეთ-პრუსიისსამხედრო კავშირად გადაქცეულიყო.

1762 წლიდან რუსეთს კავკასიაში სამოქმედოდ ხელები უნდა გახსნოდა,რასაც


ელოდებოდნენ რუსეთის მთავრობა და თეიმურაზ II. მოხდა მოულოდნელი რამ :
1761 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა ელისაბედ პეტრეს ასული, ტახტზე ავიდა
პეტრე III, რასაც მოჰყვა მობრუნება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. რუსეთი
ყოფილი მოკავშირეების წინაარმდეგ ბრძოლის სამზადისს შეუდგა ფრიდრიხ II
გადასარჩენად, რამაც საქართველოს საკითხი უკანა პლანზე გადაწია.

ელისაბედ პეტრეს ასულის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ, 1761 წლის 2


დეკემბერს, ფაქტობრივად გადაწყდა ტეიმურაზ მეფის სამშობლოში ხელცარიელი
გამოსტუმრების საკითხი. წინასწარ ნაფიქრი ქონდათ რა საჩუქრებს გაატანდნენ
თეიმურაზს და მოხსენებებში იყო აღნიშნული მაგრამ ტეიმურაზს სიტყვიერი
დაპირებისა სხვას ვერაფერს ეუბნებოდნენ, ამ ყველაფერთან ერთად პასუხის
მოლოდინში გარდაიცვალა თეიმურაზ მეფეც.

საბოლოოდ საქართველოში ელჩობის დაბრუნება და ერეკლესათვის მხოლოდ


იმედიანი სიტყვის შემოთვლა საბოლოოდ გადაწყდა.რაც შეეხება ტეიმურაზ მეფის
მიერ რუსეთის მთავრობისათვის წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს, ისინი
შეუსრულებელი დარჩა. როგორც ცნობილია ქართველებს ვალები ჰქონიათ და ამის
შესახებ თავადებმა მოახსენეს რუსეთის მთავრობას მაგრამ მთავრობამ ვალების
გადახდაზე უარი განაცხადა. (ვ.მაჭარაძე, მასალები XVIII ს-ის რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობის ისტორიისათვის, ტ.II, თბ.; 1968)
ქართლ-კახეთის გაერთიანება და ირანი

XVIII საუკუნის 60-იან წლებში თურქეთს ყურადღება რუსეთისკენ ჰქონდა


მიპყრობილი. იმერეთიც თავგანწირვით ებრძოდა დამპყრობელს და დიდ ზინს
ყენებდა მას, ამიტომ თურქეთი იძულებული იყო კარგი ურთიერთობა ჰქონოდა
ქართლ-კახეთთან.

მამის გარდაცვალების შემდეგ კი ერეკლემ თავი ქართლ-კახეთის მეფედ


გამოაცხადა.1761 წელს ირანში ტახტისთვის მებრძოლმა ქერიმ-ხანი-ზანდმა
თავრიზიც აიღო და ამ დროიდან მთელი ირანის მმართელი გახდა. ტახტისთვის
მებრძოლი აზატ-ხანი იძულებული შეიქმნა ირანიდან გაქცეულიყო, რითაც
ისარგებლა ერეკლემ და იგი შებყრობილი გაუგზავნა ქერიმ-ხანს. ამის
საპასუხოდ ,,ქერიმ-ხანმა იცნო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება, აგრეთვე
ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოებზე და ამით აღიარა საქართველოს მეფის
უპირატესობა აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიაში"2.(ნ.ბერძენიშვილი, ი.ჯავახიშვილი,
ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია,1, გვ.387.) სამაგიეროდ ქვეყნის შიდა არეულობას
კვალ იწვევდნენ ცენტრალური ხელისუფლების პირისპირ მებრძოლი თავადები,
რომელთაც 1765 წელს სცადეს მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება. ამის
საპასუხოდ ერეკლემ სასტიკად დასაჯა შეთქმულები, თუმცა ასეთი ანგარიშსწორება
არ ნიშნავდა სათავადოების მხრიდან მტკიცე ზურგის შექმნას. ქვეყნის დასუსტებას
ხელს უწყობდა ისიც, რომ ბატონ-ყმობის ტრადიციული ფორმები სამართლის
ნორმის ფარგლებს გასდა. ერეკლე მოითხოვდა როგორც მებტონისაგან, ასევე
გლეხისაგან ,,ბატონ-ყმობის რიგის" დაცვას, აქედან კი კერძო მფლობელთა გლეხები
უკიდურეს დღეში იყვნენ, რადგან ბატონს უფლება ჰქონდა გლეხი გაეყიდა, ან
გაეჩუქებინა. მიუხედავად ამისა, ერეკლეს ღონისძიებებს მაინც დადებითი
მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი რამდნადმე ზღუდავდა მემამულეთა
თვითნებობას, რაც ხელს უწყობდა ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტის
ზრდას. ამგვარი წარმატებების მიუხედავად ქართლ-კახეთი სუსტი რჩებოდა, რადგან
ლეკთა თარეშმა მოსახლეობა 10-ჯერ შეამცირა, რითაც მეურნეობაც დაეცა.
მაგალითად, აკად. გულდენშტეტი მიუთითებდა, რომ ,,საქართველოში მსხვილი
მანუფაქტორული წარმოება განვითარებული არ არისო, ხოლო დედაქალაქის
მოსახლეობა უმთავრესად თავიანთი ბაღ-ვენახებით ირჩენდნენ თავსო"1.(1 И. А.
Гилденштедт, Географическое и статистическое описание Грузии и Кавказа, СПб., 1809,
стр. 184-185, 262.)
ერეკლესათვის გასაგები იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარეშე
ქვეყნის დაცვა გაუჭირდებდა. 1769 წელს იგი თავის ელჩს რუსეთში აბარებდა,
რომ ,,საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ოქროს, ვერცხლისა და სხვა
მადნები მოიპოვება... მაგრამ ამ დრომდე მათი გახსნა დიდად საშიში იყო
ბარბაროსების მხრიდან საფრთხის გამო"2. (2 Грамоти, I,431; ვალერიან მაჭარაძე,
ასპინძის ბრძოლა, სახელგამი, თბ. 1957.) ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭირო
იყო ძლიერი მოკავშირე, რომელიც ამ გამოუვალობიდან გამოიყვანდა ქართველ
ხალს. (მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს
ურთიერთობების ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკ. I, რუსეთ-თურქეთის ომი და
საქართველო, თბ. 1988.)

თავი II

ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკა XVIII საუკინის 70-იან


წლებში

რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომი და ერეკლე II -ის საგარეო პოლიტიკა

თურქეთი, სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც დაპყრობითა და


ძარცვით ცხოვრობდა, მე-15 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში გაბატონდა შავი
ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ჯერ ყირიმის სახანო გახდა თურქეთის სავასალო,
ხოლო შემდეგ თურქები დონის შესართავს დაეუფლნენ და აზოვის სიმაგრე, სადაც
იანიჩართა გარნიზონი იდგა, გადააქციეს თავიანთი აგრესიის ბაზად. აზოვი გასაღები
იყო ვოლგისპირეთის, სამხრეთ რუსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის და საერთოდ
აღმოსავლეთისაკენ თურქეთის ექსპანსიისა.

ყირიმის ხანი, თურქეთის მხარდაჭერით, დაუპირისპირდა რუსეთს. იგი ერეოდა


რუსეთ-ლიტვისა და რუსეთ-ყაზანის ურთიერთობაში, რათა გაევრცელებინა თავისი
გავლენა ვოლგისპირეთში და შეეჩერებინა რუსეთის მიწების გაერთიანება.
ვოლგისპირეთის დაპყრობით რუსეთმა ჩაშალა ჩინგისიდების გეგმები. საქმეში
ჩაერია სულთანი, მაგრამ მარცხი განიცადა. თათრებთან ბრძოლა მე-17 საუკუნეშიც
მნიშვნელოვან ფაქტორად რჩებოდა მოსკოვის სახელმწიფოს ცხოვრებაში. ყირიმელი
თათრები ახერხებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას, თათრები თარეშების დროს
ძარცვავდნენ და წვავდნენ ქალაქებსა და სოფლებს, ტყვედ იტაცებდნენ ადამიანებს,
რომელთაც თურქეთის მონათა ბაზრებზე ყიდდნენ. ყირიმი ყაჩაღთა ბუდედ
რჩებოდა, ხოლო მე-16 -17 საუკუნეში რუსეთი ყირიმელი ყაჩაღების მოხარკედ.
რუსეთს შეეძლო თათრების თარეშის ალაგმვა, მაგრამ მთავარ დაბრკოლებას მას
უქმნიდა თურქეთი. თურქებს ეჭირათ აზოვის სიმაგრე, რომლის დაკავების გარეშე
თათრების ალაგმვა არ შეიძლებოდა.

მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, უკრაინის ნაწილის რუსეთის ხელში გადასვლის


შემდეგ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უფრო დაიძაბა. თურქეთი გამოვიდა
უკრაინის ხელში ჩასაგდებად.

XVII ს-ის მეორე ნახევარში თათრებთან ივანე IV -ის მეთოდით ბრძოლა საკმარისი
არ იყო. პეტრე I –მა სცადა ესარგებლა აზოვის ლაშქრობის შედეგებით და
კარლოვიცის კონფერენციაზე (1698-1699) თურქეთს შავი ზღვის სანაოსნო გზის გახსა
მოთხოვა,მაგრამ ავსტრია ადრე მოურიგდა თურქებს, რითაც თავისი მოკავშირე
რუსეთი მარტო დატოვა.რაკი თურქეთმა რუსეთის დიპლომატები დაიმარტოხელა,
ხელცარიელი გამოისტუმრა კარლოვიციდან.

რუსეთ-თურქეთის ომის საბაბი გახდა რუსეთის ჩარევა პოლონეთის საქმეებში. მე-


18 საუკუნეში პოლონეთი, ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, სადაც
ენტრალური ხელისუფლებაც ძალზე მოისუსტებდა. მსხვილი მაგნატები
გულმოდგინედ იცავდნენ პოლონეთის კონსტიტუიას, „პოლონეთის დანგრევის
საუკეთესო საშუაკებას“ ასევე გულმოდგინედ იცავდნენ მას ევროპის ქვეყნებიც,რათა
სუსტი პოლონეთის საშინაო საქმეებში თავისუფლად ჩარეულიყვნენ.

პოლონეთში მეფის არჩევის საკითხი ევროპის ქვეყნებს პოლონეთის საშინაო


საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას აძლევდა. ავგუსტ III-ის ჯამრთელობის
მდგომარეობის გაუარესება სამზადისის სიგნალი გახდა. რუსეთის კარზე გადაწყდა:
მომავალ არჩევნებში მეფედ აერჩიათ პოლონელი, გრაფი სტანისლავ პონიატოვსკი,
თუ მისი არჩევა არ მოხერხდებოდა, მაშინ ტახტზე მისი ბიძაშვილი, ადამ
ჩარტორიისკი უნდა ეყვანათ. ს. პონიატოვსკის არჩევა, ნათლად ჩანს ეკატერინე II -ის
წერილიდან ფრიდრიხ II -სადმი.

რუსეთ-პრუსიის ერთობლივმა მოქმედებამ უზრუნველყო რუსული „პარტიის“


გამარჯვება 1764 წელს რუსეთის ჯარის დახმარებით ტახტზე ავიდა სტანისლავ
პონიატოვსკი. ცარტორიისკებმა და პონიატოვსკიმ დაიწყეს ღონისძიებათა გატარება
ცენტრალური ხელისუფლების გასაძლიერებლად.

რუსეთის მთავრობამ ახალ მეფეს და ჩარტორიისკებს წაუყენა შემდეგი


მოთხოვნები: 1) დისიდენტები (არაკათოლიკები-მართმადიდებლები და
პროტესტანტები) სამოქალაქო უფლებებში გაეთანაბრებინათ კათოლიკებთან და 2)
პოლონეთის კონსტიტუციის დაცვა დაეყენებინათ გარანტიის ქვეშ. პირველი
საბოლოოდ მტკიცე და საიმედო „პარტიას“ შეუქმნიდა რუსეთს პოლონეთში, ხოლო
მეორე პოლონეთის საშინაო საქმეებში მუდმივი ჩარევის შესაძლებლობას მისცემდა.
რუსი ელჩის ენერგიული მოქმედებით მიზანი მიღწეულ იქნა. პოლონეთის
საკითხი 1768 წლის დასაწყისში მოგვარებული ჩანდა. რუსეთის ჯარი ვარშავიდან
გამოვიდა, იგი პოლონეთის სამეფოს ტერიტორიის დასატოვებლადაც ემზადებოდა,
მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. კონფედერაციის მოწყობის შემდეგ
კონფედერანტებმა კავშირი დაამყარეს თურქეთსა და საფრანფეთთან.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 1768 წელს უკიდურესად დაიძაბა. ამ ამბებს


დაემთხვა გლეხთა აჯანყება უკრაინაში. აჯანყებულ გლეხთა ერთი რაზმი შილის
მეთაურობით შეიჭრა საზღვრისპირა სოფ. ბალტაში.ეს სასაზღვრო ინციდენტი
რუსეთის მტრებმა მარჯვედ გამოიყენეს, რომ გაეძლიერებინათ დაწოლა თურქეთზე.
თურქეთმაც ომი დაიწყო მის წინააღმდეგ. საფრანგეთის აგენტები მოქმედებდნენ
ყველგან 1767 წლიდან საფრანგეთის მთავრობა აშკარად გამოვიდა რუსეთზე
კოალიციური თავდასხმის ორგანიზატორად.

1768 წლის 11 ივლისს რუსეთის ელჩს კონსტანტინოლში, ა.ობრესკოვის


წინადადება მისცეს, რომ რუსეთს დაუყოვნებლივ გაეყვანა ჯარი პოლონეთიდან. ნ.
პანინი სპეციალური წერილით არწმუნებდა დიდ ვეზირს რუსეთის მშვიდობიან
განზრახვაში თურქეთის მიმართ და თან უგზავნიდა საფრანგეთის აგენტის წერილს,
საიდანაც ცხადი ხდებოდა, რომ საფრანგეთის აგენტებს მოსყიდული ჰყავდათ სოფ.
ბალტის უფროსი იაკუბი, მაგრამ პანინ-ობრესკოვის ცდა ომი გადაედოთ- მარცხით
დამთავრდა.

1768 წლის 25 სექტემბერს დიდმა ვეზირმა მოსთხოვა ა. ობრესკობს, რომ რუსეთს


დაუყოვნებლივ გაეყვანა ჯარი პოლონეთიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში
ემუქრებოდა ომით. ამის შემდეგ ელჩს დამატებითი წინადადება მისცა : რუსეთს
ხელი აეღო უკანასკნელი სეიმის გადაწყვეტილებათა გარანტიასა და დისედენტთა
საკითხზე. ა.ობრესკოვმა სთხოვა თურქეთის მთავრობას, რომ ეს წინადადება
წერილობით გადაეცათ მისთვის, რათა მას გადაეგზავნა თავისი მთავრობისათვის.
მაგრამ ა.ობრესკოვი საელჩოს 11 წევრთან ერთად დააპატიმრეს და სარდაფშ ჩასვეს.
ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

საფრანგეთის მინისტრი შუაზელი არც ფარავდა, რომ მან ადვილად მოახერხა


თურქების ამხედრება რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთ-თურქეთის ომი განაპირობა
შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ბატონობისათვის მებრძოლი რუსეთისა და
თურქეთის მეტოქეობამ.

რუსეთი თურქეთთან ომის წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ ამჯერად ვითარება


სასურველი არ იყო : მას პოლონეთში საქმე გართულებული ჰქონდა, ევროპის
ქვეყნებს მტრული პოზიცია ეჭირათ, ინგლისთან სამხედრო კავშირის დადება არ
მოხერხდა. რაკი თურქეთმა ომი დაიწყო, რუსეთს გამოწვევა უნდა მიღო და დღის
წესრიგში დაესვა ის ამოცანები, რომლებიც მე-17 საუკუნის ბოლოდან გადაუჭრელი
რჩებოდა.

ევროპის ქვეყნების მიერ დაიმედებული თურქები ვარაუდობდნენ, რომ


პოლონეთის საქმეებით დაკავებულ რუსეთს ადვილად დაამარცხებდნენ და უკრანას
ხელში ჩაიგდებდნენ. ყირიმის ხანი კი პეტრეს წინადროინდელი უფლების
აღდგენაზე ოცნებობდა.

ოფიციალურად მოკავშირის გარეშე დარჩენილ რუსეთს მაინც ჰყავდა ერთი


საიმედო დასაყრდენი- თურქეთის უღელქვეშ მყოფი ქრისტიანი ხალხები,
რომლებმაც თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ თავიანთი ბრძოლით, ოსმალური
სამხედრო ლენური სისტემის რღვევასთან ერთად, მცირედი როლი როდი
შეასრულეს ოდესღაც ძლიერი ოტომანის პორტას სამხედრო ძლიერების მსხვრევის
საქმეში. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყება ამ ხალხებში გამოძახილის გარეშე ვერ
დარჩებოდა.1

1 ვ. მაჭარაძე, მასალები XVIII ს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს


ურთიერთობების ისტორიისთვის, ტ. III, ნაკ. I, თბ. 1988;

ქართველი პოლიტიკოსების მიზანი იყო სამომავლოდ დაეცვათ ქვეყანა


თურქეთისა და ირანის მოსალოდნელი აგრესიისგან, ამის საპასუხოდ კი გეზს
ერთმორწმუნე რუსეთისკენ იღებდნენ.

რუსეთ-თურქეთის 1769-1774წლების ომი შავ ზღვაზე გაბატონების, ჯერ კიდევ


პეტრე I-ის მიერ დასახული გეგმის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ამ გზაზე
რუსეთის პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი ყირიმის ნახევარკუნძულის
დაუფლების საკითხს ეჭირა. ამიტომ, ომში საქართველოს ჩაბმას რომ ესწრაფვოდა,
რუსეთის დიპლომატიას ძირითადი აქცენტი დასავლეთ საქართველოზე
გადაჰქონდა, სადაც მისი დასაყრდენი იმერეთის სამეფო უნდა ყოფილიყო. ამის გამო,
სოლომოს I-ს ძირითადი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ხოლო ერეკლეს მისი დამხმარის
და ხელშემწყობის მეორეხარისხოვანი როლი. იგი ამიერკავკასიაში ყველაზე
გავლენიანი პოლიტიკოსი იყო და მეორეხარისხოვანი როლი არ შეეფერებოდა, ხოლო
ვინც პირველ პოზიციაზე იქნებოდა, ომის შემდეგ უკეთეს შედეგსაც ის
მოიმკიდა.შედეგად კი მას ახალციხის საფაშოს დაუფლება მიაჩნდა.1(1 საქართველოს
ისტორია ოთხ ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 404.)

ერეკლე მეფის წერილები და მოქმედება 1769 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში


ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რუსეთის მთავრობის ეჭვი ერეკლეს
მხრიდან დახმარებისა უსაფუძვლო გამოდგა და მისი მომხრობა უფრო ადვილი
აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ცნობილი დოკუმენტებიდან (2 Грамоты, I,II.)
ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ, მართალია, ერეკლე მეფე ომში
მონაწილეობის პირობად გარკვეულ მოთხოვნებს აყენებდა, რომლებიც არ
დაუკმაყოფილებიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერეკლე ომში მაინც ჩაება: ,,16
დეკემბრიდან ტოტლებენს აცნობეს, რომ ერეკლე მეფისთვის დაპირებული 10
პოლკი, ჯარის ნაკლებობის გამო, ვერ გაიგზავნება და რომ ქართველებმა საკუთარი
ძალებით სცადონ დივერსია რუსეთის წინააღმდეგ".3(3 მასალები XVIII საუკუნის
მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის, ნაწილი
III, ნაკ. I, რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო, თბ. 1988, გვ.91; Грамоты, I, c. XI,
შესავალი.).
1769 წლის მარტში რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში შემოვიდა. იგი ჯერ
სოლომონ I-ს ეახლა, რაც ერეკლეს არ ესიამოვნა, მაგრამ რუსეთის წარმომადგენელი,
ქობულაშვილი უფროსების ბრძანებას ასრულებდა და რას გააწყობდა. მან იმერეთში
ჩქარა გაარკვია საკითხები და 14 აპრილს (ძველი ცნობით 11 აპრილს) ერეკლეს
შეხვდა. როგორც ითქვა, ქართლ-კახეთის მეფემ დადებითად მიიღო მისი
შემოთავაზება და თურქეთის ქალაქების, თვით კონსტანტინოპოლამდე დაკავება
ივალდებულა. მხოლოდ მცირერიცხოვანი რუსული რაზმის და იმპერატრიცასაგან
შესაბამისი მოწყობილობის გამოგზავნა ითხოვა (1 საქართველოს ისტორია ოთხ
ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 404.) : ,,მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ჯარის
სიმცირეა,- წერდა ხვაბულოვი,-მას შეუძლია დაიპყროს თურქული ქალაქების
მრავალი რეგიონი, თვით მეფე-ქალაქამდეც კი; მეტი ადგილობრივი ძალების
დახმარებაა საჭირო, იმის გამო რომ მათი საქართველოში შემოსვლა შიშს გამოიწვევს
არა მარტო თურქულ და სპარსულ, არამედ იქაურ გარეუნებშიც და ყველა მიხვდება,
რომ მეფე ერეკლე მიიღეს უმაღლეს მფარველობაში..."2(2 მასალები XVIII საუკუნის
მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის, ნაწილი
III, ნაკ. I, რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო, თბ. 1988, გვ.92; АВПР, ф. Сн.
России с Грузией, 1768-1774 гг, оп. 110/2, д. 7, лл. 78-79; Грамоты, I, с. 427-428.)

21 მაისს თბილისში სოლომონი ჩამოვიდა. იგი აქ 4 ივნისამდე დარჩა. როგორც


ჩანს, მეფეები ურთიერთდამოკიდებულების და ომში მონაწილეობის დეტალებს
ათანხმებდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ერეკლე
ახალციხეზე შეტევას გეგმავდა, სოლომონს იმერეთის ციხეების და
შავიზღვისპირეთის დაკავება აინტერესებდა. მოლაპარაკების შემდეგ, ერეკლემ
რუსეთისადმი მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაზარდა და 5-7 პოლკის გამოგზავნა
ითხოვა. ორივე სამეფო კარზე ვითარების გარკვევის შემდეგ ქობულაშვილმა ქართლ-
კახეთის სამხედრო და პოლიტიკური უპირატესობა დაინახა და მიიჩნია, რომ
დასახულ ღონისძიებაში ძირითადი როლი ქართლ-კახეთს უნდა შეესრულებინა. ეს
შთაბეჭდილება ერეკლეს ხელისუფლებამ, დიპლომატიური სვლებით, რუსეთის
ჯარის პირველი ნაწილების შემოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გააღრმავა.(1
საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 405.)

1769 წლის 5 ივნისს ერეკლე მეორე სწერდა ნ. პანინს: ,,...რომელიც ჩუენი დიდად
სასურველი არის ოსმალთათანა ბრძოლა, და ამას ზედ უწუევივართ თქუენს
გრაფობის ბრწყინვალებას შეწევნითა ღვთისათა ამაზედ გამზადებული ვართ...
ჩუენგან ჩუენის ვედრების მოხსენება ესე არს... გასწავლებული ჯარი გუიბოძოს, რომ
მისის იმპერატორების დიდებულების საფარუელი ჩუენდამო ყოველთა თანა
განცხადნეს და ჯარითა მით და რომელიც ჩუენ ჯარი გუყავს და შეძლება გუაქვს, ამა
ორითავე უმეტეს შეძლებისა ჩუენისა ოსმალთა თანა მტერობას სრულის წადილით
ვეცადნეთ"-ო.(АВПР, ф. Сн. России с Грузией, 1769-1776, оп. 110/2, д. 12, лл. 276-277;
Грамоты, II, вып. I, c. 6-7.)

მეფე დასძენდა, რომ ამ საფარველით (რუსის ჯარი) ჩემი ქვეშევრდომი


მაჰმადიანებიც და სხვებიც შიშით იძულებული გახდებიან შემიერთდნენ და მათაც
თურქების წინააღმდეგ გამოვიყენებო. წერილის დასასრულს მეფე ელჩის არტემ
ანდრონიკოვის რწმუნებას ადასტურებდა და წერდა: ,,... რომელნიც ამან
მოგახსენოსთ,ყოველსავე ერწმუნნეთ"-ო.

როგორც ხვაბულოვის მოხსენებიდან ირკვევა, ელჩს მეფისაგან დავალებული


ჰქონია ზეპირად განეცხადებინა ნ. პანინისათვის: 1)როცა რუსეთი მოსახერხებლად
დაინახავს ირანთან ომის დაწყებას, ერეკლეს სურს და შეუძლია კიდეც ომის დაწყება
ირანთან; 2) იმისათვის, რომ ირანი არ დაეჭვდეს ერეკლეს თურქეთთან ომის
დაწყებით და სიმშვიდე არ დაკარგოს, რუსეთის მთავრობამ წერილობით
დაარწმუნოს ირანი, რომ ერეკლეს სამზადისი მის წინააღმდეგ არაა მიმართული; 3)
საქართველოში წიაღისეულთა დასამუშავებლად, დამხმარე ჯართან ერთად,
გამოიგზავნოს სპეციალისტები. ერეკლეს ელჩს თან მიჰქონდა მოხსენებითი ბარათი
მეზობლების პლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

ერეკლეს ელჩი ა. ანდრონიკოვი ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა ქართლ-კახეთის


მეფეს ტოტლებენისგან ეუწყა, რომ მას დავალებული ჰქონდა ,,პირადად
განეცხადებინა ზოგი საიდუმლო".

ერეკლემ ხვაბულოვის თბილისში ყოფნისას, მიმოწერა გამართა ყიზლარის


კომენდანტთან და აცნობა თურქეთთან ომში მონაწილეობის სურვილი. მაგრამ
ერეკლე ამით არ დაკმაყოფილებულა. მას სპეციალურა დაუვალებია თავისი
დიპლომატიური შიკრიკისათვის: ყალბი ცნობები მიეწოდებინა პოტაპოვისათვის,
რომ ამით რუსეთის სამეფო კარზე თავისი დიპლომატიური ზეგავლენა მოეხდინა.
1769 წელს 28 მაისს ყიზლარში მისულ ერეკლეს შიკრიკს, ზურაბოვს, საქართველოს
მდგომარეობაზე კომენდანტის გამოკითხვის პასუხად ერეკლეს დარიგებით
განუცხადებია: ლეკები, რომლებიც აოხრებდნენ ქვეყანას, ახლა ერეკლე მეფის
მორჩილებასა და ერთგულებას უცხადებენ, მათგან 4 ათსიანი ჯარი ამჟამად ერეკლეს
სამსახურშია, თუ დასჭირდება, მეფე კიდევ მეტსაც გამოიყვანსო. ეს ცნობები
გასაგებია, რომ სიცრუე, მაგრამ ერეკლეს სათავისოდ უნდა გამოეყენებინა.(მასალები
XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების
ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკ. I, რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო, თბ.
1988, გვ. 94-95.)

1769 წლის აგვისტოს ბოლოს 480-კაციანი რუსული რაზმი გენერალ ტოტლებენის


მეთაურობით საქართველოს საზღვრეებში შემოვიდა და რაღაც საიდუმლო ცნობის
გასაზიარებლად ერეკლესთან შეხვედრა ითხოვა.შეხვედრა, რომელიც ხოდასთან
შედგა, ერეკლემ განსაკუთრებული დიდებულებით მოაწყო. (საქართველოს ისტორია
ოთხ ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 405)

ერეკლეს მზადყოფნა გამოუთქვამს „დახმარებოდა“ სოლომომ I. მაგრამ აქვე


მოუთხოვია, რომ რუსეთს გამოეგზავნა მისთვის 5 ათასიანი დამხმარე ჯარი; ერეკლე
აიმედებდა მათ, რომ დიდ ზიანს მიაყენებდა თურქებს და ამით დიდ ზიანს
მიაყენებდა რუსეთს. მას საკმარისად არ მიაჩნდა გამოგზვანილი რაზმი, იგი
მფარველობის შესახებ სიტყვიერ დაპირებასაც არ სჯერდება. მფარველობის ნამდვილ
გარანტიად მას 5 ათასიანი ჯარი მიაჩნია. (АВПР, ф. Сн. России с Грузией, , оп. 110/2,
д. 12, лл. 77; Грамоты, II, вып. I, c. 7.)ერეკლეს პრეტენზიის პასუხი მოურავოვსა და
ტოტლებენს ინსტრუქციის მეოთხე მუხლით წინასწარ მზად ჰქონიათ. მათ
იმთავითვე უპასუხნიათ : საკუთარი საჭიროება ჯარისა, გზის მოუგვარებლობა და
ჯარის მომარაგების სიძნელე; როგორც ჩანს მათთვის ისიც არ იყო გარკვეული თუ რა
სარგებელს მოუტანდა საქართველო რუსეთს. მეფე დაჰპირებია, რომ გზას
მოაგვარებდა, ჯარის შესანახად სურსათს იშოვიდა, რუსის ჯარის მიღებით თავის
ჯარს გაამხნევებდა და რუსეთისთვის სარგებლობაც გარანტირებული იქნებოდა.
(АВПР, ф. Сн. России с Грузией, ,1769-1770гг; оп. 110/2, д. 13, лл. 383-385; Грамоты, I,
c.64-66). ერეკლეს წინადადებებით ტოტლებენი იძულებული გამხადარა მეფისთის
თანხმობა მიეცა და დაეიმედებინა ის. ტოტლებენი შეჰპირებია, რომ სამეფო კარის
დაუკითხავად 1500 კაცს გადამოიყვანდა:...ამისა ღრაფობის ბრწყინვალებამ 1500 კაცი
აღვითქუა მაღალს კარს მოუხსენებლად“-ო. გარდა ამისა, ტოტლებენს ისიც
აღუთქვამს, რომ ის ნამდვილად მოახერხებდა 5000 ჯარის რუსეთიდან
გამოგზავნასაც. АВПР, ф. Сн. России с Грузией, ,1769-1776гг; оп. 110/2, д. 12, лл. 283;
Грамоты, II, вып. 1,c.14). ა. მოურავოვი სამეფო კარზე ერეკლეს კარგ რეკომენდაცისაც
აძლევდა:“ჭკვიანია, საქმიანია, გმირია. თანაც თვითმპყრობელია - მისი
ხელისუფლება განუსაზღვრელია, თავადები მისი მორჩილნი არიანო. ((АВПР, ф. Сн.
России с Грузией, ,1769-1770гг; оп. 110/2, д. 13, лл. 383-385; Грамоты, I, c.65-66)

საქართველოში მოსულ გენერალს და საგარეო საქმეთა კოლეგიის რწმუნებულს


შეუტყვიათ: სოლომონ მეფე უაღრესად სუსტია, ერეკლეს დახმარების გარეშე მას
არაფრის გაკეთება არ შეუძლია. საეჭვოა, რომ მან ერეკლეს დახმარების გარეშე
რუსეთიდან გამოგზვანილი რაზმის მომარაგებაც კი შეძლოს; სოლომონ მეფის
უერთგულესი თავადები: წერეთელი და იაშვილი, რომელთაც ემყარებოდა იგი
დადიანმა ღალატით მოუკლაო, - აცნობებდა მოურავოვი პანელს.((АВПР, ф. Сн.
России с Грузией, ,1769-1770гг; оп. 110/2, д. 13, лл. 383-385; Грамоты, I, c.65-66)
ტოტლებენიც ადასტურებდა მოურავობის თვალსაზრისს და გენერალი ითხოვდა 4-5
ათასი კაცის გამოგავნას, ერეკლე მეფის და მისი ახლობლების ორდერებით
დაჯილდოვებას და მეფისათვის ფულის გამოგზავნას. ამასთან, გენერალი ხაზსს
უსვამდა, რომ რუსეთის ჯარი ერეკლეს კი არ უნდა დაქვემდებარებოდა, არამედ
რუსეთის გენერალს. (АВПР, ф. Сн. России с Грузией, ,1769-1771гг; оп. 110/2, д. 22,
лл.2-5.) მეფე მტკიცედ იდგა თავის მოთხოვნებზე, აქედან ისიც ჩანს,რომ რუსი
მოხელეები ქართლ- კახეთის მეფისაგან დიდ სარგებელს მოელიან. ამიტომ, თუ
მტავრობისაგან დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგავდნენ, შეიძზლება ერეკლეს
ომში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. 1769 წლის 18 სექტემებრს ტოტლებენის წერილი
ასტრახანის გუბერნატორ ბეკეტოვსაც მიუღია და ორენბურგის დრაგუნთა პოლკიდან
ერთი ასეული, ასტრახანის გარნიზონიდა ერთი ქვეითი ასეული და ათასი ყალმუხი
გამოუყვია. ( ЦГВИА ,ф.20, рп.47, св.245, д.4,ч.I, Л.163.)

26 სექტემებრს ტოტლებენი იმერეთში ჩავიდა, 27 სექტემბერს იგი სოლომონს


შეხვდა და ქედმაღალი განცადებები გააკეტა თავისი მისის თურქთაგან იმერეთის
ციხების გათავისუფლების შესახებ. შემდეგ დიდხანს არ შეყოვნებულა
რუსთქართველა ლაშქრით შორაპნის ციხისკენ გაეშურა, სადაც თურქული
გარნიზონი იდგა. სოლომონმა მათ ციხის დაცლა შესთავაზა, თუმცა საგანგებო ცნობა
მიიღო იმერეთის დასავლეთ საზღვარზე შექმნილი გართულების შესახებ: დადიანი
და თურქული რაზმნი ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, ამიტომ რუსები შორაპანთან
დატოვა, თავად კი მტრის მოსაგერიებლად გაეშურა. ტოტლებენმა 13 ოქტომბერს
ალყა მოხსნა და ანტონ მოურავოვთან ერთად ცხინვალში რუსული რაზმებით
გადავიდა, სადაც ახალციხეზე გალაშქრების სამზადისს იწყებენ, დეკემბერში
ტოტლებნი მოზდოკს გაემგზავრა 1770 წლის 3 თებერვლისთავის საქართველოში
რუსის ჯარი 1228 კაცამდე გაიზარდა. 17 აპრილს მოკავშირეები აწყურის ციხეს
მიადგნენ. ტოტლებენს ციხის აღება სურდა, ერეკლემ მიიჩნია, რომ უმჯობესი
იქნებოდა ციხესთვის გვერდი აევლოთ, საფაშოს ტერიტორიაზე ღრმად
შეჭრილიყვნენ და აწყურის გარნიზონი კომუნუკაციებისაგან მოეწყვიტათ.
ტოტლებენმა შეტევა დაიჟინა ერეკლე მის ნებას დაჰყვა. (მოაწყო. (საქართველოს
ისტორია ოთხ ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 405-406.)

ციხის იერიშით აღება შეუძლებელი გახდა და გენ.ტოტლებენმა სცადა


გამოეწსორებინა შეცდომა და ერეკელს წინადადება მისცა, მტკვირის მარცხენა მხარეს
2000 კაცი გადაეყვანა ხიდით, ან ხიდი დაეწვა, რომ გარნიზონს დამხმარე ძალები არ
მიეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო კაპ.ლვოვის ტენდენციური მოხსენებიდანაც კი,
რომელიც ცდილობს ყველაფერი ერეკელს გადააბრალოს, ჩანს რომ ეს
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გვიან, როცა თურქების დამხმარე ძალები გამოჩნდა.
(АВПР, ф. Сн. России с Грузией, ,1769-1771гг; оп. 110/2, д. 13, лл.262-273.) რადგან
ციხეზე მისასვლელი გზა გადაჭრილი არ იყო, ახალციხის ფაშას უსარგებლია და
ციხეში ჯარები შეუყვანია, ხოლო 18 აპრილს ტოტლებენს ბრძოლა მიუტოვებია და
აწყურიდან წასულა. ერეკლეს უთხოვია ტოტლებენისთვის დაბრუნებულიყო: „ მე
მივალ და ღრაფს დიდად ვევედრე“ ,- სწერდა ერეკლე ვიცე-კანცლერ გოლიცინს,- და
ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კამანდისა ოფიცარი, ეგრეთ კამანდში ვაძლივე, და
მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ...იმ ჩემს ვედრებაზედ ორი ზარბაზანი
გამოაბრუნა და ერთს მაღალს გორაზედ აიტანა, რომელიც დიდად შორევდა
მტერზედ. მუნითგან 4-5 ზარბაზანი ესროლა და გაბრუნდა და აღმითქვა, რომ აქავ
ახლო ერთს ბალახიანს ადგილას ჩამოვხდებიო, და ამ სახით გამოიპარა“. (АВПР, ф.
Сн. России с Грузией, ,1768-1776гг; оп. 110/2, д. 12, лл.246-247; Грамоты, II, вып.I, 28.)

ქართველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაკი რუსეთის რეგულაური


ჯარები მოიშორა, ახალციხის ფაშას შეეძლო არახელსაყრელ პოზიციაზე მდგომი
ქართველებისთვის მტელი ძალებით შეეტია. ერეკლემ ასპინძის მიმართულებით
დაძრა ლაშქარი, ფაშამ მისთვის გზის გადაჭრა განიზრახა და აქ მოხდა გადამწყვტი
ბრძოლა, სადაც მტერი სასტიკად დამარცხდა.

ასპინძის ბრძოლას და ტოტლებენის ღალატზე ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი


სტრიქონი დაიწერა. მაგრამ მთელი ამ ეპოპეის ახსნა ტოტლებენის ახირებული
ხასიათით, მიუხედავად რუსის გენერლის ოდიოზურობისა, არ იქნებოდა
სამართლიანი. ხოდასთან ტოტლებენის და ერეკლეს შეხვედრისას, როგორც ჩანს,
ერეკლემ მოახერხა დაეყოლიებინა გენერალი, რომ მას მიღებული ინსტრუქციისთვის
გადაეხვია და ქართველებთან ერთად ლაშქრობა განეხორციელებინა. ეს ლაშქრობა
სხვადასხვა გარემოებათა გამო დაგვიანდა. სავარაუდოდ ტოტლებენმა ცენრტიდან
გაკიცხვის ბარათ და ბრძანება მიიღო: თავდაპირველი გეგმის შესაბამისად ემოქმედა
და იმერეთში გადასულიყო, თუმცა მისი გადაწყვეტილება იმანაც დააჩქარა, რომ
ქართველებმა დაპირებულზე ნაკლები ლაშქარი გამოიყვანეს ესაა მიზეზი, იმისა რომ
ტოტლებენმა მოღალატურად მიატოვა ერეკლე ბრძოლის ველზე და სამკვდრო
სასიცოცხლოდ გადაეკიდა მას, რითაც რუსული დიპლომატიის სამომავლო გეგმებიც
გამოაშკარავა.

ქართველებთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ ტოტლებენს თავისივე ოფიცრები


აუმხედრდენ, რომლებიც ხედავდნენ, რომ გენერალი რუსულ იარაღს ლაფს ასხავდა,
გაჭირვებაში ჩავარდნილი გენერალი ერთდროულად ჩაება ერეკლესა და საკუთარი
ოფიცრების წინააღმდეგ დაპირისპირებაში. მან იცოდა,რა რუსეთის მიერ
საქართველოს დაპყრობის პერსპექტიული გეგმა, თურქეთის საწინააღმდეგო
ოპერაციებში თავისი წარუმატებლობა, რომ გაემართლებინა, გადაწყვიტა
იმპერატორისთვის საჩუქრად ჯერ ქართლ-კახეთი, შემდეგ ალბათ მთელი
საქართველო მიერთმია, იგი დაუკავშირდა ოპოზიციონერ თავადებს და მეფის
წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზება დაიწყო. ამასთან ქართული ციხე-ქალაქების
დაკავების და მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებას
შეუდგა. ერეკლეს ერთგულ ქვეშევრდომთა და გონიერებით , მან შეძლო საფრთხის
თავიდან აცილება. არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ რუსეთის საიმპერტორო
კარი დიდ უკმაყოფილებას არ გამოთქვამდა, თუკი ტოტლებენი განზრახვას
განახორციელებდა და ქართლ-კახეთის მეფეს ტახტიდან გადააყენებდა. 60-იან
წლებში აშკარა გახდა საქართველოსთან რუსეთის დამოკიდებულების ჭეშმარიტი
მიზნები. ტოტლებენის დასავლეთში ლაშქრობის შედეგებზეც ცნობილია მისი
თვითნებობების შესახებ. ამის გამო საიმპერატორო კარმა ვითარების შესასწავლად
საქართველოში ნ. იაზიკოვი გამოგზავნა. მისი მოხსენების საფუძველზე დაასკვნეს,
რომ საქართველოში ტოტლებენი ,, რუსეთს უფრო სირცხვილს უხვეჭდა, ვიდრე
სახელს“. გენერალი რუსეთში გაიწვიეს და მის ნაცვლად სუხოტინი გამოამწესეს. მას
თურქეთის წინააღმდეგ, ქართველთა ძალებით ,,დივერსიების“ მოწყობა დაავალეს და
აუხსნეს, რომ ქართული მიწების შმოერთვება რუსეთის ინტერესებში არ შდიოდა.
რუსეთის ინტერესები საბოლოოდ მაშინ წარმოჩნდა, როცა სუხოტინს ცენტრიდან
ურჩიეს ქართველი ხალხის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცების
ტოტლებენის მიერ წამოწყებული ოპერაცია გაეგრძელებინა. თუ ეს თურქეთის
წინააღმდეგ ომში რუსთა წარმატებას შეეხებოდა, ერეკლეს და სოლომონის
მცდელობა რუსეთის ჯარის მეშვეობით საქართველოში თავისი პოლიტიკა
გაეტარებინათ, თავიდანვე განწირული იყო და ამას ვერავითარი მატერიალური
დაინტერესება, თუ სხვა ზომები ვერ შეცვლიდა.(საქართველოს ისტორია ოთხ
ტომად, ტომი III, თბ.,2014, გვ. 405-409).

რუსეთ-თურქეთის ომის დასასრულს ქართლ-კახეთის საგარეო გამგებლებმა მიიღეს


გადაწყვეტილება რუსეთში ქართველი ელჩობის გამგზავრების თაობაზე. 1772 წლის
იანვარში ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის მეთაურობით ელჩობა
გაიგზავნა პეტერბურგში. ელჩები გზაში იყვნენ, როცა საქართველოდან რუსეთს
ჯარის გაწვევის საკითხი გადაწყდა. მალე თურქეთთანაც საზავო მოლაპარაკება
დაიწყო. ამის შმდეგ ხელცარიელი გამოისტუმრეს ელჩობა სამშობლოში , რადგან
ერეკლეს წინადადების მიღება ტურქეთთან ომის გაჭიანურებასა და ირანთან
ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევდა, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელი არ იყო.

1772 წლის ზაფხულიდა დროებითი ზავი ძალაში შევიდა და 1773 წლის


ზაფხულამდე ქართველებს საომარი ოპერაციები არ უწარმოებიათ თურქეთის
წინააღმდეგ, მაგრამ ახალციხის ფაშამ არ დაიცვა დროებითი ზავის პირობები. 1772
წლის დეკემბერში ახალციხის ფაშას უსარგებლია ნურსალბეგის აქტიური
მოოქმედებით და მოთარეშე რაზმი გამოუგზავნია საქართველოში, რომელსაც
ქართლის სოფლები დაურბევია. 1773 წელს რუსეთ -თურქეთის საზავო
მოლაპარაკება უშდეგოდ დამთავრდა და საომარი მოქმედება განახლდა. ერეკლემ და
სოლომონმა ტოტლებენის ინტრიგებით შერყეული კავშირი აღადგინეს და
ახალციხის მიმართულებით ლაშქრობა გადაწყვიტეს. ამის გამო შესფოთებული
ახალციხის ფაშა ამოქმედდა. 1773 წელს, ოქტომბერში მეფეები ჯავახეთში შეიჭრნენ.
ახალქალაქის გარეუბნის დაკავების შემდეგ, ქართველებმა ოპერაციები ყარსის
მიმართულებით განახორციელეს და თვით არდაგანამდე მიაღწიეს, მაგრამ
სოლომონის ავადმყოფობის გამო ლაშქრობის გაგრძელება არ მომხდარა.1774 წელს
თურქებმა დადიანისა და აბაშიძის დახმარეით კვლავ სცადეს იმერეთის აოხრება,
თუმცა სასტიკად დამარცხდნენ.

1774 წელს რუსეთის მთავრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ქვეყნის


აღმოსავლეთ ნაწილში გლეხთა ომი ფართოვდებოდა. ამიტომ პირველი არმიის
სარდალს რუმიანცევს ავალებდნენ გადაელახა დუნაი და მთავარ სიმაგრეებზე
დარტყმით აეძულებია მტერი ზავი დაედო. 1774 წლის მაისსა და ივნისში რუეთის
ჯარებმა დუნაი გადალახეს და კურსი შუმლისაკენ აიღეს, სადაც დიდი ვეზირის
მთავარ-ბანაკი იყო, თურქები შეშინდნენ და ზავი ითხოვეს. 1774 წლის 10 ივლისს
სოფ.ქუჩუკკაინარჯში რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი დაიდო, რითაც მთავარ
უბანზე ომი დამთავრდა.

1774 წლის აგვისტოში რუსეტიდან ქართველი ელჩები დაბრუნდნენ. რუსეთის


წარმომადგენელმაც (ლვოვმა) საქართველო დატოვა. ამ ფონზე 1774 წლის 30
აგვისტოს ერეკლემ ახალციხის ფაშათან დროებითი ზავი დადო, რითაც საომარი
მოქმედება საქართველოში დამთვრდა.(ვ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ.1957, გვ.
127-129.)

რუსეთ-თურქეთის ომის შედეგები და ერეკლე II -ის საგარეო პოლიტიკა


რუსი და ქართველი ხალხების ბრძოლას თურქეთის წინააღმდეგ უშედეგოდა არ
ჩაუვლია. ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა მიიღო ქერჩისა და კინბურნის
ნავსადგურები, ხოლო რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაზე თავისყფალი ნაოსნობის
უფლება. ხანგრძლივი ბრძოლა შავ ზღვაზე გასვლისათვის რუსეთზე გამარჯვებით
დამთავრდა. გარდა ამისა, თურქეთმა ყირიმისა და სხვა თათართა ურდოების
დამოუკიდებლობის აღიარებით დაკარგა მნიშვლელობვანი რეზერვი, რომელსაც
რუსეთის წინააღმდეგ იყენებდა. რუსეთის სამხრეთ რაიონების უშიშროება ამიერიდა
უზრუნველყოფილი გახდა. ომის შედეგებმა განაპირობა ყირიმისა და ყაბარდოს
რუსეთთან შეერთების საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტაც.

ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება პირველი საერთაშორისო ტრაქტატია, სადაც ომში


დამარცხებული თურქეთი საზეიმოდ ხელს იღებს იმერეთის ხარკზე. ტრაქტატის 23-
ე მუხლში აღნიშნული იყო: ,, საზეიმოდ და ყველასთვის უარს ამბობს (თურქეთი)
ხარკის მოთხოვნაზე ქალების, ვაჟებისა და ყველა სახის სხვა
გადასახადებზე“( Договоры России с Востоком политические и торговые, издал Т.
Юзефович, СПб., 1569, стр.86.) რაც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი
ხალხის დიდი გამარჯვება იყო.

რუსეთთან ხანგრძლივმა ომმა თურქეთი საბოლოოდ გატეხა წწელში და


მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადააქცია. იგი ვალდებული იყო რუსეთისათვის
4,5 მილიონი მანეთი კონტრიბუცია გადაეხდა, რაც ისედაც ეკონომიკურად
ჩამორჩენილ ქვეყანას მძიმედ აწვა. ,,დამოუკიდებელი“ ყირიმი დღეს თუ ხვალ
რუსეთის ხელში უნდა გადასულიყო, რითაც თურქეთი საბოლოოდ უნდა
გამომშვიდობებოდა რეზერვს. ასეთ ვითარებაში იმერეთის ციხეებზე წამოჭიდებას
აზრი ეკარგებოდა, მითუმეტეს თურქებმა კარგად იცოდნენ, რომ იმერეთის მეფე
თურქეთისათვის უფრო ხელსაყრელ ვითარებაშიც არაფერს ფლობდა. რაკი იოდა,
რომ თურქეთი წელში იყო გატეხილი და თანაც მისი დასჯაც აკრძალული ქონდა,
არაფერს დათმობდა. თურქებმა ვერ გამოიყენეს ქუჩუკ-კაიანარჯის ტრაქტატის 23-ე
მუხლი.,, სოლომ მეფე ვერ დაიმორჩილეს, ვერც იმერეთის ციხეები ვერ დაიჭირეს.
მეფემ სავსებით მოსპო ტყვეთა სყიდვა. მტკიცე ხელით ალაგმა თავადების
აღვირახსნილობა... მეფე შესამჩნევად გაძლიერდა, მისი შიში და პატივისცემა
დასჩემდათ დადიანსაც და გურიელსაც. ქვეყანა დამშვიდდა და სწრაფად მოშენება
იწყო. ათიოდე წელიწადში მოსახლეობამ თვალსაჩინოდ მოიმატა.“(ნ. ბერძენიშვილი,
ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწ. I,გვ. 401-402.)

მართალია, ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოს სამხრეთ საქართველოს ვერ


უბრუნებდა და ქვეყანა რუსეთის მფარველობაში ვერ შეყავდა, მაგრამ მნიშვნელობა
მოკლებული არ იყო ის, რომ თურქეთს ამიერიდან ეკრძალებოდა ომში მონაწილე
ქართველებისათვის სამაგიეროს გადახდა, ხოლო პორტა ვალდებულებას
კისრულობდა:,,მათ შორის (ქართველები)არავინ თვლის თავს ქვეშევრდომად, გარდა
იმათი, ვინ მას ეკუთვნოდა უძველესი დროიდან.“(Договоры,36.)

დამარცხებული თურქეთის მეურვეობიდან გამოსულმა ,,დამოუკიდებელმა“


ყირიმის სახანომ ვერ შეძლო ყაბარდოს შენარჩუნება და იგი რუსეთს დაუთმო, ხოლო
შემდეგ საკუთარი დამოუკიდებლობაც დაჰკარგა. ყაბარდო-ყირიმის საკითხის
გადაწყვეტით რუსეთმა საბოლოოდ მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრ. კავკასიაში, რითაც
საქართველოსთან ურთიერთობა გააადვილა და გიორგიევსკის ტრაქტატიც დაიდო.
ასე განვითარდა მოვლენები საქართველოს ჩრდილოეთით რუსეთ-თურქეთის ომის
შემდეგ.

ერეკლემ აწეწილი საგარეო ვითარება 70-იან წლებში ადვილად მოაგვარა და


თურქეთი მას პატივით ეპყრობა, ეს მარტო ერეკლეს ნიჭის ნაყოფი არაა. იგი შედეგად
მოჰყვა ომში თურქეთის გატეხას, საერთაშორისო ვითარების შეცვლას და ქართველი
ხალხის გმირულ, თავგანწირულ ბრძოლას. (ვ. მაჭარაძე, ასპინძის ბრძოლა, თბ. 1957,
გვ. 130-135.)

XVIII საუკუნის 70-იან წლებში საერთაშორისო ვითარება ირან-ოსმალებს შორის


გართულდა. 1776 წელს 13 თვის ალყის შემდეგ, ირანის ჯარებმა ხელთ იგდეს დიდი
ეკონომიკური მნიშვნელობის სავაჭრო პუნქტი სპარსეთის ყურეში ქალაქი ბასრა და
საფრტხე შეუქმნეს ბაღდადს.

რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომში დამარცხებული ოსმალეთი ფინანსულ


სიძნელეებს განიცდიდა. მოშლილი მეურნეობა რუსეთის სასარგებლო
კონტრიბუციის დაფარვას ვერ აუდიოდა. ყირიმის საკითხის გამო რუსეთ-ოსმალოს
ურთიერთობა დაძაბული იყო.

ოსმალეთთან ომის წინ ქერიმ-ხანისათვის მეტად ძვირფასი უნდა ყოფილიყო


ერეკლეს პოზიცია. მეფე განსაკუთრებით უნდობლა უყურებდა ქერიმ-ხანს. საამისოდ
მიზეზიც ქონდა-ირანის ვექილი თავისთან დიდი პატივით ინახავდა ქართლის
ტახტის მაძიებელ, რუსეთიდან ,,გამოპარულ“ ალექსანდრე ბაქარის ძეს. ქერიმ-ხანმა
ერეკლეს დიდი საჩუქრები გამოუგზავნა და ,, წყალობა სიყვარულის“ სიტყვა
შემოუთვალა 1777 წლის 24 ივლისს. ამაზე მარტში ქართლ-კახეთის მეფეს ძვირფასი
საჩუქრები, წყალობა და სიყვარული სიტყვები ხონთქარისაგანაც მოუვიდა. ერეკლემ
საქმის ვითარება აწონ-დაწონა და ოსმალეთისათვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა.
1778 წლის 23 მაისს ქართლ-კახეთსა და ოსმალეთს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ამაზე ცნობებს თურქი ისტორიკოსი ჯევდეთ-ფაშა წერს: ,, ხელშეკრულების
თანახმად, ერეკლე კისრულობდა ხელი შეუშალოს აზერბაიჯანის ხანების კავშირს
ირანის შაჰთან-ქერიმ-ხანთან,“ რომ ,,მისი დიდებულება ფადიშაჰისაგან მას მიეცემა
ერთგვარი შესაძლებლობა თავისი ძალებისა და ძლიერების უზრუნველსაყოფად“.
(კაკაბაძე,1991:21.) მ. სამსონიძე ამ ფრაზაში თურქეთის მხრიდა ერეკლეს მიერ
იმერეთის შეერთების დასტურს გყლისხმობს. როგორც ჩანს, აღნიშნულ შეთანხმებაში
იმერეთის მეფემ თავის საწინააღმდეგო აქცია განჭვრიტა და ერეკლე წინააღმდეგ
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის განეწყო. მ. სამსონიძე ამაზე წერს :,,
სოლომონმა კარგად იცოდა ქართლ-კახეთის და თურქეთის შეთანხმების შინაარსი,
რაც როგორც უკვე ჩვენ გვგონია იმაში მდგომარეობდა, რომ ერეკლე უარს ამბობდა
ირანის ქვეშევრდომობაზე, აღიარებდა სულთნის უზენაესობას, კისრულობდა თავის
სამფლობელოში არ დაეშვა რუსეთის ფეხის მოკიდება, სამეგრელოს სულთნის კარი
მას ,,უთმობდა“ თავის უფლებებს დასავლეთ საქართველოზე.

აღსანიშნავია ახალციხის ფაშის სულეიმანის ურთიერთობა ერეკლე მეორესთან. თუ


აქამდე ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ხელშეკრულების საწყის სტადიაზე სულეიმან
ჯაყელი ამ მოლაპარაკებაში შუამავალი იყო, ამის შემდეგ გაცივდა მათ შორის
ურთიერთობა, რაც იმაშიც გამოხატებოდა, რომ სულეიმანმა თავშესაფარი მისცა
ირანიდან დაბრუნებულ ალექსანდრე ბატონიშვილს და თანაუგრძნობდა
სოლომონთან ერტად ერეკლეს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ოსმალეთს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ქართლ-კახეთთან კარგი ურთიერთობის


დამყარება, რათა მომავალში არ მომხდარიყო რუსი ჯარის შემოყვანა, რაც ოსმალეთს
იძულებულს ხდიდა ქართლ-კახეთისათვის დაეთმო ახალციხის საფაშო, იმერეთი და
პარიტეტულ საწყისზე დაედო ხელშეკრულება. მ. სამსონიძეს მოჰყავს იესე ოსეს ძის
ციტატა:,, იყო დიდს მზადებაში და ჰყუა ჯარი დაბარებულ ლეკისა,მ ოსისა, ქისტისა,
ქართლისა, კახეთისა და არავინ იცოდა, თუ სად ნებავს წასვლა და იყო დიდ საქმეში
შესული...“.(ბარათაშვილი, 1983;673.) ეს ხდება 1778 წლის შემოდგომაზე. მ.
სამსონიძის აზრით ეს ჯარი ერეკლეს იმერეთში შესაჭრელად ჰყავდა
მობილიზებული. სინამდვვილეში კი ერეკლემ ეს ჯარი იმავე წელს განჯის ხანის
დასაჯელად გამოიყენა.სოლომონ პირველის ინტერესებში, სულეიმან ჯაყელთან
ერთად შდიოდა ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ხელშეკრულების განეიტრალება. ამ
კავშირის საწინააღმდეგო იარაღად, როგორც სოლომონ ასევე რუსეთს, ქართლის
ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე მიაჩნდა.

რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომის დროს სამხრეთ საქართველოს


ტერიტორიებზე პრეტენზია სოლომონსაც ჰქონდა. ქართლ-კახეთ-ოსმალეთის
ხელშეკრულების ჩვენეული ინტერპრეტაციით სოლომონ და სულეიმან ფაშას
გაღიზიანების საფუძველი აშკარა ჰქონდა, ვინაიდან ორივე ერეკლეს საკუთარი
ტერიტორიების მიმტაცებლად თვლიდნენ. რაც შეეხება სოლომონს, მისი შიშის
ხარისხი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ერეკლეს მისი მიწების
მიმტაცებელი და მის საპრეტენზიო ტერიტორიების, ისტორიული სამცხე-
საათაბაგოს მფლობელად იყო აღიარებული.

ამრიგად მართალია ხელშეკრულება საიდუმლო იყო, მაგრამ საკითხის ირგვლის


არსებიული დამატებითი წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობამ იმ
დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ერეკლე მეორესა და
სულთანს შორის დადებულ იქნა პარიტეტულ საწყისებზე, რომელიც მიმართული
უნდა ყოფილიყო, როგორც ირანის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ.ვინაიდან ამ
შემთხვევაში ირანი და რუსეთი ერთგვარ მოკავშირეებსაც კი წარმოადგენდნენ
ერეკლეს წინააღმდეგ, ამის თქმის საშუალებას აძლევდა ალექსანდრე ბაქარის
ძის ,,მოღვაწეობა“ რუსეთსა და ირანში, რომლის მიზანს ქართლის ტახტის დაკავება
წარმოადგენდა. ტახტის დაკარგვის შიშმა კი ერეკლე აიძულა თურქეთთან მოკავშირე
და პარტნიორი ეძია რუსეთ-ირანის კავშირის წინააღმდეგ. (რ. გოგოლაური,
საისტორიო ძიებანი,თბ.,2017, გვ. 269-273.)(1)ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს
ისტორიის საკითხები, ტ.VI, თბ.,1973; (2)ს. კაკაბაძე, კრწანისის ომი, თბ.,1991. (3)მ.
სამსონიძე, საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ცდები XVIII საუკუნის მეორე
ნახევარში, საისტორიო ალმანახი ,,კლიო“ 19, თბ.,2003.(4)საქართველოს ისტორია
უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. ტ. III, თბ.,2012.(5)ი. ბარათაშვილი,
ცხოვრება ანდერძი, ქართული პროზა, ტ.V, თბ.,1983.(6)М.Броссе ,переписка
Грузинских царей с россискими государямы, СПБ., 1861.)

You might also like