You are on page 1of 15

ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის წყაროები

ადრეფეოდალური ხანის საქ. ისტორიის შესწავლა ხდება სხადასხვა სახის საისტორიო წყაროების
მეშვეობით. მათ შორის ძირითადს ორიგინალური ქართული წყაროები შეადგენს.საისტორიო
თხზულებებიდან უძვლესად მიიჩნევა - „ქართლის moqcevis“ ქრონიკა, რომელიც სათანადოდ არის
შესწავლილი და არაერთხელ გამოცემულიც. იგი შეიცავს მოკლე, მნიშვნელოვან ცნობებს IV-VII საუკუნის
საქართველოს შესახებ. იგი მოკლედ მოგვითხრობს პოლიტიკურ ისტორიას: მეფეთა ზეობას, ქართლის
ურთიერთობას ირანთან თუ ბიზანიტიასთან, ირანის მიერ ქართლის პირველად დახარკვას, ვახტანგ
გორგასლის მეფობას, მეფობის გაუქმებას, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას და აგრეთვე ეკონომიკურ
ისტორიას.

ადრეფოდალური ხანის ისტორიას გადმოგვცემს ლეონტი მროველი თავის თხზულებაში: „ცხოვრება


ქართველ მეფეთა“ და „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“. მისი თხზულებების ძირითად ნაწილს საქართველოს
უძველესი ისტორია შეადგენს, მაგრამ აგრეთვე საინტერესო ცნობებს გვაძლევს IV-V საუკუნის პოლიტიკურ
ისტორიაზე. აგრეთვე ქართლში ქრისტიანობის გავრცელებაზე და სახელმწიფო სარწმუნოებად
გამოცხადებასთან დაკავშირებით. ადრეფეოდალური ხანის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი
უჭირავს ვახტანგ გორგასალს, რომლის ცხოვრებას აღწერს XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი -
მისი ნაშრომით „ცხოვრება ვახტან გორგასლისა“, რომელიც შესულია „ქართლის ცხოვრების“ კრებულშივე.
მართალია ჯუანშერის თხზულების ზოგი ადგილი ზღაპრულია და ლეგენდარული შინარსისაა, მაგრამ ის
უმთავრესი წყაროა ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ძალიან საინტრესეოა, აგრეთვე, XI
საუკუნის ისტორიკოსის სუბმატ დავითის ძის თხზულება „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. ეს
თხზულება მიმოიხილავს საქ. ისტორიას XI ს. 40-იან წლებამდე. ივ. ჯავახიშვილის მითითებით,
განსაკუთრებით მნიშვნელობას სუბმატის შრომას ის გარემოება ანიჭებს, რომ მისი ცნობების სიმართლეს
ადასტურებს სხვა პარალულური ქართული და უცხოური წყაროები. ამასთანავე ეს თხზულება
განსაკუთრებულია ქრონოლოგიური სიუხვით.ასევე უმნიშვნელოვანესიაXI ს. IIნახევრის უცნობი
ისტორიკოსი, თავისი თხზულებით „მატიანე ქართლისაი“, რომელიც აგრძელებს ჯუანშერის ისტორიას
მაშასადამე მოგვითხრობს საქ. ისტორიას VIII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის 80-იან წლებამდე. მისგან
მიგვიწვდება ხელი VIII-X ს.ს. ადრეფეოდალური ხანის უკანასკნელი ფეოდალური დაქუცმაცებულობის
პერიოდის შესახებ. ეს კი არის სამეფო სამთავროთა წარმოქმნის, პირველობისთვის მათი ბრძოლისა და საქ.
გაერთიანების პერიოდი.

უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული მწერლობის ძეგლებს, რომელთაგანც უძველესია


იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რომელიცV ს.80-იან წლებში დაიწერა. ირანელთან ბატონობაზე
ქართლში ცნობას გვაძლევს VI ს. ძეგლი „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, რომელიც დაიწერა ჩვენთვის
უცნობი ავტორის მიერ. არაბთა ბატონობა ქართლში VIII ს. 40-იან წლებიდანასახულია იოანე საბანისძის
„წამება ჰაბოს“-ში. მასში ასევე ფრიად საინტრესო ცნობებია VIII ს.II ნახევრის დას. საქართველოს
მდგომარეობის შესახებ. არაბთა მმართველობის ბოლო მესამე პერიოდზე მოგვითხრობს IX საუკუნის,
უცნობი ავტორის თხზულება „ცხოვრება და წამებაი კონსტანტინესი ქართველისი“, რომელშიც მოკლედ
არის აღწერილი ბუღათურქის ლაშქრობა. X საუკუნის ავტორის, სტეფანე მტბევარის, თხზულებაში „წამებაი
გობრონისი“, აღწერილია არაბი სარდლის აბულკასიმის ლაშქრობა.

IX-X საუკუნის საქ. ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება


იმდროინდელსაეკლესიომოღვაწეთა ცხოვრების აღწერას. ქართული მწერლობის ერთ-ერთი შესანიშნავი
ძეგლი - ბასილი ზარზმელის „ცხოვრება და მოქალაქეობა სერაპიონისი“ შესანიშნავ მასალს გვაწვდის
იმდროინდელი სამხ. საქართველოს სოციალურ ყოფაცხოვრებაზე, ეკონომიკაზე და საისტორიო
გეოგრაფიაზე. განსაკთრებით უნდა გაესვას ხაზი გიორგი მერჩლის თხზულებას - „გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრება“, რომელიც 950 წელს არის დაწერილი. თხზულებაში ასახულია VIII-IX საუკუნის ტაო-
კლარჯერთის, სამხ. დას. საქართველოს ისტორიის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური
ვითარება.ქართლში ქრისტიანობის გავრცელებაზე, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე
პირველხარისხოვან ცნობებს გვაწვდის „წმინდა ნინოს ცხოვრება“ და „წამებაი ყმათაი რიცხვთ ცხრათაი“.

ქართული ისტორიული დოკუმენტები ჩვენ VI საუკუნიდან მოგვეპოვება. ჯერჯერობით მათ შორის


უძველესად მიჩნეული ამოკვეთილია ქვაზე, სტელებზე და ა.შ. ამ ხნის საქ. ისტორიის შესწავლისათვის
უმნიშვნელოვანესია ეპიგრაფიკული მასალა. მაგ: ატენის სიონის წარწერა, რომელიც ცნობებს გვაწვდის
ბუღა თურქის საქართველოში ლაშქრობისა და მის მიერ თბილისის დაწვის შესახებ.

IV-V ს.ს. საქ. ისტორიის შესახებ წყარეობის სიმწირის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
V საუკუნის მდიდარ სომხურ საისტორიო მწერლობას. Vსაუკუნის I ნახევრის ავტორის კორიენის
თხზულება სომეხთა დიდი განმათლებლის „მაშტოცის ცხოვრებას“ ეძღვნება, მაგრამ საკუთრივ
მოთხრობილია სომხეთის, იბერიისა და ალბანეთის ისტორიის ზოგი ფაქტი IV-V საუკუნეში. საინტერესოა
ფავსტოსბუზანდის „სომხეთის ისტორია“, სადაც მოთხრობილია მნიშვნელოვანი ცნობები სომხეთისა და
ქართლის ურთიერთობის, იბერიაში ფარნავაზიანთა დინასტიის მეფობის შესახებ და სხვ.
უმნიშვნელოვენისა მოვსეს ხორანეცის „სომხეთის ისტორია“,რომელიც დაწერილი უნდა იყოს V ს. 70-იან
წლებში. იგი გვაძლევს ცნობეს: ქართლის მეფე მირიანის, წმინდა ნინოს, ქართლში ქრისტიანობის
გავრცელების შესახებ.

ადრეფეოდალური ხანის საქ. ისტორიის შესწავლაში განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება


ბიზანტიურ წყაროებს. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპიკესარიელის ცნობები მრვალმხრივია, მაგრამ
განსკაუთრებით საინტერესოა მისი ცნობები ბიზანტია-ირანის მიერ ეგრისში წარმოებული ოცწლიანი ომის
„დიდი ომიანობის“ შესახებ. აგათა სქოლასტიკოსი, თავის თზულებაში „იუსტიანიანეს მეფობის შესახებ“ III
საუკუნის II ნახევრის პერიოდს აღწერს, თუმცა სრულად არა. მაგრამ ის, რაც აღწერილია წარმოადგენს
ძირითად წყაროს აღნიშნული წლების ისტორიისთვის.

ადრეფეოდალური ხანის უკანასკნელი პერიოდის საქ. ისტორიის შესახებ უმნიშვნელოვანესია


არაბული წყაროები.. მათი ცნობები ჩვენთვის განსკუთრებით საინტერესეოა თვით არაბთა ლაშქრობისა და
საქართველოში მათი თანდათანობით დამკვიდრების ისტორიის შესასწავლად.

ადრეფეოდალური ხანის ისტორიის წყაროების მიმოხილვა სრულყოფილი არ იქნება, თუ არ


ვახსნებეთ არქეოლოგიურმასალას, განსაკუთრებით მდიდარი მასალა იქნა მოპოვებული საქართველოს
სამაროვნებსა და ნაქალაქებში. მოპოვებულმა მასალებმა სავსებით დაადასტურეს წერილობით წყაროების
სინამდვილე.
დიაოხი და კოლხა

ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩდნენ ქრ.შ–მდე XIII საუკუნიდან, როდესაც
მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძლიერესი სახელმწიფო–ხეთების იმპერია და მითანის
სამეფო.ხეთების სახელმწიფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოჭრილმა ე.წ „ზღვის ხალხებმა“ ,რის
შემდეგაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრნენ მუშქები–მესხების ქართველური ტომების
წინაპრები.მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა. მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგლათფილესერ I–მა
ქრ.შ–მდე 1112წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით,ქართველ ტომთა გაერთიანების დაიანეს
წინააღმდეგ.დაიან ანუ დიაოხი ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი
გაერთიანება იყო. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I–ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას
დაუპირისპირდა დაიაენის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა მეზობელი ქვეყნების 60 „მეფის“
ლაშქარი.ასურეთის მეფემ გაიმარჯვა, დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა თავის
დედაქალა აშურში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა.ტიგლათფილესერ I–ის
მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა
ჩრდილოეთის ქვეყნებზე.

ძვ. წ. XI საუკუნიდან, ვიდრე IX-VIII სს.ლურსმული წარწერები სდუმან ჩვენთვის საინტერესო


გაერთიანებების – დიაოხისა და კოლხას შესახებ. წარწერების ეს დუმილი არ შეიძლება ამ გაერთიანებათა
დასუსტება-განადგურებით ავხსნათ. პირიქით, ეს პერიოდი მათი განმტკიცება-გაძლიერების ხანა უნდა
ყოფილიყო და ამ დუმილს სხვა ახსნა უნდა მოვუძებნოთ: მალე, ძლევამოსილი ტიგლათფილესერ I-ის (1115-
1077) შემდეგ, ასურეთი სუსტდება და რამდენიმე საუკუნის მანძილზე აწარმოებს მძიმე თავდაცვით
ბრძოლებს არამეელი ტომების წინააღმდეგ. ასურეთს ამ დროს არაა აქვს შესაძლებლობა შეტევა
განახორციელოს ისეთი შორეული ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც დიაოხი ანდა კოლხა იყო. როდესაც ძვ.
წ. IX ს. ასურეთი ხელახლა ძლიერდება და ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობებსაც ანახლებს, ცნობები დიაოხის
შესახებ კვლავ ჩნდება ასურულ ლურსმულ წარწერებში, ხოლო მალე დიაოხის, ისევე როგორც კოლხას
შესახებ ბევრია ლაპარაკი აგრეთვე ურარტულ ლურსმულ წარწერებშიც. ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ
საუკუნეებში ამიერკავკასიის სამხრეთით მდებარე მიწა–წყალზე საერთოდ აღარ არსებობს რომელიმე დიდი
და ძლიერი სახელმწიფო. მახლობელ აღმოსავლეთში ესაა მცირე სახელმწიფოების ეპოქა. ესეც
ხელისშემწყობი გარემოება იყო დიაოხისა და კოლხას გაძლიერებისათვის. მაგრამ, ძვ. წ. IX საუკუნიდან
ვითარება შეიცვალა. ასურეთი ისევ გაძლიერდა და განაახლა შეტევა მეზობლებზე. მეორე მხრივ
ამიერკავკასიის ქვეყნებთან კიდევ უფრო ახლოს ჩამოყალიბდა მეორე ძლიერი სახელმწიფო – ურარტუ.
დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათან იკრებს ძალას. ასურეთის სამეფო განსაკუთრებით შეავიწროვა
ურარტუს ახლადწარმოქმნილმა სახელმწიფომ. მახლობლად ძლიერი ურარტუს სახელმწიფოს გაჩენით
დიაოხის მდგომარეობა ძალზე გართულდა. ურარტუ მისთვის უმთავრესი საფრთხე ხდებოდა. შეიძლება
ამიტომ იყო, როდესაც ძვ. წ. 845 წ., ურარტუს ტერიტორიის დარბევის შემდეგ, მის საზღვრებთან ასურეთის
მეფის სალმანასარ IIIის ლაშქარი გამოჩნდა, დიაოხის მეფე ასია იჩქარის გამოცხადდეს ასურელთა წინაშე
ძღვენით და ამით ერთგულება დაუდასტუროს მათ. იმ სიენის შთამომავალი, რომელიც ადრე,
ტიგლათფილესერ I-ის დროს, სათავეში ედგა ჩრდილოეთის ხალხების - ნაირის ქვეყნების ბრძოლას
ასურელთა წინააღმდეგ ახლა, ჩანს, უბრძოლველად ემორჩილება ასურელებს.. ასურელებთან
უბრძოლველად გამოცხადება და ცხენების მირთმევა დაიაენის (დიაოხის) მეფის მხრივ ასურელების
მიმართ მხოლოდ და მხოლოდ შიშით როდი იყო გამოწვეული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიაოხის მეფეს
შორსმიმავალი იმედები ამოძრავებდა – იგი იმედოვნებდა ძლიერი ასურეთის მოკავშირედ გახდომას და
მისი დახმარებით უფრო საშიში მტრების - ურარტუსა და კოლხას (კოლხეთის) შემოტევის მოგერიებას.
მაგრამ ასურეთზე ორიენტაცია დიაოხისათვის უპერსპექტივო აღმოჩნდა. ძვ. წ. IX ს. ბოლოსა და VIII ს.
პირველ ნახევარში გაძლიერებულმა ურარტუმ ასურეთს არა მარტო გზა გადაუღობა ასე ჩრდილოეთით
მდებარე რაიონებისაკენ, არამედ ბევრად უფრო სამხრეთით დაუწყო მას შევიწროება. დიაოხი ძლიერი
ურარტუს პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა. მაგრამ მას ბევრი მოკავშირე აღმოაჩნდა სამხრეთ
ამიერკავკასიის ტომთა შორის, რომლებიც ასევე შეწუხებული იყვნენ ურარტელთა ყაჩაღური
ექსპედიციებით. დიაოხი, როგორც ყველაზე ძლიერი სამხრეთ ამიერკავკასიის ტომთა ამ გაერთიანებებს
შორის, ჩანს, ურარტუს წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა ამ მხარეში. ამიტომაც, ბუნებრივია, ურარტუს
მეფეები ცდილობენ, პირველყოვლისა, მის განადგურებას. მისი მეფე მენუა კლდდეზე ამოკვეთილ ერთ–
ერთ თავის წარწერაში მოგვითხრობს დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლებზე. მას დაურბევია დიაოხის ქვეყანა
,მისი მეფე უტუფურსი დაუმორჩილებია. ურარტუს მეფეებმა დიაოხს სამხრეთი ნაწილი წაართვეს და
თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იქ ციხესიმაგრეები ააგეს. ურარტუს შემოსევებმა დაასუსტა
დიაოხი. მის საბოლოო განადგურებაში მონაწილეობა მიიღო მისმა ჩრდილოეთელმა მეზობელმა
,დასავლეთ საქართველოს მეორე დიდმა სახელმწიფოებრივმა გაერთიანებამ –კოლხამ. ქრ.შ VIII საუკუნეში
დიაოხმა შეწყვიტა არსებობა.მისი ტერიტორიის ნაწილი ურარტუელებმა დაიკავეს, ხოლო ჩრდილოეთი
მხარე კოლხას შემადგენლობაში შევიდა.

ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ქრ.შ–მდე XII საუკუნიდან იხსენიებიან. ამ დროს ისინი ჯერ
კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდნენ.ამ დროს აქ თითქოს მყარი ტომთა
კავშირიც კი არ უნდა ყოფილიყო ,მაგრამ განვითარება აქ უცილობლად ამ მიმართულებით მიდიოდა: ხან
თავდაცვითი და ხან შეტევითი მიზნით იქმნებოდა, როგორც ვხედავთ, დიდი გაერთიანებები კოლხური
ტომებისა, რომლებიც თანდათან უფრო მყარ გაერთიანებებში უნდა გადაზრდილიყო. ამ ადგილებში კარგი
პირობები არსებობდა აგრეთვე მეურნეობის მთელი რიგი დარგების, განსაკუთრებით მესაქონლეობისა და
მეტალუგრგიის დაწინაურებისათვის. რკინის სამრეწველო გამოყენებაზე სწრაფმა გადასვლამ, აგრეთვე
წინააზიური კულტურის ცენტრებთან სიახლოვემ და მათთან უშუალო კონტაქტმა სწრაფი ტემპით წაიყვანა
აქაური მოსახლეობის კონსოლიდაცია და სოციალურ-ეკონომიური განვითარება.

აღნიშნული არამყარი გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდა ძლიერი კოლხური გაერთიანება – კოლხეთის


სამეფო. ძვ. წ. VIII ს. შუა ხანებში, როდესაც მასთან ბრძოლები უხდება ურარტუს ძლიერ სახელმწიფოს,
კოლხეთი უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეულია. ეს ტრანსფორმაცია ტიგლათფილესერ I-ის შემდგომ
ხანაში, ძვ. წ. XI–IX სს. მანძილზეა სავარაუდებელი. სწორედ ამ დროს კოლხეთი გადაიქცა მყარ და ძლიერ
გაერთიანებად, რომელმაც თავისი გავლენა განავრცო სამხრეთ–აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთის ვრცელ მიწა–წყალზე. ამან, უეჭველია, ხელი შეუწყო ამ მხარეში მცხოვრები ტომების
კულტურული მონაპოვრების ურთიერთგაზიარებას და აქ მცხოვრები მოსახლეობის იმ კულტურული
ერთობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, რომელიც “კოლხური კულტურის” სახელითაა ცნობილი.
ისტორიულ კოლხეთს პირველი ბერძენი ზღვაოსნები, მეკობრეები და კოლონისტები, ჩანს, სწორედ ამ
დროს, ძველი კოლხური გაერთიანების ძლიერების პერიოდში გაეცნენ.ამ სამეფოს ძლიერებამ და
ბრწყინვალებამ ისეთი ძლიერი გავლენა მოახდინა მათზე, რომ თავის მითებსა და თქმულებებში ძველმა
ბერძნებმა კოლხეთს საპატიო ადგილი მიუჩინეს. ასე მაგალითად, თქმულება არგონავტების შესახებ
ზღაპრულ ამბებთან ერთად, ამ თქმულებაში ისტორიული სინამდვილეც არის ასახული. კოლხეთის
სამეფოს აღწერისას მასში აირეკლა რეალურად არსებული დიდი კოლხური გაერთიანების დიდება და
ბრწყინვალება. ურარტუსთან ალიანსი დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ. წ. VIII საუკუნიდან მის წინააღმდეგ
ბრძოლას იწყებს თვით ურარტუ, რომლის მეფემ სარდურ II–მ ორგზის დალაშქრა კოლხეთის ტერიტორია,
დაიპყრო სამეფო ქალაქი „ილდამუში“ .ამ ბრძოლებმა დაასუსტა კოლხეთის სამეფო,რასაც დაერთო
კიმერიელების, მოგვიანებით კი სკვითების შემოსევები.
.strabonis 4 gvari

ელინისტური ხანის ქართლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების შესასწავლად ძალზე


მწირი ცნობები მოგვეპოვება.ძირითად ცნობებს არქეოლოგიური მასალა გვაძლევს,რომელიც მცხეთის
ტერიტორიაზეა მოპოვებული. არქეოლოგიური მასალა რა თქმა უნდა სრულყოფილი არ არის ,მაგრამ
ხარვეზს ავსებს ძველი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობები იბერიაზე.

ერთ-ერთ ცნობაში სტრაბონი იბერიის აღწერილობის დასასრულს აღნიშნავს: “ადამიანთა ოთხი გვარი
მოსახლეობს ამ ქვეყანაში: ერთი გვარია და პირველი, რომლისაგანაც მეფეებს სხამენ მახლობლობისა და
ასაკის მიხედვით უხუცესს, ხოლო მეორე ამ გვარიდან მოსამართლეობს და მხედართმთავრობს. მეორე
გვარი არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ, აგრეთვე მეზობლებთან სამართალზე. მესამე გვარი არის
მხედართა და მიწის მოქმედთა. მეოთხე გვარი არის ხალხისა, რომლებიც სამეფო მონები არიან და აკეთებენ
ყველაფერს, რაც ცხოვრებისათვის არის საჭირო. საზოგადო აქვთ მათ ქონება ნათესაობისდა მიხედვით.
მართავს და განაგებს თითოეულს უხუცესი”.

პირველყოფილი-თემური წყობილების პირობებში მცხოვრებ მთიელებს ეს დაყოფა, საეჭვოა, რომ


შეეფერებოდეს, ამიტომაც სტრაბონისეული დაყოფა იბერიის მოსახლეობისა „ოთხ გვარად“, მხოლოდ და
მხოლოდ იბერიის დაბლობის მოსახლეობას განეკუთვნება. ს. ჯანაშია და სხვა მკვლევარნი იმ აზრისანი
არიან, რომ სიტყვა „გვარს“ სტრაბონი ამ შემთხვევაში ხმარობს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის,
სხვადასხვა სოციალური ფენის აღსანიშნავად.

სადავოა ისიც თუ რას გულისხმობს სტრაბონი შემდეგი სიტყვებით: „საზოგადო აქვთ მათ ქონება
ნათესაობისდა მიხედვით. მართავს და განაგებს თითოეულს უხუცესი“. ს. ჯანაშიას აზრით, უაზრობაა
ფიქრი თითქოს პირველ „სამეფო გვარს“ და „სამეფო მონებს“ შეიძლებოდა ჰქონოდათ საერთო ქონება და ამ
ქონების საერთო მმართველობა. ამიტომ ეს მოსაზრება, მისი აზრით, მარტო „მეოთხე გვარს“ უნდა
ეკუთვნოდეს და არა იბერებს საერთოდ. ივ. ჯავახიშვილი სამართლიანად ფიქრობდა, რომ ცნობა „საერთო
ქონების“ შესახებ, რომელსაც „უხუცესები“ განაგებენ, უნდა ეკუთვნოდეს იბერიის მოსახლეობის ყველა
საგვარეულოს, მაგრამ არ შეიძლება ამასთან ერთად, გავიზიაროთ მისი მოსაზრება, რომ ამ დროის
იბერიაში, გვაროვნული წყობილება უნდა გვქონდეს. ამას ეწინააღმდეგება ცნობა „სამეფო გვარისა“ და
„ლაოის“ – „სამეფო მონების“ ფენების არსებობის შესახებ. ამიტომ უფრო მართებული იქნება ვიფიქროთ,
რომ აქ საქმე გვაქვს კლასობრივ საზოგადოებასთან გვაროვნული წყობილების ძლიერი გადმონაშთებით.

სტრაბონის ცნობებში შეინიშნება ორი თვალშისაცემი ხარვეზი. პირველი ხარვეზი არის ის, რომ სტრაბონის
ცნობებში არ არიან მოხსენიებულნი „ვაჭრები და ხელოსნები“, რომლებიც საკმაო რაოდენობით
ცხოვრობდნენ იმდროინდელ იბერიაში. ქალაქების, სავაჭრო-სახელოსნო ცენტრების არსებობა უეჭველად
გულისხმობს ამგვარი ფენის არსებობას. თვით სტრაბონი იბერიის აღწერისას ხაზს უსვამს, რომ იბერია
მეტწილად კარგად არის დასახლებული ქალაქებით და დაბებით. მეორე ხარვეზი, რომელიც სტრაბონის
ცნობაში შეინიშნება, მონობის მოუხსენებლობაა, მაგრამ ეს სავსებით გასაგებია, რადგანაც მონები არ
ითვლებოდნენ იბერიის საზოგადოების წევრებად.

იბერიის მოსახლეობის სოციალური შედგენილობის შესახებ სტრაბონის ცნობაში არსებულ ხარვეზებზე


საუბრის შემდეგ, განმარტებას საჭიროებს, აგრეთვე ამ საზოგადოების ის სოციალური ფენებიც, რომლებიც
მასშია მოხსენიებული. სახელდობრ, „ლაოი“, რომელიც მცირე აზიაში, წარმოადგენდა ფართოდ
გავრცელებულ სოციალურ ტერმინს.

სტრაბონის მიხედვით, იბერიელი „ლაოი” ყველაფერში არ ჰგავდა ამ მცირეაზიულ „ლაოის”. თუ მცირე


აზიაში ასეთი დამოკიდებული მეთემეები ისხდნენ არა მარტო სამეფო, არამედ აგრეთვე ტაძრების,
ქალაქების და სხვ. მიწებზე, იბერიაში ისინი მხოლოდ „სამეფო მონები“ იყვნენ ე. ი. ისხდნენ სამეფო
მიწებზე და ასრულებდნენ სხვადასხვა ვალდებულებას „სამეფო გვარის“ მიმართ. უნდა ვიფიქროთ, რომ
„სამეფო მონები”, ჩამოცილებულნი იყვნენ სალაშქრო საქმეს. ისინი იყვნენ მიწათმოქმედნი, რომელთაც
„ცხოვრებისათვის ყოველივე საჭირო“ მიჰქონდათ სამეფო საგვარეულოსათვის.

არაერთი რთული საკითხი ისმის ჩვენ წინაშე აგრეთვე იბერიის საზოგადოების სხვადასხვა „გვარის“
განსაზღვრასთან დაკავშირებით. სახელდობრ, ქურუმები, რომლებიც სტრაბონის მიხედვით, „ზრუნავენ
აგრეთვე მეზობლებთან სამართალზე“. ჩვეულებრივ, სტრაბონის ეს ცნობა აღიქმება ისე, რომ იბერიის
სამეფოს საგარეო ურთიერთობის საქმე ქურუმების ხელში ყოფილა, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია.
ქურუმები, სტრაბონის ცნობით, არც კი ეკუთვნოდნენ იმ პრივილეგიურ ფენას, საიდანაც გამოდიოდნენ
მეფეები. უზენაესი ქურუმი იბერიაში სრულიადაც არ წარმოადგენდა „მეფის შემდგომ მეორე პირს”,
როგორც ეს იმავე სტრაბონის მიხედვით, მეზობელ ალბანეთში, აგრეთვე კაბადოკიასა და სხვა ქვეყნებში
იყო. უფრო სწორია ვარაუდი, რომ სტრაბონის ცნობა ქურუმთა შესახებ გულისხმობს არა საგარეო
ურთიერთობას, არამედ ურთიერთობას სახელმწიფოს შიგნით არსებულ ცალკეულ კოლექტივებს შორის.

ძველი ქართლის საზოგადოებრივი წყობილება ადრეულ ხანაში, სტრაბონის ცნობის მიხედვით,


მნიშვნელოვანწილად თეოკრატიულ ელფერს ატარებს, რითაც ჩნდება ცდუნება, რომ ძველი იბერიის
სამეფოს სათავეში მდგომი პირიც უზენაესი ქურუმის ატრიბუტით აღჭურვილად ვცნოთ. სტრაბონის
მიხედვით ხომ გამოდის, რომ ეს პირი ჩამოცილებული ყოფილა მხედართმთავრობისა და
მსაჯულთუხუცესის ფუნქციებს. სტრაბონის თქმით, იბერიაში „მოსამართლეობს და მხედართმთავრობს“
მეორე პირი მეფის შემდეგ. მაგრამ თუ ეს არ შედიოდა მეფის ფუნქციებში, რაღა შეიძლება ყოფილიყო იგი,
თუ არა უზენაესი ქურუმი? საინტერესოა, რომ ასეთი „უფუნქციო მეფეები“ დამოწმებული ჰყავს
ქსენოფონტეს შავიზღვისპირეთის ზოგიერთ ქართველ ტომში, კერძოდ, მოსინიკებში. შესაძლებელია
მსგავსი სიტუაციაც ყოფილიყო იბერიაში.

გარკვეულ ვალდებულებებს სახელმწიფოსა, დიდებულთა და ტაძრების მიმართ ასრულებდნენ, უეჭველია,


თავისუფალი მეთემენიც. გავრცელებული იქნებოდა მონობაც. ამრიგად, აქ, ისევე როგორც სხვა
ადრეკლასობრივ საზოგადოებებში, ვხედავთ მონათმფლობელური და წინაფეოდალური ექსპლუატაციის
ფორმების თანაარსებობას ხალხის ძირითადი მასის მიერ ჯერ კიდევ პირადი თავისუფლებისა და
სამეურნეო დამოუკიდებლობის შენარჩუნების, სათემო მიწათმფლობელობისა და პირველყოფილ-თემური
წყობილების სხვა ტრადიციების არსებობის პირობებში. სამეფო საგვარეულოში ტახტი გადადიოდა
უფროსობისა და ნათესაური სიახლოვის მიხედვით – ე. ი. აქაც თავს იჩენს პირველყოფილი თემური
წყობილების ტრადიციები – სამეფო გვარი სამეფოს უყურებს, როგორც თავის საგვარეულო საკუთრებას...

ქართლი ახ.წ. I-III ს.ს.

ახ.წ. I-II საუკუნეებში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ქართლის ძლიერება განაპირობა
პართიის გაძლიერებამ, რომელიც რომს ავიწროებდა. ამას ემატება სომხეთში პართია-რომის ბრძოლა და
ქართლი ფაქტიურად თავისუფლდება რომის კლანჭებისგან. იბერიის მეფეები ცდილობდნენ
გამოეყენებინათ ყველანაირი სიტუაცია საზღვრების გასაფართოებლად. 1 საუკუნის 30–იან წლებში ისინი
მთელი სომხეთის დამორჩილებისთვის იბრძვიან.

35 წელს პართიაში შაჰის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო.აჯანყებულთა თხოვნით ტიბერიუსმა პართიაში


გასამეფებლად როში მძევლად მყოფი უფლისწული გააგზავნა და შემწეობა ქართლის მეფეს სთხოვა.
ქართლის მეფემ თავისი ძის ფარსმანის სრდლობით ჯარი გაგზავნა სომხეთში ,რომელიც იმ ხანად პართიას
ემორჩილებოდა.ქართველებმა სომხეთის ტახთზე ქართველი უფლისწული მითრიდატე
დასვეს.პართიელებმა სცადეს კვლავ დაუფლებოდნენ სომხეთს,მაგრამ ფარსმანის მეთაურობით
დამარცხდნენ და ტახტი მითრიდატემ შეინარჩუნა.
ფარსმანი მითრიდატეს აღარ ენდობა და საბრძოლველად ემზადება. ფარსმანმა გადაწყვიტა ძმის
წინააღმდეგ უფროსი ვაჟი რადამისტი გამოეყენებინა. ქართლის მეფეს სურდა რადამისტი სომხეთში
გაემეფებინა. ამით ის იშორებდა დაუმორჩილებელ შვილს და სომხეთის ტახტიდან ჩამოაგდებდა
თავისთვის არასასურველ ძმას მითრიდატეს. მამისა და სომეხი აზნაურების დახმარებით რადამისტი კლავს
მითრიდატეს და ტახტს იკავებს, მაგრამ იმდენად მკაცრად მართავს სომხეთს, რომ თვითონ სომხები
უჯანყდებიან და აძევებენ ქვეყნიდან. ამასობაში რომი სომხეთის დაკარგვას ფარსმანს აბრალებს. ფარსმანმა
ყველაფერი რადამისტს გადააბრალა და მოაკვლევინა იგი. სომხეთის ტახტის საკითხი კი რომმა და
პართიამ ასე გადაწყვიტეს: სომხეთში პართიელი უფლისწული იმეფებდა, ოღონდ სამეფო ნიშნებს მას
რომის იმპერატორი გამოუგზავნიდა, ანუ ფორმალურად რომის ვასალად ჩაითვლებოდა.

ქართლის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა II საუკუნის 30-50-იან წლებში, როდესაც იქ ფარსმან II


ქველი მეფობდა. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე. ადრიანე იმპერიის აღმოსავლეთ
პროვინციების მმართველებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა, როდესაც მან კაბადოკიაში
აღმოსავლეთის მთავრები თავისთან მიიწვია, ფარსმანი არ ეახლა, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას
მდიდრული საჩუქრები, მათ შორის სპილო და 50 მხედარი გაუგზავნა. ფარსმანმაც გაუგზავნა იმპერატორს
საჩუქრები, მათ შორის მოოქროვილი მოსასხამები, რომლებიც განრისხებულმა ადრიანემ გლადიატორებს
ჩააცვა. შესაძლოა დაპირპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ფარსმანმა თანამედროვე გურია-აჭარის
ტერიტორიები იმპერატორის ნებართვის გარეშე დაიქვემდებარა. ანტონიუს პიუსის დროს მდგომარეობა
გამოსწორდა. დიონ კასიუსი გვამცნობს, რომ ფარსმანი რომშიც კი ჩასულა ოჯახთან ერთად და
იმპერატორს მისი ქანდაკება მარსის მოედანზე აღუმართავს. ანტონიუსს ფარსმანისთვის დაუმტკიცებია
შავიზღვისპირა ტერიტორიებიც. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ ფარსმანს ამ დროს ცუდი
ურთიერთობა ჰქონია პართიასთან. იგი ხშირად ჩრდილო კავკასიელებს შეუსევდა ხოლმე მათ. ,,ქართლის
ცხოვრების’’ მიხედვით პართიელებს მოუსყიდიათ მეფის მზარეული და მოუწამლავთ იგი. ამის შემდეგ
უკვე 3 საუკუნის ქართლზე ინფორმაცია ნაკლებად მოგვეპოვება, სავარაუდოდ ის ინარჩუნებს სიძლიერეს.

ლაზიკა 1–4 საუკუნეებში

რომაელთა მიერ დაპყრობილი კოლხეთი მცირე ხანს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა.
იგი რომის ვასალ პონტოს სამეფოს დაუკავშირდა და პონტოს მეფეებს დაექვემდებარა. ადგილობრივი
სახელმწიფოების დაცემამ და უცხოელთა საკმაოდ სუსტი ადმინისტრაციის დაფუძნებამ , ხელ–ფეხი
გაუხსნა მეზობელ მთიელებს ბარის რაიონებზე წარმატებული შეტევისთვის. დაიწყო კოლხეთში მთიელთა
ჩამოსახლება, ესენი უმთავრესად დასავლურ-ქართული ტომები იყვნენ. ცენტრალური კოლხეთის
ზღვისპირა ზოლში აქტიური როლის შესრულებას იწყებენ ლაზები. ახ. წ. I ს. მეორე ნახევარში,
ჩამოყალიბებას იწყებენ პოლიტიკურ ერთეულად. ლაზებს პლინიუსი იცნობს როგორც ჭოროხის
შესართავთან ზღვისპირა ზოლში მცხოვრებთ.

უკვე II ს. ლაზებს თავიანთი კონტროლი უნდა დაემყარებინათ კოლხეთის ბარის რაიონებზე და ამ


საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთისაკენ უკუეგდოთ სამხრეთისაკენ ჩამოწეული მთიელი
მოსახლეობა . ლაზების შემდგომი გაძლიერებისათვის ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა არა მარტო
რომის, არამედ მეზობელი იბერიის დასუსტება. ლაზთა მეფეებმა საბოლოოდ მოახერხეს იბერიის
მფლობელობის ლიკვიდაცია დას. საქართველოში და მისი აქაური სამფლობელოები შეიერთეს.

რომს ძლიერი ლაზთა სამეფოს მოკავშირეობა სჭირდებოდა ჩრდილოელ მომთბარეებთან


ბრძოლაში. ეს უკანასკნელნი უკვე III ს-დან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდნენ იმპერიას;ასეთ
საფრთხეს უქმნიდნენ მას 3 საუკუნეში გოთები,4 საუკუნეში ჰუნები. ჰუნებმა კავკასიონის
გადასასვლელებით იწყეს სამხრეთისაკენ ლაშქრობა. ამიტომაც კავკასიონის გადმოსასვლელების
დაცვა დიდი მნიშვნელობის პრობლემა გახდა რომის იმპერიისათვის. ამასთან დაკავშირებით
დიდად გაიზარდა რომაელთა დაინტერესება ლაზთა სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობით.
ლაზთა მოვალეობას შეადგენდა მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთი საზღვრების დაცვა, რათა
მტრულად განწყობილი ჰუნები ლაზიკის გზით არ შესეოდნენ რომაელთა სამფლობელოებს.
ლაზთა მეფეების ხელისუფლების გავრცელება ჩრდ. კოლხეთის მთიანეთის ტომებზე (აფშილები,
აბაზგები, სვანები) აუცილებელი იყო მათ მიერ ზემოხსენებული მისიის შესასრულებლად.
ამიტომაც რომი, ჩანს, წინააღმდეგობას არ უწევდა ლაზთა სამფლობელოების ასეთ განვრცობას.
აფშილების ტერიტორია, როგორც ჩანს, უშუალოდ შევიდა ლაზთა სამეფოში, აბაზგებს კი
საკუთარი მთავრები შერჩათ ლაზებმა დაიმორჩილეს აგრეთვე აფშილების მეზობლად არსებული
მისიმიანების სვანური გაერთიანებაც. სვანები ლაზებს ხარკს უგზავნიდნენ – თაფლს, ტყავებს,
ალბათ ასრულებდნენ სამხედრო ვალდებულებასაც – იცავდნენ კავკასიონის გადმოსასვლელებს.
ასეთი ვალდებულება, უნდა ვიფიქროთ, ეკისრათ აგრეთვე კავკასიონის სამხრეთ კალთაზე
მცხოვრებ სხვა ტომებსაც, რომლებიც ლაზთა მეფეებს ემორჩილებოდნენ.

ლაზთა სამეფოს ძლიერების ხანაში დიდად დაწინაურდნენ დასავლეთ საქართველოში არსებული


ზღვისპირა საქალაქო ცენტრები. ლაზიკის დედაქალაქი, რომელსაც ბიზანტიელი ავტორები
არქაიოპოლისს (“ძველ ქალაქს”) ეძახიან, იმყოფებოდა დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას.
ძველი ქართული წყაროები, როგორც ჩანს, სწორედ მას უწოდებენ ციხე-ჯოგის და ლეგენდარული
ქუჯის დაარსებულად მიიჩნევენ. ლაზიკის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ციხე-ქალაქი
როდოპოლისი;

IV ს. ბოლოდან ლაზთა სამეფოს შემდგომი გაძლიერების პერიოდიa. ამ ხანაში ლაზებმა, შესაძლებელია


თავიანთი გავლენა კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე სანაპირო ზოლზეც განავრცეს. ამ მხრივ საინტერესოა
VI ს. ავტორის პროკოპი კესარიელის ცნობა, რომლის მიხედვით რომაელთა და ლაზებს შორის მცხოვრები
ერთი ხალხის ტერიტორია იყო, რომელიც არ ემორჩილებოდა არც ერთს და არც მეორეს, მხოლოდ
ქრისტიანული ეკლესიის ხაზით ექვემდებარებოდნენ ისინი ლაზების ეპისკოპოსს.უნდა ვიფიქროთ, რომ
უფრო ადრე ეს ტერიტორია ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული, რის
ნაკვალევსაც უნდა წარმოადგენდეს საეკლესიო ხაზით VI ს-მდე მოყოლილი ამ ადგილებში მცხოვრებთა
დაქვემდებარება ლაზიკის ეკლესიისადმი .

IV-V საუკუნეებიდან ახალი პერიოდის დასაწყისი, ლაზიკის სამეფოს ძლიერების გაფურჩქვნა დასავლეთ
საქართველოში, აისახა არქეოლოგიურ მასალებშიც. ისინი მკაფიოდ მიუთითებდნენ სავაჭრო
ურთიერთობათა ინტენსიფიკაციაზე, ზღვისპირა ცენტრების კვლავ მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო
ცენტრებად გადაქცევასა და ა. შ.. ქვეყნის შიდა რაიონებში ყურადღებას იქცევს ინტენსიური მშენებლობა
საფორტიფიკაციო ნაგებობებისა.

ქართველთა ეთნოგენეზისი
სხვადასხვა ხალხში ოდითგანვე არსებობდა მითები, ზღაპრები და ლეგენდები იმის შესახებ
თუ როგორ გაჩნდა თავიანთი და სხვათა სამშობლო, ასევე იყო პროტო-ქართული
სახელმწფიოების შემთხვევაშიც.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის წარმოშობით დაინტერესებული იყო ჰეროდოტე და
იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კოლხები ეგვიპტური წარმოშობის არიან. იგი ფიქრობდა, რომ
კოლხები იყვნენ შთამომავლები ეგვიპტის მეფის სესოსტროსის მოლაშქრეებისა, რომლებიც მდ.
ფაზისთან დარჩენილან. ამის საბუთად ჰეროდოტეს მიაჩნდა ის, რომ კოლხები ეგვიპტელების
მსგავსად შავგვრემნები და ხუჭუჭთმებიანი არიან, ორივენი მისდევენ წინდაცვეთას, ამუშავებენ
ერთნაირად სელს და ა.შ.

ძველმა ბერძნებმა იბერებსაც „მოუძებნეს“ პირვანდელი სამშობლო. ასეთი იყო ესპანეთი,


რომელსაც ისინი ძველიდანვე ასევე „იბერიას“ ეძახდნენ.ამ გადმოსახლებას კიდევ ცნობილ
ბაბილონელ მეფეს ნაბუქოდონოსორს მიაწერდნენ . მართალია , ზოგიერი ხანის მწერალი ,
მაგალითად , აპიანე კრიტიკულად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ , რადგან მსგავსებას ვერ
ხედავდა მათ შორის . ეს აზრი ეტყობა უბრალოდ ამ ორი ქვეყნის სახელების მსგავსების
საფუძველზე შეიქმნა. ძნელი სათქმელია თუ რამდენად იყო ეს აზრი გავრცელებული თვითონ
ადგილობრივ მოსახლეობაში , თუმცა ის ცნობილია, რომ მოსახლეობა ცდილობდა თავისი
შორეული წარსული , წარმომავლობა გამოჩენილი წინაპრებისთვის დაეკავშირებინათ.

სხვა ვერსიების თანახმად თანამედროვე იბერიაში, როგორც ჩანს გავრეცელბული ყოფილა


ვერსია იბერთა მმართველი სამეფოს სახლის წარმომავლობის შესახებ აქემენიდთა დინასტიის
უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის სატრაპ მითრიდატესგან, რომელიც თითქოს მაკედონელს
დაუნიშნავს მმართველად კავკასიაში მოსახლე იბერებისათვის.

ასევე გავრცელებულია ლეგენდარული ცნობა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის


მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაცულია ძველ ქართულ
წყაროებში. ,, მოქცევაი ქართლისას „ საისტორიო ქრონიკებში ნათქვამია, რომ როცა
ალექსანდრე მაკედონელმა ქართლი დაიპყრო, მან აქ დატოვა არიან ქართლის მეფის ძე აზო. ეს
აზო წავიდა არიან-ქართლში და იქედან მოიყვანა მრავალი გვარი თანამემამულეთა, კერპები გაცი
და გაიმი. ამასთანავე ნათქვამია, რომ ქართველები მემკვიდრენი არიან ამ არიან-ქართლიდან
გადმოსახლებულებისა.

,ქართლის ცხოვრების’’ მიხედვით , ქართველებისა და სხვა კავკასიელი ხალხის საერთო წინაპარი


თარგამოსი იყო. მას შემდეგ რაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის აგება ვერ მოხერხდა და
ღმერთმა ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა , ისინი გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში.

ებრაელი იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ ბიბლიური ტუბალები მერმინდელი იბერები არიან.
XIX საუკუნეში ამაზე მსჯელობს თ. ბატონიშვილიც, რომელიც სარგებლობს იოსებ ფლავიუსის
თხზულებით, რომელიც თარგმა იოანე პეტრიწმა. იოსებ ფლავიუსიდან მოდის აგრეთვე
ბიბლიური “მეშეხის” დასახვა შემდეგდროინდელი კაბადოკიელების წინაპრად და კაბადოკიის
დედაქალაქ მაზაკასათვის მათი სახელის დაკავშირება.
XIX საუკუნეში ეს მოსაზრება განამტკიცა ასურულმა წარწერებმა, სადაც ბიბლიური
თუბალი და მეშეხი ნახსენებია, როგორც ძვ.წ. II-I ათასწლეულში მცირე აზიაში არსებული დიდი
გაერთიანებები ტომთა კავშირები, სამეფოები. შეიქმნა კიდეც თვალსაზრისი, რომ ეს ქართველთა
წინაპრები იყვნენ და ისინი წამოვიდნენ კავკასიაში, მას შემდეგ, რაც მცირე აზიაში ეს
ქართველური გაერთიანებები განადგურდა. ეს მოვლენები თარიღდება ძვ.წ VIII-VII საუკუნეებით.

ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ასურულ წყაროებში მოხსენებულ „მუშქების მეფე მითას“ იცნობს
ძველი ბერძნული ტრადიცია, მაგრამ ის მას ეძახის „ფრიგიის მეფე მიდასს“. ამიტომაც ფართოდ
გავრცელდა თვალსაზრისი, რომ მუშქები ინდოევროპელი ფრიგიელები არიან.

ძვ.წ. XIII საუკუნეში მცირე აზიას გადაუარა „ეგეოსური შემოსევების ტალღამ“. დასავლეთის
ტომებმა გაანადგურეს მცირე აზია და ხეთები. ჰეროდოტე ამტკიცებს რომ ფრიგიელები მცირე
აზიაში ბალკანეთიდან გადმოსახლდნენ, ბევრი ისტორიკოსი ფრიგიელთა გადმოსახლების
თარიღად სწორედ ამ ხანას მიიჩნევს, ამიტომაც მიიღეს ეს მოსაზრება, რომ მუშქები, რომელთა
მოგერიება უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სწორედ ეს ახლად შემოსული ფრიგიელები არიან,
რადგან გვიან ხანაში მუშქების სამეფო და ფრიგიის სამეფო სინონიმებს წარმოადგენს.

ი. ჯავახიშვილმა ქართველთა ეთნოგენეზის საკითხი მჭიდროდ დაუკავშირა სხვა


კავკასიელების ეთნოგენეზს. დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური ენების
ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას. ის ამბობდა, რომ მცირე აზიაში და ურარტუში
გვხვდება სახელები იმავე სუფიქსებით, რომელნიც კავკასიურ ენებში იჩენს თავს. ამიტომაც
კავკასიელები არ შეიძლება იყვნენ ინდოევროპელები. რაც შეეხება სიმონჯანაშიას მოსაზრებას, იგი
ამბობდა, რომ ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან.

XIX საუკუიდან, როცა კავკასიაში პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, დაიწყეს


ქართველთა წარმომავლობის შესახებ მსჯელობა არქეოლოგიური მასალის საფუძველზე. კუფტინი
ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის საფუძველზე შეინიშნება
უძველესი დროიდან კულტურული განვითარების უწყვეტი ჯაჭვი. მისი აღმოჩენილი კულტურა
ეკუთვნოდა სამხრეთ კავკასიის უძველეს მოსახლეობას რომელიც სწორედ ამ ტერიტორიაზე
ჩამოყალიბდა.

მკვლევართა აზრით, ძვ.წ III ათასწლეულში უკვე არსებობდა იბერიულ-კავკასიური ენების


ცალკეული ჯგუფი. უკვე II ათასწლეულში უნდა დაწყებულიყო მათგან სვანურის გამოცალკავება.

გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ


გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები სწორედ ინდო-ევროპული
წარმომავლობისანი იყვნენ. მათი ნაწილი ქართულ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ
საუბარზე გადასულიყო.თრიალეთის კულტურაკი მკვეთრად განსხვავდება მისი
წინამორბედისაგან.ის ძლიერ კავშირს ახდენს შუმერულ სამყაროსთან. ამ კულტურას მკაფიო
პარალელები მოეპოვება არა მარტო შუმერულ კულტურაში,არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-
დახურვა, საკულტო წესები, დაკრძალვის თრიალეთური წესი და ა.შ.
კოლხეთი და ქართლი ძვ.წ. 2-1 საუკუნეებში
ფარნავაზის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა საურმაგმა. მეფეს
სულ მალე ქართლის ერისთავები აუჯანყდნენ და სამეფო ხელისუფლების გაუქმება მოითხოვეს.
საურმაგი იძულებული გახდა ჩრდილო კავკასიაში გადასულიყო, დაექვემდებარებინა ჯარი და
ამგვარად დაებრუნებინა სამეფო ხელისუფლება. მიუხედავად ამისა სამეფო ხელისუფლება
ძალზედ დასუსტებული იყო.
მკვეთრად შეიცვალა ვითარება საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან. ძვ.წ 190 წელს
მანეზიასთან გამართულ ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს სელევკიდების სამეფო. ამის შემდეგ
სელევკიდების სამეფოს აღარ შეეძლო აქტიური პოლიტიკის წარმართვა.სამაგიეროდ
გაძლიერდნენ სომხური სახელმწიფოები დიდი და მცირე სომხეთი. რომის რესპუბლიკის
წინააღმდეგ ბრძოლა პონტოს სამეფომ ითავა.
ძვ.წ. 111 წელს პონტოს მეფე გახდა მითრიდატე VI ევპატორი. მან აქტიური საგარეო პოლიტიკის
წარმართვა დაიწყო და საზღვრები მალე გაიფართოვა . ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს და I საუკუნის
დასაწყისში პონტომ დაიპყრო კოლხეთი. მითრიდატეს ზრახვებს მალე წინ აღუდგა რომი იმ
დროინდელი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო. უკანასკნელი ბრძოლის დროს ძვ.წ.69
წელსრომაელთა ჯარები სომხეთში შეიჭრა. მითრიდატე VI და მისი მოკავშირე სომხეთის მეფე
ტიგრან II დამარცხდნენ. მალე რომმა აღმოსავლეთში ახალი მთავარსარდალი გამოგზავნა. ეს იყო
რომის ერთ-ერთი სახელგანთქმული სარდალი გნეუს პომპეუსი.ძვ.წ. 66 წელს პომპეუსმა
მითრიდატე სასტიკად დაამარცხა და იძულებული გახადა კოლხეთში გაქცეულიყო. იქ მან სცადა
ახალი ჯარის შეგროვება და ომის გაგრძელება, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ძვ. წ. 63
წელს მითრიდატემ თავი მოიკლა. მითრიდატეს დამარცხების შემდეგ პომპეუსი ტიგრან II-ის
წინააღმდეგ დაიძრა. სომხეთი ამ პერიოდში უძლიერესი სახელმწიფო იყო მაგრამ სომხეთის მეფემ
დანებება არჩია.
ამის შემდეგ ჯერ ქართლზე მიდგა. ძვ.წ. 65 წელს პომპეუსი ქართლში შემოიჭრა. ქართლის
მეფე არტაგმა პომპეუსთან ელჩობა გაგზავნა და დაზავება შესთავაზა. პომპეუსს ეგონა რომ არტაგს
მხოლოდ დროის მოგება სურდა და რომაელებზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. ამიტომ
პომპეუსმა გადაწყვიტა დაესწრო არტაგისთვი და შეტევა დაიწყო. არტაგი არ ელოდა შეტევას
ამიტომ მოუმზადებელი დახვდა მტერს. რომაელებმა არმაზის ციხე აიღეს. არტაგი მტკვრის
მარცხენა სანაპიროზე გადავიდა და ხიდი დაწვა. ცოტა ხნის შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყო
პომპეუსსა და არტაგს შორის. არტაგი შეჰპირდა პომპეუს რომ ხიდს აღადგენდნენ და სურსათს
მიაწვდიდნენ რომაელ ჯარისკაცებს, მაგრამ პომპეუსმა პირობა დაარღვია. არტაგი იძულებული
გახდა კვლავ უკან დაეხია და ამჯერად თავი არაგვის მარცხენა ნაპირისთვის შეეფარებინა.
რომაელებმა შეტევა გააგრძელეს. ქართველები ტყეში გაიფანტნენ და ისე გაუმართეს ბრძოლა
მტერს. პომპეუსმა ბრძანა რომ ტყე გადაეწვათ და გაეკაფათ, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა
ქართველების დამარცხება. არტაგმა საჩუქრები გაუგზავნა პომპეუს და დაზავება სთხოვა.
პომპეუსი არტაგს დაუზავდა. ქართლს დაევალა დაეცვა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელი
გზები, არ გადმოეშვა ჩრდილო კავკასიელი მომთაბერეები და საჭიროების შემთხვევაში რომს
ჯარით დახმარებოდა. ამის შემდეგ პომპეუსი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და
დაიმორჩილა კოლხეთი, აქ მმართველად ერთ-ერთი ადგილობრივი
წარჩინებული არისტარქე დანიშნა.
ძვ. წ. II ს. წარმოქმნილი სომხური სახელმწიფოებიდან უძლიერესმა სამეფომ - „დიდმა არმენიამ“
მნიშვნელოვნად შეავიწროვა ქართლის სამეფო. მეორემ - დასავლეთის სომხურმა სამეფომ – „მცირე
არმენიამ“ასევე შეზღუდა დასავლეთით არსებული ზოგიერთი ქართული გაერთიანება, მაგრამ
უკვე ძვ. წ. II-I საუკუნეთა მიჯნაზე მცირე არმენიის შემადგენლობაში მყოფი ბევრი
დასავლურქართული ოლქი, პონტოს სამეფოს შემადგენლობაში მოექცა.
სტრაბონს აღნიშნული აქვს: „თუ როგორ იყო სახელგანთქმული ძველად აქ ქვეყანა
(კოლხეთი), ცხადყოფენ ამას მითები, რომლებიც მოგვითხრობენ იაზონის ლაშქრობაზე, რომელიც
მოვიდა მიდიამდე, და ამაზე უწინ კი ფრიქსესამდე“. ამის შემდეგ მემკვიდრე მეფეებმა
სკეპტუხიებად დაჰყვეს ქვეყანა და ჰქონდათ ზომიერი ძალაუფლება.ისტორიული კოლხეთის
ყველა რაიონში პონტოს მმართველთა ძალაუფლება, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ იყო. ყველაზე
მტკიცედ ისინი სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და დღევანდელ დას. საქართველოს
ბარის რაიონებში დამკვიდრდნენ. აქ მდებარე ზღვისპირა ქალაქები მათი მთავარი დასაყრდენი
გახდა, კოლხეთის ცენტრალური და ჩრდილო რაიონის მთიან მხარეებში კი ეს ძალაუფლება
ეფემერულ ხასიათს ატარებდა. აქ, ჯერ ისევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში
მცხოვრები მოსახლეობა ფაქტიურად ალბათ დამოუკიდებელი იყო და პონტოს ხელისუფალთა
მიმართ არავითარ ვალდებულებას არ ასრულებდა.
„კოლხეთი“ სტრაბონის ცნობებით, პონტოს მიმართ რიგ ვალდებულებებს ასრულებდა.
კოლხეთში უხვად მოიპოვებოდა გემთსაშენი მასალა. კერძოდ, ხე-ტყე, აგრეთვე ბლომად იძლეოდა
იგი სელს, ქერელს და ფისს. მდ. ფაზისი ამ დროს ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო მაგისტრალი
უნდა ყოფილიყო.
ელინისტურ სამყაროსთან კოლხეთის გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური
ურთიერთობის მოწმობაა ამ დროის უცხოური მონეტების მრავლად აღმოჩენა დასავლეთ
საქართველოს ტერიტორიაზე. მხოლოდ სვანეთის სხვადასხვა პუნქტში აღმოჩენილია ალექსანდრე
მაკედონელის 340-მდე ოქროს სტატერი.იმპორტული საქონელი ამ დროის კოლხეთში ძირითადად
მცირე აზიიდან შემოდიოდა.
კოლხეთის ჩრდ. ნაწილში სანაპიროს გასწვრივ, ანტიკური წყაროები ერთმანეთისაგან
მკვეთრად ანსხვავებენ სანაპირო ზოლის მშვიდობიან მოსახლეობას და მომიჯნავე მთიანეთში
მცხოვრებ მეომარ ტომებს.პირველთ ანტიკური ტრადიცია აკუთვნებს კერკეტებს. ამ უკანასკნელთ,
არტემიდორეს მიხედვით, ეკავათ სანაპირო ზოლი დაახლოებით დღევ. ნოვოროსიისკიდან ვიდრე
ტუაფსემდე. იმავე ავტორის ცნობით, ტუაფსეს სამხრეთით, სოჭის რაიონამდე სანაპიროს გასწვრივ
ცხოვრობდნენ აქაელები, ხოლო აქედან სოხუმის მიდამოებამდე - ჰენიოხები.
საქართველოს აფხაზურ სანაპიროზე მცხოვრებ დასახელებულ ტომებს, კერძოდ, ჰენიოხებს,
ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საკმაოდ დიდი ტომთა კავშირები უნდა შეექმნათ. სტრაბონის თქმით,
მათ განაგებენ ე.წ.სკეპტუხები, ხოლო თვით ესენი ტირანთა ან მეფეთა გამგებლობაში იმყოფებიან.
ჰენიოხებს ოთხი ბასილევსი ჰყავდათ. ჰენიოხებში, ნაწილობრივ მაინც, ჩრდილოეთ კოლხეთში
მოსახლე სვანური მოსახლეობა უნდა მივიჩნიოთ. სვანები ყველაზე ძლიერი ტომი ჩანს
დიოსკურიის მახლობელ მთიანეთში მცხოვრებ ტომთაგან.სტრაბონის თქმით ისინი
პირველყოფილ-თემური წყობილების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ – გააჩნდათ სატომო
საბჭო, ბელადი და სხვ.
ამრიგად, ჩრდილო კოლხეთის მთიანეთის მოსახლეობა ელინისტურ ხანაში, ძვ. წ. II-I სს.,
კვლავ გვაროვნული წყობილების პირობებში ცხოვრობდა. ამასთანავე, ყურადღებას იქცევს მთიელ
ტომთა აქტიურობა.ანტიკური ხანის წერილობითი წყაროებით კარგად ჩანს აგრეთვე, რომ ადგილი
აქვს ჩრდილოეთ კავკასიიდან, „სარმატიიდან”, ახალი ტომების შემოღწევას. ლაპარაკია, ადიღეური
ტომის – ჯიქების შესახებ.ეს კი უსათუოდ ბიძგს აძლევდა სხვა ტომების ადგილის გადანაცვლებას.
ამრიგად, ისტორიული კოლხეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ადგილი აქვს მნიშვნელოვან
ცვლილებებს. მთიელები უტევენ ბარს და იწყება ბარში ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი. ძვ. წ.
I და ახ.წ. I საუკუნეებში მიმდინარე ამ ამბებმა პირობები შეამზადეს კოლხეთში ახალი
ადრეკლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბებისათვის.

ქრისტიანული და ფეოდალური რევოლუცია საქართველოში


IV საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხანაა საქართველოს ისტორიაში. ამ
საუკუნეში ჩაისახა მთელი რიგი მოვლენებისა, რომელთაც შემდგომი განვითარება მომდევნო პერიოდში
პოვეს. ამავე საუკუნეში მოხდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიური ხასიათის უმნიშვნელოვანესი
ძვრები, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებდნენ მთელი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის
მანძილზე.

\ გაიზარდა ირანის სამხედრო ძლიერება. ირანელების მიერ დახარკულ ქვეყნებში შედიოდა აგრეთვე
ქართლიც.ამრიგად, სასანიდური ირანის სახით ამიერკავკასიის ქვეყნებს და, კერძოდ, ქართლს, ძლიერი და
საშიში მტერი გამოუჩნდა. ბრძოლა რომაელებსა და ირანელბს შორის შემდეგშიაც გაგრძელდა. ირანელთა
შემოტევა რომაელებმა მხოლოდ 80-იან წლებში შეაჩერეს. ქართლი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ირანელთა
გავლენის სფეროში რჩებოდა. 298 წ. დაიდო ნიზიბინის ორმოცწლიანი ზავი, რომელთაც ირანმა ცნო რომის
უპირატესობა სომხეთსა და იბარიაზე. ზავის პირობების თანახმად, ქართლის მეფეს სამეფო ნიშნები
რომაელებისაგან უნდა მიეღო. „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, რომ მეფე ასფარუგის გარდაცვალებით
შეწყდა ქართლის სამეფო დინასტია.იგი ფარნავაზიანთა უკანასკნელი შთამომავალი ყოფილა ქართლის
დიდებულებს ირანის შაჰ ქასრე ანუშირვან სასანიანისთვის უთხოვიათ ქართლის მეფედ დაესვა თავისი
ვაჟი. შაჰიც დათანხმებულა. შვიდი წლის ირანელი უფლისწული მიჰრანი, ქართული გამოთქმით მირიანი,
დაუქორწინებიათ ასფაგურის ქალზე და ქართლის სამეფო ტახტზე დაუსვამთ .მისთვის შაჰს უბოძებია
რანი,ჰერეთი,ეგრისი,სომხეთი.მირიანს ქართული წესები შეუთვისებია და დაუვიწყია ირანული ზნე-
ჩეულებანი. „მეფეთა ამბავი“ დაწვრილებით აღწერს მირიანის მოღვაწეობას.მას 40 წლის ასაკში მამა
მოკვდომია და ირანის ტახტზე მისი უმცროსი ძმა ბარტამი ასულა. ამ დროს მამისეული ტახტის
დასაბრუნებლად კეისრის ჯარით სომხეთშიშევიდა სომეხი უფლისწული თრდატი. თრდატსა და მირიანს
შორის დაიწყო ომი,რომელიც მრავალ წელს გაგრძელდა.საბოლოო გამარჯვება მაინც თრდატს
დარჩენია.ამის შემდეგ დაწვრილებით არის აღწერილი მირიანის გაქრისტიანების ამბავი.

ერთი შეხედვითვე ცხადად ჩანს, რომ ამ მოთხრობაში ბევრი რამ არასწორია. პირველ ყოვლისა,
ყურადღებას იქცევს მირიანის წარმომავლობის ამბავი, რომელიც მეტად საეჭვოდ გამოიყურება. სწორი
უნდა იყოს ის აზრი, რომ გადმოცემა მირიანის ასეთი წარმომავლობის შესახებ გამოწვეულია სურვილით,
მოეძებნოს მას განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანი წინაპრები. გაუგებარია, ირანელმა უფლისწულმა
როგორ, ან რატომ დაივიწყა ყოველივე ირანული, შეითვისა ქართული, დაუკავშირდა რომაელებს ირანის
საწინააღმდეგოდ, გახდა ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე, ქრისტიანობის შემომტანი და
თავგამოდებული გამავრცელებელი.

საკითხი დგება იმაზე, თუ როდის უნდა გამეფებულიყო მირიანი. სამწუხაროდ, ამის მეტ-ნაკლები
სიზუსტით განსაზღვრა არ ხდება. “მეფეთა ამბავის” მიხედვით, მირიანი უნდა გამეფებულიყო თრდატის
სომხეთში გამეფებამდე სულ მცირე 35-36 წლით უადრეს, ე. ი. დაახლოებით 251–263 წლბეში[8], რაც ძნელი
წარმოსადგენია, რადგან, მისი მეფობა უნდა გაგრძელებულიყო IV ს. 60-იან წლებამდე. გადაწყვეტით
შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ მირიანი იყო კონსტანტინე დიდისა (306–337) და თრდატ III-ის
(287/298-330) თანამედროვე.

უძველესი ცნობები ქართლის გაქრისტიანების შესახებ შემონახული აქვს ბერძნულ-ლათინურ


მწერლობას. ყველაზე ადრინდელი ცნობა ყოფილა გელასი კესარიელის “საეკლესიო ისტორიაში”, რომელიც
დაიწერა IV ს. ბოლოს, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ქართლის გაქრისტიანებიდან.
მნიშვნელოვანია ასევე სომეხ ისტორიკოსს მოვსეს ხორენაცის ცნობა.

ქართლის გაქრისტიანების ამბავი მოთხრობილია ასევე ქართულ წყაროებშიც. “მოქცევაჲ ქართლისაჲს”


ორივე ნაწილში – “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მატიანესა და “ნინოს ცხოვრებაში”, პირველში მოკლედ, მეორეში
ვრცლად, მხოლოდ ოდნავი განსხვავებით, გადმოცემულია ქართლის გაქრისტიანება. მოთხრობა ძირითად
ხაზებში იგივეა, რაც ბერძნულ-ლათინურ-სომხურ წყაროებში, ოღონდ აქ იგი გავრცელებულია მრავალი
დეტალით. მაინც ყველაზე დიდი გავრცელება და პოპულარობა მოიპოვა იმ რედაქიცამ, რომელიც
წარმოდგენილია “ქართლის ცხოვრებაში” და რომელიც ლეონტი მროველს მიეწერება. ქართული
ეროვნული ტრადიცია ქართლის გაქრისტიანების შესახებ ასეთია:

სახელგანთქმულ კაპადოკიელ სარდალს,ზაბულონსა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის დას,


სუსანას, ჰყავდათ ასული ნინო. მცხეთაში ჩასულმა ნინომ ნახა, როგორ ემსახურებოდა ხალხი ადგილობრივ
კერპებს:არმაზს, გაცსადა გაიმს. ნინოს ვედრების თანახმად ღმერთმა საშინელი ავდარიმოაწია და სეტყვით
მთლად დაამსხვრია კერპები. ამის შემდეგ ნინოს ცხრა თვეუცხოვრია მეფის ბაღის მცველთან. შემდეგ ნინოს
ვაზის ნასხლევისაგან გაუკეთებია ჯვარი, ერთ მაყვლისბუჩქში დაუდგამს და თვითონაც იქ დასახლებულა.
ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ ნინო და ჯერფარულად, ხოლო შემდეგ აშკარად ქადაგებდა
ქრისტესრჯულს და მრავალსასწაულსაც ახდენდა. მან უკურნებელი სენისაგან განკურნა დედოფალი ნანა.

ერთხელ,მეფე მირიანი მუხრანისაკენ წავიდა სანადიროდ. ნადირობისას მეფემ გადაწყვიტა


ქრისტიანთა ამოწყვეტა.უცბად, თხოთის მთაზე ასულს მზე დაუბნელდა და გზა ვეღარ გაიგნო. მირიანმა
ჯერ თავის ღმერთებს მიმართა, შველა რომ ვერ მიიღო, ნინოს ღმერთს შეევედრა ხსნას. მართლაც მაშინვე
განათდა და მეფემ იწამა ქრისტეს ძალა. მეორე დღესვე მირიანმა და ნინომ შეუთვალეს თხოვნა კეისარს,
მოსანათლად მღვდლები გამოეგზავნა, თვითონ კი ეკლესიის შენებას შეუდგნენ მეფის ბაღში. კეისრისაგან
გამოგზავნილი სამღვდელო პირები რომ ჩამოვიდნენ, მეფე,მისი ოჯახი, დიდებულები და ხალხი
მოინათლნენ. ამის შემდეგ ნინო წავიდა ქრისტეს რჯულის საქადაგებლად ქართლისმთიანეთში – წობენს,
შემდეგ ერწოთიანეთში, იქიდან კი გადავიდა კუხეთში, სადაცდასნეულდა, გარდაიცვალა და დაბა ბოდინში
დაიმარხა.

რასაკვირველია, ამ გადმოცემებში შემონახულია რეალური ისტორიული ვითარების ნიშნები,


მაგრამ, ცხადია, ფაქტიური ვითარება ბევრად უფრო რთული იყო. რა თქმა უნდა, ქრისტიანობის
გავრცელება და ოფიციალურ კულტად მიღება შედეგი იყო არა რომელიმე მქადაგებლის მოღვაწეობისა,
არამედ ქვეყნის სოციალური, ეკონომიური, პოლიტიკური და კულტურული განვითარებისა.

თავდაპირველად ქრისტიანობა ვრცელდებოდ ასაზოგადოების დაბალ ფენებში, და წარმოადგენდა ამ


ნაწილის პროტესტს თავისი მჩაგვრელების წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ იგი იდევნებოდა
გაბატონებული კლასების მიერ. მაგრამ თანდათან ცხადი გახდა, რომ ახალ რელიგიას ჰქონდა რიგი
თვისებებისა, რომლებიც მეტად გამოსადეგი იყო სწორედ გაბატონებული კლასებისათვის. ამიტომ
ქრისტიანობა მიიღო გაბატონებულმა კლასებმა და ჩაგრულთა თავდაცვის იარაღიდან იგი კიდევ უფრო
დიდი ჩაგვრის იარაღად გადაიქცა. უეჭველია, ასეთივე ევოლუცია გაიარა ქრისტიანობამ და ქრისტიანულმა
ეკლესიამ ქართლშიაც.

ქრისტიანობა ეხმარებოდა კლასებს ახალი მიწების ხელში ჩასაგდებად,რომლებიც ხშირ შემთხვევაში


ქურუმთა ხელში იყო.მთის ხალში,სადაც ტრადიციები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ქრისტიანობა
მკრეხელობად მიაჩნდათ.ქრისტიანობის გავრცელება ასევე ჰქონდა პოლიტიკური მოტივიც რომაელთა
მხრიდან. ეს იყო ირანული ორიენტაციისთვის უარის თქმა.რაც შეეხება ქრისტიანობის გავრცელების
თარიღს, აკადემიკოს კორნელი კეკელიძე 355-356 წლებს ანიჭებს უპირატესობას. მზის დაბნელება,რომელიც
მირიანის ნადირობის დროს მომხდარა 355 წლის 25 მაისია. ასევე კორნელი კეკელიძე თავის მოსაზრებას
ამყარებს იმით,რომ ევსევიკესარიელს დაუწერია „კონსტანტინეს ცხოვრება“ დაწვრილებით, იბერთა
გაქრისტიანება კი არ აქვს ნახსენები. ივანე ჯავახიშვილი კ.კეკელიძის პირველ აზრს გამორიცხავს,რადგან
მზის დაბნელება ასევე 319, 346,348 წლებშიც მომხდარა. მისი აზრით ეს იყო 337 წელი.მეორე აზრს კი
იზიარებს.

ქრისტიანობის მიღებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ხელსუწყობდა და აჩქარებდა


ქვეყნის ფეოდალიზაციას, ფეოდალთა კლასის გაძლიერებას და განმტკიცებას. ქრისტანობა აძლიერებდა
ქვეყნის ცენტრალიზაციასა და კონსოლიდაციას, ხელს უწყობდა ერთიანი ქართველი ხალხის
ჩამოყალიბებას. ქრისტიანობის მიღებით ქართლი აშკარად დაუპირსპირდა ირანს და რომის მხარე
დაიჭირა. ქრისტიანობა თავისთავადაც უფრო პროგრესული რელიგია იყო, ვიდრე წარმართობა და გარდა
ამისა, მან განამტკიცა კულტურული კაშირები ევროპის ქვეყნებთან.IV საუკუნე, ქვეყნის ადრეფეოდალური
ურთიერთობის საფეხურზე შედგომის პერიოდი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ ცხოვრებასა თუ
კულტურაში,დიდიმნიშვნელოვანი ძვრებისა და გარდაქმნების საუკუნეა. ამდროიდან იწყება,ფეოდალური
ხანა საქართველოს ისტორიაში, კერძოდ,მისი ადრეფეოდალური პერიოდი.

IV-VI ს.ს. სოციალურ-ეკონომიური ისტორიის თვალსაზრისით,წინაფეოდალურ და


ადრეფეოდალურ ურთიერთობათა ფორმების ბრძოლის პერიოდია, რომელიც ემთხვევა მნიშვნელოვან
საგარეო-პოლიტიკურ მოვლენებს: IV-VI ს.ს. აღმოსავლეთ საქართველოსათვის საგარო-პოლიტიკური
ურთიერთობა აღინიშნა სასანიდების ირანის შემოტევის გაძლიერებით, ქართლის აზნაურებისა და
ირანული აგრესორების შეთანხმებული ბრძოლით ქართლის სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ.

VI ს. მეორე მეოთხედიდან ადრეფეოდალური ურთიერთობა საქართველოში ახალ საფეხურზე


ავიდა – VI საუკუნემ არსებითად დაასრულა და დააგვირგვინა ყველაფერი ის, რაც IV-V ს.ს. აღმოცენდა და
განვითარდა. VI ს. კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობდა თემის დაშლის პროცესი. VI საუკუნე
ნამდვილი ისტორიული მოსაბრუნია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ძველ ხანაში. ამ დიდი
ისტორიული მოსაბრუნით დაიწყო საქართველოში ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდი,რომელიც,
გაგრძელდა VIII ს. მეორე ნახევრამდე.

მსხვილი ფეოდალურიმიწათმფლობელობის განვითარებას, ნატურალური მეურნეობის


განუყოფელი ბატონობის პირობებში, საერთოდ ყველგან მივყავართ ფეოდალურ დაქუცმაცებულობამდე.
ასე მოხდა საქართველოშიც.VIII ს. შუა წლებში ჩატარებული რეფორმები, რომელთაც ჯუანშერი არჩილს
მიაწერს, ადრეფეოდალურ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურცხოვრებაში მომხდარი დიდი
ცვლილებების მაუწყებელი იყო.ამიტომ, VIII ს. შუა წლები ადრეფეოდალური ხანის მეორე პერიოდის
დასასრულად უნდა მივიჩნიოთ.

You might also like