You are on page 1of 6

პაპიზმი და „საღვთო რომის იმპერია“

„საღვთო რომის იმპერიის“ ჩამოყალიბება

1. როდის და რამდენ სახელმწიფოდ დაიყო ფრანკთა ერთიანი იმპერია? ვინ იყვნენ


მმართველები?
2. რომელი წლიდან და რატომ აღარ მეფობდნენ აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოში
კაროლინგების დინასტიის წარმომადგენლები?
3. ვინ და როდის გამოცხადდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე? რომელი
სახელმწიფო გახდა ამის შემდეგ ევროპის რუკაზე?
4. მაშასადამე, როდიდან არსებობს გერმანია და ვინ იყო მისი პირველი მეფე?
5. ვინ იყვნენ ამ პერიოდში (ანუ X საუკუნეში) გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების
ყველაზე საშიში მოწინააღმდეგეები?
6. ვინ მოიგერია წარმატებით უნგრელთა შემოტევები? რა ღონისძიებებს მიმართა მან
ამისთვის?
7. ვის დროს შეიქმნა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანთა ჯარი?
8. ვისი დამსახურებით და როდის შეწყდა ე.ი. უნგრელთა თავდასხმები ევროპის
ქვეყნებზე?
9. ვინ გახდა ოტო I უნგრელებზე გამარჯვების შემდეგ?
10. რა გადაწყვიტა ოტომ? შენი აზრით, რატომ? შეუშალა მის განზრახვას ფრანკთა მეფემ
ხელი? შენი აზრით, რატომ?
11. როდის და სად ჩავიდა ოტო იმპერატორად კურთხევისთვის? ასე შეიქმნა ... ?
12. რომელ ტერიტორიებს მოიცავდა გერმანიის იმპერია?
13. გერმანიის ყველა შემდეგი იმპერატორი ... ?
14. რად მოიხსენიებდნენ გერმანელი მეფეები თავის იმპერიას თავდაპირველად? შემდეგ?
15. რა ვითარება იყო ოტო I-ის იმპერიაში ოტოს მოღვაწეობის პირველ ხანებში?
16. რაში ან ვისში პოვა დასაყრდენი ოტომ? რა ღონისძიებები გაატარა მან? რა იყო
თითოეული მათგანის მნიშვნელობა? (ვის მისცა ბევრი პრივილეგია; რა მხრივ
გააძლიერა ეკლესია; რა შეცვალა სასულიერო წოდებაში; ვის ცვლიდა მარტივად და
ხშირად იმპერატორი და რატომ)
17. ვის მოუწყო სასამართლო და როდის ოტომ? რა დააბრალეს მას? ვინ აარჩევინა
მოგვიანებით ოტომ პაპად? ვინ იყო ის ოტოსი?
18. ფაქტობრივად, რა გახდა ეკლესია ოტო I-ის მოღვაწეობის ხანაში? რამდენ ხანს გასტანა
ასეთმა ვითარებამ?
19. რას ცდილობდა ოტო (გარე პოლიტიკა)?
20. ვის უჭირავს ამ დროს სამხრეთ იტალია?
21. რას შეეცადა ოტო? მოიგერიეს მათი შეტევები ბიზანტიელებმა?
22. მაშინ, რა გზას მიმართა ოტომ? რისთვის მოამზადა ამით მან საფუძველი?

პასუხები:
1. 843 წელს, ფრანკთა ერთიანი იმპერია სამ სახელმწიფოდ დაიყო; კარლოს დიდის
შთამომავლები.
2. 911 წლიდან, შიდა დაპირისპირებების გამო.
3. 919 წელს, საქსონიის ჰერცოგი, რომელიც შიდა დაპირისპირებების შემდეგ
ადგილობრივმა წარჩინებულებმა გამოაცხადეს მეფედ; გერმანია.
4. 919 წლიდან, საქსონიის ჰერცოგი - ჰაინრიხი.
5. მომთაბარე უნგრელები.
6. ჰაინრიხმა; მთელ ქვეყანაში ააგო პატარა სიმაგრეები - ბურგები, სადაც მომთაბარეთა
თარეშის დროს მოსახლეობა თავს აფარებდა.
7. ოტო I-ის დროს შეიქმნა მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი ჯარი.
8. X ს.-ის შუა ხანებში, ოტო I-ის.
9. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი.
10. კარლოს დიდის მსგავსად, ჩასულიყო რომში და იმპერატორის გვირგვინი დაედგა
თავზე. ჩემი აზრით, იმიტომ, რომ იმპერატორის ტიტული თავისი არსით
ერთპიროვნულ მმართველობას და უდიდეს ძალაუფლებას გულისხმობს.
11. ფრანკთა მეფემ ხელი ვერ შეუშალა მის განზრახვას და 962 წელს, ჯარის თანხლებით,
რომში, სადაც პაპმა ის იმპერატორად აკურთხა. ასე შეიქმნა ახალი იმპერია, რომელიც
მოიცავდა გერმანულ მიწებს და ჩრდილოეთ იტალიას.
12. გერმანულ მიწებს და ჩრდილოეთ იტალიას.
13. იმპერატორის ტიტულის მისაღებად რომში ჩადიოდა;
14. ჯერ რომის იმპერიად, შემდეგ - საღვთო რომის იმპერიად.
15. იმპერია არაერთგვაროვანი იყო. X ს.-ში გერმანიის მცხოვრებლები საკუთარ
ჰერცოგებს ემორჩილებოდნენ, ვიდრე იმპერატორს.
16. ეკლესიაში:
 ეპისკოპოსებსა და აბატებს ბევრი პრივილეგია მისცა,
 მატერიალურად გააძლიერა ეკლესია,
 სასულიერო წოდება თავის ძალაუფლებით ჰერცოგებს და გრაფებს არაფრით
ჩამოუვარდებოდა და, შესაბამისად, მათზე მოქმედებით ცდილობდნენ ისინი
იმპერატორის ნებისთვის დაემორჩილებინათ.
 თავად იმპერატორი ადვილად ცვლიდა ეპისკოპოსებს და რომის პაპსაც კი,
იმისათვის, რომ საეკლესიო თანამდებობებზე მისი ერთგული ადამიანები
ყოფილიყვნენ.
17. 963 წელს სასამართლო მოუწყო თავისთვის არასასურველ პაპს, რომელსაც
მკვლელობა, ფიცის გატეხა და უღირსი საქციელი დააბრალეს და გადააყენეს.
მოგვიანებით ოტომ პაპად აარჩევინა თავისი ყოფილი მასწავლებელი ჰერბერტი,
რომელიც პაპ სილვესტრ I I-ის სახელითაა ცნობილი.
18. ეკლესია იმპერიის მორჩილი იარაღი გახდა. 100 წელზე მეტ ხანს.
19. იმპერიის კიდევ უფრო გაძლიერებას და ახალი მიწების შემოერთებას.
20. ბიზანტიელებს.
21. ბიზანტიელთათვის წაერთმია სამხრეთ იტალიის ტერიტორიები, მაგრამ
ბიზანტიელებმა მისი შეტევები მოიგერიეს.
22. ფრთხილი დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა. შეძლო თავისი ვაჟის ბიზანტიის
იმპერატორის ასულზე დაქორწინება და ამით საფუძველი მოამზადა მომავალში
სამხრეთ იტალიის დასაპყრობად.

გრიგოლ VII და ჰაინრიხ IV

1. რის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ოტოს დროს ცალკეული სასულიერო პირები და


მთელი მონასტრებიც კი? რომელი მონასტერი გამოირჩეოდა მათ შორის?
2. რითი იყვნენ ცნობილნი კლიუნის მონასტრის ბერები? რის წინააღმდეგ
ილაშქრებდნენ ისინი ხმამაღლა? განსაკუთრებით რის გამო? რისი დამყარება და
შექმნა სურდათ მათ?
3. რას ნიშნავს ინვესტიტურა?
4. რაში გამოიხატებოდა მათი ავტორიტეტის დღითიდღე ზრდა? ბოლოს ერთ-ერთი
მათგანი ...?
5. მაშასადამე, ვინ იყო გრიგოლ VII ? რას ცდილობდა ის ყველანაირად? რას მიაღწია მან?
რა აღმოჩნდა მისთვის უფრო რთული (რომელი ცვლილების განხორციელება)?
ამიტომ პაპი გნუწყვეტლივ მოითხოვდა ... ? რა აუკრძალა მან სამღვდელოებას? რატომ
(დაასახელეთ ორივე მიზეზი)?
6. რა იყო გრიგოლ VII-ის ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება?
7. ვინ იყო გრიგოლ VII-ის მოღვაწეობის დროს საღვთო რომის იმპერატორი? რა
დამოკიდებულება ჰქონდა მას გრიგოლის მიმართ?
8. როდის და რა აუკრძალა გრიგოლმა იმპერატორს?
9. საპასუხოდ რა გააკეთა ჰაინრიხ IV-მ?
10. შემდეგ რა გააკეთა გრიგოლ VII-მ? ვინ ისარგებლა ამით?
11. რა გააკეთა ჰაინრიხმა მისატევებლად და როდის? თუმცა ეს მოვლენა რა აღმოჩნდა
მხოლოდ და მხოლოდ?
12. რა მოხდა რამდენიმე წელიწადში?
13. რა გააკეთა ჰაინრიხ IV-მ 1084 წელს და ამის გამო გრიგოლ VII იძულებული გახდა,
რომ ..., სადაც მალე ...
14. რა იყო შედეგი ჰაინრიხის კანოსაში ჩასვლისა, ლამბერტ გერსფელდერის თანახმად?
15. როდის და რამ გაზარდა პაპის ხელისუფლების ავტორიტეტი? რატომ ?
16. აღწერეთ „ვორმსის კონკორდატი“.
17. ვის დროს მიაღწია უმაღლეს ხელისუფლებას პაპის სიძლიერემ? როდესაც..?
18. ჩამოთვალეთ წესდებები გრიგოლ VII პაპის ძალაუფლების შესახებ.
19. დაახასიათეთ პაპის მიღების ცერემონიალი XII საუკუნეში.

პასუხები:
1. საერო ხელისუფლების ეკლესიაზე ასეთი გაბატონების წინააღმდეგ; საფრანგეთის
აღმოსავლეთით მდებარე კლიუნის მონასტერი;
2. კლიუნის მონასტრის ბერები
 ცნობილნი იყვნენ ცხოვრების მკაცრი წესით და თავიანთ თანამედროვეთა შორის
დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ;
 ისინი ხმამაღლა ილაშქრებდნენ ეკლესიის და საერო ხელისუფლების, მათი
აზრით, არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების წინააღმდეგ;
 განსაკუთრებით საერო პირების, იმპერატორების, მეფეეების ხელში
ინვესტიტურის გადასვლის გამო.
 მათ სურდათ, მკაცრი დისციპლინა დაემყარებინათ და დამოუკიდებელი, ძლიერი
ეკლესია შეექმნათ.
3. თანამდებობებზე მაღალი რანგის საეკლესიო დანიშვნის უფლება.
4. კლიუნიელი ბერები - ეპისკოპოსები და არქიეპისკოპოსები გახდნენ და თავიანთ
ოლქებში წესრიგის აღდგენა დაიწყეს. ბოლოს ერთ-ერთი მათგანი, გრიგოლ VII,
რომის პაპი გახდა.
5. რომის პაპი (1073-1085);
 ყველანაირად ცდილობდა, რომ ეპისკოპოსების და აბატების დანიშვნაში საერო
პირებს მონაწილეობა არ მიეღოთ. იმპერატორს არ უნდა ჰქონოდა უფლება, თავისი
ნება-სურვილით დაენიშნა სასულიერო პირები.
 მიაღწია იმას, რომ პაპის არჩევის უფლება ჰქონდათ მხოლოდ სასულიერო ფენის
წარმომადგენლებს - კარდინალებს - პაპის შემდეგ ეკლესიაში ყველაზე გავლენიან
პირებს.
 უფრო რთული აღმოჩნდა - ადგილებზე საერო ხელისუფლების წარმომადგენლების
მიერ სასულიერო პირების - ეპისკოპოსების - არჩევის უფლების გაუქმება. ამიტომ
პაპი განუწყვეტლივ მოითხოვდა ასეთი ეპისკოპოსების, აბატებისა და მღვდლების
გადაყენებას.
 მან აუკრძალა სამღვდელოებას ქორწინება, რადგან კლიუნელებს მიაჩნდათ, რომ
დაქორწინებული მღვდელი თავის ოჯახზე უფრო იზრუნებდა, ვიდრე საეკლესიო
მოვალეობებზე. ამავე დროს, ეკლესიის ქონება გაიზრდებოდა, რადგან გარდაცვლილი
სასულიერო პირის ქონება მის ოჯახს კი არა, ეკლესიას დარჩებოდა.
6. ძალაუფლება პაპისა, რომელიც თავად პეტრე მოციქულის მემკვიდრე იყო,
ნებისმიერი საერო ხელისუფლის, მათ შორის იმპერატორისაზე მაღლა იდგა.
შემთხვევითი არ იყო, რომ იმპერატორები გვირგვინს სწორედ რომის პაპისგან
იღებდნენ.
7. ჰაინრიხ IV; არ მოსწონდა პაპის გადაწყვეტილებები და არ ემორჩილებოდა მათ.
8. 1075 წელს გრიგოლ VII-მ აუკრძალა იმპერატორს საეკლესიო თანამდებობებზე
მისთვის სასურველი პირების დანიშვნა და ზოგიერთი გერმანელი ეპისკოპოსი
გადააყენა.
9. ვორსმში ჰაინრიხ IV-მ მოიწვია გერმანელი სასულიერო პირები და პაპი
გადაყენებულად გამოაცხადა.
10. ეკლესიისგან განკვეთა იმპერატორი და მისი ვასალები გაათავისუფლა იმპერატორის
მიმართ ვალდებულებებისგან, რითიც მაშინვე ისარგებლეს გერმანელმა მთავრებმა და
იმპერატორს აუჯანყდნენ.
11. ჰაინრიხს სხვა აღარა დარჩენოდა, რომ პაპს დამორჩილებოდა, ამიტომ, 1077 წელს,
მცირე ამალით, შუა ზამთარში, თოვლში, ფეხშიშველი ეახლა რომის პაპს ჩრდილოეთ
იტალიაში მდებარე კანოსის ციხე-დარბაზში და 3 დღის მანძილზე პატიებას
ითხოვდა. ეს მოვლენა რომის პაპისა და იმპერატორის დაპირისპირების მხოლოდ
დასაწყისი აღმოჩნდა.
12. რამდენიმე წელში ძალთა თანაფარდობა ევროპაში იმპერატორის სასარგებლოდ
შეიცვალა.
13. 1084 წელს ჰაინრიხ IV-მ რომი აიღო და გრიგოლ VII იძულებული გახდა, იტალიის
სამხრეთში გაქცეულიყო, სადაც მალე გარდაიცვალა.
14. პაპის მიერ არჩეულ დროს და ადგილას მეფე უნდა გამოცხადდეს გერმანელი
მთავრების შეკრებაზე და პასუხი უნდა გასცეს მათ ბრალდებებს. რომის პაპი კი, თუ
ამას საჭიროდ ჩათვლის, როგორც მსაჯული, მიიღებს გადაწყვეტილებას და მეფე
უნდა დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას. ის ან შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუ
ბრალდებები არ დაუმტკიცდება, ან, დამტკიცების შემთხვევაში,, დაკარგავს მას და
საეკლესიო წესდების თანახმად, სამეფო პატივის ღირსად აღარ ჩაითვლება.
შეინარჩუნებს თუ დაკარგავს ძალაუფლებას, არასდროს იძიებს შურს.
თუ ბრალდებები არ დაუმტკიცდება, ის კვლავ გაიმყარებს ტახტს და ძლიერი
ხელისუფალი გახდება, უნდა დაემორჩილოს რომის ეპისკოპოსს, ყოველთვის
დაუჯეროს და დაეხმაროს მას, მის სახელმწიფოში გავრცელებული საეკლესიო
კანონების საწინააღმდეგო ჩვეულებების აღმოფხვრის საქმეში.
თუ ის დაარღვევს რომელიმე ამ პუნქტს, ანათემისგან გათავისუფლება, რომელიც
ამჟამად ასე სურს, ჩაითვლება გაუქმებულად. და ამის შემდეგ მეფე ვეღარ მოითხოვს
პაპთან შეხვედრას, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ყველა საიმპერატორო
მთავარი გათავისუფლდება მისთვის მიცემული ერთგულების ფიცისგან და მათ
შეეძლებათ აირჩიონ ახალი მეფე.
15. 1095 წელს ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამ, რადგან პაპი ევროპიდან მახლობელ
აღმოსავლეთში მიმავალი მეფე-მთავრებისა და რაინდების მაორგანიებლად იქცა,
თუმცა დაპირისპირება იმპერატორებთან გრძელდებოდა.
16. 1122 წელს, „ვორმსის კონკორდატის“ თანახმად, რომის პაპი და იმპერატორი
შეთანხმდნენ, რომ ინვესტიტურა ორგვარი იქნებოდა: სასულიერო (ბურგუნდიასა და
იტალიაში ეპისკოპოსებს სასულიერო წოდება აირჩევდა და პაპი დაამტკიცებდა) და
საერო (გერმანიაში არჩევნებს დაესწრებოდა და ეპისკოპოსებს დაამტკიცებდა
იმპერატორი).
17. ინოკენტი III-ის დროს (1198-1216), როდესაც პირველად გამოცხადდა, რომ პაპი
ქრისტეს მოადგილეა დედამიწაზე.
18. რომის პაპი გრიგოლ VII-ის ძალაუფლების შესახებ:
 მხოლოდ რომის ეპისკოპოსი იწოდება სჯულის მიხედვით მსოფლიო
ეპისკოპოსად;
 მხოლოდ მას შეუძლია გადააყენოს ეპისკოპოსები და აღადგინოს ისინი;
 მისი წარმომადგენელი საეკლესიო კრებაზე ყველა ეპისკოპოსს მეთაურობს,
თუნდაც უფრო დაბალი ხარისხისა იყოს, და მათ მიმართ შეუძლია გამოიტანოს
გადაწყვეტილება;
 მას შეუძლია გადააყენოს იმპერატორები;
 მხოლოდ მას შეუძლია ატაროს საიმპერატორო ღირსების ნიშნები;
 მარტოოდენ პაპს ეამბორება ფერხთ ყველა მთავარი;
 მას შეუძლია, საჭიროების მიხედვით, გადაადგილოს ეპისკოპოსები ერთი
საყდრიდან მეორეში;
 პაპის მიერ ხელდასხმულს შეუძლია იდგეს რომელიმე ეკლესიის სათავეში, მაგრამ
არ შეუძლია იყოს ვისიმე მსახური; ასევე არ შეუძლია მიიღოს უფრო მაღალი
ხარისხი რომელიმე ეპისკოპოსისგან;
 არავის შეუძლია იყოს პაპის განმსჯელი;
 რომის ეკლესია არასოდეს შემცდარა და, საღვთო წერილის მოწმობით, არც
არასდროს შეცდება.
19. პაპის მიღების ცერემონიალი, XIIს:
წარდგება თუ არა მღვდელმთავრის წინაშე, ყველა მოკვდავმა, განსაკუთრებით კი
ქრისტეს ერთგულმა, მიუხედავად მისი ღისებისა და თვალსაჩინო მდგომარეობისა,
გარკვეულ მანძილზე სამჯერ უნდა მოიდრიკოს მის წინაშე მუხლი და უნდა
ეამბოროს ფეხზე ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს პატივსაცემად, რომელსაც პაპი
წარმოადგენს ამქვეყნად. იპერატორს, მეფეებს, უდიდეს მთავრებს, მთავართა და
მბრძანებელთა წარმომადგენლებს ნება ეძლევათ, პირველ რიგში ეამბორონ ხელსა და
პირზე, სხვებს კი - მხოლოდ ფეხებზე.

You might also like