You are on page 1of 17

ვარიანტი 1

კითხვები:1-1ქულა
1. ვის სახელს უკავშირდება ბაბილონის სამეფოს აღზევება ძვ.წ. XVIII საუკუნეში?

ა) აშურბანიფალის; ბ) არგიშთი II-ის; გ) სარგონ I-ის; დ) ხამურაბის.

2) რომელი მსჯელობაა მართებული ბერძნული კოლონიზაციის შესახებ?

ა) კოლონიის მოსახლეობის საქმიანობას მეტროპოლიის უხუცესთა საბჭო


წარმართავდა, რადგან საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებდა ;

ბ) კოლონიის ადგილის შერჩევისას ზღვასთან სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა


ენიჭებოდა, რადგან მათი ეკონომიკური კეთილდღეობა ძირითადად ვაჭრობას
უკავშირდებოდა;

გ) ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებული კოლონისტები მხოლოდ


ადგილობრივი მოსახლეობის კულტების თაყვანისცემას იწყებდნენ მათი
კეთილგანწყობის მოსაპოვებლად;

დ) კოლონიებში გადასახლებული ვეტერანები სამხედრო შენაერთებს ქმნიდნენ ,


რომლებსაც ადგილობრივი მეფეები ქირაობდნენ.

3)რომელი ინფორმაცია არ არის მართებული ქრისტიანობის ისტორიის შესახებ I-III


საუკუნეებში?

ა) ქრისტიანობა წარმოიშვა რომის იმპერიის ერთ-ერთ აღმოსავლურ პროვინციაში ;

ბ) პირველი ქრისტიანები კატაკომბებში აღასრულებდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ;

გ) ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი შედეგი ვეტერანთა გახშირებული


აჯანყებები იყო;

დ) რომის იმპერატორები, უმთავრესად, ქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს


დევნიდნენ
4. რომელი ფაქტია მართებული რომის იმპერიის ისტორიის შესახებ?

ა) ალარიხმა რომის აღების შემდეგ თავი დასავლეთ რომის იმპერიის მმართველად


გამოაცხადა;

ბ) რომის იმპერატორმა ანდერძით იმპერია თავის ორ ვაჟს - არკადიუსსა და


ჰონორიუსს - გაუყო;

გ) იმპერატორის დაცვის მეთაური ოდოაკრი აღმოსავლეთ პროვინციებს დაეპატრონა ;

დ) იმპერატორ იუსტინიანეს გაქრისტიანებით რომის იმპერიის დაცემა დაიწყო .

5. რომელი ფაქტია მართებული ვანდალთა სამეფოს შესახებ?

ა) რომის პაპმა ხლოდვიგი გაქრისტიანების შემდეგ ვანდალთა პირველ მეფედ


აკურთხა;

ბ) ვანდალებმა თავიანთი სამეფო ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოაყალიბეს;

გ) ვანდალების სამეფო მეროვინგების დინასტიამ დააარსა;

დ) თებე ახლადჩამოყალიბებული ვანდალთა სახელმწიფოს დედაქალაქად


გამოცხადდა.

6. რომელი მოსაზრებაა მართებული სელჩუკთა ტომის სახელწოდების


წარმომავლობის შესახებ?

ა) სელჩუკი ერქვა ერთ-ერთ მეთაურს, რომელმაც თურქული ტომების ნაწილი


გააერთიანა; ბ) სელჩუკი ეწოდებოდა იმ ველს, რომელზედაც ისინი თავდაპირველად
ცხოვრობდნენ;

გ) სელჩუკი ეწოდებოდა თურქული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას;

დ) სელჩუკი ერქვა ამ თურქული ტომის მთავარ ღვთაებას.

7. რომელი მსჯელობაა მართებული VI ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ?

ა) ჯვაროსნები ალჟირში შეიჭრნენ და დედაქალაქი აიღეს, თუმცა მალე მისი დატოვება


მოუხდათ;

ბ) ჯვაროსნებმა ბაღდადი და დამასკო აიღეს, მაგრამ ვერ შეძლეს იერუსალიმის


დაბრუნება;
გ) საფრანგეთის მეფე შარლ IX-ის მეთაურობით ჯვაროსნებმა აკრის ციხის გარნიზონი
ალყისაგან იხსნეს;

დ) იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგვიპტის მმართველთან შეთანხმებით იერუსალიმი


დროებით დაიბრუნა.

8. რომელი მოსაზრებაა მართებული სეფიანთა ირანის შესახებ?

ა) სეფიანთა ირანის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ყიზილბაშთა


ტომებმა შეასრულეს;

ბ) სეფიანთა ირანში სუნიტური ისლამი იყო გაბატონებული , რაც რუმის სასულთნოსთან


მუდმივ დაპირისპირებას იწვევდა;

გ) აბასიანთა სახელმწიფოს დაპყრობის შემდეგ სეფიანთა ირანის შაჰებმა ხალიფას


ტიტული მიიღეს;

დ) სეფიანთა ირანი მცირე აზიის, სირიისა და პალესტინის დასაუფლებლად


განუწყვეტელ ომებს აწარმოებდა მამლუქთა სახელმწიფოსთან.

9. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ინგლისში ოლივერ კრომველის


მმართველობას?

ა) „უფლებათა ბილის“ შემუშავება და დამტკიცება;

ბ) ესპანელთა „უძლეველი არმადის“ განადგურება;

გ) ჰოლანდიასთან ომში გამარჯვება;

დ) ანგლიკანური ეკლესიის რომის პაპისადმი დაქვემდებარება .

10. რომელი მსჯელობაა მართებული ნაპოლეონის ხელისუფლებაში მოსვლის


შესახებ?

ა) ესპანეთში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ჯარში და მოსახლეობაში საკუთარი


ავტორიტეტით ისარგებლა და რომის პაპს თავი იმპერატორად აკურთხებინა ;

ბ) როიალისტების აჯანყების ჩახშობის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მას


პირველი კონსულის თანამდებობა შესთავაზა, რასაც ის დაეთანხმა;

გ) გამოიყენა მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო შენაერთები , დაამხო


იაკობინელთა დიქტატურა და შექმნა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრიც თავად
გახდა;
დ) ეგვიპტიდან დაბრუნებულმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო, გარეკა
დირექტორია, ხოლო სახელმწიფოს მართვა სამ კონსულს დაევალა, რომელთაგან
ერთ-ერთი თავად იყო.

11. რომელი ინფორმაციაა მართებული შაჰ-აბას I-ის მოღვაწეობის შესახებ?

ა) გაატარა რელიგიური და საგანმანათლებლო რეფორმები;

ბ) საბოლოოდ გააუქმა მეფობა ქართლსა და კახეთში;

გ) ხანგრძლივი და წარმატებული ომი აწარმოა ოსმალეთთან;

დ) სასტიკად დაამარცხა აჯანყებული ავღანელები და ბაქტრიელები .

12. რომელი მოვლენა უკავშირდება ინგლისში რესპუბლიკური მმართველობის


პერიოდს?

ა) ანგლიკანური ეკლესიის ჩამოყალიბება;

ბ) სამხედრო დაპირისპირება პორტუგალიასთან;

გ) ჩრდილოეთ ამერიკული კოლონიების აჯანყება;

დ) რეპრესიები კათოლიკე ირლანდიელების მიმართ.

13. რომელი მოსაზრებაა მართებული ვენის კონგრესის შესახებ?

ა) განიხილავდნენ საფრანგეთის პირველი იმპერიის ომების შემდგომი ევროპის


მოწყობის საკითხებს;

ბ) მსჯელობდნენ საფრანგეთში დაწყებული რევოლუციის წინააღმდეგ ერთობლივ


ბრძოლაზე;

გ) ცდილობდნენ, შეემუშავებინათ ერთიანი კოლონიალური პოლიტიკა აფრიკაში ;

დ) ადგენდნენ კონტინენტური ბლოკადის მოქმედების აუცილებელ პრინციპებს

14. რა პირობის საფუძველზე მოწესრიგდა ურთიერთობა ქართლის სამეფოსა და


რომის იმპერიას შორის II საუკუნის I ნახევარში?

ა) ფარსმან II-მ იკისრა ხარკის სახით ასი ქალ-ვაჟის გაგზავნა რომში;

ბ) იმპერატორი დათანხმდა ფარსმან II-ის მემკვიდრის სომხეთში გამეფებას;

გ) ფარსმან II-მ მორჩილების ნიშნად მონაწილეობა მიიღო დაკების წინააღმდეგ ომში ;

დ) იმპერატორმა აღიარა ფარსმან II-ის მიერ შავიზღვისპირა მიწების შეერთება .


15. რომელი მოსაზრებაა მართებული სელჩუკთა ტომის სახელწოდების
წარმომავლობის შესახებ?

ა) სელჩუკი ერქვა ერთ-ერთ მეთაურს, რომელმაც თურქული ტომების ნაწილი


გააერთიანა; ბ) სელჩუკი ეწოდებოდა იმ ველს, რომელზედაც ისინი თავდაპირველად
ცხოვრობდნენ;

გ) სელჩუკი ეწოდებოდა თურქული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას;

დ) სელჩუკი ერქვა ამ თურქული ტომის მთავარ ღვთაება

ქრონოლოგია:1-1ქულა

16. ქრონოლოგიურად დაალაგეთ რომის სახელმწიფოში მომხდარი მოვლენები:

1. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნა

2. იმპერატორ ადრიანეს ვიზიტი რომის მცირე აზიურ პროვინციებში

3. მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით

17. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ქალაქები დავით აღმაშენებლის მიერ მათი


გათავისუფლების დროის მიხედვით:

1. თბილისი

2. სამშვილდე

3. დმანისი

18. ქრონოლოგიურად დაალაგეთ დავით აღმაშენებლის მეფობისას მომხდარი


მოვლენები:

1. კახეთ-ჰერეთის შემოერთება

2. ყივჩაღთა ჩამოსახლება
3. სელჩუკთათვის ხარკის შეწყვეტა

ბრძოლის სქემა და ტექსტი:დავალების მაქსიმალური ქულაა


6
ტექსტი:
1605 წელს შვედებმა ლივონიის რეგიონის დაპყრობა
სცადეს. პოლონელ-ლიტველთა მხედართმთავარს,
ხოდკევიჩს შვედებზე მცირე ჯარი ჰყავდა, თუმცა
წინააღმდეგობას აგრძელებდა. როდესაც შვედეთის მეფემ
მტრის მცირერიცხოვნების შესახებ შეიტყო, ლაშქრის დიდ
ნაწილთან ერთად ხოდკევიჩთან შესაბმელად დაიძრა.
შვედების ჯარი გორაკებზე განლაგდა.
პოლონელლიტველები და მათი მოკავშირეები დაბლობში
იდგნენ. ხოდკევიჩს მტრის დაბლობში ჩამოტყუება სურდა,
ამიტომ ჯარი მოსაჩვენებლად უკან დახია. შვედეთის მეფემ
ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე გასაქცევად ემზადებოდა
და ლაშქარი დაბლობში ჩაიყვანა. შვედები ოთხ რიგად
განლაგდნენ. როგორც კი შვედები დაბლობში ჩავიდნენ
ხოდკევიჩის ჯარი შეტევაზე გადავიდა, გამარჯვებულის
ვინაობა ფლანგებზე გამართულ ბრძოლას უნდა
გამოევლინა, აქ კავალერია დაუპირისპირდა ერთმანეთს.
ბრძოლისას ხოდკევიჩმა ერთ-ერთ ფლანგს თავისი
ბანაკიდან უკანასკნელი რეზერვი მიაშველა. პოლონელ-
ლიტველთა ჯარმა ორივე ფლანგზე გაიმარჯვა, ცენტრში
მყოფი შვედი ქვეითები ალყაში მოექცნენ. ამასობაში
შვედების მარცხენა ფლანგი ჩრდილოეთის
მიმართულებით გაიქცა, თუმცა ადგილმდებარეობის
თავისებურების გამო სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა
და ბევრი დაიღუპა. პოლონელ-ლიტველთა კავალერიამ
შვედეთის მეფემდეც მიაღწია, მას ცხენი მოუკლეს. მეფე
ერთ-ერთი დიდებულის, ვრედეს, თავდადებამ იხსნა,
რომელმაც მეფეს საკუთარი ცხენი დაუთმო

კითხვები:
(1) 19. რომელი რეგიონის დაპყრობას შეეცადნენ
შვედები 1605 წელს?
(1) 20. კონკრეტულად რა ხერხს მიმართა
ხოდკევიჩმა, რათა შვედები დაბლობში
ჩამოეტყუებინა?
(2) 21. პოლონელ-ლიტველთა გარდა, რომელი
ეროვნების ჯარისკაცებისაგან შემდგარმა
კავალერიამ მიიტანა იერიში შვედთა მარჯვენა
ფლანგზე ბრძოლის მსვლელობისას?
(1) 23 პოლონელ-ლიტველთა ლაშქრის
კონკრეტულად რომელ ფლანგს აღმოუჩინა
სამხედრო დახმარება ხოდკევიჩმა ბრძოლის
მსვლელობისას?
(1) 24. კონკრეტულად რა იგულისხმება
„ადგილმდებარეობის თავისებურებაში“, რის გამოც
შვედთა მარცხენა ფლანგის გაქცეული ჯარისკაცები
ვერ გადაადგილდებოდნენ სწრაფად?
ილუსტრაცია:დავალების მაქსიმალური ქულაა 5

(1) 25. რა სახელწოდებითაა ცნობილი №1 ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენა?

(1) 26. N1 ილუსტრაციაზე არსებული რა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე


გააკეთეთ საკუთარი დასკვნა?

(1) 27. რა ეწოდება ისტორიულ პროცესს, რომლის დაწყების ერთ-ერთი მომენტიც


ასახულია №1 ილუსტრაციაზე, ხოლო დასრულება - №2 ილუსტრაციაზე?

(1) 28. რა სახელწოდებითაა ცნობილი დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც ასახულია №2


ილუსტრაციაზე?

(1) 29. შეაფასეთ მსოფლიო ისტორიისათვის იმ ისტორიული პროცესის მნიშვნელობა ,


რომლის შემადგენელი ეპიზოდებიც ასახულია ილუსტრაციებზე . თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ.
ილუსტრაცია:დავალების მაქსიმალური ქულაა 4

(1) 30. რა ეწოდებოდა ოფიციალურად იმ პარტიას, რომლის


საარჩევნო პლაკატიცაა წარმოდგენილი ილუსტრაციაზე?
(1) 31. ილუსტრაციაზე არსებული ინფორმაციიდან
გამომდინარე, სრულად ჩამოთვალეთ რას ასახელებს ეს
პარტია თავის მონაპოვრად?
(1) 32. თქვენი აზრით, რატომ არის საარჩევნო პლაკატზე
გამოსახული ნოე ჟორდანია?
(1) 33. რომელ წელს გაიმართა არჩევნები, რომლის
სააგიტაციო პლაკატიცაა წარმოდგენილი?
რუკა:მაქიმაული ქულა 8

(1)34. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის ჩამოყალიბება და ტერიტორიული


გაფართოებაა ასახული რუკაზე?

(1) 35. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის ჯარის მოქმედებაც რუკაზე აღნიშნულია


ლურჯი ფერის ისრებით.

(2) 36. რა ეწოდება რუკაზე შავი წყვეტილი ისრით აღნიშნულ გადასვლას და ვინ
მეთაურობდა მას?

(2) 37. რა ეწოდებოდა დიდ აღმოსავლურ სახელმწიფოს, რომელიც განადგურდა რუკაზე


აღნიშნული სამხედრო მოქმედებების შედეგად და რუკის რომელი ინფორმაცია
ადასტურებს მის განადგურებას?

(2) 38. რა ეწოდებოდა პოლიტიკურ ერთეულს, სადაც რუკის მიხედვით, მოეწყო ბოლო
ლაშქრობა და, რუკის მიხედვით, რა შედეგით დასრულდა ის?
:მაქსიმალური ქულა 6

409 წელს ვესტგოთები ალარიხის მეთაურობით რომს მიადგნენ და ალყა გაამაგრეს.

იმპერატორი ჰონორიუსთნ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო და მარადიული


ქალაქი დაეცა.

(1ქ) 39.დაასახელეთ ერთი კონკრეტული შედეგი მიზეზი,რომელმაც განაპირობა რომის


დაცემა

(1ქ) 40.დასახელეთ რომის დაცემის ერთი კონკრეტული შედეგი.

(1ქ) 41. ახსენით ვისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო დადედბითი შედეგის მომტანი რომის
დაცემა, ალარიხისა და იმპერატორ ჰონორიუსის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დასაუთეთ

ერთი არგუმენტით მაინც.

(1ქ) 42. ახსენით ვისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფით შედეგის მომტანი რომის
დაცემა, ალარიხისა და იმპერატორ ჰონორიუსის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დასაუთეთ

ერთი არგუმენტით მაინც.

(2ქ) 43.რომის ისტორიიდან დასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და


დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასაბუთებლად.
ისტორიული დოკუმენტი:მაქსიმალური ქულაა 17

ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“

„ხედავდა მეფე დავითი, რომ არ ჰყავდა მას ისეთი სიმრავლე მეომრებისა , რომ საკმარისი
ყოფილიყო ქალაქებისა და ციხეების დასაცავად და ასევე ზამთარზაფხულ ლაშქრობებში
მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ ამ მეორე ალექსანდრემ თავისი დიდი გონებით
განიზრახა, რომ არ იყო სხვა გამოსავალი: იცოდა ყივჩაღთა სიმრავლე, უწყოდა მათი
სიმამაცის, სიმარჯვის, სიმარდის შესახებ ბრძოლაში. ისიც იცოდა , რომ ადვილად
სამართავნი იყვნენ და დაემორჩილებოდნენ მის ნებას. ყივჩაღებმა სიხარულით მიიღეს
მისი მოწვევა. მხოლოდ ითხოვეს ოვსთაგან მშვიდობიანი გატარება. ამიტომ განიზრახა
მეფემ ოვსეთში წასვლა, თან გაიყოლა თავისი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი გიორგი .
შევიდნენ ოვსეთში. აიყვანა მძევლები დავითმა ორივე მხრიდან და მოარიგა ეს ორი
ხალხი. დაეუფლა დარიალს, ოვსეთის მისადგომებისა და კავკასიის მთიანეთის ყველა
ციხეს. შეუქმნა უსაფრთხო გზა ყივჩაღებს, შემოიყვანა მათი დიდი სიმრავლე . ოვსეთში
ყოფნისას გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი. დიდი პატივით ჩამოასვენეს ახალ
მონასტერში და იქ დაკრძალეს. როგორც მამა და მამაზე მეტად, ისე იგლოვა ის მთელმა
სამეფომ და თვით მეფემაც. შავით შეიმოსენ ორმოცი დღის მანძილზე, ვიდრე არ იშვა
ვახტანგი, რომლის დაბადების სიხარულმაც გადაფარა გლოვა. დავითმა ყივჩაღები
ოჯახებითურთ ნაყოფიერ ადგილებში დაასახლა. მათგან ლაშქარში ორმოცი ათასი
მსახურობდა. ისინი ცხენებითა და საჭურველით აღკაზმა. შემოიკრიბა რა ყივჩაღები,
დაანაწილა ისინი რაზმებად და დაუდგინა სარდლები. შეიყვანა ამ რაზმებში თავისი
სამეფოს რჩეული მხედრებიც. მათ წინ დავითი მიუძღოდა. იწყო სპარსეთის რბევა ,
შარვანისა და დიდი სომხეთისა. ვინღა შეძლებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ?
შევიწროებული თურქმანები, აგრეთვე განძელტფილელ-დმანელი ვაჭრები ეახლენ
სულთანს. უამბეს მას მათზე მოწეული გასაჭირისა და უბედურების შესახებ, ამ გზით
დახმარების მიღება სურდათ. იხმო სულთანმა, არაბეთის მეფე დურბეზი ,
მხედართმთავრად დაადგინა ილღაზი. უბრძანა სულთანმა , მთელ თურქმანთა მოდგმას
თავი მოეყარა სალაშქროდ. მათთან ერთად განძის ათაბაგს და სომხეთის ყველა ამირას .
შეიკრიბნენ ისინი და აგვისტოს თორმეტში მოადგნენ თრიალეთს, მანგლისსა და
დიდგორს. იმდენი იყვნენ, რომ ფეხის დასადგმელი ადგილიც კი აღარ იყო. დავით მეფემ
ბრძოლაში სამ საათში გაიმარჯვა. მტერმა პირველივე შეტევის მოგერიებაც კი ვერ
შეძლო. შემდეგ წელს პირველივე ბრძოლით აიღო მეფემ ქალაქი ტფილისი, ოთხასი
წელი სპარსელთა ხელში ნამყოფი. დაუმკვიდრა თავის შთამომავლებს საუკუნო
საჭურჭლედ და სახლად. ეახლენ დავითს ანელთა მოციქულები და მოახსენეს ქალაქისა
და ციხის მტრის ხელში გადასვლა. სწრაფად დაგზავნა მეფემ ლაშქრის შესაკრებად
წერილები და მესამე დღეს სამოცი ათასი მხედარი უკვე მის წინაშე იდგა . გაემართა
დავითი იქითკენ და ადვილად აიღო მესამე დღეს ქალაქი ანისი და მისი ციხეები. არა
მხოლოდ თავისი სამეფოს მონასტრებისთვის ზრუნავდა, არამედ საბერძნეთში,
მთაწმინდის, ბოლღარეთის, ასურეთის, კვიპროსის, შავი მთის, პალესტინის.
განსაკუთრებით გაამდიდრა ნაირგვარი შესაწირავებით იერუსალიმში არსებული წმინდა
ადგილები. ამასთან ერთად რამდენი ეკლესია ააშენა, რამდენი ხიდი გასდო საშიშ
მდინარეებზე, რამდენ ძნელად სავალ გზაზე დააგო ქვა.

ეს დიდი საქმეები ისეთი სიადვილით წარმართა, როგორც სხვა ვერავინ მოახერხებდა .


არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ადანაშაულებენ მეფეს ამდენი ბრძოლის, ლაშქრის
შეუსვენებელი მიმოსვლის და განსაცდელში ყოფნის გამო. მათი თქმით, მშვილდიც ვერ
აიტანს მუდმივად მოზიდულობას. მაგრამ ამის მთქმელებმა ჯერ ის მოისმინონ, რომ
სამეფო დასუსტებული და დაუძლურებული იყო, ლაშქარი შემცირებული და ვინც იყო,
ისინიც გალაჩრებული. რომ არა ამდენი ლაშქრობა, ბრძოლები, სწორი და მამაცური
წინამძღოლობით მხედართა გაწვრთნა, როგორ მოეპოვებინა ამდენი გამარჯვება ,
როგორ მოეშორებინა ქვეყნისთვის მტერი?

კითხვები :
(1) 44. ყივჩაღთა საქართველოში გადმოსახლების რა დამაბრკოლებელი გარემოებაა
აღნიშნული წყაროში?

(1) 45. თქვენი აზრით, რატომ შეიყვანა მეფემ თავისი რჩეული მხედრები ყივჩაღთა
რაზმებში?

(1) 46. თქვენი აზრით, რა იგულისხმება განძელ-ტფილელ-დმანელ ვაჭრების თავზე


„მოწეულ გასაჭირსა და უბედურებაში“?

(1) 47. წყაროს მიხედვით, როგორ ხდებოდა საქართველოში მეომრების სალაშქროდ


გამოძახება?

(1) 48. თქვენი აზრით, რატომ გაამდიდრა მეფემ შესაწირავებით განსაკუთრებით


იერუსალიმში არსებული წმიდა ადგილები?

(1) 49. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ მეფე ვაჭრობის


განვითარებაზე ზრუნავდა?

(1)50. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ქვეყნები, სადაც დავით მეფე ლაშქრობდა


ყივჩაღთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქრით.

(2) 51. წყაროში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოთვალეთ, კონკრეტულად


რისთვის სჭირდებოდა დავით მეფეს საკუთარი ჯარის სიმრავლე .

(2) 52. წყაროს მიხედვით, ბრძოლისუნარიანობის გარდა, კიდევ რა მიზეზებმა განაპირობა ,


რომ მეფე დავითმა არჩევანი სწორედ ყივჩაღებზე შეაჩერა და არა სხვა ხალხზე ?

(2) 53. რა კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდის წყარო მეფის თანამებრძოლ გიორგის


შესახებ, გარდა იმისა, რომ მეფეს ახლდა ოვსეთში და იქ გარდაიცვალა?

(2) 54. დავითის მეფობის დასაწყისში ქართული ლაშქრის რა კონკრეტულ ნაკლოვანებებს


ასახელებს მემატიანე?

(2) 55. ზოგადად ვის გულისხმობს მემატიანე მათში, ვინც ამბობდა: „მშვილდიც ვერ აიტანს
მუდმივად მოზიდულობას“ და კონკრეტულად რასთან დაკავშირებით ამბობდნენ ამას?
BY SPECIAL ORDER <3

You might also like