You are on page 1of 27

პირველყოფილი საზოგადოება

ძველი ეგვიპტე

ძველი შუამდინარეთი: შუმერი, ბაბილონი

1. ვის სახელთანაა დაკავშირებული ლურსმნული დამწერლობის შექმნა? შუმერების


2. რას იყენებდნენ შუმერები საწერად? თიხას
3. ბრინჯაოს რომელ ხანას მიეკუთვნება მტკვარ-არაქსის კულტურა? ადრე ბრინჯაოს ხანას
4. რას წარმოადგენდა ყორღანი? სამარხს
5. რომელი მმართველის სახელს უკავშირდება ბაბილონის სახელმწიფოს აღორძინება ძვ.წ. I
ათასწლეულში? ნაბუქოდონოსორ II
6. რომელ წელს დაიწყო ებრაელი ხალხის ე.წ "ბაბილონური ტყვეობა"? ძვ.წ 586 წელს
7. რა წარმოადგენდა ძვ.წ. II ათასწლეულში ეგვიპტელთა ნუბიაში ლაშქრობების უმთავრეს მოტივს?
ნუბიელთა ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მოპოვება
8. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა ფარაონ ამენხოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმის
წარუმატებლობა? ქურუმთა მხრიდან მხარდაჭერის არარსებობამ
9. ვინ და რომელ წელს გაანადგურა ბაბილონი? აქამენიანთა ირანმა-ძვ.წ 539 წ.
10. ვინ გააერთიანა ეგვიპტე? მენესმა
11. როდის დაიდო მსოფლიოში პირველი ზავი? ძვ.წ. II ათასწ.
12. რა იყო მკაცრ ბუნებრივ საზღვრებში მოქცეული ძველი ეგვიპტის ლაშქრობების მთავარი
სამიზნე? ნუბია
13. რომელ ათასწლეულში იწყებენ ნილოსის ნაპირზე განლაგებული დასახლებები გაერთიანებას
ძვ.წ IV ათასწლეულში
14. პირველად, აქემენიდური ირანის რომელმა მმართველმა დაიპყრო ეგვიპტე კამბისეს II-მ
15. რომელი შეესაბამება საქართველოში ადრე ბრინჯაოს ხანას? მტკვარ-არაქსის კულტურა
16. რომელი შეესაბამება გვიან ბრინჯაოს ხანას საქართველოში? კოლხური და აღმ.ქართული
კულტურა
17. ჩამოთვლილი ეგვიპტის ფარაონებიდან,რომელი მოღვაწეობდა ყველაზე ადრე? ჯოსერი
18. ვინ განავრცო ეგვიპტის ძალაუფლება ყველაზე შორს? თოტმეს III-მ
19. რომელ პერიოდში იწყებს ადამიანი ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლას? ნეოლითში
20. რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა ჰამურაბი? ძვ.წ. XIX-XVIII
21. მეცნიერთაგან გამოკვლეული, ჰომინიდების გვარის უძველესი წარმომადგენელია ჰომო
ჰაბილისი
22. როდის დაიწყო დიდი გამყინვარების ინტენსიფიკაცია? დაახლ.70 000 წლის წინ ტობას
ვულკანური სუპერამოფრქვევის შედეგად
23. რას ნიშნავს „ჰომო ჰაბილისი“? მარჯვე ადამიანს
24. ლეგენდა გილგამეშის შესახებ ეკუთვნით: შუმერებს
25. რომელ წელს დაეცა ბაბილონი? ძვ.წ. 539 წელს
26. რომელ წელს განადგურდა ჰამურაბიანთა დინასტია? ძვ.წ. 1531 წელს
27. რამდენი წლით თარიღდება „დმანისელი ადამიანის ნაშთები“ 1,8-1,7 მლნ წლით
28. დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისაკენ: პალეოლითი,
მეზოლითი, ნეოლითი, ენეოლითი.
29. ვისგან ისწავლეს ეგვიპტელებმა ბორბლების გამოყენება? ჰიქსოსებისგან
30. რითი იყო განპირობებული ის, რომ პალეოლითის ხანის ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფურად?
თავდაცვისა და საკვების მოპოვების მიზნით
31. რომელი მდინარეების სანაპიროებზე მდებარეობდა ქალაქი ბაბილონი? ტიგროსისა და ევფრატის
32. რომელ პერიოდში იწყებს ადამიანი მიწათმოქმედებას? ნეოლითში
33. ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, ეგვიპტე პირველად დაიპყრო (დაიპყრეს): ჰიქსოსებმა
34. რომელ კონტინეტზე იწყებს თანამედროვე ადამიანის წინაპარი (ჰომინიდი) გაჩენასა და
განსახლებას? აფრიკა
35. უძველესი ადამიანი ამიერკავკასიაში აღმოაჩინეს დმანისში
36. რას უწოდებენ მეორენაირად თრიალეთის კულტურას? ყორღანულს
37. ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კანონთა კრებულია ხამურაბის კანონები
38. რომელმა ფარაონმა დაამკვიდრა ეგვიპტეში ერთღმერთიანობა? ამენხოტეპ IV-მ
39. მსოფლიოში პირველ ზავად ითვლება ქადეშის ზავი
40. შუმერული ცივილიზაცია ყვაოდა: ძვ.წ IV-III ათასწლეულებში
41. პირველი დამწერლობა (ლურსმნული) ეკუთვნით შუმერებს

ასურეთი, ხეთების სამეფო, ურარტუ

დიაოხი და კოლხა

აქემენიანთა ირანი

ფინიკიური კოლონიზაცია

42. ვინ ამუშავებდა აქემენიდური ირანის სამხედრო ფენის მიწებს? არენდატორები


43. რა სამხედრო ერთეულებად იყო აქემენიდური ირანი დაყოფილი? ტოპარქიებად
44. რომელი ქვეყნის წყაროებში მოიხსენიება დიაოხი, როგორც "დაიაენი"? ასურული
45. ვინ გაუწია დახმარება ახალბაბილონურ სამეფოსა და მიდიას ასურეთის დამარცხებაში?
სკვითებმა
46. რომელი ბერძენი ისტორიკოსი გვაწვდის ცნობებს დარიოსის რეფორმების შესახებ? ჰეროდოტე
47. აქემენიანთა სპარსეთის რომელი მმართველის სახელთანაა დაკავშირებული მსოფლიოს
ისტორიაში „რელიგიური ავტონომიის“ დაშვების პირველი პრეცედენტი? კიროს II
48. ურარტუს მეფე მენუა ერთ-ერთ თავის წარწერაში მოგვითხრობს: "დავიპყარი ....... ქვეყანა, მისი
სამეფო ქალაქი სასილო, ქვეყანა გადავწვი, დავანგრიე-ციხე სიმაგრეები...". რომელ ქვეყანაზე საუბრობს
მეფე მენუა? დიაოხი
49. ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი არ განაპირობებდა ფინიკიური კოლონიზაციის
წარმატებას? ერთიანი სამხედრო ფლოტი
50. რა უმთავრესმა მიზეზმა/მიზეზებმა შეუწყო ხელი ძვ.წ. II ათასწლეულში წინა აზიის
ტერიტორიებზე ქართველი ტომების დამკვიდრება? მითანისა და ხეთების სამეფოების განადგურებამ
51. მუშქები იყვნენ მესხების ქართველური ტომების წინაპრები
52. რომელი ქალაქი აიღო ურარტუს მეფე სარდურ ll-მ კოლხაში ლაშქრობისას? ილდამუსა
53. ვის მიერ განადგურდა ურარტუ საბოლოოდ ძვ.წ. VI საუკუნეში? მიდიის
54. რომელ ქვეყანაში არსებობდა "10 ათასიანი უკვდავთა შენაერთი?" აქემენიდურ ირანში
55. როდის განადგურდა დიაოხი? ძვ.წ VIII ს.-ის ბოლოს
56. რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლის შემდეგ გააფორმეს ხეთებმა „მსოფლიოში პირველ ზავად“
მიჩნეული სამშვიდობო ხელშეკრულება? ეგვიპტე
57. ჩამოთვლილთაგან, რომელმა მმართველმა გაატარა სამონეტო რეფორმა? დარიოსი
58. ვინ მოუღო ბოლო ხამურაბის დინასტიას? ხეთებმა
59. მათგან რომელი რეფორმა არ გაუტარებია დარიოს პირველს? მოსახლეობა დაყო სამ ნაწილად
60. ვინ შემოიღო აქამენიანთა ირანში ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგიად? ქსერქსემ
61. მათგან რომელი არ იყო ურარტუს მეფე? სიენი
62. ვის უხდიდა კოლხა ნებაყოფლობით ყოველ მეხუთე წელს 100 ყრმასა და 100 ქალწულს?
სპარსელებს
63. ვინ გაანადგურა კოლხა? სკვითებმა და კიმირიელებმა
64. ბაბილონი დაიპყრო: კიროს II-მ
65. სად მდებარეობდა თავდაპირველად კართაგენი? დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე
66. დიაოხის განადგურების შემდეგ, ურარტუს რომელმა მეფემ დალაშქრა კოლხა? სარდურ II-მ
67. როდის დაარსდა კართაგენი? ძვ.წ 814 წელს
68. პირველი არაეგვიპტელი ფარაონი იყო: კამბისეს II
69. ბერძენ-სპარსელთა ომში, რომელი ბრძოლა მოიგო აქამენიანთა ირანმა? თერმოპილეს
70. რა იყო ურარტუს დედაქალაქი, როდესაც დიაოხი განადგურდა? ტუშპა
71. რომელმა ხალხმა დააარსა კართაგენი? ფინიკიელებმა
72. კოლხეთის სამეფოს ძლიერება აისახა ძველბერძნულ მითში
73. ებრაელი ხალხი პირველად გადაასახლა ასურეთმა ძვ.წ 722 წელს
74. ხეთების რომელ მეფესთან წამოიწყო ქადეშის ბრძოლა ეგვიპტემ? მუვათალ II-თან
75. ხეთების სამეფო მდებარეობდა მცირე აზიაში
76. დაალაგეთ ქრონოლოგიურად აქამენიანთა ირანის მეფეები:1) კამბისეს II; 2) კიროს II დიდი; 3)
ქსერქსე; 4) დარიოს I 2,1,4,3
77. დიაოხი გაანადგურა ურარტუმ და კოლხამ
78. ასურეთის სატახტო ქალაქები, აშური და ნინევია დაეცნენ ძვ.წ 614 და 612 წლებში
79. ურარტუ დაეცა ძვ.წ 590 წელს
80. ირანის რომელმა მეფემ დაყო ქვეყანა 20 სატრაპიად, რომელთაგან მე-19-ში შედიოდნენ ქართული
ტომები? დარიოს I-მა
81. ხეთების რომელმა მეფემ გაანადგურა ხამურაბიანთა დინასტია? მურსილმა
82. ასურეთის რომელმა მეფემ დალაშქრა ნაირის ქვეყნები, რომელსაც სათავეში დიაოხის მეფე ედგა?
ტიგლატფილასარ I-მა
83. რომელ წელს დალაშქრა ასურეთმა ნაირის ქვეყნები, რომელსაც სათავეში დიაოხის მეფე ედგა?
ძვ.წ 1112 წელს
84. სამშობლოდან ძალით გამოყრილი ებრაელები სახლში დააბრუნა კიროს დიდმა
85. ხეთების სამეფოს დედაქალაქი იყო ხათუსა
86. რა გახდა ასურეთის იმპერიის დაცემისა და დასუსტების მიზეზი? გაუთავებელი ომები და
შემოსავლების არამიზნობრივი ფლანგვა
87. რომელი ქართველური ტომები იყვნენ სახელგანთქმულნი რკინის დამუშავებით? ხალიბები
88. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ურარტუს მეფე? კიროს II
89. პირველი ანბანური დამწერლობა ეკუთვნით ფინიკიელებს
90. რომელი ქვეყნის წყაროებში მოიხსენიებოდა დიაოხი "ტაოხად"? ბერძნული
91. რომელი ენა შემოიღო დარიოს I-მა იმპერიაში საერთაშორისო ენად? არამეული

ძველი საბერძნეთი და მაკედონია

92. რომელ ბრძოლაში გაირბინა ფიდიპიდესმა 42კმ, რათა ათენელთათვის გამარჯვება ემცნო?
მარათონის
93. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა ძვ.წ. 421 წელს ათენსა და სპარტას შორის ნიკიასის ზავის
გაოფორმება? ორივე მხარის ლიდერთა მოულოდნელმა დაღუპვამ
94. რა იყო დიდი ბერძნული კოლონიზაციის წამოწყების უმთავრესი მიზეზი? მძიმე
დემოგრაფიული მდგომარეობა
95. რომელ ბრძოლას უკავშირდება სპარტის ლეგენდარული მეფის, ლეონიდასისა და მისი
სამასკაციანი რაზმის ცნობილი გმირობის ისტორია? თერმოპილეს
96. რა ეწოდებოდა უხუცესთა საბჭოს სპარტაში? გერუსია
97. რომელ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად გაეხსნა ალექსანდრე III მაკედონელს გზა სპარსეთის
დასაპყრობად? გავგამელას
98. უდიდეს სპარტელ კანონმდებლად მიჩნეულია ლიკურგოსი
99. ვისი წინადადებით დაიწყო ათენში სამხედრო ფლოტის მშენებლობა? თემისტოკლეს
100. ვინ აღწერს პელოპენესის ომს? თუკიდიდე
101. რომელი სამხედრო ინოვაცია წარმოადგენდა ფილიპე II მაკედონელის წარმატების ერთ-ერთ
უმთავრეს საფუძველს? მაკედონური ფალანგის შექმნა
102. რა ერქვა ბერძნული ენის ზედიალექტს,რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების
შემდეგ გავრცელდა ელინისტურ სახელმწიფოებში? კოინე
103. რომელი ცნობილი ბრძენი აირჩიეს ძვ.წ. VI საუკუნის დასაწყისში ათენის არქონტად? სოლონი
104. რის აღსანიშნავად შემოიღო XlX საუკუნის გერმანელმა ისტორიკოსმა,იოჰან გუსტავ დროიზენმა
ტერმინი "ელინიზმი"? ძველი აღმოსავლური და ბერძნული ცივილიზაციების შერწყმის
105. რომელი ანბანი გამოიყენეს ბერძნებმა თავიანთი დამწერლობის შესაქმნელად? ფინიკიური
106. ალექსანდრე მაკედონელს სურდა, მთელ მსოფლიოს ჰქონოდა ენობრივი, კულტურული და
პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა
107. პელოპონესის ომში, ვინ დასვეს ათენელებმა ალკიბიადეს ნაცვლად, მას შემდეგ რაც მას ცილი
დასწამეს? ნიკიასი
108. როდის გატარდა საბერძნეთში სოლონის რეფორმები? ძვ.წ 594 წელს
109. პელოპონესის კავშირმა ათენს ომი გამოუცხადა: ძვ.წ 432 წელს
110. პელოპონესის ომში, სიცილიაზე ექსპედიციის სულისჩამდგმელი იყო: ალკიბიადე
111. ვინ იყო სპარსეთის მეფე მარათონის ბრძოლის დროს? დარიოს I
112. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, რომელი ნაწილი დაისაკუთრა სელევკოსმა?
ბაბილონი და სირია
113. ბრძოლა ისოსთან გაიმართა: ძვ.წ 333 წელს
114. ბრძოლა მანტენეასთან გაიმართა: ძვ.წ 418 წელს
115. ვინ გვაწვდის ინფორმაციას არგონავტების ლეგენდაზე? აპოლონიოს როდოსელი
116. პელოპონესის ბრძოლა მიმდინარეობდა: ძვ.წ 431-404 წლებში
117. ვინ გვაწვდის ინფორმაციას ბერძენ-სპარსელთა ომების შესახებ? ჰეროდოტე
118. ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის თანამედროვე გავგამელასა და ისოსის ბრძოლებში? დარიოს
III
119. ნიკიასის ზავი დაიდო: ათენსა და სპარტას შორის
120. რომელ წელს შემოიღეს საბერძნეთში კლისთენეს რეფორმები? ძვ.წ 509 წელს
121. რამდენი წლის ასაკში ადის ალექსანდრე მაკედონელი ტახტზე? 20
122. როდის მოეწყო პირველი ოლიმპიური თამაშები? ძვ.წ 776 წელს
123. როდის გამართა ალექსანდრე მაკედონელმა გრანდიოზული ქორწინება სუსაში, სადაც 10,000
ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე? ძვ.წ 324 წელს
124. როდის შემოიღეს საბერძნეთში დრაკონის კანონები? ძვ.წ 624 წელს
125. როდის დაიდო ნიკიასის ზავი? ძვ.წ 421 წელს
126. თერმოპილეს ბრძოლა გაიმართა ძვ.წ 480 წელს
127. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, რომელი ნაწილი დაისაკუთრა პტოლემაიოსმა?
ეგვიპტე
128. რა ქვია დღეს იმ ადგილს, სადაც ოდესღაც ბერძნული ახალშენი - დიოსკურია იყო? სოხუმი
129. რომელ წელს ადის ალექსანდრე მაკედონელი ტახტზე? ძვ.წ 336 წელს
130. რა ქვია დღეს იმ ადგილს, სადაც ოდესღაც ბერძნული ახალშენი - დიდი პიტიუნტი იყო?
ბიჭვინთა
131. უგალავნო პოლისი, რომელსაც ორი მეფე მართავდა, იყო სპარტა
132. რა ეწოდათ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეებს? დიადოქოსები
133. რომელი ბერძნული ახალშენი იყო თანამედროვე ოჩამჩირეს ადგილას? გიენოსი
134. მარათონის ბრძოლა გაიმართა ძვ.წ 490 წელს
135. აჯანყება იონიაში, რომელსაც ფატქობრივად მოჰყვა ბერძნენ-სპარსელთა ომები, მოხდა: ძვ.წ 500
წელს
136. ელინისტური ეპოქა მთავრდება კლეოპატრა VII-ის სიკვდილით
137. როდის გარდაიცვალა ალექსანდრე მაკედონელი? ძვ.წ 323 წელს
138. რომელი ისტორიული მოვლენის შემდეგ მიეცა დასაბამი მარათონულ რბოლას? მარათონის
ბრძოლის
139. ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი იყო: არისტოტელე
140. დემოკრატიის საოცარ მაგალითს ნახავდით ათენში
141. როდის გაიმართა გავგამელას ბრძოლა? ძვ.წ 331 წელს
142. რომელი ბერძნული ახალშენი იყო თანამედროვე ფოთის ადგილას? ფაზისი
143. ვინ ირბინა 42 კილომეტრი, რათა მარათონის ბრძოლაში გამარჯვება ბერძენი ხალხისთვის
ემცნო? ფიდიპიდესმა

ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში

144. რომელი ისტორიკოსი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს ქართლის სახელმწიფოებრივი


მოწყობისა და საზოგადოებრივი წყობის შესახებ? სტრაბონი
145. რა სახის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სისტემა შემოიტანა ფარნავაზმა ქართლის
სამეფოში? საერისთავოები და სასპასპეტო
146. რა მოჰყვა შედეგად ფარნავაზის მიერ არმაზის კულტის შემოღებას? განმტკიცდა მეფის
ავტორიტეტი
147. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ვინ იყო ქართლის პირველი მეფე? აზონი
148. სტრაბონის თანახმად, ვინ იყვნენ „ლაოები“ ქართლის სამეფოში? სამეფო მონები
149. რას ხელმძღვანელობდა ფარნავაზის დროს სამეფო კარზე ეზოსმოძღვარი? სამეფო
ადმინისტრაციას
150. რომელ ადმინისტრაციულ ერთეულს განაგებდა ფარნავაზის მიერ დანიშნული სპასპეტი? შიდა
ქართლს
151. ვის სახელს უკავშირდება პირველი ქართული დამწერლობის შექმნა? ფარნავაზის
152. ალექსანდრე მაკედონელის სარდლის აზონის ლაშქრობამდე, რომელი ინსტიტუტის
მმართველობა იყო ქართლში? მამასახლისის
153. ვინ გამოუგზავნა სამეფო ნიშნები ფარნავაზს? სელევკიდების მმართველმა, ანტიოქოს I-მა
154. ვის სახელს უკავშირდება არმაზის კულტის შექმნა ქართლში? ფარნავაზის
155. ვინ იყო ფარნავაზის მოკავშირე? ქუჯი
156. ფარნავაზმა სამეფო დაყო 8 საერისთავოდ და 1 სასპასპეტოდ
157. რამდენი სასპასპეტო დააარსა ფარნავაზმა? ერთი
158. ფარნავაზის დროს, რისი მმართველი იყო ქუჯი? ეგრისის

ძველი რომი

159. რომელ ომში ებრძოდა ჰანიბალი რომს? პუნიკურ ომში


160. სულ რამდენი პუნიკური ომი გაიმართა? სამი
161. ვინ იყო რომის პირველი იმპერატორი? ოქტავიანე ავგუსტუსი
162. ვინ შექმნა რომის პირველი კანონები? ნუმა პომპელიუსმა
163. რა ეწოდებოდა ძველი რომის რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობას? კონსული
164. რომელი მოვლენა გახდა ძველ რომში ე.წ. „სულას დიქტატურის“ დამყარების წინაპირობა?
მითრიდატე VI-ის მიერ „ეფესოსის საღამოს“ მოწყობა
165. ვისი მმართველობის პერიოდში მიაღწია რომის იმპერიამ მაქსიმალურ საზღვრებს? ტრაიანეს
166. ჩამოთვლილთაგან ვინ არ ყოფილა პირველი ტრიუმვირატის შემადგენლობაში? მარკუს
ანტონიუსი
167. რომელმა იმპერატორმა მიანიჭა რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს
მოქალაქეობა? კარაკალამ
168. იულიუს კეისრის მიერ წარმოებული ომი,რის შედეგადაც სრულიად გალია მოექცა მის
ძალაუფლების ქვეშ,მიმდინარეობდა ძვ.წ 58-51
169. რა გახდა მეორე პუნიკური ომის დაწყების საბაბი? ჰანიბალის თავდასხმა რომის მოკავშირე
საგუნტუმზე
170. რა წარმოადგენდა ძვ.წ. III-II საუკუნეებში რომისა და კართაგენის დაპირისპირების უმთავრეს
მიზეზს? ბრძოლა ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰეგემონობისთვის
171. რომელი რომაელი ისტორიკოსი აღწერს გერმანელებს? კორნელიუს ტაციტუსი
172. კატალინას შეთქმულებას ფარდა ახადა ციცერონმა
173. რომელ წელს მოხდა ბრძოლა კანესთან? ძვ.წ 216
174. რომელ წლებში მიმდინარეობდა რომში სამოქალაქო ომი? ძვ.წ 49-46 წლებში
175. ვინ იყო რომის უკანასკნელი მეფე? ტარკვინიუს სუპერბუსი
176. ჩამოთვლილთაგან ვის უწოდეს რომში "სამშობლოს მამა"? ციცერონს
177. რომელ წელს შეიქმნა პირველი ტრიუმვირატი? ძვ.წ 60 წელს
178. რომელ წელს იყო "ეფესოსის საღამო"? ძვ.წ 88 წელს
179. ვინ იღებდა მონაწილეობას იულიუს კეისრის მკველობაში? კასიუსი და ბრუტუსი
180. ვისთან მოუხდა რომს სამი ომის გადატანა? მითრიდატე VI-სთან
181. რა გახდა მესამე პუნიკური ომის დაწყების საბაბი? რომის მოკავშირე ნუმიდიასთან
კართაგენელთა კონფლიქტი
182. დაახლოებით რამდენი წელი გაგრძელდა პირველი ტრიუმვირატის არსებობა? 7 წელი
183. დაალაგეთ ქრონოლოგიურად 1: სულას დიქტატურა; 2: პირველი ტრიუმვირატის შექმნა; 3:
ეფესოსის საღამო; 4: პომპეუსისა და იულის კეისრის დაპირისპირება 3, 1, 2, 4
184. დაალაგეთ ქრონოლოგიურად 1: ბრძოლა ზამასთან; 2: ბრძოლა კანესთან; 3: პირველი პუნიკური
ომი; 4: ჰანიბალის სიკვდილი 3, 2, 1, 4
185. რა გახდა პირველი პუნიკური ომის საბაბი? სიცილიის ქალაქ-სახემწიფოების დაპირისპირება
186. რომელ პუნიკურ ომებში მონაწილეობდა ჰანიბალი? მხოლოდ II პუნიკურ ომში
187. როდის მოკლეს იულიუს კეისარი? ძვ.წ 44 წლის 15 მარტს
188. როდის დაამარცხეს რომაელებმა სელევკიდები? ძვ.წ II საუკუნის დასაწყისში
189. რომელ პუნიკურ ომებში გაიმარჯვა რომმა? სამივეში
190. ვის მიერ წარმოებული ომი შევიდა ისტორიაში "გალებთან წარმოებული ომების" სახელით?
იულიუს კეისრის
191. რა შედეგი მოიტანა კარაკალას ედიქტმა? რომის იმპერიაში მცხოვრებ თავისუფალ ადამიანებს
მიენიჭათ მოქალაქეობა
192. მონათა ყველაზე ცნობილი აჯანყება რომში, რომელსაც სპარტაკი ხელმძღვანელობდა, მოხდა:
ძვ.წ 73-71 წლებში
193. რომელ წლებში მიმდინარეობდა პირველი პუნიკური ომი? ძვ.წ 264-241 წლებში
194. რომელს საუკუნე(ებ)ში აწარმოებდა რომი ილირიულ ომებს? ძვ.წ III საუკუნეში
195. როდის დაარსდა რომი? ძვ.წ 753 წელს
196. რომის რომელი იმპერატორის დროს დამყარდა "რომაული მშვიდობა" ? ოქტავიანე ავგუსტუსი
197. სად მდებარეობდა რომი? აპენინის ნახევარკუნძულზე
198. როდის გაიმართა მეორე პუნიკური ომი? ძვ.წ 218-201 წლებში
199. როდის გაიმართა ზამას ბრძოლა და ვინ ხელმძღანელობდა რომაელთა ჯარს? ძვ.წ 202 წელს,
სციპიონ აფრიკელი
200. რითი გარდაიცვალა ჰანიბალი? თავი მოიკლა
201. რას ნიშნავს ტრიუმვირატი? სამთა მმართველობას
202. მეორე პუნიკური ომის შემდეგ, ვინ ამბობდა სულ, რომ "კართაგენი უნდა დაინგრეს"? კატონი
203. ვისი მმართველობა იწოდება რომში "ოქროს ხანად"? ოქტავიანე ავგუსტუსის
204. რომელი მდინარე გადალახა იულიუს კეისარმა ძვ.წ 49 წელს სიტყვებით: "წილი ნაყარია"
რუბიკონი
205. რომის პირველი ტრიუმვირატის წევრების იყვნენ: პომპეუსი, კრასუსი, კეისარი
206. ვინ გადალახა ალპები პუნიკური ომების დროს? ჰანიბალმა

რომი და საქართველო

ევროპა IV-V საუკუნეებში

207. რა იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების მთავარი მიზეზი რომში? იმპერიის
კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა
208. რომელი ენები გამოიყენებოდა ქართლის სამეფოში ოფიციალური დოკუმენტებისათვის?
ბერძნული და არამეული
209. ვინ დასვა პომპეუსმა ლაშქრობის შემდეგ კოლხეთში მმართველად? არისტარქე
210. ვინ იყო რომაელთა მხედართმთავარი კატალაუნის ველზე? აეციუსი
211. ჩამოთვლილთაგან რომელი არის რომაელი? ჰონორიუსი
212. ვისი გადაწყვეტილებით გაიყო რომის იმპერია ორ ნაწილად 395 წელს? იმპერატორ
თეოდოსიუსის
213. რომის რომელმა იმპერატორმა ცნო ახ.წ. II საუკუნეში ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა
ტერიტორიების შეერთება? ანტონიუს პიუსმა
214. რა იყო IV-VII საუკუნეებში მიმდინარე პროცესის - „ხალხთა დიდი გადასახლების“ - უმთავრესი
მიზეზი? დიდი იმპერიების დასუსტება
215. ვისი მეტსახელი იყო "ღვთის რისხვა"? ატილას
216. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა პომპეუსის შემოსვლა ქართლში? ქართლის სამეფო
აქტიურდ ეხმარებოდა რომაელების წინააღმდეგ აჯანყებულ პონტოს სამეფოს
217. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ll ს.-ში რომის იმპერიასა და ქართლის სამეფოს შორის
დაპირისპირება? ქართლის სამეფოს მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ფლობამ
218. რომის რომელმა იმპერატორმა უწოდა ქართლის მეფეს თავისი "მეგობარი"? ვესპასიანემ
219. ვისი მეთაურობით აიღეს რომი ვანდალებმა 455 წელს? ჰაიზერიხის
220. პომპეუსსა და ქართლის მეფეს შორის დადებული ზავის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა:
ქართლის სამეფოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება
221. რომის მეორე სახელწოდებაა: მარადიული ქალაქი
222. რა მოვლენას უკავშირდება სიტყვა "ვანდალიზმი"? ვანდალების მიერ რომის აღებას
223. თავდაპირველად, რომელ ტერიტორიაზე სახლობდნენ ჰუნები, რომლებმაც დიდი დარტყმა
მიაყენეს რომს? ცენტრალურ აზიაში, ჩინეთთან
224. პირველად რომელ წელს შეუტიეს ჰუნებმა გოთებს? 375 წელს
225. შეავსეთ გამოტოვებული ადგილი:
226. მას შემდეგ რაც ჰუნებმა გოთებზე გამარჯვება მოიპოვეს, გოთები ორ ნაწილად გაიყვნენ. ერთი
ნაიწილი ჰუნებს მიემხრო, ხოლო მეორე ნაწილმა, კერძოდ, ....., გადაწყვიტეს რომს შეეფარათ თავი
ვესტგოთებმა
227. დასავლეთ რომის უკანასკნელი იმპერატორი იყო: რომულუს ავგუსტუსი
228. რომელ წელს გაიმართა ბრძოლა კატალაუნის ველზე? 451 წელს
229. ვინ იყო ერთიანი რომის უკანასკნელი იმპერატორი? თეოდოსიუს I
230. ვინ მეთაურობდა ვანდალთა ტომს 455 წელს? ჰაიზერიხი
231. რას ეხებოდა კონსტანტინე I-ის მიერ გამოცემული "მილანის ედიქტი"? ქრისტიანობის სხვა
რელიგიებთან გათანაბრებას
232. რომელ წელს დააარსა კონსტანტინოპოლი კონსტანტინე I-მა? 330 წელს
233. რატომ დასაჯა იმპერატორმა ჰონორიუსმა საკუთარი მეურვე სტილიქონი სიკვდილოთ?
რომაელების ინტრიგების წყალობით
234. როდის დაეცა რომი პირველად? 410 წელს
235. რა ერქვა ქართლის მეფის, ფარსმან I-ის ვაჟს, რომელიც სომხეთში გაამეფა? (მეფობა მცირეხნიანი
აღმოჩნდა) რადამისტი
236. ვისი მმართველობის ხანაში გაძლიერდა პონტოს სამეფო განსაკუთრებით? მითრიდატე VI
237. რომის იმპერია საბოლოოდ დაემხო 476 წელს ოდოაკრის მიერ
238. ვინ მეფობდა ქართლში პომპეუსის შემოჭრის დროს? არტაგი
239. როდის შემოდის პომპეუსი ქართლში? ძვ.წ 65 წელს
240. რომი პირველად დასცა: ალარიხმა
241. რომელ წელს მოიწვია კონსტანტინე I-მა ნიკეის საეკლესიო კრება? 325 წელს
242. ვისი ლაშქრობის შემდეგ გაფორმდა ქართლსა და რომს შორის „მეგობრობისა და მოკავშირეობის“
ხელშეკრულება? გნეუს პომპეუსის
243. რომელ ტაძარში დადგეს ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ძეგლი? ომის ღმერთის-მარსის
244. ქართლის რომელმა მეფემ გაუხსნა რომის იმპერატორს, ადრიანეს, დარიალის კარი? ფარსმან II-მ
245. 452 წელს ატილა, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა, რომის კარიბჭეს მომდგარი უკანვე
გაბრუნდა. რა იყო ამის მიზეზი? რომის პაპმა, ლეო I-მა, ძვირფასი ძღვენით "მოქრთამა"
246. რა ეწოდებოდა ზღუდეს (კედელს), რომელიც რომაელებმა გერმანელ ტომთა თავდასაცავად
ააშენეს I საუკუნეში? ლიმესი
247. ქართლის რომელი მეფის ქანდაკება დადგა რომის იმპერატორმა, ანტონინუს პიუსმა, ომის
ღმერთის, მარსის ტაძარში? ფარსმან II-ის
248. როდესაც რომის იმპერატორმა, ადრინემ, ფარსმან ქველი თავისთან მიიწვია, ფარსმანმა უარი
შეუთვალა და სანაცვლოდ ოქროს მოსასხამები გაუგზავნა. ადრიანეს ეს ეწყინდა და ამ მოსასხამებით
გლადიატორები შემოსა და ცირკში გამოიყვანა. რითი იმოქმედა საპასუხოდ ფარსმანმა? დარიალის კარი
გახსნა

ქრისტიანობა

249. რომელ წელს მოხდა სქიზმა (განხეთქილება) ქრისტიანულ სამყაროში? 1054 წელს
250. რომელი საუკუნით თარიღდება ბოლნისი სიონის კედლებზე აღმოჩენილი წარწერები? V
251. რომელ ქალაქში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება? ნიკეაში
252. ვისი მმართველობის პერიოდში მიენიჭა ქრისტიანობას რომის იმპერიაში „უპირატესი
რელიგიის“ სტატუსი? კონსტანტინე I-ის
253. რომელ მთაზე დაუბნელდა მირიან მეფეს ნადირობის დროს? თხოთის
254. რა სახელითაა ცნობილი რომის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქრისტიანული ეკლესიისთვის
ახ.წ. I-IV საუკუნეების პერიოდი? „კატაკომბური“
255. რომელ საუკუნეში მიიღო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია? V საუკუნეში
256. მათგან რომელი გაქრისტიანდა ყველაზე ადრე? სომხეთი
257. რომელ წელს მოხდა ქართულ ეკლესიასა და სომხეთის ეკლესიას შორის განხეთქილება? 608
წელს
258. ვინ იყო ბიზანტიის იმპერატორი მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების დროს? იუსტინიანე I
259. რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო ხატთმებრძოლეობა? მეშვიდე
260. რომელ წელს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად რომში? 381 წელს
261. რომელმა იმპერატორმა გამოაცხადა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად? თეოდოსიუს
I-მა
262. სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 301 წელს
263. რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებამ გამოაცხადა მონოფიზიტობა მწვალებლობად? მეოთხემ
264. რომელი საეკლესიო კრებები ჩატარდა ნიკეაში? პირველი და მეშვიდე
265. რომელი ქართველი ეპისკოპოსი ესწრებოდა ნიკეის მსოფლიო კრებას? სტრატოფილე
266. რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო მონოფიზიტობა? ქალკედონის საეკლესიო
კრებაზე
267. ვინ იყვნენ/იყო სომხეთის პირველი მოწამეები? რიფსიმე და გაიანე
268. რომის რომელი იმპერატორი დევნიდა ქრისტიანობას განსაკუთრებით მძლავრად?
დიოკლეტიანე
269. რა იყო მილანის ედიქტი? რჯულშემწყნარებლობის აქტი
270. რომელი მეფის მმართველობისას გაქრისტიანდა ქართლი? მირიანის
271. რომელმა სახელმწიფომ თქვა უარი დიოფიზიტობაზე, მიუხედავად მსოფლიო საეკლესიო კრების
განაჩენისა? სომხეთმა
272. სად ჩატარდა მეოთხე საეკლესიო კრება? ქალკედონში
273. როდის ჩატარდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება? 325 წელს
274. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა: 326 წელს
275. რომელ წელს მოხდა საყოველთაო განხეთქილება, "სქიზმა", ქრისტიანულ ეკლესიაში? 1054 წელს
276. რომელ წელს გაიმართა ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრება? 451 წელს
საქართველო და მისი მეზობლები III-VII საუკუნეებში

277. "დიდი ომიანობის" დროს ეგრისში რომელი ქალაქი წარმოადგენდა ბიზანტიელთა მთავარ
დასაყრდენს? პეტრა
278. საიდან მოიწვია საგდუხტ დედოფალმა მიქაელ მთავარეპისკოპოსი? კონსტანტინოპოლიდან
279. რას ნიშნავდა სტეფანოზ I-ის მიერ მონეტაზე ჯვრის გამოსახვა? ქართლი ქრისტიანული
სახელმწიფო იყო
280. რას მოასწავებდა ვარსქენ პიტიახშის მკვლელობა? ომის გამოცხადებას სპარსეთის
იმპერიისათვის
281. ვის სახელს უკავშირდება მცხეთაში ჯვრის მონასტრისს აგება? სტეფანოზ I-ის
282. სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის განხეთქილების შემდეგ, სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა
"საყოველთაო ეპისტოლე" და სომხებს აუკრძალა ყოველგვარი ურთიერთობა ქართველებთან, გარდა
ერთი რამისა. რისი ნება დართო სომეხთა კათალიკოსმა თავის ქვეშევრდომებს? ვაჭრობის
283. რომელ წელს მოხდა ქართულ და სომხურ ეკლესიეს შორის განხეთქილება? 608 წელს
284. რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ქტესიფონი? სასანიდური ირანის
285. რა ერქვა VI საუკუნის ბოლოს ქართლის მმართველს? ერისმთავარი
286. სხვა მიზეზებთნ ერთად, რამ განაპირობა ვახტანგ გორგასლის წარმატება ჩრდილო
კავკასიელების წინააღმდეგ? ირანელების აქტიურმა სამხედრო მხარდაჭერამ
287. რა მიზანი ამოძრავებდა ხოსრო l-ს,როდესაც 540 წელს აიღო ქალაქი ანტიოქია? საქარავნო გზებზე
გავლენის მოპოვება
288. ჩამოთვლილთაგან,რომელი მოვლენა მოხდა ყველაზე ადრე V ს-ის ll ნახ-ში? ქართლის მეფის
ლაშქრობა ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ
289. ვისი მმართველობის დროს აიგო აია სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში? იუსტინიანე I
290. რა ფაქტი მიუთითებდა VI ს-ის დასაწყისში ბიზანტიის დასუსტებაზე? ბიზანტიის მარცხი
ირანელებთან ბრძოლაში
291. ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო ხოსრო ანუშირვანის მიერ გატარებული რეფორმების
შედეგი? დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება
292. რა სახელითაა ცნობილი ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანთა ირანს შორის დადებული საზავო
ხელშეკრულებები? საუკუნო ზავი
293. ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რომელი უკავშირდება იუსტინიანე I-ს? რომაული სამოქალაქო
სამართლის დახვეწა
294. რა გახდა სომხეთსა და ქართლს შორის დაპირისპირების მიზეზი Vll ს-ის დასაწყისში?
განსხვავებული რელიგიური შეხედულება
295. როდის გააუქმა სასანიანთა ირანმა მეფობა ქართლში? VI საუკუნის პირველ ნახევარში
296. რა წარმოადგენდა რომსა და სასანიანთა ირანს შორის 298 წელს დადებული ნისიბინის ზავის
ერთ-ერთ შედეგს? ირანმა რომს გადასცა კავკასიის დიდი ნაწილი
297. რა ფაქტი მიუთითებდა სასანიანთა ირანის სიძლიერეზე Vl საუკუნის დასაწყისში?
ბიზანტიელები დამარცხდნენ ირანელებთან ბრძოლაში
298. ჩამოთვლილთაგან რომელი არ უკავშირდება იუსტინიანე I-ის სახელს? ხატთმებრძოლეობა
299. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა მეფე გურგენის მარცხი და ქართლში მეფობის
გაუქმება? დიდაზნაურთა ღალატმა
300. ვინ იყო მოგვი? ირანელი სასულიერო პირი
301. რამ განაპირობა სასანიანთა ირანის დროებითი დაკნინება?(V-VIსს) ჰუნებთან (ჰეპტალიტებთან)
დაპირისპირებამ
302. რამდენ პერიოდად ყოფენ სასანიდური ირანის ისტორიას? 3
303. რომელი მსჯელობაა მართებული "დიდი ომიანობა ეგრისშის" დაწყებასთან დაკავშირებით?
(542წ) გუბაზ მეფემ, ირანის შაჰს თხოვნით მიმართა, რომ დახმარებოდა ბიზანტიელების წინააღმდეგ
ბრძოლაში,სანაცვლოდ კი შავ ზღვაზე გასასვლელს დაჰპირდა
304. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში? ირანი
305. რომელმა სოციალურ-რელიგიურმა მოძრაობამ შეძრა სასანიანთა ირანი V-VI საუკუნეების
მიჯნაზე? მაზდაკელთა
306. რატომ ეხმარება ჰერაკლე კეისარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი სპარსელების წინააღმდეგ
ბრძოლაში? წმ.ჯვრის იერუსალიმში დაბრუნების გამო
307. სხვა მიზეზებთან ერთად, რით იყო გამოწვეული ირანის დათმობანი და ბიზანტიის შედარებითი
პასიურობა საქართველოს მიმართ V საუკუნეში? ბიზანტიაში გამუდმებით მიმდინარეობდა ბრძოლები
მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის, ხოლო ირანს თავს ესხმოდნენ ჰუნები
308. რამ განაპირობა ქართლის მეფის მარცხი ანტიირანულ აჯანყებაში 523 წელს? ქართველი
დიდაზნაურების ღალატმა
309. ჩამოთვლილი მმართველებიდან,რომლის სახელს უკავშირდება სასანიანთა ირანის "ოქროს
ხანა"? ხოსრო I სასანიდი
310. ვის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვია ირანის შაჰმა პეროზმა V საუკუნის 60-იან წლებში
ვახტანგ გორგასალი? ჰუნების
311. რომელი იმპერიის ქრონოლოგიური ჩარჩოა მოცემული III-VII საუკუნე? სასანიანთა ირანის
312. რატომ უჭერდა მხარს სასანიდური ირანი მონოფიზიტებს? მონოფიზიტეია იდევნებოდნენ
ბიზანტიაში და სასანიდურ ირანს მათი გამოყენება სურდა
313. სასანიანთა ირანის რომელმა მმართველმა აიღო ანტიოქია 540 წელს? ხოსრო I-მა ვისი მმართველი
იყო ხაკანი?
314. რომელი ბიზანტიური ციხე-ქალაქი აშენდა დასავლეთ საქართველოში თანამედროვე ციხისძირის
მახლობლად? პეტრა
315. რას ნიშნავს "ანუშირვანი"? უკვდავ სულს
316. ჩამოთვლილთაგან,რომელი ფაქტი არ უკავშირდება ვახტანგ გორგასლის სახელს? ქალაქ გორის
დაარსება
317. რა იყო ვარსქენ პიტიახშის მთავარი მიზანი? მეფისგან დამოუკიდებლობის მოპოვება
318. რომელ წელს მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ვარსქენ პიტიახში? 482 წელს
319. რა ტიტული უბოძა ქართლის პირველ ერისმთავარს გურგენ (გუარამს) ბიზანტიის იმპერატორმა?
კურაპალატობა
320. სპარსელების მიერ ქართლში დასმულ მმართველს ეწოდებოდა: (საუბარია III-VII საუკუნეების
საქართველოზე) მარზპანი
321. სად გარდაიცვალა ვახტანგ გორგასალი? უჯარმაში
322. როდის გააუქმა სასანიანთა ირანმა მეფობა სომხეთში? 428 წელს
323. ვისი ინიციატივით დაიხვეწა რომაული სამოქალაქო სამართალი და ჩამოყალიბდა ახალი სახით?
იუსტინიანე I-ის
324. რომელ წელს დაიდო პირველი "საუკუნო ზავი" ირანსა და ბიზანტიას შორის? 532 წელს
325. ვინ იყო ქართლის პირველი კათალიკოსი? პეტრე
326. როდესაც ირანელები მოდიოდნენ ქართლში ვახტანგ გორგასალთან საბრძოლველად, მათ
ინფორმაცია მოუვიდათ შაჰ პეროზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვისთან ბრძოლაში
გარდაიცვალა იგი? ჰუნებთან
327. რომელი რელიგია გამოაცხადა სასანიდურმა ირანმა სახელმწიფო რელიგიად? ზოროასტრიზმი
328. მარზპანი იყო ირანელების მიერ დანიშნული მოხელე ქართლში
329. როდის დაიწყო "დიდი ომიანობა ეგრისში"? 542 წელს
330. გუბაზ მეფის მკვლელობის შემდეგ რომელი ორი ორატორი დაუპირისპირდა ერთმანეთს
გამართულ სახალხო კრებაზე? აიეტი და ფარტაძი
331. ვისი მმართველობისას მიიღო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია? ვახტანგ გორგასლის
332. რომელ საეკლესიო პირთან ქონდა ვახტანგ გორგასალს კონფლიქტი? (მან მეფეს კბილიც კი
ჩამოუმტვრია) მიქაელ ეპისკოპოსთან
333. ვინ მოაპოვებინა საქართველოს (ქართლის) ეკლესიას ავტოკეფალია? ვახტანგ გორგასალმა
334. ეგრისში მიმდინარე "დიდი ომიანობის" დროს, ვინ და რატომ მოკლა გუბაზ მეფე? ბიზანტიელმა
სარდლებმა, რადგან მეფე მათ თავიანთი უნიათო საქმიანობის გამო ბიზანტიის მეფესთან ჩივილს
აპირებდა
335. ვისი საყვარელი ფრაზა იყო: "იმპერატორს არასდროს სძინავს"? იუსტინიანე I-ის
336. ვინ მოიხმო ჰერაკლე კეისარმა დამხმარედ 627-628 წლებში თბილისის ასაღებად? ხაზარები
337. რომელმა დიდაზნაურმა შეიცვალა რელიგია შაჰ პეროზის დროს? ვარსქენ პიტიახშმა
338. რომელმა სახელმწიფომ გააუქმა მეფობა სომხეთში 428 წელს? სასანიდურმა ირანმა
339. ევროპა VIII-IX საუკუნეებში

ევროპა VIII-IX საუკუნეებში

340. რის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი პაპების საერო ხელისუფლებას იტალიაში? პიპინ მოკლეს მეფედ
კურთხევის შემდეგ
341. რომელი მონარქის სახელს უკავშირდება პაპის რეზიდენციის რომიდან საფრანგეთში გადატანა
(ე.წ. „ავინიონის ტყვეობა“)? ფილიპ IV
342. ვის სახელს უკავშირდება ფრანკთა იმპერიის შექმნა? კარლოს დიდის
343. რომელი ხელშეკრულების შედეგად დაიშალა ფრანკთა იმპერია 843 წელს? ვერდენის
344. რა იყო კარლოს დიდის კაპიტულარის (დადგენილების) შედეგი? თავისუფალი გლეხები
სრულიად ჩამოშორდნენ სამხედრო სამსახურს
345. რა იყო ინვესტიტურა? ეპისკოპოსის არჩევის Xს-ში დადგენილი წესი
346. რომელ საეკლესიო კრებაზე აეკრძალათ სამღვდელო პირებს სასულიერო თანამდებობების
მიღება საერო პირთა ხელიდან? ლატერნის საეკლესიო კრებაზე
347. რით დასრულდა პაპების სახელმწიფოს გაუქმების პროცესი? ერთიანი იტალიური სამეფოს
შექმნით
348. რა იყო ბენეფიციუმი? ე.წ წყალობა პირობითი და დროებითი სამფლობელო სამხედრო
სამსახურისთვის
349. რა ეწოდებოდა ბენეფიციუმის გამცემსა და მიმღებს? გამცემს - სენიორი, მიმღებს - ვასალი
350. სხვა მიზეზებთან ერთად რამ, განაპირობა კარლოს "დიდსა" და პაპებს შორის უთანხმოება?
კარლოს დიდის მოსაზრებამ — პაპები არ უნდა ჩარეულიყვნენ კარლოსის ხელისუფლებაში
351. რას გულისხმობდა ლატერანის კონკორდატი? პაპის სახელმწიფოს ვატიკანის სახით აღდგომას
352. რომელ წელს გაიმართა ლატერანის საეკლესიო კრება, სადაც დაადგინეს პაპის არჩევის წესი? 1059
წელი
353. საფრანგეთის რომელ ქალაქში დაიდო ხელშეკრულება,რომელსაც "ფრანკთა იმპერიის" დაშლა და
სამი ახალი ევროპული სახელმწიფოს წარმოქმნა მოჰყვა? ვერდენი-843 წ.
354. ვის წინააღმდეგ განხორციელა კარლოს l-მა ე.წ "ვერდენის სისხლიანი განსასჯელი"
საქსონელების
355. სად დაიდგა საიმპერატორო გვირგვინი კარლოს l "დიდმა"? რომში
356. რას გულისხმობდა "საღვთო რომის იმპერიაში" დამკვიდრებული ე.წ ცელიბატი? სასულიერო
პირებს არ ჰქონდათ ოჯახის ყოლის უფლება
357. რომელ წელს ეკურთხა ფრანკთა იმპერატორად კარლოს l "დიდი" 800 წ. 25 დეკემბერი
358. რა ეწოდა Xს-ში აღმოსავლეთ ბურგუნდიაში დაწყებულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა
ეკლესიის განთავისუფლებას საერო ხელისუფლებისგან? კლიუნური
359. რომელ წელს გამოცხადდა ოტო l რომის იმპერატორად,რასაც შემდგომში "საღვთო რომის
იმეპრიად" წოდებული იმპერიის შექმნა მოჰყვა? 962 წელი
360. როგორ მოიხსენიებენ კარლოს დიდის მოღვაწეობის ხანას? "კაროლინგური რენესანსი"

არაბები და მათი დაპყრობები

361. რატომ ეხმარებოდა ქართლის ერისმთავარი ხაზართა სარდალს არაბების წინააღმდეგ? რადგან
სურდა ხაზარებს განედევნათ არაბები ქართლიდან
362. რა იყო არაბი სარდალის ჯარაჰის მთავარი მიზანი? ხაზართა დამარცხება
363. რომელმა დამპყრობელმა დაანგრია ციხეგოჯი? მურვან ყრუმ
364. რომელ წელს სთხოვა სერგი ბარნუკის ძემ არაბებს დახმარება ბიზანტიელების წინააღმდეგ? 697
წელს
365. ვინ დაამხო საბოლოოდ აბასიანთა სახალიფო? მონღოლებმა
366. არაბთა შემოსევის დროს რა მმართველობის ინსტიტუტი იყო ქართლში? ერისმთავრის
367. რა მოჰყვა შედეგად მურვან ყრუს ლაშქრობას საქართველოში? ქართლის ერისმთავარი
დაექვემდებარა ამირას ხელისუფლებას
368. რა ფაქტი მიუთითებდა ქართლში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებაზე Vll ს.-ის 50-იან
წლებში? "დაცვის სიგელის" გაფორმება არაბთა სარდალსა და ქართლის ცალკეული ნაწილების
მმართველებს შორის
369. რა მიზანს ისახავდა კავკასიაში ლაშქრობის წინ მურვან-ყრუ? ამიერკავკასიის საბოლოოდ
დამორჩილებას და ხაზართა განადგურებას
370. რა იყო ეგრისის დედაქალაქი მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობისას? ციხეგოჯი
371. ჩამოთვლილთაგან არაბეთის რომელი ხალიფა არ ყოფილა არჩეული? ჰარუნ არ რაშიდი
372. პირველად ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, ვინ გააერთიანეს ახლო აღმოსავლეთი ერთ
იმპერიულ და კომერციულ სისტემაში? არაბებმა
373. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა 946 წელს ბაღდადის დაცემისას ხალიფასთვის ხელის
არ ხლება და მისი სრული უსაფრთხოება? წარმოდგენამ, რომ ხალიფა იყო ისლამური რელიგიის
ერთობის სიმბოლო
374. რა იყო ომანიანთა სახალიფოს სატახტო ქალაქი? დამასკო
375. იასრიბი ანუ - მედინა
376. რომელი საგვარეულო ბატონდება სახალიფოში ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ? ომანიანთა
377. რომელი სარდლის მეთაურობით შეაჩერეს ფრანკებმა არაბთა ექსპანსია დასავლეთ ევროპისკენ
VIII საუკუნეში? კარლოს მარტელის
378. ვინ გამოგზავნა მურვან ყრუ საქართველოში? ბაღდადის ხალიფამ, ჰიშამმა
379. რომელ წელს დაამარცხეს ფრანკებმა არაბები პუატიესთან ბრძოლაში? 732 წელს
380. რომელი დინასტიის წარმომადგენელი იყო ჰარუნ არ რაშიდი? აბასიანთა
381. რომელი იყო ეგრისის დედაქალაქი? ციხეგოჯი
382. რა იყო აბასიანთა სახალიფოს სატახტო ქალაქი? ბაღდადი
383. რომელი ციხე ვერ აიღო მურვან ყრუმ დასავლეთ საქართველოში? ანაკოფია
384. არაბების პირველად შემოჭრის დროს ვინ იყო ქართლის ერისმთავარი? სტეფანოზ II
385. რას უწოდებდა მუჰამედი თავის თავს? ღმერთის მოციქულს
386. რომელი მოვლენა მიიჩნევა მუსლიმური კალენდრის ათვლის წერტილად? მუჰამედის გაქცევა
მექადან მედინაში
387. რომელ ქვეყანას უწოდებდნენ არაბები ანდალუსიას? ესპანეთს
388. დაალაგეთ ქრონოლოგიურად პირველი ოთხი ხალიფა: 1: ოსმანი; 2: აბუ ბაქრი; 3: ალი; 4: ომარი
2, 4, 1, 3
389. რა ტიტული ჰქონდა სერგი ბარნუკის ძეს ბიზანტიელებისგან მინიჭებული? პატრიკიოსი
390. რა არის რეკონკისტა? დაკარგული ქრისტიანული მიწების დაბრუნების პროცესი ესპანეთში
391. რატომ დაეხმარნენ არაბები ბიზანტიელების წინააღმდეგ ეგრისს 697 წელს? დასავლეთ
საქართველოში ფეხის მოკიდება პოლიტიკურად და სტრატეგიულად მომგებიანი იყო
392. რა ერქვა არაბთა სახელმწიფოს? სახალიფო
393. რატომ აწამა მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები- ძმები დავითი და კონსტანტინე? მათ ისლამის
მიღებაზე უარი თქვეს
394. ვინ იყო ფრანკების მეთაური არაბების წინააღმდეგ პუატიესთან ბრძოლაში? კარლოს მარტელი
395. როგორი სახელმწიფო მოწყობის ტიპი აირჩია მუჰამედმა ისლამური სახელმწიფოსათვის?
თეოკრატიული
396. რომელ წლებში ილაშქრა მურვან ყრუმ საქართველოში? 735-738 წლებში
397. რომელი მმართველის დროს არის აბასიანთა სახალიფო ძლიერების მწვერვალში? (მის შემდეგ
სახალიფო თანდათან სუსტდება) ჰარუნ არ-რადიშის
398. ვის და ვის შორის მოხდა პუატიეს ბრძოლა? ფრანკებსა და არაბებს შორის
399. რომელი დინასტიები გვხვდება არაბებთან? ომაიანთა და აბასიანთა
400. რომელი მოვლენას უწოდებენ "ჰიჯრას"? (ჰიჯრა ითვლება მუსლიმანური წელთაღრიცხვის
ათვლის წერტილად) მუჰამედის ქალაქ მექადან მედინაში გადასვლას
401. ვინ აიღეს ბაღდადი 946 წელს? სპარსელმა შიიტებმა- ბუვეიანებმა

საქართველო VIII -XI საუკუნეებში

402. ვინ უჭერდა მხარს ლიპარიტ ბაღვაშს მეფესთან დაპირისპირებაში? ბიზანტიის იმპერია
403. ერთიანი საქართველოს რომელი მეფის დროს მოხდა მსოფლიო განხეთქილება ე.წ. სქიზმა?
ბაგრატ IV-ის დროს
404. ვინ იყვნენ წანარები? აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ხალხი
405. რომელი სამთავრო დააარსა აშოტ კურაპალატმა? ტაო-კლარჯეთი
406. რომელი მხარის აზნაურებმა შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მიჰგვარეს მეფეს? მესხმა
აზნაურებმა
407. ვინ იყო ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი? აშოტ კურაპალატი
408. როდის შეიქმნა კახეთის სამთავრო? VIII საუკუნის 80-იან წლებში
409. სად გადაიტანა ლეონ II-მ ციხე-გოჯიდან დედაქალაქი დასავლეთ საქართველოს გაერთიანების
შემდეგ? ქუთაისში
410. რატომ გაათავისუფლა გიორგი I-მა კვირიკე III ტყვეობიდან? კახეთ-ჰერეთის დიდებულებმა
აიძულეს
411. საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს პირველო მეფის ბაგრატ III-ის ტიტულატურა?
"მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა".
412. ვისი შვილი იყო ბიზანტიის დედოფალი მარიამი (მართა)? ბაგრატ IV-ის
413. რომელმა მმართველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული 888 წელს? ადარნასე ბაგრატიონმა
414. რატომ გააგზავნა გიორგი I-მა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი ბაგრატი ბიზანტიის იმპერატორ
ბასილი II-სთან? ამათ შორის დადებული ზავის პირობები მოითხოვდა
415. რა წარმოადგენდა დავით III კურაპალატის მიერ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ბარდა ფოკას
აჯანყების მხარდაჭერის უმთავრეს მოტივს? სიცოცხლეში საგამგებლოდ ბოძებული ტაოს
საზღვრისპირა ოლქების საბოლოოდ შენარჩუნება
416. რომელ ბრძოლაში მარცხის შემდეგ გააფორმა გიორგი I-მა სამშვიდობო ხელშეკრულება ბასილ II-
სთან? შირიმნის
417. რა ტიტულს ატარებდა ბაგრატ III-ის მამა გურგენი? მაგისტროსი
418. რომელმა ხალიფამ გამოგზავნა მურვან ყრუ საქართველოში? ჰიშამმა
419. სად იდგნენ მერვე საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები? ციხეგოჯში და კოდორის ხეობის
ციხეებში
420. რომელ წელს გარდაიცვალა ბაგრატ მესამის მამა გურგენი? 1008
421. რა მოჰყვა მურვან ყრუს ლაშქრობას? თბილისი გამოეყო ქართლს
422. რომელმა მმართველმა დაარსა ქალაქი გორი? დავით მეოთხემ
423. ჯარაჰის შემოსევის დროს ქართლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ lll
424. Xს-ში შიდა ქართლის ცენტრს წარმოადგენდა უფლისციხე
425. რომელმა ხალიფამ გამოგზავნა ბუღა თურქი ამიერკავკასიაში? მუთავაქილი
426. რომელ წელს გამოჩნდა საქართველოში აბულ კასიმი? 914
427. ვის ტახტზე ასვლას შეუწყვეს ხელი დავით III-მ და იოანე მარუშის ძემ? ბაგრატ III-ის
428. ვინ იყო ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის მემკვიდრე? გიორგი I
429. შირიმნის ბრძოლა გაიმართა 1021 წელს
430. ვისთან ბრძოლა უჭირდათ არაბებს განსაკუთრებულად? წანარებთან
431. დედის ხაზით რომელი ტერიტორიული ერთეული ეკუთვნოდა საქართველოს მომავალ მეფე
ბაგრატ მესამეს? აფხაზთა სამეფო
432. ვის უწევდა ხარაჯას გადახდა ქართლში განახლებული "დაცვის სიგელის" თანახმად?
არამუსლიმანურ მოსახლეობას
433. რომელმა იმპერატორმა უბოძა ბაგრატ III-ს კურაპალატობა? ბასილ II-მ
434. ვინ შემოიტანა ქართლში "დაცვის სიგელი"? ჰაბიბნ იბნ მასლამამ
435. რომელ ტაძარშია დაკრძალული ბაგრატ III? ბედიის
436. სად დაკრძალეს ბაგრატ III? ბედიის ტაძარში
437. ვისზე თქვა დავით მესამემ შემდეგი სიტყვებით: "ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და
აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი დათანაშემწე. ამას დაემორჩილენით
ყოველნი"? ბაგრატ III
438. რატომ გამოემართა ხალიფას ბრძანებით ბუღა თურქი საქართველოსკენ? ამირა საჰაკის
დასასჯელად
439. როდის შემოდის ბუღა თურქი საქართველოში? 853 წელს
440. რომელი მთავარი ატარებდა ქორეპისკოპოსის წოდებას? კახეთის
441. სხვა მიზეზებთან ერთად,რამ განაპირობა ბაგრატ III-ის ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის
პრეტენდენტად გამოცხადება? მემკვიდრეობამ,რომლითაც ის აირთიანებდა 3 სამეფო ტახტს

სელჩუკები და მათი დაპყრობები

დავით აღმაშენებელი

საქართველო დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების დროს

442. რა იყო 1071 წელს მანაზკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა გამარჯვების ერთ-ერთი შედეგი?
თურქ-სელჩუკებს გაუჩნდათ ანატოლიისა და მისი მიმდებარე რეგიონების „თურქიზაციის“ პროცესის
დაწყების შესაძლებლობა
443. ოსმალების ევროპული დაპყრობები იწყება გალიპოლის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ
444. სელჩუკთა რომელი სულთანი იყო საქართველოს მეფის, გიორგი II-ის თანამედროვე? მალიქ შაჰი
445. რომელი მეფის მმართველობისას შემოიჭრნენ საქართველოში თურქ-სელჩუკები პირველად?
ბაგრატ IV
446. ჩამოთვლილთაგან:დაალაგეთ თურქ-სელჩუკთა მმართველები მათი ტახტზე ყოფნის
მიხედვით(უძვ-უახ) 1)მალიქ-შაჰი 2)თოღრულ-ბეგი 3)ალფ-არსლანი 2,3,1
447. რა განსხვავება იყო დემეტრე I-ისა და გიორგი III-ს პოლიტიკას შორის? დემეტრე I-ის პოლიტიკა
თავდაცვითი ხასიათის იყო ხოლო გიორგის პოლიტიკა შეტევითი
448. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა დავით IV -ის მიერ თურქთათვის ხარკის შეწყვეტა 1099
წელს? იერუსალიმის აღებამ ჯვაროსნების მიერ
449. რომელი რეფორმა გაატარა ნიზამ ალ-მუქმა? შექმნა სულთანზე დამოკიდებული გვარდია
450. რომელი ქალაქი აიღო ალფ-არსლანმა საქართველოში პირველი ლაშქრობისას? ახალქალაქი
451. ვინ დააწინაურა ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთუხუცესის თანამდეგობაზე დემნა ბატონიშვილის
აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობის გამო? გიორგი III-მ
452. ვინ მართავდა/მართავდნენ ქალაქ თბილისს დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში?
თბილისელი ბერები
453. რა ეწოდებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებულ დადგენილებას? ძეგლისწერა
454. ვინ დააარსა რუმის სელჩუკიანთა სასულთნო? ყილიჩ-არსლანმა
455. ერწუხის ბრძოლით რომელი ტერიტორია შემოიერთა დავით აღმაშენებელმა? კახეთ-ჰერეთი
456. რომელი მნიშვნელოვანი წიგნი დაწერა ნიზამ ალ-მუქმა? "სიასეთ ნამე"
457. ჩამოთვლილი ქალაქებიდან, რომელი აიღო დავით აღმაშენებელმა ყველაზე გვიან? დმანისი
458. როდის შეუწყვიტა დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა? 1099 წელს
459. რომელი ქალაქის კარიბჭე ჩამოხსნა 1138 წელს დემეტრე I-მა? განძის
460. ვის წინააღმდეგ იბრძოდა დავით აღმაშენებლის ჯარი ერწუხის ბრძოლაში? განძის ათაბაგის
461. რომელ ტერიტორიაზე მოუწია გალაშქრება დავით აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოსახლებამდე
და რისთვის? ჩრდილო ოსეთის ტომებთან, რათა თავს არ დასხმოდნენ ყივჩაღებს
462. რა განსხვავებაა მოსაკარგავე-ერისთავსა და მემამულე-ერისთავს შორის? მემამულეს მიწა
მემკვიდრეობით სარგებლობაში აქვს, ხოლო მოსაკარგავეს არა
463. რის გამო გარდაიცვალნენ ნიზამ ალ-მულქი და მალიქშაჰი? ასასინების მსხვერპლები გახდნენ
464. რა გვარის იყო ერთიანი საქართველოს მეფე დავით IV? არც ერთი
465. რომელ წელს აიღო თოღრულ ბეგმა ბაღდადი? 1055 წელს
466. რომელ წლებში შემოდის ალფ არსლანი საქართველოში? 1064 და 1068 წლებში
467. როდის ჩამოასახლა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები საქართველოში? 1118-1120 წწ.
468. ვინ ითვლება "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს დამაარსებლად? თოღრულ ბეგი
469. რომელ წელს აიღეს ქართველებმა განძა? 1138 წელს
470. როდის მოეწყო ორბელთა აჯანყება დემნა ბატონიშვილის მეთაურობით? 1177 წელს
471. რა სახის სამხედრო დანაყოფს წარმოადგენდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი „მონასპა“?
მეფის პირად მცველთა ჯარს
472. ფაქტობრივად, ვინ ასრულებდა ყველაზე დიდ როლს სელჩუკთა სახელმწიფოს ერთიანობის
შენარჩუნებაში? ნიზამ ალ-მულქი
473. რომელ პერიოდში იყო საქართველოში "დიდი თურქობა"? XI საუკუნის 80-იან წლებში
474. სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის მანასკერტის ბრძოლა გაიმართა 1071 წელს
475. რა იყო X საუკუნიდან ცენტრალურ აზიაში მცხოვრები თურქული ტომების დასავლეთისკენ
მიგრაციის უმთავრესი მიზეზი? საძოვრების ნაკლებობა
476. რომელი წლიდან დაიწყო საქართველოში "დიდი თურქობა"? 1080 წლიდან
477. ვისი მმართველობის დროს გამოჩნდნენ სელჩუკები პირველად საქართველოში? ალფ-არსლანის
478. რას წარმოადგენდა "დიდი თურქობა" თურქ-სელჩუკთა გამუდმებულ შემოსევებს
479. რომელ წელს იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრება? 1104 წელს
480. სად მიმდინარეობდა საეკლესიო კრება, სადაც მიიღეს დადგენილება ე.წ "ძეგლისწერა"? შიდა
ქართლი
481. რა სახელწოდებითაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში XI საუკუნის 80-იან წლებში დიდი
თურქობა
482. რომელმა მეფემ შექმნა საქართველოში მსტოვართა ინსტიტუტი? დავით აღმაშენებელმა

თამარ მეფე

ჯვაროსნული ლაშქრობები

მონღოლები და მათი დაპყრობები

483. ვის ეკავა საქართველოს სამეფო ტახტი ბასიანის ბრძოლის დროს? თამარ მეფეს
484. ვისი მმართველობის პერიოდში გამოდიოდა ყუთლუ არსლანი კარვის აგების მოთხოვნით?
თამარ მეფის
485. ვინ შექმნა ტრაპიზონის სამეფო? თამარ მეფემ
486. რომელი წელია მიჩნეული ილხანთა ისლამზე მოქცევის თარიღად? 1295 წელი
487. ჩამოთვლილთაგან რა არ შეიძლება მივიჩნიოთ ჯვაროსნული ლაშქრობების ერთ-ერთ შედეგად?
კათოლიკური ეკლესიის ფინანსური დასუსტება
488. პირველად რომელი ქრისტიანულ-პოლიტიკური ერთეული დააარსეს ჯვაროსნებმა პირველი
ლაშქრობის დასასრულს? ედესის
489. რომელი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად შეიქმნა ლათინთა იმპერია? IV
490. რომელი სარაინდო ორდენის განადგურება უკავშირდება ფილიპე IV ლამაზის სახელს?
ტამპლიერების
491. რა ეწოდებოდა მონღოლური ტომების საერთო კრებას პოლიტიკური ან/და სამხედრო
საკითხების განსახილველად? ყურულთაი
492. რა განსხვავება იყო სასულიერო-სარაინდო ორდენებსა და ნაციონალურ ორდენებს შორის?
სასულიერო-სარაინდო ორდენები რომის პაპის ერთგულების აღთქმას დებდნენ,ხოლო ნაციონალური
ორდენები ადგილობრივ მონარქებს ემსახურებოდნენ
493. დააკავშირეთ ერთმანეთთან 1:იოანიტების ორდენი 2:ტამპლიერთა ორდენი 3:ტევტონთა
ორდენი ა:თეთრი მოსასხამი წითელი ჯვრით ბ:შავი მოსასხამი თეთრი ჯვრით გ:წითელი მოსასხამი შავი
ჯვრით დ:თეთრი მოსასხამი შავი ჯვრით 1-ბ, 2-ა, 3-დ
494. რომის რომელმა პაპმა მიმართა ლაშა-გიორგის დასახმარებლად? ჰონორიუს III
495. როდის გაიმართა ჰატინის ბრძოლა? 1187 წელს
496. ვინ ედგა სათავეში მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობას? საფრანგეთის მეფე და გერმანიის
იმპერატორი
497. რომელი ქალაქი აიღეს ჯვაროსნებმა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს?
კონსტანტინოპოლი
498. რომელ საეკლესიო კრებაზე გამოცხადდა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება? კლერმონის
499. სულ რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობა გაიმართა? 8
500. რომელ ქართველ მონარქს სთხოვა დახმარება რომის პაპმა ჰონორიუსმა მუსლიმების წინააღმდეგ
ბრძოლაში XIII საუკუნის პირველ ნახევარში? გიორგი IV ლაშას
501. რომელ ბრძოლაში დავამარცხეთ რუმის სულთანი რუქნ ად-დინი? ბასიანის
502. ჩამოთვლილთაგან:რომელი მეფის დროს განახორციელა ყველაზე შორეული ლაშქრობა
ქართულმა არმიამ? თამარ მეფის
503. რა განსხვავება იყო თამარისა და დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკურ კურსში? დავით
აღმაშენებლის პერიოდში საგარეო პოლიტიკური კურსი ახალი ტერიტორიების უშუალოდ
საქართველოს სამეფოსთან მიერთებაზე იყო დაფუძნებული. თამარის დროს კი უმეტესწილად
ვასალური დამოკიდებულების პრინციპი გამოიყენებოდა.
504. რა ერქვა ილხანთა სამეფოს პირველ მმართველს? ჰულაგუ-ხანი
505. რა იყო II ჯვაროსნული ლაშქრობის მთავარი მიზანი? მუსლიმთა ხელში გადასული ედესის
დაბრუნება
506. რა იყო XII საუკუნის მიწურულს „ყუთლუ არსლანის დასის“ გამოსვლის ერთ-ერთი შედეგი?
მეფის ინსტიტუტის პარალელურად არსებული სათათბირო ორგანოს - დარბაზის უფლებების
გაფართოება
507. ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ქრისტიან მეომართა
მონაწილეობის მოტივს? კათოლიკური ეკლესიის დასუსტება და საქრისტიანოს გაერთიანება
508. როდის დასრულდა აბასიანთა სახალიფოს არსებობა? 1258 წელს
509. რომელ წელს დააარსეს ჯვაროსნებმა ლათინთა იმპერია? 1204 წელს
510. უშუალოდ რის შემდეგ დაიწყო I ჯვაროსნული ლაშქრობა? კლერმონის საეკლესიო კრების
511. რა თანამდებობის პირი იყო ყუთლუ-არსლანი საქართველოს სამეფო კარზე?
მეჭურჭლეთუხუცესი
512. რომელი ორდენი მოსპო ფილიპე IV ლამაზმა? ტამპლიერთა ორდენი
513. როდის გაიმართა ბასიანის ბრძოლა? (შემოხაზეთ ყველაზე მიღებული ვარიანტი) 1202/3 წელს
514. ვის წინააღმდეგ იბრძოდა ქართული ჯარი ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით 1203 წელს,
ბასიანის ველზე? რუმის სულთნის
515. ჩამოთვლილთაგან, საქართველოს რომელი მეფის დროს ეჭირა სამეფო კარზე ყუთლუ არსლანს
მნიშვნელოვანი (მეჭურჭლეთუხუცესის) პოზიცია? თამარის
516. ვის სურდა საქართველოში თამარ მეფის დროს, გახსნილიყო კარავი (სასახლე) დასისათვის,
რომელიც სამეფო დარბაზისგან თვისობივად განსხვავდებოდა? ყუთლუ არსლანს
517. რომის რომელმა პაპმა გამოაცხადა საფრანგეთის ქ.კლერმონში ჯვაროსნული ლაშქრობების
დაწყება? ურბან II-მ
518. ვინ დასვა თამარ მეფემ ტრაპიზონის იმპერიის მმართველად? ალექსი კომნენოსი
519. ვისი გარდაცვალების შემდეგ დაიყო მონღოლთა იმპერია ოთხ ნაწილად? ჩინგიზ-ყაენის
520. რომელი ორდენის წევრები წირავდნენ ფულს ქართველთა ჯვრის მონასტერში? ტამპლიერების
საქართველო XIII-XV საუკუნეებში

ოსმალები და მათი დაპყრობები XIV-XV საუკუნეებში

პარლამენტარიზმი ევროპაში

521. ვინ და რომელ წელს მოაწერა ხელი "თავისუფლების დიდ ქარტიას?" ჯონ უმიწაწყლომ, 1215
წელს
522. რომელ ქვეყანაში შეიქმნა "თავისუფლების დიდი ქარტია"? ინგლისში
523. რამდენჯერ დალაშქრა თემურ ლენგმა საქართველო? 8-ჯერ
524. ფერარა-ფლორენციის კრების მიზანი იყო: რელიგიური შეთანხმება, რასაც ბიზანტიის დახმარება
უნდა მოჰყოლოდა
525. რა იყო XV საუკუნეში ლუდოვიკო ბოლონიელის საქართველოში ელჩობის მიზანი?
ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს ჩართვა
526. რომელ წელს გაიმართა ნიკოპოლისის ბრძოლა? 1396
527. რომელი ბრძოლა გამართეს ოსმალებმა ევროპული სახელმწიფოების კოალიციასთან?
ნიკოპოლისის
528. რომის რომელმა პაპმა გამოაგზავნა XV საუკუნის შუა ხანებში ლუდოვიკო ბოლონიელი
ჯვაროსნულ ლაშქრობებში საქართველოს სამხედრო დახმარების მოპოვების მიზნით? პიუს II
529. ჩამოთვლილი წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოებიდან, რომელმა მიაღწია
საკანონმდებლო უფლებას? პარლამენტი
530. რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა გენერალური შტატები? XIV
531. ოტომანების იმპერიას უწოდებდნენ ოსმალეთის იმპერიას
532. რომელი ტაძარი აიგო დემეტრე II-ის ბრძანებით? მეტეხის
533. სხვა ფაქტორებთან ერთად,რამ განაპირობა კათოლიკეთა პირველი დიდი მიგრაცია
საქართველოში, გიორგი ბრწყინვალეს დროს? კათოლიკური ეკლესიის აღმ.სამისიონეროს სმირნიდან
თბილისში გადატანამ
534. სად და რომელ წელს ჩაეყარა საფუძველი კორტესებს? ლეონში, 1188 წელს
535. რა მთავარი დანიშნულება გააჩნდა "გენერალურ შტატებს?" ადგენდა გადასახადების
რაოდენობას
536. რომელი წოდების წარმომადგენლები შედიოდნენ "გენერალურ შტატებში?" სამივე
537. ვინ მიიჩნევა ოსმალთა იმპერიის დამაარსებლად? ოსმან I
538. ვისი მემკვიდრე იყო დემეტრე მე-2 თავდადებული? დავით ულუს
539. სხვა ფაქტორებთან ერთად,რამ განაპირობა ფილიპე IV-ს მიერ "გენერალური შტატების" მოწვევა?
რომის პაპის მოწოდებამ კათოლიკური ეკლესიისადმი - არ გადაეხადათ გადასახადები საფრანგეთის
მეფისთვის
540. რა ხერხი დაუპირისპირეს ქართველებმა მონღოლებს მეორედ შემოსევისას? ქართველი
დიდებულები გამაგრდნენ საკუთარ ციხე-სიმაგრეებში და იქიდან აპირებდნენ ბრძოლის წარმოებას
541. როდის გაფორმდა ქართველებსა და მონღოლებს შორის საზავო ხელშეკრულება? Xlll ს.-ის 40-ინი
წლები
542. რომელი იყო პირველი წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო ევროპაში? კორტესები
543. რა შედეგით დამთავრდა გარნისის ბრძოლა? ჯალალედინმა დაამარცხა ქართველები და მეორე
წელს აიღო ქ.თბილისი
544. რომელი სულთნის მეთაურობით აიღეს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი 1453 წლის 29 მაისს?
მეჰმედ II
545. რომელ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად აიღო ჯალალედინმა თბილისი XIII საუკუნის 20-იან
წლებში? გარნისის
546. როგორ აფასებენ ისტორიკოსები ჯალალედინს? ძლიერი მხედართმთავარი,სუსტი პოლიტიკოსი
547. ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენა არ მომხდარა გიორგი V ბრწყინვალეს მმართველობის
პერიოდში? ზავის დადება თემურ ლენგთან
548. ლაშა-გიორგისა და რუსუდანის შვილები ყაენს მიადგნენ, რათა მას გაერკვია, ვინ იქნებოდა
ტახტის მემკიდრე. როგორ მოიქცა ყაენი: უპირატესობა დავით VII-ს მიანიჭა, ხოლო დავით VI უმცროს
სუვენერად დასვა
549. ერთიანი საქართველოს რომელი მეფის დროს შემოდის თემურ ლენგი პირველად
საქართველოში? ბაგრატ V-ის
550. შეავსეთ გამოტოვებული ადგილები: ___ გიორგი V-მ თვითონვე დაადგინა გარდაცვლილი
მთავრის, სარგისის, შვილი ___ სამცხის მთავრად. ეს კი ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების უზენაესობის
აღდგენას სამცხეში 1334 წელს; ყვარყვარე ჯაყელი
551. რომის რომელ პაპმა მოიწვია საეკლესიო კრება ქალაქ მანტუაში, ოსმალთა წინააღმდეგ
კონსტანტინოპოლის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქობის ორგანიზების მიზნით? პიუს II-მ
552. რომელ წელს შემოიჭრა თემურ ლენგი პირველად საქართველოში? 1386 წელს
553. რომელ წელს დასაჯეს დემეტრე II სიკვდილით? 1289 წელს
554. ვისი მეფობის პერიოდში შემოდიან მონღოლები პირველად საქართველოში (დასაზვერად)? ლაშა-
გიორგის
555. ვის დაევალა მონღოლთა გადასახადის აკრეფა მას შემდეგ, რაც მათ ადგილობრივ ფეოდალებში
ეჭვი შეიტანეს? ბასკაკებს
556. რომელი შეთქულების გმირი იყო ცოტნე დადიანი? კოხტასთავის შეთქულების
557. რატომ შემოიჭრა თავდაპირველად თემურ ლენგი საქართველოში? ოქროს ურდოს ყაენთან
დაპირისპირება მოუვიდა
558. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე? გიორგი VIII
559. რა ეწოდებოდა წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოებს ესპანეთში? კორტესი
560. სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ჯალალ ად-დინსა და ქართველებს შორის? გარნისთან
561. რომელი მეფის დროს შეიქმნა "ძეგლისდება"? გიორგი V-ის
562. რომელი მეფის დროს მოიჭრა ქართული ფული "გიორგაული"? გიორგი V-ს
563. ვინ და რომელ წელს მოაწერა ხელი "თავისუფლების დიდ ქარტიას?" ჯონ უმიწაწყლომ, 1215
წელს

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

ჰუმანიზმი, აღორძინება, რეფორმაცია

საქართველო და მისი მეზობლები XVI-XVII საუკუნეებში

564. რომელ ქვეყანას ეძებდა ექსპედიტორი ქრისტეფორე კოლუმბი როდესაც ამერიკის კონტინენტს
მიადგა? ინდოეთს
565. სად გადაიტანა სეფიანთა ირანის დედაქალაქი შაჰ აბას I-მა? ისპაჰანში
566. ვის ტყვეობაში დაიღუპა ქართლის მეფე სიმონ I? ოსმალების
567. რომის რომელი პაპი იყო მარტინ ლუთერის თანამედროვე? ლეო X
568. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო სეფიანთა ირანის სახელმწიფო რელიგია? შიიტური ისლამი
569. რა მოვლენას უწოდეს "კომერციული რევოლუცია"? ვაჭრობისა და საბანკო საქმის განვითარებას
570. ვინ დააარსა ვატიკანის ბიბლიოთეკა? ნიკოლოზ V-მ
571. რას გულისხმობდა "ტორდელიასის ხელშეკრულება"? ახალი კოლონიური მიწების
გადანაწილებას ესპანეთსა და პორტუგალიას შორის
572. რომელმა ბრძოლამ გააცამტვერა ოსმალთა ზღვაზე დაუმარცხებლობის მითი? ლეპანტოს
573. რა ეწოდებოდა XVI საუკუნის მიწურულს ევროპული სახელმწიფოების მიერ ოსმალეთის
წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას? „საღვთო ლიგა“
574. რომელი სულთნის მმართველობისას მიიტანეს იერიში ოსმალებმა ვენაზე XVI საუკუნის პირველ
ნახევარში? სულეიმან I-ის
575. რომელ დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარიმართა ლეპანტოს ბრძოლა? ოსმალეთსა და
ევროპულ სახელმწიფოებს შორის
576. რომელმა სახელმწიფომ გადაასახლა ქართველები ფერეიდანში? სეფიანთა ირანმა
577. ჩამოთვლილთაგან,რომელია მართებული მსჯელობა? კონტრრეფორმაციის პროცესში
კათოლიკურმა ეკლესიამ, მართალია, ვერ მიაღწია ტრიენტის კრების თავდაპირველ მიზანს -
დაებრუნებინა ყველა ქრისტიანი კათოლიკური ეკლესიის წიაღში, მაგრამ შეძლო კეთილი სახელისა და
გავლენის აღდგენა
578. რომელი სახელმწიფოს სათავეში იდგა სულეიმან ბრწყინვალე? ოსმალეთის
579. ვის სახელს უკავშირდება ეკლესიის რეფორმაცია ინგლისში? ჰენრი VIII
580. ვის სახელს უკავშირდება ეკლესიის რეფორმაცია შვეიცარიაში? ჟან კალვინის
581. რა წარმოადგენდა 1555 წელს დადებული ამასიის ზავის ერთ-ერთ შედეგს? აღმოსავლეთი
საქართველო ირანს დარჩა, დასავლეთი კი - ოსმალეთს
582. რა ეწოდათ პროტესტანტებს საფრანგეთში? ჰუგენოტები
583. რით იყო გამორჩეული აცტეკების დედაქალაქი ტენოჩტიტლანი? არხების სისტემით
584. რომელ საუკუნეში ზეობდა შაჰ თამაზი? XVI
585. სად ჩაისახა ჰუმანიზმი და რენესანსი? იტალიაში
586. რომელი ქართული წიგნი დაიბეჭდა პირველად? ქართულ-იტალიური ლექსიკონი
587. რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა კონტრრეფორმაციის გატარება რომის პაპის კარზე?
რეპუტაციის აღდგენას
588. რომელ ორ საეკლესიო საიდუმლოებას აღიარებდა მარტინ ლუთერი? ნათლისღებასა და
ზიარებას
589. რომელმა ცივილიზაციამ შექმნა დამწერლობა კოლუბამდელ ამერიკაში? მაიას
590. რომელმა ევროპელმა იმოგზაურა ინდოეთში საზღვაო მარშუტით პირველად? ვასკო და გამამ
591. რას უწოდებენ მექსიკის ცივილიზაციას მეორენაირად? აცტეკურს
592. რას გულიხმობდა 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავი? გერმანელ თავადებს მიეცათ
სასურველი აღმსარებლობის არჩევის უფლება
593. რომის რომელმა პაპმა წამოიწყო კონტრრეფორმაცია კათოლიკური ეკლესიის კარზე? პავლე III-მ
594. რატომ არ/ვერ დაწვეს მარტინ ლუთერი კოცონზე? თავადები მას მფარველობდნენ
595. როდის შეწყვიტა აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა? 1521 წელს
596. ვინ დაამტკიცა "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბე პირველად? ლორენცო ვალამ
597. პორტუგალიის რომელმა პრინცმა გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაეჭირა საზღვაო
ექსპედიციებისთვის? ენრიკემ
598. რომელი გვარის წარმომადგენლები მართავდნენ ფლორენციას XV საუკუნეში? მედიჩები
599. ვინ წარმოთქვა სიტყვები: "პარიზი მესად ღირს"? ანრი IV-მ
600. მესოამერიკაში ჩასახულ ცივილიზაციათა შორის უძველესი იყო: ოლმეკური
601. რა გამოაკრა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე? თეზისთა კრებული
602. რის შემდეგ გამოაცხადა ჰენრი VIII-მ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად? მას შემდეგ, რაც
რომის პაპმა მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა
603. რომელმა ქვეყანამ დაიწყო პირველად საზღვაო ექსპედიციები? პორტუგალიამ
604. რომელი ტერიტორია გაინაწილეს ოსმალეთმა და ირანმა ამასიის ზავით? სამხრეთ კავკასია
605. "იესოს საზოგადოება" ცნობილი იყო, როგორც იეზუიტთა ორდენი
606. რომელი იყო ოსმალეთის ისტორიაში პირველი ხელშეკრულება, სადაც იმპერია არც რაიმე ახალ
ტერიტორიას იღებდა და არც კონტიბუციას, პირიქით - კარგავდა კიდეც ევროპულ სამფლობელოებს?
კარლოვაცის ზავი
607. რა გახდა საბოლოო, გადამწყვეტი ფაქტორი ლუთერისთვის, დაპირისპირებოდა რომის პაპს?
ინდულგენციების შემოღება
608. ვის სახელს უკავშირდება წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება? იოჰანეს გუტენბერგის

რუსეთი XVI-XVIII საუკუნეებში

საქართველო XVIII საუკუნეში

ჰოლანდიის რევოლუცია
ინგლისი XVII საუკუნეებში

აბსოლუტიზმი საფრანგეთში

609. საფრანგეთს რომელი მეფის დევიზი იყო "სახელმწიფო მე ვარ"? ლუი XIV-ის
610. საფრანგეთის რომელ მონარქს შეხვდა სულხან-საბა ორბელიანი საქართველოსთვის დახმარების
სათხოვნელად? ლუი XIV-ს
611. საფრანგეთის რომელი მეფის მმართველობისას ეკავა პირველი მინისტრის პოსტი კარდინალ
რიშელიეს? ლუი XIII-ის
612. რას წარმოადგენდა ივანე IV-ის მიერ რუსეთში შექმნილი „ოპრიჩნინა“? ურჩი რუსი
დიდგვაროვნების წინააღმდეგ მოქმედ მოხელეთა ჯგუფი
613. რას უწოდებდნენ XVII საუკუნის ინგლისში დამოუკიდებელ პროტესტანტულ სექტებს?
პურიტანებს
614. რომელმა მმართველმა დართო თეიმურაზ II-ს ქრისტიანული წესით ქართლის მეფედ კურთხევის
ნება? ნადირ შაჰმა
615. იმერეთის რომელმა მეფემ წამოიწყო აქტიური ბრძოლა „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ XVIII
საუკუნეში? სოლომონ I-მა
616. ნიდერლანდების რომელი ცნობილი საპორტო ქალაქი დაარბიეს ესპანელებმა 1576 წელს?
ანტვერპენი
617. რომელ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ აიღო თბილისი აღა მაჰმად ხანმა? კრწანისის
618. რომელმა სამეფო დინასტიამ შეცვალა ინგლისში ტიუდორები? სტიუარტების
619. ინგლისის რომელ მონარქს მოუწყეს „სახელოვანი რევოლუცია“? ჯეიმზ II-ს
620. სახელმწიფოს რომელი მმართველობა გამოცხადდა ინგლისში 1689 წელს? კონსტიტუციური
მონარქია
621. რომელ საუკუნეში გამოცხადდა რუსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად? X
622. რომელ წელს ეკურთხა თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ქართლის მეფედ? 1745 წელს
623. ვინ მიიღო პირველად "სრულიად რუსეთის მეფის" ტიტული? ივანე IV-მ
624. რატომ იყო მომგებიანი მერი II-სთვის ცოლად გაჰყოლოდა თავის მამიდაშვილს, ჰოლანდიის
შტატჰალტერ უილიამ ორანელს? იგი ინგლისის ტახტის მეოთხე რიგის მემკვიდრე იყო
625. რა ძირითადი უპირატესობა მოუტანა ჩარლზ I-ს 1629 წელს პარლამენტის 11 წლით დათხოვნამ?
შეეძლო დამოუკიდებლად აეკრიფა გადასახადები
626. რაში დაადანაშაულა 1649 წელს სასამართლომ ჩარლზ I? სახელმწიფოს ღალატში
627. რას უწოდებენ 1660 წლიდან 1688 წლამდე ინგლისში არსებულ პერიოდს? რესტავრაციის ხანას
628. ჩამოთვლილთაგან, რომელი რეფორმა არ გაუტარებია 1640 წლის 3 ნოემბერს მოწვეულ ინგლისის
პარლამენტს? ინგლისი გამოაცხადეს რესპუბლიკად
629. რომელ წლამდე იარსება 1640 წლის 3 ნოემბერს მოწვეულმა ინგლისის პარლამენტმა? 1653
630. რას მოუღო ბოლო 1688-89 წლებში ინგლისის "სახელოვანმა რევოლუციამ"? აბსოლუტიზმს
631. რატომ აჯანყდა შოტლანდია ჩარლზ I-ის წინააღმდეგ? ჩარლზმა შოტლანდიაში ანგლიკანური
ეკლესიის გავრცელება სცადა
632. რა იყო ლუი XIV-ს მიერ გატარებული სამხედრო რეფორმის მთავარი სიახლე? ჯარი მშვიდობიან
დროს აღარ იშლებოდა
633. ინგლისის რომელ მმართველს მოჰკვეთეს თავი? ჩარლზ I-ს
634. ნიდერლანდებში ბევრი პოლდერი იყო. რა არის ის? ზღვის დაბლობი სანაპიროს ამოშრობილი და
დამუშავებული მიწის ნაკვეთი
635. ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი იყო: ელიზაბეთ I
636. რა ერქვა პროვინციის მმართველს ჰოლანდიის რესპუბლიკაში? შტატჰალტერი
637. როდის გამოცხადდა ინგლისი რესპუბლიკად? 1649 წლის 19 მაისს
638. რა უწოდეს 1640 წლის 3 ნოემბერს შეკრებილ ინგლისის პარლამენტს? ხანგრძლივი
639. რა სახელითაა ცნობილი პეტრე I-ის რუსეთსა და შვედეთს შორის XVIII საუკუნის დასაწყისში
მიმდინარე ომი? „ჩრდილოეთის ომი“
640. რომელმა მინისტრმა სცადა ლუი XIII-ის დროს საფრანგეთში მეფის ძალაუფლების აღდგენა?
რიშელიემ
641. რომელი კომპანია შეიქმნა ინგლისში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭროდ? ლევანტის
კომპანია
642. რამ შეუწყო ხელი ამსტერდამის, როგორც ეკონომიკური ცენტრის, აყვავებას? ანტვერპენის
დაკნინებამ
643. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ იყო ძველი ფეოდალური ტიტული ინგლისში? შტატჰალტერი
644. რის გამო გახდა იძულებული ჩარლზ I მოეწვა პარლამენტი 1640 წელს? შოტლანდიის წინააღმდეგ
არმიისთვის დიდი ფული სჭირდებოდა
645. რის შემდეგ ჩაიგდო ლუი XIV-მ საფრანგეთის აბსოლუტური მმართველობა ხელში? კარდინალ
მაზარინის გარდაცვალების შემდეგ
646. ჩასვით გამოტოვებული ადგილი:
647. საფრანგეთში, აბსოლუტური რეჟიმის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მერკანტილიზმის
სახელითაა ცნობილი, __ უწოდებენ. კოლბერტიზმსაც
648. რა ეწოდებოდა ოლივერ კრომველის მიერ შექმნილ რაზმს, რომელიც ეფუძნებოდა პურიტანულ
იდეოლოგიას? რკინისგვერდიანები
649. ნიდერლანდების რომელი ქალაქი იყო მსოფლიოს უდიდესი ნავსადგური XVI საუკუნის
შუახანებში? ანტვერპენი
650. რომელი ტომიდან იყო აღა მაჰმად ხანი წარმოშობით? ყაჯართა ტომიდან
651. მსოფლიოში პირველი სააქციონერო კომპანია იყო: ისტ-ინდია კომპანი
652. რომელ ლუის ეწოდება "მეფე-მზე"? XIV
653. რომელი სახელმწიფოს სამხედრო ფლოტს ეწოდებოდა „უძლეველი არმადა“ XVI საუკუნის მეორე
ნახევარში? ესპანეთის
654. ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენა არ უკავშირდება ვახტანგ VI-ის სახელს? „მორიგე ჯარის“
შექმნა

ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია და აშშ-ს შექმნა

საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის ეპოქა

655. რა განაპირობებდა 1789 წლის აგვისტოში საფრანგეთის ეროვნული კრების მიერ ფეოდალური
პრივილეგიების გაუქმების გადაწყვეტილებით გლეხების ფენის უკმაყოფილებას? ფეოდალური
ვალდებულებებისგან გლეხები გამოსასყიდის სანაცვლოდ თავისუფლდებოდნენ
656. რა გადაწყვეტილება მიიღეს ამერიკის ცამეტი კოლონიის წარმომადგენლებმა პირველ
კონტინენტურ კონგრესზე? ინგლისური საქონლის ბოიკოტირება
657. რომელ ქვეყანას გამოუცხადეს ლუი XVI-მ და საკანონმდებლო კრებამ ომი 1792 წელს? ავსტრიას
658. ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი არ გამხდარა XVIII საუკუნის მიწურულს საფრანგეთში
აბსოლუტისტური რეჟიმის ფინანსური კრახის მიზეზი? წარჩინებულ წოდებათა პრივილეგიების
დათმობა
659. ჩამოთვლილთაგან,რომელი ბრძოლა არ მომხდარა ჩრდ. ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში?
მიკალის
660. რომელი სახელმწიფოები ითვლებიან ვენის კონგრესის "გამარჯვებულად"? ავსტრია და დიდი
ბრიტანეთი
661. როდის დაიწყო საფრანგეთში ე.წ "დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია"? XVIII ს.-ის 80-იანი წლებში
662. რა პირობით შეიერთა შვედეთმა ნორვეგია? ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომია
663. რომელ წელს მოხდა იორკთაუნის ბრძოლა? 1781
664. რომელ წელს ჩამოყალიბდა პირველი კოლონია აშშ-ში? 1607
665. რომელ წელს შეიკრიბა პირველი კონტინენტური კონგრესი აშშ-ში? 1774
666. ვისი სიტყვებია:"ჩემთვის ჭეშმარიტად სახელისა და დიდების მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი
არა სამოქალაქო კოდექსია." ნაპოლეონ ბონაპარტის
667. საფრანგეთის რევოლუცია ცნობილია როგორც ბურჟუაზიული რევოლუცია
668. რა მოვლენით დაიწყო "საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია"? ბასტილიის ციხე-
სიმაგრის აღებით
669. სად მოხდა რევოლუცია 1848 წელს? საფრანგეთში
670. რომელი ნეიტრალური სახელმწიფო შეიქმნა ვენის კონგრესზე? შვეიცარია
671. რა ტერიტორიები მიიღო ავსტრიამ დაკარგული ბელგიის სანაცვლოდ "ვენის კონგრესზე"?
ვენეცია და ლომბარდია
672. რომელი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ლუი XVIII ? ბურბონების
673. რა მიზნით შეიყვანა ნაპოლეონმა ჯარები პორტუგალიასა და ესპანეთში 1807-08 წლებში?
"კონტინენტური ბლოკადის" ხელშეწყობისთვის
674. რა შედეგით დასრულდა "ვენის კონგრესი" პოლონეთისათვის? პოლონეთი მეოთხედ გაიყო
675. რა იყო 1807 წლის 24 ივნისს დადებული ტილზიტის ზავის ერთ-ერთი შედეგი? რუსეთი
საფრანგეთის მოკავშირედ იქცა
676. რუსეთის რომელმა იმპერატორმა და რა მიზეზით თქვა უარი ტილზიტის 1807 წლის ზავის
პირობების შესრულებაზე? ალექსანდრე პირველმა, რადგან "კონტინენტურმა ბლოკადამ"
მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა
677. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ნაპოლეონისადმი ხალხის განსაკუთრებული
მხარდაჭერა? მისი მმართველობის პერიოდში მიღწეულმა ზოგადმა შინაპოლიტიკურმა სტაბილიზაციამ
678. რომელი ბრძოლა შევიდა ისტორიაში "სამი იმპერატორის ბრძოლის" სახელით? აუსტერლიცის
679. რამ განაპირობა ნაპოლეონის მიერ პლებისციტის ინსტიტუტის შენარჩუნება? ხალხის უშუალო
მხარდაჭერის არსებობის აუცილებლობამ
680. რა ტერიტორიული სარგებელი მიიღო შვედეთმა "ვენის კონგრესზე"? შეიერთა ნორვეგია ფართო
ავტონომიის პირობით
681. რა იყო საფრანგეთის მიერ განხორციელებული "კონტინენტური ბლოკადის" წარუმატებლობის
მთავარი მიზეზი? ევროპული სახელმწიფოები მაინც აწარმოებდნენ ფარულ ვაჭრობას ინგლისთან
682. რომელი ბრძოლა შევიდა ისტორიაში "ხალხთა ბრძოლის" სახელით? ლაიფციგის
683. ვინ იყო "ვენის კონგრესის" თავმჯდომარე? კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი
684. ჩამოთვლილთაგან, რა არ ყოფილა 1813 წელს გამართული ლაიფციგის ბრძოლის ერთ-ერთი
შედეგი? ნაპოლეონის რუსეთში შეჭრა
685. რომელი ორგანო ირჩევდა ხალხის მიერ არჩეული ამომრჩევლების მიერ წარდგენილ
დეპუტატობის კანდიდატებს ნაპოლეონის პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ? სენატი
686. რითი შემოიფარგლა საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია ნაპოლეონის პირველ კონსულად
არჩევის შემდეგ? მთავრობის კანონპროექტების დამტკიცებით
687. რომელ წელს ეკურთხა ნაპოლეონი "ფრანგთა იმპერატორად"? 1804
688. ვის ეკუთვნის სიტყვები: "მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!"? ნაპოლეონ ბონაპარტეს
689. 1815 წლის ივნისში გამართული რომელი ბრძოლა გამოდგა ნაპოლეონისთვის უკანასკნელი?
ვატერლოოს
690. ნაპოლეონის წმ.ელენეს კუნძულზე გადასახლების შემდგომ,რომელი დინასტიის მმართველობა
აღდგა საფრანგეთში? ბურბონთა
691. რომელ წელს გაიმართა ბოროდინოს ბრძოლა? 1812
692. ვინ სარდლობდა ინგლისელებს ტრაფალგარის ბრძოლაში? ჰორაციო ნელსონი
693. რომელი გადატრიალებით მოვიდა ნაპოლეონ ბონაპარტე საფრანგეთის ხელისუფლების
სათავეში? 1799 წლის 9 ნოემბრის (18 ბრიუმერის)
694. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ნაპოლეონის რუსული კამპანიის წარუმატებლობა?
ნაადრევმა ყინვებმა ნოემბერში და ფრანგული არმიის არასაკმარისმა მზაობამ
695. რა იყო "ვენის კონგრესის" მოწვევის მთავარი მიზანი? ნაპოლეონის მიერ შექმნილი იმპერიის
ტერიტორიების გადანაწილება
696. ვინ მოამზადა 1776 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საბოლოო ვერსია? თომას
ჯეფერსონმა
697. რა სახელითაა ისტორიაში შესული საფრანგეთში იაკობინელთა მმართველობის სისასტიკით
გამორჩეული პერიოდი? "დიდი ტერორი"
698. საბოლოოდ რომელ კუნძულზე გადაასახლეს ნაპოლეონი? წმ. ელენეს კუნძულზე
699. რა სახელით მოიხსენიებენ ლაიფციგის ბრძოლას? ხალხთა ბრძოლა

განმანათლებლობა

რევოლუციები, სამოქალაქო ომები და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობები XIX ს-სა და XX ს-ის


დასაწყისში

პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

700. რა იქცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად? სარაევოში, ბოსნიელი სერბი სტუდენტის
მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობა
701. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა „ყირიმის ომში“ (1853-56) რუსეთის იმპერიის მარცხი?
საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან თურქეთის მხარდაჭერამ
702. ვის ეკუთვნის ცნობილი ნაშრომი „კანონთა გონის შესახებ“? მონტესკიეს
703. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოყალიბებული რომელი პარტიის ლიდერი იყო
არჩილ ჯორჯაძე? სოციალ-ფედერალისტური
704. რომელი ცნობილი განმანათლებლის მიერ შეიქმნა „მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა
ენციკლოპედია“? დენი დიდროს
705. ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი არ განაპირობებდა ჩრდილოეთ შტატების კავშირის
უპირატესობას აშშ-ის სამოქალაქო ომში? ძლიერი მოტივაცია და ერთგვაროვანი პოზიცია
706. რა ეწოდებოდათ აშშ-ს ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატის გაერთიანებას,
რომლებიც ამერიკის კონფედერაციულ შტატებს დაუპირისპირდნენ? "კავშირი"
707. რომელი ბრძოლის შემდეგ შეძლო იტალიამ ვენეციის შეერთება? სადოვა
708. რომელმა მსოფლიო ლიდერმა შესთავაზა პარიზის 1919 წლის საზავო კონფერენციის
მონაწილეებს „14 პუნქტის“ სახელწოდებით ცნობილი მშვიდობის გეგმა? ვუდრო უილსონმა
709. რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა შარლ X–ის რეფორმები? ძველი რეჟიმის ჭეშმარიტ
რესტავრაციას
710. რომელ სახელმწიფოში აყვავდა "განმანათლებლობა"? საფრანგეთი, XVlll ს-ის l ნახ.
711. ამერიკის კონფედერაციული შტატების შექმნისას, ვინ აირჩიეს მის პრეზიდენტად? ჯეფერსონ
დევისი
712. რომელი ტერიტორია გადაეცა რუსეთს სან-სტეფანოს ზავით? სამხრეთ-დასავლეთი საქართველო
713. ჩამოთვლილთაგან,რომელი გამოხატავს ყველაზე მეტად განმანათლებლობის არსს? ადამიანი
უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.ადამიანს უნდა შესწევდეს საკუთარი გონებით
მოქმედების უნარი
714. ჩამოთვლილი ფრანგი განმანათლებლებიდან, რომელი არ იყო წარმოშობით ფრანგი? ჟან-ჟაკ
რუსო
715. ვის ეკუთვნის ნაშრომი "რა არის განმანათლებლობა"? იმანუელ კანტს
716. ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან, რომელი შეუერთდა ყველაზე გვიან "გულითად
შეთანხმებას"? აშშ
717. რამ შეუწყო ხელი XXს.-ის დასაწყისში რუსეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
დაახლოებას? გერმანიის ე.წ "ხმლების გალესვის"პოლიტიკამ
718. რატომ გააფორმა რუსეთის მეფემ სასწრაფოდ ბუქარესტის ზავი? მთელი ძალებით ნაპოლეონის
წინააღმდეგ უნდა გამართულიყო ბოროდინოს ბრძოლისთვის
719. რომელ წელს მოხდა სედანის ბრძოლა? 1870
720. რომელმა ქვეყანამ გამოიყენა ტანკი პირველ მსოფლიო ომში? დიდი ბრიტანეთი
721. რომელი ცნობილი სიტყვები ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს ჟან-ჟაკ რუსოს? "ჩვენ კრიზისის
მდგომარეობასა და რევოლუციების საუკუნეს ვუახლოვდებით"
722. პარიზის კონფერენციაზე ვინ იყო საფრანგეთის წარმომადგენელი? პრემიერ-მინისტრი ჟორჟ-
კლემანსო
723. პარიზის კონფერენციაზე ვინ იყო აშშ-ის წარმომადგენელი? ვუდრო უილსონი
724. რომელ ქვეყანას წაართვა ავსტრია-პრუსიამ შლეზვიგი და ჰოლშტაინი? დანიას
725. რას ითვალისწინებდა ბრიან-კელოგის პაქტი? ეს დოკუმენტი გმობდა ომს,როგორც პოლიტიკის
წარმართვის საშუალებას
726. რომელ წელს მოხდა სადოვას ბრძოლა? 1866
727. რომელ წელს მოხდა მაჯენტასა და სოლფერნოს ბრძოლები? 1859
728. რომელ წელს გამოუცხადა რუსეთმა ომი ოსმალეთს 1-ლი მსოფლიო ომის დროს? 1914 წლის 2
ნოემბერს
729. რა ტერიტორია სურდა რუსეთს პირველი მსოფლიო ომის წინ? ბოსფორისა და დარდანელის
სრუტეები
730. რა ძირითადი არგუმენტით გაამყარებდით ბანკის შექმნის მომხრეების პოზიციას? (საუბარია 1875
წლის თბილისის საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკზე) ბანკის მიერ მოგროვებული თანხა
მოხმარდებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას
731. რომელ წლებში მიმიდინარეობდა ყირიმის ომი? 1853-1856
732. რა გააკეთა ლუი–ფილიპმა მოსახლეობის გულის მოსაგებად? ნაპოლეონ ბონაპარტის ნეშტი
გადმოასვენა საფრანგეთში
733. რა სახელით მოიხსენიებენ იტალიის გაერთიანების პროცესს? რისორჯიმენტო
734. ვინ ავიდა ტახტზე პავლე პირველის გარდაცვალების შემდეგ? ალექსანდრე I
735. რომელ წლებში მიმდინარეობდა აშშ-ს სამოქალაქო ომი? 1861-1865 წწ.
736. რას ითვალისწინებდა აშშ-ს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილი
მე-13 მუხლი? მონობის გაუქმებას
737. რა ერქვა 1856 წელს შექმნილ პარტიას, რომლის თვალსაჩინო წევრი იყო აბრაამ ლინკოლნი?
რესპუბლიკური პარტია
738. რომელი ქვეყნები წარმოადგენდნენ მთავარ წარმმართველ ძალას პარიზის კონფერენციაზე 1919
წლის 18 იანვარს? აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი
739. საფრანგეთის რომელმა მონარქმა გამოსცა 1848 წლამდე მოქმედი "ქარტია"? ლუი XVIII-მ
740. ვინ ედგნენ სათავეში მაზრებს? კაპიტან-ისპრავნიკები
741. რა მოვლენამ გადაწყვიტა "ანტანტის" გამარჯვება I მსოფლიო ომში? აშშ-ის ჩართვამ ანტანტის
მხარეს
742. რა ეწოდება იოანე ბატონიშვილის ცნობილ სამეცნიერო ნაშრომს? კალმასობა
743. ვის დაუბრუნდა ელზასი და ლოტარინგია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? საფრანგეთს
744. რას ითვალისწინებდა 1865 წლის 6 დეკემბერს, აშშ-ს კონსტიტუციაში შესული მე-13 დამატება?
მონობის გაუქმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით
745. რომელ ბრძოლაში გამოიყენეს პირველად მომწამლავი გაზი? იპრის
746. რომელი პიროვნების მოღვაწეობამ შეუწყო ხელი გერმანიის გაერთიანებას? ბისმარკის
747. რომელ წელს გაუუქმა რუსეთმა ავტოკეფალია საქართველოს? 1811 წელს

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია

მსოფლიო და საქართველო I და II მსოფლიო ომებს შორის

748. რა ორგანოს წარმოადგენდა ამიერკავკასიის სეიმი? პარლამენტს


749. ვის უწოდებდნენ „კულაკებს“ საბჭოთა კავშირში? შეძლებულ, მშრომელ გლეხებს
750. რომელი ბრიტანელი პოლიტიკოსი იყენებდა XX საუკუნის 30-იან წლებში ე.წ. „დაშოშმინების
პოლიტიკას“? ნევილ ჩემბერლენი
751. რა წარმოადგენდა 1953 წელს ესპანეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებული მადრიდის პაქტის
ძირითად არსს? ესპანეთი იღებდა ფინანსურ დახმარებას საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული
სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ
752. რა მოვლენა იყო 1933 წლის 10 მაისს გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის მიერ მოწყობილი
„აუტოდაფე“? რეჟიმის მოწინაარმდეგე მწერლების ნაწარმოებების საჯაროდ დაწვა
753. რა შეიძლება მივიჩნიოთ 1929 წელს იტალიის ხელისუფლებასა და რომის წმინდა საყდარს შორის
გაფორმებული ლატერანის ხელშეკრულების ერთ-ერთ შედეგად? დასრულდა იტალიის სახელმწიფოსა
და რომის საყდარს შორის არსებული კონფლიქტი
754. რომელმა ორგანომ დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუცია 1921 წელს? დამფუძნებელმა კრებამ
755. რას გულისხმობდა „დიდი დეპრესიის“ პერიოდში პრეზიდენტ რუზველტის მიერ აშშ-ში
შემოღებული „ახალი კურსი“? ბაზრის მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში
სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას
756. ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის
1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობას? ბოლშევიკურ პარტიას ეკრძალებოდა
საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა
757. რომელ წელს დაიდო მიუნხენის ზავი ინგლისს, გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს შორის?
1938
758. რა მოვლენა მოიხსენება "ანშლუსის" სახელით? გერმანიის მიერ ავსტრიის შეერთება
759. 1922 წელს ვინ გაუგზავნა სპეციალური წერილი გენუის საერთაშორისო
კონფერენციას,რომლითაც დახმარებას ითხოვდნენ რუსული ჯარის საქართველოდან გაყვანისთვის?
ამბროსი ხელაიამ
760. ვინ გაატარა "ნეპის" პოლიტიკა? ლენინმა
761. 1924 წელს, საყოველთაო აჯანყებისას, სად დაიწყო შეიარაღებული გამოსვლა ყველაზე ადრე?
ჭიათურაში
762. ვინ აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 1919
წლის თებერვალში? ნოე ჟორდანია
763. საბოლოოდ ვის დაუმტკიცა ლორე რუსეთმა? სომხეთს
764. რომელი ქვეყნის დამორჩილება ვერ შეძლო საბჭოთა რუსეთმა? ფინეთის
765. მოსკოვის ხელშეკრულებით რომელი ტერიტორიები დაუმტკიცა რუსეთმა თურქეთს? ყარსი,
არტაანი, ართვინი
766. რომელ წელს ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი? 1922 წლის 30 დეკემბერს
767. ვისა და ვის შორის გაფორმდა ხელშეკრულება "კომინტერნთან" ბრძოლის შესახებ 1936 წელს?
გერმანიასა და იაპონიას შორის
768. რომელი რევოლუციის შედეგად მოვიდნენ რუსეთის სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში
ბოლშევიკები? 1917 წლის ოქტომბრის
769. 1918 წელს რომელი ტერიტორიისთვის მოუწიათ დაპირისპირება საქართველოსა და სომხეთს?
ლორე
770. როდის მიიღო დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია? 1921 წლის 21
თებერვალი
771. ვინ მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი? გავრილო პრინციპმა
772. რა იქცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად? სარაევოში, ბოსნიელი სერბი სტუდენტის
მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობა
773. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა „ყირიმის ომში“ (1853-56) რუსეთის იმპერიის მარცხი?
საფრანგეთისა და ბრიტანეთის მხრიდან თურქეთის მხარდაჭერამ
774. რომელმა მსოფლიო ლიდერმა შესთავაზა პარიზის 1919 წლის საზავო კონფერენციის
მონაწილეებს „14 პუნქტის“ სახელწოდებით ცნობილი მშვიდობის გეგმა? ვუდრო უილსონმა
775. რომელი ტერიტორია გადაეცა რუსეთს სან-სტეფანოს ზავით? სამხრეთ-დასავლეთი საქართველო
776. ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან,რომელი შეუერთდა ყველაზე გვიან "გულითად
შეთანხმებას"? აშშ
777. რამ შეუწყო ხელი XXს.-ის დასაწყისში რუსეთის,საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის
დაახლოებას? გერმანიის ე.წ "ხმლების გალესვის"პოლიტიკამ
778. რატომ გააფორმა რუსეთის მეფემ სასწრაფოდ ბუქარესტის ზავი? მთელი ძალებით ნაპოლეონის
წინააღმდეგ უნდა გამართულიყო ბოროდინოს ბრძოლისთვის
779. რომელმა ქვეყანამ გამოიყენა ტანკი პირველ მსოფლიო ომში? დიდი ბრიტანეთი
780. პარიზის კონფერენციაზე ვინ იყო საფრანგეთის წარმომადგენელი? პრემიერ-მინისტრი ჟორჟ-
კლემანსო
781. პარიზის კონფერენციაზე ვინ იყო აშშ-ის წარმომადგენელი? ვუდრო უილსონი
782. რას ითვალისწინებდა ბრიან-კელოგის პაქტი? ეს დოკუმენტი გმობდა ომს, როგორც პოლიტიკის
წარმართვის საშუალებას
783. რომელ წელს გამოუცხადა რუსეთმა ომი ოსმალეთს 1-ლი მსოფლიო ომის დროს? 1914 წლის 2
ნოემბერს
784. რა ტერიტორია სურდა რუსეთს პირველი მსოფლიო ომის წინ? ბოსფორისა და დარდანელის
სრუტეები
785. რომელ წლებში მიმიდინარეობდა ყირიმის ომი? 1853-1856
786. ვინ ავიდა ტახტზე პავლე პირველის გარდაცვალების შემდეგ? ალექსანდრე I
787. რომელი ქვეყნები წარმოადგენდნენ მთავარ წარმმართველ ძალას პარიზის კონფერენციაზე 1919
წლის 18 იანვარს? აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი
788. ვინ ედგნენ სათავეში მაზრებს? კაპიტან-ისპრავნიკები
789. რა მოვლენამ გადაწყვიტა "ანტანტის" გამარჯვება I მსოფლიო ომში? აშშ-ის ჩართვამ ანტანტის
მხარეს
790. ვის დაუბრუნდა ელზასი და ლოტარინგია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? საფრანგეთს
791. რომელ ბრძოლაში გამოიყენეს პირველად მომწამლავი გაზი? იპრის
792. რომელ წელს გაუუქმა რუსეთმა ავტოკეფალია საქართველოს? 1811 წელს

მეორე მსოფლიო ომი

საქართველო და მსოფლიო „ცივი ომის“ ეპოქაში

აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის და სსრკ-ის დაშლა; საქართველო XX საუკუნის


მიწურულს

793. ვინ იყო საქართველოს მეორე პრეზიდენტი? ედუარდ შევარდნაძე


794. ჩამოთვლილთაგან რომელი არ ყოფილა 1962 წლის ოქტომბერში კენედისა და ხრუშჩოვს შორის
კარიბის ზღვის კრიზისის თაობაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილი? კუბაზე ბატისტას პროამერიკული
რეჟიმის აღდგენა
795. II მსოფლი ომის პერიოდის რომელი ბრძოლა მოიხსენიება სატანკო ბრძოლის სახელით? კურსკის
796. რომელი პრემიერ-მინისტრი ჩაანაცვლა ჩერჩილმა? ჩემბერლენი
797. "ზამთრის ომის" შედეგი იყო: სსრკ-ს მიერ ფინეთის ნაწილის-კარელიის დაპყრობა
798. ვინ შეცვალა აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი? ტრუმენმა
799. რომელ სახელმწიფოში ჩამოყალიბდა "ვიშის რეჟიმი? საფრანგეთში
800. რომელ კონფერენციაზე გადაწყდა II მსოფლიო ომის დროს გერმანიის 4 სექტორად დაყოფა?
იალტის
801. რომელ მოვლენას მოჰყვა 1956 წლის მარტის საპროტესტო გამოსვლები თბილისში? სტალინის
კულტის დაგმობას კომპარტიის XX ყრილობაზე
802. რა შემადგენლობით დაასრულა „დიდმა სამეულმა“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი)
პოტსდამის კონფერენცია? ტრუმანი, ეტლი, სტალინი
803. ვინ ჩაანაცვლა ბრიტანეთის პრემიერი ჩერჩილი? ეტლიმ
804. რომელი ოპერაციით გაიხსნა მეორე ფრონტი საფრანგეთში II მსოფლიო ომის დროს?
"ოვერლორდი"
805. რა წარმოადგენდა 1942 წლის ზაფხულში გერმანელთა მხრიდან სტალინგრადის ბრძოლის
წამოწყების მთავარ მოტივს? მდინარე ვოლგამდე მიღწევა და საბჭოთა არმიისთვის მნიშვნელოვანი
საკომუნიკაციო არხების გადაჭრა
806. რომელი მოვლენა უკავშირდება აშშ-ის იზოლაციონისტური პოლიტიკის საბოლოოდ
დასრულებას? თავდასხმა პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე
807. ელ-ალამეინთან ბრძოლაში რომელმა გენერალმა დაამარცხა გერმანულ-იტალიური არმია?
ბერნარდ მონტგომერიმ
808. რომელი ტერიტორიების ანექსირება მოახდინა საბჭოთა კავშირმა 1940 წლის ივნისში? ლიტვის,
ლატვიის, ესტონეთის, ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის
809. რას ითვალისწინებდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის მიერ შემუშავებული
„ლენდლიზის“ პროგრამა? აშშ-ის მიერ „ღერძის“ წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სახელმწიფოების
ფინანსურ დახმარებას სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ
810. საბჭოთა კავშირის რომელმა მმართველმა დაგმო ოფიციალურად სტალინის კულტი? ნიკიტა
ხრუშჩოვმა
811. რომელ სახელმწიფოზე განხორციელებული აგრესიის გამო გაირიცხა საბჭოთა კავშირი ერთა
ლიგიდან 1939 წლის 14 დეკემბერს? ფინეთზე
812. რა გადაწყდა თეირანის კონფერენციაზე 1943წელს? გერმანიის დამარცხება უმოკლეს ვადებში და
მეორე ფრონტის გახსნის საკითხი
813. საბჭოთა კავშირის რომელმა მმართველმა წამოიწყო ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი?
მიხეილ გორბაჩოვმა
814. რომელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის სიტყვით გამოსვლის თარიღი მიიჩნევა „ცივი ომის“
სიმბოლურ დასაწყისად? უინსტონ ჩერჩილის
815. რომელმა ქართულმა პარტიამ დაუჭირა მხარი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის
მიმდინარეობისას? ეროვნულ-დემოკრატებმა
816. რომელ ქალაქში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ნაციონალ-სოციალისტი
დამნაშავეების მასობრივი გასამართლების პროცესი? ნიურნბერგში
817. რომელი ხელშეკრულების მიხედვით გაინაწილეს სსრკ-მ და გერმანიამ პოლონეთი 1939 წელს?
მოლოტოვ-რიბენტროპის
818. რომელმა ქვეყანამ განახორციელა II მსოფლიო ომში ოპერაცია "ბარბაროსა"? გერმანიამ
819. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ჯარები იბრძოდნენ კორეის ომში სამხრეთ კორეის
მხარეს? გაეროს
820. რომელ ქვეყნებს შორის გაფორმდა "ატლანტიკური ქარტია? აშშ და დიდი ბრიტანეთი
821. რომელ წელს შეიქმნა "ვარშავის პაქტი" ? 1955
822. ვინ მეთაურობდა ინგლისელებს ელ-ალამეინის ბრძოლაში? ბერნარდ მონტგომერი
823. ვინ ხელმძღვანელობდა ბერლინის ოპერაციას 1945 წლის 16 აპრილს? ჟუკოვი
824. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა იაპონიის კაპიტულაცია 1945 წელს? აშშ-ის მიერ იაპონური
ქალაქების ბირთვულმა დაბომბვამ
825. ვინ იყო აშშ-ის პრეზიდენტი II მსოფლიო ომის დროს? რუზველტი
826. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები: ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება
იაპონიის მიერ .......შემდეგ ხოლო საპასუხოდ........ატომური ბომბებით. 1941 წელს პერლ ჰარბორზე
თავდასხმის , 1945 წელს დაბომბა ჰიროსიმა და ნაგასაკი

You might also like