You are on page 1of 4

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

1.რამ აიძულა ევროპელებს ალტერნატიული გზების ძიება?

2.ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი? ვიი ინიციატივით? რის კვლევას დაუდო სათავე?კვლევის
მიზანი?

3. რა იგდეს პორტუგალიელებმა ხელთ? სად შედიოდნენ ისინი ამ ქალაქის დამსახურებით?


მოგვიანებით ვინ შედიოდა?

4.როდიდან და საიდან სცადეს ევროპელებმა შორეული გზის გარკვევა?

5.ვინ იმოგზაურა არაბეთში? რა შემოიტანა?

6.ვინ მოიარა აღმოსავლთი და რა ინფორმაცია მიაწოდეს ევროპელებს?

7. რა იხვეწებოდა და რა გაუმჯობესდა?

8. რა ჰქვია სწრაფმავალ იალქნიან ხომალდს? რის საშუალებას იძლეოდა?

9.ვინ და როდის სცადა აფრიკის შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გასვლა? რას მიაღწია? რა
უწოდა?

10. ვინ განახორციელა იგივ მარშრუტი უფრო წარმატებით? როდის გასცდა ის იმედის
კონცხს და სად გავიდა? დაახასიათეთ მოგზაურობა.

11.როდის იმოგზაურა გამამ მეორედ ? რა მიმართულებით? რას ედგა სათავეში?


დაახასიათეთ მგზაურობა.

12.რა არის პირველი და უმთავრესი სამსახური,რომელიც უფალსუნდა გაუწიონ გენელის


ალფონსო დე ალბურკერის თქმით? მალაიზიისქალაქ მალაკაზე შეტევის წინ. რაუნდა ქნან
მას შემდეგ, რაც მალაკას აიღებენ?რატომ?რა არის მისთვის ცხადი?რას ნიშნავს ეს?

13. ვინ იყო პორტუგალიის მთავარი მოწინააღმდეგე საზღვაო ვაჭრობის მონოპო;იაში


ბროლაში?

14.რასურდა ესპაეთისმეფე ფერდინადს?

15. სად დაიბადა ქრისტეფორე კოლუმბი?რითი დაინტერესდა ახალგაზრდობიდან? რაზე


ფიქრი არ ასვენებდა?ვის შეხედულებას იზიარებდა, რის შესახებ? რას ამტკიცებდა?
ვის გააცნო კოლუმბმა იდეები? რა უთხრეს მათ? მაშინ ვის მიმართა? ვინ დადო
მასთან ხელშეკრულება?

16. რომელ წელს, რომელი ნავები და ვისი მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიადგა


ამერიკის ნაპირებს 90კაციანი ეკიპაჟი კოლუმბის მეთაურობით 69დღიანი
მოგზაურობის შემდეგ?

17. რამდენი ექსპედიცია მოაწყო ამის შემდეგ კოლუმბმა? რაში იყო დარწმუნებული?

18.როდის და როგორ გარდაუიცვალა იგი?


19.ვინ აღმოაჩინა, რომ კოლუმბმა ახალი კონტინენტი აღმოაჩინა? რა და რატომ დაერქვა ამ
კონტინენტს?

20.ვის წერს კოლუმბი წერილს ,ამერიკის აღმოჩენის პირველ ცნობას?

21. რისი ხელშეკრულება ეწოდება ხელშეკრულებას პორტუგალიასა და ესპანეთს შორის


საკოლონიზაციო ტერიტორიის განაწილების შესახებ? რაზე თანხმდებიან ?

22.საით მოგზაურობდნენ პორტუგალიელები, ესპანელები?

23.რაზე დაიწყეს ევროპელებმა ფიქრი ვესპუჩის მიერ ახალი კონტინენტის აღმოჩენის


შემდეგ?

24.ვინ შეიმუშავა პირველი ასეთი პროექი? ვინ უთხრა დაფინანსებაზ უარი ?

25. ვის მოსთხოვა შემდეგ თხოვნით? რა მიიღო? დაახასიათეთ ექსპედიცია.

26. ვინ წერს მაგელანის მოგზაურობის შესახებ?

1. დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სავაჭრო-საქარავნო


მარშრუტების გადაკეტვამ.

2. პორტუგალიამ გადადგა პრინც ენრიკე „ზღვაოსნის“ ინიციატივით. აფრიკის სანაპიროს


საგულდაგულო კვლევას დაუდო სათავე. მიზანი - აზიაში უმოკლესი გასასვლელის
მონახვა.

3.მაროკოს სანაპიროზე მდებარე ქალაქი სეუტა, საიდანაც თავდაპირველად ისინი , ხოლო


მოგვიანებით ესპანელები შედიოდნენ აფრიკის სიღრმეში.

4.მე-13 ს-ში შორეული აღმოსავლეთისაკენ.

5.ლეონარდო ფიბონაჩიმ, ციფრები.

6.რუბრუკვისმა, პლანო კარპინიმ და მარკო პოლომ - მონღოლთა იმოერიაში შემავალი


ხალხებისა და ქვეყნების შესახებ.

7. საზღვაო რუკები, კომპასი.

8.“კარაველა“ - იძლეოდა შორს გადაადგილების საშუალებას.

9.1487 წელს პორტუგალიელმა მოგზაურმა ბარტოლომეუ დიაშმა (ბართოლომეო დიასმა)


აფრიკის შემოვლით ინდოეთის ოკეანეში გასვლა სცადა. მან მიაღწია აფრიკის
უკიდურეს სამხრეთ წერტილს და მას „კეთილი იმედის კონცხი“ უწოდა.

10.ვასკო და გამამ. 1498 წელს ის გასცდა კონცხს და გავიდა ინდოეთის ოკეანეში. 4 გემით
და 168 მეზღვაუროს თანხლებით 10-თვიანი მოგზაურობის შემდეგ ისინი მიადგნენ
ინდოეთის ქალაქ კალკუტას. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი მსხვერპლი
განიცადა, უკან სანელებლებით დატვირთული დაბრუნდა.

11. 1502 წელს ვასკო და გამამ მორედ იმოგზაურა იმავე მიმართულებით. იგი სათავეში
ედგა 21 გემისგან შემდგარ ზარბაზნებით შეიარაღებულ ფლოტერიას. ინდოეთამდე
მაღ მუსლიმთა არაერთი შემხვედრი გემი გაძარცვეს და ჩაძირეს. მაგ.
პორტუგალიელებმა მექაში მიმავალი პილიგრიმებით სავსე ხომალდი შეიპყრეს ,
ხელში ჩაიგდეს და 12 000 დუკატი და 10 000 დუკატის ღირებულების საქონელი,
ხოლო გემი და მისი მგზავრები ცეცხლს მისცეს. ვასკო და გამამ სავაჭრო გზების
გასაკონტროლებლად ხუთი სამხედრო გემი დატოვა ინდოეთის ოკეანეში. 1509
წელს მათ ორმუზდის სრუტე დაიპყრეს და მუსლიმთა ფლოტი გაანადგურეს.
პორტუგალიელებმა ინდოეთის დას. სანაპიროზე ქ. გოაში დაარსეს შტაბინა , ხოლო
ინდონეზიასა და ჩინეთში - გამაგრებული პატარა პორტების მთელი ქსელი. 1504
წლიდან მოყოლებული , თვეში საშუალოდ ერთი გემი მაინც მიემგზავრებოდა
ლისაბონიდან აზიაში.

12. მავრების გამოძევება ამ ქვეყნიდან (ე. ი მალაკიდან) და მაფადების სექტის


ძირფესვიანი ამოძირკვა... სრუტეები უნდა გადაეკეტათ, რათა მავრებს
ვეღარასდროს გაეტანათ თავიანთი სანელებლები. მალაკის დაპყრობის შემდეგ
პილპილით და სხვა სანელებლებით ვაჭრობა მთლიანად მათ ხელში მოექცეოდა .
კაიროსა და მექის ძლიერებას საბოლოოდ გამოერებოდა ძირი , ხოლო ვენეციაში
ვერანაირი სანელებლები ვეღარ ჩააღწევდა და მათი ვაჭრები ამ საქონლის
ყიდვას მხოლოდ პორტუფალიაში შეძლებდნენ.

13.ესპანეთი.

14.მოეწყო საზღვაო ექსპედიცია, რომელიც მას დააკავშირებდა ინდოელ ვაჭრებთან და


იაფად შემოიტანდა სანელებლებს ევროპაში.

15.იტალიის საზღვაო ქალაქ გენუაში, ზღვოსნობით, ინდოეთისაკენ უმოკლესი საზღვაო


გზის აღმოჩენაზე.კოპერნიკის - დედამიწის სიმრგვალის შესახებ. ინდოეთისკენ
უმოკლესი საზღვაოგზი აღმოსაჩენად უმჯობესი იქნებოდა არა აღმოსავლეთისაკენ,
არამედ დასავლეთისაკენწასვლა. პორტუგალიის ხელისუფლება.უარი უთხრეს.
ესპანეთს მიმართა - ფერდინანდმა და იზაბელამ ხელშეკრულება დადეს
კოლუმბთან.

16. 1492 წელს ესპანეთის სამეფო კარის დაფინანსებით - „სანტა მარია“, „ნინისა“, „პინტა“.

17.3. ინდოეთისკენ უმოკლესი გზა აღმოაჩინა.

18.1506 წელს სიღარიბესა და მარტოობაში.

19.იტალიელმა მოგზაურმა ამერიგო ვესპუჩიმ დაამტკიცა, რომ ახალი კონტინენტი იყო.

20.სენიორ სანჩესისადმი.

21.ტორდესილას. „გაივლოს ხაზი არქტიკული პოლუსიდან ანტარქიკულ პოლუსამდე


მწვანე კონცხის კუნძულებიდან დასავლეთით 370 ლიგის დაშორებით. ამ ხაზის
აღმოსავლეთით აღმოჩენილი ტერიტორია იყო პორტუგალიის მეფის,
დასავლეთის - სამარადჟამოდ კასტილიის და არაგონის მეფეთა
მფლობელობაში.“

22.პორტუგალიელები - ინდოეთსა და ჩინეთისკენ, ესპანელები - დასავლეთისკენ,


ამერიკის კონტინენტამდე.
23.დასავლეთის მიმართულებით ინდოეთში მოხვედრის შესახებ.

24.ფერნანდო მაგელანმა.პორტუგალიის ხელისუფლებამ.

25.ესპანეთის სამეფო კარს.დაფინანსებაც მიიღო. 5 გემისა დ 250 კაცის შემადგენლობით


1519 წელს სევილიიდან გავიდა და დასავლეთისაკენ დაიძრა. მათ გეზი აიღეს
სამხრეთ- დასავლეთისაკენ. სამხრეთიდან შემოუარეს ამერიკი კონტინენტს, სადაც
მათ ვიწრო სრუტე იპოვეს, რომელსაც დღეს მაგელანის სრუტე ეწოდება და 1520
წლის ნოემბერში მისი გავლით ოკეანეში აღმოჩნდნენ,რომელიც იმ დროისთვის
ისეთი მშვიდი იყო, რომ მაგელანმა მას „წყნარი“ უწოდა. ამის შემდეგ მათ გეზი
აიღეს ჩრდილო -დასავლეთისაკენ აიღეს და 1521 წლის მარტის თვეში
ფილიპინების კუნძულებს მიაღწიეს,სადაც მაგელანს ბრძოლა მოუხდა ადგიობრივ
ტომებთან და შეტაკებაში დაიღუპა. მისი ექსპედიცია მალევე უკან გაბრუნდა და
აფრიკის კონტინენტის სამხრეთდან შემოვლით 1522 წლის სექტემბერში ესპანეთში
დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაგელანი ვერ მოესწრო მოგზაურობის
დასასრულს, მის ექსპედიციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - მან პირველად
იმოგზაურა აზიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - ეს იყოპირველი
სრულყოფილი მოგზაურობა დედამიწის გარშემო.

26. ანტონიო პიგაფეტი.

You might also like