You are on page 1of 3

პრეისტორია

ადამიანთა საზოგადოებამ,ვიდრე ის ჩვენამდე მოაღწევდა,ხანგრძლივი დრო გაიარა.მათ


შორის,ყველაზე დიდი და ძველი ქვის ხანაა,რომელიც 3 ნაწილად იყოფა:ძველი ქვის ხანა–
პალეოლითი,შუა ქვის ხანა–მეზოლითი და ახალი ქვის ხანა–ნეოლითი.

ძველი ქვის ხანაში ადამიანთა საქმიანობა მომპოვებლური ტიპის იყო,ისინი


ჯოგებად,მომთაბარედ ცხოვრობდნენ.ქალები და ბავშვები შემგროვებლებლობას
მისდებდნენ,ხოლო მამამკაცები–მონადირეობას.

მეზოლითში გადაშენდნენ გიგანტური ცხოველები.მეზოლითის დასასრულს ჩამოყალიბდა


სეზონური დროები.ხოლო ნეოლითში ადამიანმა დახვეწა საქმიანობის დარგები და დაუმატა
კიდევ რამდენიმე.კერძოდ,მონადირეობა შეიცვალა მეცხოველეობით,შემგროვებლობა–
მიწათმოქმედებით,ამას დაემატა სასაუბრო ენის გაჩენა,ცეცხლის მოპოვება და შენახვა და
ხელოსნობა,რასაც მეცნიერებმა „ნეოლითური რევოლუცია“ უწოდეს.ადამიანთა საქმიანობის
ტიპი მომპოვებლიდან მწარმოებლურით შეიცვალა.

არქეოლოგებმა გათხარეს და შეისწავლეს ახალი ქვის ხანის ადამიანის სახოვრებელი 4


კერა,რომლებსაც ნეოლითური ხანის ძეგლებს უწოდებენ.ესენია:ჩათალ–
ჰიუიკი(თურქეთში),ბან–პო(ჩინეთში),შულავერი(საქართველოში) და იერიქონი(ისრაელში).

ქვის ხანას მოსდევს სპილენძის ხანა,რადგან პირველი ლითონი,რომელიც ადამიანმა


აღმოაჩინა ,იყო სპილენძი.თუმცა ქვის ხანასა და სპილენძს ხანას შორის არსებობდა
გარდამავალი,ე.წ. სპილენძ–ქვის ხანა ანუ ენეოლითი.სპილენძს ხანას კი ბრინჯაოს ხანა
მოჰყვა.კავკასიის რეგიონში განსაკუთრებით ნაყოფიერადაა მოცემული ამპერიოდის
ადამიანთა საცხოვრებელი არეალი,საქმიანობა.მაგ.ძველი ბრინჯაოს ხანა მოცემულია
მტკვარ–არაქსის კულტურით(ამ პერიოდში ადამიანები აგებდნენ მრგვალ,ალიზის
სახლებს),შუა ბრინჯაოს ხანა–თრიალეთური ყორღანული კულტურით(ყორღანი
წარჩინებული ადამიანის საფლავი იყო),ხოლო გვიანბრინჯაოს ხანა კი მოცემულია იორ–
ალაზნის,კოლხური და შიდა ქართლის კულტურით.

არქეოლოგიური ეპოქა პერიოდი

1.ქვედა პალეოლითი 2500000–150000წ.წინ

2.შუა პალეოლითი 150000–35000წ.წინ

3.ზედა პალეოლითი 35000–12000წ.წინ

4.მეზოლითი 12000–8000წ.წინ

5.ნეოლითი 8000–6000წ.წინ

6.ენეოლითი ძვწ.4500–3500წწ

7.ადრებრინჯაო ძვ.წ3500–2500წწ

8.შუაბრინჯაო ძვ.წ2500–1500წწ

9.გვიანბრინჯაო–ადრე რკინა ძვწ.1500–1000წწ


ძველი ეგვიპტე

ძველი ცივილიზაციები მდინარის ნაპირას გაჩნდნენ,ზოგიერთი მათგანი სახელმწიფოდ


ჩამოყალიბდა,რომლებსაც სამდინარო ცივილიზაციებსაც ეძახიან.მათგან,ოთხია
ცნობილი:ეგვიპტე(ნილოსი),შუამდინარეთი(ევფრატი და ტიგროსი),ინდოეთი(ინდი და
განგი) და ჩინეთი(ხუანხე და იანძი).

მდინარეები ხელს უწყობდა მიწათმოქმედებისათვის ვარგის მიწების ათვისებასა და


დამუშავებას,ვაჭრობის განვითარებას,გაადვილებლული იყო კომუნიკაცია ამ დიდ
მდინარეების აუზში მდებარე რეგიონებს შორის.ეგვიპტის სახელმწიფოს არსებობა
ძვ.წ.IVათასწლეულში იწყება.ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ამ ქვეყანას „ნილოსის
ნობათი“ უწოდა.ნილოსის ნაპირებზე თავდაპირველად გაჩნდა პატარა სამიწათმოქმედო
დასახლებები –ნომები,რომლებსაც ნომარქები მართავდნენ. ძვწ.3100წ.ორად გაყოფილი
ეგვიპტე მენესმა გააერთიანა და თავზე ფარაონის გვირგვინი დაიდგა(ფარაონი ეგვიპტურად
„დიდ სახლს“ ნიშნავს).ეგვიპტის ისტორია 3 ნაწილად იყოფა:ძველი(პირამიდების ეპოქა),შუა
და ახალი.ძველი ეგვიპტის სამეფოს ხანაში აშენდა ხეოფსის,ხეფრენის,მიკერენის,გიზას
პირამიდები.დედაქალაქი–მემფისი.შუა სამეფოს პერიოდში ქვეყნის დედაქალაქი იყო თებე.

ძვ.წ.XVIIსაუკუნეში ეგვიპტეს აზიიდან ჰიქსოსები შემოესივნენ და შემოიტანეს „საბრძოლო


ტანკები“–ცხენშებმული ეტლები,ასევე ცხენი,რომლებსაც ადგილობრივები „მთის
ვირს“ეძახდნენ,ჰიქსოსებმა ეგვიპტეში საუკუნე იბატონეს,მათ მეფეებს ეგვიპტელები
„მწყემსების მეფეებს“უწოდებდნენ. ძვ.წ.XIV საუკუნეში ფარაონმა ამენჰოტეპ IV–მ
ადგილობრივი ქურუმების წინააღმდეგობის მიუხედავად,მრავალღმერთიანობის
მაგიერ,მონოთეიზმი დაამკვიდრა და უზენაეს ღვთაებად მზის დისკო–ატონი
დაადგინა,დედაქალაქი ახეტატონში(„ატონის გზა“)გადაიტანა,თავდ კი ეხნატონი(„ატონის
მსახური“)დაირქვა

ძვ.წ.XIIIსაუკუნეში გამწვავდა პოლიტიკური სიტუაცია ხეთების იმპერიათან სირიისათვის,რაც


ძვწ.1274წ. ქადეშთან ბრძოლით დასრულდა.ეს ბრძოლა ზავით დასრულდა,რომლის ასლიც დღესაც
ინახება ნიუ–იორკში,გაეროს შტაბ–ბინაში.ამ ზავს დიპლ.ქორწინება მოჰყვა:ხეთების მეფემ მუვათალიმ
თავისი ძმისშივილი მიათხოვა ფარაონ რამზეს II–ს. ეგვიპტე ძვ.წ.XI საუკუნეში ნელ–ნელა
დაკნინდა,ის ჯერ ნუმიბიამ დაასუსტა,ხოლო შემდეგ ძ.წ.VII.ს–ში ასურეთმა, ძვწ.525წ აქემენიანთა
ირანის მეფემ კამბისმა დაიპყრო,ძვ.წ IVსაუკუნიდან ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის
ნაწილი გახდა,ხოლო დიადოხოსთა ბრძოლის შემდეგ ,აქ ელინისტური სახელმწიფო შეიქმნა
პტოლემაიოსთა დინასტიით სათავეში.

ეგვიპტელები საწერად პაპირუსს იყენებდნენ,მათ შემოიღეს 365 დღიანი კალენდარი.წერდნენ


იეროგლიფებით,რომელიცXIX საუკუნეში გაშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟან–ფრანსუა შამპოლიონმა.

You might also like