You are on page 1of 3

აქემენიანური ირანი

1. როდის და სად ჩამოყალიბდა აქემენიანური ირანი? რომელი საგვარეულო ედგა მას


სათავეში?

2. ვის შემადგენლობაში შედიოდნენ სპარსელები ძვ.წ. VII საუკუნეში?

3. როდის დაიწყო აჯანყებები მიდიის წინააღმდეგ? ვინ დაიწყო ? როგორ დასრულდა ?


მიდიის დედაქალაქი.

4. რა დაიპყრო მან ძვ.წ. 549-48 წლებში?

5. სად ილაშქრა და რა მოხდა ძვ.წ. 547-46 წლებში?

6. რითი გამოირჩეოდა იმ დროს ლიდიის სამეფო? დედაქალაქი?

7. რა მოხდა მცირე აზიაში მდებარე ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან დაკავშირებით ?

8. როდის დაიპყრო ბაბილონი? დაახასიათეთ.

9. რატომ მოიხსენიება ბიბლიაში დიდი პატივით კიროს II ?

10. რომელი ქვეყნები დაიპყრო ბაბილონის შემდეგ?

11. რა ვითარებაში გარდაიცვალა კიროსი?

12. ვინ დაიპყრო ეგვიპტე და როდის? დაახასიათეთ.

13. როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა კამბიზი?

14. რაში დახარჯა დარიოს I-მა მეფობის პირველი ორი წელი?

15. ვის ეყრნობოდა იგი ბრძოლისას?

16. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ დარიოსის რეფორმები.

17. რომელ ქალაქშია დარიოსის წარწერა? რელიეფი?

18. რომელი რეფორმა გაატარა ქსერქსე I-მა?

19. სად იყო აქემენიანური ირანის ადმინისტრაციული ცენტრი და რომელი იყო მისი
დედაქალაქი?

20. რომელ ქალაქშია ქსერქსეს წარწერა?

პასუხები:
1. ძვ.წ. VI საუკუნეში, წინა აზიაში. სათავეში ედგა ირანულენოვანი ტომის, სპარსელების
მმართველი, აქემენიანთა საგვარეულო.

2. მიდიის სამეფოში და ხარკს უხდიდნენ მას.

3. ძვ.წ. 553 წელს, სპარსეთის მეფე, კიროს II (ძვ.წ. 558-530წ) აჯანყდა მიდიის წინააღმდეგ,
ბრძოლამ 3 წელს გასტანა და და სპარსელთა გამარჯვებით დასრულდა, კიროსმა აიღო
მიდიის დედაქალაქი ეკბატანა და თავი სპარსეთისა და მიდიის მეფედ გამოაცხადა .

4. ირანული ოლქები, პართია და ჰირკანია, რომლებიც მანამდე მიდიის შემადგენლობაში


იყვნენ.

5. მცირე აზიისკენ, მიემხრო კილიკია და სამხედრო დახმარებაც შესთავაზა , რის გამოც


კიროსს არასდროს გაუგზავნია კილიკიაში სპარსელი მმართველები . ამის შემდეგ
ლიდიასაც მიუახლოვდა.

6. გამორჩეული ადგილი ეჭირა, რადგან მისი მფარველობის ქვეშ იყვნენ მცირე აზიის
სანაპიროს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები. სარდი იყო ლიდიის დედაქალაქი ,
რომელიც აიღო კიროსმა და შემდეგ ბერძნული ქალაქებისკენ გაემართა .

7. თავდაპირველად მათ ელჩები გაუგზავნა და მოუწოდა, მის მხარეს გადმოსულიყვნენ ,


მაგრამ დაცდა ამჯობინეს და როცა ლიდია დაიპყრო, ბერძნულმა ქალაქებმა კიროსს
მფარველობა სთხოვეს, რაზეც უპასუხა, რომ ლიდიის დაპყრობის შემდეგ თავად
განგისაზღვრავთ ბედსო. ზოგი მათგანი საკუთარი ნება-სურვილით დამორჩილდა , ზოგი კი
დაიპყრეს.

8. ძვ.წ. 539 წელს. მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადგან უსამართლო მეფის


მმართველობისგან იხსნა კიროსმა. კიროსმა მთავარი ღვთაების მარდუქის ტაძარში
მსხვერპლი შესწირა, ანუ მეფობა "მარდუქის ხელიდან" მიიღო და ქალაქის
მაცხოვრებლებს მშვიდობას და ხელშეუხებლობას დაჰპირდა . ფორმალურად შეინარჩუნა
ბაბილონის სამეფო, მათ მისცა რელიგიური ავტონომია, ასევე შიდა საქმეების
მმართველობის ავტონომია, მაგრამ საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის
უფლება არ ჰქონდათ. ბაბილონი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია გახდა.

9. იმიტომ, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ იძულებით გადმოსახლებული მოსახლეობა


სამშობლოში დააბრუნა - ებრაელები და სოლომონის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის
თანხაც კი გამოუყო.

10. დასავლეთით მდებარე სირია, პალესტინა, ფინიკია.

11. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მომთაბარე მასაგეტებისგან სამეფოს დასაცავად , ძვ .წ .


530 წელს შუა აზიაში ილაშქრა მაგრამ მათთან ბრძოლაში დაიღუპა ამუდარიის
სანაპიროზე.

12. კამბიზმა (530-522) ძვ.წ. 525 წელს და მამის პოლიტიკა გააგრძელა, ანუ ფარაონის
ტიტული მიიღო, მეფედ ყველა წესის დაცვით ეკურთხა და რელიგიური და პირადი
ავტონომია შეუნარჩუნა.

13. ძვ.წ. 522 წელს, ირანში აჯანყება დაიწყო და კამბიზიც ეგვიპტიდან სამშობლოსკენ
გამოემართა, გზაში კი შეთქმულებმა მოკლეს.

14. აჯანყებების ჩაქრობას.

15. როგორც სამეფო გვარდიას, ისე სხვადასხვა ოლქში მდგარი ჯარის იმ ნაწილებს ,
რომლებიც მეფის ერთგულები დარჩნენ.

16. დარიოს I-ის (ძვ.წ. 522-486) რეფორმები: ადმინისტრაციული - სამეფო 20 სატრაპიად


დაყო, სატრაპებად სპარსელები დანიშნა და მათ უმაღლესი სასამართლო თუ
სამოქალაქო უფლებები ჰქონდათ, ეს ყველაფერი ცენტრალური მმართველობისკენ იყო
მიმართული.

შექმნა ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც სამეფო კანცელარიიდან იმართებოდა .


მწერალთა უზარმაზარი შტატი ოფიციალურ დოკუმენტებს იწერდა .

ხაზარაპეტის სამსახური შემოიღო, რომელიც უმაღლესი მოხელე იყო და თვალყურს


ადევნებდა როგორც ყველა მოხელეს, ისე მეფის პირად გვარდიას.

სამხედრო - პირადი გვარდია "ათი ათასი უკვდავი" შექმნა.

ეკონომიკური - დარიკი და სიკლი მოჭრა. მოაწესრიგა გზები, შექმნა მუდმივი საფოსტო


სადგურები, საგადასახადო სისტემები.

სპარსელები თავისუფლები იყვნენ გადასახადებისგან, მაგრამ ისინი სახელმწიფო


აპარატში, მეფის უკვდავთა გვარდიასა და არმიაში მსახურობდნენ .

ქართული ტომები, თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები


სასპერები, მოსხები, ტიბარენები, მოსიკინები, მაკრონები, მარები გაერთიანებულნი
იყვნენ XVIII-XIX სატრაპიებში.

17. სუზაში.

18. რელიგიური - სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ზოროასტრიზმი და ყველა


დანარჩენი აკრძალა.

19. სუზაში ადმინისტრაციული და დედაქალაქი - პერსეპოლისი.

20. პერსეპოლისში.

You might also like