You are on page 1of 4

ალექსანდრე მაკედონელი და ელინისტური სამყარო

1. რა იყო პელოპონესის ომების შედეგი?

2. როდის გამოვიდა საბერძნეთი კრიზისიდან და რატომ?

3. რა რეფორმები გაატარა ფილიპე მაკედონელმა? როგორ იერთებდა ის ბერძნულ


ოლქებს და პოლისებს?

4. რომელი ორი პოზიცია ჩამოყალიბდა საბერძნეთში მაკედონიის მზარდი გავლენის


გამო? ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ.

5. როდის იყო, ვის და ვის შორის და რატომ ბრძოლა ქერონეასთან?

6. რას წარმოადგენდა კორინთოს კონგრესი და რა მიზნით შეიქმნა ის?

7. როგორ გარდაიცვალა ფილიპე მაკედონელი?

8. რომელი ბრძოლა იყო ძვ.წ. 334 წელს და ვის და ვის შორის?

9. რა გადალახა მაკედონელმა, სანამ აზიის დასაპყრობად ომს დაიწყებდა ?

10. რომელი რეგიონები დაიპყრო თავდაპირველად?

11. როდის შეიჭრა ეგვიპტეში? რად გამოაცხადეს ის ეგვიპტელებმა ?

12. როდის მოხდა გავგამელას ბრძოლა და ვის და ვის შორის ? აღწერეთ.

13. ვინ მოკლა დარიოს III და როდის?

14. რა აიღო ალექსანდრემ გავგამელას ბრძოლის შემდეგ?

15. რამდენი წელი მოანდომა მან კიდევ აქემენიანთა სახელმწიფოს სრულად


დამორჩილებას? რად გამოაცხადა საკუთარი თავი?

16. სად შეიჭრა ალექსანდრე სპარსეთის დამორჩილების შემდეგ?

17. რა იყო ალექსანდრე მაკედონელის მიზანი?

18. რა მიზეზით მობრუნდა იგი ინდოეთიდან და როდის?

19. დაბრუნდა თუ არა მაკედონელი მაკედონიაში და თუ კი, როდის?

20. რომელი ქალაქი გამოაცხადა მან იმპერიის დედაქალაქად?

21. როგორ ცხოვრობდა ალექსანდრე?

22. რას აკეთებდა თავისი იმპერიის განსამტკიცებლად?


23. ვისზე დაქორწინდა ის?

24. რითი ჩაუყარა ალექსანდრემ საფუძველი ელინისტურ კულტურას ხუმრობების


თანახმად?

25. როგორ გარდაიცვალა და როდის?

26. რა მოხდა მისი სიკვდილის შემდეგ?

27. რომელი დინასტია დამკვიდრდა ეგვიპტეში? რომელი იყო მისი მთავარი ქალაქი ?

28. რომელი იყო ყველაზე დიდი ელინისტური სახელმწიფო?

29. ვინ მართავდა მაკედონიას?

30. რომელი სამეფო შეიქმნა მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით და რომელი დინასტია


ჩაუდგა მას სათავეში?

31. რომელი სამეფო შეიქმნა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით? რომელი დინასტია


ჩაუდგა სათავეში? დაახასიათეთ ეს სამეფო.

32. როდის იყო და რა მოხდა ისოსის ბრძოლაში?

33. როდის დაიკავა მან პერსეპოლისი და დაასრულა სპარსეთის დაპყრობა ?

34. როდის იყო ჰიდასპეს ბრძოლა და ვის და ვის შორის ?

პასუხები:

1. პელოპონესის ომებმა საბერძნეთი გააჩანაგა. ძვ.წ. IV საუკუნეში დაიწყო პოლისური


საზოგადოების კრიზისი. ბერძნულ ქალაქებში ძალაუფლება ოლიგარქიის ხელში
გადავიდა. ქალაქ-სახელმწიფოებმა ვეღარ შეინარჩუნეს გავლენა კოლონიებზე და
ეგეოსის ზღვის აუზი და მცირე აზია სპარსეთის ხელში აღმოჩნდა. სპარტელ და სხვა
ბერძენ მეომრებს სპარსელი და ეგვიპტელი მონარქენი ქირაობდნენ .

2. ძვ.წ. IV საუკუნის შუა ხანებში, როცა ჩრდ. საბერძნეთში მაკედონიის ძლიერი


სახელმწიფო ჩამოყალიბდა.

3. ფილიპემ (ძვ.წ. 359-336) მოახდინა ჯარის რეორგანიზაცია - შექმნა ბევრად სწრაფი და


მობილური "მაკედონური ფალანგა", მოჭრა საკუთარი ფული - ოქროს "ფილიპიკი".
იერთებდა ომით და ხშირად ფულითაც: მოისყიდიდა ხოლმე ზოგიერთ მოქალაქეს და
ისინიც ქალაქის კარს უღებდნენ.

4. პრომაკედონური და ანტიმაკედონური. პრომაკედონური დაჯგუფების


წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ მაკედონიის მეთაურობით შეიძლება შეიქმნას
ერთიანი ბერძნული კავშირი, რომელიც წარმატებით დაუპირისპირდება სპარსეთს .
ანტიმაკედონური პოზიცია ათენის დემოკრატიის წარმომადგენლებს ეჭირათ , მათი
მეთაური იყო ცნობილი ორატორი და მხედართმთავარი - დემოსთენე. ისინი ფილიპეში
თავისუფლებისა და დემოკრატიის მტერს, ხოლო მაკედონელებში უბირ და არაელინ
ბარბაროსებს ხედავდნენ.

5. ანტიმაკედონურ კოალიციასა და ფილიპე მაკედონელს შორის, ძვ.წ. 338 წელს, მაგრამ


დემოსთენე დამარცხდა.

6. გამარჯვებულმა ფილიპემ ძვ.წ. 337 წელს კორინთოში ბერძნული კონგრესი შეკრიბა,


რომელშიც ყველა ქალაქი მონაწილეობდა სპარტის გარდა. კორინთოს საბჭომ ფილიპე
მთავარსარდლად გამოაცხადა და სპარსეთზე გალაშქრება დაავალა .

7. მოულოდნელად, გაურკვეველ ვითარებაში.

8. გრანიკოსის ბრძოლა, ალექსანდრე მაკედონელს (336-323) და სპარსეთს შორის.


ალექსანდრემ გაიმარჯვა.

9. ჰელესპონტი - დარდანელის სრუტე

10. მცირე აზია, მესოპოტამია, ეგვიპტე დაიპყრო. მცირე აზიისა და პალესტინის


მრავალი ქალაქი უბრძოლველად დამორჩილდა, რადგან არ სურდათ აქემენიანთა
ბატონობა და სიხარულით ეგებებოდნენ ალექსანდრეს.

11. ძვ.წ. 332 წელს, ქურუმებმა ფარაონად და მზის ღმერთის ამონ-რას შვილად
გამოაცხადეს.

12. ძვ.წ. 331 წელს, ალექსანდრესა და დარიოს III-ს შორის, სადაც მან საბოლოოდ
დაამარცხა დარიოსი. სპარსელებს ჰყავდათ სპილოები და ეტლები , ეტლებზე ბასრი
ცელები იყო დამაგრებული, რომ ბრძოლაში მტრის მეომრები მოეცელათ. დარიოსის
არმიაში ბევრი დაპყრობილი ქვეუნის მეომარი იბრძოდა , მაგრამ ალექსანდრემ მაინც
ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

13. გავგამელას ბრძოლის შემდეგ, მისივე დიდებულებმა.

14. ბაბილონი, სუზა, პერსეპოლისი. პერსეპოლისი დაიკავა ძვ.წ. 330 წელს და ამით
დაასრულა სპარსეთის დაპყრობა.

15. 3 წელი. ირანის მეფედ.

16. ინდოეთში.

17. მთელი მსოფლიოს დაპყრობა.

18. ძვ.წ. 325 წელს, იმიტომ, რომ მისი არმია ხანგრძლივმა და დამქანცველმა ლაშქრობამ
ძლიერ გადაღალა და შეამცირა.
19. არ დაბრუნებულა.

20. ბაბილონი

21. ბერძნულ-მაკედონური ტრადიციების დაპირისპიროდ , ფუფუნებაში - სპარსეთის


მეფეებს ბაძავდა.

22. სიკვდილით სჯიდა უხეირო სატრაპებს, დაიახლოვა აქემენიანთა ყოფილი მოხელეები ,


სპარსი, ინდოელი, ბაქტრიელი არისტოკრატები.

23. ბაქტრიელი მთავრის ასულ როქსანაზე.

24. თავისი სარდლები აიძულა, ადგილობრივი არისტოკრატების ქალიშვილებზე


დაქორწინებულიყვნენ. სუზაში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, 10 000 ბერძენი
მხედართმთავარი 10 000 სპარსელ ქალზე დააქორწინა.

25. ძვ.წ. 323 წელს, ციებ-ცხელებით.

26. მისი სარდლები (დიადოხოსები) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმპერიის ტახტისთვის .


შედეგად აალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა , რომელთა სათავეში
მაკედონელი მმართველები იდგნენ. მათ საფუძველი ჩაუყარეს ბერძნულ-მაკედონურ
სამეფო დინასტიებს. აღმოსავლეთში მისი ლაშქრობის შემდეგ დამკვიდრდა ბერძნული
კულტურა, ყოფა. ჩამოყალიბდა ერთიანი ელინისტური საზოგადოება .

27. პტოლემაიოსის მემკვიდრეთა - პტოლემაიდების დინასტია. ალექსანდრია .

28. სელევკიდების სამეფო, რომლის დინასტიის ფუძემდებელი იყო სელევკი.


დედაქალაქი - ანტიოქია მდინარე ორონტზე.

29. ანტიგონეს მემკვიდრეები.

30. პერგამონის სამეფო - ატალიდების დინასტია

31. პონტოს სამეფო - ცალკე პოლიტიკური ერთეული - მითრიდატების დინასტია ( დარიოს


III-ის სატრაპი მითრიდატე). დედაქალაქი - ამასია მდინარე ირისზე (პონტოს ქედის
სამხრეთით).

32. ძვ.წ. 333 წელს, ალექსანდრემ გამარჯვების სემდეგ დაატყვევა სპარსეთის მეფის ოჯახი .

33. ძვ.წ. 330 წ.

34. ძვ.წ. 326 წელს, ალექსანდრემ დაამარცხა პურავას (პენჯაბის) მეფე პორუსი.

You might also like