You are on page 1of 26

ალექსანდ

რე
მაკედონე
ლი
 ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს 
მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის
იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი
მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის
ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი.
დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი
მხედართმთავრის პიროსის მეორე
მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით,
ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს
შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –
ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის.
ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც
ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა,
ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ 
არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია
ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა
ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი
ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში
 ალექსანდრეს დაბადების პერიოდში
ბერძნული კულტურა საკმაოდ
განვითარებული
 იყო. ამ ქვეყანაში ძალიან ფასობდა
მეცნიერება, ხელოვნება და ფილოსოფია.
 ალექსანდრეს მამა საკმაოდ განათლებული
მეფე იყო(ფელიპე II), იგი ყველაფერს
 აკეთებდა იმისთვის, რომ მისი მემკვიდრეებიც
განათლებული და წარმატებული
 ყოფილიყვნენ. მეფე ფელიპემ ალექსანდრეს
იმ დროის უდიდესი მოაზროვნე, ბერძენი
ფილოსოფოსი არისტოტელე მასწავლებლად
დაუქირავა
 ალექსანდრეს და არისტოტელეს
შორის შესანიშნავი მეგობრული
ურთიერთობა
 ჩამოყალიბდა. მასწავლებელი და
მოსწავლე ხშირად სეირნობდნენ
ერთად,
 მხიარულობდნენ და ერთობოდნენ.
არისტოტელე ალექსანდრეს ერთ-
ერთი საუკეთესო
 მეგობარიც გახდა, მაგრამ ის რჩევა-
დარიგებას ყოველდღიურად მაინც არ
იშურებდა
 ალექსანდრეს მიმართ
ადგილმდებარეობის განურჩევლად.
 როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო,
ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა
მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ
შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას
აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა
ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე
გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია,
რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ
ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად
დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი
თავის შვილს უყიდა და უთხრა:
„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის
უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა
ეძიო“
 ალექსანდრე მაკედონელი ძალიან ახალგაზრდა იყო,
როდესაც ჩაება
 მამა ფელიპე II-სთან ერთად ომებში. ისტორიის
წყაროების თანახმად მამა ფელიპე ამას
 განზრახ აკეთებდა, რათა მის მემკვიდრეს
სახელმწიფოს მართვისა და სამხედრო ოპერაციების
დაგეგმვის გამოცდილება მიეღო. ამ მხრივ
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქერონეასთან ბრძოლა.
ეს ბრძოლა მაკედონიასა და ბერძნულ ქალაქ -
სახელმწიფოებს შორის წარიმართა. სწორედ აქ უნდა
გადაწყვეტილიყო მთელ ბერძნულ სამყაროში
მაკედონიის ჰეგემონობის საკითხი.
 როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე
ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და
 მაკედონიაში თავისი შვილი ალექსანდრე დატოვა .
ალექსანდრემ ეს მომენტი იხელთა
 და შეუტია მედების ტომს, მათი მთავარი ქალაქი
ხელთ იგდო და ადგილობრივებიც
 ქალაქიდან გაყარა. ალექსანდრემ აქვე ააშენა მისი
პირველი
 კოლონია- ალექსანდროპოლისი. ფელიპე II ამ
პერიოდში უკვე ძალიან ამაყობდა
 თავის შვილით და მან ის გააგზავნა სამხრეთ
თრაკიაში აჯანყების ჩასახშობად.
 ალექსანდრემ ეს დავალებაც კარგად შეასრულა და
უკვე მთელს საბერძნეთსა და
 მაკედონიაში დიდი რეპუტაციით სარგებლობდა
 ფელიპე მეორემ შვილის წარმატებასთან ერთად გადაწყვიტა
უფრო წინ წასულიყო.
 მან მოიწვია საბჭო და სპარსეთის წინააღმდეგ გალაშქრება
გადაწყდა, მაგრამ
 ფელიპეს ეს ოცნება არ აუსრულდა, რადგან ქალიშვილის
ქორწილში იგი პირადმა
 მცველმა მახვილით განგმირა. ეს მოხდა ძვ.წ 336 წელს. ამ
ტრაგედიის შემდეგ
 მაკედონიელები დაიბნენ მათ იმედი არ ჰქონდათ 20 წლის
ალექსანდრე მაკედონელის.
 მაგრამ მეფის მემკვიდრემ ყველაფერს ერთბაშად კონტროლი
გაუწია. მან
 თავდაპირველად სწრაფად დაიმორჩილა ჩრდილოელი
ტომები და გეზი სამხრეთისკენ - საბერძნეთისკენ აიღო. ეს
ოპერაცია იმდენად სწრაფად განხორციელდა, რომ
აჯანყებულებმა მაშინვე ფარ-ხმალი დაყარეს. ერთადერთი
ქალაქი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა, თებე იყო.
თუმცა შტურმით მისი აღება ალექსანდრეს არ გასჭირვებია.
ბერძნებმა მორჩილება გამოუცხადეს ახალგაზრდა მეფეს.
 ლეგენდის თანახმად:

ერთ - ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ
გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა.
დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე
თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
-მე ალექსანდრე ვარ! - უთხრა მეფემ.
-მე კი დიოგენე! - უპასუხა ფილოსოფოსმა.
-მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს
ავასრულებ, - მიმართა ალექსანდრემ.
-თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ
მიჩრდილავ, - უპასუხა დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა,
თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და
თავისთვის ჩაილაპარაკა:
-მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას
ვისურვებდი.
 ბალკანეთის ნახევარკუნძულის პრობლემების მოგვარების შემდეგ
ალექსანდრე
 მაკედონელმა გადაწყვიტა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ
გალაშქრება და მისი
 დაპყრობა. მაგ დროისთვის სპარსეთის იმპერია საკმაოდ ძლიერი
იყო, სათავეში
 დარიოს III ედგა, მაგრამ ალექსანდრემ 40 000 მეომრით მაინც
გაეშურა სპარსეთის
 წინააღმდეგ და მოახერხა კიდეც უძლეველი დარიოსის დამარცხება .
ამ ბრწყინვალე
 გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრე მაკედონელი გაეშურა
ხმელთაშუა ზღვის
 სანაპიროსკენ. მას ყველა ემორჩილებოდა, ზოგიერთი მათგანი
ალექსანდრე მაკედონელს
 მხსნელად მოიხსენიებდა. ხანგრძლივი ლაშქრობების და
დაპყრობების შემდეგ,
 ალექსანდრე მაკედონელი ეგვიპტეში შევიდა. ეგვიპტეში
დაუყონებლივ ალექსანდრეს
 მორჩილება განუცხადეს და ფარაონების მსგავსად ღმერთის
შვილად აღიარეს.
 ალექსანდრემ აქ ააშენა ალექსანდრიის სახელწოდების ქალაქები .
 ეგვიპტიდან ალექსანდრე სპარსეთის სიღრმისკენ
მიიწევდა, როდესაც მეფე დარიოსმა
 მას წერილი გამოუგზავნა.

 წერილში სპარსეთის შაჰი მაკედონელთა მეფეს


სთავაზობდა დიდი რაოდენობით ოქროს გადახდას და
ირანის იმპერიის ორად გაყოფას - აღმოსავლეთში
დარიოსი იმეფებდა, ხოლო დასავლეთში - ალექსანდრე.
წერილის განსახილველად მაკედონელმა სარდლები
შეკრიბა და ამ წინადადებაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.
გამოცდილმა სარდალმა პარმენიონმა ალექსანდრეს
ურჩია, დარიოსის წინადადება მიეღო და დასძინა:
- მე რომ ალექსანდრე ვიყო, აუცილებლად
დავთანხმდებოდი.
- მე რომ პარმენიონი ვიყო, მეც დავთანხმდებოდი,
მაგრამ მე ალექსანდრე ვარ, - უპასუხა მაკედონელმა.
მან ირანის შაჰს ასეთი რამ მისწერა: ”არ შეიძლება
ორი მზე ცის კაბადონზე, ისევე, როგორც არ შეიძლება
ორი მბრძანებელი დედამიწაზე”.
 ძვ.წ. აღ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელმა
მოულოდნელად შეუტია სპარსეთს
 და მოახერხა მისი დაპყრობა. გამარჯვების შემდეგ
ალექსანდრე მაკედონელი ტრიუმფით შევიდა
იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს
ქალაქ ბაბილონში.
 ალექსანდრეს წარმატებას ისევ წარმატება მოსდევდა ,
რამაც ალექსანდრე აწ.უკვე დიდი
 ძალიან გაათამამა. ალექსანდრე მაკედონელმა
გადაწყვიტა ამჯერად შუა აზია და ინდოეთი
დაელაშქრა. ალექსანდრეს მეომრებს ძალინ რთული
გზის გავლა მოუწიათ
 ინდოეთამდე. აქვე დაქორწინდა ალექსანდრე
მაკედონელი მომთაბარე ტომების
 ადგილობრივი სამეფოს მეფის ქალიშვილზე -
როქსანაზე.
ალექსანდრე მაკედონელი
ინდოეთში...
 შუა აზიის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე ინდოეთში
შეიჭრა. მდინარე ინდის ხეობაში მან ორი დიდი სამეფო
დაიპყრო, თუმცა ეს დაპყრობები მეტად ძვირი დაუჯდა.
გაუთავებელი ტროპიკული წვიმების გამო მეომრები
სხვადასხვა გადამდები დაავადებით დაეხოცა.
ალექსანდრე მეომრებს ომს, დალაშქრებას და
გამარჯვებას უწოდებდა, მაგრამ
 გამოფიტულმა მეომრება უკან დაბრუნება გადაწყვიტეს,
თუმცა აღმოჩნდა, რომ უკან დაბრუნებაც არ გახლდათ
ადვილი საქმე - გზაში უამრავი ჯარისკაცი დაიღუპა.
 ძვ. წ. აღ. 324 წელს ალექსანდრე თავისი არმიით ქალაქ
სუზაში შევიდა. ათწლიანი ლაშქრობების შემდეგ არმიას
საშუალება მიეცა, გამარჯვებით დამტკბარიყო.
ალექსანდრეს გარდაცვალება...

 ალექსანდრემ სპარსულ ქალაქ სუსაში


მეორე ცოლი შეირთო. ეს იყო დარიოს III-ის
 უფროსი ქალიშვილი სტატირა. აქვე მან
თავისი 10 000 სარდალი დააქორწინა
 სპარს ქალებზე, რითიც ხაზს უსმევდა ახალ
იმპერიის ჩამოყალიბებას.
 ალექსანდრე მაკედონელი მთელ
მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა, მაშინ
როდესაც
 მოულოდნელად დაავადდა და
გარდაიცვალა.
სიკვდილის წინ ალექსანდრეს ბოლო
სიტყვები
 ...
 - წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი
შეჯიბრი გაიმართება.
ეს წინასწარმეტყველება მალევე ახდა, როდესაც
მისმა სარდლებმა - დიადოხოსებმა (ბერძ.
მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის
ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს,
რომელიც მრავალ ათწლეულს გაგრძელდა.

გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრეს ნეშტი მისმა
სარდალმა, პტოლემეოსმა ეგვიპტეში გადაასვენა
და ალექსანდრიაში დაკრძალა. თუმცა დღეს
უცნობია, სად არის დაკრძალული ეს უდიდესი
მხედართმთავარი.
საინტერესო ფაქტებს ალექსანდრე
მაკედონელის შესახებ...
 1.ალექსანდრე მაკედონელს მეგობრებმა
ჰკითხეს, ოლიმპიურ თამაშებზე სირბილში ხომ
არ მიიღებ მონაწილეობასო?
"სიამოვნებით" — მიუგო ალექსანდრემ —
"თუკი ჩემი მოწინააღმდეგენი მეფეები
იქნებიან".
2. მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და
ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა
გამარჯვებაო.

ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული


ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: "ყმაწვილებო,
მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს
დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო და
ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო".
 3. ქალაქ გორდიასში ეტლზე შეკრული იყო ძალზე
დახლართული კვანძი, რომელსაც გორდიასის
კვანძს ეძახდნენ. სჯეროდათ, რომ ვინც ამ კვანძს
გახსნის, მთელი აზიის მბრძანებელი გახდებაო.
ბევრი შეეცადა მის გახსნას, მაგრამ ამაოდ.
ვერც ალექსანდრემ შეძლო ამის გაკეთება. მაშინ
იძრო მახვილი და გაჭრა კვანძი.

4. უდაბნოში გადასვლისას მაკედონელი


მეომრები წყურვილისგან იტანჯებოდნენ.
მეფისათვის ცოტაოდენი წყალი იშოვეს.

მან წყალი არ დალია და თქვა: "თუ მარტო მე


დავლევ, ჩემი მხლებლები მხნეობას
დაკარგავენ"
 5. ალექსანდრეს არ სწამდა თავისი
ღმერთობა და არც ამაყობდა ამით.
მისი ღვთაებრივი წარმოშობის
შესახებ გავრცელებულ აზრს იგი
იყენებდა როგორც საშუალებას სხვა
ხალხების დასამორჩილებლად.

6. ალექსანდრე მაკედონელის საფლავს


ამკობდა ეპიტაფია: "ეს საფლავი
საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ
ჰყოფნიდა მთელი სამყარო".
ალექსანდრეს არისტოტელეს
 7.
შესახებ ერთხელ უთქვამს: „მე
არისტოტელეს მამის გვერდით
ვაყენებ: მამამ სიცოცხლე
მომანიჭა, არისტოტელემ კი ის,
რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს“
ფილიპეს ქორწილი
 პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი
გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება
გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა
სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს
მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა:
„მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და
კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ“
ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან
ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა:
„არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?“
ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა
ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა
წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას
თავზე დაადგა და თქვა:
„შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს - ევროპიდან აზიაში, რომ
სალაშქროდ ემზადება - სკამიდან სკამამდე ისე ვერ
მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო“
დიოდორე სიცილიელი აღწერს 
ფილიპესსიკვდილს:
 "როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე
გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი
დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო
მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე
მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით
ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის
დაცული იყო ყველა ბერძენის
კეთილგანწყობით და რომ მისი
უსაფრთხოება არ საჭიროებდა
შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად
მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება
გამოაშკარავდა, ფილიპესთვის
მიყენებული სასიკვდილო დარტყმის
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like