You are on page 1of 19

გიოს ბუთკემპი

ახალი ტიპის 6-ქულიანი დავალებები

გიორგი რაფავა

2023
სარჩევი
განმარტება-სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური შედეგები 2

ინგლისის სამოქალაქო ომი 3

საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია 4

განმანათლებლობა 5

ამერიკის რევოლუციური ომი

პირველი მსოფლიო ომი 7

ამერიკის სამოქალაქო ომი 8

პრაღის გაზაფხული 9

ნიკოპოლისის ბრძოლა 10

ასწლიანი ომი 11

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები 12

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 13

ეხნატონის რეფორმა 14

მილანის ედიქტი 15

ფრონდა 16

რეფორმაცია 17

1
განმარტება-სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური შედეგები

სოციალური

სოციალური შედეგი უკავშირდება ისტორიული მოვლენის გავლენას


საზოგადოებაზე - კერძოდ, ინდივიდების ან ჯგუფების რწმენაზე, ღირებულებებსა
და ქცევაზე, ადამიანების მდგომარეობაზე. მაგ., რეფორმაციამ გავლენა
მოახდინა ადამიანების რწმენაზე და შედეგად, მათ გააცნობიერეს კათოლიციზმის
მავნებლობა, ასევე, ამერიკის სამოქალაქო ომის შედეგად ხდება
მონათმფლობელობის გაუქმება, ესე იგი, შეცვალა ადამიანების მდგომარეობა -
მონობიდან თავისუფლებისკენ. ყოველივე ეს სოციალური შედეგებია.

ეკონომიკური

ეკონომიკური შედეგი უკავშირდება მოვლენის გავლენას ეკონომიკაზე.


მაგ.,დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შექმნა გლობალური ბაზარი - სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაჭრობა დაიწყო მსოფლიოს მასშტაბით - საქონლის
გაცავლა ერთი კონტიინენტიდან მეორე კონტინენტზე. ასევე, როგორც წესი,
სახელმწიფოთა შორის ომებსა და სამოქალაქო ომებს, მოაქვს ეკონომიკური
კრიზისები.

პოლიტიკური

პოლიტიკური შედეგი უკავშირდება გავლენას პოლიტიკაზე - კერძოდ,


პოლიტიკურ სისტემაზე, მმართველთა პოლიტიკურ გავლენაზე, ისტორიული
მოვლენის დაწყებაზე. . მაგ., ინგლისის სამოქალაქო ომის შედეგად სიკვდილით
დასაჯეს ჩარლზ პირველი, შედეგად დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა.
ესე იგი, მოხდა სისტემის ცვლილება. ასევე, განმანათლებლობამ განაპირობა
პოლიტიკური შედეგი საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის სახით.
როგორ? - განმანათლებლობა ქადაგებდა თავისუფლებას და ემხრობოდა
კონსტიტუციურ მონარქიას, ამან აბსოლუტურ მმართველ ლუი 16-ს ინტერესებსა
და გავლენას მიაყენა იდეოლოგიური ზიანი, დაზიანებული მეფის წინააღმდეგ კი
მოეწყო რევოლუცია. შესაბამისად ვამბობთ, რომ განმანათლებლობის ერთ-ერთი
პოლიტიკური შედეგი იყო 1789 წ. ბურჟუაზიული რევოლუცია.

ასევე, გავითვალისწინოთ, რომ ერთმა ცვლილებამ შეიძლება სხვა სახის


ცვლილებებიც გამოიწვიოს. მაგ., ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობოს
სოციალური და პოლიტიკური შედეგები.

2
1642 წელს ინგლისის მეფე ჩარლზ I-მა ლონდონი დატოვა. დაიწყო
ომი მეფესა და პარლამენტს შორის.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ
ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები

1.ძალაუფლების განაწილების საკითხი


2.ინგლისში დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა
3.პურიტანებისთვის; რადგან აბსოლუტური მონარქია ინგლისში ზღუდავდა ამ
ფენის უფლებებს, მეფის მარცხი კი ამ პრობლემას მოაგვარებდა.
4.ინგლისის საშუალო ფენისთვის; რადგან მეფის გამარჯვების შემთხვევაში ამ
ფენის პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა -
გამარჯვებული მეფე უთუოდ გამოიყენებდა შესაძლებლობას.
5.საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია; 1.რევოლუციის დროს მეფე
(ლუი 16) დასაჯეს სიკვდილით, როგორც ინგლისში 2.რევოლუციის
მიმდინარეობისას საფრანგეთში დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა

3
1789 წ. 14 ივლისს რევოლუციონერებმა აიღეს ბასტილიის
ციხესიმაგრე. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული სოციალური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა მეფისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა მეფისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით
მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა


2.ფეოდალური პრივილეგიების გაუქმებამ სოციალური სტატუსის ამაღლება
გაამარტივა.
3.სანკიულოტები; რადგან ისინი ქალაქის ღარიბი წარმომადგენლები იყვნენ და
აბსოლუტიზმის დამარცხებით უჩნდებოდათ შესაძლებლობა ახალ სისტემაში
უკეთესი მოწყობისა.
4.არისტოკრატიისთვის, რადგან რევოლუცია საფრთხეს შეუქმნიდა მათ
პრივილეგიებსა და სიმდიდრეს.
5.რუსეთის სოციალისტური რევოლუცია; 1.რუსეთის სოციალისტურმა
რევოლუციამ მოიტანა ტერორი, როგორც საფრანგეთის რევოლუციამ 2.რუსეთის
სოცისტური რევოლუციის გამოვლინება იყო ბოლშევიკების მიერ ნიკოლოზ
მეორის სიკვდილით დასჯა, მსგავსაფ ლუი მე-16-ის სიკვდილით დასჯისა.

4
მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში განმანათლებლობის
ეპოქა იდგა.

(1ქ.) 1. მმართველობის რომელ ფორმას უჭერდა მხარს განმანათლებლობა?


(1ქ.) 2. დაასახელეთ განმანათლებლების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს მოძრაობა?
თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს
მოძრაობა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოძრაობის ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.კონსტიტუციური მონარქია
2.განამანათლებლობამ დიდი გავლენა იქონია საუკუნის ბოლოს ბურჟუაზიული
რევოლუციის დაწყებაზე.
3.ე.წ.მესამე წოდება; რადგან განმანათლებლები თავისუფლებასა და
თანასწორობას ქადაგებდნენ, რისი მიღწევაც ბურჟუაზიისთვის უკეთესი
ცხოვრების გარანტი იქნებოდა.
4.მეფისთვის; რადგან განმანათლებლები უპირისპირდებოდნენ აბსოლუტიზმს და
მათ მიერ აბსოლუტიზმის დაკნინება მეფის ძალაუფლებას შეარყევდა.
5.რენესანსი; 1.რენესანსი კრიტიკულ გააზრებას მოითხოვდა, მაგ., ლორენცო
ვალამ გაშიფრა კონსტანტინეს ნაბოძები სიყალბე, მსგავსი კრიტიკა იყო
მნიშვნელოვანი განმანათლებლობაში 2.რენესანსის მნიშვნელოვანი ასპექტი
იყო ჰუმანიზმი, ადამიანურობა და ადამიანის მიჩნევა სამყაროს ცენტრად,
განმანათლებლების ქადაგება თავისუფლებასა და თანასწორობაზე სწორედ
ადამიანის ღირებულების იდეიდან გამომდინარეობდა.

5
1775-1783 წლებში მიმდინარეობდა ამერიკის რევოლუციური ომი
ინგლისის წინააღმდეგ.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა ინგლისისა და კოლონისტებისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა ინგლისისა და კოლონისტებისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.ინგლისელები კოლონისტებს უზრდიდნენ გადასახადებს


2.ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფო აშშ-ის სახით.
3.საფრანგეთი; რადგან საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ევროპაში იყო
ინგლისი და ინგლისის მარცხი კოლონისტებთან საფრანგეთის წამყვან
სახელმწიფოდ ქცევის შესაძლებლობას აჩენდა.
4.ადგილობრივი ინდიელი ტომებისთვის; რადგან კოლონისტების გამარჯვება და
ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება აუცილებლად გამოიწვევდა
კოლონისტების მხრიდან ახალი ტერიტორიების ათვისების უწყვეტ პროცესს, რაც
ინდიელებისთვის კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვას განაპირობებდა.
5.ბრძოლა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის(1857-1947); 1.ამ
დაპირისპირებაში ინგლისი ცდილობდა შეენარჩუნებინა ინდოეთის კოლონია,
თუმცა უშედეგოდ, ასეთივე მცდელობა ჰქონდა ინგლისს ამერიკელ
კოლონისტებთან 2.ამერიკის რევოლუციურ ომშიც და იდოეთის
დამოუკიდებლობის ომშიც კოლონისტებმა მიაღწიეს წარმატებას.

6
1914 წ. 28 ივნისს გავრილო პრინციპმა მოკლა ერცჰერცოგი ფრანც
ფერდინანდი. 1 თვის თავზე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული ეკონომიკური შედეგი
გერმანიისთვის.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა ანტანტისა და ცენტრალური სახელმწიფოების კავშირებში შემავალი
ძირითადი სახელმწიფოებისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა ანტანტისა და ცენტრალური სახელმწიფოების კავშირებში შემავალი
ძირითადი სახელმწიფოებისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.ბრძოლა ტერიტორიული გადანაწილებისთვის.


2.მსოფლიო ომმა გერმანული ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - კერძოდ,
გერმანიას დაეკისრა რეპარაციების გადახდა, ქვეყანაში იყო ჰიპერინფლაცია, მაღალი
უმუშევრობა.
3.კავკასიის რეგიონი; რადგან ომში რუსეთის დამარცხებას შეეძლო კავკასიის
სახელმწიფოებს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.
4.ზოგადად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის; ნებისმიერ ომს პირველ რიგში მძიმე შედეგები
მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელთაც ომის პირობებში უწევთ ერთი
ადგილიდან მეორე ადგილას გადასვლა და ლტოლვილებაში ცხოვრება, ამ მხრივ არც
პირველი მსოფლიო იქნებოდა გამონაკლისი.
5.მეორე მსოფლიო ომი; 1.პირველი მსოფლიოს მსგავსად მეორე მსოფლიო ომიც იყო
მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი 2.ორივე მსოფლიო ომში დასავლური სამყაროს მეტოქე
იყო გერმანია

7
1861 წელს დაიწყო ამერიკის სამოქალაქო ომი.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული სოციალური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ
ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.მონათმფლობელობის მასშტაბურობა სამხრეთის შტატებში


2.აშშ-ში გაუქმდა მონათმფლობელობა
3.აფროამერიკელებისთვის; რადგან ისინი ჩრდილოეთის შტატების გამარჯვების
შემთხვევაში მოიპოვებდნენ თავისუფლებას.
4.კონფედერატებისთვის; რადგან ჩრდილოეთის შტატების გამარჯვების
შემთხვევაში სამხრეთის შტატები დაკარგავდა მონების სახით იაფ/უფასო მუშა
ხელს.
5.ინგლისის სამოქალაქო ომი; 1.ორივე მოვლენას ჰქონდა სამოქალაქო ომის
ბუნება, ანუ ერთმანეთს ერთი ეთნოსის ხალხები უპირისპირდებოდნენ 2.ორივე
მოვლენა საბოლოოდ იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამერიკაში მონობის
დასრულების გზით, ინგლისში კი - აბსოლუტიზმის დასრულების.

8
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში მოხდა ე.წ.პრაღის გაზაფხული.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს მოვლენა.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა კავშირისა? თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა ჩეხოსლოვაკიისა და საბჭოთა კავშირისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.საბჭოთა კავშირის ტერორიზმისგან თავის დაღწევის სურვილი.


2.საბჭოთა კავშირის მიერ ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანა და ქვეყანაში
მიმდინარე ლიბერალიზაციისა და რეფორმების პერიოდის დასასრული.
3.აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის; ჩეხოსლოვაკთა
წარმატებას შეეძლო დომინოს ეფექტი გამოეწვია მთელ რეგიონში და
თავისუფლების მოპოვება შეუქცევად პროცესად ქცეულიყო.
4.საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებისთვის, რადგან ჩეხოსლოვაკიის
მაგალითს შეეძლო საბჭოთა კავშირი დაეფრთხო და კავშირის
განსამტკიცებლად რეპრესიული რეჟიმი გაემკაცრებინა.
5.1956 წლის უნგრეთის რევოლუცია; 1.ჩეხოსლოვაკიის მსგავსად უნგრეთშიც
საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ 2.ჩეხოსლოვაკიაშიც და
უნგრეთშიც გამოსვლები წარუმატებლად დასრულდა.

9
1396 წელს ოსმალების წინააღმდეგ გაიმართა ევროპული კოალიციის
ბრძოლა.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს ბრძოლა.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა ოსმალეთისა და ევროპული კოალიციისა? თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა ოსმალეთისა და ევროპული კოალიციისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.ოსმალეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა


ევროპულ სახელმწიფოთა ინტერესებს.
2.ოსმალეთის იმპერიის ძალაუფლების განმტკიცდა ბალკანეთში.
3.სერბეთი; 1389 წლის კოსოვოს ბრძოლის შემდეგ სერბეთი ოსმალეთის
ვასალური სახელმწიფო გახდა და ნიკოპოლისთან ოსმალების მარცხს შეეძლო
სერბეთის დამოუკიდებლობისთვის შეეწყო ხელი.
4.ზოგადად ბალკანეთის რეგიონისთვის/ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებისთვის;
რადგან ამ ომში ოსმალების გამარჯვება მუსლიმთა წინსვლასა და მთელი
ბალკანეთის დაკავებას გამოიწვევდა.
5.1538 წ.პრევეზას ბრძოლა; 1.ორივეგან ევროპული კოალიცია
უპირისპირდებოდა ოსმალთს 2.ორივე ბრძოლაში გაიმარჯვა ოსმალეთმა.

10
1337-1453 წლებში ინგლის-საფრანგეთს შორის მიმდინარეობდა
ასწლიანი ომი.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, გარდა საფრანგეთისა და ინგლისისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა საფრანგეთისა და ინგლისისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:
1.საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი - საფრანგეთის ტახტზე
პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის მეფე ედუარდ მესამე.
2.ინგლისმა დაკარგა ყველა ტერიტორია საფრანგეთში გარდა, სანავსადგურო
ქალაქ კალესი.
3.ნიდერლანდები; ეს რეგიონი ფრანგული პოლიტიკის გავლენის ქვეშ იყო და
საფრანგეთის ომში მარცხს შეეძლო რეგიონისთვის დამოუკიდებლობა
მოეპოვებინა.
4.საღვთო რომის იმპერია; ცენტრალურ ევროპაში მდებარე საღვთო რომის
იმპერიისთვის, რომელიც ევროპულ პოლიტიკაში პირველობის სურვილს
გამოთქვამდა, საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იყო და საფრანგეთის
ომში გამარჯვებას შეეძლო საღვთო რომის იმპერიის ინტერესებისთვის ზიანის
მიყენებინა.
5.შვიდწლიანი ომი(1756-1763); 1.შვიდწლიან ომში ერთმანეთს
უპირისპირდებოდნენ ინგლისი და საფრანგეთი, მსგავსად ასწლიანი ომისა
2.ორივე ისტორიულ მოვლენას მოჰყვა ერთი მეომარი მხარის მიერ
ტერიტორიების დაკარგვა, მსგავსად ასწლიანი ომისა.

11
15-17 საუკუნეებში მიმდინარეობდა ე.წ.დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენები.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ისტორიული


მოვლენის დაწყებას.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთი ეკონომიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის ეს ისტორიული მოვლენა,
გარდა პორტუგალიისა და ესპანეთისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი,გარდა პორტუგალიისა და ესპანეთისა?თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემა.


2.გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა გახსნა ახალი სავაჭრო გზები, რამაც
შესაძლებელი გახადა საქონლისა და რესურსების გაცვლა მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონს შორის, შედეგად ჩამოყალიბდა გლობალური ბაზარი.
3.ინგლისისთვის; რადგან ინგლისი იყო ძლიერი საზღვაო სახელმწიფო,
რომელსაც ჰქონდა რესურსი ფლოტის გამოყენებით ახალი ტერიტორიების
ათვისებისა და დიდ კოლონიურ იმპერიად ქცევისა.
4.კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციებისთვის; ევროპელების სამხედრო
შეიარაღება ბევრად აღემატებოდა ამერიკული ცივილიზაციების შეიარაღებას,
ამასთან, ამერიკა ძვირფასეულობით მდიდარი მხარე იყო და მის ექსპლუატაციას
უთუოდ უცდებოდნენ ევროპელები.
5.აფრიკისთვის ბრძოლა მე-19 საუკუნის ბოლოს/კოლონიალიზმის პერიოდი;
1.ევროპული წამყვანი სახელმწიფოები მიისწრაფოდნენ ტერიტორიული
გაფართოებისკენ აფრიკაში, მსგავსი სწრაფვებით ხასიათდებოდა დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენები 2.ორივე მოვლენამ დიდი გავლენა მოახდინა
კოლონიზებული რეგიონების ეკონომიკასა და საზოგადოებებზე, გამოიწვია
ადგილობრივი რესურსების ექსპლუატაცია, ახალი პოლიტიკური და
ეკონომიკური სისტემების დაწესება და კოლონიზებული ხალხების კულტურული
და სოციალური ტრანსფორმაცია.

12
1095 წ.კლერმონის საეკლესიო კრებაზე რომის პაპმა ჯვაროსნული
ლაშქრობების დაწყება გამოაცხადა. მომდევნო წელს დაიწყო
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რამაც განაპირობა ამ მოვლენის დაწყება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთი პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის ეს ისტორიული მოვლენა,
გარდა ევროპული სახელმწიფოებისა და სელჩუკებისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი,გარდა ევროპული სახელმწიფოებისა და სელჩუკებისა?თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.მუსლიმების მიერ წმინდა მიწის დაკავება.


2.იერუსალიმის სამეფოს ჩამოყალიბება
3.ბიზანტიის იმპერია; ბიზანტიას შეეძლო დაებრუნებინა სელჩუკების მიერ
მიტაცებული წმინდა მიწა, რომელიც იქამდე ბიზანტიელების კუთვნილება იყო.
4.ებრაელბი; რადგან ევროპელი ქრისტიანები იუდაისტ ებრაელებს მტრობდნენ,
იერუსალიმში კი ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ქრისტიანთა წარმატება შეიძლება
ებრაელთათვის სიკვდილის ტოლფასი ყოფილიყო.
5.1571 წლის ლეპანტოს ბრძოლა; 1.მსგავსად პირველი ჯვაროსნული
ლაშქრობისა ევროპელები 1571 წელს მუსლიმების წინააღმდეგ იბრძოდნენ
2.მსგავსად პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისა 1571 წლის ბრძოლაში
ევროპელებმა დაამარცხეს მუსლიმები.

13
ძვ.წ.14 საუკუნეში ეგვიპტეს მართავდა ეხნატონი, რომელმაც გაატარა
რელიგიური რეფორმა და დაამკვიდრა ერთღმერთიანობა.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რამაც განაპირობა ეს რეფორმა.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ რეფორმის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს რეფორმა,
გარდა ფარაონისა და ქურუმებისა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს რეფორმა უარყოფითი შედეგის მომტანი,
გარდა ფარაონისა და ქურუმებისა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ რეფორმის ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.რწმენა იმისა, რომ ეგვიპტელებს უკეთეს ყოფას შეუქმნიდა ერთი ღმერთის


მსახურება
2.დედაქალაქის გადატანა თებედან ახეტატონში.
3.არაელიტური კლასისთვის; რადგან მრავალღმერთიანობის პირობებში რიგითი
ადამიანების მიერ გაღებული შესაწირის რაოდენობა პოტენციურად უფრო მეტი
იქნება, ვიდრე ერთღმერთიანობის პირობებში, ამას დამატებული, რეფორმა
ხელს შეუშლიდა ქურუმთა ძალაუფლების ზრდას და მათი სტატუსის ბოროტად
გამოყენებას მოსახლეობაზე ზემოქმედების გზით.
4.ეგვიპტის საშუალო ფენა; როგორც წესი, რელიგიურ ინსტიტუტებს
საზოგადოებაში ჰყავთ ისეთი მხარდამჭერები, რომელთაც აქვთ ფინანსური
შესაძლებლობები და მიიჩნევიან საზოგადოების საშუალო ფენად. ასეთი ფენა
ეკლესიის მხარდაჭერის პირობებში მეტად ძლიერდება, რადგან ეკლესიას
საზოგადოებაზე აქვს დიდი გავლენა, შესაბამისად, თუკი ეხნატონის რეფორმით
ზიანი ადგება ქურუმების ძალაუფლებას, ეს ავტომატურად აისახება ეგვიპტის
საშუალო ფენაზე, რომელთაც ქურუმების მხარდაჭერა აქვთ.
5.პროტესტანტული რეფორმაცია მე-16 საუკუნეში; 1.მსგავსად ეხნატონის
რეფორმისა, ლუთერის პროტესტანტული რეფორმაცია გულისხმობდა
ტრადიციული სარწმუნოების გადასინჯვას და ახალი რელიგიური იდეის
დამკვიდრებას 2.ორივე რეფორმამ დიდი ზიანი მიაყენა იმ სარმწუნოების
წარმომადგენლებს, რომელთაც ისინი ებრძოდნენ - ეხნატონის რეფორმამ
დააზიანა ქურუმთა ინტერესები, ლუთერის რეფორმამ - კათოლიკე მღვდლებისა
და რომის პაპისა.

14
313 წელს რომის იმპერიაში მიიღეს ე.წ.მილანის ედიქტი.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რამაც განაპირობა ედიქტის მიღება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ედიქტის ერთი სოციალური შედეგი რომის იმპერიისთვის.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ედიქტის
მიღება, გარდა რომის იმპერატორისა? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ედიქტის მიღება უარყოფითი შედეგის
მომტანი, გარდა რომის იმპერატორისა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი
არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5.მსოფლიო ისტორიიდან დაასახელეთ ამ ედიქტის ანალოგიური დოკუმენტი და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.რომის იმპერიაში ქრისტიანთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.


2.ქრისტიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად იწყებს ზრდას, რადგან ისინი ღიად
იწყებენ ქრისტიანობის გადაგებას და გამოდიან კატაკომბებიდან.
3.რომის ქრისტიანებისთვის; რადგან ედიქტით მათ ეძლეოდათ სარწმუნოებრივი
თავისუფლება.
4.რომის ტრადიციული წარმართებული რელიგიების მიმდევართათვის; რადგან
ქრისტიანობა კატაკომბურ პერიოდშიც მნიშვნელოვნად იზრდებოდა და მილანის
ედიქტის მიღების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდებოდა, შესაბამისად,
ქრისტიანებს მარტივად შეეძლო მცირე რელგიურ ჯგუფებზე უპირატესობის
მოპოვება და მათთვის პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა სახის უფლებების
შეზღუდვა.
5.1598 წლის ნანტის ედიქტი; 1.ორივე ედიქტი იყო რჯულშემწყნარებლობის აქტი
2.ორივე ედიქტის მიღება განაპირობა სახელმწიფოში არსებულმა კრიზისმა.

15
1648 წელს საფრანგეთში მეფის წინააღმდეგ მოხდა ე.წ.ფრონდა.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს დაპირისპირება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის/რისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის/რისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი
შედეგის მომტანი, მეფისა და პარლამენტის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.მეფის მიერ დამყარებულმა აბსოლუტიზმმა.


2.მეფის მიერ პარიზის დატოვება.
3.თავადაზნაურობა; ფრონდაში წარმატებას შეეძლო აბსოლუტიზმის ხარისხი
ქვეყანაში შეემცირებინა და თავადაზნაურული ელიტა ქვეყნის მართვაში მეტად
ჩართულიყო.
4.ფრანგული ეკონომიკისთვის; მეფესთან კონფრონტაცია ქვეყანაში არსებულ
დიდ კრიზისზე მიუთითებს, რომელიც შეიძლება რევოლუციურ კატასტროფად
ტრანსფორმირდეს, ამიტომ, შიდასახელმწიფოებრივ დაპირისპირებას
ყოველთვის თან ახლავს საფრთხე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის -
ეკონომიკა მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ვითარდება.
5.ინგლისის სამოქალაქო ომი; 1.ორივე მოვლენა მიმართული იყო აბსოლუტური
მონარქიის წინააღმდეგ 2.ორივე მოვლენა მეფისთვის არასასურველი შედეგით
დასრულდა, საფრანგეთში მეფე იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა,
ინგლისში კი - მეფე სიკვდილით დასაჯეს.

16
1517 წ.მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარიბჭეზე გამოაკრა
95 თეზისი. დაიწყო რეფორმაცია.

(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული მიზეზი, რამაც განაპირობა რეფორმაციის დაწყება.


(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული სოციალური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის/რისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
მოვლენა, რომის პაპისა და მარტინ ლუთერის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის/რისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს
მოვლენა, რომის პაპისა და მარტინ ლუთერის გარდა, მეფისა და პარლამენტის გარდა.
თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. მსოფლიო ისტორიიდან დაასახელეთ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და
დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

პასუხები:

1.ინდულგენციებით ვაჭრობა.
2.კათოლიციზმით მობეზრებულმა ადამიანებმა მიიღეს ახალი სარწმუნოება
პროტესტანტიზმის სახით//ჩამოყალიბდა პროტესტანტული ეკლესია
3.რიგითი ადამიანებისთვის, რომლებიც კათოლიკური მავნე პრაქტიკებით
სულიერად ზიანდებოდნენ, თუნდაც ინდულგენციების შეძენით; პროტესტანტული
ეკლესიის დაარსება მათ მისცემდა სულიერი ძიების ახალ შესაძლებლობას.
4.საერო ლიდერებისთვის - მაგ., საღვთო რომის იმპერატორი; საღვთო რომის
იმპერატორის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო რომის პაპი, რომლის პრესტიჟის
დაცემა მასზეც აისახებოდა, ან თუ არ აისახებოდა, კათოლიკურ ეკლესიაში
დაპირისპირება უთუოდ გამოიწვევდა დესტაბილიზაციას იმპერიის შიგნით, სადაც
იმპერატორს ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც დესტაბილიზაციით
ისარგებლებდნენ იმპერატორთან საბრძოლევლად.
5.ეხნატონის რელიგიური რეფორმა; 1.რეფორმაციის მსგავსად ეხნატონის
რელიგირი რეფორმა უპირისპირდებოდა ტრადიციულ სარწმუნოებას - ეხნატონის
შემთხვევაში მრავალღმერთიანობას, რეფორმაციის შემთხვევაში -
კათოლიციზმს. 2.ორივე მოვლენამ გამოიწვია დაპირისპირებები ორ ჯგუფს
შორის - ეხნატონის შემთხვევაში ფარაონსა და ქურუმებს შორის, რომლებმაც
მოგვიანებით გააუქმეს ატონის კულტი, რეფორმაციის შემთხვევაში - კათოლიკე
წარმომადგენლებსა და პროტესტანტებს შორის.

17

You might also like