You are on page 1of 1

19:48

რომი - პუნიკური ომები


ძვ.წ VII საუკუნეში აპენინის ნახევარკუნძულზე დაარსდა ქალაქი რომი . ლეგენდის თანახხმად
რომულუსი და რემუსი მდ.ტიბრში გადაყარეს და ისინი ძუ მგელმა გაზარდა . რომის სიმბოლოდ
ითვლებე ძუ მგელი . იმ ადგილას , სადაც ისინი მდინარემ გამორიყა ქალაქი რომი ააშენეს. რომს
სულ 7 მეფე ყავდა . პირველი მეფე იყო რომულუსი . მან მოქალაქეები პატრიციებად (მდიდრებად)
და პლებეებად (ღარიბებად ) დაიყო . მანვე დააფუძნა სენატი. იგი თავდაპირველად შედგებოდა 100
პატრიცისგან , შემდეგ 300 პატრიცისა და პლებისგან . VII მეფის შემდეგ სამეფო ძალაუფლება
დაემხო და დაიწყო რესპუბლიკის პერიოდი რომელმაც ძვ.წ I საუკუნის შუა ხანებამდე იარსება . ამ
დროს სახელმწიფოს მართავდა სენატი. სენატი ირჩევდა კონსულებს .მათ ყველა ემორჩილებოდა
გარდა სახალხო ტრიბუნისა .  ძვ.წ  III ს-ის   I ნახევარში რომმა დაასრულა იტალიის დაპყრობა და
გადავიდა სიცილიის დაპყრობაზე . აქ კართაგენისა და რომის ინტერესები გადაიკვეთა , რის
შედეგადაც დაიწყო პუნიკური ომები . რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ .
I პუნიკური ომი -  264-241 წწ . საზაო პირობები- კუნძული სიცილია ქალაქ სირაკუზის
გამოკლებით რომაელებს დარჩათ და 10 წლის განმავლობაში კართაგენს რომისათვის ფული უნდა
ეხადათ .
II პუნიკური ომი - ძვ.წ  218-202 წწ - კართაგენელთა სარდალმა ჰანიბალმა ძვ.218 წელს საბრძოლო
სპილოები ალპების მთების გავლით პირინეის ნახერკუნძულიდან აპენინის ნახევარკუნძულზე
გადაიყვანა და ომი იტალიაში გადაიტანა . ამ ბრძოლაში კართაგენელებმა გაიმარჯვეს .
ძვ.წ. 216 წელს ბრძოლა კანესთან გაიმართა , ამ ბრძოლაშიც ჰანიბალმა გაიმარჯვა .
ძვ.წ 204 წელს  რომაელთა ჯარი სციპიონის მეთაურობით აფრიკაში გადავიდა და იქ ომი აწარმოვა ,
ამიტომ მას სციპიონ- აფრიკელის სახელით მოიხსენიებენ .
ძვ.წ 202 წელს ზამასთან გაიმართა ბრძოლა , სადაც ჰანიბალი პირველად დამარცხდა .
ზავის პირობები : კართაგენელებს ათი გემი უნდა დაეტოვათ , ყველა საბრძოლო სპილო
რომაელებისათვის გადაეცათ და 50 წლის განმავლობაში მათთვის 10000 ტალანტი (ფულის
ერთეული ) გადაეხადათ .
ძვ.წ 190 წელს მაგნეზიასთან მოხდა ბრძოლა, სადაც რომაელებმა დაამარცხეს სლეკიდების ირანი .
კართაგენის შესახებ რომაელი მოღვაწე კატონი ამბობდა , რომ კართაგენი უნდა დაინგრეს .
III  პუნიკური ომი ძვ.წ 149-146 წელს მიმდინარეობდა , სადაც რომმა მიწასთან გაასწორა  კართაგენი
. სციპიონ უმცროსის მეთაურობით კართაგენი გადახნეს , მარილი დააყარეს , 50000 მცხოვრები
მონად გაყიდეს და კართაგენი გამოაცხადეს რომაელთა პროვინციად .

You might also like