You are on page 1of 15

საქართველოს

დაშლა სამეფო-
სამთავროებად

ისტორიის პედაგოგი
თამარ ბეკურაშვილი
გიორგი VIII
1446 წელს საქართველოს
სამეფო ტახტზე ავიდა
გიორგი VIII . მისი მეფობის
დროს ხელახლა იჩინა
თავი ფეოდალურმა
სეპარტიზმმა. მას არ
ემორჩილებოდნენ
საბედიანოს (სამეგრელო
და აფხაზეთი), გურიის და
სამცხის მთავრები.
ფაქტობრივად მეფის
გავლენა ქართლ-კახეთზე
და იმერეთზე
ვრცელდებოდა.
სეპარატისტული ტენდენციების ზრდა
განსაკუთრებით აქტიურობდა სამცხის ათაბაგი
ყვარყვარე ჯაყელი. მას მეფისგან სრული
დამოუკიდებლობა სურდა. ამ მიზნით, პირველი ნაბიჯი
მან XV საუკუნის 50-იან წლებში გადადგა, როდესაც
სცადა თავისი სამთავროს ეკლესიის საქართველოს
ეკლესიისგან ჩამოშორება. მისი გეგმით, სამცხის
საეკლესიო მეთაური მაწყვერელი ( აწყურის)
ეპისკოპოსი უნდა გამხდარიყო. ათაბაგის წამოწყებას
მცხეთის ურყევმა პოზიციამ სძლია და იმ ეტაპზე
საქართველოს ეკლესიის მთლიანობა არ დარღვეულა .
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში განკერძოებისადმი
მიდრეკილება არ ნელდებოდა.
საგარეო ვითარება
XV საუკუნის შუა ხანებისთვის
საქართველოს საგარეო მდგომარეობა
გართულდა. 1453 წელს თურქ-ოსმალთა
სულთანმა მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლი
აიღო და ახლა, ქრისტიანული ბიზანტიის
ადგილზე ოსმალეთის აგრესიული
სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ოსმალთა წარმატებებმა ძალიან
დააზარალა დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოებიც, რის გამოც ევროპაში
ანტიოსმალური კოალიციის შექმნის აზრი
გაჩნდა.
ანტიოსმალური კოალიცია
ანტიოსმალურ
კოალიციაში
მოისაზრებოდნენ -
ბურგუნდია, უნგრეთი,
ნეაპოლი, ვენეცია და
პოლონეთი, ამ
კოალიციას სათავეში
ედგა რომის პაპი პიუს II.
მისი გეგმით ამ
ჯვაროსნულ ლაშქრობაში
აღმოსავლეთის
სახელმწიფოებსაც უნდა
მიეღოთ მონაწილეობა.
საქართველო და
ანტიოსმალური კოალიცია
ქართველმა მეფე-მთავრებმა რომის პაპის
იდეას მხარი დაუჭირეს და გადაწყვიტეს
საერთო ძალებით გამოსვლა. 1459 წელს
საქართველოში ჩამოვიდა პაპის ელჩი
ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელმაც გიორგი
VIII- ს წარუდგინა გეგმა. შეთანხმდნენ, რომ
ოსმალების წინააღმდეგ ქართველი მეფე-
მთავრები, სომხეთის მეფე, ტრაპიზონის
სამეფო და ირანის შაჰი უზუნ-ჰასანი ერთად
გამოვიდოდნენ. ქართველებს 70 000 მეომარი
უნდა გამოეყვანათ.
განუხორციელებელი გეგმა
საქართველოს, ტრაპიზონისა და ირანის
გაერთიანებული ელჩობა 1460 წელს ჯერ
რომის პაპს შეხვდა, შემდეგ კი - საფრანგეთის
მეფეს, თუმცა ამ ეტაპზე ევროპის
სახელმწიფოებმა ოსმალეთთან დაზავება
უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს.
ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იდეამ
კრახი განიცადა.
შინაომები
ამის შემდეგ შინააშლილობა
საქართველოში ახალი ძალით განახლდა.
1462 წელს ყვარყვარე ათაბაგმა მოიწვია
ირანის მმართველი უზუნ-ჰასანი და მისი
დახმარებით დაამარცხა მეფე, რის შემდეგაც
მან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა .
შინაომები
1463 წელს გიორგი VIII- ს იმერეთის
ერისთავის - თავისი ბიძაშვილის - ბაგრატის
დასამორჩილებლად გალაშქრება მოუხდა.
ბაგრატი ყვარყვარე ათაბაგმა წააქეზა. მან
მეფობა მოისურვა და დადიანს, გურიელს,
შარვაშიძეს და სვანებს თავისუფლება
აღუთქვა, სანაცვლოდ კი მათგან გიორგის
წინააღმდეგ დახმარება მიიღო. ბრძოლა
მოხდა ჩიხორთან, სადაც მეფე დამარცხდა.
მან თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა.
შინაომები
მძიმე შედეგით დასრულდა ბრძოლა განდგომილ
ყვარყვარე ათაბაგთანაც. 1465 წელს ფარავნის
ტბასთან გამართულ ბრძოლაში ყვარყვარემ მეფე
არა თუ დაამარცხა, არამედ მისი ტყვედ აყვანაც
მოახერხა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლა ბაგრატმა, 1466
წელს ქართლში გადავიდა და თავი საქართველოს
მეფედ გამოაცხადა. ეს ყვარყვარეს არ მოეწონა,
მეფე გიორგი ტყვეობიდან გაათავისუფლა და
ქართლში ჯართან ერთად გაუშვა. მაგრამ ქართლის
ერისთავები გიორგის არ მიემხრნენ და ისიც
იძულებული გახდა კახეთში გადასულიყო.
შინაომები
1466 წელს გიორგი VIII კახეთში გადავიდა და თავი
კახეთის მეფედ გამოაცხადა, ამის შემდეგ მას
ეწოდა კახეთის მეფე გიორგი I.
მართალია, ქართლსა და იმერეთზე ბაგრატის
ძალაუფლება ვრცელდებოდა, მაგრამ ტახტისთვის
ბრძოლა გიორგი VIII-ის ძმისშვილმა კონსტანტინემ
დაიწყო. გარკვეული დროის მანძილზე კონსტანტინე
და ბაგრატი შეთანხმებულად ერთად მართავდნენ
ქართლს და იმერეთს, თუმცა ქართლისა და
იმერეთის ერთობა საბოლოოდ დაიშალა. ქართლის
მეფედ კონსტანტინე დარჩა, იმერეთის მეფედ კი
ბაგრატის მემკვიდრე ალექსანდრე.
ეკლესიის გაყოფა

XV საუკუნის 70-იან წლებში ბაგრატის


ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოს
ეკლესია საქართველოს ეკლესიას გამოეყო.
აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს)
კათალიკოსმა საქართველოს ეკლესიის
კათალიკოს-პატრიარქისაგან სრული
დამოუკიდებლობა გამოცხადა . აფხაზთა
საკათალიკოსოს ცენტრი ბიჭვინთა გახდა .
საქართველოს დაშლა
1490 წელს მეფე
კონსტანტინემ მოიწვია
დარბაზი, რომელზეც
გადაწყდა ქვეყნის სამ
სამეფოდ გაყოფა და
მათ შორის საზღვრები
დადგინდა.
საქართველო დაიშალა:
ქართლის, კახეთის და
იმერეთის სამეფოებად
და სამცხის სამთავროდ.
მიზეზები:
საქართველოს სამეფოს დაშლას მრავალი მიზეზი ჰქონდა:
 თემურ-ლენგის დამანგრეველი შემოსევების შედეგად
საქალაქო ცხოვრების დონის დაცემა;
 მოსახლეობის შემცირება;
 ხელოსნობა-ვაჭრობის შემცირება და ამით გამოწვეული
სამეფო ხაზინის შემოსავლების კლება;
 ბიზანტიის იმპერიის დაცემის გამო, საქართველოს
სამხრეთით გამავალი სავაჭრო გზის გაუქმება და
შესაბამისად სამეფო შემოსავლების კლება.
 სამეფო სახსრების შემცირებამ მეტად იმოქმედა სამეფო
კარის ძალაუფლებაზე და სწორედ ამიტომ ერისთავები
ნაკლებად ემორჩილებოდნენ სამეფო კარს და ბოლოს
საერთოდ გაწყვიტეს მასთან ურთიერთობა.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like