You are on page 1of 273

ლექცია №1

დასავლეთ ევროპა კლასიკური ფეოდალიზმის ხანაში (XI-XVსს.)


შესავალი

შუა საუკუნეების კლასიკურ ანდა განვითარებულ ეპოქაში (XI-XV სს.) დასრულდა


ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და აყვავების პროცესი. ასევე დამთავრდა
გლეხობის მიწაზე და პირად დამოკიდებულებაში ჩაყენება, ხოლო გაბატონებული კლასის
წარმომადგენელთა იერარქიული დაქვემდებარება. იერარქიის სათავეში იდგა მეფე, რომელზეც
დამოკიდებულნი იყვნენ უშუალო ვასალები–გრაფები, ჰერცოგები. ქვემოთ იდგნენ ბარონები,
ხოლო შემდეგ რაინდები, რომელთაც ვასალები არ ჰყავდათ. გლეხობა ამ ფეოდალურ
იერარქიაში არ შედიოდა. ყოველი წოდება კორპორატიულ ხასიათს ატარებდა. წოდებებს შორის
ურთიერთობები დაძაბულ ხასიათს ატარებდა. ასეთი მდგომარეობა ეკონომიკის ნატურალურ
ხასიათთან ერთად ხელს უწყობდა ადრეფეოდალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების
დაცემას და ფეოდალურ დაქუცმაცებულობაზე გადასვლას (X-XI სს.). მიუხედავად ამისა,
შეინიშნებოდა საწარმოო ძალების ზრდა. შრომის იარაღების თანდათანობითი სრულყოფისა და
შრომის მწარმოებლურობის გადიდების წყალობით მიმდინარეობდა წარმოების სხვადასხვა
დარგის მუშაკთა სპეციალიზაცია– ხელოსნობა გამოეყო მიწათმოქმედებას. აღმოცენდნენ და
ზრდა იწყეს ქალაქებმა, ძირითადად როგორც ხელოსანთა დასახლებებმა, ვითარდებოდა
ხელოსნური წარმოება. სპეციალიზაციის განვითარებამ საქონლის გაცვლის ზრდა გამოიწვია,
რამაც თავის მხრივ სავაჭრო კავშირები გააფართოვა. გაჩნდა სავაჭრო გილდიები. ვითარდება
საბაზრო მეურნეობა.

მეურნეობის განვითარება, ქალაქების აღმავლობა და სავაჭრო–ფულადი ურთიერთობის ზრდა


მიმდინარეობდა ფეოდალურ წესრიგთან ბრძოლის ფონზე. საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია
ფეოდალური ექსპლუატაციის ფორმის შეცვლა, გლეხობის პირადი დამოკიდებულების
შესუსტება, ქალაქის თავისუფალი მოსახლეობის გაჩენა. აღნიშნული პროცესები ძირეულად
ცვლიდნენ ფეოდალური საზოგადოების იერს, ხელს უწყობდნენ ფეოდალური
დაქუცმაცებულობის ლიკვიდაციას და სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას.
სწორედ ამ ეტაპზე (XIII ს–ის ბოლო) ჩამოყალიბდნენ საფრანგეთის (კლასიკური მაგალითი),
ნაწილობრივ ინგლისის, პოლონეთის, შოტლანდიის რუსეთის და სხვ.მეტ–ნაკლებად
ცენტრალიზებული სახელმწიფოები. პოლიცენტრიზმის შენარჩუნებით განვითარების სხვა
ვარიანტს გვაძლევს იტალიური სახელმწიფოები, რომელთა ავტონომია არანაკლებ ფაქტორს
წარმოადგენდა მათი ეკონომიკური აყვავებისათვის. ანალოგიური იყო გერმანული
ტერიტორიული სამთავროები, რომლთაც გათიშულობა შეინარჩუნეს. სახელმწიფოების
ცენტრალიზაცია სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ სახელმწიფოების საზღვრები არ იცვლებოდა.
ისინი მუდმივად იცვლებოდნენ და ხან უფრო დიდ სახელმწოფოებრივ გაერთიანებას
ერწყმოდნენ, ხან კი უფრო წვრილ გაერთიანებად ქუცმაცდებოდნენ.

1
შუა საუკუნეების ევროპულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქრისტიანულ
ეკლესიას. მისი მონაწილეობისა და ზემოქმედების გარეშე არც ერთი დიდი საქმე არ წყდებოდა.
XI საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესია იყო ერთიანი. დასავლეთ ევროპაში ეკლესიის მეთაური
იყო რომის პაპი, ხოლო ბიზანტიაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც იმპერატორს
ექვემდებარებოდა. ბიზანტიისაგან აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის
ზოგიერთმა ხალხმა მიიღო ქრისტიანობა. ამ ქვეყნებზე საკუთარი ხელისუფლების დამყარება
რომის პაპებს უნდოდათ. ქრისტიანულ ეკლესიაზე გაბატონების მიზნით რომის პაპსა და
კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა. 1054 წელს
ქრისტიანული ეკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებად დაიყო. ამ დროიდან
მოყოლებული დასავლეთის ეკლესიას ეწოდება კათოლიკური (რაც ნიშნავს „საყოველთაოს“),
ხოლო აღმოსავლეთის–მართლმადიდებლური (ე.ი. „ღმერთის სწორად მადიდებელი“).

სოფლის მეურნეობის განვითარება „სენიორული რეაქციის“ პერიოდამდე. XI ს-ის შუა


ხანებიდან ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყო ე.წ. შიდა კოლონიზაცია. XII-XIII სს-ში
მან ფართო მასშტაბები მიიღო. ამ საუკუნეებში ინგლისში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში
გამალებით მუშავდებოდა გავერანებული ადგილები, რომელიც მიტოვებული იყო ომებისა და
შინაომების დროს ანდა არასოდეს იხვნებოდა. ისინი კაფავდნენ და წმენდნენ ტყეებს,რომლითაც
დაფარული იყო ევროპის დიდი ნაწილი, აშრობდნენ დაჭაობებულ მიწებს.

ლომბარდიაში დაბლობის მოსარწყავად გაყვანილმა „დიდმა არხმა“ ( Naviglio Grande -XII-XIII


სს.), სხვა დასაშრობმა არხებმა და კაშხლებმა სათესი ფართობის დიდწილად გაფართოება
განაპირობა. დიდი ძალისხმევით ამოაშრეს ტოსკანაში დაჭაობებული დაბლობი. ფლანდრიასა
და ნიდერლანდების ზღვისპირა რაიონებში X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში
მოსახლეობა პირველად შეუდგა ზღვისაგან მიწის ცალკეული ნაწილის-პოლდერების
(ნიდერ.„Polder“-ზღვის სანაპიროს დაბლობის ამოშრობილი და დამუშავებული ნაწილი,
რომელიც ზღვის ქვეშ იყო. პირველი ჰიდროტექნიკური პროექტი ზღვისაგან წართმეული
მიწების მაღალი ჯებირებით გამაგრებისა 1287 წელს შედგა) წართმევას, რომელსაც თავიდანვე
იყენებდნენ როგორც საძოვარს, ხოლო ორი საუკუნის შემდეგ იგი სახნავ მიწად გადაიქცა.
ზღვასთან გმირული ბრძოლის დროს ადამიანები ხანდახან მარცხდებოდნენ: ზღვა ანგრევდა
ჯებირებს და დიდ სივრცეს წალეკავდა. 1287 წელს ჰოლანდიაში ჯებირების მორღვევის
შედეგად 50 ათასი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ ზღვასთან
ბრძოლა ისევ განახლდა.

საფრანგეთისა და ნიდერლანდებისაგან განსხვავებით, ნაკლებად დასახლებულ გერმანიაში


ჰოლანდიელ და ფლამანდელ ახალმოსახლეთა ნაკადი დაიძრა. მათ ვრცელი დაჭაობებული და
ტყიანი მიწები საძოვრებად და სახნავებად აქციეს.უკაცრიელი და ტყით დაფარული ადგილების
ათვისება იმ დროისათვის გლეხების უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. ამ საუკუნეებში
საბატონო გლეხები ანუ ყმები ფეოდალური ექსპლუატაციისაგან თავდაღწევის მიზნით
მიმართავდნენ გაქცევას და ნაკლებად დასახლებული რაიონებისაკენ მიილტვოდნენ.ეს
პერიოდი ასევე დაემთხვა გლეხობის ფენებად დაშლას და ამიტომ მცირემიწიანი, პირადად
თავისუფალი გლეხი XII საუკუნიდან მსგავს მხარეებში გადასახლების გზას დაადგა.საერო და

2
სასულიერო სენიორები ახალმოსახლეებს - ჰოსპიტებს (ლათ. Hospites- სტუმრები. გლეხთა
კატეგორია ძირითადად საფრანგეთში) ხალისით აძლევდნენ ტყეების დამუშავების ნებას და
ხშირად თვითონ გამოდიოდნენ კოლონიზაციის ინიციატორებად. ეს ფეოდალებს აძლევდა
საშუალებას, რომ გაეზარდათ შემოსავლები და დამოკიდებული გლეხების რიცხვი
გაემრავლებინათ. ხანდახან ასეთი გზით ახალი სოფლები იქმნებოდა. რასაკვირველია,
ახალმოსახლე გლეხები პირველ ხანებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ისინი მიღებულ მიწაზე პროდუქტით რენტას იხდიდნენ, ხანდახან - მცირეოდენ ფულად
გადასახადსაც, მაგრამ, როგორც წესი, საბატონო ბეგარა არ ევალებოდათ. ჰოსპიტების უდიდესი
ნაწილი პირადად თავისუფალი ადამიანები იყვნენ. თუკი გაქცეული ყმა ჰოსპიტი გახდებოდა,
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სენიორი მასზე თავის უფლებას კარგავდა.

სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია. კლასიკური შუა საუკუნეების პერიოდში სოფლის


მეურნეობის იარაღები და მიწის დამუშავების ჩვევები ისევ უწინდელი რჩებოდა, მაგრამ სათესი
ფართობების ზრდა სწრაფად მიმდიარეობდა. კლიმატურმა პირობებმა და
ხმელთაშუაზღვისპირეთის რაიონების ნიადაგის განსაკუთრებულობამ ესპანეთში, სამხრეთ
საფრანგეთსა და იტალიაშიც კი, ორმინდვრიანი სისტემის ხანგრძლივად შენარჩუნება
განაპირობა. XIII ს-ის დასასრულს ჩრდილოეთ საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიასა და სხვა
ქვეყნებში სამმინდვრიანობამ საბოლოოდ გაიმარჯვა. მხოლოდ აგროკულტურის ყველაზე
მოწინავე ოლქებში ამ პერიოდში უკვე შეინიშნება რთულ თესლბრუნვაზე გადასვლა:
ჩრდ.იტალიის ზოგიერთ რაიონში ბალახის თესვა, დასავლეთ გერმანიაში ოთხმინდვრიანობა,
ინგლისის ცალკეულ სოფლებში - ხუთმინდვრიანობა, ნიდერლანდების ტერიტორიაზე -
შვიდმინდვრიანობა.

გაუმჯობესდა ნიადაგის დამუშავება და გლეხის სამუშაო ინვენტარის სრულყოფა. უფრო და


უფრო გავრცელება პოვა მძიმე ბორბლიანმა გუთანმა. ორჯერადი საშემოდგომო ხვნა
სამჯერადით შეიცვალა, ხოლო ერთჯერადი საგაზაფხულო - ორჯერადით. ამრიგად, უფრო
გულდასმითხდებოდა სარეველების ამოძირკვა.

X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში ევროპაში სამუშაო ძალის მქონე ცხენზე


ახალი ტიპის შებმა შემოიღეს, რომელიც შემდეგშიც შენარჩუნდა: ღვედი, რომელიც ადრე ცხენის
გულმკერდზე იყო დადებული, შეიცვალა კისერზე უღლის დადგმით; ამასთან მთელი
დატვირთვა მხრებზე გადადიოდა. ამით ცხენს შეეძლო ხუთჯერ მეტი ტვირთი გადაეტანა,
ვიდრე აქამდე იყო. ცხენი, ხართან ერთად, ახლა გამოიყენებოდა მძიმე ტვირთის გადასატანად
და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე.

საბატონო მიწების დაქუცმაცება და საბატონო ბეგარის შემცირება. XI საუკუნიდან სოფლის


მეურნეობაში წარმოების ზრდამ, სასაქონლო და ფულადი ურთიერთობის განვითარებამ
ფეოდალური მიწათმფლობელობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.
საბატონო სახნავ მიწებს, რომელიც სენიორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა,
ძირითადად საბატონო ბეგარით ვალდებული გლეხები ამუშავებდნენ. შინაყმების შრომა
საბატონო მეურნეობის აყვავების პერიოდში (VIII-IX) უმნიშვნელო იყო, ხოლო დროთა
განმავლობაში მათი რიცხვი სულ უფრო შემცირდა. დიდი ოდენობის დომენის დამუშავება
3
რთულ ორგანიზაციასა და ზედამხედველთა დიდ რიცხვს საჭიროებდა, რადგან გლეხები არად
იყვნენ დაინტერესებულნი იმაში, რომ საბატონო მიწა კარგად ყოფილიყო დამუშავებული და
პატრონს მაღალი მოსავალი მიეღო. გლეხები ცდილობდნენ თავი აერიდებინათ საბატონო
ბეგარისათვის განსაკუთრებით იმ დროს, როცა მათ თავის მეურნეობაში გაცხოველებული
მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. მაგალითად, გლეხებს უწევდათ მოემკათ და მიეტანათ ჭვავი
ბატონის ბეღელში იმ დროს, როცა საკუთარი მოსავალი წვიმისა და ქარის ქვეშ ეყარა. „XIII
საუკუნის ფრანგული პოემის ავტორის ერთ-ერთი ვილანი (პირადად თავისუფალი გლეხი,
მაგრამ მიწაზე დამოკიდებული საფრანგეთში, დასავლეთ გერმანიასა და იტალიაში) წუხს
თავის პურზე, რომელიც მინდორზე ყრია და ფუჭდება.

ამრიგად, საბატონო შრომა ნაკლებად პროდუქტიული იყო და მიწათმოქმედებაში


პროგრესი უპირატესად თვით საგლეხო მეურნეობაში მიმდინარეობდა. ამასობაში ქალაქების
ზრდის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების პერიოდი დადგა. ამან გლეხობა საბაზრო
კავშირებში ჩააბა, მაგრამ პროდუქციის ბაზარზე გასაღებისათვის გატანას ხელს უშლიდა მათზე
დაკისრებული საბატონო ბეგარა. ეს ამავე პროცესში საგლეხო მეურნეობის განვითარების
მუხრუჭსაც წარმოადგენდა.

დაბოლოს, ქალაქების გაჩენამ გლეხებს მისცა შესაძლებლობა, რომ მიეტოვებინათ


სამემკვიდრეო მამული და ქალაქში გაქცეულიყვნენ, ხოლო ვრცელსახნავმიწებს ჰოსპიტებად
გადაქცევის პერსპექტივა ელოდა. სენიორებმა ამასთან საბრძოლველად ერთმანეთთან
ხელშეკრულებები დადეს, რომელიც გაქცეული გლეხების მიღებას კრძალავდა, მაგრამ ქალაქის
ქარტიებში ასეთი მუხლების ჩართვა უშედეგო აღმოჩნდა. ერთდროულად გაიზარდა
ფეოდალთა მოთხოვნილებები და ისინი რენტის მოცულობის გაზრდისკენ მიისწრაფოდნენ,
რადგან საბატონო მეურნეობა ეკონომიკურად არარენტაბელური იყო. ამან სენიორებს უბიძგა,
რომ გლეხთა ექსპლუატაციის ფორმები შეეცვალათ: გადაეყვანათ ისინი შრომამიგებითი
რენტიდან პროდუქტით რენტაზე, ხშირად ფულად რენტაზეც.

ფეოდალები რენტის სახით მიღებულ პროდუქციას ხშირად ქალაქის ბაზარზე ყიდიდნენ. ამ


პროცესმა გარკვეულწილად საგლეხო მეურნეობის დამოუკიდებლობა განაპირობა. ახლა გლეხს
ზედმეტი პროდუქტის დაგროვების საშუალება მიეცა. გარდა ამისა, საბატონო ბეგარის
ლიკვიდაციამ ფეოდალზე გლეხის დამოკიდებულება შეამცირა. დაიწყო მათი პირადი
დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების პროცესი. ამან დიდი გაქანება მიიღო XIII საუკუნეში
და განსაკუთრებით XIV საუკუნეში, როდესაც დასავლეთ ევროპაში ფულადმა რენტამ
თანდათანობით პროდუქტებით რენტა გააძევა.

საბატონო სახნავი მიწების დაქუცმაცებისას ნაკვეთები მფლობელობაში გლეხებს


გადაეცემოდათ, რომლებიც ამ ფეოდალზე იყვნენ დამოკიდებულნი. სხვა შემთხვევაში
საბატონო მიწის მსხვილ და წვრილ ნაკვეთებს სენიორები იჯარით აძლევდნენ ყოფილ
მმართველებს ან მათ აგენტებს, ან გლეხებს, ან ქალაქელებს. ფეოდალური იჯარის ხასიათი და
პირობები იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვის ეძლეოდა მიწა–მსხვილ მოიჯარეს, მდიდარ
გლეხს, ქალაქელს, თუ წვრილ-ღარიბ გლეხს. პირველ რიგში,მოიჯარეები თვით იყენებდნენ
დამოკიდებული გლეხების ან დაქირავებული მუშების შრომას და მიწის მესაკუთრეს ისინი
4
ზედმეტი პროდუქტის ნაწილს აძლევდნენ. მოიჯარეები თვის მხრივ მიისწრაფოდნენ,რომ
მიღებული მიწა საკუთრებად ექციათ და ამას ხშირადაც აღწევდნენ.

დაბოლოს, ზოგიერთი სენიორი საბატონო მამულის ნაწილის შემცირებას ცდილობდა და


ყიდდა მას. ასე რომ, ევროპაში მეურნეობის მრავალი ტიპი არსებობდა. ჩვენს მიერ განხილული
ცვლილებები ევროპის რიგ ქვეყნებს, პირველ რიგში, საფრანგეთს ეხება, სადაც საბატონო
მიწების შემცირება უკვე XI საუკუნიდან დაიწყო, ხოლო იტალიის ჩრდილოეთსა და სამხრეთ-
დასავლეთ გერმანიაში იგი უფრო ადრე დაიწყო.

საგლეხო მიწათმფლობელობის აღმავლობა. XIV-XV საუკუნეებში დასავლეთ ევროპის


სოფლებში დომენურ, საბატონო მეურნეობაზე საბოლოოდ გაიმარჯვა წვრილგლეხურმა,
პარცელურმა მეურნეობამ. მარტივი სასაქონლო წარმოების პირობებში უფრო რაციონალური და
რენტაბელური გახდა საგლეხო მეურნეობა. მართალია, იგი თავის საფუძველში ნატურალური
იყო, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე მან გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა. ეს საბოლოო
ჯამში გლეხის მწარმოებლური შრომის გამარჯვება იყო, რომელსაც იგი წინანდელ დროსთან
შედარებით, უფრო ფართო მასშტაბით მისდევდა. საბატონო დომენის საფუძველზე განმტკიცდა
და გამრავლდა საგლეხო მეურნეობა, რომელიც აღმავლობას განიცდიდა. სანამ
მიწათმოქმედების სასაქონლო შესაძლებლობები ადგილობრივი ბაზრების ჩარჩოებში
იკეტებოდა, საგლეხო მეურნეობა ეკონომიკურად უვნებელი იყო.

აღნიშნულ საუკუნეებში სოფლის მეურნეობა შუა საუკუნეების აგროტექნიკური მიღწევების


საფუძველზე განვითარებას აგრძელებდა. ამას ყველაზე ნათლად მოწმობდა ის პროგრესი,
რომელიც მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციასა და ეკონომიკურ რაციონალიზმში გამოვლინდა.
ეს, უწინარეს ყოვლის, გამოიხატა სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო სავარგულების
თანაფარდობის ცვლილებებსა და ნაკლებად ნაყოფიერი მიწების საძოვრებად გადაქცევაში; ასევე
სოფლის მეურნეობაში მესაქონლეობის ხვედრითი წონის გაზრდაში. ეს დარგი იმ დროს ძალიან
შემოსავლიანი იყო.

ფეოდალური რენტის შეცვლა. ზემოთ განხილული პროცესების საფუძველზე XIV ს-ის


დასავლეთ ევროპაში ფეოდალური რენტის ფორმები საბოლოოდ შეიცვალა. მთელ რიგ
ქვეყანაში ფეოდალური რენტის გაბატონებული ფორმა ფულადი ჩინში (ჩინში-ცენზი,
ფიქსირებული რენტა ფულადი ფორმით) გახდა. ეს ცვლილება ფეოდალიზმის ისტორიაში
მკვეთრი მობრუნება იყო.საბატონო „რენტის კომუტაციას“ (ლათ.commutatio-
ცვლილება,გარდაქმნა) ფულად რენტაზე თან ახლდა საგლეხო მეურნეობის მზარდი
მწარმოებლურობა და შესაბამისად ზედმეტი პროდუქტის გაზრდა. თუ გლეხი–მესაკუთრის
წინანდელი საბატონო ბეგარა ჩვეულებითი სამართლით რეგულირდებოდა, კომუტაციის დროს
იგი სახელშეკრულებო ურთიერთობებით შეიცვალა (ე.ი. წერილობითი სახით იდებოდა). მიწის
ფლობის პირობები ხშირად მათი ფიქსაციის დროს სენიორის სასრგებლოდ იცვლებოდა, რადგან
ფულადი ღალის თანხაში არა მხოლოდ გაუქმებული საბატონო ბეგარის ღირებულება
აისახებოდა, არამედ ყმების სხვა მრავალი ვალდებულებებიც.

5
მოკლედ რომ ვთქვათ, ფეოდალთა „ფულადი მოთხოვნილებები“ მუდმივად იზრდებოდა და
მათ გლეხები ნატურალური რენტიდან ფულად რენტაზე გადაჰყავდათ. ამას თან ახლდა
საკუთრივ ფეოდალთა საბატონო სახნავი მიწების შემცირება და გლეხებისათვის გადაცემული
ნადელების გადიდება. სწორედ ამ პროცესს ეწოდება „რენტის კომუტაცია“.

გარდა ამისა,ძალიან ბევრმა გლეხმა მიიღო პირადი თავისუფლება.ესენი იყვნენ ის


გლეხები,რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ და ყამირ მიწებზე
დასახლდნენ. საფრანგეთის მეფეები, რომელთაც მუდმივად არ ჰყოფნიდათ ფული ომების
საწარმოებლად, გლეხებს აიძულებდნენ, რომ სამეფო მამულებიდან პირადი დამოკიდებულება
გამოესყიდათ. მათ მაგალითს ბევრი ფეოდალი ბაძავდა. რენტის კომუტაცია და პირადი
თავისუფლება პრინციპში გლეხებისათვის იყო სასარგებლო, რადგან მათ დიდი სამეურნეო და
პირადი დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ამ პირობებში გლეხების
ექსპლუატაცია არ იზრდებოდა ანდა ფეოდალების სასარგებლოდ გადასახადების გაზრდის
გამო მძიმე ფორმებს არ იღებდა.

ზოგიერთ ოლქში, სადაც სოფლის მეურნეობისათვის ფართო ბაზარი ჩამოყალიბდა,


განვითარება სხვა გზით მიმდინარეობდა: აქ ფეოდალები, პირიქით, აფართოებდნენ დომენურ
მეურნეობას, რაც იწვევდა საბატონო გლეხების გაზრდას და მათი პირადი დამოკიდებულების
განმტკიცების მცდელობას (სამხრეთ–აღმოსავლეთი ინგლისი, ცენტრალური და აღმოსავლეთი
გერმანია, ჩრდილოეთ ევროპის რიგი ოლქები).

XIII საუკუნეში მთელს დასავლეთ ევროპაში გლეხთა გათავისუფლებისათვის მოძრაობა


დაიწყო.

სენიორიის სტრუქტურის ხასიათის შეცვლა.ფულად რენტაზე გადასვლამ, სენიორიის ახალი


ტიპის, ე.წ. საადგილმამულო მმართველობა წარმოშვა, რაც სენიორიის უწინდელი პერიოდისაგან
განსხვავებით, საბატონო მიწების ნაკლებობით აიხსნებოდა. სოფლის მეპატრონე მემამულე-
სენიორი ნატურალური და ფულადი ღალის მიმღებად გადაიქცა. შემდეგში, როცა საბოლოოდ
მოხდა ღალაზე გადასვლა, გლეხის მეურნეობას მთლიანად დაეკისრა პასუხისმგებლობა მის
წარმოებაზე და სენიორიებმა თანდათან გლეხის მწარმოებლურ რესურსებზე კონტროლი
დაკარგეს. სენიორია, სენიორის ფიქსირებული, სარენტო სამართლის ერთობლიობად იქცა.
ბოლოს, ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოშობის შედეგად, სენიორიამ
თავის საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობაზე უწინდელი საჯარო-სამართლებრივი ფუნქცია
დაკარგა. ახლა მიწაზე საკუთრება გლეხს არ ავალდებულებდა სენიორისადმი პირად
ქვეშევრდომობას. სხვა მხრივ, სერვების გათავისუფლებით, მათი ბეგარა კარგავდა პირად
თვისებას და მიწაზე ბეგარის „რეალურ“ ხასიათს იძენდა

ამრიგად,XIV-XV საუკუნეები სენიორიის ბატონყმური ფორმის კრიზისის პერიოდი


იყო.სენიორიებმა დაკარგეს მიწათმოქმედზე ლომის წილი უფლება და წინ წამოსწიეს
ფეოდალური მონოპოლია მიწაზე. სწორედ ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაჩნდა
მოძღვრება, რომელიც უკეთეს შემთხვევაში გლეხისათვის აღიარებდა მხოლოდ მიწის ნაკვეთით

6
სარგებლობის მემკვიდრეობით უფლებას (dominium utile) იმ დროს, როცა ამ მიწის ნაკვეთზე
მემამულის (dominium directum) საკუთრების უფლებასაც აღიარებდა.

ლენური სისტემის მსხვრევა. სასაქონლო ფულადი ურთიერთობების განვითარებამ ფეოდალებს


შორის ურთიერთობაზეც დიდი გავლენა მოახდინა. აღნიშნულმა პროცესმა მთლიანად
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური ძალების გადალაგება გამოიწვია. თუ უწინ
ფეოდალთა შორის კავშირები ლენების წყალობის სისტემაზე იყო აგებული, ახლა ლენური
სისტემა თითქმის ყველგან დაინგრა. საქმე არა მხოლოდ იმაში იყო, რომ ფეოდალური
ცენტრალური მონარქიის წარმოქმნით ვასლებსა და სენიორებს შორის თანდათან თავისი
მნიშვნელობა დაკარგა წინანდელმა ურთიერთობებმა და სამეფო ხელისუფლება გაძლიერდა
(მხედარ-რაინდთა სამსახურის კომუტაცია, სამეფო იურისდიქციისა და მისი ადმინისტრაციის
უპირატესობა). ამ პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ XIV-XV
საუკუნეებში რაინდს უკვე ფეოდიდან (ლენი) მიღებული შემოსავლით არსებობა არ შეეძლო.ის
იძულებული იყო მუდმივად იმის სამსახურში ჩამდგარიყო, ვისაც ეს სჭირდებოდა.

სახელშეკრულებო სამსახურის შედეგად, თავადაზნაურების ვასალურმა სამსახურმა უკანა


პლანზე გადაინაცვლა. თანდათანობით პირველი ადგილი დაიკავა მომსახურე ადამიანების
ჯამაგირით შენახვამ, ხოლო ვასალიტეტის ნაცვლად–მოქირავნეს ხელშეკრულება გაჩნდა. ამის
შედეგად თავადაზნაურთა შორის დაქირავების სისტემა წესად იქცა. ვასალიტეტმა თავისი აზრი
დაკარგა. ამასთან ერთად, მესამე, მეოთხე და ა.შ. ხელზე გასხვისებულმა მრავალმა მიწამ
სუბინფეოდაციის ხასიათი მიიღო(„Subinfeudation” –“სუბინფეოდაცია”-“მსხვილი ფეოდის
ნაწილის გადაცემა ფეოდის სახით ახალ ვასალზე) და უკიდურესად დახლართა ფეოდალური
მიწათმფლობელობის სტრუქტურა. ძალზე ხშირად მიწის მფლობელმაც კი არ იცოდა,რომელ
ფეოდს მიეკუთვნებოდა მისი მიწა და არც სუზერენმა იცოდა, ვის ხელში იყო მისი ფეოდი.
ყოველივე ეს საბოლოოდ არღვევდა ძველ ლენურ კავშირებს. წვრილი და საშუალო
თავადაზნაურობის განადგურებით მიწაზე საკუთრება მსხვილი მაგნატების ხელში აღმოჩნდა.

სერვაჟის გაქრობა. გლეხთა მიწათმფლობელობის ახალი ფორმები. დომენური


მეურნეობისმკვეთრად შემცირებამ და შემდეგ ლიკვიდაციამ, ფეოდალის გლეხებისადმი
დამოკიდებულების ფორმა შეცვალა. გუშინდელი ყმის მეურნეობასა და შრომაზე
პირდაპირი კონტროლის აუცილებლობაგაქრა.სერვისათვის გამოსყიდვის ნება სიგელის
გაცემით დასტურდებოდა, რომელიც წინამავალ პერიოდში დაიწყო. სენიორები ფულის
დაჭირვების შემთხვევაში ხშირად სერვებს აიძულებდნენ, რომ თავისუფლება ეყიდათ.
ბუნებრივია, ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ შეძლებული გლეხები ახერხებდნენ.
სერვების ძირითადი მასისათვის ეს გარიგება გამანადგურებელი და მიუწვდომელი იყო.
საბატონო ბეგარის გაქრობასთან ერთად, სერვაჟი ნელ-ნელა თავის დღეებს ითვლიდა.
შემდეგში ხელსაყრელი გარემოებების წყალობით სენიორებმა სცადეს უკან დაბრუნება.
ე.ი. ისინი შეეცადნენ არსებითად აღედგინათ სერვაჟი. ასეთი მცდელობა ისტორიულ
მეცნიერებაში ცნობილია „სენიორული რეაქციის“ სახელით, რომელიც ევროპის ზოგიერთ
ქვეყანაში შეინიშნებოდა. იგი უცილოდწააწყდა გლეხთა წინააღმდეგობას, რაც მასიურ
გლეხთა აჯანყებაში გადაიზარდა. სერვების მიზანი იყო საკუთარი თავისუფლებისათვის

7
იურიდიული სანქცია მიენიჭებინათ და ამით ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდისთვის
ზღვარი დაედოთ.

დომენური მეურნეობის ლიკვიდაციამ და სენიორების რენტის მიმღებად


გადაქცევამ,მიწათმფლობელობის ახალი ფორმები მოამრავლა. ასეთი ინგლისში იყო
კოპიჰოლდი(ლათ. Copy-პირი, ასლი,hold-მფლობელობა; „კოპიჰოლდერი“–
ინგლ.”Copiholder”-„ასლის მიხედვით მფლობელი“. ინგლისში კოპიჰოლდი
იურიდიულად 1925 წლამდე იყო შენარჩუნებული).გლეხ-კოპიჰოლდერს მიწის
მფლობელობისათვის საბუთად ოქმის ამონაწერი ეძლეოდა, ხოლო ასლი მანორულ
სასამართლოში ინახებოდა.ამდენად, კოპიჰოლდერი ფეოდალურად დამოკიდებული
გლეხი იყო, რომელსაც სიკვდილამდე ანდა მემკვიდრეობით ეკავა მიწა. ვილანების ამ
შთამომავალთა მიწაზე ფლობის უფლება წერილობით ფორმდებოდა.კოპიჰოლდერს
ნახევრად მემკვიდრეობითი ხასიათი ჰქონდა. საფრანგეთში ახალ ფორმას წარმოადგენდა
ცენზივა (ფრ. La censive; cens-დან ჩინში; ლათ. Census; გვიან ლათ. censiva- ქონების
საგამოსაღებო აღწერა). მემკვიდრეობით მიწის მფლობელი გლეხი (ცენზიტარი) სენიორს
ყოველწლიურადუხდიდა ფიქსირებულ ფულად რენტას (ცენზს). მასზე მომუშავე გლეხი
პირადად თავისუფალი იყო. მას შეეძლო ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, თავისი
ნადელი მემკვიდრეობით გადაეცა ანდა გაეყიდა. XIV-XV საუკუნეების საფრანგეთში
ცენზივა გლეხთა მიწათსარგებლობის ძირითადი ფორმა იყო. XIV საუკუნეში ქვეყნის
ჩრდილოეთი ნაწილის გლეხობის უმრავლესობა პირადად თავისუფალი
გახლდათ.ინგლისში ნატურალური გადასახადის ფულად გადასახადზე გადასვლა
კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობდა. ამავე საუკუნეში ინგლისის გლეხობის
ძირითადი მასა პირადად თავისუფალი იყო.

საბატონო და შრომამიგებითი ბეგარის ჩინშით ანუ ცენზივათი შეცვლამ, გლეხთა


ეკონომიკური თავისუფლების მაღალი ხარისხის საუძვლები შექმნა. იგი იხდიდა
ფულად რენტას, შეეძლო დამოუკიდებლად გადაეჭრა პრობლემა– „რა ეწარმოებინა“ და
საკითხი– პროდუქციის რეალიზაცია როგორ განეხორციელებინა. ამ გარემოებამ გლეხთა
სოციალური სტატუსი აამაღლა, რომელმაც თავისი ასახვა პოვა XIII-XIV საუკუნეების
გლეხთა მოძრაობებში, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო: ძირითადი გადასახადის
ოდენობის ფიქსაცია.

ზემოხსენებულმა კომუტაციამ და ფეოდალური ბეგარის გამოსყიდვამ გლეხთა გათიშვა


გამოიწვია. გლეხობის უმცირესობამ თავისი ზედმეტი პროდუქტისაგან შემოსავლის
მიღების უნარი შეიძინა. ისინი მდიდრდებოდნენ და პრივილეგირებულ კატეგორიას,
ანუ ე.წ. ელიტას ქმნიდნენ და მათი წარმომადგენლები მეწარმეებად იქცნენ. რაც შეეხება
გლეხობის დიდ ნაწილს, ისინი მედღეურები და მოჯამაგირეები გახდნენ.

ეკონომიკური და სოციალური ევოლუცია ფეოდალთა ფენასაც შეეხო. სასაქონლო–ფულადი


მეურნეობის განვითარების პირობებში ფეოდალები კარგავდნენ საკუთარი მამულებიდან
შემოსავლებს, რადგან რენტის რელური შემცველობა ეცემოდა, ხოლო მისი ოდენობა
ფიქსირებული იყო. ამიტომ ფეოდალები იძულებულნი იყვნენ, რომ შეცვლილ პირობებს
8
შეწყობოდნენ და ახალი შემოსავლები ეძიათ. საშუალო და წვრილი თავადაზნაურობა
იძულებული გახდა, მიწის ნაწილი გაეყიდა. საფრანგეთში თავადაზნაურთა მასამ
საკუთარი მეურნეობა გააუქმა და რანტიები (ფრ. rantier, rente–ყოველწლიური
შემოსავალი; პირი, რომელიც გასესხებული კაპიტალის სარგებლით ცხოვრობს) გახდნენ;
ისინი დამატებით შემოსავალს სამეფო კარზე ტრადიციული სამსახურიდან (სამხედრო,
სამოქალაქო ანდა სასულიერო) იღებდნენ. ინგლისში, სადაც ხელსაყრელი პირობები
შეექმნა მეცხვარეობის განვითარებას, მსხვილი ფეოდალები საკუთარ მიწებს საძოვრებად
იძლეოდნენ იჯარით. საშუალო და წვრილმა თავადაზნაურებმა კი ბიზნესს მოჰკიდეს
ხელი, რომელიც შალის წარმოებასა და ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული. გერმანიაში,
ძირითადად მის აღმოსავლეთ ნაწილში, მემამულეებმა აქტიურად მოკიდეს ხელი
მეწარმეობასა და მარცვლეულის რეალიზაციას.

აღნიშნული პროცესები ტრადიციული ფეოდალური სისტემის კრიზისს მოასწავებდა.


პირველი,მიწათმფლობელობაზე ფეოდალთა მონოპოლიის რღვევა მიმდინარეობდა.
საშუალო და წვრილი ფეოდალების მიერ მიწის ნაწილის გაყიდვამ ის მოიტანა, რომ მისი
მესაკუთრეები მოქალაქეთა ფენის წარმომადგენლებად იქცნენ, რომლებიც
გამდიდრებულ გლეხებს წარმოადგენდნენ; მეორე, ფეოდალები მწარმოებელ
პიროვნებებზე ძალაუფლებას კარგავდნენ; მესამე,ნატურალური მეურნეობის
საფუძვლები შეირყა. ამ კრიზისის მთავარი მაჩვენებელი საქალაქო ეკონომიკის
განვითარება იყო.

ქალაქებისაღმოცენებადაგანვითარებადასავლეთევროპაში XI-XV
საუკუნეებში.შუასაუკუნეებისქალაქებისაღმოცენებისმიზეზების საკითხი ისტორიულ
მეცნიერებაში დიდ ინტერესს იწვევს. ამის ასახსნელად მეცნიერებმა XIX-XX საუკუნეებში
სხვადასხვა თეორიები წამოაყენეს. მათი დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია
ფორმალურ–იურიდიული მიდგომა. ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობოდა
სპეციფიკური საქალაქო დაწესებულებების წარმოშობასა და განვითარებას, ქალაქის
სამართალს და არა ამ პროცესის სოციალ–ეკონომიკურ საფუძვლებს. ჩვენ წინა
სემესტრში–ადრეული ქალაქების წარმოშობის თემაზე საუბრისას გავეცანით ქალაქის
განვითარების შესახებ არსებულ თეორიებს, თუმცა მოკლედ ისევ შეგახსენებთ და
დავსვამთ
კითხვებს:რატომწარმოიქმნაქალაქი?რატომშეასრულამანდიდიროლიფეოდალიზაციის
პროცესში? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, წინასწარ აღვნიშნავთ: შუა საუკუნეების
ქალაქი უნდა განვიხილოთ, როგორც დასავლეთ ევროპის ფეოდალიზმის პარადიგმა.
ქალაქის ასეთი ფენომენი არ იცოდა ბიზანტიის იმპერიამ, თუმცა იქ ბევრი ქალაქი იყო.

ერთი სიტყვით, ქალაქების წარმოშობის თეორიები ( ათზე მეტი) ცდილობდა, პასუხი


გაეცა მისი წარმოშობის მიზეზებისთვის. ამ მხრივ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ
„რომანული თეორია“. მისი წარმომადგენლები ფრანგი მეცნიერი გიზო (1787-1874) და
ტიერი (1797-1877) ქალაქის წარმოშობის თეორიას ძირითადად ევროპის რომანიზებული
ოლქების მასალაზე აგებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შუა საუკუნეების ქალაქი და მისი

9
დაწესებულებები რომის იმპერიის გვიან ანტიკური ქალაქების პირდაპირი გაგრძელება
იყო. ის ისტორიკოსები, რომლებიც ძირითადად ჩრდილო–დასავლეთისა და
ცენტრალური ევროპის (პირველ რიგში, გერმანულ და ინგლისურ) მასალებს
ეყრდნობოდნენ, შუა საუკუნეების ქალაქების სათავეს ახალი ფეოდალური
საზოგადოების სამართლებრივ მოვლენებში ხედავდნენ. აქედან გამომდინარე ისინი
სწავლობდნენ ქალაქის სამართალს და მის სხვადასხვა ინსტიტუტებს. ამ თეორიას
ინსტიტუციურ–სამართლებრივი თეორია ჰქვია.
„საადგილმამულო თეორიის“თანახმად (დიდი გერმანელი ისტორიკოსი და იურისტი
ეიხჰორნი, კ. ნიჩი, ნ. ვაიცი, ნაწილობრივ ვ.რობერი), ქალაქი ფეოდალური მამულიდან
განვითარდა, ხოლო ქალაქის დაწესებულებები–მამულის მმართველობებიდან და მისი
სამართლისაგან.„სამარკო“ თეორიის წარმომადგენლები (ფონ მაურერი, ო.გირკე, უ.ფონ
ბელოვი) ქალაქის გენეზისს ეძებდნენ სოფლის თავისუფალ თემ-მარკაში, რომელიც
გერმანული ფეოდალიზმისთვის არის დამახასიათებელი. მათი აზრით, ფეოდალიზმი
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრესის ძირითადი მამოძრავებელი
ძალა იყო. ფეოდალური მამულის განვითარება სათემო მიწებისა და ალოდების
მფლობელი გლეხების დამოკიდებულ, ყმურ მდგომარეობაში გადაყვანის შედეგად
ხდებოდა. საადგილმამულო თეორიის მომხრეები ფეოდალური მამულის ჩარჩოებში
გულდასმით ამტკიცებდნენ ფეოდალებისა და გლეხების ინტერესთა ჰარმონიას.
მემამულეებს საშინაო კოლონიზაციის პროცესის ორგანიზატორთა როლს
მიაკუთვნებდნენ და მათ მიაწერდნენ სოფლის მეურნეობაში ტექნიკის სრულყოფას,
ხელოსნობის განვითარებას და შუა საუკუნეების ქალაქების აღმოცენებას. ამ თეორიამ
XIX ს-ის 70-80-იან წლებში ჩამოყალიბება პოვა ფიუსტელ დე კულანჟისა და ფ. სიბომის
შრომებში. მათთვის მამული არსებითად ადამიანთა საზოგადოების ერთ-ერთი
ინსტიტუტი იყო.
საბურგო თეორიის (სიტყვა -burg- სიმაგრე) მიმდევრები (ე. კოიტგენი, ფ. მეტლანდი)
მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ სიმაგრე (“ბურგი”) და საბურგო სამართალი იყო ის
მარცვალი, საიდანაც ქალაქი აღმოცენდა.
საბაზრო თეორიისწარმომადგენლებს (შრედერი, რ.ზომი) საქალაქო სამართალი “საბაზრო
სამართლიდან” გამოჰყავდათ, რომელიც იმ ადგილებზე მოქმედებდა, სადაც ვაჭრობა
წარმოებდა. ამდენად, ისინი ფეოდალური ქალაქის გაჩენას სავაჭრო ადგილებში
ხედავდნენ. ამ თეორიასთან ახლოს დგას ბელგიელი ისტორიკოსის ა. პირენის
კონცეფცია, რომელიც წინამორბედ უმრავლესობათაგან იმით განსხვავდება, რომ ქალაქის
აღმოცენებაში განმსაზღვრელ როლს ეკონომიკურ ფაქტორს მიაკუთვნებდა. ამან პირენის
სავაჭრო თეორიის სახელწოდება მიიღო. ის უარყოფდა ქალაქის აღმოცენებაში სოფლის
მეურნეობისაგან ხელოსნობის გამოყოფას. ამიტომ ა. პირენმა ვერ შეძლო მეცნიერულად
აეხსნა ფეოდალური ქალაქის სათავე და სპეციფიკა. ამ თეორიას თავიდანვე
აკრიტიკებდნენ უცხოელი ისტორიკოსები და უარყოფდნენ პირენის თეზისს წმინდა
ვაჭრობიდან ქალაქის წარმოშობის შესახებ.

10
როგორც ვნახეთ, წარმოდგენილ თეორიებში მისი ავტორები ქალაქის ისტორიაში
ცალკეულ მომენტს ან ასპექტს იღებენ და ცდილობენ მისი მეშვეობით ახსნან ისეთი
რთული და წინააღმდეგობრივი ფენომენი, როგორიცაა შუა საუკენეების ქალაქი.
უდავოა, ყველა ეს თეორია ცალმხრივობას განიცდის, რომელსაც თვით ავტორებიც
გრძნობდნენ. ამიტომ, უკვე XIX და განსაკუთრებით XXსაუკუნის I ნახევარში
მეცნიერებმა, რომლებიც ცდილობდნენ აღნიშნული პრობლემა შეესწავლათ, სხვადასხვა
კონცეფციების სინთეზი მოახდინეს. მაგალითად, შეეცადნენ გაეერთიანებინათ საბურგო
და საბაზრო თეორია. მიუხედავად ამისა, ცალმხრივობა მაინც ვერ დაიძლია შუა
საუკუნეების ქალაქების გენეზისის ახსნაში.
თანამედროვე საქალაქო თეორიები იმავე უკმარისობას განიცდის, რაც
დამახასიათებელია აღნიშნული პერიოდის თეორიებისთვის. მთლიანობაში არცერთ
მათგანს არ შეუძლია ქალაქის გენეზისის ახსნა. დღეს გავრცელებულ თეორიათაგან
აღსანიშნავია არქეოლოგიური თეორია.ამ თეორიაზე მომუშავე მკვლევრები
დაკავებულნი არიან არქეოლოგიით. არქეოლოგია გვაძლევს საშუალებას,
წარმოვიდგინოთ ქალაქის მეურნეობა, მისი ხასიათი, ხელოსნობის განვითარების
ხარისხი, საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ეს მეთოდიც ცალმხრივობით გამოირჩევა.
უცხოურ ისტორიოგრაფიაში გარკვეული ძვრები აღნიშნული მიმართულებით დღესაც
შეინიშნება. ზოგიერთი მკვლევარი ქალაქის წარმოშობას უკავშირებს შრომის
საზოგადოებრივ დანაწილებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ე.ი.
ფეოდალიზაციის ეკონომიკურ პროცესებს. ამდენად, იგი მიმართულია ეკონომიკური
მექანიზმებისაკენ. საბჭოთა ისტორიოგრაფია ფეოდალიზმის გენეზისს ეკონომიკური
ფაქტორებით ხსნიდა. ბოლო პერიოდში ქალაქის წარმოშობის ახსნას ფეოდალიზმის
ინტეგრალურობაში ეძებენ და წინამორბედ თეორიებს მხედველობაში იღებენ.
როგორც ვხედავთ, შუა საუკუნეების ქალაქების აღმოცენების შესახებ მრავალი
თეორია არსებობს. თითოეული მათგანი ცალ–ცალკე აღებული ამ ფენომენს
ამომწურავად ვერ ხსნის. როგორც მრავალრიცხოვანია ქალაქის გენეზისის თეორია, ასევე
რთულია მისი აღმოცენებისა და კონკრეტული ისტორიული გზის კვლევა.
ფეოდალური ქალაქების განვითარებას თავისი წინა ისტორია აქვს. კონტინენტის
მასშტაბით ადრე შუა საუკუნეებში ჯერ კიდევ საქალაქო სისტემა არ არსებობდა, მაგრამ
ქალაქები იყო.ამდენად, ადრე შუა საუკუნეებში “საქალაქო პერიოდი” არ იყო. ქალაქებისა
და “ბიურგერობის” აღმოცენება ფეოდალიზმის გენეზისის ნაწილია და მისთვის
დამახასიათებელია შრომის საზოგადოებრივი დანაწილება.
ახლა ევროპის მაგალითზე განვიხილოთ შუა საუკუნეების ქალაქების
ჩამოყალიბების ძირითადი ფაქტორები.ადრე შუა საუკუნეების ევროპაში ფეოდალური
ქალაქების წარმოშობის პროცესი ორი გზის შერწყმის შედეგად
მიმდინარეობდა.პირველი–ანტიკური ქალაქების ტრანსფორმაცია და მათი ტრადიციების
განვითარებით ურბანიზაცია. მეორე–ახალი, წარმოშობით ბარბაროსული მოსახლეობა,
რომელთაც ურბანიზაციის ტრადიციები არ ჰქონდათ. სოფლიდან წასული ან გაქცეული
გლეხები სხვადასხვა ადგილებში დასახლდნენ, რომელიც ხელოსნობის განვითარების
ხელსაყრელ პირობებს იძლეოდა. სამხრეთ საფრანგეთსა და განსაკუთრებით იტალიაში

11
ეს იყო ადმინისტრაციული, სამხედრო და საამქრო ცენტრები, რომელიც რომის ძველი
ქალაქების ახლოს მდებარეობდა. ახლა ეს ძველი ქალაქები ფეოდალური ტიპის ახალი
სიცოცხლით აღორძინდნენ. მრავალი ასეთი პუნქტი გამაგრდა, რაც ხელოსნებისათვის
აუცილებელ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. “საბაზრო ადგილები”, სადაც ხელოსნები
დასახლდნენ (ზოგიერთ ქვეყანაში მათ “პორტებს” უწოდებდნენ) სახელოსნო წარმოების
კონცენტრაციის შედეგად ქალაქებში გადაიზარდა.
X-XI საუკუნეებში ჩრდ. საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ინგლისში, გერმანიაში-
რეინზე და ზემო დუნაიზე, ქალაქების აღმავლობა დაიწყო. ფლანდრიის ქალაქები –
ბრიუგე, იპრი, გენტი, ლილი და სხვ. განთქმული იყო ნატიფი მაუდის წარმოებაში,
რომლითაც ისინი ევროპის მრავალ ქვეყანას ამარაგებდნენ. გვიან, XII-XIII სს.
ფეოდალური ქალაქები გაიზარდა ჩრდილოეთის მხარესა და რაინის იქითა გერმანიის
ოლქებში, ირლანდიაში.
ქალაქების ზრდა.ევროპის რეგიონებში ქალაქების ზრდის ტემპები განსხვავებული იყო.
ყველაზე ინტენსიურად იგი ევროპის რომანიზებულ ნაწილში, პირველ რიგში,
იტალიაში იზრდებოდა. აქ არა მარტო შემორჩა ანტიკური ქალაქები, არამედ შუა
საუკუნეების ქალაქები აღმოცენდნენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, ანტიკური ქალაქები
ხელახლა დაიბადნენ და შუა საუკუნეების ქალაქებად იქცნენ.
საფრანგეთში XI საუკუნეშიქალაქებისბობოქარიზრდადაიწყო.
ესმოხდაპირველრიგშიმისრომანიზებულნაწილში- სამხრეთგალიაში (მარსელი,
ტულუზა), შემდეგ - შუადაჩრდილოეთსაფრანგეთში. უპირველესყოვლისა,
ქალაქებიიზრდებოდასწრაფადიქ,
სადაცანტიკურიქალაქებიშემორჩადამათისაქალაქოცხოვრებისგამოცდილებითბიზანტია
სთანდააღმოსავლეთისქვეყნებთანსავაჭროკავშირებიწარმოებდა.
ევროპისარარომანიზებულნაწილშიქალაქებისზრდისტემპიდაბალიიყო,
ხოლოუფროჩრდილოეთით–უფროდაბალი. X-XI სს.
შუასაუკუნეებისქალაქიაღმოცენდანიდერლანდებში, ინგლისსადაგერმანიაში.
სკანდინავიისქვეყნებში, ირლანდიასადაუნგრეთშიმხოლოდ XII-XIII სს.
აღმოცენდნენქალაქები.
ქალაქების მოსახლეობა და მისი დიფერენციაცია.თავისი შემადგენლობით შუა
საუკუნეების ქალაქების მოსახლეობა ძალიან ჭრელი იყო. აქ ცხოვრობდნენ სხვადასხვა
სპეციალობის ხელოსნები, რომლებიც ადრე შუა საუკუნეების ქალაქებში თვითონ
ყიდიდნენ საკუთარ ნაკეთობებს. ამგვარად, ისინი ერთდროულად ხელოსნსა და ვაჭარს
წარმოადგენდნენ. ქალაქებში იყო ბევრი ადამიანი, რომელიც წარმოების სფეროში არ იყო
დაკავებული. ესენია: სავაჭრო გემების მეზღვაურები,მიკიტნები, ფუნდუკების
მფლობელები, მეკურტნეები და ა.შ. XIII-XIV საუკუნეებში დიდი ქალაქების
მოსახლეობის უმრავლესობას შავი მუშები, დღიური მუშები და ღატაკები შეადგენდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობისაგან გამოსული პროფესიონალი ვაჭრები და მათი
ზედაფენა–ვაჭრები მოქალაქეების ყველაზე წარმომადგენლობითი ნაწილი იყო. ისინი
ეწეოდნენ როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვაჭრობას და განსაკუთრებულ ფენას
ქმნიდნენ. მათი რიცხვი შესამჩნევი იყო და ამასთანავე დიდი გავლენით სარგებლობდნენ.

12
ამდენად, სავაჭრო საქმიანობის გამოყოფა საზოგადოებრივი შრომის დანაწილებაში
მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ–ადმინისტრაციულ ცენტრებში,
ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ფეოდალები საკუთარი გარემოცვით (მოსამსახურეები,
სამხედრო რაზმები) და სამეფო და სენიორული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამ
უკანასკნელთ შეადგენდნენ მსახურეული ბიუროკრატია, ნოტარიუსები, ექიმები,
სკოლებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლები და ჩამოყალიბების გზაზე მდგარი
ინტელიგენციის წარმომადგენლები. მრავალ ქალაქში მოსახლეობის მნიშვნელოვან
ნაწილს შავი და თეთრი სამღვდელოება შეადგენდა. მოქალაქეებმა, რომელთა წინაპრები
წარმოშობით სოფლებიდან იყვნენ, დიდხანს შეინარჩუნეს საკუთარი სახნავი მინდვრები,
საძოვრები, ბაღ–ბოსტნები, როგორც ქალაქის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ასევე მათ
ჰყავდათ პირუტყვი. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მაშინდელ სოფლის
მეურნეობას საკმარისი საქონლიანობა არ ახასიათებდა. ქალაქი იმ ადგილს
წარმოადგენდა, სადაც ხდებოდა რენტის შემოსავლის კონცენტრაცია, მათი გადანაწილება
და გასაღება.
დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ქალაქების მოსახლეობა არ იყო დიდი. ქალაქის
მასშტაბიც შესაბამისი იყო. ასე მაგალითად, XIV საუკუნეში ინგლისს ეკავა–290 ჰექტარი,
პარიზს–400, კელნს–450,ფლორენციას–500, ვენას–110 და ა.შ. ქალაქის მოსახლეობის
რიცხვიც მცირე იყო, 1–3–5 ათასი მაცხოვრებელი. XIV-XIV საუკუნეების ქალაქები, სადაც
20 ათასი მაცხოვრებელი იყო, დიდ ქალაქებად ითვლებოდა. საშუალო ქალაქად კი ისეთი
ქალაქი მიიჩნეოდა, სადაც 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სულ მცირე იყო ისეთი
ქალაქების რიცხვი, რომლის მოსახლეობა 80 ათასს აღემატებოდა (პარიზი, მილანი,
ვენეცია, ფლორენცია).
ქალაქების იერსახე, სტრუქტურა და ჰიგიენა. გარეგნულადშუა საუკუნეების ქალაქები
ძლიერ განსხვავდებოდნენ თანამედროვე ქალაქებისაგან. ქალაქი გარემოცული იყო
მაღალი კედლით (ქვის ანდა ხის), კოშკებითა და ღრმა თხრილებით. ეს უკანასკნელი
სავსე იყო წყლით და მტრისაგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა; ქალაქის ჭიშკარს
ღამით კეტავდნენ. კედლი, რომელიც ქალაქს ჰქონდა შემოვლებული, ზღუდავდა მის
ტერიტორიას; სოფლებიდან მოსახლეობის მოზღვავების შემდეგ საჭირო გახდა
ტერიტორიის გაფართოება. ამიტომ თავდაპირველი ტერიტორიის (ბურგი, სიტი)
ირგვლივ აგებდნენ ახალ კედლებსა და სიმაგრეებს; გაჩნდა გარეუბანი, სადაც
უპირატესად ხელოსნები ცხოვრობდნენ. შეიქმნა ქალაქის კედლისა და სიმაგრის მეორე
წრე. ხელოსნები ვაჭრებთან ერთად ეწეოდნენ საყარაულო სამსახურს და ქალაქის
სამხედრო ლაშქარს შეადგენდნენ; მათ უნდა სცოდნოდათ სამხედრო საქმედა სახლში
საჭირო იარაღი უნდა ჰქონოდათ. ქალაქის შეზღუდული ტერიტორიის გამო, ქუჩები
ძალიან ვიწრო იყო (კანონის ძალით– „შუბის სიგრძეზე არაუმეტესი“). სახლი რამდენიმე
სართულისაგან (2–4) შედგებოდა. ხშირად ზემო სართული ქვემო სართულს
გადაჰყურებდა. ამის გამო, მზიან ამინდშიც კი, ქუჩაზე ყოველთვის ბინდბუნდი იდგა.
ქალაქი იყოფოდა კვარტლებად,სადაც სხვადასხვა სოციალურ–პროფესიული
ჯგუფები ცხოვრობდნენ. პარიზში განსაკუთრებულ რაიონს წარმოადგენდა

13
უნივერსიტეტის ლათინური კვარტალი, სადაც განლაგებული იყო კოლეგიუმები,
სკოლები, მონასტრები. ლათინურ კვარტალში ბინადრობდნენ სტუდენტები, მოწაფეები,
მასწავლებლები, წიგნით მოვაჭრეები, გადამწერები, ილუსტრატორები, მკინძავები და ა.შ.
ქალაქში განცალკევებულად ცხოვრობდნენ ებრაელები. ყველასაგან იზოლირებულად
ცხოვრობდა ჯალათი. ზალცბურგში მისი სახლის ირგვლივ, მიუხედავად მიწის
დეფიციტისა, ვრცელი გაუშენებელი ტერიტორია იყო. კვარტლებისა და ქუჩების
მიხედვით ცხოვრობდნენ კლირიკები, იურისტები, ვაჭრები, უცხოელები, სხვადასხვა
სპეციალობის ხელოსნები. ქალაქში მცხოვრები ფეოდალები, ქალაქის ნობილიტეტი ასევე
კონცენტრირებული იყვნენ რაიონების მიხედვით, სადაც ისინი ცხოვრობდნენ თავის
ოჯახთან, მრავალრიცხოვან ნათესავებთან, მომსახურე ადამიანებთან ერთად.
ასეთ „კორპორაციულად კონცენტრირებულ“ ცენტრებს ჰქონდათ სპეციალიზებული
ბაზრები, კორპორაციათა და ამქართა ეკლესიები, სიმაგრეები, მონასტრები, გილდიის
ნაგებობი და ა.შ.,რომელთა გარშემო სახლდებოდნენ ამ ერთობაში შემავალი ადამიანები.
ქალაქის ეს სტრუქტურა ნათლად აისახა ტოპონიმიკაში. შუა საუკუნეების ქალაქებში
თქვენ იპოვიდით იუველირთა, მჭედელთა, მეთევზეთა, მექუდეთა და მრავალი სხვა
სახელწოდების ქუჩებს, რომელიც ასახავს სოციალურ–პროფესიულ ტოპოგრაფიას.
ქალაქის მოსახლეობა ასევე ერთიანდებოდა მრევლის მიხედვით. ჩვეულებრივ ქალაქის
რაიონებს სამრევლო ეკლესიის სახელს არქმევდნენ. მაგალითად, ქალაქ ვენაში XIV
საუკუნის დასაწყისში სულ ორი სამრევლო იყო: წმ. სტეფანესა და წმ. მიხეილის. კელნში
XIII საუკუნის ბოლოს 13 სამრევლო ითვლებოდა, ხოლო მომდევნო საუკუნის ბოლოს–
20.
სახლების არქიტექტურა არაერთგვაროვანი იყო; ძირითადი საამშენებლო მასალა
იყოხე,ქვა,ჩალა. გამონაკლისს საერო და სასულიერო ფეოდალებისა და მდიდარი
ვაჭრების სახლები წარმოადგენდნენ, რომლებიც შენდებოდა ქვისაგან და გარედან
ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ქალაქის მოედანზე მკვეთრად გამოირჩეოდა ორი
შენობა– კათედრალური ტაძარი და რატუშა. ეს იყო ქალაქის ცენტრი და ერთდროულად
საბაზრო მოედანი. როგორც ვთქვით, ქუჩაზე ერთი სპეციალობის ხელოსნები
ცხოვრობდნენ. თითოეული სახელოსნოს ფანჯარა ჩვეულებრივ ქუჩაზე გადიოდა. ქუჩის
განათება დიდხანს არ არსებობდა, არც ტროტუარები იყო; ქუჩები დატკეპნილი იყო,
ამიტომ ზაფხულში სიცხის დროს მტვერი იდგა, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე
დიდი ჭუჭყი და ტალახი. ამ მხრივ ნიშანდობლივია ერთი ფაქტი: „XVსაუკუნის ბოლოს
ქალაქ როიტლინგენის (გერმანია) მცხოვრებლები იმპერატორ ფრიდრიხ III–ს (1440–1493
წწ.) არწმუნებდნენ, რომ მათთან არ მოსულიყო, მაგრამ იმპერატორმა ეს რჩევა არ მიიღო,
ცხენთან ერთად ტალახში ჩაეფლო და კინაღამ დაიღუპა...“.მეორე მაგალითი: XIV
საუკუნეში ქალაქ ნიურნბერგის მაგისტრატმა „ჰაერის გაწმენდის“ მიზნით მოქალაქეებს
აუკრძალა, რომ ღორები ქუჩაში არ გაეშვათ.
ქუჩაზე გავლა ძლივს იყო შესაძლებელი; იმდენად ღრმა გუბეები იდგა, რომ ცხენით
გავლა ჭირდა. მეტად ტიპური ქუჩის სიგანე 7–8 მეტრს შეადგენდა (ასეთია მაგალითად,
მნიშვნელოვანი მაგისტრალი პარიზის ღმრთისმშობლის ტაძრამდე). პატარა ქუჩებისა და
ჩიხების სიგანე ორ მეტრზე მეტი არ იყო. მრავალ ძველ ქალაქში გვხვდება

14
ქუჩები,რომელთა სიგანე ერთი მეტრია. ბრიუსელის ერთ–ერთ ქუჩას ეწოდებოდა: „ერთი
ადამიანის ქუჩა“. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ორი ადამიანი გვერდს ვერ აუქცევდა. საჭმლის
ნარჩენებსა და ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიდნენ. „ღამის ქოთანს ფანჯრიდან პირდაპირ
ასხამდნენ. ამიტომ ქუჩები თავისებურ კლოაკას (ნაგვის დასაყრელი ადგილი)
წარმოადგენდა. სააბაზანო ოთახი იშვიათობა იყო. რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები,
როგორც ლონდონში, ასევე პარიზში,როგორც მდიდრების, ასევე ღარიბების სახლებში
ფუთფუთებდნენ“ (ფ.ბროდელი). თვით ადამიანები ქალაქის ქუჩებზე რადენადმე
სუფთები როდი იყვნენ. „წყლის აბაზანები ათბობენ სხეულს, მაგრამ ადუნებენ
ორგანიზმს და აფართოებენ ფორებს. ამიტომ მათ შეუძლიათ ავადმყოფობა და
სიკვდილიც კი გამოიწვიონ“–ამტკიცებდა XV საუკუნის სამედიცინო ტრაქტატი. შუა
საუკუნეებში ითვლებოდა, რომ გასუფთავებულ ფორებში შეეძლო ინფექცია ჰაერიდან
შესულიყო. ამის გამო დეკრეტით გაუქმდა საზოგადოებრივი აბანოები. ჰიგიენური
ღონისძიებები ხელისა და პირის მსუბუქად წყლის გავლებაში გამოიხატებოდა. „პირის
დაბანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,–წერდა ექიმი XVI საუკუნეში,–რადგან
შეიძლება კატარი განვითარდეს ანდა მხედველობა გაუარესდეს“. რაც შეეხება ქალებს,
ისინი წელიწადში 2–3 ჯერ იბანდნენ. საგულისხმოა, რომ ესპანეთის მეფემ იზაბელა
კასტილიელმა (XV ს–ის ბოლო) თავის ცხოვრებაში სულ ორჯერ დაიბანა ტანი–
დაბადებისას და ქორწილის დღეს. ერთ–ერთი ფრანგი მეფის ქალიშვილი ტილიანობის
გამო დაიღუპა. პაპი კლემენტე V დიზინტერიამ მოკლა, ხოლო პაპი კლემენტე VII
მუნისაგან წამებით გარდაიცვალა.
მოსახლეობის თავმოყრა, ანტისანიტარია, ჯანმრთელობის დაცვის უქონლობა ქალაქს
ხშირად სხვადასხვა ავადმყოფობისა და ეპიდემიის კერად აქცევდა. ამის გამო ხანდახან
მოსახლეობის 1/3–დან ½–მდე იხოცებოდა, განსაკუთრებით ჟამიანობის დროს,
რომელსაც შავ სიკვდილს ეძახდნენ. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ „...1030 წლის
შიმშილის დროს ადამიანის ხორცს წვავდნენ და ჰყიდიდნენ... 1258 წელს ლონდონში
შიმშილისაგან 15 ათასი ადამიანი დაიღუპა. საკვირველია, შავი ჭირის დროს
სიკვდილიანობა იმდენად დიდი იყო, რომ ცოცხლები მიცვალებულთა დამარხვას ვერ
ასწრებდნენ“ (Draper, John William. History of the Conflict between religion and Science,
pp.264-265).
შუა საუკუნეების ანტისანიტარიასა და მყრალ სუნს აღორძინების ეპოქის მოღვაწეები
შეებრძოლნენ. აი, ლეონარდო და ვინჩის გამოგონების ერთ–ერთო ფორმულა:
„ტუალეტის საჯდომი ისე ბრუნდება, როგორც ბერის სარკმელი და თავის პირველ
მდგომარეობას უბრუნდება საპირწონეთი. მის სახურავს უნდა ჰქონდეს ნახვრეტი, რათა
ჰაერი შევიდეს“. ეს გამოგონება პრაქტიკულად არავის დასჭირდა. ხალხი განაგრძობდა იქ
საქმობას, სადაც მოუნდებოდა, ხოლო სამეფო კარი–ლუვრის კორიდორში. თანაც ეს
კორიდორით მარტო არ ისაზღვრებოდა–მოდად იქცა მოსაქმება პირდაპირ ბალზე. გვიან
მყრალი სუნისაგან თავდასაღწევად სხვა გზა მოინახა. და ვინჩმა იპოვა გამოსავალი:
ადამიანებმა სუნამოს გამოყენება დაიწყეს.

15
ქალაქად და სოფლად ხის სახლების სახურავად ჩალას იყენებდნენ. ამიტომ ხშირად
გამაჩანაგებელი ხანძრები ჩნდებოდა.ამის გამო არსებობდა წესი, რომ დაღამებისას
სახლში ცეცხლი ჩაექროთ.
ქალაქის ცენტრი პროფესიული პროსტიტუციის ბუდე იყო. ამისათვის აქ ხელსაყრელი
პირობები არსებობდა: ბევრი ადამიანის თავმოყრა, მათ რიცხვში ჩამოსული
ჯარისკაცებისა; მრავალი მოწაფისა და ქარგლის არსებობა, რომელთაც ოჯახის შექმნა
გვიან ასაკში შეეძლოთ; გაუთხოვარი ქალების სიჭარბე, განსაკუთრებით სოფლელი
გოგონებისა, რომლებიც ქალაქში სამუშაოდ ჩამოვიდნენ.
ქალაქის ხელმძღვანელობა სარგებლობდა რა წმ. ავგუსტინეს პრაგმატული
დებულებით, რომ პროსტიტუცია გარდაუვალი ბოროტება იყო, უარესის თავიდან
აცილების მიზნით, სულის ხსნისათვის, ამასთან შერიგებას საჭირდ მიიჩნევდა. უკვე XII
საუკუნის ბოლოს ღვთისმეტყველებმა კანონიერად აღიარეს მეძავებისათვის შრომის
საფასური აენაზღაურებინათ, თუმცა მას, როგორც ასეთს, გმობდნენ. ამ პრაგმატიზმს
სრული ობიექტური საფუძველი ჰქონდა. საზოგადოებაში, სადაც ბატონობდა მკაცრი
მონოგამია და ქალის მიმართ მორალური მოთხოვნები, სადაც ქალები სჭარბობდნენ,
სადაც მამაკაცთა დიდ ჯგუფს გვიან ასაკამდე ოჯახის შექმნა არ შეეძლო, სადაც
უცხოელების დიდი მასა მუდმივად არსებობდა, ამ საზოგადოებაში პროსტიტუციის
აბსოლუტურად აკრძალვა ილუზორული იყო. ამიტომ მისი ოფიციალურ ჩარჩოში ჩასმა,
საყოველთაოდ აღიარება და ლეგალიზაცია აუცილებელი გახდა.
პროსტიტუციამ და საროსკიპოებმა ფართო გავრცელება XIII-XIV საუკუნეების
მიჯნაზე მიიღო. ქალაქში, სადაც რამდენიმე საროსკიპო იყო, იგი ქალაქის კომუნას,
ცალკეულ პირებს, სამეფო მოხელეებს, სააბატოებს, ეპისკოპოსებს, ზოგიერთ ვაჭარს
ეკუთვნოდა. მათი რიცხვი ახალი დროს დასაწყისში შემცირდა, რაც გამოწვეული იყო არა
მხოლოდ ათაშანგის შიშით, არამედ რეფორმაციის გავრცელებითა და ქცევის ნორმების
საერთო გამკაცრებით.
ქალაქ–კომუნები.კომუნებს უწოდებდნენ ქალაქებს, რომელთაც თავიდან საკუთარი
სენიორისაგან გარკვეული დამოუკიდებლობა და მეტნაკლებად ფართო ავტონომია
შეიძინეს. თავისი სენიორის მიმართ ქალაქი–კომუნა ვასალს წარმოადგენდა. სენიორი
ასეთ ქალაქს უმტკიცებდა ქარტიას, უფლებასა და პრივილეგიებს და ვალდებულებას
იღებდა, რომ არა მხოლოდ ქარტიას, არამედ ქალაქს მესამე პირის ხელყოფისგანაც
დაიცავდა. თავის მხრივ ქალაქ–კომუნის წარმომადგენლები სენიორს აძლევდნენ ომაჟსა
და ფიცს, რომელიც ვასალური ფიცის ფორმულას მოგვაგონებდა. სენიორის შეცვლისას
ქარტია ხელახლა მტკიცდებოდა და ასევე ფიციც ხელახლა განახლდებოდა. ვასალის
მსგავსად, ქალაქი–კომუნა სენიორს სამ შემთხვევაში უწევდა ვასალურ დახმარებას:
უფროსი ვაჟიშვილის რაინდად კურთხევისას, უფროსი ქალიშვილის გათხოვებისას,
ტყვეობიდან გამოსყიდვისას. სენიორის მოთხოვნისამებრ წელიწადში გარკვეული დრო
სამხედრო ბეგარას ასრულებდა, რომელიც დადგენილ რაიონში უნდა გაევლო. სენიორს
უფლება ჰქონდა ქალაქი–კომუნა, როგორც ლენი, დაეგირავებინა.
მოქალაქეების უმრავლესობას დამოკიდებული მინისტერიალები(სენიორის მოსამსახურე
ადამიანები) და გლეხები ( რომლებიც შორეული დროიდან ცხოვრობდნენ ამ ადგილზე,

16
ხანდახან თავის ბატონს გამოქცეულები იყვნენ) შეადგენდნენ. ამიტომ ისინი ხშირად
პირად დამოკიდებულებაში იყვნენ ქალაქის სენიორთან, რომლის ხელში თავს იყრიდა
მთელი ქალაქის ძალაუფლება. ფეოდალთა მისწრაფება, რომ რაც შეიძლება მეტი
შემოსავლები მიეღოთ ქალაქისაგან, იწვევდა კომუნალურ მოძრაობას (X-XIII სს.
დასავლეთ ევროპაში სენიორებსა და ქალაქებს შორის ბრძოლა). თავიდან მოქალაქეები
იბრძოდნენ: მძიმე ფეოდალური უღლისაგან გათავისუფლებისათვის; მძიმე
გადასახადების შემცირებისათვის; ქალაქის თვითმმართველობისა და სამართლებრივი
უფლების მოპოვებისათვის. ამ ბრძოლის შედეგებზე იყო დამოკიდებული სენიორისაგან
ქალაქების დამოუკიდებლობის ხარისხი. ხანდახან ქალაქები ფულის გაღებით
ახერხებდნენ ფეოდალისაგან ცალკეული თავისუფლებისა და პრივილეგიების შეძენას. ეს
დაფიქსირებული იყო ქალაქის ქარტიებში (სიგელებში); სხვა შემთხვევაში ეს
პრივილეგიები მიიღწეოდა ხანგრძლივი შეიარაღებული ბრძოლების შედეგად. მასში
ჩვეულებრივ ჩაებმებოდნენ მეფეები, იმპერატორები, მსხვილი ფეოდალები. ქალაქ–
კომუნების ბრძოლა შუა საუკუნეების ევროპის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი
ნაწილი იყო.
სხვადასხვა ქვეყნებში ბრძოლის მეთოდები სხვადასხვაგვარი იყო. საერო და ხშირად
საეკლესიო სენიორებს დაქვემდებარებული ქალაქები პრივილეგიებს, განსაკუთრებით
თვითმმართველობას, მწვავე ბრძოლის გზით, ხანდახან ხანგრძლივი სამოქალაქო ომების
შედეგად აღწევდნენ. IX-XII საუკუნეებში სამხრეთ საფრანგეთში მოქალაქეებმა
ძირითადად სისხლისღვრის გარეშე მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ტულუზას, მარსელის,
მონპელიეს გრაფები დაინტერესებულნი იყვნენ ადგილობრივი ქალაქების აყვავებით.
ამიტომ მათ ქალაქებს მუნიციპალური თავისუფლება უბოძეს და შედარებით
დამოუკიდებლობას წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ამასთან ერთად გრაფებს არ სურდათ,
რომ კომუნები მეტისმეტად ძლიერები გამხდარიყვნენ და სრული დამოუკიდებლობა
მიეღოთ. ჩრდილოეთ და შუა იტალიის მრავალი ქალაქი–ვენეცია, გენუა, ფლორენცია და
სხვ. IX-XII საუკუნეებში ქალაქ–სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. კომუნების ბრძოლის
ერთ–ერთ აშკარა და ტიპურ ფურცელს იტალიაში მილანის ისტორია ქმნის. XI საუკუნეში
აქ გრაფის ხელისუფლება ეპისკოპოსის ძალაუფლებით შეიცვალა. მთელი ამ საუკუნის
მანძილზე მოქალაქეები ბრძოლებს ეწეოდნენ სენიორებთან, რამაც ქალაქის ყველა ფენა
შეაკავშირა: პოპოლანები („ადამიანები ხალხიდან“), ვაჭრები და წვრილი ფეოდალები,
ხელმწიფეებიც კი იყვნენ ჩართულნი. მოძრაობამ ნამდვილი სამოქალაქო ომის ხასიათი
მიიღო.XI ბოლოს ქალაქმა კომუნის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა.
გერმანიაში იმპერიის ქალაქებმა ანალოგიური კომუნების უფლებები შეიძინეს.
ფომალურად ისინი ექვემდებარებოდნენ იმპერატორს, მაგრამ სინამდვილეში
დამოუკიდებელი ქალაქ-რესპუბლიკები იყვნენ. ჩრდილოეთ საფრანგეთში მრავალმა
ქალაქ–კომუნამ თავისი რიგებიდან აირჩია საბჭო, რომელსაც სათავეში ედგა მერი. მათ
ჰქონდათ საკუთარი სასამართლო და ჰყავდათ სამხედრო ლაშქარი. ისინი
გათავისუფლდნენ საბატონო ბეგარისა და ღალისაგან, მაგრამ ყოველწლიურად სენიორს
გარკვეულ ფულად რენტას უხდიდნენ, ხოლო ომის შემთხვევაში მას სამხედრო რაზმით
ეხმარებოდნენ. გლეხებთან დამოკიდებულებაში ხშირად ქალაქ–კომუნები თვითონ

17
გამოდიოდნენ, როგორც კოლექტიური სენიორი. ეს ყოველთვის ასე არ იყო. 200 წელზე
მეტხანს ეწეოდა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქი
ლანი, სადაც სენიორული რეჟიმი სუფევდა. კომუნის ქარტიის მისაღებად წარმოებული
ეს ბრძოლა გარდამავალი წარმატებებით მიმდინარეობდა. მხოლოდ 1331 წელს მეფემ
ფეოდალების დახმარებით შეძლო გამარჯვების მოპოვება. ამიერიდამ ქალაქს მეფის
მოსამართლეები და მოხელეები მართავდნენ. მაგრამ იყვნენ ქალაქები, რომელთაც
სრული თვითმმართველობის მოპოვება ვერ შეძლეს. მეფის მიწაზე მდებარე
ქალაქებისათვის ეს საყოველთაო წესი იყო. ისინი სარგებლობდნენ იმ პრივილეგიებითა
და თავისუფლებით, რომ აერჩიათ თვითმმართველობის ორგანოები. მაგრამ ეს
დაწესებულებები კონტროლდებოდა მეფის მოხელეებით ანდა სენიორებით. ქალაქები,
რომელთაც ძალა და ფულადი სახსრები არ გააჩნდათ, მთლიანად სენიორის
ადმინისტრაციის ხელისუფლების ქვეშ რჩებოდნენ (სასულიერო სენიორების ქალაქები).
უფლებები და თავისუფლება იმუნიტეტის პრივილეგიებს უფრო ემსგავსებოდა და
ფეოდალურ ხასიათს ატარებდა. დასავლეთ ევროპაში ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი
შედეგი ის იყო, რომ მოქალაქეთა უმეტესობამ პირადი დამოკიდებულებისაგან თავი
გაითავისუფლა. დადგინდა წესი, რომ ქალაქში გაქცეული გლეხი თავისუფალი
ხდებოდა, თუ ის იქ წელიწადი და ერთი დღე იცხოვრებდა (ხანდახან ექვსი კვირაც).
„ქალაქის ჰაერი თავისუფალს ხდის“– აცხადებდა შუა საუკუნეების ანდაზა, მაგრამ ეს არ
იყო საყოველთაო.
ქალაქის სახელოსნო–ამქრული ორგანიზაციები.შუა საუკუნეების ქალაქის
განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ ხელოსნები გაერთიანებულნი
იყვნენ განსაკუთრებულ კავშირში – ამქრებში, ხოლო ვაჭრები–გილდიებში. შუა
საუკუნეების ამქარი თითქმის ქალაქის აღმოცენებასთან ერთად წარმოიშვა. იტალიაში
ამქრები უკვე გვხვდება XI საუკუნეში, ხოლო საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში–XI-
XII საუკუნეებში. ამქრების საბოლოო (ამქართა წესდებები) ჩამოყალიბება უფრო გვიან
მოხდა.
შუა საუკუნეების ამქრებისათვის დამახასიათებელია წვრილი წარმოება. მისი
თითოელი წევრი–ეს არის ხელოსანი, რომელიც უშუალო მწარმოებელია. ხელოსანი
მუშაობდა თავის სახელოსნოში საკუთარი ინვენტარით. ის ჩვეულებრივ საქმიანობდა იმ
სახელოსნოში, სადაც ადრე მუშაობდა მამამისი, ბაბუა და მომავალში იმუშავებდნენ
შვილები და შვილიშვილები. ამიტომ, როგორც წესი, ხელოსანითავისიიარაღებითა და
ნედლეულითსაკუთარ სახელოსნოში ოჯახთან ერთად ეწეოდა შრომას და ერთი ან ორი
ქარგალი და მოსწავლე ეხმარებოდა.ამდენად, ხელობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
როგორც წესი, ყოველი მოსწავლე სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო
იმუშავებდა, დააგროვებდა ცოტა ფულს და საკუთარი სახელოსნოს გახსნიდა. მოკლედ
რომ ვთქვათ, ამქრის ერთეულს მისი სრულუფლებიანი წევრი–ოსტატი წარმოადგენდა,
რომელიც თვით ამ სახელოსნოს ფლობდა.
შუა საუკუნეების ამქარი ეს არის „ერთი ან რამდენიმე სპეციალობის ქალაქის
ხელოსნების გაერთიანება“. მათი წარმოშობა იმ დროის საწარმოო ძალების განვითარების
დონემ განაპირობა, ხოლო მან ორგანიზაციის ნიმუშად ნაწილობრივ აიღო სოფლის

18
თემი–მარკას წყობა. როგორც ვთქვით, სახელოსნოს კოლექტივი მცირე იყო: შრომის
განაწილების დაბალი დონის გამო ნაკეთობა ხელიდან ხელში არ გადადიოდა, მაგრამ
ტრადიციულ, წოდებრივ, კორპორატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი საქმიანობა
წარმატებას კოლექტივის მეშვეობით აღწევდა. ამიტომ დასავლეთ ევროპის ქალაქების
სახელოსნოების მეთაურები ამქრებში გაერთიანებისაკენ მიისწრაფოდნენ. ამქრები
იმიტომაც წარმოიშვნენ, რომ ქალაქის ხელოსნები, როგორც დამოუკიდებელი,
დანაწევრებული, წვრილი საქონელმწარმოებლები გარკვეულ გაერთიანებას
საჭიროებდნენ, რათა თავიანთი წარმოება და შემოსავლები დაეცვათ ფეოდალებისაგან,
„უცხოთა“ კონკურენციისაგან ანუ სხვა ქალაქების ხელოსნებისა და მეზობელი–
ოსტატებისაგან. მაშინდელი წვრილი ბაზრების პირობებში ასეთი კონკურენცია ძალზე
სახიფათო იყო. ამიტომ ამქრების ძირითადი ფუნქცია გახდა მოცემული სახეობის
ხელობაზე მონოპოლიის დამყარება. გერმანიაში მას ეწოდებოდა“Zunftzwang”-ამქრული
იძულება. ბევრი ქალაქისათვის ამქრებისადმი მიკუთვნება ხელობის დაწყებისათვის
სავალდებულო პირობას წარმოადგენდა.
საკუთრივ ამქრები პროფესიის მიხედვით იყოფოდნენ და გამყოფი ნიშნები
ეფუძნებოდა არა წარმოების ხასიათს, არამედ გამოშვებულ პროდუქციას, რომელიც
ფუნქციის მიხედვით განსხვავდებოდა. ასე მაგალითად, ტექნოლოგიურადერთნაირად
დამზადებული საყოფაცხოვრებო დანა და ხანჯალი სხვადსასხვა ამქრის წევრების მიერ
იწარმოებოდა. შესაბამისად, არსებობდა მედანეების ამქარი და მესაჭურვლეთა ამქარი.
ამრიგად, ამქრების აღმოცენების მიზეზი მჭიდროდაა დაკავშირებული მათ
ფუნქციებთან.
ამქართა ორგანიზაციის ფუნქციები.ამქრების ძირითად ფუნქციას მოცემული სახის
ხელობაზე მონოპოლიის დამყარება წარმოადგენდა. ასევე ერთ–ერთ მნიშვნელოვან
ფუნქციად ოსტატებს, ქარგლებსა და მოწაფეებს შორის ურთიერთობის რეგულირება
მიიჩნეოდა. ამქრული იერარქიის კიბეზე ოსტატი, ქარგალი და მოწაფე სხვადასხვა
საფეხურზე იდგნენ. ქვედა ორი საფეხურის გავლა სავალდებულო იყო იმათთვის, ვისაც
ამქრის წევრად გახდომა სურდა. მოწაფეს მომავალში შეეძლო ქარგალი გამხდარიყო,
ხოლო ქარგალი–ოსტატი.
შუა საუკუნეების ამქარი–ეს არის არა მწარმოებელთა, არამედ ადამიანთა დასი. ამიტომ
ამქრების მნიშვნელოვანი ამოცანა იყო არა მხოლოდ წარმოებითი, არამედ ადამიანური
ურთიერთობების რეგულირება. სიტყვა „ამქარი“ მომდინარეობს გერმანული სიტყვა
“Zeche”-საგან, რაც ნიშნავს „ნადიმს“,ე.ი. ნაწარმოებია ცნება „ნადიმისაგან“; ასეთივე
წარმომავლობისაა სიტყვა „გილდია“, რომელიც ვაჭართა საზოგადოებას აერთანებდა. შუა
საუკუნეებში სიტყვა „ნადიმის“ აზრი არა კერძო გართობას გულისხმობდა, არამედ
პიროვნებათა შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა იყო. ე.ი. იგი
წაერმოადგენდა სოციალური კომუნიკაციის აქტს და მმართველობისა და
თვითმმართველობის სისტემის ელემენტის სახედ ითვლებოდა.
ამქრები არა ყველგან, მაგრამ იქ, სადაც კომუნებში ოფიციალურიმდგომარეობა ეკავათ,
საქალაქო თვითმმართველობის ერთეულებს წარმოადგენდნენ. ამქრებისაგან შედგებოდა
ქალაქის ლაშქარი. მაგრამ ამქრების ცენტრალურ ფუნქციას შეადგენდა–თავისი წევრების

19
არა მხოლოდ წესიერი ეკონომიკური, არამედ ყოფითი ცხოვრების უზრუნველყოფა:
ამქრის ხელმძღვანელობა თვალს ადევნებდა თავისი წევრების კეთილზნეობას,
განსაკუთრებით ქარგლების, ითხოვდა შეუბღალავ რეპუტაციას, აკვირდებოდა
საქორწინო კავშირებს, გართობებს, ტანსაცმელსა და მორთულობებს, მათ მეუღლეებსა და
მის მეგობრებს.
ამქარი მკაცრად უწევდა რეგლამენტაციას წარმოებას: თითოეული ოსტატის
ნახელავის ხარისხსა და რაოდენობას. უხარისხო და ცუდი პროდუქცია დაღს ასვამდა
ამქრის სახელს. ამიტომ ასეთი პროდუქციის მწარმოებელს აჯარიმებდნენ,
გამორიცხავდნენ კორპორაციიდან და შემარცხვენლებს სჯიდნენ კიდევაც. ცნობილია,
რომ ებრაელებს აეკრძალათ აბრეშუმის ხამი ძაფის შესყიდვა, ე.ი. მასალის ხარისხიანობა
მდგომარეობდა რელიგიის ვარგისიანობაში.
აღიკვეთებოდა არა მხოლოდ მცირე რაოდენობით საქონლის დამზადება, არამედ
მეტად მაღალი ხარისხის საქონლის ოდენობაც, ვინაიდან მოცულობასა და ხარისხში
განსხვავებებს შეეძლო ის მოეტანა, რომ რომელიმე პროდუქციის დაბალი
თვითღირებულების გამო მას უფრო მეტი შეიძენდა, რაც ერთს, მეორეზე უფრო
მდიდარს გახდიდა. ეს კი საზოგადოებაში ფენებად დაშლასა და კონფლიქტებს
გამოიწვევდა. ამიტომ შეზღუდული იყო სამუშაო ხელის,ე.ი. ქარგლებისა და მოწაფეების
რიცხვი, სამუშაო დღის ხანგრძლივობა და ა.შ. ამქრის წესების დარღვევა ამქრის საერთო
კრებაზე განიხილებოდა, რომელიც ნაწილობრივ სასამართლო ინსტანციას
წარმოადგენდა.
ამქრის სალარო, რომელშიც ხელოსნები საკუთარი შემოსავლის ნაწილს რიცხავდნენ,
განკუთვნილი იყო ამქრის ღარიბი წევრების, მათი ქვრივებისა და ობლებისათვის.
ამქარში ასევე იყო ურთიერთდახმარების ორგანიზაცია, რომელიც ავადმყოფობის ანდა
მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში, მხარს უჭერდა ოსტატებსა და მათი ოჯახის
წევრებს. ამქრის შიგნით იძულებითი გათანაბრება სხვადასხვა ამქრების უთანაბრობას
ერწყმოდა. საქმე არა მხოლოდ იმაში იყო, რომ სხვა ამქრები–მაგალითად იუველირთა,
უფრო მდიდარი იყო, ვთქვათ მებარგულებზე ანდა მაგალითად მჩუქურთმეთა ამქარზე,
რომელთაც უფრო მეტი ცოდნა სჭირდებოდათ, ვიდრე სხვა, მაგალითად მეჭონეებს. აქ,
როგორც ერთის, ასევე მეორის ხასიათი და საქმიანობის „პატივი“ ასრულებდა მთავარ
როლს: მაგალითად, ექიმები,რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდნენ უფრო მეტ
პატივში იყვნენ, ვიდრე ყასბები,რომლებიც პირუტყვს სიცოცხლეს ართმევდნენ.
პრაქტიკულად, შუა საუკუნეების დროის ნებისმიერ მოვლენას–სახელმწიფოსა და
წოდებებს, ავადმყოფობასა და სტიქიურ უბედურობებს, ცოდვასა და მადლს–ჰყავდა
თავისი წმინდანი, რომელიც ამ ფენომენზე აგებდა „პასუხს“ და მათ იცავდა. თავისი
ზეციური პატრონი ჰყავდა თითოეულ ხელობასა და თითოეულ ამქარს. ამ წმინდანის
თაყვანისმცემლები ერთიანდებოდნენ ამქრულ ორგანიზაციაში–„ძმობაში“. ამ
უკანასკნელთა ვალდებულებაში შედიოდა თანაწევრების მიმართ ქველმოქმედება, მათ
რიცხვში გარდაცვლილი წევრის ღირსეული დაკრძალვა და განსვენებულისადმი პატივი,
წმინდანის სახელზე ეკლესიებისა და სამლოცველოების აგება, ამქართა დღესასწაულის
ორგანიზაცია. ამდენად, ამქარი თავისებურ საკულტო ორგანიზაციასაც წარმოადგენდა.

20
ფეოდალური სენიორების, ხოლო შემდეგ პატრიციატთა ბატონობის წინააღმდეგ
ბრძოლაში ამქრები აერთიანებდნენ მოქალაქეებს. ამქარი მონაწილეობდა ქალაქის
დაცვაში და გამოჰყავდა ცალკეული მებრძოლი რაზმები. ომის შემთხვევაში იგი
გამოდიოდა, როგორც ცალკეული საბრძოლო ერთეული; ჰქონდა თავისი დროშა და
ნიშანი, რომელსაც ატარებდნენ დღესასწაულებისა და ბრძოლების დროს.
ამქარს ჰყავდა თავისი არჩევითი მეთაური, რომელსაც ჩვეულებრივ „მაგისტრს“ ანდა
„მამასახლისს“ უწოდებდნენ, რომელიც მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა. მათ ჰყავდათ
ზედამხედველები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ამქრის წევრებს, რათა მათ
მუშაობის დროს წესრიგი არ დაერღვიათ. ჰქონდათ საკუთარი წესდება, რომელსაც
ოსტატთა საერთო კრებაზე იღებდნენ. ამქარი პერიოდულად იკრიბებოდა ყრილობაზე,
რომელზეც ყველა მნიშვნელოვანი საქმე წყდებოდა. ეს ყრილობები ხშირად
მთავრდებოდა ნადიმით.
ამქრული რეგლამენტაცია.ამქრის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საკუთარი
ნაკეთობები უპრობლემოდ გაეყიდათ. ამიტომ ამქარი სპეციალურად არჩეული
თანამდებობის პირის მეშვეობით მკაცრად ახდენდა წარმოების რეგლამენტაციას: თვალს
ადევნებდა, რომ თითოეულ ოსტატს გარკვეული სახისა და მაღალი ხარისხის
პროდუქცია გამოეშვა. მაგალითად, ამქარი ადგენდა დამზადებული ქსოვილის ძაფების
რაოდენობას, სიგანესა და ფერს. ასევე მის დასამზადებლად რომელი ნედლეული და
ინსტრუმენტები გამოეყენებინათ და ა.შ. ამის დასადასტურებლად მოვიტანთ ლონდონის
ხელოსანთა გილდიის რეგლამენტს. ასე რომ, „ჩვეულებათა წიგნი“ შეიცავს წესებს,
რომელიც არეგულირებდა ლონდონის ფეიქართა მიერ დამზადებული გარკვეული
ქსოვილის რიგს: „IX. თუკი ქსოვილში,რომელიც გამიზნულია გასაყიდად და მასში
აღმოჩნდება დაუმუშავებელი, უხეში ნართის თვალი, მაშინ მერი მიიღებს ნახევარ
მარკას,როგორც დარღვეული წესის ჯარიმას“; „XI. თუკი აღმოჩნდება ქსოვილი, რომელიც
გამიზნულია გასაყიდად და ნართის ძირები შეღებილია ენდროსაგან, ხოლო მისაქსელი–
ვაიდათი (ერთგვარი საღებავი მცენარე), მერი ასევე მიიღებს ნახევარ მარკას, როგორც
ჯარიმას წესის დარღვევისათვის“; „XXIV. უნდა დაწესდეს კონტროლი ქსოვილებზე, რათა
იგი დამზადდეს კარგად და კეთილსინდისიერად, როცა იგი ფეიქრის ხელიდან გამოდის.
განზრახულია, რომ ქსოვილებისადმი სხვა მეტი მოთხოვნები არ უნდა იქნეს
წამოყენებული, თუკი ეს დამკვეთსა და ფეიქარს შორის შეთანხმებულია;
განზრახულია,რომ ქსოვილი კეთილსინდისიერად იქნება გაკეთებული“.
წარმოების რეგლამენტაცია სხვა მიზნებსაც ემსახურებოდა, კერძოდ: ამქრის წევრთა
წარმოებას წვრილი ხასიათი შეენარჩუნებინა, რათა რომელიმე მათგანს, ბევრი
პროდუქციის გამოშვებითა და გაიაფებით, მეორე ოსტატი არ გაეძევებინა ბაზრიდან. ამ
მიზნით ამქართა წესდებები ადგენდა ქარგლებისა და მოწაფეების რაოდენობას. წესდება
კრძალავდა ღამით და დღესასწაულებზე მუშაობას, განსაზღვრავდა თითოეულ
სახელოსნოში დაზგებისა და ნედლეულის რიცხვს, არეგულირებდა ხელოსნური
ნაკეთობების ფასებს და ა.შ.
მოქალაქეთა ახალი ფენის გაჩენა.მოქალაქეების სენიორებთან ბრძოლისა და
ფეოდალური ევროპის ქალაქებს შიგნით სოციალური კონფლიქტების პროცესში

21
ჩამოყალიბება დაიწყო მოქალაქეთა განსაკუთრებულმა წოდებამ. იგი დაკავშირებული
იყო სავაჭრო–სახელოსნო საქმიანობასთან. ამ წოდების წარმომადგენლები
სარგებლობდნენ პრივილეგიებით და ფლობდნენ სრულუფლებიანი მოქალაქის
სტატუსს. ჩვეულებრივ, საქალაქო წოდება გაიგივებული იყო „ბიურგერობის“ ცნებასთან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში თავდაპირველად „ბიურგერი“
(გერმ. „ბურგი“– ქალაქი) ქალაქის ყველა მცხოვრებს აღნიშნავდა. თავისი სოციალური
მდგომარეობით ქალაქის წოდება არ იყო ერთგვარი. ამ წოდებაში შედიოდა პატრიციატი,
რომელიც თავის მხრივ შედგებოდა შეძლებული ვაჭრების, ხელოსნების, სახლის
მფლობელების, რიგითი მშრომელებისა და ქალაქის პლებსის ფენებისაგან.
თანდათანობით ტერმინმა „ბიურგერმა“ მნიშვნელობა შეიცვალა. უკვე XII-XIII
საუკუნეებში იგი გამოიყენებოდა მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქის
აღსანიშნავად.მათ რიგებში მოხვედრა არ შეეძლოთ დაბალი წოდების იმ
წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოშორებულნი იყვნენ ქალაქის მმართველობისაგან.
XIV-XV საუკუნეებში ამ ტერმინით აღნიშნავდნენ მოქალაქეთა შეძლებულ ფენას,
რომელთა რიგებიდან აღმოცენდა ბურჟუაზიის პირველი ელემენტები.
ფეოდალური საზოგადოების სოციალ–პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალაქების
მოსახლეობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. შუა საუკუნეების ქალაქების
მცხოვრებლები ჩამოყალიბდნენ, როგორც განსაკუთრებული წოდება. მათი გათიშულობა
ქალაქის შიგნით კორპორატიული წყობის გაბატონებით ძლიერდებოდა.
ქალაქების ბრძოლამ სენიორებთან ბევრ შემთხვევაში ის გამოიწვია, რომ საქალაქო
მმართველობა მოქალაქეთა ხელში გადავიდა, მაგრამ მათ შორის უკვე სოციალურ
ფენებად დაშლა მიმდინარეობდა. მაღალ, პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდა
ვიწრო ჯგუფი–ქალაქის მემკვიდრეობითი არისტოკრატია (პატრიციატი). ქალაქის
საბჭოს, მერს (ბურგომისტრს), სასამართლო კოლეგიას ირჩევდნენ მხოლოდ
პატრიციებისა და მათ მიერ დაყენებული პირების რიცხვიდან. ქალაქის ადმინისტრაცია,
სასამართლო და ფინანსები, მშენებლობა ხელთ ეპყრა ქალაქის სათავეში მდგომებს.
ყოველივე ამას ისინი იყენებდნენ საკუთარი და ქალაქის ვაჭარ–ხელოსნური
მოსახლეობის ინტერესებში. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა და
მტკიცდებოდა ამქრების მნიშვნელობა, ხელოსნები და წვრილი ვაჭრები
ძალაუფლებისათვის ებრძოდნენ პატრიციატს. მათ ემხრობოდნენ დაქირავებული მუშები
და ღარიბი ადამიანები. XI-XV საუკუნეებში ეს ბრძოლა, რომელსაც ე.წ. „ამქარული
რევოლუცია“ ეწოდება, შუა საუკუნეების ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გაჩაღდა და
მწვავე, შეიარაღებული ხასიათიც კი მიიღო.
ქალაქთა ერთ რიცხვში, სადაც მაღალგანვითარებული სახელოსნო წარმოება
არსებობდა, პატრიციატი იძულებული გახდა, რომ თავისი ძალაუფლება ამქრების
სათავეში მდგომთა შორის გაენაწილებინა. მეორეთა რიცხვში კი პატრიციატმა საკუთარი
ძალაუფლება შეინარჩუნა (ჰანზას ქალაქები გერმანიაში, სავაჭრო რესპუბლიკები
იტალიაში). იქ კი, სადაც ამქრებმა გაიმარჯვეს, შეძლებულ ამქართა მესვეურები
პატრიციატის ერთ ნაწილთან გაერთიანდნენ. აქ ახალი მმართველობა მდიდარი
მოქალაქის ინტერესებში მოქმედებდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქის ბიურგერობის

22
ბრძოლა პატრიციატთან იმ დროისათვის პროგრესულ ხასიათს ატარებდა, რადგან იგი
ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.
სოციალური წინააღმდეგობების გამწვავების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის ფენებმა
ღიად დაიწყეს ბრძოლა ქალაქის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელშიც
პატრიციატთან ერთად ამქართა მესვეურებიც შედიოდნენ. XIV-XV საუკუნეებში
დასავლეთ ევროპის რიგ ქალაქებში (ფლორენცია, სიენა და სხვ.) ქალაქის მოსახლეობის
ღარიბი ფენა აჯანყდა ოლიგარქიისა და ამქართა მესვეურების წინააღმდეგ. სოციალურ
ბრძოლაში შეიძლება სამი ეტაპი განვასხვაოთ. თავიდან მოქალაქეთა ყველა მასა
იბრძოდა ფეოდალ–სენიორების წინააღმდეგ, რათა მათი ხელისუფლებისაგან
ქალაქებიგაეთავისუფლებინათ. შემდეგ ამქრებმა ბრძოლა დაიწყეს ქალაქის
პატრიციატთან. მოგვიანებით, ქალაქის ღარიბობამ ბრძოლა გააჩაღა მდიდარი
ოსტატებისა და ვაჭრების, ქალაქის ოლიგარქიის წინააღმდეგ.
ქალაქის ვაჭრობის ორგანიზაცია და სახეები.კრედიტი და საბანკო ფუნქციები.სოფლის
მეურნეობაში პროგრესმმა, ქალაქის ხელოსნობის განვითარებაში წარმატებებმა
დასავლეთ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის მყარი საბაზრო კავშირები შექმნა.
ეს პროცესი გამოიხატა ქალაქსა და მის გარემო მდებარე სოფლებს შორის ვაჭრობის
განვითარებაში. ამის ორგანიზაციულ ფორმას ქალაქის ბაზრები და სოფლის იარმარკები
წარმოადგენდა. ასევე ვაჭრობა მიმდინარეობდა ცალკეულ ადგილებს შორის მხარეების
იარმარკებზე. გზებსა და ბაზრებზე ურთიერთდაცვის, ასევე ერთმანეთს შორის
კონკურენციის აღკვეთის მიზნით ვაჭრები გილდიებშიერთიანდებოდნენ. მათ შორის
ყველაზე ძლიერი გაერთიანება იყო მაუდით მოვაჭრეებისა, რომელთაც ამ საქონელზე
ვაჭრობა მონოპოლიზებული ჰქონდათ. არსებობდა წვრილმანებზე მოვაჭრეთა
გილდიები, რომლებიც ყოველდღიური მოთხოვნილების საგნებით ვაჭრობდნენ.
XI-XV საუკუნეებში ყველაზე დიდი გაქანება მიიღო საგარეო ვაჭრობამ, რომელიც ორი
მიმართულებით მიმდინარეობდა. პირველი–ვაჭრობა აღმოსავლეთთან, რომელსაც
იტალიის ქალაქები, პირველ რიგში, გენუა და ვენეცია ეწეოდნენ. ამ ქალაქების ვაჭრები
ჯვაროსნებს აძლევდნენ ხომალდებს, რაც მათ აღმოსავლეთის ნავსადგურებში
თავისუფლად შესვლის საშუალებას აძლევდა. ისინი ამ რეგიონის ქალაქებში საკუთარ
ფაქტორიებს აარსებდნენ და სხვადასხვა პრივილეგიებს იღებდნენ. მაგალითად, ვენეციამ
საბერძნეთის ყველა ქალაქთან უბაჟო ვაჭრობის უფლება მოიპოვა. იტალიელმა ვაჭრებმა
აღმოსავლეთთან ვაჭრობაში მონოპოლია მოიპოვეს და საკმაოდ დიდ შემოსავლებს
იღებდნენ. მათმა სავაჭრო მოგებამ 25–40%–ს მიაღწია. დასავლეთ ევროპაში გაჰქონდათ
ფუფუნების საგნები და სანელებელი, რომელთა მომხმარებლები იყვნენ მაღალი
თავადაზნაურობის, სამღვდელოებისა და ქალაქების წარმომადგენლები. რამდენადაც ამ
რეგიონებიდან ხე–ტყის, ლითონის, იარაღის, მარცვლეულის, ფისის, კუპრის,
ხომალდების გატანა ვატიკანის მიერ აკრძალული იყო, ევროპიდან აღმოსავლეთში
გაედინებოდა ოქრო და ვერცხლი.
საზღვაო ვაჭრობის მეორე მიმართულებას ჩრდილოეთის გზა წარმოადგენდა. იგი
ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის გავლით აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას
აერთიანებდა. ეს ვაჭრობა მონოპოლიზებული ჰქონდა XIII საუკუნეში ძალამოცემულ

23
ჩრდილო გერმანელ ვაჭართა კავშირს, რომელიც ჰანზას სახელითაა ცნობილი. მასში 60–
დან 170–მდე ევროპული ქალაქი შედიოდა. საქონელმიმოცვლის სტრუქტურა
(მარცვლეული, პირუტყვი, ხე–ტყე, ტყავი, სელი, ცვილი, ბეწვი, ლითონის ნაკეთობები,
შალეული) მოწმობდა იმაზე, რომ ეს ვაჭრობა „ემსახურებოდა“ ადგილობრივ
მწარმოებელთა და მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, თუმცა აქ ვაჭრობიდან მოგება
სულ 5–8 %–ს შედაგენდა. შედარებით დაბალი მოგების კონპენსაციას
საქონელმიმოცვლის მოცულობა და არსებითად დაბალი რისკი ახდენდა.
ჩრდილოეთი და სამხრეთი გზების გადაკვეთაზე ეწყობოდა იარმარკები, სადაც თავს
იყრიდა აღმოსავლური და დასავლური საქონელი. მეტად ცნობილი და მნიშვნელოვანი
იარმარკები იყო საფრანგეთსა (შამპანის საგრაფო) და ფლანდრიაში. აქ იტალიელი
ვაჭრები ვაჭრობდნენ აღმოსავლური საქონლით, ფრანგები–ღვინითა და
მაუდით,გერმანელები–ბეწვეულით, ლითონით,სელის ქსოვილებით, ინგლისელები–
შალით, ტყვიითა და კალით. მსგავსი ტიპის საერთაშორისო იარმარკები სასაქონლო
ბირჟის გაჩენის საფუძველი გახდა. მასიურად შენაცვლებადი საქონლის წარმოების
მასშტაბებმა, რომელთა გაყიდვა შეიძლებოდა სტანდარტებისა და ნიმუშების მიხედვით,
ნაციონალურ ბაზრებსა და ქვეყნებს შორის საქონლის მზარდმა რეგულარულმა გაცვლამ
აუცილებელი გახადა ასეთი საქონლის საბითუმო ბაზრის ანუ ბირჟის შექმნა. პირველი
ასეთი ბირჟა 1406 წელს აღმოცენდა ჰოლანდიის ქალაქ ბრიუგეში. გვიან ასეთი
სასაქონლო ბირჟები შეიქმნა ვენეციაში, გენუასა და ფლორენციაში.
სავაჭრო გარიგებების სწორად უზრუნველყოფის მიზნით, იტალიაში XII საუკუნეში
დაიწყეს მძიმე ვერცხლის მონეტის (წონით 20 გრამზე მეტი) მოჭრა, რომელსაც გროსსო
(იტ.„grosso“– „დიდი“) ეწოდებოდა. სანამ ამ მონეტის მოჭრა იტალიელი ფულის მჭრელთა
ხელში იყო, იგი სრულფასოვანი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ამ მონეტების მოჭრა
იტალიის ფარგლებს გარეთ გავრცელდა, მან გაუფასურება დაიწყო. მიმოქცევაში
სრულფასოვანი საშუალებების აუცილებლობამ განაპირობა XIII საუკუნეში ოქროს
მონეტების მოჭრა, რომელსაც ზოგადი სახელი „გოლდენი“ ეწოდებოდა (იწონიდა 3,25
გრამს). ჰოლანდიაში მსგავს მონეტებს „გულდენს“ უწოდებდნენ (ქართულ ენაზეც
„გულდენი“–ა), ფლორენციაში–„ფლორინს“, საფრანგეთში–„ეკიუს, ინგლისში–“სოვერეს“,
ვენეციაში–„დუკატს“ და ა.შ.
XV საუკუნეში გერმანიაში ახალი ვერცხლის საბადოს (იოახიმსტალში, [ბარნიმი]–
ბრანდენბურგის მიწაზე) აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ცნობილი გერმანული
ტალერისმოჭრა, რომელიც 30 გრამამდე იწონიდა. ეს მონეტაც მალევე გაუფასურდა.
საკრედიტო სისტემის დამყარება იმაში გამოიხატა, რომ გაზრდილი
საქონელმიმოცვლის პირობებში, როცა საგარეო ბაზრებზე სხვადასხვა მონეტები
არსებობდა, ფულის დახურდავება მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ. მათ
ეწოდებოდათ ბანკირი (იტ. „Banco”– სკამი, მაგიდა,სადაც ლომბარდიაში ფულის
გადამხურდავებელი იჯდა). პირველად ბანკირები XII საუკუნეში გამოჩნდნენ იტალიაში.
ფულის გადახურდავების ტექნიკა (ე.ი. ფინანსური და სავაჭრო გარიგებები) მარტივი
იყო: ჯერ ხდებოდა ერთი მონეტის მეორეზე გაცვლა, შემდეგ ნაღდი მონეტის გაცვლა
უნაღდოზე (ფასიანი ქაღალდი ანუ ვექსელი). ეს უკანასკნელი გახდა საქონელი, რომლის

24
ფასი განისაზღვრებოდა იმ ნაღდი ფულით,რომელზეც იგი იცვლებოდა. გარიგება
წერილობით ფორმდებოდა, რომელსაც ნოტარიუსი ამოწმებდა. შუა საუკუნეების
ევროპაში ამ სახის ოპერაციებს იტალიელები ასრულებდნენ. მსოფლიოს ყველა სავაჭრო
ცენტრში (ასევე ძალზე შორ ადგილებშიც) იტალიელ ვაჭართა კოლონიები
არსებობდა,რომელთა ნაწილში წარმოდგენილნი იყვნენ ბანკირები. მსხვილ ბანკირებს
ყველგან საკუთარი კონტორები ჰქონდათ.
შამპანის იარმარკაზე აქტიურად მონაწილე იტალიელმა ბანკირებმა სრულყვეს
სავექსელო საქმე და პტაქტიკაში შემოიღეს ორმაგი ბუხჰალტერიის მეთოდი (XIV
საუკუნიდან). კერძოდ, საბუხჰალტრო წიგნის მიხედვით უნაღდო ფულადი თანხის
გადატანა გადამხდელის ფურცელზე ხდებოდა იარმარკაზე სავაჭრო ოპერაციის
დასრულების შემდეგ, ვაჭარი ანაღდებდა მხოლოდ განსხვავებას. თანდათანობით
ბანკირთა ოპერაციები გაფართოვდა: ისინი ფულს შესანახად იღებდნენ, რისთვისაც
პროცენტებს იხდიდნენ და ფულს სესხად იძლეოდნენ.
იტალიისა და გერმანიის სავაჭრო სახლებმა (მედიჩები, ფუგერები და სხვ.) თავიანთი
საქმიანობის სფერო გააფართოვეს: მაუდის წარმოების ორგანიზაციისა და ამ საქონლით
ვაჭრობასთან ერთად მათ საბანკო ოპერაციებსაც მოჰკიდეს ხელი. ამ პერიოდში
დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში შინა ომები დაიწყო. მისი წარმოება დიდძალ
სახსრებს მოითხოვდა. ამიტომ მეფეები დიდ სესხებს მიმართავდნენ,რომელსაც,
უწინარეს ყოვლისა, იტალიის ქალაქების სავაჭრო სახლები იძლეოდნენ.
იმ ობიექტურმა მიზეზებმა, როგორიცაა შიდა ბაზრის ზრდა, ქვეყნის შიგნით
ცალკეულ მხარეებს შორის ეკონომიკური კავშირები, ქალაქების აღმოცენება და
განვითარება, ახალი სოციალური ფენების გაჩენა და სუბიექტურმა ფაქტორებმა, რომ
მეფეები მიისწრაფვოდნენ უჯრედებად დაშლილი საზოგადოება შეეკავშირებინათ–
დასავლეთ ევროპაში პოლიტიკური ცენტრალიზაციის პროცესს დაუდო სათავე.
წოდებრივ–წარმომადგენლობითი მონარქიის ჩამოყალიბება.XIII-XIV სს. ევროპაში
სახელმწიფო წყობის გბატონებულ ფორმას წოდებრივ–წარმომადგენლობითო მონარქია
წარმოადგენდა. დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში მან შეცვალა ფეოდალური
დაქუცმაცებულობა, რომლის დროსაც სენიორულ–ვასალურ ურთიერთობებში მონარქი
განიხილებოდა, როგორც უზენაესი სუზერენი. მეფისათვის სახელმწიფოს განმტკიცების
პროცესი ნიშნავდა: 1) მსხვილი ფეოდალების სეპარატიზმთან ბრძოლას; 2)
ბიუროკრატიული აპარატის შექმნას; 3) საგადასდახადო სისტემებს; 4) მუდმივ ჯარს.
ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იყო საიმედო სოციალური ბაზის გარეშე. ასეთ
ბაზას ქმნიდნენ მოსახლეობის ის ფართო ფენები, რომლებიც წოდებებში იურიდიული
სტატუსის შესაბამისად ორგანიზებელნი იყვნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, წოდებრივ–
წარმომადგენლობითი ორგანოები სამეფო ხელისუფლების, წვრილი და საშუალო
თავადაზნაურობისა და მოქალაქეების ურთიერთდაინტერესების შედეგად წარმოიქმნენ.
ევროპაში ყველაზე ადრეულ წოდებრივ–წარმომადგენლობით ორგანოდ ითვლება
ლეონ–კასტილიის სამეფოს კორტესები. XIII-XIV სს. კორტესები იკრიბებოდა პირენეს
სხვა სახელმწიფოებში, უწინარეს ყოვლისა, არაგონსა და პორტუგალიაში. XIII საუკუნის
მეორე ნახევარში (1265 წ.) აღმოცენდა ინგლისის პარლამენტი. XIV საუკუნის დასაწყისში

25
(1302 წ.) გენერალური შტატები გაჩნდა საფრანგეთში. XIV-XV სს. გერმანიაში ლანდტაგები
და რაიხსტაგი შეიქმნა, პოლონეთში–სეიმი.
ინგლისის პარლამენტი–ერთ–ერთი პირველი წოდებრივ–წარმომადგენლობითი
ორგანოა დასავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე სიცოცხლის
უნარიანი აღმოჩნდა. იგი ინგლისის მეფე ჰენრი III–სთან ბარონების, რაინდებისა და
მოქალაქეების კონფლიქტის პირობებში აღმოცენდა, რომელსაც 1262–1267 წწ.
სამოქალაქო ომი მოჰყვა. 1265 წელს ბარონ სიმონ დე მონფორის ინიციატივით მოიხმეს
კრება, რომელზეც, დიდებულთა გვერდით, მოიწვიეს 2–2 რაინდი და 2–2
წარმომადგენელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქებიდან. სწორედ ეს მოვლენა ითვლება
ინგლისში პარლამენტის აღმოცენებად. ახალმა მეფემ ედუარდ I–მა (1272–1307 წწ.)
საჭიროდ ჩათვალა პარლამენტის შენარჩუნება, რადგან მასში თავისი მიზნების
მისაღწევად ხელსაყრელ იარაღს ხედავდა. ახალმა სახელმწიფო სტრუქტურამ მეფეს
საშუალება მისცა, რომ შედარებით ფართო მოსახლეობისაგან მხარდაჭერა ჰქონოდა და
ფულადი სუბსიდიები მიეღო. ამის გაკეთება არ მიმდინარეობდა ქვეშევრდომებისადმი
თვითნებობის გზით, არამედ მათი თანხმობით ხდებოდა, რამაც პორაქტიკაში განამტკიცა
პრინციპი: „ის, რაც ყველას ეხება, ყველამ უნდა მოიწონოს“. ქვეშევრდომები მეფის
მოთხოვნების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, იღებდნენ იმის შესაძლებლობას, რომ მათი
პრეტენზიებიც შესმენილი იქნებოდა.
მოწესრიგებული პარლამენტის საწყისად ითვლება 1295 წლის სესია, როცა ედუარდ I-
მა მოიწვია ე.წ. „სანიმუშო პარლამენტი“. იგი მთელი შუა საუკუნეების ისტორიის
მანძილზე ყველაზე წარმომადგენლობითი იყო. ამ მომენტიდან პარლამენტმა
განსაკუთრებული სტატუსი და რწმუნებები შეიძინა.
XIV საუკუნის შუა ხანებისათვის პარლამენტი ორ პალატად–ზედა და ქვედა პალატად
იყოფოდა. შესაბამისად, ზედა პალატას წარმოადგენდა ლორდთა პალატა (the House of
Lords), ხოლო ქვედას–თემთა პალატა ( the House of Commons). ლორდთა პალატაში
წარმოდგენილნი იყვნენ საერო და სასულიერო არისტოკრატიის წარმომადგენლები,
რომლებიც დიდ სამეფო საბჭოში შედიოდნენ. მათ ეგზავნებოდათ პირადი მოსაწვევი
მეფის ხელმოწერით. თეორიულად მონარქს შეეძლო არ მოეწვია ესა თუ ის მაგნატი,
მაგრამ XV საუკუნისათვის ასეთი შემთხვევა იშვიათობას წარმოადგენდა. ინგლისში
ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის სისტემა ლორდს, რომელმაც ერთხელ
მიიღო მოწვევა, აძლევდა საფუძველს, რომ თავი ზედა პალატის მუდმივ
წარმომადგენლად მიეჩნია. ლორდთა რიცხვი დიდი არ იყო. თუ სესიაზე მოწვეული
ყველა ლორდი თავს მოიყრიდა, XIV-XV საუკუნეში მათი რიცხვი იშვიათად 100 არ
აღემატებოდა. ლორდთა პალატის სხდომები ვესტმინსტერის სასახლის თეთრ დარბაზში
მიმდინარეობდა.
თემთა პალატა სხვანაირი იყო. როგორც პარლამენტის ცალკე სტრუქტურა, იგი
თანდათანობით ჩამოყალიბდა XIV საუკუნის მეორე ნახევარში. ქვედა პალატის
სახელწოდება მომდინარეობს ცნება თემიდან (“Commones”) ამავე საუკუნეში იგი
აღნიშნავდა განსაკუთრებულ სოციალურ ჯგუფს, რაღაც „საშუალო“ წოდებას, რომელშიც
რაინდობა და მოქალაქეთა მესვეურები შედიოდნენ. ე.ი „თემებს“ უწოდებდნენ

26
თავისუფალი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც სრული თავისუფლება ჰქონდათ და
„კეთილი“ სახელით სარგებლობდნენ. ამ „საშუალო“ წოდებამ თანდათან მიიღო
ამომრჩევლისა და არჩეულის უფლება პარლამენტის ქვედა პალატაში.ლორდებისა და
მეფის მიმართაც კი მათ პოზიციებს განსაზღვრავდა საკუთარი მნიშვნელობის
გაცნობიერება.
XIV საუკუნის ბოლოს შეიქმნა სპიკერის თანამდებობა, რომელსაც დეპუტატები
ირჩევდნენ თავისი რიგებიდან და წარმოადგენდა პალატას ლორდებთან და მეფესთან
მოლაპარაკებების დროს. ეს ფიგურა გაჩნდა ქვედა პალატაში,რომელიც,უწინარეს
ყოვლისა, იყო კრება,ე.ი.კოლექტიური ორგანიზაცია. ქვედა პალატას ადგილებზე
ირჩევდნენ: 2 რაინდი ყოველი საგრაფოდან და 2 წარმომადგენელი მეტად
მნიშვნელოვანი ქალაქიდან. დროთა განმავლობაში ასეთი ქალაქების რიცხვი იცვლებოდა
და შესაბამისად იცვლებოდა თემთა პალატის წევრთა რიცხვიც. XIV საუკუნის შუა
ხანებში საშუალოდ იგი 200 კაცს შეადგენდა.
ლორდებისაგან განსხვავებით, ქვედა პალატის წევრები ფულად კმაყოფაზე იყვნენ:
რაინდები საგრაფოდან–4 შილინგს, ხოლო მოქალაქეები–2 შილინგს იღებდნენ ყოველი
სესიის დღეს. XV საუკუნის დასაწყისიდან მათ ტრადიციულად უხდიდნენ ფულს. ქვედა
პალატა თავის სხდომებს ვესტმინსტერის სააბატოს კაპიტულში მართავდა. ორივე
პალატა ერთიანდებოდა მხოლოდ საზეიმო ცერემონიისა და პარლამენტის სესიის
გახსნის დროს. შეკრებილ პარლამენტართა წინაშე მეფე წარმოთქვამდა სიტყვას, ქვედა
პალატის წევრები უსმენდნენ მას ბარიერის მიღმა ფეხზე დამდგარნი.
თანდათანობით დადგინდა ადგილი, დრო და წესრიგი პარლამენტის სესიების
ჩატარებისა. 1330 წლიდან პარლამენტი წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა, ხშირად წლის
მანძილზე –4 ჯერაც. სხდომები საშუალოდ, გადაადგილების, დღესასწაულების და სხვა
შესვენებების გამოკლებით, საშუალოდ 2–დან 5 კვირამდე გრძელდებოდა. რამდენადაც
პარლამენტი მეფის მოწვევით იხსნებოდა, მისი მონაწილეები იმ ადგილას
იკრიბებოდნენ, სადაც მოცემულ მომენტში სამეფო კარი იმყოფებოდა. როგორც წესი, ეს
იყო ვესტმინსტერის სააბატო.
პარლამენტის დოკუმენტების, უწინარეს ყოვლისა, პალატათა ერთობლივი
სხდომების, ენა ფრანგული იყო. ზოგიერთი ჩანაწერი, ძირითადად სამსახურებრივი ანდა
საეკლესიო საქმეების, ლათინურ ენაზე წარმოებდა. პარლამენტში ზეპირი გამოსვლისას
ძირითადად ფრანგული ენით სარგებლობდნენ, მაგრამ 1363 წლიდან დეპუტატები
ხანდახან ინგლისურ ენაზეც გამოდიოდნენ.
XIV-XV სს. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა წარმოდგენა დეპუტატის სტატუსზე,
რომელიც ორივე პალატის წევრებს ეხებოდა.
ზოგადად, პარლამენტები გამოდიოდნენ, როგორც სათათბირო, საკანონმდებლო და
სასამართლო ორგანო. თანდათანობით პარლამენტებმა მიიღეს საკანონმდებლო ფუნქცია
და შეინიშნებოდა გარკვეული წინააღმდეგობები პარლამენტსა და მეფეებს შორის. ასე
რომ, მეფეს პარლამენტის სანქციის გარეშე არ შეეძლო დამატებითი გადასახადები
შემოეღო, თუმცა ფორმალურად მეფე პარლამენტზე მაღლა იდგა. სწოდედ ის იწვევდა და
შლიდა პარლამენტს.

27
კლასიკურ შუა საუკუნეებში პარლამენტები არ წარმოადგენდნენ მხოლოდ
ერთადერთ სიახლეს. საზოგადოებრივი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი შემადგენელი
ნაწილი პოლიტიკური პარტიებიგახდნენ. პირველად პარტიებმა ჩამოყალიბება იწყეს
იტალიაში (XIII ს.), ხოლო შემდეგ საფრანგეთში (XIV ს.). პოლიტიკური პარტიები
სასტიკად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მაშინ ამ წინააღმდეგობების მიზეზი
უფრო ფსიქოლოგიური იყო, ვიდრე ეკონომიკური. პრაქტიკულად ამ პერიოდში ევროპის
ყველა ქვეყანამ საშინელი გამხეთქილებები და სისხლიანი ომები გადაიტანა. მაგალითად
შეიძლება მოვიტანოთ XV საუკუნის ინგლისის ვარდების ომი. ამ ომის შედეგად
ინგლისმა თავისი მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი დაკარგა.

28
ლექცია №2

პაპობა და კათოლიკური ეკლესია XII-XV საუკუნეებში

პაპობის ძლიერების ზრდა ვორმსის კონკორდატის შემდეგ .ვორმსის კონკორდატმა (ლათ.


Pax Wormatiensis cum Calixtol//Pactum Calixtinum-1122 წლის 23 სექტემბერი) უმალვე
თვალნათელი გახადა, რომ მიღწეულ კომპრომისს არცერთი მხარე საბოლოო ინსტანციად არ
მიჩნევდა. პაპების მხრიდან ეს გამოიხატა გამონათქვამში, რომ იმპერატორ ჰაინრიხ V პაპის
წინაშე დათმობაზე წავიდა, ხოლო წმინდა პეტრეს მიმკვიდრე პაპმა კალიქსტუს II-მ პირადად
იმპერატორს დაუთმო, რადგან მისი მმართველობის შეზღუდვა არ სურდა. ასე რომ, ლატერანის
I კრებაზე (1123 წ.) კონკორდატის, მართალია, ტექსტი წაიკითხეს, მაგრამ იგი არ დაამტკიცეს. ეს
მაშინ, როცა გერმანიის რაიხსტაგმა იგი დაამტკიცა და კანონიერი ძალა მიანიჭა. (ლატერანის
კრება რიგით მე-9 დასავლური მსოფლიო კრება იყო, რომელსაც პაპი პირველად
ხელმძღვანელობდა). ის იურიდიული გაურკვევლობა, რომელიც კრებებთან დაკავშირებით
კარლოს დიდის დროიდან სამი საუკენე გრძელდებოდა, იმპერატორის ძალაუფლებაზე პაპის
უზენაესობით დამთავრდა. მარტივად რომ ვთქვათ, პაპმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

პაპის კურიამ თავისი გამარჯვება იზეიმა არა ვორმსში, არამედ 1125 წელს ჰაინრიხ V-ის
გარდაცვალების შემდეგ. ამით სალიკური (ფრანკონული) დინასტია შეწყდა. მაშინვე გაიმარჯვა
პარტიკულარიზმა და მასთან ერთად მეფის თავისუფლად არჩევის პრინციპმა. ჰაინრიხთან
ერთად დასამარდა ძველი გერმანიის იმპერია. მეფე ლოთარ III (1125-1137) გერმანიის მეფედ
პაპის ლეგატების თანდასწრებით აირჩიეს, ხოლო შემდეგ პაპმა დაამტკიცა.იმ დროს, როცა
ინგლისსა და საფრანგეთში ცენტრალური ხელისუფლება განმტკიცდა, გერმანიაში
საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობდა. ვორმსის კონკორდატის შემდეგ იმპერიამ ცალკე
სამთავროებად დაშლა დაიწყო.

აქვე საინტერესოა დავსვათ კითხვა: რა იყო ძირითადი მიზეზი პაპსა და იმპერატორს შორის
ბრძოლაში? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს: ფეოდალური
დაქუცმაცებულობისა და ნატურალური მეურნეობის დროს ადამიანთა ცნობიერებაში
ინტეგრაციის ცნობილი ელემენტი არსებობდა, რომელიც ერთიანობის თავდაპირველ აზრს
განსაზღვრავდა. იმპერიას ინტეგრაციის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ შეეძლო,
რადგან მას ამის პოლიტიკური და ორგანიზაციული განხორციელების ძალა არ შესწევდა.
ინტეგრაციის ძირითად ფაზას ყველაზე მეტად ეკლესია შეესაბამებოდა, რადგან მას შესატყვისი
იდეოლოგია და ორგანიზაცია გააჩნდა. ინტეგრაციის ფუნდამენტს დასავლეთ ევროპაში დიდი
ხანია კათოლიკობა წარმოადგენდა. ამ კოოპერაციის შიგნით იმპერატორსა და პაპს შორის
ბრძოლის საბაბი „შრომის დანაწილება“ და თანამშრომლობის საკითხი გახდა.

ინვესტიტურის ირგვლივ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, პაპები შეეცადნენ, რომ


რომის პონტიფექსის უზენაესობით Respublica Christiana (ქრისტიანული რესპუბლიკა)
შეექმნათ.(უკანასკნელი ბოლო ხელშეკრულება, რომელშიც ნახსენები იყოrespublica Christiana-

29
იყო 1714 წლის უტრეხტის ხელშეკრულება იყო). მსოფლიოს ქრისტიანული იმპერიას, პაპ
გრიგოლ VII-ისა და მისი მემკვიდრეების წარმოდგენით, მთელი კაცობრიობა უნდა მოეცვა. მის
ბირთვს ქრისტიან ხალხთა გაერთიანება შეადგენდა. ერთიანობის საფუძვლად საერთო რწმენა
და საერთო სულიერი მეთაური - პაპი გამოდიოდა. ცნება „ქრისტიანული სამყარო“
მნიშვნელოვანი იყო XVII საუკუნის ბოლომდე.

კლუნის მოძრაობამ და ინვესტიტურისათვის ბრძოლაში გამარჯვებამ პაპობის პოზიცია


გააძლიერა. ძალაუფლების სისრულესა და მის გარეგნულ ატრიბუტს გამოხატავდა: სახელი
„პაპი“ და მისი წოდება - Vicarius Christi (ქრისტეს ნაცვალი), რომელიც მხოლოდ რომის
ეპისკოპოსს ჰქონდა.პაპის ინტრონიზაცია მის კორონაციასთან იყო დაკავშირებული.
გრიგორიანელი მღვდლები მთელ ლათინურ ეკლესიაში რომაული ლიტურგიის შეტანას
შეეცადნენ.პროვინციებში ცენტრალურ გადაწყვეტილებებს პაპის ლეგატები ახორციელებდნენ.
მათ საგანგებო რწმუნებები ჰქონდათ. პაპები ახლა ეკლესიის საქმეებში გადამჭრელი ზომებით
ერეოდნენ. ურიცხვი მონასტრების განსაკუთრებული უფლებები პაპობის ავტორიტეტის
ამაღლებას ემსახურებოდა. არქიეპისკოპოსები ერთი მეორის მიყოლებით კარგავდნენ
პრივილეგიებს. პალიას (თეთრი ფართო შალის ლენტი) მისაღებად ეკლესიის იერარქები რომში
პაპს ერთგულების ფიცს აძლევდნენ.

პაპის კურიის სრულყოფა გრძელდებოდა. 1100 წლიდან პაპის ბულებში წინანდელი Ecclesia
Romana (რომის ეკლესია) – Curia Romana(რომის კურია)-თი შეიცვალა. კურია ორი
დაწესებულებისაგან შედგებოდა: პაპის კანცელარია, რომელსაც სათავეში კანცლერი-
კარდინალი ედგა და ფისკალური პალატა (Camera Thesauraria). ეს უკანასკნელი წმ. ტახტის
სამეურნეო საქმეებს უძღვებოდა, ხოლო შემდეგ პაპის სახელმწიფოს მართავდა.პაპის
სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს ლატერანის სასახლე წარმოადგენდა. პაპის
სახელმწიფოს ტერიტორია ადმინისტრაციულ ერთეულებად, პროვინციებად იყოფოდა,
რომლის სათავეში პაპის მიერ დანიშნული რექტორი იდგა. XII საუკუნიდან კურია სწრაფი
ტემპით იზრდებოდა.

1059 წლიდან პაპები პირველ რიგში თათბირობდნენ კარდინალებთან. ამასთანავე პაპის


საეკლესიო მმართველობა კურიის აპარატთან ერთად ეყრდნობოდა სათათბირო ორგანოს,
რომელიც კარდინალებს აერთიანებდა (სენატი, შემდეგ - კონსისტორია). XII საუკუნის
დასაწყისში კარდინალ-სუბდიაკვნების (კარდინალთა დაბალი ჩინი) ინსტიტუტმა არსებობა
შეწყვიტა.

ფრიდრიხ I ჰოჰენშტაუფენთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგები. ჰოჰენშტაუფენთა


დინასტიის (არსებობდა 1138-1254 წწ. სახელწოდება მომდინარეობს მათი ციხე–სიმაგრე
შტაუფენისაგან) პირველი წარმომადგენელი ფრიდრიხ I ბარბაროსა (სიტყვასიტყვით-
„წვერწითელი“) ქვეყნის შიგნით ძალების კონსოლიდაციის შემდეგ ვორმსის კონკორდატის
დარღვევას შეუდგა. მას სურდა გერმანიაში საეპისკოპოსო კათედრებზე საკუთარი
წარმომადგენლები დაესვა და ეპისკოპოსებისათვის პრივილეგიები მიენიჭებინა. ამგვარმა
პოლიტიკამ იმპერატორსა და პაპობას შორის ახალი შეტაკებები გამოიწვია, თუმცა ამას

30
ძირეული მიზეზები ჰქონდა: როგორც პაპი, ასევე იმპერატორი, მსოფლიო იმპერიის შექმნის
გეგმებს ამზადებდნენ. ფრიდრიხი ჩრდილოეთ იტალიის დამორჩილებას ესწრაფვოდა.
იმპერატორის მზერა მიმართული იყო არა მხოლოდ იტალიის ქალაქების, ლომბარდიისა და
ტოსკანისაკენ, არამედ აყვავების სტადიაზე მყოფი სარდინიასა, კორსიკასა და სიცილიაზე. ის
თავის სახელმწიფოებრივ პრეტენზიას რომის სამართალზე აფუძნებდა. ამ ეპოქას ჩვეულებრივ
უწოდებდებენ რომის სამართლის ეპოქას.ამ იურიდიულ საფუძველზე დაყრდნობით
იმპერატორი პაპის აბსოლუტიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო სუვერენიტეტის დამცველად
გამოდიოდა.

იტალიის საქმეებში ფრიდრიხ I-ის ჩარევის საბაბად იქცა ხელშეკრულება, რომელიც მან
1153 წელს დადო პაპ ევგენი III- სთან (1153-1154). რომში ამ დროს ჯერ კიდევ მმართველობდა
სენატი და არნოლდ ბრეშიელი. ერთ-ერთი კარდინალის მხრიდან ძაგების გამო პაპმა ადრიანე
IV-მ (1154-1159) რომს ინტერდიქტი დაადო. მთელი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა,
რომ მარადიულ ქალაქში 3 წელი ღვთისმსახურება შეწყდა. ამასობაში იტალიაში ფრიდრიხი
გამოჩნდა. კონსტანცის ხელშეკრულების მიხედვით მისთვის რომში გვირგვინი უნდა დაედგათ,
მაგრამ აქ იმპერატორი შემოვიდა, როგორც დამპყრობელი. 1154-1155 წწ. მან, მილანის
გამოკლებით, დაიპყრო ლომბარდია და პავიაში ლომბარდიული რკინის გვირგვინი დაადგეს
თავზე.

იმავე წელს სუტრში პაპ ადრიანე IV-სა და იმპერატორს შორის შეხვედრა შედგა, რაც ახალი
კონფლიქტის მოახლოებას ნიშნავდა. პროტოკოლის შესაბამისად, იმპერატორს შტალმეიერის
სამსახური უნდა შეესრულებინა, რომელიც ვასალური მორჩილების აღსრულებას
ითვალისწინებდა. იმპერატორს ორი დღის მანძილზე არწმუნებდნენ, რომ ეს კაროლინგების
ეპოქიდან წმინდა ფორმალობა იყო. ამ არასასიამოვნო ინციდენტის გამოყენებას ახლა სენატი
შეეცადა, რათა მეფე თავის მხარეზე მიემხრო. ფრიდრიხს იმპერატორის გვირგვინს 5 ათას ფუნტ
ოქროს ფასად დაჰპირდნენ,თუმცა იმპერატორი უფრო მეტად აფასებდა ეკლესიის მიერ
ნაკურთხ გვირგვინს, ვიდრე რომის ხალხისაგან მიღებულს. მისმა ჯარმა წინააღმდეგობის
გარეშე აიღო ქალაქი და წმ. პეტრეს ტაძარში შედგა იმპერატორის კორონაციის ცერემონია. ამით
ფრიდრიხმა პაპის მცველის წოდება მიიღო, რადგან ეს უკანასკნელი ნორმანებისა და
რომაელების წინააღმდეგ დახმარებას საჭიროებდა.

ნორმანთა სამეფოს წინააღმდეგ გამოსვლის განზრახვა ფრიდრიხს არ ჰქონდა, პაპი კი ამას


დაჟინებით ითხოვდა. იმპერატორი თავისი ჯარით სწრაფად დაბრუნდა გერმანიაში. პაპს რომში
დარჩენა არ შეეძლო და ის უკან მიბრუნებულ ჯარს მიეკედლა. იმედგაცრუებელმა პაპმა
დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. მან 1155 წლის შემოდგომაზე საკუთარი ჯარით
ნორმანთა სამფლობელოებს შეუტია, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვა. მომდევნო წელს პაპსა და
ნორმანებს შორის ზავი დაიდო. ბენევენტოს 30 წლიანი კონკორდატით (1156 წ.) პაპმა ნორმანთა
სამეფო აღიარა. სანაცვლოდ ნორმანთა მეფე ვილჰელმმა პაპის სუზერენობა სცნო და 1000
ზლოტის ოდენობით გადასახადის გადახდა ივალდებულა. ასევე დაჰპირდა, რომ იმპერატორისა
და რომაელებისაგან დაიცავდა. ფრიდრიხმა ბენევენტოს კონკორდატი კონსტანცის შეთანხმების
დარღვევად მიიჩნია. ეს იტალიაში ახალილაშქრობის საბაბს იძლეოდა.

31
პაპი ადრიანე ნორმანთა დახმარებით რომში დაბრუნდა (1156 წ.). მან პაპის სახელმწიფოს
განმტკიცება დაიწყო. ამის წინააღმდეგ გადაჭრით გამოვიდა იმპერატორი. ამის საბაბი გახდა
პაპის ეპისტოლეს დამახინჯება, რომელიც მიმართული იყო ბეზანსონის საიმპერიო კრებისადმი
(1157). პაპის მიერ გამოყენებული სიტყა „ბენეფიციუმი“ განიმარტა, როგორც „ვასალი“. ცხადია,
ეს იმას ნიშნავდა, რომ პაპი იმპერიასა და იმპერატორზე სუზერენის უფლებას ინარჩუნებდა.

საეკლესიო და საიმპერიო აბსოლუტუზმს შორის შეჯახება გარდაუვალი იყო. პაპ ადრიანეს


გარდაცვალების შემდეგ რომში მღელვარება დაიწყო. პაპის არჩევნებში იმპერატორის ჩარევის
შედეგად კარდინალები ორ პარტიად გაიყვნენ. კარდინალთა უმრავლესობა იმპერატორის
წინააღმდეგ გამოვიდა. პაპად აირჩიეს ალექსანდრე III, რომელიც იმპერატორის დაუძინებელი
მტერი იყო. უმცირესობამ, რომელიც იმპერატორის პარტიას წარმოადგენდა, პაპად აირჩია
ვიქტორ IV,რომელიც გერმანელმა ეპისკოპოსებმა აღიარეს. დაიწყო ანტიპაპების პერიოდი.
დასაწყისში წარმატება იმპერატორის მხარეზე იყო. მან საფუძვლიანად დაანგრია
მოწინააღმდეგების ცენტრი მილანი (1162) და დაიპყრო ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია.
ნორმანები პაპის დაცვას არ აპირებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ალექსანდრე III საფრანგეთში
გაიქცა, სადაც 3 წელი დაჰყო. ფრიდრიხმა თავისი კანცლერის მხარდაჭერით კიდევ 3 ანტიპაპის
ინტრონიზება შეძლო (პასქალია III, კალიქსტუს III და ინოკენტი III, რომლებიც ალექსანდრე
III-ს უპირისპირდებოდნენ).

რომაელთა მხარდაჭერით პაპი ალექსანდრე III რომში დაბრუნდა. არსებული სიმშვიდე


ხანმოკლე აღმოჩნდა. ფრიდრიხ ბარბაროსამ 1166 წელს იტალიაში ახალი ლაშქრობა წამოიწყო
და მომდევნო წელს ქალაქი ლეონინა აიღო. პაპი ბენევენტოში ნორმანებთან გაიქცა. რომში
ანტიპაპების საზეიმო ინტრონიზაცია მოეწყო. იმპრერატორმა თავზე ხელახლა დაიდგა
გვირგვინი. ფრიდრიხის ჯარს ზიანი ახლა არა მოწინააღმდეგემ, არამედ მალარიამ მიაყენა.
იმპერატორი მალულად, სხვის ტანსაცმელში გამოწყობილი, გერმანიაში დაბრუნდა.

საბოლოოდ მთელი იტალია პაპისა და იმპერატორის ბრძოლის არენად იქცა. იმპერიის


ჩინოვნიკებმა ავტონომიის მქონე ქალაქებთან ბრძოლაში მარცხი იწვნიეს. იმპერიის
საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ ლომბარდიის ქალაქები აღსდგნენ. ჩრდილოეთ იტალიის
ამ ქალაქებმა, რომელსაც სათავეში მილანი ედგა, 1167 წელს ლომბარდიის ლიგა შექმნეს.
დასაწყისში ლიგაში 17 ქალაქი გაერთიანდა. ასეთ ვითარებაში პაპი იმპერატორის არა მხოლოდ
მოწინააღმდეგე იყო, არამედ ის ქალაქების განმათავისუფლებელ ბრძოლას მიემხრო.
იმპერატორის მიერ ანტიპაპის წამოყენება ამაო გამოდგა, რადგან ქალაქებმა მხარი
პაპალექსანდრე III-ს დაუჭირეს.

იმპერატორმა ლომბარდიის ლიგისა და პაპის წინააღმდეგ 1176 წელს ახალი ლაშქრობა


მოაწყო. მილანთან ახლოს ლენიანოსთანიმპერატორის ჯარსა და ქალაქელებს შორისგაიმართა
ბრძოლა. იმპერატორის ფეოდალ-რაინდთა ჯარი დამარცხდა. შუა საუკუნეების ისტორიაში ეს
პირველი შემთხვევა იყო, როცა ბიურგერებმა ფეოდალებზე გაიმარჯვეს. ფრიდრიხის
მსოფლიოზე ბატონობის გეგმა ქალაქელების სამხედრო პოლიტიკური და პაპის
წინააღმდეგობის წყალობით ჩაიშალა.

32
პაპმა ალექსანდრე III-მ იმპერატორთან სეპარატული ზავი დადო. ანანის სამშვიდობო
ხელშეკრულების თანახმად (1176 წ.), ფრიდრიხმა ალექსანდრე კანონიერ პაპად აღიარა, ხოლო
ანტიპაპებსა და მის მომხრეებს იმპერატორმა კომპენსაცია გაუკეთა. ამდენად, იმპერატორმა
პაპის მსოფლიო ძალაუფლება აღიარა. სანაცვლოდ პაპმა ფრიდრიხის კანონიერი ძალაუფლება
სცნო. ასე რომ, იმპერატორთან ბრძოლაში პაპი მეორედ გამოვიდა გამარჯვებული.

ლატერანის III საეკლესიო კრება.პაპმა ალექსანდრე III-მ ლატერანის მესამე კრებაზე (1179 წ.)
საზეიმოდ აღნიშნა ანტიპაპებზე თავისი გამარჯვება. კრებაზე მიღებული 27 კანონი აცხადებდა,
რომ მომავალში პაპის ასარჩევად კრებაზე დამსწრე კარდინალების 2/3-ს პლიუს ერთი ხმა
საკმარისი იყო. კრებაზე მიღებული სხვა დადგენილებებისაგან განსხვავებით მნიშვნელოვანი
იყო დეკრეტი სიმონიის, კონკუბინატის (თანაცხოვრება), საეკლესიო კეთილდღეობის
დაგროვების ( Comulacio beneficiorum) აკრძალვის შესახებ. ამიერიდან სამღვდელოების
შემოსავალი პაპის ხაზინაში უნდა შესულიყო. კანონები, რომელიც არეგულირებდა პაპის
არეჩევას პრაქტიკაში არ მოქმედებდა.

პაპ ალექსანდრე III-ის მემკვიდრე პაპები.პაპი ალექსანდრეს მემკვიდრეები (10 წელში-5 პაპი)
უფერულები და სუსტები იყვნენ. მათ წინამორბედის პოლიტიკა ვერ გაატარეს. მათ შორის
მოხსენიებას იმსახურებს პაპი კლემენტე III (1187-1191). მან, როგორც ძირძველმა რომაელმა
არისტოკრატმა, მიაღწია იმას, რომ ქალაქმა კვლავ აღიარა პაპის უზენაესობა. რომის სენატთან
1188 წელს დადებული ხელშეკრულებით პაპმა ისევ დაიკავა რომის ტახტი. მომდევნო წელს
პაპმა ხელშეკრულება დადო ფრიდრიხ I-თან. იმპერატორმა საეკლესიო სახელმწიფოზე პაპის
სუვერენიტეტი დაამტკიცა.

სანამ პაპები და იმპერატორი სიცილიისათვის ბრძოლებში იყვნენ ჩაფლულნი, თურქებმა წმ.


მიწების დიდი ნაწილი დაიპყრეს. 1187 წელს პალესტინაში ჯვაროსანთა ლაშქრობის სრული
დამარცხების საპასუხოდ პაპ კლემენტე III-ის მოწოდებით საფრანგეთის მეფე ფილიპმა,
ინგლისის ტახტის მემკვიდრე ჰერცოგმა რიჩარდმა და უკვე დაბერებულმა ფრიდრიხ
ბარბაროსამ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს (1189-1190). მრავალი ბრძოლის გადახდის
შემდეგ ფრიდრიხ ბარბაროსა მცირე აზიაში მდ. სალეფის გადალახვისას დაიღუპა.
წინამძღოლის დაღუპვით ლაშქრობის ბედიც გადაწყდა. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგიც:
ფრიდრიხ ბარბაროსა წარმატებით იყენებდა პაპობის დასუსტებას, თუმცა მის მთავარ
პრობლემად რჩებოდა იტალიის მმართველობის ეფექტიანი ხერხის ძიება, რადგან იმპერიის,
პაპობისა და ლომბარდიის ლიგის დამოუკიდებელი ქალაქების ინტერესებს შორის ბალანსის
მიღწევა შეუძლებელი იყო.

პაპი ინოკენტი III. XII-XIII საუკუნეებში პაპობის სასულიერო და პოლიტიკურმა ძალაუფლებამ


თავის ზენიტს მიაღწია. ამას ადგილი ძირითადად ინოკენტი III-ის (1198-1216) პაპობის
დროსჰქონდა. ეკლესიის ისტორია ამ პაპს შუა საუკუნეების ყველაზე გამოჩენილ პონტიფექსად
მიიჩნევს. უფრო მეტიც: ის იმ პერიოდის უდიდესი დიპლომატიც გახლდათ. წინასწარ ისიც
უნდაითქვას, რომ მისი პაპობის ხელისუფლების მწვერვალამდე მიღწევაში იმ ისტორიულმა
პროცესმა შეასრულა, რომელიც განვითარებულ ფეოდალიზმსა და ცენტრალიზებულ სამეფო
ხელისუფლების განვითარებაში გამოიხატა.
33
ინოკენტი III-მ თავისი მდგომარეობის სტაბილიზაციას იმპერატორის ძალაუფლების დაცემის
შედეგად მიაღწია. იტალიაში იმპერატორის ძალაუფლება თითქმის დასასრულს მიუახლოვდა.
მისი ადგილის დაკავება სხვა ფეოდალურ ძალას არ შესწევდა. ინოკენტის პაპობის დროს ისე
ჩანდა, რომ პაპი გრიგოლ VII-ის ოცნება პაპის მსოფლიო ბატონობის შესახებ, ხორცს შეისხამდა.
პაპის პრიმატობა ყველა მიმართულებით განხორციელებული ჩანდა; ინოკენტის პაპობა ამ
პოსტულატს სინამდვილეში ადასტურებდა. მან ამით ყველა წინამორბედს პრაქტიკულად
გადააჭარბა. მან,როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, ბევრად უკან ჩამოიტოვა პაპი გრიგოლ VII,
თუმცა წმინდანის დიდებით არ სარგებლობდა. რეალისტური პოლიტიკის გატარებით ინოკენტი
III-მ გრიგოლ VII-ის უნივერსალური ავტოკრატია განხორციელების იდეას მაქსიმალურად
დაუახლოვა.

ტრაისმუნდის გრაფის შვილი კონტების (ანანიდან) ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო. ის


იყო სწავლული თეოლოგი და იურისტი. პარიზში აითვისა დიალექტიკური მეთოდი, ხოლო
ბოლონიაში რომის სამართლის დარგში მიიღო განათლება. 1189 წელს მისმა ბიძამ პაპმა
კლემენტე III-მ 29 წლის გრაფი კარდინალის ტახტზე დასვა. პაპ ცელესტინ III-ის დროს მას
კურიის დატოვებამ მოუწია. 38 წლის იყო, როცა კარდინალებმა ცელესტინის გარდაცვალების
დღეს პაპის ტახტზე აირჩიეს.

ინოკენტი III-ს კარგად ესმოდა, რომ მისი მსოფლიო ბატონობა მაშინ განხორციელდებოდა,
როცა ის რომსა და საეკლესიო სახელმწიფოში აბსოლუტური ხელისუფალი გახდებოდა, ხოლო
შემდეგ - მსოფლიო ეკლესიაში. ამიტომ ეკლესიას საერო სახელმწიფოზე შეუზღუდავი
თავისუფლებისათვის უნდა მიეღწია. მიზანიც სწორედ აქედან ამოდიოდა. ამდენად, პაპის
სახელმწიფოს შექმნა უნივერსალური პოლიტიკური ძალაუფლების შექმნის წინასწარ პირობას
წარმოადგენდა. ამასთან ახლოს, მთელი პაპობის მანძილზე, პაპი ინოკენტი III იდგა.

უპირველეს ყოვლისა, პაპის კარმა რეფორმები გაატარა. შექმნა ზუსტად მომუშავე, ფართო
მსოფლმხედველობის მქონე ბიუროკრატიული სისტემა. ამით განუმეორებელი მაგალითი აჩვენა
იმდროინდელ მოხელეებს. მას სამართლიანად უწოდებენ პაპის სახელმწიფოს მეორე
დამაარსებელს. მის დროს წმ. პეტრეს პატრომინიუმი აბსოლუტური მონარქია გახდა, სადაც
ქვეშევრდომი მოხელეები ერთადერთი მონარქის ძალაუფლების ქვეშ იყვნენ. დასაწყისში პაპმა
მდგომარეობა რომში განიმტკიცა. იმპერატორის წარმომადგენელი ქალაქის პრეფექტი აიძულა,
რომ დაწესებულების ხელმძღვანელის ვალდებულებები მოეხსნა და მან მხოლოდ მაშინ მიიღო
თანამდებობა, როცა სალენო ფიცი დადო პაპის წინაშე. პაპმა ხალხის მიერ არჩეული სენატორი
იძულებული გახადა გადამდგარიყო. მის ადგილას პაპმა მორჩილი სენატორი დანიშნა,
რომელსაც ასევე ვასალური განცხადება გააკეთებინა. მსგავსად პაპმა არისტოკრატიის ზედა
ფენასაც ვასლობის ფიცის დადება მოსთხოვა, რასაც მიაღწია კიდევაც.

ჰაინრიხ VI-ის გარდაცვალების შემდეგ (1197 წ.) იტალიაში გერმანელთა ბატონობა დაიმსხვრა.
პაპისათვის ეს ტერიტორიული გაფართოების საშუალებას იძლეოდა. მან როგორც დახვეწილმა
დიპლომატმა, ოსტატურად გამოიყენა იტალიელთა ანტიგერმანული განწყობილებები. ამის
შედეგი ის გახლდათ, რომ პაპმა თავისი ხელისუფლება აღადგინა რავენაში, ანკონაში, შემოერთა
სპოლეტოს საჰერცოგო (უმბრია) და ამით პაპის სახელმწიფო უფრო კომპაქტური გახადა. პაპის
34
წარმატებული პოლიტიკის შედეგად სიცილიამ და სამხრეთმა იტალიამ მისი სუვერენული
უფლებები აღიარა. პაპი გახდა სიცილიის რეგენტი და მცირეწლოვანი ფრიდრიხ II-ის მეურვე.

ინოკენტი III თავს მიიჩნევდა არა მხოლოდ ქრისტეს მონაცვლედ, არამედ ქრისტიანული
სამყაროს მეთაურად. ის თავისი დროის ყველა მნიშვნელოვან საქმეებში ერეოდა და
ყოვლისშემძლე პრიმატის როლში გამოდიოდა. ის ამტკიცებდა: ცალკეული ქვეყნის სათავეში
მეფეები დგანან, ხოლო თითოეული მათგანი ტახტზე აჰყავს წმინდა პეტრეს და მის მონაცვლეს-
პაპს. ასეთი მისწრაფებები მას უადვილებდა საკუთარი მასშტაბების სრულყოფას.

გერმანიაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, 1198 წელს მთავრებმა ორი მეფე აირჩიეს:
ფილიპ II ( შვაბელი) და ოტო IV (ჰოჰენშტაუფენი). პაპმა მხარი დაუჭირა ოტოს, ვინაიდანმისგან
ფართო დაპირება მიიღო, რომ პასტივს მიაგებდა პაპის პრივილეგიებს. ფილიპის მკვლელობის
შემდეგ არენაზე მხოლოდ ოტო დარჩა, რომელიც პაპმა 1209 წელს მეფედ აკურთხა. მაგრამ
შემდეგში როგორც კი ოტო IV-მ შეთანხმება დაარღვია, პაპმა ის 1210 წელს ტახტიდან განკვეთა.
პაპის გავლენით მთავრებმა მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ადგილი ჰაინრიხVI-ის 16 წლის
მემკვიდრემ ფრიდრიხ II-მ დაიკავა, რომელიც პაპის მეურვეობის ქვეშ იყო.

წარმატებული იყო პაპის პოლიტიკა ინგლისის მიმართაც. ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო
ფრანგებთან და თავადაზნაურებთან უპერსპექტივო ომის შემდეგ, საკუთარი ტახტის
გადარჩენას პაპისაგან ელოდა. პაპმა ეს როლი საკუთარ თავზე აიღო. ამის სანაცვლოდ
ინგლისის მეფემ 1213 წელს თავისი ქვეყანა პაპის ლენად აღიარა და წელიწადში 1000 მარკის
გადასახადი იკისრა. ლენური ძალაუფლების გავრცელებას პაპი მთელ ევროპაში ცდილობდა,
უმთავრესად არაგონში, პორტუგალიაში, დანიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში. ამ
უკანასკნელთან დაკავშირებით საინტერსოა აღინიშნოს შემდეგი: უნგრეთის მეფე ანდრაშ II-მ
განკვეთის შიშით წმ. მიწაზე ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურობა ითავა. როცა მეფე იმრემ
სერბია დაიპყრო, პაპმა მხარი დაუჭირა უნგრეთის შემდგომ ექსპანსიას.

რეფორმები. ინოკენტი III-მ პაპობის აღმავლობას განუსაზღვრელი პირობები შეუქმნა. ამის


ნათელი მაგალითია ლატერანის IV საეკლესიო კრება (1215 წლის 11-30 ნოემბერი), რომელიც
პაპის მმართველობის მწვერვალი გახდა. კრებას 500 ეპისკოპოსი, 800 აბატი და ხელმწიფეთა
წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეთა შორის იყვნენ იერუსალიმისა და
კონსტანტინოპოლის პატრიარქები. კრებას ხელმძღვანელობდა თვით პაპი-სამართალმცოდნე.
კრებამ 77კანონი შეიმუშავა, რომელიც ძირითადად საეკლესიო ცხოვრების რეფორმას, რწმენის
საკითხებს, საეკლესიო სამართალს და საეკლესიო დისციპლინებს, წმინდა მესას (წირვას) და
ცოდვების მიტევების საკითხებს ეხებოდა. მიიღეს დადგენილება მწვალებლობასთან ბრძოლის
შესახებ, რომელიც ბალკანეთში, ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში გავრცელდა.
მწვალებლების წინააღმდეგ მე-3 კანონში ჯვაროსნული ლაშქრობის მხარდაჭერასთან ერთად
მიიღეს კანონი ინკვიზიციის დაარსების შესახებ. დაბოლოს, კრებამ წმინდა მიწების დაბრუნების
მიზნით ქრისტიანებს უნიის მიღებისა და ჯვაროსნული ომის გამოცხადებისაკენ მოუწოდა.

ბრძოლა მწვალებლობის წინააღმდეგ. XII საუკუნის II ნახევარში სხვადასხვა სახის


მწვალებლურმა მოძრაობებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ამას განაპირობებდა შემდეგი

35
პროცესი: ქალაქის ბურჟუაზიამ ფეოდალებისა და ეკლესიის წინააღმდეგ გადაჭრით დაიწყო
გამოსვლა. ახალ ერესში შინაარსი ისტორიული პროცესის შესაბამისად იცვლებოდა. ამ პროცესმა
ახალი ელემენტები გააჩინა. ესაა: ქალაქების განვითარება, საერო მეცნიერებების
განვითარება,რომელიც გვიანი ერესისათვის ახალი მკვებავი წყარო გახდა. ერეტიკული სექტის
ხელმძღვანელები საკმაოდ განათლებული ფენის წარმომადგენლები იყვნენ. მათზე დიდ
გავლენას ახდენდა სპირიტუალიზმი და მისტიციზმი. მათ ფანატიკურად სწამდათ ის, რომ
სულს განიწმენდნენ და მაშინ უშუალოდ შეიცნობდნენ ღმერთს და მოწყალებას მიიღებდნენ.
აქედან გამომდინარე, ისინი ადამიანსა და ღმერთს შორის სამღვდელოების და მთლიანად
ეკლესიის საჭიროებას ვერ ხედავდნენ.

ამრიგად, მწვალებლობა ეკლესიის ოფიციალურ სწავლებას უპირისპირდებოდა. ახალი


მიმდინარეობა ფეოდალურ წიაღში დაიბადა და ბურჟუაზიულ განვითარებას
ასახავდა.რამდენადაც მათ მიერ ეკლესია ფეოდალიზმთან იგივდებოდა, სოციალური მოძრაობა,
რომელიც ფეოდალიზმს ებრძოდა ანტიეკლესიურ ხასიათს ატარებდა. თავისი შინასარსით
პატრენებისა და ღვთისმლოცველთა ერესი (ბალკანეთში),ჰუმილისებისა ( ლათ. Humilis-
მორჩილი) - ლომბარდიაში, კათარებისა და ვალდენსებისა- სამხრეთ საფრანგეთში
ანტიფეოდალურ ხასიათს ატარებდა. მცირეოდენი განსხვავებით, მათ ერთი რამე ეწადათ:
სრულყოფილი სახერებისეული ცხოვრება. მათ მიაჩნდათ, რომ ღვთის მადლის მისაღებად არაა
საჭირო ეკლესიის შუამავლობა. აქედან გამომდინარე, ცხადია, მათ ეკლესია არ სჭირდებოდათ.
ამიტომ ისინი ეჭვის ქვეშ აყენებდნენ საეკლესიო ორგანიზაციის არსებობას და ამით ფეოდალურ
წყობასაც. ერთი სიტყვით, ერესი და სოციალ-პოლიტიკური შფოთი ერთმანეთს სავსებით
თანხვდებოდა, როგორც ორთოდოქსების, ისე ერეტიკოსთა აზროვნებაში.

ყველაზე გავლენიანი და მასიური იყო კათართა მოძრაობა, რომელიც 1140 წელს სამხრეთ
საფრანგეთში გაჩაღდა. ამ მოძრაობას ღვთისმლოცველთა ერესი ასაზრდოებდა. იგი
შეფერადებული იყო აღმოსავლეთში აღმოცენებულ მანიქეველობასთან. ამიტომ მათ “ახალ
მანიქეველებს” – “ნეომანიქეველებს” უწოდებდნენ. პირველად იგი ბალკანეთში გავრცელდა.
აქედან მან სამხრეთ საფრანგეთში შეაღწია, ხოლო შემდეგ - ჩრდილოეთ იტალიასა და
ფლანდრიაში. ის ფაქტი, რომ კათართა ერესი ყველაზე ღრმად პროვანსის საზოგადოებაში
შეიწყნარეს, ამტკიცებს მის კავშირს ბურჟუაზიულ განვითარებასთან. XII საუკუნეში ხომ
პროვანსი მაშინდელი ევროპის ყველაზე აყვავებული და განათლებული ნაწილი იყო. 1163
წლიდან ამ მოძრაობის წევრებმა საკუთარ თავს კათარები (წმინდა, სუფთა) უწოდა. ისინი
წმინდა საიდუმლოებას და სამებას უარყოფდნენ. სექტის წევრები ქორწინებასა და პირად
ქონებაზე უარს ამბობდნენ. ეს სიღარიბის იდეით აღჭურვილი ერესი სწრაფად გავრცელდა.
ლატერანის მე-3 კრებამ (1179 წ.) 27- კანონით ერესის მამამთავრები ანათემას გადასცა.
დამკვიდრდა საყოველთაო აზრი, რომ საჭიროა ერესის ცეცხლითა და მახვილით აღმოფხვრა.
პაპმა ინოკენტი III-მ მათ წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. მას სათავეში ედგა
მონფორის გრაფი სიმონი, რომელმაც ერეტიკოსები უმოწყალოდ გაჟლიტა. კათარები ამის
შემდეგ საბოლოოდ გაქრნენ.

36
კათარებისაგან დამოუკიდებლად სამხრეთ საფრანგეთში ვალდენსთა ერესი აღმოცენდა. ეს
იყო საერო მოძრაობა, რომელსაც სათავეში ლიონელი ვაჭარი პიერ ვალდო ედგა. მან თავისი
ქონება ღარიბებს დაურიგა და ქადაგება დაიწყო. სახარებაზე დაყრდნობით ის სიღარიბეს
ქადაგებდა და მოუწოდებდა ქრისტეს კვალს გაჰყოლოდნენ. ცხადია, ეს მიმართული იყო
მდიდარი სამღვდელოების წინააღმდეგ. 1184 წელს პაპმა ლუციუს III-მ ვალდოს მოძრაობა
ერეტიკულად შერაცხა. ამის გამო ვალდენსები კათარებს შეეკვრნენ. ისინი უარყოფდნენ
საეკლესიო იერარქიას, წმინდა საიდუმლოებას, საეკლესიო მეათედს, ცოდვების მიტევებას,
სამხედრო სამსახურს და მკაცრი ცხოვრების წესებით ცხოვრობდნენ. XIII საუკუნეში ეს ერესი
თითქმის მთელ ევროპაში გავრცელდა.

XIII საუკუნის ბოლოს ლომბარდიაში ე.წ. ჰუმილიტების მოძრაობა აღმოცენდა. იგი


სანახევროდ ბერ-მონაზვნურ, სანახევროდ ერეტიკულ-ასკეტურ ხასიათს ატარებდა. პაპმა
ლუციუს III-მ ისინი ერეტიკოსებად გამოაცხადა.

ერეტიკოსებს ცეცხლზე წვავდნენ. ეს იმიტომ,რომ ერესი შავ ჭირთან იყო გათანაბრებული. ერესი
ეს არის სულის შავი ჭირი, ჭეშმარიტი რწმენის სასიკვდილო მტერი. იგი ნამდვილი ჭირივით
სწრაფად ვრცელდება. ერთადერთი საშუალება, რომ შეაჩერო შავი ჭირი, გვამის დაწვაა.ეს იყო
მკურნალობის ერთადერთი საშუალება. ასეთი იყო მაშინდელი თვალსაზრისი და საზომი
ერეტიკული მოძრაობისა.

პაპის ინკვიზიცია. სიტყვა “Inquisitio” ლათინურად “გამოკვლევას”, “განხილვას”, კერძო


იურიდიულ ასპექტში კი “სასამართლო გამოძიებას” ნიშნავს. ამ ტერმინით მთელი ისტორიის
მანძილზე სასამართლო და რეპრესიული ხასიათის სხვადასხვა დაწესებულებას
მოიხსენიებდნენ.ეს მანქანა საბოლოოდ 1200 წელს ჩამოყალიბდა. პაპ გრიგოლ IX-ის (1227-1241)
დროს (ის იყო ინოკენტი III-ის ბიძა) კანონში ცვლილებები შევიდა და 1231 წელს გამოიცა პაპის
კონსტიტუცია, რომელის შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “Excommunicamus”. ეს იმას ნიშნავდა,
რომ ეპისკოპოსის ინკვიზიციის გვერდით, ახლა მოქმედებას პაპის ინკვიზიტორები
შეუდგებოდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ინკვიზიციის საქმიანობა სრულყოფილი ხდებოდა. მის
ხელმძღვანელობას პაპი დომინიკელთა ორდენს ანდობდა. ამ უკანასკნელებმა დეტალურად
დაამუშავეს ინკვიზიციის დებულებები. ინკვიზიციის გაფართოება ძირითადად დააჩქარა პაპ
ინოკენტი IV-ის 1252 წლის კონსტიტუციამ, რომელიც ასე იწყებოდა: “Ad extirpande”. ამ
დოკუმენტში გათვალისწინებული იყო ერეტიკოსის დაკითხვის დროს წამების ოთახის
გამოყენება. ინკვიზიციის პირველი სასამართლო XIII საუკუნის დასასრულს პაპ ნიკოლოზ IV-
ის დროს შეიქმნა. ინკვიზიცია შეუბრალებელი იყო. ერეტიკოსებს დაცვაზე აპელაციის უფლება
არ ჰქონდათ, მათი ქონება კონფისკაციას ექვემდებარებოდა. დამსმენები ჯილდოვდებოდნენ. ამ
ღონისძიებების გატარებაში სასულიერო დაწესებულება საერო ხელისუფლებასთან ერთად
მოქმედებდა.

აქვე უნდა ითქვას შემდეგიც: მასიური ერეტიკული მოძრაობების აღმავლობა ეკლესიის


მსოფლმხედველობის კრიზისს ასახავდა. ინკვიზიცია კი მის წინააღმდეგ მიმართული მანქანა
იყო.

37
მათხოვრული ორდენები.ეკლესიის უკვე შერყეულ ავტორიტეტს დამხმარედ მათხოვრული
ორდენები მოევლინენ. ფრანცისკელები (მინორიტები- მცირე ძმობა) და დომინიკელები
უწინდელი სამონასტრო ორდენებისაგან იმით განსხვავდებოდნენ, რომ ისინი არა მონასტრის
კედლებში ცხოვრობდნენ, არამედ საკუთარ თავზე აიღეს საჯარო სწავლება და ქადაგება
მონასტების გარეთ. ისინი მოწყალების გაღების ხარჯზე ცხოვრობდნენ. აქედან მომდინარეობს
სახელწოდება - “მათხოვრული ორდენები”.

შუა საუკუნეების ეკლესია მდიდარი და გავლენიანი დაწესებულება იყო. იმ დროს


მნიშვნელოვანი სახე მიიღო სასულიერო ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ, რომელიც სიღარიბის
იდეალიზაციას ეწეოდა. ამ იდეოლოგიის ყველაზე მგზნებარე მქადაგებელი იყო ბერნარ
კლერვოელიდა მისი მიმდევარი წმინდა ფრანცისკო ასიზელი.ბურჟუაზიული მისწრაფებების
ცხოვრებისეული იდეალი, რომელიც ფეოდალურ საზოგადოებას უპირისპირდებოდა,
უბრალოებისაკენ-რაციონალიზმისაკენ მისწრაფება იყო. ეს გამოვლინდა ერეტიკულ
მოძრაობებში, რომელიც სიღარიბეს ქადაგებდა. ერთი მხრივ, ეს გამოიხატა ერეტიკულ
მოძრაობებში, რომელიც ეკლესიის გარეთ განვითარდა და მეორე მხრივ, ეკლესიის შიგნით -
მათხოვრულ ორდენებში.

ფრანცისკო ასიზელი (1182-1226)განათლებული ადამიანი იყო. მას საერო ცხოვრების დროს


ძლიერი სოციალური გრძნობა დაეუფლა და მალე თავისი მოწოდება სიღარიბის ქადაგებაში
იპოვა. ის თავის 11 მიმდევართან ერთად წარსდგა პაპ ინოკენტი III-ის წინაშე და სამოციქულო
ქადაგების ნებართვა ითხოვა. პაპმა სიტყვიერი დაპირება მისცა, რომ მათ წესდებას მხარს
დაუჭერდა. საკუთრივ, ფრანცისკოს ორდენის დაარსება არ უნდოდა, რადგან იგი მკაცრ წესებს
უნდა დამორჩილებოდა. ერთი სიტყვით, XIII საუკუნის 20-იან წლებში სამწყსო მოღვაწეობა
გაშალა მინორიტების ანუ ფრანცისკელთა ორდენმა. ისინი ხალხისათვის გასაგებ მარტივ ენაზე
ქადაგებდნენ თეოლოგიურ მეცნიერებას. მინორიტების ორდენის ( Ordo Fratres Minorum)
წესდება 1223 წელს პაპმა ჰონორიუს III-მ დაამტკიცა.

ფრანცისკელთა ორდენის ძირითად ფასეულობას -სიღარიბე, თავმდაბლობა და მორჩილება


წარმოადგენდა. სიღარიბე - ეს ქრისტესადმი პირდაპირი მიბაძვა იყო. ამის შესახებ ფრანცისკო
წერდა: “მე, მცირე ძმა ფრანცისკოს, მსურს მაღალი ღმერთის, ჩვენი იესო ქრისტეს გზით
ღარიბულად ვიარო”. ფრანცისკელთა თავმდაბლობა მოყვასისადმი სახარებისეულ პრინციპს
ეფუძნებოდა. თავმდაბლობა- ეს იყო ძიება საკითხისა: “ რა ვარ მე ღმერთის თვალში?’. ამასთან
თავმდაბლობა არა იმაში მდგომარეობდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავი დაამცრო, არამედ
იმაში, რომ მაღალი შეფასება მისცე სხვა ადამიანს, გარშემო მყოფში ის კარგი დაინახო, რაც მას
აქვს და მზად იყო შენი მისამართით გაკეთებული კრიტიკა მოისმინო, რათა უკეთესობისკენ
შეიცვალო. იმავე დროს თავმდაბლობა არ გამორიცხავდა სიმტკიცესა და შეუპოვრობას. “მცირე
ძმის” მორჩილება - ქრისტეს მამა-ღმერთისადმი მორჩილების მაგალითს ეფუძნებოდა. ქრისტე
მორჩილებით მსახურებდა - “თავის ძმებს ფეხებს ბანდა”. ეს ფრანცისკელთა ვალდებულება იყო.
ფრანცისკელთა მსახურების ერთ-ერთი ელემენტი იყო: “ისწრაფვოდე სხვა ადამიანს გაუგო. რომ
გახდე მასწავლებელი, ჯერ მოწაფე უნდა იყო, რომ გაცემის უნარი გქონდეს, აუცილებელია
მიღება შეგეძლოს“. ერთი სიტყვით, ადამიანმა ღვთისადმი მორჩილება უნდა ისწავლოს, რადგან

38
ღმერთი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ასევე უნდა ითქვას, რომ ორდენის იდეა მცირე ძმებს
შორის მორჩილებაზე იყო აგებული.

კათართა ერესის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა დომინიკელთა ანუ მოქადაგე ძმების


ორდენი. მისი სახელწოდება მოგვიანებით აიხსნა: ბერები საკუთარ თავს -Domini canes- ღვთის
მწევარს უწოდებდნენ. მოქადაგე ძმების (Ordo Fratrum Predicatorum) დამაარსებელი იყო წმ.
დომინიკე (დაახლ.1170-1221), რომელიც კანონიკი იყო, მაგრამ უარი თქვა თანამდებობაზე და
სიღარიბის აღთქმა დადო და მთელი ცხოვრება ერეტიკოსებთან ბრძოლას შეალია.პაპი ინოკენტი
III ორდენის გაძლიერების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მომდევნო პაპმა ჰონორიუს III-მ 1216 წელს
ორდენის წესდება საბოლოოდ დაამტკიცა. დომინიკელთა ორდენი თეორიული საქმიანობის
პრაგმატულ მიზნებს ისახავდა და ერეტიკოსებთან დისკუსიებს ეწეოდა. ორდენმა
ინკვიზიციისათვის არა მხოლოდ თეოლოგიური არგუმენტები შეიმუშავა, არამედ - ოსტატური
სამართლებრივი დებულება. პაპის ინკვიზიცია თითქმის ამ ოდრენის ხელში აღმოჩნდა.

მათხოვრული ბერები ევროპაში პირველი განმანათლებლები იყვნენ; ისინი ასწავლიდნენ,


ზრუნავდნენ, მკურნალობდნენ. ქადაგებასთან ერთად ისინი ხალხში კულტურულ და
სოციალურ საქმიანობას ეწეოდნენ. ეს პირველ რიგში დამახასიათებელი იყო
ფრანცისკელებისათვის. მათ ჩვენ ვხედავთ ევროპულ უნივერსიტეტებსა და სასწავლო
კათედრებზე (ძირითადად დომინიკელები). ამ ორდენების გავლენით ახალი ორდენების
რენესანსი დაიწყო. ერთმა ჯვაროსანმა რაინდმა კარმელთა მათხოვრული ორდენი დაარსა,
რომელიც 1226 წელს პაპმა დაამტკიცა. ფლორენციაში 1223 წელს სერვიტთა საერო ორდენი
შეიქმნა. მათი სტატუსი პაპმა ალექსანდრე IV-მ დაამტკიცა. ეს ორდენი XV საუკუნეში
მათხოვრული ორდენი გახდა. საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ ფრანცისკელთა და
დომინიკელთა ორდენი XIII საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში ხანგრძლივად
საქმიანობდნენ. მათ დასავლეთსა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლაში დიდი
მონაწილეობა მიიღეს.

XIII საუკუნეში ბერ-მონაზვნური ორდენების აყვავება ქალაქების განვითარებითა და შუა


საუკუნეების უნივერსიტეტების აღმოცენებით აიხსნება. ყველაზე ცნობილი იყო პარიზის
უნივერსიტეტი, რომლის წესდება და ავტონომია 1213 წელს პაპმა ინოკენტი III-მ აღიარა.
თავისი მნიშვნელობით მეორე იყო ბოლონიის უნივერსიტეტი, სადაც პირველ რიგში
იურიდიულ განათლებას იღებდნენ. ყველაზე ცნობილ მასწავლებლად ითვლებოდა
კამალდულის ბერი გრაციანი, რომელსაც საეკლესიო სამართლის მეცნიერების შემქმნელად
მიიჩნევენ. გრაციანი (გარდ. 1179 წელს) იყო კანონიკური სამართლის ავტორი, რომელმაც დიდი
გავლენა მოახდინა საეკლესიო სამართლის განვითარებაზე. კრებული სახელწოდებით-
“Concordantia discordentium cavonum”–„მზის სინათლეზე“ 1140 წელს გამოჩნდა. იგი
სრულყოფილი გახადეს საეკლესიო სამართლის გამოჩენილმა პაპებმა, როგორიცაა: ალექსანდრე
III, ინოკენტი III დაგრიგოლ IX. ამ სამართალმა მათხოვრული ორდენების წესდების
განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.

პაპობის დაცემის დასაწყისი.როგორც ვნახეთ, ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ პაპობის


აღმავლობას ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. XIV-XV სს. ვითარება შეიცვალა, რადგან
39
ცენტრალიზებული სახელმწიფოები ძალებს იკრებდნენ და პაპობის პრეტენზიებს მტკიცე
წინააღმდეგობას უწევდნენ. არანაკლები ძალმოსილები იყვნენ ინოკენტი III-ის მომდევნო პაპები
გრიგოლ IX (1227-1241) და ინოკენტი IV (1243-1254). მათ დროს ჰოჰენშტაუფენებთან ბრძოლა
პაპობის გამარჯვებით დამთავრდა. მიუხედავად ამისა, ახლოვდებოდა ის დრო, როცა პაპის
მისწრაფებებს წინ გადაულახავი ბარიერები აღემართებოდა. როცა პაპი ბონიფაციუს VIII (1294-
1303) შეეცადა თეოკრატიული პროგრამით გამოსვლას, ის საფრანგეთის ახალგაზრდა მეფის
ფილიპIV ლამაზისაგან (1268-1314) წინააღმდეგობას წააწყდა.

საფრანგეთთან კონფლიქტი 5 წელი გაგრძელდა და იგი პაპობისათვის ტრაგიკულად


დამთავრდა. საუბარი ეხებოდა არა მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკას (საფრანგეთის მეფე
სახელმწიფო ხაზინაზე ზრუნავდა და სამღვდელოებას შემოსავლები შეუმცირა), არამედ საერო
და სასულიერო ძალაუფლების კომპეტენციის საზღვრებს. ამის შესახებ საკუთარი
შეხედულებები პაპმა 3 ბულაში ჩამოაყალიბა. პირველს ეწოდება -„Clericis laicos” (1296),
რომელიც მეფის ფისკალური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მასში ვკითხულობთ:
„როგორც წარსული, ასევე დღევანდელობა მჭევრმეტყველურად მოწმობს, რომ საერო პირები
ყოველთვის სამღვდელოების მტრები იყვნენ“. მეორე, 1301 წლის ბულა -„Ausculta Filii”
საფრანგეთის მეფეს შეახსენებს და მას განკვეთით ემუქრება, მესამე –„Unam Sanctam” (1302)
უფრო მკაფიოდ აყალიბებს პაპობის დოქტრინას: „ეკლესიის ხელისუფლებას ორი მახვილი
აქვს,-წერს პაპი,- სახელდობრ: სასულიერო და მატერიალური... ორივე ეს- სასულიერო და
მატერიალური- ეკლესიის ხელშია. მეორე უნდა გამოვიყენოთ ეკლესიის კეთილდღეობისათვის,
ხოლო პირველით თვით ეკლესია სარგებლობს, ვინაიდან ის ეკლესიის ხელშია, ხოლო მეორე-
მეფეებისა და რაინდების ხელშია, მაგრამ ეკლესიას ემორჩილება და მის ბრძანებებს ისმენს“.
ბულას ბოლოს ვკითხულობთ: „ყველა ადამიანი რომის პაპს უნდა დაემორჩილოს თუ მათ
საუკუნო ხსნის მიღწევა სურთ“.

თავდაპირველად პაპ ბონიფაციუს VIII-სა და ფილიპ IV-ს შორის ურთიერთობები მხოლოდ


ერთმანეთისადმი კეთილი სიტყვებით გამოიხატა. ამასობაში ლუვრში შედგა საიდუმლო კრება,
სადაც მეფის კანცლერმა გილიომ ნოგარემ პაპის მიმართ ბრალდებები წამოაყენა:
გამოუსწორებელი ცოდვილი, სიმონიის მომხრე და ა.შ. მან წამოაყენა წინადადება, რომ
მოეწვიათ კრება და ბონიფაციუსი გაესამართლებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ ნოგარე
შეიჭრა პაპის ანანის სასახლეში, ხელი გაარტყა მას სახეში და დააპატიმრა. ფრანგთა ტყვეობიდან
ორი დღის შემდეგ კარდინალ ორსინის მეთაურობით პაპი გაათავისუფლეს. ის ზეიმით ჩავიდა
რომში, სადაც რამდენიმე კვირის შემდეგ (1303 წ. 11 ოქტომბერი) გარდაიცვალა.

ძნელია ამ ისტორიული მოვლენის გადაფასება. ფაქტობრივად ანანში დასრულდა პაპობის


პოლიტიკური ხელისუფლების ძლიერება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყველა
პოლიტიკური წინააღმდეგობების უმაღლესი არბიტრი იყო. დიდხანს ის კარნახობდა პირობებს,
რომელშიც პოლიტიკა და ეკონომიკა ზნეობრიობას ემორჩილებოდა. მეტიც: პოლიტიკა და
რელიგია ურთიერთზემოქმედების შედეგად ქმნიდა ცივილიზაციას, რომელიც რწმენაზე იყო
დამყარებული. მართალია, პაპობის დაცემა ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მან მძიმე დარტყმა

40
იწვნია. აღნიშნული დანაშაული დაუსჯელი დარჩა, რამაც საფრანგეთის მეფეს პაპობაზე
თითქმის აბსოლუტური კონტროლის საშუალება მისცა.

პაპები ავინიონში. ბონიფაციუს VIII-ის გარდაცვალების შემდეგ პაპის ტახტზე ბენედიქტე IX


ავიდა. მან თავიდანვე კომპრომისს მიმართა. ფილიპ IV-ს ანათემა მოუხსნა და ნოგარეს
გათავისუფლება დროებით გადადო. არჩევიდან 8 თვის შემდეგ (1304 წ.) მან მოამზადა ბულა,
რომელშიც დაგმო ბონიფაციუსზე თავდასხმა და 15 კაცი გამოიძახა, მათ შორის ნოგარე,
სასამართლოზე წარსადგენად, მაგრამ არავინ ჩამოსულა. მომდევნო ბულაში პაპმა თავდასხმაში
მონაწილე ყველა პირი ანათემას გადასცა, მაგრამ პაპი დიზინტერიისაგან მოულოდნელად
გარდაიცვალა.

ახალ პაპად ბორდოს არქიეპისკოპოსი, წარმოშობით ფრანგი ბერტრან დე გო პაპ კლემენტე V-ის
(1305-1314) სახელით აირჩიეს. ის, როგორც ბონიფაციუსის მომხრე, ორივე მხარის შერიგებას
ცდილობდა. კარდინალებმა პაპის ინტრონიზაცია რომში დანიშნეს, მაგრამ კლემენტე V-მ
ჩათვალა, რომ კარდინალები ლიონში მოეწვია, საიდანაც ის იტალიაში არ წასულა, რადგან 1309
წლიდან საბოლოოდ პაპის კურია ავინიონში გადმოიტანა. ავინიონი სამხრეთ საფრანგეთში იმ
დროს პატარა ქალაქი იყო. ოდესღაც იმპერატორმა ეს მიწები მფლობელობაში ნეაპოლის მეფეს
გადასცა, რომელიც იმავდროულად პაპის ვასალი იყო.ამრიგად, 1309 წლის მარტიდან 1376 წლის
სექტემბრამდე პაპები ავინიონში ცხოვრობდნენ. ამას ისტორიაში „ავინიონის ტყვეობას“
უწოდებენ.

პაპების ავინიონში ყოფნის ფაქტს არც მაშინ და არც შემდგომში იწონებდნენ. ამან წარმოშვა
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები. იტალიელი, გერმანელი, ინგლისელი ისტორიკოსები
მკვეთრად გმობენ პაპების რომის გარეთ ყოფნას. პეტრარკას განმარტებით, „ავინიონის
ტყვეობას“ განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა. ფრანგული ისტორიოგრაფია მასზე უფრო
პოზიტიურად მსჯელობს. რაც შეეხება რომის გარეთ უბრალოდ ცხოვრებას, მას მართლაც არ
შეიძლება ტყვეობა ეწოდოს. პირველი, ეს იმიტომ,რომ ასეთი იყო პაპის სურვილი. მეორე,მაშინ
ავინიონის ეკონომიკური, გეოგრაფიული და სულაც პოლიტიკური მდგომარეობა ავინიონში
გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე რომში. მაგრამ დღემდე ბევრი ისტორიკოსი პაპის ტყვეობაზე
საუბრობს, რადგან ავინიონელი პაპები დიდწილად თავისუფლები არ იყვნენ და საფრანგეთის
მეფეების მიმართ სისუსტეს იჩენდნენ. ფაქტობრივად პაპობა საფრანგეთის ტახტის მეურვეობის
ქვეშ იყო და ამიტომ იგი მსოფლიო ინსტიტუტს არ წარმოადგენდა. მაშინ ხშირად ამბობდნენ:
„თუკი პაპი ფრანგია, მაშინ იესო ქრისტე ინგლისელია“.

ეკლესიის „დიდი სქიზმა“.ეკლესიის ისტორიაში დასავლეთის დიდი სქიზმა ერთ-ერთი რთული


მოვლენაა.ამის მიზეზების ახსნა ძალზე წინააღმდეგობრივია. პირველ სირთულეს ისტორიული
წყაროების ნაირგვარობა ქმნის. ძალზე რთულია იმის გარკვევა ერთი და იმავე საკითხზე,
რომელი წყარო ამბობს სიმართლეს. ეს ეხება პაპის მეორედ არჩევამდე და მის შემდეგ
განვითარებულ მოვლენებს. ისე ჩანს, რომ წინააღმდეგობრივ წყაროებზე დაყრდნობით ამ
საკითხის ახსნა ძნელია, თუმცა მოვლენების განვითარების წარმოჩენით მისი შეფასება
შესაძლებელია.

41
როგორც ითქვა, პაპმა გრიგოლ XI-მ 1376 წელს საბოლოოდ დატოვა ავინიონი და რომში
დაბრუნდა. ამ „ფრანგი“ პაპის დაბრუნებას წინააღმდეგობას ფლორენციელები უწევდნენ. პაპმა
ბრეტონელი გლეხებისაგან დაქირავებული ჯარით ტახტი დაიკავა. ამის შემდეგ მან
ფლორენციას ინტერდიქტი დაადო. ამგვარად, პაპის დაბრუნება წმ. პეტრეს ტაძარში სისხლით
აღინიშნა.

რომში მდგომარეობა იმდენად საშიში იყო, რომ პაპმა გრიგოლმა სიკვდილის წინ ხელი
მოაწერა ბულას Futuris Periculis (19.03.1378), რომლითაც მან კარდინალებს ახალი პაპის
არჩევისას ფართო უფლებები მიანიჭა. პაპის დეკლარაციით კარდინალებს, სადაც სურდათ და
როდესაც სურდათ, მაშინ შეეძლოთ პაპი აერჩიათ. არჩევა კანონიერად იმ შემთხვევაში
ჩაითვლებოდა, თუ კანდიდატი ხმების არა 2/3-ს მიიღებდა, როგორც ეს უწინ იყო, არამედ
აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ ბულას მსვლელობა არ მიუღია, რადგან იგი დამალა
კარდინალმა პიერ კროსმა. ის იყო პაპის კარის ოფიცერი და მომავალი პაპის ურბან VI-ის მტერი,
რომელსაც არჩევისას ხმა მისცა. აღნიშნულის გამო პიერ კროსს განხეთქილების მთავარ
დამნაშავედ მიიჩნევენ.

პაპი გრიგოლ XI-ის გარდაცვალების შემდეგ ხალხში მღელვარება დაიწყო. ისინიითხოვდნენ,


რომ განსვენებული პაპის მემკვიდრე აუცილებლად იტალიელი უნდა ყოფილიყო, უფრო
უკეთესი თუ რომაელი იქნებოდა, რათა ამიერიდან პაპი რომის გარეთ არ აღმოჩენილიყო.
რამდენადაც მღელვარება მატულობდა, კარდინალებმა ქალაქის საბჭოს კონკლავის მშვიდი
მუშაობის უზრუნველსაყოფად ზომების გატარება სთხოვა. როცა სხდომის სანტ-ანჯელოში
გადატანა გადაწყდა, კარდინალებმა უარი განაცხადეს, რადგან ისინი რომის დიდი გავლენიანი
ოჯახების (ორსინების, კოლონების, კაეტანების) დახმარებას ითვალისწინებდნენ. მიუხედავად
ამისა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კარდინალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ. ამიტომ
ზოგიერთმა კარდინალმა თვისი ქონება ციხე-სიმაგრეში გადაიტანა.

კონკლავის დაწყების წინ წმ. პეტრეს მოედანზე 20 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც
იძახოდნენ: „გვსურს რომაელი, უკიდურეს შემთხვევაში იტალიელი“ („Romano la volemo o
almanco italiano“). კონკლავი 4 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. მასში 17 კარდინალი
მონაწილეობდა, რომელთაგან 11 ფრანგი იყო, 4 იტალიელი, ერთი ესპანელი. კონკლავის
მსვლელობას თან ახლდა წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხის ძახილი „გვსურს
რომაელი,უკიდურეს შემთხვევაში იტალიელი“. საბოლოოდ პაპად აირჩიეს ბარის
არქიეპისკოპოსი პრინიანო, შემდეგში პაპი ურბან VI, რომელიც კარდინალთა კოლეგიის წევრიც
კი არ იყო.

პაპმა ურბან VI-მ (1378-1389) მმართველობა ავტოკრატული ზომების გატარებით დაიწყო,


რომელიც არაიტალიელი კარდინალებისა და კურიალების წინააღმდეგ იყო მიმართული. მისმა
ფეთქებადმა და ტლანქმა წამოწყებებმა საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.ვითარება უფრო
გაამწვავა იმან, რომ პაპმა 1378 წლის 18 სექტემბერს 29 ახალი კარდინალი დანიშნა, რომელთაგან
მხოლოდ 2 იყო ფრანგი.მაშინ ფრანგი კარდინალები შეიკრიბნენ და კონკლავის გადაწყვეტილება
გააუქმეს. ამის მთავარ საბაბად ხალხის ზეწოლას ასახელებდნენ. მათ ახალი პაპი აირჩიეს. ეს
იყო რობერტ ჟენეველი, რომელმაც კლემენტე VII (1378-1394) სახელი მიიღო და იარაღის
42
დახმარებით რომი დაიმორჩილა. ქალაქის მოსახლეობამ ურბან VI დაიცვა და ფრანგი ანტიპაპი
იძულებული გახდა რომი დაეტოვებინა. ის გაემართა ავინიონში, სადაც ძალზე სწრაფად
აღადგინა პაპის ყოფილი ადმინისტრაცია. ახალი პაპი ახალგაზრდა იყო (36 წლის), ჟენევრის
გრაფი და საფრანგეთის მეფის ბიძაშვილი. ის უფრო პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო,
ვიდრე მღვდელი. ურთიერთობებში მისი დახვეწილი მანერები შერწყმული იყო საქმეში,
მეგობრობასა და ბრძოლაში ერთგულებასთან. თავაზიანი და კარგად აღრზრდილი მრავალ
ხელოვანთან მეგობრობდა და მეგობრების არჩევაში ძალზე გარკვეული იყო. ასე რომ,
ისტორიაში ორპაპობის ხანა დაიწყო, რომელიც დიდი სქიზმის შემადგენელი ნაწილი იყო. იგი
1417 წლამდე გაგრძელდა.მან დიდი გავლენა მოახდინა ევროპის სახელმწიფოების
ურთიერთობებზე. გათიშვის უარყოფითი ნიშნები შორეულ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

პაპმა ურბან VI-მ ანათემას გადასცა კლემენტე და მისი კარდინალები. მსგავსადვე


მოიქცაკლემენტე ურბანის მიმართ. მაშასადამე, გაჩნდა ორი პაპი და ორი კურია. ასეთი რამ
არასოდეს მოხდებოდა, ყოველ შემთხვევაში არ გაგრძელდებოდა, თუ ორივე პაპის უკან
პოლიტიკური და ხელისუფალთა წრის ინტერესები არ დადგებოდა. ავინიონის პაპს
ემორჩილებოდა საფრანგეთი,ესპანეთი, კასტილია, არაგონი და ნავარა,პორტუგალია,
შოტლანდია, სიცილია, სავოია და გერმანიის ზოგიერთი ტერიტორია. ასეთი მორჩილება არ იყო
სტაბილური, რადგან ცალკეულ ეპარქიებსა და ბერ–მონაზვნური ორდენის შიგნითაც გაყოფა
დაიწყო. ქრისტიანობის ეროვნული ნიშნით დაყოფა დიდ როლს ასრულებდა განხეთქილების
გავრცელებაში. ეპისკოპოსები, როგორც წესი, მეფის ამა თუ იმ პაპის მიმართ მიღებულ
გადაწყვეტილებებს უჭერდნენ მხარს. ზოგიერთი ქვეყნის შიგნით,რომელიც ურბანის მხარეზე
იდგნენ, იყვნენ ეპისკოპოსები, რომლებიც ავინიონელ პაპს ემორჩილებოდნენ ანდა პირიქით.
ხშირად ცალკეული ეპარქიების გაყოფაც მიმდინარეობდა, მაგრამ ეს განსაკუთრებით ბერ–
მონაზვნური ორდენების შიგნით იგრძნობოდა. ძირითადად ეს ეხებოდა მათხოვრულ
ორდენებს, რომელთა გენერალური მმართველობა ცენტრალიზებული იყო. ისინი ძალიან
სწრაფად გაიყვნენ. ამის შედეგად ორი გენერალური მმართველობა გაჩნდა, ხოლო პიზას კრების
(1409) შემდეგ - სამი. მათზე ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ორივე პაპი ორდენებს
მრავალ პრივილეგიებს აძლევდა. ასეთი რამ ორდენების დაცემას უწყობდა ხელს.

დაბოლოს: მართალია, განხეთქილებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ეკლესიის თავს, მაგრამ


სიღრმეში ის რეალურად არ წასულა. ჭეშმარიტად იყვნენ წმინდა ადამიანები, რომლებიც მხარს
ამა თუ იმ პაპს უჭერდნენ.

საეკლესიო კრებების პრიმატის თეორია. კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი განხეთქილების


დაძლევა ძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელი იყო. ფრანგი პაპის კლემენტეს არჩევნებამდე
იტალიელმა კარდინალებმა (ორსინი, კორსინი და ბროსანო) პაპ ურბანის არჩევის კანონიერების
შესამოწმებლად საეკლესიო კრების მოწვევის იდეა წამოაყენეს. ფრანგმა კარდინალებმა მასში
მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამასთანავე კარდინალებმა ღვთისმეტყველებთან ერთად
დაამტკიცეს, რომ კრება ვერ მოხსნიდა პრობლემას, რადგან მას მხოლოდ სათათბირო
ძალმოსილება ჰქონდა. მსჯელობები ამით არ დამთავრებულა. მსოფლიო საეკლესიო კრების
მოწვევის იდეაზე სამეცნიერო წრეებშიც მსჯელობდნენ. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ

43
უნივერსიტეტებიც, ძირითადად სორბონაში. საბოლოოდ გადაწყდა, რომ უნდა მოეწვიათ კრება,
რადგან ეკლესია საგანგებო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როცა კანონმა დაკარგა ძალა, უნდა
გამოვიყენოთ „ეპიკია“. ასეთი იყო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მსოფლიო საეკლესიო კრება,
როგორც მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენელი, რწმენის საკითხებში შეუმცდარია.
თავისთავად მსოფლიო საეკლესიო კრება პაპზე და კარდინალებზე მაღლა დგას, ვინაიდან „ის,
რაც ყველას ეხება, საერთო საქმე უნდა იყოს“. იმ შემთხვევაში,როცა პაპი არ არის, ანდა
გარდაიცვალა, ანდა ერეტიკოსია, ანდა არსებობს მის სტატუსზე ნამდვილი ეჭვი, მაშინ მხოლოდ
მსოფლიო საეკლესიო კრებას აქვს ძალაუფლების სისრულე, რომელიც უშუალოდ ქრისტესაგან
აქვს მიღებული.

დიდი თეორიული მსჯელობების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა: განხეთქილების


აღმოსაფხვრელად საეკლესიო კრება ერთადერთი საშუალებაა. ყველგან ნაციონალიზმის
აყვავების პირობებში სხვა საშუალებები გამორიცხული ჩანდა. მართალია, პაპობა სხვადასხვა
ხერხების გამოყენებით გულმოდგინედ შეეცადა იმპერიის ხელისუფლება დაესუსტებინა, მაგრამ
XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში იგი მეტად დამოკიდებული აღმოჩნდა
ნაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს თვით განხეთქილების
დასაწყისში ხალხი რომში რას ყვიროდა. მხოლოდ მაშინ რომის საღვთო იმპერატორმა და
უნგრეთის მეფემ სიგიზმუნდ I-მა სრულად გააცნობიერა ერთიანი ეკლესიის როლი. მან
გადაჭრით მოკიდა ხელი განხეთქილების ლიკვიდაციას. ამ დროს იმპერია საშინაო და საგარეო
საფრთხის წინაშე იდგა. პირველი, ოსმალების მიერ ბალკანეთში შეღწევა იყო, ხოლო მეორე-
ჩეხეთში დაწყებული ჰუსიტური მოძრაობა.

ერთი სიტყვით, სიგიზმუნდის ხელშეწყობით მოიწვიეს კონსტანცის


(შვეიცარია)საეკლესიოკრება (1414-1418).პაპ იოანე XXIII-ის ბულამ (“Ad pacem”) კრების მიზნები
და ამოცანები განსაზღვრა: “მშვიდობისათვის, ეკლესიისა და ყველა ქრისტიანისათვის“. კრება
უდავოდ მსოფლიო იყო, რადგან მასში აღმოსავლეთის ეკლესიებიც მონაწილეობდნენ.
ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს კრება ქრისტიანული ევროპის პირველი დიდი კონგრესი იყო,
სადაც განსახილველად დაისვა საერთოსახელმწიფოებრივი და სოციალური პრობლემები.

კრების ხანგრძლოვობა იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემები უამრავი იყო. პირველი


ამოცანები ასე განისაზღვრა: 1. „დიდი განხეთქილების“ დაძლევა; 2. ეკლესიის რეფორმა; 3.
ერესების დაძლევა. ეს ყველაზე დიდი სამუშაო წარმატებით შესრულდა. საბოლოოდ პაპის
არჩევის ახალი რეგლამენტი დამტკიცდა. ყოველი ერის წარმომადგენელს თითო-თითო ხმა
ეძლეოდა. ერთი ერი- ერთი ხმა. კრებამ ერები ასე დაყო: გერმანელი ერი, ფრანგი ერი,
იტალიელი ერი, ინგლისელი ერი, ესპანელი ერი. ერთი ხმა კარდინალთა კოლეგიას
ეძლეოდა.მიღებული დეკრეტით (1415 წლის 6 აპრილი)-“Haec Sancta Synodus” („ეს წმინდა
კრება“) საეკლესიო კრება რწმენის,რეფორმებისა და ეკლესიის ერთიანობის საკითხებში უფრო
მაღლა იდგა, ვიდრე პაპის ძალაუფლება. ეს რადიკალური გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო
ექსტრემალური გარემოებით, რადგან ნებისმიერ ფასად ეკლესიის ერთიანობის მიღწევა დიდ
აუცილებლობას წარმოადგენდა.

44
ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ პაპი იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა) კონსტანცადან გაიქცა,
მაგრამ ის სიგიზმუნდმა ძალით დააბრუნა. პაპი ერეტიკოსად გამოაცხადეს. გარდა ამისა,
დაადანაშაულეს წარსულში სკანდალურ ცხოვრებასა და სიმონიაში.სექსუალურ ნიადაგზე მის
დადანაშაულებაში ბევრი რამ გადაჭარბებულია.პაპი ციხეში ჩასვეს, მაგრამ შემდეგ კარდინალის
ტახტი დაუთმეს. 1419 წლის 22 დეკემბერს პაპი ფლორენციაში გარდაიცვალა.

კრებამ ეკლესიის რეფორმის საერთო პროექტი მიიღო. კარდინალთა კოლეგია 24 წევრისაგან


შედგებოდა, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათასი ფლორინით განისაზღვრა. კრებამ
იმსჯელა სამღვდელოების მორალური ცხოვრებისა და ქცევების შესახებ. პაპმა მარტინ V-მ 1418
წელს კრება დახურა. მომდევნო საზეიმო კრებაზე მან განაცხადა, რომ იწონებდა კრების ყველა
იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რწმების საკითხებს ეხებოდა.

მიუხედავად ამისა, პაპი მარტინი არ აპირებდა კრების დეკრეტების რატიფიცირებას,


რადგან ეკლესიის ამ თავისებურ პარლამენტს მიუღებლად მიიჩნევდა. ამ მიზნით მან ახალი
კრების მოწვევა გადაწყვიტა. პავიასა და სიენაში (1423-1424 წწ.) კრების ჩაშლის შემდეგ, მან
მომავალი კრების ადგილად ბაზელი მიიჩნია, მაგრამ მის გახსნამდე დამბლადაცემული პაპი
გარდაიცვალა. მომდევნო პაპმა ევგენიუს IV-მ, რომელიც არ აღიარებდა საეკლესიო კრების
უზენაესობას პაპის ხელისუფლებაზე, კრებაზე დახვეწილი დიპლომატი კარდინალი ჯულიო
ჩეზარინი გაგზავნა. ცრუ ინფორმაციის საფუძველზე, რომ თითქოსდა ეპისკოპოსები კრების
მუშაობაში არ იყვნენ დაინტერესებულნი,პაპმა კრების დათხოვნა გადაწყვიტა. მთელი ევროპის
ეპისკოპოსებმა, რომლებიც ბაზელში იყვნენ შეკრებილნი, ამაზე პროტესტი გამოთქვეს. ორი
წლის მანძილზე მოლაპარაკებების შემდეგ პაპმა კრება კანონიერად აღიარა და მას მუშაობის
გაგრძელების საშუალება მისცა.

ბაზელის კრებაზე (1431-1433 წწ.)მწვავე ბრძოლა გაიმართა კრებასა და პაპის კურიას შორის.
პაპი სარგებლობდა იმპერატორ სიგიზმუნდის მხარდაჭერით, რადგან მან იგი იმპერატორად
აკურთხა. ამით ძალამოცემულმა პაპმა კრების მამათა პრეტენზიების შეზღუდვა დაიწყო. ისინი
მტკიცედ ატარებდნენ კონცილიარიზმის პრინციპს და პროპაგანდას უწევდნენ პაპობაზე
ეპისკოპატის კრების უზენაესობას. პაპთან კონსულტაციის გარეშე კრების მამები დებატებს
მართავდნენ ჰუსიტების საქმეზე, საეკლესიო რეფორმაზე, განიხილავდნენ აღმოსავლეთის
ეკლესიასთან უნიის პრობლემას, ასევე ითხოვდნენ, რომ პაპის შემოსავლის ნაწილი კრებას
გადასცემოდა. პაპმა ევგენიუს IV-მ აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან უშუალო
მოლაპარაკებების აუცილებლობის მიზნით ბაზელის კრება დაითხოვა და ეპისკოპოსებს
ფერარაში შეხვედრაზე მოუწოდა.

ბაზელის კრებაზე კარგად გამოჩნდა, რომ არც პაპსა და არც კარდინალებს ახალი
განხეთქილება არ სურდათ. მიუხედავად იმისა,რომ პაპმა 1433 წლის 29 ივლისის ბულით
(“Incrustabilis”) კრების მიერ მიღებული დეკრეტები გააუქმა,ორივე მხარე კომპრომისზე
მიდიოდა. ამასობაში კრებამ ჰუსიტთა ზომიერ ფრთასთან შერიგებას მიაღწია. იზოლირებულმა
და ავადმყოფმა პაპმა ევგენიუსმა კარგად გაიგო, რომ კომპრომისზე წასვლა აუცილებელი იყო. ამ
მიზნით პაპმა 1433 წლის ზაფხულში რომში საზეიმოდ მოაწყო სიგიზმუნდის კორონაცია. იმავე
წლის 15 დეკემბერს პაპმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა და კრება კანონიერად გამოაცხადა.
45
ამრიგად, კრების მიერ მიღებული ყველა დეკრეტი, რომელიც პაპის ძალაუფლების წინააღმდეგ
იყო მიმართული, კანონიერად გამოცხადდა. ამაში გამოიხატა პაპზე კრების გამარჯვება. რაც
შეეხება კრების დათხოვნას, პაპმა ევგენიუს IV-მ აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან
უშუალო მოლაპარაკებების აუცილებლობის მიზეზი მოიშველია და ეპისკოპოსებს ფერარაში
შეხვედრისკენ მოუწოდა.

ფერარა-ფლორენციის კრება.ოსმალებთან ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ ომში დასუსტებულ


ბიზანტიას, ჩანდა, რომ ეს-ესაა უნდა დაესრულებინა თავისი ისტორიული გზა. ამავე დროს
ოსმალების ჯარი ემზადებოდა კონსტანტინოპოლის ასაღებად, მაგრამ 1402 წელის 28 ივლისს
თემურ ლენგის მიერ ანკარასთან ოსმალთა ჯარის განადგურებამ ნახევარი საუკუნით
გაახანგრძლივა ბიზანტიის აგონია.

კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ბიზანტიის იმპერატორმა იოანე VIIპალეოლოგმა


დახმარებისათვის პაპს მიმართა რომის ეკლესიასთან შეერთების მოთხოვნით. ამას პაპი
ევგენიუს IV სწრაფად გამოეხმაურა და 1438 წლის 8 თებერვალს იტალიის ქალაქ ფერარაში
გაიხსნა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც უნდა განეხილა უნიის საკითხი. შავი ჭირის
გამო რამდენიმე თვის შემდეგ კრება გადატანილი იქნა ფლორენციაში. კრებაზე, რომელსაც
ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა პაპი ევგენიუს IV, ჩამოვიდა ბიზანტიის იმპერატორი, იოანე
პალეოლოგი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოსები, რუსეთის მიტროპოლიტი, წარმოშობით
ბერძენი ისიდორე, საქართველოს მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც კრების მონაწილეთა
წინა რიგში იჯდა, ასზე მეტი მართლმადიდებელი და კათოლიკე ეპისკოპოსი, ბერმონაზონთა
ორდენების ხელმძღვანელები და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლები.

15 თვის დებატების შემდეგ, 1439 წლის 6 ივლისს გამოცხადდა ლათინური და ბერძნული


ეკლესიების უნია. კრებამ მიიღო ლათინური ეკლესიის დოგმატები, გამოცხადდა რომის პაპის
პრიმატობა და დაამტკიცა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიის უნიის აქტი. ასევე
გადაწყდა, რომ მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფლორენციის უნიამ
დიდი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა აღმოსავლეთის ეკლესიათა მორწმუნეებში. ამის მიზეზი ის
გახლდათ, რომ “ლათინებმა” ვერ გაიგეს ეკლესიის ძველი ტრადიციები, რომელიც მრავალი
საუკუნის მანძილზე პაპობის გავლენის გარეშე ვითარდებოდა. უნიის წინააღმდეგ გამოვიდა
ეფესის მიტროპოლიტი მარკი, საქართველოს მიტროპოლიტი გრიგოლი და სხვა
მართლმადიდებელი იერარქები.

ამ კრებამ თავის მხრივ გამოავლინა, რომ კონფლიქტი პაპსა და საეკლესიო კრებას შორის არ
დასრულებულა. პარადოქსი ის გახლდათ, რომ იმ დროს, როცა აღმოსავლეთის ეკლესიამ კრება
მიიღო, დასავლეთის კრების უმრავლესობა პაპის ძალაუფლების წინააღმდეგ ღიად მოქმედებდა.
პაპის პრიმატის დოგმატური განსაზღვრა ისტორიულ ასპექტში უნაყოფო იყო. პაპის ერთგულ
ეპისკოპოსებსაც არ ესმოდათ ეს და დაჟინებით ცდილობდნენ მის განმარტებას. ეს დიდად
ვნებდა ეკლესიის ერთიანობის იდეას

საეკლესიო კრებების ისტორიული მნიშვნელობა. დასახელებულ კრებებს ღრმა დაღი დაასვა


პაპების ავინიონში ცხოვრებამ და დასავლეთის დიდმა სქიზმამ. ბაზელის კრება

46
ანტიიერარქიული ეკლესიოლოგიის ისტორიული გამოვლინებაა, რადგან კრება, რომელიც
მსოფლიო საეკლესიო კრებას წარმოადგენდა საეკლესიო ძალაუფლების უზენაეს წყაროს
წარმოადგენდა. იგი რევოლუციური ეკლესიოლოგიის ასახვა იყო, რომელსაც ფუნდამენტი არც
საღვთო წერილსა და არც გადმოცემებში ჰქონდა. მსგავსი ეკლესიოლოგია საზოგადოების
შესახებ არისტოტელეს აზრის შედეგია, რომელიც ძალზე იყო გავრცელებული XIV საუკუნეში.

მართალია, პაპობამ კრებების გადაწყვეტილებები ნულამდე დაიყვანა, მაგრამ მან


ევროპაში თავისი ძალაუფლების აღდგენა ვერ შეძლო. მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ
ეკლესიათა დიდი განხეთქილების, კონსტანცისა და ბაზელის კრებების შემდეგ მოცემულ
სიტუაციაში გამარჯვებული სახელმწიფო გამოვიდა. განხეთქილების ამღვრეულ წყალში
ჩასახვის ეტაპზე მყოფი ეროვნული სამეფოები წარმატებებს აღწევდნენ. კერძოდ, ისინი
იყენებდნენ საეკლესიო დავებს, ფუნქციურ უთანხმოებებს ეკლესიაზე საერო ხელისუფლების
განმტკიცებისათვის. მათთვის საეკლესიო რეფორმებს ანდა საღვთისმეტყველო პრობლემების
გადაწყვეტას თავისთავად მნიშვნელობა არ ჰქონდა. იგი მხოლოდ ხელსაყრელი იარაღი იყო
საკუთარი მიზნების მისაღწევად.

პაპი ევგენიუს IV-სათვის კომპრომისული ხელშეკრულების დადება ეროვნულ ეკლესიებთან


და საერო მთავრებთან ნებაყოფლობითი აქტი როდი იყო. ის იძულებული გახდა, რომ
საფრანგეთის ეკლესიასთან სერიოზულ დათმობებზე წასულიყო, რომელიც უკვე ბაზელის
კრების სულისკვეთებითა და მეფის დახმარებით ფართო ავტონომიის მოპოვებისკენ
მიისწრაფოდა. პაპისაგან ავტონომია პრაქტიკაში ეკლესიის მეფისგანაც დამოუკიდებლობას
ნიშნავდა, რადგან პაპის ჩარევა საფრანგეთის საქმეებში ძალზე შეზღუდული იყო (ეპისკოპოსის
დანიშვნა ანდა გადაყენება და სხვა ბენეფიციები). ასეთი პოლიტიკა ძალზე სწრაფად და
წარმატებით გავრცელდა იტალიასა და გერმანიაში. ასე რომ, ეკლესიის გენერალური რეფორმა
გაქრა. საეპისკოპოსოში კანდიდატის დანიშვნა და სხვა მაღალი ბენეფიციები მეფეთა
კონტროლის ქვეშ იყო. ეს უზრუნველყოფდა თავადაზნაურთა ოჯახებიდან ისეთი კანდიდატის
არჩევას, რომელიც მეფესთან კარგ ურთიერთობაში გახლდათ. მათთვის ეპისკოპოსის ანდა
აბატის ტახტი არა მსახურებას, არამედ სოციალურ სტატუს აღნიშნავდა, რომელიც ეკონომიკურ
უპირატესობებთან იყო დაკავშირებული. შედეგად, ისტორიის არენაზე გამოვიდა უფრო
პოლიტიკოსის, მეცენატის, მხედრისა და კარისკაცის სახის მატარებელი ეპისკოპოსი.

47
ლექცია №3

დასავლეთ ევროპის კლასიკური საუკუნეების კულტურა და

მსოფლმხედველობა

X-XI სს. ევროპის ქვეყნებში ქალაქების აღმოცენებამ, მათმა აყვავებამ და


განვითარებამ შუა საუკუნეების კულტურის ისტორიის ახალ ეტაპს დაუდო სათავე.
ამით ფეოდალიზმა თავის სიმწიფეს მიაღწია. თავისთავად ეს იმას ნიშნავდა, რომ
კულტურის ისტორიაში ნამდვილი გადატრიალება დაიწყო, რაც მარტივად არ
მომხდარა.

ქალაქებში ხელოსნობისა და ვაჭრობის, საქონლის ურთიერთმიმოცვლის


ინტენსიურმა განვითარებამ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანებზე მოთხოვნილება
წარმოშვა. ასეთ ადამიანებს უნდა შეძლებოდათ წერა, კითხვა, დოკუმენტების შედგენა
და გაფორმება. საქონლის მწარმოებელი სახელოსნოების პრაქატიკა ძირითად აქცენტს
ცდისეულ ცოდნასა და მის დაგროვებაზე აკეთებდა. ბიურგერობის (ქალაქის
მცხოვრებლების) აქტიურობის ძირითად თვისებად იქცა: ცხოვრების აღქმა, ფხიზელი
ანგარიშიანობა, გერგილიანობა. ეს კი ბიურგერობის წრეში ხელს უწყობდა
რაციონალისტური ტიპის აზროვნების ჩამოყალიბებას. გონებრივი მოთხოვნილებები,
ინტერესები და საერო განათლებისადმი მისწრაფება გაიზარდა. წიგნიერება ახლა
სამღვდელოების ვიწრო წრის ფარგლებს გასცდა.

ყოველივე ამან ინტელექტუალურ განათლებაზე ეკლესიის მონოპოლია დაარღვა.


მართალია, ეკლესია იდეოლოგიის სფეროში ისევ ინარჩუნებდა გაბატონებულ
მდგომარეობას, მაგრამ ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში შეიჭრა იდეები,
რომელიც კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანულ მოძღვრებასთან შეუთავსებელი იყო.
ფეოდალური საზოგადოების ცხოვრებაში ამ პროგრესული მოვლენების ერთობლიობას,
რომელიც თვით ამ საზოგადოების აღმავლობას განაპირობრებდა „საქალაქო კულტურას“
უწოდებენ.

XI-XII სს. კულტურისა და განათლების აღმავლობის მნიშვნელოვან ელემენტს


ქალაქის სკოლები წარმოადგენდნენ. ისინი სამონასტრო სკოლებს წარმატებით უწევდნენ
კონკურენციას. ქალაქებში, გარდა საეპისკოპოსო სკოლებისა, კერძო, არასაეკლესიო
სკოლები აღმოცენდა. ეს უკანასკნელი იქმნებოდა ამა თუ იმ მაგისტრის (მასწავლებლის)
ინიციატივით, რომელიც თავის გარშემო იკრებდა მსმენელებს არა მხოლოდ
კლირიკოსების (დაბალი ჩინის საეკლესიო პირები), არამედ რაინდთა და ბიურგრული
წრიდან გამოსულ პირებს. მოსწავლეები სწავლის საფასურს თვითონ იხდიდნენ.

48
ეკლესიისაგან დამოუკიდებელ ასეთ სკოლებში ახალი იდეები ადვილად ინერგებოდა,
რომელსაც ეკლესია ეჭვით ეკიდებოდა.

თავისებური სპეციალიზაციის მქონე სასკოლო ცენტრები განვითარდა. XI ს-ში უკვე


ბოლონიაში (იტალია) იურიდიული სკოლა შეიქმნა, რომელმაც სათავე დაუდო ე.წ
„რეცეფციას“ (ლათ. Reception-მიღება-(სამართ.-სესხება და შეგუება), ე.ი. რომის
სამართლის ელემენტების ათვისებას. აქ სწავლობდნენ სამართლებრივ ნორმებს,
რომელიც სავაჭრო გარიგებებს, სხვადასხვა ფულად ოპერაციებსა და ხანდახან
წოდებათაშორის ურთიერთობებს არეგულირებდა. იურისპრუდენციამ საეკლესიო
საბურველი თანდათან მოიშორა. სალერნოსა (იტალია) და მონპელიეს (საფრანგეთი)
სამედიცინო სკოლებში ადამიანის აგებულების შესახებ გამოცდილებით ნაკარნახევი
იდეები აღმოცენდა. აქვე სწავლობდნენ ანტიკური პერიოდის ექიმების ჰიპოკრატესა და
გალენოსის (რომაელი ექიმი 129-201 წწ.) შრომებს, ითვალისწინებდნენ არაბ მედიკოსთა
მიღწევებსაც. ოქსფორდში (ინგლისი) განსაკუთრებით კარგად ასწავლიდნენ ოპტიკას.
ლანში (ჩრდ. საფრანგეთი) სწავლობდნენ თეოლოგიას, ორლეანში–ანტიკურ პოეზიას,
შარტრში–„შვიდ თავისუფალ ხელოვნებას“, ისტორიასა და ლიტერატურას. შარტრის
სკოლებში ასწავლიდა გილიომ კონშელი ( ფრანგ. Gullaume de Conches; ლათ. Gullemus de
Conchis -1080-1154. დაიბადა კონშეში-ნორმანდია) რომლის ფილოსოფია ადრეულ
სქოლასტიკაში ზოგიერთ მატერიალისტურ ტენდენციას შეიცავდა. მან ნაწილობრივ
ააღორძინა ეპიკურეს იდეა, რომ „სამყარო ატომებისაგან შედგება“. გილიომი ასევე
ამტკიცებდა, რომ გონებასა და რწმენას შორის დაპირისპირებისას რწმენამ უნდა
დათმოს.

ესპანეთის სკოლები განთქმული იყვნენ მათემატიკის, მედიცინის, ფიზიკისა და


ასტრონომიის სწავლებით. დაბოლოს, ფილოსოფიის აღიარებულ ცენტრად პარიზი
ითვლებოდა, სადაც ნორტ-დამის საჯარო სკოლის გვერდით საეკლესიო სკოლები
გაიხსნა.

უნივერსიტეტების ჩამოყალიბება

ევროპის ისტორიაში უნივერსიტეტი სრულიად ახალი მოვლენა იყო. ასეთი რამ


საბერძნეთსა და რომში არ არსებობდა. დღეს არსებული უნივერსიტეტები
ფაკულტეტთა სისტემით, სასწავლო კურსებით, გამოცდებით, საბაკალავრო,
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით შუა საუკენეების მემკვიდრეობას
აგრძელებენ. კათოლიკურმა ეკლესიამ იმიტომ შექმნა უნივერსიტეტების სისტემა, რომ
ევროპაში იგი იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ცოდნის შენახვასა და
განვითარებაში უცვლელ ინტერესს ავლენდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ XII
საუკუნის რენენსანსმა თეოლოგიისაგან დამოუკიდებელი საერო ცოდნის ფასეულობათა

49
პრინციპი წამოაყენა. მიუხედავად ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნა
ეკლესიის სანქციას მოითხოვდა. ასე აღმოცენდა Studium Generale, ე.ი. უნივერსიტეტები,
რომელსაც ჩვეულებრივ 4-5 ფაკულტეტი ჰქონდა. ესენია: ღვთისმეტყველების
(თეოლოგია), სამართლის, მედიცინის, ჰუმანიტარული მეცნიერების ანუ ფილოსოფიის
და მუსიკის.

მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთ ევროპაში XII–XIII სს. ჩამოყალიბდა უმაღლესი


სკოლა–უნივერსიტეტი (ლათ. „Universitas“–„ერთიანობა“). ასე ეწოდებოდა
მასწავლებელთა (Universitas magistrorum) ანდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა
გაერთიანებას (Universitas magistrorum et scholarium). XIII საუკუნის დასაწყისში
უნივერსიტეტები გაჩნდა ბოლონიაში (გაიხსნა 1088 წელს, აღდგა 1215), პარიზში
(დაახლ. 1150 წელს), ოქსფორდში(1167 წელს). 1300 წლისათვის მრავალი მსგავსი
დაწესებულებები გაიხსნა იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ესპანეთში და უფრო
მეტი გაიხსნა მომავალში.

პარიზის უნივერსიტეტი–შუა საუკუნეების ტიპური უნივერსიტეტი იყო. 1200 წელს


სამეფო სიგელით მისი კანონიერი უფლებები დამტკიცდა. მის შემადგენლობაში
შედიოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, ასევე წიგნით მოვაჭრეები, გადამწერები,
შიკრიკები, მეაფთიაქეები, მიკიტნები, უნივერსიტეტის მომსახურეები.

უნივერსიტეტის მასწავლებლები განსაკუთრებულ ორგანიზაციაში, ე.წ.


ფაკულტეტებში (ლათ. „Facultas“–უნარი, ე.ი. ამა თუ იმ საგნის სწავლების უნარი)
ერთიანდებოდნენ. ასეთი პარიზის უნივერსიტეტში იყო ოთხი: „დაბალი“ ანდა
„არტისტული“ ფაკულტეტი, სადაც მოსწავლეებს ასწავლიდნენ კითხვას, წერასა და
„შვიდ თავისუფალ ხელოვნებას“, სამი „მაღალი“–სამედიცინო, იურიდიული და
საღვთისმეტყველო. ამ სამში შესვლა მხოლოდ „არტისტული“ ფაკულტეტის
დამთავრების შემდეგ იყო შესაძლებელი. მასწავლებლები ირჩევდნენ ფაკულტეტის–
„დეკანს“. შუა საუკუნეების უნივერრსიტეტის მოსწავლეებს უწოდებდნენ „სტუდენტებს“
(ლათ. „Sthudere“–„ბეჯითად სწავლა“). პარიზის უნივერსიტეტში ოთხი „ერი“ - იყო
წარმოდგენილი : ფრანგული (გალური), ნორმანდიული, პიკარდიული და ინგლისური.
ეს ოთხი „ერი“ ერთად ირჩევდა უნივერსიტეტის მეთაურს–რექტორს („Rector“–
„მმართველი“).

უნივერსიტეტში გაკვეთილები სამ ნაწილად იყოფოდა: lectio–კლასიკური ტექსტის


კითხვა სრულ სიჩუმეში, quaestio–ორი განსხვავებული აზრის მქონე მომსხენებლის
დაპირისპირება (თავად მასწავლებლის მიერ დასახელებული opponens და respondens)
და disputatio, რომელშიც სტუდენტები ღებულობდნენ მონაწილეობას და ხსენებული
ტექსტის ყველა pro-სა და contra-ს განიხილავდნენ. მაგრამ ერთმანეთში არ უნდა

50
აგვერიოს disputatio და დებატი. Disputatio დამხმარე საშუალება იყო, რომლითაც
მასწავლებელი უკეთ განმარტავდა lectio -ს დროს წაკითხულ ტექსტს. ასე რომ, სწავლება
სრულდებოდა სტუდენტების მიერ ლექციების მოსმენასა და ჩაწერაში, დისპუტებზე
მონაწილეობაში. ლექციაზე ჩვეულებრივ ხდებოდა ავტორიტეტული საეკლესიო და
ზოგიერთი საყვარელი ანტიკური ავტორების შრომების კითხვა და კომენტირება.
პარიზის უნივერსიტეტის მიბაძვით სხვა უნივერსიტეტებიც დაარსდა. XV საუკუნის
ბოლოს ევროპაში 72 უნივერსიტეტზე მეტი ითვლებოდა.

სქოლასტიკა და სქოლასტიკური დისპუტები

სქოლასტიკას (ბერძნ. „Scholastikos“–„სწავლული“) შუა საუკუნეების ფილოსოფიას


(X-XIV) უწოდებენ, რადგან მას სკოლებში (“Scholae”) ასწავლიდნენ. იმდროინდელი
მოაზროვნეები ძირითადად თეოლოგები იყვნენ და ფილოსოფიას თეოლოგიის
მიზნებისათვის იყენებდნენ, თუმცაღა აცნობიერებდნენ ფილოსოფიის განსაკუთრებულ
ხასიათს. ფორმულა “Philosophia ancilla theologiae” (“ფილოსოფია რელიგიის მსახური“)
იმას კი არ ნიშნავს, რომ ფილოსოფია დოგმების საშუალებით უნდა შეიქმნას, არამედ
იმას, რომ ფილოსოიფია დოგმების განმარტებისა და დაცვის მიზნით უნდა
განვითარდეს. წინასწარ უნდა ითქვას, რომ სქოლასტიკა შუა საუკუნეებში
გაბატონებული უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის დაძლევის პირველი სერიოზული
მცდელობა იყო. ერთი სიტყვით, სქოლასტები გონებას თეოლოგიური და
ფილოსოფიური კვლევისათვის აუცილებელ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ, ხოლო
დიალექტიკას იყენებდნენ,როგორც ძირითად მეთოდს ინტელექტუალური პრობლემის
გასაანალიზებლად. განვითარების შედეგად სქოლასტიკურ ტრადიციაში
სქოლასტიკური ტრაქტატის გარკვეული ფორმატი ანუ მეთოდი ჩამოყალიბდა: იგი „ჰო“
და „არას“ შეპირისპირებაში გამოიხატებოდა. მარტივად რომ გავიგოთ, ჯერ ხდება
საკითხის ფორმულირება, „ჰო“ და „არას“ არგუმენტების გადმოცემა, ავტორის აზრის
გადმოცემა და შესაძლებელი შეპასუხება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ
აღორძინების ხანის მოაზროვნეთათვის სიტყვა „სქოლასტიკას“ უარყოფითი
მიშვნელობა ჰქონდა: იგი აღნიშნავდა ჩამორჩენილ და თვალთმაქცური განწყობილებით
გაჟღენთილ გარემოს, სადაც არცთუ ისე იშვიათად, მათრახის დახმარებით, გარკვეულ
რელიგიურ პრინციპებს ნერგავდნენ. სინამდვილეში კი სქოლასტიკა, განსაკუთრებით,
დასაწყისში, იმპერატორ კარლოს დიდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
ინიციატივა იყო. 782 წელს კარლოს დიდმა აკვისგრანაში დაარსა სკოლა სახელწოდებით
„Schola Palatina“ და მისი მართვა იმპერატორის ნდობით აღჭურვილ ბერს,–იორკელ
ალკუინის,-დაავალა. მცირე დროის შემდეგ უკვე მრავალი მეტ–ნაკლებად რელიგიური
ხასიათის სკოლა ფუნქციონირებდა. მდიდარი ადამიანები შვილებს ამ სკოლებში
აბარებდნენ და მათგან საუკეთესოებისათვის ეს კარიერის დასაწყისი იყო.

51
რას ასწავლიდა სქოლასტიკა? უპირველესად ტრივიუმის დისციპლინებს, ანუ
რიტორიკას, გრამატიკასა და დიალექტიკას. მაღალ კურსებზე კი–კვადრიუმის
დისციპლინებს, ანუ არითმეტიკას, გეომეტრიას, მუსიკას და ასტრონომიას. ეს
რამდენადმე წააგავს ჩვენი დროის კლასიკურ და სამეცნიერო გიმნაზიებში სასწავლო
დისციპლინათა განაწილებას.

სქოლასტიკის განვითარება სამ პერიოდად იყოფა: კარლოს დიდის მიერ


დაარსებული მიმდინარეობა 782 წლიდან XI საუკუნის ბოლომდე, მეორე პერიოდი
მოიცავს XII–XIII საუკუნეებს, მესამე კი– XIVს.–XV ს-ის დასაწყისს.

განვითარების პირველ პერიოდში სქოლასტიკას ბერები უძღვებოდნენ და


სწავლებისას აქცენტი ძირითადად რელიგიასთან დაკავშირებულ საგნებზე კეთდებოდა,
უფრო ტექნიკურ დისციპლინებს კი ბერები კერძო პირებს მიანდობდნენ.

მეორე პერიოდში–სკოლის ორი ტიპის სწავლება ერთ მთლიან კურსად გაერთიანდა


და მეცადინეობა ერთ შენობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სახელწოდებებს,
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სამრევლო სკოლები, ბერ-მონაზონთა,
საეპისკოპოსო, სასახლის ან მოედნის სკოლებად იყოფოდა.

XII საუკუნიდან მოგზაურობის განვითარებამ ეკონომიკური ძვრები გამოიწვია.


მყარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და საქონლის ურთიერთმიმოცვლა
ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ ქვეყნებს შორისაც კი. ეკონომიკამ მარკეტინგული
ხასიათი მიიღო. ასეთი ცვლილებებისთვის ნაბიჯის აწყობა და თავისი ინტერესების
სფეროს გაფართოება სქოლასტიკასაც მოუხდა. ამგვარად წარმოიშვა დაპირისპირება
sapentia-სა (ბერების სკოლებსა) და scientia-ს (ინტელექტუალთა სკოლებს) შორის.

სქოლასტიკის განვითარების პირველ ეტაპზე ფილოსოფია განიხილებოდა, როგორც


ancilla theologiae ანუ რელიგიის მსახური. ეს განმარტება კათოლიკე ღვთისმეტყველს,
კარდინალ პიერ დამიანის (Pier Damiani- 1007-1072 წწ.) ეკუთვნის. ამ იუმორის გრძნობა
მოკლებული ადამიანისათვის, რომელთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელი საქმე იყო,
რწმენა ყოველთვის პირველადი უნდა ყოფილიყო, საწინააღმდეგო მოსაზრების მქონენი
კი ეკლესიიდან დაუყოვნებლივ მოკვეთას იმსახურებდნენ.

XII-XIII საუკუნეებში რწმენა და გონება ერთმანეთს შორდება, მესამე და უკანასკნელ


ფაზაში კი ეს პროცესი ურთიერთთან დაპირისპირებით სრულდება.

მესამე პერიოდში პირველი უნივერსიტეტები დაარსდა. უნივერსიტეტები


სქოლასტიკის თავშეყრის ადგილი გახდა. ანტიკური მემკვიდრეობის ათვისების ბაზაზე
მეცნიერული თვალთახედვის გაფართოებამ ქრისტიანულ სწავლებასა და საერო ცოდნას
შორის ადრე არსებული ურთიერთობები დაარღვია. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და
52
მასწავლებლებს შორის არისტოტელეს ნატურფილოსოფიური (ბუნების სამეცნიერო
მეთოდებით ახსნის მცდელობა) ნაშრომების გაცნობამ ხელი შეუწყო რაციონალიზმისა
და თავისუფალი აზროვნების გავრცელებას, რომელიც ოფიციალურ სქოლასტიკას
უპირსპირდებოდა. ასე მაგალითად, პარიზის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და
თეოლოგიის მაგისტრებმა ანუ მასწავლებლებმა ამორი ვენელმა (გარდ. 1206 წ.) და დავიდ
დინანელმა (გარდ.1217 წ.) გამოთქვეს პანთეისტური (მოძღვრება რომელიც ღმერთს
ბუნებასთან აიგივებს) იდეა იმაზე, რომ ქრისტიანული ეკლესიის მიერ გაგებული
ღმერთი არ არსებობს, მაგრამ ის განფენილია მთელ ბუნებაში. ამიტომ ეკლესია ყველა
მისი დოგმებითა და საიდუმლოებებით საჭირო არ არის. ამ შეხედულებამ გავრცელება
ჰპოვა ამალრიკთა ერესულ მოძრაობაში, რომელიც ეკლესიამ მკაცრად ჩაახშო.

XIII საუკუნის ბოლოს ერესული მოძრაობებისა და თავისუფალი აზროვნების


წინააღმდეგ ბრძოლაში ეკლესიისათვის ძირითადი ამოცანა თავისი ფილოსოფიური
პოზიციების განმტკიცება იყო.

დასკვნა

შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში სქოლასტთა მოღვაწეობას უდიდესი


მნიშვნელობა ჰქონდა: იგი ხელს უწყობდა ფორმალური ლოგიკის განვითარებას, ყველა
საუნივერსიტეტო პროგრამებში არისტოტელეს სავალდებულო შესწავლას;
სქოლასტებმა შემეცნების ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დასვეს და მის
გადაწყვეტას შეეცადნენ. ასეთია, მაგალითად, საკითხი უნივერსალიების შესახებ; მათ
დასავლეთ ევროპას ბევრი ძველი ბერძენი და არაბი მეცნიერები გააცნეს.

უნივერსალიების პრობლემა

უნივერსალიები (“Universalis”– ზოგადი, საყოველთაო) ანუ საყოველთაო იდეები


სქოლასტიკის ძირეული პრობლემაა. ეს პრობლემა ბერძენმა ფილოსოფოსმა
პორფირიოსმა (პორფირი ტვირელი-დაახ. 233 დაახ. 304) წამოჭრა თავის ნაშრომში
„Isagoge“- ში (არისტოტელეს ორგანონის „შესავალი“, ასევე ცნობილია „ლათ. “De qiunque
vocibus” (“ხუთი ხმა“), რომელიც უნივერსალურ იდეათა ანუ ცნებათა ღირებულების
საკითხს ეხება. ტერმინით „უნივერსალია“ შუა საუკუნეებში აღნიშნავდნენ
უნივერსალური ხასიათის ანუ მრავალი ინდივიდისათვის მისადაგებულ იდეებსა თუ
ცნებებს. როდესაც ვამბობთ „ადამიანი“, ეს არაა იგივე, რაც პეტრე ან პავლე, ეს ცნებაა,
რომელიც როგორც ერთი ისე მეორე და სხვა მრავალი ინდივიდისთვის თვისებრივს
აღნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას ტერმინზე „ცხოველი“ და ა.შ.

53
ცნება ანუ ტერმინი, რომელიც მრავალ ინდივიდს ესადაგება, შუა საუკუნეებში (ისევე
როგორც დღეს) უნივერსალურად მიიჩნევა. ერთი სიტყვით, შუა საუკუნეების
ფილოსოფოსთა ყურადღების ცენტრში იდგა საკითხი „უნივერსალიების“, ე.ი. საერთო
ცნებების შესახებ.

რეალისტები და ნომინალისტები

უნივერსალურ ცნებათა შესახებ დოქტრინები ორ ჯგუფად იყოფა: „Nominales“ და


„Reales“. პირველის მიმდევრებისათვის უნივერსალია flatus vicis, ანუ წმინდა ტერმინია.
მეორის მიმდევრებისათვის უნივერსალია აზრის მიღმა არსებული ნამდვილი
რეალობაა. „რეალისტები“ პლატონის კვალდაკვალ ამტკიცებდნენ, რომ საერთო ცნება
რეალურად არსებობს, როგორც გრძნობადი სამყაროს საფუძველი. „ნომინალისტები“
პირიქით ამტკიცებდნენ, რომ არსებობს მხოლოდ ცალკეული საგნები, ხოლო ცნება
უბრალოდ „სახელია“ („nomina“). არსებითად დავა მიმდინარეობდა ორი ძირეული
ფილოსოფიური პრობლემის გარშემო: რა არის პირველადი, საგანი თუ ცნება, ბუნება თუ
სული? ღმერთის მიერ არის შექმნილი სამყარო თუ დასაბამიდან არსებობდა იგი?
აზრებს წინ უსწრებს თუ არა შეგრძნება? ნომინალისტებს, როგორც ყველა სქოლასტს,
ღმერთი სწამდა, მაგრამ მათ ხშირად დევნიდნენ და მოკვეთით ემუქრებოდნენ.
ნომინალიზმმა, როგორც სქოლასტიკის განვითარების ფასეულმა შედეგმა, მომდევნო
პერიოდში ნიადაგი მოუმზადა მეცნიერების განვითარებას.

სკოტუს ერიუგენა (JOHANES SCOTTUS ERIUGENA) (დაახლ.810-880)

ერიუგენად წოდებული იოანე სკოტუსი (წარმოშობით ირლანდიელი) თავის


სამშობლოში იმპერატორ შარლ II მელოტის (875–877 წწ.) კარზე არსებულ სკოლას ედგა
სათავეში. კარგად ფლობდა ბერძნულს, თარგმნა ფსევდო-დიონისეს შრომები და
საკუთარი კომენტარები დაურთო მათ. ერიუგენას ადრეული „სქოლასტიკის პირველ
მამას“, „სქოლასტიკური ფილოსოფიის კარლოს დიდს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი
შედარება შემთხვევითი არაა. თუ შუა საუკუნეების დასაწყისში კარლოს დიდმა
გააერთიანა მონარქია და საეკლესიო იერარქია, ერიუგენამ შექმნა ყოვლისმომცველი,
ერთიანი ფილოსოფიური სისტემა, რომელსაც მომდევნო თაობა ამუშავებდა. მისი
რადიკალური შეხედულებები, სიღრმე, სიმახვილე თანამედროვეებისათვის გაუგებარი
რჩებოდა. მისი ნაშრომი-“De divissione naturae” („ბუნების დაყოფის შესახებ“) პაპმა ლეო
IV-მ დაგმო, როგორც ერესი. როცა ამ წიგნის გავლენა მავნებლურად მიიჩნიეს, პაპმა
ჰონორიუს III-მ იგი 1225 წელს დააწვევინა. (1684 წელს ეს ნაშრომი „აკრძალულ წიგნთა
ინდექსში“ შეიტანეს).

დასახელებულ ნაშრომში ერიუგენა მთელ რეალობაში 4 ფორმას, ანუ მომენტს


განასხვავებს:
54
1.ღმერთი ყოველივეს საწყისია, მამა ღმერთი ქრისტიანულ სამებაში -Natura creans
nec create.

2. შემეცნებადი (ინტელიგიბელური) სამყარო ლოგოსში ანუ სიტყვაში შეჯამდება.


წმიდა სამების ძე, მამა ღმერთის მიერ შექმნილი, creans გრძნობადი სამყაროს წინაშე -
Natura creans creata.

3. გრძნობადი სამყარო საგანთა და ადამიანთა გამოცდილების ერთობლიობაა-Natura


create nec creans.

4. ღმერთი ყოველივეს დასასრულია- Natura nec create nec creans.

ამრიგად, დასაბამიცა და დასასრულიც ღმერთშია. ყოველივე ღმერთის


გამოვლინებაა, რომელიც თავად წარმოუდგენელი, აღუწერელია.

წმინდა ანსელმო (1033-1109 წწ.)

წმინდა ანსელმო იყო ბეკეს (ნორმანდიაში-რუანის სამხრეთ-დასავლეთით) აბატი,


ხოლო მოგვიანებით კენტერბერიის არქიეპისკოპოსი. სქოლასტიკოსების
უმრავლესობისაგან განსხვავებით, მას არ ეკავა საუნივერსიტეტო თანამდებობა. ასევე
სქოლასტიკოსებისაგან გამორჩევით, ანსელმოს თეოლოგიური და ფილოსოფიური
საკითხების განხილვისას აინტერესებდა რაციონალური (გონივრული, მიზანშეწონილი)
მიდგომები. მაგ., ის ტრაქტატში -“Cur Deus Homo” („ რატომ გახდა ღმერთი ადამიანი?“)
განიხილავს საკითხს, რა რაციოინალური საფუძველი ჰქონდა ღმერთს იმისათვის, რომ
განკაცებულიყო. ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად ანსელმო საწყის იდეად
ღმერთის, როგორც უმაღლესი არსებობის იდეას იღებს. ამისათვის ის იყენებს
ონტოლოგიურ (არსებულ) არგუმენტს. ამის მიხედვით, ტერმინი „ღმერთი“ აღნიშნავს
არსებას. მასზე აღმატებული წარმოუდგენელია ანუ ღმერთი უმაღლესი არსებაა. ის, რაც
ინტელექტსა და რეალობაში არსებობს, „უფრო მეტია“, ანუ უფრო სრულყოფილია
იმაზე, რაც მხოლოდ ინტელექტში არსებობს. ღმერთი, როგორც უმაღლესი არსება, უნდა
არსებობდეს როგორც ინტელექტში, ასევე რეალობაში, ამგვარად, ის არსებობს.
მაშასადამე, შეუძლებელია, რომ ის, რაზეც უფრო მეტის წარმოდგენა შეუძლებელია,
მხოლოდ ინტელექტში არსებობდეს და რეალობაში კი არა. ამდენად, ანსელმომ თამამად
წამოაყენა რწმენის სამსახურში გონების გამოყენების იდეა.

პიერ აბელარი (1079-1142 წწ.) და მისი მოძღვრება

ადრეული სქოლასტიკის მეორე წარმომადგენელი ფრანგი ფილოსოფოსი, თეოლოგი


და პოეტი პიერ აბელარი XII საუკუნის უდიდესი დიალექტიკოსია. ის ცნობილი
სწავლული და პოპულარული მასწავლებელი იყო. მის ლექციებს 5 ათასამდე მსმენელი

55
ესწრებოდა. ელიოზასთან სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ ის ბერად აღიკვეცა.
მას ეკუთვნის შრომები დიალექტიკასა და თეოლოგიაში. მათ შორის აღსანიშნავია
„Dialectika” („დიალექტიკა“) და “Sic et Not” („ჰო“ და „არა“).

აბელარი გონებისა და რწმენის სინთეზს ახდენს, მაგრამ რწმენის შინაარსის


რაციონალური დამუშავებისაკენ იხრება. ამდენად ის დიალექტიკას იყენებს, მაგრამ
თეოლოგიას არ უპირისპირდება. ის თეოლოგია, მაგრამ თავის თეოლოგიურ კვლევაში
ხაზს უსვამს გონების როლს დოგმების ახსნასა და განმატრებაში. აბელარი მიიჩნევს,
რომ სამ ღვთაებრივ პიროვნებას შორის განსხვავება თვისებათა განსხვავებაზეა
დაფუძნებული.

მამა ღმერთის სახელი ღვთაებრივ ძლევამოსილებას აღნიშნავს.

სახელი ძე, ანუ სიტყვა აღნიშნავს ღვთის სიბრძნეს.

სახელი სულიწმიდა გამოხატავს წყალობას, ანუ ღვთაებრივ სიყვარულს.

დიალექტიკისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შრომა - “Sic et


not”. მასში აბელარი თითოეულ თეოლოგიურ პრობლემას დადებით (Sic- „ჰო“) და
უარყოფით ( Non-„არა“) პასუხს აძლევს. ამის საფუძველზე ხდება პოზიციის
ჩამოყალიბება. აქედან იღებს სათავეს შუა საუკუნეებში გავრცელებული მეთოდი
„Disputatio”, როდესაც საპირისპირო პოზიციათა პასუხად მასწავლებელი საკითხის
საკუთარ გადაწყვეტას წარმოადგენს. ამ მეთოდს სქოლასტიკის მთელი ისტორიის
მანძილზე ყველა სქოლასტიკოსი იყენებდა.

უნივერსალიების პრობლემასთან დაკავშირებით აბელარი ნომინალისტებსაც და


რეალისტებსაც ეწინააღმდეგება. მისთვის უნივერსალური არის აზრი, ანუ ცნება (sermo),
რომელიც ყოველთვის რეალობასთანაა მიმართებაში.

წმიდა ბერნარ კლერვოელი (1091-1153 წწ.)

აბელარის დიალექტიკას და სამების მისეულ ინტერპრეტაციას დაუპირისპირდა წმ.


ბერნარი საფრანგეთში მდებარე კლერვოს ცისტერიანული მონასტრიდან. ბერნარმა
საფუძველი დაუდო შუა საუკუნეების მისტიციზმს (ზებუნებრივი ძალების რწმენას) ანუ
მადლის მეშვეობით სამშვინელისა და ღმერთის შინაგანი ერთიანობის შესწავლასა და
განდიდებას. „სქოლასტიკური ძიება უსარგებლოა: ფილოსოფოსთა დისკუსიები „ქარით
სავსე მჭევრმეტყველებაა“. უმაღლესი ფილოსოფიაა „იცნობდე იესოს და მის ჯვარცმას“.
როგორც ვხედავთ, აბელარი გონებას უმაღლეს მსაჯულად სახავდა, ბერნარი კი
დოგმების მეცნიერულ შესწავლას სახიფათოდ მიიჩნევდა. მიეხედავად ამისა, ამ ორი
მიმართულების თანაარსებობა სრულიად შესაძლებელი იყო. აბელარის მიერ

56
გონებისათვის უპირატესობის მინიჭება არ იყო რაციონალიზმი, წმ. ბერნარის მიერ
ზებუნებრივის განდიდება კი არ ნიშნავდა ფილოსოფიისა და ლიტერატურულ წყაროთა
შესწავლის უარყოფას. პირიქით, ბერნარი სათანადოდ აფასებდა მათ მნიშვნელობას და
მათი განვითარების მომხრე იყო.

წმიდა თომა აკვინელი (1225-1274 წწ.)

ყველა დროის სქოლასტიკოსებსა და ინტელექტუალებს შორის ყველაზე დიდი თომა


აკვინელია. თავის დროზე მან ჩინებული განათლება მიიღო. ხუთი წლის ასაკში ის
მიაბარეს მონტეკასინოს ბენედიქტელთა სააბატოს, შემდეგ ნეაპოლის უნივერსიტეტში
(1236-1239 წწ.). სწავლობდა გრამატიკას, ლოგიკას და ფილოსოფიას. ის დომენიკო
მაჯორეს მონასტერში დომინიკელთა ორდენის წევრი გახდა (1243 წ.). პარიზში მან
აკადემიური საფეხურები გაიარა. იყო ბიბლიის კომენტირების ბაკალავრი, შემდეგ პ.
ლომბარდოს სენტენციათა კომენტატორი და 1257 წელს მაგისტრის წოდება მოიპოვა.
1272 წლამდე პარიზის უნივერსიტეტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. პაპ
გრიგოლი X-ის მიერ ლიონის საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული
თომა გზად ავად გახდა და ფოსანოვას ცისტერციანულ მონასტერში გაჩერდა, სადაც
1274 წლის 7 მარტს ბიბლიური ქებათა-ქების კომენტირებისას სარეცელზე გარდაიცვალა.

თომა აკვინელმა მრავალი შრომა დაწერა. ამათგან შედევრია–„Summa Theologiae“


(„თეოლოგიის სუმმა“). მასში სხვადასხვა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ თემებზე,
თეოლოგიის საიდუმლოებებიდან სამართლიან ომამდე, ათასი საკითხი და მასზე
პასუხია მოცემული. მან დაამტკიცა, რომ არისტოტელეს ფილოსოფია შეიძლება
კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებას მივუსადაგოთ. ის თვლიდა, რომ ღმერთის
არსებობა ცოდნის იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც შეიძლება როგორც გონების
საშუალებით, ასევე ღვთიური გამოცხადებით მივიღოთ. მისი პოსტულატების
მიხედვით, ადამიანს გონება ღმერთისგან აქვს, რომ რწმენა გონია და სწორად გაგებისას,
გონება და სარწმუნოება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. მსგავსი პრობლემები სამი
ფრანცისკანელის (სამივე ბრიტანეთიდან) როჯერ ბეკონის , დუნს სკოტის და უილიამ
ოკამის განხილვის საგანი იყო.

როჯერ ბეკონი (1214–1292 წწ.)

ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი როჯერ ბეკონი პარიზის უნივერსიტეტის


მეტოქე ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მაშინ ბუნების შესწავლის
მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. მოუსვენარი და ფეთქებადი ხასიათის მქონე
ბეკონი ყველას ეკამათებოდა თავის ორდენშიც და მის გარეთაც. ამ თავდასხმებისა და
იდეების გამოხატვის თავისი რადიკალური მანერის გამო ბეკონი დევნას განიცდიდა.
ბეკონის ძირითადი შრომაა Opus maius („დიდი შრომა“), რომელიც მან ცოდნის
57
რეფორმის შესახებ საკუთარ მოსაზრებათა კრებულის სახით პაპს წარუდგინა. ამ შრომას
თავისი დროის ენციკლოპედიად მიიჩნევენ.

ბეკონი საგანთა შესწავლისას ექსპერიმენტულ მეთოდს უჭერს მხარს და წინა პლანზე


ცდისეულ ცოდნას აყენებს. მისი სიტყვებით, „ცდის ჩატარების უნარი ყველა ცოდნასა
და ხელოვნებაზე მაღლა დგას“. ის შემეცნების სამ წყაროს–ავტორიტეტს, ცდასა და
აზროვნებას აღიარებდა. ცდა, ექსპერიმენტი და მათემატიკა მეცნიერების ქვაკუთხედად
მიაჩნდა. ამის შესახებ წერდა: „მხოლოდ მათემატიკის მეშვეობით შეიძლება სხვა
მეცნიერებათა ჩამოყალიბება და მათთვის უეჭველობის მინიჭება“. ცხადია, სწორედ ეს
გახდა თანამედროვე მეცნიერების განვითარების საწყისი თეზისი. ბეკონის მიხედვით,
უნივერსალიები არსებობენ არა დამოუკიდებლად, არამედ ერთეულებში. ისინი
ობიექტურად, აზროვნებისაგან დამოუკიდებლად არსებობენ. ბეკონი, როგორც
მეცნიერი, ოცნებობდა საფრენ მანქანაზე, ამწეებზე, თვითმავალ ოთხთვალაზე. მან
ევროპაში პირველმა შეადგინა თოფისწამლის რეცეპტი და სამხედრო საქმისათვის მის
მნიშვნელობაზე მიუთითა. მან დაადგინა ფოსფორის, მაგნიუმისა და ბისმუთის მიღების
ხერხები, ცდილობდა ორთქლის ძალა შეესწავლა. აღნიშნული „საეჭვო სიახლისათვის“
მან 14 წელი ციხეში გაატარა.

თომა აკვინელისაგან განსხვავებით, შოტლანდიელი დუნს სკოტი (1266-1308 წწ.)


თვლის, რომ გონების საკვები შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რაც უშუალო შეგრძნებითაა
მისაწვდომი. ის ღვთისმშობლისა და მისი მშობლების უბიწო ჩასახვის ქომაგი იყო.

ინგლისელი ფრანცისკელი ბერი უილიამ ოკამი (Venerabilis inspector-1290-1349)),


რომელიც საკუთარი შრომების გამო ეკლესიიდან განკვეთეს, ნომინალისტების მეთაური
იყო. მან ფილოსოფიაში მაშინ პლატონის გაბატონებული ცნება უნივერსალიას
აბსტრაქტული არსი უარყო. მისი აზრით, ჭეშმარიტი ადამიანური შემეცნება ისაა,
რომელიც გვაძლევს კონკრეტულს, ფაქტს, მოვლენებს მათ უშუალობაში; ეს
ინტუიციური შემეცნებაა, ინტუიციონიზმია. ამიტომ უნივერსალურს არავითარ
შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, როგორც ცნებათა საფუძველს. რწმენა და გონება
ოკამისათვის პარალელია, რომლებიც არასოდეს იკვეთება. რწმენა არ შეიძლება
მომზადდეს და ვერც მომზადდება გონების მიერ გაწეული მუშაობით. რწმენა
თავისთავად არის. თეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ფილოსოფიასთან. მეტიც:
მისადმი მტრულად არის განწყობილი.

ტექნიკური აღმოჩენები

დასავლეთ ევროპაში ქალაქების ზრდასა და ცენტრალიზებული სახელმწიფოების


წარმოქმნას თან ახლდა მეცნიერებისა და ტექნიკის აღმავლობა. XIV-XV საუკუნეებში
ტექნიკის განვითარების საქმეში ყველაზე დიდ მიღწევად ხელოსნობასა და სამთო
58
საქმეში წყლის ძრავის გამოყენება ითვლება (წყლის ბორბალს ძველი დროიდან
იყენებდნენ წისქვილებში). მრეწველობის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა
ლითონის 3-4 მეტრი სიმაღლის სიმაღლის ლითონის გამოსადნობმა ბრძმედებმა.

მარტივი მექანიზმების შექმნამ ბიძგი მისცა მექანიკური საათების სრულყოფას.


მექანიკური საათის გამოგონებას ჩვეულებრივ მიაწერენ VIII საუკუნეში მცხოვრებ
ჩინელ ლიან ლინ-სონს, მაგრამ იგი პრაქტიკაში ევროპაში მხოლოდ XIII საუკუნეში
შევიდა. იტალიის ქალაქებში მექანიკური კოშკურა საათები გაჩნდა (მას მხოლოდ ერთი
ისარი ჰქონდა. მზის ჩასვლისას ისარს 0 საათზე აყენებდნენ). 1354 წელს სტრასბურგის
ტაძარში კურანტებიანი საათი დააყენეს. ამ სახის მექანიზმებიანი საათი დღემდე
მუშაობს სოლსბერის ტაძარში. (დაახლოებით 1510 წელს ნიუმბერგელამა მექანიკოსმა პ.
ჰენლაინმა ჯიბის საათი შექმნა). მძიმე სამთო და საამშენებლო საქმეებში მექანიზმების
(ოწინარი, ჯალამბარი, ამწეები, დგუშიანი ტუმბოები, არხების გასაწმენდად და
გასაყვანად მიწის მთხრელი მანქანები) გაჩენამ დიდად შეამსუბუქა და მწარმოებლური
გახადა ადამიანის შრომა.

ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებამ სამხედრო საქმე გააძლიერა. ამან რაინდთა


აღჭურვილობით შემკულ კავალერიას ჯარის საიმედო სახე დაუკარგა. მეზღვაურეებს
კომპასი გაუჩნდათ. გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც ადგენდა ადგილს, თუ სად
იმყოფებოდა ხომალდი. მას ერქვა ასტროლაბი. XV საუკუნეში დაიწყეს მოძრავი და
ტევადი იალქნიანი გემების–კარაველების აგება. ღია ზღვაზე კომპასისა და
გეოგრაფიული რუკების გამოყენებამ ნიადაგი მოუმზადა გეოგრაფიულ აღმოჩენებს,
რომელიც მომდევნო საუკუნეში განხორციელდა. ვაჭრობისა და ხელოსნობის
განვითარება ძირითად როლს ასრულებდა მოსახლეობის განათლების საქმეში. ამან
ბიბლიოთეკების შექმნის აუცილებლობა წარმოშვა. იგი ახლა არა მარტო მონასტრებში
იქმნებოდა, არამედ–უნივერსიტეტებში, სამეფო კარზე, ცნობილი და მდიდარი
ადამიანების სახლებში. XIV საუკუნეში ევროპაში ქაღალდების დამზადება დაიწყო,
მაგრამ წიგნები მაინც არასაკმარისი იყო. მოსწავლეებსა და სტუდენტებს მეტი და მეტი
წიგნები სჭირდებოდათ. დაახლოებით 1450 წელს გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა
გამოიგონა პირველი საბეჭდი მანქანა. ამან ცოდნისა და იდეების სწრაფი განვითარება
გამოიწვია.

მარკო პოლოს (Marco Polo- 1254-1324 წწ.) მოგზაურობა

მარკო პოლო პირველი ევროპელი მოგზაურია, რომლის სახელით იწყება დიდ


მოგზაურთა სია. ის მდიდარი ვენეციელი ვაჭრის ნიკოლო პოლოს ოჯახში დაიბადა. იმ
დროს ვენეცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობაში ძირითად ცენტრს
წარმოადგენდა. ვენეციელი ვაჭრები ხშირად აწყობდნენ მოგზაურობას

59
კონსტანტინოპოლსა და ყირიმში, სადაც მათ გადასატვირთავი ბაზები გააჩნდათ. რომის
იმპერიის დროიდან ეს ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მუსლიმებმა VII საუკუნეში აზიაში
ევროპელებს გზა გადაუკეტეს. ასეთი მდგომარეობა მანამდე არსებობდა, სანამ
მონგოლებმა არ შექმნეს პანაზიური იმპერია, დაიპყრეს რა 1258 წელს ბაღდადის
სახალიფო. ამდენად, ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს კარგად ესმოდათ, რომ გაბედული
მოგზაურობები, გამოკვლევები კომერციული მიზნებით ვაჭრობისა და მოგების ახალ
პერსპექტივებს სახავდა. ვაჭრობისადმი ინტერესი განაპირობებდა ქვეყნების შესწავლას.

1260 წელს მარკო პოლოს მამა ნიკოლო და მისი ძმა მათეო, გამდიდრდნენ რა სავაჭრო
კავშირების განახლებით, გაემგზავრნენ პეკინში, რომელიც ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა
ყუბილაიმ თავისი ვრცელი სამფლობელოს დედაქალაქად აქცია. 9 წლის შემდეგ ორივე
ვაჭარი დაბრუნდა ვენეციაში. ორივესგან ყუბილაიმ მიიღო დაპირება
დაბრუნებულუყვნენ ჩინეთში და თან წამოეყვანათ რამდენიმე ბერი, რადგან მას
ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელება სურდა. 1271 წელს ძმები ისევ გაემართნენ
აღმოსავლეთში, თან მიჰყავდათ ორი ბერი, როლმლებიც ნახევარი გზიდან უკან
გაბრუნდნენ.

მეორე მოგზაურობის დროს ნიკოლასა და მათეოს თან მიჰყავდათ მარკო. ექსპედიცია


ზღვით მივიდა მცირე აზიის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე, გაიარა სომხეთის
მთიანეთი, მესოპოტამია, ირანის მთიანეთი, პამირი, კაშგარი და ჩავიდა ჩრდილოეთ
ჩინეთში 1275 წელს. ყუბილაიმ გულთბილად მიიღო ისინი.

მარკო იყო ბეჯითი ახალგაზრდა და ენების შესწავლის დიდი უნარი აღმოაჩნდა.


სანამ მისი მამა და ბიძა ვაჭრობას ეწეოდნენ, მარკომ მონგოლური ენა ისწავლა.
ყუბილაი, რომელიც ჩვეულებრივ იღებდა სამეფო კარზე ნიჭიერ უცხოელებს, მარკო
სამოქალაქო სამსახურში დაიქირავა. ის მალე გახდა ფარული საბჭოს წევრი და
იმპერატორმა მას რამდენიმე საიდუმლო დავალება მისცა. ერთ-ერთი მდგომარეობდა
იმაში, რომ მას უნდა შეედგინა 1287 წელს მონგოლების მიერ იუნანისა და ბირმის
მდგომარეობის შესახებ ანგარიში, ხოლო მეორე–ცეილონში ბუდას კბილის ყიდვა,
რომელიც აზიაში ითვლებოდა პოტენციის აღდგენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
შემდეგში მარკო გახდა იანჩჟოუს პრეფექტი.

15-17 თუ 20 წლის მანძილზე მარკომ ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და ჩინური ენა


საფუძვლიანად შეისწავლა. მან შეკრიბა ბევრი ცნობა ინდოეთისა და იაპონიის შესახებ
და დაახლოებით 1290 წელს მან ხანს სამშობლოში გაშვება სთხოვა, მაგრამ ყუბილაიმ
უარი უთხრა. 1292 წელს მარკომ შეძლო ვენეციაში დაბრუნება,სადაც 1295 წელს ჩავიდა.
ვენეციის რესპუბლიკა იმ დროს ომს ეწეოდა გენიუს რესპუბლიკასთან. ვენეციის
სავაჭრო გემი, რომელზეც მარკო იმყოფებოდა ტყვედ ჩავარდა. 1296-1299 წლებში ის

60
გენიუს ციხის ტუსაღი იყო. აქ მან თავისი ცნობილი წიგნი–„წიგნი სამყაროს
მრავალფეროვნების შესახებ“ უკარნახა ვინმე რუსტიჩელლის პიზადან.

წიგნი შეიცავს არა მხოლოდ ჩინეთისა და აზიის მატერიკის აღწერას, არამედ


კუნძულების სამყაროს ვრცელ სურათს იაპონიიდან ზანზიბარამდე. 1299 წელს მარკო
პატმრობიდან გათავისუფლდა. სიკვდილამდე ის ვენეციაში ცხოვრობდა.
თანამედროვეების თვალში მარკო ახირებულ ადამიანად რჩებოდა და მისი მონაყოლი
არ სჯეროდათ, ხოლო მის ავტორს ზედმეტი სახელი მარკო მილლიონე უწოდეს. მისი
გვამი სან-ლორენცოს ეკლესიაში განისვენებს. მარკოს წიგნებიდან დღეისათვის 120
ხელნაწერია შემორჩენილი.

მარკო პოლოს „წიგნი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ“ ძვირფასი წყაროა


სხვადასხვა ქვეყნების (ჩინეთის, ირანის, მონგოლეთის, ინდოეთის, ინდონეზიის,
სომხეთის, საქართველოს) გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის შესასწავლად.
მასში ვრცლადაა მოცემული თქმულებები, ლეგენდები და ზღაპრები. ამ
დაკვირვებულმა და პრაქტიკულმა ვენეციელმა იმდროინდელ ევროპას გააცნო
სრულიად უცნობი სამყარო. მისი წიგნიდან ევროპელებმა პირველად გაიგეს
აღმოსავლეთის ქვეყნებზე, მათ ბუნებრივ სიმდიდრეზე, ტექნიკურ მიღწევებზე,
საქაღალდო საქმეზე, საბეჭდ დაფაზე, კომპასზე, ქვანახშირზე. წიგნი დაწერილია
ცოცხალი და უბრალო ენით. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს იგი სამაგიდო
წიგნი გახდა ცნობილი მოგზაურებისათვის. ქრისტეფორე კოლუმბმა თავის
მოგზაურობაში თან წაიღო ეს წიგნი და მის გვერდებზე ათეულობით შენიშვნები
გააკეთა. კოლუმბის ეს ეგზემპლარი დღეს სევილიის მუზეუმში ინახება.

ახალი არქიტექტურული სტილი

შუა საუკუნეების ხელოვნების განვითარებაზე გადამწყვეტ გავლენას


საეკლესიო-რელიგიური მსოფლმხედველობა ახდენდა. მის ამოცანას ეკლესია
მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების განმტკიცებაში ხედავდა. ამიტომ მხატვრები
საღვთო წერილებიდან იღებდნენ სიუჟეტებს ქრისტეს, წმინდანების სახეების
გადმოსაცემად. მათ რეალისტურად კი არ უნდა გამოესახათ ეს სახეები, არამედ -
ღვთაებრიობის, წმინდანობის სრულყოფით. ამიტომაა,რომ იმდრიონდელ ხელოვნებაში
ადამიანის ფიგურები პირობითად, განზრახ დეფორმირებულადაა წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, ხალხურ ტრადიციებთან კავშირი შენარჩუნებული იყო და
ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმდიდრე და შრომის სილამაზე რელიეფურად
გამოვლენილია.

XI-XII სს. მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია გამოყენებითმა ხელოვნებამ:


ამზადებდნენ მხატვრულ ხალიჩებს, ბრინჯაოს სხმულებს, ემალს. რომანული წიგნების
61
მინიატურამ დიდ აღმავლობას მიაღწია. XI-XIII სს. ქვისა და შუშის დამუშავებაში
ახალი ტექნიკური ხერხები გაჩნდა, რამაც დასავლეთ ევროპაში ქვის
ხუროთმოძღვრული დამუშავების აღორძინება გამოიწვია. არქიტექტურაში ახალი - რ ო
მ ა ნ უ ლ ი სტილი შემუშავდა. იგი რომისა და ბიზანტიის ხუროთმოძღვრების
ტრადიციებს ეყრდნობოდა. ამ სტილში ორნამენტული და გამომსახველობითი
საწყისები ერთმანეთს შეერწყა. ნაპოვნი სინთეზი მდგომარეობს: ხატოვან
გამომსახველობასა და გეომეტრიულობაში.

რომანული სტილის ძეგლები მოფენილია მთელს დასავლეთ ევროპაში, მაგრამ


იგი ყველაზე მეტად წარმოდგენილია საფრანგეთში, კერძოდ, მის სამხრეთში. ეს მხარე
მთელ საფრანგეთში ყველაზე მეტად იყო აყვავებული. ასე რომ, რომანული
არქიტექტურის განვითარების ისტორიაში საფრანგეთს პირველი ადგილი უკავია.

მართალია, რომანული სტილი თავის საწყისს ძველ რომაულ ბაზილიკაში იღებს,


მაგრამ მისგან განსხვავებით, რომანული ტაძარი გეგმაში ქმნიდა არა მართკუთხედს,
არამედ ჯვრის ფორმას. მის ცენტრში იდგა არა გუმბათი, არამედ მრავალსართულიანი
კოშკი, რომელიც პირამიდით მთავრდებოდა. რომანული ტაძარი ეს არის გრძელი
ნაგებობა ძლიერი კედლებით, მაღალი კოშკებით და ვიწრო ფანჯრებით. ძირითადი
ფასადი და სვეტის თავები მორთულია სკულპტურით. კედლები ფრესკებით იყო
დაფარული. გარეგნულად იგი ციხე-სიმაგრეს მოგვაგონებს. მისთვის
დამახასიათებელია ნახევრად მრგვალი თაღები, რომელიც გაფორმებულია ღიობით.
რომანული სტილი დიდი გამომსახველობით გამოირჩევა, რომელიც ღმერთის წინაშე
რელიგიურ გრძნობასა და შიშს აძლიერებდა.

XIII საუკუნეში დასავლეთში, უწინარესად ჩრდილოეთ საფრანგეთში, არქიტექტურის


ახალი გოთიკური სტილი (Francigenum opus- „ფრანგული წარმოების ხელოვნება“)
გაჩნდა. ტექნიკურად იგი უფრო სრულყოფილია და საზოგადოების შემდგომ პროგრესს
გამოხატავდა. გოთიკური არქიტექტურისათვის დამახასიათებელია მთელი შენობის
სიმაღლისკენ სწრაფვა. რომანული სტილის ნახევრად მრგვალი თაღები ისრული
თაღებით შეიცვალა. გოთიკური სტილის ტაძრებში კედელმა მასიურობა დაკარგა. იგი
გამოირჩევა ჩუქურთმებითა და სკულპტურული ქმნილებების სიმრავლით,
გამჭვირვალე და ფერადი მინების ვიტრაჟებით. გოთიკური ტაძრები იმდროინდელი
ხელოვნების უმაღლესი ქმნილებაა. დიდმა გოეთემ მას „ქვის სიმფონია“ უწოდა.

დიდი გოთიკური ტაძრები საუკუნეების მანძილზე შენდებოდა. მაგალითად


შეგვიძლია მოვიხმოთ რეიმსის ტაძარი საფრანგეთში (XIII-XV სს. დასაწყისი),ასევე
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტაძრები ამიენში, ულმეში, კენტერბერიიში და სხვა.
გოთიკური ტაძრები მოწოდებული იყო ხალხის მასებისათვის მაღალი რელიგიური

62
გრძნობები გაეჩინა და ღმერთისადმი მიუწვდომლობა და ეკლესიის სიდიადე ჩაენერგა.
გოთიკურ ტაძრებს უწიგნურთათვის სამართლიანად უწოდებენ „ქვის ბიბლიოთეკას“.
მასში საოცარი მდიდრული წარმოსახვით შერწყმულია შუა საუკუნეების ცოდნა და
სამყაროზე წარმოდგენა. გოთიკური სტილის ეპოქაში დიდი გაქანება შეიძინა საერო
ხასიათის ნაგებობების არქიტექტურამაც. გოთიკურ სტილით აგებდნენ ქალაქის
რატუშებს (ქალაქის თვითმმართველობის შენობებს).

საგმირო ეპოსი

XII საუკუნემდე დასავლეთ ევროპაში დამწერლობის ერთადერთ ენას ლათინური


ენა წარმოადგენდა. ამ საუკუნიდან ქალაქების განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბება
დაიწყო ეროვნულმა სალიტერატურო ენებმა. ამაში დიდი როლი შეასრულეს ქალაქის იმ
სახელოსნოებმა, რომლებიც წიგნებს ამზადებდნენ. ასეთი ცენტრების ძირითადი
ამოცანა წიგნების წარმოება იყო, რომელიც ქალაქელების საერო გემოვნებაზე იყო
ორიენტირებული. XI-XII საუკუნეებში საბოლოოდ ჩაწერილი იქნა საგმირო ეპოსი,
რომელიც მანამდე ზეპირი ტრადიციების სახით არსებობდა. ეპოსის გმირები
ჩვევლებრივ იყვნენ მხედრები, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს იცავდნენ. მასში
ხოტბას ასხამდნენ მათ მამაცობას, ძალას, ერთგულებას. ხშირად ეპოსის გმირები
ქრისტიანობის დამცველებად გამოჰყავდათ, რომლებიც თავისი სიუზერენის
თავდადებული ვასლები იყვნენ.

ფრანგული საგმირო ეპოსის უდიდესი ნაწარმოებია–„სიმღერა როლანდზე (დაახლ.


1100)“. მისი სიუჟეტი დაკავშირებულია რეალურ ისტორიულ მოვლენებთან. იგი
მოგვითხრობს რონსევალის ხეობაში (დას. პირენეებში, ესპანეთის პროვინცია ნავარა)
როლანდის გმირულ დაღუპვაზე, რომელიც სათავეში ედგა ესპანეთში ლაშქრობიდან
დაბრუნებული კარლოს დიდის არიერგარდს. როლანდი თავის მხედრულ როლს არა
მხოლოდ კარლოს დიდისადმი ვასალურ ერთგულებაში ხედავდა, არამედ - მისი
„საყვარელი საფრანგეთის“ მიმართ მსახურებაში.

XII საუკუნეში ესპანეთში შეიქმნა ეპიკური პოემა–„სიმღერა ჩემს სიდიზე“ (1195 წ.).
ეპოსის მთავარი გმირი არის მამაცი სიდი, რომელიც მავრების წინააღმდეგ იბრძოდა და
ხალხის ინტერესებს იცავდა. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი არაბებისაგან სამშობლოს
გათავისუფლება იყო. სიდის ისტორიული პროტოტიპია კასტილიელი
მხედართმთავარი, აზნაური, რეკონკისტას გმირი როდრიგო დიას დე ბივარი.
დამარცხებულმა არაბებმა მას მათი სიდი (არაბ. „სეიდი“-ბატონი) უწოდეს. გერმანული
საგმირო ეპოსის უბრწყინვალესი ძეგლია „ნიბელუნგების სიმღერა“ (დაახლ.1200 წ.). მას
საფუძვლად უდევს ძველ გერმანელთა თქმულება, რომლსაც ფესვები ბარბაროსთა
შემოსევების პერიოდში აქვს გადგმული. პოემაში აღბეჭდილია პირქუში, მაგრამ

63
ფეოდალური სამყაროს წეს-ჩვეულებათა სწორი სურათი. მასში სახალხო ტრადიციების
სულისკვეთებით დაგმობილია შუღლი და ბოროტება, რაც ფეოდალური
საზოგადოებისათვის ასე დამახასიათებელი იყო.

სარაინდო ლიტერატურა

XI-XII საუკუნეები ფეოდალური საზოგადოებაში წოდებების ჩამოყალიბებით


დასრულდა. ამან ნიადაგი მოუმწიფა რაინდობის იდეოლოგიას, რომელმაც თავისი
ასახვა სარაინდო ლიტერატურაში ჰპოვა. ეს უკანასკნელი საზოგადოებაში რაინდთა
პრივილეგირებულ მდგომარეობას განამტკიცებდა და მათ სათნოებას ხოტბას ასხამდა,
კერძოდ: მხედრულ მამაცობას, პატიოსნებას, მეფისა და ქრისტიანული ეკლესიისადმი
ერთგულებას.

სარაინდო ლიტერატურა თავისი საერო ხასიათით გამოირჩეოდა და მისთვის


ასკეტური მორალი უცხო იყო. მართალია, იგი ხალხური კულტურის მიმართ მტრულად
იყო განწყობილი, მაგრამ ამასთან ერთად მის გავლენას განიცდიდა, კერძოდ
სესხულობდა სახალხო სიუჟეტებს და მას თავისი სულისკვეთებით გარდაქმნიდა.

XI საუკუნეში სამხრეთ საფრანგეთში (ლანგედოკი) პროვანსულ ხალხურ ენაზე


აღმოცენდა და ფართო გავრცელება ჰპოვა ტრუბადურთა საერო სარაინდო ლირიკულმა
პოეზიამ. ტრუბადურებმა საეკლესიო ასკეტიზმი, რომელიც მიწიერ სიყვარულს
გმობდა, უარყვეს და მას, როგორც დიდ ბედნიერებასა და სიკეთეს, ხოტბას ასხამდნენ.
მათ შექმნეს „მშვენიერი მანდილოსნის“ კულტი. მისადმი სამსახურში რაინდი
„კურტუაზულობის“ (ფრანგ. Courtois-თავაზიანი, ზრდილობიანი) წესებს უნდა
მიჰყოლოდა. ამის თანახმად რაინდს, გარდა სამხედრო მამაცობისა, მოეთხოვებოდა
საზოგადოებაში წესიერი ქცევა, აზრის დაცვა, სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტზე
დაკვრა,მკაცრად შემუშავებული რიტუალების შესაბამისად მანდილოსნებთან არშიყი.
„კურტუაზიულობა“ ძალიან ხშირად გარეგნულ ფორმას წარმოადგენდა. მის უკან
ფეოდალური წეს-ჩვეულებები იმალებოდა, თუმცა იგი პიროვნების ზნეობრივი
აღზრდისაკენ იყო მიმართული. პროვანსულ პოეზიაში სიყვარულის ჰიმნი ცოცხალი
ბუნების, მშობლიური მხარისადმი ხოტბას ერწყმოდა; მასში (ლექსებში, რომელსაც
სირვენტები ეწოდებოდა) ასახვა სოციალურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმაც ჰპოვა.
ტრუბადურთა ამ ჭრელ შემადგენლობაში სხვადასხვა სოციალური ტენდენციები
გაჩნდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად ცნობილია პროვანსელი ტრუბადური
ბერტრან დე ბორნი (1140-1215 წწ.). ის სირვენტებში გატაცებით აღწერს ბრძოლებს,
სისხლისღვრას, მეომარ რაინდებს.

სხვა ქვეყნებში სარაინდო ლირიკული პოეზიის შემქმნელები იყვნენ: ტრუვერები


(პოეტი მომღერლები)–ჩრდილოეთ საფრანგეთში (ცნობილი წარმომადგენლებია:
64
კრეტიენ დე ტრუა, გოტიე დ’არასი, ჟან ბოდელი და სხვ), მინეზინგერები („სიყვარულის
მომღერლები“)–გერმანიაში. „მინეზანგას“, რომელიც XII საუკუნის ბოლოს
ჩამოყალიბდა, ძირითადი დამახასიათებელი თვისება ხალხურ ტრადიციებთან მჭიდრო
კავშირი იყო. ყველაზე ცნობილი მინეზინგერი გერმანიაში იყო ვალტერ ფონ დერ
ფოგელვაიდე, რომელმაც მინეზანგი სოციალური, პოლიტიკური და ფილოსოფიური
შინაარსით გაამდიდრა.

სარაინდო პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ლე“-ს (ფრანგ. “Lai”). ეს


იყო ლექსად გაწყობილი მოთხრობები, რომელიც სასიყვარულო-სათავგადასავლო
სიუჟეტებს შეიცავდა. იგი ნასესხებია კელტური თქმელებებიდან და ლეგენდებიდან
(„ლე“- ჩაისახა კელტურ ბრეტანში). მათგან მთავარია ბრიტების მეფის არტურისა
(გადმოცემით ცხოვრობდა V-VI სს.) და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების ისტორია. ეს
ლეგენდები ე.წ. „ბრეტონული ციკლის“ ლექსად გაწყობილი სარაინდო რომანების წყარო
გახდა. კურტუაზული რომანების, როგორც სარაინდო ლიტერატურის
განსაკუთრებული ჟანრის, განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ფრანგმა პოეტმა
კრეტიენ დე ტრუამ (XII საუკუნის მეორე ნახევარი)

სარაინდო რომანები ამასთან ერთად ეკლესიის იდეოლოგიის გავლენასაც


განიცდიდნენ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა რომანების ციკლის ლეგენდებში
რაინდების მიერ წმინდა თასის „გრაალის“ ძებნის შესახებ. დიდი აღიარება ჰპოვა
რომანმა „ტრისტანი და იზოლდა“, რომელშიც კორნუელის მეფის მეუღლის იზოლდასი
და მეფის ძმისწულის ტრისტანის ამაღლებულ სიყვარულს უმღერს ავტორი.
დემოკრატიული ტენდენციებით გამოირჩევა გერმანელი პოეტის ჰარტმან ფონ დერ აუე-
ს (დაახლ. 1165-დაახლ. 1215) (ის მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში-1189-1191
მონაწილეობდა) სარაინდო რომანი -„საწყალი ჰაინრიხი“ (XII ს-ის ბოლო). მასში
პოეტურად მოთხრობილია გლეხი გოგონას მგრძნობიარე სიყვარული კეთრით
დაავადებული რაინდისადმი. ასევე გერმანელი ვოლფრამ ფონ ეშენბახის (დაახლ.1170-
1220-ის შემდეგაც) ლექსად დაწერილ სარაინდო რომანში „პარციფალი“- გამოხატულია
ფეოდალურ ცრურწმენებთან უბრალო ადამიანური გრძნობების ბრძოლა.

ამრიგად, სარაინდო ლიტერატურამ დიდი როლი შეასრულა ადამიანის პიროვნებისა


და მისი გრძნობებისადმი ინტერესების გაღვიძებაში.

საქალაქო ლიტერატურა

XII-XIII საუკუნეების კულტურაში საერო და რეალისტური მოტივების განვითარება


დაიწყო. ამაში დიდი როლი შეასრულა საქალაქო ლიტერატურამ. XII საუკუნიდან
ჩაისახა საქალაქო ფოლკლორი, რომელშიც აშკარად გამოვლინდა სახალხო საწყისი. ამის
საფუძველზე XIII საუკუნეში ეროვნულ, ხალხურ ენებზე იქმნება დაწერილი საქალაქო
65
ლიტერატურა. XII საუკუნის შუა ხანებში ქალაქში აღმოცენდა რეალისტური სალექსო
ჟანრი ნოველები („ფაბლიო“ -ლათინურიდან fibula- იგავ-არაკი საფრანგეთში,
„შვანკები“- სატირული მოთხრობები გერმანიაში). მცირე მოცულობის მოთხრობებში
სატირული სულით გამოსახულია ფეოდალებისა და კათოლიკე სამღვდელოების
მანკიერებები, ხოლო უბრალო ხალხის წარმომადგენელთა ჯანსაღი აზრი,
გერგილიანობა, გონება და პრაქტიკული გამჭრიახობა შექებულია.

დაახლოებით ამავე პერიოდში ვითარდება საქალაქო სატირული ეპოსი. ამ ჟანრის


ყველაზე დიდი ძეგლია „რომანი მელიაზე“, რომელიც საფრანგეთში მრავალი
ათწლეული იქმნებოდა (XII საუკუნის მიწურულიდან XIV ს-ის პირველ ნახევრამდე)
და ევროპის მრავალ ენაზე ითარგმნა. რომანში გამოყვანილია მეფე–ლომი ნობლი,
დიდებული ფეოდალი-დათვი ბრენი, რაინდი- ბოროტი და მშიერი მგელი იზენგრინი,
კარის მღვდელი- ვირი ბოდუენი. რომანში ქათმების, კურდღლების, ლოკოკინებისა და
სხვათა ქვეშ იგულისხმება უბრალო ხალხი. მთავარი გმირი მელია რენარი
დაჯილდოებულია იმ თვისებებით, რომელიც ქალაქელისთვის არის დამახასიათებელი:
გამრჯეობა, მოხერხებულობა და პრაქტიკულობა. ფეოდალებთან შეჯახებისას იგი
ყოველთვის გამარჯვებულია, მაგრამ ხშირად უბრალო ხალხის მატყუარად გამოდის.

საქალაქო ლიტერატურის მეორე გამორჩეული ნაწარმოებია ალეგორიული პოემა-


„ვარდის რომანი“, რომელიც საფრანგეთში (XIII ს.) დაიწერა და ასევე მრავალ ენაზე
ითარგმნა. მისი პირველი ნაწილი 30-იან წლებში დაწერა გილიომ დე ლორისმა, ხოლო
მეორე - 70-იან წლებში პოეტმა და სატირიკოსმა ჟან დე მენმა, რომელსაც „შუა
საუკუნეების ვოლტერს“ უწოდებენ. ამ პოემის მეორე ნაწილი შუა საუკუნეების
თავისუფალი აზრის ნათელ ნიმუშს წარმოადგენს. ავტორი გმობს ძალადობასა და
უგუნურებას. პოემაში დაბადებიდან ყველა ადამიანის თანასწორობის იდეაა
გატარებული. ჟან დე მენის აზრით, ადამიანის ღირსებაზე უნდა ვიმსჯელოთ არა
წარმოშობით, არამედ მისი პირადი თვისებებითა და განათლებულობით.

ფრანგი პოეტის რუტბეფის (დაახლ. 1230-1285 წწ., ალბათ, პარიზიდან. მონაწილეობას


იღებდა თავისი დროის პოლიტიკურ ამბებში, კერძოდ პარიზის უნივერსიტეტის
ცნობილ კამათში ბერ-მონაზვნურ ორდენებთან XIII ს-ის 50-იან წლებში) ფაბლიო და
სირვენტები (ლექსები პოლიტიკურ თემებზე) აშკარად ანტიპაპურ ხასიათს ატარებს.
ერთ-ერთში ის წერდა: „რომი აუცილებლად უნდა იყოს სიწმინდის საფუძველი, ხოლო
ახლა მასში ბოროტება და გამყიდველობა სუფევს.“ პაპმა ალექსანდრე IV-მ სპეციალური
ბულით დაგმო რუტბეფის თხზულება და მისი დაწვა ბრძანა.

ლექცია №4

66
საფრანგეთი XI-XIV საუკუნეებში

დასავლეთ ევროპის პოლიტიკური რუკა

IX-XI საუკუნეების I ნახევარში დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ რუკაზე


თანდათანობით შუა საუკუნეების ძირითადი ქვეყნების გეოგრაფიული კონტურები
გამოიკვეთა. კარლოს დიდის იმპერიის რამდენჯერმე დანაწილების შემდეგ (843, 870,
880 წწ.) მის ადგილზე აღმოცენდა დასავლეთ ფრანგული, აღმოსავლეთ ფრანგული
სამეფოები და ლოთარინგია, რომლებიც დროთა განმავლობაში საფრანგეთის,
გერმანიის, იტალიის შესაბამისი ქვეყნები გახდნენ. 829 წელს უესექსის მმართველების
მიერ ბრიტანეთის წვრილი ანგლოსაქსური სამეფოები ინგლისის სამეფოდ
გაერთიანდა.

XI საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი სამეფო-


შოტლანდია. 962 წელს გამოცხადდა გერმანელი ერის „საღვთო რომის“ იმპერია,
რომლის შემადგენლობაში შედიოდა გერმანიისა და ჩრდილოეთ იტალიის მიწები.
მთლიანად დასავლეთ ევროპულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ ვრცელი
ტერიტორიები მოიცვა. ჩრდილოეთით მას ესაზღვრებოდა წარმართ გერმანელთა
(სკანდინავია), სამხრეთით ისლამის (პირენეები, სიცილია) სამყარო. ამასთან ერთად
სამხრეთის საზღვრები მეტნაკლებად სტაბილური იყო. აქ გარდამავალი წარმატებით
მიმდინარეობდა რეკონკისტა, ესპანური ქრისტიანული სამეფოების მიერ პირენეის
ნახევარკუნძულის ბრძოლით უკან დაბრუნება. ჩრდილოეთიდან დასავლეთ ევროპულ
სახელმწიფოებს შეუტიეს ვიკინგებმა, რომლებიც ასევე ცნობილნი იყვნენ ნორმანების
(ჩრდ. ხალხების) სახელწოდებით. XI საუკუნის შუა ხანებისათვის დასავლეთ ევროპაში
სიტუაცია სტაბილური გახდა. სამხრეთში ქრისტიანებმა აშკარა წარმატებებს მიაღწიეს.
ჩრდილოეთში ვიკინგთა ექსპანსიამ იკლო, რომელიც გამოწვეული იყო: პირველი,
ვიკინგებს ევროპის რიგმა ქვეყნებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს; მეორე,
სკანდინავიის ქვეყნების გაქრისტიანება დაიწყო; მესამე, რეგიონში დაიწყო
სახელმწიფოების ჩამოყალიბება. იგი დაკავშირებული აღმოჩნდა ჩრდილოეთ ევროპაში
დანიას, ნორვეგიასა და შვედეთს შორის ჩრდილოეთ ევროპაში ჰეგემონობისათვის
ბრძოლასთან.

XI საუკუნის II ნახევარში გამწვავდა კონფლიქტი დასავლეთ ევროპულ ქრისტიანულ


ცივილიზაციასა და მუსლიმურ სამყაროს შორის. 60-იან წლებში ნორმანდიიდან
წამოსულმა დაქირავებულმა რაზმებმა დაიწყეს სიცილიის დაპყრობა, 1085 წელს
ესპანელმა ქრისტიანებმა ტოლედო დაიკავეს.

67
ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბების თავისებურებები

საფრანგეთს ხშირად ფეოდალიზმის კლასიკურ ქვეყანად მიიჩნევენ. ეს იმიტომ, რომ აქ


სრულად გამოვლინდა ფეოდალიზმის ფორმები. ასეთი განსაზღვრება მხოლოდ ქვეყნის
ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებს ეხება, სადაც რომაულმა და ბარბაროსულმა სინთეზმა
მეტნაკლებ სისრულეს მიაღწია. აქ უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მარცვლეული
მეურნეობის განვითარებისათვის. მდ. სენას და ლუარას აუზის ტერიტორიები ხელსაყრელი
გეოგრაფიული პირობებით გამოირჩეოდა. აღნიშნულ სივრცეში არსებობდა ნაყოფიერი მიწები,
მდინარეები, სახმელეთო გზები და შედარებით მჭიდრო მოსახლეობა. XI საუკუნის მიწურულს
ფეოდალთა რიცხვი გაიზარდა და იგი რამდენიმე ჯგუფად დაიშალა. მსხვილი სენიორები
მრავალ გვერდით შტოებად დაიყვნენ, რომელიც ახლა ფეოდალთა საშუალო ჯგუფს ქმნიდა.
რიცხობრივად წვრილი ფეოდალები სჭარბობდნენ. ისინი მეფის ან საერო მაგნატების ვასალების
ან მსახურების წრიდან იყვნენ გამოსულნი. ფეოდალთა დაბალ ფენებს სოფლის თემიდან
გამოსული პროფესიონალი მეომრები ავსებდნენ.

XI ს-ში ფეოდალთა ფენა მთლიანად გამოეყო სხვა ფენას და ჩაკეტილ პრივილეგირებულ


ჯგუფად იქცა. ამ ჯგუფისადმი კუთვნილება წარმოშობით განისაზღვრებოდა. ამ დროისათვის
ფეოდალებმა მიწაზე პრაქტიკულად სრული საკუთრება დაამყარეს, რაც აისახა საზოგადოებაში
არსებულ სამართლებრივ ნორმაში - „არ არსებობს მიწა სენიორის გარეშე “. მეთემეთა ალოდები
გამონაკლისი იყო სამხრეთში, ვიდრე ჩრდილოეთში. სენიორების ძალაუფლების ქვეშ მოექცა
სათემო სავარგულები. მათი სარგებლობა ახლა დამოუკიდებელ გლეხს მხოლოდ გარკვეული
ბეგარის გადახდის შემდეგ შეეძლო. გაფორმდა სენიორთა ბანალიტეტის უფლება: მონოპოლია
საცხობზე, ყურძნის დაწურვასა და წისქვილზე, რომელიც ადრე თემის კოლექტიური საკუთრება
იყო.

ფეოდალური ფენის ფორმირების პროცესის დასრულების მნიშვნელოვან მახასიათებლად


ითვლება ფეოდალთა წრეში თანმიმდევრული იერარქიის ჩამოყალიბება - „ერთფარიანი“ ღარიბ
რაინდთა ჯგუფიდან, რომელთაც ვასალები არ ჰყავდათ, 3-4 შუალედური საფეხურის გავლით
უფრო შეძლებულ ფეოდალამდე -მნიშვნელოვან ტერიტორიების მბრძანებლობამდე ამაღლება:
ნორმანდიის, ბრეტონის, ბურგუნდიის, აკვიტანიის ჰერცოგობამდე, შამპანის გრაფამდე. ფრანგ
ფეოდალთა იერარქიას გამოარჩევდა სამართლებრივი ნორმა: „ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი
არ არის“. ეს იცავდა მაგნატებს ცენტრალური ხელისუფლების ხელყოფისაგან და ამასთან ერთად
უზრუნველყოფდა ამ ფენის შინაგან სიმტკიცეს.

საფრანგეთში მიწებზე მონოპოლიის დამყარებით ფრანგი ფეოდალები მნიშვნელოვან


პოლიტიკური ძალად იქცნენ. პრაქტიკაში ფართოდ განვითარებული სუბინფეოდაციის
წყალობით, (ე.ი. სენიორების მიერ ვასლებისათვის საკუთარი მიწის ნაწილის გადაცემა)
ფეოდალთა ფენაში პოლიტიკური პრეროგატივები უპირატესად მათი სამფლობელოების
ოდენობისა და სტატუსის მიხედვით ნაწილდებოდა. ძირითადი პოლიტიკური პერსპექტივა იყო
უფლება სამართალწარმოებასა და სასამართლო ჯარიმებზე. აქედან ისინი დამატებით
შემოსავალს იღებდნენ. მსხვილ ფეოდალებს იუსტიციაზე უფლების დამყარება შეეძლოთ.

68
მთლიანად საფრანგეთში გაბატონებული ფენის ჩამოყალიბება სწრაფად განვითარდა, ვიდრე
დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყანაში. მან აქ დასრულებული სახე მიიღო.

XI-XII სს. პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას საფრანგეთში წინ სამეფო ხელისუფლების


დასუსტებისა და დაქუცმაცებულობის ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. XII საუკუნემდე
საფრანგეთის მეფეთა მდგომარეობას პოლიტიკური დაქუცმაცებულობა ძალიან ართულებდა,
რომელსაც რამდენიმე მიზეზი გააჩნდა: მათ რიცხვში უნდა დავასახელოთ მმართველი
დინასტიის შეზღუდული მატერიალური შესაძლებლობები და მსხვილი ფეოდალების
სამფლობელოების კომპაქტური სტრუქტურა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მათი
პოლიტიკური ავტონომიისათვის. კაპეტინგთა დომენი შედარებით მცირე ზოლის მიწებს
მოიცავდა მდ. სენასა და ლუარაზე, რომელიც კომპიენიდან ორლეანამდე ვრცელდებოდა. მას
გარს ერტყა ფეოდალური სამთავროები- ნორმანდიის, ბურგუნდიის, ბრეტანის საჰერცოგოები
და შამპანის საგრაფო, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა მეფის დომენის ტერიტორიებს.

საფრანგეთის ვასალური სისტემის სპეციფიკა საშუალებას აძლევდა მეფეს, რომ დახმარების


მიღება უშუალო ვასალებზე გაეთვალა. თავისუფალი გლეხის სახით საზოგადოებაში
დამატებითი სოციალური რეზერვი არ არსებობდა, რომელსაც მონარქი გამოიყენებდა იმის
მსგავსად, როგორც ეს იყო ინგლისში, შვეციასა და კასტილიაში. სამეფო ხელისუფლებას
არჩევითი სახიათი ჰქონდა. ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში პოლიტიკური და
ეკონომიკური განვითარების თავისებურება, რომელიც ორი ხალხის არსებობაში
გამოიხატებოდა, პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას აღრმავებდა. ამასობაში სახელმწიფო
ცენტრალიზაციის პროცესი თანდათანობით გავრცელდა საფრანგეთში, პირველ რიგში მის
ჩრდილოეთ ნაწილში. ამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ქალაქებისა და სასაქონლო-
ფულადი ურთიერთობების განვითარებას ეკავა, რომელმაც ცალკეული ტერიტორიების
სამეურნეო ჩაკეტილობა დაარღვია. ამის საფუძველზე ეკონომიკური ერთიანობის მიღწევა
შესაძლებელი გახადა, რომელიც პოლიტიკური ერთიანობისათვის აუცილებელი პირობა იყო.
ქალაქების განვითარებამ ასევე გამოიწვია საზოგადოებაში ახალი სოციალური ფენის -ქალაქების
წოდებების გაჩენა, რომლებიც მეფის ხელისუფლების განმტკიცებით იყვნენ
დაინტერესებულნი. ამას ქალაქის წოდების წარმომადგენლები უკავშირებდნენ ფეოდალური
ანარქიის ლიკვიდაციას და ვაჭრობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას (საბაჟო
საზღვრების მოხსნა, ზომისა და წონის ერთიანი სისტემის შემოღება, უცხოელი ვაჭრებისაგან
დაცვა).

სამეფო ხელისუფლებასა და ქალაქებს შორის პოლიტიკური კავშირი აღმოცენდა. ამან


საფრანგეთში ცენტრალიზაციის პროცესის მსვლელობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა
მიიღო, რადგან აქ სამეფო ხელისუფლებას, მსხვილი ფეოდალების პოლიტიკური ძალის გამო,
ვიწრო სოციალური ბაზა გააჩნდა. ქალაქების კავშირი სამეფო ხელისუფლებასთან, როგორც
მონარქიის მიერ გაცნობიერებული ხაზი, საშინაო პოლიტიკაში ქალაქების
განმათავისუფლებელი მოძრაობის შედეგად გაფორმდა, რომელიც ასე მარტივად არ
ჩამოყალიბებულა. მიუხედავად ამისა, ლუი IX-მ (1226-1270 წწ.) თავის მემკვიდრეს უანდერძა,

69
რომ ქალაქებთან კავშირი შეენარჩუნებინა, რომელთა ძალა, მეფის სიტყვით, მონარქიის
უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო.

მეორე ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ცენტრალიზაციის პროცესს, ფეოდალთა ფენის


შიგნით ძალთა განლაგება იყო. გლეხთა სამეურნეო დამოუკიდებლობის ზრდამ, მათი
სოციალური სტატუსის გაუმჯობესებამ, გლეხთა მზარდმა წინააღმდეგობამ გლეხობის მიმართ
არაეკონომიკური იძულება გაართულა. ფეოდალები იძულებულნი გახდნენ, რომ სამეფო
ხელისუფლების გარშემო დარაზმულიყვნენ. მათ ამისაკენ უბიძგებდა იმის იმედი, რომ
დამატებით შემოსავალი მიეღოთ სამეფო არმიასა და მზარდ სახელმწიფო აპარატში სამსახურში
ჩადგომით. ძლიერ სამეფო ხელისუფლებაში განსაკუთრებით საჭირო იყო წვრილი და საშუალო
ფეოდალები, რომლებიც არ ფლობდნენ საკმარის მატერიალურ საშუალებებსა და არც
არაეკონომიკური იძულების საშუალებებს. ცენტრალიზებული პოლიტიკის მოწინააღმდეგედ
გამოდიოდნენ ფეოდალები, რომლებიც საკუთარ დამოუკიდებლობას უფრთხილდებოდნენ.
სამეფო ხელისუფლება, როგორც წესრიგის წარმომადგენელი საზოგადოებაში, მხარს უჭერდა
როგორც ერთ ისე მეორე ფეოდალურ ჯგუფს და საკუთრივ შიდაფეოდალური
წინააღმდეგობების გაძლიერებას თავის სასარგებლოდ იყენებდა.

ცვლილებები აგრარულ წყობილებაში XI-XIII სს.

აღნიშნული პერიოდის საფრანგეთის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში შესამჩნევი


პროგრესი მოხდა. ეს განპირობა შრომის იარაღების დეტალების სრულყოფამ, სახნავ-სათესი
მიწების მრავალგზისმა (4-ჯერ) დამუშავებამ და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე ცხენის
ძალების გამოყენებამ, რომელმაც არსებითად გააუმჯობესება ნიადაგის დამუშავება და
წარმოების ტემპების ზრდა. ამას ნიადაგ ხელს უწყობდა ქვეყნის ჩრდილოეთში
სამმინდვრიანობის გავრცელება. სამხრეთში კლიმატისა და ნიადაგის თავისებურებების გამო
დიდხანს შენარჩუნებული იყო ორმინდვრიანობა და მსუბუქი გუთანი. აქ მარცვლეული
კულტურების გვერდით დიდი ფართობი ეკავა ვენახის ზვრებს, ტექნიკურ კულტურებსა და
ხეხილის ბაღებს.

XII საუკუნის II ნახევარში მასიურად მიმდინარეობდა ტყეებისა და ყამირი მიწების


გასუფთავება და ათვისება. ამის შედეგად მოუსავლიანობის, გვალვისა და წყალდიდობის გამო
შიმშილი ნაკლებად იგრძნობოდა. ფეოდალები და ეკლესია ხშირად მიწათმოქმედებისათვის
გამოსადეგი ფართობების გაფართოების ორგანიზატორებად გამოდიოდნენ, თუმცა აღმავლობის
მიღწევა ძირითადად საგლეხო თემის საქმე იყო. ამ პროცესს ინტენსიურ ხასიათს ისინი
აძლევდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სამუშაოებს გლეხები ასრულებდნენ.

საფრანგეთში საშინაო კოლონიზაციის შედეგად ახალი ტერიტორიების ათვისება უფრო


ადრე დასრულდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. სერვებთან (ფეოდალზე
დამოკიდებულ გლეხებთან) შედარებით ახალმოშენე გლეხებს-ჰოსპიტებს (ლათ. Hospites-
სტუმრები), რომელთა შორის ბევრი იყო გამოქცეული გლეხი, მიწათსარგებლობაზე მეტი

70
შეღავათები ჰქონდათ. ჰოსპიტებს საბატონო ბეგარა არ ევალებოდათ, იხდიდნენ ნატურალურ
ღალას და მცირე ფულად თანხას. ისინი პირადად თავისუფალი ადამიანები (ვილანები) იყვნენ,
მაგრამ ფეოდალებთან სასამართლო და საადგილმამულო დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ.
XI-XII საუკუნეებში გლეხების (სერვები) ნაწილი ბატონყმურ მდგომარეობაში რჩებოდნენ.

აღნიშნული პროცესის შედეგად გლეხობას ზედმეტი პროდუქტი გაუჩნდა. შრომის


მწარმოებლურობა უპირატესად გლეხის მეურნეობაში მიმდინარეობდა, რადგან საკუთარი მიწის
ნაკვეთზე გლეხი უფრო გულმოდგინედ ირჯებოდა, ვიდრე საბატონო მიწაზე. ამიტომ
სენიორებისათვის უფრო ხელსაყრელი იყო არა იძულებითი საბატონო ბეგარის, არამედ
მოსავლის ნაწილის რენტის რეალიზაცია, რომელსაც გლეხები მათ მეურნეობაში იღებდნენ. XII-
XIII სს. თანდათანობით დაიწყო საბატონო მიწების გლეხებისათვის მემკვიდრეობით
მფლობელობაში გადაცემა, რომელიც აქამდე დომენში შედიოდა. ამან მიწაზე საბატონო ბეგარა
პროდუქტებით რენტამ შეცვალა. საბატონო მიწების შემცირებისა და ლიკვიდაციის პროცესი
უფრო გამოკვეთილი ფორმით სწორედ საფრანგეთში გამოვლინდა და განსაკუთრებით საერო
ფეოდალების მეურნეობაში. საეკლესიო მიწებზე ეს ცვლილებები ნელა და მცირე მასშტაბებით
მიმდინარეობდა.

ფეოდალური დაქუცმაცებულობა XI საუკუნეში

ფეოდალურ დაქუცმაცებულობას საფრანგეთში რიგი თავისებურებები ახასიათებდა. ქვეყნის


ჩრდილოეთში, სადაც ფეოდალური საწარმოო ურთიერთობები უფრო სრულად იყო
განვითარებული, დაქუცმაცებულობამ თავის დასასრულს მიაღწია, მაგრამ მეტად რთული
ფეოდალური იერარქია შეიქმნა. მეფე უშუალოდ საკუთარი ვასლების-გრაფები, ჰერცოგები,
ბარონები და რაინდები - სენიორი იყო.

ჩრდილოეთში ფეოდალურ დაქუცმაცებულობას ძალზე უწყობდა ხელს მსხვილი


ფეოდალური სამფლობელოების არსებობა, რომელთა რიცხვში იყო ბრეტანი და ნორმანდია.
კელტებით დასახლებული ბრეტანი ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო (XV საუკუნის
ბოლომდე). მდ. სენის დაბლობზე მდებარე და ზღვით პარიზისაკენ გასასვლელს მოკლებული
ნორმანდია 1066 წლიდან ინგლისის მეფის სამფლობელოს წარმოადგენდა. ჩრდილო-
აღმოსავლეთში მდებარეობდა ფაქტობრივად დამოუკიდებელი ფლანდრიის საგრაფო, ხოლო
სამხრეთ-აღმოსავლეთში ბურგუნდიის საჰერცოგო. კაპეტინგთა მიწები ყოველი მხრიდან
ფეოდალური სამთავროებისაგან იყო შევიწროებული.

სამხრეთში ფეოდალური ურთიერთობები დასრულებული არ იყო. აქ არსებობას


განაგრძობდა ბევრი მსხვილი თუ მცირე საგლეხო ალოდი (თავისუფლად გასხვისებადი მიწა).
ცენტრალური მასივის მთიან მხარეებსა და განსაკუთრებით ჩრდილოეთ მთიანეთში დიდხანს
განაგრძობდნენ არსებობას თავისუფალი თემები. ამდენად, სამხრეთში ფეოდალურმა იერარქიამ
დასრულებული სახე ვერ მიიღო. აქ ადგილობრივი დინასტიები არსებობდა და მათთვის
კაპეტინგები ცოტა რამეს ნიშნავდა. მაგალითისათვის: აკვიტანიის ჰერცოგების ტიტული ასე
ჟღერდა: „სრულიად აკვიტანიის მონარქიის ჰერცოგები“ და თავს მეფის თანასწორად
მიიჩნევდნენ. XI-XII სს. სამხრეთის მსხვილი ფეოდალური სამფლობელოები უფრო მეტად

71
იყვნენ დაკავშირებულნი უცხო ქვეყნებთან (ინგლისი, ესპანეთი, აღმოსავლეთში ჯვაროსნულ
სახელმწიფოებთან), ვიდრე ჩრდილოეთ საფრანგეთთან და კაპეტინგებთან.

ქალაქები XI-XIII სს.

ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არსებული არსებითი სოციალ-ეკონომიკური და


პოლიტიკური განსხვავებები საფრანგეთის ფეოდალურ დაქუცმაცებულობას კიდევ უფრო
აღრმავებდა. ამაში არანაკლებ როლს ასრულებდა ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ხალხის -
ჩრდილოეთ ფრანგული და სამხრეთ ფრანგული (პროვანსული) არსებობა. როგორც ადრეულ
პერიოდში, ეს ხალხი სხვადასხვა ენის ადგილობრივ დიალექტებზე ლაპარაკობდნენ: სამხრეთ
საფრანგეთში - პროვანსულ, ჩრდილოეთში - ჩრდილოეთ ფრანგულ ენებზე. XIII-XIV
საუკუნეებში საფრანგეთის ჩრდილოეთ მხარეს ეწოდა „ლანგედოილი“ (Langue- ფრანგულად
„ენა“), ხოლო სამხრეთ მხარეს - „ლანგედოკი“.

საწარმოო ძალების პროგრესმა და მასთან დაკავშირებულმა სოფლის მეურნეობისაგან


ხელოსნობის გამოყოფამ ხელი შეუწყო ქალაქების, როგორც ხელოსნობისა და ვაჭრობის
ეკონომიკური ცენტრების, განვითარებას. საფრანგეთში უკვე X საუკუნიდან აყვავება იწყეს
ძველმა საქალაქო დასახლებებმა, რომლებიც ჯერ კიდევ რომაელებმა დაარსეს და V-IX
საუკუნეებში დაცემას განიცდიდნენ (ბორდო, ტულუზა, ლიონი, მარსელი, ნიმი, პუატუ,
პარიზი, რუანი და სხვ.). XIII საუკუნისათვის ქვეყანაში უკვე იყო მრავალი დიდი, საშუალო და
წვრილი ქალაქი, რომელთა საერთო რიცხვი XX საუკუნემდე თითქმის უმნიშვნელოდ
გაიზარდა.

XI-XIII საუკუნეებში საფრანგეთის სამხრეთის ქალაქების განვითარების თავისებურებები


ძირითადად მათ ადრეულ აყვავებაში მდგომარეობდა. ამას ხელს უწყობდა ხმელთაშუა ზღვის
რეგიონებთან ქალაქების სავაჭრო კავშირები, ასევე ჯვაროსნულ ლაშქრობებში მათი
მონაწილეობა.

აქტიური საგარეო ვაჭრობა სასიკეთოდ აისახა ხელოსნობის განვითარებაზე,


განსაკუთრებით მაუდის წარმოებაზე. ასე მაგ., ქალაქები- ნიმი და მონპელიე განთქმული იყო
წმინდა მაუდის წარმოებით, რომელიც ექსპორტზე გადიოდა. საქონლის გასაღების ფართო
შესაძლებლობები ხელოსნობის დეტალურ რეგლამენტაციას ასუსტებდა. ამან სამხრეთის
ქალაქების სოციალ-ეკონომიკური განვითარების სპეციფიკური თავისებურებები წარმოშვა.
კერძოდ, XIV საუკუნემდე სამხრეთში არ არსებობდა ამქრები (შუა საუკუნეების ევროპის
ქალაქებში ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება). ე.წ „თავისუფალი
ხელოსნობის“ პირობებში წარმოების მოცულობაზე იმდენად არ არსებობდა კონტროლი,
რამდენადაც - საქონლის ხარისხზე, რომელსაც საქალაქო მმართველოების ორგანოები
ახორციელებდნენ.

სამხრეთის ქალაქებმა ადრე მოიპოვეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამას ხელი შეუწყო


არა მხოლოდ ქალაქების ეკონომიკურმა აღმავლობამ, არამედ გვიან ანტიკური მუნიციპალური
72
წყობილების ტრადიციებმაც. სენიორის ძალაუფლებისაგან გათავისუფლების პროცესში
სამხრეთის ქალაქები ძირითადად იყენებდნენ არა შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებს,
არამედ - ფინანსურ გარიგებებს, გამოსასყიდებს. ეს გარემოება სამხრეთის თავადაზნაურობის
ვაჭრობაში ჩაბმის შედეგად თავადაზნაურობასა და ქალაქელებს შორის წინააღმდეგობებს
ამსუბუქებდა. ამ ფაქტორმა სამხრეთ საფრანგეთში მათ შორის პოლიტიკური კავშირის
შესაძლებლობა რეალობად აქცია.

XII საუკუნის მანძილზე სამხრეთის თითქმის ყველა ქალაქში ხელისუფლების კოლექტიური


ფორმა კონსულატი (კონსულთა მმართველობა - ქალაქში მცხოვრები თავადაზნაურებისა და
სამღვდელოების, ასევე ხელოსანთა სათავეში მდგომებისაგან არჩეული პირი) დამყარდა.
მმართველობა ხელთ ეპყრა დიდ საბჭოს, რომელიც სრულუფლებიანი მოქალაქეებისაგან
შედგებოდა, ე.ი. მცხოვრებლებისაგან, რომელსაც ქალაქში საკუთრება გააჩნდა და გადასახადს
იხდიდნენ. ეს პროცესი სამხრეთის ქალაქებისაგან შორს მყოფი სამეფო ხელისუფლების
მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. მოკლედ, სამხრეთის ქალაქებმა დამოუკიდებლობის
მაღალი ხარისხი მოიპოვეს და უპირატესად საგარეო ვაჭრობაზე იყვნენ ორიენტირებულნი.
ამიტომ სამხრეთის ქალაქებმა საფრანგეთის სახელმწიფოებრივი ცენტრალიზაციის საქმეში
მნიშვნელოვანი როლი არ შეასრულეს. პირიქით, მათი აღმავლობა სამხრეთის პროვინციების
განვითარებას სეპარატული ტენდენციებით კვებავდა.

ჩრდილოეთის ქალაქების ისტორიული ბედი სხვაგვარად ჩამოყალიბდა. აქ არსებული


ქალაქების - არასი, ბოვე, სანლისი, ამიენი, ნუაიონი, ლანი და რეიმსი - ეკონომიკური აღმავლობა
მხოლოდ XII საუკუნისათვის შეინიშნებოდა და იგი დაკავშირებული იყო ჩრდილო-
აღმოსავლეთ საფრანგეთში, განსაკუთრებით მაუდისა და სელის ქსოვილის წარმოებასთან.
ჩრდილოეთში ქალაქების პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების მოპოვების ძირითად
საშუალებას არაერთგზის მომხდარი აჯანყებები წარმოადგენდა, რომელმაც განსაკუთრებული
სისხლისმღვრელი ფორმები იმ შემთხვევაში შეიძინა, როცა ბრძოლა სასულიერი სენიორების
წინააღმდეგ მიდიოდა. ამ ქალაქებში აჯანყებების დროს ქალაქელების წინააღმდეგ ეკლესია
ორგანიზებული ძალით გამოდიოდა, რომელიც იყენებდა ისეთ გავრცელებულ და
აპრობირებულ საშუალებებს, როგორიცაა ინტერდიქტი (ღვთისმსახურების აკრძალვა).

კომუნალური მოძრაობა

მოქალაქეები ჩვეულებრივ დებდნენ ფარულ კავშირს, რომელთა წევრები ერთმანეთთან


ფიცით იყვნენ დაკავშირებულნი. ბრძოლას თან ახლდა სენიორისა და მისი რაინდების
ქალაქიდან გაძევება ანდა მათი მკვლელობა. წარმატების შემთხვევაში ფეოდალები
იძულებულნი იყვნენ ქალაქისათვის დიდი ან მცირე დამოუკიდებლობა მიეცათ, რასაც
დროებით ღონისძიებად მიიჩნევდნენ.

XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ საფრანგეთის


ქალაქებში სისხლისმღვრელი აჯანყებები გაჩაღდა, რომელმაც კომუნალური მოძრაობის
სახელწოდება მიიღო. ეს ბრძოლა ქალაქმა კამბრემ დაიწყო. რიგი მცდელობების შედეგად (976,
1024, 1077) მან მიიღო თვითმმართველობაზე ქარტია. XII საუკუნეში მის მაგალითს მხარი აუბეს

73
ქალაქებმა: სენ-კანტენმა, ბოვემ, ნუაიონმა, ლანმა, სუასონმა, კორბმა, რეიმსმა და სხვ. მოძრაობის
მსვლელობაში ქალაქებმა არაერთგვარი შედეგები მიიღეს. ზოგიერთმა მათგანმა კომუნის
უფლება მიიღო. სხვა ქალაქებმა, როგორც წესი, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვან
ეკონომიკურ როლს ასრულებდნენ, მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის
ზოგიერთი პრივილეგია მოიპოვა: პირადი თავისუფლების უფლება, ვაჭრობისა ანდა
მმართველობის დარგში პრივილეგიები (ქალაქი ლორისი, ბომონი). ამგვარად, ქალაქები
სენიორებთან ხელშეკრულებით შეთანხმებებში შევიდნენ, რომელთა პირობები
დაფიქსირებული იყო ქალაქის თავისუფლებათა ქარტიაში. სენიორის მიერ გაცემულ ამ
დოკუმენტს მეფე ამტკიცებდა. გათავისუფლება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და
ხდებოდა ისეც, რომ სენიორებთან ბრძოლას ქალაქის შიგნით, ერთი მხრივ, ხელოსნებსა და
პატრიციატს, მეორე მხრივ, ხელოსანთა წრეებს შორის შიდა დაპირისპირება ართულებდა.
როგორც წესი, ბრძოლას ამარტივებდა რამდენიმე სენიორის მიერ ქალაქის კუთვნილება,
როგორც ეს მოხდა ბოვეს შემთხვევაში, სადაც ქალაქზე ხელისუფლებას ინაწილებდა
ეპისკოპოსი, კაპიტული და შატელენი, რომლებიც მეფის ინტერესებს წარმოადგენდნენ.

კომუნალურმა მოძრაობამ სათავე დაუდო ქალაქების სამეფო ხელისუფლებასთან


პოლიტიკურ კავშირს. სენიორების წინააღმდეგ ბრძოლაში ქალაქები დახმარებას მეფესთან
ეძებდნენ და ხშირად იღებდნენ მას, რადგან მონარქს დიდი ფეოდალების დასუსტება სურდა. ამ
კავშირში ქალაქები ყოველთვის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და
არასრულუფლებიან პარტნიორს წარმოადგენდნენ. ისინი იხდიდნენ გადასახადებს,
ყიდულობდნენ პრივილეგიათა ქარტიებს და ახალი მეფის მიერ მის დამტკიცებას, სახელმწიფოს
აძლევდნენ სესხებს, რომელთაც არ აბრუნებდნენ. მეფე საშინაო და საგარეო მტრებთან
ბრძოლაში ქალაქებისაგან იღებდა სამხედრო, ფულად და პოლიტიკურ დახმარებას, რომელიც
მიმართული იყო დიდი ფეოდალების პოლიტიკური ძლიერების დასასუსტებისაკენ.

საფრანგეთის მეფეები საკუთარი დომენის ფარგლებში თავს არიდებდნენ ქალაქებისათვის


კომუნის უფლების მიცემას და აძლევდნენ პრივილეგიათა ნაწილს ცენტრალური
ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელის კონტროლის ქვეშ, როგორც ეს მოხდა პარიზის,
ორლეანისა და ბურჟის შემთხვევაში. ასე რომ, დამოუკიდებლობისათვის ქალაქების ბრძოლის
შედეგები განისაზღვრებოდა არა მხოლოდ მათი პოლიტიკური და ეკონომიკური
მნიშვნელობით, არამედ კუთვნილებით, ვის ეკუთვნოდა იგი მეფეს თუ სენიორს.
ქალაქებისადმი მეფის მხარდაჭერა არ ატარებდა თანმიმდევრულ ხასიათს, რადგან მონარქი
ფინანსური ან პოლიტიკური ანგარიშიანობით ხელმძღვანელობდა.

ქალაქების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობა ხელს უწყობდა მათი ეკონომიკური


ძლიერების ზრდას. მის საფუძველს განვითარებული ხელოსნობა წარმოადგენდა, რომელმაც
ახალი სპეციალობებისა და ამქრების წარმოშობა გამოიწვია. საფრანგეთის ჩრდილო-
აღმოსავლეთის ქალაქებში მაუდის წარმოების 25 სპეციალობა არსებობდა. ამიენში ეს 80-ს,
აბევილში-64-ს აღწევდა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში პარიზის პრევოს (ფრ. Prevot-უფროსი,
მეფის მოხელე თანამდებობის პირი- სხვა სიტყვებით ქალაქის თავი) ეტიენ ბუალოს (ფრ. Etienne
Boileau-1200-1270. მისი სკულპტურა პარიზის მერიის წინ დგას) გადაწყვეტილებით 1266 წელს

74
100 ამქრის წესები („პარიზის ხელობის წიგნი“-„Livre des métiers) შედგა. მასში დაწვრილებით
გადმოცემულია ის წესები, რომელიც XIII საუკუნის შუა ხანების პარიზის მრავალ ამქარში
არსებობდა. მოკლედ, ეს არის ამქრული წესრიგის თავისებური კოდექსი. ამათგან 22 ამქარი
მხოლოდ ლითონის ნაკეთობათა წარმოების დარგში იყო. XIV საუკუნის დასაწყისისათვის
პარიზში 350 ამქარი იყო დარეგისტრირებული.

საფრანგეთის ჩრდილოეთ მხარეებში სამეურნეო სპეციალიზაცია ვითარდებოდა, რაც


სამხრეთისაგან განსხვავებით, საშინაო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას
განაპირობებდა. ნორმანდიაში რკინის მადნით, მარილით, საქონლითა და მაუდით ვაჭრობდნენ,
შამპანსა და ბურგუნდიაში- მაუდით, ტილოთი და მაღალი ხარისხის ღვინოებით, პარიზში
მრავალფეროვანი სახელოსნო ნაკეთობებით. ვაჭრობა ძირითადად საშინაო ბაზარზე იყო
ორიენტირებული, რაც მხარეებს აკავშირებდა და ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდიდა. XIII
საუკუნის დასაწყისში ქალაქთაშორისი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები შეიქმნა. ასეთი იყო
მაგალითად პარიზში „სამდინარო ვაჭრების ჰანზა“, რომელიც მდ. სენაზე მოვაჭრე რუანელ და
პარიზელ ვაჭრებს აერთიანებდა. მათ შეუერთდნენ ბურგუნდიელი ვაჭრები ზემო სონადან.
შემდეგ მდ. ლუარაზე მოვაჭრე ვაჭრების ამხანაგობა შეიქმნა. სავაჭრო გაერთიანებების
საქმიანობა სტიმულს აძლევდა მდ. სენაზე, უაზაზე, მარნაზე, სომაზე, ზემო სონასა და შუა
ლუარაზე მდებარე ქალაქებში წარმოების ზრდას. ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქების
ეკონომიკური განვითარების ამ თავისებურებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქვეყნის
ცენტრალიზაციაში.

XII საუკუნიდან ევროპელი ვაჭრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი იარმარკებთან


(გერ. Jahmarkt -ყოველწლიური ბაზრობა)- ყოველწლიურ ვაჭრობასთან, სადაც სხვადასხვა
ქვეყნის ვაჭრები ჩამოდიოდნენ. XIII საუკუნეში ყველაზე მეტად ცნობილი იყო შამპანის
იარმარკები (ფრ. Foires de Champagne), რომელიც საფრანგეთის რეგიონ შამპანში ტარდებოდა.
შამპანის გრაფებს კარგად ესმოდათ იარმარკების მნიშვნელობა და ვაჭრებს უსაფრთხოების
სრულ გარანტიას აძლევდნენ. სულ იყო შამპანის 6 იარმარკა და იგი 4 ქალაქში იმართებოდა
უწყვეტად მთელი წლის მანძილზე: ტრუასა და პროვანსში, ისევ ტრუაში, ლანსა და ბარში და
ისევ პროვანსში. ეს ციკლი ივნისში იწყებოდა და ივლისში სრულდებოდა. 1284 წელს შამპანის
სამეფო დომენთან შეერთების შემდეგ მისი ეკონომიკური კავშირები პარიზთან განვითარდა და
განმტკიცდა.

XIII საუკუნეში გამოკვეთილად განისაზღვრა პარიზის, როგორც ჩრდილოეთ საფრანგეთის


ეკონომიკური ცენტრისა და სახელმწიფოს პოლიტიკური დედაქალაქის ადგილი. მისი
მოსახლეობა ძალზე მრავალრიცხოვანი იყო: 70 ათასი მცხოვრები; რუანში დაახლოებით 50
ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სხვა დიდ ქალაქებში იგი საშუალოდ 5-6 ათასს აღწევდა.
ქალაქებში ეკონომიკური აღმავლობის ფონზე დაიწყო ქონებრივი დიფერენციაციის პროცესი.
უკვე შეუძლებელი იყო ამქრული შეზღუდვების თავიდან აცილება. ქალაქელებისაგან გამოიყო
შეძლებულ ვაჭართა და ხელოსანთა ზედა ფენა, რომლებიც ფლობდნენ მოძრავ და უძრავ
ქონებას და ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ ქალაქის მმართველობა. მის წინააღმდეგ გამოდიოდა
ხელოსნებისა და ვაჭრების ძირითადი მასა, რომლებიც მოკლებულნი აღმოჩნდნენ პოლიტიკურ

75
და ქალაქის მმართველობის უფლებებს. პარიზში „სამდინარო ვაჭრობის ჰანზამ“ ხელთ იგდო
ქალაქის მმართველობა, მისი სავაჭრო სახლი დედაქალაქის ადმინისტრაციული ცენტრი - რ ა ტ
უ შ ა (hotel de ville) გახდა. ჰანზის ბეჭედზე გამოსახული იყო ხომალდი ამაყი წარწერით -
„მიცურავს და არ იძირება“. ეტიენ ბუალოს სტატუტები ამ ეტაპზე სანქციას აძლევდა ამქარში
შესვლას იმ პირობით თუ მცირეოდენ საწევროს გადაიხდიდა. მაგრამ ყველა ამქარში ითხოვდნენ
შედევრის დამზადებას, რიგ შემთხვევაში დაშვებული იყო თავისუფალი ხელოსნობა,
ყოველთვის არ იზღუდებოდა მოსწავლეების რაოდენობა და წარმოების მოცულობა. თუმცა
თვით სტატუტების ჩაწერამ ხელოსნების ძირითადი მასის მღელვარება გამოიწვია, რომლებიც
შეძლებული ოსტატებისაგან ამქრული დადგენილებების დაცვას ითხოვდნენ

სამეფო დომენის ზრდა

სახელმწიფოს ცენტრალიზაციის პროცესს თან ახლდა სირთულეები, ზიგ-ზაგები, ზოგჯერ


უკან დახევაც კი. მან რამდენიმე ეტაპი გაიარა. XII საუკუნემდე საფრანგეთის მეფეები დომენის
ფარგლებში წყვეტდნენ საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას. ქალაქების განვითარების
შედეგებით, მსგავსად მეფისა თავის დომენში, პირველ ხანებში ისარგებლეს მსხვილმა
ფეოდალებმა- ჰერცოგებმა და გრაფებმა. ამ პროცესის შესაბამისად ქვეყნის ცენტრალიზაცია ორ
ეტაპად იყოფა. პირველი, ცენტრალიზაცია პროვინციებში, მეორე- საერთო სახელმწიფოებრივი
გაერთიანება. დროის მიხედვით, ეტაპები ყოველთვის არ იყო მკვეთრად გამიჯნული. ამან
არსებითად გაართულა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე ცენტრალური
ადმინისტრაციის დამტკიცება.

XII საუკუნის დასაწყისი სამეფო ხელისუფლების განმტკიცებაში გარდამტეხი მომენტი იყო.


ფილიპ I კაპეტინგის მემკვიდრემ ლუი VI სქელმა მამამისის დაწყებული საქმე დაასრულა;
სხვადასხვა საშუალებების - მოსყიდვა, დაპყრობები, კონფისკაცია ანდა გაცვლა- გამოყენებით
ლუი ილ-დე ფრანსის სრული პატრონი გახდა. გამაგრებული ციხე-დარბაზები დაანგრია;
კოშკები მოთხრილი იქნა; ფეოდალთა ძარცვა-გლეჯა შეწყდა. ლუი VI-მ (1108-1137 წწ.) და მისმა
კანცლერმა აბატმა სიუჟემ (ლათ. Sugerus; ფრანგ. Suger. შეძლებული გლეხის შვილი, გოთიკური
ხელოვნების პირველი „ნათლია“; მრავალი ნაშრომის ავტორი, მათ შორის- „ლუი VI-ის
ცხოვრება“) ბოლო მოუღეს სამეფო დომენში ფეოდალ-სენიორების (მონტლერი, პიუზე, თომას
დე მარლი) წინააღმდეგობებს. მათი ციხე-სიმაგრეები დაანგრიეს ანდა სამხედრო გარნიზონებმა
დაიკავეს. მართალია, აღნიშნული მიმართულებით მას დიდი წარმატებები არ ჰქონია, მაგრამ
დიდრონი ფეოდალების წინააღმდეგ გამოსვლა იმას ნიშნავდა, რომ წინამორბედებისაგან
განსხვავებით, მეფეს დასაყრდენი ნიდაგი გაუჩნდა. ამასთანავე დიდ ფეოდალებსაც კარგად
ესმოდათ, რომ ქვეყანაში მათ სიმრავლეს ბოლო მოეღებოდა. მათთან ბრძოლაში ლუი VI
ძირითადად ქალაქების დახმარებით სარგებლობდა. ამის სანაცვლოდ მეფე ქალაქებს
დამოუკიდებელი თვითმმართველობის დამადასტურებელ სიგელებს აძლევდა.

ლუი VI-ის მემკვიდრე ლუი VII (1137-1180 წწ.) სუსტი ხელმწიფე იყო. ხსენებული სენ-
დენის აბატი (ლათ. Abbas - მამა, კათოლიკურ ეკლესიაში მონასტრის წინამძღვარი) სიუჟე ლუი

76
VII-ის მთავარი მრჩეველი და მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მეფის ყოფნის დროს ქვეყანასაც
მართავდა. დასაწყისში მეფემ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სახელმწიფოს საზღვრები და
ქალაქები სანსი და ბურჟი შემოერთა. 1137 წელს მეფე დაქორწინდა აკვიტანიის (საფრანგეთის
დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიწები ლუარადან პირენეებამდე) უკანასკნელი
ჰერცოგის ასულ ალიენორზე. ამდენად, აკვიტანია საფრანგეთის მეფის სამფლობელოს
შემოუერთდა. მაგრამ ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ მეფე ალიენორთან
განქორწინდა. ის მალე გათხოვდა ანჟუს გრაფ ჰენრი პლანტაგენეტზე, რომელსაც ლუარადან
ჩრდილოეთით მდებარე ოლქები და ნორმანდიის საჰერცოგო ეკუთვნოდა. ორი წლის შემდეგ
ჰენრი პლანტაგენეტი ინგლისის მეფე გახდა. საფრანგეთის მომდევნო ისტორიისათვის ამ
მოვლენას უდუდესი მნიშვნელობა ჰქონდა: ინგლისის მეფე იმავდროულად დიდრონი ფრანგი
ფეოდალი იყო, რომლის სამფლობელოები ალიენორთან ქორწინების შედეგად, გადაჭიმული
იყო ნორმანდიის ნაპირებიდან პირენეებამდე. მასში შედიოდა: ნორმანდია, ანჟუ და
აკვიტანია,რომელიც თავისი მხრივ შედგებოდა პუატუს, გიენისა და გასკონის მხარეებისაგან;
ბრეტანი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით უნებლიეთ ასევე რამდენადმე ჰენრიზე იყო
დამოკიდებული. ასეთი დიდი ფეოდალი აქამდე არ ყოფილა საფრანგეთში. კაპეტინგების წინ
ქვეყნის გაერთიანების გაგრძელების საქმეში რთული და ძნელი ამოცანა დადგა: ახლა მას არა
მხოლოდ ძლიერი ფეოდალი ჰყავდა მტრად, არამედ ინგლისის ხელმწიფე.

სამეფო დომენის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა ლუი VII-ის მემკვიდრე ფილიპ II (1180-1223
წწ.) ავგუსტის დროს. მან მმართველობის დიდი ნაწილი ინგლისთან ბრძოლაში გაილია. ამ დროს
საფრანგეთის მეფე ფრანგ ფეოდალებს, განიხილავდა როგორც თავის ვასალებს; ამიტომ ფილიპ
II ინგლისის მეფეს, რომელსაც საფრანგეთში მთელი რიგი ოლქები ეკავა, განიხილავდა როგორც
თავის ვასალს. ცხადია, მეფისაგან ფრანგი ფეოდალების ვასალური დამოკიდებულება ჯერ
კიდევ მოჩვენებითი იყო; ამის შესახებ მეფე მიანიშნებდა, მაგრამ ფეოდალები მეფეზე
დამოკიდებულებას და მის სიუზერენიტეტს არ აღიარებდნენ.

ფილიპ II ავგუსტმა მთელი თავისი ყურადღება ინგლისის მეფისაკენ მიმართა. მესამე


ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ ფილიპ II-მ ინგლისში ჯონ უმიწაწყლოს (
John Lackland- 1167-1216) მმართველობის შედეგად გამეფებული არეულობით ისარგებლა და
გადამწყვეტ მოქმედებას შეუდგა. გაიგო რა ბრეტანის ჰერცოგის არტურის გარდაცვალების
შესახებ (ის იყო ჯონ უმიწაწყლოს ძმისშვილი, რომელიც გავრცელებული ხმებით ბიძას ხელით
გამოესალმა სიცოცხლეს), ფილიპმა ფეოდალური წეს-ჩვეულების მიხედვით ჯონ უმიწაწყლო,
როგორც თავისი ვასალი, სასამართლოზე მოიწვია საფრანგეთში, რადგან მას ადანაშაულებდა
არტურის მკვლელობაში. რასაკვირველია, ჯონ უმიწაწყლო სასამართლოზე არ გამოცხადდა.
მაშინ ფილიპ I-მა თვისი ჯარი დაუყოვნებლივ ნორმანდიაში შეიყვანა და იგი დაიპყრო. მდ.
სენას შესართავი ქალაქ რუანით საფრანგეთის მეფის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც სამხედრო
თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ნორმანდიის გარდა ფილიპმა დაიპყრო ანჟუსა და
პუატუს ოლქები, ე.ი. ახალი სამფლობელოები უკვე გადაიჭიმა ლუარადან სამხრეთში. ბრეტანი
კი, რომელსაც ფილიპი გამოესარჩლა, აღიარებული იქნა არტურ ბრეტანელის მემკვიდრის
ჯეფრის სამფლობელოდ, რომელიც ჰენრი II-ის მეოთხე ვაჟიშვილი იყო. არტური დაინიშნა
ფილიპ II-ის ქალიშვილზე. მასვე დაევალა სამხედრო მოქმედების დაწყება პუატუში, მაგრამ 1202
77
წელს ჯონ უმიწაწყლომ შეიპყრო არტური და მომდევნო წელს საკუთარი ხელით მოკლა ის.
გამჭრიახმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა ფილიპმა 1202-1204 წწ. დაიპყრო ნორმანდია,
რომელიც ინგლისის სამეფოს ზურმუხტად ითვლებოდა. ჯონ უმიწაწყლო მატერიკზე თავის
დანაკარგებს ვერ ურიგდებოდა. ომმა ევროპული კონფლიქტის ხასიათი შეიძინა, რადგან ჯონის
მხარეზე გამოვიდა გერმანიის იმპერატორი ოტო IV, რომელიც საფრანგეთის გაძლიერებით იყო
შეშფოთებული, და ფლანდრიისა და ბულონის გრაფები. გამოცდილმა მხედართმთავარმა
ფილიპმა ფლანდრიაში ბუვინთან ბრძოლაში 1214 წელს სასტიკად დაამარცხა მოკავშირეები და
ჯონ უმიწაწყლოს საბოლოო განადგურების მიზნით ინგლისში გაგზავნა თავისი ვაჟიშვილი
ლუი, რომელმაც პრეტენზია ინგლისის გვირგვინზე განაცხადა. ვასალების მიერ მიტოვებული
ჯონი გაიქცა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ (1216 წ.) ინგლისელებმა ლუი ქვეყნიდან
გააძევეს.

ამრიგად, ფილიპ II-მ საფრანგეთის გაერთიანების პროცესში პირველ სერიოზულ


წარმატებებს მიაღწია. ასე გაზრდილი ტერიტორიების ფეოდალური მმართველობა უკვე
არასაკმარისი იყო. მეფეს ეს კარგად ესმოდა ეს და ახალი მმართველობა შემოიღო. მისი
ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობდა: ოლქებში საქმისა და სასამართლოს მმართველები
და მოხელეები მთლიანად მეფის ხელისუფლებაზე იყვნენ დამოკიდებულნი; მეფე მათ
ნიშნავდა და ჯამაგირს აძლევდა და როცა სურდა– ხსნიდა კიდევაც.

ფილიპ II-ის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობით სარგებლობდნენ ბაიიები (ფრ.Baillis-


წვრილი ადმინისტრაციული ერთეულის, ოლქის ანუ ბალიაჟის მმართველი, რომელიც
ძირითადად სასამართლო რწმუნებებით იყო აღჭურვილი), რომლებიც მეფის სახელით
მართავდნენ პროვინციებს, ასამართლებდნენ და გამოსაღებს კრებდნენ. იმის გათვალისწინებით,
რომ საქმეების რაოდენობა გაიზარდა, აუცილებელი გახდა ისეთი დაწესებულების შექმნა,
რომელიც მუდმივად მეფის ხელში იქნებოდა და რომელთანაც ყველა შემთხვევაში
მოთათბირების შესძლებლობა მიეცემოდა. ასეთ დაწესებულებად იქცა სამეფო საბჭო ანუ
სამეფო კურია. მის შემადგენლობაში მეფის წინაშე ვალდებული და მუდამ მისი მხარდამჭერი
ადამიანები შედიოდნენ. საქმეები იმდენად რთული და მრავალფეროვანი იყო, რომ მალე საბჭო
გაიყო სასამართლო და ანგარიშგებით პალატად. ამ საბჭოს არავითარი სავალდებულო ძალა
არ ჰქონდა მეფისათვის; მეფე მასთან თათბირობდა, როცა სურდა და საბჭოს გადაწყვეტილებები
მისთვის სავალდებულო არ იყო. ფილიპ II-მ ქვეყნის საშინაო მმართველობაში ის გზა
დასახა,რომლითაც შემდგომი მეფეები მიდიოდნენ, ე.ი. მას სურდა, რომ მთელი ძალაუფლება
საკუთარ ხელში მოექცია. სწორედ ეს იყო ხელისუფლების ცენტრალიზაცია.

სახელმწიფო მმართველობა XIII საუკუნეში

XIII საუკუნის მეორე ნახევარში სამეფო დომენის გაძლიერება მმართველობის საერთო


სახელმწიფოებრივი აპარატის შექმნით იქნა განმტკიცებული. მის საფუძველს შეადგენდნენ
ცენტრალური ორგანოები, რომლებიც სამეფო ფეოდალური კურიის საფუძველზე აღმოცენდნენ:
სამეფო საბჭო-მმართველობის უმაღლესი ორგანო; პარიზის პარლამენტი (უზენაესი
78
სასამართლო) და ფინანსური უწყება -ანგარიშგების პალატა. სახელმწიფო აპარატის
განვითარების ძირითადი ხაზი მდგომარობდა შემდეგში: სავალდებულო ვასალური სამსახურის
თანდათანობითი შეცვლა სახელმწიფო ჯამაგირზე სამსახურით. ასეთ პირებს სპეციალურად
ასწავლიდნენ მოხელეები - ლეგისტები, კანონების მცოდნენი და ხშირად „არაკეთილშობილთა“
წრიდან გამოსულები. სამეფო საბჭო, როგორც მეფის კარზე მუდმივმოქმედი ორგანო
შედგებოდა მასთან დაახლოებული მსხვილი ფეოდალებისაგან, უფლისწულებისაგან და ასევე
ლეგისტებისაგან. ცალკეული ადმინისტრაციული ოლქების სათავეში, რომელიც დომენებად იყო
დაყოფილი, იდგნენ სამეფო მამულების მმართველები- პრევოები. ოლქები უფრო მსხვილ
ერთეულებად ერთიანდებოდა- ბალიაჟები (ჩრდილოეთში) და სასენეშალოები (სამხრეთში). მათ
სათავეში მდგომი ბაიიები და სენეშალები, როგორც მეფის მოხელეები თავის ხელში
აერთიანებდნენ ადმინისტრაციულ, სასამართლო და სამხედრო ხელისუფლებას. მეფე მათ
მსხვილი ფეოდალების რიგებიდან ნიშნავდა, რათა მათი მხრიდან პოლიტიკური მოკავშირეები
შეეძინა.

სამეფო ხელისუფლება თანდათან თავის პატრიმონიულ საფუძველს კარგავდა და იმ


ხელისუფლებად იქცეოდა, რომელიც „საერთო კეთილდღეობას“ განასახიერებდა და საჯარო-
სამართლებრივი ხასიათი ჰქონდა. ამასთან ერთად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ
ტენდენციას, რომელიც სამეფო ხელისუფლების არჩევის ნაცვლად, მიზნად მემკვიდრეობითი
ხელისუფლების შემოღებას ისახავდა. კაპეტინგთა მმართველი დინასტიის წარმომადგენლები
მემკვიდრეობითი პრინციპის რეალიზებას ესწრაფვოდნენ, როცა მემკვიდრეს მეფის
სიცოცხლეში თავზე გვირგვინს ადგამდნენ. ახლა სახელმწიფო მეფის პირად საკუთრებად არ
ითვლებოდა, რომელიც შეეძლო მემკვიდრეებს შორის გაენაწილებინა ანდა კერძო პირისათვის
ეჩუქებინა. მყარდება დომენის გაუსხვისებლობის პრინციპი. მეფე უკვე არ განიხილებოდა
როგორც კერძო პირი, როცა მას უნდა, სხვა ნებისმიერი ფეოდალის მსგავსად, ფიცი მიეცა
სენიორისათვის, რომლის სამფლობელოში ის მიწებს იძენდა. ომაჟის დამამცირებელი
პროცედურის თავიდან ასაცილებლად, მეფეებმა იგი თავის მოხელეებს გადააბარეს, ხოლო
შემდეგ საერთოდ უარი თქვეს. მეფე კანონმდებელი გახდა. ფესვები გაიდგა ცნებამ სამეფო
ხელისუფლების საღვთო ბუნების შესახებ.

ლაშქრობა ალბიგოელების წინააღმდეგ

XIII საუკუნემდე საფრანგეთის სამხრეთი მხარე ჩრდილოეთისაგან განკერძოებულად


ცხოვრობდა. შემდეგ დაიწყო მათი შემოერთება სამეფო დომენთან. სამხრეთ საფრანგეთში,
ლანგედოკის მხარეში მდებარეობდა აყვავებული ტულუზის საგრაფო, რომელიც ბრწყინვალე
კლიმატით, ნიჭიერი და განათლებული ადამიანებით გამოირჩეოდა; ამ კურთხეულ ქვეყანაში
შექმნილ პოეტურ ნაწარმოებებს ტრუბადურები მღეროდნენ. საფრანგეთის სხვა ადგილებისაგან
განსხვავებით, აქ დაინტერესდნენ რელიგიური საკითხებით და მათი გადაწყვეტა დააპირეს.
კათოლიკური ეკლესია ეჭვით უყურებდა ამ მოძრაობას. მეფე ფილიპ II-ის დროს ლანგედოკში
გაიშალა ვალდენსთა და კათართა ერესი, რომელთაც საერთო სახელი „ალბიგოელები“ უწოდეს
(ერესის მთავარი ცენტრის ქალაქ ალბის მიხედვით). ალბიგოელები სამყაროსა და თვით
კათოლიკურ ეკლესიას ეშმაკის მოგონილად მიიჩნევდნენ, უარყოფდნენ ეკლესიის ძირითად
79
დოგმატებს, მოითხოვდნენ საეკლესიო იერარქიის, საეკლესიო მიწათმფლობელობისა და
მეათედის ლიკვიდაციას. რაც შეეხება კათარებს, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესო და
მარიამ მაგდალინელი ცოლ-ქმარი იყო. იმ შორეულ დროში მსგავსი შეხედულებები
კათოლიკური ეკლესიის მიერ მკაცრად ისჯებოდა. ალბიგოელთა ძირითად მასას ქალაქელები
შეადგენდნენ. მათ დასაწყისში მიემხრნენ რაინდები და დიდებულები. ტულუზის გრაფი
რაიმუნდ VI (1194-1222 წწ.) ალბიგოელებს მიემხრო იმ მოსაზრებით, რომ პაპისა და სამეფო
ხელისუფლებისაგან თავისი დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა.

ეკლესია ჯერ კიდევ XII საუკუნის 70-იანი წლებიდან ცდილობდა ერესის აღკვეთას, მაგრამ
უშედეგოდ. მას შემდეგ რაც პაპმა ინოკენტი III-მ იმედი ამოწურა ერეტიკოსებზე გავლენა
მოეხდინა, 1209 წელს ალბიგოელთა წინააღმდეგ ლაშქრობის ორგანიზება გადაწყვიტა
ჩრდილოეთ საფრანგეთის ეპისკოპოსების და მათი ვასალების მონაწილეობით. მათ
ხელმძღვანელობდა პაპის ლეგატი არნოლდი. ჩრდილოეთ საფრანგეთის რაინდებმა ხალისით
მიიღეს ლაშქრობაში მონაწილეობა, რადგან ნადავლის ხელში ჩაგდების დიდი საშუალება
ეძლეოდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო ტულუზის მეხუთე გრაფი სიმონ IV დე მონფორი (1160-
1218 წწ.), მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე და სასტიკი პიროვნება, რომელიც ამ
ლაშქრობის მეთაური გახდა. მონფორის მხარეზე ომში ჩაება არაგონის მეფე პედრო II.

მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, სამხრეთის მრავალი ქალაქი (ბეზიე, კარკასონი და


სხვ.) აიღეს და გაძარცვეს, ხოლო მოსახლეობა ამოჟლიტეს. სიმონ დე მონფორის
ხელმძღვანელობით მგორესთან ბრძოლაში (1213 წ.) ჯვაროსნებმა გადამწყვეტი გამარჯვება
მოიპოვეს (აქ დაიღუპა პერდო II). ამის შემდეგ მონფორმა დაიპრო ტულუზა (1215 წ.) და
მონტობანი. მისი გარდაცვალების შემდეგ (1218 წ.) სამხრეთ საფრანგეთის დამორჩილებისათვის
ომში დიდხანს გაგრძელდა. იგი ლუი VIII-ის მეფობის დროს დამთავრდა.

ალბიგოელების წინააღმდეგ ლაშქრობა დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. ლაშქრობის შემდეგ


ლანგედოკი საშინელ სურათს წარმოადგენდა. სამხრეთ ფრანგულმა ცივილიზაციამ არსებობა
შეწყვიტა. ტრუბადურთა სიმღერები დადუმდა. დიდი დრო დასჭირდა შემდეგში მისი
კულტურული ცხოვრების აღორძინებას. როგორც ფიქრობენ, 1209-1255 წლის ჩათვლით
ალბიგოელების წინააღმდეგ ლაშქრობას 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ
ისტორიული მოვლენების ამსახველი ქრონიკა ცისტერციანცელმა ბერმა პიერ დე ვო დე სერნიმ
გადმოგვცა წიგნში - „Historia Albigenise” („ალბიგოელთა ისტორია“)

ლუი VIII ( Louis VIII le Lion- 1223-1226 წწ.)

ლუი VIII-ს ხანმოკლე მეფობა ერგო. ის იყო პირველი კაპეტინგი, რომელიც არა არჩევითი
წესით, არამედ მემკვიდრეობითი პრინციპით ავიდა ტახტზე. ამ მოვლენას დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა, რადგან იგი ამკვიდრებდა სიმშვიდეს და სახელმწიფოში ხელისუფლების გადაცემის
წესს. ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრეობის ჟამს სურდა ინგლისის დაპყრობა და ამ მიზნით
მხურვალედ უჭერდა მხარს მამას. 1216 წელს ჯონ უმიწაწყლოს ვასალების მიწვევით ინგლისის

80
სამეფო გვირგვინის დაუფლების მიზნით კენტში გადაჯდა და სამეფოს დიდი ნაწილი
დაიმორჩილა, მაგრამ ჯონის გარდაცვალების შემდეგ ფრანგების წინააღმდეგ რეაქცია დაიწყო.
ლუი VIII საფრანგეთში დაბრუნდა და 1217 წელს ინგლისთან ზავი დადო.

ყოფაში ღვთისმოსავმა და სამხედრო ნიჭით დაჯილდოებულმა ლუი VIII ლომად


წოდებულმა „კათოლიკური სარწმუნოების ხსნისა“ და სახელმწიფოს განმტკიცების მიზნით
წარმატებით დაასრულა ლანგედოკის შემოერთების საქმე. 1224-1226 წწ. წარმატებული
ლაშქრობის შედეგად სამეფო დომენს ტულუზის საგრაფო შემოუერთა. ციებ-ცხელებით
დაავადებულმა ლანგედოკის დატოვება ბრძანა და ავინიონისაკენ მიმავალი გზაში
გარდაიცვალა.

ლუი IX წმინდა (1226-1270 წწ.) და მისი რეფორმები

ლუი VIII სამწლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად გარაიცვალა. მას დარჩა


არასრულწლოვანი მემკვიდრე ასევე ლუი. რეგენტი გახდა დედამისი ბლანკა კასტილიელი -
დიდი განათლებისა და გონების ქალი. რეგენტობის დროს ფილიპ II-ს დამორჩილებული
მრავალი ფეოდალი აღსდგა, მაგრამ უშედეგოდ. სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ლუი მეფე
გახდა. ის ბრწყინვალე ხელმწიფის ტიპს განასახიერებდა, განსაკუთრებით თავის საშინაო
პოლიტიკაში. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება იყო: სამართლიანობა და ღვთის–
მოსაობა. ისტორაში „წმინდას“ სახელწოდება შერჩა. გამოირჩეოდა სამართლიანობით. ის არ
ასხვავებდა დიდებულსა და უბრალოს, მდიდარსა და ღარიბს, სუსტსა და ძლიერს. არსებობს
გადმოცემა, რომ წირვის დასრულების შემდეგ მეფე სასახლიდან გამოდიოდა, მუხის ქვეშ
ჯდებოდა და ყველასაგან საჩივარს ისმენდა. უყვარდა წიგნები და ხელოვნება. მას შუა
საუკუნეების ხუროთმოძღვრების პერიკლეს უწოდებენ. მის დროს აიგო რეიმსის ტაძარი და
სენტ-შაპელის ეკლესია პარიზში.

საშინაო მმართველობის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ლუი IX-


ის მეფობის დროს. სამეფო დომენის ტერიტორიაზე სასამართლო ორთაბრძოლა აიკრძალა
(მოდავე მხარეთა ორთაბრძოლის გადაწყვეტა შეჯიბრებითობის დახმარებით). საქმის სამეფო
სასამართლოში გადატანის შესაძლებლობა გაჩნდა. პარიზის პარლამენტი სამეფოს უზენაესი
სასამართლო ინსტანცია გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, პირველ რიგში სისხლის
სამართლის, მხოლოდ სამეფო სასამართლოს წარმოებაში იყო. სახელმწიფოში საზოგადოებრივი
წესრიგის დამყარებასა და ფეოდალური შინაომების შესუსტებას ხელი შეუწყო ლუი IX-ის მიერ
დომენის ტერიტორიაზე კერძო ომების აკრძალვამ, ასევე წესების დამყარებამ, რომელიც მთელი
სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედებდა და მეფის „40 დღის“ სახელწოდება მიიღო. ამ დროის
განმავლობაში სენიორები, რომლებიც სამხედრო კონფლიქტის მუქარის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ,
შეეძლოთ მეფესთან აპელირება.

სამეფო დომენში შემოღებული იქნა ერთიანი სამონეტო სისტემა; სენიორთა ადგილობრივი


მონეტების გვერდით სამეფო მონეტებმა მთელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედების
უფლება მოიპოვა. საკუთარი მონეტის მოჭრის უფლება ჰქონდა დაახლოებით 40 სენიორს.
თანდათანობით სამეფო მონეტამ მიმოქცევიდან გააძევა ადგილობრივი მონეტა. იგი

81
გამოირჩეოდა რა ვერცხლისა და ოქროს მაღალი შემცველობით, მას ფართოდ იყენებდნენ,
როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვაჭრობაში. ეს ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკიურ
ერთიანობას.

ლუი IX-მ მოიხვეჭა რა „წმინდას“ სახელი, ცდილობდა „უქრისტიანესი ხელმწიფის“ ედეალი


განეხორციელებინა. მან თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიზნად მშვიდობა და
სამართლიანობა გამოაცხადა. ის VII და VIII ჯვაროსნული ლაშქრობის ინიციატორად
გამოვიდა „ურწმუნოების“ წინააღმდეგ და ევროპაში მეზობლებთან მშვიდობას მიაღწია. მან
ხელშეკრულება დადო არაგონის მეფესთან, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ საფრანგეთში
მშვიდობას, ხოლო 1259 წელს -ინგლისის მეფესთან. ინგლისის მეფე ჰენრი III-მ გიენა
შეინარჩუნა, რის სანაცვლოდ საფრანგეთის მეფეს ერთგულების ფიცი დაუდო. ევროპის სადაო
საქმეებში ლუი IX არაერთხელ გამოსულა არბიტრის როლში.

ლუი IX-ის შემდეგ გამეფდა მისი შვილი ფილიპ III გულადი (1270-1285), რომელიც
მონაწილეობდა მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. იქიდან დაბრუნების შემდეგ სუსტი ხასიათის
მეფე ცდილობდა ტერიტორიების გაფართოების მამისეული პოლიტიკა გაეგრძელებინა, მაგრამ
იგი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებით არ აღნიშნულა.

ფილიპ IV ლამაზი (1285-1314 წწ.)

უკანასკნელი ბრწყინვალე კაპეტინგი იყო წმინდა ლუი IX-ის შვილიშვილი ფილიპ IV


ლამაზი. მისი მეფობის დროს ძირითად მოვლენად ითვლება პაპ ბონიფაციუს VIII-სთან
ბრძოლა. ის კარგად გრძნობდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფოს არ შეეძლო ფეოდალური ყოფის
პირობებში ცხოვრება. ამიტომ ზრუნავდა იმაზე, რომ გაედიდებინა სახელმწიფოს შემოსავლები
და იგი სამართლიანად შესულიყო ხაზინაში. ასეთი ამოცანის გადაჭრას მეფე ყოველთვის
წმინდა ზომების მიღებით როდი ცდილობდა; ასე რომ, მან მიმოქცევაში გაუშვა
არასრულფასოვანი მონეტა და აიძულებდა იგი მიეღოთ, როგორც სრულფასოვანი. მოსახლეობა
ამით ძალიან იყო შეძრწუნებული და თანამედროვეები ხანდახან მას „ყალბ მემონეტეს“
ეძახდნენ. მეფემ გარკვეული ფულადი გამოსაღები დააკისრა მთელ მოსახლეობას ფრანგი
სამღვდელოების ჩათვლით. ამით ის არღვევდა პაპის უფლებებს, რომელზეც იყო სამვდელოება
დამოკიდებული. ამ დროს პაპის ტახტზე იჯდა ბონიფაციუს VIII, რომელიც თავისი
შეხედულებებით მოგვაგონებდა პაპ გრიგოლ VII-ს და ინოკენტი III-ს. პაპმა გაიგო თუ არა,
რომ მეფემ ფრანგ სამღვდელოებას გამოსაღები დააკისრა, გამოსცა ბულა- “Clericis laicos” (1296),
რომელიც მეფე ფილიპ ლამაზის ფისკალური პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მასში
ვკითხულობთ:“ როგორც წარსული, ისე ჩვენი დრო ამტკიცებს, რომ საერო ადამიანები
ყოველთვის სამღვდელოების მტრები იყვნენ“. ამას მოჰყვა მეორე ბულა -„Ausculta Filii“ (1301 წ.),
რომელშიც მეფეს მოუწოდებდა გონს მოსულიყო და ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა. ფილიპ
მეფემ არ მიაქცია ყურადღება პაპის ამ ბულებს და გააგრძელა თავისი დაწყებული პოლიტიკა.
არც ერთ მხარეს დათმობა არ სურდა; ბრძოლა გარდაუვალი იყო.

82
ბონიფაციუს VIII-მ 1300 წელი „ქრისტეს შობის“ საზეიმო წლად გამოაცხადა. მიიწვია
მლოცველები წმინდა ქალაქში ცოდვების მისატევებლად. მთელი ევროპიდან დაახლოებით 2
მილიონი მლოცველი დაიძრა. ამან პაპის ხაზინას დიდი სუბსიდიები მოუტანა. იუბილის დროს
პაპი მრავალათასიანი კრებულის წინაშე იმეორებდა სამეფო ხელისუფლებაზე პაპის
ძალაუფლების უპირატესობის შესახებ. „რომის პირველმღვდელთმთავარი,- ამბობდა პაპი,-
ყოვლისშემძლე ღმერთის ნაცვალი, მეფეებსა და სამეფოებზე მბრძანებლობს; ის ყველა
ადამიანზე პირველობას ავლენს“. ამ თვალსაზრისს უჭერდა მხარს პაპი ფილიპ ლამაზთან
კონფლიქტისას. ის ამტკიცებდა კიდევაც, რომ მეფის ტახტიდან ჩამოგდების უფლება აქვს.
ყოველივე ამას მეფე სახელმწიფო საქმეებში ჩარევად მიიჩნევდა.

პაპის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მისაღებად ფილიპ IV-მ 1302 წელს სახელმწიფო
ჩინები ანუ გენერალური შტატები (Etats generaux) მოიწვია. ამ შტატების თავისებურება იმაში
მდგომარეობდა, რომ თათბირზე მოწვეულნი იყვნენ არა მხოლოდ უმაღლესი კლასის
წარმომადგენლები - თავადაზნაურობა (ბარონები და მთავრები) და სამღვდელოება, არამედ
ქალაქის წოდების წარმომადგენლები, ე.ი. თვითმმართველობის მქონე ქალაქის თემები; მათ მ ე ს
ა მ ე წოდების (Tiers etats) წარმომადგენლები უწოდეს. ფილიპმა შეკრებილებს გააცნო თავისი
დამოკიდებულება პაპის მიმართ, ასევე ამ უკანასკნელის შეხედულებები სამეფო
ხელისუფლებაზე და თავის გადაწყვეტილებაზე, რომ პაპის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას
იწყებდა. შტატებმა მეფეს მხარი დაუჭირა; სასულიერო პირებს დასაწყისში პაპის მხარე ეჭირათ,
მაგრამ მეფის მბრძანებლურმა ტონმა ისინი გააჩუმა და საბოლოოდ მათაც მხარი მეფეს
დაუჭირეს.

1302 წლის შტატების გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ამით მეფემ პაპს
აჩვენა, რომ მთელი ხალხი მის მხარესაა: თავადაზნაურობა, სამღვდელოება, უნივერსიტეტი და
ქალაქები. საკუთრივ საფრანგეთის მოსახლეობა ერთიან სახელმწიფოში შემჭიდროებულად
გრძნობდა თავს და ამიტომ ისინი პაპის ჩარევას ქვეყნის საშინაო საქმეში შეურაცხმყოფელად
მიიჩნევდნენ. ფრანგი ხალხი რომის ეკლესიის ყოვლისმომცველი გავლენისაგან თავის დაღწევას
ცდილობდა. მათ იგრძნეს, რომ აქვთ საკუთარი სახელმწიფო, თავისი ინტერესები, რომელიც
უნდა დაეცვათ. პაპის მსოფლიო ძალაუფლება დასასრულს მიუახლოვდა.

პაპმა საფრანგეთში გაგზავნა თავისი ლეგატი, რომელსაც მეფის განკვეთა უნდა


გამოეცხადებინა, თუ ეს უკანასკნელი პაპის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ ლეგატი
დააპატიმრეს. თავის მხრივ ფილიპ IV-მ გადაწყვიტა, რომ პაპის ჩამოგდებისათვის მიეღწია. ამ
მიზნით მან იტალიაში გააგზავნა გამოცდილი კანონმდებელი,რომის სამართლის პროფესორი,
მეფის მრჩეველი და ბეჭდის მცველი გილიომ დე ნოგარე (ფრანგ. Guillame de Nogaret) ის
რამდენიმე პირთან ერთად იტალიაში გაემგზვრა. ამის შესახებ პაპმა გაიგო თუ არა, რომიდან
პატარა ქალაქ ანანში გადავიდა. მეფის წარგზავნილები აქ გამოცხადდნენ, შეიჭრნენ ციხე-
სიმაგრეში, სადაც პაპი იმყოფებოდა და სასტიკად გალანძღეს იგი. 70 წლის მოხუცმა პაპმა ვერ
გადაიტანა ასეთი შეურაცხყოფა და მალე გარდაიცვალა (1303). ამასთან დაკავშირებით უნდა
ითქვას შემდეგიც: იტალია და მთელი ევროპა მოწმე გახდა პაპის საერო ძალაუფლების
განუსაზღვრელი ძლიერების მითის მსხვრევისა. მისი გარდაცვალებით დასრულდა

83
თეოკრატიული რეფორმების ერა, რომელიც პაპმა გრიგოლი VII-მ დაიწყო და შემდგომში
მისი მემკვიდრეები აგრძელებდნენ.

1305 წელს ფილიპ IV-ის ზეწოლით რომის პაპად აირჩიეს ფრანგი პრელატი კლემენტ V-ის
სახელწოდებით. 1309 წელს მან თავისი კურია გადაიტანა ქალაქ ავინიონში (რონაზე), სადაც
პაპები 1378 წლამდე იმყოფებოდნენ. მართალია, ავინიონი არ შედიოდა სამეფო დომენში, მაგრამ
პაპები ფაქტობრივად საფრანგეთის მეფეზე აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ისარგებლა რა ამით,
ფილიპ IV-მ უმდიდრესი სასულიერო-სარაინდო ორდენი ტამპლიერებისა, რომელიც პაპობის
მფარველობით სარგებლობდა და დიდ სიმდიდრეს ფლობდა, გაანადგურა. მათი ქონება სამეფო
ხაზინას გადაეცა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამეფო ხელისუფლებამ პაპობასთან ბრძოლაში
გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა; მისი პოლიტიკური და საერთაშორისო მნიშვნელობა
ევროპაში ძლიერ შეირყა.

ამრიგად, ფილიპ IV-ის პირველი ამოცანა შესრულდა. საფრანგეთის სამეფომ პაპობისაგან


დამოუკიდებლობა მოიპოვა. ახლა მეორე ამოცანის ჯერი დადგა. მეფის სუვერენიტეტის
განმტკიცება ქვეყნის შიგნით და სამეფოს ტერიტორიების გაფართოება. მეფე დაქორწინდა
ნავარის (მდიდარი შამპანის საგრაფო განთქმელი თავისი იარმარკებით) დედოფალ ჟანაზე
(1284 წ.) და ამ გზით ეს მხარე მოიპოვა. სამეფო დომენს შემოუერთა ანგუმა (1308 წ.) და ლიონი
(1312 წ.). ამ უკანასკნელს მდ. რონაზე საკვანძო პოზიციები ეკავა. ფილიპის ძირითადი მიზანი
იყო აკვიტანიისა და გასკონის დაუფლება, რომელიც ჯერ კიდევ ინგლისს ეკუთვნოდა, ასევე
ჩრდილოეთში - ფლანდრიის, რომელიც ნომინალურად შედიოდა საფრანგეთის სამეფოში.

ფლანდრია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რაიონი იყო. მის მდიდარ


ქალაქებში (ბრიუგე, იპრი, გენტი, ლილი) ჰყვაოდა თხელი, ხოლო სოფელში - უხეში მაუდის
წარმოება. ამ დროს ფლანდრიაში მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა ხელოსნებსა და
პატრიციებს შორის. ფლანდრიის გრაფი ცდილობდა, რომ პატრიციატთა ბატონობისათვის
ბოლო მოეღო, რადგან იგი მის ძალაუფლებას ასუსტებდა. ფილიპ IV-მ მხარი დაუჭირა
პატრიციატს და ამ უკანასკნელსა და გრაფს შორის წინააღმდეგობები ოსტატურად გამოიყენა.
ხელსაყრელ მომენტში ფილიპის ჯარები შეიჭრა ფლანდრიაში და დაიპყრო იგი; გრაფი მეფის
ტყვე გახდა.

საგრაფოში ფრანგ დაქირავებულთა თვითნებობა, მძიმე გადასახადები, პატრიციატის


პოზიციების განმტკიცება მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამას აჯანყება მოჰყვა,
რომელიც „ბრიუგეს ცისკრის “ სახელითაა ცნობილი (წყაროებში მას „ბრიუგეს პარასკევს“
უწოდებენ). 1302 წლის 18 მაისს, დილაადრიან აღსდგნენ ბრიუგეს ხელოსნები, რომელთაც
სათავეში ჩაუდგა ბრიუგეს ფეიქართა ამქრის მამასახლისი პიტერ დე კონინკი - ადამიანი,
რომელსაც ქრონისტის მოწმობით, „არასოდეს ჰქონდა საკუთარი 10 ლივრი“. სამი ათასი ფრანგი
დაიღუპა. აჯანყებას სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. ფილიპმა რაინდთა ძლიერი კავალერია
გააგზავნა, რომელსაც ამაგრებდა ქვეითი და დაქირავებული ჯარი. ბრძოლა მოხდა 1302 წლის 11
მაისს კურტრესთან. ფლამანდელმა ფეიქრებმა და გლეხებმა, რომლებიც პატრიოტული
სულისკვეთებით იყვნენ აღვსილნი, ფეოდალთა ჯარზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ამ
ბრძოლამ „დეზების ბრძოლის“ სახელწოდება მიიღო, რადგან დახოცილ რაინდთა მოოქრული
84
დეზები ქალაქის ტაძარ კურტრეზე დაკიდეს გამარჯვების ნიშნად. კურტრესთან ბრძოლა
ფლანდრიის გათავისუფლებას ნიშნავდა ფრანგებისაგან და პატრიციატის მმართველობის
შეცვლას ამქართა მმართველობით. ზავით, რომელიც მოგვიანებით დაიდო, ფილიპ IV-მ
მხოლოდ მიიღო ფლანდრიის მოსაზღვრე ქალაქი - ლილი და დუე.

ფლანდრიაში დამარცხებამ მეფე ფილიპი აიძულა, რომ ინგლისთან საომარი მოქმედებები


შეეწყვიტა, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში მიმდინარეობდა. ისევ ინგლისის სამეფოს დარჩა
აკვიტანია და გასკონი.

საფრანგეთის სამეფოს ომები ძვირად უჯდებოდა. მშვიდობიან დროს სამეფო ხაზინას ფული
არ ყოფნიდა. ფულადი მეურნეობის შდარებით განვითარებულ პირობებში მკვეთრი
შეუსაბამობა გაჩნდა სახელმწიფოს საჭიროებასა და ფინანსურ რესურსებს შორის. მუდმივი
გადასახადები ჯერ კიდევ არ არსებობდა და ცენტრალური ხელისუფლება არარეგულარული
შენატანებით კმაყოფილდებოდა, რაც ფეოდალური წეს-ჩვეულებებით იყო დადგენილი.

მეფობის მანძილზე ფილიპ IV ფულის მიღების ახალ და ახალ საშუალებებს ეძებდა. ამაში
მეფეს ძალიან დიდი გამომგონებლობის უნარი აღმოაჩნდა. მოსახლეობის შემოსავალი ანდა
ქონება არაერთხელ დაიბეგრა მძიმე გადასახადებით. თავადაზნაურებისა და შეძლებული
ქალაქელებისაგან ფულის ამოღება სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ხდებოდა. გაიზარდა
ვასალთა ფულადი გადასახადი. ფილიპმა პირველმა შემოიღო ირიბი გადასახადები მარილის,
მარცვლეულისა და ღვინის გაყიდვაზე. მეფე ხშირად მიმართავდა ქალაქის მდიდარ ადამიანებს
სესხისათვის. იტალიელი ბანკირებისაგან აიღო ძალიან დიდი თანხა, ხოლო შემდეგ ისინი
ქვეყნიდან გააძევა. ამით არა მარტო ვალისაგან გაითავისუფლა თავი, არამედ ბანკირების
ქონებასაც დაეუფლა.

ფილიპ IV-ის პიროვნული თვისებები

ფილიპ IV ისტორიკოსებისათვის რამდენადმე საიდუმლოებებით მოცულ პიროვნებას


წარმოადგენს. მეფის მიერ გატარებული პოლიტიკა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ის რკინის
სიმტკიცისა და იშვიათი ენერგიის ადამიანი იყო, რომელიც დასახული მიზნებისაკენ
შეურყეველი სიჯიუტით მიიწევდა წინ. მიუხედავად ამისა, მეფის თანამედროვეების
მოწმობით, რომლებიც მონარქს პირადად იცნობდნენ, მისი პიროვნება აღნიშნულ აზრთან
წინააღმდეგობაში მოდის.

ფილიპ IV გამოირჩეოდა იშვიათი სილამაზით, დახვეწილი მანერებითა და


თავდაჭერილობით. ამასთან ერთად მეფე არაჩვევლებრივად მშვიდი ხასიათისა იყო. თავს
არიდებდა უმგვანო საუბრებს. აკურატულად ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ზუსტად იცავდა
მარხვებს. იყო კეთილი და შემწყნარებელი. ხალისით ენდობოდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც
ამას არ იმსახურებდნენ.

წოდებრივი მონარქიის წარმოქმნა

85
ფილიპ IV-ის ზეობისას საფრანგეთში წოდებრივი წარმომადგენლობა გაფორმდა. უკვე XIII
საუკუნეში მეფეები ძირითადად ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად ქალაქების ანდა
რაინდების წარმომადგენლებს იწვევდნენ. ცალკეულ მხარეებს თავისი ადგილობრივი
წოდებრივი კრებები - „შტატები“ გააჩნდათ, სადაც მხარის საქმეებს და ადგილზე დაბეგვრის
საკითხებს განიხილავდნენ. 1302 წლიდან შტატებს ძალზე ხშირად იწვევდნენ. გენერალური
შტატები (მთელი ქვეყნისათვის საერთო) მას იმ შემთხვევაში ეწოდებოდა, როცა მის სხდომას
სამეფო დომენის ყველა მხარის წოდებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. XIV-XV
საუკუნეებში გენერალურ შტატებს შედარებით იშვიათად იწვევდნენ. სამხრეთი ნაწილში
ლანგრდოკის, ჩრდილოეთ მხარეში- ლანგდოილის შტატებს ცალკე იწვევდნენ. გარდა ამისა, ამ
მხარეში მრავალი შტატები იკრიბებოდა.

გენერალური შტატები სამი წოდებისაგან შედგებოდა: პირველი წოდების


წარმომადგენლებს- სამღვდელოებას და მეორე წოდების- თავადაზნაურობას ამ წოდების
კრებებზე ირჩევდნენ; მათთან ერთად გენერალურ შტატებს მეფის მოწვევით სახელმწიფოს
ცნობილი პირებიც ესწრებოდნენ. როგორც წესი, მესამე წოდების წარმომადგენლებს დიდი
ქალაქების პატრიციატი ირჩევდა. აქვე გვახსოვდეს, რომ არჩევის ერთიანი წესი არ არსებობდა.
მოსახლეობის ძირითადი მასა - გლეხობა, ხელოსნები და ქალაქის პლებსი გენერალურ
შტატებში წარმოდგენილი არ ყოფილა.

წოდებები სხდომებს ცალ-ცალკე ატარებდნენ და თითოეული განსაკუთრებულ პალატას


ქმნიდა. პირველი წოდების პალატა -სამღვდელოება ჩვეულებრივ არქიეპისკოპოსებისა,
ეპისკოპოსებისა და დიდი მონასტრების აბატებისაგან შედგებოდა. მეორე წოდება -
თავადაზნაურობა - საშუალო და წვრილი რაინდების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ისინი
ბუნებრივად სამეფო ხელისუფლების მხარდამჭერები იყვნენ. საერო დიდებულები არც ერთ და
არც მეორე პალატაში შედიოდნენ; შტატების სხდომებზე გრაფები და ჰერცოგები მეფის
გარემოცვას წარმოადგენდა და დეპუტატებში არ ირეოდნენ. მესამე პალატაში (XV საუკუნის
დასასრულს მას „მესამე წოდების“ პალატა უწოდეს) შედიოდნენ მერები და ქალაქის საბჭოების
წევრები, ე.ი. ქალაქში მდიდარი და გავლენიანი ადამიანები. თითოეულ პალატას მხოლოდ
ერთი ხმა ჰქონდა და მთლიანად შტატების გადაწყვეტილება პალატების ხმების
თანაფარდობაზე იყო დამოკიდებული.

გენერალური შტატები მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბებოდა.


უფრო ხშირად არა გენერალური, არამედ ჩრდილოეთ საფრანგეთის-ლანგდოილის და
სამხრეთის- ლანგედოკის შტატები იკრიბერბოდა. გენერალურ შტატებს რეგულარულად მაშინ
იწვევდნენ, როცა მეფეს განსაკუთრებულ ვითარებაში დახმარება სჭირდებოდა, ძირითადად
სუბსიდიების დამტკიცებაში. რამდენადაც ჯერ კიდევ რეგულარული გადასახადები არ
არსებობდა, მეფეს ახალი ექსტრაორდინალური გადასახადების დაწესება უწევდა შტატებში.

გენერალური შტატები მხოლოდ სათათბირო ორგანო იყო; მას არ ჰქონდა საკანონმდებლო


ხელისუფლება. შტატების განსახილველი საკითხები (გარდა ფინანსურისა) და მათი მოწვევა
მეფის ნებაზე იყო დამოკიდებული.

86
გენერალურ შტატებში ძირითად როლს ქალაქები ასრულებდნენ, რომლებიც მხარს
უწერდნენ ცენტრალიზაციის პოლიტიკას და მეფეს სუფსიდიების ძირითად ნაწილს აძლევდნენ.
ამიტომ XIV საუკუნის პირველ ნახევარში სამეფო ხელისუფლებასა და შტატებს შორის, როგორც
წესი, უთანხმოებები არ არსებობდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ფეოდალური მონარქიის
განმტკიცების პროცესში. ამდენად, გენერალური შტატები არ იყო ის ორგანო, რომელიც
ცენტრალურ ხელისუფლებას შეზღუდავდა. პირიქით, მან უფრო განამტკიცა იგი. მისი
დაბადება გამოწვეული იყო ქალაქების განვითარებითა და მესამე წოდების ეკონომიკური
ძლიერებით. გადასახადის აკრეფაში მესამე წოდების თანხმობა თვალნათლივ ავლენს მათ
კავშირს სამეფო ხელისუფლებასთან. მხოლოდ მძიმე საომარი წარუმატებლობის, სამეფო
ხელისუფლების სრული დაუძლურებისა და მმართველობის აპარატის ნგრევის მომენტები
მესამე წოდება გამოდიოდა, როგორც ოპოზიციური ძალა.

დასკვნა

საფრანგეთში წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს საბოლოო შექმნით დასრულდა


ფეოდალური სახელმწიფოს ახალი ფორმის - წოდებრივი მონარქიის ჩამოყალიბების პროცესი.
მონარქია უფრო ცენტრალიზებული გახდა, ვიდრე საფრანგეთის სახელმწიფო წარმოადგენდა
XII-XIII საუკუნეში. უფრო დიდი და სეპარატულად განწყობილი ფეოდალები წინანდებურად
ეწინააღმდეგებოდნენ ცენტრალიზაციის პროცესს. ისინი დაკარგული უფლების დაბრუნებას
ცდილობდნენ და იარაღის გამოყენებით ლუი X-საგან (ფილიპ IV-ის მემკვიდრე) ზოგიერთი
დათმობა მიიღეს. თუმცა ეს დათმობები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მას არ შეეძლო
საკმაოდ ძლიერი წოდებრივი მონარქიის შერყევა. ასე რომ, წოდებრივი მონარქია ფეოდალურად
ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე ახალი ეტაპი იყო. ამ ინსტიტუტმა ნიადაგი
მოუმზადა საფრანგეთის აბსოლუტურ მონარქიას.

ლექცია №5

საფრანგეთი ასწლიანი ომის ეპოქაში

87
ფეოდალური რეაქცია და საშინაო კონფლიქტები. ფილიპ IV ლამაზმა ფეოდალური
საფრანგეთი შეუზღუდავ მონარქიად აქცია. ამ აზრით, წინამორბედებისაგან განსხვავებით,
ფილიპი ყველაზე ენერგიული მმართველი და პოლიტიკოსი იყო, რომელმაც დიდ შედეგებს
მიაღწია. თუმცა ეს როდი ნიშნავდა, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არსებობდა.

ფილიპ IV-ს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა. მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ლუი X
ანჩხლი (1314-1316 წწ.), რომლის მეფობა არაფრით არ გამოირჩევა. ფუფუნებისა და
განცხრომის მოყვარული მეფე სახელმწიფო საქმეებს პრაქტიკულად არ ეწეოდა. მეფემ ქვეყნის
მმართველობა თავის ბიძას–ვ ა ლ უ ა ს გრაფს–შარლს გადასცა. საკუთრივ ლუი X ფრანგი
საზოგადოების თვალში სუსტი და ადრეული ხანის მეფეებს განასახიერებდა. პირველი რაც მან
გააკეთა, ის იყო, რომ ფილიპ IV-ის კანონები გააუქმა, რომელიც ფეოდალთა უფლებებს
ზღუდავდა. მათ მონეტების მოჭრისა და სასამართლო საქმეების წარმოების უფლება დაუბრუნა.
ასევე გააუქმა მძიმე გადასახადები. საბატონო და სამეფო მამულების მცირეოდენი თანხით
ყიდვის უფლება დაუშვა. ერთი სიტყვით, მეფეს სერიოზული საქმეები არ უყვარდა და ძველი
ფეოდალური წესრიგი აღადგინა.

ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა. მსხვილი და სეპარატულად გამწყობილი ფეოდალები


წინანდებურად ცენტრალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ. სამეფოში დაწყებულმა
სასურსათო კრიზისმა ჩრდილოეთში ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფასების ზრდა,
რაც ამ კრიზისს მოჰყვა, საერთო მღელვარებას იწვევდა. 1314 წელს დიდებულებმა ლიგა შექმნეს
და პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. თავადაზნაურობა ვერ ურიგდებოდა ადგილობრივ
მმართველებს, რომლებიც მათ ქონებას იძენდნენ. ამიტომ ფეოდალებმა ლუი X-საგან
დათმობები მოითხოვეს. იმის ნაცვლად, რომ ასეთი განწყობილება ჩაეხშო, მეფემ ფეოდალებთან
მოლაპარაკება არჩია და თავისი ქარტიებით ძველი ფეოდალური წესრიგი აღადგინა, რაც
გარკვეული აზრით, ფეოდალური რეაქცია იყო.

ლუი X-ის მეფობა კიდევ აღსანიშნია იმით, რომ მან ილაშქრა ფლანდრიაში, მაგრამ
უშედეგოდ. ციებ-ცხელებით დაავადებული მეფე უკან დაბრუნებისას სრულიად ახალგაზრდა
გარდაიცვალა. კაპეტინგების დინასტიიდან ლუი X პირველი მეფე იყო, რომელსაც მამრობითი
ხაზის ტახტის მემკვიდრე არ დარჩა. კრიზისის ფონზე ამ პრობლემამ ბობოქარი რეაქცია
გამოიწვია.

ლუი X-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა ფილიპ IV ლამაზის
მეორე ვაჟიშვილი პუატიეს გრაფი ფილიპ V (1316-1322 წწ.). ტახტზე ასვლისთანავე მან
პირველმა გამოიყენა სალიკური კანონი, რომლის თანახმად, მემკვიდრის არყოლის შემთხვევაში,
მდედრობითი სქესის პირს უფლება არ ჰქონდა სამეფო ტახტი მემკვიდრეობით მიეღო. მეფემ
მაშინ ვერ გაითვალისწინა, რომ ამ კანონს ასწლიანი ომის გამოწვევა შეეძლო.

ფილიპ V ენერგიულად შეუდგა ფლანდრიასთან მემკვიდრეობით მიღებული ომის


ლიკვიდაციას. მმართველობას ჩამოაშორა თავისი ბიძა ვალუას გრაფი შარლი და თვითონ
შეუდგა ხელმწიფებას. სურდა ყველა კარგი ჩანაფიქრისათვის ხორცი შეესხა და ადმინისტრაცია
მოეწესრიგებინა. მისი მეფობის დროს მრავალი ორდონანსი გამოიცა იმ მიზნით, რომ არეულობა
88
დაეცხრო და ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა. კანონების რეგლამენტაციის მიზნით არაერთხელ
მოიწვია სხვადასხვა სახის თათბირები. რაც შეეხება გენერალურ შტატებს, იგი მეფის
განკარგულებებით არ სარგებლობდა. სამონეტო და ზომა-წონის სისტემის მოწესრიგება,
მიუხედავად დიდი სურვილისა, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

მეფეს მხოლოდ ქალიშვილები დარჩა. ტახტი მისი უმცროსი ძმის შარლ IV-ის ხელში
გადავიდა. შარლ IV (1322-1328 წწ.) წარმატებით იბრძოდა სამეფოს გაძლიერებისათვის და
სახელმწიფოს შიგნით დესპოტურ მმართველობას მიმართავდა. ფლანდრიის გრაფს მის
წინააღმდეგ აჯანყებულთა ბრძოლაში დახმარებას უწევდა. ასევე თავის დას, ინგლისის
დედოფალ იზაბელას, მისი მეუღლის, ინგლისის მეფის ედუარდ II-სთან ბრძოლაში
ეხმარებოდა. ამ უკანასკნელის მკვლელობაში მხარდაჭერის სანაცვლოდ იზაბელამ შარლს
დაუთმო აჟენუა და 50 ათასი მარკა სტერლინგი გადაუხადა.

შარლ IV-ს სამი ქორწინებიდან ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა. გენერალურ შტატებს მეფემ
საკითხის გადაჭრა შესთავაზა, თუ ვისთვის გადაეცა ტახტი: მის ბიძაშვილ - ფილიპ
ვალუასთვის თუ მის დისშვილ - ინგლისის მეფე ედუარდ III-სათვის. შარლ IV-ის
გარდაცვალების დროს მისი ქვრივი ფეხმძიმე იყო. ფილიპ ვალუა დაინიშნა რეგენტად.
დედოფალმა ქალიშვილი გააჩინა. სალიკური კანონის ძალით,როგორც ვიცით, მდედრობითი
სქესის ხაზს ტახტის დაკავების უფლება არ ჰქონდა. ცხადი გახდა, რომ საფრანგეთის სამეფო
ტახტს ინგლისის მეფე ედუარდ III, რომელიც შარლ IV-ის დისშვილი იყო, ვერ
დაეპატრონებოდა. ამიტომ მეფედ ფილიპ ვალუა გამოაცხადეს, რომელიც ისტორიაში ფილიპ
VI-ის (1328-1350) სახელით შევიდა. ამდენად, მეფის კორონაცია სალიკური კანონის მიხედვით
მოხდა.

ამრიგად, 1328 წელს კაპეტინგთა დინასტიამ არსებობა დაასრულა. საფრანგეთის სამეფო


ტახტზე ავიდა კაპეტინგთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი ვალუათა გვარიდან. ეს დინასტია
250 წელზე მეტი მმართველობდა საფრანგეთში (1328-1589 წწ.)

ასწლიანი ომის საბაბი და მიზეზები

როგორც აღვნიშნეთ, 1328 წელს კაპეტინგთა დინასტია შეწყდა. დიდებულთა კრებაზე


მეფედ აირჩიეს ფილიპ VI, ვალუას გრაფი, რომელიც კაპეტინგთა გვერდითი შტოს
წარმომადგენელი იყო. ინგლისის მეფე ედუარდ III ინგლისელი ფეოდალების მხარდაჭერით
პრეტენზიას აცხადებდა საფრანგეთის ტახტზე. ამასთან ერთად მონარქები დაობდნენ
ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მხარის გასკონის გამო, რომელიც ნომინალურად ეკუთვნოდა
ინგლისის მეფეს, მაგრამ ფაქტობრივად საფრანგეთი აკონტროლებდა. გარდა ამისა, ინგლისის
მეფე ედუარდი ცდილობდა, რომ დაებრუნებინა ის ტერიტორიები, რომელიც მამამისმა
დაკარგა. თავის მხრივ ფილიპ VI ედუარდისაგან მოითხოვდა მის სუვერენულ ხელმწიფედ
აღიარებას. 1329 წელს დადებულ კომპრომისულ ომაჟს (ერთგულების ფიცი) არც ერთი მხარე არ
ასრულებდა. 1331 წელს წააწყდნენ საშინაო პრობლემას. ინგლისის მეფემ ფილიპ VI
საფრანგეთის მეფედ აღიარა და უარი თქვა საფრანგეთის ტახტზე. სანაცვლოდ ინგლისის მეფემ
გასკონზე თავისი უფლება დაიტოვა.
89
სამხრეთ-დასავლეთში პირენეებსა და ლუარას დაბლობებს შორის მდებარე ტერიტორიას
ინგლისელები უწოდებდნენ გასკონს, ფრანგები კი - გიენას. აქ ინგლისს ყოველთვის ჰქონდა
მჭიდრო პოლიტიკური კავშირები, ვინაიდან მისი ბინადარნი მუდმივად ცდილობდნენ
საფრანგეთის მონარქიისაგან თავის დახსნას. მრავალი გასკონელი ინგლისის მეფის სამსახურში
იდგა. აკვიტანიის მობინადრეები არასოდეს გრძნობდნენ თავს ფრანგებად. ერთხელ შარლ VII–მ
განაცხადა: „ყველამ იცის, რომ გასკონი ინგლისის იყო 300 წლის მანძილზე და ამ ქვეყნის
მაცხოვრებლები განსაკუთრებით ინგლისის მხარეზე იდგნენ“. სწორედ „ინგლისის გასკონი“
გახდა ასწლიანი ომის გამოწვევის ძირითადი მიზეზი. აქ ინგლისის ბატონობა ფრანგ
კაპეტინგებს უიმედო მდგომარეობას უქმნიდა, რადგან იგი ხელს უშლიდა ქვეყნის რეალურ
პოლიტიკურ ცენტრალიზაციას. ინგლისის მონარქიას კი ეს მხარე შეეძლო გამოეყენებინა
კონტინენტზე პლაცდარმად, რათა წინანდელი სამფლობელოები დაებრუნებინა. გარდა ამისა,
დასავლეთ ევროპის ორი დიდი მონარქია ფლანდრიის საგრაფოში (თან. ნიდერლანდები)
ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენისათვის იბრძოდა. ფლანდრიის ქალაქები ინგლისისაგან
ყიდულობდნენ მატყლს. ინგლისში გენტიდან გაგზავნეს მდიდარი ვაჭარი იაკობ არტეველდე და
ედუარდ III-ს შესთავაზეს საფრანგეთის გვირგვინი. სწორედ ამ დროს ავიდა საფრანგეთის
სამეფო ტახტზე ფილიპ VI ვალუა.

წინააღმდეგობის ერთ-ერთი ობიექტი იყო შოტლანდია, რომლის დამოუკიდებლობა


ინგლისს საფრთხეს უქმნიდა. შოტლანდია პოლიტიკურ კავშირს ინგლისის მოწინააღმდეგე
საფრანგეთში ეძებდა. 1333 წელს ედუარდ III-მ შოტლანდიის მეფის დევიდ II-ის წინააღმდეგ
ომი დაიწყო. ეს უკანასკნელი საფრანგეთის მოკავშირე იყო. როცა მთელი ყურადღება
გადატანილი იყო შოტლანდიაზე, ფილიპმა ისარგებლა ამით და გასკონის შემოერთება
გადაწყვიტა, მაგრამ ომი ინგლისელებისათვის წარმატებული აღმოჩნდა და დევიდი
საფრანგეთში გაიქცა. 1336 წელს ფილიპმა შეიმუშავა გეგმა: გადასულიყო ბრიტანეთის
კუნძულზე, რათა დევიდ II ტახტზე აეყვანა და ამავდროულად გასკონი შემოერთებინა. ორ
ქვეყანას შორის კონფლიქტმა უმაღლეს ფაზას მიაღწია. ომი გარდაუვალი აღმოჩნდა.

ამრიგად, ომის უშუალო საბაბი დინასტიური უფლებების განცხადება იყო. ედუარდ III-მ
თავისი უფლებების დაცვა იარაღის ძალით დაიწყო. რაც შეეხება უშუალო მიზეზებს, იგი
შემდეგში მდგომარეობდა: ეს ხანგრძლივი ომი ძირითადად საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთის
მიწებისათვის ბრძოლა იყო, რომელიც ინგლისის მეფეთა ხელისუფლების ქვეშ რჩებოდა.
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ფლანდრიის გამო წინააღმდეგობებს, სადაც ორივე ქვეყნის
ინტერესები მწვავედ ეჯახებოდა ერთმანეთს. ფრანგი მეფეები ფლანდრიის მდიდარი ქალაქების
დამორჩილებაზე ოცნებობდნენ. ეს უკანასკნელი ინგლისის დახმარებით დამოუკიდებლობის
შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან მასთან ეკონომიკურად მჭიდროდ იყო დაკავშირებული
(ინგლისიდან იღებდა მატყლს - მაუდისათვის ნედლეულს). ნორმანდიასთან ერთად, ინგლისი
აკვიტანიის ტერიტორიის ისევ დაუფლებას ესწრაფვოდა. ეკონომიკურად გიენი (ყოფილი
აკვიტანიის დასავლეთი ნაწილი) მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან, საიდანაც
გადიოდა ღვინო, ფოლადი, მარილი, ხილი, თხილი, საღებავი მასალები.

90
ომის პირველი ეტაპი (1337-1360 წწ.). ომი 1337 წელს დაიწყო. საფრანგეთში შემოჭრილ
ინგლისის ჯარს ფრანგებთან შედარებით დიდი უპირატესობა ჰქონდა: ჯარი არ იყო დიდი,
მაგრამ იყო კარგად ორგანიზებული. რაინდთა დაქირავებული ჯარები კაპიტანთა მეთაურობას
ემორჩილებოდნენ, რომლებიც უშუალოდ მთავარსარდალს ექვემდებარებოდნენ; ინგლისელი
მშვილდოსნები, რომლებიც თავისუფალი გლეხებისგან შედგებოდნენ, თავიანთი საქმის
დიდოსტატები იყვნენ და რაინდთა კავალერიასთან ერთად ბრძოლებში უდიდესი როლი
შეასრულეს. გარდა ამისა, ინგლისის არმიამ მკაცრი სკოლა გაიარა მთიან შოტლანდიაში ომის
დროს, ხოლო ფრანგი რაინდები მიჩვეულნი იყვნენ მარტივ გამარჯვებებს. საფრანგეთის არმია
ძირითადად რაინდთა ლაშქრისაგან შედგებოდა, მშვილდოსნები ცოტანი იყვნენ, მაგრამ
რაინდები მათ არაფრად თვლიდნენ და თავის მოქმედებებს არ უთანხმებდნენ. ფრანგი
რაინდები მხოლოდ ინდივიდუალურ ბრძოლებში იყვნენ ძლიერნი. მათ არ იცოდნენ
დისციპლინა, მანევრები, იბრძოდნენ ეფექტურად, მაგრამ არა წინასწარი გათვლებით. მსხვილი
ფეოდალებისაგან შემდგარი ჯარი ცალ-ცალკე რაზმებად იყო დაყოფილი. მეფე საკუთარ რაზმს
მეთაურობდა. ფრანგი რაინდები ძველი ტაქტიკის გამოყენებით იბრძოდნენ და მოწინააღმდეგეს
მასიურად უტევდნენ. თუ მოწინააღმდეგე პირველ შემოტევას გაუძლებდა, შემდეგ კავალერია
ორ ჯგუფად იყოფოდა და რაინდებს ცხენებიდან გადმოაგდებდნენ და ტყვედ იყვანდნენ.
ტყვეებისაგან გამოსასყიდი და მოსახლეობის ძარცვა მალე გახდა ინგლისელ რაინდთა და
მშვილდოსანთა მთავარი მიზანი.

ინგლისელებმა ზღვაზე (1340 წელს სლეისთან, ფლანდრიის ნაპირებთან) და ხმელეთზე (1346


წელს კრესისთან, ჩრდ. საფრანგეთში) გაიმარჯვეს. საგულისხმოა, რომ კრესისთან
ინგლისელებმა მეფე ედუარდ III-ის მთავარსარდლობით, პირველად გამოიყენეს საარტილერიო
ცეცხლი, რითაც ფრანგების ჯარი სრულად გააოგნეს. ყოველივე ამან ინგლისელებს საშუალება
მისცა, რომ 1347 წელს კალე - მნიშვნელოვანი სამხედრო და გადასაცვლელი პუნქტი აეღოთ,
საიდანაც ინგლისიდან გაჰქონდათ მატყლი. ამრიგად, ინგლისელებმა არა მხოლოდ
შეინარჩუნეს, არამედ განიმტკიცეს პოზიციები ფლანდრიაში.

ჩრდილოეთში ინგლისელთა სამხედრო მოქმედება არ იყო წარმატებული. მაშინ მათ


სამხედრო მოქმედებები გადაიტანეს სამხრეთში და ზღვიდან ისევ აიღეს გიენისა და გასკონის
მხარეები. ბორდოში ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ნაცვალი გახდა მისი შვილი ედუარდი,
რომელსაც აბჯრის ფერის მიხედვით შავი პრინცი უწოდეს. მისი რაზმი გასკონის რაინდებთან
ერთად საფრანგეთის ცენტრალურ მხარეებს საძარცვავად თავს ესხმოდნენ, წვავდნენ ქალაქებსა
და სოფლებს. 1356 წელს ერთ-ერთი ასეთი თარეშის დროს პუატიესთან ახლოს ფრანგები
დაეწივნენ. ფრანგული არმია რიცხობრივად რამდენადმე სჭარბობდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ
ერთიანი სარდლობა. ინგლისელებმა მშვილდოსნების მანევრების წყალობით, რომელთაც მხარს
რაინდები უჭერდნენ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ფრანგებმა მძიმე მარცხი იწვნიეს.
რაინდთა ნაღები დაიღუპა ანდა ტყვედ ჩავარდა. ასევე პუატიესთან ახლოს შეიპყრეს მეფე ჟან II
კეთილი (1350-1364 წწ.), ინგლისში წაიყვანეს და ტაუერში მოათავსეს. აქ მას სამეფო
პრივილეგიები შესთავაზეს და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა.

91
საფრანგეთს მძიმე დღეები დაუდგა. ერთ-ერთი თანამედროვე წერდა: „ბრძოლის ველიდან
დამარცხებულ რაინდებს მოსახლეობა ისეთი დიდი სიძულვილითა და გაკიცხვით შეხვდა, რომ
გულკეთილი ქალაქებიც კი მათ ჯოხით ხვდებოდა...“. ხაზინა აბსოლუტურად ცარიელი იყო,
ჯარი ფაქტობრივად არ არსებობდა. ომის შემდგომი წარმოება, მეფისა და ტყვეების გამოსყიდვა,
დიდძალ თანხას საჭიროებდა.

ჟან II კეთილის დატყვევებამ საფრანგეთი მძიმე ვითარებაში ჩააყენა. მეფის ტყვეობის დროს
ქვეყნის მმართველი გახდა მისი შვილი შარლ დოფინი (საფრანგეთში დოფინებს ტახტის
მემკვიდრეებს უწოდებდნენ. სახელწოდება მომდინარეობს პროვინცია - დოფინედან).
პუატიესთან ბრძოლის შემდეგ ორ მეომარ მხარეს შორის 1360 წლის 8 მაისს ბრეტინის
(სოფელი საფრანგეთში) ზავი დაიდო. მის თანახმად, ედუარდ III უარს ამბობდა საფრანგეთის
ტახტზე იმ პირობით, თუ საფრანგეთი უარს იტყოდა გიენას, სენტონჟის, პუატიეს, კალეს და ა.შ.
სუვერენიტეტზე და მეფის გამოსასყიდად საფრანგეთი 3 მილიონ კრონს გადაიხდიდა. ცხადია,
ყოველივე ეს საფრანგეთისათვის დამამცირებელი იყო, მაგრამ ომი რამდენიმე ხნით შეჩერდა.
ჟან კეთილმა ინგლისში მძევლად თავისი შვილი ლუი ანჟუელი დატოვა და ტყვეობიდან
საფრანგეთში დაბრუნდა. მის გეგმებს, რომ ქვეყანაში სამეფო ხელისუფლება აღედგინა და
გამოსასყიდი თანხა მოეგროვებინა, განხორციელება არ ეწერა. 1363 წლის ივლისში მეფე ჟანს
აცნობეს, რომ ლუი ტყვეობიდან გაიქცა. ამ გარემოებით შეწუხებულმა მეფემ ისეთი განცხადება
გააკეთა, რომელმაც მისი ქვეშევრდომები აღაშფოთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ინგლისში
ტყვე შვილის სანაცვლოდ ბრუნდებოდა. მეფეს ეს გადაწყვეტილება მრჩევლებმა ვერ
შეაცვლევინეს, მან საფრანგეთი დატოვა და 1364 წელს ინგლისში დაბრუნდა, სადაც აღლუმითა
და საზეიმო წვეულებით შეხვდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მეფე „უცნობი ავადმყოფობით“
დაავადდა და აპრილის თვეში (1364 წ.) სავოის სასახლეში გარდაიცვალა. მისი ნეშტი
საფრანგეთში გადაასვენეს და სენ–დენის სააბატოში მეფეთა საძვალეს მიაბარეს.

საერთო მდგომარეობა ქვეყანაში. საფრანგეთის სამხედრო წარუმატებლობები ქვეყნის


საშინაო საქმეებზე აისახა. ქალაქელები ფეოდალთა თვითნებობისაგან იტანჯებოდნენ.
პუატიესთან დამარცხებამ ხალხი თავადაზნაურობისა და მეფის წინააღმდეგ განაწყო, რადგან
მიიჩნევდნენ, რომ მათ ვერ შეძლეს მტრისაგან ქვეყნის დაცვა. საერთო უკმაყოფილებას ისიც
იწვევდა, რომ მონეტების კერძო მოჭრა დაიწყო. პუატიესთან ბრძოლამდე ერთი წლის მანძილზე
18-ჯერ მოიჭრა სხვადასხვა მონეტა. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა
აზრი, რომ საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების შეზღუდვა. ამ აზრზე იდგა გენერალური
შტატებიც, რომელიც ჟან კეთილმა დატყვევებამდე მოიწვია. უფრო გაბედულად მოქმედებდა
გენერალური შტატები, რომელიც პუატიეს ბრძოლის შემდეგ შეიკრიბა 1356 წელს, რათა მეფის
გამოსასყიდი თანხა მოეგროვებინათ. მესამე წოდება შეშფოთებული იყო მეფის ფინანსური
პოლიტიკით (მონეტების „გაუფასურება” უარყოფოთად აისახა საქონლის მიმოცვლაზე).

გენერალურ შტატებში (1356 წლის) დეპუტატების ნახევარს (800-დან–400) მესამე წოდება


წარმოადგენდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ პუატიესთან დამარცხების შემდეგ
თავადაზნაურობის გავლენა დაეცა. გენერალურმა შტატებმა მნიშვნელოვანი რეფორმების
გატარება მოითხოვა: სამეფო საბჭოს წევრებისა და სხვა თანამდებობის პირების დათხოვნა
92
განსაკუთრებულ კომისიას გადაცა, რომელიც შტატების 28 დეპუტატისაგან შედგებოდა. მათი
თანხმობის გარეშე მეფეს არ შეეძლო გაეცა ბრძანებები არმიაში და დაენიშნა მოხელეები.
შტატებმა ასევე მოითხოვა ახალი გადასახადების შემოღება, რომელსაც თავადაზნაურები
გადაიხდიდნენ და უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე ქალაქელები. დასახული გარდაქმნების
სული და გული იყო პარიზის თემის დეპუტატი ეტიენ მარსელი.

დოფინმა მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ პარიზში მღელვარება დაიწყო.


მას სათავეში ჩაუდგა პარიზის მუნიციპალიტეტის ვაჭართა პრევო (მამასახლისი) ეტიენ
მარსელი. დოფინი იძულებული გახდა, რომ ისევ გენერალური შტატებისათვის მიემართა. იგი
1357 წლის მარტში შეიკრიბა და შედგა რეფორმების ვრცელი გეგმა, რომელსაც „მარტის დიდი
ორდონანსი ეწოდა“. ორდონანსის მიხედვით, საფრანგეთში კონტროლირებადი მონარქია
იქმნებოდა. იზღუდებოდა მეფის ხელისუფლება გენერალური შტატების სასარგებლოდ.
შტატები დამოუკიდებლად იკრიბებოდა წელიწადში ორჯერ და მის გარეშე არ წყდებოდა არც
ერთი საქმე ზავის დადების ჩათვლითაც კი. შტატები ნიშნავდა სამეფო მრჩევლებს, ადგენდა
გადასახადების კვოტებს და თვითონ კრეფდა მას. სამეფო აპარატი მინიმუმამდე დადიოდა.
დოფინის მოქმედება შტატების მიერ დანიშნული კომისიის მიერ კონტროლირდებოდა.

მალე შარლ დოფინმა ინგლისთან ზავი დადო. მან საფრანგეთის მოსახლეობას


გენერალური შტატების მიერ შექმნილი კომისიისადმი მორჩილება აუკრძალა. ამ საქციელმა
1358 წლის თებერვალში პარიზის ახალი აჯანყება გამოიწვია. ეტიენ მარსელმა მოედანზე 3 ათასი
კაცი შეკრიბა, ხოლო თვითონ რამდენიმე მომხრესთან ერთად სასახლეში გამოცხადდა, სადაც
დოფინის თანდასწრებით მისი ორი მახლობელი მრჩეველი - შამპანისა და ნორმანდიის მარშალი
მოკლეს. შეშინებულ დოფინს ეტიენ მარსელმა თავისი ლურჯი-წითელი ფერის (ქალაქ პარიზის
ფერი) ქუდი დაახურა და უსაფრთხოების დაპირებით თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა.
მომდევნო დღეს დოფინმა პარიზის ზედაფენის წარმომადგენელთა საბჭოზე ორდონანსი
დაამტკიცა და შტატების ინიციატივით გამოიცა.

ერთი თვის შემდეგ დიფინი ფარულად გაიქცა დედაქალაქიდან და აჯანყებულთა


წინააღმდეგ ჯარის შეკრება დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ დოფინმა სენიორებისაგან შემდგარი
რაზმების დახმარებით ჩრდილოეთ საფრანგეთში რიგი სიმაგრეები დაიკავა. პარიზისკენ
პროვიანტის მიმავალი გზები გადაიკეტა. პარიზელებისათვის შიმშილი გარდაუვალი გახდა,
მაგრამ მდგომარეობა იხსნა იმან, რომ პარიზელებს აჯანყებული გლეხების სახით ახალი
მოკავშირე გამოუჩნდა.

ჟაკერია. 1358 წლის მაისის ბოლოს საფრანგეთისა და ევროპის ისტორიაში გლეხთა ყველაზე
დიდმა აჯანყებამ იფეთქა. მას ისტორიაში ჟაკერია ეწოდება. სახელწოდება მომდინარეობს
ფრანგული სიტყვა - “Jacquerie”- დან, რადგან თავადაზნაურები გლეხებს დაცინვით ასე
ეძახდნენ: „Jacques bon home” –„გულუბრყვილო ჟაკი“. თანამედროვეები ამ აჯანყებას
უწოდებდნენ: „თავადაზნაურების ომს თავადაზნაურობის წინააღმდეგ“, ხოლო ჟაკერია გვიან
გაჩნდა.

93
ჟაკერია ყველა იმ არსებულმა ვითარებამ მოამზადა, რომელიც საფრანგეთში სუფევდა.
ქალაქების ზრდამ და ფულადი რენტის ბატონობამ გლეხთა ექსპლუატაცია გააძლიერა.
სახელმწიფო გადასახადები გაიზარდა. 1348 წელს საფრანგეთს შავი ჭირის („შავი სიკვდილის“)
ეპიდემიამ გადაუარა. მან მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობის
შემცირებამ ხელფასის გაზრდა გამოიწვია. ეს თავის მხრივ მოითხოივდა კანონების გამოცემას,
რომელიც მისი ზრდის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ეს კანონები განსაკუთრებით მძიმედ
აისახა სოფლისა და ქალაქის ღარიბ მოსახლეობაზე. ომმა კი თავის მხრივ მდგომარეობა უფრო
გაამწვავა.

დედაქალაქის ბლოკადისათვის დოფინმა გარეუბნების გლეხებს ციხე-სიმაგრეების


გამაგრება და მათი სურსათით მომარაგება დაავალდებულა. ამან გადამწყვეტი ბიძგი მისცა
აჯანყებას. 28 მაისს ბოვეზის (პარიზიდან ჩრდილოეთით) მხარის გლეხებმა თავადაზნაურებთან
შეხლა-შემოხლისას რამდენიმე რაინდი მოკლეს, რაც აჯანყების ნიშანი გახდა. აჯანყებულებმა
წარმოუდგენლად სწრაფად დაიკავეს ჩრდილოეთ საფრანგეთის მრავალი მხარე: ბოვეზი,
პიკარდია, ილ-დე-ფრანსი, შამპანი. უპირატესად გლეხები აჯანყდნენ; მათ მიემხრნენ სოფლის
ხელოსნები, წვრილი ვაჭრები, სოფლის სამღვდელოება.

დასაწყისში აჯანყებამ რადიკალური ხასიათი მიიღო; ჟაკები ანადგურებდნენ


თავადაზნაურთა ციხე-დარბაზებს, ფეოდალური ბეგარის სიებს, კლავდნენ ფეოდალებს და
მიისწრაფოდნენ „ამოეძირკვათ თავადაზნაურები და ბატონები თვითონ გამხდარიყვნენ“.
თანამედროვეთა ცნობებით, ყველა მხარეში აჯანყებულ გლეხთა რიცხვი დაახლოებით 100
ათასს აღწევდა. ზოგიერთი ქალაქი ღიად გლეხების მხარეზე გადავიდა; აჯანყებულები ქალაქის
ღარიბთა ფენის თანაგრძნობით სარგებლობდნენ. პარიზელები ბლოკადის გარღვევის მიზნით
ჟაკებს პარიზის გარშემო არსებული ციხე-დარბაზების განადგურებაში ეხმარებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ქალაქელებისა და გლეხთა კავშირი ვერ შედგა.

აჯანყებამ დიდი გაქანება ბოვეზში მიიღო. გლეხთა გაერთიანებულ რაზმებს სათავეში ედგა
სამხედრო საქმის მცოდნე და გამოცდილი გილიომ კალი (წარმოშობით გლეხი ბოვეზის სოფელ
მელოდან), რომელიც „ჟაკების გენერალური კაპიტანი გახდა“. ცალკეულ რაზმებს მან დაუნიშნა
კაპიტნები და სხვა მხარეებში გააგზავნა ბრძანებები მეფის ბეჭდითა და გერბით; აჯანყებულებს
ჰქონდათ დროშა სამეფო გერბით. გლეხები გამოდიოდნენ ფეოდალების წინააღმდეგ და
იბრძოდნენ „კეთილი მეფისათვის“. გილიომ კალი შეეცადა, რომ ეტიენ მარსელთან კავშირი
დაემყარებინა. მან პარიზში გაგზავნა დელეგაცია თხოვნით დახმარებაზე და უცებ დაიძრა
კომპიენში, მაგრამ შეძლებულმა მოქალაქეებმა აჯანყებული გლეხები იქ არ შეუშვეს. ასევე
მოხდა სანლისსა და ამიენში. ეტიენ მარსელი აჯანყებულებთან კავშირში შევიდა, მათ
დასახმარებლად რაზმიც კი გაგზავნა, მაგრამ შემდეგ უკან გაიწვია დედაქალაქის დასაცავად.

8 ივნისს სოფელ მელოსთან ახლოს გლეხები წააწყდნენ ნავარის მეფის შარლ ბოროტის
ჯარს. ეს უკანასკნელი თავისი ნავარელი და ინგლისელი რაინდებით მიიჩქაროდა პარიზში,
რათა საფრანგეთის ტახტი დაეკავებინა. სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი გლეხები და
რაინდთა რაზმები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. რიცხობრივი უპირატესობა ჟაკების

94
მხარეზე იყო და შარლ ბოროტმა მათ დაზავება შესთავაზა. ასევე გამოთქვა მზადყოფნა მათთან
თანამშრომლობისა და თავის თავს ეტიენ მარსელის მოკავშირეს უწოდებდა. გილიომ კალმა
დაიჯერა მეფის რაინდული სიტყვა და მოსალაპარაკებლად მასთან გამოცხადდა, მაგრამ ის
ვერაგულად შეიპყრეს. ამის შემდეგ რაინდებმა გლეხებს შეუტიეს და სასტიკად დაამარცხეს.
გილიომ კალი და მისი ამხანაგები წამებით დასაჯეს. ამით ბოვეზში აჯანყება შეწყდა. სხვა
მხარეებში გლეხთა მღელვარებები 1358 წლის აგვისტომდე გაგრძელდა. აჯანყების ჩაქრობის
შემდეგ გლეხებს მკაცრად გაუსწორდნენ.

ჟაკერიის დამარცხება ეტიენ მარსელისათვის საბედისწერო გამოდგა. ივნისის ბოლოს


დოფინი დიდი ჯარით პარიზს მიადგა. სხვა ქალაქებისაგან დახმარებაზე იმედგადაწურულმა
ეტიენ მარსელმა დედაქალაქში ინგლისელთა რაზმის შემოსვლაზე თანხმობა განაცხადა,
რომელიც შარლ ბოროტს მოჰყავდა. ამან პარიზელების აღშფოთება გამოიწვია. მას ბევრი
თავისი მომხრე ჩამოშორდა. საბოლოოდ, 31 ივლისს ეტიენ მარსელი ქუჩაში მოკლეს და
რამდენიმე დღის შემდეგ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დოფინი პარიზში შევიდა.

შარლ V და მისი რეფორმები. ჟან კეთილის შემდეგ მეფე გახდა ყოფილი რეგენტი შარლ
V ბრძენი (1364-1380 წწ.). მან ქვეყანაში შეძლებისამებრ, ნამდვილად, წესრიგი დაამყარა. 1356-
1358 წლების ბობოქარი მოვლენებიდან სამეფო სელისუფლებამ ზოგიერთი გაკვეთილი
გამოიტანა. შარლ V-ის დროს გატარდა რიგი საგადასახადო რეფორმა, მოწესრიგდა
სუბსიდიების შეკრება და გადასახადების ამკრეფებზე კონტროლი დაწესდა. კიდევ უფრო
დიდი მაგალითი ხსენებული აჯანყებიდან ქალაქის ზედაფენამ გამოიტანა. მათ თვალნათლივ
დაინახეს საფრთხე, რომელიც სახალხო მოძრაობაში იმალებოდა და ისინი უკვე სამეფო
ხელისუფლებასთან ბრძოლას არ აპირებდნენ.

შარლ V-მ ინგლისთან წინანდელი დამარცხებების გამოცდილებით დიდი ყურადღება


მიაქცია ჯარის საბრძოლო ტაქტიკას და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამაში მეფეს დიდი
დახმარება გაუწია გაწაფულმა თანაშემწემ რაინდმა ბერტრან დიუგეკლენმა. მან კარგად გაიგო,
თუ რაში მდგომარეობდა საფრანგეთის მიერ ომის წარმოების ნაკლოვანება და ინგლისელთა
ტაქტიკა ბევრ რამეში გაითვალისწინა.

ასწლიანი ომის მეორე ეტაპი (1369- 1396 წწ.). 1369 წელს საომარი მოქმედებები კვლავ
განახლდა, რომელიც მცირეოდენი შესვენებებით მიმდიმარეობდა და იგი საფრანგეთისათვის
წარმატებული აღმოჩნდა. ამას საფრანგეთის არმიამ შარლ V-ისა და ნიჭიერი მხედართმთავრის
ბერტრან დიუგეკლენის სწორი ტაქტიკითა და მასების მხარდაჭერით მიაღწია. ბრეტონელი
წვრილი აზნაური დიუგეკლენი დიდ ბრძოლებს თავს არიდებდა და ინგლისის ჯართან მცირე
შეტაკებებით ამ უკანასკნელთა ძალებს ფიტავდა. ამ პერიოდში ისეთი საბრძოლო ოპერაციები
არ განხორციელებულა, რომელსაც შეიძლება ბრძოლა ვუწოდოთ. ახლა ფრანგები სამხედრო
შეიარაღებაში უპირატესობას ფლობდნენ. ჯარი და მოკავშირეები კარგად იყო ორგანიზებული.
სპორადულ თავდასხმებს ეფექტური გამარჯვებები არ მოჰქონდა. ინგლისელთა მოკავშირე
შარლ ბოროტმა ყველა თავისი სამფლობელო დაკარგა. შარლ V-ის მეფობის მიწურულს
ინგლისელებს მხოლოდ ზღვისპირა სიმაგრეები - ბაიონა, ბორდო, შერბური, ბრესტი და კალე-

95
დარჩათ. ორივე მხარემ ძალების უკიდურესად ამოწურვის შემდეგ ზავი დადო. ვერცერთი
სადაო საკითხი ვერ გადაწყდა, რაც მომდევნო ომის ეტაპს განაპირობებდა.

შარლ VI (1380-1422 წწ. ). შარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას ომის ყველაზე
საშინელი პერიოდი დაუდგა. ძალაუფლება მისი ძმების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც
მცირეწლოვანი შარლ VI-ის რეგენტები იყვნენ. მათ უნდოდათ, რომ რეგენტობის პერიოდი
ხაზინის გაძარცვისა და საფრანგთის საუფლისწულო მამულებად დანაწილებისათვის
გამოეყენებინათ. სახელმწიფო აპარატი სრულიად მოშლილი იყო. ყოველივე ეს ქვეყანას მძიმე
ტვირთად დააწვა. ამასთანავე ეს მეფე ფსიქიკურად ავადმყოფი იყო. ის ისტორიაში შარლ VI
შლეგის სახელით შევიდა.

მისი მეფობის პერიოდში დიდებულთა ორ ძირითად პარტიას შორის დაიწყო ბრძოლა. ერთს
სათავეში ედგა შარლ VI-ის ბიძა და მეურვე- ბურგუნდიის ჰერცოგი. ამიტომ მათ
ბურგინიონებს უწოდებდნენ. მეორე პარტიას სათავეში ედგა ორლეანის ჰერცოგი და მისი
ნათესავები, სამხრეთის მსხვილი ფეოდალები- არმანიაკის გრაფები. ამიტომ შინაომებს
უწოდებენ „ომს ბურგინიონებსა და არმანიაკებს შორის“. სამეფო სახლის უფლისწულები
სარგებლობდნენ ცენტრალური ხელისუფლების დროებითი დასუსტებით და საკუთარ
აპანაჟებში (ფრ. Apanage- მემკვიდრეობითი სამფლობელოების ნაწილი, რომელიც სამეფო
ოჯახის უგვირგვინო წევრებს ეძლეოდათ) სრული დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ,
ხოლო სამხრეთის ფეოდალებს საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება სწყუროდათ. ორივე
პარტია უმოწყალოდ ანადგურებდა ერთმანეთს და შეუბრალებლად ძარცვავდა ხაზინასა და
ხალხს. მათ დიდად დაასუსტეს საფრანგეთის სამეფოს პოლიტიკური ერთიანობა.

პარიზი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპის უდიდეს სავაჭრო-
სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა. დედაქალაქში 40 ათასზე მეტ ხელოსანსა და 350 სხვადასხვა
სახის ამქრებსა და სავაჭრო კორპორაციებს ითვლიდნენ. ამიტომ ბურგინიონებისა და
არმანიაკებისათვის იგი განსაკუთრებელ სამიზნეს წარმოადგენდა, მაგრამ პარიზის მოსახლეობა
მათ წინააღმდეგ აღსდგა. 1413 წელს მოწვეულ გენერალურ შტატებში გამოითქვა პროტესტი
შინაომების წინააღმდეგ და საჩივრები ჰერცოგების მიერ დანიშნული მოხელეების მიმართ,
მაგრამ შტატები უძლური აღმოჩნდა რაიმე გაეკეთებინა. მაშინ 1413 წლის აპრილში პარიზში
აჯანყებამ იფეთქა. მასში მთავარ როლს წვრილი ხელოსნები (განსაკუთრებით ყასბები,
მთრიმლავები), ქარგლები და ქალაქის ღარიბები ასრულებდნენ. ერთ-ერთი ბელადის - სიმონ
კაბოშის სახელის მიხედვით მათ „კაბოშინებს“ უწოდებენ.

პარიზის აჯანყება თითქმის ოთხ თვემდე (27 აპრილიდან 4 სექტემბრამდე) გაგრძელდა.


აჯანყებულები დაუყოვნებლივ ითხოვდნენ სახელმწიფო რეფორმების გატარებას, ქვეყანაში
წესრიგის დამყარებასა და აჯანყებულთა მოქმედებების მოწონებას. მათი სიტყვებით, ამ
მოქმედებებს საფრანგეთის სამეფოსა და თვით მეფისათვის სიკეთე უნდა მოეტანა. სამეფო
მთავრობა იძულებული გახდა ორდონანსი გამოექვეყნებინა. მასში დიდი ადგილი ეთმობოდა
საფინანსო, სასამართლო და სამხედრო მმართველობის რეორგანიზაციის საკითხებს.
მიუხედავად ამისა, ორდონანსი ცხოვრებაში არ გატარებულა. კაბოშინთა აჯანყების ჩახშობის

96
შემდეგ არმანიაკებმა ეს ორდონანსი გააუქმეს. აჯანყებულთაგან ბევრი სიკვდილით დასაჯეს,
ქვეყნიდან გააძევეს და ციხეებში ჩაყარეს.

ასწლიანი ომის მესამე ეტაპი (1415-1420 წწ.). ომის ეს ეტაპი საფრანგეთისათვის ძალზე
დრამატული აღმოჩნდა. ამას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებდა განუწყვეტელი შინაომების
შედეგად საფრანგეთის დასუსტება. 1415 წელს ინგლისის მეფე ჰენრი V სამხედრო მოქმედებები
განაახლა. ედუარდ III-ის მსგავსად ჰენრიმ საფრანგეთის ტახტს თავისი პრეტენზიები წაუყენა.
ამ ბრძოლაში ინგლისის მხარე დაიჭირა ბურგუნდიის საჰერცოგოს ხროვამ, რომლებიც თავს
უფრო ინგლისთან დაკავშირებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე საფრანგეთთან. XV საუკუნის
დასაწყისში ბურგუნდიის საჰერცოგოს შემადგენლობაში ფლანდრია და ბრაბანტი შედიოდა.

ინგლისის ჯარი გადმოჯდა მდ. სენის შესართავზე და პიკარდიის (ჩრდ. საფრანგეთი-


გოთიკური არქიტექტურის სამშობლო) გავლით კალესკენ გაემართა. 1415 წლის ოქტომბერში
აზენკურთან (კალესთან ახლოს) ბრძოლაში არმანიაკების რაინდთა ჯარი დამარცხდა. მრავალი
ფრანგი ფეოდალი მოკლეს ან ტყვედ ჩავარდა; ტყვედ ჩავარდა ორლეანის ჰერცოგიც. შემდეგ
ინგლისელებმა ხელთ იგდეს ნორმანდია და მენი. ჰენრი V ნორმანდიის მთავარ ქალაქ რუანში
ზეიმით შევიდა. მონეტებზე გაჩნდა წარწერა: „ჰენრი, საფრანგეთის მეფე“ (“ Henricis rex
Franciae”). როგორც 1356 წელს, საფრანგეთი ფულისა და არმიის გარეშე დარჩა. XIV საუკუნესთან
შედარებით მდგომარეობა გაცილებით უფრო რთული იყო; შინაომებმა ქვეყანა დააუძლურა და
მისი ტერიტორიების დაშლა გამოიწვია. ბურგუნდიის ჰერცოგი დამოუკიდებელი ხელმწიფე
გახდა არა მხოლოდ თავის საჰერცოგოში, არამედ თითქმის მთელ აღმოსავლეთ და
ჩრდილოეთის ზოგიერთ მიწაზე (პიკარდია). ის აგრეთვე ფლობდა იმ დროის ყველაზე მდიდარ
მხარეს დასავლეთ ევროპაში- ნიდერლანდებს (ასე უწოდებდნენ ფლანდრიას, ბრაბანტს და სხვა
მიწებს თანამედრობე ბელგიისა და ჰოლანდიის ტერიტორიებზე) და ლუქსემბურგს.
ბურგუნდიის ჰერცოგი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისაკენ მიისწრაფოდა და ამიტომ
კავშირში შევიდა ინგლისელებთან. ფრანგი ფეოდალი, ბურგუნდიის ჰერცოგი დათანხმდა
საფრანგეთის ტახტზე ჰენრი V–ს. საფრანგეთის ტახტზე უფრო მეტი უფლებების განმტკიცების
მიზნით, ჰენრი V განიზრახა შარლ VI–ის ქალიშვილზე ეკატერინეზე დაქორწინება. მოკლედ
რომ ვთქვათ, საფრანგეთის მოსახლეობისათვის, თავდაპირველად ჩრდილოეთში, ხოლო შემდეგ
ყველგან, ბურგულდიელები ისეთივე მტრები გახდნენ, როგორც ინგლისელები.

ტრუას ხელშეკრულება. საფრანგეთისათვის მძიმე პერიოდში, 1420 წლის 21 მაისს


საფრანგეთსა და ინგლისს შორის ტრუას ზავი დაიდო. ხელშეკრულება ბურგინიონების
მომხრეებმა მოამზადეს. საფრანგეთის მხრიდან ხელშეკრულების დადების ინიციატორი იყო
შარლ VI-ის მეუღლე- დედოფალი იზაბელა ბავარიელი და ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ
კეთილი. ხელშეკრულების მომზადებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპისკოპოსმა პიერ
კოშონმა (ეს უკანასკნელი ისტორიაში შევიდა, როგორც ჟანა დ’არკის მთავარი ჯალათი).

ხელშეკრულება ლათინურ ენაზე დაიწერა. იგი შედგება პრეამბულისა და 31 მუხლისაგან,


ტექსტის, ფიცისა და დასკვნისაგან. ეს ხელშეკრულება იყო მცდელობა, რომ დოფინს
მემკვიდრეობის უფლება წართმეოდა (შარლ VI შლეგის ერთადერთი ცოცხალი ვაჟიშვილი).

97
ხელშეკრულების თანახმად, ჰენრი V დაქორწინდებოდა დოფინის დაზე ეკატერინე ვალუაზე და
ის თავისი მომავალი შვილებით შარლ VI-ის მომავალ მემკვიდრეებად ცხადდებოდა. ამდენად,
ხელშეკრულება ფაქტობრივად ინგლისისა და საფრანგეთის სამეფოებს აერთიანებდა.
საფრანგეთი თავის დამოუკიდებლობას კარგავდა და ინგლისის სამეფოს ნაწილი ხდებოდა.
სიცოცხლის ბოლომდე შარლ VI და მისი მეუღლე იზაბელა ბავარიელი საფრანგეთის მეფისა და
დედოფლის ტიტულს ინარჩუნებდა. მათი სიცოცხლის შემდეგ თვით მცნება საფრანგეთის
სამეფო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, არსებობას წყვეტდა და
ინგლისთან ერთიანდებოდა. ერთ–ერთი თანამედროვე ისტორიკოსი წერდა:
„პარიზი,საფრანგეთის სამეფო ხელისუფლების დიდების გამომხატველი ადგილი, ახალ
ლონდონად იქცა“. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასავლეთის ისტორიოგრაფიაში
გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ იგი სტატუსისა და სამართლის თვალსაზრისით
რთულ წარმონაქმნს უდებდა საფუძველს, კერძოდ, ორერთიან მონარქიას.

როგორც ელოდნენ, ხელშეკრულება წარმატებული არ აღმოჩნდა. ფრანგები ტრუას


ხელშეკრულების პირობებს არ ეგუებოდნენ. ამასობაში, ჰენრი V 1422 წელს 36 წლის ასაკში
მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო ორი თვის შემდეგ თვით შარლ VI-ც გარდაიცვალა. ასე
რომ, ჰენრი V-მ ვერ შეძლო საფრანგეთის სამეფო ტახტი მიეღო. ამ გარემოებამ განაპირობა ის,
რომ ფილიპ კეთილი ტრუას ხელშეკრულებიდან გამოვიდა და შარლ VII-ის მხარეზე გადავიდა.

შარლ VII ( 1422-1461 წწ.). მიუხედავად ტრუას ხელშეკრულებისა, შარლ VI-ის შვილმა შარლ
დოფინმა თავი საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა შარლ VII-ის სახელით. ინგლისელებმა და
ბურგუნდიის ჰერცოგმა ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ 10 თვის ჰენრი VI გამოაცხადეს.
ქვეყანას ბიძამისი - ჰერცოგი ბედფორდი მართავდა.

საფრანგეთის ჩრდილოეთი ინგლისელებს ეკავათ; აღმოსავლეთში მათი სამფლობელოები


მჭიდროდ ეკვროდა ბერგუნდიის ჰერცოგის სამფლობელოებს. ბრეტონის ჰერცოგიც
ინგლისელების მოკავშირე იყო. ლუარიდან სამხრეთისაკენ, ცენტრალურ და სამხრეთ
საფრანგეთში, გიენის გამოკლებით, ხელისუფლება შარლ დოფინის ხელში იყო. ამის გამო მას
„ბურჟის მეფე“ უწოდეს, რადგან მისი კარი ბურჟში იმყოფებოდა. „საფრანგეთში ორი მეფეა“,-
წერდა ერთ-ერთი თანამედროვე ქრონისტი. ასე რომ, სამეფო მიწები ზომით არ
ჩამოუვარდებოდა ინგლისელების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს. მეფეს ბევრი მსხვილი
ქალაქი ჰქონდა, რომელებმაც ომის დროს ფულითა და ადამიანური რესურსებით დიდი
დახმარება გაუწიეს. მიუხედავად ამისა, მეფის ტერიტორია ნაკლებ კომპაქტური, ნაკლებ
დასახლებული, ნაკლებ ნაყოფიერი იყო, ვიდრე მისი მტრებისა. ხანგრძლივ ომში, რომლის
დროსაც საფრანგეთის, როგორც დამოუკიდებელი და ნაციონალური სახელმწიფოს არსებობა
კითხვის ქვეშ იდგა, მნიშვნელობა არა მხოლოდ ტერიტორიებში იყო, არამედ სხვა ფაქტორებში,
რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა შემდგომ მოვლენებში.

ერთ-ერთი ასეთი იყო ინგლისელების პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჰენრი V


დაპყრობილ ტერიტორიებს განიხილავდა, როგორც თავის საკუთრებას და დაუყოვნებლივ
შეუდგა ინგლისელი ბარონებისა და რაინდებისათვის მათ განაწილებას. რაც შეეხება
ნორმანდიის ზოგიერთ პორტს, აქ მხოლოდ ინგლისელები დაასახლა. ფრანგებისათვის
98
მხოლოდ ერთი საშუალება რჩებოდა: დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ მხარეში და
გამარჯვებამდე ებრძოლათ.

უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიის გლეხობა.


ახალი სენიორები განუხრელად აწარმოებდნენ ფეოდალური გადასახადების ამოღებას. ახალი
ხელისუფლება მათ ახდევინებდა კონტრიბუციას. სამხედრო მოქმედებებმა უკიდურესად
გააჩანაგა სოფლის მეურნეობა. მცირედი დაუმორჩილებლობაც კი სასტიკად ისჯებოდა.
ყოველივე ეს ინგლისელებისადმი გლეხობის დიდ სიძულვილს იწვევდა.

ინგლისელთა სტრატეგია მეთოდურად მოქმედებდა, რათა მოსაზღვრე სიმაგრეებთან


საყრდენი ხაზები შეექმნათ. მან თანდათანობით სამხრეთისაკენ გადაიწია, მაგრამ
პარტიზანული მოქმედების შედეგად გარნიზონები იმ სიმაგრეებში დარჩნენ, რომლებიც
ბრძოლის ხაზიდან მოშორებული იყო. საბოლოო ჯამში ინგლისელებმა ყველა სამფლობელოზე
სიმაგრეები ააგეს, რაც მათი სამხედრო ძალების გაშორიშორებას მოითხოვდა. ეს კი მათ
სამხედრო ძალებს ასუსტებდა.

1428 წელს ინგლისელებმა ახალი შეტევები დაიწყეს და ორლეანს ალყა შემოარტყეს, რომელიც
შარლ VII-ის საყრდენი პუნქტი იყო. მისი დაპყრობა ინგლისელებს იმის საშუალებას აძლევდა,
რომ საფრანგეთის სიღრმეში შეჭრილიყვნენ. ამიტომ ორლეანის გრშემო საფრანგეთის
საუკეთესო ძალებმა მოიყარეს თავი. ამდენად, დაიწყო ასწლიანი ომის მეოთხე ეტაპი, რომელიც
1453 წელს დასრულდა.

ჩრდილოეთ საფრანგეთში ინგლისელთა ბატონ–პატრონობა ფრანგ ხალხს აუტანელ


ტვირთად დააწვა მხრებზე. მძიმე უღელმა შიმშილი და ეპიდემიები გაამრავლა.
დაუსრულებელი ომისაგან განადგურებულმა მოსახლეობამ ინგლისელების წინააღმდეგ
საბრძოლველად პარტიზანული რაზმების შექმნა დაიწყო. ყველაზე დიდი პარტიზანული
მოძრაობა გაჩაღდა ნორმანდიაში. გლეხებისა და ხელოსნებისაგან შემდგარი ჯარი იქ ყველგან
ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. ფრანგები გამოსავალს ინგლისელთა განდევნაში
ხედავდნენ. ამისათვის ისინი სამეფო ხელისუფლების განმტკიცებას აუცილებელ პირობად
მიიჩნევდნენ. მათი აზრით, საფრანგეთის ხსნა და ქვეყნიდან ოკუპანტების განდევნა მხოლოდ
ძლიერ სამეფო ხელისუფლებას შეეძლო. ფრანგი ხალხის ასეთი პატრიოტული გრძნობის
გამომხატველი გახდა ჟანა დ’არკი.

ჟანა დარკი. ჟანა დ’არკი 1412 წელს დაიბადა საფრანგეთის ჩრდილო აღმოსავლეთში
მდებარე სოფელ დომრემიში. მისი მშობლები გლეხები იყვნენ და სოფელში დიდი
პატივისცემით სარგებლობდნენ. 1428 წელს ომმა ამ მხარემდეც მიაღწია და 13 წლის გოგონას
სულს „დიდი წუხილი დაეუფლა,რომელიც მის მიწას ეხებოდა“. როგორც ყველა პატრიოტი
ფრანგი, ჟანაც სამშობლოს მძიმე მდგომარეობთ იტანჯებოდა. მორწმუნე გოგონას დომრემის
დარბევიდან ცოტა ხნის შემდეგ უცნაური რამ გადახდა. მას ხმები ჩაესმა და ეს ხმები, როგორც
თავად ამბობდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი წმინდა ეკატერინეს, წმინდა მარგარიტასა და
წმინდა მიხეილის ხმები ჩაესმოდა. ეკატერინე და მარგატიტა ქრისტიანი ქალები იყვნენ,
რომლებმაც არაქრისტიან მამაკაცებზე დაქორწინება არ ისურვეს, რის გამოც ისინი სიცოცხლეს
99
გამოასალმეს. რაც შეეხება წმინდა მიხეილს, ის ანგელოზია, რომელიც ზეციურ ჯარს სატანის
წინააღმდეგ გაუძღვა და საფრანგეთის ჯარის მფარველ ანგელოზად იყო მიჩნეული. სამივე
მათგანი ძლიერი წმინდანი იყო. ისინი საკუთარი რწმენისათვის იბრძოდნენ და ამიტომ, ხშირად
ხმლებით ხელში არიან გამოსახულნი.

ხმები ჟანას ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ. გადაწყვეტილება სასწრაფოდ იყო მისაღები.


უბრალო გლეხის გოგონასთვის, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგებოდა, ეს არც თუ
ადვილი ამოცანა იყო. 1428 წლის მაისში დაახლოებით 16 წლის ჟანა ერთ-ერთ ადგილობრივ
ბატონს, რობერ დე ბოდრიკურს ეწვია და მას უფლისწულ შარლთან შეხვედრის ორგანიზება
სთხოვა. თავდაპირველად ბოდრიკურს გოგონას იდეა სასაცილოდ არ ეყო და მას სახლში
დაბრუნება უბრძანა.

1429 წლის დასაწყისში, ჟანამ შეიტყო, რომ უფლისწული შარლი და მისი თანმხლები პირები
დომრემიდან 350 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ შინონის ციხე–სიმაგრეში იმყოფებოდნენ.
გოგონამ იქ გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ ეს საკმაოდ დიდ საფრთხესთან იყო
დაკავშირებული. მას არც ცხენი ჰყავდა და არც თანმხლები პირები, რომლებიც საშიშროების
შემთხვევაში დაიცავდნენ. წორედ ამიტომ, მან კიდეც ერთხელ სთხოვა ბოდრიკურს დახმარება.
ჟანას მიერ მოყოლილი ამბით ბატონის ჯარისკაცებიც მოიხიბლნენ და საბოლოო ჯამში თავად
ბოდრიკურმაც დათმო.

1429 წლის 22 თებერვალს ჟანა და მისი თანმხლები პირები შინონისაკენ გაემგზავრნენ და ორი
კვირის შემდეგ უკვე ადგილზე იყვნენ. ამ დროისათვის, უფლისწულმა უკვე ყველაფერი იცოდა
და დიდი ინტერესით ელოდა ჟანასთან შეხვედრას. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა
მართლაც ნამდვილი წინასწარმეტყველი და ჭეშმარიტი მოკავშირე იყო. დიდ დარბაზში შესეულ
ჟანას იქ სამასამდე ადამიანი დახვდა. შუაში უფლისწულის ტანისამოსში გამოწყობილი
ადამიანი იდგა, რომელსაც მკერდს საფრანგეთის სამეფო ოჯახის სიმბოლო - ზამბაზის ყვავილი
უმშვენებდა, თავად უფლისწული კი, როგორც ერთი რიგითი თავადი, შეუმჩნეველ ადგილას
დამდგარიყო. ყველას გასაკვირად, ჟანამ ცენტრში მდგომ ადამიანს ყურადღება არც კი მიაქცია,
ისე გაემართა ნამდვილ უფლისწულთან და მის წინაშე დაიჩოქა. შარლი მანამდე არასოდეს არ
ჰყავდა ნანახი.

ასეთი მოულოდნელი საქციელით, გოგონამ ყველა გააოგნა და როგორც აღმოჩნდა, მან


უფლისწულზეც დადებითი გავლენა მოახდინა: პირქუშ და მერყევ შარლს ხასიათი გამოუკეთა
და საბრძოლველად განაწყო. ზოგი ფიქრობდა, რომ ჟანას ასეთი ზებუნებრივი თვისებები
ეშმაკისაგან იყო. სწორედ ამიტომ, შარლმა ის პუატიეს ღვთისმშობლის ტაძარში, სასულიერო
პირებთან შესახვედრად გაგზავნა.

ჟანასა და ეკლესიის მსახურთა საუბრის დეტალები შემორჩენილი არ არის, მაგრამ, როგორც


ჩანს, გოგონამ მათზეც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყო,
რომ გოგონას გამოჩენა ერთი ძველი წინასწარმეტყველების ასრულებას ჰგავდა, რომლის
მიხედვითაც საფრანგეთი ღვთისაგან მოვლენილ ქალიშვილს უნდა გადაერჩინა. როდესაც
მღვდლებმა განაცხადეს, რომ ჟანას ნამდვილად წმინდანების ხმები ჩაესმოდა, ეჭვი ამ პატარა

100
გოგონაში აღარავის შეჰპარვია. მიუხედავად ამისა, ქალი მთავარსარდლის ხილვა უმეტესობას
მაინც უჩვეულოდ მიაჩნდა. რა თქმა უნდა, არსებობდა რამდენიმე დედოფალი, რომელიც ჯარს
წინ მიუძღვოდა, მაგრამ პატარა გლეხი გოგონა ამ სიტუაციაში ვერავის წარმოედგინა. რაც უნდა
დამაჯერებლად ჟღერდეს, შარლმა და მისმა მომხრეებმა ჟანა ბრძოლისათვის მოსამზადებლად
გააგზავნეს.

შარლისა და ეკლესიის თანხმობა რომ მიიღო, ჟანამ უშუალოდ ბრძოლისათვის დაიწყო


მზადება. გამარჯვება უფლისწულს საფრანგეთის ტახტისაკენ უხსნიდა გზას. ჟანა მდინარე
ლუარის ნაპირებზე მდებარე ქალაქ ტურში გაემგზავრა, სადაც მისთვის სხეულის დამცავი
ჯავშანი უნდა დაემზადებინათ. 1429 წლის აპრილის დასაწყისში ჟანას ზომები აუღეს და
ჯავშანიც დაუმზადეს. თავდაპირველად მისი ტარება ძალიან უჭირდა, მაგრამ მეომარი გოგონა
ახალ სამოსელს მალე შეეჩვია. მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ჟანას ეს ჯავშანი და
მამაკაცის ტანსაცმელი ეცვა. ეს ბევრ ადამიანს შოკში აგდებდა, რადგან შუა საუკუნეების
ქალისათვის მსგავსი ჩაცმულობა მიუღებელი იყო.

ჟანამ სხვა საჭირო ნივთების შეგროვებაც დაიწყო. რამდენიმე ბაირაღის გარდა მან ხმალი
მოითხოვა და თქვა, რომ იარაღი, რომელიც მას სჭირდებოდა, ფიერბუას წმინდა ეკატერინეს
სახელობის ტაძრის საკურთხევლის უკან ინახებოდა. ხმალი მართლაც იქ აღმოჩნდა. ჟანა
ამტკიცებდა, რომ ამის შესახებ მას წმინდანებმა უთხრეს, თუმცა შესაძლებელია, რომ ადრეც
ნანახი ჰქონდა. ამ დროისათვის ჟანას საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაზმი ჰყავდა. მისი
ჯარისკაცები აღვირახსნილები იყვნენ და ხშირად იგინებოდნენ, მაგრამ მალე ეს პრობლემაც
მოგვარდა და ჟანას რაზმი ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გახდა. როდესაც მათ
ტური დატოვეს, ბრძოლისათვის უკვე მზად იყვნენ.

დახმარება პირველ რიგში ორლეანს სჭირდებოდა, რომელიც ინგლისელების ალყას 6 თვის


მანძილზე უწევდა. ჟანამ თავის რაზმთან ერთად ხანგრძლივი ლაშქრობა დაიწყო. ამ
დროისათვის მის რაზმს 4 ათასი ჯარისკაცი შეადგენდა. უფლისწულმა შარლმა მის პირად
მცველად ვინმე ჟან დ’ოლონი დანიშნა, რომელიც გვერდიდან არ მოსცილებია მას. გარდა ამისა,
ჟანას გვერდით იყვნენ ასევე მისი ძმები - პიერი და ჟანი.

1429 წლის აპრილის ბოლოს ჟანას რაზმი ქალაქ ორლეანს მიუახლოვდა. ორლეანში ამ დროს
30 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ ბევრი იყო. ქალაქის გარშემო
კედელი იყო აშენებული, რომლის მთელ სიგრძეზე 21 ზარბაზანი იდგა და მტრისკენ იყო
მიმართული. ზარბაზნები ინგლისელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ქალაქის სქელ კედლებს ყუმბარები
ვერაფერს აკლებდა. სწორედ ამიტომ ინგლისელები ქალაქს გარს შემოერტყნენ და შიგნით
არავის უშვებდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ორლეანში საკვები გამოილეოდა და მშიერი
ხალხი ადვილად დანებდებოდა.

როდესაც ჟანა ორლეანთან მივიდა, მას დაუყოვნებლივ სურდა ბრძოლაში ჩაბმა, მაგრამ გრაფი
ჟან დე დუნუა ფიქრობდა, რომ მტრის მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში საკვების მარაგის
გაზრდა უფრო მნიშვნელოვანი იყო. მან ასევე იცოდა, რომ თუ ჟანა ქალაქში შესვლას ბრძოლის
დაწყებამდე მოახერხებდა, მოსახლეობაზე ეს დადებითად იმოქმედებდა და მეომრებიც უფრო

101
თამამად შეუტევდნენ ინგლისელებს. ეს კარგად აჩვენებს თუ როგორ უყურებდნენ ჟანას
საფრანგეთის ხელისუფალნი. მათ მიაჩნდათ, რომ ამ საოცრად ქარიზმატულ გოგონას
მებრძოლებში რწმენის დანერგვა შეეძლო, უშუალოდ ბრძოლებს კი სამხედრო მეთაურები
უხელმძღვანელებდნენ.

პირველი გამარჯვება ჟანამ მაშინ მოიპოვა, როდესაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად


ქალაქში შეიპარა. გრაფის მოსაზრება გამართლდა: ჟანას დანახვამ მართლაც დადებითი
ემოციით აღავსო მოსახლეობა და ჯარი. ყველას ერთი სული ჰქონდა, როდის
განხორციელდებოდა პირველი შეტევა ინგლისელებზე. 4 მაისს დაწყებული შეტევა
წარმატებული აღმოჩნდა. ერთ ციხესიმაგრესთან ბრძოლაში ჟანამ ფეხი დაიზიანა, მაგრამ ამას
ჯარისკაცებისათვის ხელი არ შეუშლია და მათ მცირე დროში ინგლისელები დაამარცხეს.

საკუთარი ხელით ჟანას ადამიანების მოკვლა არ სურდა, მაგრამ სამშობლოს


გასათავისუფლებლად და უფლისწულ შარლის გასამეფებლად სისხლისღვრა აუცილებელი იყო.
უფლისწული შარლი, ჟანა და ათასობით სხვა ადამიანი ქალაქ რეიმსისაკენ გაემგზავრნენ. აქ
უნდა მომხდარიყო მეფის კორონაცია. დაახლოებით 12 ათასიანმა არმიამ საფრანგეთის
ქალაქებში ტრიუმფით გაიარა და მოსახლეობამაც გამარჯვებული მებრძოლები უხვად
დაასაჩუქრა. ისინი რეიმსში 1429 წლის 16 ივლისს ჩავიდნენ. მომდევნო დღეს, როდესაც
უფლისწული მეფედ აკურთხეს, ჟანაც მის გვერდით იდგა. შარლი ახლა უკვე საფრანგეთის მეფე
იყო. ჟანაზე ამ ცერემონიამ ძალიან იმოქმედა. ის შარლის წინაშე მუხლებზე დაემხო და იტირა.
ამაყობდა, რომ უფლისწულის გამეფებაში წვლილი მიუძღოდა.

ჟანას დიდება უჩვეულოდ გაიზარდა. ქალაქები, ჯარი და ხალხი მასში მხსნელსა და


ხელმძღვანელს ხედავდა. მასთან მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხებზე. როდესაც შარლი
მეფედ აკურთხეს, ჟანას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ბრძოლებისა და გამარჯვებების დროც მალე
მოვიდოდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა პარიზის აღება, რომელიც ჯერ კიდევ ინგლისელების
ხელში იყო. მიუხედავად ამისა, შარლსა და მის მრჩევლებს ომის გაგრძელება აღარ სურდათ. ის
ახლა უკვე მეფე იყო და სწორედ ეს მიაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად. ამასთან ერთად, მისი
მრჩევლები, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსი ჟორჟ დე ლა ტრემუაი, აფრთხილებდნენ მას, რომ
სამეფო ხაზინაში თანხები შეზღუდული იყო. შარლს უბრალოდ არ ჰქონდა იმის ფული, რომ
ბრძოლები ეწარმოებინა. დე ლა ტრემუაიმ, რომელსაც საშინაო საქმეები და ფინანსები ებარა,
ჟანა აითვალწუნა. მას არ მოსწონდა, რომ ერთ ჩვეულებრივ და გაუნათლებელ სოფლელ
გოგონას მეფეზე ამხელა გავლენა ჰქონდა.

შარლმა ბურგუნდიელებთან ზავის დადება გადაწყვიტა. ხელშეკრულება უკვე მომზადებული


იყო, მაგრამ ჟანა ამას ეჭვით უყურებდა. გარდა ამისა, საფრანგეთის მიწების დიდი ნაწილი ჯერ
კიდევ ინგლისელთა ხელში რჩებოდა. სწორედ ამიტომ, ჟანა და მისი ერთგული მომხრეები
საკუთარ პოზიციას არაფრის დიდებით არ თმობდნენ. ისინი პარიზისაკენ გაემართნენ, რათა
ქალაქის გარშემო მდებარე მნიშვნელოვანი პოზიციები დაეკავებინათ და ერთხელ თავად
დედაქალაქსაც კი შეუტიეს. ჟანა კვლვ დაიჭრა, ამჯერად ბარძაყში. ორდღიანი ბრძოლის შემდეგ,
სარდალმა შეტევის შეწყვეტა ბრძანა.

102
1429 წლის ნოემბერში შარლმა აზრი შეიცვალა და ჟანას ბურგუნდიის საზღვართან მდებარე
ქალაქ შარიტეს ალყაში მოქცევის უფლება მისცა. ეს ოპერაცია ორ თვეს გაგრძელდა, მაგრამ
შედეგი ვერ გამოიღო, რადგან შარლმა დაქირავებულ მებრძოლებს ფული არ გადაუხადა.
მიუხედავად ამისა, ჟანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია: როდესაც ის პარიზის სამხრეთით
მდებარე ქალაქ მელენში ჩავიდა, ადგილობრივებმა ბურგუნდიის ხელისუფლება უარყვეს და
საფრანგეთის მეფეს აღუთქვეს ერთგულება. ამ წარმატებიდან ცოტა ხანში, ჟანას უსიამოვნო
ხმები ჩაესმა. წმინდანებმა მას უთხრეს, რომ 1430 წლის ზაფხულისათვის ტყვედ ჩავარდებოდა.

1430 წლის მაისისათვის ჟანას არცთუ სასიამოვნო პერიოდი დაუდგა. როდესაც ის რეიმსის
მახლობლად მდებარე სუასონში ჩავიდა, შეიტყო, რომ ბურგუნდიელები ქალაქზე თავდასხმას
აპირებდნენ. ჟანამ მდინარის გადაჭრა და ქალაქის დაცვა განიზრახა, მაგრამ სულ მალე მიხვდა,
რომ ერთ-ერთ სუასონელ კაპიტანს განსხვავებული გეგმები ჰქონდა. მას
ბურგუნდიელებისათვის ქალაქის მიყიდვა გადაეწყვიტა. ამან ჟანასა და მის მებრძოლებს
ბრძოლის ხალისი დაუკარგა. საკვების გარეშე დარჩენილმა ჯარისკაცების დიდმა ნაწილმა
თანამებრძოლები მიატოვა. ჟანას გვერდით 200-300 ყველაზე ერთგული მეომარი დარჩა. მათ
დანებება არ ისურვეს და ქალაქ კომპიენის გათავისუფლება გადაწყვიტეს. ჟანამ და მისმა
მეომრებმა რამდენიმე პოზიციის აღება მოახერხეს, მაგრამ მალე ბურგუნდელთა დამატებითი
ძალები და ინგლისელები გამოჩნდნენ.

ჟანამ თავისი მეომრების გადარჩენის მიზნით უკან დახევა სცადა, მაგრამ ინგლისელებმა მას
გზა მოუჭრეს და ხაფანგი დაუგეს. გაქცევა ან ქალაქში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო. ჟანა
ინგლისელებმა ტყვედ აიყვანეს და ბურგუნდიელ კაპიტანს, ჟან დე ლუქსემბურს გადასცეს. მან
კი ჟანა ბოლიეს ციხე–სიმაგრეში გააგზავნა. ჟანას იმედი ჰქონდა, რომ შარლი მის
დასახმარებლად არაფერს დაიშურებდა.

შუა საუკუნეებში, როდესაც რაინდი ან სამხედრო მეთაური ტყვედ ჩავარდებოდა, ის სიტყვას


დებდა, რომ გაქცევას არასოდეს შეეცდებოდა. ჟანა კი სხვანაირი ადამიანი იყო. მას ყოველთვის
სჯეროდა, რომ ღმერთის ნებას ასრულებდა. სწორედ ამიტომ, საპატიმროში მყოფი, არასოდეს
კარგავდა გაქცევის იმედს. მას ბრძოლის გაგრძელება სურდა. პირველი გაქცევა მან
დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში სცადა და თავის საკანში იატაკი აყარა. ამის შემდეგ ის ჟან
დე ლუქსემბურის სასახლეში, ბორევუარში გადაიყვანეს, სადაც ფანჯრიდან გადახტა, მაგრამ
გაქცევა მაინც ვერ მოახერხა, რადგან დაცემისას გონება დაკარგა.

ინგლისელებს კარგად ესმოდათ თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ჟანა ფრანგებისათვის.


ზოგიერთი ინგლისელი თვლიდა, რომ ჟანას ხელში ჩაგდების შემდეგ მისთვის რელიგიური
დანაშაულის დაბრალება ადვილი იყო. თუ ჟანას დაუმტკიცებდნენ, რომ მისი ხმები
ეშმაკისეული იყო, ჯადოქრობაშიც ადვილად დასდებდნენ ბრალს და შუა საუკუნეების წესის
მიხედვით, ცეცხლზე დაწვავდნენ. სწორედ ასეთი ხერხით სურდათ ინგლისელებს თავიანთი
ყველაზე დიდი მტრის თავიდან მოშორება. ამიტომ მათ ჟან დე ლუქსემბურს საკმაოდ დიდი
თანხა გადაუხადეს და ჟანა ხელში ჩაიგდეს.

103
ტყვეობაში ინგლისელები ჟანას დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ის სხვადასხვა
ციხეებში ჰყავდათ, ხოლო ბოლოს რუანში გადაიყვანეს გასამართლების მიზნით. ინგლისელებმა
ისეთი მოსამართლეები შეარჩიეს, რომლებიც ჟანას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. მათ
შორის ყველაზე მთავარი იყო ბოვეს ეპისკოპოსი პიერ კოშონი. ჟანა საეკლესიო სასამართლომ
ერეტიკოსობაში, ჯადოქრობასა და კერპთაყვანისმცემლობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა,
ბრალმდებლებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ტარებით ჟანა ეკლესიის
შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. მას თავის გასამართლერბლდ არაფრის თქმა არ შეეძლო,
რადგან ჯარისკაცის ფორმაში და ცხენზე ამხედრებული ის ძალიან ბევრმა ნახა.

ჟანას მიმართ დაკითხვები დიდხანს მიმდინარეობდა. ბორკილებით გატარებული დღეებისა


და მუქარების შემდეგ, ჟანას სასოწარკვეთილების ნიშნები დაეტყო. სიტუაცია კიდევ უფრო მას
შემდეგ გაუარესდა, რაც კოშონმა მისი დაკითხვა ციხის საკანშივე დაიწყო. მარტინ ლადვენიუსის
გარდა, რომელიც ჟანას მოძღვარი იყო, ჟანას მიმართ თანაგრძნობას არავინ გამოხატავდა.
საბოლოოდ, როდესაც ჟანას წამების ინსტრუმენტები აჩვენეს და მოატყუეს, რომ ეკლესიის
ციხეში, მონაზონთა მზრუნველობის ქვეშ გადაიყვანდნენ, მან წერილობით აღიარა, რომ ხმები,
რომლებიც ჩაესმოდა ღვთაებრივი არ იყო. თუმცა, სულ რამდენიმე წამში ის მიხვდა, რომ
შეაშინეს და მოატყუეს, ამიტომ ეს აღიარება კვლავ უკან წაიღო.

ჟანას კოცონზე დაწვა მიუსაჯეს და ინგლისელებს გადასცეს. 1431 წლის 30 მაისს ჟანა
დ’არკი ფეხშიშველი გაატარეს რუანის ქუჩებში. მას თავი დახრილი ჰქონდა, არავის უყურებდა
და თავის ემოციებსაც სრულად აკონტროლებდა, მაგრამ როდესაც განაჩენის აღსრულების
ადგილას მიიყვანეს, ცხარე ცრემლებით ატირდა. ჟანა მოედანზე მიიყვანეს და დაახურეს ქუდი
წარწერით: „ერეტიკოსი, რომელიც ცოდვაში ჩავარდა, განდგომილი, კერპთაყვანისმცემელი“.
ბოძზე მიბმულმა ჟანამ ითხოვა, რომ მის წინ ჯვარი დაედგათ. თავდაპირველად, ერთ-ერთმა
ინგლისელმა ჯარისკაცმა ჟანას თვალწინ ორი ჯოხი გადააჯვარედინა, მაგრამ სულ მალე ვიღაც
ახლომდებარე ეკლესიაში გაიქცა და ჯვარცმა მოიტანა. სიკვდილის წინ ჟანა ქრისტეს
გამოსახულებას უყურებდა და იესოს სახელიც რამდენჯერმე გაიმეორა. რამდენიმე წამში ის
ცეცხლის ალში გაეხვა. ჯონ ტრესარტმა, ინგლისის მეფის მდივანმა, რომელიც ამ ყველაფერს
ესწრებოდა, თქვა: „დავიღუპეთ. ჩვენ ეს-ესაა წმინდანი დავწვით“. აქვე უნდა ითქვას, რომ ჟანას
მოწამებრივი სიკვდილი ინგლისელი და ფრანგი სამღვდელოების შავი ლაქაა.

რომის ახალმა პაპმა ნიკოლოზ V-მ 19 წლის შემდეგ (1450 წ.) პარიზელი სამღვდელოების
მიმართ, რომელმაც ჟანა გაასამართლა, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. საფრანგეთის
სამეფო ტახტზე ისევ შარლ VII იჯდა, რომელმაც საფრანგეთის დიდი ნაწილი
ინგლისელებისაგან გაათავისუფლა და საგრძნობლად გაძლიერდა. 1455 წელს ეკლესიამ ჟანას
საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. განმეორებითმა
სასამართლომ დაადგინა, რომ ჟანა დ’არკი უსამართლოდ დასაჯეს. მოსახლეობა კმაყოფილი
დარჩა ასეთი გადაწყვეტილებით და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ჟანას ქანდაკებებიც
გამოჩნდა. ფრანგებმა ის ეროვნულ გმირად შერაცხეს.

104
ჟანას წმინდანად შერაცხვის პროცესი კათოლიკურ ეკლესიაში XIX საუკუნეში დაიწყო. 1920
წელს ხანგრძლივი პროცესი დასრულდა და კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

ინგლისელთა გათვლამ ვერ გაამართლა. ჟანას სიკვდილით დასჯამ ისინი ვერ იხსნა. 1435
წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა შარლ VII-სთან კავშირი დადო. შემდეგ ინგლისელებმა ერთხელ
და სამუდამოდ დაკარგეს პარიზი, რუანი, ნორმანდია, ბორდო. სრულად აღსდგა საფრანგეთის
სახელმწიფო სუვერენიტეტი და ინგლისის მეფეთა პრეტენზია საფრანგეთის სამეფო ტახტზე
ლიკვიდირებული იქნა. ომის შედეგად შეწყვეტილი სახელმწიფოს ცენტრალიზაციის პროცესი
აღსდგა.

დასკვნა

საფრანგეთის ისტორიაში ჟანა დ’არკის ძირითადი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ


ორლეანელმა ქალწულმა ქვეყნის რღვევის ჟამს მტკიცედ აჩვენა პატრიოტიზმის ძალა, როგორც
ხსნის ერთადერთი გზა. მან განსხვავებული შეხედულებები და მისწრაფებები ურყევად
შეადუღაბა. ერთ-ერთი ისტორიკოსი სწორად წერდა, რომ „შამპანელები, ბრეტონელები,
ბურგუნდიელები ჟანას მიეგებნენ შეძახილით - „სამშობლო!“. ჟანას წყალობით ფრანგების
ნაციონალურმა გრძნობებმა იფეთქა, გაერთიანდა, განვითარდა, საფრანგეთი გაერთიანდა და
ინგლისელებისაგან გათავისუფლდა.

შარლ VII-ის რეფორმები. ინგლისელი დამპრობლებისაგან ქვეყნის გათავისუფლების


შემდეგ სოფლის მეურნეობის აღდგენა დაიწყო. იგი უფრო და უფრო ინტენსიური გახდა.
წინანდელი სოფლის მეურნეობის კულტურების გვერდით დიდი გავრცელება ჰპოვა ისეთი
მცენარეების მოყვანამ, რომელიც საღებავ ნივთიერებებს იძლეოდნენ.

საამშენებლო ტექნიკის განვითარებაზე მეტყველებს გრანდიოზული გოთიკური ტაძრები.


პონტუაზის ახლოსა და ოვერნის მხარეში დიდი განვითარება ჰპოვა ქვის სამტეხლო სარეწებმა.
მშენებლობაში ფართო მასშტაბი მიიღო აგურის გამოყენებამ. დიდად განვითარდა მეტალურგია,
რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებასთან. (ასწლიან
ომში პირველად გამოიყენეს დენთი). ამან ხელი შეუწყო ლიონში მაღაროების დამუშავებას.

XV საუკუნის ბოლოს საფრანგეთში თუჯის წარმოება დაიწყეს. თუჯისაგან ფოლადის


მიღების პროცესს ჩაეყარა საფუძველი. რკინის ცხელი დამუშავების დარგში ახალი გამოგონება
გაჩნდა - წყლის ბორბლის გამოყენებით გამაბრტყელებელი ჩაქუჩი. საფეიქრო საქმეში სართავი
გამოჩნდა. ვერტიკალური საქსოვი დაზგა საბოლოოდ ჰორიზონტალურმა შეცვალა. ფართო
გავრცელება ჰპოვა წყლის წისქვილებმა. გაიზარდა აბრეშუმის ქსოვილის წარმოება. XV
საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში დაიწყო წიგნების ბეჭდვა. ასწლიანი ომის შედეგად
საფრანგეთის სხვადასხვა მხარეებს შორის გაწყვეტილი ეკონომიკური კავშირები აღსდგა.

სწრაფი ტემპით განვითარდა ერთიანი საშინაო ბაზარი. ლიონში იარმარკებმა საერთო


ევროპული მნიშვნელობა შეიძინეს. ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთს შორის ეკონომიკური
კავშირები მნიშვნელოვნად განმტკიცდა. სამხრეთში შედარებით სუსტად იყო განვითარებული

105
საშინაო ბაზრებს შორის კავშირები. აქ უწინდებურად აღმოსავლეთთან, იტალიასთან და
ესპანეთთან სატრანზიტო ვაჭრობა ყვაოდა.

XV საუკუნეში საფრანგეთის სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი სწრაფად წავიდა წინ.


ინგლისზე გამარჯვების შედეგად საფრანგეთის სამეფოს ტერიტორიებს საბოლოოდ
შემოუერთდა მისი სამხრეთ-დასავლეთის სამფლობელოები, რომლებიც ინგლისის
ძალაუფლების ქვეშ იყო. ასწლიანი ომიდან საფრანგეთი უფრო ერთიანი და მტკიცე გამოვიდა.
იგი პირველ ნაციონალურ მონარქიას წარმოადგენდა. თუმცა ამ მომენტისათვის საფრანგეთის
აღმოსავლეთ მხარეში ძლიერი ბურგუნდიის სახელმწიფო წამოიზარდა. ასწლიანი ომის
ყველაზე კრიტიკულ მომენტში ბურგუნდიის ჰერცოგი საფრანგეთის მეფის მიმართ
მოღალატურ როლს ასრულებდა.

შარლ VII-ის დროს სამეფო ხელისუფლება გაძლიერდა. თუმცა ის ჯერ კიდევ არ ფლობდა
საკმარის ძალებს ჩრდილოეთის მეზობლებთან საბრძოლველად. უნებისყოფო და სუსტი მეფე
ასწლიანმა ომმა აიძულა, რომ სახელმწიფოსათვის სასარგებლო ზოგიერთი რეფორმა
გაეტარებინა. მეფობის მანძილზე შარლ VII-მ ორი მნიშვნელოვანი - სამხედრო და საფინანსო
რეფორმა გაატარა. სერიოზული ყურადღება მან დაუთმო ჯარის გარდაქმნას, რადგან მუდმივი
სამეფო ჯარი არ არსებობდა. მეფეს სამხედრო ძალებს მოთხოვნის შემთხვევაში ფეოდალები
აძლევდნენ, რომლებიც ყოველთვის როდი ასრულებდნენ მეფის ნებას. მეფე ასევე სარგებლობდა
ე.წ. დაქირავებული ჯარით, რომელიც ერთგვარად საშიში იყო როგორც მტრისთვის, ასევე თვით
საფრანგეთისათვის. მეფე მუდმივი სამეფო ჯარის შექმნის აუცილებლობას, რომლის
განკარგულებას ნებისმიერ დროს შესძლებდა, კარგად გრძნობდა. მეფემ გენერალური
შტატებისაგან ჯარის შენახვაზე მუდმივი ბეგარის შემოღებას მიაღწია. ამ დროიდან მას თავის
განკარგულებაში ჰყავდა რეგულარული არმია, როგორც ქვეითი, ასევე კავალერია. მუდმივი,
სწორად შერჩეული ჯარის შექმნა სამეფო ხელისუფლების განმტკიცების საწინდარი იყო. შარლ
VII-მ მოამზადა კავშირების ისეთი სისტემა, რომელიც აუცილებელი იყო მუდმივი
დაქირავებული ჯარის შესაქმნელად. იგი მთლიანად დამოკიდებული იყო სამეფო
ხელისუფლებაზე.

ჯარის რეორგანიზაცია დიდ სახსრებს მოითხოვდა. საგადასახადო ტვირთი გაიზარდა.


ყველაზე მძიმე მარილზე, საავაჭრო გარიგებებზე დაწესებული გადასახადები იყო. ასეთივე
სიმძიმის მატარებელი იყო პირველად შემოღებული მუდმივი პირდაპირი გადასახადი ტალია.
თავდაპირველად ტალია ყმა-გლეხის სენიორული გადასახადი იყო, რომელიც ლუი IX დროს
შემოიღეს და დროებითი გადასახადის სახეს ატარებდა. 1439 წლის ორდონანსით იგი მუდმივი
გადასახადი გახდა. ტალია ორი სახის იყო: ჩრდილოეთ საფრანგეთში ე.წ. პირად ტალიას მესამე
წოდების წარმომადგენლები იხდიდნენ, სამხრეთ საფრანგერთში კი - “რეალური” ანუ
“ქონებრივი ტალია” არსებობდა, რომლითაც არათავადაზნაურული სტატუსის მქონე მიწები
იბეგრებოდა. მიწის მფლობელის წოდებრივი მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღებოდა.
ერთი სიტყვით, მიწაზე მუდმივ გადასდახადს არ იხდიდა სამღვდელოება და თავადაზნაურობა.
თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტალიას ოდენობა, ამას მეფე თავისი შეხედულების მიხედვით
განსაზღვრავდა.

106
მუდმივი ჯარისა და მუდმივი გადასახადების შემოღებით სამეფო ხელისუფლება
გენერალურ შტატებზე ნაკლებად დამოკიდებული აღმოჩნდა, რაც თავის მხრივ მომავალში
თავადაზნაურობის დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს ზღუდავდა. ასე რომ, ციხე-
სიმაგრეების აგების ან შეკეთებისათვის ამიერიდან მეფის სანქცია იყო საჭირო.

გაძლიერებული ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა ეკლესიაც. ძლიერ


სახელმწიფოსა და მტკიცე ხელისუფლებას არ შეეძლო, რომ პაპის ტახტისათვის საფრანგეთის
ეკლესიის განკარგა დაეშვა. 1438 წლის 7 ივნისს ქალაქ ბურჟში მოიწვიეს საეკლესიო კრება,
რომელმაც მოიწონა ე.წ. “პრაგმატული სანქცია”. ამ სანქციით საფრანგეთის საზღვრებში
მნიშვნელოვნად შეიზღუდა პაპის ხელისუფლება. კერძოდ, პაპს საფრანგეთში ბენეფიციუმების
გაცემის უფლება აეკრძალა. ასევე რომში საეკლესიო საქმეებზე აპელაციის უფლება შეიზღუდა.
კრებამ საეკლესიო ხელისუფლებაზე მაღლა კრება დააყენა. ამდენად, კრებამ საფრანგეთის
ეკლესიის სტატუსი განსაზღვრა. ეპისკოპოსებისა და აბატების კანდიდატებზე სენიორებისა და
მეფის რეკომენდაციები აიკრძალა. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა “გალიკანური ეკლესიის
თავისუფლება”, რომელსაც პაპთან დაჯახებისას სამეფო ხელისუფლება ამიერიდან წარმატებით
გამოიყენებდა.

ამასობაში ინგლისელებმა ნელ-ნელა საფრანგეთში ყველა დაპყრობილი ტერიტორია


დაკარგეს. 1453 წელს საომარი მოქმედებები შეწყდა. ეს ომი საფრანგეთიდან ინგლისელების
განდევნით დასრულდა. მათ ერთადერთი პორტი კალე, რომელიც ინგლისიდან 34 კმ-ზე
მდებარეობს 1559 წლამდე შეინარჩუნეს.

საფრანგეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარება XV საუკუნის II ნახევარში. ასწლიანი


ომის დასასრულს ქვეყანა თითქმის გაჩანაგებული იყო. ზოგიერთი ქალაქის გარშემო თითქმის
არც ერთი მაცხოვრებელი არ დარჩა. დანგრეულ ლიონში 30-იანი წლების შუა ხანებში 5
ადამიანი ცხოვრობდა, სუასონი თითქმის გადამწვარი იყო. ქვეყანაში უთვალავი ღატაკთა ბრბო
დაეხეტებოდა.

სიმშვიდისა და წესრიგის დამყარების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო.


ომის შედეგად მიტოვებული მიწების დამუშავება გამოცოცხლდა. მოსახლეობის შემცირების
შედეგად მუშახელის დეფიციტი დიდად იგრძნობოდა. ამიტომ გავრცელება პოვა
მემკვიდრეობითმა იჯარამ, რომელსაც შეღავათიანი პირობებით გასცემდნენ. საუკუნის
ბოლოსათვის გლეხთა გათავისუფლების პროცესი დასრულდა. გამონაკლისს ცენტრალური და
აღმოსავლეთი (ბურგუნდია და შამპანი) წარმოადგენდა, სადაც სენიორალური
დამოკიდებულება მომდევნი საუკუნეშიც შენარჩუნდა.

აღნიშნულმა პროცესმა მიწაზე ახალი საგლეხო მფლობელობა წარმოშვა. ეს იყო ცენზივა


(ფრანგ.censive; cens-დან ჩინში. ასე ეწოდებოდა გლეხთა სამემკვიდრეო სახელოს). მისი
მფლობელი - ცენზიტარი სენიორს ყოველწლიურად უხდიდა ფიქსირებულ ფულად ცენზს ანუ
რენტას, იშვიათად მოსავლის განსაზღვრულ ნაწილს- შამპარს (ფრანგ. Champart, champ –“
მინდორი, part-ნაწილი; “მინდვრის გადასახადი). ცენზიტარებმა პირადი თავისუფლება არა
მხოლოდ განიმტკიცეს, არამედ ცენზივას განვითარებით ფართო უფლებები მოიპოვეს.; მას
107
შეეძლო, თუ მიწის მესაკუთრეს განსაკუთრებულ შენატანს გადაუხდიდა, იგი სხვაზე გაეყიდა,
დაეგირავებინა, ეჩუქებინა ანდა ანდერძით გაეცა. ამასთან დაკავშირებით ერთადერთი პირობა
არსებობდა: ახალ მფლობელს უწინდელივით მიწაზე ბეგარის შესრულება ევალებოდა. ამ
პერიოდში უკვე შეინიშნება მიწაზე საგლეხო საკუთრების ჩამოყალიბება. უფრო შეძლებულმა
გლეხებმა გაღარიბებული მეზობელი გლეხების მიწები ცენზივად იყიდეს. თავადაზნაურთა
ფეოდებს მდიდარი ვაჭრებიც ცენზივად ყიდულობდნენ.

თავადაზნაურები ფიქსირებულ ფულად რენტას იღებდნენ; რადგან ამ პერიოდში ფული


უფასურდებოდა, თავადაზნაურები ღარიბდებოდნენ. წვრილი თავადაზნაურობა დამატებითი
შემოსავლების წყაროს სამეფო არმიასა და მეფის კარზე სამსახურში ეძებდნენ.

XV საუკუნის II ნახევარში ხელოსნობისა და ვაჭრობის აღმავლობამ და განვითარებამ


მოქალაქეების პოლიტიკური მნიშვნელობა დიდად გაზარდა. ისინი ფეოდალური მონარქიის
მოკავშირეები გახდნენ. ქალაქელები საფინანსო, სასამართლო და მთავრობის სხვა ორგანოებში
უკვე ადგილებს იკავებდნენ. ამის სიმბოლურ მაგალითს წარმოადგენს შარლ VII - ის მეფობის
დროს ჟაკ კიორის (Jacques cceur) საქმიანობა. ის იყო გამოჩენილი ფრანგი მრეწველი და
სახელმწიფო მოღვაწე, შარლ VII-ის მრჩეველი, მდიდარი ვაჭრის შვილი. ის მეფემ სამეფო საბჭოს
წევრად აქცია. მას ფრანგი ისტორიკოსები ფრანგული კაპიტალიზმის ფუძემდებლად მიიჩნევენ.
ჟაკი ბურჟში დაიბადა. მეფემ მას მიანდო ფინანსური საქმეების წარმოება. მისმა მოვალე
თავადაზნაურებმა და მოშურნეებმა ჟაკ კიორი ყალბი მონეტების მოჭრაში დაადანაშაულეს და
გაასამართლეს. კიორის სამღვდელოება და თვით რომის პაპიც გამოესარჩლა, მაგრამ მეფემ მის
შეწყალებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს და კიორი
ბოკერის მონასტერში გააგზავნეს. მის შვილებს მეფემ მხოლოდ 3 ათასი ლივრი აჩუქა.

სახელმწიფოს შეკავშირებისა და განმტკიცების მაჩვენებელია ისიც, რომ ფრანგული ენა


განვითარდა და ლიტერატურიდან მან თანდათანობით ლათინური ენა გააძევა. ამიერიდან
სასამართლოსა და ადმინისტრაციებში წამყვანი ფრანგული ენა გახდა. საფრანგეთში ნაციის
ელემენტები წარმოიშვა.

ლუი XI (1461-1483 წწ.). შარლ VII-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე მისი შვილი
ლუი XI ავიდა. ასწლიან ომში გაზრდილი ლუი დოფინად ყოფნისას მამას ვერ ეწყობოდა და
ხშირად მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებებში მონაწილეობდა. ტახტზე ასვლის
მომენტიდან ლუიმ თავისი ცხოვრების მიზნად დარჩენილი ფეოდალების საბოლოოდ გატეხვა
და მეფის აბსოლუტური (დამოუკიდებელი) ხელისუფლების განმტკიცება დაისახა. ამიტომ მეფე
ძირითად ყურადღებას ქალაქის წოდებას აქცევდა. მისი თანამედროვე ფლანდრიელი
ისტორიკოსი და დიპლომატი ფილიპ კომინი (დაახლ.1447-1511 წწ.) თავის კლასიკურ
მემუარებში წერს: “იმთავითვე ნათელი გახდა, რომ ახალი ხელმწიფე უბრალო ხალხის და არა
დიდებულთა მეფე იქნებოდა”.

ლუი XI-ის ყველაზე საშიში მტერი იყო ძლიერი ფეოდალი, ბურგუნდიის ჰერცოგი შარლ
მამაცი (1467-1477 წწ.), რომელიც აღმოსავლეთის საზღვრებზე ფლობდა ბურგუნდიასა და
ფრანშ-კონტეს და ჩრდილოეთში - ნიდერლანდებს.
108
XV საუკუნის II ნახევარში საფრანგეთის აღმოსავლეთის საზღვარზე ძლიერი სახელმწიფო
ჩამოყალიბდა, რომელიც შედგებოდა ბურგუნდიის საჰერცოგოს, ფრანშ-კონტეს,
ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილის - პიკარდიისაგან. ბურგუნდიის
ჰერცოგები არა მხოლოდ დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ, არამედ საფრანგეთის
ჩრდილოეთი მხარეების დაუფლებისაკენაც. ამიტომ ბურგუნდიის ჰერცოგთან ადრე თუ გვიან
მეფის დაჯახება გარდაუვალი იყო.

ლუი XI-ის ცენტრალისტურმა პოლიტიკამ მაშინათვე მსხვილი ფეოდალების


წინააღმდეგობები გამოიწვია. ალანსონის, ლოთარინგიის, ბრეტანის, ბერას ჰერცოგებმა,
არმანიაკისა და ანჟუს გრაფებმა კავშირი შეკრეს. მასში მთავარ როლს შარლ მამაცი ასრულებდა,
რომელიც მალე ბურგუნდიის ჰერცოგი გახდა. შარლ მამაცის ჭეშმარიტი მიზანი ყველაზე
მკაფიოდ მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: “მე ისე მიყვარს საფრანგეთი,- ამბობდა შარლ მამაცი,-
რომ უმჯობესად მივიჩნევ მას ჰყავდეს ექვსი ხელმწიფე, ვიდრე ერთი”. კავშირის წევრებმა მას
“საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლიგა” უწოდეს, რომელიც დემაგოგიურად აცხადებდა,
რომ მათი მიზანია “გამომძალველობის, შევიწროების, უსამართლობისა და სხვა ურიცხვი წყენის
აღმოფხვრა, რომელსაც ეკლესიას, თავადაზნაურობას და საწყალ ხალხს აყენებდნენ”.
დიდებულებმა ვერ შეძლეს თავიანთ მხარეზე მიემხროთ წვრილი თავადაზნაურობა და
ქალაქელები, რადგან ისინი მათთან დამოკიდებულებით ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ.
ლიგის ომების დროს დიდი როლი შეასრულა პარიზმა. პარიზელთა ძირითადი მასა მეფის
მხარეზე იდგა და უფლისწულები დედაქალაქში არ შეუშვა, მაგრამ სამღვდელოების დიდი
ნაწილი, მოხელეობა და ვაჭრები ლიგის დაპირებებს, რომ მათ დაკარგულ უფლებებს
დაუბრენებდა, ყურს უგდებდა. დედაქალაქის ხელისუფალთა ასეთმა პოზიციამ ლუი XI
აიძულა, რომ 1465 წლის ბოლოს პარიზის ბრძოლების შემდეგ მძიმე ზავი დაედო ლიგის
წევრებთან. მეფე სეპარატული მოლაპარაკებების მეშვეობით ლიგის ცალკეულ წევრებს დიდ
ტერიტორიასა და ფულს დაჰპირდა. ამან ზავის დადება და ლიგის დაშლა გამოიწვია. ამდენად
დიპლომატიურმა ნაბიჯმა თავისი ჭეშმარიტი არსი გამოავლინა.

აღნიშნული ნაბიჯით მეფემ ცოტა შესვენება ჰპოვა. ეს გამოიყენა იმისათვის, რომ ქალაქებთან
და თავის გათიშულ მტრებთან კავშირები განემტკიცებინა. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ
აამხედრა და შემდეგ თითოეულ მათგანს სათითაოდ გაუსწორდა. ძირითად ამოცანად შარლ
მამაცის დამორჩილება რჩებოდა. ეს რთული ამოცანა იყო და მოითხოვდა დახვეწილი
დიპლომატიის გატარებას. ამაში მეფე დიდოსტატი იყო. მან ქალაქ ლიეჟში შარლ მამაცის
წინააღმდეგ აჯანყების ინსპირირება მოაწყო, ხოლო თვითონ 1468 წელს ბურგუნდიის
სამფლობელოში შარლ მამაცთან შეხვედრა დაგეგმა. სწორედ ამ მომენტში მეფის
მოულოდნელად მოვიდა ცნობა ლიეჟში აჯანყების შესახებ. ლუიმ დამამცირებელი ზავის ფასად
თავიდან აიცილა დილეგში გამომწყვდევა და ლიეჟზე სადამსჯელო ლაშქრობის მოწყობა.
შემდეგში ლუის დიპლომატიურმა ოსტატობამ არაშორსმჭვრეტელი შარლ მამაცის რაინდულ
გმირობაზე გაიმარჯვა. 1475 წელს საფრანგეთში ბურგუნდიის ტრადიციული მოკავშირე -
ინგლისის მეფე ედუარდ IV ( შარლ მამაცის მეუღლის- მარგარიტას ძმა) გადმოჯდა. ამ საშიშ
მოწინააღმდეგესთან კავშირი ლუი XI-მ ყოველწლური დიდი პენსიის გადახდის წყალობით
მოახერხა.
109
ლუი XI-მ შარლ მამაცის წინააღმდეგ არა მხოლოდ თავისი ქვეშევრდომები დარაზმა,
არამედ მეზობელი შვეიცარიელებიც. ეს უკანასკნელნი შარლის ძლიერ მონარქიას საკუთარი
დამოუკიდებლობის საფრთხედ მიიჩნევდნენ. მეფემ სუბსიდიების გაღებით შეძლო კავშირის
დამყარება შვეიცარიასა და ლოთარინგიას შორის. ამ უკანასკნელთან შარლ მამაცმა 1475 წელს
დადო კავშირი. ასე დაიწყო ომი, რომელშიც შარლ მამაცის ჯარი დამარცხდა, ხოლო
შვეიცარიელებმა ის 1477 წლის 5 იანვარს ლოთარინგიის დედაქალაქ ნანსის ალყის დროს
მოკლეს. ამით ბურგუნდიის ჰერცოგთა დინასტია ამოწყდა.

შარლ მამაცის სიკვდილი ბურგუნდიის სახელმწიფოს დასასრულს მოასწავებდა და ლუი


XI-ის პოლიტიკის სრულ ზეიმს. ეს ბრძოლა დასრულდა ცენტრალური ხელისუფლების
გამარჯვებითა და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით. ლუი XI-მ მიიღო ბურგუნდიისა და
პიკარდიის საჰერცოგო. გერმანიის მომავალ იმპერატორს მაქსიმილიანს, რომელიც შარლ
მამაცის ქალიშვილზე მარიამზე დაქორწინდა, დარჩა ნიდერლანდები და მოგვიანებით, შარლ
VIII-ის დროს, ფრანშ-კონტე. ეს სამფლობელოები შემდეგში ჰაბსბურგთა საგვარეულო
სამფლობელოების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.

ამის შემდეგ სხვადასხვა საშუალებებით ლუი XI-მ შემოერთა მენი, ანჟუ და პროვანსი (1481
წ.), რომელიც ადრე გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მისი სიცოცხლის ბოლოს
ქვეყნის ფარგლებს გარეთ რჩებოდა მხოლოდ ბრეტანი. იგი საფრანგეთის შემადგენლობაში 1491
წელს მისი მემკვიდრის შარლ VIII-ის მეფობის დროს შევიდა.

საშინაო მმართველობაში ლუი XI მხარს უჭერდა ქალაქებს, რომლებიც მეფეს მედგრად


ედგნენ მხარში ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლაში; მრავალმა ქალაქმა თავისუფლების ქარტია
მოიპოვა. მეფე ლუი დიდად ზრუნავდა შემოერთებული ტერიტორიების სასამართლოზე,
რომლებიც სამეფო სასამართლოს დაუქვემდებარა, ე.ი. მთავარ პარლამენტს, რომელიც
სხდომებს პარიზში ატარებდა. ლუი XI გენერალურ შტატებს არ ენდობოდა და იგი მხოლოდ
ერთხელ მოიწვია; პროვინციის შტატები ძირითადად საგადასახადო საქმიანობას აწარმოებდა და
მეფეს ემორჩილებოდა. მეფის შეუნელებელი ყურადღების ქვეშ იყო ვაჭრობის განვითარება და
საგზაო კომუნიკაციების გამართვა.

ლუი XI-ის ნატურისათვის დამახასიათებელი იყო ეჭვიანობა და სიმკაცრე. მას ეს თვისებები


უკიდურესად გაუმძაფრდა სიცოცხლის ბოლოს. ეშინოდა რა შეთქმულებებისა და
თავდასხმების, სიცოცხლის ბოლოს ის განმარტოვდა ციხე-სიმაგრე პლესი დე ტურში, სადაც
როგორც ციხეში, ისე ცხოვრობდა. მას იცავდა შოტლანდიელთა გვარდია და არავის ენდობოდა.
მეფეს გარს ეხვია ასტროლოგები და სიკვდილის ეშინოდა. ეკლესიას მდიდრულ შეწირულობებს
უგზავნიდა. მძიმედ ავადმყოფი მეფე დარწმუნებული იყო, რომ მას მინიმთა ორდენის მეთაური
წმინდა ფრანსუა პაოლიელი განკურნავდა. ეს უკანასკნელი მოსწავლეებთან ერთად
გაემგზავრა პლესი ლე ტურში. შეხვედრა შედგა 1483 წლის 1 მაისს. ხსენებული ფილიპ დე
კომინის რწმუნებით, ლუიმ ფრანსუას განკურნება სთხოვა, რაზეც მან ფრთხილად უპასუხა: “ მე
მსურს ეს გავაკეთო, მაგრამ დედამიწაზე, როგორც თქვენ, ასევე მეც ცოდვილი ვარ. ყველაფერი
ღმერთს შეუძლია”. ეს ისტორიული ეპიზოდი ასახულია ფრანგი მხატვრის ნიკოლა-ლუი
ფრანსუა გოსსეს (1787-1878 წწ.) სურათზე.
110
ისტორიკოსები ლუი XI-ს უწოდებენ ფრთხილ და კეთილგონიერ მეფეს. ასევე უწოდებენ
„მსოფლიო ობობას“ (ფრ. L’universelle aragnee). ასევე სპეციალურ ლიტერატურაში მას მიიჩნევენ
ძალაუფლების მოყვარე, იდუმალებით მოცულ ღრმა ფსიქოლოგად, რომელიც თავის
პოლიტიკას სიცრუეზე და სიფრთხილეზე აგებდა.

დასკვნა

ლუი XI-მ ფეოდალიზმის ნანგრევებზე აბსოლუტური მონარქია შექმნა. მისი წყალობით


საფრანგეთი დასავლეთ ევროპის დიდ და ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. სიკვდილის
წინ მან საფრანგეთს დაუტოვა სავსე ხაზინა და ძლიერი დიპლომატიური პოზიციები. თავისი
დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას,
განსაკუთრებით მედიცინასა და ქირურგიას. ამ მიზნით პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტის რეორგანიზაცია მოახდინა. სორბონში დაარსა ტიპოგრაფია და უშურველად
მფარველობდა წიგნების ბეჭდვას. ახალისებდა მრეწველო ბისა და ვაჭრობის განვითარებას.
კარგად ესმოდა მიწათმოქმედება და სამთო საქმე. აღადგინა რომის იმპერიის ძველი
დაწესებულება - ფოსტა. მის დროს ყოველწლიურად ეწყობოდა სახელმწიფო მოხელეთა
კრებები. შემოიღო დიდი გადასახადები. იყო ძუნწი და ხელმომჭირნე.

აღნაგობით მეფე იყო საშუალო ტანის და იცვამდა უბრალოდ. ჰქონდა გრძელი ცხვირი,
ღრმად ჩამჯდარი თვალები, თხელი ტუჩები, ძლიერ წინ წამოწეული ნიკაპი. იყო დიდი ყბედი,
მაგრამ უყვარდა მოსმენა. კომინი წერდა: „არც ერთი ადამიანი არასოდეს ისმენდა მუდმივად
იმდენს და აგროვებდა ინფორმაციებს უამრავი სუბიექტისაგან, როგორც ის...მისი მეხსიერება
იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ყველაფერი ახსოვდა“. მას მუდმივად სწყუროდა ზუსტი
ინფორმაციის მიღება,როგორც დიპლომატიური, ასევე სხვა არხებით და ამისათვის არაფერს
იშურებდა. ლუი იყო რელიგიური. მან აააგო და ხელახლა აღადგინა მრავალი ეკლესია,
შეაგროვა რელიკვიები და მუდმივად ლოცულობდა. ხშირად ასევე ერეოდა საეკლესიო
საქმეებშიც. უპირველეს ყოვლისა, ზრუნავდა საფრანგეთის აღდგენაზე. ამ მიმართულებით
ხანგრძლივად და შეუპოვრად მუშაობდა. ამ პროცესში ავლენდა ტემპერამენტსა და სისასტიკეს,
მხიარულებასა და სიდინჯეს, სიმჩატესა და კმაყოფილებას (კომინი). ფილიპ დე კომინი ყველაზე
კარგად იცნობდა ლუი XI–ს და შეიძლება ითქვას, რომ ის XV საუკუნის ყველაზე
შორსმჭვრეტელი პოლიტიკური მიმომხილველია.

ლექცია № 6

ინგლისი XI-XIV საუკუნეებში

შესავალი

X-XI საუკუნის პირველ ნახევარში ინგლისის სამეფო ადრეფეოდალური წარმონაქმნი იყო.


ქვეყანაში გლეხთა მასები გაბატონებულ წოდებას ემორჩილებოდნენ. ჯერ კიდევ IX საუკუნის
ბოლოს მეფე ალფრედ დიდი მიუთითებდა, რომ ხელმწიფეს ქვეყნის მართვისათვის სჭირდება

111
„ადამიანები, რომლებიც ლოცულობნენ“, „ადამიანები, რომლებიც იბრძვიან“ და „ადამიანები,
რომლებიც შრომობენ“. შემდეგში ამ განსაზღვრებას საეკლესიო მესვეურები იყენებდნენ.
ამდენად, ევროპაში პირველად ჩამოყალიბდა საზოგადოების სამფუნქციანი დანაწილების
პრინციპი, რომელიც თეორიულად ასაბუთებდა ფეოდალურ სოციალ-პოლიტიკურ ბატონობას.
უკვე IX საუკუნიდან, თუ ადრე არა, ნორმად ითვლებოდა, რომ თითოეულ ადამიანს ჰყოლოდა
მფარველი-ჰლაფორდი (ძვ.ინგლ. Hlaford-მსხვილი მიწათმფლობელი, ბატონი; აქედან ინგლ.
Lord- ლორდი). ლორდთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა გლეხთა სხვადასხვა კატეგორია.

ფეოდალური წყობის თავისებურებები ინგლისში. XI-XIII საუკუნეებში ინგლისში


ფეოდალიზმმა განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ამ საუკუნეებს ხშირად „კლასიკურ“
პერიოდსაც უწოდებენ. სწორედ ამ დროის მანძილზე გამოვლინდა ინგლისის ფეოდალური
წყობის თავისებურებები. ეს პირველ რიგში გამოიხატა გლეხობის აბსოლუტური უმრავლესობის
დამოკიდებულების ფორმის უნივერსალურობასა და ცალსახაობაში; ლენური ურთიერთობის
სფეროში განვითარებული ვასალიტეტი ყველა ლენის მფლობელის მიერ მეფისადმი
სავალდებულო ერთგულებას შეერწყა. აქ მნიშვნელობა არ ჰქონდა ლენის მფლობელთა ადგილს
ფეოდალურ იერარქიაში. სოციალურ სფეროში წვრილი მემამულეები და თავისუფალი
მფლობელები-ფრიჰოლდერები არსებობდნენ. ისინი ფეოდალი დიდებულების ანუ ბარონების
წინააღმდეგ ეფექტურ საპირწონედ ითვლებოდნენ. რაც შეეხება პოლიტიკურ სფეროს, ინგლისში
შედარებით ადრე დაიწყო ფეოდალურად ცენტრალიზებული მონარქიის განმტკიცება. ეს იმ
დროს, როცა კონტინენტზე ბევრ ქვეყანაში ისევ შენარჩუნებული იყო ფეოდალური
დაქუცმაცებულობა. აღნიშნული თავისებურებები აიხსნება ანგლოსაქსურ ეპოქაში
ფეოდალიზაციის პროცესის განსხვავებულობით, ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობით,
შედარებით მცირე ტერიტორიულობითა და ქვეყნის კუნძულოვანი ხასიათით.

ინგლისის პოლიტიკური განვითარების თავისებურებები. აღნიშნული პერიოდის


ინგლისის პოლიტიკური განვითარების თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ აქ სამეფო
ხელისუფლება შედარებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ევროპაში (განსაკუთრებით XI
საუკუნეში). ეს აიხსნებოდა მრავალი სამეფო დომენის არსებობით, ვასალური სისტემის
თავისებურებებით- ყველა რაინდი - მეფის ვასალია (სოლსბერის 1085 წლის ფიცი: „ქრონიკის
სიტყვებით, მეფესთან მივიდა ინგლისის მიწის ყველა მფლობელი და ერთგულების ფიცით
დაიფიცეს, რომ მისი ერთგულები იქნებოდნენ ყველა ადამიანის წინააღმდეგ“ (იგულისხმება-
ყველა მოწინააღმდეგე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ). ამაში უილიამ
დამპყრობელი (გაიხსენეთ ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობა და უილიამ
დამპყრობელის მიერ გატარებული ღონისძიებები) მისდევდა ანგლოსაქს მეფეთა ტრადიციებს,
რომლებიც სამეფოს ყველა თავისუფალი ადამიანისაგან ერთგულებას მოითხოვდნენ. მისთვის
ნიმუშს წარმოადგენდა ნორმანდიის (ჩრდ.დას–თ საფრანგეთში) ფეოდალური სისტემა, სადაც
ჰერცოგმა ყველა მიწათმფლობელზე თავისი ბატონობა დაამყარა. ნორმანდიელ ბარონებს
საკუთარი მონეტის მოჭრის, კერძო ომის წარმოებისა და უცხოეთის ხელისუფლებასთან
ურთიერთობებში შესვლის უფლებები ჩამოერთვათ. ჰერცოგებთან ასეთივე დამოკიდებულებაში
იყო საღვდელოება. უილიამი ცდილობდა, ეს წესრიგი ინგლისში გადაეტანა.

112
როგორც ვიცით, უილიამის მიერ ქვეყნის დაპყრობას თან ახლდა მიწაზე საკუთრების
მასობრივი კონფისკაცა. ჩამორთმეული მიწების უშუალო სარგებლობის უფლება დომენის
(დაახლოებით 1000 მანორი) სახით რჩებოდა. დომენურ საკუთრებად ასევე რჩებოდა ტყიანი
სივრცეც. დანარჩენი მიწები უილიამმა ლენის სახით თავის რაზმელებს და იმ ანგლოსაქს
ფეოდალებს დაურიგა, რომლებმაც მისადმი ერთგულება გამოხატეს. 130 მსხვილი სამეფო
ვასალის სამფლობელო - 2-5 საგრაფოში მდებარეობდა, სხვა 29 ვასალის- 6-10 საგრაფოში, 12
ვასალის - 10-21 საგრაფოში. ბარონთა სამფლობელოების გაფანტულობა, ასევე კერძო
შემთხვევებში მეფისადმი მათი უკან დაბრუნება (ფელონია), ქმნიდა იმ ბარიერს, რომ ბარონები
დამოუკიდებელ მიწათმფლობელებად არ გადაქცეულიყვნენ. სამეფო ხელისუფლების
სუვერენიტეტს დაუბრკოლებლად შეეძლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელება.

თავიდან ინგლისში გარკვეულწილად შენარჩუნდა ე.წ. ჩაკეტილი სამფლობელოები -


(Palatinat, ლათ-დან Palatium- სასახლე), რომლებიც სახელმწიფოს განაპირას მდებარეობდა და
მოსაზღვრე ოლქებში ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იყო გამიზნული. უელსის
საზღვარზე მდებარეობდა ჩესტერისა და შრუსბერის საგრაფო, შოტლანდიის საზღვართან -
დარემის საგრაფო, სამხრეთ-აღმოსავლეთში - კენტის. მათი მეთაური გრაფები (ერლები)
მოსახლეობაზე სრული იურისდიქციით სარგებლობდნენ და თავის სასარგებლოდ სასამართლო
შემოსავლებს იღებდნენ. ისინი მეფის მიმართ მხოლოდ ვასალურ ბეგარას ასრულებდნენ. ამ
პალატინატიდან ორი უილიამ დამპყრობელისა და მისი პირველი მემკვიდრის დროს გაუქმდა.
ის, ვინც მეფისაგან ლენს იღებდა, ვალდებული იყო წელიწადში 40 დღის განმავლობაში სამეფო
სამხედრო სამსახური გაეწია და რაინდის მდგომარეობა დაეკავებინა.

ლენური იერარქიის მაღლ საფეხურზე დიდი სამეფო ვასალები - გრაფები, პრელატები და


ბარონები იდგნენ. უილიამ I-ის დროს საგრაფოში შეიქმნა ცენტრალური მმართველობის
აპარატი. საფრაფოს სათავეში ედგა შერიფი, რომელიც ადმინისტრაციულ, სასამართლო,
გადასახადების აკრეფის, სამეფო შემოსავლების საქმეებს განაგებდა. გრაფის წოდება, ამ სიტყვის
სრული მნიშვნელობით, მხოლოდ ტიტული იყო და ხანდახან საგრაფოს შერიფის
თანამდებობასთან იგივდებოდა. ეს წოდება მემკვიდრეობითი იყო. მას ყოველთვის პირადად
მეფე ანიჭებდა. ამასთან ერთად მეფე საგრაფოს მახვილს გადასცემდა და შემოსავლების 1/3
მიღების უფლებას აძლევდა. იერარქიის ქვედა საფეხურზე ბარონებისა და მეფის რაინდები
იდგნენ, რომლებიც უშუალო სამხედრო სამსახურს ეწეოდნენ. დასაწყისში რაინდთა ლენებს არ
ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული ზომა. გვიან გაფორმდა რაინდთა მფლობელობის ტიპი - იგი
დაახლოებით წლიური შემოსავლის 20 ფუნტს შეადგენდა. XIV საუკუნიდან ასეთი შემოსავალი
თითოეულ თავისუფალ ადამიანს რაინდის წოდების მიღების საშუალებას აძლევდა.

მოგვიანებით გაჩნდა სამეფო საბჭო ანუ სამეფო კურია. იგი მოეწყო ნორმანდიული ნიმუშის
მიხედვით. მის შემადგენლობაში მეფის ნათესავები და ახლობლები შედიოდნენ. ფართო აზრით,
კურია სამეფო საბჭოს წარმოადგენდა, რომელიც მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ
ღონისძიებებს განიხილავდა. ვიწრო აზრით, იგი იყო სამუშაო სამთავრობო აპარატი, რომელიც
სახელმწიფო მმართველობისა და ფინანსების სხვადახვა დარგებს განაგებდა. მასში
მნიშვნელოვან ადგილს საანგარიშო პალატა იკავებდა, რომელიც საგრაფოში შერიფთა ფინანსურ

113
საქმიანობას ამოწმებდა. მოკრებილი სახსრები უინჩესტერის სახელმწიფო ხაზინაში ინახებოდა,
ხოლო ის ნაწილი, რომელიც მეფისათვის იყო განკუთვნილი - სამეფო სასახლეში. უილიამის
დროს მეფის შემოსავალი დომენებიდან 11.000 ფუნტს შეადგენდა. მნიშვნელოვან შემოსავალს
მეფე ნორმანდიიდანაც იღებდა.

დაბოლოს, ნორმანდიელთა დაპყრობებს ინგლისის შემდგომი ისტორიისათვის ის


მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გამარჯვებული ნორმანდიელებისა და დამარცხებული
ანგლოსაქსების შერწყმის შედეგად შეიქმნა ინგლისელი ერი, რომელსაც ჩვენ დღემდე ვიცნობთ;
ანგლოსაქსური და ნორმანდიელთა ფრანგული ენის შერწყმის შედეგად შეიქმნა თანამედროვე
ინგლისური ენა, რომელშიც დიდი ოდენობით გვხვდება წმინდა ფრანგული სიტყვები,
რომელიც მხოლოდ ინგლისურ ყაიდაზე წარმოითქმება.

უილიამ II-ის მეფობა. უილიამ დამპყრობელს სამი ვაჟიშვილი დარჩა. გადმოცემის


თანახმად, სიკვდილის წინ მან თავისი ქონება შვილებს შორის გაანაწილა: უფროსს, რობერტს
ნორმანდიის საჰერცოგო ერგო, უილიამ წითურს–ინგლისის სამეფო, ხოლო ჰენრის –5 ათასი
ვერცხლის ლივრი. კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ლაფრანკმა, რომელიც უილიამ წითურის
აღმზრდელი იყო, 1087 წელს ის მეფედ აკურთხა. ამასთანავე ჩამოართვა ფიცი, რომ ქვეყანაში
სამართლიანობასა და მშვიდობას დაიცავდა, ყველა მტრის წინააღმდეგ ეკლესიის
თავისუფლებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. უილიამ II წითური (1087-1100)
ჭკვიანი, გულადი და ბრძოლაში მამაცი იყო. გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე, ტანით
საშუალო, ენაბორძიკა (განსაკუთრებით აღელვების დროს), ნადირობის ტრფიალი, მამის
საყვარელი შვილი მკაცრად გაუსწორდა ყველა მოწინააღმდეგეს და ქვეყანაში ტირანია დაამყარა.
ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა იმაში, რომ მეფე ყველა საშუალებას იყენებდა
ქვეშევრდომებისაგან, რაც შეიძლება მეტი გამოეძალა. დესპოტიზმის იარაღად იყენებდა
დაბალი წარმოშობის ნორმანდიელ რანულფ ფლამბერს, რომელიც მთავარი მინისტრი (უზენაესი
მსაჯული) გახდა. მოკლედ, მას ფულის, ღვინოსა და ქალების გარდა არაფერი სურდა. ტირანია
სწორედ გამდიდრებასა და ფეოდალების ვალდებულების გაზრდას ისახავდა მიზნად.
საილუსტრაციოდ შემდეგ მაგალითს მოვიტანთ: მეფე ხანდახან სახალხო ლაშქარს იწვევდა არა
იმისათვის, რომ სალაშქროდ გაეგზავნა, არამედ იმისთვის, თუ ვინმე არ გამოცხადდებოდა,
მისთვის ჯარიმა დაეკისრებინა; სატყეო სამართალი იმდენად გამკაცრდა, რომ მეფის ნაკრძალში
ირმის მოკვლისათვის სიკვდილით დასჯა დაწესდა; სიუზერენის უფლება, რომ თავისი ვასალის
ქალიშვილის გათხოვება ეკონტროლებინა, უილიამი ამას ისე განმარტავდა, რომ ქალიშვილის
გათხოვების ნებართვაზე, მისთვის ეძლიათ ფული. დაგროვილ თანხებს მეფე ხარჯავდა
ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე და გართობებზე. 1100 წელს ერთხელ ნიუ-ფორესტში
(ჰემპშირი) ნადირობისას მეფეს ისარი მოხვდა და მაშინათვე დალია სული. იგი არავის
დაუტირია. მიუხედავად ამისა, უილიამ II-მ დიდი როლი შეასრულა ინგლისელი ხალხის
პოლიტიკური ცნობიერების განვითარებაში. მისი ბრძოლა ხალხთან ერთად ფეოდალების
წინააღმდეგ, დადებითი და უარყოფითი ხერხების ჩათვლით, ხალხის მასაში საკუთარი
უფლებების შეგნებას ავითარებდა. ის ფაქტი, რომ ხალხი მის ანკესზე წამოეგებოდა მოწმობს
იმას, რომ მათ სჯეროდათ და თანაუგრძნობდნენ მეფეს, რადგან ეს უკანასკნელი სამეფო
ხელისუფლების განმტკიცებას ფეოდალების დასუსტების ხარჯზე ახორციელებდა და მათ
114
მიმართ მამის პოლიტიკას არ ცვლიდა. ხალხის თვალში ეს შეიძლებოდა თავისებური
დემოკრატიზმი ყოფილიყო.

ჰენრი I -ის ადმინისტრაციული ღონისძიებები. უილიამ II-ს შვილები არ დარჩენია.


ხელშეკრულების ძალით, რომელიც კანეში უილიამსა და რობერტს შორის დაიდო (1091 წ.)
გვირგვინი ამ უკანასკნელს უნდა მიეღო. რობერტს, რომელიც 6 წელი წმინდა მიწაზე
იმყოფებოდა, აპულიაში თავის მეუღლესთან და სიმამრთან ცხოვრება გაუტკბა. მისმა ძმამ
ჰენრიმ ისარგებლა ამით და გვირგვინი მოითხოვა. ზოგიერთი ბარონის პროტესტის
მიუხედავად, ჰენრი მეფედ ეკურთხა, რაც ტახტის აშკარა უზურპაცია იყო. ჰენრი I (1100-1135)
ბოკლერკი (ფრიად განათლებული) უმალვე შეუდგა ქვეყნის პოლიტიკურ დაშოშმინებას და
პირველ რიგში გამოსცა კორონაციის წესდება, რომელსაც ცნობილი თავისუფლებათა დიდი
ქარტიის პირველსახედ მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით აქვე ვიტყვით: ინგლისის ისტორიაში
ამ ქარტიას ის მნიშვნელობა აქვს, რომ მან პირველად შეზღუდა სამეფო ხელისუფლება.
მოგვიანებით იგი საფუძვლად დაედო ჯონ უმიწაწყლოს ცნობილ თავისუფლებათა დიდ
ქარტიას. მოკლედ, აღნიშნული წესდებით ეკლესია საერო ხელისუფლების ჩარევისაგან
გაათავისუფლა და უარი თქვა სასულიერო ინვესტიტურაზე. ხალხს დაჰპირდა, რომ გააუქმებდა
ცუდ წეს-ჩვევებს, რომელიც უსამართლოდ შემოიღეს მისმა წინამორბედებმა, დაიცავდა
ედუარდ აღმსარებლის კანონებს და სიუზერენის მდგომარეობას ბოროტად არ გამოიყენებდა.
ბარონთა ინტერესებში ეს ქარტია ლენურ ურთიერთობებს არეგულირებდა: ლენისათვის
არავითარი გამოსასყიდი მოითხოვებოდა, იგი იმ შემთხვევაშიც კი არ უქმდებოდა თუ ანდერძი
არ არსებობდა, ვასალთა ქალიშვილების ძალით გათხოვება იკრძალებოდა, ანგარიში ეწეოდა მათ
საკუთარ სურვილსა და ბარონების აზრს, გაუქმდა ვასალების თვითნებურად დაჯარიმება.
რაინდების ბეგარა სახელმწიფოს დაცვისათვის მხოლოდ მეფისადმი სამხედრო სამსახურით
შემოიფარგლა და ისინი ყოველგვარი ნატურალური და ფულადი გადასახადისაგან
გათავისუფლდნენ. ჰენრი ანგლოსაქს მოსახლეობას ასევე „კეთილი კანონების“ (მეფე ედუარდის
ძველი ჩვეულებითი სამართალი) დაცვას შეჰპირდა. არანაკლებ მოხერხებული იყო ჰენრის
დაქორწინება შოტლანდიის მეფის ქალიშვილზე ედიფზე, რითაც ნორმანდიელთა დინასტია
ძველ ანგლოსაქსურ სახლთან დააკავშირა.

ჰენრის მეფობის დროს მოხდა მმართველობის აპარატის სრულყოფა. სამეფო კურია დიდ
საბჭოდ (Magnum concilium) და მუდმივ სამთავრობო ორგანოდ (მცირე კურიად) დაიყო: ამ
ერთგვარ დიდ პოლიტიკურ საბჭოს წელიწადში სამჯერ (შობის, აღდგომის და სამების
დღესასწაულზე) იწვევდნენ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დიდებულები და
წარჩინებული მოხელეები, ძირითადად მეფის მსახურები და ქვეყნის დიდი წინამძღოლები. მის
კომპეტენციაში შედიოდა ყველა საკითხზე მეფისათვის რჩევის მიცემა და მეფისაგან
საკანონმდებლო აქტის მოსმენა. საბჭოს რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდა.
მცირე კურია (ოფიციალური სახელწოდებაა: „Curia regis”) უმაღლეს სასამართლო-
ადმინისტრაციულ და საფინანსო ხელისუფლებას წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში
შედიოდნენ: ლორდი-კანცლერი, ლორდი-ხაზინადარი, კამერჰერი, სასახლის სტიუარდი,
სამეფო ბეჭდის პირადი მცველი და სპეციალურად მოწვეული პრელატები და ბარონები.

115
ჰენრი I დროს მცირე კურია თავის მხრივ დაიყო საკუთრივ სამეფო კურიად, რომელიც
უმაღლესი სასამართლო-ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციას ასრულებდა და ანგარიშგების
პალატად ანუ „ჭადრაკის დაფის“ პალატად, რომელიც მეფის საფინანსო საქმეებს აწარმოებდა
(ორივე პალატაში პრინციპში მეფის უშუალი ვასლები შედიოდნენ. სრული შემადგენლობით
წელიწადში ორჯერ ატარებდა სხდომებს, სადაც საგრაფოს შერიფები მოკრებილ თანხებზე
ანგარიშს აბარებდნენ). სამეფო კურიის სხდომებს თვით მეფე თავმჯდომარეობდა, ხოლო მისი
არყოფნის შემთხვევაში - იუსტიციარი (justiciarii). უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ:
კანცლერი, რომელიც სახელმწიფო მდივნის როლს ასრულებდა; ხაზინადარი- სამეფო ხაზინას
განაგებდა და „საჭადრაკო დაფას“ სათავეში ედგა; კონეტაბლი- სამხედრო საქმეებზე უმაღლეს
იურისდიქციას ახორციელებდა, მარშალი კურიის სასამართლო და ხაზინის კრებებზე
მონაწილეობდა.

საჭადრაკო პალატა წმინდა ნორმანდიული დაწესებულება იყო. იგი შედგებოდა იმავე


თანამდებობის პირებისაგან, რომლებიც სასამართლო საბჭოზე იყვნენ წარმოდგენილნი. იგი
წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა– აღდგომაზე და წმ. მიქაელის დღეზე და ორ სექციად
იყოფოდა: პალატად, რომელიც ანგარიშებს ამოწმებდა და პალატად, რომელიც ლითონის
ფულის ხარისხს ამოწმებდა, ითვლიდა და იღებდა. მისი ოპერაციის შედეგები სამ ეგზემპლარად
ქაღალდზე გადაჰქონდათ და ტექსტს საკანონმდებლო ძალა ჰქონდა.

ჰენრის დროს ადგილებზე ხელისუფლება გაძლიერდა, რომელსაც შერიფები


ახორციელებდნენ. მათი რეკრუტირება ხდებოდა სასახლის დიდებულებისაგან, ხანდახან
უმაღლესი სამღვდელოების წრიდანაც, XII საუკუნიდან–ჯენტრიდანაც. საგრაფოში მთელი
ძალაუფლება შერიფს ეკუთვნოდა. გრაფი ადგილობრივ მმართველობაში უკვე არავითარ
მონაწილეობას არ იღებდა, ხოლო ეპისკოპოსები რელიგიური ფუნქციებით იყვნენ
შემოფარგლულნი. საგრაფოებში შერიფები მეფის აგენტებს წარმოადგენდნენ და ხანდახან
ექსტრაორდინალური უფლებები გააჩნდათ. ასე მაგალითად, 1130 წელს რიჩარდ ბასე და ობრი
დე ვერი 11 საგრაფოში ასრულებდნენ შერიფის ფუნქციებს და იმავე დროს Curia regis და
საჭადრაკო პალატის წევრებიც იყვნენ. როგორც უწინ, ახლაც ადმინისტრაციული საქმიანობის
ცენტრს საგრაფოსა და ასეულის საბჭოები წარმოადგენდნენ. საგრაფოს საბჭოებში სხდომებს
ატარებდნენ სენიორები, რომელთაც მოცემულ საგრაფოში ლენი ჰქონდათ, ანდა მათი
მოადგილეები, ბალიები და ყოველი სოფლიდან 4–4 ადამიანი და ბოლოს მღვდლები ყველა
მრევლიდან. ეს საბჭოები წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა შერიფის ანდა მისი თანაშემწის
თავმჯდომარეობით; ისინი ფლობდნენ სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და მომრიგებელი
მოსამართლის იურისდიქციას; აქვე გამსვლელი მოსამართლეები თავიანთ განაჩენს
აცხადებდნენ. აქვე გადასახადის ამკრეფები განსაზღვრავდნენ და ანაწილებდნენ გადასახადებს.
სავსებით იგივე ფუნქციები გააჩნდა უფრო წვრილ სფეროს–ასეულის საბჭოებს. აქვე უნდა
ითქვას, რომ ამ საბჭოებში მონაწილეობა არა უფლება, არამედ ვალდებულება იყო: ის ვინც ამ
კრებაზე არ გამოცხადდებოდა, დიდ ჯარიმას იხდიდა და ასეთი ჯარიმების დიდი ოდენობა
იმაზე მიუთითებს, რომ გამოუცხადებლობა ხშირი იყო. ეს გარემოება იმასაც გვიჩვენებს, რომ
ადგილობრივი საბჭოები არა იმისთვის იკრიბებოდა, რომ თავისუფლად განეხილათ საკითხები,
არამედ იმისათვის, რომ გაეცნოთ სამეფო ბრძანებები და იგი სისრულეში მოეყვანათ. ასეულის
116
სასამართლოს კომპეტენცია თანდათანობით შემცირდა, რადგან ასეულში თავისუფალი
მოსახლეობა ცოტა დარჩა. დამოკიდებულ გლეხზე იურისდიქციამ უფრო მანორის
სასამართლოზე გადაინაცვლა. ცალკეულ შემთხვევებში მანორებმა ყველა ასეულის
იურისდიქცია შთანთქა. ასეულის მოსახლეობას უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის
პასუხისმგებლობა დაეკისრა.

დასკვნა. XI-XII საუკუნეებში ინგლისში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საერთო სამართალი.
ადგილობრივ სასამართლოებზე ანგლოსაქსური წარმოშობის სხვადასხვა სასამართლო წეს-
ჩვეულებებს იყენებდნენ. ჯერ კიდევ ორდალიებსა და ორთაბრძოლებს ხშირად მიმართავდნენ.
ლენებისა და მიწის საკუთრების საქმეებზე ჩვეულებრივ ნორმანდიულ სალენო სამართალს
ეყრდნობოდნენ. მემკვიდრეობის საკითხში, როგორც ანგლოსაქსურ, ასევე ნორმანდიულ წეს-
ჩვეულებებს იყენებდნენ. ადგილობრივი სასამართლოები ანგლო-საქსურ ენაზე წარმოებდა,
ხოლო ცენტრალურში - ჩვევლებრივ ფრანგულ ანდა სხვა ენაზე მიმდინარეობდა.

ჰენრი II პლანტაგენეტი (1154–1189 წწ.). ჰენრი I-ს ვაჟიშვილი არ დარჩა. (ჰენრის


ედიფისაგან ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელიც 1120 წელს ტრადიკულად დაიღუპა „თეთრი
ხომალდის“ ზღვაში ჩაძირვის დროს). ჰენრი I ისე გარდაიცვალა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია.
მისი გარდაცვალების შემდეგ ხანგრძლივი არეულობის ეპოქა დადგა. ტახტისათვის ბრძოლა
დაიწყო ჰენრი I-ის ქალიშვილ მატილდასა (ის ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა გერმანიის
იმპერატორ ჰაინრიხ IV–ზე და 1125 წელს უშვილოდ დაქვრივდა. ამის შემდეგ გათხოვდა ანჟუს
ფრანგ გრაფ ჟოფრუა პლანტაგენეტზე და მისგან შეეძინა მომავალი მეფე ჰენრი II 1133 წელს) და
ჰენრი I-ის დისწულ სტივენ ბლუასელს (უილიამ I-ის ქალიშვილ ადელის ვაჟიშვილი) შორის,
რომელიც 20 წელი გაგრძელდა. ჰენრი I–ის ქალიშვილი მატილდა მეფედ არ ინდომეს
ნორმანდიელმა ბარონებმა, რადგან ის გათხოვდა ნორმანდიის ძველი მტრის ანჟუს ოჯახის
წარმომადგენელზე. ამიტომ მათ ხალისით ირწმუნეს კონეტაბლ ჰუგო ბიგოს საეჭვო ჩვენება, რომ
თითქოსდა ჰენრი I–მა სიკვდილის წინ ტახტი წაართვა საკუთარ ქალიშვილს და თავის
მემკვიდრედ სტივენ ბლუასელი დაასახელა. ამ უკანასკნელმა თავისი ფიცი გატეხა, რომ
მატილდას უფლებას აღიარებდა და ჰენრის ცხედარი ჯერ კიდევ გაციებული არ იყო, როცა
ინგლისში იჩქარა და ბარონებმა ლონდონში ერთხმად მეფედ აირჩიეს. კენტერბერიის
არქიეპისკოპოსმა, მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, ის მეფედ აკურთხა 1135 წლის 22 დეკემბერს.
დაბოლოს, ის პაპმაც დაამტკიცა.

სტივენ ბლუასელი ჰენრი I–ის პოლიტიკას აგრძელებდა. ოქსფორდში ყრილობაზე მან


გამოსცა ახალი ქარტია, რომელშიც სამღვდელოებას კანონიკური არჩევნების თავისუფლებას
დაჰპირდა, ბარონებს–სამეფო ტყეებისა და ნადირობის კანონების შემსუბუქებას, ხოლო ხალხს–
დანიური გამოსაღების გაუქმებას. შესაძლებელია, მას ამის გატარება გულწრფელად სურდა,
მაგრამ შექმნილმა გარემოებამ ეს დაპირებები დაარღვია. ის იძულებული გახდა ერთდროულად
ბრძოლა საშინაო და საგარეო მტრებთან ეწარმოებინა. დასაწყისში ინგლისში შოტლანდიის მეფე
შემოიჭრა, რომელიც ბარონებმა და იორკის ლაშქარმა შეაჩერა. კაუტონ–მურთან (1138 წ.)
ბრძოლაში ინგლისელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ამ ბრძოლამ ბაირაღების
ბრძოლის სახელწოდება მიიღო. სწორედ ამ მომენტში იარაღს მოჰკიდა ხელი გლოსტერის

117
გრაფმა რობერტმა, რომელიც ჰენრი I–ის უკანონო შვილი იყო. მან ჯერ სტივენი აღიარა, ხოლო
შემდეგ ნორმანდიელი ბარონების მხარდაჭერით მატილდას უფლებები სცნო (1138 წ.). ეს უკე
სამოქალაქო ომის დაწყების ნიშანი იყო, რომელიც ამის შემდეგ 15 წელი მძვინვარებდა
ქვეყანაში. სტივენი არ იყო მოკლებული ბრძოლის უნარს. ის იყო მამაცი, დიდსულოვანი და
მოწყალე. სტივენი ცდილობდა ადმინისტრაცია იმ სახით შეენარჩუნებინა, რა სახითაც მისმა
წინამორბრედმა დატოვა. ამდენად მისი პოლიტიკა ისეთი საზიანო არ იყო, როგორც ამას
ამტკიცებენ, თუმცა შექმნილი მდგომარეობა აიძულებდა უკიდურესი პოლიტიკური
ბოროტმოქმედებისათვის მიემართა. ხაზინის შევსების მიზნით მონეტებს აყალბებდა, ქირაობდა
ბრაბანტელებს. მტრებით გარემოცულს ეშინოდა, რომ ქვეშევრდომები უღალატებდნენ.
შედეგმაც არ დააყოვნა და 1141 წელს სტივენი მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში ლინკოლნთან
ტყვედ ჩავარდა. უინჩესტერში მატილდა დედოფლად აირჩიეს, მაგრამ დამხობილ მეფეს
დამხმარე ძალები მოუვიდა და მატილდა სწრაფად გაიქცა. ის გრაფ–მარშალ ჯონის
ერთგულებამ იხსნა.

სტივენი გაპარტახებული ქვეყნის მბრძანებელი გახდა. ცენტრალური ხელისუფლების


დასუსტებით ისარგებლეს ფეოდალებმა და ქვეყანას ძარცვავდნენ. ფეოდალური ანარქია მას
შემდეგ შეწყდა, როცა 1153 წელს ორივე მტრულად განწყობილ მხარეს შორის უოლინგფორდში
კომპრომისული ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, სტივენის გარდაცვალების შემდეგ
ტახტზე ავიდოდა მატილდას მეორე ვაჟიშვილი - ჰენრი ანჟუელი ანუ პლანტაგენეტი.
ამასთანავე ბარონები ინარჩუნებდნენ იმ მიწებსა და ტიტულებს, რომლებიც მათ სამოქალაქო
ომის დროს მიიღეს. უკანონოდ მიტაცებული სამფლობელოები უკან დაუბრუნეს მის
მეპატრონეებს, ხოლო თვითნებურად აგებული ციხე–სიმაგრეები დაანგრიეს. ამავე
ხელშეკრულებით ინგლისის ეკლესიას თავისუფლების გარანტია ებოძა. ბარონებს საკუთარი
ფულის მოჭრა აეკრძალათ. ჯარისკაცებს ებრძანათ „საკუთარი დაშნები გუთნებად ექციათ, ხოლო
შუბები წერაქვებად“.

ჰენრი II ტახტზე ასვლის დროს 21 წლის გახლდათ. ის იყო ტანმაღალი, მხარბეჭიანი, ხარის
ყელი ჰქონდა, მაგარი ხელები და ძვალმსხვილი, წითური, მოკლედ შეკრეჭილი თმები, უხეში და
მკვეთრი ხმის პატრონი. მისი ნათელი თვალები ძალიან სასიამოვნო იყო სიმშვიდის დროს,
ხოლო განრისხებისას წამიერად ფართოვდებოდა და ყველაზე გამბედავ ადამიანებსაც კანკალს
აწყებინებდა. ჭამაში იყო ზომიერი, ფხიზლად ეძინა და დაუდევრად იცვამდა, უპირატესობას
ანიჭებდა ანჟუელთა მოკლე ლაბადას, ვიდრე ნორმანდიელთა გრძელ ტანსაცმელს; უყვარდა
მომსახურე ადამიანები. მკაცრი იყო თავისი ჯარისკაცების მიმართ, რომელთაც, როგორც
საკუთარ თავს, არ ზოგავდა, წუხდა დაღუპულებზე, რადგან დანაკარგი არ უყვარდა.
აუცილებელი იყო დაუცხრომელი ენერგია, მოქნილი და ფხიზელი გონება, რათა ასე ვრცელი
სახელმწიფო ემართა, რომელიც სხვადასხვა ხალხებისაგან შედგებოდა და განსხვავებულ ენებზე
ლაპარაკობდნენ. ამდენად, მისი სამფლობელო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მასში
ინგლისის გარდა შედიოდა საფრანგეთში ანჟუს სამეფო სახლის ვრცელი ტერიტორიები - ანჟუ,
მენი, ტურენი, პუატიე და შემდეგ აკვიტანია. ინგლისის მეფეებს უილიამ დამპყრობლიდან
მოყოლებული ნორმანდიაც ეკუთვნოდათ. ამდენად, ინგლისი პლანტაგენეტთა სახელმწიფოს
დიდი ნაწილი გახდა.
118
პირველი რაც ტახტზე ასვლისთანავე გააკეთა ის იყო, რომ ბრწყინვალე მრჩევლები
შემოიკრიბა, რომლებიც ყველა ბანაკიდან აიყვანა: რიჩარდ დე ლიუსი, რომელიც სტივენს
ემსახურებოდა, არქიეპისკოპოსი ტიბო, რომელიც სტივენის მტერი იყო. სტივენის ძმასთან,
ჰენრი უინჩესტერელთან მან მეგობრობა დაამყარა. წვრილ რაინდობასა და მოქალაქეებზე
დაყრდნობით ჰენრი II-მ უმალვე სასტიკად დასაჯა არეულობის გამგრძელებელი ფეოდალები,
დაშალა მათი რაზმები და არეულობის დროს მიტაცებული სამეფო ციხე-სიმაგრეები მოთხარა.
მან შერიფთა ის დიდი ნაწილი შეცვალა, რომლებიც მსხვილ მიწათმფლობელებს
წარმოადგენდნენ. მათ ადგილას ნაკლებად ცნობილი ადამიანები დანიშნა. ისინი მთლიანად
სამეფო კურიას ემორჩილებოდნენ. ე.ი. მოხდა შერიფთა „წმენდა“.

სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცებაში დიდი როლი ჰენრის გატარებულმა


რეფორმებმა შეასრულა. სენიორალური სასამართლოების ხარჯზე სამეფო სასამართლოს
კომპეტენციების გაზრდის მიზნით მან ჩაატარა სასამართლო რეფორმები. ამ თვალსაზრისით
მისი რეფორმატორული მოღვაწეობა იქითკენ იყო მიმართული, რომ სახელმწიფო იურისდიქცია
განემტკიცებინა. საუბარი ეხებოდა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებზე იურისდიქციას.
ვილანებზე ფეოდალების სასამართლო-ადმინისტრაციული ძალაუფლება მიწაზე მათი
საკუთრების განმტკიცებასთან ერთად გაძლიერდა. სასამართლო რეფორმა თანდათანობით
ტარდებოდა. სენიორალური სასამართლოდან ცალკეული საჩივრები სამეფოს კურიის
სასამართლოს გადაეგზავნა. სხვადასხვა დროს მეფემ გამოსცა ასიზები (ასიზად იწოდებოდა
სარჩელი, ასევე სარჩელის გამოძიებაზე განკარგულება). დიდი ასიზის თანახმად,
დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა უფლება, რომ თავისი სარჩელი თავისუფალ
სამფლობელოსთან დაკავშირებით ადგილობრივი სასამართლოდან სამეფო კურიის
სასამართლოში გადაეტანა და ამისათვის შესაბამისი თანხა გადაეხადა. ასევე ასიზებით
სენიორალური იურისდიქციიდან ამოღებული იქნა ყველა სისხლის სამართლის საქმე და
საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მიწაზე საკუთრებასა და ლენის მფლობელობას
ეხებოდა. ამით ფეოდალური მაგნატების პრივილეგიებს დარტყმა მიადგა. სამეფო სასამართლოს
მსახურებად ყველა თავისუფალ ადამიანს იყენებდნენ. წინანდებურად ისინი ინარჩუნებდნენ
ასეულისა და მანორალური სასამართლოს ჩვეულებებისადმი მიმართვის უფლებას. სამეფო
სასამართლო ფასიანი იყო, მაგრამ მას აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მასში იყენებდნენ
ინკვიზიციური სასამართლო წარმოების პრაქტიკას, სადაც ჭეშმარიტების დასადგენად
ორდალიებს მიმართავდნენ, მაგალითად, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მკვლელობასა და ცეცხლით
განადგურებაზე. თუ დამნაშავე გამოცდას მშვიდად გადაიტანდა, მას ქვეყნიდან აძევებდნენ.
სამეფო კურია - მუდმივ მოქმედი უმაღლესი სასამართლო ორგნო გახდა. მასში მონაწილეობას
იღებდა 5 იურისტი - 3 საერო და 2 კლირიკოსი. იგი საკასაციო წესრიგისა და ასევე
საკუთრებაზე სარჩელის ზოგიერთი კატეგორიის საქმეებს განიხილავდა. მისი იურისდიქციის
ქვეშ იმყოფებოდა ყველა უშუალო სამეფო ვასალი.

XII საუკუნის მეორე ნახევარში გამსვლელი სასამართლოების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა.


სამეფო კურიის წარმომადგენელთა გასვლები ჯერ კიდევ ჰენრი I-ის დროს არსებობდა. 1176
წლიდან სამეფო სასამართლოები ყოველწლიურად გადიოდნენ სასამართლო ოლქებში, რათა
სარჩელები განეხილათ, რომელიც უფრო მეტად დაკავშირებული იყო ტახტის ინტერესებთან.
119
სამეფო იურისდიქციის განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის
შემოღება. სამეფო ხელისუფლება თავის თავზე იღებდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე
უსაფრთხოების დაცვას და ამიტომ ყველა ადგილობრივ ძალებს დახმარებისათვის
მოუწოდებდა. ასიზების (1166-1176 წწ.) თანახმად ყოველ ასეულში ინიშნებოდა 12
სრულუფლებიანი ადამიანი და ასევე 4 თავისუფალი ადამიანი ყოველი სოფლიდან, რომლებიც
ფიცის ქვეშ შერიფსა და სამეფო სასამართლოს მიუთითებდნენ ყველა ყაჩაღზე, მძარცველზე,
მკვლელზე, ფულის გამყალბებლებზე, წამქეზებლებლებზე და მფარველებზე, რომლებიც
მოცემული ასეულის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სამეფო სასამართლო და შერიფები ამ
მონაცემების საფუძველზე აწარმოებდნენ გამოძიებას. ყველა დამნაშავის ქონება სამეფო ხაზინას
გადაეცემოდა, ხოლო ისინი სრული სამხილის შემთხვევაში სიკვდილით ისჯებოდნენ. თუ
საკმარისი მტკიცებულებები არ იყო, მაშინ ქვეყნიდან აძევებდნენ. სამეფო სასამართლოების
საქმიანობამ ხელი შეუწყო საერთო სამართლის (common law) გავრცელებას. ადგილობრივი და
სენიორული სამართლებრივი წეს-ჩვეულებების ნაცვლად საერთო სამართლებრივი ნორმები
გაჩნდა. ქვეყანაში საერთო სამართლის გავრცელებასა და სამართლებრივი ერთიანობის შექმნაში
დიდი როლი მეფეთა საკანონმდებლო საქმიანობამ შეასრულა. ერთიანი სამართლის ადრეული
გამოჩენა ინგლისში აიხსნება სამეფო ძალაუფლების ძლიერებითა და ფეოდალური
დაქუცმაცებულობის გადალახვით.

ჰენრი II-მ ასევე ჩაატარა სამხედრო რეფორმა. მანამდე არსებული ვასალთა სამხედრო
ლაშქარი გაზრდილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საზღვარგარეთ ლაშქრობისათვის
მაგნატთა თანხმობა იყო საჭირო. იმავე დროს სამხედრო კონტინგენტი ძალიან შეზღუდული
იყო. 1166 წლისათვის იგი 6400 მეომარზე მეტს არ შეადგენდა. ფეოდალური ლაშქარი
მაგნატენზე იყო დამოკიდებული. ისინი სათავეში ედგნენ ამ ლაშქარს. ასეთი არმიით
შეუძლებელი იყო ფეოდალთა აჯანყებების ჩახშობა.

XII საუკუნის II ნახევარში ინგლისის ფეოდალური ექსპანსია უელსის, ირლანდიისა და


შოტლანდიის წინააღმდეგ გააქტიურდა. გარდა ამისა, ინგლისის მეფეს მუდმივად უხდებოდა
თავისი სამფლობელოების დაცვა საფრანგეთში. აქამდე ჯარი ფეოდალებს გამოჰყავდათ. ამას
მრავალი უხერხულობა ახლდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერ ფეოდალებს მეფის
განკარგულებების შესრულება არ სურდათ. ჰენრი II-მ გადაწყვიტა, რომ ფეოდალების სამხედრო
ბეგარისათვის ბოლო მოეღო და ახლა მათგან მეომრის მაგივრად გარკვეული ფულადი თანხა
მოითხოვა. ამ ფულით, რომელსაც „ფარის“ ფული ეწოდებოდა, მეფე რაინდებს ანუ სამხედრო
რაზმებს ქირაობდა და განკარგავდა ისე, როგორც მას სურდა. სახელმწიფო მიზნებისათვის ეს
მნიშვნელოვანი ახალი წამოწყება იყო: მეფე თავისი ქვეყნის სამხედრო ძალების თავისუფალი
განმკარგულებელი გახდა. 1181 წლის ასიზით ყველა თავისუფალ ადამიანს თავისი ქონებრივი
შესაძლებლობების შესაბამისად უნდა ჰქონოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რათა მეფის
დაძახებაზე ლაშქრობაში მონაწილეობა მიეღო. ამით თითქოსდა აღსდგა დაცემის პირას მყოფი
თავისუფალი გლეხობისაგან შემდგარი ძველი ლაშქარი (ანგლოსაქსური „ფირდი“). მიუხედავად
ამისა, ამ ლაშქარს ვასალების ლაშქართან შედარებით უპირატესობა ჰქონდა, რადგან მას
მეთაურობდა სამეფო შერიფი და არა ფეოდალი ბარონი. ამასთანავე მეომარზე არ

120
ვრცელდებოდა ლენური წესი, როცა იგი ვალდებული იყო სენიორის წინაშე 40-დღიანი
სამხედრო ბეგარა შეესრულებინა.

ჰენრი II-ს ეკლესიასთან ურთიერთობაში სერიოზული შეტაკებები მოუხდა ინგლისის


პრიმასთან ანუ პირველ სასულიერო პირთან, კენტერბერიის არქიეპისკოპოსთან თომას
ბეკეტთან. ეს უკანასკნელი 1117 წელს ლონდონში დაიბადა. წარმოშობით ბეკეტი ნორმანდიელი
იყო, ხოლო შემდეგ აღმოცენდა ლეგენდა, რომ მის ძარღვებში ნახევარად სარკინოზთა სისხლი
სჩქეფდა. მამამისი მდიდარი ვაჭარი იყო, მაგრამ შემდეგ მთელი ქონება დაკარგა. თომას ბეკეტი
იყო გამხდარი და ფერმკრთალი, ჰქონდა შავი თმები, გრძელი ცხვირი და მკაცრი სახის
ნაკვთები. მისი დახვეწილი მანერები და მომაჯადოებელი მეტყველება მისი ნატურის მიმართ
დამაბნეველი გახლდათ: ეს იყო განსაკუთრებულად მგზნებარე ადამიანი, რომელმაც თავისი
საქმე ზედმიწევნით იცოდა. ის რამდენიმე ბატონს ემსახურებოდა, მაგრამ ყოველთვის ერთს:
თავიდან არქიეპისკოპოსს, შემდეგ მეფეს და ბოლოს–ღმერთს. სანამ არქიეპისკოპოსი
გახდებოდა, თომას ბეკეტი ბრწყინვალე კარისკაცი იყო, ჰქონდა კანცლერის წოდება და ჰენრი II-
ზე დიდ გავლენა ჰქონდა. მათ, როგორც ერთი თანამედროვე წერდა, „ერთი გული და ერთი
გონება ჰქონდათ“. როცა ჰენრი მეფე დაჟინებით ითხოვდა 1162 წელს თომას ბეკეტის
არქიეპისკოპოსად არჩევას, მიიჩნევდა, რომ ეს უკანასკნელი მის საეკლესიო პოლიტიკას მხარს
დაუჭერდა. სინამდვილში მეფე მოტყუვდა. გახდა ბერი და არქიეპისკოპოსი, თომას ბეკეტმა
სრულიად შეიცვალა თავისი შეხედულებები, დაივიწყა საკარისკაცო ცხოვრება და მტკიცედ
დაადგა ეკლესიის დაცვას სამეფო ხელყოფისაგან. ჰენრი II ვერ დაუშვებდა, რომ ეკლესიას
მეფისაგან დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონოდა; მეფე ითხოვდა, რომ სამღვდელოების
სასამართლო საქმე, როგორც საერო პირებისა, მეფის სასამართლოს დაქვემდებარებოდა. თომას
ბეკეტი მთელი ძალებით შეეწინააღმდეგა ხელმწიფეს.

ჰენრი II-მ ერთი კლირიკოსის საქმე თავისი მიზნებისათვის გამოიყენა. კერძოდ, საეკლესიო
სასამართლომ ერთი კლირიკოსი ძალზე მსუბუქად დასაჯა საერო დანაშაულისათვის. მაშინ
მეფემ 1164 წელს ქალაქ კლარედონში (ლონდონის დასავლეთით) ბარონებისა და ეპისკოპოსების
ყრილობა მოიწვია, რომელმაც ე. წ. კლარედონის დადგენილება შეიმუშავა. იგი საეკლესიო
სასამართლოს პრეროგატივებს ზღუდავდა და სახელმწიფოზე ეკლესიის დამოკიდებულებას
აძლიერებდა. პაპთან ინგლისელ პრელატთა აპელაცია მეფის ნებართვის გარეშე იკრძალებოდა.
ეპისკოპოსებს ეკლესიისაგან სამეფო ვასალების განკვეთა და დამოკიდებული ადამიანების მათი
ბატონების თანხმობის გარეშე სასულიერო წოდებაზე აყვანის უფლება არ ჰქონდათ. საეკლესიო
თანამდებობებზე კანონიკური არჩევნების უფლება შეიზღუდა. ეპისკოპოსებისა და აბატების
არჩევა მეფის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო. არჩეულ პირს ვასალური ფიცი უნდა დაედო.
კლირიკოსები უნდა გაესამართლებინა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო სასამართლოსაც
და კანონის მიხედვით მკაცრად უნდა დასჯილიყო.

თომას ბეკეტმა, მიუხედავად მისი დარწმუნებისა, უარი თქვა ამ დადგენილების მიღებაზე და


დატოვა სამეფო სასამართლო ყვირილით - „გამყიდველი!“. საღამოს გადაწყვიტა საფრანგეთში
გაქცევა, სადაც პაპის მხრიდან მხარდაჭერის მიღებას ცდილობდა. თომას ბეკეტმა პაპისაგან,
რომელიც ამ დროს ფრიდრიხ ბარბაროსასთან ბრძოლით იყო დაკავებული, ნამდვილი

121
მხარდაჭერა ვერ მიიღო. იმედგაცრუებული ბეკეტი ჰენრი II-ს შეურიგდა და ინგლისში
დაბრუნების უფლება მოიპოვა. ლონდონის მოსახლეობამ თომას ბეკეტი ზეიმით მიიღო და ნახა,
რომ ინგლისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა, მეფის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
ამით გაღიზიანებულმა ჰენრიმ, როგორც მოგვითხრობენ, წამოიძახა: „ნუთუ ვერავინ
მომაშორებს ამ მეტიჩარას!“ მაშინ რამდენიმე რაინდი შეიჭრა ტაძარში, სადაც თომას ბეკეტი
იმყოფებოდა და მას თავს დაესხნენ. ბეკეტი გაბედულად შეხვდა თავმდამსხმელებს, მაგრამ
რაინდებმა დაიჭირეს და ერთ-ერთმა მსახურმა მას თავი გაუპო. ეს მოხდა 1170 წელს.

თომასის სიკვდილმა დიდი ზიანი მიაყენა ჰენრი II-ს. ხალხი თომას ბეკეტს წამებულად
მიიჩნევდა; მის საფლავზე, სადაც მლოცველები მიდიოდნენ, „სასწაულები“ ხდებოდა. პაპის
ტახტი ბეკეტის მკვლელობისათვის ინგლისს ინტერდიქტით ემუქრებოდა. თვით ჰენრი მეფემ,
რომელიც შეძრწუნებული იყო მომხდარი ბოროტებით, ბეკეტის აკლდამას თაყვანი სცა და
ცოდვის გამოსყიდვის მიზნით თავი გაიშოლტა. ამის შემდეგ მეფემ კლარედონის
დადგენილებები გააუქმა. ეპისკოპოსებისა და აბატების არჩევის თავისუფლება აღსდგა.

აქვე საინტერესოა ორი ანალოგიური მოვლენა შევადაროთ ერთმანეთს: როგორც ვიცით,


XIV საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მეფეს ფილიპ IV-ს პაპობასთან ბრძოლაში ფრანგმა
ხალხმა მეფეს დაუჭირა მხარი, ხოლო ინგლისში ხალხმა მხარი თომას ბეკეტს დაუჭირა. ეს
მიუთითებს იმაზე, რომ საფრანგეთი უკვე XIV საუკუნის დასაწყისისათვის მტკიცე
ხელისუფლების მქონე სახელმწიფოს წარმოადგენდა და ფრანგი ერის ცნობიერებაში უცხოს,
მოცემულ შემთხვევაში რომის პაპის, ჩარევა საწყენი იყო. ინგლისში კი XII საუკუნის მეორე
ნახევარში ჯერ კიდევ სამეფო ხელისუფლებას ყველა თავისი ინტერესი დამორჩილებული არ
ჰქონდა და აქ საეკლესიო ცხოვრება რომის ეკლესიის გავლენით ვითარდებოდა.

XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ირლანდიის დაპყრობა. ის ის იყო, რომ ამ


დროისათვის აქ ფეოდალიზმი ისახებოდა, ჯერ კიდევ ძლიერი იყო კლანური წყობა და
პირველყოფილი ურთიერთობების გადმონაშთები. ინგლისელმა ბარონებმა ისარგებლეს
ირლანდიელი კლანების ბელადთა შინაომებით და 1169-1170 წწ. ირლანდიაში ილაშქრეს. აქ
1170 წელს თავისი ჯარებით ჰენრი II მივიდა. მან დაამარცხა ირლანდიელი ბელადები და
აიძულა მისი „უზენაესი მმართველობა“ ეცნოთ. ინგლისელმა ბარონებმა ხელთ იგდეს
კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და აქ შექმნეს გამაგრებული რაიონი, რომელსაც
მოგვიანებით „პეილი“ (სიტყვასიტყვით - შემოზღუდული ტერიტორია, ზღუდე) ეწოდა.

დაბოლოს, დიდ მეფედ წოდებისათვის ჰენრი II–ს, შესაძლებელია არ ჰყოფნიდა


თავშეკავებულობა, საჭირო მომენტში საკუთარი თავის ხელში აყვანის ნება; მიუხედავად ამისა,
მისი მეფობა შესანიშნავი იყო. მისი ძალისხმევა ანჟუელთა ვრცელი სახელმწიფოს ორგანიზების
თვალსაზრისით, ნათლად მოწმობს მეფის დიდ გონებას და ამ სახელმწიფოს დაშლა ჰენრის
ბრალი სულაც არ იყო. მისმა კანონმდებლობამ საუკუნეს გაუძლო. მას დამცირებული სამეფო
ხელისუფლება ერგო, ხოლო იმდენად ძლიერი დატოვა, რომ მან ორი სულელის მეფობასა და
რევოლუციას გაუძლო. ეს ტირანი, რომელსაც სიცოცხლეშიც კი ვერ იტანდნენ და სიკვდილის
შემდეგ ადანაშაულებდნენ, ინგლისის დიდ დამაარსებლებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

122
ჯონ უმიწაწყლოს მმართველობის კრიზისი. ჰენრი II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე
ავიდა მისი შვილი რიჩარდ I ლომგული (1189-1199 წწ.). ინგლისის ტახტზე არჩევისთანავე მან
მონაწილეობა მიიღო მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში; პალესტინიდან უკან მომავალი მეფე
ტყვედ ჩაუვარდა მის მტერს ავსტრიის ჰერცოგს, რომელმაც ის გერმანიის იმპერატორს ჰაინრიხ
VI-ს (ფრიდრიხ I ბარბაროსას ძე) გადასცა. რიჩარდის ინგლისში არ ყოფნის დროს მის ძმას ჯონს
ტახტის დაკავება სურდა, მაგრამ მის მიერ მოწყობილი აჯანყება ჩაახშვეს და რიჩარდი 1194
წელს ინგლისში დაბრუნდა. იმავე წლის 17 აპრილს მოხდა მისი მეორე კორონაცია
უინჩესტერში.

დიდი გამოსასყიდის ფასად (150 ათასი მარკა, რაც ინგლისის სამეფოს ორი წლის
შემოსავალს შეადგენდა) ინგლისში დაბრუნებული რიჩარდ II ქვეყნის საზღვრების
განმტკიცებას შეუდგა. ძირითად მოწინააღმდეგედ საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი
რჩებოდა და ამიტომ თავის ძმას ჯონს შეურიგდა. საფრანგეთთან ბრძოლები გარდამავალი
წარმატებებით მიმდინარეობდა. 1199 წლის 26 მარტს ლიმუზენში (ფრ. Limousine - საგრაფო
საფრანგეთში; თანამედროვე ზემო ვიენა და კორეზი. მთავარი ქალაქი ლიმოჟი) ციხე-სიმაგრე
შალიუ-შაბროლის ალყისას ფრანგი რაინდის პიერ ბაზილის მიერ გამოსროლილი არბალეტის
ჭანჭიკით ყელში დაიჭრა და 6 აპრილს სისხლის მოწამვლით დედამისის ალეონორის ხელში
დალია სული. დაკრძალულია საფრანგეთში ფონტევროს სააბატოში მამამისის გვერდით.

რიჩარდ I-ს კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდა და ტახტი მისი ძმის ჯონ უმიწაწყლოს (1199-
1216 წწ.) ხელში გადავიდა. უიღბლო და ცბიერი ჯონ უმიწაწყლოს მმართველობამ
საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტთან ბრძოლაში ჩაიარა. როგორც ვიცით, ფილიპ II-მ
ინგლისის მეფეს ნორმანდია, ანჟუ და პუატიე წაართვა (1202-1204 წწ.). ამ მიწების დაბრუნება
მეფე ჯონმა და მისმა მოკავშირეებმა ლაროშ-ო-მუანთან ბრძოლაში სცადეს, მაგრამ
დამარცხდნენ და საბოლოოდ ამ მისწრაფებას გამოემშიდობნენ. მმართველობის ბოლოს ის
ინგლისში მხოლოდ აკვიტანიას ფლობდა, რომელიც დედამისს ეკუთვნოდა. ამ სამხედრო
წარუმატებლობასთან ერთად ჯონ უმიწაწყლო (1207 წელს) წაეკიდა რომის პაპ ინოკენტი III-ს,
რადგან არ სურდა კენტერბერიის არქიეპისკოპოსად პაპის რჩეული და მეგობარი სტივენ
ლანგტონი დაენიშნა. განრისხებულმა პაპმა ინგლისს ინტერდიქტი დაადო. ეკლესიები დაიხურა
და მისი ზარები არ რეკავდნენ. ქვეყანაში საეკლესიო ცხოვრება შეწყდა. შემდეგ პაპმა მეფე
ეკლესიიდან განკვეთა. ბოლოს გამოსცა ბულა (1212 წ.) ტახტიდან მისი გადაყენებისა და
ინგლისის ტახტის საფრანგეთის მეფის ფილიპ II-თვის გადაცემის შესახებ. ჯონ უმიწაწყლო
რამდენიმე ხანი პაპის ამ ზომებს ყურადღებას არ აქცევდა და უწინდელ პოლიტიკას
აგრძელებდა. ქვეშევრდომთა აჯანყების შიშით ჯონ უმიწაწყლომ 1213 წელს პაპის წინაშე
კაპიტულაცია გამოაცხადა: თავი პაპის ვასალად აღიარა და ყოველწლიურად 1000 ვერცხლის
მარკის („წმინდა პეტრეს დინარი“) გადახდა ივალდებულა. ამ სამარცხვინო აქტმა კიდევ უფრო
გააძლიერა ოპოზიცია. 1214 წელს ბუვინთან ბრძოლაში ჯონ უმიწაწყლო სასტიკად დამარცხდა.
1215 წლის გაზაფხულზე ბარონებმა რაინდობისა და მოქალაქეების მხარდაჭერით მეფის
წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ლონდონელებმა მათ ქალაქის ჭიშკარი გაუღეს. მეფე იძულებული
გახდა, რომ აჯანყებულ ბარონთა მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და 1215 წლის 15 ივნისს

123
რენიმედის დაბლობზე ხელი მოაწერა ე.წ.” თავისუფლებათა დიდ ქარტიას” (Magna Charta
Libertatum).

თავისუფლებათა დიდი ქარტიის მუხლების დიდი ნაწილი ბარონებისა და საეკლესიო


ფეოდალების ინტერესებს გამოხატავდა. მასში დეტალურად ჩამოთვლილი იყო ის დარღვევები,
რომელიც მეფემ, როგორც ფეოდალთა სიუზერენმა, სამართლის მიმართ გამოიჩინა და
ითხოვდნენ, რომ მან ეს უკანონო პრაქატიკა შეწყვიტოს. მეფემ ივალდებულა, რომ საეკლესიო
არჩევნების თავისუფლებას დაიცავდა; ჰპირდებოდა, რომ თავისი უშუალო ვასალებისაგან
ჩვეულებით დადგენილზე მეტ მძიმე გადასახადებს არ აიღებდა; ასევე მეფემ ივალდებულა, რომ
„სამეფოს საერთო საბჭოს“ თანხმობის გარეშე თავისი უშუალო ქვეშევრდომებისაგან არ აკრეფდა
შესაწევარს და „ფარის ფულს“. ამ საბჭოს შემადგენლობაში ძირითადად უნდა შესულიყვნენ
მეფის უშუალო ქვეშევრდომები, ე.ი. ძირითადად ბარონები. ბარონებს, სხვა წოდებებისაგან
განსხვავებით, შეეძლოთ მხოლოდ მათთან გათანაბრებული წოდების - პერების გასამართლება.
მეფემ ივალდებულა, რომ არ დაიჭერდა ბარონებს, მათ ქონებას არ ჩამოართმევდა, პერთა
კანონიერი განაჩენის გარეშე ბარონებს კანონგარეშედ არ გამოაცხადებდა. ჰენრი II-ის შემდეგ
დამტკიცებული კანონი, რომელიც მეფეს სენიორალური სასამართლოს იურისდიქციაში ჩარევის
უფლებას ანიჭებდა, უქმდებოდა. მეტად მძიმე ჯარიმები აიკრძალა. ბოლოს, ამ ქარტიიის
შესრულებაზე ზედამხედველად ირჩევდნენ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში 25 ბარონი
შედიოდა. მეფის მხრიდან ქარტიის დარღვევის შემთხვევაში ბარონებს მის წინააღმდეგ ომის
დაწყება შეეძლოთ. ქარტიაში ამ პირობის ჩართვა იმით იყო გამოწვეული, რომ ჯონ უმიწაწყლოს
არავინ ენდობოდა.

რაინდობასა და თავისუფალი გლეხობის ზედა ფენას ქარტიამ ცოტა რამ მისცა. ბარონებსა და
მეფეს რაინდთა ფეოდების მფლობელებისაგან წესით დადგენილზე მეტი სამსახურისა და
ფეოდალური გადასახადის მოთხოვნა აეკრძალა. ყველა თავისუფალი ადამიანი სამეფო
მოხელეების ბოროტმოქმედებისა და ზომაზე მეტი ჯარიმებისაგან დაცული ხდებოდა; მათთვის
ქარტია ჰენრი II-ის მიერ შემოღებულ სასამართლო წესრიგს ძალაში ტოვებდა. რაც შეეხება
ქალაქებს, ქარტიამ ლონდონისა და სხვა ქალაქების უკვე არსებული თავისუფლებები
დაადასტურა. ქალაქელებისათვის განსაკუთრებით საძულველი გადასახადი - ტალია (tallagium)
არ შეზღუდულა. ზომა-წონის ერთიანი სისტემა დაწესდა. ქარტიამ ინგლისში უცხოელ ვაჭრებს
თავისუფალი შესვლისა და გასვლის უფლება მიანიჭა. ეს ღონისძიება, მართალია, საგარეო
ვაჭრობას ხელს უწყობდა, მაგრამ იგი ხელსაყრელი არ იყო ქალაქელებისათვის, რადგან მათ
მონოპოლიას არღვევდა. ინგლისელი ხალხის ძირითად მასას - ვილანებს - დიდმა ქარტიამ
ვერანაირი უფლებები მიანიჭა.

ბარონების დაშლის შემდეგ ჯონ უმიწაწყლომ უარი თქვა ქარტიის შესრულებაზე და ჯარის
შეგროვება დაიწყო. ასევე პაპ ინოკენტი III-საგან მიაღწია იმას, რომ ამ უკანასკნელმა ქარტია
ძალადაკარგულად სცნო და ბარონები ეკლესიისაგან განკვეთა. ბარონებმა მეფე ტახტიდან
ჩამოგდებულად გამოაცხადეს და ტახტი საფრანგეთის მეფე ფილიპ II - ავგუსტის შვილს ლუის
(შემდეგში ლუი VIII) შესთავაზეს. ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც 1216 წლის
ოქტომბერში ჯონ უმიწაწყლოს გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.

124
დასკვნა. თავისუფლებათა დიდი ქარტია პრაქტიკაში არ განხორციელებულა, მაგრამ მან
ინგლისის მომდევნო ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა. მსგავსი დოკუმენტები ადრეც
შეიქმნა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინგლისის მეფემ იძულებით ხელი მოაწერა
ქარტიას. საბოლოოდ ქარტიამ კარი გაუღო მომავალ კონსტიტუციურ მონარქიას და
დემოკრატიის მარცვალი დათესა. თუმცა ჯონ უმიწაწყლომ დაუყოვნებლივ უარი თქვა ქარტიის
პირობების შესრულებაზე, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.

ჰენრი III-ის (1216-1272 წწ.) საშინაო პოლიტიკა. ბარონებმა მეფედ ჯონ უმიწაწყლოს 9
წლის შვილი ჰენრი აღიარეს. ბარონთა ჯგუფს სათავეში ედგნენ უილიამ მარშალი, ერლ
პემბროკი და ჰუბერტ დე ბურგი. ისინი ქვეყანას მეფის სახელით მართავდნენ. ბარონებმა, როცა
ახალი მეფისაგან „ქარტიის“ დადასტურება (1217 წ.) მიიღეს, ბრძოლა შეწყვიტეს და იარაღი
დაყარეს. ფრანგთა ინტერვენცია, რომელიც მათ დახმარებას ითვალისწინებდა, წარუმატებლად
დამთავრდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით მშვიდობა მერყევი დარჩა. ბარონთა ოპოზიცია,
როგორც კი დარწმუნდა საკუთარ ძალაში, ნაკლებად ემორჩილებოდა სამეფო ადმინისტრაციას.
მათ მეფის გაკონტროლების მიზნით რაინდობისა და ასევე ქალაქების სახით დროებითი
მოკავშირეები იპოვეს. კორუფციამ და თვითნებობამ სუსტი და უხასიათო მეფის ხელში
უმაღლეს დონეს მიაღწია. მეფე მთელი სიცოცხლე მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. განსხვავება
მხოლოდ ის იყო, რომ დაქორწინების შემდეგ მეფე მისი ფრანგი მეუღლის ახლო ნათესავთა
გარემოცვის ქვეშ იმყოფებოდა. მოხერხებული და ლაზათიანი ფრანგები ქვეყანაში
მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდნენ. ეს ქვეყნის ხაზინისათვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. რომის
პაპმა კი ინგლისი თავის მამულად, შემოსავლების წყაროდ აქცია. ყოველივე ამას ინგლისელთა
გაღიზიანება მოჰყვა.

წარუმატებელი იყო მეფის საგარეო პოლიტიკაც. 1224 წელს პუატიეს, რომელიც


საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ს ჰქონდა მიტაცებული, დაბრუნების მცდელობა წარუმატებელი
აღმოჩნდა, რაც მეფის მმართველობით უკმაყოფილებას იწვევდა. როცა ჰენრი III-მ პაპის
წაქეზებით სიცილიის სამეფოს დაპყრობა დაგეგმა და ამისათვის 1258 წელს ქვეყნის
შემოსავლების მესამედი ნაწილი მოითხოვა, ქვეყანაში აფეთქება გარდაუვალი გახდა.
შეიარაღებული ბარონები სასახლეში მიიჭრნენ მოთხოვნით: „ყველა ფრანგი გათავისუფლდეს
თანამდებობიდან“. ეს გამოიხატა ფორმულაში -„ინგლისი ინგლისელებისათვის“. პირველ რიგში
ეს ნიშნავდა ქვეყნიდან უცხოელების–ფრანგებისა და იტალიელების გაძევებას, რომლებიც
მდიდარ საეკლესიო ბენეფიციებს დაეუფლნენ. ამასთან ერთად ოპოზიცია მოითხოვდა დიდი
ხარჯების გაწევის შემცირებას იმ ავანტურუსტიულ ძალებზე, რომელიც ინგლისის ინტერესებს
არ პასუხობდა, ასევე პაპის კურიის მუდმივი ფინანსური გამომძალველობისაგან
გათავისუფლებას. მეფე ჰენრი თავისი მეუღლისა და რომის პაპის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
მის დროს ინგლისი პაპის კურიის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა. ამიტომ, როდესაც 1257
წელს ჰენრიმ დაარწმუნა რომის პაპი მიეღო სიცილიის ტახტი თავისი შვილი ედმუნდისათვის
და საბჭოსაგან მოითხოვა სახსრები, რათა ჰოჰენშტაუფენებისაგან სიცილია წაერთმია,
დაპირისპირებამ თავის აპოგეას მიაღწია. ბარონებმა უარი თქვეს ფულის გაღებაზე და მეფეს
განუცხადეს, რომ მეტად არ სურთ მოხელეეებისა და კამარილიის თვითნებობის მოთმენა. მეფე
გამოსავალს ვერ ხედავდა და იძულებული გახდა რეფორმების გზას დასდგომოდა. ბარონები
125
მეფეს არ ენდობოდნენ, 1258 წლის 11 ივნისს შეიკრიბნენ ოქსფორდში და მას 29 პუნქტისაგან
შემდგარი პეტიცია წარუდგინეს. კრება ძალზე ბობოქარ პირობებში მიმდინარეობდა და მან
შემდეგში „ცოფიანი პარლამენტის“ სახელწოდება მიიღო. კრებამ ოქსფორდის პროვიზიები“
დაამტკიცა და ქვეყანაში ბარონთა რეჟიმი დაამყარა.

ბარონებმა „24-თა კომიტეტი’“ აირჩიეს, რომელსაც მათ მიერ წარმოდგენილი


რეფორმები უნდა განეხორციელებინა და „15-თა საბჭო“, რომელსაც მთავრობა მუდმივი
კონტროლის ქვეშ უნდა ჰყოლოდა. გააძევა რა ქვეყნიდან უცხოელები და სამეფო
ადმინისტრაციაზე დაამყარა კონტროლი, „15-თა საბჭომ’ ვერაფერი გააკეთა დაბალი წოდების
მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ქვეყანაში უხეში ძალების თვითნებობა გრძელდებოდა.
უცხოელებთან ბრძოლის გამო ბარონები მოსახლეობას ძარცვაცდნენ და სახელმწიფოს მთელ
ტვირთს ხალხთა მასებს აკისრებდნენ. ბარონთა ოლიგარქიის ბატონობამ რაინდთა, მოქალაქეთა
და მოსახლეობის სხვა ფენების უკმაყოფილება გამოიწვია. „15-თა“ საჭოსადმი გადაცემული
„ბაკალავრთა“ პეტიცია (ასეე უწოდებდნენ ინგლისელ თავადაზნაურებს) ახალი მთავრობის
მიმართ საჩივრებს შეიცავდა, რომლებიც თავიანთ დაპირებებს არ ასრულრებდნენ და მხოლოდ
მაგნატთა ვიწრო ინტერესებს იცავდნენ. ბარონთა ოლიგარქია იძულებული გახდა ზოგიერთ
დათმობაზე წასულიყო. 1259 წელს გამოიცა ვესტმინსტერტის პროვიზიები, რომელმაც
დაადგინა წვრილი ვასალების გარანტიები მათი სენიორების მიმართ და ადგილობრივი
ორგანოების სამართლის წარმოებაში ზოგიერთი გაუმჯობესება შეიტანა. „მცირე ადამიანების“
(რაინდთა) რამდენიმე წარმომადგენელი სამეფო საბჭოში შეიყვანეს. თავადაზნაურობამ
ადგილობრივ სამეფო ადმინისტრაციაზე ფაქტობრივი კონტროლი დააწესა. ყოველ საგრაფოში
ოთხ ადგილობრივ რაინდთა კომისია იქმნებოდა, რომელიც ადგილებზე შერიფისა და მთელი
სამეფო ადმინისტრაციის საქმიანობას ადევნებდა თვალს. ბოროტმოქმედებებზე მის მიერ
შეგროვილი მასალები ინგლისის მთავარ სასამართლოს გადაეცემოდა, რათა მას დამნაშავეები
პასუხისმგებლობაში მიეცა. შერიფის თანამდებობა არჩევითი გახდა. მისი ყოველწლიური
გადარჩევა უკიდურესად შეზღუდულ პირთა რაოდენობის გამო ძალზე რთულ პროცედურას
წარმოადგენდა. შერიფებს ჯამაგირი დაენიშნათ. ამ დათმობებმა ბარონთა ოლიგარქიის
ყოვლისშემძლეობა ვერ შეარყია და უკმაყოფილების მიზეზები ვერ აღმოფხვრა. გამიჯვნა არა
მხოლოდ ოპოზიციურ ელემენტებს შორის გრძელდებოდა, არამედ თვით ბარონებს შორისაც.
იგივე მოხდა „15-თა“ საბჭოშიც, სადაც ორი ჯგუფი შეინიშნებოდა: ერთს სათავეში ედგა
გლოსტერის გრაფი გილბერტ დე კლერი, რომელიც წმინდა ოლიგარქიულ პროგრამას უჭერდა
მხარს და მეორეს - ლესტერის გრაფი სიმონ დე მონფორი (ალბიგოელთა წინააღმდეგ
ჯვაროსნული ლაშქრობის ცნობილი წინამძღოლის შვილი, წარმოშობით ფრანგი,
დაქორწინებული იყო ჰენრი III-ის დაზე და ლესტერის გრაფის ტიტულს ატარებდა).

ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მსვლელობისას სამი ბანაკი შეიქმნა: მეფის მომხრეები,


რომელთაც მიეკუთვნებოდნენ უცხოელი და ინგლისელი ფეოდალების წრისაგან შემდგარი
სამეფო კარის წრეები, ზომიერი ოპოზიცია, რომელთაც ბარონთა უდიდესი ნაწილი ემხრობოდა
და მტკიცე პოლიტიკური გარდაქმნების მომხრეები, რომლებიც ფეოდალ მიწათმფლობელთა და
ქალაქის ზედაფენის ინტერესებში მოქმედებდნენ. ამ ჯგუფში, გარდა ბარონთა ზოგიერთი
ნაწილისა სიმონ დე მონფორით სათავეში, შედიოდნენ რაინდები, ქალაქის ზედაფენა და
126
შეძლებული ფრიჰოლდერები. ქვეყანაში პოლიტიკური ძალების გამიჯვნა საბოლოო ჯამში
განპირობებული იყო იმით, დარჩებოდა თუ არა ინგლისი ფეოდალურ მონარქიად ოლიგარქიის
განუსაზღვრელი ბატონობით თუ გახდებოდა წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქია,
სადაც პოლიტიკური გავლენით ისარგებლებდნენ ფეოდალური საზოგადოების
პრივილეგირებული ფენები. სამეფო თვითნებობის წინააღმდეგ გამოსული არც ერთი
დაჯგუფება ფეოდალური წყობილების ჩარჩოდან არ გამოდიოდა. თითოეული ჯგუფი
ითხოვდა, რომ ქვეყნის პოლიტიკური განვითარება ახალი მიმართულებით წასულიყო.ზომიერი
ოპოზიციის წარმომადგენლები მიისწრაფოდნენ, რომ უცხოური წარმოშობის კამარილია
ჩამოეშორებინათ და მათი ადგილები დაეკავებინათ. საშუალო და წვრილი ფეოდალები და
ქალაქის ზედაფენა წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნისათვის იბრძოდა, რადგან მის გარეშე
მათ სახელმწიფოში პოლიტიკური გავლენა არ ექნებოდათ.

„ბარონთა ომის“ დასაწყისი. მეფე ცდილობდა, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში არსებული


უთანხმოებით ესარგებლა და ზომიერი ელემენტების მხარდაჭერით განუსაზღვრელი
ძალაუფლება აღედგინა. ჰენრი III საფრანგეთის მეფე ლუი IX-სთან გაემგზავრა და ბარონებთან
არსებულ დავაში მის სასარგებლოდ მედიატორობა სთხოვა, მაგრამ ამან მდგომარეობა ვერ
იხსნა. მეფის მიერ „ოქსფორდის პროვიზიის“ გაუქმებამ ბარონები უფრო შეაკავშირა და 1263
წელს სამოქალაქო ომი დაიწყო. ოპოზიციას სათავეში ჩაუდგა სიმონ დე მონფორი, რომელიც არა
მხოლოდ ბარონებს, არამედ რაინდთა, თავისუფალ გლეხთა და ქალაქის მოსახლეობის ფართო
ფენებს ემყარებოდა. მრავალ ქალაქში გააფთრებული საშინაო ბრძოლის შედეგად სავაჭრო
ოლიგარქია დაამხეს. საშუალო და ქალაქის ღარიბი ფენები მონფორს აქტიურად უჭერდნენ
მხარს. ლონდონელებმა მონფორს დასახმარებლად 15-ათასიანი ლაშქარი გაუგზავნეს. 1264 წლის
17 მაისს ლიუისთან ბრძოლაში მეფის ჯარი დამარცხდა და ჰენრი III თავის ვაჟიშვილ
ედუარდთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მონფორი ქვეყნის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა,
რომელიც ბარონებს არ ენდობოდა და ქვეყანას რაინდებზე და მისადმი ერთგულ ქალაქებზე
დაყრდნობით მართავდა.

მონფორმა ხელი მოკიდა სახელმწიფოს მოწყობას და ფორმალურად დატყვევებული მეფის


სახელით 1265 წლის იანვარში გასცა განკარგულება, რომ მოეწვიათ დამფუძნებელი
პარლამენტი, რომელსაც უნდა დაედგინა ინგლისის დროებითი კონსტიტუცია. კრებაზე დიდი
ბარონებისა და პრელატების გარდა ყოველი საგრაფოდან მოწვეული იყო ორი რაინდი და ორი
მოქალაქე უფრო მნიშვნელოვანი ქალაქებიდან. ამით ინგლისში საფუძველი ჩაეყარა წოდებრივ-
წარმომადგენლობით კრებას ანუ პარლამენტს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში XIII
საუკუნის ბოლოს განმტკიცდა.

სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლება სამი პირის ხელში გადადიოდა, რომელსაც


პარლამენტი ირჩევდა. ისინი მეფის თანხმობით 9 მრჩეველს დანიშნავდნენ და მთავრობის
საკანონდებლო და აღმასრულებელ საქმიანობას გააკონტროლებდნენ. ამ მრჩევლების
თანხმობის გარეშე მეფეს არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი მინისტრეები - იუსტიციარები,
კანცლერი, ხაზინადარი და სხვა თანამდებობის პირები დაენიშნა. „სახელმწიფოს მომწყობი“

127
სამი პირის სახით აირჩიეს სიმონ დე მონფორი, გლოსტერის გრაფი და ჩესტერის ეპისკოპოსი
სტივენ ბერკსტედი. ფაქტობრივად სიმონ დე მონფორის დიქტატურა დამყარდა.

1265 წელს მოიწვიეს პარლამენტი, რომელსაც ინგლისის ისტორიაში პირველ


პარლამენტად მიიჩნევენ. წინანდელი სახელმწიფო კრებებისაგან (მათაც ხშირად პარლამენტს
უწოდებდნენ) განსხვავებით ახალი პარლამენტი შედარებით მთელ ქვეყანას წარმოადგენდა. მის
სხდომებში თითოელი საფრაფოდან 2 რაინდი და თითოელი ქალაქიდან -2 წარმომადგენელი
მონაწილეობდა. მასში დიდებულები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი. პარლამენტში
მხოლოდ მოწვეულნი იყვნენ სიმონ დე მონფორის მომხრეები, მათ შორის - ერთი
არქიეპისკოპოსი, 12 ეპისკოპოსი, 5 გრაფი და 28 ბარონი. საშუალო სამღვდელოება უფრო
სრულად იყო წარმოდგენილი (105 კაცი). ეს პარლამენტი ორი თვე ატარებდა სხდომებს. მეფის
მოწინააღმდეგეებს შორის განხეთქილება მოხდა. ბარონთა ზომიერი ელემენტები, რომლებიც
მეფესთან კომპრომისს ეძებდნენ, განუდგნენ მონფორს და მხარი სამეფო პარტიას დაუჭირეს. მას
სათავეში ტყვეობიდან გამოქცეული უფლისწული ედუარდი ჩაუდგა. 1265 წლის 4 აგვისტოს
ივზემთან ბრძოლაში მონფორი დამარცხდა და ბრძოლის ველზე დაიღუპა.

ქვეყანაში ფორმალურად წინანდელი წესრიგი აღსდგა, რომელიც 1258 წლამდე არსებობდა.


სამოქალაქო ომმა ბარონთა პოზიციები დაასუსტა და ფეოდალური საზოგადოების საშუალო
ფენის - რაინდებისა და მდიდარი მოქალაქეების გავლენა გაზარდა. ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში მათ მნიშვნელოვანი როლის თამაში დაიწყეს და მონარქიაც იძულებული გახდა ამ
ფენისათვის ანგარიში გაეწია. მათი გავლენის ცენტრი პარლამენტი იყო. ჰენრი III-მ 1266 წლის
ორდონანსით, რომელიც ბარონებმა მოიწონეს, სრულად აღადგინა სამეფო ხელისუფლების
პრეროგატივები. ყველაფერი, რაც „15-თა“ საბჭომ შემოიღო, შემდეგ სიმონ დე მონფორმა,
გაუქმებულად გამოაცხადა. მაგრამ ქვეყანის პოლიტიკურ ძალთა განლაგებაში დიდი
ცვლილებები მოხდა და მონარქია იძულებული იყო მისთვის ანგარიში გაეწია. ყველაფერზე
ხმამაღლა უარის თქმა 1258-1265 წლების შემდეგ შეუძლებელი იყო.

1267 წელს მალბოროში მოწვეულმა პარლამენტმა 1259 წლის ვესტმინსტერის პროვიზიები


რამდენადმე შეკვეცილი სახით დაამტკიცა. ამასთან ერთად აღსდგა მხოლოდ საგრაფოების
შერიფებისა და მოხელეების მეფეზე აბსოლუტური დაქვემდებარება. ამასთან დაკავშირებით
ძალზე ნიშანდობლივია თვით პარლამენტის ბედი. მართალია, სიმონ დე მონფორი დაიღუპა და
მისი ხსოვნა როიალისტების მხრიდან სამუდამოდ იქნა დაწყევლილი, მაგრამ მისმა საქმემ
არსებითად გაიმარჯვა.

ედუარდ I-ის კანონმდებლობა. პარლამენტი საბოლოოდ ედუარდ I-ის (1272-1307 წწ.)


დროს ჩამოყალიბდა. ამ დროიდან ინგლისის ფეოდალურმა სახელმწიფომ წოდებრივი
მონარქიის ფორმა მიიღო. პარლამენტის შექმნამ კიდევ უფრო განამტკიცა ფეოდალური
სახელმწიფო. მასზე დაყრდნობით მეფე აქტიურ საშინაო პოლიტიკას ატარებდა. ამავე დროს იგი
შეიცავდა საფრთხეს იმ მხრივ, რომ საერო და სასულიერო არისტოკრატიას სამეფო
ხელისუფლებაზე დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდა. ამიტომ ედუარდ მეფემ მსხვილი
ფეოდალების სასამართლო პრივილეგიები ნაწილობრივ გააუქმა. ასევე ეკლესიას მეფის

128
თანხმობის გარეშე მიწების შეძენა აეკრძალა. ედუარდ I-სა და მის მომხრეებს პარლამენტი
მსხვილი ფეოდალების საპირწონედ სჭირდებოდა. პარლამენტი მეფეს აძლევდა საშუალებას,
რომ რაინდობასა და ქალაქის ზედაფენას დაყრდნობოდა. პარლამენტის მიერ დამტკიცებული
სუბსიდიების ამოღება უფრო ადვილად ხდებოდა, ვიდრე უწინდელი თვითნებური
გადასახადებისა.

თავისი სტრუქტურით ინგლისის პარლამენტი საფრანგეთის გენერალური შტატებისაგან


განსხვავდებოდა. მასში მეფის პირადი წერილების საფუძველზე იწვევდნენ არქიეპისკოპოსებს,
ეპისკოპოსებს, დიდი მონასტრის აბატებსა და ბარონებს. გარდა ამისა, აქ იწვევდნენ ყოველი
საგრაფოდან 2 რაინდს და 2 მოქალაქეს ყველაზე დიდი ქალაქებიდან. რაინდებსა და ქალაქის
წარმომადგენლებს საგრაფოს ადგილობრივ კრებებზე ირჩევდნენ. თავისუფალი გლეხობა და
ქალაქის ღარიბობა პარლამენტში წარმოდგენილი არ ყოფილა. ვილანებს არჩევნებში
მონაწილეობა ეკრძალებოდათ. 1295 წელს მოწვეულმა ამ პარლამენტმა „სანიმუშო პარლამენტის“
სახელწოდება მიიღო.

მოსახლეობის დაბეგვრის საკითხს მეფე პარლამენტს უთანხმებდა, მაგრამ ხანდახან


გადასახადის აკრეფა და გადიდება პარლამენტის თანხმობის გარეშეც ხდებოდა.
გამომძალველობამ რაინდობისა და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც მხარი
ბარონებმაც დაუჭირეს. 1297 წელს ახალი კონფლიქტის შიშით ედუარდ I-მა გამოსცა „ქარტიის
დამოწმება“, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა პარლამენტის უფლება, მონაწილეობა მიეღო
გადასახადების დაწესებაში. ასე რომ, პარლამენტისათვის ფინანსური პრეროგატივის მინიჭება
თვით ამ ოგრანოს პოლიტიკური გავლენისა და სიძლიერის წყაროდ იქცა.

XIV საუკუნის პირველ ნახევარში პარლამენტი ორ პალატად გაიყო: ზედა - ლორდთა პალატა,
სადაც სხდომებს პრელატები და ბარონები ატარებდნენ და ქვედა - თემთა პალატა, სადაც
სხდომებს რაინდები და ქალაქების წარმომადგენლები ატარებდნენ. მათ ბარონებთან
შედარებით რიცხობრივი უპირატესობა გააჩნდათ. პარლამენტში რაინდობისა და ქალაქების
ზედა ფენის მტკიცე კავშირი, სხვა ქვეყნების წოდებრივ-წარმომადგენლობით კრებებთან
შედარებით, ინგლისში დიდი პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა. XIV საუკუნეში
პარლამენტმა გადასახადების დაწესების უფლებასთან ერთად სტატუტების (კანონების)
გამოცემაში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. თემთა პალატის პეტიციის მიხედვით კანონების
გამოცემაში ჩვეულებრივ მონაწილეობდა მეფე და ლორდთა პალატა.

პარლამენტისა და წოდებრივი მონარქიის წარმოშობა ინგლისის პოლიტიკური


ცენტრალიზაციის წარმატებას მოასწავებდა. კერძოდ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა საერთო
სახელმწიფოებრივ- წოდებრივი ჯგუფები - ბარონები, რაინდობა და მოქალაქეები. თავის მხრივ
პარლამენტის წარმოშობა ხელს უწყობდა ფეოდალური სახელმწიფოს განმტკიცებას.
პარლამენტი უდაოდ პროგრესულ როლს ასრულებდა, რადგან იგი ფეოდალური ფენის ყველაზე
რეაქციული ძალის–ბარონების პოლიტიკურ უფლებებს ზღუდავდა და მეფის პოლიტიკას
იმდროინდელი უფრო მოწინავე ძალების -რაინდობისა და ქალაქის ზედაფენისკენ მიმართავდა.
პარლამენტში ქალაქების წარმომადგენელთა დაშვება თავის მხრივ ქალაქის წოდებების მზარდ
მნიშვნელობაზე მოუთითებდა.
129
ედუარდ I აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეწეოდა. 1282-1283 წწ. ედუარდ მეფემ დაიპყრო
და ინგლისს შემოუერთა უელსი. უელსელ ფეოდალთა მიწები თავის ბარონებს დაურიგა. 1296
წელს ინგლისის ჯარი შეიჭრა შოტლანდიაში და ანანდეილის მე-6 გრაფის რობერტ ბრიუსის
მხარდაჭერით მეფე ედუარდ I-მა ადგილად დაიპყრო ქვეყანა. მომდევნო წელს შოტლანდიაში
ლორდთა აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც სათავეში ედგა უილიამ უოლესი. აჯანყებულები
შოტლანდიის გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ და რობერტ ბრიუსიც მათ შეუერთდა, მაგრამ
აჯანყება სწრაფად ჩაახშვეს და ივრინის ხელშეკრულებით რობერტმა ისევ დაიფიცა ინგლისის
მეფის ერთგულებაზე. 1298 წელს ფოლკერკთან ბრძოლაში უოლესი დამარცხდა და ედუარდ I-მა
ბრიუსი შოტლანდიის რეგენტთა საბჭოს წევრად დანიშნა, მაგრამ 1300 წელს კომინთა კლანთან
კონფლიქტის გამო ბრიუსი გადააყენეს. ხანგრძლივი ომი 1314 წელს დასრულდა
შოტლანდიელთა გამარჯვებით და ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

XII საუკუნის ბოლოს ინგლისის მეფე ჰენრი II-მ ირლანდია დაიპყრო. ირლანდიელ კლანთა
მიწებს ინგლისელი ბარონები დაეუფლნენ და იქ ინგლისური კანონები და მმართველობის
სისტემა შემოიღეს. დაპყრობილ განაპირა მხარეებს ინგლისელები პეილს (ინგლ. The Pale)
უწოდებდნენ. იგი, როგორც მმართველობის, ასევე შემდგომი განვითარების მხრივ დიდად
განსხვავდებოდა ჯერ კიდევ დაუპყრობელი, ე.წ. “ველური” ირლანდიისაგან, რომლის
დაპყრობას ინგლისი მუდმივად ცდილობდა. როდესაც რობერტ ბრიუსმა ხელთ იგდო
შოტლანდიის ტახტი და ინგლისთან წარმატებულ ომს ეწეოდა, ირლანდიელმა ბელადებმა მას
მიმართეს საერთო მტრის წინააღმდეგ დახმარებისათვის. 1315 წელს ბრიუსის ძმა ედუარდი
თავისი ჯარით შევიდა ირლანდიაში და თავი მეფედ გამოაცხადა, მაგრამ ინგლისთან სამწლიან
ომში დამარცხდა და ბრძოლის ველზე დაიღუპა. 1348 წელს ე. წ. შავმა ჭირმა ირლანდიაშიც
შეაღწია და თითქმის ყველა ინგლისელი, რომლებიც ქალაქში ცხოვროდა, ამოწყდა. და სერთოდ,
ინგლისელთა ძალაუფლება დუბლინის იქით წინ არ წაწეულა.

ერდუარდ I–ის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი ედუარდ II (1307-1327 წწ.). 23 წლის
ედუარდ II წარუმატებელ საბრძოლო მოქმედებებს ეწეოდა შოტლანდიის წინააღმდეგ. მეფეს
არაპოპულარულს ხდიდა ხალხისათვის საძულველი ფავორიტებისადმი მიდრეკილება, რასაც
თან ახლდა ბარონთა შეთქმულებები და აჯანყებები. 1325 წლის ერთ–ერთი შეთქმულება,
რომელსაც სათავეში ედგა მეფის მეუღლე იზაბელა, წარმატებით დასრულდა. საფრანგეთიდან
დაბრუნებულმა თავის საყვარელთან (დიდებული როჯერ მორტიმერი) კავშირში შესძლო საკმაო
მომხრეების შემოკრება, რათა ქმარი დაემხო. მეფე დააპატიმრეს და აიძულეს ტახტზე უარი
ეთქვა მისი შვილის სასარგებლოდ, რომელიც შემდეგ მეფე გახდა ედუარდ III–ის სახელით. ეს
უკანასკნელი მცირეწლოვანი იყო და შეიქმნა რეგენტთა საბჭო ჰენრი ლანკასტერის
მეთაურობით. თუმცა მთელი ძალაუფლება ხელთ ეპყრა იზაბელასა და მის ფავორიტს
მორტიმერს. მალე ტახტიდან ჩამოგდებული ედუარდ II მოკლეს. რამდენადაც ედუარდ II–ს
ჰქონდა უწესრიგო სქესობრივი კავშირები, მათ რიცხვში ჰომოსექსუალური, არსებობს ვერსია,
რომ ის მოკვდა გახურებული გელას (ცეცხლის საჩხრეკი) უკანალში დასობით. ისტორიკოსები
ამ ვერსიას ხშირად უარყოფენ. უფრო გავრცელებული ვერსიაა, რომ მკვლელებმა გახურებული
გელა ხარის რქაში მოათავსეს და ისე შეიყვანეს ანუსში, რათა მეფის სხეულზე მკვლელობის
კვალი არ აღმოჩენილიყო. ეს ვერსია გამორიცხავს სექსუალურ საქციელს. (1130 წელს ედუარდ
130
III–მ მამის მკვლელები სიკვდილით დაასჯევინა, მათ რიცხვში მორტიმერიც. დედა შეიბრალა
და მონასტერში გამოკეტა)

„შავი სიკვდილი“ და „მუშათა კანონმდებლობა“. XIV საუკუნის მეორე მეოთხედში


ინგლისის სოფლებში ყველაზე მეტად გავრცელდა რენტის კომუტაცია, რასაც თან ახლდა
გლეხების გათავისუფლება. გლეხური მეურნეობა მსხვილი ფეოდალების დომენურ მეურნეობას
წარმატებით უწევდა კონკურენციას, რადგან იგი ყმა გლეხის ნაკლებად მწარმოებლურ შრომას
ეფუძნებოდა.

XIV საუკუნეში საბატონო ბეგარამ ძალა დაკარგა. ამის გამო დიდად გაიზარდა დაქირავებულ
მუშახელზე მოთხოვნილება, რომელიც აუცილებელი იყო, როგორც დომენურ, ასევე
შეძლებული გლეხის მეურნეობაში. დაქირავებული სამუშაო ძალა საკმარისი არ იყო. ამის
უპირველესი მიზეზი მოსახლეობის კლებადობაში მდგომარეობდა, რაც გამოწვეული იყო
ექსპლუატაციითა და ღარიბი მოსახლეობის ქალაქში გადინებით. ფეოდალთა მეურნეობაში
მუშახელის უკმარისობამ, საბატონო ბეგარის კომუტაციამ XIV საუკუნის შუა ხანებში დომენური
მეურნეობის დაცემა გამოიწვია.

სოფელში წინააღმდეგობები შავი ჭირის ეპიდემიამაც გაამწვავა. დასავლეთ ევროპაში


გავრცელებულმა შავმა ჭირმა ინგლისში 1348 წელს შეაღწია (მისმა ტალღამ ქვეყანას 1361-1362
და 1369 წლებში გადაუარა). ეპიდემიამ, რომელიც ხალხის ხსოვნაში „შავი ჭირის“ სახელით
შემორჩა, სულ მცირე მოსახლეობის 1/3 შეიწირა. მართალია, ეპიდემიამ სხვადასხვა ხარისხით
დააზიანა ქვეყნის რაიონები, მაგრამ მრავალი სოფელი დაცარიელდა და შესაბამისად რენტის
თანხა შემცირდა. ყველაზე მწვავედ მუშახელის პრობლემა დადგა, რომელიც 1347 წელთან
შედარებით ბევრად უფრო გაძვირდა. ამან, ბუნებრივია, ჯამაგირის გაზრდა გამოიწვია.
ფეოდალების, მდიდარი ვაჭრებისა და ხელოსნების დასახმარებლად ფეოდალური სახელმწიფო
გამოვიდა, რომელმაც XIV საუკუნის მეორე ნახევარში რიგი კანონები გამოსცა საერთო
სახელწოდებით - „მუშათა კანონმდებლობა“ (“An Ordonance Concerning Laboures and Servants”).
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კრიზისის საფუძველი ინგლისის სოფლის
ეკონომიკური განვითარების ზოგიერთ თავისებურებაში უნდა ვეძიოთ. აქ XIV საუკუნის
დასაწყისში დაიწყო რენტის კომუტაციის ადრეული განვითარება და ფეოდალების ნაწილმა
დაქირავებული შრომის გამოყენებას მიმართა. ეს დაქირავებული შრომის თავისებური -
ნახევრად ფეოდალური ფორმა იყო.

მუშახელის გაძვირების გამო დამქირავებლები ჩიოდნენ. ისინი მოითხოვდნენ


კანონმდებლობით ჯამაგირის დონის რეგულირებას. მათი მოთხოვნის შესაბამისად მეფე
ედუარდ III -მ (1327-1377) 1349 წელს ორდონანსი გამოსცა. კანონი ორივე სქესის ადამიანებს,
12-დან 60 წლამდე, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი მიწა და ცხოვრებისათვის სხვა
საშუალებები, უწესებდა სამუშაოზე დაქირავებას იმავე ჯამაგირის ოდენობით, რომელიც შავ
ჭირამდე ერთი წლით ადრე არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაპატიმრება
ემუქრებოდათ. დამქირავებელი, რომელიც უფრო მეტის გადახდაზე დათანხმდებოდა,
ჯარიმდებოდა. მომდევნო სტატუტი (1351 წლის) იმ მუშას, რომელიც 1349 წლის ორდონანსს

131
დაარღვევდა, ხელზე ხუნდებით დაპატიმრება ელოდა. ბოლო სტატუტით (1361 წლის)
კანონგარეშე ცხადდებოდა ის მუშა, რომელიც ხელშეკრულებას ვადაზე ადრე შეწყვეტდა.
დაჭერის შემთხვევაში მათ ცხელი რკინით დადაღვა არ ასცდებოდათ. 1388 წლის სტატუტმა
ყველა უწინდელი დადგენილებები ძალაში დატოვა და მისი დარღვევისათვის სასჯელი
გაამკაცრა. “მუშათა კანონმდებლობასთან“ დაკავშირებული საქმეების წარმოება თავიდან
სპეციალურ სასამართლოს, ხოლო შემდეგ მომრიგებელ სასამართლოს დაევალა.

ედუარდ III-ის კონფლიქტი პაპობასთან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში


კათოლიკური ეკლესიის რეფორმისათვის ფართო მოძრაობა დაიწყო. მასში სხვადასხვა
სოციალური ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომელებიც საეკლესიო რეფორმის გატარებაში
საკუთარ ინტერესებს ეძებდნენ.

სამეფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ XIII საუკუნის ბოლოდან მძიმე ტვირთად აწვა პაპობაზე
დამოკიდებულება, რომელიც ჯონ უმიწაწყლომ აღიარა. ინგლისისადმი პაპობის
არაკეთილსასურველი დამოკიდებულებას, რომელიც 1309 წლიდან ავინიონში იმყოფებოდა,
ასწლიანი ომის დროს გამოჩნდა. პაპობა ინგლისის წინააღმდეგ მხარს საფრანგეთს უჭერდა.
ამიტომ ინგლისის მეფეებმა პაპობის წინააღმდეგ მოქმედება გააქტიურეს. მეფე და პარლამენტი
უკმაყოფილო იყო იმით, რომ მდიდარი ეკლესია სახელმწიფო გადასახადების გადახდას თავს
არიდებდა და ამიტომ სამეფო ხელისუფლება პაპობის გავლენისაგან გათავისუფლებას
ცდილობდა. სამეფო კარის დიდებულები და მსხვილი ფეოდალები ეკლესიისაგან
ჩამორთმეული მიწების ხარჯზე საკუთარი სამფლობელოების გაფართოებისაკენ
მიისწრაფოდნენ. მეფესა და ფეოდალებს რაინდობა და მოქალაქეები ენერგიულად უჭერდნენ
მხარს და ისინიც ეკლესიის სიმდიდრეს მტრულად უყურებდნენ. სამღვდელოება,
განსაკუთრებით ბერები, არა მხოლოდ რომის გავლენისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ,
არამედ ეკლესიის გარდაქმნას მიელტვოდნენ.

კათოლიკური ეკლესიისაგან ღრმა უკმაყოფილებას გლეხობა და ქალაქის ღარიბობა


განიცდიდა. ეს მათ მიერ საერთო ანტიფეოდალურ განწყობილებაში გამოიხატებოდა.
საეკლესიო ფეოდალები გლეხობის ყველაზე მკაცრ ექსპლუატაციას ეწეოდნენ. ისინი ჯიუტად
იცავდნენ საბატონო ბეგარასა და საბატონო სამართალს. XIV საუკუნის 60-70-იან წლებში ხალხში
კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ფართო მოძრაობა დაიწყო. ასეთ ატმოსფეროში სამოღვაწეო
ასპარეზზე გამოვიდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ უიკლიფი (1320-1384
წწ.). ეს რეფორმატორი და ღვთისმეტყველების დოქტორი ამტკიცებდა, რომ პაპს ინგლისისაგან
გადასახადის აკრეფისა და საერთოდ საერო საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. პირიქით,
ეკლესია და მისი მწყემსმთავარი ყველა სამოქალაქო საქმეებში საერო ხელისუფალს უნდა
დაემორჩილოს. აქედან მას გამოჰქონდა ჩამორთმეულ საეკლესიო ქონებაზე ინგლისის მეფის
უფლება. ინგლისის მთავრობა უიკლიფს სრულად უჭერდა მხარს და ის თავისი დაცვის ქვეშ
აიყვანა, როცა პაპმა უიკლიფის საეკლესიო სასამართლოზე გადაცემა მოითხოვა. უიკლიფის
დასაცავად ლონდონის მოქალაქეებიც გამოვიდნენ.

132
უიკლიფმა როგორც კი იგრძნო მხარდაჭერა, უფრო გადაჭრით გამოვიდა და ძირეული
საეკლესიო რეფორმები დააყენა. ის რიგ კათოლიკურ დოგმატებს უარყოფდა: მოძღვრებას
„მადლისა“ და განსაკუთრებელი ზებუნებრივი „ზიარების“ შესახებ, რომელსაც საერო
პირებისაგან განსხვავებით თითქოსდა სამღვდელოება ფლობდა და ისინი აძლევდნენ გზას
ცოდვების მიტევებისა და მორწმუნეების სულის „ხსნას“; მან ეჭვის ქვეშ დააყენა პაპებისა და
ეპისკოპოსების მიერ გაცემული სიგელები ცოდვების მიტევების შესახებ (ინდულგენციები) და
თვით პაპობის ინსტიტუტის აუცილებლობაც კი. უიკლიფის მოძღვრების თანახმად, ადამიანთა
საზოგადოება მიწიერ „მეომარ ეკლესიას“ წარმოადგენს. ღმერთი უმაღლესი უფალია და მთელი
დედამიწა მისი საკუთრებაა, მაგრამ ის მოწყალეა და ადამიანებს აძლევს უფლებას ყველა
მიწიერი სიკეთით ისარგებლოს, მაგრამ მოვალენი არიან ზუსტად დაიცვან „საღვთო კანონი“;
ადამიანთა ვალდებულებებს საზოგადოებაში ინაწილებს სამი წოდება: სამღვდელოება, საერო
ლორდები და მდაბიონი ანუ მუშები. უიკლიფი საერო ხელისუფლებას სასულიეროზე მაღლა
აყენებდა. მოითხოვდა სამღვდელოების დამორჩილებას მეფის ხელისუფლებისადმი, საეკლესიო
ქონების სეკულარიზაციას, სამღვდელოებისათვის სოციალური პრივილეგიების ჩამორთმევას.

უიკლიფის შეხედულებები ძირითადად რაინდობისა და მოქალაქეების ინტერესებს ასახავდა.


სამეფო კარის წრეები თავიდან მხარს უჭერდნენ უიკლიფს, მაგრამ შემდეგ შეეშინდათ და მას
ზურგი აქციეს. 1381 წელს უიკლიფის მოძღვრება,როგორც ერესი, დაგმეს.

უიკლიფის მოძღვრებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა უბრალო ხალხში, რადგან ჯერ კიდევ
უიკლიფამდე სახალხო მქადაგებლები, ე.წ. ლოლარდები ანუ ღარიბი მღვდლები, ეკლესიის
წინააღმდეგ ოფიციალურად გამოვიდნენ. ისინი, როგორც ნახევრად ღარიბები, კარგად
იგებდნენ ხალხის საჭიროებას. ამიტომ მათ უიკლიფის მოძღვრება გამოიყენეს და მას
სოციალური ჟღერადობა მიანიჭეს. ლოლარდები არა მხოლოდ ოფიციალური ეკლესიისა და
სამღვდელოების წინააღმდეგ გამოვიდნენ, არამედ ფეოდალებისა და სამეფო ჩინოვნიკების
წინააღმდეგაც. ისინი ააშკარავებდნენ არსებული წყობილების უსამართლობას. ამასთან
დაკავშირებით ბონ ჯოლის ცნობილი გამოთქმა - „როცა ადამი ხნავდა, ხოლო ევა რთავდა, მაშინ
ვინ იყო აზნაური?“- ხალხთა მასების განწყობილებას გამოხატავდა.

სახალხო მქადაგებლებს შორის თავისი ნიჭითა და რწმენის ძალით გამოირჩეოდა ჯონ ბოლი
(ინგლ. John Ball- 1330-1381). ჯონ ბოლი უიკლიფის მხურვალე მიმდევარი იყო და 1366 წელს
კენტერბერიის არქისაეპისკოპოსოში ქადაგებები აეკრძალა. ის აცხადებდა, რომ მონობა
(იგულისხმება ბიბლიურ კონტექსტში) არაბუნებრივია, რადგან ღმერთმა ყველა ადამიანი
თანასწორი შექმნა და მოუწოდებდა უსამართლობის დამხობისა და თავისუფლების
დამყარებისაკენ. ჯონ ბოლი მოითხოვდა საეკლესიო მეათედის გაუქმებას, ეკლესიაზე ქონების
ჩამორთმევას და არა მხოლოდ წოდებრივი უთანაბრობის ლიკვიდაციას ქადაგებდა, არამედ
ქონებრივ თანასწორობასაც. ის ამბობდა: „... ინგლისში საქმეები მხოლოდ მაშინ წავა კარგად,
როცა ყველაფერი საერთო გახდება, როცა არ იქნებიან არც ვასალები, არც ლორდები და, როცა
ლორდები ბატონები კი არა, ისეთივე იქნებიან, როგორც ჩვენ ვართ“.

უოტ ტაილერის აჯანყება. XIV საუკუნის ბოლოსათვის ინგლისში გლეხთა მდგომარეობა


მეტად გაუარესდა. მათი აღშფოთება ახალმა გადასახადებმა გამოიწვიეს. ეს დაკავშირებული იყო
133
მეფე რიჩარდ II-ის (1377-1399 წწ.) მიერ ასწლიანი ომის განახლებასთან. 1377 წელს პარლამენტმა
შემოიღო ერთდროული სულადობრივი გადასახადი. იგი მოსახლეობას 1379 წელს, ხოლო
შემდეგ 1380 წელსაც სამჯერ დიდი ოდენობით გადაახდევინეს. ამ გადასახადმა და მისი აკრეფის
დროს გამოჩენილმა ბოროტმოქმედებებმა აჯანყებას უშუალო ბიძგი მისცა. 1381 წლის
გაზაფხულზე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ესექსის საგრაფოში აჯანყებამ იფეთქა.
გლეხებმა გადასახადის ამკრეფები განდევნეს და ზოგიერთი მათგანი მოკლეს. აჯანყებამ
მაშინათვე აშკარად გამოხატული ანტიფეოდალური ხასიათი მიიღო. აჯანყებამ ინგლისის
საგრაფოების (43-დან 25 საგრაფოში) დიდი ნაწილი მოიცვა. გლეხთა რაზმები ანადგურებდნენ
მონასტრებს, ფეოდალთა მამულებს და წვავდნენ დოკუმენტებს, რომელშიც გლეხთა ბეგარა იყო
ფიქსირებული. აჯანყებულთა დიდ სიძულვილს საეკლესიო ფეოდალები - ეპისკოპოსები და
აბატები, ასევე სამეფოს მოსამართლეები და სახელმწიფო აპარატის სხვა წარმომადგენლები
იწვევდნენ; გლეხები მათ მთავარ დამნაშავეებად მიიჩნევდნენ.

შედარებით ორგანიზებული იყო გლეხთა აჯანყება ლონდონის მეზობელ საგრაფოებში -


ესექსსა და კენტში. გლეხებმა ციხიდან გაათავისუფლეს ჯონ ბოლი, რომელიც საეკლესიო
ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავდა და ის თავიანთ ერთ-ერთ წინამძღოლად გაიხადეს.
აჯანყების ძირითადი ხელმძღვანელი იყო სოფლის მეთუნუქე თუ მჭედელი უოტ ტაილერი
(ინგლ. Walter “Wat” Teler- 1341-1381), რომელიც ასწლიან ომში მონაწილეობდა და მის
ვაჟკაცობასა და გულადობას დიდად აფსებდა მეფე ედუარდ III. უოტ ტაილერი, როგორც ჩანს,
სამხედრო საქმეს კარგად იცნობდა. ჰქონდა ორგანიზატორული უნარი და აჯანყებულთა შორის
დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ესექსისა და კენტის გლეხობა ორ დიდ რაზმად გაყოფილი ლონდონს მიადგა. აჯანყებულთა


მიზანი იყო მეფე რიჩარდ II-სთან შეხვერდა, რათა მათი მდგომარეობა შეემსუბუქებინა. გლეხთა
მასას „კეთილი მეფის“ სჯეროდა და მათ უბედურებას მის მრჩევლებს მიაწერდნენ. მერის
ბრძანების მიუხედავად, ქალაქის ღარიბობამ არ დაუშვა, რომ აჯანყებულებისათვის კარები
დაეკეტათ. ლონდონში შესულებმა დაანგრიეს და დაწვეს საძულველი მრჩევლების სახლები;
შეამტვრიეს ციხეები და პატიმრები გაათავისუფლეს. ლონდონი გლეხთა ძალაუფლების ქვეშ
აღმოჩნდა. მეფე მათი მძევალი გახდა. აჯანყებულებს დასასჯელად გადასცეს საძულველი
დიდებულები, მათ შორის კენტერბერიის არქიეპისკოპოსი საიმონ სედბერი (1375-1381),
რომელიც ერთდროულად ინგლისის კანცლერი იყო.

მეფესთან გლეხების პირველი შეხვედრა შედგა ლონდონის გარეუბან მაილ-ენდში. მათ


მეფეს მოთხოვნები წაუყენეს, რომელსაც „მაილ-ენდის პროგრამა“ ეწოდა. მის მიხედვით,
ბატონყმური მდგომარეობა და საბატონო ბეგარა უქმდებოდა. დადგინდა ერთგვარი მცირე
ფულადი რენტა (4 პენსი აკრიდან), ინგლისის ყველა ქალაქსა და პატარა ადგილებში
თავისუფალი ვაჭრობა, აჯანყებაში მონაწილეებისათვის ამნისტია. პროგრამა უფრო შეძლებული
და ზომიერად განწყობილი გლეხობის ინტერესებს ასახავდა. იგი არ შეხებია მთლიანად
ფეოდალურ წყობას, არამედ მხედველობაში ჰქონდა საბატონო ბეგარისა და ბატონყმობის
ლიკვიდაცია. მეფე იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. გლეხობის ნაწილმა მეფის
სიტყვა დაიჯერა და ლონდონი დატოვა. მრავალი აჯანყებული, განსაკუთრებით კენტის

134
ღარიბობა, მეფის დათმობებით უკმაყოფილო დარჩა. მათ შორის იყო უოტ ტაილერი და ჯონ
ბოლი. ისინი ლონდონში დარჩნენ. მათ მეფესთან ახალი შეხვედრა მოითხოვეს. ამასობაში
ლონდონის ღარიბობამ მათი შემავიწროებლების წინააღმდეგ ანგარიშისწორება დაიწყო.
ლონდონის მდიდრებს შეეშინდათ და აჯანყებულთა წინააღმდეგ საკუთარი ძალების შეკრება
დაიწყეს.

მეფე იძულებული გახდა, რომ სმიტფილდში მეორედ შეხვედროდა აჯანყებულებს. ეს


მოთხოვნები „სმიტფილდის პროგრამის“ სახელწოდებითაა ცნობილი. იგი მაილ-ენდის
პროგრამასთან შედარებით უფრო შორს მიდიოდა. ახლა გლეხებმა მეფისაგან მოითხოვეს:
„ყველა კანონის“ გაუქმება, ძირითადად „მუშათა კანონმდებლობის“, ეკლესიისაგან მიწების
ჩამორთმევა და მისი გლეხებს შორის განაწილება, სენიორების მიერ მიტაცებული სათემო
სავარგულების დაბრუნება. მათ ასევე წამოაყენეს სენიორებისა და მმართველი წოდების
პრივილეგიებისა და ბატონყმობის გაუქმების მოთხოვნა. ეს პროგრამა მიმართული იყო
ფეოდალური ექსპლუატაციის, ბატონყმობისა და წოდებრივი წყობის წინააღმდეგ.

ფეოდალებმა აჯანყებულებთან ანგარიშის გასწორება შეძლეს. მოლაპარაკებების დროს


ლონდონის მერმა უოტ ტაილერი გამცემლურად მოკლა. შეიარაღებულმა რაინდებმა და
მდიდარმა მოქალაქეებმა მეფის დახსნა მოახერხეს. გლეხებს დაპირებები აღუთქვეს და
დაარწმუნეს, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ. მათმა უკანასკნელმა რაზმმა ლონდონი
დატოვა.

რაინდთა რაზმები აჯანყებულებს კვალდაკვალ გაჰყვნენ და დაამარცხეს. სამეფო


სასამართლომ ყველა რაიონში აჯანყებულები მკაცრად დასაჯა. წამებით დასაჯეს ჯონ ბოლი.
მისი მოკვეთილი თავი ლონდონის ხიდზე მეფე რიჩარდ II-ის თანდასწრებით დაკიდეს. მეფემ
ყველა თავის დაპირებაზე უარი განაცხადა და გლეხებს აჯანყებამდე არსებული
ვალდებულებების უსიტყვოდ შესრულება უბრძანა.

ამრიგად, 1381 წლის აჯანყება მარცხით დამთავრდა. მისი მიზეზები იყო: სტიქიურობა,
არასაკმარისი ორგანიზებულობა, ლოკალური ინტერესები და რწმენა „კეთილი მეფისადმი“.
ამასთანავე შეძლებული და საშუალო გლეხობის ინტერესების განსხვავებულობა. აჯანყების
არსებითი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი აშინებდა ფეოდალებს და ეს ბატონყმობისაგან
გლეხობის გათავისუფლებას აჩქარებდა. საკუთრივ უოტ ტაილერის აჯანყებამ მძიმე დარტყმა
მიაყენა სოფლის მეურნეობის ბატონყმურ სისტემას. მან ბოლო მოუღო სენიორალურ რეაქციას
და გზა გაუხსნა ინგლისის სოფელში პროგრესულ განვითარებას, კერძოდ, წვრილ სასაქონლო
საგლეხო მეურნეობას, რამაც საბოლოოდ ბატონყმური მანორის რღვევა გამოიწვია.

135
ლექცია №7

„ვარდების ომი“ და ტიუდორები

„ძველი“ და „ახალი“ თავადაზნაურობა. XV საუკუნის ინგლისში ბრძოლა ძველ და


ახალ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა. მართალია, XIII-XIV საუკუნეებში მსხვილი
მიწათმფლობელები ტიტულოვანი დიდებულების მეთაურობით საბატონო ბეგარასა და
გლეხთა დამოკიდებულებას შეუპოვრად იცავდნენ, მაგრამ იძულებული გახდნენ დომენური
მეურნეობა შეეკვეცათ. ფიქსირებული დაბალი რენტა, რომელსაც ფეოდალები თავისი მიწის
მფლობელებისაგან იღებდნენ, ვერ აკმაყოფილებდა მათ ჩვეულ ზედმეტად ხელგაშლილ
ცხოვრებას. ფეოდალთა ამ ნაწილს, რომელიც ადრინდელი დიდებულების შთამომავლები
იყვნენ, „ძველი თავადაზნაურობა“ ეწოდება. მათ შემადგენლობაში წვრილი და საშუალო
136
ფეოდალების ანუ რაინდების მნიშვნელოვანი ნაწილიც შედიოდა. ისინი საბატონო სისტემის
კრიზისმა გააჩანაგა და ახლა თავს მეფისა და ფეოდალი მაგნატების ამალაში სამსახურით
ირჩენდნენ. ამიტომ მუდამ მზად იყვნენ ომისა და ძარცვისათვის. მართალია, „ძველი
თავადაზნაურობა“ გაქრობისათვის იყო განწირული, მაგრამ მას ჯერ კიდევ საკმაო ძალა
შესწევდა და საკუთარი პოზიციების დათმობა არ სურდა. მისი წარმომადგენლები XIV საუკუნის
ბოლოს, და განსაკუთრებით XV საუკუნეში, საკუთარი შემოსავლების შევსებას სახელმწიფო
გადასახადებიდან მიღებული წილის ხარჯზე ცდილობდნენ.

XV საუკუნის ინგლისში პოლიტიკას ფეოდალურ ჯგუფებს შორის ბრძოლა განსაზღვრავდა.


ისინი იბრძოდნენ ხელისუფლებისა და სამეფო კარზე გავლენის მოპოვებისათვის. ასწლიან ომში
„ძველი თავადაზნაურობის“ შემოსავლის სხვა წყაროს სამხედრო ნადავლი შეადგენდა. ამასთან
ერთად ინგლისის ფეოდალებს შორის იზრდებოდა და მტკიცდებოდა მეორე ჯგუფი, რომელიც
ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ მოვლენებთან იყო კავშირში. ამ ჯგუფს, რომელიც XV
ჩამოყალიბდა „ახალი თავადაზნაურობა“ ეწოდებოდა. მასში ნაწილობრივ შედიოდნენ წვრილი
და საშუალო მამულების მფლობელები ანუ რაინდები, რომლებიც ახალ პირობებში აქტიურ
სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ და ნაწილობრივ გამდიდრებული გლეხები და მოქალაქეები,
რომლებიც საკუთარ ფულს აბანდებდნენ მიწაზე და თავადაზნაურობის წოდებას იღებდნენ.
„ახალ თავადაზრაურობას“ კრებითად ჯ ე ნ ტ რ ს (Gentry- წვრილი მამულის მფლობელი
თავადაზნაურობა) უწოდებდნენ. ისინი ახალ პირობებს მოხერხებულად შეეწყვნენ. „ახალი
თავადაზნაურობის“ წარმომადგენლები „ძველი თავადაზნაურობისაგან“ მიწებს ყიდულობდნენ
და საკუთარ სამფლობელოებს ამრგვალებდნენ. შემდეგ ამ მიწებს მაღალი გადასახადით
გაკოტრებულ გლეხებს ხანმოკლე იჯარით აძლევდნენ. ისინი აშრობდნენ ჭაობებს, წმენდნენ
ტყის მასივებს, აშენებდნენ წისქვილებს, ლუდსახარშებს, მაუდის საწარმოებს და ყველა
საშუალებით ცდილობდნენ სამფლობელოებში შემოსავლების გაზრდას. „ახალი
თავადაზნაურობა“ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბაზართან. ამდენად, ჯენტრის სოციალური
წონა XV საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ამაღლდა.

ინგლისის მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება XV საუკუნეში. ინგლისის


მრეწველობისა და ვაჭრობისათვისაც დამახასიათებელი იყო ძველსა და ახალს შორის ბრძოლა.
XIV საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი ძველი ქალაქის დაცემა დაიწყო, რომელიც XV
საუკუნის ბოლოსათვის განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. ამ დაცემის ნიშნები ქალაქებიდან
მოსახლეობის უკუქცევასა და მრავალი მათგანის დაცარიელებაში, ქალაქის წარმოებისა და
ვაჭრობის ზრდის შენელებაში გამოვლინდა. დამახასიათებელია, რომ XV საუკუნეში მრავალი
ქალაქის მდიდარი ვაჭრები და მსხვილი ხელოსნები დაგროვილ ფულს აბანდებდნენ არა
წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებაში, არამედ მიწების შესყიდვაში, რათა თავადაზნაურული
წოდებები მიეღოთ. ყველა ეს მოვლენა XV საუკუნიდან დაწყებული დაკავშირებული იყო
ამქრული წყობის დაცემასა და საამქრო მონოპოლიის გაძლიერებასთან, რაც წარმოების
გაფართოებასა და სრულყოფას ხელს უშლიდა.

ამასთან ერთად XV საუკუნეში ხელოსნობასა და ვაჭრობაში პროგრესული მოვლენებიც


შეინიშნებოდა. მრავალ დარგში ჩაისახა ახალი, სამრეწველო ორგანიზაციის უფრო მოწინავე

137
ფორმა. XIV საუკუნის შუა ხანებიდან ამქრული შეზღუდვების შემოვლით სოფლებში დაიწყო
ჯერ უხეში, ხოლო შემდეგ უფრო თხელი მაუდის წარმოების განვითარება. XIV საუკუნის
დასასრულს და განსაკუთრებით XV საუკუნეში სოფლის ამ წარმოების ორგანიზატორები
ქალაქის ვაჭრები და მდიდარი ოსტატები გახდნენ. მათზე მუშაობდნენ ქალაქის ოლქის გლეხი-
შინამრეწველები, რომელთაც ისინი ნედლეულით ამარაგებდნენ და შემდეგ მათგან
ყიდულობდნენ მზა მაუდს. ამგვარად, ქალაქების გარეთ ჩაისახა პირველდაწყებითი
კაპიტალისტური დაგროვება გაფანტული მანუფაქტურის სახით.

ინგლისის საგარეო ვაჭრობა, რომელიც XIV-ის მეორე ნახევარში დაეცა, XV-საუკუნიდან


რამდენადმე გამოცოცხლდა. ახლა ექსპორტის ძირითადი საგანი გახდა არა ნედლეული -
მატყლი, არამედ სამრეწველო პროდუქცია - მაუდი. საექსპორტო ვაჭრობაში ერთდროულად
გაიზარდა ინგლისის ვაჭრების წილი, რომელიც ადრე ძირითადად უცხოელების ხელში იყო. XV
საუკუნის დასაწყისში ინგლისში პირველი „ვაჭარ-ავანტიურისტთა“ კომპანია შეიქმნა, რომელიც
ჩრდილო გერმანულ ჰანზას წარმატებით უწევდა კონკურენციას.

ინგლისის სოციალ- პოლიტიკური მდგომარეობა XV საუკუნის დასაწყისში. XV საუკუნის


ინგლისის სოციალ-პოლიტიკური განვითარების გზაზე ერთმანეთს საზოგადოების
პროგრესული და რეაქციული ჯგუფები დაეჯახნენ. „ახალი თავადაზნაურობა“, გლეხობის
ზედაფენა და მოქალაქეები დაინტერესებულნი იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების შემდგომ
განმტკიცებაში. ამაში ხედავდნენ ისინი ნორმალური სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფას,
ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას, უცხოეთში მათი სავაჭრო ინტერესების დაცვას და ბოლოს,
დაპირისპირებულ ძალთა წინააღმდეგობის ჩახშობას. განსხვავებული იყო „ძველი
თავადაზნაურობის“ პოზიციები. რაც უფრო კარგავდნენ ისინი ეკონომიკურ მნიშვნელობას, მით
უფრო იცავდნენ საკუთარ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს შემდგომ
ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგებოდნენ. ინგლისის მაგნატები ადგილებზე მნიშვნელოვან
პოლიტიკურ წონას ინარჩუნებდნენ და დიდ სამხედრო ძალებს ფლობდნენ საკუთარი ამალის
სახით, რომელიც შედგებოდა დაქირავებულების, ნათესავებისა და წვრილი ფეოდალების
ვასალებისაგან. ფეოდალები ხშირად უშუალო ძალდატანებით ზეწოლას ახდენდნენ
პარლამენტის არჩევნებზე, მის რიგებს მათ მიერ დაყენებული ადამიანებით ავსებდნენ და
სხდომების დროს მუშტი-კვრივს მართავდნენ. მთელი XV საუკუნის მანძილზე ფეოდალთა ეს
კონსერვატიული ნაწილი წყვეტდა ქვეყნის ბედს, რასაც ფეოდალური შუღლი და დინასტიური
ომები მოჰყვებოდა. ყოველივე ეს მძიმე ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას და მის პროგრესულ
განვითარებას ამუხრუჭებდა.

ამდენად, საბატონო მანორის მსხვრევამ ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გავლენა


მოახდინა. კერძოდ, დროებით ფეოდალური ანარქია წარმოშვა და ფეოდალური არისტოკრატიის
პოლიტიკური ბატონობა დაამყარა.

პირველი ლანკასტერები. 1399 წელს ჩრდილოეთის საგრაფოების ბარონებმა ტახტიდან


ჩამოაგდეს პლანტაგენეტთა დინასტიის ბოლო მეფე რიჩარდ II, რომელიც შავი პრინცის შვილი
და მეფე ედუარდ III-ის შვილიშვილი იყო. ბარონებმა ტახტზე აიყვანეს რიჩარდ II-ის ბიძაშვილი
ჰენრი ლანკასტერელი (პლანტაგენეტთა სამეფო დინასტიის უმცროსი შტო 1267 წელს გაჩნდა,
138
როცა ედმუნდ ჯვაროსანმა, ჰენრი II-ის მეორე შვილმა ლანკასტერის გრაფის ტიტული მიიღო)
ჰენრი IV-ის სახელით (1399-1413 წწ.). მან მეფობის დიდი ნაწილი აჯანყებებისა და
საგარეო თავდასხმების მოგერიებაში გაატარა, რათა საკუთარ მიწებზე კონტროლი
შეენარჩუნებინა. მეფობის პირველი ათი წლის მანძილზე მის წინააღმდეგ 5 აჯანყება (1400,
1402,1403,1405, 1408) მოხდა. მეფე ყველაზე მეტად განაწყენებული იყო ნორთუმბერლენდის
გრაფის, ინგლისის ლორდ-მარშალის ჰენრი პერსისა და უესტმორლენდის გრაფის რალფ დე
ნევილის ძლიერი ოჯახის წევრებისაგან. დასაწყისში შინა მტრებთან ბრძოლაში პერსი და
ნეველი ჰენრის საიმედო მოკავშირეები იყვნენ. ამიტომ ჰენრი IV-მ ისინი პატივითა და
ტიტულებით უხვად აავსო, მაგრამ მალე ერთმანეთს წაეკიდნენ. ჰენრი პერსიმ მეფე იმაში
დაადანაშაულა, რომ მან არ მოისურვა ტყვეობიდან დაეხსნა მისი მეუღლის ძმა მარჩის გრაფი
ედმუნდ მორტიმერი. ეს ბრალდება სამართლიანი იყო. ჰენრი IV უფრთხოდა მორტიმერს,
რადგან მარჩის გრაფებს პლანტაგენეტების უფროს შტოსთან ნათესაობის გამო შეეძლოთ
ინგლისის ტახტზე პრეტენზიები გამოეთქვათ. მეფის უმადურობით განაწყენებული პერსები
აჯანყდნენ. 1403 წლის ივლისში შრუსბერთან (Shrewsbury) ბრძოლაში ჰენრიმ აჯანყებული
მოწინააღმდეგეები დაამარცხა.

1405 წელს ჰენრი მეფე სასტიკად გაუსწორდა საშიშ მტერს, თავის ბიძაშვილს, იორკის
ჰერცოგს ედუარდს. დამარცხებულ ჰერცოგს ქონება ჩამოართვეს და თვით ედუარდი
დაატუსაღეს. იმავე წელს ნორთუმბერლენდის გრაფმა ჰენრის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო,
მაგრამ დამარცხდა და მერე შოტლანდიაში გაიქცა. 1408 წელს მან ისევ სცადა ბედი, მაგრამ ისევ
დამარცხდა და ბრძოლის ველზე დაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ ლანკასტერთა სახლი ტახტზე
განმტკიცდა და ჰენრი უფრო მშვიდ გარემოში ეწეოდა მმართველობას. მეფე უკიდურესად
ფრთხილი იყო და ცდილობდა ყველა პარტია შეერიგებინა. წინამორბედებისაგან განსხვავებით
ახალი მეფე პარლამენტთან კონფლიქტში არ შედიოდა, პატივს სცემდა მის უფლებას და მუდამ
პარლამენტის რჩევებს მისდევდა. ჰენრი IV ტახტზე ასვლას უმადლოდა რა ეკლესიას, სასტიკად
დევნიდა ერეტიკოს ლოლარდებს, რომლებიც ჯონ უიკლიფის მოძღვრებას მისდევდნენ და
რიჩარდ II-საგან შემწყნარებლობით სარგებლობდნენ. აქვე მინდადა ხაზი გავუსვა მეფის ერთ
პიროვნულ თვისებასაც, კერძოდ: მეფის უფროსმა ვაჟიშვილმა, უელსის პრინცმა ჰენრიმ,
რომელმაც ადრე არაერთი სამხედრო გმირობა ჩაიდინა, გარშემოიკრიბა ისეთი არამზადები,
რომელთა საქმიანობას ძარცვა და ძალადობა წარმოადგენდა. ის იქამდე დაეშვა, რომ, როცა
ერთხელ არ მოეწონა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მის ერთ გახრწნილ მეგობარს
რაღაც დანაშაულზე გამოუტეს, მან სასამართლოს ყველა წევრის თანდასწრებით ხელი გაარტყა
უზენაეს მოსამართლეს სერ უილიამ გასკოინს. კეთილშობილმა მოსამართლემ, ღირსების
შესაბამისად ბრძანა ჰენრის დაპატიმრება. როცა ამის შესახებ მეფემ გაიგო, რომელიც
ბრწყინვალედ ერკვეოდა ადამიანებში, წამოიძახა: „ბედნიერია მეფე, რომელსაც ჰყავს
იმდენად მამაცი მოსამართლე, რომ პრინცებზეც გამოაქვს სასჯელი, მაგრამ კიდევ უფრო
ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მას ჰყავს შვილი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას
ემორჩილება!“ მართლაცდა, ეს პირველი უდიდესი მაგალითია ინგლისის სასამათლოს
ისტორიაში, როცა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება გამოუტანა ამა ქვეყნისა უძლიერესს.

139
(ჰენრი IV ტანით იყო დაბალი, ჯმუხი, მოწითალო–ყავისფერი თმით, წითელი წვერით და
თაფლისფერი თვალებით. იყო მამაკაცური და ენერგიული, პლანტაგენეტთა ოჯახიდან,
როგორც ბევრს, უყვარდა მუსიკა და სიმღერა)

მმართველობის ბოლო წლებში ჰენრი IV-ს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა.


კანის დაავადებას (ფიქრობენ კეთრით, შესაძლებელია ფსორიაზით, ათაშანგით) სხვა მწვავე
დაავადებები (ეპილეფსიის გამო გონებას კარგავდა) დაერთო და მეფე 46 წლის ასაკში
ვესტმინსტერის სააბატოს წინამძღვრის იერუსალიმის პალატში გარდაიცვალა პარლამენტის
მოწვევის დროს. მის სიცოცხლეში წინასწარმეტყველებდნენ, რომ ის იერუსალიმში
გარდაიცვლებოდა. თვით მეფე ამას ისე იღებდა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის დროს
მოკვდებოდა. ასე რომ, მეფე უესტმინსტერის სააბატოში კი არ დაკრძალეს, არამედ
კენტერბერიის ტაძარში, თომას ბეკეტთან ახლოს, რადგან იმ დროს თომასის კულტი ზენიტში
იმყოფებოდა. (მეფე ჰენრი ჩანს, ბეკეტს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა, ანდა მასთან თავისი
სახელის დაკავშირებისაკენ მიისწრაფოდა. ასევე მიიჩნევენ, რომ მან მიზანმიმართულად,
პოლიტიკური მოსაზრებით, დაუკავშირა თავი წმიდა წამებულს, რათა საკუთარი
დინასტიისათვის ლეგიტიმაცია მიეცა. აღნიშნავენ იმასაც, რომ კორონაციის დროს მას სცხეს წმ.
ზეთი, რომელიც, როგორც გვაუწყებენ, ბეკეტს სიკვდილამდე გადასცა ღრმთისშობელმა)

ლანკასტერთა დინასტიის მეორე წარმომადგენელი იყო ჰენრი IV-ის მემკვიდრე ჰენრი V


(1413-1422), რომელმაც რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრების წესი და მამამისის
მაგალითს გაჰყვა. მას საყვედური ან სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია სერ უილიამ
გასკოინის მიმართ, არამედ იწონებდა მის საქციელს და მუდამ კანონის დაცვის სადარაჯოზე
იდგა. ახალი მეფე დიდი მხედართმთავარი, ბრწყინვალე პოლიტიკოსი და დახვეწილი
დიპლომატი გამოდგა. მან ჩინებული განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში
თავისი ბიძის ჰენრი ბედფორდის მეურვეობის ქვეშ, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერი იყო.
შემდეგში მეფე აქტიურად მფარველობდა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და მის პროფესორებს.
თანამედროვეებს ის ხიბლავდა სამართლიანობის გრძნობით. ღვთისმოსავი რაინდი მეფე
ასწლიან ომში წუხდა ქრისტიანთა შორის დაღვრილ სისხლზე. ქრონისტების მოწმობით,
სიკვდილის წინ მეფე ნანობდა, რომ ვერ მოასწრო იერუსალიმში ჯვაროსნული ლაშქრობა.

ჰენრი V-ის მხედრული თვისებები შრუსბერის ბრძოლაში (1403 წლის 21 ივლისი) გამოჩნდა,
როცა მამამისთან ერთად ნორთუმბერლენდის I გრაფს, ინგლისის ლორდ-მარშალს ჰენრი პერსს
(ინგლ. Henry Percy) ებრძოდა. 16 წლის ყმაწვილი სახეში მძიმედ დაიჭრა. მართალია, ექიმებმა
მისი გადაჩენა შეძლეს, მაგრამ სახეზე ნაიარევი საბოლოოდ დარჩა. ის ჰენრი IV-ის
ავადმყოფობის დროს სახელმწიფო საქმეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 1410 წლიდან
ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას, მაგრამ მამასთან საშინაო და საგარეო საკითხებზე
უთანხმოების გამო, ჰენრი 1412 წელს სამეფო საბჭოდან გარიცხეს. უთანხმოების მიზეზი ის
გახლდათ, რომ სწორედ მისი ბრძანებით გაგზავნეს ჯარი ბურგუნდიის ჰერცოგის
დასახმარებლად, რომელიც ორლეანის ჰერცოგს ებრძოდა, ხოლო ჰენრი IV მხარს ამ
უკანასკნელს უჭერდა.

140
გამეფებისთანავე ჰენრი V-მ მთელი ქვეყნის კონტროლი საკუთარ თავზე აიღო და
საფრანგეთის წინააღმდეგ ომისათვის მზადება დაიწყო. საშინაო პოლიტიკაში ყველა პრობლემას
პარლამენტთან შეთანხმებით წყვეტდა, მაგრამ სერიოზული საფრთხის მიმართ ულმობელი იყო.
მისი მეფობის დროს ქვეყანაში სერიოზული უთანხმოებები არ მომხდარა. 1417 წლის
აგვისტოდან ხელისუფლების ყველა ორგანოში ინგლისური ენის დამკვიდრებას უწყობდა ხელს.
ის იყო ინგლისის პირველი მეფე, რომელიც პირად მიმოწერებში ინგლისურ ენას
იყენებდა.

როგორც ვთქვით, ჰენრი V-მ საფრანგთის წინააღმდეგ ომისათვის მზადება დაიწყო. თავიდან
მეფემ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სცადა და 1414 წელს საფრანგეთში ელჩობა
გააგზავნა. ჰენრი V საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგს მისი ქალიშვილის ეკატერინე ვალუას
ხელს სთხოვდა, ასევე ანჟუსა და ნორმანდიას, როგორც ეკატერინეს სამკვიდრო მამულს და
ბრეტენის ზავით დადგენილ ტერიტორიებს. საფრანგეთის მხარემ ამ პრეტენზიებს უარით
უპასუხა და ომიც გარდაუვალი გახდა. ჰენრი V-მ ისარგებლა საფრანგეთში მიმდინარე
შინაომებით და ნორმანდიაში გადაჯდა. მისი დიდი მხედართმთავრული ნიჭი აზენკურთან
(1215) ბრძოლაში გამოჩნდა, სადაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ( ფრანგებმა დაკარგეს 10
ათასი ადამიანი, ხოლო ტყვედ ჩავარდა 14 ათასი. ინგლისელებმა კი–სულ 40 ადამიანი)
აზენკურის შემდეგ დიდი მასშტაბით გაჩაღდა ომი (1417 წ.). მალე ინგლისელებმა მთელი
ჩრდილოეთ საფრანფეთი და პარიზი დაიკავეს. მოხერხებულად გამოიყენა რა არმანიაკებსა და
ბურგინიონებს შორის არსებული წინააღმდეგობები, 1419 წელს ჰენრიმ რუანი აიღო. სუვერენი
ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გაუსწორდა. 1420 წელს ჰენრის არმიამ აიღო მონტერის ციხე-
სიმაგრე და მელენი.

ასწლიანი ომის მესამე ეტაპი ტრუას (1420 წლის 21 მაისი) ხელშეკრულებით დასრულდა.
ინგლისის მეფე საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ და რეგენტად გამოცხადდა. 1420 წლის 2
ივნისს ჰენრი V ეკატერინე ვალუაზე დაქორწინდა. საფრანგეთი და ინგლისი სამუდამოდ ერთ
სახელმწიფოდ უნდა გაერთიანებულიყო და მას ერთი მეფე უნდა ჰყოლოდა, თუმცა თითოეული
ქვეყანა ინარჩუნებდა თავის ტრადიციას, კანონებსა და პრივილეგიებს. ამ ხელშკრულების
შედეგად, ჰენრი პარიზში გამეფდა. კვირაობით ინგლისისა და საფრანგეთის მეფე თავზე
გვირგვინით ხალხთან ერთად სადილობდნენ. შარლ VI–ს ღირსების ნიშნები არ აკლდა, მაგრამ
სრულ ხელისუფლებას ჰენრი V ფლობდა. მომდევნო წელს ჰენრი მეფემ ახალი და ბოლო
სამხედრო კომპანია (1421 წლის 10 ივნისი) წამოიწყო საფრანგეთის წინააღმდეგ, რომლის
დროსაც ალყა შემოარტყეს და აიღეს დრე. 1422 წლის 31 აგვისტოს მეფე ჰენრი V პარიზთან
ახლოს შატო დე ვენსენში, როგორც ვარაუდობენ დიზინტერიით, 34 წლის ასაკში
მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ დროს ჰენრი V-სა და ეკატერინე ვალუას 9 თვის ვაჟიშვილი,
მომავალი ჰენრი VI დარჩათ. რაც შეეხება ჰენრი V-ს, ის ინგლისის მონარქების ისტორიაში
ქვეშევრდომებისათვის ყველაზე საყვარელი მეფე იყო.

ჰენრი VI. ჰენრი V-ის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის სამეფო ტახტი დაიკავა მისმა
ერთადერთმა ვაჟიშვილმა ჰენრი VI-მ (1422-1461 წწ.), რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლისაც
არ იყო. ის გახდა ორი დიდი ევროპული სახელმწიფოს მეფე, რომელიც ლონდონსა და პარიზში
141
დიდი ზეიმით ეკურთხა. ჯერ ჯიდევ მომაკვდავმა ჰენრი V-მ მცირეწლოვანი ჰენრი VI-ის
რეგენტად თავისი ორი ძმა დანიშნა: თავისი დროის ყველაზე განათლებული პრინცი, ჰერცოგი
ჯონ ბედფორდი (დაქორწინებული იყო მარგარეტ ანჟუელზე. მამამისი სიცილიის მეფე ანრი
1471 წელს გარდაიცვალა)პარლამენტმა საფრანგეთის პროტექტორად გამოაცხადა, ხოლო
პატივმოყვარე ჰემფრი გლოსტერს ქვეყანა სამეფო საბჭოსთან ერთად უნდა ემართა. გლოსტერის
ჰერცოგის ამბიციებს, რომელიც საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე
სახელმწიფოს, აოკებდა რეგენტების ბიძა ჰენრი ბოფორი, რომელიც უინჩესტერის ეპისკოპოსი
იყო.

1429 წელს ჰენრი VI ეპისკოპოსმა ბოფორმა უესტმინსტერში მეფედ აკურთხა. 1432 წელს
ანალოგიური ცერემონია საფრანგეთში ჩატარდა. მეფე დაქორწინდა ანჟუს ჰერცოგის ქალიშვილ-
მარგარიტზე. მეფეს კარგი განათლება ჰქონდა. ბრწყინვალედ იცოდა ფრანგული და ლათინური
ენები, ძალიან უყვარდა ისტორია. მეტისმეტად ღვთისმოსავი, კეთილი, გულუბრყვილო, სუსტი
და საკმაოდ მშიშარა ადამიანი ომს ვერ იტანდა და პირველი ინგლისელი სუვერენი იყო,
რომელიც არასოდეს იბრძოდა უცხოელი მტრების წინააღმდეგ. ის სულიერ და გონებრივ
სისუსტეს იჩენდა. იმდროინდელ მეომრულ საუკუნეში მას არ ჰქონდა მკაცრი მოქმედების
უნარი. მის მიმართ იყო ტენდენციური ხმები, რომ არის იდიოტი, რომელსაც კარგისა და ცუდის
გარჩევა არ შეუძლია. ინგლისისათვის ეს მძიმე დრო ოყო. ხალხში ბევრი იყო უკმაყოფილო,
ვიდრე შეძლებულებში. სახელმწიფო ღარიბდებოდა, დიდებულები მდიდრდებოდნენ. მწვავე
რელიგიურმა საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და ადგილი პრაქტიკულ პოლტიკას დაუთმო.
იმპერია ოლიგარქიის არაკომპეტენტურობისა და სიხარბის გამო დნებოდა, ხოლო სახსრები
რომლითაც საფრანგეთის დამარცხება შეიძლებოდა, ეკლესიის მიერ იყო მონოპოლიზირებული.
ამიტომ ინგლისის კონტინენტურ სამფლობელოებს გულმოდგინედ იცავდა ჰერცოგი
ბედფორდი, მაგრამ 1435 წელს რეგენტის სიკვდილმა რღვევის პროცესი დააჩქარა.

ამით ისარგებლეს ინგლისის მსხვილმა ფეოდალებმა და ხელისუფლებაში გავლენის


მოპოვებისათვის ბრძოლა დაიწყეს. 1445 წლისათვის მეფეზე დიდი უფლებები დაამყარა იმ
ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ედგა გრაფი სუფოლკი, იორკის ჰერცოგი და ოპოზიციის
ხელმძღვანელი რიჩარდ მორტიმერი. ისინი სამეფო სახლის ყველაზე ახლობლები იყვნენ.
ამასობაში საფრანგეთთან ომი ინგლისისათვის ნულოვანი შედეგებით დასრულდა: 1453
წლისათვის ინგლისის მონაპოვარი ამ საუკუნოვან ომში მხოლოდ კალეს შენარჩუნებით
შემოიფარგლა. უზომოდ გაზრდილ გადასახადებს, ფეოდალთა ხროვის მბრძანებლობას,
ხაზინის ქურდობასა და საფრანგეთთან სამარცხვინოდ დამთავრებულ ომს „ახალი
თავადაზნაურობა“, მოქალაქეები და განსაკუთრებით გლეხობა, დიდი უკმაყოფილებით შეხვდა.
ამის შედეგი იყო ის, რომ 1450 წელს ინგლისის სამხრეთში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომლის
ცენტრი გახდა კენტის საგრაფო. აჯანყებულთა ძირითად მასას გლეხობა წარმოადგენდა,
რომელსაც სათავეში წარმოშობით ირლანდიელი, შეძლებული ფრიჰოლდერი (ფრიჰოლდერი-
პირადად თავისუფალი გლეხი, რომელიც ფიქსირებულ რენტას იხდიდა) და გამოცდილი
ჯარისკაცი ჯეკ კედი. მიითვისა რა მორტიმერის სახელი და სათავეში ჩაუდგა 20 თუ 50–
ათასიან ჯარს. ინგლისური ისტორიოგრაფიის მიხედვით, ეს აჯანყება ორმაგ ხასიათს ატარებდა.

142
იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვარდების ომის პირველი ფაზა და, როგორც
ანტიფეოდალური სახალხო აჯანყება.

აჯანყებულებს ბევრი რაინდი და მოქალაქე შეუერთდა. ამდენად, მასში მონაწილეობა


მიიღეს საშუალო მოქალაქეებმა, ვაჭრებმა და ჯენტრიმ. 20 თუ 50 ათასი აჯანყებული ჯეკ კედით
სათავეში ლონდონისკენ დაიძრა. და დედაქალაქში შევიდა. გაიგო რა მეფემ აჯანყებულთა
მოახლოების შესახებ, მათ გაუგზავნა წერილი მოთხოვნით, აეხსნათ მათი აჯანყების მიზეზი და
მიზანი. აჯანყებულთა სახელით კედმა უპასუხა, რომ მათი მიზანია ვერაგი მინისტრების დასჯა
და უსამართლობის გამოსწორება, რომელმაც ხალხის უბედურება გამოიწვია. ჯეკ კედის მიერ
გამოცემული მანიფესტით („კენტის თემის საჩივრებისა და მოთხოვნების მანიფესტი“)
აჯანყებულებმა პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნები წამოაყენეს: ისინი აპროტესტებდნენ
„დაბალი წარმოშობის ადამიანების სამეფო საბჭოში“ შეყვანას, საფრანგეთთან წარუმატებელი
ომის წარმოებას, საარჩევნო მაქინაციებს, დაჟინებით ითხოვდნენ იორკის ჰერცოგისა და მისი
მომხრეების სამეფო საბჭოში შეყვანას (მათში აჯანყებულ რაინდთა ზედა ფენა თავის
მმართველსა და ბელადს ხედავდა), საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას, სამეფო მოხელეების
მხრიდან გამომძალველობის შეწყვეტას, განსაკუთრებით გადასახადების აკრეფის დროს,
პარლამენტის არჩევნებზე ბარონთა უკანონო ზეწოლის შეწყვეტას. ისინი ასევე მოითხოვდნენ
მეფისათვის ფეოდალების მიერ მიტაცებული სამეფო დომენების დაბრუნებას, ტახტისაგან
სულელი მრჩევლების ჩამოშორებას. ამ პოლიტიკურ მოთხოვნებს შორის მხოლოდ ერთადერთი
იყო სოციალური ხასიათის მოთხოვნა - „სამუშაო კანონმდებლობის“ გაუქმება. ეს მოწმობს იმას,
რომ აჯანყებაში ღარიბი გლეხობა და ქალაქის ქარგლები მონაწილეობდნენ.

1450 წელს პარლამენტი შეიკრიბა, რომელშიც ძირითადად იორკელები იყვნენ


წარმოდგენილნი. სუფოლკი ღალატში დაადანაშაულეს და ქვეყნიდან გააძევეს. კალესაკენ
მიმავალი სუფოლკი მეზღვაურებმა ხელთ იგდეს და თავი გააგდებინეს, ხოლი მისი სხეული
დუვრეს ნაპირზე დააგდეს. ეს მკვლელობა აჯანყების სიგნალი გახდა. 1450 წლის 1 ივნისს ისინი
ბლეკჰიტისკენ დაიძრნენ, რათა საბჭოსთვის მოთხოვნები წარედგინათ. მათ მოსმენაზე უარი
განაცხადეს და გრინვიჩისკენ დაიძრა სამეფო არმია, რომელიც სევენოკსთან აჯანყებულებმა
უკუაგდეს. მთავრობა პანიკამ მოიცვა, მათი ძალები ნელ-ნელა თხელდებოდა, ხოლო კედის
ძალები იზრდებოდა. 2 ივლისს ჯონ კედი ლონდონში შევიდა. ლორდი სეი და კროუმერი,
კენტის შერიფი, როგორც დამნაშავეები სიკვდილით დასაჯეს. კედის არმია თითქმის არ
ძარცვავდა მოსახლეობას, მაგრამ ფული საჭირო იყო. კედმა ლონდონის მდიდარი ვაჭრების
დაბეგვრა მოითხოვა. ამას ის მოჰყვა, რომ 5 ივლისს ვაჭრებმა დაიკავეს ხიდი და ამით ჯეკ კედის
რაზმები, რომელიც განლაგებული იყო საუტვერკში სიტისაგან მოწყვიტეს. აჯანყებულები
შეავიწროვეს, მაგრამ ხიდთან ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა. 6 ივლისს აჯანყებულებს
მთავრობის ემისრებმა მიმართეს და იარაღის დაყრა მოსთხოვეს. ასეთ შემთხვევაში მათ
ამნისტიას დაჰპირდნენ. ბევრი ასე მოიქცა, მაგრამ კედი და მისი მომხრეები მთავრობას არ
დაემორჩილნენ. აჯანყებულთა მეთაურს გამოეკიდნენ და მოკლეს, ხოლო შემდეგ ყველას ცალ-
ცალკე გაუსწორდნენ.

143
წითელი და თეთრი ვარდების ომი. მიუხედავად ამისა, ჯეკ კედის აჯანყებამ მდიდარ
მოქალაქეებსა და „ახალ თავადაზნაურობას“ დაანახვა, რომ მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ
საბრძოლველად ფართო დასაყრდენი იყო საჭირო. ახლა ისინი საკუთარ იმედს დინასტიის
შეცვლაში ხედავდნენ და ლანკასტერების წინააღმდეგ იორკებს, სამეფო სახლის ნათესავებს,
უჭერდნენ მხარს, რადგან ფეოდალური ანარქიის ალაგმვა და ძლიერი სამეფო ხელისუფლების
დამყარება სურდათ. სხვა მხრივ, ასწლიანი ომის დასრულებამ ფეოდალური არისტოკრატიის
შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ახლა მათი ყურადღება ძირითადად მიპყრობილი იყო
ხელისუფლებისათვის ბრძოლასა და შემოსავლებზე.

ფეოდალური ომების საბაბად ლანკასტერებსა და იორკებს შორის დინასტიური დავები იქცა.


საქმის არსი შემდეგში იყო: ავადმყოფობის დროს, 1453 წელს, ჰენრი VI-ის წინააღმდეგ პირველი
შეტევები დაიწყო. ინგლისის პროტექტორად დაინიშნა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლორდი
რიჩარდი, რომელიც იორკის ჰერცოგი იყო. 1454 წელს მეფე გამოკეთდა და მამაკაცური
ხასიათის დედოფალის მარგარეტ ანჟუელის თხოვნით, რომელიც ფაქტობრივად ქვეყანას
მართავდა და მუდმივი ინტრიგები ჰქონდა იორკის წინააღმდეგ, ჰერცოგი სამეფო საბჭოდან
გააძევა. მეფესა და მის ძლევამოსილ ქვეშევრდომებს შორის კონფლიქტი სამოქალაქო ომში
გადაიზარდა, რომელსაც წითელი და თეთრი ვარდების ომი ეწოდება. ასე რომ, ინგლისში
დაიწყო 30-წლიანი ვარდების ომი (1455-1485 წწ.) ტახტის მემკვიდრეობისათვის
ლანკასტერებსა და იორკებს შორის. ასე მას იმიტომ ეწოდება, რომ ლანკასტერების გერბზე
გამოსახული იყო წითელი ვარდი, ხოლო იორკების გერბზე - თეთრი ვარდი. ამის
შესაბამისად ინგლისი ორ პარტიად გაიყო.

პირველ ხანებში რიჩარდ იორკელი ტახტზე პრეტენზიას არ აცხადებდა. მან 1455 წლის
მაისში სენტ- ოლბენსთან ბრძოლაში ლანკასტერები დაამარცხა და დაჭრილი მეფე ჰენრი VI
დაატყვევა. (გამარჯვებულები მეფეს კარგად მიმართავდნენ და პატივით ეკიდებოდნენ). ეს
ამბავი ჰერცოგმა ერთგული ქვეშევრდომული წესით ჰენრი V-ის საფლავის წინაშე მოინანია და
მიტევება ითხოვა. თავის ადგილზე დაბრუნებული ჰერცოგი დედოფალმა ვერ იგუა და 1456
წელს ისევ მოითხოვა მისი გაძევება. ამის შემდეგ იორკის ჰერცოგმა ინგლისის ტახტზე თავისი
კანონიერი უფლებები წამოაყენა.

იორკისა და ლანკასტერების სახლებს შორის ბრძოლა გარდამავალი წარმატებებით


მიმდინარეობდა. 1459 წელს ჰენრი VI ისევ დაატყვევეს იორკელებმა. რიჩარდი პარლამენტის
გადაწყვეტილებით ჰენრი მეფის მემკვიდრედ იქნა აღიარებული. შეურიგებელ მხარეებს შორის
ბრძოლა მოხდა 1460 წლის 10 ივლის ნორთჰემპტონთან, სადაც ისევ იორკელებმა
გაიმარჯვეს, მაგრამ გონებასუსტი ჰენრი VI-ის მეუღლემ დედოფალმა მარგარეტმა იმავე წლის 30
დეკემბერს რიჩარდ იორკელი (უეიკფილდ გრინთან) დაამარცხა და მისი მოკვეთილი თავი
დედოფლის ბრძანებით ქ. იორკის კედელზე დაკიდეს. მალე ამის შემდეგ თეთრი ვარდების
პარტიას სათავეში ჩაუდგა გრაფი უორვიკი (უორიკი), რომელიც თავისი დროის ყველაზე
ცნობილი მხედართმთავარი იყო. ეს მამაცი და დახვეწილი მხედართმთავარი სასტიკად
ეზიზღებოდა დედოფალს. ამასობაში რიჩარდ იორკელის ახალგაზრდა ვაჟიშვილმა ედუარდმა

144
განამტკიცა თეთრი ვარდების პარტიის მომხრეთა საბრძოლო სულისკვეთება. ეს პრინცი თავისი
ძალების ზენიტში იმყოფებოდა. მან თავისი გარეგნობით, სიმამაცითა და დემოკრატიული
მანერებით სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა.

ედუარდ IV (1461-1483) და მისი საშინაო პოლიტიკა. ამრიგად, იორკელთა ბრძოლას


სათავეში რიჩარდის ძე, მარჩის გრაფი ედუარდი ჩაუდგა. მან გრაფ უორვიკისა და
ლონდონელთა დახმარებით დედაქალაქი აიღო და 1461 წლის 29 მარტს ტოუტონის (Towton–
იორკის საგრაფოში) სისხლისმღვრელ ბრძოლაში ლანკასტერები დაამარცხა. (ეს კოშმარული
სანახობა იყო, როცა ერთი ეროვნების 100 ათასი ადამიანი როგორ ანადგურებდა ერთმანეთს
ერთი მუჭა პატივმოყვარეთა სურვილების დაკმაყოფილების გამო. ბრძოლის ველზე ედუარდმა
გასცა ბრძანება: „ტყვეები არ აიყვანოთ და არავინ არ დაინდოთ!“. 40 ათასი წითელი ვარდის
მომხრე დაიღუპა). უბედური ჰენრი VI ისევ ტყვედ ჩავარდა. ახლა ის ლონდონში გადაიყვანეს
და ტაუერში ჩაკეტეს, სადაც უპატიოდ ექცეოდნენ. მარგარეტს კი ბედმა გაუღიმა: მან მოასწრო
ინგლისიდან გაქცევა და ფლანდრიაში ჩავიდა მამამისთან (ტყეების გავლით გაიქცა თავის
შვილთან ერთად. გზაზე თავს დაესხნენ ყაჩაღები და ძვირფასეულობები წაართვეს. მათ თავი
მაშინ დააღწია, როცა ყაჩაღებმა ერთმანეთს შორის კინკლაობა დაიწყეს. ტყეში მანამ
დაეხეტებოდა, სანამ შიმშილმა და დაღლილობამ არ მიასუსტა. მას ისევ მიუახლოვდნენ
ყაჩაღები ამოწვდილი მახვილებით. მან თავი გაამჟღავნა და წყალობა სთხოვა ყაჩაღებს. მიაწოდა
რა მათ პატარა პრინცი, უთხრა: „აი, ჩემო მეგობარო, გაბარებთ მეფის ძეზე მზრუნველობას“.
ასეთი ნდობით მონუსხულებში ამან კეთილშობილების გრძნობა აღანთო და ყაჩაღებმა
დაიფიცეს, რომ არა მხოლოდ ზიანს მიაყენებდნენ, არამედ მთელს სიცოცხლეს უძღვნიდნენ
მისადმი სამსახურს).

ედუარდი ტახტზე ედუარდ IV-ის სახელით ინგლისის მეფედ ეკურთხა. უორვიკის


(უორიკის) დახმარებით გამეფებული მშვიდობითა და თანხმობით მმართველობდა. მისი
ტიტული აღიარა პარლამენტმა და მთელი ხალხი ხალისით დამორჩილდა. მალე ედუარდმა
გასაქანი მისცა თავის დაუოკებელ ვნებებს და მის კარზე გარყვნილერბამ და სისასტიკემ
იმძლავრა. სამეფო კარი გაუგონარი საშინელებებისა და საზეიმო ორგიების არენა გახდა. ამან
მეფის ავტორიტეტი დიდად დასცა და გრაფმა უორვიკმა ურჩია მეფეს, რომ დაქორწინებულიყო.
თვითონ უორვიკი გაემართა საფრანგეთში, რათა ედუარდი საფრანგეთის მეფის ლუი XI–ის
ცოლის დაზე ბონა სავოიელზე დაექორწინებინა. საქორწინო ხელშეკრულება უკვე დაიდო,
მაგრამ იგი ედუარდმა დაარღვია, რადგან დაქორწინდა ელისაბედ გრეიზე, რომელიც იყო სერ
რიჩარდ ვუდვილის ქალიშვილი. მეფემ ამით უორვიკს დიდი წყენა მიაყენა. უფრო მეტიც, მან
გრაფი საბჭოდან გამოიყვანა. უორვიკმა თავიდან ლოდინის მომენტი აირჩია და შემდეგ
ყველაფერზე შური იძია. ედუარდის წინააღმდეგ მან მძლავრი კოალიცია შექმნა და 1470 წელს ის
იძულებული გახდა ბურგუნდიაში, თავის სიძესთან, ჰერცოგ შარლ მამაცთან გაქცეულიყო. ამის
შემდეგ გრაფმა უორვიკმა, რიჩარდ ნევილმა, ედუარდ IV-ის ძმამ, ჰერცოგმა კლარენსმა
საწყალი ჰენრი VI, რომელსაც ერთადერთი სიმშვიდე სურდა, ისევ გაამეფეს და პარლამენტმა
მეფის ტიტული საზეიმოდ დაუმტკიცა. უორვიკმა კი ხალხში შემდეგი ზეწოდება მიიღო“
„Kingsmaker”, ე.ი. „მეფეების მკეთებელი“. მაგრამ ედუარდმა 6 თუ 9 თვის მერე ტახტი უკან

145
დაიბრუნა. ბედკრული ჰენრი VI ისევ ჩამოაგდეს ტახტიდან და უკან ციხეში მიაბრუნეს.
უორვიკს გადამჭრელი ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩა, მაგრამ ბედი ედუარდის მხარეზე
იყო. სენტ–ოლბენთან ბრძოლაში ლანკასტერები სასტიკად დამარცხდნენ და უორვიკიც
ბრძოლის ველზე დაეცა. დედოფალი მარგარეტი დანებებას არ აპირებდა და ედუარდს თითქმის
ინგლისის მთელ პროვინციაში ებრძოდა. მის ჯარს სათავეში ედგა ჰერცოგი სომერსეტი,
რომელიც ყოველთვის დედოფლის ერთგული რჩებოდა. საბოლოოდ ეს ბრძოლა ედუარდის
გამარჯვებით დასრულდა (1471 წ.). დედოფალი და უფლისწული ტვედ იგდეს და ედუარდს
მიუყვანეს. უიარაღო უფლისწული მეფე ედუარდის ძმებმა ჰერცოგებმა გლოსტერმა და
კლარენსმა მხეცურად მოკლეს. თვით ჰენრიმაც ეს ბედი გაიზიარა. ტყვედ აყვანილთაგან
ცოცხალი მხოლოდ მარგარეტი გადარჩა. მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის მეფემ ამისათვის
დიდძალი გამოსაყიდი გაიღო (50 ათასი კრონა). ეს გასაოცარი ქალბატონი, რომელმაც 20–ზე მეტ
ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ჰქონდა წარმატებებიც, დაკარგა მეგობრები და შვილები,
გარდაიცვალა რამდენიმე წლის შემდეგ საფრანგეთში სიღარიბესა და მარტოობაში.

ერთი სიტყვით, ედუარდის მმართველობის დროს წითელი და თეთრი ვარდების ომი


არაერთხელ განახლდა. ედუარდ IV ლანკასტერელ ბარონებს მკაცრად გაუსწორდა. მეფე არც
იორკელ ბარონებს ენდობოდა და ამიტომ რაინდთა საშუალო ფენას იახლოვებდა, მათ აძლევდა
ტიტულებსა და სამფლობელოებს. ის ასევე უნდობლად ეკიდებოდა პარლამენტს, რომლის
არჩევნები ფეოდალური არისტოკრატიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მას მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში ფინანსურ საკითხებში მიმართავდა. უპირატესობას ანიჭებდა ე.წ.
“ნებაყოფლობით საჩუქრებს” და ქალაქებისაგან იძულებით სესხებს. მან პარლამენტი აიძულა,
რომ მისთვის მიენიჭებინა სამუდამო უფლება საბაჟო კენჭის ყრაზე. მეფის ხელში იყო ასევე
მნიშვნელოვანი რესურსები - მიწები, რომელიც ფეოდალებს ჩამოართვეს. ყოველივე ეს მეფეს
იმის საშუალებას აძლევდა, რომ პარლამენტის მოწვევა ზედმეტად ჩაეთვალა და
მმართველობისა და კანონმდებლობის საკითხებში ხელ-ფეხი სრულად გაეხსნა. ედუარდ IV
სამამულო ვაჭრობისა და მრეწველობის მიმართ წახალისების პოლიტიკას ატარებდა. მან
აკრძალა ქვეყნიდან გაეტანათ ძვირფასი ხარისხის შალი და ამით მაუდის წარმოებას დიდ
სტუმულს აძლევდა. სამეფო ხომალდებს ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურებში კალა, ტილო და
შალის ქსოვილი გაჰქონდათ. ამასთანავე ნიდერლანდებსა და იტალიაში ჰანზისა და ვენეციელი
ვაჭრების მოსაშუალეობის გარეშე ინგლისის შალის გატანისათვის ყველა ზომებს მიმართავდა.

1475 წელს ედუარდ IV თავს დაესხა საფრანგეთს, მაგრამ ლუი XI-მ დიდი ერთჯერადი
თანხითა და ყოველწლიური პენსიით ინგლისის მეფე მოისყიდა. ამან ედუარდ მეფეს სახსრები
გაუჩინა და ზედმეტად მიიჩნევდა პარლამენტის მოწვევას. ასე რომ, მეფეს ხელი გაეხსნა
მმართველობისა და კანონმდებლობის საკითხებში. დიდებულების დამორჩილების მისმა
მცდელობამ უორვიკის გრაფის აჯანყება გამოიწვია, მაგრამ იგი მეფემ ჩაახშო. მმართველობის
ბოლო წლებში მეფის მარჯვენა ხელი იყო მისი ძმა, გლოსტერის გრაფი, ინგლისის მომავალი
მეფე რიჩარდ III.

ედუარდ IV ისტორიაში შევიდა, როგორც განათლების, ხელოვნებისა და მშენებლობის


მფარველი მეფე. უყვარდა ფუფუნება და გართობები. ლამაზი მეფე ქალების გულს ადვილად

146
იპყრობდა. სამეფო კარზე მას რამდენიმე ოფიციალური საყვარელი ჰყავდა. 1464 წელს, როცა
გრაფი უორვიკი საფრანგეთის მეფე ლუი XI-სთან მოლაპარაკებებს ეწეოდა, რომ ედუადრ IV მის
ახლო ნათესავ ბონა სავოიელზე დაექორწინებინათ, მეფემ მოულოდნელად განაცხადა, რომ ის
უკვე დაქორწინებულია. როგორც ვთქვით, მეფის რჩეული გახდა ახალგაზრდა ქვრივი ორი
ბავშვით ელისაბედ ვუდვილი, რომლის მეუღლე და მისი ნათესავები ლანკასტერთა სახლის
მომხრეები იყვნენ.

რიჩარდ III. ძველმა დიდებულებმა ედუარდ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი
ძმა რიჩარდი წამოაყენეს. ის იორკთა დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო, რომელიც აქტიურად
მონაწილეობდა ვარდების ომში. 1483 წლის აპრილ-ივნისში ედუარდ IV-ის მემკვიდრის, 12
წლის ედუარდ V-ის რეგენტი იყო. რიჩარდმა, რომლის ბრძანებით ტაუერში ერთ ტახტზე
მწოლიარე, ღრმა ძილში მყოფნი ბალიშით გაგუდეს ედუარდის მცირეწლოვანი შვილები
(მემკვიდრე ედუარდ V და მისი ძმა რიჩარდი. ისინი კიბის ქვეშ დამარხეს და საფლავს ქვების
გროვა დააყარეს) სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ტახტი ხელთ იგდო და ქვეყნის მართვას
რიჩარდ III-ის სახელით (1483-1485) შეუდგა.
უზურპატორმა რიჩარდ III-მ ქვეყანაში გაატარა რიგი რეფორმები, რომელიც ხალხში ძალიან
პოპულარული იყო: მოაწესრიგა სამართალწარმოება, აკრძალა ძალადობრივი გადასახადები და
იცავდა კონკურენციისაგან ინგლისელი ვაჭრების ინტერესებს. უყვარდა კითხვა და ძალიან
კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. 1483 წლიდან მის წინააღმდეგ აჯანყება ჩაიფიქრეს ლანკასტერებმა,
რომელსაც სათავეში ედგა მეფის თანამებრძოლი ბეკინჰემის ჰერცოგი ჰენრი
სტაფფორდი, რომელმაც გზა გაუკაფა რიჩარდს ტახტისაკენ. (ბეკინჰემმა ვერ აიტანა
რიჩარდი მას შემდეგ, როცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა ზოგიერთი ჩამორთმეული მიწის
გადაცემაზე). აჯანყებულებს სურდათ, რომ ტახტზე აეყვანათ რიჩმონდის გრაფი ჰენრი
ტიუდორი. ბეკინჰემი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო შეთქმულებაში მონაწილე სხვა აქტიურ
წევრებს საფრანგეთში წასვლის საშუალება მისცეს.

1485 წლის 7-8 აგვისტოს ჰენრი ტიუდორი თავისი არმიით (5 ათასი ძირითადად ფრანგი
დაქირავებულები, რომლებიც რიჩარდისაგან განაწყენებულები იყვნენ და ვალიელი
მშვილდოსნები) სამხრეთ უელსში გადმოჯდა. მეფის წინააღმდეგ ლანკასტერები და იორკის
ბარონების ნაწილი გაერთიანდა. რიჩარდ III-ის ცუდად მომზადებული და ორგანიზებული 10
ათასიანი არმია ბოსვორტთან ბრძოლაში 1485 წლის 22 აგვისტოს დამარცხდა და
უკანასკნელი ანჟუელი პლანტაგენეტი ინგლისის მეფე ბრძოლის ველზე დაეცა. (რიჩარდ III–ს
დარჩა უკანონოდ შობილი ძე, რომელიც უმეცრებაში იზრდებოდა. ბრძოლის წინა ღამით მან
კაცი გაგზავნა ყმაწვილთან და განუცხადა, რომ წარმატების შემთხვევაში მას თავის შვილად და
მემკვიდრედ აღიარებდა. ამ შემთხვევაში ბედმა უმტყუნა რიჩარდს. მისი ვაჟიშვილი ამ დროს
კალატოზად მუშაობდა). აქვე მეფედ გამოცხადდა ჰენრი ტიუდორი, რიჩმონდის გრაფი ჰენრი
VII-ის სახელით. ამდენად, ინგლისის ტახტზე ავიდა ლანკასტერთა სახლის მცირე შტოს
წარმომადგენელი. ბოსვორტის ბრძოლით დასრულდა წითელი და თეთრი ვარდების ომი.
დაბოლოს, რიჩარდ III ინგლისის ისტორიაში დიდ ადგილს იკავებს ტომას მორისა და შექსპირის
147
ტალანტის მიხედვით, რადგან ის აქციეს დემონური ბოროტმოქმედების მსოფლიო სიმბოლოდ,
თუმცა ბევრ სხვა მეფეებზე ის არც ნაკლები და არც მეტი ყოფილა. ბევრი ცნობილი მოღვაწე
თავისი სისასტიკითა და ვერაგობით, ნამდვილად, უფრო მეტი იყო.

ჰენრი VII ტიუდორი (1485-1509). ტიუდორები უელსის თავადაზნაურული ოჯახიდან


იყვნენ. ინგლისის ისტორიაში პირველი პოლიტიკური თამაში დაიწყო ოუენ ტიუდორმა,
რომელიც დაქორწინდა მეფე ჰენრი V-ის ქვრივზე ეკატერინეზე. ამ ქორწინებიდან დაიბადა
ედმუნდი და ჯასპერი. დედით ერთ ძმებს ჰენრი VI-მ რიჩმონდისა და პემბერკის გრაფის
ტიტულები უბოძა. ედმუნდ ტიუდორი კიდევ უფრო დაუნათესავდა ლანკასტერთა სახლს. ის
დაქორწინდა ამ შტოს ფუძემდებლის ჯონ გონტის შვილიშვილის შვილზე მარგარეტ ბოფორტზე.
მათ ეყოლათ ვაჟიშვილი- მომავალი მეფე ჰენრი VII ტიუდორი.

მეფემ გონივრული მოქმედებით განიმტკიცა უფლებები ტახტზე. ის ედუარდ IV


იორკელის უფროს ქალიშვილ-ელიზაბეთზე დაქორწინდა და ამით ლანკასტერთა და
იორკელთა გერბზე ორივე ვარდი გააერთიანა.

ტახტზე ასვლისთანავე მეფემ აღკვეთა ყველა პრეტენდენტის, თვითმარქვიისა და მათი


მომხრეების თვითნებობა. თანდათანობით ქვეყანაში წესრიგი დაამყარა, აღდგინა კანონები.
პირველ რიგში განამტკიცა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც ასწლიანი და „ვარდების“ ომის დროს
განადგურდა. მოწინააღმდეგეები როდი ცხრებოდნენ და იორკელთა პარტია მეფობის მანძილზე
მას მოსვენებას არ აძლევდნენ. 1487 წელს აჯანყდა ლორდი ლოუელი, მაგრამ დაამარცხდა და
ბრძოლის ველზე დაეცა. ლონდონში დაბრუნებულმა მეფემ საგანგებო ტრიბუნალი -
„ვარსკვლავთა პალატა“ შექმნა, რომელსაც აჯანყებულთა დასჯა დაევალა. 1499 წელს
მეფემ სიკვდილით დასაჯა გრაფი უორვიკი, ჰერცოგ კლარენსის შვილი და ედუარდ IV-ის
ძმისშვილი, რომელსაც ტახტზე მეტი უფლებები ჰქონდა. ამის შემდეგ მეფეს უკვე
მოწინააღმდეგეები არ ჰყავდა.

ჰენრი VII - ტიუდორთა ახალი დინასტიის დამაარსებელი (1485-1603) - თანმიმდევრულად


იბრძოდა დამოუკიდებელი ბარონების წინააღმდეგ, რათა სამეფო ხელისუფლება
განემტკიცებინა. მისთვის ამ პოლიტიკის გატარება ადვილი იყო, რადგან წითელი და თეთრი
ვარდების ომმა ფეოდალური არისტოკრატიის დიდი ნაწილის გაქრობა გამოიწვია და
შესაბამისად ახალი თავადაზნაურობის სოციალური მნიშვნელობა აამაღლა. ამან თავის მხრივ
ბურჟუაზიული ელემენტების ჩასახვას შეუწყო ხელი, რომელიც სამეფო ხელისუფლების
გაძლიერებაში იყო დაინტერესებული.

საგარეო პოლიტიკაში მეფე თავს არიდებდა კონფლიქტებს. ინგლისის საერთაშორისო


მდგომარეობა დინასტიური ქორწინებით განამტკიცა. მან თავისი უფროსი შვილი ართური
ესპანეთის ტახტის მემკვიდრეზე ეკატერინე არაგონელზე დააქორწინა, ხოლო ქალიშვილი -
მარგარეტი შოტლანდიის მეფე იაკობ V-ზე გაათხოვა. ეს უკანასკნელი ნაბიჯი მიმართული იყო
იქითკენ, რომ ორ ბრიტანულ სამეფოს შორის მტრული ურთიერთობები გაენეიტრალებინა.
საუკუნის შემდეგ ამ დინასტიურმა კავშირმა ორი სახელმწიფოს გაერთიანება განაპირობა.

148
ტახტის მემკვიდრე ართური მამაზე ადრე გარდაიცვალა (1502 წ.). ეკატერინე არაგონელი
ინგლისში დარჩა, ხოლო ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვლილი მეუღლის ძმაზე
ჰენრი VIII-ზე დაქორწინდა (ჩვეულებრივ ასეთი ქორწინება უკანონოდ ითვლებოდა),
რისთვისაც საჭირო გახდა რომის პაპის სპეციალური ნებართვა. ამ სიტუაციამ შემდეგში ხელი
შეუწყო სკანდალურ განქორწინებას და ინგლისის კათოლიკურ ეკლესიასთან განხეთქილებას.

ჰენრი VII ტიუდორი ხელმომჭირნე მონარქი იყო. გამოირჩეოდა ძლიერი აღნაგობითა და


ფიზიკური გამძლეობით. ბეკონის მოწმობით, მეფე მუდმივად ჩაკეტილი, მოწყენილი,
დამძიმებული, უსაზღვროდ ეჭვიანი და ფრთხილი იყო. თუ ვინმეს გულის მონადირება
უნდოდა ალერსიანობა და პირფერობა არ აკლდა. დიდებულები მას ხელში ეჭირა და
თანამდებობებზე იურისტებსა და ეკლესიის მსახურებს აწინაურებდა, რომლებიც მეფეს მუდამ
უსმენდნენ. მხედართმთავარი არ ყოფილა და არც ცბიერი პოლიტიკოსი, მაგრამ იყო
შორსმჭვრეტელი და წესრიგის მოყვარული. ის ცდილობდა სამეფო ხელისუფლებისათვის
სიმტკიცე და ძლიერება მიენიჭებინა. მკაცრად სჯიდა ურჩებს, მაგრამ არ იყო სასტიკი და
ბოროტი. მისი ყველაზე დიდი ნაკლი სიხარბე იყო. გადასახადებს კრეფდა მაქსიმალური
სიმკაცრით და მთელ ჯარს დასმენებისათვის იყენებდა. კონფისკაცია მოახდინა მიტოვებული
მამულების, კრეფდა მეათედს და ვაჭრობას ეწეოდა. იმდენ შემოსავალს იღებდა, რომ
პარლამენტისაგან ფულს არ ითხოვდა. ამიტომ პარლამენტიც ყოველთვის მზად იყო მეფის ნებას
დამორჩილებოდა. მმართველობის ბოლო 13 წლის მანძილზე პარლამენტი ერთხელ თუ ორჯერ
მოიწვია. ამან წოდებების მნიშვნელობის დაცემა განაპირობა.

ჰენრი VII მხარს უჭერდა ზღვაოსნობის განვითარებას. მისი ხელშეწყობით ინგლისის


სამსახურში მყოფმა იტალიელმა ჯონ (ჯოვანი) კაბოტმა ამერიკაში ექსპედიცია განახორციელა
და ნიუფაუდლენდი დაარსა. მეფის თხოვნით ისტორიკოსმა პოლიდორ ვერგილიუსმა
ინგლისის ისტორია დაწერა. მეფე მუდმივად ეწეოდა მეცნიერებისა და განათლების
წახალისებას. 54 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. დაკრძალეს უესტმინსტერის
სააბატოში თავისი მეუღლის ელიზაბეთის გვერდით, რომელიც მასზე 7 წლით ადრე
გარდაიცვალა. დარჩა ერთადერთი მემკვიდრე ჰენრი VIII. დაბოლოს, ჰენრი VII-ის ტახტზე
ასვლით უელსის დაპყრობის ისტორიაც დასრულდა. თანამედროვეების თანახმად, უელსელებმა
“მიიღეს თანაბარი პრივილეგიები და ისინი უზომოდ ბედნიერები იყვნენ იმ შეგნებით, რომ მათ
მეფე მართავდა”.

დასკვნა: ჰენრი VII ყოველთვის ორი მიზნის ხორცშესხმას ესწრაფვოდა: პირველი–ხელში


აეყვანა დიდებულები და სამღვდელოება, მეორე–აემაღლებინა და ცივილური გაეხადა ხალხი.
ხელმძღვანელობდა რა ამ მიზნებით, მან გამოსცა კანონი, რომლის ძალით დიდებულებს
შეეძლოთ, განეკარგათ საკუთარი ქონება და გაეყიდათ იგი. ამ კანონს პირველ რიგში მიესალმა
მესამე წოდება და დიდებულებშიც დიდი უკმაყოფილება არ გამოუწვევია, რადგან ახალისებდა
მფლანგველობას, რომელიც შეესაბამებოდა მათი კრედიტორების ინტერესებს. ამით დარტყმა
ადგებოდა არა იმდენად თვით დიდებულებს, რამდენადაც მათ შთამომავლებს. მეფეს არ
ეშინოდა, რომ ინგლისში პაპის ძალაუფლება შეეზღუდა, მაგრამ იმ დროს ქადაგებდა პაპის
დეკრეტებისადმი მორჩილებას და დიდ პატივს მიაგებდა ეკლესიას. ძალაუფლებას იყენებდა

149
დიდებულებისა და სამღვდელოების გავლენის შესამცირებლად და ყოველნაირად ცდილობდა
ხალხის პრივილეგიების გაფართოებას. მისი მმართველობის ბოლოს ინგლისი დიდწილად
ცივილიზებული იყო. ხალხი გადასახადს იხდიდა იძულების გარეშე; დიდებულები
მორჩილებაში იქნენ მოყვანილნი; სასჯელი მხოლოდ კანონების მიხედვით ედებოდათ;
ქალაქები დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ; კომერცია ყვაოდა, აჯანყებების სული ჩაქრა,
ხოლო უცხოელები თავს არიდებდნენ ინგლისს ანდა მასთან კავშირს ეძებდნენ.

მეგობრობაში ის იყო ვერაგი, დავებში შეურიგებელი, თავისი მომხიბვლელი მეუღლისადმი


უმკაცრესი, თვისი კეთილშობილი დედისადმი დაუმორჩილებელი, შვილებისადმი გულგრილი
და ქვეშევრდომების მიმართ არადიდსულოვანი. ის მხარს უჭერდა მშვიდობას, რადგან თავისი
სიძუნწე ომზე ხარჯების გაწევას არ ახალისებდა; მან გააფართოვა ხალხის უფლებები
დიდებულების მიმართ ეჭვიანობის გამო; ის ხელს უშლიდა რომის პაპის შემოჭრას მეფის
პრეროგატივებში, რადგან ის ცდილობდა პოლიტიკაში ჩარევას. ფულისადმი განსაკუთრებული
სიყვარული და იორკების სახლის მიმართ აღმოუფხვრელი სიძულვილი იყო მისი ძირითადი
ჟინი და ძირითადი წყარო.

ინგლისელი ერის ჩამოყალიბების წანამძღვრები. XIII-XV საუკუნეებში ინგლისელი


ხალხის ერად ჩამოყალიბების პროცესი გრძელდებოდა. სწორედ ამ პერიოდში განისაზღვრა
ინგლისელთა ენობრივი და ტერიტორიული ერთობა. ინგლისში ერთიანი ნაციონალური
ბაზრის შექმნა და ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრალიზაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა XI-
XII საუკუნეებში, თანდათანობით ენობრივი განსხვავებების გაქრობას იწვევდა. ლონდონის
საშუალო ინგლისური დიალექტის საფუძველზე, რომელსაც ფრანგული და ლათინური ენების
გავლენა ამდიდრებდა, საერთო ინგლისური ენა ჩამოყალიბდა. XIV საუკუნეში ინგლისური ენა
საზოგადოების ყველა ფენისათვის საყოველთაოდ აღიარებული სალაპარაკო და
ლიტერატურული ენა გახდა. 1362 წლიდან ამ ენაზე წარმოებდა პარლამენტში დებატები და
ოფიციალური სასამართლო გარჩევები. უიკლიფის ინიციატივით ინგლისურ ენაზე ითარგმნა
ბიბლია. XIV საუკუნის მეორე ნახევარში რელიგიური ერესების ტალღამ და სახალხო
აჯანყებებმა ასახვა ჰპოვა გლეხური წარმოშობის უილიამ ლენგლენდის (1330-1400) ინგლისურ
ენაზე დაწერილ ალეგორიულ პოემაში – “გუთნისდედა პიერის ზმანება”. 1390 წელს მზის
სინათლე იხილა ჯონ ჰაუერის ნაწარმოებმა “შეყვარებულის აღსარება”, რომელშიც პოეტი
რაინდობის ძველ ტრადიციებს უმღერის. 1381 წელს ის ლათინურ ენაზე დაწერილი პოემით -
“მთხოვნელის ხმა” გულისწყრომით დაესხა თავს უოტ ტაილერის აჯანყებას.

ინგლისის ნაციონალური ლიტერატურის განვითარებასა და ლიტერატურული ენის


ჩამოყალიბებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჯეფრი ჩოსერის შემოქმედებას. ავტორი
ცნობილი „კენტერბერიული მოთხრობებისა”, XIV საუკუნის უდიდესი პოეტი ჯეფრი ჩოსერი
(დაახლ. 1340-1400), „ინგლისის პოეზიის მამად“ წოდებული, იტალიური აღორძინების
იდეებს განიცდიდა. ხსენებული მოთხრობები ინგლისურ ხალხურ ენაზეა დაწერილი. ფორმითა
და შინაარსით ღრმა ნაციონალური ხასიათის ეს ნაწარმოები ჩოსერის თანამედროვე ინგლისის
ნათელ სურათს გვიხატავს. მართალია, ჩოსერი მოკლებული არაა თავისი დროის ცრურწმენებს,
150
მაგრამ მთავარი მის შემოქმედებაში არის ოპტიმიზმი, იუმორი, აზრის თავისუფლება,
სინამდვილის რეალისტური ასახვა. ჩოსერის პოეზიაში შუა საუკუნეების ქალაქის მაღალი
კულტურული განვითარება ჩანს. ის შეიძლება ინგლისური ჰუმანიზმის წინამორბედად
მივიჩნიოთ.

XV საუკუნეში მიმდინარე ომებმა და შინაომებმა ინგლისური ლიტერატურის დაცემა


გამოიწვია. ჩოსერის ფონზე ამავე საუკუნის მიწურულიდან ფართო გავრცელება პოვა
ბალადების ციკლმა, რომელიც ლეგენდარულ ყაჩაღს რობინ ჰუდს ეძღვნება. ეს უკანასკნელი
ინგლისელი ხალხის საყვარელი გმირი იყო. ის გამოსახულია თავისუფალ მშვილდოსნად,
რომელიც თავის რაზმთან ერთად ტყეში ცხოვრობს და ღარიბებს ფეოდალთა და სამეფო
ჩინოვნიკების თვითნებობისაგან იცავს. რობინ ჰუდის სახე განასახიერებს ხალხის ოცნებას
თავისუფლებაზე, ადამიანურ ღირსებასა და უბრალო ადამიანის კეთილშობილებაზე.

სარაინდო რომანის აღორძინება და მისი გმირული პათოსით შემოსვა ეკუთვნის ინგლისელ


თავადაზნაურს თომას მელორის (დაახლ.1417-1471). „მრგვალი მაგიდის“ რაინდების ძველ
თქმულებრებზე დაყრდნობით მან დაწერა რომანი „არტურის სიკვდილი“, რომელიც XV
საუკუნის ინგლისის პროზის ბრწყინვალე ძეგლად ითვლება. მელორი უმღერის რაინდობას,
მაგრამ ამასთან ერთად უნებურად ნაწარმოებში აისახა ამ წოდების რღვევის ნიშნები და აჩვენა
მისი ტრაგიკული გამოუვალობა.

XIV - XV საუკუნეების მიჯნაზე ინგლისში პოლიფონისტთა სკოლა შეიქმნა. მას სათავეში


ედგა სამეფო კარის მუსიკოსი, გამოჩენილი კომპოზიტორი ჯონ დანსთეიბლი (ინგლ. Jon
Dunstable, Dunstaple- 1370, 1380-1453), რომელიც მრავალი სასულიერო და საერო ნაწარმოების
ავტორია. ვოკალური ეპიზიდები სცენაზე იდგმებოდა. მუსიკა სპექტაკლის არსებითი
კომპონენტი იყო.

აღნიშნულ საუკუნეებში დიდი განვითარება პოვა მისტერიებმა და მორალიტემ, რომელიც


საეკლესიო სიუჟეტებსა და სახალხო სატირის ელემენტებს ერწყმოდა. მისტერიის
წარმოდგენებში გილდიის ხელოსნები მონაწილეობდნენ. სპექტაკლები მოედნებსა და ქუჩებში
იდგმებობდა, სადაც სცენის მაგივრობას ორსართულიანი მოძრავი ოთხთვალა - პედჟენტები
ასრულებდა.

XV საუკუნის დასასრულს რელიგიური თემებიდან საერო თემებზე გადასვლა დაიწყო.


სწავლული ჰუმანისტები ახალი იდეების საქადაგებლად მორალიტეს ფორმას იყენებდნენ.

XIV საუკუნის ინგლისური არქიტექტურის განვითარებაში დიდ გავლენას რომანული


სტილი ახდენდა. პლანტაგენეტთა ახალმა დინასტიამ, რომელიც დაკავშირებული იყო
საფრანგეთთან და მფარველობდა დიდ ქალაქებს, ვიდრე მონასტრებს, ხელი შეუწყო გოთიკური
სტილის განვითარებას, თუმცა ჯერ კიდევ რომანული ტრადიციები მყარი იყო.

ფრანგი ოსტატების მიერ აგებული კენტერბერიის ტაძარი ადგილობრივი ოსტატების


მიბაძვით არ სარგებლობდა და XII საუკუნეში ჯერ კიდევ რომანული სტილის ტაძრები
შენდებოდა. XIII საუკუნის დასაწყისიდან ბობოქარი განვითარება პოვა მეცხვარეობამ, ვაჭრობამ
151
და ხელოსნობამ. აღმოსავლეთის სანაპიროს ქალაქები შალის გატანის შედეგად
მდიდრდებოდნენ, გაიზარდა სავაჭრო-სამრეწველო წოდების გავლენა. მშენებლობის
ინიციატივა მონასტრებიდან მოქალაქეთა ხელში გადავიდა. არქიტექტურაში თანდათან ფეხი
მოიკიდა გოთიკურმა სტილმა. ინგლისური გოთიკური სტილი ხასიათდება არა
კონსტრუქტიულობით, არამედ დეკორატიული თავისებურებებით. მან რომანული სტილისაგან
შეინარჩუნა მოცულობითი სივრცითი სისადავე. ამ მხრივ გამოირჩევა იორკისა და ლინკოლნის
ტაძრები. დეკორი განსაკუთრებით დამახასიათებელია ოქსფორდის ტაძრისათვის,
ვესტმინსტერის სააბატოს ბრწყინვალე კაპელასთვის, საუნივერსიტეტო და ამქრული
ნაგებობისათვის.

უპირატესი მნიშვნელობა მოიპოვა საცხოვრებელმა მშენებლობამ, რომელშიც ახალ მასალებსა


და ტექნოლოგიებს იყენებდნენ. ჯერ კიდევ XIII საუკუნეში მაღალი ჰოლი ორსართულიან სახლს
შეერწყა, სადაც ქვემო სართულზე მოთავსებული იყო წინაოთახი, ხოლო მეორე სართულზე -
საცხოვრებელი. ზემო სართული გამოდიოდა “გრძელ გალერაში”, რომელიც გარემოს
დათვალიერებისა და სეირნობისათვის იყო განკუთვნილი. ამ საცხოვრებლების თავისუფალი და
მოხერხებული კომპოზიცია კარგად ერწყმოდა ბუნებრივ გარემოს. ეს ტრადიცია მალე გასცდა
ინგლისის საზღვრებს.

ლექცია № 8

საღვთო რომის იმპერია XI-XIII საუკუნეებში

გერმანული სახელმწიფოებრიობა XII-XIII საუკუნეებში

X საუკუნის დასაწყისში კაროლინგების ყოფილ იმპერიას გერმანიის ფეოდალური


სახელმწიფო გამოეყო. ამავე საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო გერმანიის ფეოდალური
დაქუცმაცებულობა და იგი შუა საუკუნეების არენაზე გამოვიდა ერთობლივი საჰერცოგოების
სახით, სადაც მისი ტომობრივი ხასიათი შენარჩუნებული იყო. XI საუკუნისათვის გერმანიის
მოსახლეობა ჯერ კიდევ ერთიან ეთნიკურ ჯგუფს არ შეადგენდა. იგი ცალკეულ ტომობრივ

152
ერთობად იყო გაყოფილი. ამას სახელმწიფოს ტერიტორიის ხასიათი განაპირობებდა, რომელიც
ცალკეული ოლქებისაგან ანუ საჰერცოგოებისაგან შედგებოდა. წყაროებსა და დოკუმენტებში
იმდროინდელი გერმანელი ხალხი წარმოგვიდგება, როგორც სხვადასხვა ოლქების
ერთობლიობა - ფრანკები, საქსები, ალემანები, ბავარები, ლოტარინგიელები. მოკლედ რომ
ვთქვათ, სახელმწიფო წარმოადგენდა ტერიტორიების ჯამს, რომელშიც სხვადასხვა ტომები
ცხოვრობდნენ.

ფეოდალიზმის განვითარების თვალსაზრისით, გერმანია საფრანგეთს ჩამორჩებოდა.


გერმანიაში ფეოდალური ურთიერთობები მხოლოდ XI საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. აქ,
განსაკუთრებით ფრისლანდიასა (რაიონი გერმანიაში) და საქსონიაში, დიდხანს
პატრიარქალური გლეხური თავისუფლება იყო შენარჩუნებული.

აღნიშნულ საუკუნეებში გერმანიაში უზენაესი ხელისუფლება შეძლებულ გერმანელ


მთავრებს - კურფიურსტებს (გერ. Kurfurst, kur-„არჩევა“, furst- „მთავარი“-„ამომრჩეველი
მთავრები“) ეკუთვნოდათ. კურფიურსტთა კოლეგია XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მის
შემადგენლობაში ყველა გავლენიანი მთავარი შედიოდა, რომელთაც იმპერიის კარზე წამყვანი
ადგილები ეკავათ. კურფიურსტთა კოლეგია საერთო იმპერიული ყრილობის - რაიხსტაგის (გერ.
Reichstag, Reich –„სახელმწიფო“, „tagen”- „სხდომა აქვს“- გერმანიის პარლამენტისა და მისი
სხდომების სახელწოდება) უმაღლეს კურიას წარმოადგენდა. ამ როლში ისინი რენზეში (1338 წ.)
გამართულ კრებაზე გამოვიდნენ. ასე რომ, საერთო იმპერიული წარმომადგენლობის ორგანოს
რაიხსტაგი წარმოადგენდა, რომელიც „იმპერიის ჩინებისაგან“ შედგებოდა. უწინარეს ყოვლისა,
ისინი იმპერიის წოდებებს წარმოადგენდნენ, რომელებმაც პოლიტიკურად დაშლილ გერმანიაში
დამოუკიდებელი მდგომარეობა მოიპოვეს. XIII საუკუნიდან კურფიურსტებს მეფის
(იმპერატორის) არჩევის უფლება მიენიჭათ.

XIII საუკუნეში გაჩენილმა ქალაქების წარმომადგენლობამ გვიან რაიხსტაგში მუდმივი


ადგილი მიიღო. ასე ჩამოყალიბდა 3 ცალკეული კურია - კურფიურსტების კურია, თავადების
კურია და იმპერიის ქალაქების კურია. იმპერიის რაინდობამ რაიხსტაგში განსაკუთრებული
წარმომადგენლობა ვერ მიიღო.

რაიხსტაგს იმპერატორი საკუთარი შეხედულების მიხედვით წელიწადში ორჯერ იწვევდა.


მასში მონაწილეობა აუცილებელი იყო. გადაწყვეტილებას ხმის უმრავლესობით იღებდნენ და
საბოლოოდ მას ყველა კურიის საერთო კრება იწონებდა. რაიხსტაგის დადგენილებებს
იმპერატორი გასცემდა. რაიხსტაგის კომპეტენციებში საკითხთა ფართო წრე შედიოდა, კერძოდ:
საერო მშვიდობის დამყარება; საერთო იმპერიული სამხედრო ღონისძიებების ორგანიზაცია;
მშვიდობისა და ომის საკითხების გადაწყვეტა; სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა;
იმპერიული გადასახადების დაწესება; იმპერიისა და სამთავროების შემადგენლობაში
ტერიტორიული ცვლილებების საქმე; საბაჟო და სამონეტო საქმე; იმპერიის სამართალში
ცვლილებების შეტანა. არსებითად აღნიშნულ საქმეებს მთავრები დამოუკიდებლად წყვეტდნენ
და რაიხსტაგში მასზე მსჯელობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

153
ასე გამოიყურებოდა „წოდებრივი მონარქია“ გერმანიის იმპერიაში. იგი გარეგნულად ჰგავდა
დასავლეთ ევროპის ქვეყნების წოდებრივ-წარმომადგენლობით მონარქიებს. აქ
წარმომადგენლობითი ორგანოები სამეფო ხელისუფლების გაძლიერებასთან ერთად ეცემოდა.
გერმანიაში, პირიქით, ისინი თავის მნიშვნელობას იმპერიის ძალაუფლების დაცემასთან
ერთად კარგავდა, რადგან მთავრები ძლიერდებოდნენ.

გერმანიის ტერიტორიული სამთავროები

გერმანიაში საერთო სახელმწიფოებრივი ერთიანობის საბოლოო დაკარგვის შედეგად


ტერიტორიული მთავრების ძლიერება გაიზარდა. XIII საუკუნის შუა ხანებისათვის მთავრებმა
კანონმდებლობით განიმტკიცეს სახელმწიფო უფლება, შემდეგ თავიდან მოიშორეს ზემოდან
კონტროლი და სუვერენიტეტი მოიპოვეს. ტერიტორიულ სამთავროებში უმაღლესი ორგანო იყო
ერობები. მთავრის ხელისუფლება მემკვიდრეობითი და სუვერენული იყო. მას ჰქონდა
სამთავრო კარი, რომელიც „მინისტრებისაგან“, მრავალრიცხოვანი მსახურებისაგან შედგებოდა.
კარზე დიდ როლს ასრულებდნენ რომის სამართლის მცოდნე იურისტები, რომლებიც
მთავრების განუსაზღვრელ ძალაუფლებას ასაბუთებდნენ და სადავო საკითხებს
არეგულირებდნენ.

XIII საუკუნემდე გერმანიაში ქალაქები სრული თვითმმართველობით სარგებლობდნენ.


შესაბამისად საიმპერიო და საერობო ქალაქები არსებობდა. საიმპერიო ქალაქებს
წარმოადგენდნენ ისინი, რომელიც მეფის დომენში მდებარეობდა და სამეფო სასახლეები
არსებობდა. ასეთები იყო: აუგსბურგი, რეგენსბურგი, აახენი, ლიუბეკი. მოგვიანებით მათ
უფლებებში გაუთანაბრდა გათავისუფლებული საეპისკოპოსო ქალაქები, რომელებმაც
„თავისუფალი ქალაქების“ სტატუსი მიიღეს: ვორმსი, მაინცი, კელნი, სტრასბურგი. ეს ქალაქები
შეკვეცილ ჩარჩოებში იმპერატორის ხელისუფლებას ექვემდებარებოდნენ.

ქალაქებში მთელი ძალაუფლება ქალაქის საბჭოსა და მაგისტრს ეკუთვნოდა. ქალაქი


საკუთარ ფულს ჭრიდა, განკარგავდა ბაზარსა და ბაჟს, ჰყავდა ჯარი და პოლიცია. ქალაქის
მოსახლეობის ძირითად მასას, მათ რიცხვში ამქართა ხელოსნებს, მმართველობაში
მონაწილეობის უფლება შეზღუდული ჰქონდათ. XIV საუკუნეში ამქრების ბრძოლა
პატრიციებთან გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა და 1396 წელს 22 კორპორაციისაგან
შემდგარი ამქართა მმართველობა შეიქმნა.

საწარმოო ძალების განვითარება

XII-XIII საუკუნეების განმავლობაში გერმანიის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ძვრები


შეინიშნებოდა. გაუმჯობესდა მიწების დამუშავება და მოსავლიანობამ მოიმატა. გაფართოვდა
მარცვლეული და ბოჭკოვანი კულტურების ნათესები (ჭვავი, ქერი, სელი, კანაფი). ქალაქის
განაპირა ზონებში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მებოსტნეობა და მებაღეობა. შიდა
კოლონიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა დამუშავებული მიწების ფართობი.
დაუმუშავებელი მიწების ათვისების ინიციატორები უმრავლეს შემთხვევაში გლეხები იყვნენ.
მძიმე ფეოდალური უღლისაგან თავდახსნის მიზნით ისინი უკაცრიელ მიწებზე სახლდებოდნენ

154
და ამუშავებდნენ, სადაც მიწის მესაკუთრეებზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. საკუთარი
ინტერესების დასაცავად გლეხები თემურ ორგანიზაციებს ქმნიდნენ. XIII საუკუნის
ბოლოსათვის შიდა კოლონიზაციისა და სოფლის მიერნეობის ინტენსიფიკაციის შედეგად
რამდენადმე გაზარდა წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რამაც ქალაქის
ეკონომიკის განვითარების წანამძღვრები შექმნა.

გერმანიაში, როგორც ყველგან დასავლეთში, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის


განვითარებამ გლეხთა მდგომარეობაში ღრმა ცვლილებები გამოიწვია. შეიცვალა ფეოდალური
მამულის სტრუქტურა. XII-XIII სს. ქვეყნის რიგ რაიონებში საბატონო მეურნეობის წინანდელი
სისტემა ირღვეოდა. ფეოდალები ამცირებდნენ, აქა-იქ სავსებით თავიდან იშორებდნენ,
საბატონო მიწებს და მას იჯარით ან საღალო მფლობელობაში აძლევდნენ. ჩვეულებრივ
საბატონო მიწებს იჯარით აძლევდნენ მამასახლისებს (მეიერებს) იმ პირობით, რომ მოსავლის
ანდა საქონლის ნაწილი გადაეხადათ. შეიცვალა საგლეხო მფლობელობის სტატუსი -
მემკვიდრეობითობიდან იგი იქცა მოკლევადიან მფლობელად. გლეხი ხდებოდა რა მეიჯარე,
ვალდებული იყო მოსავლის ნაწილის (1/4-1/2) შეტანასთან ერთად წინანდებურად
შეესრულებინა ტრადიციული ბეგარა, მათ რიცხვში საბატონო.

სამხრეთ-დასავლეთში და ნაწილობრივ შუა გერმანიაში ძირითადად შენარჩუნებული იყო


მეურნეობის ძველი, გლეხური მემკვიდრეობითი მფლობელობის საბატონო სტრუქტურა, მაგრამ
გლეხის ბეგარა უმეტესად ფულადი ჩინშით შეიცვალა. ძველი ფორმების რღვევასთან ერთად
საბატონო მეურნეობის ორგანიზაცია სუსტდებოდა, ხოლო ადგილებზე სრულიად გაქრა
ბატონყმური დამოკიდებულება. გლეხის სამართლებრივი მდგომარეობა შესამჩნევად
გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა ფეოდალური ექსპლუატაციის შესუსტებას. მოკლევადიან
მფლობელობაზე გადაყვანა მიწის მესაკუთრეებს აძლევდა შესაძლებლობას, რომ ღალა
გაედიდებინათ, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გლეხისათვის მიწა ჩამოერთვათ.

გერმანულ სოფელში ქონებრივი დიფერენციაცია გაძლიერდა. მდიდარი მეიერები,


რომლებიც იჯარით იღებდნენ რამდენიმე მიწის ნაკვეთს (ჰუფებს), ხანდახან მთელ მამულს,
ექსპლუატაციას უწევდნენ ღარიბ გლეხებს, როგორც დაქირავებულ მუშებს. გაჩნდა
მოსახლეობის ახალი ფენა - დღიური მოქირავნეები. XIII საუკუნის მეორე ნახევარში სოფლის
მეურნეობის მუშაკებისათვის დადგინდა კიდევაც ჯამაგირის მაქსიმალური ნორმაც, მაგრამ
ისინი თავისუფალი მუშები კი არ იყვნენ, არამედ სოფლის ღარიბობას წარმოადგენდნენ.

გაძლიერებულ ფეოდალურ ექსპლუატაციას გლეხები ხშირად აჯანყებებით ხვდებოდნენ. XIII


საუკუნის დასაწყისში ფრისლანდიაში შტედინგთა (გერ. Stedinger- „თავისუფალი გლეხები“)
აჯანყებამ იფეთქა ბრემენის არქიეპისკოპოსის წინააღმდეგ, რომელიც ძალით აქრისტიანებდა ამ
თავისუფლებისმოყვარე მოსახლეობას. მხოლოდ 30-წლიანი ომის შედეგად იქნა შესაძლებელი
შტედინგთა ამოძირკვა და ფეოდალებმა მათი ოლქი დაიმორჩილეს. 1285 წელს რაინის ოლქში
დაიწყო გლეხთა მასიური აჯანყება თვითმარქვია ფრიდრიხის მეთაურობით. მის ჩასახშობად
გაგზავნილი იქნა ფეოდალებისა და იმპერატორ რუდოლფ ჰაბსბურგის ჯარი. გლეხთა ბელადი
შეიპყრეს და ცეცხლზე დაწვეს.

155
იმპერატორები და საეკლესიო რეფორმა

უმემკვიდრეოდ გარდაცვლილი ჰაინრიხ II-ის (1024 წ.) შემდეგ საქსონელთა დინასტია


შეწყდა. გერმანელმა დიდებულებმა მეფედ აირჩიეს ფრანკონელთა ძველი გვარეულობის
წარმომადგენელი კონრად II. ამ გვარეულობის წევრებს გვიანდელმა ავტორებმა სალიამები
უწოდეს. გერმანიის ტახტი ფრანკონელთა დინასტიას 1125 წლამდე ეკავა.

ერთ-ერთი მათგანის ჰაინრიხ III (1039-1056) მმართველობის დროს გერმანიის იმპერიამ


თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. იმპერიის საეკლესიო სისტემა დაუბრკოლებლად
მუშაობდა, ხოლო იმპერატორი მტკიცე ხელით მართავდა სახელმწიფოს. წინამორბედების
მსგავსად, ჰაინრიხ III თავს ქრისტეს მონაცვლედ თვლიდა და მიიჩნევდა, რომ მირონცხება
ხელმწიფეს, სხვასთან ერთად, წმიდათაწმინდა მადლს ანიჭებდა. „Rex et sacerdos“ ( „მეფე და
მღვდელთმსახური“) ფორმულა იმპერატორის ძალაუფლების საერო და რელიგიურ ხასიათს
გამოხატავდა.

ჰაინრიხ III ეკლესიის განახლებისაკენ მისწრაფებას, რომელიც X-XI საუკუნეებში დასავლეთ


ევროპაში მკვეთრად ძლიერდებოდა, ყოველნაირად მხარს უჭერდა. გერმანიის ბერ-
მონაზვნობაში კლიუნის მსგავსი მოძრაობა ჩაისახა. საეკლესიო რეფორმაციის ინიციატორად
საიმპერიო ხელისუფლება გამოდიოდა, რომელიც ეკლესიაში მნიშვნელოვან საყრდენს ხედავდა
და ამიტომ მის განმტკიცებაში დიდად იყო დაინტერესებული.

ჰაინრიხ III-მ 1046 წელს თვითნებურად დაამხო ერთმანეთს შორის მებრძოლი პაპები
(სილვესტრე III, გრიგორი VI, ბენედიქტე IX) და წმინდა ტახტზე დასვა წარმოშობით
გერმანელი პაპი კლემენტ II. იმპერატორის მიერ ხელდასხმული ეს პაპი რომს 1046-1047 წლებში
მართავდა და ბევრი რამ გააკეთა ეკლესიის განახლებისათვის, მაგრამ მან ოფიციალურად
დაუდო სათავე ცეზაროპაპიზმს. კერძოდ, პაპმა საეკლესიო მმართველობა მთლიანად
დაუმორჩილა გერმანელ საერო მმართველებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ არავინ
ფიქრობდა, რომ რეფორმების შედეგად გაძლიერებული რომის ეკლესია მალე გამოვიდოდა
იმპერატორების დაქვემდებარებიდან და საიმპერატორო ძალაუფლების კრიზისიც გარდაუვალი
გახდებოდა.

ჰაინრიხ IV

საიმპერატორო ხელისუფლების კრიზისის მიზეზები არა იმდენად რომის ეკლესიის


დამოუკიდებლობაში მდგომარეობდა, რამდენადაც თვით გერმანიის სოციალურ ცხოვრებაში
მიმდინარე ძვრებში. ფეოდალიზაციის პროცესმა გერმანიაში სწრაფი წარმატებები მოიტანა.
მცირერიცხოვან ტომობრივ გაერთიანებათა მეთაურების ადგილი ახალმა ფეოდალ-
დიდებულებმა დაიკავეს. იგი შედარებით მრავალრიცხოვანი გავლენიანი ოჯახებისაგან
შედგებოდა, რომელთაც მსხვილი სამფლობელოების შემომტკიცება შეძლეს. სწორედ ახალი
დიდებულების პოზიციამ ნელ-ნელა განსაზღვრა გერმანიის ხელმწიფეთა შემდგომი
წარმატებები თუ წარუმატებლობები.

156
კრიზისი ჰაინრიხ IV-ის (1056-1106 წწ.) მმართველობის დროს დაიწყო. ამ ხელმწიფის
მცირეწლოვნობის (6 წლის) დროს გერმანიის დიდებულთა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის
სამეფო დომენის მიწების მიტაცების გამო სისხლისმღვრელი ბრძოლები დაიწყო, მაგრამ
საიმპერატორო ხელისუფლებას ნამდვილი გამოცდა საქსონელთა აჯანყებისა და
ინვესტიტურისათვის ბრძოლის დროს დაუდგა.

მმართველობის დამოუკიდებლად დაწყების შემდეგ ჰენრი IV თავისი ძალაუფლების


მატერიალური ბაზის შექმნას შეუდგა. ამ პოლიტიკის გატარებაში მეფის საყრდენს მისი
ვასალები - რაინდები და მინისტერიალები წარმოადგენდნენ. მათ თითქმის მთლიანად ეკავათ
ყველა ფისკალური აპარატი და მაღალი სამხედრო სამსახური. მეფემ მიზნად დაისახა საქსონიის
მთლიანად დამორჩილება; საჰერცოგოში საქსონიის დინასტიის წარმომადგენელთა სამეფო
მიწები არსებობდა, რომელიც მემკვიდრეობით ფრანკონელმა მეფეებმა მიიღეს, მაგრამ
შინაომების დროს ნაწილობრივ მიიტაცეს. საქსონიაში ბურგების მშენებლობა დაიწყეს. მასში
მონაწილეობის მიღებას აძალებდნენ არა მხოლოდ სამეფო მიწების მფლობელებს, არამედ
თავისუფალ გლეხებსაც. ამ ბურგებში ჩააყენეს სამეფო მინისტერიალებისაგან შემდგარი
გარნიზონები, რომლებმაც გლეხებისაგან ნატურითა და სამსახურით მრავალრიცხოვანი მძიმე
გადასახადების აღება დაიწყეს. საქსონიას დამონება ემუქრებოდა. ვრცელი ტყეები, რომელიც
დიდ როლს ასრულებდა გლეხურ მეურნეობაში, ჰაინრიხ მეფეს სურდა, რომ საკუთარ ფისკად
ექცია.

საქსონელებმა დიდი ხნის წინათ გამოხატეს უკმაყოფილება სამეფო გვირგვინის სხვა


დინასტიისათვის გადაცემის გამო. როცა ჰაინრიხ IV-მ გადაჭრით დაიწყო თავისი პოზიციებისა
და ქონებრივი უფლებების გამნტკიცება საქსონიაში და ვერცხლით მდიდარ ჰარცის მთის
მისადგომებთან სამეფო დომენის შექმნა დაიწყო, საქსონელებმა აჯანყებით უპასუხეს (1073 წ.).
აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო საქსონიის საზოგადოების ყველა ფენამ; აჯანყებულებს
გერმანიის სხვადახვა მხარეებიდან ფარულად მხარს უჭერდნენ მეფისაგან განაწყენებული
მთავრები. ჰაინრიხმა ძლივს დააღწია თავი აჯანყებულებს და მათ მოთხოვნებს დათანხმდა,
მაგრამ ამან ქვეყანაში წყენა ვერ ჩააქრო. გერმანელმა მთავრებმა მეფეს დახმარება აღუთქვეს.
ჰაინრიხ IV-მ ზოგიერთი აჯანყებული დიდებულის შემორიგების შემდეგ 1075 წელს
საქსონელთა ჯარი გაანადგურა, ხოლო გლეხთა ლაშქარი სრულად გააცამტვერა.

ბრძოლა ინვესტიტურისათვის

საქსონელთა აჯანყება გერმანიაში სამოქალაქო ომის პროლოგი გახდა. მისი მიზეზი,


როგორც თანამედროვენი ამბობდნენ, „ინვესტიტურისათვის ბრძოლა“ იყო. ძველგერმანულ
საზოგადოებაში უძრავი ქონების ერთი მფლობელიდან მეორეზე გადაცემა დასტურდებოდა
რომელიმე საგნის გადაცემით, მაგალითად ბალახის ღეროთი. X-XI საუკუნისათვის ამ
ჩვეულებიდან განვითარდა ერთი პირის მიერ მეორისათვის, რომელიც იერარქიით მასზე დაბლა
იდგა, გარკვეული სიმბოლური საგნების გადაცემა. ეს მოქმედება აღნიშნავდა ძალაუფლების,
მიწის, შემოსავლების ნაწილზე რწმუნების გადაცემას. ამას ინვესტიტურა (გვიან ლათ. Investitura
–investio-დან - „შევმოსავ“ იურიდიული აქტია. მიწის ან თანამდებობის გადაცემა, რომელიც
განმტკიცებულია ვასალური დამოკიდებულებით და ახლავს რომელიმე სიმბოლური საგნის
157
გადაცემის ცერემონია: ხანჯალი, ხელთათმანი, კვერთხი და ა.შ.) ეწოდებოდა. საერო მთავრებს
იმპერატორი ჩვეულებრივ დროშას გადასცემდა, ხოლო საეკლესიო მთავარს - ბეჭედსა და
კვერთხს. ყოველ ახალ ეპისკოპოსს თავიდან უნდა მიეღო ეს ნიშნები იმპერატორის ან მისი
წარმომადგენლის ხელიდან. შემდეგ ისინი აკურთხებდნენ ამ საგნებს და მას მეორედ
გადასცემდნენ საეკლესიო წესების შესრულების დროს.

XI-XII სს. დასაწყისში მწვავე კონფლიქტი გაჩაღდა იმპერატორებსა და პაპებს შორის


ფორმალურად ეპისკოპოსთა ინვესტიტურის საკითხებზე. საეკლესიო რეფორმების იდეებით
აღფრთოვანებული პაპები ცდილობდნენ, რომ ეკლესია გათავისუფლებულიყო საერო
ძალაუფლების გავლენისაგან. ამიტომ ისინი სამეფო ინვესტიტურას დაუშვებლად მიიჩნევდნენ:
საეკლესიო პირის არჩევა - ეკლესიის საშინაო საქმეა. მასში ჩარევის უფლება არც ერთ საერო
პირს, მათ შორის იმპერატორს, არა აქვს. თუმცა იმპერატორები არ აპირებდნენ ხელი აეღოთ
საეკლესიო თანამდებობების თავისუფლად განკარგვაზე.

XI საუკუნემდე საეკლესიო ინვესტიტურის უფლება ფაქტობრივად საღვთო რომის


იმპერატორს ეკუთვნოდა. საეკლესიო იერარქები ერთდროულად მსხვილი საერო ფეოდალები
იყვნენ და ამ ხარისხით ვასალურ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ იმპერატორთან, მაგრამ XI
საუკუნის შუა ხანებში პაპობის გაძლიერებამ ცვლილებები გამოიწვია. ეკლესია შეეცადა, რომ
პრელატების დანიშვნაში თავისი გამონაკლისი უფლება დაეცვა. პაპობას კარგად ესმოდა, რომ
მანამ, სანამ უმაღლესი სასულიერო პირები თანამდებობებზე საერო ხელუსუფლებისა და
მონარქებისაგან ინიშნებიან, მღვდელმსახურთა მორალური დონე დაბლა და დაბლა დაეშვება.
ამიტომ პაპმა გრიგოლი VII-მ (1073-1085) თავის უპირველეს ამოცანად დაისახა საერო
ხელისუფალთა ჩამოშორება საეკლესიო იერარქების დანიშვნის საქმეში. მისი თავდასხმის
ობიექტი შეიქმნა ინვესტიტურის პროცედურა. ამ პოლიტიკამ გრიგოლი გერმანიის იმპერატორ
ჰაინრიხ IV-სთან დააპირისპირა.

ამ დროს იმპერატორი უმაღლეს არისტოკრატიასთან სერიოზულ სამოქალაქო ომში ჩაერთო.


ამიტომაც ჰაინრიხი ეპისკოპოსებსა და არქიეპისკოპოსებს მთელ გერმანიაში მონარქიული
ხელისუფლების აღსადგენად იყენებდა. იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა მტკიცე კონტროლი
მოკავშირე სასულიერო პირებზე, იმპერატორი ძალზე გულმოდგინედ უდგებოდა
კანდიდატების არჩევის საქმეს საეპისკოპოსო თანამდებობებზე. თუმცა, იმ თვისებებს,
რომლებსაც ეპისკოპოსების დანიშვნის დროს ყურადღებას აქცევდა ჰაინრიხი, საერთო არაფერი
ჰქონდა მოთხოვნებთან, რომელსაც ამ კანდიდატურას ეკლესია უყენებდა. ჰაინრიხს
სჭირდებოდა ბოლომდე ერთგული ეპისკოპოსები. მას არ აინტერესებდა, რამდენად
ერთგულები იყვნენ ისინი ეკლესიისადმი. პაპმა იცოდა, რომ პოლიტიკოსები და ხელისუფლება
მღვდლების დანიშვნის დროს ძირითად ყურადღებას უთმობდნენ მათ პოლიტიკურ პოზიციას
და არა სასულიერო ცხოვრებას. მეფეებსა და პაპებსაც შესანიშნავად ესმოდათ ეპისკოპოსების
დანიშვნის საქმის კონტროლის მთელი მნიშვნელობა.

1075 წლის თებერვალში რომის მეორე სინოდმა განაახლა სიმონიის, არასაქორწინო


კავშირებისა და მიწების ინვესტიტურის წინააღმდეგ მიმართული ძველი ბრძანებები. ამავე
დროს გრიგოლმა სიმონიაში დაადანაშაულა ჰაინრიხის მიერ დანიშნული ხუთი ეპისკოპოსი და
158
ამასთან ერთად გაათავისუფლა სხვა გერმანელი ეპისკოპოსებიც. ჰაინრიხმა უარი თქვა
დამორჩილებოდა პაპის ამ გადაწყვეტილებას და განაგრძო ეპისკოპოსების დანიშვნა თავის
მიწებზე. იმავე წლის დეკემბერში პაპი განკვეთით დაემუქრა იმპერატორს, თუ ის
გაჯიუტდებოდა და გააგრძელებდა თავის მოქმედებას. ჰაინრიხი მაინც განაგრძობდა თავის
პოლიტიკას. ასე რომ, 1076 წლის თებერვალში გრიგოლმა ჰაინრიხი არა მხოლოდ განკვეთა
ეკლესიიდან, არამედ გადააყენა იმპერატორის ტახტიდანაც და წაართვა საიმპერატორო
ხელისუფლების ყველა ნიშანი. მომდევნო თვეს პაპმა გამოსცა თავისი ცნობილი დოკომენტი,
რომელმაც მიიღო „პაპის დიქტატის“ სახელწოდება. მასში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ
პაპს აქვს ძალაუფლება გადააყენოს იმპერატორები და ეპისკოპოსები, თუმცა თავად პაპი
ყოველგვარი მიწიერი სამსჯავროზე მაღლა დგას. ეს დოკუმენტი პაპებს ანიჭებდა ყველაზე დიდ
ძალაუფლებას, რომელიც მათ მანამდე არ ჰქონიათ.

მეფე ჰაინრიხისათვის ეს მძიმე დროს მოხდა. იმპერატორის წინააღმდეგ ამხედრებულმა


დიდებულებმა გამოიყენეს მისი ეკლესიიდან განკვეთა და მეფე დაამხეს. გერმანელმა
არისტოკრატიამ მხარი დაუჭირა განკვეთას. უფრო მეტიც, ის გამოვიდა მუქარით, წაერთმიათ
მისთვის ტახტი, თუ მეფე არ მიიღებდა ცოდვების მიტევებას პაპისაგან მომდევნო წლის
თებერვლამდე. ამგვარად მოხვდა ჰაინრიხი იმ მახეში, რომელიც რელიგიური და პოლიტიკური
მოვლენებისაგან იქნა დაგებული. ამიტომაც მეფეს მოუწია მიეღო ყველა მოთხოვნა და გაევლო
დამცირების გზა, როდესაც ასრულებდა პაპის ნებას.

1076 წლის იანვარში ალპების მძიმე გზის გავლის შემდეგ ჰაინრიხი ჩავიდა ჩრდილოეთ
იტალიის სიმაგრე კანოსაში. მოიხსნა რა სამეფო რეგალიები, მონანული ცოდვილის სამოსელში,
ფეხშიშველი და მშიერი სამი დღე ელოდა შეხვედრის ნებართვას და პაპის წინაშე მუხლებზე
დაჩოქილმა პატიება ითხოვა. პაპი დარწმუნებული იყო, რომ ჰაინრიხი არ იყო გულწრფელი,
მაგრამ როგორც მთელი საქრისტიანოს უზენაესი მწყემსი, მას არ შეეძლო ზურგი შეექცია
მონანული ცოდვილისათვის. ამიტომაც მან ყველა ცოდვა მიუტევა ჰაინრიხს, მოხსნა განკვეთაც
და ხელისუფლების ყველა სიმბოლო დაუბრუნა.

ეს ზუსტად ის იყო, რაც ჰაინრიხს უნდოდა. მან თავისი ინტერესები ჩრდილოეთისაკენ


მიმართა, რათა მოეგვარებინა ურთიერთობა თავის არისტოკრსტიასთან, რომელსაც არ ჰქონდა
საკმარისად წონიანი ახსნა-განმარტება და გამართლება თავისი მონაწილეობისათვის ფაქტიურ
ამბოხში. შედეგად ჰაინრიხის პოზიციები გაცილებით გაძლიერდა, ვიდრე ამ მოვლენებამდე
იყო. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის კვლავინდებურად განაგრძობდა ეპისკოპოსების
დანიშვნას. პაპმა კვლავ განკვეთა (1080 წ.) იგი, მაგრამ ჰაინრიხი სრულიად აკონტროლებდა
სიტუაციას ქვეყანაში და ამ განკვეთას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. უფრო მეტიც, 1082
წლის მარტში ჰაინრიხ IV რომისკენ დაიძრა, ალყის შემდეგ შევიდა ქალაქში, პაპს მოუწია თავი
თავისი ვასალის, ნორმანებისათვის შეეფარებინა, რომლსაც იმ დროს მართავდა რობერტ
გვისკარი (1084). მაგრამ მან ისე განაწყო თავის წინააღმდეგ რომი, რომ გვისკარს მოუწია პაპი
ნეაპოლში გაეგზავნა, სადაც სალერნოში 1085 წელს გარდაიცვალა.

ბრძოლის შემდგომი მსვლელობა. ვორმსის კონკორდატი

159
ჰაინრიხ VII-ის გარდაცვალებით ინვესტიტურისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა.
მომდევნო პაპებიც ასევე შეურიგებელნი იყვნენ. გერმანიაში ბრძოლა გრძელდებოდა. ჰაინრიხ
IV-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მისმა უფროსმა შვილმა კონრადმა, ხოლო მისი
გარდაცვალების შემდეგ მისმა მეორე შვილმა ჰაინრიხმა, რომელმაც მამა კიდევაც დაატყვევა.
იმპერატორმა გაქცევა მოახერხა და შემდგომი ბრძოლისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ მალე
გარდაიცვალა. მეფე გახდა ჰაინრიხ V (1106-1125 - მეფე; 1111-1125 - იმპერატორი).

მამის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰაინრიხ V-ს მხარს უჭერდა რომის პაპი პასხალიუს II და
სამხრეთ გერმანიის დიდებულები, მაგრამ მეფედ გახდომის შემდეგ ჰაინრიხ მეფემ პაპობის
მიმართ ჰაინრიხ IV-ის პოლიტიკა გააგრძელა. თავიდან მეფე ცდილობდა, რომ საეკლესიო
თანამდებობების ინვესტიტურაზე ფეოდალური უფლება მიეღო. პაპთან მოლაპარაკებები
ჰაინრიხ V-მ ფრთხილად დაიწყო და ორივე მხარე არაგულწრფელი იყო. როცა პაპმა მეფეს უარი
უთხრა იმპერატორის გვირგვინზე, 1110 წელს ჰაინრიხ V 30 ათასიანი ჯარით იტალიაში შეიჭრა
და პაპი ციხეში ჩააგდო. ჰაინრიხის ზეწოლით პასხალიუსმა მეფეს ინვესტიტურის უფლება
მიანიჭა. მაშინ გერმანიის მონარქმა პაპი გაათავისუფლა და ამ უკანასკნელმა იმპერატორის
კურთხევის ცერემონია ჩაატარა (1111 წლის 13 აპრილს). მალე პაპმა ეკლესიის რეფორმის
მომხრეთა შიშით თავისი გადაწყვეტილება ინვესტიტურის წესის შესახებ დაგმო და ისევ
განახლდა ბრძოლა.

ჰაინრიხ V-ის გერმანიაში დაბრუნების შემდეგ პაპმა პასხალიუსმა ინვესტიტურის უფლება


გააუქმა და მის ლეგატს არქიეპისკოპოსს გვიდო ვიენელს ნება მისცა, რომ იმპერატორი
ეკლესიიდან განეკვეთა. ამას იმპერატორმა ყურადღება ნაკლებად მიაქცია, რადგან 1113-1115 წწ.
გერმანელი მთავრების წინააღმდეგ ომით იყო დაკავებული. 1118 წელს მეფე პაპის ლეგატმა
კუნო ფონ ურახმა მეორედ განკვეთა ეკლესიიდან. მაშინ ჰაინრიხ V-მ რომიდან გააძევა
პასქალიუს II და მიაღწია ანტიპაპი გრიგოლ VIII აერჩიათ. ჰაინრიხი პაპისაგან მეორედ იქნა
იმპერატორად კურთხეული, რადგან პირველი კურთხევა უმოქმედოდ გამოცხადდა. ანტიპაპ
გრიგოლ VIII-ს სასულიერო პარტიამ გელასი II დაუპირისპირა, რომელიც სულ ერთი წელი იყო
პაპის ტახტზე (1118-1119). ამ უკანასკნელმა იმპერატორი ისევ განკვეთა ეკლესიიდან, რასაც მისი
საფრანგეთში გაძევება მოჰყვა. გელასის გარდაცვალების შემდეგ პაპი გახდა გვიდო ვიენელი,
რომელიც პაპ კალიქსტ II-ის სახელითაა ცნობილი. ამ უკანასკნელს გერმანიის მსხვილმა საერო
ფეოდალებმა და ეპისკოპოსებმა დაუჭირეს მხარი. ჰაინრიხ V დამარცხდა და იძულებული
გახდა 1122 წელს ვორმსში კონკორდატი დაედო. ამით დამთავრდა ინვესტიტურისათვის
ბრძოლა. ვორმსის კონკორდატმა საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნის კანონიკური წესრიგი
დაადასტურა: სასულიერო პირების მიერ ეპისკოპოსებისა და აბატების არჩევნების შესახებ.
გერმანიაში იმპერატორს მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და არჩეული
ეპისკოპოსებისა და აბატისათვის მაშინათვე გადაეცა სამფლობელო ლენის სახით. ე.ი. მას საერო
ინვესტიტურის უფლება მიეცა; შემდეგ პაპი აკურთხებდა ეპისკოპოსს ტახტზე, გადასცემდა მას
ბეჭედსა და კვერთხს (სასულიერო ინვესტიტურა). იტალიაში ამ წესრიგმა სხვა სახე მიიღო:
საეკლესიო დასის მიერ არჩეულ სასულიერო პირებს პაპი ამტკიცებდა თანამდებობაზე და
ტახტზე აკურთხებდა, ხოლო ამის შემდეგ იმპერატორს მისთვის ლენი უნდა გადაეცა. ამრიგად,
მხოლოდ გერმანიაში შეინარჩუნა იმპერატორმა უმაღლეს სასულიერო პირებზე შეზღუდული
160
გავლენა; ეპისკოპალური სისტემა დაირღვა. ეს გერმანიაში სახელმწიფო ხელისუფლების
დასუსტების ერთ-ერთი პროგრესირებადი მიზეზი იყო.

ჰაინრიხ V-ს არაერთხელ მოუხდა ბრძოლა დაუმორჩილებელ მთავრებთან, მაგრამ


დამარცხდა. 1125 წლის 23 მაისს იმპერატორი კიბოს მსგავსი ავადმყოფობით, რომელიც მას
დიდი ხნიდან აწუხებდა, 38 წლის ასაკში უტრეხტში გარდაიცვალა. იმპერატორს მემკვიდრე არ
დარჩა და ამით დასრულდა სალიკური დინასტიის მმართველობა იმპერიაში.

პირველი შტაუფენები

ჰაინრიხ V-ის გარდაცვალების შემდეგ საქსონიის ჰერცოგებმა მეფედ აირჩიეს ლოთარ III
(1125-1137 წწ.). ამ მეფეს არ გააჩნდა საკმარისი ძალები, რათა თავისი ხელისუფლებისათვის
მთელი ქვეყნის ფეოდალები დაემორჩილებინა. ამიტომ მეფე უპირატესად საქსონიის ამბებით
იყო დაკავებული და ცდილობდა მის გაფართოებას მეზობელი სლავების მიწების ხარჯზე.
ლოთარ III-მ თავისი ქალიშვილი გაათხოვა ბავარიის ჰერცოგ ჰაინრიხ ველფზე, რომელმაც
ლოთარ III-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო საქსონია. ასე წარმოიქმნა
ველფთა ვრცელი სამფლობელოები, რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილოეთიდან ადრიატიკის
ზღვამდე. ტახტზე ჰაინრიხ ველფის არჩევას შეეძლო მეტად დაეჩქარებინა გერმანიის
ტერიტორიული გაერთიანება, მაგრამ მთავრებმა უარყვეს ველფის კანდიდატურა და მეფედ
აიჩიეს შვაბიის ჰერცოგი კონრად შტაუფენი (1137-1152).

კონრად III და მისი მემკვიდრეები შტაუფენების დინასტიიდან უარს ამბობდნენ მთელი


ქვეყნის ფეოდალების დამორჩილებაზე, რომელსაც წარუმატებლად ატარებდნენ წინამორბედი
დინასტიები და დაადგნენ ცალკეულ მთავრებთან და ჯგუფებთან შეთანხმებების გზას. ამასთან
ერთად შტაუფენები მიისწრაფოდნენ შვაბიის სამფლობელოს გარშემო შეექმნათ გერმანიის
სამხრეთ-დასავლეთში დიდი სამეფო დომენი. მათი ხელისუფლების ძირითადი სამხედრო
საყრდენი, როგორც ფრანკონელთა დინასტიის დროს, მინისტერიალები და წვრილი ვასლები
იყვნენ. ამ პოლიტიკამ დროებით განამტკიცა სამეფო ხელისუფლება.

შტაუფენთა დინასტიის გამორჩეული წარმომადგენელი იყო ფრიდრიხ I ბარბაროსა (1152-


1190), რომელიც დედის ხაზით ველფებს წარმოადგენდა. ულმობელი და უდრეკი სახელმწიფო
მოღვაწე ფრიდრიხ ბარბაროსა განსაკუთრებული მხედართმთავრული და დიპლომატიური
ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის თავის თავს კარლოს დიდისა და ძველი რომაელი
იმპერატორების მემკვიდრედ მიიჩნევდა და ამდენად სურდა მთელი დასავლეთ ევროპის
მბრძანებელი ყოფილიყო. იტალიას იგი თავისი იმპერიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა.
ფრიდრიხ ბარბაროსამ დიდი დათმობების ფასად შეძლო გერმანიის ყველაზე ძლიერი მთავრები
შემოერიგებინა. ჰაინრიხ ველფს (უმცროსს, ლომად წოდებულს) მან დაუბრუნა მისი
წინამორბედის მიერ წართმეული ბავარია. ამასთან ერთად ბავარიას გამოეყო დამოუკიდებელი
ავსტრიის საჰერცოგო, რომელიც ფრიდრიხ ბარბაროსამ მემკვიდრეობით სამფლობელოდ
გადასცა ჰაინრიხ ბაბენბერგს. მიაღწია რა შერიგებას გერმანიაში, ბარბაროსამ მთელი ძალები
მიმართა ჩრდილო იტალიის მდიდარი და თავისუფალი ქალაქების დამორჩილებისაკენ.
მართალია, ჩრდილოეთი და შუა იტალია ფორმალურად შედიოდა „საღვთო რომის იმპერიის“

161
შემადგენლობაში, არსებითად ისინი დამოუკიდებელნი იყვნენ და გერმანელ მეფეებს მხოლოდ
მაშინ ემორჩილებოდნენ, როცა იქ გერმანული ჯარი იმყოფებოდა. ასეთ გარემოებაში
ლომბარდიის ქალაქებმა მძიმე ბრძოლების შედეგად სენიორ-ეპისკოპოსებისაგან თავისუფლება
მოიპოვეს და დამოუკიდებელი რესპუბლიკები გახდნენ.

ფრიდრიხ ბარბაროსას აღნიშნული განზრავა პაპობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.


პირველი კონფლიქტი იმპერატორსა და პაპს შორის მოდა 1157 წელს ბეზანსონის რაიხსტაგზე
(ფრანშ-კონტეში), როცა რომის კურიის ლეგატმა როლანდმა პაპის ეპისტოლე წაიკითხა: მასში
მოცემული იყო ორაზროვანი გმოთქმა, რომელიც შეიცავდა მტკიცებას, რომ პაპმა ფრიდრიხ I-ს
იმპერია ლენის სახით უწყალობა. იმპერატორის კანცელარიამ გაავრცელა მანიფესტი, რომელშიც
დამტკიცებული იყო, რომ იმპერატორმა ხელისუფლება უშუალოდ ღმერთისაგან მიიღო. პაპის
მსოფლიო ბატონობის პრეტენზიას ეს მანიფესტი ეწინააღმდეგებოდა. შემდეგი პაპობასთან ღია
ბრძოლა ჩრდილოთ იტალიის ქალაქებთან ფრიდრიხის ბრძოლებს გადაეჯაჭვა.

ფრიდრიხ I-ის ლაშქრობები იტალიაში

ბარბაროსამ გადაწყვიტა, რომ ჩრდილოეთ და შუა იტალიის ყველა ქალაქის


დამოუკიდებლობა გაეუქმებინა და ისინი თავისი მოხელეების მმართველობისათვის
დაექვემდებარებინა. 1158 წელს რონკალის ველზე (ჩრდილოეთით პიაჩენცადან) გამართულ
საიმპერიო სეიმზე ფრიდრიხ ბარბაროსამ ყველა ქალაქის თავისუფლება გაუქმებულად
გამოაცხადა. დადგენილების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს მილანელმა იურისტებმა.
ამიერიდან ქალაქი უნდა ემართა იმპერატორის პოდესტას და მათ მიერ აკრეფილი
გადასახადები ხაზინაში უნდა შესულიყო. ლომბადიის ქალაქების უმოწყალო ძარცვა დაიწყო.
ამით დაირღვა ვორმსის კონკორდატი და უწინდელივით იტალიელ და გერმანელ
ეპისკოპოსებზე ბატონობის აღდგენა დაიწყო. ადრე თუ გვიან იმპერიასა და პაპობას შორის
ბრძოლა მსოფლიოში პრიმატობისათვის უნდა დაწყებულიყო. როგორც აღვნიშნეთ, პირველი
შეტაკება უკვე 1157 წელს ბეზანსონის რაიხსტაგზე მოხდა, როცა პაპის ლეგატმა როლანდმა
(მომავალი პაპი ალექსარდრე III) გამოაცხდა ბულა, რომელიც შეურაცხმყოფელ მინიშნებებს
შეიცავდა იმაზე, რომ იმპერატორი პაპის ბენეფიციებით სარგებლობდა. იმპერატორის
უზენაესობის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ იმპერატორი ხელისუფლებას იღებს არა პაპისაგან,
არამედ „პირდაპირ ღმერთისაგან“ და იმპერია თავისთავად არის „საღვთო“ (სწორედ ამ დროს
გაჩნდა სახელწოდება -„რომის საღვთო იმპერია“. როცა ბარბაროსას ნებას წინ აღუდგა პაპი
ალექსანდრე III (1159-1181) ბრძოლამ პაპსა და იმპერატორს შორის ისეთი ხასიათი მიიღო,
როგორც ჰაინრიხ IV-სა და პაპ გრიგოლი VII-ს შორის იყო.

იმპერატორის პოლიტიკის წინააღმდეგ მილანის მეთაურობით ქალაქების ნაწილი აღსდგა.


ფრიდრიხი ჯარით მიადგა მილანს და ხანგრძლივი ალყის შემდეგ 1162 წელს იგი აიღო.
აჯანყებულ ქალაქს იმპერატორი მკაცრად გაუსწორდა, დაანგრია იგი და მისი მოსახლეობა ოთხ
სოფელში გადაასახლა. იმპერატორის წარმომადგენელთა დაუსრულებელმა გამომძალველობამ
ბარბაროსას წინააღმდეგ ქალაქ-კომუნების - ვერონას, პადუასა და ვიჩენცას ერთ კავშირში
გაერთიანება გამოიწვია. პაპმა ამ ქალაქებს მხარი დაუჭირა და იმპერატორი ტახტიდან
განკვეთა. ამის პასუხად 1166 წელს ფრიდრიხ ბარბაროსას დიდი ჯარით ალპების გავლით
162
იტალიაში გაემართა. ლაშქრობის მიზანი იტალიის ქალაქების კავშირის ჩახშობა და რომიდან
პაპის განდევნა იყო. ამ უკანასკნელის ადგილზე იმპერატორს უნდა დაესვა პაპი პასხალიუს III.
გერმანელებმა ლომბარდია აიღეს, ხოლო შემდეგ რომი. პაპი გაიქცა სამხრეთში თავისი
მოკავშირისა და ვასალის სიცილიის მეფის დასაცავად. მაგრამ მოულოდნელად გაჩენილმა შავმა
ჭირმა თუ მალარიამ დიდი ზიანი მიაყენა გერმანელთა ჯარს, ხოლო დარჩენილმა ნაწილმა
იტალია დატოვა.

ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებმა დაივიწყეს ერთმანეთს შორის შუღლი და ერთ დიდ


სამხედრო კავშირში - ლომბარდიის ლიგაში გაერთიანდნენ, რომელშიც 18 ქალაქი ირიცხებოდა,
მათ შორის იყო ვენეციის ძლიერი რესპუბლიკა. ლიგას ცალკეული იტალიელი მთავრებიც
შეუერთდნენ. მათ საერთო ძალებით ისევ აღადგინეს მილანი, რომელმაც ლიგაში
ხელმძღვანელი ადგილი დაიკავა. პაპ ალექსარდრე III-ის პატივსაცემად ქალაქი-სიმაგრე
ალესანრდია ააგეს.

1174 წელს ვორმსში იმპერიის ყრილობაზე ფრიდრიხ ბარბაროსამ მთავრებისაგან მიიღო


მხარდაჭერა და რაინდთა ჯარით დაუმორჩილებელი ლომბარდიისაკენ დაიძრა, რაც მისთვის
საბედისწერო აღმოჩნდა. გერმანელ რაინდთა ჯარმა ალყა შემოარტყა ალესანდრიას და ნახევარი
წლის მანძილზე ქალაქის კედელთან ყოფნის შემდეგ იმპერატორმა უცებ უკან დაიხია. ამან ლიგა
და მისი ჯარი გაამხნევა, რომელიც ძირითადად მილანის პოლიციისაგან შედგებოდა.1176 წლის
29 მაისს ლიგამ მძიმე დარტყმა მიაყენა გერმანელ რაინდებს და ლენიანოსთან (მილანიდან
ჩრდილო-დასავლეთით) ახლოს იმპერატორი სასტიკად დამარცხდა. აღსანიშნავია მილანის
„სიკვდილის რაზმების“ განსაკუთრებული მამაცობა. იმპერატორმა ტყვეობას ძლივს დააღწია
თავი და რამდენიმე დღის შემდეგ პავიაში გამოცხადდა, სადაც მას დაღუპულად მიიჩნევდნენ.
ასე სამარცხვინოდ დამთავრდა დიდი იმედით დაწყებული ომი.

ამ მოვლენის შემდეგ ფრიდრიხ ბარბაროსამ დიპლომატიურ ხერხებს მიმართა იმ იმდით,


რომ დაეშალა ლომბარდიის ლიგა და პაპთან სეპარატული ზავისათვის მიეღწია. მან ეს დიდი
დამცირების ფასად მიიღო. ზუსტად კანოსადან 100 წლის შემდეგ, 1177 წელს წმ. მარკოზის
ტაძარში (ვენეციაში) შედგა პაპთან იმპერატორის შერიგების ცერემონია, რომელიც კანოსაში
შეხვედრას მოგაგონებდათ. ამაყ ბარბაროსას პაპისათვის ფეხზე უნდა ეკოცნა და „მარშლის
სამსახური“ უნდა შეესრულებინა პაპთან საზეიმო შეხვედრის დროს. ამით მან ეკლესიიდან
განკვეთა მოიხსნა და შეძლო მისთვის მიუღებელი ზავის პირობები დაედო ლომბარდიის
ქალაქებთან. კონსტანცის საზავო ხელშეკრულების თანახმად (1183 წ.) ლომბარდიის ქალაქებმა
თვითმმართველობა და წინანდელი თავისუფლება აღიდგინეს, თუმცა ფორმალურად
ვალდებულნი იყვნენ, რომ იმპერატორის უზენაესობა ეღიარებინათ, მის წინაშე ერთგულების
ფიცი დაედოთ და ყოველი 5 წლის შემდეგ თავისუფლების ხელახალი დადასტურება მიეღოთ.
ამის ნიშნად ქალაქებს, იმპერატორის ლომბარდიის ქალაქებში ყოფნის დროს, მისთვის
მცირედი ფინანსური დახმარება უნდა გაეწიათ.

შტაუფენების ბრძოლა ველფებთან

163
გერმანიაში ფრიდრიხ ბარბაროსას წინ აღუდგნენ ძლიერი სამთავრო დინასტიები. მათ
შორის პირველი ადგილი ეკავათ ველფებს, რომლებიც შტაუფენებს ტახტს ედავებოდნენ.
ველფებიდან მნიშვნელოვანი პრივილეგიები ხელთ ეპყრა ჰაინრიხ ლომს, რომელიც გერმანიის
ყველაზე ძლიერი ჰერცოგი იყო: ისინი ფლობდნენ საქსონიასა და ბავარიას, ასევე გერმანიისა და
იტალიის სხვა მხარეებს. ჯერ კიდევ XII საუკუნის 30-იან წლებში გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა
შტაუფენებსა და ველფებს შორის იმპერიის ტახტისათვის. ფრიდრიხ ბარბაროსას დროს
ველფები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ჰაინრიხ ლომი ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო
გერმანელი ფეოდალებიდან, რომელიც ელბისა და სლავთა მიწებისათვის იბრძოდა. მან
გერმანიაში თითქმის სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ჰაინრიხ ლომმა შეწყვიტა
იმპერატორისადმი დამორჩილება და უარი თქვა იტალიაში 1174-1176 წწ. ლაშქრობაზე, რაც
ერთ-ერთი მიზეზი იყო ფრიდრიხ I-ის ლენიანოსთან დამარცხებისა. ეს საკმარისი იყო ჰაინრიხ
ლომი სახელმწიფო ღალატში დაედანაშაულებინათ, მაგრამ ბარბაროსამ გადაწყვიტა, რომ
მოწინააღმდეგე სხვისი ხელებით მოეშორებინა. რიგი მთავრების საჩივრების საფუძველზე
იმპერატორმა ჰაინრიხ ველფი სასამართლოზე გამოიძახა. ჰაინრიხ ლომი არც ამ და არც მეორე
გამოძახებაზე გამოცხადდა სასამართლოზე და ის დაუსწრებლად (1180 წ.) გაასამართლეს. მას
ყველა სამფლობელო ჩამოართვეს და სხვა მთავრებს გადასცეს. საქსონია და ბავარია მაგნატებს
შორის განაწილდა. მთავრებმა იმპერატორი დაავალდებულეს, რომ ლენის მფლობელის
გარდაცვალების დღიდან, სამთავრო ლენები ერთ წელზე მეტი ხელში არ სჭეროდა. ამან
იმპერატორს წაართვა საშუალება, რომ სამთავროები საკუთარ ხელში მოექცია. ფრიდრიხი იმით
დაკმაყოფილდა, რომ თავისი სამფლობელოები გააფართოვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც ვერ
გახდა ყველაზე ძლიერი ტერიტორიული მთავარი. მის დროს სასულიერო და საერო მაგნატები
განსაკუთრებულ წოდებად, „იმპერიულ მთავრებად“ ჩამოყალიბდნენ, რომელთაც ფეოდალურ
იერარქიაში მაღალი ადგილი ეკავათ.

ფრიდრიხ I ბარბაროსას მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დაღუპვის შემდეგ (1190 წ.)


იმპერიის ტახტზე ავიდა მისი შვილი ჰაინრიხ VI, რომელიც დაქორწინებული იყო სიცილიის
მეფის როჟერ II-ის ქალიშვილზე - კონსტანცაზე. 1194 წელს ჰაინრიხ VI სიცილიის მეფედ
ეკურთხა და გერმანიაში დაბრუნდა, სადაც მან მის არყოფნის დროს გამეფებული შინაომები
აღკვეთა. 1196 წელს ვიურცბურგისა და მაინცის სეიმზე მოითხოვა, რომ გერმანიის გვირგვინი
მის სახლს მემკვიდრეობით გადასცემოდა. ამ საქმეში სასულიერო მთავრებისა და რომის პაპის
წინააღმდეგობას წააწყდა, მაგრამ მიაღწია იმას, რომ მისი ორი წლის შვილი ფრიდრიხი
გერმანიის მეფედ გამოეცხადებინათ.

წინამორბედისაგან განსხვავებით, ჰაინრიხ VI (1190-1197) მსოფლიო ბატონობის დამყარება


და მთელ დასავლეთ ევროპის მეფეთა თავის ვასალად გადაქცევა მოიწადინა. მის გეგმებში
ბიზანტიის დამორჩილებაც შედიოდა, მაგრამ შტაუფენთა იმპერიაში შეთქმულებები და
აჯანყებები არ წყდებოდა. სიცილიის სამეფოს მოსახლეობა გერმანელთა ბატონობის წინააღმდეგ
აღსდგა. 1196 წელს ჰაინრიხ VI სიცილიაში გაემართა, სადაც მის წინააღმდეგ ადგილობრივ
დიდებულებთა შორის შეთქმულება გამოაშკარავა და შეთქმულები მკაცრად დასაჯა. მეფის
ბრძანებით მოწინააღმდეგეთა მეთაურს თავზე რკინის გვირგვინი ლურსმნით დააჭედეს, ხოლო

164
სხვები ცეცხლზე დაწვეს ან წყალში ჩაძირეს. იტალიური ქრონიკების ორიგინალური
განმარტებით “მათთან ნერონი გათამაშდა”.

სიცილიაში აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ ჰაინრიხ VI სურდა, რომ ჯვაროსანთა


ლაშქარს გაჰყოლოდა. 1197 წლის ბოლოს მეფე მესინაში ჩავიდა, რათა პირადად დასწრებოდა
ჯვაროსნების გაგზავნას. იმ დროისათვის ძალზე დიდი ფლოტი შეიკრიბა, რომელსაც მიზნად
წმინდა მიწაზე ლაშქრობა ჰქონდა. ეს დიდი განზრასხვა მეფის მოულიდნელმა გარდაცვალებამ
შეცვალა. 32 წლის მეფე, რომელიც ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, ცხელ დღეებში
გაუფრთხილებლად ცივ წყალს დაეწაფა და ციებ-ცხელებისაგან რამდენიმე დღეში
გარდაიცვალა. ჰაინრიხ VI პალერმოს ტაძარში დაკრძალეს.

ჰაინრიხ VI-ის მოულოდნელად გარდაიცვალების შემდეგ, იმპერია ნაწილებად დაიშალა.


გერმანიის ტახტზე უცებ სამი პრეტენდენტი აღმოჩნდა - 2 წლის ფრიდრიხ II, რომელიც
პალერმოში თავისი დედის კონსტანცას მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა, ფილიპ შვაბელი,
ფრიდრიხ II-ის ბიძა და ოტო IV ველფი.

მომდევნო იმპერატორის არჩევისას მთავრები ორ ჯგუფად გაიყო. ერთი ნაწილი მხარს


უჭერდა ჰოჰენშტაუფენებს, ხოლო მეორე - ველფებს. ამ ვითარებიდან დიდი სარგებელი ნახა
შუა საუკუნეების ყველაზე დიდ პაპმა ინოკენტი III-მ, რომელიც არბიტრის როლში გამოვიდა.
მხარეებს შორის პაპი ბრწყინვალედ ლავირებდა და მხარს ხან ერთ ხან მეორე მოწინააღმდეგეს
უჭერდა, რომელთაც სამეფო ტახტი დროგამოშვებით ეკავათ. 1212 წელს ინოკენტი III-ის
ხელშეწყობით გერმანელმა მთავრებმა მეფედ აირჩიეს ჰაინრიხ VI-ისა და კონსტანცას მემკვიდრე
- ფრიდრიხ II.

ფრიდრიხ II შტაუფენის პოლიტიკა

1212 წელს ფრიდრიხ ბარბაროსას შვილიშვილმა ფრიდრიხ II შტაუფენმა გერმანიის ტახტი


დაიკავა. სიცილიაში გაზრდილი ფრიდრიხ II ყველაზე კოლორიტული ფიგურა იყო სამეფო
ტახტზე. ის ფანტასტიკურად განასახიერებდა მებრძოლი რაინდის, თავგადასავლების
მოყვარულისა და აღმოსავლური დესპოტის თვისებებს. მეფის გარშემო თავმოყრილი იყო
ბიზანტიელი, არაბი და ებრაელი მეცნიერები და ნეაპოლში უნივერსიტეტი დაარსა; მეფე
დედანში კითხულობდა ბერძნულ, რომაელ და არაბ ავტორებს, ეწეოდა მეცნიერულ
დაკვირვებებს, წერდა ტრაქტატებს და გატაცებული იყო პოეზიით. გარდა ამისა, ფრიდრიხ II
თავისი დროის დიდი სახელმწიფო მოღვაწე და გამოჩენილი დიპლომატი იყო.
თანამედროვეების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, რელიგიურ საკითხებში მეფე ღრმად
გულცივი იყო, მაგრამ სხვა სარწმუნოების მიმდევრების მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა,
თუმცა სახალხო ერეტიკულ მოძრაობებს სასტიკად ახშობდა. გახდა რა იმპერატორი, მან თავის
ბაზად სიცილიის სამეფო შეინარჩუნა.

აღნიშნული დროისათვის გერმანელმა მთავრებმა იმდენად განიმტკიცეს დამოუკიდებლობა,


რომ საიმპერატორო ხელისუფლებისათვის მათ დამორჩილებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ამტომ
ფრიდრიხ II -მ (1212-1250) შუა საუკუნეების ამ ყველაზე მეტად განათლებულმა მეფემ

165
წინამორბედებისაგან განსხვავებით, სრულიად სხვა მეთოდებით დაიწყო მოქმედება. მან მთელ
ძალებს მოუყარა თავი იტალიურ კომუნებთან საბრძოლველად. ამ საქმეში ეყრდნობოდა
სიცილიის სამეფოს, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, ფრიდრიხ II თავისი ძალაუფლების
საფუძვლად განიხილავდა. იმავე დროს იმპერატორმა უარი თქვა გერმანიაში თავისი
მდგომარეობის განმტკიცებაზე და ცდილობდა ფორმალურად შეენარჩუნებინა მთავრებზე
უზენაესობა და მათგან მიეღო სამხედრო მხარდაჭერა იტალიაზე ძალაუფლების
შენარჩუნებისათვის. ასევე წინამორბედებისაგან განსხვავებით, ფრიდრიხ II არ ეძებდა
კავშირებს ცალკეულ მთავრებთან და მთავრების ჯგუფთან და მათ ფაქტობრივად უკვე
მიღწეულ პრივილეგიებს ხელახლა უმტკიცებდა. სწორედ ამ დროს განმტკიცდა მთავართა
უმაღლესი სახელმწიფო პრეროგატივები. 1220 წელს გამოცემული „ეკლესიის მთავრების
პრივილეგიების“ თანახმად ეპისკოპოსებმა მიიღეს მონეტის მოჭრის, ბაჟის აღებისა და
ქალაქებისა და ბაზრების დაარსების უფლება. 1231-1232 წლის დადგენილებით ყველა
გერმანელმა მთავარმა უფრო დიდი პრივილეგიები მოიპოვა. „მთავართა ინტერესებისათვის
ზიანი რომ არ მიაყენებინა“, იმპერატორმა უარი თქვა თავის უფლებაზე: აეგო ქალაქი,
სიმაგრეები და ზარაფხანა დაეარსებინა. ყველა საქმეში მთავრებს განუსაზღვრელი უფლებები
მიენიჭათ. მათ შეეძლოთ „ ერობის ყველაზე საუკეთესო ადამიანებთან“ შეთანხმებით თავიანთი
კანონები გამოეცათ.

საერობო ქალაქები მთავართა სრული ძალაუფლების ქვეშ მოექცა. მოქალაქეთა ნებისმიერი


კავშირები, მათ შორის ამქრის ხელოსნებისა, აიკრძალა. ქალაქებს თვითმმართველობის უფლება
ჩამოერთვათ, ასევე – ქალაქთაშორის კავშირებისა, თუმცა ქალაქების წინააღმდეგ მიმართული
დადგენილებები ქაღალდზე დარჩა. ქალაქებმა მთავრებთან მძიმე ბრძოლებში კავშირებსა და
თვითმმართველობებზე უფლებები დაიცვეს.

აღნიშნულმა დადგენილებებმა მძიმე ზიანი მიაყენა სამეფო ხელისუფლებას, ვიდრე


ქალაქებს, რადგან მთავრებთან ბრძოლაში მეფე ძვირფას მოკავშირეს მოკლებული აღმოჩნდა.
ფრიდრიხ II გერმანელი მთავრებისაგან მხარდაჭერით იმედოვნებდა, რომ ჩრდილოეთ იტალიის
ქალაქებსა და მთელ იტალიას დაიმორჩილებდა, მაგრამ ამ განზრახვას წარმატების ნაკლები
შანსი გააჩნდა, ვიდრე ეს ფრიდრიხ ბარბაროსას დროს იყო. სიცილიის სამეფოში
ხელისუფლების გამყარების შემდეგ, ფრიდრიხ II-მ ჩრდილოეთ იტალიაში საკუთარი
პოზიციების განმტკიცება დაიწყო.

მოსალოდნელი საშიშროების წინ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებმა ისევ აღადგინეს სამხედრო


კავშირი ანუ ლომბარდიის ლიგა, რომელსაც ასევე პაპიც მიემხრო. მართალია, ფრიდრიხ II-მ 1237
წელს კორტენოვოსთან ლიგაზე გაიმარჯვა, მაგრამ ქალაქებს იარაღის დაყრა ვერ აიძულა.
მომდევნო წელს ქ. ბრეშას ალყის დროს მეფემ მარცხი განიცადა. ლიგამ თავისი სამხედრო
ძალები განამტკიცა და მზად იყო იმპერატორის ნებისმიერი შეტევა მოეგერიებინა. უფრო
წარუმატებელი აღმოჩნდა პაპ გრიგოლი IX-ის (1227-1241 წწ.) დამორჩილება, რომელმაც
წარმატებით გამოიყენა შეუფერხებელი იარაღი - ეკლესიიდან განკვეთა. იმპერატორი მუდმივი
ანათემის ქვეშ იმყოფებოდა. პაპი მას ერესში ადანაშაულებდა. თავისი მოქმედებისათვის უფრო
მეტი წონა რომ მიეცა, პაპმა გრიგოლი IX-მ საეკლესიო კრების მოწვევა ბრძანა, მაგრამ ფრიდრიხ

166
II-მ დააკავა ხომალდები, რომელსაც საეკლესიო იერარქები კრებაზე მიჰყავდა და რომი
ბლოკადაში მოაქცია. კონფლიქტში მონაწილეობა მიიღეს იტალიის ქალაქებმა, რომლებიც
ყოველთვის რომის ეპისკოპოსის მხარეზე არ იდგნენ. პაპი მალე ალყაშემორტყმულ ქალაქში
გარდაიცვალა. იმპერატორმა ეს თავის გამარჯვებად მიიჩნია. მომდევნო პაპმა ინოკენტი IV-მ
(1243-1254 წწ.), რომელთანაც იმპერატორი ნებისმიერ ფასად შერიგებას ცდილობდა, ფარულად
დატოვა რომი და საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაემართა, სადაც 1245 წელს მსოფლიო კრება (XIII)
მოიწვია. კრებამ ყველა კათოლიკური ეკლესიის სახელით, რომელსაც გერმანელი პრელატებიც
ესწრებოდნენ, ფრიდრიხ II ანათემას გადასცა და რომის იმპერატორის, გერმანიისა და სიცილიის
მეფის ტახტიდან ჩამოგდებულად გამოაცხადა. ამდენად, მეფე ყველა წოდებასა და ღირსებას
მოკლებული აღმოჩნდა. კრებამ მოსახლეობას მიმართა, რომ ერეტიკოს მეფეს არ
დამორჩილებოდა, ხოლო მთავრებს ახალი მეფის არჩევისაკენ მოუწოდა. იმპერატორმა ეს
განაჩენი არ მიიღო და სამღვდელოების უზნეობა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ფრიდრიხ II
მათ სახარების პრინციპებისაგან განდგომაში ადანაშაულებდა, რადგან საღმრთო ჭეშმარიტების
ნაცვლად პოლიტიკაში მეცადინეობით დაკავდნენ. იმპერატორის პოზიციამ ევროპის მრავალ
ქვეყანაში მხარდაჭერა ჰპოვა. მიუხედავად ამისა, იმპერატორი გამოუვალ მდგომარეობაში
აღმოჩნდა.

გერმანელმა დიდებულებმა ფრიდრიხ II-ს ზურგი აქციეს და ანტიმეფე ჰაინრიხ რასპე


(Heinrich IV Raspe) (1246-1247 წწ.) აირჩიეს, რომელსაც ხუმრობით პაპის იმპერატორსა და “მეფე
მღვდელმთავარს” უწოდებდნენ. პაპ ინოკენტი IV-სთან იმპერატორის ბრძოლა გრძელდებოდა.
პაპის ჯარმა, რომელსაც სათავეში ედგა კარდინალი რაინერი, ცენტრალურ იტალიაში
გერმანელთა რაზმები უმოწყალოდ გაჟლიტეს. პაპი წყეული იმპერატორის წინააღმდეგ
ჯვაროსნულ ლაშქრობაში პოლიტიკურ მოკავშირეს ეძებდა, მაგრამ ფრიდრიხის მდგომარეობა
სიკვდილამდე პაპის მიმართ მყარი აღმოჩნდა. იტალიაში ლომბარდიის ლიგასთან ომი
განახლდა, რომლის დროსაც ფრიდრიხ II მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრე
კონრად IV-მ (1250-1254) პაპის კურიასთან და ლომბარდიის ლიგასთან ბრძოლა გააგრძელა,
მაგრამ დამარცხდა. პაპ ურბან IV-ის (1261-1264 წწ.) მოწოდებით სიცილიაში გადმოჯდა
საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ძმა შარლ ანჟუელი. ამიერიდან ევროპაში პაპობასთან
მიმართებაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა საფრანგეთის ტახტმა შეიძინა. პაპმა ურბან IV-მ
შარლ ანჟუელს სიცილიის სამეფო ლენური დამოკიდებულების სახით გადასცა, ხოლო
მომდევნო პაპმა კლემენტე IV-მ 1266 წელს შარლ ანჟუელი სიცილიის მეფედ აკურთხა. იმავე
წლის 26 თებერვალს მეფე შარლმა ბენევენტოსთან გერმანიის ჯარი სასტიკად დაამარცხა,
რომელსაც სათავეში ფრიდრიხ II-ის შვილი მანფრედი ედგა. ეს უკანასკნელი სიცილიის
ტახტზე ჰოჰენშტაუფენთა უფლებებს იცავდა. მანფრედი ბრძოლაში დაიღუპა. ორი წლის
შემდეგ ჰოჰენშტაუფენთა ბოლო წარმომადგენელი მანფრედის ბიძაშვილი კონრადინი ტყვედ
ჩავარდა. პაპმა კლემენტ IV-მ ის ანათემას გადასცა და “ მიწიერ ჰოჰენშტაუფენთა შხამიანი პატარა
მეფე” უწოდა. პაპის ნებართვით შარლ ანჟუელმა 1268 წელს ახალგაზრდა კონრადინის
ნეაპოლის მოედანზე ცეცხლზე დაწვა ბრძანა. ასე დამთავრდა შტაუფენთა იმპერატორების
ეპოპეა.

167
ამრიგად, პაპობასთან და ანჟუელებთან ბრძოლაში დაიღუპა შტაუფენთა დინასტიის ყველა
წარმომადგენელი. რამდენიმე წლის შემდეგ ფრიდრიხ II-ის ბოლო მემკვიდრეც პატიმრობაში
გარდაიცვალა. ასე უსახელოდ დასრულდა ჰოჰენშტაუფენთა დინასტია, როგორც გერმანიაში,
ასევე იტალიაში. მისი ფინალი კანონზომიერი იყო, რადგან შტაუფენები მისდევდნენ უტოპიურ
მიზნებს, რომელიც ამავე დროს რეაქციულ ხასიათს ატარებდა. ამდენად, სამხრეთ იტალია და
სიცილია ანჟუს დინასტიის ხელში გადავიდა. გერმანიაში 20 წლიანი უმეფობის ხანა დადგა
(1254-1273 წწ.).

ლექცია №9

გერმანია XIV-XV საუკუნეებში

„უმეფობის ხანა“

168
გერმანიაში შტაუფენთა დინასტიის დასრულების შემდეგ „უმეფობის“ (1254-1273 წწ.)
პერიოდი დადგა. თუმცა საიმპერატორო ტახტი ვაკანტური არ იყო. მთავრებს საკუთარ წრეში
მეფის არჩევის ეშინოდათ, რადგან ახალ სუვერენს შეიძლება სხვებზე უპირატესობა
მოეპოვებინა. ასეთ ვითარებაში მთავრებმა უმჯობესად ჩათვალეს, რომ მეფედ უცხოელი
აერჩიათ, რადგან ასეთი პიროვნება სამთავროების საქმეებში არ ჩაერეოდა. ამ განწყობის
შესაბამისად შეიქმნა ორი პარტია და მათ საკუთარი კანდიდატები წამოაყენეს. კელნის
არქიეპისკოპოსის პარტიამ ინგლისელი უფლისწული, ჯონ უმიწაწყლოს შვილი, ინგლისის
მეფის ჰენრი III-ის ძმა, კორნუოლის (რეგიონი სამხრეთ დასავლეთ ინგლისში) გრაფი რიჩარდი
(ინგლ. Richard of Cornwall) მეფედ (1257-1272 წწ.) მოიწვია, ხოლო მეორემ, ტრირის
არქიეპისკოპოსის პარტიამ, კასტილიის მეფე ალფონსო X ბრძენი (იყო ნაყოფიერი მწერალი და
პოეტი. ყოველმხრივ უწყობდა ხელს განათლებასა და მეცნიერებას. მის დროს კასტილიური ენა
განათლებისა და საქმიანი ურთიერთობების ენა გახდა) წამოაყენა და ის 1257-1273 წწ. გერმანიის
მეფედ ითვლებოდა. ერთიცა და მეორეც ჰოჰენშტაუფენებს ნათესავად ერგებოდა. მაშინ
რომელიმე ერთ კანდიდატზე დათანხმება შეუძლებელი გახდა: ერთი ნაწილი რიჩარდს
აღიარებდა, ხოლო მეორე- ალფონსოს.

ამრიგად, გერმანიის ტახტზე ორი მეფე აღმოჩნდა. რიჩარდი სულ რამდენჯერმე ჩამოვიდა
გერმანიაში და პირველი ჩამოსვლის დროს კელნში მეფედ ეკურთხა. რაც შეეხება ალფონსო X-ს,
ის არასოდეს ჩამოსულა გერმანიაში და ტოლედოში მშვიდად ცხოვრობდა. გერმანიის საქმეებზე
არც ერთ მეფეს გავლენა არ ჰქონდა. ყოველივე ამან ქვეყანაში კანონსა და ძალაუფლებაზე
წარმოდგენა წაშალა. ძალაუფლება ძლიერებს ეკუთვნოდათ. რიჩარდ კორნუოლელს - გერმანიის
მეფეს სუსტები მიმართავდნენ. მთავრები თავიანთ ვასლებზე ძალადობდნენ, ეს უკანასკნელნი
კი თავის ვასლებზე. არც სოფლად და არც ქალაქად სიმშვიდე არ იდგა. ეს იყო დრო, როცა
სამართალს ე.წ. „მუშტების სამართალს“ უწოდებდნენ.

ზოგიერთმა ქალაქმა, ხედავდა რა რომ სახელმწიფო მათ არ იცავდა, გადაწყვიტა თავი


საკუთარი საშუალებებით დაეცვა. ამ მიზნით რაინის ქალაქებმა ვორმსში პირველი კავშირი
შექმნეს. მათ შემდეგ შეუერთდა კელნი, აახენი და სხვები. ამ კავშირს ბევრი საერო და
სასულიერო მთავარი მიემხრო. ჩანდა, ეს ახალი ძალა შეძლებდა წესრიგისა და უსაფრთხოების
დაცვას, მაგრამ ქალაქებს შორის განხეთქილებებმა კავშირის წარმატებებს ზიანი მიაყენა. მალე
რაინის კავშირი დაეცა.

ჰაბსბურგთა დინასტიის დასაწყისი

ქვეყანაში გამეფებული ანარქია მთავრებს, უწინარეს ყოვლისა საეკლესიო მთავრებს, დიდ


ზიანს აყენებდა. ამიტომ რიჩარდ კორნუოლელის გარდაცვალების შემდეგ გადამწყვეტი
წინადადებით გამოვიდა პაპი გრიგოლ X, რომლისთვისაც გერმანიაში გამეფებული ანარქია
არასასურველი იყო. მართალია, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გერმანელ მთავართა მიერ არჩეული
ალფონსო X კასტილიელი, მაგრამ მას პაპმა მხარი არ დაუჭირა, რადგან იცოდა, რომ ის ქვეყანას
ვერ დააწყნარებდა. XIII საუკუნეში გერმანიაში გამოიყოფოდა შვიდი ადამიანი, რომელთაც
ხელეწიფებოდათ ახალი მეფის არჩევა. როგორც ვიცით, ამ მთავარ ამომრჩევლებს
კურფიურსტები ეწოდებოდათ. პაპმა კურფიურსტებს მიმართა თხოვნით, რომ გერმანელი
169
მთავრებიდან რომელიმე მეფედ აერჩიათ. კურფიურსტები შეთანხმდნენ და 1273 წელს ტახტზე
რუდოლფ ჰაბსბურგი აირჩიეს, რომელიც გრაფის ტიტულს ატარებდა, მაგრამ იმპერიის
მთავართა წოდებას არ მიეკუთვნებოდა.

ჰაბსბურგებს შედარებით მცირე სამფლობელოები ჰქონდათ სამხრეთ ელზასსა და


ჩრდილოეთ შვეიცარიაში. კურფიურსტები იმედოვნებდნენ, რომ ახალი მეფე არ ფლობდა რა
საკმარის საშუალებებს, ვერ შეძლებდა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას და აქედან
გამომდინარე, მთავართა ნებას აღასრულებდა, მაგრამ მათ იმედები გაუცრუვდათ. რუდოლფ I-
მა ჰაბსბურგმა (1273-1291 წწ.) იმპერატორის ხელისუფლება თავისი სახლისა და მსხვილი
მემკვიდრეობითი სამთავროს შექმნისათვის გამოიყენა. ის შეეცადა შტაუფენთა დომენს
დაუფლებოდა, რომელიც სხვა მთავრებს ჰქონდათ მიტაცებული, მაგრამ დამარცხდა. მაშინ
რუდოლფ I-მა ჰაბსბურგმა ომი დაიწყო ჩეხეთის მეფის პრჟემისლ II-ის წინააღმდეგ, რომელიც
როგორც კურფიურსტი არ დათნხმდა მის არჩევას და შესაბამისად სალენო ფიცი არ დასდო (1273
წ.). ჩეხეთის მეფე სუხიე-კრუტის ბრძოლაში (1278 წ.) დამარცხდა და დაიღუპა, ხოლო მისი
კუთვნილი მიწები - ავსტრია, შტირია, კარინტია და კრაინა ჰაბსბურგთა მფლობელობაში
გადავიდა.

რუდოლფ I ჰაბსბურგმა თავისი სამფლობელოები გაზარდა ელზასსა და შვეიცარიაში. მან


ხელთ იგდო ურის (გერმანულენოვანი კანტონი შვეიცარიის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში)
ოლქის ნაწილი, რომელზეც გადიოდა სავაჭრო გზა სენ-გოტარდზე. სავაჭრო და სატრანზიტო
ბაჟების ხარჯზე ჰაბსბურგთა შემოსავალი რამდენამდე გაიზარდა. ამდენად, გერმანიაში შეიქმნა
მსხვილი ტერიტორიული სამთავრო - ავსტრია, რომლის შემადგენლობაში რიგი ცალკეული
მიწები შედიოდა. მოგვიანებით ჰაბსბურგთა სამფლობელოები ცენტრალურ ევროპაში მრავალ
ეროვნულ სახელმწიფოდ გადაიქცა.

რუდოლფ I ჰაბსბურგი მთავართა საქმეებში არ ერეოდა და უპირატესად თავისი


მემკვიდრეობითი სამფლობელოთი იყო დაკავებული. გერმანიის რიგ ოლქში გამეფებული იყო
„მუშტების სამართალი“, რამაც სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა აიძულა, რომ თავდაცვის
მიზნით გაერთიანებულიყო.

შვეიცარიის კავშირის შექმნა

იმპერიის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები წარმოიშვა. ერთ-ერთი


ასეთი იყო შვეიცარიის კავშირი. ალპის ოლქების მესაქონლე მოსახლეობამ ფეოდალური
დამონებისაგან შეუპოვარი და ხანგრძლივი ბრძოლებით საკუთარი თავისუფლება დაიცვა.
ალპის თემებისათვის დიდ საფრთხეს ჰაბსბურგები წარმოადგენდნენ, რადგან მათ ამ ოლქებში
სამფლობელოები და მრავალ თემზე უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება გააჩნდათ.
ჰაბსბურგები საბოლოოდ ცდილობდნენ ტყის ოლქების დამორჩილებას, რამაც ცალკეული
კანტონები აიძულა ერთ სამხედრო კავშირში გაერთიანებულიყო, რათა დამოუკიდებლობა
დაეცვთ.

170
1291 წელს ტყის კანტონებმა შვიცმა, ურმა და უნტერვალდენმა „საუკუნო კავშირი“ დადეს
და ჰაბსბურგების წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ომი დაიწყეს. შვეიცარიელებმა პირველი
გადამწყვეტი გამარჯვება 1315 წელს მორგარტენის (ციურიხის ტბის სამხრეთით) ბრძოლაში
მოიპოვეს, სადაც ჰაბსბურგთა ჯარი გლეხთა ქვეითთა ლაშქარმა გაანადგურა. ამთ შვეიცარიამ
დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელიც გერმანელ იმპერატორებს უნდა ეცნოთ. მართალია,
შვეიცარიის კავშირი ფორმალურად „საღვთო რომის იმპერიის“ შემადგენლობაში რჩებოდა და
ემორჩილებოდა „იმპერიის ფოგტს“ (Reichsvogt- იმპერიის ნაცვალი), მაგრამ სინამდვილეში
სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ჰაბსბურგთა არაერთი მცდელობა, რომ შვეიცარია
თავისი ძალაუფლების ქვეშ დაებრუნებინა, მარცხით დამთავრდა. კავშირი გაფართოვდა და
განმტკიცდა. მას შეუერთდნენ ქალაქები - ლიუცერნი (1332 წ.), ციურიხი (1351 წ.), ბერნი (1353
წ.). XIV საუკუნის ბოლოსათვის შვეიცარიის კავშირი უკვე რვა ქალაქსა და მიწას ითვლიდა.

ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარება

XIV-XV საუკუნეებში ქალაქის ხელოსნობამ და მოპოვებითმა სარეწებმა მძაფრი განვითარება


ჰპოვა. სამთო მრეწველობასა და საფეიქრო წარმოებაში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. XV
საუკუნეში დაიწყეს ძლიერი ბრძმედების აგება და თუჯის გამოდნობა. გამათეთრებელი,
მღებავი და მომთელველი ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად ქსოვილის ხარისხი
გაუმჯობესდა და გაიზარდა ტილოს, მაუდის და შალის წარმოება. ვითარდებოდა ახალი
დარგის - ბამბაზიის წარმოება. იოჰან ჰუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ
დასაშლელი შრიფტით (დაახლ.1445 წ.) სათავე დაუდო ტოპოგრაფიულ მრეწველობას და დიდი
გავლენა მოახდინა განათლებისა და სამეცნიერო- ტექნიკური ცოდნის განვითარებაზე.

ქალაქის სახელოსნოებში გაბატონებული იყო ამქრული რეგლამენტაცია, თუმცა ზოგიერთ


სამხრეთგერმანულ ქალაქში (მაგ. ნიურნბერგში) ამქრები ფორმალურად აკლძალული იყო.
მიმდინარეობდა ამქრების „ჩაკეტვა“ და მასში უცხო პირის შესვლა შეიზღუდა. ჩვეულებრივ
ამქრებში მხოლოდ ოსტატების შვილებსა და ნათესავებს იღებდნენ. გაიზარდა სწავლების დრო
და გადასახადი. გაჩნდა „მუდმივი ქვეოსტატების“ ფენა, რომლებიც მკაცრ ექსპლუატაციას
განიცდიდნენ. ამქრებში დიფერენციაციის პროცესი მიმდინარეობდა და გამოიყოფოდა
შეძლებული ოსტატების მცირერიცხოვანი ზედა ფენა. ზოგიერთი გამდიდრებული ოსტატი
ვაჭრობასა და მევახშეობას მისდევდა და დიდ ქონებას აგროვებდა. ასე მაგალითად, ცნობილი
სავაჭრო-სამევახშეო ფირმა შექმნა ჰანს ფუგერმა. მან თავისი კარიერა 1367 წელს დაიწყო და
აუგსბურგში ბამბაზიის დამამზადებელთა ამქარში შევიდა. ფუგერმა თავის მემკვიდრეებს
სოლიდური კაპიტალი დაუტოვა, რომელიც იტალიის ბაზრებზე ვაჭრობით დააგროვა.

ხელოსნობის განვითარება ყველა ოლქში ერთნაირად არ მიმდინარეობდა. XV საუკუნეში


პირველ ადგილზე სამხრეთ-დასავლეთის სამი ქალაქი -ულმი, აუგსბურგი, ნიურნბერგი
გამოდიოდა, სადაც აწარმოებდნენ მაუდს, შალის ქსოვილს, ტილოსა და ბამბაზიას. ნიურნბერგი
განთქმული იყო ლითონისა და საიუველირო ნაკეთობებით. ამ ქალაქს საგარეო ვაჭრობაში
წამყვანი ადგილი ეკავა და მუდმივი სავაჭრო კავშირები ჰქონდა სკანდინავიის ქვეყნებთან,
პოლონეთთან, უნგრეთთან, იტალიასთან და ესპანეთთან. სამრეწველო წარმოების აღმავლობა
ხელს უწყობდა საშინაო და საგარეო ვაჭრობას. გერმანიის საშინაო ვაჭრობის ცენტრი იყო მაინის
171
ფრანკფურტი, სადაც რეგულარულად იმართებოდა იარმარკები. 1462 წელს აქ დაარსდა სავაჭრო
საკრედიტო ბანკი. რაინზე და გერმანიის ჩრდილოეთ სანაპიროზე გამავალ გზაზე საგარეო
ვაჭრობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. სამხრეთ გერმანიის ვაჭრებმა ხმელთაშუა
ზღვის რაიონებთან ვაჭრობისათვის შექმნეს რამდენიმე კომპანია. მათგან ყველაზე ძლიერი იყო -
„რავენსბურგის დიდი საზოგადოება“, რომელიც 1380 წელს დაარსდა და 13 ფილიალს ფლობდა.
ჩრდილოეთში ვაჭრობა მონოპოლიზებული ჰქონდა ჰანზას. სავაჭრო-სამევახშეო კაპიტალმა
სამრეწველო წარმოებაში შეაღწია და დაფანტული მანუფაქტურა იქმნებოდა. სამხრეთ-
გერმანიის სავაჭრო-სამევახშეო ფირმებმა მრეწველობის დარგებში შეაღწიეს, კერძოდ,
სამთამადნო მრეწველობაში, რომელმაც XV საუკუნის II ნახევარში დიდ წარმატებებს მიაღწია.
ლითონის მსოფლიო მოპოვებაში გერმანიის წილმა დაახლოებით 5 % შეადგინა.

ქალაქის კავშირები

ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობისა და პოლიტიკური


დაქუცმაცებულობის პირობებში ქალაქებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი სავაჭრო ინტერესებისა
და მთავართა თვითნებობისაგან თავდასაცავად კავშირები შეექმნათ. ქალაქების კავშირების
წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ პატრიციატის მმართველ ფენას
განუყოფელი ბატონობა შეენარჩუნებინა და საერთო ძალებით ქალაქის ღარიბობის აჯანყებები
ჩაეხშო. ქალაქთა მსხვილი კავშირი იყო ჩრდილოეთ გერმანული ჰანზა (გერ. Hanze- “ჯგუფი”,
“კავშირი”- გერმანიის თავისუფალ ქალაქთა კავშირი XIII-XVII საუკუნეებში), რომელიც სავაჭრო
მიზნებს ისახავდა. ქალაქ ლიუბეკსა და ჰამბურგს შორის პირველი შეთანხმება დაიდო XIII
საუკუნის შუა ხანებში, მაგრამ ჰანზის საბოლოო გაფორმება მოხდა 1356 წელს. ჰანზის კავშირის
აყვავების პერიოდში მასში ჩრდილოეთ გერმანიის, რაინის ქვემო და სხვა ოლქების
დაახლოებით 80 ქალაქი შედიოდა. მათ შორის გამოიყოფოდა ლიუბეკი, რომელსაც კავშირში
წამყვანი ადგილი ეკავა. შემდეგ მოდიოდა ჰამბურგი, ბრემენი, შტრალზუნდი, როსტოკი, კელნი,
გდანსკი, რიგა, რეველი (ტალინი). ჰანზას მონოპოლიზებული ჰქონდა საშუამავლო ვაჭრობა
რუსეთს, სკანდინავიას, ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის. ჰანზელები სავაჭრო ფუნდუკებს
აარსებდნენ დიდ ნოვგოროდში, კაუნასში, სტოკჰოლმში, ბრიუგესა და ლონდონში.

ჰანზა დამოუკიდებელი პოლიტიკური და სამხედრო ძალა იყო. საერთო წესდებისა და


კანონების შემუშავების მიზნით ქალაქის წარმომადგენლობები რეგულარულად იკრიბებოდნენ
ლიუბეკში ყრილობაზე. იგი ეწეოდა ომებს, დებდა ზავს და დიპლომატიურ ურთიერთობებს
ამყარებდა რიგ სახელმწიფოებთან. ჰანზის საერთო საქმეები მოკავშირე ქალაქების
წარმომადგენელთა ყრილობაზე წყდებოდა. ყრილობის დადგენილებები ჰანზის ყველა
წევრისათვის სავალდებულო იყო. ჰანზას საერთო ხაზინა ჰქონდა. მისი საზღვაო და სამხედრო
ძალები მოკავშირე ქალაქების ფლოტისაგან იქმნებოდა. ჰანზა მოკავშირე ქალაქებში
პატრიციატის მმართველობის ჩამოგდების ნებისმიერ მცდელობას ახშობდა და სავაჭრო
ოლიგარქიის ბატონობას უზრუნველყოფდა. მიეხედავად ამისა, კავშირის შიგნით ღრმა
წინააღმდეგობები არსებობდა. ყოველი ქალაქი საკუთარ ვიწრო მიზნებს მისდევდა და კავშირის
საქმეებში მონაწილეობდა საკუთარი ხეირის მიხედვით. XV საუკუნის ბოლოსათვის მრავალი
ქალაქი ჩამოშორდა კავშირს და უცხო ქვეყნებში საკუთარი სავაჭრო პრივილეგიები დაკარგა.

172
გერმანიაში ჰანზის გვერდით ქალაქების სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებები შეიქმნა,
რომელიც მიზნად ფეოდალურ თვითნებობასთან ბრძოლას ისახავდა. უკვე 1254 წელს რაინის
ქალაქებმა დადეს კავშირი მშვიდობის დასაცავად, რომელსაც ზოგიერთი მთავარი მიემხრო,
მაგრამ შიდა შუღლის შედეგად კავშირი მალევე დაეცა. საუკუნის შემდეგ აღნიშნული მიზნით
რაინის ქალაქები ისევ გაერთიანდნენ. ამ დროისათვის შეიქმნა შვაბიის ქალაქების კავშირი. 1381
წელს ორივე კავშირი ერთიან რაინის კავშირად იქცა, რომელიც 80-ზე მეტ წევრს ითვლიდა და
მოწინააღმდეგე რაინდებთან ბრძოლებს წარმატებით ეწეოდა. მაგრამ მთავრები კავშირის
შემდგომი გაძლიერების შიშით ბრძოლებში ერთვებოდნენ. 1388 წელს მათ რაინის კავშირი
დაამარცხეს ვორმსთან ახლოს ბრძოლაში. იმპერატორმა რაიხსტაგზე გამოიტანა დადგენილება,
რომ საერობო ქალაქები მთავრის ხელისუფლებას დამორჩილებოდა, ხოლო იმპერიის ქალაქებს
მთავრებთან ერთად რაიხსტაგზე მონაწილეობის უფლება მიენიჭათ.

დაბოლოს, ქალაქებმა გარკვეული სახის დადებითი როლი ვერ შეასრულეს გერმანიის


გაერთიანებისა და განმტკიცების საქმეში, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა ისეთი ძალა,
რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ერთიანობისათვის ბრძოლას. პირიქით, გვიან შექმნილმა
შვაბიის კავშირმა, რომელიც ქალაქებთან ერთად მრავალ მთავარსა და რაინდებს აერთიანებდა,
მთავართა ხელში რეაქციის იარაღი გახდა.

პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება იმპერიაში

ავსტრიის მიწების მიტაცების შედეგად ჰაბსბურგთა დინასტიის გაძლიერება გერმანელი


მთავრებისათვის მიუღებელი იყო. რუდოლფ ჰაბსბურგის გარდაცვალების შემდეგ
კურფიურსტებმა ტახტი არ გადასცეს მის მემკვიდრეს ალბრეხტ ჰაბსბურგს და მეფედ ერთ-ერთი
უმნიშვნელო მთავარი ადოლფ ნასსაუ ( გერ. Adolf von Nassau) აირჩიეს, რომელიც გერმანიის
მეფე იყო 1292-1298 წლებში. პაპმა ის არ აკურთხა და ამიტომ იმპერატორი არ ყოფილა. ეს
უკანასკნელი აიძულეს ხელი მოეწერა ე.წ. საარჩევნო კაპიტულაციაზე, რომელიც მეფეზე
ამომრჩეველ მთავართა სრულ კონტროლს აწესებდა. ამ კაპიტულაციის დარღვევისათვის
ადოლფ ნასსაუ 1298 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ცოტა ხნით ტახტი ეკავა
ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელს ალბრეხტ I-ს (1298-1308).

1308 წელს გერმანიის წვრილმა მთავრებმა მეფედ აირჩიეს წარმოშობით ნიდერლანდელი და


საფრანგეთში აღზრდილი, ლუქსემბურგთა სახლის წარმომადგენელი ჰაინრიხ VII (1308-1313
წწ.), რომელიც ჰაბსბურგთა მაგალითს მისდევდა. მან თავისი შვილი იოჰანი ჩეხეთის ტახტის
მემკვიდრე ელისაბედზე დააქორწინა და ამით უზრუნველყო ჩეხეთის სამეფოზე დინასტიური
მემკვიდრეობითი უფლება და კურფიურსტის ტიტული. იოჰანი პრაღაში ბოჰემიის მეფედ
ეკურთხა. პირველი ნაბიჯები რაც ჰაინრიხმა გადადგა ის იყო, რომ აღადგინა რაინის საბაჟო და
შვეიცარიის სამი ტყის კანტონის დამოუკიდებლობა აღიარა, რამაც მთავართა მხრიდან
მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მმართველობის მთელი პერიოდი ჰაინრიხ VII-მ დაუთმო იტალიაში
გერმანიის იმპერიის მნიშვნელობის აღდგენას. 1310 წელს მეფემ 5 ათასიანი ჯარით ილაშქრა
იტალიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ატარებდა რა იმპერატორობის
აბსტრაქტულ იდეას, ჰაინრიხი პარტიაზე მაღლა დადგა და არც გველფებს მიემხრო და არც
გიბელინებს, რაც იტალიელთა გაუგებრობას იწვევდა. ამიტომ მეფე არცერთ პარტიას არ
173
უყვარდა. 1312 წელს ჰაინრიხ VII წმ. პეტრეს ტაძარში იმპერატორად ეკურთხა. საბოლოოდ
გერმანელთა მიერ ძარცვისა და ძალადობის გაჩაღებამ იტალიის ქალაქების აჯანყება გამოიწვია.
გაჩაღებული ომის დროს ჰაინრიხი მოულოდნელად გარდაიცვალა და უაზრო ლაშქრობა
მარცხით დასრულდა. მსხვილ მთავრებს შორის ბატონობისათვის ბრძოლა გამწვავდა. ამის
შედეგად ტახტზე ორი მეფე - ფრიდრიხ ჰაბსბურგი და ლუდვიგ ბავარიელი აღმოჩნდა.
მოწინააღმდეგეებმა ომი გააჩაღეს და მასში გამარჯვებული ლუდვიგ ბავარიელი გამოვიდა (1314-
1347 წწ.). ჰაბსბურგების მსგავსად ლუდვიგიც საკუთარი სამფლობელოების გაფართოებას
ცდილობდა და ცოტა წარმატებას როდი მიაღწია, მაგრამ ამით მან იმპერიაში მდგომარეობა კი არ
განამტკიცა, არამედ მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაზარდა.

ლუდვიგ ბავარიელმა იტალიაში მძარცველური ლაშქრობა გაიმეორა. ავინიონელმა პაპმა


იოანე XXII-მ ლუდვიგი ეკლესიიდან განკვეთა და გერმანიას ინტერდიქტი დაადო. მიაღწია რა
იტალიაში ლაშქრობის დროს პირველ წარმატებებს, ლუდვიგმა ავინიონელი პაპის
მოწინააღმდეგეებზე დაყრდნობით რომი აიღო და წმინდა ტახტზე ანტიპაპი დასვა, რომელმაც
მეფეს იმპერატორის გვირგვინი დაადგა. შემდეგ გერმანელებმა ჩვეული მძარცველობა
გააგრძელეს, რომელმაც აჯანყება გამოიწვია. იმპერატორი და მისი დაყენებული ანტიპაპი
ქალაქიდან გაიქცნენ.

დამახასიათებელია, რომ პაპის ინტერდიქტმა გერმანიაში მოსალოდნელი მოქმედება არ


გამოიწვია. პირიქით, მან პაპობისადმი მტრობა გააღრმავა და ქვეყანაში ერეტიკული მოძრაობები
დაიწყო. ინტერდიქტის საპასუხოდ ღვთისმსახურება გრძელდებოდა თანაც არა კათოლიკურად,
არამედ ერეტიკული - მინორიტული წესით. ანტიპაპისტურმა განწყობილებამ მთავრებს შორის
შეაღწია და ეროვნული ელფერი შეიძინა. 1338 წელს რაიხსტაგმა მიიღო დადგენილება, რომლის
თანახმად კურფიურსტების მიერ არჩეული ხელმწიფე პაპის კურთხევის გარეშე იმპერატორის
უფლებებს ფლობდა. თუმცა ლუდვიგ ბავარიელმა პაპობის ამ ოპოზიციით მაინც ვერ
ისარგებლა.

“ოქროს ბულა”. იმპერია და სამთავროები XIV საუკუნეში

ბავარიელთა სახლის გაძლიერებით უკმაყოფილო კურფიურსტებმა ლუდვიგის


სიცოცხლეშივე იმპერიის ტახტზე ჩეხეთის მეფე კარლ ლუქსემბურგი აირჩიეს. კარლ IV (1347-
1378 წწ.) პირველ რიგში თავისი სამემკვიდრეო ჩეხეთის განმტკიცებაზე ზრუნავდა. იმპერიაში
სიმშვიდის დამყარების მიზნით ის მთავრების წინაშე დათმობებზე მიდიოდა. 1356 წელს კარლ
IV-მ გამოსცა “ოქროს ბულა”, რომელმაც კურფიურსტთა კოლეგიის მიერ მეფის (იმპერატორის)
არჩევის კანონი დაადგინა. ამის მიხედვით, კურფიურსტთა კოლეგია სამი სასულიერო მთავრის
- მაინცის, კელნის და ტრირის არქიეპისკოპოსებისა და ოთხი საერო მთავრის –ჩეხეთის მეფის
საქსონიის ჰერცოგის, ბრანდენბურგისა და რაინის პფალცგრაფის მთავრებისაგან შედგებოდა.
კურფიურსტთა საარჩევნო სისტემაში მკაცრი წესრიგი დამყარდა. სხდომა მაინცის
არქიეპისკოპოსს მაინის ფრანკფურტში უნდა მოეწვია. მეფის (იმპერატორის) არჩევა ხმის
უბრალო უმრავლესობით ხდებოდა. კურფიურსტებს შორის რანგი და ტიტულები დაწესდა.
საეკლესიო მთავრებს შორის პირველი იყო მაინცის არქიეპისკოპოსი, ხოლო საერო მთავრებს
შორის - ჩეხეთის მეფე. “ოქროს ბულამ” მთავართა წინანდელი პრივილეგიები დაამტკიცა და
174
ახალიც დააწესა. კურფიურსტებს თავისუფლად შეეძლოთ სამონეტო და სამთო რეგალიები
ჰქონოდათ. მთავართა წინააღმდეგ მიმართული ქალაქების კავშირები აიკრძალა. იმავე დროს
ფეოდალებს კოალიციის შექმნისა და კერძო ომების წარმოების უფლება მიეცათ იმ პირობით,
რომ ეს ომები კანონის მიხედვით უნდა გამოეცხადებინათ, ე.ი. დაწყებიდან სამი დღით ადრე.
გერმანიის იმპერია XV საუკუნის დასასრულიდან “გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიად”
იწოდებოდა, რომელიც ერთ და მითუმეტეს, ცენტრალიზებულ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა.
მის შემადგენლობაში გერმანიის გარდა ფორმალურად შედიოდა ნიდერლანდები, იტალიის
წვრილ-წვრილი ქალაქები - პიემონტი, მოდენა, გენუა, ლუკა, ფლორენცია, მანტუა, მონფერატო,
ასევე შვეიცარია და ჩეხეთი. სინამდვილეში ეს ოლქები და სხვები ან სრულად
დამოუკიდებელნი იყვნენ ანდა სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. იტალიის
რესპუბლიკებს იმპერიასთან რეალური კავშირები არ ჰქონდათ. შვეიცარია ფაქტობრივად
სუვერენული სახელმწიფო იყო. ჩეხეთი გერმანიის იმპერიასთან სუსტ ლენურ კავშირში
იმყოფებოდა. იმპერიის საზღვრები იმდენად გაურკვეველი იყო, რომ მას გამოცდილი
იურისტებიც კი ვერ ადგენდნენ.

ამრიგად, “ოქროს ბულამ” იურიდიულად დააკანონა გერმანიის პოლიტიკური


დაქუცმაცებულობა.

საკუთრივ გერმანია სხვადასხვა ტერიტორიული წარმონაქმნების ჭრელ კონგლომერატს


წარმოადგენდა. თუ XIV საუკუნეში გერმანია ეთნიკურად შედარებით ერთგვაროვანი იყო,
პოლიტიკურად მრავალ ტერიტორიულ სამფლობელოდ იყოფოდა, რომლებზეც იმპერატორის
ხელისუფლება ფორმალურად არსებობდა. არსებითად იმპერატორი ერთ-ერთი მთავარი იყო და
რეალურად იმ საშუალებებს ფლობდა, რომელსაც მას სამემკვიდრეო მამულები აძლევდა.
უმეფობის ხანაში წინამორბედი დინასტიის სამეფო მამულები და სამეფო რეგალიები
მთავრებმა მიითვისეს და მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. არ არსებობდა არც საერთო
იმპერიული მთავრობა და არც საერთო იმპერიული ჯარი. იმპერატორს, გარდა საკუთარი
ჯარისა, შეიძლებოდა იმედი ჰქონოდა საკუთარი ვასლებისა და იმპერიის რაინდებისაგან
ნებაყოფლობითი დახმარებისა. იმპერიაში უზენაესი ხელისუფლება ეკუთვნოდა არა
იმპერატორს, არამედ -მთავრებს. უმაღლესი ორგანო იყო კურფიურსტთა კოლეგია. იგი ირჩევდა
და ტახტიდან აყენებდა იმპერატორს. საკანონმდებლო ხელისუფლება ფორმალურად
ეკუთვნოდა რაიხსტაგს, რომელიც კურფიურსტების, თავადებისა და საიმპერიო და
თავისუფალი ქალაქების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. რაიხსტაგის საქმიანობის სფერო
ძალიან ვიწრო იყო. იგი სრულებით არ ერეოდა სამთავროების პოლიტიკურ ცხოვრებაში და
დაკავებული იყო საერთო იმპერიული საქმეებით. იმ დროს, როცა იმპერიაში სულ უფრო და
უფრო სუსტდებოდა სხვადასხვა მხარეებს შორის შიდა კავშირები, სამთავროებში, პირიქით,
პოლიტიკური შემჭიდროების პროცესი მიმდინარეობდა. მთავრებმა მათ ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობა დაიმორჩილა, კრეფდნენ გადასახადებს, ჭრიდნენ საკუთარ ფულს,
ხელოსნებისა და ვაჭრებისაგან იღებდნენ შემოსავალს. სამთავროებში ვასალურ-ლენური
სისტემა უქმდებოდა, ვასალის სამხედრო ძალები დაქირავებულმა ჯარმა შეცვალა, ჯამაგირზე
გადაიყვანეს ცენტრალიზებული მმართველობის ჩინოვნიკები და ერთიანი სამთავრო (საერობო)
სამართალი შემოიღეს. ყოველ სამთავროში ჩამოყალიბდა საკუთარი წოდებრივ-
175
წარმომადგენლობითი ორგანო -ლანდტაგები (საერობო ყრილობა), რომელიც ადგილობრივი
აზნაურების, სამღვდელოებისა და საერობო ქალაქის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა.
ქალაქების უბადრუკი პოლიტიკური როლის გამო გერმანული ლანდტაგები არაფრით არ იყო
დაზღვეული მთავართა თვითნებობისაგან.

იმპერიის შემდგომი დაცემა

ლუქსემბურგთა დინასტიამ დროგამოშვებით იმპერიის ტახტზე 1437 წლამდე შეძლო


ხელისუფლების შენარჩუნება. ამ დინასტიის ბოლო წარმომადგენელი სიგიზმუნდ I (1410-1437
წწ.) დაქორწინებული იყო უნგრეთის ტახტის მემკვიდრეზე და იმპერიას ამ გზით უნგრეთი
შემოუერთა, მაგრამ იმპერიას ჩამოშორდა ჩეხეთი, რომლის მოსახლეობა წინ აღუდგა
გერმანელთა ძალმომრეობასა და კათოლიკურ ეკლესიას. ჰუსიტებს შორის განხეთქილების
შედეგად სიგიზმუნდმა შეძლო ჩეხეთის ტერიტორიის დაბრუნება, მაგრამ მისი გარდაცვალების
შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე იმპერიისაგან სავსებით დამოუკიდებელი გახდა. ასევე მალე
გათავისუფლდა გერმანიის დინასტიური კასვშირისაგან უნგრეთიც.

1437 წელს იმპერატორის ხელისუფლება საბოლოოდ გადავიდა ჰაბსბურგთა ხელში. იმპერიამ


სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი გერმანული სახელმწიფოების სუსტი ფედერაციის
ხასიათი შეიძინა. ჰაბსბურგთა სახლის იმპერატორი ფრიდრიხ III (1440-1493 წწ.) დიდხანს
ფლობდა ტახტს. ეს სახლი იმპერიაში ყველაზე ძლიერი იყო. მას დიდი სამხედრო ძალა გააჩნდა.
ფრიდრიხის დროს ჰაბსბურგთა სამემკვიდრეო მიწებს ნიდერლანდები და ბურგუნდიის
საგრაფო შეუერთდა. ამან ჰაბსბურგებს ევროპაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა შემჰმატა.

მიუხედავად ამისა, იმპერიის საშინაო კავშირი იმდენად დასუსტდა, რომ ცალკეული


სამთავროები არსებითად იმპერატორის ხელისუფლებას არ გრძნობდნენ. იმპერიის რიგი
ტერიტორიები სხვა სახელმწიფოების ხელისუფლების ქვეშ აღმოჩნდა. დანიამ შლეზვიგი და
ჰოლშტაინი დაისაკუთრა (1469 წ.), პროვანსი საფრანგეთს შეუერთდა. ტევტონთა ორდენმა
პოლონეთის ვასლობა აღიარა (1466 წ.). მეფობის ბოლოს ფრიდრიხ III-მ დაკარგა
მემკვიდრეობითი სამფლობელოები - ავსტრია, შტირია, კარინტია, რომელიც უნგრეთის მეფე
მატიაშ კორვინმა დაიპყრო. მიუხედავად ამისა, იმპერია საბოლოოდ არ დაიშალა.

XV საუკუნის ბოლოს ჰაბსბურგთა მდგომარეობა განმტკიცდა. ამას ხელი შეუწყო როგორც


საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმა, ასევე საშინაო მდგომარეობამ. ბურგუნდიის ნაკუწებისაგან
შემდგარი სახელმწიფოს დაცემის შედეგ, იმპერიამ დროებით შემოიერთა ნიდერლანდები და
ფრანშ-კონტე (იურიდიულად ეს გაფორმდა მაქსიმილიან ჰაბსბურგისა და მარია ბურგუნდიელს
შორის ქორწინებით). ჰაბსბურგები მატიაშ კორვინის გარდაცვალების შემდეგ ისევ დაეუფლნენ
ავსტრიის მიწებს. თურქების შემოტევებმა ბალკანეთზე უნგრეთი დაასუსტა და მისი
ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ავსტრიას შეუერთდა (1526 წ.). საკუთრივ გერმანიაში იყო
ძალები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებაში იყვნენ დაინტერესებულნი: ეს,
უწინარეს ყოვლისა, ბიურგერობის იმ ფენას წარმოადგენდა, რომელიც წარმოების
კაპიტალისტურ ფორმასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ განწყობაზე მიუთითებს
იმდროინდელი ანონიმური პოლიტიკური პამფლეტები. 1439 წელს გამოჩნდა პამფლეტი

176
“იმპერატორ სიგიზმუნდის რეფორმაცია”, რომელშიც მოცემულია გერმანიის ერთ სახელმწიფოდ
გადაქცევის იდეა. პამფლეტის ავტორები ფიქრობდნენ იმპერიის კანონებისადმი ყველა
ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაზე, საშინაო ომების შეწყვეტაზე, ფეოდალური
პრივილეგიების ლიკვიდაციაზე, ერთიანი სასამართლო ორგანიზაციისა და სამონეტო სისტემის
შემოღებაზე, ბაყონყმური დამოკიდებულების მოსპობაზე, ხელოსნობისა და ვაჭრობის
თავისუფალი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე.

ამ რეფორმების გატარების საყრდენი ქალაქები იყო. სწორედ ისინი იყვნენ


დაინტერესებულნი სახელმწიფოს გაერთიანებაში. გართულებული საშინაო და საგარეო
მდგომარეობა, ხალხთა მასების მოძრაობის ზრდა და მეზობელი ცენტრალიზებული
სახელმწიფოების გაძლიერება, გერმანელი მთავრების წინაშე აყენებდა საერთო იმპერიული
ერთიანობის მიღწევის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას. მთავრების ეს გრძნობა არ
ემყარებოდა საკუთარ პრივილეგიებზე უარის თქმას და, ცხადია, არ აპირებდნენ მის დათმობას.
ეს კი იმპერიის რეფორმირების მცდელობას ძირს უთხრიდა. მიუხედავად ამისა, ძიებები
გრძელდებოდა. ამან განაპირობა XV საუკუნის 80-იან წლებში “შვაბიის კავშირის” შექმნა,
რომელიც მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო გაერთიანებას წარმოადგენდა. “შვაბიის კავშირი”
ფორმალურად სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის საიმპერიო ქალაქებისა და რაინდების
გაერთიანებას წარმოადგენდა. ამ გაერთიანებას შეუერთდნენ ჰაბსბურგებისა და
ჰოჰენცოლერნთა მსხვილი მთავრები, ჰერცოგი ულრიხ ვიურტემბერგელი და სხვები.

სინამდვილეში ეს კავშირი მთლიანად დასახელებულ მთავართა ხელში იყო, რომლებმაც


თავიანთ ხელმძღვანელად ერთ-ერთი კურფიურსტი - მაინცის ეპისკოპოსი ბერტოლდი
აღიარეს. “შვაბიის კავშირში” ქალაქებსა და რაინდებს დაქვემდებარებული მდგომარეობა ეკავათ.

კავშირმა თავისი ძალა კემპტენის მონასტრის გლეხებზე ანგარიშის გასწორების დროს აჩვენა,
როცა გლეხები ახალ ყმებად გადაქცევას გადაჭრით წინ აღუდგნენ. შემდეგში “შვაბიის კავშირი”
გაბატონებულ ძალად იქცა და მან გადამჭრელი როლი შეასრულა 1525 წლის გლეხთა ომის
ჩახშობაში.

იმპერიის რეფორმების იდეა თავის განხორციელებას მიუახლოვდა, როცა ტახტზე ავიდა


მაქსიმილიან I ჰაბსბურგი (1493-1519 წწ.). 1495-1500 წწ. რაიხსტაგზე მიიღეს საერთო “საერო
მშვიდობის” დამყარების გადაწყვეტილება. აქვე გადაწყდა, რომ შექმნილიყო საერთო
იმპერიული მმართველობა და სასამართლო “იმპერიის ჩინებს” შორის კონფლიქტის
მოსაგვარებლად. მაქსიმილიანი იმპერიის სამხედრო ძალად შვაბიის კავშირის ჯარების
გამოყენებას აპირებდა, მაგრამ ამ მინიმალური რეფორმების გატარება ვერ მოხერხდა. ამის
ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ მთავრებმა გადაულახავი წინააღმდეგობები გასწიეს.
წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა გათავისუფლებული
ტერიტორიების იმპერიის ძალაუფლების ქვეშ მოქცევას. შვეიცარიასთან იმპერატორისა და
შვაბიის კავშირის გაჭიანურებული ომი მარცხით დამთავრდა (1499 წ.) და შვეიცარია
ჰაბსბურგებისაგან სრულიად გათავისუფლდა.

პროტესტანტული ამბოხი და ლუთერი

177
საეკლესიო რეფორმის აუცილებლობა ყურადღების ცენტრში იდგა ორი საუკუნის
მანძილზე. კონსტანცის კრებამ (1414-1418 წწ) დაძლია პაპობაში არსებული განხეთქილება და
პირობა დადო რეფორმების ჩასატარებლად, თუმცა პაპობა მაინც არ გაჰყვა ამ დასახულ კურსს
და მრავალი ადამიანი -მღვდელი იქნებოდა ის თუ საერო, დიდგვაროვანი თუ უბრალო
მოქალაქე-თავს მოტყუებულად და იმედგაცრუებულად თვლიდა. ბატონობდა აზრი, რომ თუ
პაპი ვერ გამოვიდოდა რეფორმების ჩატარების მოწოდებით, ხოლო რენესანსის ეპოქის
პაპებისათვის ეს სრული უიმედობა იყო, მაშინ ეს ინიციატივა სხვებს უნდა აეღოთ თავის თავზე.
ადამიანები თავს მიტოვებულად გრძნობდნენ რეფორმის ჩაუტარებლობის გამო და ამიტომაც
რეფორმაციის გარიჟრაჟზე ევროპაში თანდათან მწიფდებოდა ანტისაეკლესიო განწყობილებები.
სასულიერო ფენის ძალზე დიდი ნაწილი უზნეო ცხოვრებაში იყო ჩაფლული და ეს
განსაკუთრებით ეხებოდა საეკლესიო იერარქიის მაღალ ფენებს: ეპისკოპოსებს,
არქიეპისკოპოსებს, აგრეთვე მრავალ აბატს. პაპის სასახლეც მკვეთრი კრიტიკის საგანი იყო, არა
იმ ხელისუფლების გამო, რომელიც მან თავის ხელში მოაქცია, არამედ ამ ძალაუფლების
გამოყენების გზების გამო. მრავალი სასულიერო პირი, განსაკუთრებით კი უმაღლესი
სასულიერო ფენიდან, დამნაშავენი იყვნენ აბსენტიზმში: ეკავათ რა რამოდენიმე საეკლესიო
პოსტი და იღებდნებნ რა ამ პოსტებიდან შემოსავლებს, ისინი არასოდეს არ ესწრებოდნენ
ღვთისმსახურებებს, რომლებიც სწორედ მათ უნდა ჩაეტარებინათ. ძალზე ხშირად დაბალი
რანგის სასულიერო ფენაც, უხალისოდ ასრულებდა თავისი მოვალეობების მინიმალურ ნაწილს,
რის შედეგადაც ის იმ უზარმაზარი შემოსავლების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იღებდა.
რეფორმაციის გარიჟრაჟზე გერმანიაში ეპარქიების მხოლოდ 7 პროცენტს ჰყავდა მუდმივი
მღვდელი, რომელიც იქვე, თავის მრევლთან ცხოვრობდა. მრავალი ე.წ. “არმყოფი” მღვდლები
დამნაშავენი იყვნენ შექმნილ სიტუაციაში: ისინი ერთდროულად რამდენიმე საეკლესიო
თანამდებობას იკავებდნენ, იღებდნენ ხელფასებს თითოეული თანამდებობიდან მაშინაც კი,
როცა არაფერს აკეთებდნენ. გარდა ამისა, კლერიკალების მნიშვნელოვანი ნაწილი ან საკმარისად
იყო განათლებული ანდა საერთოდ არანაირი განათლება არ გააჩნდა. მრავალი ადგილობრივი
მღვდელი ადგილობრივი მიწათმფლობელებიდან ინიშნებოდა, რადგან ისინი გარეშეებს არ
ენდობოდნენ. უმაღლესი სასულიერო ფენის დიდი ნაწილი უსაქმოდ და უფუნქციოდ
დარჩენილი დიდგვაროვნებისაგან შედგებოდა, რომლებიც ბავშვობიდანვე ომებისა და
ნადირობისათვის ემზადებოდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი ამასვე აგრძელებდნენ
სასულიერო წოდების მიღების შემდეგაც, ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინათ თავიანთი
საეპისკოპოსო მოვალეობები მათთვის გადაცემულ ეპარქიებში. უქონელთა ფენიდან გამოსულმა
მრავალმა მღვდელმა ლათინურიც კი არ იცოდა საკმარისად, რათა საეკლესიო წირვა
ჩაეტარებინა ტაძარში.

მთელს ევროპაში იზრდებოდა იმედგაცრუება და აღშფოთება ასეთი სასულიერო პირების


გამო. იმ დროის პოპულარულ ლიტერატურაში მუდმივად გვხვდებოდა სიტყვები: “სულელი
მღვდელი”. რეფორმაციამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გერმანელ სატირიკოსებს ძალიან
უყვარდათ თავის ნაწარმოებებში ორი გერმანული სიტყვის თამაში: Affen und Pfaffen (მაიმუნები
და მღვდლები). პირველივე დღეებიდან რეფორმაციაც აქტიურად იყენებდა ხალხის მსგავს
ანტისაეკლესიო განწყობილებებს. ეს ფართოდ გავრცელებული ანტიკლერიკალიზმი გახდა

178
რეფორმატორული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. ადამიანებს უკვე აღარ
სჯეროდათ ზნედაცემული რომაელი იერარქებისა და ისიც ესმოდათ, რომ ისინი უუნარონი
იყვნენ, რისკზე წასულიყვნენ ახალი იდეებისათვის.

მარტინ ლუთერიც (1483-1546) თავიდან არ იყო სიმშვიდის დამრღვევი. დაიბადა რა საშუალო


ფენასთან მიახლოებულ მაღაროელის ოჯახში, მარტინმა პროვინციული ქალაქისათვის
შესაძლებელი საუკეთესო განათლება მიიღო. 1501 წელს მან მოისურვა თავი იურიდიულ
ასპარეზზე ეცადა, ამიტომაც შევიდა ერფურტის უნივერსიტეტში. 1505 წელს მან მაგისტრის
ხარისხი მიიღო და საზაფხულო არდადეგებზე შინ დაბრუნდა, შემდეგ შემოდგომაზე გააგრძელა
სამართლის შესწავლა სრული საუნივერსიტეტო პროგრამით. თუმცა მისი აზრები მუდმივად
მიმართული იყო სიკვდილისაკენ. სულ მცირე ხნის წინ გარდაიცვალა მისი ორი მეგობარი: ერთი
პლევრიტით, მეორე ჭირით. იმ დროს კათოლიკეები ფიქრობდნენ, რომ განრისხებული ღმერთი
შვებას გრძნობს, როდესაც სჯის ადამიანებს მათი ცოდვებისათვის. სიკვდილი უსწრებდა წინ
სასჯელის მრისხანე სამყაროში შემზარავ გადასვლას, ლუთერს კი არ უნდოდა სიკვდილი.
როდესაც ლუთერი უნივერსიტეტში ბრუნდებოდა, გზად ბნელ ტყეში ქარიშხალი წამოეწია.
ელვა მოხვდა იმ ხეს, რომლის ქვეშაც ის ცდილობდა შეფარებას. ლუთერი მიწაზე დაეცა და
ხანჯლით (იმ დროს სტუდეტები ყოველთვის შეიარაღებულები დადიოდნენ), რომელიც
ქამარზე ეკიდა სერიოზულად დაიჭრა თეძოს მიდამოში. ბეწვზე გადარჩა, რომ არ დაიზიანა
არტერია. სასოწარკვეთილმა ლუთერმა საშველად მაღაროელების მფარველს მოუხმო: “წმინდაო
ანა, მიშველე! მე ბერი გავხდები!”.

ლუთერი გადარჩა, თუმცა ახლა უკვე ის გრძნობდა, რომ თავი სამონასტრო


ცხოვრებისათვის უნდა მიეძღვნა. ორი კვირის შემდეგ ის შეუერთდა ავგუსტინელ განდეგილებს
ერფურტში. ბერობის დროს, მან დამატებით დამოძღვრა მიიღო საეკლესიო საიდუმლოებებთან
მიმართებით. მას უთხრეს, რომ ადამიანმა უნდა ისწრაფოს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთოს
ცხოვრებაში თავისი ცოდვების საპირისპიროდ, სხვანაირად ის სიკვდილის შემდეგ მოხვდება
განსაწმენდელში თავისი ცოდვების საზღაურად. ლუთერმა, რომელიც ყოველთვის
მტკივნეულად რეაგირებდა ცოდვებზე, თავი ხაფანგში მომწყვდეულად იგრძნო. მას ესმოდა,
რომ ღმერთი მისგან მუდმივ სრულყოფას ელის, მაგრამ აძლევს რა მას ადამიანურ ბუნებას, უკვე
ცოდვისაკენ უბიძგებს. ლუთერს კითხვაც კი გაუჩნდა, შეძლებს თუ არა ის ღმერთის სიყვარულს,
მაშინ როდესაც იცის, რომ ის მისგან შეუძლებელს ითხოვს.

1508 წელს ლუთერმა დაიწყო ღვთისმეტყველების სწავლება ვიტენბერგის ახალ


უნივერსიტეტში, საქსონიაში. სამეცნიერო მუშაობამ ის მიიყვანა იმის გაგებამდე, რომ
მონანიების ბიბლიური კონცეფცია აქცენტს აკეთებს სინანულზე ჩადენილის გამო და არა
“ცოდვის გამოსყიდვის” მოთხოვნაზე. ამან დროებით შვება მოუტანა მას. ის მალე მივიდა სხვა
აღმოჩენამდე: ღვთიური სამსჯავრო არ დადის ცოდვილების დადანაშაულებამდე, პირიქით, ის
ვარაუდობს, რომ მართალი ადამიანი რწმენის მიხედვით ცხოვრობს. ამან ლუთერი მიიყვანა
თავის ცნობილ აზრამდე: გამართლება ღვთის მოწყალებით რწმენის მეშვეობით.

თავისი იდეის გამოყენების შესაძლებლობა ლუთერს საკმაოდ მალე მიეცა. 1517 წელს
გერმანიაში შეაღწია ინდულგენციების გაყიდვის კომპანიის ტალღამ. პაპ ლეო X-ს სულ უფრო
179
მეტი და მეტი ფული ესაჭიროებოდა წმ. პეტრეს ბაზილიკის მშენებლობის დასამთავრებლად
რომში. გარდა ამისა, მაინცის არქიეპისკოპოსსაც უნდოდა თავისი იმ დანახარჯების დაფარვა,
რომელიც დაკავშირებული იყო მისი მდგომარეობის განმტკიცებასთან. ამიტომაც პაპმა და
არქიეპისკოპოსმა შეთანხმება დადეს პაპის სპეციალური ინდულგენციების გაყიდვასთან
დაკავშირებით, რომელიც მღვდელს ყველა ჩადენილი ცოდვის სრულ მიტევებას აძლევდა.
ინდულგენციების მსგავსი გაგება ეწინააღმდეგებოდა ლუთერის ახალ თეორიას. ამიტომაც 1517
წლის 31 დეკემბერს მან დისკუსიისათვის განკუთვნილი 95 თეზისი მიაკრა ტაძრის კარებს
ვიტენბერგში. იმ დროს ეს არ იყო ან დაუმორჩილებლობის ანდა ამბოხის მოწოდების აქტი:
კარები, რომელიც ეკლესიის მთავარი შესასვლელი იყო, ყოველთვის გამოიყენებოდა, როგორც
განცხადებების გამოსაქვეყნებელი ადგილი და როგორც უნივერსიტეტის პროფესორი,
ლუთერიც საზოგადოების წინაშე აქვეყნებდა თავის თეზისებს განსახილველად და არა
რევოლუციისაკენ მოწოდებისათვის.

თუმცა მისმა ცნობილმა 95 თეზისმა შეარყია ხსნის მთელი ის სისტემა, რომელიც


ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გამომუშავებული რომის კათოლიკობის მიერ.
თავდაპირველად პაპმა ლეო X-მ უარყო ლუთერის თეზისები და მათ “ბერის ნაბოდვარი”
უწოდა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ლუთერმა შეძლო ინდულგენციების საკითხში
დაპირისპირების დონიდან თავად პაპის ოპოზიციის დონემდეც ასულიყო. 1518 წლის
ოქტომბერში კარდინალ კაეტანისთან (1469-1534) აუგსბურგში შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე
დარწმუნდა თავიანთი პოზიციების შეურიგებლობაში. ხოლო მომდევნო წელს ლაიფციგში ჯონ
ეკთან (1486-1453) დისკუსიის შემდეგ ლუთერმა გააკეთა დასკვნა, რომ იან ჰუსის მრავალი აზრი
ერთდროულად მართალიც იყო და ქრისტიანულიც. ახლა ყველასათვის ცხადი გახდა, რომ
ლუთერმა კავშირი გაწყვიტა კათოლიკურ ეკლესიასთან.

1520 წლის ივნისში პაპმა ლეო X-მ თავის ბულაში “Exsurge Domini” დაგმო ლუთერის 41
შეცდომა, გამოაცხადა ის ერეტიკოსად და შესთავაზა სამოც დღეში უარი ეთქვა თავის
შეხედულებებზე და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ეკლესიიდან იქნებოდა
განკვეთილი. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე ლუთერი შეუდგა თავისი ნაშრომების წერას.
აგვისტოში დაწერა მცირე მოცულობის ნაწარმოები “გერმანელ დიდგვაროვნებს”, რომელშიც
ამტკიცებდა: თუ საეკლესიო იერარქებს თავად არ შეუძლიათ დაიწყონ რეფორმების გატარება,
მაშინ ეს მათ მაგიერ დიდგვაროვნებმა უნდა გააკეთონ. ლუთერმა თავისი თვალსაზრისი იმაზე
დააფუძნა, რომ დიდგვაროვნებს საამისოდ საკმარისი ძალა აქვთ ყველა მორწმუნის სამღვდელო
ჩინისადმი კუთვნილების გამო. ეს თვალსაზრისი რეფორმაციისათვის ძირითადი გახდა.
ოქტომბერში ლუთერმა დაწერა “ეკლესიის ბაბილონის ტყვეობა”, რომელშიც თავს დაესხა
კათოლიკური ეკლესიის 7 საიდუმლოს. ტრადიციული შვიდის ნაცვლად ლუთერმა დატოვა
მხოლოდ ორი: ნათლობა და ზიარება. შემდეგ ლუთერმა დაწერა ახალი ნაშრომი: “ქრისტიანის
თავისუფლება”, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის ბედი არ არის დამოკიდებული მის
კეთილ საქმეებზე; ის უსასყიდლოდ იღებს ღმერთის წყალობას რწმენის მეშვეობით. ლუთერი
განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ ეს არ გამოიწვევს ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებას.
ის ხაზს უსვამდა, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა რწმენა საქმეების გარეშე. ამის
დასამტკიცებლად მას მოჰყავდა იაკობის სიტყვები: “ რწმენა საქმეების გარეშე, მკვდარია”. ეს
180
სიტყვები, მისი აზრით, აღნიშნავდა იმას, რომ რწმენა, რომელიც არავითარ საქმეებს არ
წარმოშობს, საერთოდ არც არის რწმენა. თუმცაღა საქმეებით ვერ გადარჩება ადამიანი. საქმეები
მხოლოდ მხსნელი რწმენის შედეგია: თუმცა ისინი ძირითადი შედეგია, ვინაიდან მათ გარეშე
თავად რწმენაც არ არსებობს. ეს სამი დასკვნა გახდა ლუთერის ღვთისმეტყველების
ფუნდამენტი.

ნოემბერში ლუთერი წერს მცირე ტრაქტატს: “ანტიქრისტეს წყეული ბულის


საწინააღმდეგოდ”, რომელიც სრულებით ღიად იყო მიმართული პაპის წინააღმდეგ. დეკემბერში
ლუთერმა პაპის ბულის “Exsurge Domini”-ის ასლი გაიტანა ქალაქის კარიბჭის გარეთ და დაწვა.
1521 წლის იანვარში პაპმა ის ოფიციალურად განკვეთა ეკლესიიდან, მაგრამ იმ დროისათვის
მთელს გერმანიაში გავრცელდა ხმები, რომ ერთი მარტომყოფი საქსონელი ბერი
უპირისპირდება რომის კათოლიკური ეკლესიის თავს. ლუთერი გახდა ეროვნული გმირი და
გერმანელები ამჯერად გაბედულები იყვნენ, მათ არ სურდათ ახლაც ის მომხდარიყო, რაც იან
ჰუსს დაემართა.

1521 წლის აპრილში ლუთერი გამოიძახეს რაიხსტაგის კრებაზე ვორმსში. ლუთერი


მიიჩნევდა, რომ მას მისცემდნენ შესაძლებლობას გამოვიდეს თავისი შეხედულებების
დასაცავად ახალგაზრდა იმპერატორის კარლოს V-ის (1519-1556) წინაშე, მაგრამ ისევე, როგორც
ჰუსს, მასაც მხოლოდ თავის ერეტიკულ შეხედულებებზე უარის თქმა შესთავაზეს. ლუთერმა
პასუხად თქვა: ვინაიდან მისი შეხედულებები დაფუძნებულია წმინდა წერილის ტექსტზე, მას
არ შეუძლია და არც სურს უარი თქვას მათზე. ეკლესიიდან განკვეთილი ლუთერი კანონგარეშედ
იყო გამოცხადებული სახელმწიფოს მიერ და ყველა, ვინც მას მხარს დაუჭერდა მისი ხვედრი
უნდა გაეზიარებინა. და მაინც ლუთერის მხარეზე დადგა საქსონიის მთავარი, რომელმაც
ლუთერის დაცვით თავისი საკუთარი კეთილდღეობა დააყენა საფრთხის ქვეშ. ლუთერმა კიდევ
25 წელი იცოცხლა და ამ დროის განმავლობაში მისი იდეები მთელ ჩრდილოეთ ევროპაში
გავრცელდა.

XVI საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებში გერმანიაში მოხდა ორი უმნიშვნელოვანესი
მოვლენა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ლუთერანულ მოძრაობაზე. პირველ
ყოვლისა, ამ დროს მოხდა გლეხების აჯანყება. იმ დროს გლეხების ცხოვრების სოციალური
პირობები აუტანელი იყო. ისინი მოკლებულნი იყვნენ პრაქტიკულად ყოველგვარ უფლებებს.
ლუთერის სწავლებამ ქრისტიანულ თავისუფლებაზე მრავალი გლეხი დაარწმუნა თავის
უფლებაში, ებრძოლა დამრთგუნველი ფეოდალური წყობის წინააღმდეგფ. აჯანყებამ იფეთქა
1524 წელს სამხრეთ გერმანიაში და მომდევნო წელს მან თითქმის მთელი გერმანია მოიცვა.
თავიდან ლუთერი იწონებდა საბრძოლველად ამხედრებული გლეხების მოქმედებას (თავად
მასშიც იყო გლეხური წარმოშობის სისხლი), თუმცა მას შემდეგ, რაც აჯანყებულებმა ხელში
იარაღი აიღეს, ლუთერმა დაწერა რამდენიმე ნაშრომი, რომელშიც ის კიცხავდა გლეხებს.
თავადებმა მალე შეძლეს აჯანყების ჩახშობა და სამხრეთ გერმანიის გლეხებმა იგრძნეს, რომ
ლუთერმა გაყიდა ისინი. ამიტომაც ამ მიწებზე ლუთერანობა სწრაფად გაქრა.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1525 წელს: ლითერმა ცოლი შეირთო და ამით არა
მარტო უქორწინლობის აღთქმა დაარღვია, არამედ ისიც, რაც უქორწინლობაში ესმოდათ რომში.
181
მისმა ცოლმა კატიმ მას 6 შვილი გაუჩინა. მან შეძლო მისთვის შესანიშნავი ოჯახური გარემოს
შექმნა, ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ცდილობდა კარგი კვება ჰქონოდა. ლუთერის ოჯახი
რამდენიმე საუკუნის მანძილზე გახდა პროტესტანტული ოჯახების ნიმუში და ამ დროიდან
მოყოლებული პროტესტანტი სასულიერო პირები უმეტესად ოჯახებს ეკიდებოდნენ.

ამასობაში სულ უფრო მეტი მმართველი მთავარი დგებოდა ლუთერანობის მხარეს. მათ
შორის აღმოჩნდა რამდენიმე სკანდინავიელი მონარქიც: თავდაპირველად დანიისა, შემდეგ
შვეციისა და ნორვეგიისა. გერმანიაშიც იმ მთავრების რიცხვი, რომლებმაც ლუთერანობა მიიღეს,
მნიშვნელოვანი გახდა. როდესაც 1529 წელს იმპერატორმა კარლოს V-მ სცადა მათთვის
ზოგიერთი რელიგიური პრივილეგიის ჩამორთმევა, ისინი პროტესტით გამოვიდნენ. ასე გაჩნდა
სახელწოდება “პროტესტანტი”. 1530 წელს აუგსბურგში შეკრებილმა მთავრებმა უარი თქვეს
მსხვერპლად მიეტანათ თავისი შეხედულებები, ამის ნაცვლად მათ იმპერატორს შესთავაზეს
თავისი რწმენის დებულებები ე.წ. “აუგსბურგის აღსარება”. კარლოსი გაშმაგდა. ეშინოდათ რა
იმპერატორის სასჯელისა, ამ მთავრებმა ერთმანეთს შორის სამხედრო კავშირი შეკრეს.
სამწუხაროდ, კათოკლიკეებმაც იგივე გააკეთეს. ამგვარად, გერმანია გაიყო ორ სამხედრო
ბანაკად.

მაგრამ იმპერატორ კარლოსს ჯერაც არ შესწევდა იმისი უნარი, რომ გაელაშქრა


ლუთერანების წინააღმდეგ. თურქებმა, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ მასირებული
შეტევა დაიწყეს უნგრეთის გავლით ავსტრიაზე და კარლოსს პირველ რიგში ამ გარეშე საფრთხის
მოგერიებაზე უნდა ეფიქრა. მრავალმა ლუთერანმა გამოხატა თავისი კეთილი ნება და გერმანიის
აღმოსავლეთი საზღვრების დასაცავად თურქებისაგან კარლოსის დასახმარებლად თავისი
ჯარები გაგზავნეს, მაშინ, როდესაც მრავალმა კათოლიკემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. უფრო
მეტიც, კარლოსს მოუწია ოთხი ცალკეული ომი ჩაეტარებინა საფრანგეთთან, რომელიც
ცდილობდა ჰაბსბურგების ალყისაგან გასხლტომას. ბოლოს და ბოლოს 1546 წელს, მარტინ
ლუთერის გარდაცვალების წელს, კარლოსმა შეძლო საომარი მოქმედებების დაწყება
ლუთერანების წინააღმდეგ. მან მოახერხა ლუთერანი თავადების უმრავლესობის დამარცხება და
დატყვევება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმპერატორმა გაიგო, რომ უბრალო ხალხი სულაც არ
აპირებდა უარი ეთქვა თავის ლუთერანულ შეხედულებებზე. 1555 წელს კარლოსს მოუწია
აუგსბურგის ზავის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც თითოეულ თავადს ეძლეოდა უფლება
თავად განესაზღვრა თავისი ქვეშევრდომის აღმსარებლობა. ამ შეთანხმების წყალობით
გერმანელ კათოლიკეებსა და გერმანელ ლუთერანებს შორის ძნელი ზავი იქნა მიღწეული.
თუმცაღა ეს ზავი არ აღმოჩნდა ხანგრძლივი.

ლექცია №10

იტალია XI-XV საუკუნეებში

იტალიის პოლიტიკური რუკა XI-XV საუკუნეებში

XI-XII საუკუნეებში იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში


შედიოდა. ამ დროს ქვეყნის დიდ სამფლობელოებს ტოსკანისა და სპოლეტოს საჰერცოგოები,

182
ტრევიზო-ვერონას, ივრეისა და ანკონას მარკები წარმოადგენდნენ. ტერიტორიის სამხრეთის
დიდი ნაწილი ნორმანთა სამეფო სიცილიას, აპულიასა და კალაბრიას (ცენტრი პალერმოთი)
ეკავა, რომელიც გვიან სიცილიის სამეფოდ იქცა, რომლის ცენტრი ნეაპოლი იყო.

XIII-XIV სს. იტალიის პოლიტიკური სურათი მკვეთრად შეიცვალა. XII საუკუნის ბოლოსა და
XIII საუკუნის დასაწყისში იტალიაში მრავალი ქალაქ-კომუნა აღმოცენდა, რომელიც შემდეგ
სინიორიად ანუ ქალაქის თვითმმართველობის ორგანოდ გადაიქცა. მათ შორის ძლიერი იყო -
მილანი (ვისკონტების ხელისუფლების ქვეშ) - ვერონა (სკალიგერთა ხელისუფლების ქვეშ)-
პადუა (კარარას ხელისუფლების ქვეშ)- მანტუა (გონზაგების ხელისუფლების ქვეშ) - ფერარა
(ესტების ხელისუფლების ქვეშ). მათ ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიები მთლიანად ხელში
ჩაიგდეს. ცენტრალურ იტალიაში, განსაკუთრებით ტოსკანაში, აღმოცენდნენ აყვავებული
კომუნები - ფლორენცია, სიენა, ლუკა, პრატო, მაგრამ აქ სენიორიები მხოლოდ რამდენიმე
ქალაქში განმტკიცდა. ესენი იყვნენ: ფლორენცია, ურბინო, რიმინი. სენიორიების დამყარება
წარუმატებელი აღმოჩნდა ლუკაში, ბოლონიასა და სხვა ადგილებში.

შუა იტალიაში დიდ სახელმწიფოს წარმოადგენდა პაპის ოლქი, რომელიც დროდადრო XIII-
XIV სს. გადაჭიმული იყო რავენამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთში ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი
ნაწილი ვენეციას ეკუთვნოდა. რაც შეეხება გენუას, ნახევარკუნძულზე მისი სამფლობელოები არ
იყო დიდი, თუმცა მას ეკუთვნოდა ზღვისპირა კორსიკა და სარდინია. ქვეყნის სამხრეთი და
სიცილიის სამეფო XIII საუკუნის I ნახევარში გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა,
ხოლო ამავე საუკუნის მეორე მეოთხედში ნეაპოლის სამეფო (ცნობილია ნეაპოლიტანიის
სახელითაც) ანჟუს დინასტიის ხელში გადავიდა, ხოლო თვით სიცილიაში არაგონელები
დამკვიდრდნენ.

XV საუკუნის შუა ხანებში ჩრდილოეთ-იტალიის დიდი სახელმწიფოები იყო მილანისა და


სავოიის საჰერცოგოები, ვენეციის რესპუბლიკა, მანტუას, მონფერატოს, სალიუცის
სამარკიზოები, ასევე გენუის რესპუბლიკა თავისი კორსიკული სამფლობელოებით. ჩრდილოეთ
და შუა იტალიას შორის შუალედური მდგომარეობა ეკავა ესტეს, ფერარას, რავენას, მოდენას,
რეჯო-ემიდიის სამფლობელოებს. ცენტრალურ იტალიაში კვლავინდებურად დიდი იყო პაპის
ოლქი. პაპის სახელმწიფოს გარდა აქ მდებარეობდა ფლორენციის, სიენასა და ლუკას
რესპუბლიკები. მთელი ქვეყნის სამხრეთი, სიციილიისა და სარდინიის ჩათვლით არაგონთა
ნეაპოლის სამეფოს ეკავა.

ქალაქების ქვეყანა

იტალიის შედარებით მცირე ტერიტორიაზე (300 ათასი კვ.კმ.) აღნიშნულ პერიოდში 278
ქალაქი ირიცხებოდა, სადაც საეპისკოპოსი ცენტრები არსებობდა. ამიტომ იტალია, უწინარეს
ყოვლისა, ქალაქებისა და საქალაქო კულტურის ქვეყანაა. აქ მრავალი ქალაქი რომაული
ეპოქიდან შემორჩა, რომელთა მნიშვნელობა უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ევროპის სხვა
ქვეყნებში.

183
XI-XII საუკუნეებში ჩრდილოეთ იტალიასა და ტოსკანაში სახელოსნო და სავაჭრო
საქმიანობა უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე შუა საუკუნეების ევროპის სხვა ქვეყნებში.
მილანში, პიაჩენცაში, პიზასა და სიენაში იწარმოებოდა თხელი მაუდი, ლუკაში -აბრეშუმის
ქსოვილები, კრემონაში - სელი. პიზაში, გენუასა და ვენეციაში აგებდნენ ხომალდებს. ვენეციაში
ასევე წარმოებდა ტყავის, ბეწვისა და უხეში ტილოს დამუშავება. მთელს ევროპაში განთქმული
იყო ვენეციური შუშა. მილანი ასევე ცნობილი იყო იარაღის წარმოებით. დიდი აღიარება
მოიპოვეს ხისა და ქვის ოსტატებმა, რომელთაც იტალიაში მშენებლებს უწოდებდნენ. ისინი
მილანში, პავიაში, ბერგამოში, მოდენასა და კრემონაში აგებდნენ ტაძრებს, სასახლეებსა და
ხიდეებს.

იტალიის ქალაქების ხელოსნები და ვაჭრები, როგორც ყველგან დასავლეთ ევროპაში,


გაერთიანებულნი იყვნენ ამქრებში. XII საუკუნის ბოლოს მილანში შეიქმნა ხელოსანთა
კორპორაცია - ე. წ. „წმ. ამბროსის კრედენცა“. ფლორენციაში გაფორმდა „ლანას“ ამქართა ძლიერი
კორპორაცია, რომელიც აწარმოებდა მაღალი ხარისხის მაუდს; „კალიმალას“ ამქართა
კორპორაცია, რომელიც ამუშავებდა და აუმჯობესებდა ფრანგულ და გერმანულ უხეშ მაუდს.
ხელოსნური წარმოების ბაზაზე ქალაქებში განვითარდა ვაჭრობა და საქონლის მიმოცვლა. ასე
მაგ., მილანში ყოველდღიური ბაზრობის გვერდით წელიწადში ოთხჯერ იმართებოდა
იარმარკები, სადაც იტალიური და უცხოური ქალაქები იარაღით, მაუდითა და აღმოსავლური
საქონლით ვაჭრობდნენ. ვენეციაში ვაჭრებს საქონელი ჩამოჰქონდათ ემილიიდან, ტოსკანადან,
ლომბარდიიდან, ხოლო გერმანელ ვაჭრებს იქ ჰქონდათ მუდმივი სახლი (ფონდაკო).
ვენეციიდან საქონელი გაჰქონდათ მთელს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე. დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ფერარაში წელიწადში ორჯერ იარმარკის გამართვას, სადაც ვაჭრები
ჩამოდიოდნენ ტოსკანადან, ლომბარდიიდან, ასევე ხშირად გერმანიის მიწებიდან და
საფრანგეთიდან. ასე რომ, XII საუკუნეში საქონლის მიმოცვლა ხდებოდა როგორც ქვეყნის
შიგნით ცალკეულ ქალაქებს, ასევე ქვეყნის რეგიონებს შორის. იარმარკებმა შეიძინა არა მხოლოდ
საერთო იტალიური, არამედ საერთო ევროპული ცენტრის მნიშვნელობა.

XI-XII საუკუნეებში იტალიის ქალაქებმა საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები


გააფართოვეს ალჟირთან, ტუნისთან, მაროკოსთან, ეგვიპტესთან. გენუა განმტკიცდა
კატალონიასა და პროვანსში და საყრდენი პუნქტები ჰქონდა ჩრდილოეთ აფრიკაში; პიზას
სამხრეთ საფრანგეთის ქალაქებში, კორსიკასა და სარდინიაში მთელი კვარტლები გააჩნდა;
ვენეციამ თავისი ეკონომიკური ბატონობა დაამყარა დალმაციის მიწებზე. ჯვაროსნული
ლაშქრობების დროს იტალიის საპორტო ცენტრებმა ანკონამ, პიზამ, გენუამ და ვენეციამ მყარი
სავაჭრო კავშირები დაამყარეს ბიზანტიასთან და ლევანტთან (ახლო აღმოსავლეთთან), სადაც
მათ საკუთარი ფაქტორიები დაარსეს. აქ მათ გაჰქონდათ მაუდი, ხორბალი, ლითონის
ნაკეთობები; ფაქტორიებიდან შემოჰქონდათ - სანელებლები, ბამბა, საღებავები. ლევანტის
საშუამავლო ვაჭრობას იტალიის ქალაქებისათვის ზღაპრული სიმდიდრე მოჰქონდა. ამგვარად,
ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებამ იტალიის ქალაქების ეკონომიკური აყვავება
მნიშვნელოვნად გააძლიერა და ისინი წამყვან ეკონომიკურ ძალად იქცნენ.

ქალაქების ბრძოლა ფეოდალ სენიორებთან

184
ხელოსნობისა და ვაჭრობის შემდგომ განვითარებას ძველი ფეოდალური წესრიგი ხელს
უშლიდა. ამ დროს ყველა სამეურნეო და პოლიტიკური საკითხი ქალაქის საერო და სასულიერო
ფეოდალ სენიორთა ხელში იყრიდა თავს. იტალიაში, როგორც წესი, ფეოდალი სენიორები
ეპისკოპოსები იყვნენ. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა იტალიაში ოტო I-ის
ლაშქრობასთან დაკავშირებით, რომელმაც ეპისკოპოსებს ფართო პრივილეგიები მიანიჭა,
კერძოდ: სასამართლოს, ადმინისტრაციული მმართველობის, საბაჟი და საბაზრო გადასახადების
აკრეფის, ფულის მოჭრის, საგარეო ურთიერთობების წარმოების უფლებები და ა. შ. ერთი
სიტყვით, ქალაქის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მთლიანად ეპისკოპოს-სენიორის
ხელში იყო. ასეთი მდგომარეობა ქალაქების შემდგომ განვითარებას ამუხრუჭებდა. ამიტომ
ქალაქების სავაჭრო-ხელოსნურმა მოსახლეობამ - პოპოლანებმა (popolo-დან - ხალხი)
სენიორებთან ღიად დაიწყეს ბრძოლა. მათ მხარს უჭერდნენ ვალვასორები (გვიან ლათ.vassus
vassorum -ვასალთა ვასალი, ძირითადად წვრილი ფეოდის მფლობელი რაინდები)- წვრილი
რაინდები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ სენიორების დასუსტებითა და ვაჭრობის
განვითარებით. იყვნენ რა პროფესიონალი მეომრები, ვალვასორები სენიორების წინააღმდეგ
მოქალაქების ბრძოლას მხარს უჭერდნენ. 1035 წელს პოპოლანებმა ვალვასორების მხარდაჭერით
მილანიდან სენიორ-ეპისკოპოსი გააძევეს, ხოლო ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 1044 წელს
მილანი დამოუკიდებელი კომუნა გახდა.

სენიორებთან ქალაქების ბრძოლა გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ


სენიორები იძულებულნი გახდნენ, რომ მოქალაქეების მიმართ თანდათან დათმობებზე
წასულიყვნენ. თავიდან მოქალაქეებმა შეძლეს, რომ ეპისკოპოსთა საბჭოსა და სასამართლოში
თავიანთი წარმომადგენელი შეეყვანათ, ხოლო შემდეგ სენიორებისაგან ხშირად იღებდნენ
სიგელებს, რომელიც ქალაქის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ამტკიცებდა. XII საუკუნის
ბოლოსათვის პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო ბოლონიამ, მანტუამ, პიზამ, კრემონამ,
ფერარამ და სხვა ქალაქებმა. ლომბარდიისა და ტოსკანის ქალაქები თანდათან დამოუკიდებელ
კომუნებად, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად იქცნენ.

ქალაქის კომუნების ჩამოყალიბება

ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში პოლიტიკური და


ადიმინისტრაციული ცხოვრების ცენტრს ფეოდალის ციხე-სიმაგრე წარმოადგენდა. ამისაგან
განსხვავებით, იტალიაში კომუნების აღმოცენების შედეგად ასეთ ცენტრად ქალაქი იქცა.
ამდენად, იტალიის საზოგადოების პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქის
კომუნა გახდა. ხელისუფლება სენიორიდან გადავიდა კონსულთა კოლეგიის (მრჩევლების)
ხელში, რომელთაც ვაჭრების, ვალვასორებისა და კაპიტნების (დიდებულების) წრიდან
ირჩევდნენ. ხელოსნები და წვრილი ვაჭრები კოლეგიაში არ დაიშვებოდნენ. კონსულთა კოლეგია
აღმასრულებელი ორგანო იყო, რომელიც ქალაქის სამეურნეო, სამხედრო და სასამართლო
საქმიანობას განაგებდა. საკანონმდებლო ხელისუფლებას კომუნებში ახორციელებდა „ნდობით
აღჭურვილ პირთა საბჭო“ ანუ კრედენცა, რომელსაც ქალაქის ყველა რაიონის სრულუფლებიანი
მოქალაქე ირჩევდა. ხანდახან იწვევდნენ პარლამენტს - არჩევის უფლების მქონე ყველა
მოქალაქის კრებას. ახლა კომუნის მთელი შემოსავალი მიდიოდა არა ფეოდალ სენიორის

185
სასარგებლოდ, არამედ ქალაქის განკარგულებაში რჩებოდა და მნიშვნელოვანწილად მის
სამეურნეო შესაძლებლობებს ზრდიდა. სწორედ ეს გახლდათ იტალიის ქალაქების
განვითარების ერთ–ერთი საფუძველი..

კომუნა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიით არ შემოიფარგლებოდა. ჩვეულებრივ კომუნას


დაექვემდებარა სასოფლო ადგილები და ფეოდალთა სიმაგრეები ანუ სოფლის ოლქი, რომელსაც
„კონტადო“ ეწოდებოდა; ხშირად კომუნას ექვემდებარებოდა უფრო ვრცელი ტერიტორია ანუ
დისტრეტტო. ასე რომ, კომუნა რესპუბლიკური ტიპის ქალაქ-სახელმწიფოში გადაიზარდა.
ასეთი ქალაქ-რესპუბლიკები იყო; ფლორენცია, სიენა, მილანი, რავენა, პიზა, პადუა, ვენეცია და
ა.შ.

კონტადოზე და დისტრეტტოზე ქალაქის ხელისუფლების დამყარება ფეოდალების ძალასა


და უფლებებს ძირს უთხრიდა, მაგრამ ისინი წინააღმდეგობებს განაგრძობდნენ და თავს
ესხმოდნენ სავაჭრო ქარავნებს და კომუნის გადაწყვეტილების ჩაშლისათვის ნიადაგ იბრძოდნენ.
XII საუკუნეში პოპოლანებმა შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს გრანდების (ფეოდალების)
წინააღმდეგ, დაანგრიეს და დაწვეს მათი ციხე-სიმაგრეები და ისინი ქალაქში ძალით
გადაასახლეს. გრანდებმა ქალაქში დაიწყეს სიმაგრეებისა და კოშკების აგება, ხანდახან
კომუნებთან თანხმობაში შევიდნენ და მათი ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მართალია, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებისაგან განსხვავებით, იტალიის


ქალაქ-კომუნებმა ფეოდალების პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება გადატეხეს, ძველი
ფეოდალური იერარქია დაანგრიეს და ამით ფეოდალური ურთიერთობები გაანადგურეს,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქალაქი მაინც ფეოდალურ ორგანიზმად რჩებოდა. ფეოდალურ
ბუნებას ატარებდა ქალაქების ეკონომიკური და პოლიტიკური განკერძოებულობა, რომელიც
გამოიხატა მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადაქცევაში. ჩრდილოეთ და შუა იტალიის
ქალაქ-რესპუბლიკების პოლიტიკური სეპარატიზმი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იტალია
ერთიან სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთ საფრანგეთისა და ინგლისის
ქალაქებისაგან განსხვავებით, იტალიის, როგორც გერმანიის ქალაქები, ქვეყნის პოლიტიკური
გაერთიანების ცენტრად ვერ იქცნენ. პირიქით, ხშირად ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ეს აიხსნება
იმით, რომ ქალაქები უფრო დაკავშირებულნი იყვნენ საგარეო ბაზართან, ვიდრე–საშინაოსთან
გარდა ამისა, საგარეო ბაზრებზე, როგორც აღმოსავლეთში (ლევანტი, ეგვიპტე, ბიზანტია), ასევე
დასავლეთში (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ფლანდრია) ქალაქები ვაჭრობასა და
მოგვიანებით საბანკო ოპერაციებში ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ. ვაჭრობაში ერთმანეთს
მეტოქეობდნენ–ვენეცია და გენუა, გენუა და პიზა; ფლორენცია მეტოქეობდა სიენას, პიზასა და
ლუკას. თვით იტალიაში ეს მეტოქეობა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის განუწყვეტელ
შეტაკებებში ვლინდებოდა. ამის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ერთი ქალაქი მეორე სუსტი
ქალაქის ტერიტორიის ხარჯზე ცდილობდა გაფართოებას. ამის ნიადაგზე დიდხანს
მიმდინარეობდა ომები მილანსა და კრემონას, ბოლონიასა და მოდენას შორის და ა.შ. იტალიის
ქალაქები მხოლოდ მაშინ ერთიანდებოდნენ, როცა მათ გარეშე საფრთხე დაემუქრებოდა,
ხშირად გერმანიის იმპერატორების მხრიდან.

186
ქალაქი და სოფელი

ქალაქების ბობოქარმა განვითარებამ უფრო გააძლიერა სასაქონლო-ფულადი


ურთიერთობები, რამაც აგრარული წყობის ევოლუციაზე გავლენა იქონია. ქალაქი მოითხოვდა
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდას, რამაც გამოიწვია ჭაობების დაშრობა, ცარიელი
ადგილების გაწმენდა. XI საუკუნის ბოლოსათვის და, განსაკუთრებით XII საუკუნეში, მსხვილმა
ფეოდალებმა საბატონო მეურნეობა შეამცირეს და დომენს გლეხებს, წვრილ რაინდებსა და ასევე
მოქალაქეებს ლიბელარული იჯარის პირობებში აძლევდნენ. მოიჯარეები იყვნენ გლეხები,
წვრილი რაინდები და მოქალაქეები. ქალაქის ზედა ფენა არა მხოლოდ იჯარით იღებდა მიწას,
არამედ საკუთრებაში იძენდა მას. უკვე XI საუკუნეში დაიწყო ფულადი რენტის ფართოდ
გამოყენება. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა არ გამორიცხავდა სასურსათო რენტის
გაზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ და შუა იტალიაში შედარებით მცირე იყო
საბატონო გლეხი და შესაბამისად საბატონო ბეგარა არ სჭარბობდა; აქ ნატურალურმა და
ფულადმა რენტამაც კი VIII-IX საუკუნეებში საკმაო გავრცელება ჰპოვა, მათ შორის საბატონო
გლეხებშიც. ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთ ოლქში სავაჭრო-ფულადმა ურთიერთობამ
სასურსათო რენტის ხვედრითი წონის გაზრდა გამოიწვია: გლეხებისაგან აკრეფილ სურსათს
ფეოდალები ბაზრებში აგზავნიდნენ. XI-XII საუკუნეებში გლეხების სენიორებთან აქტიური
ბრძოლის შედეგად იტალიის ამ ნაწილში გლეხთა ბეგარის დიდი ნაწილი ფიქსირებული იყო,
რამაც თავისუფალ გლეხთა რიცხვი გაამრავლა. ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთ რაიონსა და
განსაკუთრებით შუა იტალიაში ექსპლუატაციის უწინდელი ფორმები და თვით ბატონყმობაც კი
შენარჩუნებული იყო; ასეთივე მდგომარეობა იყო ალპებისა და აპენინის ზოგიერთ მთიან
ადგილებში.

სოფლის კომუნები

XI-XII საუკუნეებში ქალაქების პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ზრდამ, ფეოდალთა


ძალაუფლების დასუსტებამ სასოფლო თემის გამოცოცხლება გამოიწვია. იტალიაში თემი
ლანგობარდების დროიდან შემორჩა, ჯერ როგორც თავისუფალი, ხოლო შემდეგ როგორც
საბატონო თემის სახით. აღნიშნულ საუკუნეებში ჩრდილოეთ იტალიის თემებს თავიანთ
სარგებლობაში ჰქონდათ საძოვრები, ტყეები, ცარიელი ადგილები და ხშირად - სახნავი მიწები.
ისინი სავარგულებით სარგებლობისათვის ფეოდალებს უხდიდნენ ჩინშს, მაგრამ ფეოდალების
დაუკითხავად მათ შეეძლოთ ამ სავარგულების ჩუქება, იჯარით გაცემა და გაყიდვაც კი. XII
საუკუნის ბოლოსათვის მრავალი თემი სენიორებთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა და
თვითმმართველობას მიაღწიეს. ამ პერიოდში ქალაქები საგლეხო თემებს ფეოდალებთან, მათ
საერთო მტერთან, ბრძოლაში ხშირად ეხმარებოდნენ. ქალაქების დახმარებით ფეოდალებს
წაერთვათ გლეხ მეთემეებზე სასამართლო ხელისუფლება და ზოგიერთი ფეოდალური
გადასახადის აკრეფის უფლებაც. თუმცა ფეოდალთა ხელისუფლებისაგან გათავისუფლებულმა
სოფლის თემებმა სრული დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ მიღეს. როგორც წესი, ისინი მალე
მეზობელი ქალაქის კონტროლს დაექვემდებარნენ. მართალია, ქალაქმა უწინდელი ფეოდალი,
სენიორი შეცვალა, მაგრამ გლეხები ექსპლუატაციისაგან ვერ გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა,
მან გარკვეულწილად დადებითი როლი შეასრულა. სოფლის ოლქის ქალაქ-სახელმწიფოში

187
ჩართვა ხელს უწყობდა ჩრდილოეთ და შუა იტალიის რაიონების დიდ ნაწილში სავაჭრო
ფულადი ურთიერთობის განვითარებასა და ბატონყმობის გაუქმებას.

XII-XIV საუკუნეებში სოფლის თემები სოფლის კომუნებად ანუ თვითმმართველ თემებად


ჩამოყალიბდნენ. სოფლის კომუნა ტყეების, საძოვრების, სახნავი მიწების, ვენახის ზვრების
კოლექტიური ფეოდალური მესაკუთრე ანდა კოლექტიური მოიჯარე იყო. შესაძლებელი გახდა,
თემის მიწების კომუნის წევრთა საერთო მფლობელობაში გადასვლა. კომუნის
ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები ადგენდნენ ანდა ცვლიდნენ მიწის ნაკვეთების
საზღვრებს და მასთან დაკავშირებულ დავებს არეგულირებდნენ. კომუნა ასევე აწესრიგებდა
საიჯარო ურთიერთობებს. სამფლობელოს გასხვისება ხდებოდა კომუნის საბჭოს
განსაკუთრებული დადგენილებით. იგი ადგენდა პირობებს: იკრძალებოდა სამფლობელოს
გაყიდვა ფეოდალებსა და ეკლესიებზე. იგი უპირატესად უნდა ეყიდა კომუნის წევრებს ანდა -
მთლიანად კომუნას. სოფლის ადმინისტრაციას - რექტორს, სინდიკს, კონსულს, პოდესტას
კომუნა ირჩევდა, მაგრამ მას ხშირად ამტკიცებდა სენიორ-ქალაქი ანდა სენიორი. სოფლის
კომუნას ჰქონდა საკუთარი საკანონმდებლო ორგანო. ეს გახლდათ საერთო საბჭო, რომელიც
წელიწადში ორჯერ იკრიბებოდა. მასში შედიოდა ოჯახის მეთაური, ხანდახან ყველა
გადასახადის გადამხდელი 18 დან 70 წლამდე. ხელმძღვანელ პირებს შეძლებული გლეხები და
პოპოლანები წარმოადგენდნენ, რომელთაც მიწები კომუნის ტერიტორიაზე ჰქონდათ. სოფლის
კომუნების განვითარების მაღალ ეტაპს ფედერაციები წარმოადგენდნენ, რომელიც რამდენიმე
წვრილ კომუნას აერთიანებდა. იტალიის აგრარული წყობის თავისებურება იმაში
მდგომარეობდა, რომ აქ ურბანიზაციის დონემ თანდათან თავის გავლენას დაუმორჩილა
სოფლის კომუნები. დასაწყისში ქალაქი მხარს უჭერდა კომუნას სენიორებთან ბრძოლაში, ხოლო
შემდეგ თვით გახდა სენიორი.

პაპის ოლქი

როგორც აღვნიშნეთ, შუა იტალიაში პაპის ოლქს მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა. მისი
განვითარება სულ სხვა გზით წარიმართა. პაპის საერო სახელმწიფო ერთ-ერთ ჩვეულებრივ
ფეოდალურ-სამთავროს წარმოადგენდა. მისი ხელმწიფე, ერთდროულად კათოლიკური
ეკლესიის მეთაური, ხოლო დედაქალაქი - რომი იდეოლოგიურ და ორგანიზაციულ ცენტრს
წარმოადგენდა. ამ სახელმწიფოს ისტორიაზე დიდ გავლენას ახდენდა პაპობის ევროპული
პოლიტიკა, რომელიც იმ პერიოდში ევროპის ხელმწიფეებზე უზენაესობის დამყარებისაკენ
მიისწრაფოდა. XI-XII საუკუნეებში იმპერიასთან პაპობის ბრძოლა წარმატებით დამთავრდა,
რამაც მისი გავლენა ევროპაში მნიშვნელოვნად გაზარდა. პაპებმა შეძლეს, რომ არსებითად
გაეზარდათ იტალიაში თავიანთი ტერიტორია ტოსკანას, სპოლეტოსა და ბენევენტოს ხარჯზე.
XII საუკუნის ბოლოსათვის მათ დაიმორჩილეს იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი -
პერუჯა. ეკონომიკური თვალსაზრისით პაპის ოლქი ჩრდილოეთ იტალიასა და ტოსკანას
ჩამორჩებოდა. აქ ქალაქები ნელა ვითარდებოდა; სოფლებში პირადი დამოკიდებულების მძიმე
ფორმები შენარჩუნებული იყო. პაპობის საშინაო პოლიტიკა რომისა და პაპების სხვა ოლქების
ქალაქებს ნაკლებად უწყობდა ხელს თვითმმართველობაზე გადასვლას; სოფელში ფეოდალური
ექსპლუატაციის ძველი ფორმები შენარჩუნებული იყო. თვით პაპის ოლქის დედაქალაქი - რომი-

188
მსხვილი ფეოდალების ბუდეს წარმოადგენდა; პაპის რეზიდენციის გარდა აქ დაახლოებით 200
ფეოდალური ციხე-სიმაგრე არსებობდა. რომი ეკონომიკურად ჩამორჩებოდა ისეთ
განვითარებულ ცენტრებს, როგორიც იყო მილანი და ფლორენცია. რომის მოსახლეობისათვის
მნიშვნელოვანი შემოსავალი მოჰქონდა პაპის სასახლის მომსახურებასა და მრავალრიცხოვან
მომლოცველებს.

პაპობის პოლიტიკის არსი ქალაქების მიმართ ნათლად გამოჩნდა XII საუკუნის 40-იან
წლებში, როდესაც რომში კომუნის დამყარებისათვის გამართული ბრძოლა გამწვავდა. 1143
წელს მოქალაქეებმა და წვრილმა რაინდებმა ხელთ იგდეს კაპიტოლიუმის სამთავრობი შენობა,
გამოაცხადეს რესპუბლიკა და აირჩიეს სენატი, რომელიც 53 პირისაგან შედგებოდა;
რესპუბლიკის ხელმძღვანელები თავს ძველი რომის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ.
აჯანყებულები მოითხოვდნენ, რომ უმაღლესი ხელისუფლება ქალაქის კომუნისათვის
გადაეცათ. ხელახლა შექმნილი რომის რესპუბლიკაში განსაკუთრებული გავლენით
სარგებლობდა არნოლდ ბრეშელი ( იტალ. Amaldo da Brescia – 1100-1155). ეს უკანასკნელი
დაიბადა ბრეშაში, სწავლობდა პარიზში პიერ აბელარის (1079-1142) ხელმძღვანელობით. შუა
საუკუნეების რეფორმატორული მოძრაობის ეს ერთ-ერთი გამოჩენილი საეკლესიო და
პოლიტიკური მოღვაწე სათავეში ჩაუდგა მოქალაქეების ბრძოლას სენიორ-ეპისკოპოსების
წინააღმდეგ. მიმდობმა და კეთილშობილმა, პირად ცხოვრებაში წმინდამ და მკაცრმა, მგზნებარე
იდეალისტმა, იტალიაში დაბრუნების შემდეგ მთელი თავისი მჭევრმეტყველება მიმართა
იმდროინდელი სამღვდელოების მორალური სახის მხილებაზე. ის ქადაგებდა „ღარიბი“
ეკლესიის იდეას და მიიჩნევდა, რომ სასულიერი პირებს საერო ძალაუფლება არ უნდა
ჰქონოდათ. მან ამხილა პაპის, ეპისკოპოსების, აბატების ფუფუნებითი ცხოვრება და საეკლესიო
თანამდებობების ფულზე ყიდვა-გაყიდვა. მისი იდეალი იყო თავდაპირველი ქრისტიანობა,
პროტესტს აცხადებდა ფეოდალთა ბატონობის წინააღმდეგ, ოცნებობდა რომის ძლიერებასა და
იტალიის გაერთიანებაზე. არნოლდ ბრეშელის ქადაგებების გავლენით რომაელმა მოქალაქეებმა
კარდინალთა სახლები, ფეოდალთა ციხე-სიმაგრები დაანგრიეს; პაპ ევგენი III-ს (1145-1153)
რომიდან გაქცევამ მოუწია. მომდევნო პაპმა ადრიანე IV-მ (1154-1159) ენერგიულად მოკიდა
პაპის ხელისუფლების განმტკიცებას. პირველ რიგში გადაწყვიტა, რომ გასწორებოდა არნოლდ
ბრეშელს. როცა არნოლდის ხელქვეითის მიერ მოკლული ერთ-ერთი კარდინალის გვამი
იხილეს, პაპმა ქრისტიანობის ისტორიაში უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და რომს
ინტერდიქტი დაადო. ყველა ტაძარი დაიხურა, მომლოცველობა შეჩერდა. ქალაქი არსებობის
ძირითად წყაროს მოსწყდა. მოსახლეობის რისხვა რომის კომუნის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ
წარიმართა. „ჯვრის ნაცვლად ხელში იარაღი აიღეს“ და რომის სენატმა 1155 წელს არნოლდ
ბრეშელი ქალაქიდან გააძევა. ის ჩრდილოეთ იტალიაში გაიქცა, სადაც ტყვედ ჩაუვარდა აქ ამ
დროს შემოჭრილ ფრიდრიხ I ბარბაროსას, რომელსაც პაპი რომში იწვევდა. პაპის წინააღმდეგ
ბრძოლაში არნოლდი ფრიდრიხის დახმარებაზე ამყარებდა იმედს, მაგრამ იმპერატორმა ის პაპ
ადრიანე IV-ს გადასცა. 1155 წლის 18 ივნისს არნოლდ ბრეშელი სიკვდილით დასაჯეს. ის ჯერ
ჩამოახრჩვეს შემდეგ ცეცხლზე დაწვეს და ფერფლი მდ. ტიბრში გადაყარეს, რათა მისი
ნეშტისათვის პატივი არ მიეგოთ.

189
რომის დემოკრატიის ბელადის, არნოლდ ბრეშელის თავიდან მოცილების შემდეგ რომის
რესპუბლკა გაუქმდა და პაპის ხელისუფლება აღსდგა. რომის კომუნის დაცემის ყველაზე
არსებითი მიზეზი მისი მოსახლეობის სავაჭრო-ხელოსნურ სისუსტესა და საკუთარი
ორგანიზაციის არარსებობაში მდგომარეობდა. პაპის, როგორც ფეოდალ-სენიორის
პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

სამხრეთი იტალია

მთელი შუა საუკუნეების მანძილზე სამხრეთ იტალიის განვითარება განსაკუთრებული


გზით მიმდინარეობდა. VI საუკუნის დასაწყისიდან აპულია, კალაბრია, ნეაპოლი, სიცილია
და სარდინია ბიზანტიის პროვინციები იყო. IX საუკუნეში არაბებმა დროებით დაიპყრეს
აპულიის ნაწილი, ხოლო სიცილიაში შექმნეს ემირატი, რომლის დედაქალაქი პალერმო იყო. XI
საუკუნეში ეს მხარეები ნორმანდელებმა დაიპყრეს; 1130 წელს სამხრეთ იტალია და სიცილია
მეცნიერი და მრავალი გამოგონების მქონე მეფის როჟერ II-ის (ფრანგ. Roger II de Hauteville,
Ruggero II di Sicilia- 1130-1154) დროს ერთ სახელმწიფოდ - სიცილიის სამეფოდ გაერთიანდა.
ნორმანთა ანუ ნორმანდელთა დაპყრობამ ფეოდალური ურთიერთობების განვითარება
დააჩქარა: დამპყრობელებმა ადგილობრივ დიდებულებსა და გლეხებს მიწების დიდი ნაწილი
წაართვეს და ფეოდების სახით ნორმან ფეოდალებსა და კათოლიკურ ეკლესიას გადასცეს. მიწის
დიდი სამფლობელოები სამეფო დომენის შემადგენლობაში მოექცა. დამოკიდებულ მიწის
მფლობელებად ქცეულმა გლეხებმა მნიშვნელოვანწილად თავისუფლება დაკარგეს. XII
საუკუნეში სიცილიის სამეფოში მრავალი ყმა–გლეხი (სერვები) იყო, რომელთაც წასვლის
უფლება არ წაერთვათ და ასევე - ნახევრად თავისუფალ - ვილანს, რომელთაც გარკვეულ
პირობებში ჰქონდათ ასეთი უფლება. ერთიცა და მეორეც ვალდებული იყო შეესრულებინა
საბატონო ბეგარა და ეხადა ნატურალური და ფულადი ღალა. მთლიანობაში სიცილიის
სამეფოში ფეოდალური ურთიერთობების განვითარების პროცესი ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე
ჩრდილოეთ იტალიაში. ამიტომ სამხრეთში შენარჩუნებული იყო თემებად მცხოვრები
თავისუფალ გლეხ-ალოდისტთა ზედა ფენა, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა გლეხების ყმებად
გადაქცევის წინააღმდეგ. ისინი არაერთხელ აჯანყდნენ ფეოდალებისა და სამეფო
ხელისუფლების წინააღმდეგ (1123, 1168, 1178, 1199 წწ.). სარწმუნო სტატისტიკის თანახმად, XII
საუკუნის შუა ხანებში სიცილიის სამეფო 8.620 ფეოდალს ითვლიდა. რაინდების რიცხვი ძალიან
დიდი იყო.

XII საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბდა ბიუროკრატიული აპარატი. როჟერ II-ის დროს


შეიქმნა იუსტიციარების ინსტიტუტი, რომლებიც ადგილებზე მეფის წარმომადგენლები იყვნენ
და სასამართლო საქმეებს განაგებდნენ. მათ სათავეში იდგა დიდი იუსტიციარი. არაბული
ნიმუშის მიხედვით შეიქმნა ფინანსური ორგანო სამეფო ხაზინა (doana regia), ანგარიშგების
პალატა (doana de secretis) და doana baronum, სადაც საბატონო გლეხთა სიები დგებოდა..
კამერარიები - ადგილებზე ფინანსური აგენტები -კამერარიის მაგისტრს ექვემდებარებოდნენ,
რომელიც სათავეში ედგა ფინანსურ უწყებას. სააპელაციო ინსტანციის უმაღლეს ორგანოს
მეფესთან არსებული კურია (საბჭო) წარმოადგენდა.

190
სიცილიაში ძალიან მსხვილი საერო ფეოდალური სამფლობელოები არ ჩამოყალიბებულა.
ბარონებს აქ უმაღლესი იურისდიქციის უფლება არ ჰქონდათ. ისინი განაგენდნენ მხოლოდ
სამოქალაქო და წვრილი სისხლის სამართლის საქმეებს. მეფე და იუსტიციარი განიხილავდნენ
ღალატის, მკვლელობის, ძარცვის, ცეცხლის წაკიდებისა და ისეთ დანაშაულებს, რომელიც მეფის
გალანძღვას შეეხებოდა. მეფე ბარონების სასამართლოსაგან იღებდა აპელაციას. მეფის
ნებართვის გარეშე ბარონებს თავისი ლენების განკარგვის უფლება არ ჰქონდათ. გარდაცვლილის
ლენი სამეფო კურიის ხელში გადადიოდა.

ჩრდილოეთთან შედარებით, სამხრეთ იტალიის ქალაქების ბედი განსხვავებულად


ჩამოყალიბდა. XI-XII საუკუნეებში სამხრეთ იტალიის ქალაქებმაც მიაღწიეს აყვავებას. ეს
დიდწილად დაკავშირებული იყო სატრანზიტო ვაჭრობასთან, ხოლო სახელოსნო წარმოება და
ადგილობრივი ვაჭრობა აქ სუსტად იყო განვითარებული. ამიტომ სასაქონლო-ფულადმა
ურთიერთობამ სამხრეთ იტალიის სოფლებზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა. ამისა და იმის
გამოც, რომ სამხრეთ იტალიაში შედარებით ძლიერი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, აქ ქალაქებმა
დამოუკიდებლობას ვერ მიაღწიეს. ისინი ყოველთვის ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას
ექვემდებარებოდნენ.

ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქების ბრძოლა გერმანელ ფეოდალებთან

XII საუკუნის II ნახევარში იტალიას გერმანელთა ბატონობა დაემუქრა. გერმანელი


ფეოდალები ფრიდრიხ I ბარბაროსას მეთაურობით აგრესიის საფუძვლად იტალიის მიწების
ფორმალურ კუთვნილებას მიიჩნევდნენ. უცხოელთა ბატონობა პირველ რიგში დაემუქრა
ჩრდილოეთ იტალიის აყვავებულ ქალაქებს. ფრიდრიხ ბარბაროსას იტალიაში ლაშქრობამდე
ლომბარდიისა და ტოსკანას ქალაქები იმპერიასთან ნომინალურ დამოკიდებულებაში
იმყოფებოდნენ: ისინი ზოგიერთ შემთხვევაში იმპერატორს ფულად სუფსიდიებსა და დამხმარე
რაზმებს აძლევდნენ, რათა ამ გზით მოესყიდათ უცხო სიუზერენი. ფრიდრიხმა უკვე პირველი
ლაშქრობისას აშკარად აჩვენა, რომ იტალიის ქალაქების თავისუფლებას ჩაახშობდა. მისი
ზეწოლით რონკალის 1158 წლის სეიმმა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების დამოუკიდებლობის
სრული ლიკვიდაცია მოახდინა. სეიმზე მოწვეულმა დაუზარელმა ბოლონიელმა იურისტებმა ეს
გადაწყვეტილება რომის სამართლის ცნობილი ფორმულით დაასაბუთეს: „რაც ხელმწიფეს სურს,
კანონის ძალა აქვს“ (“Quod principi placuit, legis habet vigorem”). ჩვენ ვიცით, რომ ფრიდრიხ I-მა,
მიუხედავად მილანელებისადმი სასტიკი გასწორებისა, რონკალის დადგენილების
განხორციელება ვერ შეძლო. გერმანელთა მიერ ქვეყნის ძარცვამ ქალაქების საბრძოლო
განწყობილება აამაღლა და მათი გაერთიანების გზები დასახა.

1167 წელს შეიქმნა ლომბარდიის ლიგა, რომელშიც შევიდა მილანი, მანტუა, ფერარა, კრემონა,
ბრეშია და სხვა ქალაქები, რომელთაც დროებით დაივიწყეს წინანდელი შუღლი და
დამუქრებულ საფრთხეს წინ ერთობლივად აღუდგნენ. იმპერატორის წინააღმდეგ შექმნილ
კავშირს მიემხრო სიცილიის სამეფო და ვენეცია, რომლებიც იმპერიის ჩრდილოეთ იტალიაში
განმტკიცებას შიშით უყურებდნენ. პაპობა, რომელიც ებრძოდა იმპერიის ბატონობას
ფეოდალურ ევროპაზე, ასევე მხარს უჭერდა ლომბარდიის ქალაქების ლიგას. ამრიგად,

191
გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლამ საერთო იტალიური ხასიათი მიიღო; მისი
შედეგები ქვეყნის ბედს განსაზღვრავდა.

ლომბარდიის ლიგამ მდინარე პოს გადასასვლელზე ააგო სიმაგრე ალესანდრია, რომელიც


გერმანელთა წინააღმდეგ საფარს წარმოაგენდა. როცა ფრიდრიხმა ალპების გავლით მორიგი
მეხუთე ლაშქრობა მოაწყო, მან ამ სიმაგრის აღება ვერ შეძლო. ლენიანოსთან (1176 წ.)
ლომბარდიის ლიგასთან დამარცხების შემდეგ ფრიდრიხმა პაპის წინაშე კაპიტულაცია
გამოაცხადა. საზავო ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც 1183 წელს დაიდო კონსტანცაში პაპსა
და იმპერატორს შორის, რონკალის დადგენილება გაუქმდა და ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებმა
კომუნალური თავისუფლება აღიდგინეს. იმპერიის დამარცხებას პაპობის პოლიტიკური
გაძლიერება მოჰყვა. გერმანელებთან ბრძოლაში ქალაქ-კომუნების გამარჯვებამ მომდევნო
საუკუნეებში მათი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული აყვავება გამოიწვია. მაგრამ
საერთო საფრთხის წინაშე ქალაქების გაერთიანება დროებითი აღმოჩნდა და მისი მინავლების
შემდეგ ქალაქ-რესპუბლიკებს შორის ბრძოლა ისევ განახლდა.

XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის დასაწყისში იტალიაში გერმანელებთან ბრძოლის


მსვლელობის დროს ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი პოლიტიკური
მიმდინარეობა - გველფები და გიბელინები ჩამოყალიბდა. სახელწოდება -„გველფები“
მომდინარეობს საქსონიის ჰერცოგების „ველფების“ (Welf) გვარიდან, რომლებიც
ჰოჰენშტაუფენთა დინასტიისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი; „გიბელინები“ -
ჰოჰენშტაუფენთა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის–„ჰაუბელინგის“ (გერმანულად-ვაიბლინგენი-
Waiblingen) ლათინიზირებული სახელწოდებიდან მომდინარეობს. გველფები გერმანიის
იმპერატორების მოწინააღმდეგენი იყვნენ და პაპის, ვითარცა იტალიაში ანტიმპერატორული
ბანაკის ლიდერის, მოკავშირეებს წარმოადგენდნენ; გველფები ძირითადად ქალაქების
ხელოსან-ვაჭართა ფენას ეყრდნობოდნენ. გიბელინები - იმპერატორის მომხრეები - სოციალურ
საყრდენს თავადაზნაურთა შორის ეძებდნენ. ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის სისხლიანმა
მტრობამ თავისი დაღი დაასვა XIII საუკუნის იტალიის ცხოვრებას. ხშირად ერთნაირი სოციალ-
ეკონომიკური პროფილის მქონე ქალაქები ემხრობოდნენ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ
ბანაკს მხოლოდ მათი ეკონომიკური წინააღმდეგობის შედეგად: თუ ფლორენცია გველფების
ქალაქი იყო, მისი კონკურენტები ვაჭრობასა და ხელოსნობაში- პიზა და ლუკა- გიბელინების
ქალაქს წარმოადგენდა. გიბელინებსა და გველფებს შორის სასტიკმა ბრძოლებმა იტალიაში
მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და ქვეყნის პოლიტიკური დაქუცმაცებულობა მეტად
განამტკიცა.

ლექცია № 11

იტალია XIII-XV საუკუნეებში

გლეხობის გათავისუფლების პროცესი


192
ჩრდილოეთი და შუა იტალიის გლეხობის დიდი ნაწილი ფულად-სასაქონლო ურთიერთობის
განვითარებისა და ფულადი რენტის ფართოდ გავრცელების შედეგად უკვე XIII საუკუნის
დასაწყისისათვის პირადი თავისუფლებით სარგებლობდა. XIII საუკუნეში აქ უკვე გლეხობის
პირადი თავისუფლების პროცესი დასრულდა. ამაზე დიდი გავლენა მოახდინეს ქალაქების
კომუნებმა, რომლებმაც სპეციალური დეკრეტებით მათ ტერიტორიაზე ბატონყმური უფლებები
გააუქმეს. ასე მაგალითად, 1256 წელს ბატონყმური უფლებები საზეიმოდ გაუქმდა ბოლონიაში.
მმართველებმა მას „სამოთხის აქტი“ უწოდეს. ამ დეკრეტის მიხედვით, დაახლოებით 6 ათასი
გლეხი გათავისუფლდა, რომელიც 400 ფეოდალს ეკუთვნოდა. 1289 წელს ფლორენციაში
გათავისუფლდნენ კოლონები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ
ფეოდალებს ეკუთვნოდათ. ქალაქების ეს „განმათავისუფლებელი“ პოლიტიკა რამდენიმე
მიზეზით აიხსნება: პირველი, ამით ისინი ფეოდალებს პოლიტიკურად და ეკონომიკურად
ასუსტებდნენ; მეორე, გადასახადის გადამხდელთა და სამხედრო ვალდებულთა რიცხვს
ზრდიდნენ; მესამე, სპობდნენ ფეოდალთა მონოპოლიას ქალაქების სოფლის მეურნეობის
პროდუქტებით მომარაგების საქმეში. ამ პროდუქტების ფასს ახლა ქალაქის ხელისუფლება
არეგულირებდა. დაბოლოს, გათავისუფლებული გლეხები ქალაქებს სჭირდებოდათ, როგორც
მუშახელი.

აღნიშნული მოვლენა უდაოდ პროგრესული იყო, მაგრამ ამან გლეხთა მდგომარეობა დიდად
ვერ გააუმჯობესა. საქმე ისაა, რომ გლეხები გათავისუფლებისას კარგავდნენ მიწით
სარგებლობის ტრადიციულ უფლებას, რამაც მკვეთრად გააუარესა მათი არსებობა. ამიტომ
შემთხვევითი როდი იყო, როცა ქალაქის ხელისუფლება მკაცრი დასჯის შიშით აიძულებდა
გლეხებს, უარი ეთქვათ ბატონყმურ მდგომარეობაზე.

XIII საუკუნის ბოლოსათვის ჩრდილოეთ და შუა იტალიის გლეხობის უმეტესობა უკვე


პირადად თავისუფალი იყო. მათი ნაწილი ქალაქში მიდიოდა და აქ ქვეოსტატთა და
დაქირავებულ მუშათა რიგებს ავსებდა. გლეხობის მეორე, დიდი ნაწილი, სხვადასხვა
პირობებზე დამოკიდებულ მოიჯარეებად იქცნენ. მაგ., ტოსკანაში ჭარბობდა მონახევრეობა
(mezzadria- მეძადრია), რომლის დროსაც მოიჯარეს მოსავლის ნაწილი უნდა მიეცა
მესაკუთრისათვის. მეძადრიამ ჩრდილოეთ და შუა იტალიის სხვა რაიონებშიც პოვა გავრცელება,
მაგრამ აქ ასევე განვითარებული იყო მოკლევადიანი წილობრივი იჯარა (მოსავლის 1/3 ან 1/4)
და ძველი ფეოდალური ფორმები - ემფითევზისი და ლიბელარული მფლობელობა.

აღნიშნული იჯარის ფორმები ნახევრადფეოდალურ იჯარას წარმოადგენდა. შემსრულებლები


ქირაობდნენ რა მიწის ნაკვეთს, მიწათმფლობელისაგან ასევე იღებდნენ ინვენტარს, გამწევ
ძალასა და მარცვლეულს. გლეხს იჯარის ვადის ამოწურვამდე არ შეეძლო საიჯარო ნაკვეთის
მიტოვება. თუ ის მაინც წავიდოდა, იძულების წესით აბრუნებდნენ უკან და უმძიმეს ჯარიმას
აკისრებდნენ. ნახევარი წლით ადრე შემსრულებლის მიერ წასვლაზე გაკეთებული განცხადება
ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იგი პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა, რადგან მოიჯარეს
ასეთ შემთხვევაში მიწის მესაკუთრისათვის უნდა დაებრუნებინა მისგან მიღებული ინვენტარი,
დაეფარა ვალი და ზაფხულში მოსაწევი მთელი მოსავალი უნდა მიეცა. ამგვარად, მოიჯარე
სრულ კაბალაში იმყოფებოდა. ამ ნეხევრადფეოდალურ თვისებებთან ერთად აღნიშნული

193
იჯარისათვის კაპიტალისტური ელემენტებიც იყო დამახასიათებელი; მოიჯარე, გარდა თავისი
შრომისა, მეურნეობაში საკუთარ კაპიტალსაც სდებდა, ხოლო მიწის მესაკუთრე, მიწის გარდა,
სხვა კაპიტალსაც სდებდა, რომელიც აუცილებელი იყო ნაკვეთის დამუშავებისათვის.

ჩრდილო–დასავლეთ იტალიაში პიემონტში, მონფერატოში, სავოიაში - სასაქონლო-ფულადი


ურთიერთობების განვითარება აძლიერებდა ფეოდალური ექსპლუატაციის ძველ ფორმებს და
ზრდიდა ფეოდალური რენტის ზომებს. გლეხები სამმაგ ჩაგვრას განიცდიდნენ: საერო
სენიორებისაგან, ეკლესიისაგან და ქალაქის კომუნებისაგან. ერთი მხრივ, სენიორებსა და
ეკლესიას, მეორე მხრივ, გლეხებს შორის წინააღმდეგობებმა, XIV საუკუნეში გლეხთა დიდი
აჯანყებები გამოიწვია.

„სამოციქულო ძმების ერესი“ და დოლჩინოს აჯანყება

ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში გლეხებს შორის წარმოშობილმა


უკმაყოფილებამ ერესების გავრცელებაში პოვა გამოხატულება. ერესმა მოსახლეობის სხვადასხვა
ფენები მოიცვეს, მაგრამ მან უმთავრესად გლეხობაში გაიდგა ფესვები. XII-XIII საუკუნეებში
ქვეყანაში ათეული საერთოევროპული (კათარები, ვალდენსები და ა.შ.) და იტალიური
(ჰუმილიატები, ფრატიჩელები და სხვ.) სექტები არსებობდა. XIII საუკუნის უკანასკნელ
მესამედში პარმის მხარეში ახალი - „სამოციქული ძმების“ სექტა აღმოცენდა. მას სათავეში ედგა
ყოფილი ფრანცისკანელი ბერი გერარდო სეგარელი, რომელიც პარმის სოფელ ალცანოდან იყო.
დაახლოებით 1260 წელს შეიქმნა „სამოციქულო ძმების“ სექტა, რომლის წევრები მოციქულთა
ცხოვრებას ბაძავდნენ. მისი წევრები პირველი ქრისტიანების მსგავსად ერთმანეთს ძმებსა და
დებს უწოდებდნენ. ძმობის წევრებს ქონება არ გააჩნდათ და მოწყალების ხარჯზე ცხოვრობდნენ.
საკუთრივ სეგარელმა მთელი თავისი ქონება და ფული სხვებს დაურიგა. ლომბარდიის გლეხები
დიდი ინტერესით უსმენდნენ სეგარელის ქადაგებებს სოციალურ უთანასწორობაზე და
კათოლიკური ეკლესიის სიხარბეზე. სექტას მხარს უჭერდა ბევრი მდიდარი და გავლენიანი
ადამიანი. ლიონის 1274 წლის II კრებამ დაგმო მოციქულთა ორდენი და მათი დევნა დაიწყო.
1280 წელს პარმის ეპისკოპოსმა დააპატიმრა სეგარელი და 6 წელი მიმდინარეობდა გამოძიება. ამ
შემთხვევაში ის საშიშად არ მიიჩნიეს და გაათავისუფლეს. პარიზში გადასახლებულმა
სეგარელმა გააგრძელა ქადაგება და ორდენი მთელს ევროპაში პოპულარული გახდა. 1294 წელს
სეგარელი დაიჭირეს და 6 წლის გამოძიების შემდეგ პარმაში, როგორც ერეტიკოსი ცეცხლზე
დაწვეს.

სეგარელის მოწაფე და მიმდევარი გახლდათ დოლჩინო, რომელიც „მოციქულთა ძმების“


სექტას სათავეში ჩაუდგა. დოლჩინო ქ. ვერჩელის ახლოს დაიბადა. მამამისი მღვდელი იყო.
დოლჩინომ კარგი განათლება მიიღო ტრიესტის ფრანცისკანელთა მონასტერში. აქ გაეცნო ის
სეგარელის მოძღვრებას და 1291 წელს შევიდა „მოციქულთა ძმების“ ორდენში. მაშინ გაიცნო
დოლჩინომ მარგარიტა, რომელიც წმ. ეკატერინეს მონასტერში ცხოვრობდა. ისინი გადავიდნენ
ლომბარდიაში და 1300 წელს სათავეში ჩაუდგნენ მოციქულთა მოძრაობას. ინკვიზიციამ
ჩრდილოეთ იტალიიდან დოლჩინო განდევნა და მან თავი დალმაციას შეაფარა. აქედან
დოლჩინომ მთელს იტალიაში მრავალი წერილი გაგზავნა, რომელშიც წერდა, რომ სიღარიბე-

194
სიკეთეა, ხოლო სიმდიდრე–ბოროტება; ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საერთო საკუთრება;
ეკლესია კონსტანტინეს დროიდან არის შერყვნილი, როცა მის შემადგენლობაში წარმართები
შევიდნენ და მიწიერი სიკეთე შეიძინეს. გარდა ამისა, დოლჩინო ითხოვდა კათოლიკური
ეკლესიის ლიკვიდაციას, რომელმაც თავი შეირცხვინა სიმდიდრის მოხვეჭით. „რომი ეს არის
გარყვნილების ბუნაგი, ხოლო პაპი ანტიქრისტეა“- ამბობდა დოლჩინო. მიმართავდა რა
თავის მომხრეებს, ის აცხადებდა: „ჩვენ სახლები არა გვაქვს და არ გვაქვს ნება ავიღოთ ის, რაც
მოწყალებიდან დარჩა. ამიტომ ჩვენი ცხოვრება ყველას წინაშე უპირატესობას იმსახურებს...“.
დოლჩინო წინასწარმეტყველებდა ათასწლოვანი თანასწორობის მეუფებას და მესიის მოსვლას,
რომელიც ცოდვილ სამღვდელოებას გაანადგურებდა. ასე რომ, დოლჩინო ქადაგებდა
სოციალურ სამართლიანობას და მიიჩნევდა, რომ ეკლესიასა და მდიდრებზე ძალის
განხორციელების გზით იგი გამარჯვებას იზეიმებდა. დოლჩინოს მოძღვრება სოციალური
გათანაბრების იდეას ეფუძნებოდა და იგი გლეხურ-პლებეური ერესის ერთ-ერთ სახესხვაობას
წარმოადგენდა. ამდენად, ერეტიკული მოძრაობა ხალხის შეიარაღებულ აჯანყებას შეერწყა.

1304 წლის დასაწყისში დოლჩინო თავისი მომხრეების მრავალათასიანი რაზმით პიემონტის


(ჩრდილო-დასავლეთი იტალია) მთისწინეთში გამოჩნდა და მდინარე სეზიის დაბლობზე 1305
წლის მარტში ფეოდალთა ლაშქარი გაანადგურა. მაგრამ მალე ისინი დოლჩინოს მეთაურობით
ძნელად მისადგიმი მთისკენ წავიდნენ. შეეშინდათ რა მათ მაგალითს მრავალი ათასი გლეხი და
ქალაქის ღარიბობა გაჰყვებოდა, პაპმა ფეოდალ-ეპისკოპოსების მოთხოვნით დოლჩინოს
წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. პაპი ყველა მონაწილეს ცოდვების მიტევებას
დაპირდა. დოლჩინოს მოუხდა მთებში წასვლა სავოიის, ნოვარისა და ვერჩელის საზღვრებზე,
სადაც მას თანამონაწილეები შეუერთდნენ არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ შვეიცარიიდან და
გერმანიის მიწებიდანაც. ჯვაროსანთა არმიამ აჯანყებულები ყოველი მხრიდან ალყაში მოაქცია.
ბანაკში შიმშილი დაიწყო და დოლჩინომ თავისი ჯარი თოვლით დაფარული მთის ბილიკებით
ნაყოფიერ დაბლობზე გადაიყვანა, სადაც აჯანყებულებს შეეძლოთ სურსათის მიღება. ისინი
დაბანაკდნენ ცებელოს მთაზე და იგი აუღებელ სიმაგრედ აქციეს. ვერჩელის ეპისკოპოსისა და
სავოიის ჰერცოგის ჯარმა ორჯერ მიიტანა იერიში ცებელოს მთაზე, მაგრამ ორივეჯერ
დამარცხდა. მაშინ ეპისკოპოსის ჯარმა მეზობელი მთის სოფლების მოსახლეობა გაასახლა და
ამით აჯანყებულებს შიმშილით ამოწყვეტა დაემუქრა. ამან დოლჩინო აიძულა, რომ საფარი
დაეტოვებინა. 1307 წლის 23 მარტს გადამწყვეტ ბრძოლაში სოფელ სტა-ველოსთან ახლოს,
მიუხედავად გმირული ბრძოლისა, აჯანყებულები დამარცხდნენ. მრავალი ათასი აჯანყებული
დაიღუპა, მრავალი ათასი ტყვედ ჩავარდა და წამებით მოკლეს. დოლჩინოს თავდადებული და
თანამიმდევარი მეუღლე მარგარიტა მის თვალწინ დაწვეს, ხოლო თვით დოლჩინო წამებით
მოკლეს.

დოლჩინოს აჯანყება დასავლეთ ევროპაში XIV საუკუნეში გლეხთა დიდი აჯანყების ერთ-
ერთ პირველ ჯაჭვს წარმოადგენს. „სამოციქულო ძმების“ მოძრაობა ერთადერთი ერესი იყო
იტალიაში, რომელიც შეიარაღებულ აჯანყებას შეერწყა. ამის შემდეგ ერეტიკული მოძრაობა
ქვეყანაში დაეცა, თუმცა გლეხთა აჯანყებები არ შემწყდარა. ახლა ამ აჯანყებებმა რეალური
მოთხოვნების სახე მიიღო. კერძოდ, აჯანყებულები მოითხოვდნენ გადასახადების შემცირებას
და პროტესტს გამოთქვამდნენ ექსპლუატაციის ფორმების წინააღმდეგ.
195
XIV საუკუნის მეორე ნახევარში იტალიაში (მოიცვა -ვერჩელი, კანავეზე, აოსტის სამხრეთი
ნაწილი, სამხრეთი შვეიცარია) მოხდა გლეხთა დიდი აჯანყება, რომელსაც ტუკინების (იტალ.
Tutti uno – tuic’un- ტოსკანურ დიალექტზე - „ყველა, როგორც ერთი“) აჯანყებას უწოდებენ
(1382-1387 წწ.). აჯანყებამ მოიცვა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი მთიანეთი, მაგრამ მან
განსაკუთრებით მწვავე ხასიათი შეიძინა კანავეზეში (პიემონტის ჩრდილოეთი ნაწილი);
აჯანყებულები წვავდნენ დიდებულთა ციხე-სიმაგრეებს, კლავდნენ სენიორებს. აჯანყებულები
ერთმანეთთან ნაკლებად იყვნენ დაკავშირებულნი და ხშირად სხვადასხვა ლოზუნგებით
იბრძოდნენ, რამაც ფეოდალებს, მოქალაქეებსა და სავოიის ჰერცოგის ძალებს მათი დამარცხება
გაუადვილა.

XV საუკუნეში გლეხთა დიდი აჯანყება მოხდა კალაბრიაში (1459 წ.). იგი აღმოცენდა
ბარონთა ამბოხის დროს, მაგრამ მალე გლეხებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს: ისინი
მოითხოვდნ ძირითადად კერიის (ფოკოლერო) გადასახადის გაუქმებას. მთელი კალაბრია
მოიცვა აჯანყებამ, რომელშიც არანაკლებ 20 ათასი გლეხი მონაწილეობდა. ასეთი საფრთხის წინ
ბარონთა ფრაქციები იძულებულნი გახდნენ გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ სამეფო არმიის
დახმარების გარეშე აჯანყებულთა დამარცხება ვერ შეძლეს.

კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვა

XIV საუკუნეში ჩრდილოეთ და შუა იტალიის განვითარებულ ქალაქ-რესპუბლიკებში


კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვა დაიწყო. ეს მოვლენა შუა საუკუნეების იტალიის
ისტორიას სხვა ქვეყნების ისტორიისაგან განასხვავებს. ამას განაპირობებდა ის, რომ იტალიის
ქალაქებში ოსტატობის, ამქრული ხელოსნობის მაღალი ხარისხი არსებობდა, რაც ხელს
უწყობდა ადრეკაპიტალისტურ მანუფაქტურული წარმოების აღმოცენებას. XIV საუკუნის
დასაწყისისათვის ამქრული წყობა ამუხრუჭებდა ხელოსნობის მოწინავე დარგების შემდგომ
განვითარებას, რამაც უფრო მეტად განვითარებულ ქალაქებში ამქართა დაშლა გამოიწვია. ეს
გამოვლინდა იმაში, რომ ამქრები „უფროს“ და „უმცროს“ ამქრებად დაიყო. ახლა ამქრების
შიგნით სოციალური უთანაბრობა გაღრმავდა, მოსწავლეებსა და ქვეოსტატებს შორის
ექსპლუატაცია გაძლიერდა და მათ დამოუკიდებელი ოსტატის შესაძლებლობა დაკარგეს. ისინი
„მუდმივ ქვეოსტატებად“ ანუ დაქირავებულ მუშებად იქცნენ. ამქრული წყობის დაშლამ შექმნა
პირობები, რომ გაღარიბებული ხელოსნებისათვის ვაჭრებს ანდა მდიდარ ოსტატებს
ექსპლუატაცია გაეწიათ. ეს უკანასკნელნი მათ მიმართ მზა პროდუქციის მყიდველების როლში
გამოდიოდნენ.

ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქებში კაპიტალისტური ურთიერთობის სხვა ადრეული


წანამძღვრი იყო პირადად თავისუფალი გლეხების არსებობა, რომლებიც უმიწოდ დარჩნენ.
მიწის გარეშე დარჩენილი გლეხობა ქალაქში მიდიოდა სამუშაოს საძებნელად და ისინი ახალ
ფენად - დაქირავებულ მუშებად ყალიბდებოდნენ. იტალიის ქალაქებს შორის ყველაზე ადრე
ადრეკაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბება დაიწყო ფლორენციაში, თუმცა ეს
პროცესი მიმდინარეობდა ბოლონიაში, ლუკაში, პერუჯაში, სიენასა და სხვა ქალაქებშიც. ახალი

196
ურთიერთობები უპირატესად გამოჩნდა შალის ქსოვილის წარმოებაში, შემდეგ კი -
აბრეშუმსაქსოვ წარმოებასა და გემთმშენებლობაში.

XIV საუკუნის 30-იან წლებში ფლორენციაში უკვე დაახლოებით 200 მსხვილი


მაუდმწარმოებელი სახელოსნო არსებობდა. იყენებდნენ რა დაქირავებულ შრომას, ეს
სახელოსნოები წელიწადში 80 ათას ნაჭერ მაუდს აწარმოებდნენ, რომელის ფასი მთელი ქალაქის
ბიუჯეტს სამჯერ აღემატებოდა. მაუდის წარმოებაში თვით ქალაქისა და მისი გარეუბნის
დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი იყო დაკავებული. ამ სახელოსნოებში არსებობდა შრომის
დანაწილება, რომელიც მანუფაქტურულ ხასიათს ატარებდა. დაქირავებულ მუშებს -
ძირითადად გუშინდელ გლეხებს - ისეთ მარტივ სამუშაოზე იყენებდნენ, რომელიც
განსაკუთრებულ გაწაფულობას არ მოითხოვდა. ისინი მატყლს რეცხავდნენ და აშრობდნენ,
ჩეჩავდნენ და ხარშავდნენ, პენტავდნენ და გადატან-გადმომტანებად მუშაობდნენ. იმ
დაქირავებულ მუშებს, რომელთაც წარმოების არანაირი საშუალება არ ჰქონდათ ფლორენციაში
„ჩომპებს“ უწოდებდნენ. აქ მათი რიცხვი 10 ათასამდე აღწევდა. ჩომპებს ათასობით სხვა
ქალაქებშიც ითვლიდნენ.

გაღარიბებული ხელოსნები და ქვეოსტატები დაქირავებული მუშების მდგომარეობაში


გადადიოდნენ. დასაწყისში ისინი უფრი დიდი სახელოსნოების მფლობელთა
დამოკიდებულებაში ექცეოდნენ, ხოლო შემდეგ კოტრდებოდნენ და ფაქტობრივად
დაქირავებული მუშები ხდებოდნენ. მათ უფრო კვალიფიციურ სამუშაოზე იყენებდნენ:
მრთველებად, მქსოველებად, შალისა და მაუდის მღებავებად და ა.შ.

დაქირავებული მუშები ძირითადად ხელით შრომას ეწეოდნენ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ
მანქანები არ არსებობდა. ამიტომ ადრეკაპიტალისტურ წარმოებას მანუფაქტურულ წარმოებას
უწოდებენ (ლათინურიდან manus - ხელი და facere -კეთება ). ამდენად, XIV-XV საუკუნეების
იტალიური მანუფაქტურა ადრეკაპიტალისტური წარმოების ხასიათს ატარებდა. იმ ეპოქის
მეწარმეებს არ ჰქონდათ ახალი კაპიტალისტური წარმოების ორგანიზაციისათვის საკმარისი
საშუალებები და ამიტომ მდიდარი პოპოლანები ხშირად კომპანიებს ქმნიდნენ და ამით
აერთიანებდნენ თავიანთ ძალებსა და საშუალებებს.

იტალიის ქალაქებში მანუფაქტურული წარმოების აყვავებამ ქალაქის ზედაფენის


გამდიდრება გამოიწვია. მდიდარი პოპოლანები აგებდნენ სასახლეებს, ეკლესიებს, მდიდრულად
მორთულ ქვის სახლებს. ისინი ფუფუნებით ცხოვრებას ეწეოდნენ და ქმნიდნენ მკვეთრ
კონტრასტს ქოხებში მცხოვრებ დაქირავებულ მუშებთან შედარებით. ამ უკანასკნელთა სამუშაო
დღე 14-16 საათი გრძელდებოდა. ისინი მუშაობდნენ ზედამხედველის ქვეშ, რომელსაც სხვა
ქალაქიდან იწვევდნენ და უთვალთვალებდა, რომ მუშებს „არაკანონიერი“ კავშირები არ
შეექმნათ. თუ მუშა ავანსს შრომით არ აანაზღაურებდა, მეპატრონეს შეეძლო ის რამდენიმე
წლით ციხეში გაეგზავნა ანდა ფიზიკურად დაესაჯა. მუშები მცირე ჯამაგირს ღებულობდნენ.
ამას ზედ ერთვოდა მათი პოლიტიკური უუფლებობაც.

XIV-XV საუკუნეებში იტალიაში კაპიტალისტური ურთიერთობების ჩამოყალიბებამ ამ


ქვეყნის თავისებურებები გამოკვეთა. მიუხედავად დაქირავებული მუშების მკაცრი

197
ექსპლუატაციისა, ახალმა ურთიერთობამ მკვეთრად აამაღლა შრომის მწარმოებლურობა და
ეკონომიკის განვითარება. იტალია ევროპაში ყველაზე მოწინავე ქვეყანა იყო. ყოველივე ეს ის
ძირითადი წყარო გახდა, რომლითაც იკვებებოდა ის ახალი კულტურა, რომელსაც აღორძინება
ეწოდება.

ამასთან ერთად მხედველობაში უნდა გვქონდეს ისიც, რომ XIV-XV საუკუნეებში


ადრეკაპიტალისტური ურთიერთობები იტალიაში მხოლოდ ჩრდილოეთ და შუა იტალიის
ცალკეულ ქალაქში განვითარდა. პაპის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში ჯერ კიდევ განუყოფლად
ფეოდალიზმი ბატონობდა.

ქალაქების პოლიტიკური წყობა XIII-XIV საუკუნეებში

ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქებში ვაჭრობისა და ხელოსნობის წარმატებებმა, შემდეგ


ადრეკაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვამ, შესამჩნევად გააძლიერა ვაჭარ-ხელოსნური
მოსახლეობის - პოპოლანების - პოლიტიკური გავლენა ქვეყანაში და ფეოდალური ელემენტების
- გრანდების როლის დაცემა. ამის ყველაზე ნათელ მაგალითს ფლორენცია წარმოადგენდა. აქ
უკვე 1250 წელს დადგინდა ე.წ. „პირველი სახალხო კონსტიტუცია“, რომელმაც პოპოლანთა
ბატონობა განამტკიცა. პოდესტას (იტალ. Podesta- ადმინისტრაციის მეთაური, ითავსებდა
სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას) გვერდით, რომელსაც კომუნა სხვა ქალაქიდან
იწვევდა, გაჩნდა ახალი თანამდებობის პირი „ხალხის კაპიტანი“, რომელიც ქალაქის ლაშქარს
ეყრდნობოდა.

1282 წლიდან ფლორენციას არჩევითი პოპოლანური მთავრობა მართავდა. მას ეწოდებოდა


„პრიორატი“ („პრიორი“-დან -ამქრის უხუცესი), ხოლო შემდეგში - „სინიორია“ („სინიორი“-
დან - ბატონი). პრიორატში შედიოდა 9 ადამიანი „ სამართლიანობის გონფალონერით
(მედროშით)“ სათავეში. ძალზე დიდი დარტყმა მიაყენეს გრანდებს, როცა 1293 წელს
ფლორენციაში მიიღეს „სამართლიანობის დადგენილებები“. „დადგენილებების“ თანახმად,
გრანდები სრულად ჩამოაცილეს კომუნის პოლიტიკურ ცხოვრებას და პოპოლანების მიმართ
ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა დაწესდა. მაგრამ მალე გრანდებს, თუ
რომელიმე ამქარში შევიდოდნენ, პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის ნება დართეს. ამ
დროისათვის თვით პოპოლანები ერთიან სოციალურ ფენას არ წარმოადგენდნენ; მდიდარი
ვაჭრები, სახელოსნო და საბანკო კონტორების მფლობელები „მსუქან ხალხს“ (popolo grasso)
შეადგენდნენ, წვრილი ვაჭრები და ხელოსნები - „გამხდარ ხალხს“ (popolo minute). ქვდა
საფეხურზე იდგნენ არაორგანიზებული დაქირავებული მუშები - ჩომპები (იტალ. Ciompi-
დაქირავებული მუშები მაუდის მწარმოებელ მანუფაქტურაში ფლორენციაში). ფლორენციის
პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს „მსუქან“ პოპოლანთა ჯგუფი ასრულებდა, რომელიც
ხშირად ბლოკავდა ძველი ფეოდალური გვარის წარმომადგენელთა და მთლიანად გველფების
პარტიის მოქმედებას. ფლორენციის უმაღლესი მმართველობის ორგანო - სინიორია - „უფროსი“
ამქრების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. „გამხდარი ხალხი“, არაფერი რომ არა ვთქვათ
დაქირავებულ მუშებზე, ქალაქის მმართველობას ჩამოშორებული იყო.

198
საზღვაო რესპუბლიკების - ვენეციისა და გენუის- პოლიტიკური წყობა კიდევ უფრო
ოლიგარქიულ ხასიათს ატარებდა. მათში ყველა საქმეს მდიდარი ვაჭრები განაგებდნენ. ისინი
მემკვიდრეობით პატრიციატს წარმოადგენდნენ. ვენეციის სათავეში იდგა სამუდამოდ არჩეული
დოჟი, რომლის ხელისუფლება შეზღუდული იყო „დიდი საბჭოთი“. XIII საუკუნის ბოლოს
საბჭოში 242 ადამიანი შედიოდა. ისინი 27 ყველაზე მეტად ცნობილი პატრიციატთა ოჯახის
წარმომადგენლები იყვნენ. XIV საუკუნის დასაწყისიდან ვენეციის მმართველობაში
ოლიგარქიული ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდა. დიდი საბჭოდან გამოიყო
„მოწვეულთა საბჭო“ (სენატი), რომელმაც თანდათანობით მიითვისა აღმასრულებელი
ხელისუფლება. 1310 წელს კი შეიქმნა „ათთა საბჭო“, რომელსაც სამთავრობო ორგანოებზე,
თვით დოჟამდეც კი, ზედამხედველობა დაევალა. „ათთა საბჭო“ ნერგავდა ჯაშუშობის,
დასმენების, ფარული განაჩენების სისტემას. მის მიერ ეჭვმიტანილი სიცოცხლეს ტყვიით
გადახურულ ცნობილ ციხეში ამთავრებდა ანდა დაქირავებული მკვლელი უღებდა ბოლოს.

გენუაში, სადაც ასევე XIII საუკენეში წამყვანი პოზიცია პატრიციატს ეკავა, 1339 წელს
დოჟის სამუდამო თანამდებობა შემოიღეს. იგი ძირითადად პოპოლანებს ეყრდნობოდა.
მართალია, გენუის პატრიციატს პოლიტიკური უფლებების დიდი ნაწილი წაერთვა, მაგამ
რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მათი ირიბი გავლენა მაინც იგრძნობოდა.

გენუა და ვენეცია ერთმანეთს მუდმივად ექიშპებოდნენ. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის


შემდეგ ვენეციამ გენუა შეავიწროვა ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და სირიიდან, მაგრამ
1261 წელს ბიზანტიის იმპერიის აღდგენის შემდეგ გენუამ თავისი უფლებები დაიბრუნა
კონსტანტინოპოლში. გენუელმა ვაჭრებმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ წყლებსა და შავ
ზღვაზე ხელთ იგდეს საყრდენი პუნქტები და ყირიმში სავაჭრო ფაქტორიები დაარსეს. მათ
შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კაფა (დღევანდელი ფეოდოსია), სოლდაია (სუდაკი) და
ბალაკლავა. მათი მეშვეობით გენუელები ცხოველ ვაჭრობას ეწეოდნენ საქართველოში,
რუსეთში, ირანსა და ჩინეთში.

XIII საუკუნის ბოლოს ვენეციასა და გენუას შორის სავაჭრო წინააღმდეგობები ღია


შეტაკებებში გადაიზარდა. 1298 წელს გენიუს ფლოტმა კურცოლესთან ბრძოლაში სასტიკად
დაამარცხა ვენეცია. ამ გამარჯვების შემდეგ სავაჭრო უპირატესობა გენუის მხარეზე აღმოჩნდა.
მაგრამ 1380 წელს ვენეციის ფლოტმა კოჯესთან ბრძოლაში გენუელები გაანადგურა და
ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბატონობა მას ერგო. კავკასიასა და ყირიმში
გენუელების ფაქტორიასთან ერთად ვენეციის ფაქტორიებიც აღმოცენდა. ერთ-ერთმა მათგანმა -
ტანამ (მოგვიანებით აზოვი) დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მეტოქეობას უწევდა გენუელთა
კაფას. XV საუკუნეში ვენეცია, განსაკუთრებით დოჟ ფრანჩესკო ფოსკარის ხანგრძლივი
მმართველობის დროს, თავდაცვით ბრძოლებს ეწეოდა აღმოსავლეთში თურქების წინააღმდეგ.
თვით იტალიაში ვენეციამ გააფართოვა სამფლობელოები და დაიქვემდებარა ბრეშა, ვერონა,
პადუა, რავენა და ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი სახელმწიფო გახდა.

XIII-XIV საუკუნეების მილანში ფეოდალების წინააღმდეგ მწვავე ბრძოლებს პოპოლანები


ეწეოდნენ. ამ ბრძოლაში ისინი ფეოდალებისა და არქიეპისკოპოსის წინააღმდეგ წვრილ და
199
საშუალო აზნაურებთან (მილანის ვალვასორები) „მოტტას“ კავშირში გაერთიანდნენ. ამ
უკანასკნელთ სავაჭრო პატრიციატის ზედა ფენა მიემხრო. პოპოლანების თავადაზნაურობასთან
კავშირმა თავისი დაღი დაასვა მილანის პოლიტიკურ წყობას. თუმცა XIII საუკუნის პირველ
ნახევარში მილანის ხელოსანთა მასა გაერთიანდა „წმინდა ამბროსის კრედენციად“, რომელმაც
ამ საუკუნის ბოლოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია. ქალაქში ხელისუფლება
ფეოდალური ოჯახის მემკვიდრეობით მმართველთა დელა ტორეს ხელში აღმოჩნდა. ეს
უკანასკნელი თავის მმართველობაში პოპოლანებსა და წვრილ აზნაურებს ეყრდნობოდა. გვიან,
XIV საუკუნეში, როცა მილანმა თავისი სამფლობელოები მნიშვნელოვნად გააფართოვა, მან
ცენტრალურ ლომბარდიაში დიდი ტერიტორიები დაიქვემდებარა და მასში ვისკონტთა
ფეოდალური გვარის მემკვიდრეობითი ერთპიროვნული მმართველობა დამყარდა.

ამრიგად, XIII-XIV საუკუნეებში ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქებში პოლიტიკური


მმართველობის სამი ძირითადი ფორმა ჩამოყალიბდა: რ ე ს პ უ ბ ლ ი კ უ რ ი (ფლორენციის
ტიპის), პატრიციანული ო ლ ი გ ა რ ქ ი ი ს (ვენეცია) და მონარქიის მსგავსი ტ ი რ ა ნ ი ა
(მილანი).

დაქირავებულ მუშათა აჯანყებები

ადრეკაპიტალისტური ურთიერთობების განვითარებამ ქალაქებში სახალხო მოძრაობას


თავისებური ხასიათი შესძინა, რომლის მსგავსი ამქრულმა წყობამ არ იცოდა. ჩრდილოეთ და
შუა იტალიის ქალაქებში ახალი სახალხო მოძრაობა დაიწყო. ასეთი სახის პირველი გამოსვლა
მოხდა ფლორენციაში 1345 წელს მაუდის მჩეჩავის ჩუტო ბრანდინის ხელმძღვანელობით.
ჩუტო წარმოშობით სან პირო მაჯორედან იყო. ორგანიზატორული და მგზნებარე ორატორული
ნიჭით დაჯილდოებულმა ჩუტომ თანამოაზრეთა ჯგუფი შექმნა, რომელიც თითქმის მთელი
ფლორენციის მატყლის მჩეჩავებს აერთიანებდა. მისი ხელმძღვანელობით ფლორენციის
ჩომპებმა 1345 წელს შექმნეს ლანის ამქრების დაქირავებულ მუშათა ძმობის ორგანიზაცია.
ისტორიკოს დ. რენარის აზრით, ჩუტო „ოცნებობდა მუშათა კლასის პარტიის შექმნაზე“, რაც
ჩემი აზრით, მდგომარეობის მოდერნიზაციას უფრო წარმოადგენს, ვიდრე რეალობას.

როგორც აღვნიშნეთ, ჩუტო ბრანდინი დაქირავებულ მუშათა კრებაზე ჩომპებს ძმობის


ორგანიზებას სთავაზობდა, რათა მისი წევრებისაგან აეკრიფათ რეგულარული სახსრები და
დაეწყოთ ბრძოლა ხელფასის მომატებისათვის. 1345 წლის 24 მაისს ფლორენციის კაპიტანმა
ღამით საწილიდან აიყვანა და დააპატიმრა ჩუტო და მისი ორი ვაჟიშვილი. როცა ფლორენციის
მჩეჩავებმა გაიგეს ეს ამბავი, დაუყოვნებლივ მიატოვეს სამუშაო და გაიფიცნენ მანამ, სანამ
ჩუტოს არ გაათავისუფლებდნენ და „მხიარულსა და ჯანმრთელს“ არ ნახავდნენ. საბოლოოდ
ისტორიაში ეს პირველი დაქირავებულ მუშათა გაფიცვა ჩახშობილი იქნა, ხოლო ჩუტო
ბრანდინი ჩამოახრჩვეს.

1378 წელს ფლორენციაში ჩომპების აჯანყებამ იფეთქა. ამ დროს ფლორენცია მძიმე და


ხანგრძლივ ომს ეწეოდა პაპის კურიასთან. ომი დიდძალ სახსრებს მოითხოვდა, რაც პირველ
რიგში, ქალაქის ღარიბობაზე მძიმედ აისახა. ხალხი „მსუქანი“ პოპოლანების წინააღმდეგ

200
სამართლიან რისხვას გამოხატავდა. ამის თავიდან ასაცილებლად „მსუქან“ პოპოლანთა ერთ-
ერთმა წარმომადგენელმა სალვესტრო მედიჩიმ განიზრახა, რომ ჩომპების უკმაყოფილება
ქალაქის ფეოდალების წინააღმდეგ წარემართა, რომლებიც პაპის კურიის მიმართ სიმპათიებს
ავლენდნენ. სწორედ მათი განადგურებისაკენ მოუწოდა მან ხალხს. ეს მოწოდება ჩომპებმა
აიტაცეს, მაგრამ მათ თავიანთი რისხვა არა მხოლოდ ქალაქის ფეოდალი დიდებულებისადმი
მიმართეს, არამედ პირველ რიგში „მსუქანი“ პოპოლანების წინააღმდეგ. 1378 წლის ივლისის შუა
ხანებში ქალაქის ჭიშკართან შეკრებილმა მატყლის მჩეჩავებმა, მპენტავებმა, მწეწავებმა,
მღებავებმა, მრეცხავებმა, სხვა დაქირავებულმა მუშებმა, ასევე მაუდის ამქრის ღარიბმა
ხელოსნებმა მოითხოვეს „უცხოელი მოხელეების“ თანამდებობის გაუქმება და ხელფასის 50 %-
ით, 8-დან 12 სოლდამდე დღეში მომატება. გარდა ამისა, ისინი წინასწარ შეთანხმდნენ, რომ არ
დამორჩილებოდნენ „მსუქან“ პოპოლანებს და სახელმწიფოს მმართველობაში
მონაწილეობისათვის იბრძოლებდნენ. პოლიტიკური უფლებების მოპოვებას ისინი
დაქირავებულ მუშათა ახალი ამქრების ორგანიზაციაში ხედავდნენ, რადგან ფლორენციაში
მხოლოდ ამქართა წევრები იყვნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები. თუმცა ამ მოთხოვნების
შესრულება სრულებით არ ნიშნავდა ექსპლუატაციის ლიკვიდაციას და სახელმწიფოში
ჩომპების მიერ ხელისუფლების დაუფლებას. იგი მხოლოდ თვალნათლივს ხდის სოციალური
კონფლიქტის სიმწვავეს.

ხელისუფლებამ, როცა ხელთ იგდო მოძრაობის ხელმძღვანელები (სიმონჩინო და სხვები),


ათასობით ჩომპი სინიორიის სასახლისკენ დაიძრა და მათი გათავისუფლება მოითხოვა,
წინააღმდეგ შემთხვევაში სასახლის გადაწვით იმუქრებოდნენ. ჩომპის ხელმძღვანელები
გაათავისუფლეს. ამ პირველი გამარჯვების შემდეგ აჯანყებულები ქალაქისკენ დაიძრნენ და
მდიდართა სახლების გადაწყვა დაიწყეს; მათ დაწვეს „ლანის“ ამქრის სასახლე. ხელთ იგდეს რა
მთავრობის მეთაურის - „სამართლინობის გონფალონერის“ დროშა, ჩომპებმა ჩათვალეს, რომ
მათ რესპუბლიკაში უმაღლესი ძალაუფლება მოიპოვეს. ჩომპებისა და უმცროსი ამქრების
ხელმძღვანელთა კრებაზე გადაწყდა, რომ ახალი მთავრობის შექმნა მოეთხოვათ, რომელშიც
ჩომპების წარმომადგენლებს სამი ადგილი უნდა დათმობოდა. ამათგან ერთს უნდა მიეღო
მთავრობის მეთაურის - „სამართლიანობის გონფალონერის“ პოსტი. აქვე დაინიშნენ ჩომპის
ამქრთა წარმომადგენლები, რომელთა თანხმობის გარეშე რესპუბლიკაში ვერცერთი
გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა.

შეიარაღებულმა ჩომპებმა იერიშით აიღეს პოდესტას სასახლე - ქალაქში სასამართლო და


სამხედრო ხელისუფლების რეზიდენცია. მომდევნო დღეს სენიორიის სასახლეს მათ ალყა
შემოარტყეს და ოფიციალურად მიაღწიეს პრიორებისაგან თავიანთი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. პრიორებმა ერთი მეორის მიყოლებით დატოვეს სასახლე. ჩამოყალიბდა
ახალი სინიორია. მის მეთაურად გამოცხადდა მიკელე დი ლანდო, რომელმაც პრიორთა
გაქცევის დროს ხალხს თავისი სამსახური შესთავაზა და მათგან „სამართლიანობის
გონფალონერის“ დროშა მიიღო. ჩომპები მას თავისიანად მიიჩნევდნენ, მაგრამ აჯანყების დროს
ის უკვე არ იყო მატყლის მჩეჩავი და მდიდარი მემაუდის სახელოსნოში ზედამხედველად
მუშაობდა. ლანდო ჩანერგილი ფიგურა იყო, რომელიც „მსუქან პოპოლანებთან“ იყო
დაკავშირებული და აჯანყების მსვლელობის დროს მოღალატის როლი შეასრულა. ახალ
201
მთავრობაში ლანდოს გარდა შევიდა 2 ჩომპი, წვრილი ხელოსნებიდან 3 პრიორი და 3 „მსუქანი
პოპოლანი“. შეიქმნა სამი ახალი ამქარი, მათ რიცხვში ჩომპთა ამქარი. მასში დაახლოებით 9
ათასი ადამიანი შედიოდა. მეორე ამქარი მღებავებსა და მქსოველებს აერთიანებდა; მესამეში
შედიოდნენ მეწაღეები და წინდის მკერავები. ჩომპების მოთხოვნით ახალი მთავრობის
დასაცავად სახალხო ლაშქარი შეიქმნა, რომელშიც 1500 მეარბალეტე შედიოდა.

სულ მალე გამარჯვებულები არსებობის საშუალებას მოკლებულნი აღმოჩნდნენ, რადგან


აჯანყების პირველი დღიდანვე მაუდის მწარმოებელი სახელოსნოები დაიხურა, ხოლო მისი
მფლობელები გაიქცნენ. ამასთანავე მიწის მესაკუთრეებმა, რომელთა შორის არაერთი იყო
„მსუქანი პოპოლანი“, ქალაქს პურით მომარაგება შეუწყვიტეს. 1378 წლის აგვისტოს ბოლოს
სინიორიის პოლიტიკით უკმაყოფილო ჩომპებმა მის საპირწონედ საკუთარი მთავრობის შექმნა
სცადეს, რომელმაც „ღვთის ხალხის რვა წმინდანის“ სახელწოდება მიიღო. მას ჰქონდა საბჭო,
ნოტარიუსი და რამდენიმე ათასი ფლორინის ბიუჯეტი. ჩომპები ითხოვდნენ, რომ „რვა
წმინდანი“ პრიორთა სასახლეში ყოფილიყო და „არცერთი საქმე, რომელიც სახელმწიფოს
ეხებოდა, მათი გადაწყვეტილების გარეშე არ გატარებულიყო“; ისინი პრიორთა მაღლა უნდა
დამდგარიყვნენ. როცა ჩომპების წარმომადგენელი დომენიკო ტუჩოსა და მათეო სალვიის
მეთაურობით სასახლეში ამ მოთხოვნით წარსდგნენ, მიკელე დი ლანდომ, რომელიც „მსუქან“
პოპოლანებთან შეკრული იყო და მათგან ღალატისათვის ფული აღებული ჰქონდა, ყვირილით
მიმართა: „მოღალატეებო!“ და მათ ხანჯლით ჭრილობა მიაყენა; ორივე მისი ბრძანებით
შეიპყრეს.

მიკელე დი ლანდოს დახმარებით „მსუქანმა“ პოპოლანებმა აჯანყებულთა


გასანადგურებლად მზადება დაიწყეს: მათ ქალაქისკენ დაძრეს ჯარი და ჩომპებს მოკავშირე -
ხელოსნების ამქრები მოწყვიტეს. ამ უკანასკნელთ, მას შემდეგ რაც მათი მოთხოვნილებები
ახალი ამქრების შექმნის შესახებ დაკმაყოფილდა, ფართო რევოლუციური აჯანყების შეეშინდათ.
მიკელე დი ლანდოს მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად სინიორიის მოედანზე
ყველა ამქრის ლაშქარი შეიკრიბა. ჩომპებს თავს დაესხნენ ყასბებისა და ტავერნას მდიდარი
ამქრების კარგად შეიარაღებული ოსტატები. მოედნიდან ყველა გასასვლელი ჩაკეტეს. ჩომპები
შეუპოვრად იბრძოდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „მსუქნებმა“ გამარჯვება მოიპოვეს. იმავე
დღეს პრიორატის შემადგენლობიდან ჩომპების წარმომადგენლები გამოიყვანეს; მათი ახალი
ამქარი დახურეს და რაიმე ახალი ორგანიზაციის შექმნა აეკრძალათ. ჩომპებს მკაცრი რეპრესიები
დაატყდათ თავს. მიუხედავად ამისა, 1382 წლამდე „მსუქანმა“ პოპოლანებმა ვერ გაბედეს
მთლიანად ხელისუფლების ხელში აღება.

როგორც ყველა სხვა აჯანყების, ჩომპების აჯანყების დამარცხების მიზეზი მის


მოუმწიფებლობასა და არაორგანიზებულობაში მდგომარეობდა. აჯანყებაში მონაწილე წვრილმა
მესაკუთრე-ოსტატებმა გადამწყვეტ მომენტში პოზიცია შეიცვალეს. ჩომპების დამარცხებაში
არანაკლები როლი შეასრულა მიკელე დი ლანდოს მოღალატეობამ. მიუხედავად ამისა, ჩომპებმა
შედარებით მაღალი პოლიტიკური მისწრაფებები გამოავლინეს.

რომის რესპუბლიკა

202
ფრიდრიხ I ბარბაროსას დამპყრობლური გეგმების ჩაშლის შემდეგ პაპობის ავტორიტეტი
გაიზარდა. ამ პერიოდში პაპის ტახტზე ასული ინოკენტი III (1198-1216) უფრო შორს წავიდა
ვიდრე პაპი გრიგოლი VII და პაპობის თეოკრატიის იდეა უფრო განავითარა. როგორც ვიცით,
პაპი ინოკენტი III ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში პაპის ხელისუფლება უზენაესია და
იმპერატორებმა, მეფეებმა და მთავრებმა, როგორც პაპის ვასლებმა, მისგან უნდა მიიღონ
ხელისუფლება. ინოკენტი III და მისი მომხრეები საკუთარი თეოკრატიული გეგმების
განსახორციელებლად, ერთი მხრივ, მიისწრაფოდნენ, რომ ევროპის რიგი ფეოდალური
სახელმწიფოები თავისი გავლენისათვის დაექვემდებარებინათ და, მეორე მხრივ, იტალიაში
პოლიტიკური პოზიციები გაეძლიერებინათ და პაპის სახელმწიფო განემტკიცებინათ. ინოკენტი
III-მ იტალიელ და გერმანელ ფეოდალებს პაპის ოლქის მიწები ჩამოართვა, რომელიც მათმა
წინამორბედებმა მიიტაცეს და ფაქტობრივად დაეუფლა სიცილიის სამეფოს, რომელსაც
ფრიდრიხ II-ის მცირეწლოვნობის პერიოდში მეურვეობდა და მართავდა.

ინოკენტი III-ის მემკვიდრეებს დიდხანს მოუწიათ ბრძოლამ ფრიდრიხ II-სთან. საბოლოოდ


მათ უარი თქვეს სამხრეთ იტალიაზე, მაგრამ XIV საუკუნის დასაწყისში შუა იტალიაში პაპობამ
გაზარდა სამფლობელოები რომანიის, კამპანიის, უმბრიის, ანკონის დაუფლების ხარჯზე. ამავე
პერიოდში პაპის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ისეთი დამოუკიდებელი
სახელმწიფოები, როგორიცაა: ბოლონია, ფერარა, ურბინო, რიმინი, პერუჯა. პაპის
სამფლობელოები, რომელიც გადაჭიმული იყო ტირენის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე
იტალიას ორ ნაწილად ყოფდა. ეკონომიკურად პაპის ოლქი ლომბარდიასა და ტოსკანას
ჩამორჩებოდა. აქ XIII-XIV საუკუნეებში სოფლად და ქალაქად განუყოფლად ბატონობდა
ფეოდალური წესრიგი.

პაპ ბონიფაციუს VIII ( 1294-1303 წწ.) პონტიფიკობიდან პაპობის საერთაშორისო პრესტიჟი


მკვეთრად დაეცა. პაპის თეოკრატიკული პოლიტიკა, რომელსაც XIII საუკუნის დასაწყისში
ნაწილობრივი წარმატება ჰქონდა, ახლა მარცხისათვის იყო განწირული. მსხვილ
ცენტრალიზებულ სახელმწიფოებს, რომელიც ამ დროს დასავლეთ ევროპაში ყალიბდებოდა,
პაპისადმი დამორჩილება არ სურდათ. 1309 წელს პაპის რეზიდენციის ავინიონში გადატანა
ფაქტობრივად პაპის კურიის ფრანგული პოლიტიკისადმი დამორჩილებას ნიშნავდა. ამდენად,
პაპობამ დაკარგა კონტროლი ფეოდალებსა და ეკლესიის ოლქის ქალაქებზე.

ეს რამდენადმე ხელს უწყობდა რომის ქალაქის კომუნების გაძლიერებას, რაშიც


ნაწილობრივ პაპიც იყო დაინტერესებული, რადგან ის კომუნებში მსხვილი ადგილობრივი
ფეოდალების (ბარონების) საპირწონე ძალას ხედავდა. პაპების რომში არყოფნის დროს
კომუნებმა ბარონთა თვითნებობის შეზღუდვა შეძლეს. XIV საუკუნის დასაწყისში ბარონები
ქალაქებიდან გაასახლეს, ხოლო მათი ციხე-სიმაგრეები მოთხარეს. როცა დიდებულებმა
თავიანთი უფლებები აღიდგინეს, 1347 წელს მათსა და პოპოლანებს შორის ბრძოლა განახლდა.
პოპოლანთა მოძრაობას სათავეში ჩაუდგა კოლა დი რიენცო. რომში მცხოვრებმა, მიკიტნისა და
მრეცხავის შვილმა კოლა დი რიენცომ კარგი განათლება მიიღო. ის ანტიკურობის მგზნებარე
პატივისმცემელი იყო და რომის ყოფილი დიდების დაბრუნებაზე ოცნებობდა. იყო რა
ბრწყინვალე ორატორი, რიენცო ხალხის წინაშე გამოდიოდა და ამხელდა ფეოდალებს,

203
რომლებიც რომს ძარცვავდნენ და მრავალ უკანონობას ჩადიოდნენ. 1347 წლის 20 მაისს კოლა დი
რიენცომ ისარგებლა რომიდან ბარონების წასვლით და რომის მოქალაქეების მხარდაჭერით
კაპიტოლიში მთავრობის შენობა ხელთ იგდო და თავი „თავისუფლების ტრიბუნად, მშვიდობისა
და სამართლიანობის, რომის საღვთო რესპუბლიკის“ განმათავისუფლებლად გამოაცხადა. მან
საზეიმოდ განაცხადა, რომ რომაელი ხალხი ხელისუფლების წარმომადგენელია, ხოლო რომი -
რესპუბლიკაა და ამით პაპს საერო ხელისუფლება ჩამოართვა. პაპმა კოლა დი რიენცო
ერეტიკოსად და უზურპატორად გამოაცხადა.

კოლა დი რიენცოს მმართველობა ანტიფეოდალურ ხასიათს ატარებდა: მან ყველა ბარონი


აიძულა, რომ რომის რესპუბლიკის წინაშე ფიცი დაედო და ყველა სიმაგრე მისთვის გადაეცა;
რომის მაცხოვრებლებს ფეოდალების წინაშე ფიცის დადება აეკრძალათ; ასევე მათი
სიუზერენად მოხსენიება. შემცირდა გადასახადების რაოდენობა, ხოლო შემოსავლები დაცემის
პირას მყოფი ვაჭრობისა და ხელოსნობის გასაუმჯობესებლად იქნა მიმართული; დადგინდა
ერთიანი ზომისა და წონის ერთეულები; გამოუშვეს ახალი მონეტა წარწერით: „მშობლიური
ტრიბუნატი. რომი- სამყაროს მეთაური“.

ოცნებობდა რა ერთიან იტალიაზე, კოლა დი რიენცომ იტალიის ყველა ქალაქს მოუწოდა


რომის, როგორც ერთიანი იტალიის დედაქალაქის, გარშემო გაერთიანებისაკენ. მაგრამ ქალაქ-
რესპუბლიკებმა, რომლებიც ერთმანეთთან მეტოქეობდნენ, დამოუკიდებლობის დაკარგვის
შიშით რომისადმი დამორჩილებაზე უარი განაცხადეს. მეორე მხრივ, არც კოლა დი რიენცომ
გამოიჩინა თანმიმდევრულობა და გადაჭრით მოქმედების უნარი. მართალია, მან ფეოდალურ
წესრიგს ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ რომის მიწაზე გლეხობის პირადი დამოკიდებულების
მძიმე ფორმები შეინარჩუნა და მოჯანყე ბარონებს ხელს ნაკლებად უშლიდა. გამოაცხადა რა
სიტყვით სახალხო ხელისუფლება, რიენცო ყველა საკითხს ერთპიროვნულად წყვეტდა.
საბოლოოდ მან დაკარგა ხალხის ნდობა და რომში ფეოდალთა ხელისუფლება აღდგა. 1347 წლის
ბოლოს რიენცო იძულებული გახდა რომიდან გაქცეულიყო. გვიან 1354 წელს ის ისევ გამოჩნდა
პაპის დესპანის სახით და მისი პოპულარობის გამოყენებით შეეცადა რომში თავისი
ხელისუფლება აღედგინა. მან ხალხის მხარდაჭერით შეძლო ძალაუფლების ხელში ჩაგდება,
მაგრამ, როცა გადასახადები გაზარდა დაქირავებული ჯარის შესანახად, რომის მოსახლეობა მის
წინააღმდეგ აჯანყდა, რომლის დროსაც მოკლეს.

1378 წელს პაპის ტახტი ისევ რომში გადაიტანეს, მაგრამ პაპის ძალაუფლება „დიდი სქიზმის“
ორმოცწლიანმა პერიოდმა ისე დაასუსტა, რომ პაპის ტახტზე ერთდროულად ზოგჯერ ორი თუ
სამი პაპი იჯდა. მხოლოდ XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში პაპებმა შეძლეს
საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრული ძალაუფლების აღდგენა. ამ დროისათვის
პაპობამ უარი თქვა საერთოევროპული მასშტაბით თეოკრატიულ პრეტენზიაზე. პაპის
სახელმწიფო ტირანიის ტიპის ფეოდალურ სამთავროდ რჩებოდა, რომლის მეთაური თავისი
სახელმწიფოს განმტკიცებით იყო დაკავებული. წმინდა პეტრეს პატრიმონიის არსებობა ერთ-
ერთი წინააღმდეგობა იყო იტალიის ნაციონალური ერთიანობისაკენ.

სამხრეთი იტალია და სიცილია

204
XIII-XV საუკუნეებში სიცილიის სამეფო თავისი სამეურნეო განვითარებით საგრძნობლად
ჩამორჩებოდა ჩრდილოეთ და შუა იტალიას. აქ ფეოდალიზაციის პროცესი მხოლოდ XIV
საუკუნის დასაწყისში დასრულდა. სამხრეთ იტალიის ქალაქები და სიცილია (ამალფი, ნეაპოლი,
ბარი, პალერმო), როგორც ადრეულ პერიოდში, იყო არა იმდენად ხელოსნობისა და წარმოების
ცენტრი, რამდენადაც ბიზანტიასა და ლევანტს შორის საშუამავლო ვაჭრობის პუნქტი. სუსტად
განვითარებული საშინაო ბაზარი ფეოდალურ ურთიერთობებს აკონსერვებდა. სიცილიის
სამეფოში მრავალი გლეხი მიწას იყო მიჯაჭვული; შეეძლოთ მათი გაყიდვა და გაცვლა მიწასთან
ერთად. ისინი სამეფო სასამართლოს დაცვით სარგებლობდნენ. პირადი დამოკიდებულების
ნიშნად ისინი ფეოდალს დაქორწინებისას უხდიდნენ გამოსაღებს, რომელსაც „ძღვენი“ (dona)
ეწოდებოდა. ფეოდალური რენტის ძირითადი ფორმა იყო ღალა, უპირატესად ნატურალური,
მაგრამ ხშირად ფულადი ფორმით. წელიწადში რამდენიმე დღე გლეხი ვალდებული იყო
ანგარია- საბატონო ბეგარა შეესრულებინა. გარდა ამისა, გლეხი იხდიდა სახელმწიფო
გადასახადსა და საეკლესიო მეათედს.

ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სიცილიის სამეფოში გლეხი სარგებლობდა ყველა


უფლებით, თუ ვაჟიშვილი არ ჰყავდა თავის მემკვიდრედ ნებისმიერი ადამიანი გამოეცხადებინა.
ცხადია, ამ ადამიანს წინამორბედის ყველა ბეგარა უნდა შეესრულებინა. XIII-XV საუკუნეების
სიცილიის სამეფოს ერთ-ერთ აგრარულ თავისებურებას წარმოადგენდა ნახევრად თავისუფალ
და თავისუფალ გლეხთა (რუსტიკების) ფენის შენარჩუნება. ეს გლეხები ძველი დროიდან
გაერთიანდნენ სოფლის თემებში. ფეოდალებთან შეუპოვარი ბრძოლის შედედგად მათ მიაღწიეს
სენიორის მიწიდან წასვლის უფლებას ისე, რომ შეინარჩუნეს თემური თვითმმართველობა და
ამით შეზღუდეს სენიორთა თვითნებობა. მეორე ნაწილი - პირადად თავისუფალი გლეხები
დასახლდნენ ფეოდალის კუთვნილ ცარიელ მიწებზე შეღავათიან პირობებში, რომელიც
ჩაწერილი იყო ლიბელუმეში (ხელშეკრელებაში). ესენი იყვნენ დროებითი ანდა
მემკვიდრეობითი მფლობელები - ემფითევტები.

XII საუკუნის ბოლოსათვის ჩამოყალიბდა შედარებით ცენტრალიზებული სიცილიის


სამეფო. გაძლიერებული სამეფო ხელისუფლება, უწინარეს ყოვლისა, ეყრდნობოდა წვრილ და
საშუალო ფეოდალებს, რაინდებს, რომელიც გაბატონებული კლასის მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენდა. მეტწილად ისინი მეფის ვასლებს შეადგენდნენ და ამიტომ დაინტერესებულნი
იყვნენ ძლიერი სამეფო ხელისუფლების არსებობით. ცენტრალიზაციის მეორე საყრდენი
ეკლესია იყო, რომელიც სიცილიის სამეფოში დიდწილად სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული,
ვიდრე პაპზე.

სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ქალაქები ეკონომიკურად სუსტნი იყვნენ და ამიტომ მათ


ვერ შეძლეს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. ამის გამო ეს ქალაქები მთლიანად
სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. მეფეებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე
შეეძლოთ ქალაქების გაძარცვა და ამით სახელმწიფოს ფინანსური ბაზის განმტკიცება.
ცენტრალური ხელისუფლების მატერიალურ რესურსებს ასევე უზრუნველყოფდა ვრცელი
დომენი, რომელიც ნორმანთა დაპყრობების დროს შეიქმნა. ამიტომ სიცილიის სამეფოს ძლიერ
ბარონებს სამეფო ხელისუფლების გატეხვა არ შეეძლოთ.

205
XII საუკუნის ბოლოს დაწყებული ცენტრალიზაციის პროცესი XIII საუკუნეში კიდევ უფრო
გაძლიერდა. ნორმანთა დინასტია, რომელიც სიცილიის სამეფოს XII საუკუნის ბოლოს
მართავდა, ჰოჰენშტაუფენებს დაუმოყვრდა და 1212-1250 წწ. სამეფოს სათავეში იდგა ფრიდრიხ
ბარბაროსას შვილიშვილი - ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენი, რომელიც 1220 წლიდან
ერთდროულად რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი იყო.

ფრიდრიხ II-ის მცირეწლოვნობის დროს სიცილიის სამეფო ფაქტობრივად პაპი ინოკენტი


III-ის ხელისუფლების ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც აქ სამუდამო ბატონობის განმტკიცებას
ცდილობდა. პაპის გარდაცვალების შემდეგ ფრიდრიხ II-მ თავის ხელში აიღო ძალაუფლება და
შეეცადა სიცილიის სამეფო თავის ძირითად საყრდენად ექცია ჩრდილოეთ და შუა იტალიის
დასაპყრობად, რადგან იმპერატორს ეს იმპერიის აყვავების საფუძვლად მიაჩნდა. ამ
თვალსაზრისით საგულისხმოა ფრიდრიხის დამოკიდებულება სიცილიის სამეფოსადმი,
რომელსაც „თვალის ჩინს“ უწოდებდა. ეყრდნობოდა რა წვრილ რაინდებს, ფრიდრიხ II-მ
დროებით შეძლო ბარონთა წინააღმდეგობის დაძლევა. 1231 წელს მან გამოსცა „მელფის
კონსტიტუცია“, რომელიც სიცილიის სამეფოს კანონთა კრებულს წარმოადგენს. სწორედ, რომ ქ.
მელფში (სამხრეთი იტალია) დაიწერა ევროპაში ერთ-ერთი პირველი კონსტიტუცია. მის
თანახმად, სიცილიის სამეფოში აიკრძალა ფეოდალებს შორის ომები და უკანასკნელი 40 წლის
მანძილზე აგებული სიმაგრეები მოთხრილი იქნა; ამან არსებითი დარტყმა მიაყენა ბარონებს;
დადგინდა ერთიანი სამეფო სასამართლო, ქალაქებს თვითმმართველობის უფლება წაერთვა,
ფეოდალური ჯარი დაქირავებულ მუსლიმთა მუდმივი ჯარით შეიცვალა, შემოღებული იქნა
საერთო სახელმწიფო გადასახადი. სახელმწიფო დაიყო ადმინისტრაციულ ოლქებად, რომელსაც
სამეფო გუბერნატორები მართავდნენ. საგადასახადო სისტემის რეორგანიზაციის შედეგად
განამტკიცა თავისი მმართველობა და პირველად დაამტკიცა ქალის უფლება, რომ
მემკვიდრეობით მიეღო ფეოდალური მამული.

ფრიდრიხ II-ის მოღვაწეობის შედეგად სიცილიის სამეფო ყველაზე ძლიერი და


ცენტრალიზებული სახელმწიფო გახდა იტალიაში, თუმცა მისი ძლიერება დიდხანს როდი
გაგრძელდა. იმპერატორი უპერსპექტივო პოლიტიკას ატარებდა პაპობის მიმართ, რის გამოც
უსასრულო გადასახადებმა (მიწაზე მძიმე გადასახადები, მარილზე მონოპოლია) სიცილიის
სამეფოს მოსახლეობა გააჩანაგა. მისი მმართველობის ბოლოს ქვეყანა სრულად
ძალაგამოცლილი იყო.

„სიცილიის მწუხრი“

ფრიდრიხ II-ის გარდაცვალების შემდეგ სიცილიის სამეფო პაპთან თანხმობით 1268 წელს
პროვანსის გრაფმა შარლ ანჟუელმა, საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ძმამ, დაიკავა. შარლმა
ფართო დაპყრობითი პოლიტიკის გატარება დაიწყო: დაიმორჩილა იტალიის მრავალი ქალაქი,
მონაწილეობდა ტუნისში ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ცდილობდა კონსტანტინოპოლში
ლაშქრობა მოეწყო. სამხედრო ხარჯების დასაფარავად მან შემოიღო ახალი საყოველთაო
გადასახადი. ფეოდალი დიდებულების თავის მხარეზე მიმხრობის მიზნით შარლ ანჟუელი
იძულებული იყო, რომ მათთვის მეტი პრივილეგიები მიეცა. ამან ბარონთა პოლიტიკური

206
გავლენა გააძლიერა და გლეხების მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. ამის პასუხად 1282 წლის
მარტში სიცილიაში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომელიც „სიცილიის მწუხრის“ სახელითაა
ცნობილი. ეს დაკავშირებულია ლეგენდასთან, რომლის თანახმად აჯანყება თითქოსდა დაიწყო
მწუხრის ლოცვისას ეკლესიის ზარის რეკვის დროს. პალერმოს აჯანყებულმა მოსახლეობამ
ქალაქში მდგარი ფრანგთა გარნიზონი მთლიანად გაჟლიტა. აჯანყება სიცილიის სხვა
ქალაქებსაც მოედო. აჯანყებულები უარს ამბობდნენ ანჟუს დინასტიის მეფებს
დამორჩილებოდნენ. ამ აჯანყების შედეგად სიცილიის სამეფო დაეცა. სამხრეთი იტალია
ნეაპოლიტანიის სამეფოს სახელწოდებით ანჟუს დინასტიის ძალაუფლების ქვეშ დარჩა, ხოლო
სიცილია არაგონთა სამეფოს ხელში გადავიდა, რაც 1302 წლის ხელშეკრულებით განმტკიცდა.

ნეაპოლიტანიის სამეფო XIV-XV საუკუნეებში

აღნიშნულ საუკენეებში სამხრეთი იტალია ეკონომიკურ დასუსტებას განაგრძობდა.


ადგილობრივი ხელოსნობა და ვაჭრობა დაკნინდა, ქალაქების მნიშვნელობა დაეცა. აქ
გაბატონებული მდგომარეობა დაიკავეს ჩრდილოეთ და შუა იტალიის ვაჭრებმა და მევახშეებმა,
რომლებიც ნეაპოლიტანიის მეფეებს სიცილიისათვის ხანგრძლივ და წარუმატებელ ბრძოლებში
ფულს სესხად აძლევდნენ. ვენეციის, ფლორენციისა და სხვა სავაჭრო-საბანკო კომპანიის
წარმომადგენლები აქ სამეფო მონეტას ჭრიდნენ, კრეფდნენ სახელმწიფო გადასახადებს,
შეღავათიან უფლებებს იღებდნენ მარცვლეულის გატანაში, წიაღისეულის მოპოვებაში და
ფართოდ სარგებლობდნენ სამხრეთ იტალიის საპორტო ცენტრებით. ხშირად ჩრდილოეთ
იტალიის მდიდარი ოჯახები სამხრეთში ფეოდალი მფლობელები ხდებოდნენ და არც თავიანთ
სავაჭრო საქმეებს ივიწყებდნენ. ახალი სახსრების სანაცვლოდ ისინი მეფისაგან იღებდნენ
მიწებსა და აზნაურის ტიტულებს. სამეფოს ფინანსური მდგომარეობა იმდენად სავალალო ოყო,
რომ ნეაპოლიტანიის დედოფალი ჯოვანა 1348 წელს იძულებული გახდა მემკვიდრეობითი
სამფლობელო ანჟუს დინასტიისათვის მიეყიდა, ხოლო ავინიონი-პაპისათვის.

სამხრეთ იტალიაში სახელმწიფოს ცენტრალიზაციას მყარი ეკონომიკური საფუძველი არ


გააჩნდა. ნეაპოლიტანიის სამეფოს ეკონომიკურ დაცემას მისი პოლიტიკური დასუსტება მოჰყვა.
ანჟუელი მეფეები იძულებულნი გახდნენ, რომ ფეოდალების წინაშე დათმობებზე წასულიყვნენ.
ქვეყანაში ფეოდალური რეაქცია დაიწყო, რომლის შედეგი ყმების უუფლებობისა და
ექსპლუატაციის გაძლიერება იყო.

1442 წელს სამხრეთი იტალია არაგონთა დინასტიის ძალაუფლების ქვეშ მოექცა, რომელმაც
სიცილია კვლავ გააერთიანა ნეაპოლიტანიის სამეფოსთან და ესპანელთა ასწლიანი ბატონობა
განამტკიცა.

იტალია XV საუკუნეში

როგორც ვნახეთ, XV საუკუნეში პაპის ოლქში, სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში


გაბატონებული იყო ფეოდალური ურთიერთობები, ხოლო ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქ-
სახელმწიფოებში ადრეკაპიტალისტური ურთიერთობები ვითარდებოდა: თავისი მნიშვნელობა
207
შეინარჩუნეს მანუფაქტურებმა, რომელიც შრომის განაწილებასა და დაქირავებული მუშების
ექსპლუატაციას ემყარებოდა. მაუდის წარმოების განვითარებასთან ერთად
აბრეშუმმწარმოებელი მანუფაქტურა ვითარდებოდა, რომელმაც საუკუნის დასასრულს
თანდათან მაუდის წარმოება შეავიწროვა.

XIV საუკუნის მიწურულსა და განსაკუთრებით XV საუკუნის პირველ ათწლედში


ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქების პოლიტიკურ წყობაში არსებითი ცვლილებები მოხდა.
ქალაქების უმრავლესობაში რესპუბლიკური მმართველობის ფორმა მონარქიულმა
მმართველობამ შეცვალა, რომელიც ხშირად დაფარულ ხასიათს ატარებდა. იტალიაში ასეთმა
პოლიტიკურმა წყობამ სინიორიის ანდა ტირანიის სახელწოდება მიიღო. ტირანია მტკიცედ
დამყარდა ფლორენციაში, მილანში, ფერარაში, ურბინოსა და სხვა ქალაქებში. დაისმის კითხვა:
რა იყო ამ ცვლილებების ობიექტური წანამძღვრები? ერთი მხრივ, ამის წანამძღვარი იყო
რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაფართოება და, მეორე მხრივ, პოლიტიკური
სტრუქტურის გართულება, როცა ქალაქმა მოიპოვა რა მნიშვნელოვანი ტერიტორია, უკვე ვერ
შეძლო კომუნალური მმართველობის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ქალაქ-სახელმწიფოებში სინიორიის დამყარებას ხელს უწყობდა ასევე „მსუქანი“


პოპოლანების მისწრაფება, რომ გზა გადაეღობათ სახალხო აჯანყებებისათვის, რომელმაც XIV
საუკუნეში იტალია შეარყია. ტირანიის დამყარება იმანაც გაადვილა, რომ აჯანყებების
დამარცხების შედეგად საშუალო პოპოლანებისა და ქალაქის ღარიბობის ფენა დასუსტდა. ეს იყო
ქალაქის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში დემოკრატიული წესრიგის
დასამყარებლად აქტიურად იბრძოდა. ქალაქ-სახელმწიფოებში ცალკეული გვარების
წარმომადგენელთა მიერ ხელისუფლების მიტაცებას ხელსაყრელი ნიადაგი შეუქმნა
დაუსრულებელმა პოლიტიკურმა ბრძოლებმა, რომლის მსვლელობის დროს მდიდარი და
გავლენიანი ოჯახებიდან ხან ერთ ხან მეორე კანდიდატურას წამოაყენებდნენ, რომლებიც
ქალაქის ვაჭრობასა და წარმოებაში მონოპოლიურ ადგილს იკავებდნენ. სინიორიებს მხარს
უჭერდნენ მაუდისა და აბრეშუმის მწარმოებელი მანუფაქტურები, რომლებიც განსაკუთრებით
დაინტერესებულნი იყვნენ დაქირავებული მუშების ექსპლუატაციითა და საგარეო ბაზრების
გაფართოებით. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, მათ სინიორიის ტიპის ძლიერი
ხელისუფლება სჭირდებოდათ. გვიან სინიორიებს ასევე მხარს უჭერდნენ „მსუქანი“
პოპოლანების სამევახშეო-საბანკო ელემენტები.

მედიჩების ტირანია ფლორენციაში

XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში რესპუბლიკის სათავეში იდგნენ


ალბიცების, უცანოების და სტროცების მდიდარი გვარის წარმომადგენლები. 1434 წლიდან მათ
შეუერთდნენ იტალიის უმსხვილესი ბანკირები - მედიჩები. ისარგებლა რა თავისი
მოწინააღმდეგე ალბიცების წარუმატებელი ომით ქალაქ ლუკასთან, კოზიმო მედიჩიმ მათ
განდევნას მიაღწია. ასე რომ, 1434 წელს ფლორენციის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი გახდა
კოზიმო მედიჩი (1434-1468). ჩაუდგა რა სახელმწიფოს სათავეში, კოზიმო მედიჩი ბოლომდე
უბრალო მოქალაქედ დარჩა. მას არ მიუღია არანაირი ტიტული და არც რესპუბლიკური
მმართველობის ფორმა შეუცვლია. ტირანიისაგან, გამომძალველობისაგან, ძალადობისაგან შორს
208
მდგარი კოზიმო ხელისუფლებას საშინაო აშლილობის აღსაკვეთად და მილანთან, ვენეციასთან
და ნეაპოლთან ურთიერთობის მოსაგვარებლად იყენებდა. ფლორენციის ახალი მთავრობა
ზრუნავდა ვაჭრობის, მრეწველობისა და საბანკო ბრუნვის განვითარებაზე. უზარმაზარ
სახსრებს, რომელიც მიღებული იყო წარმატებული კომერციული ოპერაციების შედეგად,
კოზიმო მედიჩი ხალხის კეთილდღეობისათვის იყენებდა. შიმშილის წლებში პურის
გაცემისათვის მან „ხალხის მამის“ სახელწოდება მიიღო. მედიჩებიდან კიზიმო პირველი იყო,
რომელიც მხატვრებს, მეცნიერებსა და პოეტებს დიდ მფარველობას უწევდა. მას სურდა
ფლორენცია იტალიის ინტელექტუალური ცხოვრებისა და დასავლეთ ევროპის კულტურის
დედაქალაქად ექცია. მისი სასახლე მსხვილ ჰუმანისტურ ცენტრს წარმოადგენდა ფლორენციაში.

მართალია, კოზიმო მედიჩის დროს ფლორენციაში რესპუბლიკური მმართველობის ფორმა


შენარჩუნებული იყო, მაგრამ პოლიტიკური და საგადასახადო აპარატი მთლიანად მის ხელში
იმყოფებოდა. სახელმწიფო დაწესებულებებში ყველა საკვანძო თანამდებობა მის ერთგულ
ადამიანებს ეკავათ. მდიდარი ვაჭრებისა და მანუფაქტურების მფლობელების მიერ დაყენებული
კოზიმო მედიჩი და მისი მემკვიდრეები პიერო და ლორენცო მედიჩები ამავე დროს ღარიბთა
მფარველებსაც წარმოადგენდნენ. თავიანთ მოწინააღმდეგე მდიდრებს ისინი გადასახადებით
აჩანაგებდნენ და ხშირად ამის ხარჯზე მოსახლეობის ფართო ფენებს საგადასახადო ტვირთს
უმსუბუქებდნენ. მედიჩები ასევე ცნობილნი არიან ქალაქში დიდი მშენებლობების წარმოებით.

მედიჩების ხელისუფლებამ უდიდეს წარმატებას მიაღწია კოზიმოს შვილიშვილის


ლორენცო ბრწყინვალეს (1469-1492 წწ.) დროს, რომელიც ფლორენციის უმდიდრეს ბანკირთა
სახლის მეთაური იყო. მას იტალიისა და ევროპის ყველა დიდ ქალაქში ჰქონდა საკუთარი
კონტორები. ლორენცო, როგორც მრავალი სახელმწიფოს კრედიტორი, დიდ გავლენას ახდენდა
ამ ქვეყნების პოლიტიკაზე. ლორენცოს სასახლის ფუფუნება, მისი მფარველობა ხელოვნებაზე
გონივრულად ერწყმოდა სასტიკ საშინაო და დახვეწილ საგარეო პოლიტიკას. აღსანიშნავია
ლორენცოს დაახლოება პაპობასთან. მისი მეორე შვილი ჯოვანი დე მედიჩი 1513-1521 წლებში
რომის პაპი იყო ლეო X-ის სახელით. ძველი პოპოლანურ-დემოკრატიული წერსრიგი
არსებითად მოისპო, თუმცა ფლორენცია ფორმალურად რესპუბლიკად რჩებოდა. ყველა საქმე
70-თა საბჭოში წყდებოდა, რომელიც მთლიანად ლორენცოს ემორჩილებოდა. მისი ბრძანებით
უმოწყალოდ ჩაახშვეს 1470 წელს პრატოში და 1472 წელს ვოლტერაში მომხდარი აჯანყებები,
სადაც ხალხის მასამ ღარიბ მიკელე მეოს ხელმძღვანელობით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

1478 წელს ლორენცოზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, მისი ძალაუფლება კიდევ


უფრო განმტკიცდა. მიიღეს კანონი, რომლის თანახმად სიცოცხლეზე ხელის აღმართვა და
ლორენცოს კეთილდღეობა განიხილებოდა როგორც „მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფა“ და
სასტიკად ისჯებოდა. ამასთან ერთად ლორენცო ფაქტობრივად მონარქად იქნა აღიარებული.

ჯიროლამო სავონაროლა (1452-1498 წწ.)

მედიჩების პოლიტიკა, მიუხედავად მისი დემოკრატიული ხასიათისა, მასობრივ


უკმაყოფილებას იწვევდა. მისი გამომხატველი იყო ფლორენციაში წმ. მარკოზის დომინიკელთა
მონასტრის წინამძღვარი, მგზნებარე მოქადაგე ჯიროლამო სავონაროლა. მისი პროგრამა
209
მიმართული იყო იტალიის რელიგიური და პოლიტიკური განახლებისაკენ; ის ეკლესიის საერო
ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა და აკრიტიკებდა პაპობას, რომელიც ნაწილობრივ
ითვალისწინებდა ევროპული რეფორმაციის მოთხოვნებს; ასევე გმობდა მექრთამეობას,
სიმდიდრესა და მევახშეობას. მართალია, სავონაროლა აჯანყების მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ
მისი პროგრამა ხელს უწყობდა ხალხის მასების გადაჭრით გამოსვლას. 1494 წელს, როცა
საფრანგეთის არმია შეიჭრა იტალიაში და ფლორენციამდე მივიდნენ, ლორენცოს შვილი - პიერო
მედიჩი აჯანყების შედეგად ფლორენციიდან გააძევეს და რესპუბლიკას სათავეში სავონაროლა
ჩაუდგა. მან გაატარა რეფორმები, რომელიც ორმაგ ხასიათს ატარებდა: გაუქმდა იძულებითი
სესხები, აიკრძალა მევახშეობა, ლომბარდის ორგანიზაცია. უძრავ ქონებაზე შემოიღეს
პროგრესული გადასახადი (მეათედი-დეციმა), რომელიც პატრიციულ მიწათმოქმედებას
დარტყმას აყენებდა. ეს ღონისძიება ისე გამოიყურებოდა, რომ იგი ხალხის ინტერესებში
გატარდა; იმავე დროს რესპუბლიკის სათავეში ჩააყენეს დიდი საბჭო, რომელიც ყველაზე
შეძლებული მოქალაქეებისაგან შედგებოდა. ამ კომპრომისულმა რეფორმებმა ვერ
დააკმაყოფილა მდიდრები და ხალხის მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. გარდა ამისა,
სავონაროლას ფანატიკური ასკეტიზმი, რომელიც მიმდინარეობდა ლოზუნგით „ამაოების
დაწვა“, მოუწოდებდა სურათების, მუსიკალური ინსტრუმენტების, წიგნების დაწვას,
ყოველგვარი გართობის აკრძალვას. მისი ბრძანებით ჰომოსექსუალებსა და გარყვნილებს
ცოცხლად წვავდნენ. ამან ფლორენციელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც შეეჩვივნენ
ხელოვნებისა და მხიარული გართობების ფასს. უბრალო ხალხში სავონაროლას ავტორიტეტი
დაეცა. ამით ისარგებლა პაპის კურიამ და მისმა მომხრეებმა ფლორენციაში. 1498 წელს
სავონაროლა შეიპყრეს და როგორც ერეტიკოსი დაგმეს და ცეცხლზე დაწვეს. მის შესახებ
მაკიაველიმ თქვა: „ის დაიღუპა იმიტომ, რომ არ შეეძლო ანდა ვერ შეძლო შურიანებზე
გამარჯვება“.

იტალია XV საუკუნის ბოლოსათვის

XV საუკუნის ბოლოს ტირანული რეჟიმი კიდევ უფრო განმტკიცდა ჩრდილოეთ იტალიის


მსხვილ ცენტრში - მილანში, სადაც იგი დამყარდა XIII საუკუნის ბოლოს. XV საუკუნის
დასაწყისში მილანში მბრძანებლობდნენ ტირანები ვისკონტთა ოჯახიდან, ხოლო 1450 წლიდან
ქალაქში ძალაუფლება ხელთ იგდეს ტირანებმა სფორცას ოჯახიდან.

ფლორენციაში, მილანში, ჩრდილოეთ და შუა იტალიის სხვა ქალაქ-სახელმწიფოებში


ტირანული რეჟიმის აღმოცენება და განმტკიცება რამდენადმე ხელს უწყობდა შიდა
ცენტრალიზაციასა და კონსოლიდაციას, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების პრობლემას ვერ
წყვეტდა. მდიდარი, მაგრამ ერთმანეთს შორის მტრულად განწყობილი პოლიტიკური
ერთეულები, იტალიის პოლიტიკურ ერთიანობას ვერ ახერხებდნენ და აღნიშნული საუკუნის
ბოლოს იგი უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მეზობელი საფრანგეთი და ესპანეთი,
რომლებიც ამ დროისათვის შედარებით ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოებს
წარმოადგენდნენ. ეს ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა 1494 წელს საფრანგეთის მეფე შარლ VIII 50
ათასიანი ჯარით შემოიჭრა იტალიაში და გამანადგურებელ ომს ეწეოდა ნეაპოლიტანიის
სამეფოს საზღვრებამდე. ეს ე.წ. „იტალიური ომების“ დასაწყისი იყო, რომელმაც XVI საუკუნეში

210
იტალიის ეკონომიკური დაცემა და განადგურება გამოიწვია. თავის მხრივ ეს, ცხადია, იტალიის
პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას საბოლოოდ განამტკიცებდა. ამასთანავე ამერიკისა და
ინდოეთისაკენ გზის აღმოჩენამ XV საუკუნის ბოლოს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა
იტალიის ეკონომიკას, მოისპო მისი სავაჭრო უპირატესობა და გააძლიერა აგრარიზაცია. XV
საუკუნის ბოლოსათვის იტალია თავისი დაცემის ზღვარზე იმყოფებოდა, რომელიც მომდევნო
საუკუნეში დასრულდა.

ლექცია №12

პირენეს სახელმწიფოები XI-XV საუკუნეებში

711-714 წლებში პირენეს ნახევარკუნძული არაბებმა (მავრებმა) დაიპყრეს. აქ მათ შექმნეს


კორდოვას ძლიერი საამირო, რომელიც X საუკუნიდან სახალიფოდ იქცა. არაბებმა და
ჩრდილოეთ აფრიკელმა ტომმა -ბერბერებმა, რომელთაც შემდგომში საერთო სახელი მავრები
ეწოდათ, ასტურიის მთიანი ოლქის გარდა, თითქმის მთელი ესპანეთი დაიპყრეს. ბუნებრივი
რესურსებით მდიდარი და ეკონომიკურად ყველაზე მეტად განვითარებული ოლქები

211
მუსლიმთა ხელში აღმოჩნდა. ესპანეთი არაბთა ასწლოვანი ბატონობის ქვეშ მოექცა, რომელმაც
მის ისტორიულ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

არაბების მიერ გოთების ესპანეთის დაპყრობა განვითარების იმ ეტაპზე მოხდა, როცა იქ


გაძლიერებული ფეოდალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ეს პროცესი ესპანეთის ძლიერმა
რომანიზაციამ დააჩქარა: აქ მონები და კოლონები მწარმოებელთა ძირითად მასას შეადგენდნენ.
VII საუკუნისათვის ბარბაროსი დიდგვაროვნები ან მონათმფლობელები გახდნენ ან მათ
შეერწყა. ვესტგოთების თავისუფალი თემები სწრაფად დაემორჩილნენ დიდებულებს,
რომელთაც ამის შემდეგ მალე სამხრეთი გალია და ესპანეთი დაიპყრეს და მსხვილი
მიწათმფლობელები გახდნენ. ფეოდალურად დამოუკიდებელი გლეხობა ძირითადად სერვებისა
და ლიბერტინთა (ესპანურ-რომაული და გერმანული), ასევე კოლონთა ბაზაზე ჩამოყალიბდა.
არაბებმა ვესტგოთებისა და ესპანელ-რომაელი დიდებულებისა და ეკლესიის მიწები ხელთ
იგდეს. მრავალი ვესტგოთი ფეოდალი ჩრდილოეთში, ასტურიისა და პირენეს რაიონებში გაიქცა.
გლეხობა მეტწილად წინანდელ ადგილებზე დარჩა და დასაწყისში რამდენადმე თავისუფლად
გრძნობდა თავს. ისინი პირადად თავისუფალნი იყვნენ და ფეოდალურ რენტას იხდიდნენ.
გარდა ამისა, გლეხები დამპყრობლებსაც უხდიდნენ გადასახადს. დროთა განმავლობაში
ფეოდალური ბეგარა და სახელმწიფო გადასახადები დამძიმდა. შემდეგში მათი მდგომარეობა
ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ მუსლიმთა რელიგიურმა შევიწროებამ დაამძიმა.
მიუხედავად ამისა, ეკონომიკა და კულტურა აღმავლობას განიცდიდა.

ესპანეთის არაბებმა აღმოსავლეთის მაღალ განვითარებულ ქვეყნებთან კავშირები


შეინარჩუნეს. ამის შედეგად აღმოსავლეთიდან ესპანეთში შემოვიდა რიგი ახალი კულტურები:
ბრინჯი, შაქრის ლერწამი, ბროწეულის ხე, ფინიკი, თუთიის ხე. არაბების დროს შეიქმნა
სარწყავი არხების სისტემა, რამაც ხელი შეუწყო მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციას,
განვითარდა მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა, აყვავდა მევენახეობა და ღვინის
წარმოება. ეკონომიკაში არსებით როლს ასრულებდა ლითონმომპოვებლობა, მისი დამუშავება
და ხელოსნობა (აბრეშუმის, მაუდის, იარაღის, შუშის, კერამიკის წარმოება, ტყავისა და
ფუფუნების საგნების დამზადება). X საუკუნეში უკვე ტოლედოში ქაღალდის წარმოება დაიწყეს.

არაბულ ესპანეთში ქალაქების დიდი აღმავლობა დაიწყო. X საუკუნეში მათი რიცხვი 400-
მდე აღწევდა. არაბთა სახელმწიფოს დედაქალაქი - კორდოვა (Cordoba, Cordova) – X საუკუნეში
ევროპის ერთ-ერთი დიდი სახელოსნო, სავაჭრო და კულტურული ცენტრი იყო. არაბულ
ესპანეთს ჰყავდა რა ძლიერი ფლოტი, ესპანეთის ქალაქები გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდნენ
აფრიკის, იტალიის, ბიზანტიისა და ლევანტის ქალაქებთან; სახმელეთო ვაჭრობა წარმოებდა
სამხრეთ საფრანგეთთან და ლომბარდიასთან. ესპანური საქონელი ინდოეთამდე და შუა
აზიამდე აღწევდა. ძირითადად გაჰქონდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ლითონის
ნაკეთობები და სახელოსნო ნაწარმი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონათვაჭრობასაც,
ვითარდებოდა საშინაო ვაჭრობა.

ესპანეთის წარმატებებს თან ახლდა კულტურული აღმავლობაც. არაბულმა კულტურამ


დასავლეთ ევროპაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. არაბულიდან ლათინურ ენაზე
ითარგმნა არა მხოლოდ არაბი, არამედ ძველი ბერძენი მეცნიერების შრომები. კორდოვაში 70
212
ბიბლიოთეკა არსებობდა, სადაც 600 ათასი ტომი ინახებოდა. აქ IX-X საუკუნეში დაარსდა
უნივერსიტეტი, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებიდან 10 ათასი სტუდენტი
სწავლობდა. ქალაქის ყველა მაცხოვრებელმა იცოდა წერა-კითხვა. საგულისხმოა ისიც, რომ
კორდოვაში 800 სკოლა, 900 აბანო, 600 ქარავან-სარაი და უამრავი მეჩეთი არსებობდა. კორდოვა
ყველაზე დიდი ქალაქი იყო ევროპაში, სადაც 500 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. დიდ აღმავლობას
განიცდიდა მეცნიერება: მედიცინა, მათემატიკა, გეოგრაფია. არაბული ესპანეთი თავისი დროის
ფილოსოფოსებით იყო განთქმული. მათ შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ დიდი
არაბი ფილოსოფოსი და ექიმი იბნ რუშდი (როშდი) ანუ ავეროესი (1126-1198 წწ.). ამ
ენციკლოპედიურად განათლებულ ადამიანზე ამბობდნენ: „არისტოტელემ ახსნა ბუნება, ხოლო
ავეროესმა - არისტოტელე“. მან აჩვენა, რომ ფილოსოფია და რელიგია თავისი მსჯელობების
მიმართულებით მსგავსია. „ფილოსოფია - ეს გზამკვლევი და ძუძუმტეა რელიგის“- წერდა
რუშდი. ასევე საყოველთაოდ ცნობილი იყო ფილოსოფოსი, ექიმი და თეოლოგი მოსე მაიმონიდი
(1135-1204), რომელმაც საბოლოოდ თავისი მოღვაწეობა სალადინის კარზე, როგორც ექიმმა,
დაასრულა. ამავე პერიოდში აყვავებას მიაღწია ხელოვნებამ, ლიტერატურამ და განსაკუთრებით
პოეზიამ. ეს ის დროა, როცა დასავლეთ ევროპაში კულტურის დონე ძალიან დაბალი იყო.

ესპანეთის არაბულმა კულტურამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ მან
მსოფლიო კულტურის ისტორიაში მოწინავე ადგილი დაიკავა. კორდოვას სახალიფოს გავლით
ევროპის ქვეყნებში თარგმანებში გაეცვნენ არაბ მეცნიერებს მათემატიკაში, ასტრონომიაში,
გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ალქიმიაში, მედიცინაში, ანატომიაში, ზოოლოგიაში, ფილოსოფიაში.
დასავლეთი არაბულიდან ლათინურ თარგმანში გაეცნო ძველი ბერძენი მოაზროვნეებისა და
მეცნიერების მრავალ ნაშრომს. დღემდე მოაღწია არაბულ-ესპანური არქიტექტურის ბრწყინვალე
ძეგლებმა: კორდოვას განთქმული მეჩეთი, რომელიც VIII-X საუკუნეებში შენდებოდა. თავისი
სიდიდით ეს მეჩეთი შუა საუკუნეების მსოფლიოში მეორე იყო. 784 იგი თავისი მეუღლის
საპატივმცემლოდ ხალიფა აბდ არ-რაჰმან I-მა ააგო,რომელიც ცნობილია თავისი გიგანტური
თაღებითა და 1000 ზე მეტი იაშმის სვეტით. 1236 წელს კორდოვას ბრძოლით დაბრუნების
შემდეგ ფერდინანდ III კასტილიელმა ეს მეჩეთი ქრისტიანულ ტაძრად გადააკეთა. ასევე
განთქმულია გრანადის მბრძანებელთა სასახლე - ალგამბრა (XIII-XIV სს. „წითელი ციხე-
პალატი“.) და სევილიაში სასახლე-პალატი ალკასარი (XII ს.).

756 წელს კორდოვას საამირო დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო გახდა. აქ ომეიადთა


დინასტიის ამირები იყვნენ მმართველებად. 929 წლიდან ამირა აბდ არ-რაჰმან III ხალიფად
იწოდა.

რეკონკისტა

ნახევარკუნძულის ქრისტიანულ მოსახლეობაზე მუსლიმ-არაბებისა და მავრების


მრავასაუკუნოვანმა ბატონობამ ეთნიკური ასიმილაციის პროცესი ერთმორწმუნეობამდე ვერ
დაიყვანა. მოსახლეობის ნაწილმა არაბული ენა და წეს-ჩვეულებები აითვისა (მოსარაბები),
ზოგიერთმა ქრისტიანმა მაღალი ფენიდან ისლამი მიიღო (რენეგადოს- რენეგატები-
რჯულგანდგომილები). არაბთა შედარებითი შემწყნარებლობა ხშირად მუსლიმურ ფანატიზმში
გადაიზრდებოდა, რაც ქრისტიანი მოსახლეობის სტიქიურ აჯანყებებს იწვევდა.
213
პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში არაბებისაგან დამოუკიდებელი ტერიტორიები -
ასტურია, გალისია და ბასკონია არსებობდა. ამ ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს
ტერიტორიების ბრძოლით დაბრუნება, რომელსაც ესპანურად რეკონკისტა ეწოდება (ესპ.
Reconquista- ბრძოლით დაბრუნება). რეკონკისტას დასაწყისად 718 წელს კოვადონგასთან ( ესპ.
Covadonga- ასტურიის დაბლობზე სოფელი) ბრძოლა ითვლება, როცა ვესტგოთთა ჯარმა
ასტურიის მეფის პელაიოს ხელმძღვანელობით არაბთა რაზმი გაანადგურა. ეს იყო ქრისტიანების
პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ესპანეთში არაბებზე. ამიტომ შემთხვევით არ იყო, რომ
კოვადონგა თაყვანისცემისა და მომლოცველობის ცენტრი გახდა.

რეკონკისტა 700 წელზე მეტი გაგრძელდა. მისი კერა ჩრდილოეთის ქრისტიანული


სახელმწიფოები- ასტურია, გალისია, ბასკონია და აღმოსავლეთში ესპანეთის მარკა იყო. მისი
წარმატებები განპირობებული იყო ბრძოლის სახალხო ხასიათით. ქვეყანაში, განსაკუთრებით
დიდ ქალაქებში (ტოლედო) არაბთა წინააღმდეგ აჯანყებები არ წყდებოდა. ამავე დროს არაბ
დიდებულთა შორის მუდმივი შუღლი მიმდინარეობდა.

X საუკუნის დასაწყისში ჩრდილო-დასავლეთში ასტურიის ტერიტორიული გაფართოების


შედეგად ლეონის სამეფო შეიქმნა. 923 წელს მის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კასტილიის
საგრაფო, რომელიც 1137 წელს დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა. მავრების წინააღმდეგ სწორედ ეს
ორი სამეფო გაერთიანდა. 1230 წელს ლეონი და კასტილია ერთ სამეფოს წარმოადგენდა.

IX საუკუნეში ბასკონიის ოლქში ნავარას საგრაფო აღმოცენდა, რომელიც X საუკუნის


დასაწყისში სამეფოდ ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთში კატალონიის ოლქში ბარსელონას
საგრაფო შეიქმნა, ხოლო მისგან ჩრდილოეთით IX საუკუნეში - არაგონის საგრაფო, რომელიც
პირველ ხანებში ნავარას სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1137 წელს კატალონია და
არაგონი ერთ არაგონის სამეფოდ გაერთიანდა. XI საუკუნის ბოლოს პირენეს ნახევარკუნძულის
დასავლეთით პორტუგალიის საგრაფო აღმოცენდა, რომელიც ლეონის სამეფოში შედიოდა. 1139
წელს პორტუგალიის გრაფმა ალფონსო ენრიკეშმა თავი მეფედ გამოაცხადა, თუმცა ამას
კასტილია არ შეურიგდა. პორტუგალიის მეფემ ფორმალურად პაპის ვასლობა მიიღო, მაგრამ
ქვეყანა სრულ სუვერენიტეტს ფლობდა.

ამრიგად, ნახევარკუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთსა და ჩრდილო დასავლეთში მსხვილი


ქრისტიანული სახელმწიფოები შეიქმნა, რაც რეკონკისტას პროცესს შეუქცევად ხასიათს აძლ
ევდა. 1085 წელს არაბებზე მდ. ტახოსთან დიდი გამარჯვება მოიპოვეს კასტილიელებმა და
ძველი დედაქალაქი ტოლედო აიღეს. მუსლიმმა მმართველებმა დახმარება სთხოვეს
ჩრდილოაფრიკელ ბერბერ-ალმორავიდებს. ამის გამო ქრისტიანთა შეტევები ყველგან შეჩერდა.
XII საუკუნის შუა ხანებში მავრიტანელი ალმორავიდები ახალმა დამპყრობლებმა - ალმოხადებმა
შეცვალეს, რომლებიც დაქსაქსული არაბული საამიროების გაერთიანებასა და ქრისტიანთა
შეტევების შეჩერებას შეუდგნენ. მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო მალე დაიშალა.

XIII საუკუნის დასაწყისში რეკონკისტა ახალი ძალებით გაიშალა. 1212 წელს კასტილიის,
არაგონის, პორტუგალიისა და ნავარას გაერთიანებულმა ძალებმა, რომელსაც სათავეში ედგა

214
კასტილიის მეფე ალფონსო VIII, ლას-ნავას დე ტოლოსთან მავრები სასტიკად დაამარცხეს, რის
შემდეგ არაბები წელში ვერ გაიმართნენ. ამის შედეგად კასტილიელებმა გააგრძელეს მტრის
შევიწროება და რეკონკისტამ წინ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა. კასტილიელებმა 1236 წელს
კორდოვა აიღეს, შემდეგ 1248 წელს სევილია, ხოლო არაგონელები 1229-1235 წწ. ბალეარის
ნახევარკუნძულს და 1238 წელს ვალენსიას დაეუფლნენ. 1262 წელს კასტილიელებმა ბრძოლით
დაიბრუნეს კადისი და ატლანტის სანაპიროზე გავიდნენ. XIII საუკუნის დასასრულისათვის
პირენეს ნახევარკუნძულზე მავრების ხელში რჩებოდა მხოლოდ გრანადის მდიდარი საამირო,
რომლის ცენტრი გრანადა იყო. ამ ტერიტორიაზე მავრები 1492 წლამდე ბატონობდნენ.

ამრიგად, XIII საუკუნის მეორე ნახევარში პირენეს ნახევარკუნძულზე მავრების ხელში


მხოლოდ გრანადა და მისი მიმდებარე ტერიტორიები დარჩა. ისინი ქრისტიანული
სახელმწიფოებისათვის უკვე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. XIV საუკუნემდე
რეკონკისტა შეჩერდა.

რეკონკისტას თან ახლდა დაბრუნებული ტერიტორიების შემომტკიცება,


გაუკაცრიელებული ტერიტორიებზე დასახლება. რეკონკისტაში გლეხებთან ერთად დიდ როლს
ქალაქების მოსახლეობა - ხელოსნები ასრულებდნენ. ისინი წვრილ რაინდებთან ერთად სამხრეთ
ესპანეთის განვითარებული ქალაქების დაუფლებას ცდილობდნენ. რეკონკისტასაგან ძირითადი
სარგებელი მსხვილმა ფეოდალებმა ნახეს. მათ ბრძოლით დაბრუნებულ მიწებზე დიდი
სამფლობელოები შექმნეს. განსაკუთრებით დიდ მამულებს რეკონკისტას პერიოდში
დაეუფლნენ სასულიერო რაინდთა ორდენები - სანტიაგო, კალატრავა და ალკანტარა. ვრცელი
მიწები მიიღო კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელმაც მუსლიმების წინააღმდეგ ხანგრძლივ ომებში
დიდი როლი შეასრულა, ვიდრე ევროპის ქვეყნებმა. რეკონკისტას პერიოდში შექმნილი
თითოეული სახელმწიფო რიგი თავისებურებებით გამოირჩეოდა.

კასტილია

იგი იყო ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელსაც ნახევარკუნძულის ტერიტორიის


3/5 ეკავა და რეკონკისტაში მთავარი როლი შეასრულა. კასტილია („ციხე-სიმაგრეების
ქვეყანა“), როგორც ითქვა, მავრებთან ომში წამყვან როლს ასრულებდა. დაბრუნებულ
მიწებზე ეკლესიის სასულიერო რაინდთა ორდენებისა და საერო ფეოდალების მსხვილი
სამფლობელოები ჩამოყალიბდა, რამაც სასულიერო და საერო დიდებულების
პოლიტიკური გავლენა უზრუნველყო. ამასთან ერთად კასტილიაში უამრავი რაინდი-
იდალგო იყო, რომელთაც რეკონკისტაში დიდი როლი შეასრულეს. ისინი
გამოირჩეოდნენ სიმამაცით და მშვიდობიანი შრომის მიმართ უარყოფითი
დამოკიდებულებით. ბევრი მათგანი ღარიბულად ცხოვრობდა. ქვეყნის ჩრდილოეთის
ოლქებში (ძველ კასტილიაში) გლეხობა პირადად მიწაზე იყო მიმაგრებული. გლეხი-
სერვები ფეოდალების სრულ საკუთრებას წარმოადგენდნენ: მათი მიწიანად და უმიწოდ
ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი იყო; თავისუფლად არ შეეძლოთ ერთი ფეოდალიდან
მეორესთან წასვლა და არც დაქორწინება. ისინი ასრულებდნენ არანორმირებულ

215
საბატონო ბეგარას და სულადობრივი გადასახადი ეკისრებოდათ. ეს იმ შემთხვევაშიც
კი, ბატონის მიწაც რომ არ სჭეროდათ. დამოკიდებული გლეხები უპირატესად ბეგარას
ასრულებდნენ და წასვლის უფლებით სარგებლობდნენ. თუ გლეხი დღიურ მიწაზე
უარს იტყყოდა, მას შეეძლო სხვა ადგილას გადასულიყო და მოძრავი ქონება
შეენარჩუნებინა. დამოკიდებულ გლეხებს დაკისრებული ჰქონდათ სულადობრივი
გამოსაღები და სხვა სახელმწიფო გადასახადები. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის
განვითარებისა და გლეხების წინააღმდეგობების შედეგად XIII-XIV სს. კატალონიაში
ბატონყმური დამოკიდებულება თითქმის ყველგან გაუქმდა. მიუხედავად ამისა,
კატალონიელი გლეხები (სოლარეგოსი) ფეოდალის მიწაზე დამოკიდებული რჩებოდა
და ბეგარას იხდიდა. გლეხზე სენიორის სასამართლო ხელისუფლება შენარჩუნებული
იყო. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ფეოდალს შეეძლო “გლეხი დილეგში ჩაეგდო წყლისა
და საკვების მიწოდების გარეშე და ტყვედ ჰყოლოდა”.

ახალ კასტილიაში ბატონყმობა არ იყო. მრავალ ადგილზე არსებობდა თავისუფალი


გლეხი - ბეგეტრია, რომელთაც ჰქონდათ უფლება, რომ შეეცვალათ და აერჩიათ
სენიორი, თუმცა სენიორალური დამოკიდებულება სიმბოლური არ იყო. გლეხები,
გარდა სახელმწიფოს სხვადასხვა გადასახადებისა, სენიორის სასარგებლოდ ფულად და
ნატურალურ გადასახადს იხდიდნენ. სენიორები ამ გადასახადებს ზრდიდნენ და
მიისწრაფოდნენ თავისი “მფარველობა” გლეხებზე მემკვიდრეობით ხელისუფლებად
ექციათ. ბეგეტრიები აღწევდნენ სამეფო სიგელების მიღებას, რომელიც კრძალავდა
ახალი უკანონო გადასახადის შემოღებას.

პურის მოყვანისათვის ნაკლებად გამოსადეგი ესრტამადურისა და ანდალუსიის


უზარმაზარი სივრცე გრანდებმა და სასულიერო ორდენებმა იგდეს ხელთ და ეს სამეფო
სიგელებით განიმტკიცეს. აქ 1273 წელს ცხვრის მსხვილი ფარის მფლობელი-
ფეოდალების -მესტების (ესპ. Mesta, Honrado Concejo de la Mesta) კავშირი ანუ
გაერთიანება შეიქმნა. მათ მეფისაგან დიდი პრივილეგიები მიიღეს. კერძოდ, მესტას
წევრებს უფლება ჰქონდათ გაეკაფათ ტყე ცხვრების გადასაყვანად. გლეხებს, ვისი
ნათესები გაანადგურეს ცხვრებმა, აეკრძალათ საკუთარი ყანების დასაცავად ღობეების
შემოვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, უდიდესი ცხვრის ფარას მსხვილი ფეოდალები,
ეკლესია და მეფე ფლობდა. ზამთარში ხდებოდა ცხვრის ფარას გადარეკვა კასტილიიდან
ესტრამადურში და გაზაფხულზე უკან. ამას ეწოდებოდა “გადასარეკი ფარა” ანუ
“მერინოსი”. მერინოსის შალი კი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ იტალიასა და
ნიდერლანდებში. მესტას საკუთარი ადმინისტრაცია, სასამართლო და ფინანსები
ჰქონდა.

კასტილიაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქალაქები. რეკონკისტას მსვლელობის


დროს ქვეყანა ციხე-სიმაგრეებით დაიფარა, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებებად
216
იქცა. აქ მიწათმოქმედებასთან ერთად მოსახლეობა ვაჭრობასა და ხელოსნობას ეწეოდა.
ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ფენას მუდეხარები (ესპ. Mudejar- შეჩვეული,
შინაური მუსლიმი მოსახლეობა) ანუ მავრები შეადგენდნენ, რომლებიც მეფის
სამართლებრივი დაცვით სარგებლობდნენ. მუდეხარები რეკონკისტას შემდეგ
ადგილზე დარჩნენ და განსაკუთრებულ მუსლიმურ ფენომენს წარმოადგენდნენ,
რომლებიც ქრისტიანთა გარემოცვაში შედარებით ავტონომიით სარგებლობდნენ.
თავიდან მუდეხარებს ნება დართეს, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი მიწები, კანონები
და წესები, ისლამი. რიგ ადგილებში ისინი იდევნებოდნენ, კერძოდ, იძულებულნი
იყვნენ სპეციალური ტანსაცმელი ეტარებინათ. 1492 წელს გრანადის დაცემის შემდეგ
მუდეხარები აიძულეს, რომ ქრისტიანობა მიეღოთ. ქრისტიან მუდეხარებს მორისკებს
უწოდებდნენ. რეკონკისტას მსვლელობის დროს მოხდა მუსლიმური თემის
რურალიზაცია. მისი წევრები იძულებულნი იყვნენ ხელი მოეკიდათ სოფლის
მეურნერობისათვის და გახდნენ მიწაზე დამოკიდებული გლეხები, რომლებიც
ქრისტიან მემამულეებს გადასცეს. ზოგიერთი დაუმორჩილებელი მოჯანყე (მონფები)
მთებში გაიხიზნენ, მისდევდნენ ძარცვას ანდა მაღრიბის პირატებს უერთდებოდნენ.
ზოგიერთ მორჩილ მუსლიმებს ნება დართეს ქალაქში დარჩენილიყვნენ ანდა
გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ, როცა მათი ქრისტიანული
კუთვნილება ეჭვის ქვეშ არ დადგებოდა. ასე რომ, ესპანეთის მრავალ ქალაქში ამ
დროიდან გაჩნდა მუსლიმური კვარტლები, რომელთაც ალხამა ანდა მორერია
ეწოდებოდა. ესენი იყვნენ დახვეწილი ხელოსნები და ვაჭრები. კასტილიის ქალაქების
სამართალი (ფუერო) და სახელოსნო სტატუტები მოწმობენ XIII-XIV სს. ხელოსნობის
სხვადასხვა დარგების განვითარებას. კერძოდ, იწარმოებოდა შალის ქსოვილები, მაუდი,
ქაღალდი, ტყავისა და საიუველირო ნაკეთობები, იარაღი. XII საუკუნეში გაჩნდა
ხელოსანთა ამქრები. მსხვილი სახელოსნო და სავაჭრო ცენტრები იყო -სევილია,
სანტიაგო, ტოლედო, რეგოვია, მედინა დელ კამპო. წამყვანი პოზიცია ეკავა სევილიას,
სადაც წელიწადში ორჯერ იმართებოდა იარმარკები და უხცოელი ვაჭრებიც
ჩამოდიოდნენ.

კასტილიის ქალაქების მოსახლეობა ვალდებული იყო სამხედრო სამსახური გაეწია.


შეიქმნა ქვეითთა და ცხენოსანთა რაზმები, რომელშიც ხელმძღვანელი როლი რაინდ-
ცხენოსნებს ეკავათ. მათმა როლმა რეკონკისტაში დიდწილად განაპირობა ქალაქების
დამოუკიდებლობა. ყოველ ქალაქს დაფიქსირებული სამართალი, ჩვეულება და
პრივილეგიები, ე.წ. ფუეროსები ჰქონდა. მათი გაუქმების ნებისმიერი მცდელობას
ქალაქების მხრიდან ენერგიული წინააღმდეგობა ხვდებოდა. ქალაქები ერთმანეთს
შორის დებდნენ კავშირებს - ერმანდადებს (ე.ი. ძმობა), რომელთა მიზანი იყო მავრების
წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება, ასევე ფეოდალების წინააღმდეგ თავიანთი
მიზნების დაცვა, ხანდახან მეფისადმი წინააღმდეგობის გაწევაც. ქალაქები საკუთარი

217
უფლებებისათვის ბრძოლაში ხშირად საგლეხო თემებთან კავშირში გამოდიოდნენ.
თავიდან (XII საუკუნემდე) კასტილიის ქალაქები თავისი ხასიათით სოფლისაგან ოდნავ
განსხვავდებოდა. ისინი შემდეგში თანდათან იქცნენ ვაჭრობისა და ხელოსნობის
ცენტრებად. არაბებისაგან ბრძოლით დაბრუნებულ ქალაქებში XV საუკუნის ბოლომდე
ვაჭრობა და ხელოსნობა არაბი და ებრაელი მოსახლეობის ხელში იყო, რომლებიც
აღნიშნულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი.

არაგონი

რეკონკისტას მსვლელობის დროს არაგონსა და კატალონიაში მიწაზე საკუთრება


საერო და სასულიერო ფეოდალების ხელში იყო. გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ
რიკოს ომბრესებს (მდიდარ ადამიანებს), რომელებმაც მეფისაგან მემკვიდრეობით დიდი
სამფლობელოები მიიღეს. სამეფო ხელისუფლება დიდებულთა ოჯახებზე იყო
დამოკიდებული, რომელთაც მეფის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და თავისი
წრიდან “დიდი მოსამართლის” არჩევის უფლება ჰქონდათ. მათ მოსდევდათ
კაბალეროსები - რიკოს ომბრესის ვასლები. მესამე საფეხურზე იდგნენ ინფასონები -
წვრილი ვასლები. არაგონში გლეხები მიწაზე და პირადად დამოკიდებულნი იყვნენ.
XIII საუკუნეში რიგი სახელმწიფო აქტებით გლეხები მოკლებულნი იყვნენ ყველა
უფლებას და ფეოდალების სრულ დამოკიდებულებაში იყვნენ ჩაყენებული. ასეთ
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ გლეხები კატალონიაში, რომელიც 1137 წელს არაგონს
შეუერთდა. XII საუკუნეში კატალონიის გლეხთა დიდი ნაწილი “გამოსყიდულთა”
(რემენსების) კატეგორიას შეადგენდა, რომელთაც პირადი თავისუფლების გამოსყიდვის
უფლება ჰქონდათ. გლეხ- რემენსს (ესპ. Remensa- გამოსასყიდი) თავისი ნაკვეთიდან იმ
შემთხვევაში შეეძლოთ წასვლა თუ ის წინასწარ იყიდიდა თავისუფლებას, რაც
გლეხებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო გამოსასყიდი თანხის ოდენობის გამო.
როგორც არაგონში, ასევე კატალონიაში ყმებზე და დამოუკიდებელ გლეხებზე
სასამართლო ძალაუფლება მთლიანად ფეოდალების ხელში იყო.

თავისი ხასიათით არაგონის სამეფოს ცალკეული ოლქები ეკონომიკური


განვითარებით მკვეთრად განსხვავდებოდა. ყველაზე მეტად ჩამორჩენილი იყო არაგონი.
აქ ქალაქებმა ვერ მიაღწიეს ისეთ აყვავებას, როგორც ესპანეთის სხვა რაიონებმა.
მხოლოდ სარაგოსასა და სხვა ქალაქებში იწარმოებოდა ადგილობრივი ბაზრისათვის
საქწონელი- მაუდი, ტყავის ნაწარმი. ბენესკის მთებში ვერცხლის მოპოვება წარმოებდა.
არაგონიდან მდინარე ებროს მეშვეობით მარცვლეული გაჰქონდათ. კატალონიის
ზღვისპირა ქალაქებში ხელოსნობა ჰყვაოდა და ცხოველი საშინაო და საგარეო ვაჭრობა
მიმდინარეობდა. პირველ ადგილზე იდგა ბარსელონა. XIII საუკუნეში ბარსელონას
ხელოსნები ამქრებში გაერთიანდნენ და აწარმოებდნენ ლითონის საგნებს, ბამბეულის,
შალის, აბრეშუმისა და სელის ქსოვილებს, შუშას, კასრებს და ა.შ. ბარსელონას
218
ნავსადგური ყველა ქვეყნის გემებისათვის ღია იყო. აქ მოდიოდნენ ბიზანტიიდან,
გენუიდან, საფრანგეთიდან, ეგვიპტიდან და ჩამოჰქონდათ აღმოსავლეთის
სანელებლები. კატალონიელ ვაჭრებს თავისი სავაჭრო კონსულები ჰყავდათ უცხოეთის
მრავალ ქალაქში. მათ იტალილებზე ადრე შეაღწიეს ფლანდრიაში, სადაც უკვე 1389
წელს ქ. ბრიუგეში გახსნეს სავაჭრო ბირჟა. მუდმივი სავაჭრო კავშირები ჰქონდათ
გერმანულ ქალაქებთან, კერძოდ, ნიურნბერგთან. XIII საუკუნეში ბარსელონაში
შეიმუშავეს საზღვაო კანონები, რომელმაც სათავე დაუდო საერთაშორისო საზღვაო
სამართალს.

ვალენსია, რომელიც არაგონის სამეფოს 1238 წელს შეუერთდა, მაღალი


მიწათმოქმედებისა და ხელოვნური მორწყვის კულტურით იყო განთქმული. მის
ქალაქებში, უწინარეს ყოვლისა, მთელს ვალენსიაში ვითარდებოდა ხელოსნობა,
რომელშიც ხშირ შემთხვევაში მუდეხარი ხელოსნები იყვნენ დაკავებულნი. საზღვაო
ვაჭრობაში ვალენსია ბარსელონას მეტოქეობდა. მისი ვაჭრები დიდ სავაჭრო ოპერაციებს
ატარებდნენ უცხო ქვეყნებში. აქ, ევროპაში პირველად, ჩაისახა სამათასუქო გარიგებები.
XIV საუკუნეში არაგონის სამეფომ მთლიანად დაიქვემდებარა ბალიარის კუნძულები,
სარდინია და სიცილია. 1442 წელს იგი დაეუფლა ნეაპოლიტანიის სამეფოს. ასევე მას
ეკუთვნოდა ფრანგული ქალაქი რუსილონი. არაგონის სამეფო ძლიერ საზღვაო
სახელმწიფოდ იქცა.

პორტუგალია

პირენეს ნახევარკუნძულზე მესამე დამოუკიდებელი სახელმწიფო პორტუგალია


იყო. ქვეყანამ სახელწოდება ქალაქ პორტუშ (პორტუ)-დან მიიღო, რომელიც თავიდან
პორტუგალიის საგრაფოს დედაქალაქი იყო. პორტუგალიაში რეკონკისტა XIII საუკუნის
შუა ხანებში დასრულდა, როცა მავრებისაგან ალგარვე (არაბულად ალ-გარბ -
“დასავლეთი”) რომელიც კადისის ყურის ნაპირზე მდებარეობს, ბრძოლით დაიბრუნეს.
ამ დროისათვის ძირითადად დასრულდა პორტუგალიელი ხალხის ჩამოყალიბება.

პორტუგალიაში აგრარული ურთიერთობები ისეთივე ფორმით ჩამოყალიბდა,


როგორც კასტილიაში. მეფის გარდა, მიწის მსხვილი მესაკუთრეები იყვნენ გრანდები და
პრელატები. ბევრი მიწა ეკუთვნოდა სასულიერო რაინდთა ორდენებს - კალატრავას,
ავისს და სხვებს. გლეხები რეკონკისტას დასრულებამდე პირადი თავისუფლებით
სარგებლობდნენ და მხოლოდ ბეგარას ასრულებდნენ. მაგრამ X-XII სს. ქვეყნის
ჩრდილოეთში გლეხობის დიდი ნაწილი ბატონყმურ დამოკიდებულებაში მოექცა. აქ
საბატონო შრომაზე დამყარებული მსხვილი სენიორიები ჩამოყალიბდა. პორტუგალიის
სამხრეთში გლეხობამ შეინარჩუნა პირადი თავისუფლება და თემური
მიწათმფლობელობა. თავისუფალი თემები განსაკუთრებული უფლებებით

219
სარგებლობდნენ, რომელიც სამეფო სიგელებით - ფორიაშებით იყო დამტკიცებული.
ცხადია, ეს კასტილიური ფუეროსების ანალოგიური იყო.

პორტუგალიის ქალაქების აყვავებას ხელს უწყობდა მისი გეოგრაფიული მდებარეობა.


მათ რიცხვში პირველი ადგილი ეკავა ლისაბონს, რომელიც XIII საუკუნის შუა ხანებში
პორტუგალიის დედაქალაქი გახდა. ქალაქი ევროპის ვაჭრობის ერთ-ერთ უდიდეს
ცენტრს წარმოადგენდა. მისი ვაჭრები ლონდონში, ბრიუგესა და ევროპის
აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთის სხვა ქალაქებში მიდიოდნენ სავაჭროდ. ლისაბონში,
პორტუსა, ბრაგასა და ლაგუშში ვითარდებოდა სახელოსნო ვაჭრობა. მუსლიმებისა და
ებრაელების მიმართ რჯულშემწყნარებლობა კეთილსასურველ გავლენას ახდენდა
საქალაქო ეკონომიკის განვითარებაზე. საერო და სასულიერო დიდგვაროვანთა
წინააღმდეგ ბრძოლაში სამეფო ხელისუფლება თავის საყრდენს ქალაქებსა და ღარიბ
აზნაურებში პოულობდა. ამან სამეფო ხელისუფლებას მისცა საშუალება
გაენადგურებინა მაგნატები და სახელმწიფო ერთიანობა განემტკიცებინა. ამავე დროს
იგი მფარველობდა ქალაქებს და ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებასა და
პორტუგალიელების სავაჭრო ექსპანსიას. სავაჭრო ფულადი ურთიერთობის
განვითარების შედეგად XIV საუკუნეში ბატონყმური დამოკიდებულებები გაქრა,
გლეხები ფულად რენტაზე გადაიყვანეს. სოფელში გლეხთა მდიდარი ზედა ფენა
გაჩნდა, რომელიც სოფლის ღარიბობას ექსპლუატაციას უწევდა.

1383 წელს კასტილიის მეფემ პორტუგალიის ტახტზე პრეტენზია გამოაცხადა და


შეეცადა ქვეყანა სამხედრო ძალით დაემორჩილებინა, მაგრამ პორტუგალიამ თავისი
დამოუკიდებლობა დაიცვა. XV საუკუნეში პორტუგალია ცენტრალიზებული
სახელმწიფო გახდა და კოლონიური ექსპანსიის გზას დაადგა. 1415 წელს პორტუგალიამ
აფრიკის სანაპიროზე ციხე-სიმაგრე სუეტა დაიპყრო. XVI საუკუნეში კი პორტუგალია
მთელ მსოფლიოში პირველხარისხოვან საზღვაო სახელმწიფოდ ითვლებოდა, რომლის
სამფლობელოები გადაჭიმული იყო დასავლეთში ბრაზილიიდან აღმოსავლეთში
მოლუკის კუნძულებამდე.

სამეფო ხელისუფლება და კორტესები

XII-XIII სს. ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ადრე პირინეს


ნახევარკუნძულის ყველა სამეფოში წოდებრივი მონარქია ჩამოყალიბდა. ეს აიხსნება
რეკონკისტას შედეგად პრივილეგირებული წოდებისა და ქალაქების მაღალი
პოლიტიკური აქტიურობით. განმათავისუფლებელი ბრძოლის მსვლელობის დროს
ადგილობრივი კანონები და ჩვეულებები აღმოცენდა; ასევე თავადაზნაურობისა და
მოქალაქეების პოლიტიკური როლი გაიზარდა, დიდებულებმა კი პრივილეგიები
მიიღო. სამეფო ხელისუფლება ყველა ამ გავლენიანი ძალების მხარდაჭერას საჭიროებდა

220
და იძულებული იყო მათი უფლებებისა და პრივილეგიებისათვის ანგარიში გაეწია.
უმეტეს შემთხვევაში მეფე წოდებრივ-წარმომადგენლობით დაწესებულებებზე
სრულიად დამოკიდებული იყო. ამდენად, სამეფო ხელისუფლება შეზღუდული იყო
წოდებრივი წარმომადგენლობის ანუ კორტესების მიერ. მასში წოდებები სხდომებს ცალ-
ცალკე ატარებდნენ. ყველაზე ადრე კორტესები ლეონეში აღმოცენდა, რომელიც
კასტილიის სამეფოში იყო გაერთიანებული. ეს მოხდა 1188 წელს მეფე ალფონსო IX-ის
მმართველობის დროს, როცა საერო და სასულიერო ფეოდალებთან ერთად სამეფო
კურიაში ქალაქის წარმომადგენლები სხდომებში მონაწილეობდნენ. 1250 წლიდან
კასტილიაში კორტესებს რეგულარულად იწვევდნენ.

კასტილიის კორტესებში სამი პალატა იყო: სამღვდელოების, თავადაზნაურობისა და


ქალაქების. XV საუკუნის დასაწყისამდე ქალაქების წარმომადგენლები ხანდახან
სხდომებს გლეხთა თემის (ბეგეტრიების) წარმომადგენლებთან ერთად მართავდნენ.
სწორედ ეს გახლდათ კასტილიის კორტესების თავისებურება. კასტილიაში კორტესები
ქალაქის წარმოიმადგენლების მონაწილეობით 1218 წლიდან ფუნქციონირებდა, ხოლო
არაგონში - XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ უკანასკნელის კორტესების
თავისებურება ის გახლდათ, რომ წვრილ და საშუალო თავადაზნაურობა მსხვილი
თავადაზნაურებისაგან ცალკე ატარებდა სხდომებს. აქ კორტესები ოთხი პალატისაგან
შედგებოდა: დიდებულების (რიკოს ომბრეს), წვრილი თავადაზნაურობის,
სამღვდელოებისა და ქალაქების. ამავე დროს კორტესები ჩამოყალიბდა პორტუგალიაში,
კატალონიასა და ვალენსიაში. ისინი ზღუდავდნენ მონარქიული ხელისუფლების
მოქმედებას, კენჭს უყრიდნენ გადასახადებს, წყვეტდნენ ტახტის მემკვიდრის სადაო
საკითხს, გავლენას ახდენდნენ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

ესპანეთის კორტესებს უფრო ფართო უფლებები გააჩნდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის


სხვა ქვეყნების წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოებს. მათ ჰქონდათ არა მხოლოდ
ფინანსური ფუნქციები, არამედ მონაწილეობდნენ კანონმდებლობაში და ტახტის
მემკვიდრის საკითხებში ერეოდნენ. არაგონის კორტესები მეფისგან იღებდნენ ფიცს,
რომ იგი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს (ფუეროსებს) პატივს სცემდა. კასტილიის კორტესები
სამეფო კარის ბიუჯეტს ადგენდნენ. კორტესების წევრები აქ „საპარლამენტო
ხელშეკრულებით“ სარგებლობდნენ.

XV საუკუნის II ნახევარში სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარების


შედეგად ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერება გლეხთა უკმაყოფილებას იწვევდა.
მათ ყველაზე დიდი გამოსვლა მოხდა კასტილიასა და კუნძულ მაიორკაზე. 1462-1472 წწ.
მასობრივი აჯანყება მოხდა ჩრდილოეთ კატალონიაში. გლეხები მოითხოვდნენ
ბატონყმობის, საძულველი „წეს-ჩვეულებების“ (პირველი ღამის უფლების, საქორწინო
გადასახადის და ა. შ) გაუქმებას. აჯანყებაში მონაწილე თავისუფალმა გლეხებმა მიწების
221
გადანაწილებას მიაღწიეს. აჯანყებას სათავეში ედგა გაღარიბებული იდალგო
ვარნტალიატი. მან მკაცრი წესრიგი დაამყარა, დაყო გლეხთა რაზმები და მეთაურის
საერთო დისციპლინას დაუქვემდებარა. აჯანყების საჭიროებისათვის სპეციალური
ფულადი შენატანი შემოიღო. გლეხებმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს ფეოდალებზე.
არაგონის მეფე ხუან II, რომელიც ამ დროს დაუმორჩილებელი არაგონისა და
კატალონიის დიდებულებთან და ქალაქებთან ერთად ეწეოდა ბრძოლას, კავშირში
შევიდა ვარნტალიატთან და გლეხთა ჯარის დახმარებით დამარცხება მიაყენა თავის
მოწინააღმდეგეებს. მეფისადმი დახმარების აღმოჩენის გამო ვარნტალიატი
დააჯილდოვეს მიწებით და მისცეს ვიკონტის წოდება, ხოლო გლეხებმა მცირეოდენი
შეღავათები მიიღეს.

1484 წელს კატალონიის გლეხები აჯანყდნენ გლეხ პედრო ხუან სალას მეთაურობით,
რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა. მართალია, აჯანყების წინამძღოლი შეიპყრეს და
სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ გლეხებმა იარაღი არ დაყარეს და ბრძოლა გააგრძელეს.
არაგონის მეფე ფერდინანდი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. 1486 წელს
მთავრობამ გააუქმა პირადი თავისუფლების ფულით გამოსყიდვა და საძულველი „წეს-
ჩვეულებები“. მიუხედავად ამისა, გლეხები მიწაზე დამოკიდებულნი დარჩნენ.

კასტილიისა და არაგონის გაერთიანება

პირენეს ორი დიდი სახელმწიფო კასტილია და არაგონი 1479 წელს ერთ


სახელმწიფოდ გაერთიანდა. ეს მოხდა ფერდინანდ არაგონელისა და იზაბელა
კასტილიელის დინასტიური დაქორწინების შედეგად. ეს გაერთიანება პასუხობდა
კასტილიისა და არაგონის ფეოდალების ინტერესებს, რადგან წინ იყო საერთო ბრძოლა
არაბების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ გრანადის ოლქში მტკიცედ იდგნენ. ამავე
დროს კასტილიის თავადაზნაურობა და ქალაქები დაინტერესებულნი იყვნენ საგარეო
ბაზრებით, რომელსაც არაგონი ფლობდა ხმელთაშუა ზღვის აუზში. დინასტიური უნია
მტკიცე აღმოჩნდა და შედეგად ერთიანი სახელმწიფოს შეიქმნა მყარი აღმოჩნდა,
მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური განსხვავებები არსებობდა. მოკლედ, ამან ხელი ვერ
შეუშალა ერთიანი ეთნიკური ერთობის ჩამოყალიბებას.

XV საუკუნის ბოლოსათვის ესპანეთის სახელმწიფო მნიშვნელოვნად განმტკიცდა.


თუმცა პირველ ხანეებში ავტონომიას ინარჩუნებდნენ (ცალკეულ მეფესა და ცალკეულ
კორტესებს), მაგრამ როგორც კასტილიაში ასევე არაგონში დიდებულთა პრივილეგიები
დაირღვა. მათ აეკრძალათ კერძო ომების წარმოება, ფულის მოჭრა. მოჯანყე ფეოდალებს
მიწები ჩამოართვეს მეფის სასარგებლოდ. დიდებულებთან ბრძოლაში სამეფო
ხელისუფლება ქალაქებსა და სამხედრო ძალას ეყრდნობოდა. კათოლიკე მეფეებმა
(ფერდინანმა და იზაბელამ) დაიმორჩილეს ეკლესია და მას აბსოლუტუზმის იარაღად

222
იყენებდნენ. ფერდინანდმა პაპისაგან ყველა სასულიერო რაინდთა ორდენზე
მაგისტრობა მიიღო და მათ მიწები ჩამოართვა. 1480 წელს ესპანეთში შემოიღეს
ინკვიზიცია, რომელმაც მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების ინტერესებს
ემსახურებოდა. მისი შეუნელებელი ზედამხედველობის ქვეშ იყო ქვეყნის მთელი
მოსახლეობა, მაგრამ პირველ რიგში გაქრისტიანებული მავრები და ებრაელები.
ინკვიზიციის სამართალს, ფარული დაბეზღების შედეგად, გადაეცემოდა ნებისმიერი
ესპანელი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო განსხვავებული აზრსა და ერესში. ინკვიზიციის
დახმარებით ნებისმიერ პოლიტიკურ ოპოზიციას ახშობდნენ. ესპანეთის ინკვიზიციას 9
წლის მანძილზე სათავეში ედგა თომას ტორკვემადა, რომლის გადაწყვეტილებით 8
ათასზე მეტი ადამიანი დაწვეს ცეცხლზე.

სამეფო ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ ესპანეთის მეფეებმა გრანადის


საემიროს წინააღმდეგ ომი დაიწყეს. 1492 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ გრანადა
დაეცა და იგი ესპანეთის სამეფოს შემოუერთდა. მავრებს მუსლიმობის შენარჩუნებას
დაჰპირდნენ, მაგრამ ეს მაშინათვე დაირღვა. დაიწყო მუსლიმებისა და ებრაელების
დევნა, რამაც მათი მხრიდან აჯანყება გამოიწვია. ბევრმა ესპანეთი დატოვა და აფრიკაში
გადასახლდა. ამან ოდესღაც აყვავებული სამხრეთის დაცემა გამოიწვია. XV საუკუნის
ბოლოს ესპანეთში უკვე აბსოლუტური მონარქიის ძირითადი ნიშნები ჩამოყალიბდა.
ყოვლისშემძლე დიდებულები სამეფო კარის არისტოკრატიად გადაიქცნენ. კორტესებმა
უწინდელი გავლენა დაკარგა და მას ახლა იშვიათად იწვევდნენ. სახელმწიფო
ძირითადად ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით იმართებოდა. მიუხედავად ამისა,
დასავლეთ ევროპის სხვა აბსოლუტისტური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ესპანეთი
ძლიერ ცენტრალიზებულ ეროვნულ სახელმწიფოდ ვერ იქცა. საუკუნეების მანძილზე
ჩამოყალიბებული პროვინციული და წოდებრივი გათიშულობა შენარჩუნდა.

თომას ტორკვემადა

ესპანური ინკვიზიციის დამაარსებელი ტორკვემადა 1420 წელს დაიბადა კასტილიის


პატარა ქალაქ ტორკვემადაში. ეს სახელწოდება, როგორც დიდი ინკვიზიტორის გვარი,
მომდინარეობს torre cremate- დან -„ცეცხლის კოშკი“. ოდესღაც აქ დაიწვა ფეოდალური
ციხე-სიმაგრე, რომელიც თომასის წინაპრებს ეკუთვნოდათ. თომასმა ერთ-ერთი
მსახურისაგან გაიგო, რომ მისი ბებია - ინესი იყო „კონვერსო“, ე.ი. მონათლული
ებრაელი. თავის დროზე მისი მშობლები ძალით მოაქციეს კათოლიკობაზე.
თომასისათვის ეს ნამდვილად სულისშემძვრელი იყო, რადგან ებრაელები, მავრი-
მუსლიმები ქრისტიანობის დაუძინებელ მტრებად იყვნენ მიჩნეულნი, ხოლო თომასი
ყოველთვის სამაგალითო კათოლიკე იყო. თომასმა გადაწყვიტა, რომ ქრისტიანული
სარწმუნოების მტერებთან დაუნდობელი ბრძოლა გამოეჩინა. ის მზად იყო ათასობით

223
ერეტიკოსი ცეცხლზე გაეგზავნა, რათა თავი და ერთმორწმუნეები გადაერჩინა. 12 წლის
თომასი სამონასრტო სკოლაში შევიდა.

იმ დროის 16 მილიონიან ესპანეთში 3 მილიონი მუსლიმი და 1 მილიონი ებრაელი


ცხოვრობდა. კათოლიკეები ამტკიცებდნენ, რომ ერთიცა და მეორეც სიმდიდრით
აცდუნებდნენ ქრისტიანებს და თავიანთ სარწმუნოებაზე გადაჰყავდათ. მაგრამ უცხო
მტრების გვერდით კათოლიკურ ეკლესიას ჰყავდა საშინაო მტრებიც - ერეტიკოსები,
რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოების დოგმებს ეჭვის ქვეშ აყენებდნენ. ყოველივე
ამის წინააღმდეგ ახალგაზრდა ტორკვემადამ მრისხანე ქადაგებები დაიწყო. მან თავისი
ორატორული ნიჭი სან-პედროს დომინიკელთა მონასტერში გამოავლინა. ამან და იმანაც,
რომ ტორკვემადა არც ხორცს, არც თევზს არ ჭამდა, ატარებდა უხეში მაუდის ქლამიდას
და შიშველ ფიცარზე ეძინა, მას დიდი პოპულარობა მოუტანა. მალე ტორკვემადას
მადრიდში მაღალი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ ის მუდამ უარს ამბობდა. მხოლოდ
დათანხმდა, რომ სეგოვიაში წმ. ჯვრის სავანის წინამძრვრის ადგილს დაიკავებდა.

ეს არჩევანი შემთხვევითი არ იყო. პატარა მონასტერში ხშირად მოდიოდნენ


უმაღლესი კათოლიკური საზოგადოების წარმომადგენლები, მათ რიცხვში დედოფალი
პატარა იზაბელათი. 1459 წელს ტორკვემადა ინფანტას სულიერი მოძღვარი გახდა.
აქედან მან დიდ პოლიტიკაში გადადგა ნაბიჯი, რომლის მსგავსი ესპანეთის ეკლესიის
მამებსაც არ ჰქონიათ. მაშინ, როგორც ვიცით, ესპანეთში ორი დიდი სამეფო იყო -
კასტილია და არაგონი. კასტილიელი ბერები დიდი ხანია ცდილობდნენ, რომ ეს ორი
სახელმწიფო გაერთიანებულიყო, რათა გაერთიანებული ძალებით განედევნათ არაბები.
ამ მიზნით დედა-დედოფალმა გადაწყვიტა, რომ იზაბელა გაეთხოვებინა არაგონის
ტახტის მემკვიდრე ფერდინანდზე. მაგრამ ჯერ კიდევ ტახტზე იჯდა ინფანტას გერი ძმა
- მეფე ენრიკე, რომელიც ტახტის გადაცემას თავის ქალიშვილ ხუანიტაზე აპირებდა.
დედოფალს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ ხუანიტას ნამდვილი მამა არ იყო მეფე,
რომელსაც იმპოტენცია აწუხებდა, არამედ მისი სენეშალი (სამეფოს განმკარგულებელი)
ბერტრანი. ტორკვემადა ამ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდა. ცხადია, მან თავისი
სულიერი შვილის იზაბელას მხარე დაიჭირა და რთული ინტრიგების ხლართვა დაიწყო.
ის არა მხოლოდ აგიტაციას უწევდა თავადაზნაურებს, რომ მათ მხარი დაეჭირათ
იზაბელასთვის, არამედ ფარულად დასწერა ჯვარი იზაბელას ფერდინანდზე. ცოტა
ხნის შემდეგ კი იზაბელას მომხრეებმა ძალით აიძულეს მეფე ენრიკე, რომ მემკვიდრედ
თავისი გერი და გამოეცხადებინა.

1474 წელს მეფე ენრიკე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდნენ ფერდინანდი და იზაბელა.


ისინი ერთად მართავდნენ გაერთიანებულ სამეფოს, რომლის მომავალს ახალი მიწების
დაპყრობებში ხედავდნენ. სწორედ მათ გაგზავნეს კოლუმბი ინდოეთის აღმოსაჩენად,
რომლის წყალობით ესპანეთი „ზღვათა მფლობელი“ გახდა. მმართველობის პირველ
224
წლებში მეფესა და დეოფალს ბევრი სხვა საზრუნავი ჰქონდა. ტორკვემადა მათ
დაუღალავად არწმუნებდა, რომ ხალხის ღვთისმოსაობა უცხო რჯულის მეზობლობის
ყოლის გამო ეცემოდა. დასაწყისში ტორკვემადა მიიჩნევდა, რომ ჯერ მტრები თვით
ქრისტიანებს შორის უნდა გაერჩიათ. მრავალი მონათლული მავრი (მორისკები) და
ებრაელი (მარანები) მამათა სარწმუნოებას მისდევდნენ. მათ გამოსავლენად მან
ინკვიზიციის ტრიბუნალის დაარსება მოითხოვა. ინკვიზიცია ჯერ კიდევ XII საუკუნეში
რომის პაპების ინიციატივით დაარსდა. მას უნდა გამოევლინა ერესი და დაესაჯა მისი
გამავრცელებლები.

ტორკვემადამ ინკვიზიცია მალე გადააქცია უმკაცრეს სამხედრო დისციპლინად. 1479


წელს ესპანეთის ყველა პროვინციაში შეიქმნა ტრიბუნალი, რომელსაც სათავეში დიდი
ინკვიზიტორი ედგა. მთელს სამეფოში კი მას სათავეში ედგა ტორკვემადა. ახალი წესის
მიხედვით, ქალაქში ტრიბუნალის დაარსების შემდეგ, ერეტიკოსებს შეეძლოთ ერთი
თვის მანძილზე მოენანიებინათ. ასეთ შემთხვევაში მათ სასჯელისაგან
ათავისუფლებდნენ, მაგრამ ქონების დიდ ნაწილს ართმევდნენ. დანარჩენებს ციხეში
აგზავნიდნენ და მათგან წამების გზით ჩვენებებს იღებდნენ. ის ვინც „გულწრფელად
მოინანიებდა“ ცოდვებს ანდა გაუძლებდა წამებას და არ აღიარებდა, მას სამოდამო
პატიმრობას უსჯიდნენ. სხვა დანარჩენს კი, რომელიც ჯიუტად იცავდა ერესს, ცეცხლზე
დაწვა ელოდა. მას პირმოთნედ „აუტოდაფე“ ანუ „რწმენის აქტი“ ეწოდებოდა.

1481 წლის იანვარში სევილიაში პირველად დაინთო ინკვიზიციის ცეცხლი, როცა 6


მარანი დაწვეს. ამის შემდეგ მსხვერპლთა რიცხი მატულობდა. იმავე წელს სევილიაში 6
თვეში 298 ადამიანი დაწვეს. დასჯილთა ქონება ინკვიზიციის ხელში გადადიოდა,
ხოლო 10 %-ს დამბეზღებელს აძლევდნენ. ინკვიზიციის შედეგად მრავალმა მდიდარმა
ადამიანმა, განსაკუთრებით მავრებმა და ებრაელებმა ესპანეთი დატოვეს. დარჩენილები
რომში აგზავნიდნენ საჩივრებს ტორკვემადას სისასტიკის გამო. ტრიბუნალის
ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ, პაპმა სიქსტუს IV-მ მოითხოვა ტრიბუნალის
მოქმედების შეჩერება, მაგრამ დიდმა ინკიზიტორმა ეს ყურად არ იღო. მისი თხოვნით,
იზაბელამ და ფერდინანდმა პაპს წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ ამ საქმეში არ
ჩარეულიყო.

ტორკვემადა 17 წელი ედგა სათავეში ინკვიზიციის მანქანას. ამ ხნის მანძილზე


დაისაჯა 3 ათასი ადამიანი, ხოლო ესპანეთში ძირითადი დამნაშავე ტორკვემადა იყო.
მას ამის გამო მთელი სიცოცხლე ეშინოდა. ინკვიზიციის შენობიდან გამოსვლისას
მთავარ ინკვიზიტორს 50 ცხენოსანი და 9 ქვეითი ჯარისკაცი იცავდა. ხოლო
ტორკვემადას სახლში მაგიდაზე მარტორქის რქა მუდამ იდგა, რომელიც შხამთან
მიახლოებისას წითლდებოდა. მიუხედავად ამისა, ტორკვემადაზე თავდასხმა მოხდა
თუ არა ჯერჯერობით უცნობია. ეს საშუალო ტანის, მელოტი, ფერმკრთალი სახის,
225
მჭიდროდ მოკუმული ტუჩების ადამიანი საშინელ შიშს იწვევდა. მას მოსამსახურეებიც
კი არ უახლოვდებოდნენ თუ განსაკუთრებული საჭიროება არ იყო.

გაანადგურა რა ერეტიკოსები, ტორკვემადა არასოდეს ივიწყებდა უცხო რჯულის


ადამიანებს. სწორედ მათ მიიჩნევდა ის თავის მტრებად. მისი აგენტების მეშვეობით
ვრცელდებოდა ხმები, რომ თითქოსდა ებრაელები ქრისტიანი ბავშვების სისხლს
სვამდნენ. 1492 წელს ფერდინანდმა და იზაბელამ გამოსცა კანონი, რომელიც ებრაელებს
ან ქრისტიანობის მიღებას ანდა ემიგრირებას აიძულებდა. 800 ათასმა ებრაელმა მიაშურა
საპორტო ქალაქებს. ამის შემდეგ ტორკვემადა მავრებს მიუბრუნდა. ის პირადად ჩავიდა
გრენადაში, რათა ქალაქის ერთადერთი მეჩეთი კათოლიკურ ეკლესიად გადაექცია. მან
თავისი ხელით დაწვა მრავალი ათასი ყურანი და თალმუდი. ტორკვემადას სიკვდილის
შემდეგ მავრები მასიურად მოინათლნენ და როცა მათ 1520 წელს აჯანყება მოაწყვეს,
როგორც ებრაელები, ისე განდევნეს. ამან გაუკაცრიელა და გაანადგურა ანდალუსია,
მაგრამ ინკვიზიციის მიზანი მიღწეული იქნა - რამდენიმე საუკუნის მანძილზე ესპანეთი
იყო ის ქვეყანა, სადაც უცხო რჯულის ადამიანს ადგილი არ ჰქონდა.

1498 წლის 16 სექტემბერს ტორკვემადა გარდაიცვალა. მასთან გამოსამშვიდობედბლად


დედოფალი იზაბელა მივიდა. ხალხის ხსოვნაში ტორკვემადა ცოცხალ ბოროტებას
განასახიერებდა.

226
ლექცია №13

ომების ხელოვნება

სამხედრო ხელოვნებას მარტივად განმარტავენ, როგორც „ხელოვნებას, რომელიც ნებისმიერ


მეთაურს აძლევს საშუალებას, რომ მოწინააღმდეგის ძალები დაამარცხოს“. ამისათვის მან უნდა
იცოდეს სტრატეგია, ტაქტიკა, საბრძოლო წესრიგი, შეიარაღება, ჯარის ფიზიკური და
მორალური მდგომარეობა და ა.შ. ამის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ ფეოდალიზმის
განვითარებას სამხედრო და საზოგადოებრივი ასპექტები განსაზღვრავდნენ, ხოლო მისი დაცემა
გარდაუვლად დაკავშირებული იყო სამხედრო ფაქტორებთან. მკვლევრებს შორის არსებობს
მოსაზრება, რომ ფეოდალიზმის ისტორია შეიძლება აღვწეროთ, როგორც „მძიმე კავალერიის
აღმავლობის, ბატონობისა და დაცემის“ ისტორია.
227
სანამ კონკრეტულ საკითხზე გადავალთ, მოკლედ ვიტყვით: ადრე შუა საუკუნეების
მანძილზე წარმოებულმა ომებმა ნათლად გამოავლინა, რომ მაღალ შუა საუკუნეებში მოვიდა
ომის ხელოვნების დრო, როცა საჭირო გახდნენ მხედართმთავრები, რომლებიც შეძლებდნენ
ჯარის მართვას და შეთანხმებულ მოქმედებას. ქვეითი ჯარი საჭიროებდა სამხედრო წყობის
საგულდაგულოდ დაცვას, სწორი სტრატეგიისა და ტაქტიკის დაცვას. ფლანგების დასაცავად და
დამარცხებული მტრის დასადევნად აუცილებელი გახდა კავალერია. ახალი სახეობის იარაღის
შექმნა ბრძოლის ბედს განსაზღვრავდა.

XV საუკუნის I ნახევარში ევროპაში ომის სამი ძირითადი სივრცე არსებობდა: ასწლიანი


ომის, იტალიის ომების და რეკონკისტას. უკვე 1400 წლისათვის ასწლიანმა ომმა გამოავლინა,
რომ ორ მებრძოლ მხარეს უკვე კონტრაქტის საფუძველზე შექმნილი და ორგანიზებული არმია
ჰყავდა. ინგლისელებთან ბრძოლის გამოცდილებით საფრანგეთის მეფე შარლ V (1364-1380)
1360-1370 წწ. შექმნა სამეფო არმიის ძირითადი ბირთვი. კერძოდ, მან შექმნა მუდმივი
დაქირავებული ჯარი, რომელიც კარგად იყო შეიარაღებული და გაწვრთნილი. ინგლისის
მაგალითზე შემოიღო ერთიანი სამხედრო მეთაურობა. კრესისა და პუატიეს ბრძოლებმა აჩვენა,
რომ კარგად გაწვრთნილ მშვილდოსნებს რაინდთა კავალერიასთან შედარებით უპირატესობა
ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ძირითადი ფაქტორი მაინც გადაწყვეტილების მიღებაში
მდგომარეობდა, რათა ბრძოლა არახელსაყრელ გარემოებაში არ ეწარმოებინათ. თანამედროვეთა
მოწმობით, აღნიშნულ ბრძოლებში ინგლისელებმა წარმატებებს ადგილმდებარეობის სწორად
გამოყენებისა და მაღალი საბრძოლო თვისებების წყალობით მიაღწიეს. ფრანგული ჯარის
უდისციპლინობამ განაპირობა საფრანგეთის დამარცხება. სტიქიურად დაწყებული ბრძოლა
არაორგანიზებულად მიმდინარეობდა. მოწინააღმდეგეს ყველა ფრონტზე უტევდნენ. შეტევები
თანმიმდევრულად მიმდინარეობდა, მაგრამ იგი დაქსაქსულ ხასიათს ატარებდა. მეარბალეტეთა
და რაინდ ცხენოსნებს შორის ურთიერთქმედება არ არსებობდა. არახელსაყრელი
ადგილმდებარეობისა და ცუდი ამინდების გამო რაინდთა შეტევები ნელა მიმდინარეობდა.
ფრანგები სრული განადგურებისაგან იხსნა იმან, რომ ინგლისელები მათ არ დაედევნენ.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ პუატიესთან და აზენკურთან დამარცხებაც ამავე პირობებმა
განაპირობეს.

თანამედროვე ინგლისელი ისტორიკოსები დასახელებულ ბრძოლებში ინგლისელთა


გამარჯვებას მიაწერენ იმას, რომ ბრძოლის ველზე მშვილდოსნები სჭარბობდნენ
მეარბალეტეებს. აქვე უნდა ხაზი გავუსვათ, რომ ადრე ასეთი ბრძოლა მშვილდოსნებსა და
მეარბალეტეებს შორის არ გამართულა. ამასთანავე ადრე მშვილდოსნებს ასეთი ხელსაყრელი
პირობები არ ჰქონიათ. კერძოდ, ისინი იდგნენ ბორცვზე ზურგით მზისკენ; მეარბალეტეებს არ
ჰქონდათ ფარები; კოკისპირული წვიმა არბალეტების ლარის მოზიდვას ასუსტებდა და მისი
შეცვლა საბრძოლო პირობებში შეუძლებელი იყო. ფილიპ VI-ს წინასწარ შეუძლებელია
სცოდნოდა, რომ მეარბალეტეები უძლურნი აღმოჩნდებოდნენ, მითუმეტეს, ეს შეუძლებელია
სცოდნოდათ დანარჩენ რაინდებსა და მეთაურებს, რომელთა თვალსაწიერი ჩრდილოეთ
საფრანგეთის საზღვრებს არ სცილდებოდა. ფილიპ VI უპრეცენდენტო მასშტაბებით დაიქირავა
პროფესიონალი მეარბალეტეები და მათზე დიდ ფულს ხარჯავდა. კრესისთან ბრძოლაში მათ
წინა რიგებში დაყენება სწორი იყო, რადგან მტერი მეარბალეტეეთა შეტევის შედეგად
228
თავდაზცაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა. ფლორენციელი ქრონისტი
ვილანი წერდა, რომ სანამ მეარბალეტე ერთხელ გამართავდა თავის არბალეტს, ინგლისელი
მშვილდოსანი ისრის სამ გასროლას ასწრებდა. როგორც წერენ, 1 წუთში არბალეტიდან 4
გასროლა შეიძლებოდა, ხოლო მშვილდიდან 10-12 ისრის. სწორედ ამან განაპირობა
საფრანგეთის არმიის დამარცხება კრესისთან.

ინგლისელებისათვის კრესისთან ბრძოლა ერთდროულად უმნიშვნელოც იყო და დიდიც.


მოკლევადიან პერსპექტივაში მათ მცირედი რამ მოიგეს, შეინარჩუნეს ჯარის ძირითადი ნაწილი
და ნადავლი. მაგრამ ტერიტორიულმა დაპყრობებმა გამარჯვება ვერ მოიტანა, რადგან
საფრანგეთის ჯარი დამარცხდა, თუმცა განადგურებული არ იყო. შემდეგში ბრძოლის
ფსიქოლოგიური ეფექტი დიდი იყო. მანამდე ედუარდ III-ის პრეტენზიები საფრანგეთის სამეფო
ტახტზე იურიდიულ ხასიათს ატარებდა, ხოლო კრესის შემდეგ ეს სერიოზული გახდა;
ინგლისელ დიდებულებს შორის ომისადმი მხარდაჭერა გაიზარდა და აქ შეიქმნა “იმპერიული”
პარტია, რომელმაც ფსონი დაპყრობასა და ძარცვაზე დადო. ამით საფრანგეთის მონარქის
ავტორიტეტს დიდი დარტყმა მიაყენეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შუა საუკუნეებში
სამხედრო დამარცხებასა და გამარჯვებას არა მხოლოდ “პრაგმატულად” აღიქვამდნენ, არამედ
როგორც “ღვთის სამსჯავროს”, რომელიც ტახტზე მეფის პრეტენზიას ან ამტკიცებდა ანდა
უარყოფდა. იმ პირობებში, როცა იძულების ცენტრალური აპარატი, სამეფო ხელისუფლების
მატერიალური რესურსები, ახალი ლაშქრის გაწვევა და გადასახადების შეკრება სუსტი იყო,
მაშინ დიდწილად ყველაფერი დამოკიდებული იყო რწმენის ფაქტორზე. ახლა ეს რწმენა
შერყეული იყო.

ფრანგ რაინდობასაც სერიოზული მორალური ზიანი მიადგა. კრესისთან ყველა ფრანგული


რაზმი მოწინააღმდეგეს დაუნდობლად უტევდა; 10 წლის შემდეგ, პუატიესთან ისინი ბევრად
მშიშრები აღმოჩნდნენ. ერთი სიტყვით, კრესისთან ბრძოლამ ინგლისის მეფეს მომავალში
ბრძოლები გაუადვილა, ხოლო ფრანგებს - გაურთულა.

საფრანგეთის მეფე შარლ V აღნიშნული ბრძოლიდან დასკვნა გამოიტანა და შეცვალა


ბრძოლის ტაქტიკა. ფრანგები გადავიდნენ ლოკალურ ბრძოლებზე. ზურგში კი მოქმედებდნენ
ფრანგ პარტიზანთა ჯგუფები.

შუა საუკუნეების ფრანგი სამხედრო მეთაურები ყოველთვის უხალისოდ აკეთებდნენ ამას,


მაგრამ სტრატეგიული ვითარება მოითხოვდა, რომ ინგლისელი მარადიორების შეპყრობა და
შეჩერება შესაძლებელი ყოფილიყო. ასწლიანმა ომმა გამოავლინა საფრანგეთის მარცხის
ძირითადი მიზეზი, როცა ფრანგებმა ქვეით ჯართან შედარებით უპირატესობა კავალერიას
მიანიჭეს. სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს იყო ფრანგთა დამარცხების
მიზეზი და არა ის, რომ ფრანგებს ბრძოლის მსვლელობისას მცდარი ტაქტიკური
გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. ომმა უდაოდ გამოაშკარავა ინგლისელ მშვილდოსანთა
უპირატესობა. მათი მასირებული ისრების ცეცხლი ამ კონტინენტურ ომში სიახლეს
წარმოადგენდა. ამ გაკვეთილის მიღების შემდეგ ფრანგი რაინდები დაუბრუნდნენ
გაუმჯობესებულ ჯავშანს, უფრო გრძელ შუბებსა და უკეთეს დისციპლინას ახალი საფრთხის
წინაშე. ამის შედეგად კვლავ მძიმე კავალერია დომინირებდა ფრანგულ არმიაში. აქვე ისიც უნდა
229
აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საუკუნეში უპირატესობა რეგულარულ არმიაში მაინც კავალერიას
ენიჭებოდა.

ჰენრი V-ის გადაწყვეტილება, რომ 1415 წელს დაეკავებინა ნორმანდია, ვიდრე აეოხრებინა
იგი, გარდამტეხი მომენტი იყო ამ ომებში. ეს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევი იყო
ტაქტიკური მოსაზრებით. კერძოდ, მოკავშირეები ეპოვა საფრანგეთის პოლიტიკურად გაყოფილ
ფრაქციებს შორის. ამ შემთხვევაში დინასტიურმა ამბიციებმა და საჭიროებებმა გადამწყვეტი
ადგილი დაიკავა, ვიდრე სამხედრო უპირატესობების მოპოვებამ. თუმცა ჰენრი მეფე არ
ფლობდა ძლიერ არტილერიას და თუ მან სწრაფად დაიმორჩილა ნორმანდიის ქალაქები და
ციხე-კოშკები სწორედ აღნიშნული ტაქტიკით იყო განპირობებული. 1415 წელს აზენკურში მისი
პირველი გამარჯვების შემდეგ, როცა კავალერია დაცული იყო დისციპლინირებული
მშვილდოსნებით, გამოჩნდა რომ ეს ბრძოლა კრესისა და პუატიეს ბრძოლის სრული ასლი არ
იყო. ამ შემთხვევაში საფრანგეთის შედარებით უფრო დიდმა არმიამ პოზიციების მომზადებითა
და დამუშავებით ინგლისელთა ლაშქარს არ მისცა საშუალება, რომ კალე დაეკავებინათ. ჰენრი
V-ის ამოცანას წარმოადგენდა, რომ ფრანგები გამოეტყუებინა მათი პოზიციებიდან და
წაექეზებინა ისინი, რომ შეტევა დაეწყოთ და ამით ფრანგებს უპირატესობა დაეკარგათ. მან ამას
მიაღწია მშვილდოსნების წინ წაწევითა და ისრების მასირებული ცეცხლის გახსნით. ფრანგებს
თავს დაატყდათ რა ისრების სეტყვა, მათ ვერ განახორციელეს საკუთარი თავის დაცვა და მტერს
დანებდნენ. სასტიკმა დანაკარგებმა აზენკურში აჩვენა კომბინირებული უთანხმოება, რომელიც
არსებობდა ბერგუნდებსა და არმანიაკებს შორის. ამის გამო ფრანგები უძლურნი გახდნენ, რომ
ხელი შეეშალათ ჰენრის მიერ ნორმანდიის ოკუპაციისათვის შემდგომი სამი წლის
განმავლობაში.

ამ გარემოებამ, კერძოდ ნორმანდიის დაპყრობამ და ბურგუნდიელებთან ფორმალურმა


ალიანსმა, მთლიანად ახალი ვითარება შექმნა. ახლა ინგლისი ვალდებული იყო არა მარტო
დაეცვა ახალი სამფლობელოები, არამედ დაეწყო იერიში საფრანგეთის გვირგვინის
დასაკავებლად. ამან დღის წესრიგში დააყენა მუდმივად მოქმედი რეგულარული არმიის შექმნა.
საფრანგეთის სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხისმგებლობა აიღეს და
ნორმანდიაში გარნიზონების ორგანიზება დაიწყეს. აუცილებლობამ წარმოშვა ისიც, რომ
ჯარისათვის სისტემატური ჯამაგირი გადაეხადათ, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ედუარდ III-ისა
და შავი პრინცის დროს. იმავე დროს ნორმანდიის დაცვა და ახალ შესაძლებლობათა გამოყენება
ინგლისის მმართველი ელიტის ძირითადი საზრუნავი გახდა, რადგან ინგლისელებს უკვე
დაპყრობილ მიწაზე მამულები გააჩნდათ. მოვლენების შემდგომი განვითარება ჰენრი V-ის
გარდაცვალებამ განმუხტა.

საფრანგეთმა ჭრილობების მოშუშება დაიწყო. ქვეყნის მომავალი ინტერესებისათვის


აყცილებელი იყო ინგლისისაგან თავის დაცვა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ამის
შემობრუნება ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლებელი იყო სამხედრო რეორგანიზაციის გარეშე. ეს
თავისთავად სამეფო ფინანსების რეორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული. ამ მიზნით
პირდაპირი გადასახადის (ტალიე) შემოღება XV საუკუნის შუა ხანებში გარკვეული
წარმატებების საფუძველი გახდა. 1439 წლიდან დაიწო მძიმე კავალერიის რეგულარული

230
შემადგენლობის შექმნა, რომელიც 100 შუბის მქონე 15 ასეულს შეიცავდა. მათ სათავეში ედგნენ
მეფის მიერ დანიშნული კაპიტნები, რომელიც სამეფო ხაზინის მიერ ინდივიდუალურად იყო
დაფინანსებული. ამ მიზნით გამოცემული companies d’ordonance (ასეულის ორდონანსი)
საფრანგეთის რეგულარული ჯარის ბირთვი გახდა. ამასთანავე მეფის ნებართვის გარეშე
აკრძალული იყო რეკრუტირება. ამ ღონისძიებამ ომის დასასრულს (1453 წ.) ნათელი გახადა, რომ
მუდმივი არმიის შექმნა არსებითი და გადამწყვეტი იყო გამარჯვებისათვის.

1448 წლის ორდონანსმა საფუძველი დაუდო დამხმარე ქვეითი ჯარის შექმნას, რომლის
რეკრუტირება და გაწვრთნა ხდებოდა. ამ დროს შექმნილ სამეფო არტილერიას დიდი წვლილი
შეჰქონდა ნორმანდიასა და გასკონიაში ინგლისელთა მიერ გამაგრებული ადგილების
თანდათანობით შევიწროებაში. მიუხედავად ამისა, ჰენრი VI ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენდა
თავდაცვითი ძალების კონტროლისადმი, რაც რეგულარული არმიის შენარჩუნებას ომის
განმავლობაში საფუძველს აცლიდა. რაც შეეხება ინგლისს, საფრანგეთისაგან განსხვავებით, იგი
ომის დროს დაფინანსებული ჯარით არ გამოდიოდა.

იტალია: პირადი სარგებლობის ომის საფუძვლები

იტალიური სახელმწიფოები ძირითად როლს ასრულებდნენ მუდმივი სამხედრო


დაწესებულებების განვითარებაში.. იტალიაში ადრეული რენესანსის ეპოქაში დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამხედრო საქმეებს. შარლ VII იყენებდა იტალიელ
დაქირავებულებს, ხოლო შარლ მამაცი ბურგუნდიელი იტალიურ ჯარებსა ეყრდნობოდა და
დახვეწილად იყენებდა იტალიურ სამხედრო მეთოდებს. ურთიერთგავლენებიც დიდი იყო.
1360-1370 წწ.შარლ V-ის სამხედრო რეფორმებმა თავისი გავლენა ჰპოვა იტალიურ სამხედრო
ძალებზე. ამასთანავე ჯონ ჰოეკვუდის ინგლისური ბრძოლის ტაქტიკამ თავისი ადგილი
დაიმკვიდრა იტალიის საბრძოლო ხელოვნებაში.

ამ ნახევარკუნძულის ახალი პოლიტიკური სტრუქტურა უდიდეს როლს ანიჭებდა


სამხედრო ორგანიზაციას. მცირე ავტონომიების მქონე სახელმწიფოები მუდმივად
მერყეობდნენ. მათი სამხედრო სისტემისათვის დამახასიათებელი იყო ღალატი და აგრესია.
ექსპანსიური განწყობილების ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებიც ხშირად ფინანსურად
უზრუნველყოფილნი იყვნენ, ეძებდნენ თავიანთი ხანმოკლე ინტერესებისათვის პროფესიულ
სამხედრო დახმარებას. გარედან ამას დიდი სიამოვნებით იღენდნენ. ძირითადად ქირაობდნენ
რეგულარულ ასეულებს ხანმოკლე კამპანიისათვის, რომელიც აკმაყოფილებდა
დამქირავებელსაც და დაქირავებულსაც. თუმცა XIV საუკუნის ბოლოსათვის ვითარება
შეიცვალა; სახელმწიფოთა გარკვეულმა კონსოლიდაციამ თავდაცვის პრობლემას ახალი
განზომილება შესძინა. გაფართოებული საზღვრები და ვრცელი ტერიტორიული სივრცეები
მოითხოვდა ციხე-სიმაგრეების აგებას, მასში გარნიზონების ჩაყენებას და კავალერიის
რეგულარული დანაყოფების შექმნას მათ დასაცავად. ახალ სახელმწიფოებს, მილანისა და
ლუკას მსგავსად, ჰქონდათ რესურსები, რომ ხანგრძლივი კონტრაქტები დაედოთ ასეულებთან,
რამაც მისი მნიშვნელობა მალევე გამოაჩინა. 1380 წლიდან ფლორენციის , ხოლო 1404 წლიდან -
ვენეციის ექსპანსიამ ჩრდილოეთ იტალიაში და 1420 წელს რომში პაპის დაბრუნებითა და
ნეაპოლში არაგონელთა გამარჯვებით იტალიის სახელმწიფოებს შორის დამყარდა ძალთა
231
ბალანსი. ეს სახელმწიფოები ვეღარ იქნებოდნენ ამიერიდან დამოკიდებულნი საკუთარი
თავდაცვისა და პერიოდული აგრესიული ინტერესებისათვის ნაჩქარევად დაქირავებულ ჯარზე.
იმავე დროს ისინი არ ენდობოდნენ თავიანთ ახალ სუბიექტებს. ამიტომ სამხედრო სფეროში
დამოუკიდებლობის მიღწევა აუცილებელი საქმე გახდა. ამის პასუხად შეიქმნა კონტრაქტზე
დამყარებული რეგულარული ასეულები, რომელთაც სათავეში ედგნენ იტალიელი
წინამძღოლობი.

XIV საუკუნეში მიმდინარე ომები თანდათან დღის წესრიგში აყენებდა ძალების


მობილიზებასა და ომის პროფესიულ ცოდნას. საფრანგეთისაგან განსხვავებით, იტალიაში მძიმე
კავალერია დომინირებდა და არა მშვილდოსნები. ამასთანავე იტალიაში სფორცების, მუციო
ატენდოლო სფორცასა და მისი შვილის ფრანჩესკოს გავლენით განსაკუთრებული მნიშვნელობა
მიენიჭა კავალერიაში დისციპლინის განმტკიცებას, მის გაწვრთნასა და კონტროლს. მათი
მეტოქე ბრაჩები, (კერძოდ, ბრაჩჩო და მონტონე) ძირითადად კავალერიის სწრაფ მანევრირებას
ეყრდნობოდნენ. აქვე უნდა ითქვას შემდეგიც: ახალი ხანგრძლივი კონტრაქტებით
დაქირავებული ასეულები მიისწრაფოდნენ, რომ მძიმე კავალერიის ასეულებად ქცეულიყვნენ
კონდოტიერთა მეთაურობის ქვეშ. ყოველი რაზმი თავს იყრიდა კონდოტიერის (იტ. Condotta-
დაქირავებულ სამხედრო სამსახურზე ხელშეკრულება) გარშემო, რომელიც რაზმს თავისი
შეხედულების მიხედვით იწვევდა და დაითხოვდა. სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ
დებდა ხელშეკრულებას (კონდოტას), იღებდა ფულს (იტ. Soldo-„ჯამაგირს“, აქედან- soldatto-
ჯარისკაცი) და უხდიდა დაქირავებულს. იყო შემთხვევები, როცა კონდოტიერი ქალაქში ხელში
იგდებდა ხელისუფლებას და სინიორიას აარსებდა. კონდოტიერთა რიგებში არაერთი
ავანტიურისტი იყო. ხშირად კონდოტიერები ჯამაგირის მიღების შემდეგ ერთი მებრძოლი
ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ და თავის დამქირავებლებს აშანტაჟებდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, დაქირავებული ასეულები კონდოტიერთა მძიმე კავალერიის ასეულად


გადაქცევისაკენ მიისწრაფოდნენ. ასეულის სიდიდე უპირველესად დამოკიდებული იყო
კონდოტიერთა პრესტიჟსა და რესურსებზე, მაგრამ დამქირავებელი სახელმწიფოს მზარდი
მიზნები ასეულთა რიცხვის გაზრდას იწვევდა, რომელთაც მუდმივი სამსახური და საკუთარი
შიდა ცხოვრება ჰქონდათ. ცხენოსანთა ასეულისა და დანაყოფების მეთაურები კონტრაქტის
მექანიზმებიდან გამომდინარე, უფრო დახვეწილნი და სრულყოფილი ხდებოდნენ.

XV საუკუნეში იტალიის რეგულარული ასეულის მკაფიო მაგალითს მიჩელეტო ატენდოლო


წარმოადგენს. ის თანმიმდევრულად 1425-1448 წწ. მსახურობდა ფლორენციის, პაპის ოლქისა და
ვენეციის ჯარების გენერლად ანუ წინამძღოლად. ამ პერიოდის განმავლობაში ასეულის
ანგარიშები შემდეგ სურათს გვაძლევს: ატენდელოს ძალები უკანასკნელ წლებში მოითვლიდა
2000 კაციან კავალერიას. 23 წლის განმავლობაში მან კონტრაქტი დაუდო 512 ლეიტენანტს,
ასეულისა და რაზმების მეთაურებს, რომელთაგან 100-ზე მეტი მასთან ათ წელზე მეტხანს
მსახურობდა. ატენდოლოს კულმინაციას წარმოადგენდა შვიდწლიანი (1441-1448 წწ.) პერიოდი,
როცა ის ვენეციის არმიის წინამძღოლ-გენერალი იყო. ამ დროს ვენეციამ კონტროლი დაამყარა
ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაზე და მოიცვა სივრცე ბერგამოდან ისტრიის ალპებამდე. ამ
სახელმწიფოს ვისკონტისა და სფორცასაგან, რომელთაც გარკვეული ტერიტორია წაართვეს,

232
დასაცავად და შემდგომი ექსპანსიისათვის უნდა შეენარჩუნებინა რეგულარული არმია. 1424-
1454 წწ. ჩრდილო და ცენტრალურ იტალიაში ომები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა. 50 ათასი
ადამიანი იდგა შეიარაღების ქვეშ, რომელიც ტირანიის წინააღმდეგ რესპუბლიკის დამცველად
გამოდიოდა. საერთოდ კი, ისინი მანკიერ ძალთა ბრძოლებში იყვნენ ჩართულნი. ეს იყო
პერიოდი, როცა უცხო ქვეყნის ძალები კი არ გაქრა იტალიის სცენიდან, არამედ იტალიის
ასეულში სამსახური მიმზიდველი გახდა გერმანელებისათვის, უნგრელებისათვის,
პროვანსელებისა და კატალონიელებისათვის.

ამ ახალმა ვითარებამ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული სრტუქტურების შექმნის


აუცილებლობა წარმოშვა, რათა ომის წარმოების ორგანიზება მოეწყოთ მისი ახალი
განზომილებით. ესენია: კონტრაქტების დადება, რეკრუტირება, ჯარის დაბინავება, მომარაგება,
ინსპექტირება, მეთვალყურეობა და გადასახდის მომზადება. ყოველივე ეს სახელმწიფოს
ოფიციალურ პირთა მთავარი საზრუნავი იყო. ამ ფუნქციის შესასრულებლად შეიქმნა
სამსახურები, შემოიღეს ახალი გადასახადები, იარაღის საწყობები, მოიზიდეს ვაჭრები და
ცხენების გამყიდველები. გამოცდილ სახელმწიფო პირთა ხანგრძლივმა სამსახურმა და
ჯილდოების მიღების პერსპექტივამ თანდათან დაანგრია კონდოტიერთა ამბიციები და
ორგულობა და ღალატი იშვიათი მოვლენა გახდა.

ტრადიციული ეჭვები, რომელსაც დაქირავებული ჯარისკაცების ფორმა ასაზრდოებდა,


რასაკვირველია, არ გამქრალა. ფული და ომის პოლიტიკის მართვა დაძაბულობას ქმნიდა.
მილანი და ვენეცია ახალ ვითარებას უფრო სწრაფად ეგუებოდნენ, ვიდრე ფლორენცია. ამ
უკანასკნელისათვის რთული აღმოჩნდა ომისათვის მზადების იდეას შეგუებოდა
მშვიდობიანობის დროს და ამისათვის ფული დაეხარჯა. ამ თვალსაზრისით ფლორენციის
ჩამორჩენილობას, განსაკუთრებით 1494 წლის შემდგომ პერიოდში, ნიკოლო მაკიაველი მკაცრად
აკრიტიკებდა. მართალია, XV საუკუნემ იტალია ვერ იხსნა უსაფრთხოებისა და
დანაკარგებისაგან, მაგრამ მისი სახელმწიფოები ფლობდნენ რეგულარულ ძალებს, რომლებიც
აღჭურვილნი იყვნენ ხელთოფებით და საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა საარტილერიო წვრთნები.
მათ შეეძლოთ გაწვეულთა შორის გამოეყოთ დიდი დანაყოფები ველზე საინჟინრო
სამუშაოებისათვის. ამით სამხედრო სამყარო არსებითად შეცვლილი შეხვდა დამდეგ საუკუნეს.

ტრადიცია და სიახლეები

1454-1494 წწ. ევროპაში შედარებით მშვიდობიანი დრო იყო. ასწლიანი ომის შემდეგ
ინგლისმა და საფრანგეთმა გამოსცადა სხვა სიძნელეები, ინგლისმა სამოქალაქო ომი- ვარდების
ხანგრძლივი ომის სახით და საფრანგეთმა- უფრო მოკლე, ბურგუნდიის ჰერცოგის შარლ მამაცის
კამპანიები შვეიცარიის კანტონების წინააღმდეგ და საფრანგეთის სამეფოს ზეწოლა ახლად
გაერთიანებული ესპანეთის სამეფოზე. იტალიაში სახელმწიფოთა შორის მანკიერი ბრძოლები
მიმდინარეობდა, რომელიც მუდმივად დღის წესრიგში აყენებდა სამხედო მომზადებას.
მართლაცდა მთელ დასავლეთ ევროპაში, გარდა ინგლისისა, ნახევარი საუკუნის მანძილზე
მშვიდობიანობის დროს სამხედრო მომზადების შენარჩუნება ერთგვარი გაკვეთილი იყო
წარსული ისტორიისა, რომელსაც მუდმივად სწავლობდნენ.

233
საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ შედარებით მშვიდობიან პერიოდში რეალურად გაზარდა
მძიმე კავალერიის რაოდენობა და დაიწყო დიდი მასშტაბების ყოველწლიური მანევრების
მომზადება. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა არტილერიას, მობილური ქვემეხების
წარმოებას და მეზარბაზნეთა წვრთნას. ვენაშიც მშვიდობიანობის დროს დიდ ინტერესს
იჩენდნენ რეგულარული ძალების შენარჩუნებაზე. ვენეციის ოფიციალური პირების
მეთვალყურეობის ქვეშ იყო ჯარების წვრთნა, დიდი ყურადღება ექცეოდა იარაღის საწყობების
შენარჩუნებას, არტილერიის უწყვეტ ექსპერიმენტებს. ამ იარაღების ხმელეთზე და ზღვაზე
გამოყენება სამხედრო პოლიტიკის შეუნელებელი ყურადღების საგანი იყო. მილანში მზარდი
განსხვავება არსებობდა დუკას პირადი დაცვისაგან შემდგარ არმიის ბირთვს, ვეტერანთა
რეგულარულ ასეულება და დაქირავებულ კონდოტიერთა ასეულებს შორის.

ტრადიციული შეხედულებები არსებობდა აღნიშნული რეგულარული ძალების შესახებ.


ისევ დიდი ყურადღება ეთმობოდა მძიმე ჯავშნიან, შუბოსან კავალერიას, რომელიც მეტწილად
სოფლის მაღალი და დაბალი კლასისაგან შედგებოდა. საარქივო მასალების მიხედვით, 1470
წლისათვის მილანში შეიარაღების ქვეშ 42 ათასი კაცი იდგა. ქვეითი ჯარს, როგორც დამხმარე
ძალას, დიდ როლს ანიჭებდნენ. საფრანგეთსა და ვენეციაში განსაკუთრებული ყურადღება
ექცეოდა მილიციელთა პერიოდულ წვრთნას. საკუთრივ ვენეცია პროფესიული ქვეითი ჯარის
დიდ რაოდენობას ინარჩუნებდა. ეს სრულ გადახდაზე მყოფი ჯარი მუდამ მზად იყო სწრაფი
მობილიზებისა და რეკრუტირებისათვის. ბურგუნდიის არმიაც, რომელიც რეალურად ამ
პერიოდში შექმნა შარლ მამაცმა, ტრადიციულ გზას მიჰყვებოდა. 1471 წელს, ფრანგული
ასეულებისაგან განსხვავებით, 100 კაციანი შუბოსნების 12 რეგულარული ასეული შეიქმნა,
რომელსაც 1476 წელს დაემატა ქვეითი ჯარი და მსუბუქი კავალერიის ასეულები, რომელთაც
წვრილმან წვრთნებს უტარებდნენ. პირველი ასეულების შესავსებად ბურგუნდიელი რაინდების
გვერდით იტალიური კავალერიის დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. დიდი ძალისხმევა
გამოიღეს არტილერიის გასაწვრთნელად. შარლ მამაცი დიდ ყურადღებას აქცევდა ქვეითი
ჯარის სამწყობრო ტაქტიკას, რათა ჯარს უფრო ეფექტურად გამოეყენებინა ახალი ხელთოფები,
რომლითაც მრავალი შეიარაღდა. ახლად შექმნილი ოქროს საწმისის ორდენი, იმ დროის სხვა
ახალი სამხედრო ორდენების მსგავსად, მიზნად ისახავდა ეროვნული, პატრიოტული
სულისკვეთების ამაღლებას, რაინდული იდეალების აღორძინებას, რომელიც კავშირში იყო
კავალერიის ახალ შესაძლებლობებთან.

სიახლეები: შვეიცარიელები

შვეიცარიის კანტონების ქვეითი ჯარი XIII საუკუნეში შეიქმნა, რომელსაც დაკავებული


სივრცე ავსტრიისა და გერმანიის იმპერიისაგან უნდა დაეცვა. შვეიცარიელთა მთავარი იარაღი
იყო გრძელი შუბი. ჯარის წვრთნასა, იარაღის მართვასა და დიდი ფორმირებების მანევრირებაზე
საკმარისზე მეტი დრო იხარჯებოდა. ამის შედეგად შვეიცარიელთა ქვეითი ჯარი კავალერიის
წინააღმდეგ საშიშ ძალად იქცეოდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ამ ჯარმა თავისი
პოტენციალი საუკეთესო მაჩვენებლებით გამოავლინა მორგარტენში (1315). გამარჯვება
შვეიცარიელმა კონფედერატებმა მოიპოვეს ტაქტიკის წყალობით. კერძოდ, კარგად შეარჩიეს
ბრძოლის ველი მორგარტენის მთასთან, სადაც ვიწრო გასასვლელი სტრატეგიულ

234
უპირატესობას ანიჭებდა შვეიცარიელებს. შვეიცარიელთა რაზმებს ეკავათ ცხენოსანთა
რაზმებისათვის მიუწვდომელი ადგილები და წამიერად ისინი თავს ესხმოდნენ დაუცველ
კოლონებს. სანამ ავსტრო-გერმანელები მდგომარეობას გააცნობიერებდნენ, მანამ
შვეიცარიელებმა მათი ავანგარდის განადგურება დაიწყეს. რაინდთა მოწინავე რაზმმა
მოწინააღმდეგის შევიწროების გამო შუბები ვერ დაუშვეს, ხოლო შუა ნაწილი მოძრაობის გარეშე
დარჩა ვიწრო გასასვლელის გამო და უკან დაბრუნებას შექმნილი საცობი შეუძლებელს ხდიდა.
გარკვეული დრო მტრის ჯარი ქვებისა და ხის მორების სეტყვის ქვეშ აღმოჩნდა, რომელსაც
შვეიცარიელები კლდიდან უშენდნენ. შვეიცარიელებმა გაანადგურეს რა რაინდთა ავანგარდი,
შიშით მოცულ ზურგს თავს დაესხნენ და მტერს ერთიანად მუსრავდნენ. იმდროინდელი
მემატიანე იოჰან ვინტერტურელი წერდა: „ ეს არ იყო ბრძოლა, ეს იყო ჰერცოგ ლეოპოლდის
ჯარისკაცების მასიური ჟლეტა; მთიელები მათ ჰკლავდნენ, როგორც ცხვრებს; არ ინდონდნენ
არავის, განურჩევლად ყველას ხოცავდნენ და ცოცხალს არავის ტოვებდნენ. კონფედერატები
ისეთი მძვინვარებით კლავდნენ, რომ მრავალმა ავსტრიელმა ქვეითმა ტბაში ჩახრჩობა არჩია,
ვიდრე მოწინააღმდეგის საშინელი იარაღის ქვეშ სიკვდილი“. ერთი სიტყვით, შვეიცარიელებმა
ინტუიტური ტაქტიკის წყალობით გაიმარჯვეს და ფეოდალურ ცხენოსანთა ჯარს არ მისცეს
მოულოდნელად თავდასხმის საშუალება. „ისინი ბრძოლის ველზე ბატონობდნენ იმიტომ, რომ
მოწინააღმდეგემ ვერ გადაწყვიტა სად გაემართა ბრძოლა“.

მორგარტენის ბრძოლა წარმოადგენდა შვეიცარიელთა სამხედრო სისტემას რუდიმენტულ


მდგომარეობაში. შვეიცარიელ კონფედერატთა, როგორც სხვა გამარჯვება, მორგარტენის ბრძოლა
მოგებული იქნა შეტევითა და კვადრატული წყობის მქონე ქვეითი ჯარის (ბატალიები)
წყალობით, რომელშიც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ალებარდისტებმა (ალებარდა - გერმ.
Hellebarde - კომბინირებული დაბოლოების დიდი ტარის მქონე ცივი იარაღი, რომელიც შედგება
ნემსისებრი შუბისა და ბასრი სამართლებლის მსგავსი საბრძოლო ნაჯახისაგან. ეს იარაღი
კარგად დაცული კავალერიის წინააღმდეგ ეფექტური იარაღი იყო. დღეს, როგორც საზეიმო-
საცერემონიო იარაღს, მას ვატიკანის შვეიცარიული გვარდია იყენებს. ალებარდას სიგრძე 2- 2,5
მეტრს შეადგენდა, წონა კი 2,5-5,5 კგ-ს) და არა შუბოსნები, რადგან ეს უკანასკნელი ფართოდ არ
იყო გავრცელებული მთის სამ კანტონში. მოკლედ რომ ვთქვათ, მორგარტენთან შვეიცარიელებმა
გაიმარჯვეს არა იარაღის უპირატესობით, არამედ პოზიციის შერჩევის წყალობით.

ლაუპენთან (1339 წ.) ჰერცოგ ლეოპოლდის წინააღმდეგ ბრძოლაში შვეიცარიელებმა სამი


ბატალია დააყენეს: ცენტრალური და უკან დაწეული ორი ფლანგი. მათ საერთო
ხელმძღვანელობას უწევდა რუდოლფ ფონ ერლახი. მან საშუალება მისცა მოწინააღმდეგეს, რომ
შეტევაზე გადმოსულიყო და როცა შეტევები გაჩაღდა, ორი ბატალია ჩააბა ბრძოლაში. მთიელები
კლდესავით იდგნენ და განუწყვეტელ შეტევებს იგერიებდნენ, რამაც მოწინააღმდეგის ქვეითები
აიძულა, რომ ბრძოლის ველიდან გაქცეულიყვნენ. შემდეგ ცენტრის ბატალიამ შეუტია რაინდთა
კავალერიას, მის კვალდაკვალ მარჯვენა ბატალიამ მტერს ზურგიდან დაარტყა და რაინდებს
მხოლოდ გაქცევაღა დარჩათ. ახალი ომების პერიოდის ისტორიაში ბრძოლის ამ ტაქტიკამ
საპატიო ადგილი დაიკავა. ზემპახში (1386 წ.) შვეიცარიელმა კონფედერატებმა დიდი გამარჯვება
მოიპოვეს ჰერცოგ ლეოპოლდის ძალებზე. რაინდთა დიდი ნაწილი ორ შვეიცარულ ბატალიას
შორის აღმოჩნდა, რამაც იარაღის მატარებელთა, რომელთაც ცხენები აღვირით ეკავათ, პანიკა
235
გამოიწვია. მათ რაინდები მიატოვეს, ხოლო რაინდებმა, ვინც ცხენზე დაჯდომა შესძლო, მათ
მიჰბაძა. ხაფანგში მომწყვდეული რაინდები და მათ რიცხვში ლეოპოლდი აჩეხეს. ლაუპენში
შვეიცარიელებმა აჩვენეს, რომ თანაბარ შესაძლებლობებში, მათ შეუძლიათ რაინდ ცხენოსანთა
დამარცხება, ხოლო ზემპახში მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ სწრაფად
მიაყენონ მოწინააღმდეგეს დამარცხება. მოკლედ, ამ ორმა ბრძოლამ აჩვენა თუ რა მნიშვნელობა
აქვს გამარჯვებისათვის სხვადასხვა სახეობის ჯარების სწორად შეთანაწყობას. ეს გამოცდილება
შვეიცარიელების მოწინააღმდეგეებს არ გამოუყენებიათ და არც ახალი ხერხები შემოუღიათ.
ამიტომ ავსტრიელები, გერმანელები და ბურგუნდები მუდამ მარცხდებოდნენ შვეიცარიელების
წინააღმდეგ.

შვეიცარიელთა ქედუხრელი სიმამაცე მათი პოლიტიკური წონის ძირითადი საფუძველი იყო.


მხედარმთავრები და ჯარი, რომელთაც შვეიცარიელებთან ჰქონდათ საქმე, მათ წინააღმდეგ
გამარჯვებაში დარწმუნებულნი არ იყვნენ. მარტივი არ იყო ბრძოლა იმ მოწინააღმდეგესთან,
რომელიც ნებისმიერი უპირატესობის წინ მზად იყო საბრძოლველად და არასოდეს უკან არ
იხევდა და შებრალება არ იცოდა. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ბურგუნდიასთან ომში. თუ
შარლ მამაცმა ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინ უკან დახევა არ იცოდა, ეს არ შეიძლება ვთქვათ
მისი ჯარის მიმართ, რომელიც გერმანელი, იტალიელი და სავოიელი დაქირავებულებისაგან
შედგებოდა. ამ უკანასკნელთ შიშის ზარს ჰგვრიდა შვეიცარიელთა ომის წარმოების ხერხები და
ამიტომ ინსტიქტურად თავს არიდებდნენ ბატალიებს. მეომრებს მუდამ ყურში ჩაესმოდათ
ძველი თქმულება; „ღმერთი კონფედერატების მხარესაა“ და ისინი დარტყმის მიყენებამდე
სანახევროდ განადგურებულნი იყვნენ. ასე მოხდა გრანსონთან (1476 წ.) ბრძოლაში შარლ
მამაცთან, როცა ბრძოლის დაწყების წინ ქვეით ჯარს ნერვებმა უმტყუნა. ბურგუნდელები
სრული განადგურებისაგან იმან იხსნა, რომ შვეიცარიელებს ცხენოსანთა ჯარი არ ჰყავდა და
ამიტომ დევნა ბურგუნდელთა ბანაკამდე გაგრძელდა. 20 ათასი ბურგუნდელიდან 1500 მოკლეს,
ხოლო 18 ათასი შვეიცარიელიდან 250 კაცი დაიღუპა. გრანსონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა
ყველაზე საუკეთესო კავალერიის უძლურება შვეიცარიელთა ბატალიების წინააღმდეგ;
ბურგუნდიის ქვეითი ჯარი ისე გაიქცა, რომ ბრძოლაში არც მიუღია მონაწილეობა.
შვეიცარიელმა კონფედერატებმა ანალოგიური ტაქტიკითა და ხერხებით გაიმარჯვეს
მურტენთან (1476) და ნანსთან (1477 წ.) ბრძოლებში. აღნიშნული საომარი თვისებების გარდა,
კონფედერატთა ბრწყინვალე სამხედრო ხელმძღვანელობამ ძირითადი ადგილი დაიკავა.

მომდევნო საუკუნეში შვეიცარიელთა გავლენა სამხედრო საქმეში დაეცა. ეს გამოწვეული იყო


იმით, რომ შვეიცარიელთა ჯარის მეთაურობა სამხედრო მეცნიერების რთულ და ღრმა
პრობლემებს გვერდს უვლიდნენ. იმ დროს, როცა იტალიაში დიდი ბრძოლები ევროპის
ქვეყნების მხედრიონებისათვის სკოლას წარმოადგენდა, მხოლოდ შვეიცარიელებმა განაცხადეს
სწავლაზე უარი.

ესპანეთი

შვეიცარიელთა სტილის შუბოსანთა ქვეითი ჯარი ერთადერთი როდი იყო. მავრთა


უკანასკნელ პლაცდარმ გრენადაზე ძლიერი შეტევა საჭიროებდა ესპანეთის არმიის
რეგულირებასა და ორგანიზაციას, სპეციფიკური ექსპერტიზის განვითარებას. რეკონკისტას
236
უკანასკნელი ეტაპი ბობოქარი საალყო ბრძოლების რიგს აყენებდა. სამეფო ხელისუფლებამ
კამპანიების გახანგრძლივების მიზნით კასტილიის ძველი დამცველების რეორგანიზაცია
მოახდინა. შეიქმნა 100 კაციანი 25 ასეული, რომელსაც სამეფო ხაზინა ფულს უხდიდა და
მუდმივად მისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ასეულისაგან 5 კავალრიას
წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მრგვალი ფარებითა და გრძელი შუბებით. ამ
მზარდი პროფესიული კავალერიის გვერდით შენარჩუნებული იქნა 40 ათასიანი ქვეითი ჯარი,
რომელთა დიდი ნაწილის რეკრუტირება ხდებოდა სოფლის ერმანდადებისაგან და მეტწილად
მახვილოსნებისაგან. ციხე-სიმაგრეთა დასალაშქრავად ეს იყო იდეალური ჯარი, რომელთაც
მეთოფეთა და მეარკებუზეების დიდი რაოდენობა ეხმარებოდა. ამ ჯარის რეგულარულ წვრთნას
განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ესპანური მსუბუქი კავალერია გარკვეულწილად ეყრდნობოდა არაბთა და მავრთა


პრეცენდენტებს. ამავე დროს ვენეციელები იყენებდნენ ალბანელ სტრატიოტებს თურქების
წინააღმდეგ ომში. სტრატიოტები უფრო მობილურები და მოქნილები იყვნენ, ვიდრე
ტრადიციული კავალერია იყო. მათ არ სჭირდებოდათ საჭურველმტვირთველები და ამიტომ
შესანახად იაფი იყო. კალაბრიის დუკამ 1480 წლის ომში ამავე როლში გამოიყენა ტყვე თურქი
სიპაჰიები.

დენთის იარაღები

ოფიციალურად ითვლება, რომ ევროპაში ცეცხლსასროლი იარაღი XIV საუკუნეში გაჩნდა,


როცა ტექნიკის განვითარებამ საშუალება მისცა დენთის ენერგიის გამოყენებას. ამით სამხედრო
ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო, რადგან საფუძველი ჩაეყარა არტილერიის შექმნას. XV საუკუნის
მეორე ნახევარში ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა თოფი და მისი მემკვიდრე არკებუზი.
მართალია, იარაღის ეს სახეობები არაზუსტი იყო, მაგრამ ამ იარაღით აღჭურვილი ქვეითები
დიდ გამანადგურებელ ძალას წარმოადგენდნენ. თუ ისარს არ შეეძლო რაინდის ჯავშანის
გარღვევა, ახლა ცეცხლსასროლი იარაღი მას ხვრეტდა. ფითილით გასამართი ბრტყელლულიანი
არკებუზის (1397 წელს პირველად გაჩნდა გერმანიაში) ტყვიის სიჩქარე სეკუნდში იყო 300 მეტრი
და რაინდის მძიმე ჯავშანს 30-35 მეტრიდან ხვრეტდა.

ტექნიკის შესაბამის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა


ცეცხლსასროლი იარაღებიც. თუ XIV საუკუნის თოფები უზარმაზარი და არაეფექტური იყო, XV
საუკუნეში დენთის ნარევის ფორმულის გაუმჯობესებით უფრო მოკლე თოფები გაჩნდა,
რომელიც უკვე იყენებდა რკინის სასხლეტს. ასეთი თოფები უფრო იაფი იყო და დიდი
რაოდენობით გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ შარლ მამაცს თავის ჯარში 400 თოფი ჰქონდა,
ხოლო არაგონის სამეფოს რეკონკისტას ბოლო ეტაპზე არმიაში 1500 თოფი გააჩნდა. სწრაფად
იზრდებოდა ზარბაზნების რაოდენობაც. ვენეციის მთავრობამ 1496 წელს შეუკვეთა 6-12
ბორბლიანი 100 ზარბაზანი.

თოფების რაოდენობის ზრდა მთლიანად ცვლიდა ბრძოლის ხერხებს, მაგრამ იგი


უმთავრესად გამოიყენებოდა ციხე-სიმაგრეთა დასაცავად და ზღვაზე ბრძოლაში. ციხე-
სიმაგრეებს უკვე ატანდნენ სათოფურებს და იგი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამაგრებათა

237
სისტემაში. იტალიელი სამხედრო არქიტექტორების იდეები ცეცხლსასროლი იარაღის
ეფექტიანობასთან შესაბამისობაში მოდიოდა. ეს ეფექტიანობა აშკარა იყო როგორც ბრძოლის
ველზე, ასევე ალყის დროსაც. ღია სივრცეში არმიათა დაცვისათვის ველზე სიმაგრეების
მომზადება სტანდარტული პრაქტიკა გახდა იტალიის ომებში და დაიწყო შესაბამისად ბრძოლის
ტაქტიკის დამუშავება. საუკუნის ბოლოსათვის ყველა სახის არმიის არსებითი კომპონენტი
გახდა კარგად გაწვრთნილი პროფესიული ქვეითი ჯარი. გარკვეულწილად ასეთი ჯარები
პირადი სარგებლიანობის ჯარებს წარმოადგენდნენ, ხოლო რეგულარული არმიების ბირთვს
ისევ მძიმე კავალერია წარმოადგენდა, რომელიც ეროვნულ ხასიათს ავითარებდა. არმია,
რომელსაც შარლ VIII მიუძღვოდა ალპებზე 1494 წელს იტალიაში, შერეული იყო. მძიმე
კავალერიას და მეთოფეებს მეტწილად ფრანგები შეადგენდნენ, ხოლო ქვეით ჯარს
შვეიცარიელები წარმოადგენდნენ, თუმცა მთლიანობაში იგი პროფესიულ ჯარი იყო.

ლექცია №14

რენესანსის ეპოქა

იდეოლოგიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერების განვითარება

აღორძინების (რენესანსის) ეპოქა და მისი მსოფლმხედველობა თანამედროვე ევროპული


ცივილიზაციის გაგებისათვის თავისებური „კოორდინატის“ სისტემას წარმოადგენს. ჩვენი
დროის განვითარების (როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური) ყველაზე შესამჩნევი
ტენდენციები სათავეს აღორძინების კულტურიდან და იდეოლოგიიდან იღებს. მართალია, შუა
საუკუნეებმა თავის მრავალსაუკუნოვან განვითარებაში შეიმუშავა ფუძემდებლური პრინციპები
შემდგომი ევროპული კულტურისათვის, მაგრამ ამ პრინციპების ნამდვილი შემოქმედებითი
აღმოჩენები არა მხოლოდ აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში მოხდა. როგორც არ უნდა
შეეცადონ მკაცრი დოგმატური ორიენტაციის მოაზროვნეები, გვერდს ვერ აუვლიან იმ ფაქტს,
რომ შუა საუკუნეებში მომწიფდა აღორძინების ფენომენი.

შუა საუკუნეების მსოფლმხედველობა თავისი არსით იყო რა ქრისტიანული, ცხადია, აქცენტს


ქრისტიანობაზე აკეთებდა, მაგრამ ღმერთის წინაშე ადამიანი პრინციპულად დამოკიდებული
არაა. ავგუსტინეს ტრადიციებში ადამიანის თავისუფლება გაგებული იყო, როგორც ღვთის
238
ნებისადმი დამორჩილება, ხოლო მისი ისტორიული შემოქმედება, როგორც ღმერთის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების შესრულება. ღმერთისა და ადამიანის განუწყვეტელი ერთიანობა,
განუხრელად დამახაიათებელია ქრისტიანობისათვის და უსიტყვო უპირატესობას წარმოადგენს
სხვა მსოფლიო რელიგიების წინაშე. აქ უკანა პლანზე გადავიდა ღმერთის ყოვლისშემძლეობის
იდეა.

აღორძინების (რენესანსის) არსზე დღემდე დაუსრულებლად დაობენ და ეს საკვირველი არ


არის: ძალიან ძნელია (შეიძლება საერთოდ შეუძლებელიცაა?) ლიტერატურული,
გამომსახველობითი ხელოვნების, პოლიტიკური, ფილოსოფიური, ტექნიკური, სამხედრო
ხელოვნების გიგანტური მრავალფეროვნება ერთ ფორმულამდე დავიყვანოთ. იტალიაში
ფლორენციის, ვენეციის, გენუის, რომის, მილანის, ნეაპოლისა და სხვა ცენტრების მიერ
წარმოდგენილ შემოქმედებას საკუთარი სკოლები გააჩნდა, რომელიც შემდეგში დამკვიდრდა
ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.

მედიევისტები აღორძინების (რენესანსის) ეპოქის თავისებურებების დიფერენცირებას


შემდეგნაირად ახდენენ: ადრეული (ტრეჩენტო -XIV საუკუნე), მომწიფებული (კვატროჩენტო-
XV საუკუნე) და გვიანი ანუ მაღალი (ჩინკვეჩენტო- XVI საუკუნე) აღორძინება. მიუხედავად
შეფასებებში განსხვავებისა, ყველა ერთ რამეზე თანხმდება: აღორძინების სულისკვეთება ეს
არის ჰუმანიზმის სულისკვეთება, პიროვნების აპოთეოზი: მისი სილამაზე, ძლიერება და
უნივერსალურობა. აღორძინების გარეგნული მხარეა - ანტიკური კულტურის, ბერძნული და
ლათინური ენების აღდგენა და განვითარება. აღორძინების შინაგანი არსია: ადამიანის
გათავისუფლება ეკლესიის თვალისაგან, ხელისუფლებისა - შუა საუკუნეების მორალისაგან,
სქოლასტიკისაგან, უმსგავსოებისაგან, უფერულობისაგან. ჰუმანისტური ანტიკური კულტურის
საფუძველზე აღორძინება, რომელიც ბარბაროსებმა გათელეს, შუა საუკუნეების მანძილზე
დავიწყებას არ მისცემია. ამ ზოგადი შესავლის შემდეგ, კონკრეტულად განვიხილოთ
აღორძინების წანამძღვრები.

XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის კულტურულ


ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, რომელიც დაკავშირებული იყო
ადრეკაპიტალისტური იდეოლოგიისა და კულტურის აღმოცენებასთან. როგორც ვიცით,
პირველად იტალიაში განვითარდა მანუფაქტურული წარმოება, რომელიც ფართოდ იყენებდა
დაქირავებულ შრომას. ამიტომ ამ ქვეყანაში პირველად ჩამოყალიბდა ადრებურჟუაზიული
კულტურა, რომელსაც „აღორძინება“ დაერქვა. მან სრულ აყვავებას XV საუკუნის ბოლოსა და
XVI საუკუნეში მიაღწია. რაც შეეხება XIV-XV საუკუნეებს, შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ
ადრეულ იტალიურ აღორძინებაზე (რენესანსზე).

XIV-XV საუკუნეების იტალიის ადრეული ბურჟუაზიის დამახასიათებელ თვისებას მისი


ეკონომიკური ბაზის მრავალგვარობა წარმოადგენდა. მისი წარმომადგენლები ეწეოდნენ
ვაჭრობას, საბანკო ოპერაციებს, ჰქონდათ მანუფაქტურები, გარდა ამისა, როგორც წესი, იყვნენ
მიწის მესაკუთრეები და ჰქონდათ მამულები. კაპიტალის დაგროვების სფერო იყო ვაჭრობა,
რომელიც იმჟამინდელ იტალიას აკავშირებდა იმ დროს ცნობილ ისეთ ქვეყნებთან, რომელიც
იტალიის ქალაქებს დიდ მოგებას მოუტანდა და მევახშეობა (საბანკო საქმე), რომალსაც
239
იტალიის ქალაქებისათვის უდიდესი შემოსავლებო მოჰქონდა. ამიტომ მდიდარი ზედა ფენა -
ვაჭრები, ბანკირები, მრეწველები, რომელთაც იმ დროისათვის დიდ სახსრებს ფლობდნენ
თავიანთ წრეში საზოგადოების სხვადასხვა ელემენტებს აერთიანებდნენ.

ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთ და შუა იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში XIV საუკუნეში


პოპოლანების ფეოდალებთან ბრძოლის შედეგად პოლიტიკური ძალაუფლება საბანკო და
სავაჭრო-სამრეწველო ზედა ფენის ხელში გადავიდა. ახლა ამ ზედა ფენის ცალკეულ ჯგუფებს
შორის დაიწყო ბრძოლა გავლენისა და ძალაუფლებისათვის, რომელსაც სათავეში ედგნენ
მდიდარი გვარები. ყველაფერი ეს მიმდინარეობდა ქალაქების ღარიბების ბრძოლის ფონზე,
რომელიც ხშირად აჯანყებებში გამოიხატებოდა. გადატრიალება გადატრიალებას მოსდევდა და
ხშირად ხელისუფლების სათავეში მოქცეული მდიდრები დევნილებად იქცეოდნენ.

არამდგრადობა ეკონომიკურ სფეროშიც ვლინდებოდა. მსხვილი სავაჭრო და სამევახშეო


ოპერაციები თავს იყრიდა ვაჭრებისა და ბანკირების ხელში. ამას ხშირად სავაჭრო
ექსპედიციების წარუმატებლობები (პირატების მიერ სავაჭრო გემების მიტაცების, პოლიტიკური
გართულებების, ვალის გადაუხდელობის) თან სდევდა.

ამ გარდამავალი ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო ხვალინდელი დღისადმი რწმენის


უქონლობა. ეს კი ამ ადამიანების ენერგიის აქტიურობას იწვევდა და ამავე დროს აძლიერებდა
წყურვილს „ცხოვრების კეთილდღეობის“ მიმართ, რათა ყოველწამიერი სურვილებით
ესარგებლათ. მდიდრები ერთმანეთს ფუფუნებაში ეჯიბრებოდნენ. ეს იყო ლამაზი სასახლეების
აგების, ფუფუნების საგნების დამზადების, კარგი გზების დაგებისა და დახვეწილი
ტანსაცმლების შემოსვლის დრო.

ქალაქების მდიდართა, ტირანთა და პაპების ფუფუნებითი ცხოვრება ზრდიდა


მოთხოვნილებას არქიტექტორებზე, მხატვრებზე, სკულპტორებზე, იუველირებზე,
მუსიკოსებზე, მომღერლებზე, პოეტებზე, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით უნდა დაეტკბოთ
„რჩეულთა” ცხოვრება. იმავე დროს იტალიის სახელმწიფო მმართველები საჭიროებდნენ
მდივნებს, გამოცდილ დიპლომატებს, რათა მათ ეწარმოებინათ რთული პოლიტიკური საქმეები
იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩასახვის პროცესში მყოფ ბურჟუაზიას ასევე
სჭირდებოდა საქმიანი ადამიანები, რომლებიც შეძლებდნენ მათი სავაჭრო და საბანკო საქმეების
წარმოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ქალაქები საჭიროებდნენ ექიმებს,
ნოტარიუსებს, მასწავლებლებს. გარდა ამისა, ბურჟუაზიის გარშემო თავს იყრიდა მომსახურე
ინტელიგენცია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალი კულტურის შექმნაში. ამ
კულტურის საფუძველს ბურჟუაზიული კულტურა წარმოადგენდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგიც: იტალიაში მრავლად შემორჩა ანტიკური სამყაროს


მრავალრიცხოვანი ძეგლი, ხოლო ვენეციისა და გენიუს მეშვეობით ქვეყანაში ბერძენი
ფილოსოფოსებისა და მეცნიერების ხელნაწერები შემოდიოდა. პირველი, რაც ყურადღებას
იქცევდა ის გახლდათ, რომ ანტიკური ძეგლებისა და შუა საუკუნეების ნორმების შედარებისას,
ადამიანისა და მისი მიწიერი ცხოვრების გაგებაში განსხვავებები იყო. თუ შუა საუკუნეების
ეკლესია ბრძანებდა ხორცის მოკვდინებას, მიწიერი ცდუნებიდან გაქცევას, სხეულის სილამაზეს

240
ცოდვად მიიჩნევდა, ანტიკური სკულპტურა გამოსახავდა მშვენიერ, ჰარმონიულად
განვითარებულ ადამიანს, ხოლო ფილოსოფოსები ასწავლიდნენ, რომ ადამიანი ყველა საგნის
საზომია. გავიხსენოთ, რომ ქალაქი კულტურის განვითარების მთავარი გარემოა. შუა
საუკუნეების კულტურამ ახალი ტრანსფორმაცია დაბადა: XII საუკუნეში ევროპის
საზოგადოებაში წარმოიშვა მწვავე განცდა, რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესიას და რომის
საღვთო იმპერიას არ შეუძლია სულიერი და მატერიალური ცხოვრების მყარი ორგანიზაციის
უზრუნველყოფა. ამან სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სფეროებში
რიგი გარდაქმნები გამოიწვია, რომელმაც კულმინაციას აღორძინებაში მიაღწია. კერძოდ, იგი
გაჩნდა ქალაქ-სახელმწიფოებისა და ეროვნული მონარქიების გაძლიერების, ეროვნული ენების
განვითარების, ძველი ფეოდალური სტრუქტურების ნგრევის დროს. იტალიაში, ინგლისისა და
საფრანგეთისაგან განსხვავებით, XIV საუკუნეში არ იყო ერთი გაბატონებული დედაქალაქი,
მაგრამ მრავალი მცირე ქალაქი ვითარდებოდა: მილანი - ლომბარდიაში, რომი - პაპის ოლქში,
ფლორენცია და სიენა - ტოსკანაში და ვენეცია - ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. მათში,
როგორც ფერარაში, მანტუასა და ურბინოში, ბრწყინვალე სამეფო კარის ცხოვრების ირგვლივ
თავი მოიყარა აღორძინების კულტურის კერამ. ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ კომუნებში
მდიდარმა განათლებულმა ადამიანებმა, ადვოკატებმა და ნოტარიუსებმა დაიწყეს მიბაძვა
ლათინური სტილისადმი და რომის არქეოლოგიის შესწავლა. კლასიკური მემკვიდრეობის
შესწავლაში მთავარი ფიგურა იყო პეტრარკა, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ანტიკური
კულტურის შესწავლის მცდელობას მიუძღვნა. იდეა, რომ სიბრძნე და მჭევრმეყველება შორეულ
საუკუნეებში განისვენებდა და მან უნდა გაიღვიძოს, უშუალოდ აღორძინებამ შექმნა.

აღორძინება ( რენესანსი) - ტერმინი და ცნება

ტერმინი „აღორძინება“ ანდა „რენესანსი“ (ფრანგ. Renaissance, იტალ. Rinascimento) აღნიშნავს


ევროპის ისტორიის პერიოდს XIV საუკუნის დასაწყისიდან XVI საუკუნის ბოლომდე. ეს არის
ფრანგული სიტყვის „renaissance”- „აღორძინების“ პირდაპირი თარგმანი. თავდაპირველად ასე
უწოდებდნენ ძირითადი ფასეულობისა და კლასიკური მხატვრული კულტურის აღორძინებას,
რომელიც იმ დროს იტალიაში დაიწყო. XV-XVI საუკუნეების მოაზროვნეებმა და მეცნიერებმა
მიზნად დაისახეს დაცემული ანტიკური განათლებისა და სიბრძნის აღორძინება.

XVIII საუკუნეში ტერმინ „აღორძინების“ მნიშვნელობა გაფართოვდა. ვოლტერმა იტალიური


რენესანსი განსაზღვრა, როგორც კულტურაში მნიშვნელოვანი მიღწევების ეპოქა. XIX საუკუნეში
ჟიულ მიშლემ და იაკობ ბურკჰარდტმა შემოიტანეს და გაავრცელეს აღორძინების გაგება
როგორც განსაკუთრებული ისტორიული პერიოდისა, რომელმაც განაპირობა თანამედროვე
საუკუნე და დაიწყო ინდივიდუალობის ამაღლება, სამეცნიერო და გეოგრაფიული კვლევების
ზრდა, საერო ფასეულობების (სეკულარიზაციის) მნიშვნელობის გაძლიერება. დღეს აღორძინება
განიხილება, როგორც კულტურული და ინტელექტუალური მოძრაობა, რომელმაც XV-XVI
საუკუნეების ევროპის კულტურაზე რადიკალური და ყოველმხრივი ცვლილებები მოახდინა.
მას საფუძვლად ედო ანტიკურობის სწავლებისა და იდეალებისადმი ინტერესის აღმავლობა. ეს
გარდაქმნები შუა საუკუნეების დაცემას მოასწავებდა და თანამედროვე სამყაროს ფასეულობების
ხორცშესხმას. აღორძინების ეპოქაში ფეოდალურმა სისტემამ ამოწურა თავისი პოლიტიკური,

241
სამართლებრივი და სამეურნეო შესაძლებლობები. განმტკიცდა სოფლის მეურნეობა,
რამდენადაც მცირე შემოსავლიანი მიწების დამუშავება შეწყდა. განახლდა საერთაშორისო
ვაჭრობა; მისი ლიდერი ხმელთაშუა ზღვაზე იყო ვენეცია, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში- ჰანზის
კავშირი. ევროპელების რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, რომლებიც შავ ჭირს
გადაურჩნენ, XIV საუკუნის მეორე ნახევარში გაიზარდა. ამ ეპოქაში აღმოაჩინეს და
გამოიკვლიეს ახალი კონტინენტები; პტოლემაოსის სისტემა ასტრონომიაში კოპერნიკის
სისტემით შეიცვალა; ევროპელებმა გამოიგონეს და გამოიყენეს ქაღალდი, საბეჭდი დაზგა,
დენთი, საზღვაო კომპასი. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის უდიდესი კულტურული და
ცივილიზატორული პოტენციალი გამოჩნდა. გარდა ამისა, აღორძინების დროს მხატვრულმა
კულტურამ მანამდე გაუგონარ აყვავებას მიაღწია. მან დაადგინა გემოვნების კანონები და
ხელოვნებაში განსაკუთრებული სტილი შექმნა, რომელიც ანტიკური ნიმუშებიდან ამოდიოდა.

ჰუმანიზმი

ტერმინი ჰ უ მ ა ნ ი ზ მ ი (ლათ. Humanus- ადამიანური) მრავალფეროვანი რწმენის,


ფილოსოფიური მოძღვრებებისა და მეთოდების განზოგადებას აღნიშნავს. იგი ფოკუსირებულია
ადამიანის სამყაროზე და ადამიანს უმაღლეს ფასეულობად მიიჩნევს. ჰუმანიზმი შექმნეს არა
მეცნირებმა, კლირიკოსებმა და ბერ-მონაზვნებმა, რომლებიც დომინირებდნენ შუა საუკუნეების
ინტელექტუალურ ცხოვრებაში და ავითარებდნენ სქოლასტიკურ ფილოსოფიას, არამედ
განათლებულმა საერო ადამიანებმა. ჰუმანიზმი იტალიაში აღმოცენდა. მისი წინამორბედები
იყვნენ დანტე და პეტრარკა; მის შემქმნელთა რიგებში იყვნენ ჯანოზო მანეტი, ლეონარდო
ბრუნი, მარსელიო ფიჩინო, პიკო დელლა მირანდოლა, ლორენცო ვალა, კალუჩო
სალიუტატი. ჰუმანიზმმა, როგორც მსოფლმხედველობამ, თავის საგნად გაიხადა ადამიანური
ბუნება ყველა მის გამოვლინებებსა და მიღწევებში. იგი დადგა გნოსეოლოგიური სინკრეტიზმის
პოზიციაზე, ე.ი. დაჟინებით იცავდა აზრს, რომ ჭეშმარიტება, რომელ ფილოსოფიურ და
თეოლოგიურ სკოლაში არ ვეძიოთ იგი, ერთია. დაბოლოს, იგი აქცენტს ადამიანის ღირსებაზე
აკეთებდა. შუა საუკუნეების იდეალის - ეპიტიმიის (ბერძნ. „დასჯა კანონის მიხედვით“
კათოლიკეებში აღნიშნავს მონანიებას, დასჯას ანდა ცოდვისათვის სამაგიეროს, რომელსაც
სასულიერო პირი დაადებდა. ჩვევლებრივ მდგომარეობდა ამა თუ იმ ღვთისმოსაობის
შესრულებაში (ხანგრძლივი ლოცვა, მომლოცველობა, მოწყალება, გაძლიერებული მარხვა და ა.
შ.) ეპიტიმია შეეძლო დაენიშნა სასამართლოს სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე ცრუ
ფიცისათვის, რჟჯულგანდგომილობისათვის, მრუშობისათვის და ა.შ. მოცემულ კონტექსტში
მხედველობაშია ის, რომ შუა საუკუნეებში ეკლესია მიზნად პირველქმნილი ციდვის მიწიერი
ცხოვრებით გამოსყიდვას ისახავდა და შესაბამისად ადამიანი უნდა დასჯილიყო), როგორც
ადამიანური საქმიანობის მაღალი და კეთილშობილური ფორმის, ნაცვლად ჰუმანისტები
პირველ პლანზე აყენებდნენ შემოქმედებას და ბუნებაზე ოსტატობის უპირატესობას
ამტკიცებდნენ. ჰუმანიზმი დაკარგული ადამიანური სულისა და სიბრძნის სიდიადის
აღორძინებას ახდენდა. მას რელიგიური ორთოდოქსულობის მენტალური სტრუქტურისაგან
ადამიანისათვის უნდა დაებრუნებინა თავისუფლება, შთაეგონებინა მისთვის თავისუფალი
ძიება და კრიტიკა, ჩაენერგა ადამიანური აზროვნებისა და შემოქმედებით შესაძლებლობებში
ახალი რწმენა. ჰუმანისტებმა შეიმუშავეს ახალი ადამიანის იდეალი, რომელსაც
242
უნივერსალური ადამიანი ეწოდა. ჰუმანიზმის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელის ლეონ
ბატისტა ალბერტის (1404-1472) განმარტებით ეს „არის ადამიანი, რომელსაც ყველაფრის
გაკეთება შეუძლია“. „უნივერსალურმა ადამიანმა“ ჰუმანიზმის ძირითადი პრინციპები უნდა
განახორციელოს. ალბერტი ადამიანს სამყაროს ცენტრად მიიჩნევს, რომელსაც
განვითარებისათვის განუსაზღვრელი უნარები აქვს. „უნივერსალური ადამიანი“ მიისწრაფვის,
რომ მთელი ცოდნა მოიცვას, განავითაროს საკუთარი უნარი იმდენად, რამდენადაც ეს
შესაძლებელია; სრულყოს ფიზიკური განვითარება, სოციალური მიღწევები და ხელოვნება.
ასეთი იდეალის ილუსტრირებას ახდენდა ალბერტი. ის იყო აღიარებული არქიტექტორი,
ფერმწერი, ანტიკურობის მცოდნე, პოეტი, მეცნიერი და მათემატიკოსი. ასევე ამაყობდა
ცხენოსნობითა და სპორტული მიღწევებით. ასეთივე იყო ლეონარდო და ვინჩი (1452-1519),
რომლის ნიჭიერება გამოჩნდა ხელოვნებაში, მეცნიერებაში, მუსიკაში, გამომგონებლობასა და
ლიტერატურაში. ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელს და სხვა გენიოსებს ხშირად
„აღორძინების ტიტანებს“ უწოდებენ.

პროტორენესანსი (წინააღორძინება)

იტალიაში საკუთრივ აღორძინებას წინ უსწრებდა „პროტორენესანსი“, რომელიც


ფლორენციელი ღვთისმეტყველების იდეებს ეყრდნობოდა. წმინდა ფრანცისკო აკრიტიკებდა
სქოლასტიკას და გამოდიოდა სულიერი ფასეულობებისა და სიღარიბის სილამაზის მეხოტბედ.
პროტორენესანსის პერიოდის ყველაზე ცნობილმა მხატვარმა ჯოტომ (1266/67 ანდა 1276-1337)
ფერწერის ახალი სტილის დემონსტრირება მოახდინა. იგი ხასიათდებოდა ნათელი, მარტივი
სტრუქტურითა და ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით; ეს მკვეთრად გამოირჩეოდა წინამორბედთა
ხაზობრივი დეკორატიულობისა და იერარქიული კომპოზიციებისაგან. დაახლოებით იმავე
დროს ცხოვრობდა დიდი პოეტი დანტე. მისი პოეზია გვიჩვენებს ადამიანის შინაგან სამყაროს
ფაქიზი იერითა და ადამიანური სულის მოძრაობით. მართალია, მისი „ღვთაებრივი კომედია“
სტილისა და სიუჟეტის თავისებურებებითა და იდეებით შუა საუკუნეებს ეკუთვნის, თუმცა მისი
სუბიექტური სული და გამოხატვის ძალა აღორძინებას მოასწავებს. პროტორენესანსს
მიეკუთვნებიან ასევე პეტრარკა და ბოკაჩო, რომლებმაც შეისწავლეს ლათინური ლიტერატურა,
მაგრამ წერდნენ არა მხოლოდ ლათინურად, არამედ მშობლიურ ენაზეც.

აღორძინების კულტურის საერო ხასიათი

აღორძინების კულტურის ძირითადი ნიშანი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი


უპირისპირდებოდა საეკლესიო-ფეოდალურ კულტურას, რომელიც წინამორბედ პერიოდში იყო
გაბატონებული. საქალაქო კულტურისათვის დამახასიათებელი საერო ხასიათმა აღორძინების
ეპოქაში შემდგომი განვითარება პოვა. ადრეული ბურჟუაზიის წარმომადგენლებისათვის,
რომლებიც დაკავებულნი იყვნენ „საერო“ საქმეებით, უცხო იყო საეკლესიო-ფეოდალური
კულტურის იდეალები (ადამიანის სხეულის, მისი ვნებებისა და მისწრაფებების
„ცოდვილიანობის“ იდეა). ჰუმანისტური კულტურის იდეალია ყოველმხრივ განვითარებული
პიროვნება; ბუნების, სიყვარულის, ხელოვნების, მეგობრებთან ურთიერთობით ტკბობის
უნარის მქონე ადამიანი. ადამიანი, და არა ღმერთი, დგას ჰუმანისტთა მსოფლმხედველობის

243
ცენტრში. „ოი, საოცარი და ამაღლებული დანიშნულება ადამიანისა, - წამოიძახა იტალიელმა
ჰუმანისტმა პიკო დელლა მირანდოლამ,-რომელსაც შეუძლია მიაღწიოს იმას, რისკენაც ის
მიისწრაფვის და იყოს ის, რაც მას სურს“. „ღმერთმა შექმნა ადამიანი, - წერდა ის, - რათა მან
სამყაროს კანონები შეიმეცნოს. უყვარდეს მისი სილამაზე, მისი სიდიადით განცვიფრებაში
მოვიდეს... ადამიანს შეუძლია ზრდა და სრულყოფა თავისუფალი ნების მიხედვით. თვით
მასშია მრავალფეროვანი ცხოვრება“.

აღორძინების ადამიანები ფეოდალური მსოფლმხედველობის სისტემას აკრიტიკებდნენ.


ისინი დასცინოდნენ ასკეტიზმს და კათოლიკური ეკლესიის აღორძინების თეორიას და
ამტკიცებდნენ ადამიანის ტკბობის უფლებას; მოითხოვდნენ მეცნიერულ გამოკვლევებს და
სქოლასტიკას აბუჩად იგდებდნენ. შუა საუკუნეების წინარე პერიოდს ცრურწმენის,
ბარბაროსობისა და უმეცრების დროდ აცხადებდნენ.

ახალი კლასის იდეოლოგიები–ჰუმანისტები ცინიკურად ეკიდებოდნენ ფეოდალური


საზოგადოების ცრურწმენას, ფეოდალთა ქედმაღლობას, მათი წარმომავლობით ამაყობას.
იტალიელი ჰუმანისტი პოჯო ბრაჩოლინი (1380-1459) ტრაქტატში „კეთილშობილების შესახებ“
წერდა: „დიდება და კეთილშობილება იზომება არა უცხოს მიერ, არამედ საკუთარი
დამსახურებებით და ისეთი მოქმედებით, რომელიც ჩვენი საკუთარი ნების შედეგია“. ის
ამტკიცებდა, რომ „ადამიანის კეთილშობილება მის წარმომავლობაში კი არ მდგომარეობს,
არამედ მის პირად დამსახურებებში. რა კავშირი აქვს ჩვენთან იმას, რაც სავსებით მრავალი
საუკუნის წინათ ჩვენამდე მოხდა, ყოველგვარი ჩვენი მონაწილეობის გარეშე!“. ჰუმანისტების
შეხედულებები საფუძველს უთხრიდა საეკლესიო-ფეოდალურ იდეოლოგიას, რომელიც
ფეოდალური საზოგადოების წოდებრივ წყობას განამტკიცებდა.

ინდივიდუალიზმი

ჰუმანისტური მსოფლმხედველობის მეორე თავისებურებას ინდივიდუალიზმი


წარმოადგენდა. არა წარმომავლობა, ამტკიცებდნენ ჰუმანისტები, არამედ ადამიანის პირადი
თვისებები, მისი გონება, ტალანტი, ფხიანობა განაპირობებს მის წარმატებებს, სიმდიდრეს,
ძლიერებას, გავლენას. ამიტომ ინდივიდუალიზმი, რომელიც მთელ მათ მსოფლმხედველობას
ედო საფუძვლად, პირდაპირ დაუპირისპირდა ფეოდალურ კორპორატიულ
მსოფლმხედველობას. ამ უკანასკნელის თანახმად, ადამიანი თავის არსებობას ამტკიცებდა
იმით, რომ ის იყო რომელიმე კორპორაციის - სოფელში თემის, ქალაქში- ამქრისა და გილდიის
წევრი ანდა მიეკუთვნებოდა ფეოდალურ იერარქიას.

ინდივიდუალიზმის იდეალიზირებული გამოხატულება განსაკუთრებით დამახასიათებელია


ადრეული აღორძინებისათვის. ჰუმანისტები ამტკიცებდნენ პიროვნების საყოველთაო
ფასეულობას, რამდენადაც ამ პერიოდში საზოგადოების წოდებრივი, კორპორატიული
ორგანიზაცია უკვე მის განვითარებას ამუხრუჭებდა. ჰუმანისტების ინდივიდუალიზმს
უეჭველად ჰქონდა პროგრესული, ანტიფეოდალური ჟღერადობა. ამასთან ერთად, ეს
მსოფლმხედველობა თავიდან თავის თავში მალავდა ადამიანის პიროვნების ასეთ მტკიცებას,
რომელიც ინდივიდის მოთხოვნილების დაკმაყოფოლებას განიხილავდა, როგორც თვითმიზანს

244
და გზას უხსნიდა ტკბობის წყურვილს რაიმე შეზღუდვის გარეშე, ხოტბას ასხამდა პიროვნულ
წარმატებებს. ამ მიდრეკილებას ასახავდა ის ფაქტი, რომ კონკურენტულ ბრძოლაში მეწარმეები
მაშინ ხელმძღვანელობდნენ პრინციპით: „თითოეული თავისთვის და თავის თავისთვის“. გარდა
ამისა, ჰუმანისტების მიერ პიროვნების წინ წამოწეული იდეალი ფართო მასებზე არ
ვრცელდებოდა და მას მხედველობაში მხოლოდ რამდენიმე ამორჩეული პიროვნება ჰყავდა.
აღორძინების მრავალი მოღვაწე ზემოდან უყურებდა უბრალო ხალხს, რადგან მათ
გაუნათლებელ „მდაბიოდ“ მიიჩნევდა. ასეთი შეხედულება ადამიანის იდეალს ცალმხრივ
ხასიათს ანიჭებდა. თუმცა ინდივიდუალიზმის უკიდურესი გამოვლინება განსაკუთრებით
ცხადი გვიანი აღორძინების (XVI ს.- XVII-ის დასაწყისი) დროს გამოჩნდა. ადრეულ
აღორძინებაში კი ჰუმანიზმმა პირველ ადგილზე ინდივიდუალიზმის პროგრესული მხარეები
დააყენა.

ეს, უწინარეს ყოვლისა, იმაში გამოვლინდა, რომ პიროვნების იდეალი ადრეულ აღორძინებაში
შეიცავდა სამოქალაქო ზნეობრიობას და მიიჩნევდა, რომ პიროვნება უნდა მსახურობდეს
საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ დროის მრავალ ჰუმანისტში ეს გამოიხატა
მშობლიური ქალაქ-სახელმწიფოს მიმართ პატრიოტიზმში. ისინი მიისწრაფოდნენ, რომ
დაეცვათ და ედიდებინათ იგი, მომსახურებოდნენ მას და მონაწილეობა მიეღოთ მის
მმართველობაში. კერძოდ, ფლორენციაში მრავალი ცნობილი ჰუმანისტი, მაგ. სალიუტატი
(1331-1406) ანდა ისტორიკოსი ლეონარდო ბრუნი (1370-1444) გამოდიოდნენ როგორც მტკიცე
რესპუბლიკელები, თავისი ქალაქის სიდიადის ქომაგები. მათ სხვადასხვა დროს ფლორენციის
კანცლერის თანამდებობა ეკავათ.

ჰუმანისტების დამოკიდებულება რელიგიისა და ეკლესიისადმი

ჰუმანისტები საეკლესიო-ფეოდალური კულტურის ფილოსოფიური და მორალური


მსოფლმხედველობისაგან შორს წავიდნენ, თუმცა ისინი საბოლოოდ არ წყვეტდნენ კავშირს
რელიგიასთან. ჰუმანისტები, რადგან სამყაროს საფუძვლად ადამიანს აყენებდნენ, ობიექტურად
აცხადებდნენ ანთროპოცენტრულ პრინციპებს, რომელიც არსებითად უარყოფდა სამყაროს
თეოლოგიურ სურათს. იმ პერიოდში ჰუმანისტების ეს პოზიცია პროგრესული იყო, რადგან
დარტყმას აყენებდა საეკლესიო-ფეოდალურ მსოფლმხედველობას. ამიტომ შემთხვევითი არ
იყო, რომ ეკლესია დევნიდა საერო ჰუმანისტური იდეოლოგიის ყველაზე გაბედულ
წარმომადგენლებს. თუმცა ჰუმანისტთა დამოკიდებულება რელიგიის მიმართ
წინააღმდეგობრივი იყო. ზოგიერთი წარმომადგენელი რელიგიას უბრალო, „გაუნათლებელი“
ხალხისათვის აუცილებელ აღვირად მიიჩნევდა და ეკლესიის წინააღმდეგ აშკარა
გამოსვლისაგან თავს იკავებდა. გარდა ამისა, ხშირად ზოგიერთი მათგანი დაკავშირებული იყო
საეკლესიო იერარქიის მრავალ წარმომადგენელთან და მათ სამსახურშიც კი იდგნენ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება

აღორძინების ეპოქა (განსაკუთრებით XVI ს.) საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში დიდი


სამეცნიერო ძვრებით აღინიშნა. ამ პერიოდში მისი განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია
პრაქტიკის მოთხოვნებით (ვაჭრობა, ზღვაოსნობა, მშენებლობა, სამხედრო საქმე და ა.შ.),

245
რომელსაც საფუძველი ჩაუყარა კაპიტალისტურმა წარმოებამ. ამ ეპოქის მეცნიერების
სპეციფიკური თავისებურება მჭიდროდ დაკავშირებულია ხელოვნებასთან. რელიგიურ-
მისტიკური აბსტრაქციისა და დოგმატიკის პროცესის დაძლევა შუა საუკუნეებში
მიმდინარეობდა ენერგიულად მეცნიერებასა და ხელოვნებაში, რომელიც ხშირად ერთი
პიროვნების შემოქმედებაში ერთიანდებოდა (განსაკუთრებით ნათელი მაგალითია ლეონარდო
და ვინჩის შემოქმედება - მხატვარი, მეცნიერი, ინჟინერი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში
განსაკუთრებით დიდი ძვრებო მოხდა ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და ანატომიაში. დიდმა
გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა (კოლუმბის, ვაშკუ და გამას, მაგელანის მოგზაურობები)
დაამტკიცა დედამიწის სფეროსებურება და დაადგინა ხმელეთის დიდი ნაწილის მოხაზულობა.
მეცნიერებაში დიდი გადატრიალება მოხდა XVI საუკუნეში ასტრონომიის დარგში: პოლონელმა
ასტრონომმა ნ. კოპერნიკმა სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის დადგენით სამყაროს
რელიგიური საფუძველი შეარყია. პადუას უნივერსიტეტის ასტრონომთა პლეადამ ა. ვეზალით
სათავეში XVI საუკუნეში საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ანატომიას სისტემური აღმოჩენებით.
ესპანელი მეცნიერი მ. სერვეტი მიუახლოვდა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის აღმოჩენას.
მედიცინაში გადაისინჯა მეთოდები, რომელიც შუა საუკუნეებში ბატონობდა. შეიქმნა
მკურნალობის ახალი მეთოდები. რიგი აღმოჩენები მოხდა მათემატიკაში, კერძოდ ალგებრაში:
მე-3 და მე-4 ხარისხის განტოლებათა საერთო გადაწყვეტის ხერხები მოიძებნა (იტალიელი
მათემატიკოსები ჯ. კარდანო, ს. ფერო, ნ. ტარტალია, ლ. ფერასი). შემუშავდა თანამედროვე
ასოითი სიმბოლო (ფრანგი მათემატიკოსი ფ. ვიეტა), ხმარებაში შემოიღეს ათწილადები
(ჰოლანდიელი მათემატიკოსი და ინჟინერი ს. სტევინი) და ა.შ. შემდგომი განვითარება ჰპოვა
მექანიკამ (ლეონარდო და ვინჩი, სტევინი). მეცნიერების სხვა დარგებში გაიზარდა ცოდნის
მოცულობა. ასე მაგ., გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ფაქტების დიდი მარაგი დააგროვა, არა
მხოლოდ გეოგრაფიაში, არამედ გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიაში, ეთნოგრაფიაში;
ცოდნის დიდი მარაგი დაგროვდა მეტალურგიასა და მინერალოგიაში, რომელიც
დაკავშირებული იყო სამთო საქმის განვითარებასთან.

XV საუკუნის გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი, ფილოსოფოსი, თეოლოგი,


მათემატიკოსი ნიკოლო კუზელი (1401-1464), როგორც კარდინალი რელიგიური დოქტრინების
ტყვეობაში იყო, მოუწოდებდა ბუნება შეესწავლათ არა სქოლასტიკური მსჯელობების გზით,
არამედ ცდის მეშვეობით. ის შეეცადა მათემატიკის საფუძვლები ბუნებისმეტყველებამდე
დაეყვანა და ამტკიცებდა, რომ „ყოველი შემეცნება არის განზომილება“. მათემატიკოსი ლუკა
პაჩოლი (1445-1514) მათემატიკაში ხედავდა „საყოველთაო კანონზომიერებას, რომელიც ყველა
საგნის მიმართ გამოიყენება“. მისი წიგნი მიძღვნილია არითმეტიკის პრაქტიკული
გამოყენებისადმი. მეცნიერებისა და ლიტერატურის განვითარებისათვის უდიდესი
მნიშვნელობა ჰქონდა იოჰან ჰუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებას. წიგნის ბეჭდვა
სწრაფად გავრცელდა ევროპაში და მათ რიცხვში იტალიაში. იგი გახდა ახალი კულტურის
პოპულარიზაციის უმძლავრესი იარაღი. პირველი წიგნები იყო არა მხოლოდ რელიგიური,
არამედ საერო შინაარსის. იმავე დროს წიგნები რამდენადმე გაიაფდა და იგი მისაწვდომი იყო
არა მხოლოდ მდიდრისათვის, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებისათის.

ადრეული აღორძინების ლიტერატურა


246
ძველ საეკლესიო-ფეოდალური და ახალი ჰუმანისტური მსოფლმხედველობის საზღვარზე
დგას შუა საუკუნეების უდიდესი ფიგურა და პოეტი დანტე ალიგიერი (1265-1321). მისი
„ღვთაებრივი კომედია“ დაწერილია ხალხურ ტოსკანურ კილოზე, რომელიც იტალიელი ხალხის
ლიტერატურული ენის საფუძველი გახდა. ეს შუა საეუკუნეების ცოდნის ენციკლოპედიას
წარმოადგენს. იგი ბევრად დაკავშირებულია კათოლიკურ მსოფლმხედველობასთან და
წარმოადგენს „კოსმოსის“ სურათს მართლმორწმუნე კათოლიკეს თვალთახედვით. მან თავის
პოემაში გამოაცხადა გრძნობის თავისუფლება, გონების მაძიებლობა, სამყაროს შეცნობისაკენ
სწრაფვა და ამით დარტყმა მიაყენა შუა საუკუნეების კათოლიკურ მსოფლმხედველობას.
„ღვთაებრივი კომედიის“ შინაარსი ასეთია: დანტე შუა საუკუნეების რომაელი პოეტის
ვერგილიუსის ხელმძღვანელობით ეშვება ჯოჯოხეთის ცხრა წრეში და აქ უმზერს ცოდვილთა
წამებას. პირველ წრეში ის ხვდება ძველი დროის ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს. ისინი
ქრისტიანები არ იყვნენ და ამიტომ მათთვის სამოთხის კარი დაკეტილია. მაგრამ პირველ წრეში
არ არის წამება, ეს მხოლოდ ჯოჯოხეთის წინა კარია; ძველი დროის ადამიანები არ იმსახურებენ
დასჯას. მეორე წრეში ყველა განიცდის წამებას, ვინც სიყვარულს აბუჩად აგდებდა. მესამეში
ფისში იხარშებიან ვაჭრები და მევახშეები. მეექვსეში - ერეტიკოსები და ყველაზე ბოლოს-
მოღალატეები. აქ არის იუდა ისკარიოტელი, რომელმაც ქრისტე გასცა, ბრუტუსი და კასიუსი -
ცეზარის მკვლელები. ჯოჯოხეთიდან დანტე ხვდება განსაწმენდელში, სადაც განაჩენის
მოლოდინში გარდაცვლილთა სულები იტანჯებიან, ხოლო შემდეგ არის სამოთხე. სამოთხეში
შესვლის წინ ვერგილიუსი ტოვებს დანტეს და მისი წინამძღოლი ხდება პოეტის პირველი
სიყვარული - ადრე გადრაცვლილი ლამაზი ბეატრიჩე. დანტე ერთი წრიდან მეორეში გადადის,
ეწვევა პლანეტებს, სადაც მართლები სამუდამო განცხრომაში არიან. პოეტი წარმოსახვის საოცარ
ძალას ფლობდა და მისი პოემა, განსაკუთრებით ჯოჯოხეთის გამოსახვა საოცარ შთაბეჭდილებას
ახდენს.

მიუხედავად თავისი რელიგიურ-ფანტასტიკური შინაარსისა, „ღვთაებრივი კომედია“


გვაძლევს ადამიანური მისწრაფებების, ვნებების, წუხილის, სასოწარკვეთის, გულგატეხილობის,
გატაცებების ღრმა გამომსახველობას. ფანტასტიკურ სურათებში გამოსახული რეალიზმი
დანტეს შემოქმედებას განსაცვიფრებელ ძალას, გამომსახველობასა და ადამიანურობას ანიჭებს.
„ღვთაებრივი კომედია“ ადამიანური გენიის საგანძურში შევიდა.

პირველი ჰუმანისტები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იყვნენ იტალიელი


მწერლები პეტრარკა და ბოკაჩო.

ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374) წარმოშობით ფლორენციიდან იყო. თავისი ცხოვრების


ნაწილი მან გაატარა ავინიონში პაპის კურიაში და სიცოცხლის ბოლოს დაბრუნდა იტალიაში.
დანტესთან და ბოკაჩოსთან ერთად ის იყო იტალიური ლიტერატურული ენის შემქმნელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სონეტები შეყვარებული ლაურასადმი, რომელშიც
გამოვლინდა ჰუმანისტი, რომელიც განიცდის და სხვასაც განაცდევინებს თავისი
ინდივიდუალური გრძნობის სილამაზეს, უზომო სიხარულსა და წუხილს. ამასთან ერთად,
პერტაკას პოეზიაში უკვე ჩნდება ინდივიდუალიზმი, რომელიც მთლიანად დამახასიათებელია
ჰუმანისტური მსოფლმხედველობისთვის. პეტრარკა არ კმაყოფილდება შუა საუკუნეების

247
სქოლასტიკური და ასკეტური მსოფლმხედველობით და სამყაროსა და საგნებზე საკუთარ
შეხედულებებს ქმნის. ის აშკარად ესხმის თავს რომის ცრურწმენასა და უმეცრებას. პეტრარკას
პოეზიაში ისმის წუხილი იმის შესახებ, რომ მისი სამშობლო პოლიტიკურად დაშლილია, რის
გამოც იგი მრავალი სახელმწიფოების მხრიდან განიცდის ძალმომრეობას.

პეტრარკას თანამედროვე - ჯოვანი ბოკაჩო (1313-1375) განთქმულია თავისი ნოველებით,


რომელიც თავმოყრილია „დეკამერონში“, სადაც ის დასცინის კათოლიკურ სამღვდელოებასა და
მის ასკეტიზმს. ამას ბოკაჩომ დაუპირისპირა ადამიანის კანონიერი მისწრაფება გრძნობის
თავისუფლებისადმი. ბოკაჩოს ნოველები ეს ბრწყინვალე მოთხრობებია, რომელიც აღებულია
ცხოვრებიდან და დაწერილია სიმართლითა და იუმორით. ისინი თანამედროვე სინამდვილის
რეალისტურ სურათს იძლევიან. ბოკაჩომ ასევე პირველმა შექმნა ევროპის ლიტერატურაში
ფსიქოლოგიური რომანი „ფიამეტა“.

ადრეული აღორძინების ხელოვნება

ადრეული ხანის შუა საუკუნეების ხელოვნებისაგან განსხვავებით, რომელიც საეკლესიო


ხასიათს ატარებდა, რენესანსის ხელოვნება საერო სულით იყო გამსჭვალული. იტალიური
აღორძინების არქიტექტორებმა და მხატვრებმა რელიგიურ ხელოვნებასაც კი საერო ხასიათი
მისცეს. ამ ეპოქის ტაძრები არ გავდა რომაულ და გოთიკური ეკლესიის სტილს, რომელიც
გათვლილი იყო იმაზე, რომ მნახველში რელიგიური და მისტიკური განწყობილება აღეძრა. ეს
იყო მდიდრულად მორთული ნათელი სასახლეები, რომელიც ლამაზი ცერემონიებისა და
დღესასწაულების გასამართად იყო გამიზნული. ეს იყო არა მხოლოდ „სალოცავი სახლები“,
არამედ სიმდიდრის, სიძლიერის, ქალაქებისა და პაპების ბრწყინვალების განმასახიერებელი
ძეგლები. რელიგიურ თემებზე დახატული სურათები, გამოსახავდა ცოცხალ ადამიანებს,
ხშირად თანამედროვე ტანსაცმელში, სოფლის პეიზაჟებისა და ლამაზი შენობების ფონზე.

ფერწერაში იტალიური აღორძინების მესაძირკვლედ შეიძლება მივიჩნიოთ დანტეს


თანამედროვე ჯოტო. თავის ნახატებში, რომელიც ძირითადად რელიგიურ სიუჟეტებზეა
აგებული, ის დიდი სიფხიზლით გამოხატავდა ცოცხალ ადამიანებს მათი სიხარულითა და
მწუხარებით, მოხერხებულად და ბუნებრივად აძლევდა მათ პოზებს, ჟესტებს, სახის გამოსახვას.
ის ოსტატურად იყენებდა შუქ-ჩრდილებს, რათა ფიგურებისათვის ტევადობა მიეცა. ამ ხერხით
მან თავის სურათებში შთამბეჭდავ სიღრმესა და სივრცეს მიაღწია. ყოველივე ეს მის სურათებს
რეალისტურ ხასიათს ანიჭებს.

ამ ტენდენციებმა შემდგომი განვითარება ჰპოვა მაზაჩოს (1401-1428) შემოქმედებაში.


სახარებისეული სიუჟეტები, რომლებზეც ის ხატავდა, გატანილია ქუჩებზე და იტალიის
ქალაქების მოედნებზე; ტანსაცმელი, შენობები, გარემოება თანამედროვეა და დახატულია
რეალისტურად. მაზაჩოს ტილოებზე შექმნილია ახალი, თავისუფალი, ძლიერი, ღირსების
მატარებელი ადამიანის სახეები.

ფერწერაში რეალიზმის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო პერსპექტივის კანონების


აღმოჩენა (XV საუკუნე). ამან სურათებს სამზომიანი სივრცის სწორი აგების საშუალება მისცა.

248
სკულპტორ დონატელოს (1386-1488) შემოქმედებაში შეიჭრა ვნებიანობა და რეალიზმი. მას
ეკუთვნის მთელი რიგი პორტრეტები, რომელთაც ღრმა რეალიზმის ბეჭედი აზის. ასეთია
მაგალითად, მისი ცნობილი ქანდაკება დავითი, რომელიც დგას მახვილით ხელში თავმოჭრილ
გოლიათთან. ამ დროის უდიდესი არქიტექტორი იყო ბრუნელესკი (1337-1446). ზუსტი
გათვლების საფუძველზე მან შეძლო ტექნიკურად ძნელად გადასაჭრელი ამოცანის შესრულება,
რომელიც გამოიხატა ფლორენციის ტაძარზე გუმბათის აღმართვაში. მან, ოსტატურად შეახამა რა
ძველრომაული არქიტექტურა და ასევე ოსტატურად გადაამუშავა რომანული და გოთიკური
ტრადიციები, შექმნა ორიგინალური და დამოიკიდებელი არქიტექტურული სტილი, რომელიც
ხასიათდება მკაცრი ჰარმონიითა და ნაწილების თანაშეზომილობით. ის აგებდა არა მხოლოდ
ტაძრებს, არამედ ციხე-სიმაგრეებსაც, კერძოდ ხელმძღვანელობდა მდინარე არნოს დინების
რეგულირებას, მდ. პოზე კაშხლის აგებას, ადგენდა ყურეების გამაგრების გეგმებს.

თავისი დროის მოთხოვნილებისამებრ აღორძინების არქიტექტორები და მხატვრები


აგებდნენ არა მხოლოდ ტაძრებს, არამედ ლამაზ ბინებს; ისინი ინტერესდებოდნენ თვით
ადამიანით, მისი პიროვნებით, ყველა წვრილმანებით და მისი ინდივიდუალური არსებობით.
პეიზაჟის გამოსახვისას, მათ აინტერესებდათ მისი სილამაზე; ხატავდნენ რა ადამიანს,
ცდილობდნენ მისი სხეულისათვის სილამაზე მიენიჭებინათ, ზეშთაგონებულად გამოსახათ
მისი სახე და ინდივიდუალური თავისებურებები. ეს რეალიზმი არანაკლებად
გამომდინარეობდა სახალხო შემოქმედებიდან და უშუალოდ გამოხატავდა ბუნების ცდისეულ
შემეცნებას.

ნაციონალური ერთიანობის შეგნება

აღნიშნული დროის იტალიაში შეინიშნებოდა მომავალი ნაციის ელემენტები: ყალიბდება


ერთიანი ენა, ჩნდება კულტურის გარკვეული ერთობა და მასთან ერთად ისახება ნაციონალური
ერთობის შეგნება. უცხოელთა შემოსევებს, ქვეყნის პოლიტიკურ დაქუცმაცებულობას, იტალიის
ცალკეულ სახელმწიფოებს შორის მტრობას XIV-XV საუკუნის დასაწყისში ჰუმანისტებმა
იტალიის ერთიანობის პრობლემა ააფარეს. ამ იდეამ მოწინავეთა თავებში დაიდო ბინა და ისინი
ქვეყნის უბედურებისაგან ხსნას მსოლოდ იტალიის პოლიტიკურ გაერთიანებაში ხედავდნენ.
ძველი იტალიის დიდების გახსენება ქვეყნის ახლანდელი უძლურების წინააღმდეგ პროტესტის
გრძნობას აძლიერებდა. გამოსავალი მონარქიის სახით ძლიერი ცენტრალიზებული
ხელისუფლების შექმნაში მდგომარეობდა. დანტე ამაოდ უცდიდა ქვეყნის გაერთიანებას საღვთო
რომის იმპერიის იმპერატორებისაგან, კერძოდ ჰაინრიხ VII-საგან, რომელსაც სურდა იტალიაში
გერმანელთა ლაშქრობის განახლება. იტალიის გაერთიანებაზე ოცნებობდა პეტრარკაც. მაგრამ ეს
მხოლოდ ილუზიები იყო. იტალიაში არ არსებობდა ძალა, რომელსაც ქვეყნის გაერთიანების
უნარი ექნებოდა. ქვეყანას წინ მრავალი საუკუნის პოლიტიკური დაქუცმაცებულობა ედო.

ანტიკური კულტურის შესწავლა

როგორც აღვნიშნეთ, ტერმინი “აღორძინება” XIV-XV საუკუნეების იტალიაზე ხშირად


გამოიყენება, როგორც ანტიკური კულტურის აღორძინება მისი დიდი ხნის დავიწყების შემდეგ.
ამასთანაა დაკავშირებული კლასიკური ლათინური ენის დაბრუნება, ბერძნული ენისა და
249
კულტურის შესწავლა, ანტიკური ლიტერატურისა და ხელოვნების წინაშე თავის დახრა.
აღორძინების მოღვაწეები ბაძავდნენ “ოქროს საუკუნის” ლათინ მწერალთა სტილს,
განსაკუთრებით ციცერონს. ჰუმანისტებმა მოიძიეს ანტიკურ მწერალთა ძველი ხელნაწერები.
ასე მაგ., იპოვეს ციცერონის, ტიტუს ლივიუსის და სხვა ძველი მწერლების ხელნაწერები.

XV საუკუნეში მოძიებული და შეკრებილი იქნა რომაული ლიტერატურის შემორჩენილი


ძეგლები. ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი შემგროვებელი იყო ბოკაჩო. ჰუმანისტმა პოჯო
ბრაჩოლინიმ, თავიდან პაპის მდივანმა, შემდეგ ფლორენციის რესპუბლიკის კანცლერმა,
ლათინურ ენაზე თარგმნა ბერძენი მწერლები და ფილოსოფოსები.

იტალიასთან მუდმივად მჭიდრო ურთიერთობაში მყოფმა ბერძენმა მეცნიერებმა იტალიელ


ჰუმანისტებს ბერძნულ ენაზე გააცნეს ჰომეროსი და პლატონი. ბიზანტიის იმპერიიდან
იტალიაში გაიტანეს ურიცხვი ბერძნული ხელნაწერები. პეტრარკა თავის ერთ-ერთ საუკეთესო
საგანძურად მიიჩნევდა ბერძნულ ენაზე ჰომეროსის ხელნაწერს. ბოკაჩო იყო პირველი
იტალიელი ჰუმანისტი, რომელსაც ჰომეროსის ბერძნულ ენაზე წაკითხვა შეეძლო. იტალიელი
ჰუმანისტები ჩადიოდნენ კონსტანტინოპოლში ბერძნული ენის, ლიტერატურისა და
ფილოსოფიის შესასწავლად. ცნობილმა ბერძენმა მეცნიერმა ჰემისტ პლითონმა ფლორენციაში
პლატონის აკადემია დაარსა. ამისათვის სახსრები გაიღო კოზიმო მედიჩიმ.

ძველი ენების ცოდნა და, განსაკუთრებით კარგი ლათინურის, დიდად ფასობდა.


ლათინური ენა საერთაშორისო ენად რჩებოდა. იგი იყო ოფიციალური აქტებისა და მეცნიერების
ენა. იგი ასევე იყო ეკლესიის ენა და ჰუმანისტურად განათლებული პრელატები მუდმივად
ცდილობდნენ, რომ იგი გაეწმინდათ შუა საუკუნეების მინარევებისაგან. იტალიის ჰუმანისტმა
მწერლებმა ცოტა ნაწარმოებები დატოვეს ლათინურ ენაზე დაწერილი.

იტალიაში ანტიკური ხელოვნება ურიცხვი ნანგრევების სახით აღსდგა. ქანდაკებების


ნანგრევები ხშირად ამოჰქონდათ სახლების აგებისას, ბაღებისა და ბოსტნების დამუშავებისას.
ძველ რომაულმა ნიმუშებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს აღორძინების კულტურაზე,
მაგრამ იგი მონურად როდი დაემორჩილა კლასიკურ ნიმუშებს, არამედ შემოქმედებითად
აითვისა და გადაამუშავა.

ჭეშმარიტად დიდი ქმნილებები, რაც ადრებურჟუაზიულმა კულტურამ შექმნა იტალიაში,


სახალხო იტალიურ ენაზე დაიწერა. იტალიაში ადრებურჟუაზიულმა კულტურამ, როგორც
დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, არნახული აყვავება პოვა სახალხო ენაზე დაწერილ
ლიტერატურაში. აღორძინების განთიადზე, ტოსკანური კილოს საფუძველზე შეიქმნა სახალხო,
ცოცხალი, მდიდარი, ყველასათვის გასაგები იტალიური ენა. იტალიურ ენაზე იქმნება
ტრაქტატები მათემატიკაზე, არქიტექტურაზე, სამხედრო ტექნიკაზე და ა.შ.

იტალიური გამომსახველობითი ხელოვნება, რომელიც ანტიკური ხელოვნების ძლიერ


გავლენას (განსაკუთრებით რომაულის) განიცდიდა, იმავე დროს იყო ღრმად დამოუკიდებელი
და თვითმყოფი. სწორედ ამის საფუძველძე შექმნა მან აღორძინების სტილი მსოფლიო
ხელოვნებაში.

250
აღორძინების მუსიკა

რენესანსის მუსიკა წინამორბედი სტილისაგან განსხვავდებოდა მელოდიურობითა და


რიტმული ერთიანობით, გაზრდილი დიაპაზონითა და სტრუქტურით, რომელიც ჰარმონიულ
პრინციპებს ექვემდებარებოდა. 1500 წლის შემდეგ ეს ინტეგრალური სტილი, რომელმაც
საკუთარი ვოკალური და ინსტრუნენტალური იდიომები შექმნა, ჰუმანიზმის გავლენით უფრო
და უფრო მიმართულია ტექსტების გამოხატვაზე. სიქსტის გუნდი, რომელიც მღეროდა პაპის
მსახურების დროს, იზიდავდა მუსიკოსებს მთელი იტალიიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან.
ყველაზე ცნობილი კომპოზიტორები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან იყვნენ ჟოაკინ დეპრე
(1445-1521) და პალესტრინი (1525-1584). 1600 წლიდან ჰარმონიაზე გაბატონდა პოლიფონია და
ინსტრუმენტული მუსიკა გათავისუფლდა ვოკალური მუსიკის ფორმისა და სტილისაგან. ამ
დროიდან რენესანსის მუსიკალური სტილი მიეკუთვნა ახალ სტილს - ბაროკოს.

ჰუმანისტური ისტორიოგრაფია

იტალიელმა ჰუმანისტებმა (ლეონარდო ბრუნი, პოჯო ბრაჩოლინი, ფლავიო ბიონდო,


ნიკოლო მაკიაველი, ფ. გვიჩარდინი), საეკლესიო-ფეოდალური ისტორიოგრაფიისაგან
განსხვავებით, დიდად გადადგეს წინ ნაბიჯები. მათი ძირითადი მიღწევები ამ მიმართულებით
იყო: ისტორიული აზრის სეკულარიზაცია (ისტორია მოწყდა ღვთისმეტყველებას და საერო
ცოდნის დარგი გახდა) და ისტორიული წყაროების სისტემატური კრიტიკა. განსაკუთრებით
ისინი არ ენდობიან საეკლესიო წყაროებს და ცდილობენ დაადგინონ მათი სანდოობა. ამ
პერიოდში წყაროების კრიტიკამ დიდი წარმატებები მოიტანა. ჰუმანისტმა ლორენცო ვალამ
(1407-1457) გამოიყენა რა ძირითადად ფილოლოგიური კრიტიკის ხერხები, დაამტკიცა, რომ
“კონსტანტინეს ნაბოძვარი” VIII საუკუნეში ჩადენილ სიყალბეს წარმოადგენდა. ჩვენ ვიცით,
რომ პაპები თავიანთ საერო ხელისუფლების პრეტენზიებში ამ დოკუმენტს ემყარებოდნენ. აქვე
უნდა ითქვას შემდეგიც: ისტორიული წყაროების კრიტიკა (დაკავშირებულია ფილოლოგიის
წარმატებებთან) ჰუმანისტების ხელში იყო მძლავრი იარაღი კონცეფციებისა და წარმოდგენების
გადასალახავად, რომელიც ფეოდალურმა ისტორიოგრაფიამ შეიმუშავა.

ისტორიკოსები - ადამიანთა საზოგადოებაზე ახალი შეხედულებების შესაბამისად-


მიისწრაფვიან, რომ ისტორიული მოვლენების ბუნებრივი მიზეზები აღმოაჩინონ და მათი
ახსნისას უარყოფენ “მიღმური ძალების” ჩარევას. ამის მიზეზებს ისინი ეძებდნენ გამოჩენილი
პიროვნებების - მმართველების, მხედართმთავრების და ა.შ. გაცნობიერებულ საქმიანობაში.
ისტორიაზე ასეთი პრაგმატული შეხედულებების იქით, რომ მოეძებნათ რაციონალური
მოტივები, რითაც ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, ჰუმანისტი-ისტორიკოსები,
იშვიათი გამონაკლისების გარდა (მაკიაველი) არ წასულან.

ეროვნული თვითშეგნების გრძნობის გამწვავების გამო პატრიოტიზმი დაუკავშირდა ისეთ


ნაშრომებს, რომელიც ეძღვნებოდა საკუთარი ქვეყნის, ქალაქების ისტორიას. როცა ისტორია
გათავისუფლდა საეკლესიო-ფეოდალური წარმოდგენებისაგან, ჰუმანისტებმა ისტორიის
საღვთისმეტყველო პერიოდიზაცია უარყვეს. მათ ყურადღება მიაქციეს ანტიკურობასა და შუა
საუკუნეებს შორის ხარისხობრივ განსხვავებას. აღორძინების (რენესანსის) დროიდან აღმოცენდა

251
(ფ. ბიონდოდან დაწყებული) ისტორიის დაყოფა - ძველ, შუა საუკუნეებისა და ახალ ისტორიად.
ამასთან ერთად ჰუმანისტებისათვის დამახასიათებელი იყო ანტიკურობის წინაშე ქედის მოხრა
და შუა საუკუნეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება (აქ ისინი განმანათლებლობის
ეპოქის პირდაპირ წინამორბედებად გამოდიან).

ლექცია №15

რეფორმაცია

რეფორმაციის მიზეზები

მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კათოლიკური ეკლესია დასავლეთ ევროპის


ფეოდალური ცხოვრების იდეოლოგიას წარმოადგენდა. საეკლესიო იერარქია სრულად ასახავდა
საერო იერარქიას: საერო ფეოდალური საზოგადოების, სენიორებისა და ვასალების, მსგავსად
არსებობდა საეკლესიო კიბე პაპიდან დაწყებული სამრევლო მღვდლებამდე. იყო რა მსხვილი
ფეოდალი, ეკლესია დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ყველა დამუშავებული მიწის 1/3-
ს ფლობდა, სადაც საერო ფეოდალების შესაბამისად, ბატონყმურ შრომას, ხერხებსა და
მეთოდებს იყენებდნენ. ეკლესია, როგორც ორგანიზაცია, ერთდროულად აყალიბებდა
ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიას და თავის ამოცანად ისახავდა ამ საზოგადოების
კანონზომიერების, სამართლიანობისა და ღვთივსარგებლიანობის მტკიცებას. ევროპის
მონარქები თავის მხრივ ნებისმიერ დანაკარგებზე მიდიოდნენ, რათა კლირიკოსებისაგან თავის
ბატონობაზე სანქციები მიეღოთ.

ფეოდალურ კათოლიკურ ეკლესიას არსებობა და აყვავება შეეძლო მანამდე, სანამ


ბატონობდა მისი მატერიალური საფუძველი - ფეოდალური წყობა, მაგრამ უკვე XIV-XV სს. ჯერ
შუა იტალიასა და ფლანდრიაში, ხოლო XV საუკუნის დასასრულიდან მთლიანად ევროპაში
252
დაიწყო ახალი კლასის ფორმირება, რომელმაც ხელთ იგდო ეკონომიკა, ხოლო შემდეგ
მიისწრაფოდა პოლიტიკური ჰეგემონიისაკენ. ახალ კლასს, ბურჟუაზიას, რომელსაც პრეტენზია
ჰქონდა ბატონობაზე, ახალი იდეოლოგია სჭირდებოდა. საკუთრივ ეს არ იყო ახალი: ბურჟუაზია
არ აპირებდა უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, მაგრამ მას სჭირდებოდა არა ისეთი ქრისტიანობა,
რომელიც ემსახურებოდა ძველ სამყაროს; ახალი რელიგია განსხვავებული უნდა ყოფილიყო
კათოლიციზმისაგან, პირველ რიგში, სულიერებითა და უბრალოებით: მერკანტილური
ბურჟუაზიისათვის ფული საჭირო იყო არა იმისათვის, რომ იგი ქარისათვის გაეტანებინათ,
არამედ იმისათვის, რომ იგი ჩაედოთ წარმოებაში, შეექმნათ და გაემრავლებინათ თავიანთი
გაზრდილი საწარმოები. ამასთან შესაბამისობაში არა მხოლოდ არასაჭირო, არამედ უბრალოდ
საზიანო იყო ძვირადღირებული საეკლესიო ორგანიზაცია პაპით, კარდინალებით,
ეპისკოპოსებით, მონასტრებითა და სეკლესიო მიწათმფლობელებით.

იმ სახელმწიფოებში, სადაც ჩამოყალიბდა ძლიერი სამეფო ხელისუფლება, რომელიც


ნაციონალურ ბურჟუაზიას (მაგ. ინგლისი და საფრანგეთი) ხალისით ეგებებოდა, ეკლესია თავის
პრეტენზიებში განსაკუთრებული დეკრეტებით შეიზღუდა და ამით იგი დაღუპვას გადაურჩა.
მაგ. გერმანიაში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება იყო მოჩვენებითი და პაპის კურიამ მიიღო
პატრონობის შესაძლებლობა, როგორც თავის მამულში, კათოლიკური ეკლესია
დაუსრულებელი გადასახადებით საყოველთაო სიძულვილს იწვევდა, ხოლო
მღვდელმთავრების უხამსი საქციელი ამ სიძულვილს აძლიერებდა.

ეკონომიკური და ნაციონალური ჩაგვრის გვერდით, რეფორმაციის წამანძღვრად გამოვიდა


ჰუმანიზმი და ევროპაში მიმდინარე ინტელექტუალური ცვლილებები. აღორძინების ეპოქის
კრიტიკულმა სულმა ახლებურად შეხედა ყველა კულტურულ და მათ რიგში რელიგიურ
მოვლენას. აღორძინების კრიტიკული სული ახლებურად იხედებოდა კულტურის და მათ შორის
რელიგურ მოვლენებში. აღორძინების დაფუძნება ინდივიდუალურობასა და პირად
პასუხისმგებლობაზე საშუალებას იძლეოდა, რომ საეკლესიო სტრუქტურა გადასინჯულიყო,
გაეტარებინათ თავისებური რევიზია, ხოლო ძველმა ხელნაწერებმა და წყაროებმა ადამიანების
ყურადღება მიაპყრო პირველი ქრისტიანების შეუსაბამობას თანამედროვე ეკლესიასთან.
ადამიანები კრიტიკულად განეწყვნენ თავისი დროის რელიგიური ცხოვრებისა და
კათოლიკური ეკლესიის მიმართ.

ეკლესიის რეფორმირების აუცილებლობა

კათოლიკური ეკლესიის რეფორმის აუცილებლობა ცხადი ჯერ კიდევ ავინიონის პაპობის


დროს გახდა, მაგრამ ახლა განხეთქილების პირისპირ, როდესაც სახეზე ორი პაპი იყო, რეფორმა
უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, თუმცა ამჯერად მისი ჩატარების შესაძლებლობებთან
დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა. როგორ უნდა მოხერხდეს ეკლესიის რეფორმირება თუ პაპობას
თავისსავე წიაღში არ შეუძლია შეთანხმების მიღწევა? ორივე მხარე ეთანხმებოდა იმას, რომ ეს
სქიზმა უნდა დაძლეულიყო, თუმცა ცდები, რომელიც მიმართული იყო საქმეების
მოგვარებისაკენ, სრული კრახით მთავრდებოდა. პაპ ურბან VI სიკვდილის შემდეგ (1389 წ.)
გაჩნდა შესაძლებლობა ყველა საქმე მოგვარებულიყო თუ რომაელი კარდინალები რომის
ტახტზე კლიმენტი VII-ს აირჩევდნენ. ეს რომ მომხდარიყო ორივე დაპირისპირებული მხარე
253
უკვე ერთ მხარეს აღმოჩნდებოდა, ერთი კაცის მომხრე გახდებოდა. მაგრამ რომში მიიჩნიეს, რომ
მსგავსი გადაწყვეტილება დაადასტურებდა ფრანგების სისწორეს და ამიტომაც ამ აზრზე უარი
თქვეს.

კლიმენტი VII-ს სიკვდილის შემდეგ, ახლა უკვე ფრანგები დადგნენ მსგავსი არჩევანის
წინაშე. ამ დაპირისპირების მოსაგვარებლად გაჩნდა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მაგრამ მათ
მიიჩნიეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დაადასტურებდა პირველი არჩევანის მცდარობას და
მათაც უარი თქვეს ამის გაკეთებაზე. ამგვარად, რომიც და ავინიონიც აგრძელებდა თავისი
გზების დაცვას პაპების არჩევაში. 1390 წლის შემდეგ ორი დაპირისპირებული ბანაკის
კარდინალთა დასის თითოეულმა წევრმა დაიფიცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა
განხეთქილების გადასალახავად: თუ საჭირო გახდება ახალი პაპის არჩევა, თუ საჭირო გახდება
საკუთარ კანდიდატურაზე უარის თქმა და მეორის მხარდაჭერაზე თანხმობა, ისინი ასე
მოიქცევიან. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ახალი პაპის არჩევის ჟამი იდგა, ამ შეთანხმებას მალე
ივიწყებდნენ.

„რეფორმა თავში და წევრებში“, ასეთი იყო ეკლესიის ლოზუნგი, თუმცა აღმოჩნდა, რომ
ეკლესიის თავი, უუნარო გამოდგა რეფორმების ჩასატარებლად. ყველაფერი რიგით წევრებს
მიანდეს. თუ რამ მისცა ბიძგი ამ რეფორმას, ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. ახლა კი აუცილებელია
იმის თქმა, რომ ავინიონის პაპობის დროსაც კი ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ხოლმე
ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ეკლესიის აქტიური რეფორმირებისათვის.

ჯონ უიკლიფი (1329-1384) პირველი იყო XIV საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო


ლიდერებიდან, რომელიც გამოვიდა პაპობის უმწვავესი კრიტიკით. საფრანგეთი და ინგლისი
ტრადიციული მტრები იყვნენ და თავად ის ფაქტი, რომ ავინიონის პაპები იმყოფებოდნენ
საფრანგეთის უშუალო გავლენის ქვეშ, ინგლისში ეჭვებს იწვევდა. აღნიშნული საუკუნის
პირველ ნახევარში ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლიც ზღუდავდა პაპის
ძალაუფლებას ინგლისში. ხალხშიც მძლავრად იყო ანტისაეკლესიო განწყობილებები. იმ დროის
ნაწარმოებები „The Vision of Piers Plowman” and “ Canterbury Tales” შეიცავენ მხიარულ
ისტორიებს, რომელთა პერსონაჟებიც არიან მსუქანი და ზარმაცი ბერები და უზნეო მღვდლები.

უიკლიფმა განათლება ოქსფორდში მიიღო. 1360 წლიდან ის მწვავედ გამოდიოდა


უსინდისო ბერი-მათხოვრების წინააღმდეგ, რომლებიც მოწყალებას კრეფდნენ ღარიბებში და
სარგებლობდნენ მათი ღვთისმოსაობით. საეკლესიო განხეთქილებამდე, 1378 წელს უიკლიფი
სრულებით არ უარყოფდა პაპის ძალაუფლებას ეკლესიაზე, მაგრამ მიაჩნდა, რომ პონტიფიკატის
ფინანსური უზურპაცია უნდა დასრულებულიყო. ის წერდა: „ ღმერთს ის გმობს, ვინც პაპს იმაზე
მაღლა აყენებს, ვისაც ღმერთი ჰქვია“. იმისათვის, რომ განეხორციელებინა თავისი სწორი
სულიერი მსახურების იდეები, უიკლიფმა დაიწყო რამდენიმე ადამიანის, ე.წ. „ღარიბი
მქადაგებლების“ მომზადება. ეს ადამიანები მოგზაურობდნენ მთელს ქვეყანაში, ესაუბრებოდნენ
ადამიანებს მათ მშობლიურ ენაზე, უკითხავდნენ ადგილებს სახარებიდან და სამოციქულოდან,
უხსნიდნენ მათ ათ მცნებას და სხვა რელიგიურ დებულებებს. მათ ძალიან დიდი პოპულარობა
მოიპოვეს უბრალო ხალხში, ვინაიდან ძალიან განსხვავდებოდნენ გამუდმებით მოწყალების

254
მათხოვარი ბერებისაგან, რომლებიც არანაირ სულიერ ნუგეშს არ აძლევდნენ ადამიანებს.
მქადაგებლების ამ ჯგუფიდან გაჩნდნენ ლოლარდები.

განხეთქილების შემდეგ, 1378 წელს უიკლიფმა განაცხადა, რომ ქრისტესა და მისი


ეკლესიისათვის უკეთესი იქნება თუ ორივე პაპი იქნება გადაყენებული. ლაპარაკობდა რა ორივე
ეკლესიაზე და იმ უკიდურესობებზე, რაც იქ ხდებოდა, ის თანდათან უფრო რადიკალური გახდა
და მალე გარდასახვის დოგმატის უარყოფამდე მივიდა. ეს თვალსაზრისი აქტიურ
წინააღმდეგობას წააწყდა ეკლესიის მხრიდან, რის გამოც უიკლიფმა დაასკვნა, რომ თავად პაპია
ანტიქრისტე და სწორედ პაპობა განასახიერებს აპოკალიფსური წინასწარმეტყველებების
შესრულებას ანტიქრისტესა და მის მოსვლაზე. მან განაცხადა: მხოლოდ უხუცესები და
დიაკონები იქნენ ქრისტესგან დანიშნული ეკლესიაში მსახურების ჩასატარებლად, ხოლო ყველა
დანარჩენი საეკლესიო თანამდებობა სეკულარიზაციის შედეგად გაჩნდა. უიკლიფი ასევე
თვლიდა, რომ უხუცესები იგივენი არიან, რაც პრესვიტერები, მღვდლები და ეპისკოპოსები.
თავისი სიცოცხლის ბოლოოს ის იცავდა იმ თვალსზრისს, რომლის შესაბამისადაც მღვდლებად
ყოველი მორწმუნე ითვლებოდა. ის უარყოფდა წმინდანების კულტს, რელიქვიებს,
მომლოცველობას. უიკლიფი არ აღიარებდა ინდულგენციებს და მიცვალებულებისათვის
გადახდილ წირვებს, თუმცა მას სწამდა განსაწმენდელის არსებობა.

უიკლიფი ხელმძღვანელობდა ბიბლიის თარგმანს სალაპარაკო ინგლისურ ენაზე. ახალი


აღთქმის თარგმანი დამთავრდა 1380 წელს. ლოლარდებმა გამოიყენეს ეს თარგმანი თავის
ქადაგებების დროს უბრალო ხალხში მთელი ინგლისის ტერიტორიაზე. უიკლიფს სურდა, რომ
თვით ყველაზე უბრალო გლეხსაც კი შეძლებოდა ბიბლიის კითხვა და მისი გაგება. მიუხედავად
იმისა, რომ მისი სიცოცხლის ბოლო წლები არ გამოირჩეოდა სიმშვიდით, ძლიერი ინგლისელი
დიდგვაროვნების მფარველობის წყალობით მან მშვიდად დაამთავრა ცხოვრება თავის სახლში
1384 წელს. თუმცა სახეზე იყო პაპის მითითებები რომლებიც კიცხავდნენ უიკლიფის
მოღვაწეობას და 1382 წელს ჩატარებულ ლონდონის კრებაზე ის დაგმეს. მისი ნეშტიც კი არ
მოასვენეს მიწაში. კონსტანცის კრებამ დაგმო უიკლიფის 267 „შეცდომა“. კრების
გადაწყვეტილებით მისი ნაწილები ამოიღეს საფლავიდან, დაწვეს და ფერფლი მდინარეში
გადაყარეს. მასთან ერთად მისი წიგნებიც დაწვეს. უიკლიფის მრავალი იდეა გაიხსენეს
პროტესტანტული რეფორმაციის აღმოცენების პირველ წლებში. მას ხატოვნად ეძახიან
„რეფორმაციის ცისკრის ვარსკვლავს“.

უიკლიფის თავისებურ თანამებრძოლად შეიძლება მივიჩნიოთ იან ჰუსი (1373-1415 წწ.)


ბოჰემიიდან (ჩეხეთიდან). ინგლისის მეფე რიჩარდ II დაქორწინდა ბოჰემიის (ჩეხეთის) მეფის
ვაცლავ IV-ის (ის იყო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ კარლ IV-ის ვაჟიშვილი) დაზე 1382
წელს და ამის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და კულტურული კავშირები სულ
უფრო იზრდებოდა. ბევრი ბოჰემიელი სტუდენტი სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში,
რომლის დამთავრების შემდეგაც მრავალი მათგანი დაბრუნდა უკან, პრაღაში. ეჭვი არ არის, რომ
უიკლიფის იდეებმა მათში ფართო გავრცელება პოვა. 1390 წელს პრაღის უნივერსიტეტში
შესვლის შემდეგ ჰუსი მალე გაეცნო უიკლიფის ზოგიერთ ნაშრომს. ჯერ კიდევ ათწლეულის
დამთავრებამდე ჰუსმა საკუთარი ხელით გადაწერა ისინი. შემდგომი საუკუნის დასაწყისში ის

255
უკვე ასწავლიდა უნივერსიტეტში, ხოლო 1402 წელს ჰუსი გახდა ხელოვნების ფაკულტეტის
რექტორი. 1400 წელს ჰუსი მღვდელიც გახდა და 1402 წელს ის დაინიშნა წმ. ინოკენტი
ბეთლემელის კაპელაში მქადაგებლად.

თავის კაპელაში მსახურებისას ჰუსმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ქადაგებებით,


რომლსაც ის ლათინურადაც და მშობლიურ, ჩეხურ ენაზეც კითხულობდა. ჩეხურ ენაზე
წარმოთქმული მისი ქადაგებები პატრიოტიზმის მთავარ ელემენტებს შეიცავდა, თუმცა ეს
მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც დამოძღვრა ქრისტიანის ყოველდღიური
ცხოვრების წარმართვისათვის. ის ამხელდა ეკლესიის ყოველ უკეთურებას - იქმნებოდა ეს
ადგილობრივ მღვდლების მექრთამეობა თუ პაპობის შუაზე გახლეჩა. ის ამტკიცებდა, რომ
ქრისტეა და არა პეტრე ის ფუნდამენტი, რომელზედაც ღმერთმა ააშენა თავისი ეკლესია და რომ
მრავალი პაპი ნამდვილი ერეტიკოსი იყო. თუმცა ისე ჩანდა, რომ ყოველივე ამით ჰუსს უფრო
მეტად აინტერესებდა რეფორმები მორალის სფეროში, ვიდრე საეკლესიო რევოლუცია ანდა
რადიკალური საღვთისმეტყველო ჰიპოთეზების წამოყენება.

მისი ქადაგებები ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ ამასთანავე იწვევდა ძლიერ საპირისპირო


ქმედებებსაც. ჰუსი პოპულარული გახდა ჩეხ დიდგვაროვნებს შორის, ხოლო დედოფალმა ის
თავის პირად მოძღვრად დანიშნა. მრავალი დიდგვაროვანი ქალბატონი მოდიოდა მისი
ქადაგების მოსასმენად. ჰუსმა არსებითად უიკლიფის მრავალი იდეა გაიმეორა. მის ყურადღებას
იპყრობდა ყოველივე, რასაც საეკლესიო რეფორმის გატარებასთან ჰქონდა დამოკიდებულება.
ბოლოს, 1410 წელს, პრაღის არქიეპისკოპოსმა მიიღო პაპ ალექსანდრე V-ის ბრძანება, რომელშიც
იკრძალებოდა ქადაგება კერძო კაპელებში და, გარდა ამისა, ნაბრძანები იყო დაეწვათ უიკლიფის
ყველა წიგნი. თუმცა ჰუსმა უარი თქვა დამორჩილებოდა ამ ბრძანებას და განაგრძობდა
ქადაგებას, სარგებლობდა რა მეფის, დედოფლის, უნივერსიტეტისა და მთელი ქალაქის
მხარდაჭერით. როდესაც პაპმა იოანე XXIII-მ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა ნეაპოლის
წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით დაიწყო ინდულგენციების გამალებული გაყიდვა, რათა
ფული შეეგროვებინა, პაპმა საჯაროდ დაგმო მისი ზრახვები. პასუხად 1412 წელს პაპმა ჰუსი
ეკლესიიდან განკვეთა და ამასთან ერთად ინტერდიქტი დაადო ქალაქ პრაღას. იმისათვის, რომ
ქალაქისათვის უსიამოვნებები აეცილებინა, ჰუსი გადავიდა თავის ერთ-ერთ დიდგვაროვანი
მფარველის ციხე-კოშკში და განაგრძობდა ქადაგებას სხვადასხვა ადგილას. ჩეხი ხალხი
კვლავინდებურად მისი ერთგული რჩებოდა.

ამ გადასახლებაში ჰუსმა დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „ეკლესიაზე“ (1413),


რომლის პირველი 10 თავი უიკლიფის ნაშრომებიდან ამოღებული ფართო ციტირებებითაა
სავსე. შემდგომ წელს პაპობის ერთიანობის აღსადგენად შეიკრიბა კონსტანცის კრება. ამ კრებამ
დაადგინა, რომ ჰუსი გამოცხადებულიყო და წარმდგარიყო კრების წინაშე. იმპერატორმა
სიგიზმუნდმა (1411-1437 წწ.), რომელიც ამ კრების მხურვალე მხარდამჭერი იყო, ჰუსს დაცვის
სიგელი მისცა. ჰუსმა დაუჯერა იმპერატორს და ჩავიდა კონსტანცაში, რადგან იმედი ჰქონდა
მიეცემოდა შესაძლებლობა და დაარწმუნებდა მათ საკუთარი თვალსაზრისის სიმწორეში. ჰუსი
ამით იმედოვნებდა, რომ პაპობის დაცემულ სახელს ისევ აამაღლებდა.

256
სამწუხაროდ, ის ჯერაც არ იყო ქალაქში შესული, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა და
ციხეში გამოამწყვდია, სადაც ექვსი თვის განმავლობაში იჯდა. იმპერატორმა ფორმალური
პროტესტი გამოხატა მისი სიტყვის დარღვევისათვის, რომელი სიტყვითაც ის ჰუსს
უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა, რაზედაც მას უპასუხეს, რომ ერეტიკოსებისათვის
მიცემულ პირობას არა აქვს ძალა. კრებას უკვე დაგმობილი ჰყავდა უიკლიფი და ყველასათვის
ცხადი იყო, რა განაჩენსაც გამოუტანდნენ ჰუსს. კრებამ დაჰკითხა ჰუსი. მას არ მისცეს იმისი
შესაძლებლობაც კი, რომ რამე ეთქვა თავის გასამართლებლად. ის ითხოვდა შეხვედრას
ღვთისმეტყველებთან აზრების გაცვლისათვის, მაგრამ იოტის ოდენა შესაძლებლობაც არ მისცეს,
რომ ვინმეს მოესმინა მისთვის. ჰუსი დაადანაშაულეს, აჰყარეს სამღვდელო პატივი და საერო
სასამართლოს გადასცეს. 1415 წელს იან ჰუსი კოცონზე დაწვეს. ერთი წლის შემდეგ დაწვა
მიუსაჯეს მის მეგობარსა და თანამოსაგრეს იერონიმე პრაღელს (1370-1416 წწ.).

კრებამ დაგმო ჰუსი, როგორც ერეტიკოსი, მაგრამ ჩეხი ხალხისთვის, მთელი ბოჰემიისათვის
ის ეროვნული გმირი გახდა. ჰუსის სიკვდილის შემდეგ მისმა მომხრეებმა დაუყოვნებლივ
გააჩაღეს სამოქალაქო ომი კანონმორჩილი კათოლიკეების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ჰუსის
პატიმრად ყოფნის დროს, ზოგიერთმა ჰუსიტმა დაიწყო ზიარების საიდუმლოს ჩატარება ორივე
ტრადიციის - კათოლიკურისა და რეფორმატორულის - შესაბამისად. მათ შეძლეს გარკვეული
დათმობების მიღება ბაზელის კრებაზე (1436 წ.), ხოლო საუკუნის შუა ხანებში, როდესაც
გაერთიანდნენ ზოგიერთ ვალდენსელებთან, შექმნეს „Unitas Fratrum”-ი - „გაერთიანებული
საძმო“ ანუ „მორავიელთა საძმო“. შედეგად ამ საძმომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XVII
საუკუნის ევროპაში და XVIII საუკუნის ამერიკაში, როდესაც იქ ღვთისმოსაობის გამოცოცხლება
მოხდა.

ავინიონის პაპობამ საეკლესიო ცხოვრებაში მთელი რიგი მოვლენები გამოიწვია: კორუფციის


სულ უფრო მზარდი დონე ეკლესიაში, მოწოდება საეკლესიო რეფორმებისაკენ, ღრმა
უფსკრული რომსა და ავინიონს შორის. თეორიულად ჰუსმაც და უიკლიფმაც ძალზე ღრმად
„შეტოპეს“ თავისი დროის კვალობაზე, თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მათ ეროვნულ
გმირებად პრერეფორმატორებად რაცხდა. საუკუნით გვიან პროტესტანტულმა რეფორმაციამ
ისინი რეფორმატორებად და წამებულებად აღიარა. მაგრამ ეკლესიის მოღვაწეთა უმეტესობას
XV საუკუნის დასაწყისში არ შეეძლო კვალში ჩადგომოდა ასეთ სწრაფ რეფორმებს.

მოძრაობა კრებებისათვის

როგორც აღვნიშნეთ, XIV საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ეკლესიის


რეფორმის აუცილებლობა. გაყოფილი პაპის ტახტი ადამიანთა შორის გაუგებრობას იწვევდა.
ხშირად ისიც ხდებოდა, რომ ორივე პაპი ერთსა და იმავე თანამდებობაზე თავის კანდიდატს
ნიშნავდა. ასე რომ, ორი მღვდელი არცთუ იშვიათად აღმოჩენილა ერთსა და იმავე დროს ერთსა
და იმავე სამრევლოში. პაპობის ბიუროკრატიის შენახვას საკმაო თანხები სჭირდებოდა.
ყოველივე ეს იყო ეკლესიისა და მოსახლეობის მუდმივი ეკონომიკური გამოფიტვის მიზეზი.

მართალია, იმ დროს ევროპაში ცხადი გახდა სურვილი საეკლესიო რეფორმების


ჩატარებისათვის არა მარტო საეკლესიო წრეებში, არამედ საერო ლიდერებშიც, მაგრამ ერთი რამ
257
ყველასათვის ნათელი იყო: პაპობა თავისთავად არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა
ინიციატორი არანაირი რეფორმებისა. ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობამ წარმოშვა
სწორედ საუკუნის დასაწყისში საეკლესიო მოძრაობა (კონცილიარიზმი). ამ მოძრაობის
საფუძველში იდო იდეა იმაზე, რომ ეკლესია უნდა იმართებოდეს მსოფლიო ანუ საერთო კრების
მიერ.

კონცილიარიზმის იდეა ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. ჯერ კიდევ XIV საუკუნის


დასაწყისშივე მარსელ პადუელმა და უილიამ ოკამმა - ღვთისმეტყველებმა და
ფილოსოფოსებმა - პირველებმა დაიწყეს ამაზე საუბარი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საეკლესიო
იერარქია - პაპები და კარდინალები ქრისტესგან არ იყო დადგენილი; ეს ისტორიული პროცესის
შედეგად მოხდა ასე. ეკლესიის ნამდვილი ძალაუფლება თავად ეკლესიაშივეა - „რწმენის
სხეულში“. ეს სხეული კრებაზე წარმოდგენილია ეპისკოპოსებით, ამასთან ეპისკოპოსი
წარმოადგენს ეკლესიის სამწყემსო ზედამხედველობის სამუშაო ერთეულს.

ამ თეორიის მიხედვით, კრება განსაზღვრავდა პაპი რწმენის საკითხში ცდება თუ არა. მისი
ნაბიჯების ცდომილების შემთხვევაში კრება შეაჩერებდა პაპის მოქმედებას. ამ თეორიის
საფუძველში იდო იდეა, რომ პაპები თავის გამონათქვამებში რწმენის საკითხებთან
დაკავშირებით უნდა დაეყრდნონ ეპისკოპოსთა რჩევებს. თუ ეპისკოპოსებმა და პაპმა
შეთანხმებას მიაღწიეს, ეს შეცდომა უკვე აღარ იქნება. მოკლედ, ეს აზრი ჩამოყალიბდა
აქსიომაში: „კრება (პაპთან ერთად) უფრო საჭიროა, ვიდრე პაპი (კრების გარეშე)“.

ამ თეორიების განვითარების პარალელურად მიმდინარეობდა ეროვნული მთავრობების


ჩამოყალიბება. საერთოდ, XIII და XIV საუკუნეები ხასიათდება ნაციონალიზმის აფეთქებით.
პარლამენტი ინგლისში და გენერალური შტატები საფრანგეთში ეფუძნებოდა
წარმომადგენლობითი ხელისუფლების იმავე თეორიას. ყველა ეს პოლიტიკური მოვლენა
დროში დაემთხვა ეკლესიაში აღმოცენებულ საეკლესიო მოძრაობის იდეას. საეკლესიო
წინამძღოლებისათვის ძნელი არ იყო ანალოგების მოძებნა: ისევე როგორც სახელმწიფო
ხელისუფლებაა დაფუძნებული ქვეყანაში საბოლოო ჯამში ხალხზე, რომელიც
წარმომადგენლობით კრებაზეა არჩეული, ასევე ხელისუფლებაც ეკლესიაში უნდა
ეყრდნობოდეს ეპისკოპოსებს, რომლებსაც კრება აერთიანებს. პაპი მხოლოდ აღმასრულებელი
ძალაუფლების მატარებელი უნდა გახდეს ამ ორგანიზაციისა ზუსტად ისევე, როგორც მონარქია
თავის სახელმწიფოში, ამასთანავე სახელმწიფოს მმართველობის წყარო თავისთავად სახალხო
კრებაა.

ეს იდეები ხალისით იქნა აღიარებული ინტელექტუალების უმრავლესობის მიერ საერო


წრეებში, მაგრამ ის განსაკუთრებით მაინც საეკლესიო წრეებში იქნა მოწონებული. მათი
განხილვის ცენტრად პარიზის უნივერსიტეტი იქცა. განხეთქილების დაწყების შემდეგ სულ
მალე (1378 წ.) ამ სასწავლებლის ორი გერმანელი მასწავლებელი, უკვე ღიად გამოვიდა
საეკლესიო მმართველობის მხარდასაჭერად. ესენი იყვნენ ჰაინრიხ ლანგენშტეინელი (1325-1397
წწ.) და კონრად ჰელნჰაუზენელი (1320-1390 წწ.). ჯერ კიდევ 1379 წელს მათ განაცხადეს, რომ
საერთო კრება არის მსაჯული თვით პაპისაც და კარდინალებისაც, რომლებიც პაპს ირჩევენ. 1393
წელს პარიზის უნივერსიტეტმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა საფრანგეთის მეფეს
258
შარლ VI-ს, რომელშიც ნათქვამი იყო: თუ ორივე პაპი დაუყოვნებლივ და ერთდროულად არ
დათმობენ თავიანთ უფლებამოსილებებს ანდა რომელიმე სხვა ხერხით არ გადაიჭრება ეს
განხეთქილება, მაშინ საჭირო გახდება ამ პრობლემის მოგვარება საერთო კრებაზე. ახალი
საუკუნის დამდეგს კრების დაუყოვნებლივი მოწვევის მოთხოვნილებით გამოვიდნენ
ინტელექტუალები. ავინიონელი და რომის პაპები ამაზე უარს ამბობდნენ.

XIV საუკუნის დასაწყისში მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა. 1408 წელს მიიღეს


ერთობლივი გადაწყვეტილება ახალი კრების მოწვევის შესახებ. მომდევნო წელს პიზაში
მოიწვიეს საეკლესიო კრება, მაგრამ ორივე პაპმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კრებამ
ორივე პაპი (ბენედიქტე XIII და გრიგოლი XII) დამხობილად გამოაცხადა და მთელი კრების
მხარდაჭერით არჩეული იქნა პაპი ალექსანდრე V (1409-1410 წწ.). ის ღვთისნიერი და
კეთილმორწმუნე ადამიანი იყო. ამიტომ ყველას გაუჩნდა იმედი, რომ პაპი შეძლებდა
გამოსავლის პოვნას არსებული სიტუაციიდან, მაგრამ არჩევიდან 10 თვის შემდეგ გარადიცვალა.
ეს მოვლენა დროში დაემთხვა პიზის კრების მიმდინარეობას, რომელმაც კიდევ ერთი პაპი
აირჩია. მან იოანე XXIII-ის სახელი (1410-1415 წწ.) მიიღო. თუ ალექსანდრე დაინტერესებული
იყო რეფორმების გატარებაში, იოანეზე ამას ვერ ვიტყვით. ხმები დადიოდა, რომ ის იყო სასტიკი
და მუხთალი ტირანი, რომელიც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. შექმნილი სიტუაციის მთელი
ტრაგიზმი ის იყო, რომ იოანეს გააჩნდა მძლავრი მხარდაჭერა ეკლესიის განსაკურნებლად,
მაგრამ მან რეფორმების მაგიერ, კრებას თავი მოჭრა. ახლა ორი პაპის ნაცვლად უკვე სამნი
იყვნენ, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. თითოეული ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ის
არის ნამდვილი პაპი. იოანეს აგრესიულმა და უმართავმა ქცევამ მისი მხარდამჭერი პიზის
კრების კომპრომეტაცია გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა მსგავსი კრებების მიზანშეწონილობის
მომავალი. გაუტეხავმა კონცილიარისტებმა ამ საკითხში სიცხადის შეტანამდე კიდევ ერთი
კრების ჩატარება დააპირეს. მათ გადაწყვიტეს შეკრებილიყვნენ სადმე იტალიის გარეთ და
კრების ჩატარების ადგილად ამოირჩიეს ქალაქი კონსტანცა შვეიცარიაში. გერმანიის
იმპერატორმა სიგიზმუნდმა, რომელიც საეკლესიო მოძრაობის მომხრე იყო, დახმარება
აღმოუჩინა კრების ჩატარების ინიციატორებს. უფრო მეტიც, მან მოახერხა, რომ კრებაზე იოანე
ჩამოსულიყო. ამგვარად, კონსტანცის კრებამ (1414-1418 წწ.) მიიღო კიდევ უფრო დიდი
მხარდაჭერა, ვიდრე პიზაში ჩატარებულმა კრებამ. გრიგოლმა ოფიციალურად აღიარა ეს კრება,
მაგრამ განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს ტახტიდან გადადგომის დოკუმენტს თუ ამას
ბენედიქტეც გააკეთებდა. ამიტომაც გრიგოლი ღიად არ გამოსულა კრების წინააღმდეგ. მისი
მოწვევის წინააღმდეგ გამოვიდა მხოლოდ ბენედიქტე, თუმცა მის აზრს უკვე აღარავინ აქცევდა
ყურადღებას. მხარდაჭერას მოკლებული, ის მალე იძულებული გახდა გაქცეულიყო
ავინიონიდან და თავისი დარჩენილი სიცოცხლე გაეტარებინა ესპანეთის მთებში, საიდანაც
კვლავ განაგრძობდა დანარჩენი მსოფლიოს ეკლესიიდან განკვეთას, თუმცა არსებითად ის უკვე
უწყინარ ისტორიულ პერსონაჟად გადაიქცა. ამგვარად კონსტანცის კრებამ უზენაესი
ძალაუფლება შეიძინა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კონსტანცის კრება წარმოადგენდა ყველაზე დიდ


ღონისძიებას კრებების ჩატარების მთელ მანძილზე. პაპი იოანე არ აპირებდა კრების
გადაწყვეტილებების მიღებას და როცა მიხვდა, რომ მოვლენები არ ვითარდებოდა ისე, როგორც
259
მას სურდა, მან თავი მოიავადმყოფა და ქალაქი დატოვა. ამის შემდგომ მან დაგმო კრება და
ბრძანა მისი მუშაობის შეჩერება. მრავალმა მონაწილემ, რომელმაც იცოდა, რომ პაპს აქვს
უფლება, კრების მოწვევისაც და მისი დათხოვნისაც, დაიწყო ბარგის ჩალაგება.
კონცილიარისტებს კი კარგად ესმოდათ ის, რომ თუ ახლა ისინი დათანხმდებოდნენ კრების
დაშლაზე, მათ საქმე წაგებული ჰქონდათ. ამიტომ მათ მიმართეს იმპერატორ სიგიზმუნდს
დაბეჯითებითი თხოვნით, რომ დაედევნებინათ იოანესათვის ჯარისკაცები და ის უკან
დაებრუნებინათ ქალაქში, თუმცა ამჯერად როგორც ტყვე. კრება გაგრძელდა, რომელმაც მიიღო
ბრძანება სახელწოდებით „Sacrosancta”, რომელშიც საკანონმდებლო რანგში იყო აყვანილი
შემდეგი წინადადება: კრება არის მთელი ეკლესიის შეკრება, რომელმაც თავისი ძალაუფლება
უშუალოდ ქრისტესგან მიიღო და თვით პაპიც კი მორჩილებაშია. ერთი თვის გასვლამდე კრებამ
დაამხო პაპი იოანე. კრების დასრულებამდე პაპი გრიგოლი XII გარდაიცვალა. ახლა დარჩენილი
პაპები იოანე და ბენედიქტე დიკრედირტებულნი იყვნენ და კრებამ პაპად აირჩია მარტინ V
(1417-1431 წწ.). ამგვარად, გადაილახა ეკლესიის გახლეჩის 40-წლიანი პერიოდი. კრებამ მიიღო
დადგენილება, რომ ეკლესიის რეფორმა მომხდარიყო ზემოდან ქვემოთ და დაეგმოთ და
ჩაეხშოთ ერესი.

პაპმა მარტინმა საეკლესიო რეფორმა კარგად დაიწყო, თუმცა მას ჯერ კიდევ დიდი გზა
ჰქონდა გასავლელი. მიუხედავად ამისა, პაპს არ სჯეროდა კრებაზე მიღებული
გადაწყვეტილებისა და ისწრაფვოდა იმისაკენ, რომ კვლავ თავის ხელში შეენარჩუნებინა
ძალაუფლება. მარტინი დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. რომში დაბრუნების შემდეგ
მან იმდენად გაამყარა პაპობის ავტორიტეტი, რომ შეძლო აღორძინების ეპოქის ისტორიაში
ყველაზე შავბნელი ეპოქის გავლა. პაპმა აღადგინა წესრიგი მშფოთვარე პაპის სახელმწიფოში,
მაგრამ ფაქტობრივად არაფერი გააკეთა რეფორმების ცხოვრებაში გატარებისათვის. პაპს სიტყვა
კრება აძრწუნებდა. წინა დარღვევები ეკლესიაში ისევ გრძელდებოდა, ხოლო უკმაყოფილება
პაპობის მიმართ სულაც არ შენელებულა. პაპი ახალი კრების მოწვევას (უნდა მოწვეულიყო 7
წელიწადში ერთხელ) არ ჩქარობდა, მაგრამ სერიოზული ზეწოლისა და მუქარის შედეგად 1431
წელს ბაზელში მორიგი კრება მოიწვია, თუმცა მისი გახსნის წინ მარტინი გარდაიცვალა.

ახალ პაპად აირჩიეს ევგენი IV (1431-1447 წწ.), რომელმაც გამოსცა ბრძანება კრების დაშლის
შესახებ, თუმცა კონცელიარისტებმა იმპერატორ სიგიზმუნდის მხარდაჭერით გაიმარჯვეს და
კრებამ რეალური ძალაუფლება შეიძინა. კრებამ ჰუსიტებთან მოლაპარაკება დაიწყო და
შეთანხმებასაც მიაღწიეს. მათ აღეთქვათ ჰქონოდათ შესაძლებლობა ზიარების ორივე სახე
გამოეყენებინათ. კრებამ მიიღო რიგი რეფორმისტული მითითებები, რომელიც მიმართული იყო
ეკლესიაში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. იკრძალებოდა რომის
სასარგებლოდ ანატებისა და ზოგიერთი სხვა გადასახადების აკრეფა; მყარდებოდა მკაცრი
კონტროლი ინტერდიქტებზე; დადგინდა პაპის არჩევის ახალი წესები, მაგრამ ბაზელის კრების
გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ გატარებულა. 1460 წელს საბოლოო ხაზი გატარდა პაპისა და
კრების დაპირისპირებაში; პაპმა პიუს II-მ აკრძალა პაპის ყოველგვარი შუამდგომლობა
კრებისადმი, ხოლო ყოველი, ვინც მაინც გააგრძელებდა მსგავს ქმედებას, ანათემას გადასცემდა.

260
ასე დამთავრდა კონცილიარიზმის ეპოქა. შედეგად კი მოხდა ის, რომ ყველა წინადადება
რეფორმების ჩასატარებლად კვლავ პაპის განკარგულებაში დარჩა. რენესენსის ეპოქაში კი
რეფორმებისადმი ინტერესი არავის ჰქონდა. ყოველივე ამის გამო, ყველა ის მანკიერება,
რომელთა აღმოფხვრაც შეიძლებოდა, კიდევ ნახევარი საუკუნის მანძილზე დარჩა ეკლესიის
ცხოვრებაში, რაც გახდა ნაყოფიერი ნიადაგი პროტესტანტული რეფორმაციის ჩასახვისა და
განვითარებისათვის XVI საუკუნის დასაწყისშივე.

პროტესტანტული რეფორმაცია

ჩვენ ლექციაში „გერმანია XIV-XV საუკუნეებში“ სათანადო ადგილი დავუთმეთ მარტინ


ლუთერის რეფორმაციას და აქ მისი გამეორების ადგილს ვერ ვხედავთ. მართალია, პაპები
რეფორმებისადმი ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ ჯერაც რჩებოდნენ რეფორმების მართლაც
ნამდვილი მომხრეები. რეფორმებს ემხრობოდა თითქმის ყველა ჰუმანისტი, როგორც იტალიაში,
ასევე ევროპის დანარჩენ ქვეყნებშიც. მათ შორის იყო ჯონ კოლეტი, რომელიც იტალიაში მე-15
საუკუნის მეორე ნახევარში ჩავიდა. ის იქ აღორძინების სულისკვეთებით განიმსჭვალა და
დაბრუნდა რა ინგლისში, თან ჩაიტანა განათლებისა და სულიერი განახლების ახალი
შემართება. ყოველ ქვეყანას თავისი ჯონ კოლეტი ჰყავდა. მრავალი ეპისკოპოსი, აბატი და
უბრალო ბერი იყო რეფორმების მომხრე, ვინაიდან დაიღალნენ საეკლესიო იერარქების მუდმივი
კორუფციითა და უზნეობით. რეფორმების დასაცავად განსაკუთრებით ხმამაღალი განცხადებით
გამოვიდა ჯიროლამო სავონაროლა. 1497 წელს ის დაუნდობლად ამხელდა იმ ბოროტებასა და
კორუფციას, რომელმაც დააზიანა ეკლესია და მხოლოდ მსუბუქად ავლენდა თავის ქადაგებებში
ანტიპაპისტურ მიმართულებას. პაპმა ის ეკლესიიდან განკვეთა, თუმცა სავონაროლამ უარი თქვა
ეცნო პაპის ბრძანება და განაცხადა, რომ პაპი ალექსანდრე არ არის არც ნამდვილი პაპი და არც
ქრისტიანი. ყოველივე ეს დამთავრდა იმით, რომ 1498 წლის მაისში სავონაროლა ორ თავის
უახლოეს თანამებრძოლთან ერთად მრავალრიცხოვანი ბრბოს წინაშე ჩამოკიდეს ფლორენციის
ცენტრალურ მოედანზე. ცხადი გახდა, რომ მსგავს პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც
ჩამოყალიბდა ისეთი პაპის დროს, როგორიც ალექსანდრე VI იყო, არანაირ რეფორმაზე
ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა.

რეფორმების დასაცავად ერაზმ როტერდამელის ხმა გაისმა(1466-1536 წწ. ). ეროვნებით


ჰოლანდიელი ერაზმი მღვდლის უკანონოდ შობილი ძე გახლდათ. ბრწყინვალე ტალანტის
მქონე ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც კაპიკიც კი არ გააჩნდა და მღვდლის ჩინი იმისათვის
მიიღო, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა განათლება გაეგრძელებინა. მან კარგად იცოდა ადამიანის
ბუნება, იყო დიდი ნაკითხი კაცი, იცნობდა მოციქულებისა და ეკლესიის ადრეული მამების
ნაწერებს. ამიტომაც ერაზმმა ეჭვქვეშ დააყენა ცრურწმენები და თაყვანისცემა წმინდა
რელიქვიებისა და ნაწილებისადმი, მომლოცველობისა და ცარიელი რიტუალებისადმი,
რომლებიც XVI საუკუნის ქრისტიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა.
მწერლის ნიჭით დაჯილდოებული, ის გონებამახვილურად დასცინოდა თავის სატირულ
ნაწარმოებებში სულელ მღვდლებსა და უზნეო ბერებს. მისი გონებამახვილობით მთელი ევროპა
იყო აღტაცებული, ხოლო მისი მოწაფეებისა შურდა იმ დროის ყველა განათლებულ ადამიანს.
1516 წელს ერაზმმა პირველად გამოსცა ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე. მან ბიბლიის კვლევის

261
მთელი მიმართულება ჩამოაყალიბა. ამ დროისათვის ის ლიბერალური რეფორმატორული
მოძრაობის აღიარებული ლიდერი იყო ევროპაში.

მაგრამ, როდესაც ლუთერი გამოვიდა თავისი 95 თეზისით, ერაზმმა ვერ შეძლო გერმანელი
თეოლოგის მხარეს დამდგარიყო. ერაზმი შეეცადა ტაქტიკურად დაეცვა ნეიტრალიტეტი
ლუთერისა და მისი მტრების დავაში. ერაზმს სწამდა განათლების ფასეულობის და
ვარაუდობდა, რომ საჭიროა მშვიდად შეუდგე წმინდა წერილის შესწავლას. თავისი ხასიათისა
და მსოფლმხედველობის გამო მას არ შეეძლო გამხდარიყო ბრბოს ანდა რაიმე მოძრაობის
ლიდერი. ერთხელ თავის ერთ-ერთ წერილში თქვა, რომ ლუთერის თეოლოგიური პოზიციები
არ ღირს იმად, რომ მათ გამო სიკვდილზე წახვიდე. ის უფრო პაციფისტი იყო, ვიდრე მებრძოლი.
ამიტომაც ერაზმს არ შეეძლო გაეგო პროტესტანტების დაჟინება, რომ მათ არ შეეძლოთ მშვიდ
გარემოებაში განეხილათ ზოგიერთი თავიანთი მოთხოვნა. მას არასოდეს არ ჰქონდა სურვილი
კავშირი გაეწყვიტა რომის ეკლესიასთან. ის ცხოვრობდა და მოკვდა, როგორც რომის
კათოლიკური ეკლესიის მიმდევარი.

თავისი პოზიციის გაურკვევლობის გამო, ერაზმი მუდმივი შეტაკებების სამიზნე იყო ორივე
მხრიდან: კათოლიკეები თავს ესხმოდნენ მას მისი სატირის გამო, რომ მან პროტესტანტებს
გადასცა იარაღი, რომელიც მათ ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენეს; პროტესტანტები კი მას
საყვედურობდნენ იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო თანმიმდევრული ყოფილიყო თავის
შეხედულებებში და უარი ეთქვა კორუმპირებულ რომის ეკლესიაზე. ერაზმი საკმაო ზომით იყო
ჰუმანისტი იმისათვის, რომ ემტკიცებინა; ადამიანი არ შეიძლება სრულებით იყოს წამხდარი,
მაგრამ ის ასევე საკმარისად არ იყო რეფორმატორი, რათა ადამიანებისათვის მოქმედებისაკენ
მოეწოდებინა. მისი სიკვდილის შემდეგ ტრიენტის კრებამ ის ერეტიკოსად გამოაცხადა და
ზოგიერთი მის მიერ დაწრილი წიგნი „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიტანა. ერაზმს შეეძლო
გამხდარიყო რეფორმატორი, მაგრამ იმისათვის, რომ მომწიფებული რეფორმატორული
მოძრაობა საჭირო კალაპოტისაკენ მიემართა, საჭირო გახდა ისეთი ლიდერი, როგორიც იყო
მარტინ ლუთერი.

უდავოა, რომ ლუთერი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმატორი XVI საუკუნის ეკლესიის
ისტორიაში, მაგრამ ამასთან ის არ ყოფილა ერთადერთი. მრავალი ისტორიკოსის აზრით,
ლუთერი რომ არ ყოფილიყო, რეფორმას ვინმე სხვა დაიწყებდა, თუმცა სწორედ ლუთერმა
დაიკავა ეს ადგილი ისტორიაში. სწორედ მან თავისი პიროვნებითა და ხასიათით მოახდინა
ასეთი გავლენა პროტესტანტული რეფორმაციის ადრეულ ეტაპზე მის ჩასახვასა და
განვითარებაზე.

რეფორმაცია შვეიცარიაში

მაღალ ანუ განვითარებულ შუა საუკენეებში შვეიცარია ჯერ კიდევ ერთიან სახელმწიფოს არ
წარმოადგენდა. მის ტერიტორიებს, ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ (843 წ.), ხან საფრანგეთი
ფლობდა, ხან რომის საღვთო იმპერია, ხან ბურგუნდიის ან სავოიის ჰერცოგები.

262
შვეიცარიის ოლქების ანუ კანტონების კონსოლოდაციის პირველი სერიოზული ნაბიჯები XIII
საუკუნის ბოლოს გადაიდგა. 1291 წელს, სამმა კანტონმა, შვიცმა, ურმა და უნტერვალდენმა
ურთიერთშეთანხმება დადეს, რომელსაც მოგვიანებით სხვა ოლქებიც შეუერთდნენ. შვეიცარიის
ოლქების შემჭიდროება-დაახლოება XIV-XV საუკუნეებში უფრო ინტენსიური გახდა. 1499 წელს
კანტონთა გაერთიანებულმა ძალებმა სასტიკად დაამარცხეს გერმანელ მთავართა ჯარები და
სამუდამოდ აიძულეს გერმანიის იმპერატორი, ეცნო შვეიცარიის კანტონების იმპერიისაგან
დამოუკიდებლობა (1511 წ.).

ეკონომიკურად მდიდარი, მაგრამ პოლიტიკურად სუსტი, შვეიცარიის კანტონთა


გაერთიანება ხშირად ძლიერი მტაცებელი მეზობლების ძარცვის ობიექტი იყო. მიუხედავად
ამისა, ამ დროის ყველაზე დიდი ტრაგედია შვეიცარიის კანტონებისათვის, მაინც მოქირავნეობა
იყო. მამაცი შვეიცარიელები ერთგული კათოლიკეები იყვნენ. სწორედ მთის კანტონების
მოსახლეობის ახალგაზრდები ხდებოდნენ ევროპელი მონარქებისა თუ რომის პაპების,
ჰერცოგთა და გრაფთა სასახლეების მცველები თუ პირადი გვარდიის მოწინავე ძალები.
შვეიცარიელი დაქირავებულები ყველაზე ერთგულ და საიმედო სამხედრო ნაწილებად
ითვლებოდნენ. შვეიცარიელი ფიცს არასოდეს გატეხდა. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ძმები ან
ახლო ნათესავები, როგორც სხვადასხვა კარზე დაქირავებული სამხედროები, ისევე
გულმოდგინედ ხოცავდნენ ერთმანერთს, რა ერთგულებითაც ემსახურებოდნენ დამქირავებელს.
ამ მოვლენამ XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ
ქვეყნის პატრიოტული, მოწინავე ადამიანები სერიოზულად შეშფოდნენ. ეს სამარცხვინო
პროცესი კიდევ უფრო შემაშფოთებელი იმიტომაც იყო, რომ მას ეკლესიის მხრიდანაც ეძლეოდა
კურთხევა.

შვეიცარიის მოწინავე ადამიანები ოცნებობდნენ ერთიან, აღორძინებულ შვერიცარიაზე. ამ


მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად ახალი, პროტესტანტული რელიგიაც მიაჩნდათ.
შვეიცარიის რეფორმაციისა და სახელმწიფოს ნამდვილი ბელადი იყო ულრიხ (ჰულდრაიხ)
ცვინგლი (1484-1531 წწ.). ის ლუთერზე 52 წლით უმცროსი იყო. ულრიხი დაიბადა მდიდარი
გლეხის ოჯახში. მღვდელი ნათესავები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ახალგაზრდა
ყმაწვილის სწავლა- განათლებას, მათ შორის, მისი ყოფნის დროს ბაზელის, ბერნისა და ვენის
უნივერსიტეტებში. სწავლის პროცესში ცვინგლი ჰუმანისტების ძლერ გავლენას განიცდიდა.1506
წლის ბოლოს მან მოულოდნელად შეწყვიტა განათლების მიღება და უბრალო სამრევლო
მღვდელი გახდა. ულრიხი იყო ერაზმ როტერდამელის მხურვალე მომხრე და მიმდევარი. მან
თავისი სამრევლო სკოლა გახსნა ყმაწვილებისათვის, მაგრამ ამასთან ვერ გაუძლო სიძვის
ცდუნებას. როგორც ჰუმანისტი, ცვინგლი დიდი მოწინააღმდეგე იყო შვეიცარიაში არსებული
პრაქტიკისა - ჯარისკაცების, როგორც დაქირავებული მეომრების მიყიდვისა ევროპელი
მონარქებისათვის. ულრიხი ორჯერ ახლდა შვეიცარიელ მეომრებს ჩრდილოეთ იტალიაში,
სადაც ისინი ჩაებნენ ადგილობრივი მმართველების პოლიტიკურ და სამხედრო
დაპირისპირებაში. ერთ-ერთ ბრძოლაში შვეიცარიელებმა 10 ათასი კაცი დაკარგეს. ნაწილობრივ
იმის გამო, რომ მისმა ბრძოლამ დაქირავებულების გაყიდვის საწინააღმდეგოდ გამოიწვია
ადგილობრივი შეხლა-შემოხლა, ცვინგლი იძულებულუი გახდა შეეცვალა საცხოვრებელი
ადგილი და 1516 წელს გადაბარგდა აინზიდელნში. იცოდა რა თავისი სიძვისაკენ მიდრეკილება,
263
მან გადაწყვიტა ერთი წელი თავი შეეკავებინა, სანამ (მისი სიტყვებით) ის არ შეაცდინა თავისი
დალაქის ქალიშვილმა, რომელსაც მისგან უკანონო შვილი შეეძინა.

აინზიდელნში ცვინგლიმ დაიწყო საჩვენებელი ქადაგებების კითხვა, რამაც ის მაშინვე აქცია


პოპულარულ ადამიანად ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის, რომლებმაც მხოლოდ ამ
მომენტიდან დაიწყეს რაღაცის მიღება ეკლესიაში სიარულით. ამ ქადაგებების დროს ცვინგლი
მიხვდა, რომ იმ ეკლესიას, რომელზედაც ლაპარაკია ახალ აღთქმაში, საერთო არაფერი აქვს მის
თანადროულ ეკლესიასთან. 1518 წლის ზაფხულში ცვინგლიმ ქალაქში იწყო პაპის
ინდულგენციების გაყიდვის კრიტიკა. ქადაგებებმა მას სახელი გაუთქვა და 1519 წელს ის გახდა
ქალაქ ციურიხის დიდი ეკლესიის მღვდელი.

1518 წლის ბოლოს ცვინგლიმ პირველად მოისმინა ლუთერის შესახებ და მომდევნო წელს ის
იქცა მის ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე მომხრედ მთელს გერმანიაში. მათ მრავალი რამ ჰქონდათ
საერთო, მაგრამ იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ ისინი რეფორმამდე სრულებით
განსხვავებული გზებით მივიდნენ. ლუთერი იბრძოდა მიღებული დოგმისა და კათოლიკური
საკულტო სისტემის წინააღმდეგ. ცვინგლი კი საერთოდ არ ებრძოდა ცოდვას (რაზეც მისი
ცოდვილი ცხოვრება მოწმობს), თუმცა სწორედ ჰუმანისტების ნაშრომების შესწავლამ მიიყვანა
იგი ადრეული ეკლესიის დოკუმენტებთან, რამაც გამოიწვია მისი თანადროული ეკლესიის
გადაფასება. ლუთერი თავის მოძღვრებაში ხელმძღვანელობდა მორალური პრინციპებით, მაშინ
როდესაც ცვინგლი უპირატესად სამეცნიერო მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. მაგრამ
როგორც კი ცვინგლი რეფორმაციის პოზიციებზე დადგა, მათი მოქმედებები უფრო მეტად
დაემსგავსა ერთმანეთს.

რეფორმაციის მსვლელობა სხვადასხვა ქვეყანაში ჩვეულებრისამებრ პოლიტიკურ


ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული. გერმანიაში იმ დროს ერთიანი მმართველობა არ
არსებობდა; თითოეული გერმანელი თავადი თავისი მიწის ბატონი იყო და თუ მთავარი
ლუთერანი გახდებოდა, გაბატონებულ რელიგიად მის მიწებზე ლუთერანობა ცხადდებოდა.
შვეიცარიაში საქმე სხვანაირად იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქაც არ იყო ერთიანი
მმართველობა ყველა კანტონზე, ზოგიერთ მსხვილ კანტონს თავისი დედაქალაქი გააჩნდა.
ასეთები იყო: ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ბაზელი. ეს ქალაქები იმართებოდა ქალაქის საბჭოს მიერ.
რეფორმაციის მისაღებად თითოეულ კანტოში საჭირო იყო ამ საბჭოს უდიდესი ნაწილის
თანხმობა. ამიტომაც ცვინგლის მოუწია მოთმინებით აღჭურვილიყო და გამოეჩინა
დიპლომატიური უნარ-ჩვევები. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი გერმანელი რეფორმატორი
დაუყოვნებლივ მხარდაჭერას იღებდა თავისი მთავრებისაგან და ახერხებდა სწრაფად
ჩაეტარებინა აუცილებელი ცვლილებები, შვეიცარიაში ასეთ რამეზე მხოლოდ ოცნება
შეიძლებოდა. რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, რაც ცვინგლი კითხულობდა თავის ქადაგებებს
ციურიხში, ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა დისპუტი რეფორმატორებსა და რომის
კათოლიკეებს შორის თავიანთი პოზიციების დასაცავად. 1523 წლის იანვარში შედგა პირველი
ასეთი დისპუტი. ცვინგლიმ მოამზადა 67 თეზისი, რომელთა უდიდესი ნაწილი
განეკუთვნებოდა პრაქტიკულ კეთილმორწმუნეობას, ვიდრე აბსტრაქტულ ღვთისმეტყველებას
და დამსწრეთაგან ვერავინ ვერ შეძლო მათი საფუძვლიანობის უარყოფა. ქალაქის საბჭომ ნება

264
დაეთო ცვინგლის გაეგრძელებინა სახარებისა და წმინდა წერილის ქადაგება. ასე ჩაეყარა
საფუძველი სწრაფ მოძრაობას სრული რეფორმისაკენ. მიუხედავად ამისა, ცვინგლი კვლავ
ფრთხილობდა, როდესაც ქალაქის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა.

ყველა ქვეყანაში, სადაც განვითარება ჰპოვა პროტესტანტიზმმა, ძირითადი დისკუსია


იმართებოდა კათოლიკური ლიტურგიის, როგორც გოლგოთაზე ქრისტეს მსხვერპლის
განსახიერების საკითხსა და გარდასახვის გაგებაზე. გერმანიაში კათოლიკური საკულტო
სისტემის დანგრევის შემდეგ მიღებულ იქნა რეფორმატორული დოქტრინა. 1525 წლისათვის
ძირითადი ცვლილებები უკვე უკან იყო. იმავე წელს ციურიხის საქალაქო საბჭომ მიიღო
მონასტრების, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციების დაშლისა და სამონასტრო
კომპლექსების საქველმოქმედო მიზნებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება. უკანასკნელი მესა
(წირვა) ციურიხში ჩატარდა 1525 წლის პასექის წინ. კათოლიკეების ადგილი დაიკავეს
პროტესტანტებმა. ამასთანავე გადაწყდა, რომ ზიარების მსახურება წელიწადში მხოლოდ 4-ჯერ
ჩატარებულიყო. მსგავსი პრაქტიკა ზოგადად გამოსაყენებელი გახდა. ის დღემდე ახდენს
გავლენას მრავალ აღმსარებლობაზე.

ყოველივე ის, რაც მოხდა, არ ნიშნავდა იმას, რომ კათოლიკეებმა შვეიცარიაში უყოყმანოდ
მიიღეს რეფორმა. შვეიცარიის კონფედერაცია გაიყო პროტესტანტულ და კათოლიკურ
კანტონებად. ამასთან ბერნისა და ბაზელის კანტონები მალე დადგნენ პროტესტანტების
მხარეზე, ხოლო სოფლის კანტონები, რომლებსაც ხშირად “ტყის” კანტონებს ეძახდნენ,
კათოლიკურ კანტონებად რჩებოდნენ. თითოეულ მხარეს აფრთხობდა საომარი მოქმედებების
დაწყება მოწინააღმდეგის მხრიდან. სოფლის კათოლიკურმა კანტონებმა კავშირიც კი დადეს
შვეიცარიის მთავარ მტერთან- ჰაბსბურგების ავსტრიულ დინასტიასთან. პროტესტანტი
მქაგადებლების დასჯამ ტყის ერთ-ერთ კანტონში 1529 წლის მაისში განაპირობა ომის დაწყება.
თუმცა პირველი კაპელური (ციურიხთან ახლოს მდებარე კაპელის მთის სახელიდან) ომი უფრო
თეატრალურ წარმოდგენას ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ საომარ მოქმედებას. შვეიცარიის
პროტესტანტულმა ჯარებმა თავისი პოზიციები დაიკავეს შვეიცარიის კათოლიკური ჯარების
წინააღმდეგ და სანამ მათი მხედართმთავრები ყოყმანობდნენ იმის მოლოდინში თუ რა
გაეკეთებინათ შემდეგ, თითოეული მხარის ჯარისკაცებმა დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი და
ურთიერთობა. ჯარისკაცები ერთმანეთს პურსა და რძეს აძლევდნენ. მშვიდობიანმა შეთანხმებამ
გადასწია სისხლისღვრის საფრთხე, თუმცა ვერ გადაწყვიტა წარმოშობილი წინააღმდეგობები.

მუდმივი საფრთხის გრძნობამ ზოგიერთი პროტესტანტი აიძულა სამხედრო დახმარება


მოკავშირე ჩრდილოეთში, გერმანიაში ეძებნა. იმისათვის, რომ მართლაც ჩამოყალიბებულიყო
ქმედითი კავშირი, საჭირო იყო რომელიმე საერთო რელიგიურ მსოფლმხედველობასთან
მისვლა. ფილიპე ჰესენელმა, ლუთერის მგზნებარე მომხრემ, 1529 წლის ოქტომბერში მარბურგში
მოიწვია ლუთერანებისა და ცვინგლიანების დიდი ლიდერები. შეხვედრას ესწრებოდნენ
ლუთერიცა და ცვინგლიც, მაგრამ შეთანხმების მიღწევა მათ მაინც ვერ მოახერხეს. უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ, შეხების წერტილები მოიძებნა ყველა საღვთისმეტყველო საკითხში,
გარდა ზიარების საიდუმლოსი. თვით ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებითაც მათ შეძლეს
ნაწილობრივი მოლაპარაკება ანუ იმის განსაზღვრა თუ რა არ არის ზიარება: რომ ეს არ არის არც

265
მესა და არც გარდასახვა. ცვინგლი ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ გასახსენებელი მსახურებაა,
მაშინ როდესაც ლუთერი ხაზს უსვამდა იმას, რომ მასზე პურთან და ღვინოსთან ერთად
ქრისტეს ფიზიკური სხეულიც თან არის. მარბურგის კოლოკვიუმმა მაინც ვერ იპოვა გამოსავალი
ამ ჩიხიდან.

ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის პროტესტანტულ და კათოლიკურ კანტონებს შორის კვლავ


ახალი კრიზისი წარმოიშვა. ორივე მხარე აქტიური საბრძოლო მოქმედებებისათვის
ემზადებოდა; ამჯერად მათი თავიდან აცილება უკვე ვეღარ მოხერხდა. კათოლიკეები
რიცხობრივად ოთხჯერ აღემატებოდნენ ციურიხელებს და მათ მალე მოახერხეს
პროტესტანტული ჯარის მეოთხედის განადგურება. ცვინგლი, რომელიც განუწყვეტლივ თან
ახლდა თავის მებრძოლებს, დაიღუპა ბრძოლის ველზე. მეორე საკაპელო ზავი გაცილებით
ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ცვინგლის სიკვდილის შემდეგ ციურიხმა დაკარგა ლიდერის
პოზიციები რეფორმის ჩატარების საქმეში. მისი ადგილი დაიკავა ბერნმა, საიდანაც
მიმდინარეობდა უკვე შემდგომში რეფორმაციის მართვა შვეიცარიაში.

ბერნის მეთაურობა დიდხანს არ გაგრძელებულა ფრანგი ემიგრანტის ჟან კალვინის (1509-


1564 წწ.) გამოჩენის გამო. ამ ფრანგი (დაიბადა პიკარდიის ქალაქ ნიონში) ბრწყინვალე გონებისა
და დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდამ განათლება პარიზის უნივერსიტეტში მიიღო და
აგრეთვე ორლეანისა და ბურჟის იურიდიულ ფაკულტეტებზე. ყველაზე მეტად კალვინს
რელიგია აინტერესებდა, მაგრამ მამის მოთხოვნის გამო მას მოუწია იურიდიული
მეცნიერებების შესწავლა. მამის სიკვდილის შემდეგ 1531 წელს ჟანს უკვე შეეძლო მთლიანად
საყვარელ საქმეზე გადართულიყო.

სწავლის დროს კალვინი გახდა ჰუმანისტი და პარიზში დაბრუნების შემდეგ მან მეგობრობა
გააბა ახალგაზრდა ჰუმანისტებთან. დაახლოებით 1533-1534 წლებში მან განიცადა მოქცევა, რის
შედეგადაც უარი თქვა თავის წინა აღმსარებლობაზე და რეფორმაციის თვალსაზრისზე დადგა.
შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე კალვინი ეწეოდა მწირის ცხოვრებას: იმყოფებოდა სამხრეთ
საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სამშობლოში, ჩრდილო-
აღმოსავლეთ საფრანგეთში. 1535 წელს ის დასახლდა ბაზელში, სადაც დაამთავრა თავისი
ცნობილი წიგნი “დარიგებანი ქრისტიანულ სარწმუნოებაში”. შემდგომში მან რამდენჯერმე
კვლავ გადაამუშავა ეს წიგნი. წიგნის ბოლო გამოცემა იყო ოთხჯერ დიდი, ვიდრე მისი
თავდაპირველი ვარიანტი. ეს წიგნი მისი საბოლოო რედაქციით რჩება კალვინის
საღვთისმეტყველო შეხედულებების მთავარ ძეგლად.

ამ ტრაქტატში გაცხადდა კალვინის, როგორც იურისტის ღრმა ცოდნა. ლუთერმა თავისი


მოღვაწეობის ოცდაათწლიან პერიოდში მრავალი წიგნი დაწერა, მაგრამ არც ერთ მათგანში მას
არ უცდია სისტემაში მოეყვანა თავისი საღვთისმეტყველო შეხედულებები. კალვინმა კი 26 წლის
ასაკში თავის პირველ სერიოზულ ნაშრომში ჩამოაყალიბა დამთავრებული საღვთისმეტყველო
სისტემა. მას ჰქონდა ორგანიზატორული ნიჭი და ყველაფერში და ყველგან მისდევდა გარკვეულ
სისტემას. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ მისმა ერთ-ერთმა ბიოგრაფმა მას
“რეფორმატორული პროტესტანტიზმის ორგანიზატორი” უწოდა. თავის “დარიგებანში...”

266
კალვინი ხაზს უსვამდა ღმერთის უზენაესობას, ხოლო ადამიანს წარმოადგენდა, როგორც
ღვთიური განგებულების შემსრულებელს, მაგრამ ამ იდეაში არ დებდა დეჰუმანიზაციას ანდა
ადამიანის დამორჩილებულებას. მას მხედველობაში მხოლოდ ღმერთის ძალა და სიყვარული
ჰქონდა და ის, რომ ღმერთი მართავს მთელ სამყაროს. ყველა ღვთისა და ქრისტეს
გამომსყიდველური მსხვერპლის მორწმუნე მოხვდება რჩეულთა რიცხვში, რომლებიც
გადარჩენილები არიან სულიწმინდით ღვთის სიტყვის მეშეობით. კალვინიზმი, როგორც
დამთავრებული საღვთისმეტყველო სისტემა გახდა პროტესტანტული რეფორმაციის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა.

“დარიგებანმა...” კალვინს მოუტანა ფართო აღიარება და პატივისცემა. დღის შუქზე ამ წიგნის


გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში კალვინი ჟენევაში აღმოჩნდა სტრასბურგის გავლით, სადაც
მას სურდა წყნარად გაეტარებინა თავისი დღეები და ემუშავა ხელნაწერებზე. ის ჟენევაში იცნეს
და სთხოვეს ჩართულიყო ახლახან გამოჩენილი რეფორმაციის საორგანიზაციო საქმიანობაში.
ქალაქი ეს ესაა გადასული იყო ბერნის მხარეს, რაკი ის გამოვიდა კათოლიციზმის
მორჩილებიდან. ადგილობრივი რეფორმის ლიდერები გრძნობდნენ, რომ აუცილებელი იყო
ჟენევაში ჩამოეყვანათ ადამიანი გამოკვეთილი ორგანიზაციული უნარ–ჩვევებით, რომლსაც,
უდაოა, ფლობდა კალვინი. მან მთლიანად გაამართლა მათი მოლოდინი. რა თქმა უნდა, რომ
მსგავსი მოღვაწეობა ბოლომდე არ პასუხობდა მის სურვილებს, მაგრამ კალვინი დათანხმდა ამ
წინადადებას. შედეგად, სამწლიანი იძულებითი არყოფნის გარდა, რაც გამოწვეული იყო
ცვლილებებით პოლიტიკურ სიტუაციაში, კალვინმა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება
ჟენევაში გაატარა.

კალვინის ხელმძღვანელობით ჟენევა გადაიქცა პროტესტანტიზმის უმთავრეს ქალაქად,


რომელიც ბოლომდე იყო სავსე რეფორმაციის ევანგელური მოძღვრებით. ეს სრულებითაც არ
იყო ადვილი. მრავალი წლის მანძილზე კალვინს მოუწია ებრძოლა ქალაქის საბჭოს წინააღმდეგ
ეკლესიიდან განკვეთის საკითხთან დაკავშირებით. გაურკვეველი და არეული ურთიერთობების
გამო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეკლესიიდან განკვეთა ავტომატურად იწვევდა
მრავალი სამოქალაქო უფლების ჩამორთმევას. ხუცესები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ეკლესიას
აქვს უფლება აკონტროლოს განკვეთის საკითხი, მაგრამ ქალაქის მამებს არ უნდოდათ იმის
დაშვება, რომ ხმის ქონის უფლება ეკლესიას გადაეწყვიტა. კალვინი განაგრძობდა ქალაქის
საბჭოსთან ბრძოლას ამ საკითხთან დფაკავშირებით 1538 წლიდან 1555 წლამდე.

ბიბლიური მოძღვრებისა და მოციქულების ქადაგების შესაბამისად კალვინმა დაამუშავა


ეკლესიის აგების ორგანიზაციული გეგმა. ამის მიხედვით ეკლესიაში უნდა იყოს მხოლოდ ოთხი
ოფიციალური თანამდებობა: პასტორები, მქადაგებლები, უხუცესები და დიაკონები. ამ
სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უხუცესების ინსტიტუტის შემოღება. ესენი უნდა
ყოფილიყვნენ საერო პირები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებდნენ პასუხისმგებლობას
ეკლესიაში ოჯახის დასწრების შესახებ. უხუცესები პასტორებთან (ანდა მსახურებთან) ერთად
აყალიბებდნენ კონსისტორიას ანუ საეკლესიო სასამართლოს, რომლის კომპეტენციაში შედიოდა
საეკლესიო დისციპლინის დარღვევის ყველა შემთხვევა. საეკლესიო სასამართლოში უხუცეს-
საერო პირებს უნდა ჰქონოდათ ხმების უმრავლესობა, ვიდრე მსახურებს. კონსისტორიის

267
ამოცანა იყო ქრისტიანების ცხოვრებაზე დაკვირვება და კონტროლი, რაც დიდი ენთუზიაზმით
სრულდებოდა. ოჯახური კამათი, საეკლესიო მსახურებებზე დაუსწრებლობა, აზარტული
თამაშები, მღვდელმსახურებზე გესლიანი ხუმრობები, სიძვა, უჯერო ჩაცმულობა, ეს ყოველივე
კონსისტორიის კომპეტენციაში შედიოდა. კალვინს არ ჰყავდა ფავორიტები და რჩეულები. მისი
ოჯახის წევრებიჩ კი ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ ქცევის საერთო წესები. რა თქმა უნდა,
მრავალი საჩივარი იყო მქადაგებლებზე, რომლებიც სხვის საქმეებში ერეოდნენ, მაგრამ ჟენევამ
მაინც შეიძინა ქრისტიანული ცხოვრების ნიმუშის მყარი რეპუტაცია. ევროპის ყველა კუთხიდან
ჩამოდიოდნენ აქ პროტესტანტები იმისათვის, რომ შეეხედათ კალვინის მიერ ჩამოყალიბებული
სისტემისათვის მოქმედებაში.

კალვინის რეფორმატორული წარმატებები იმდენად დიდი იყო, რომ ჟენევამ უპირველესი


ადგილი დაიკავა ყველა პროტესტანტულ ქალაქს შორის. თვით ის ქალაქებიც კი, სადაც
რეფორმატორული მოძრაობა გაცილებით ადრე დაიწყო, მას შეუერთდნენ. ყველამ, ვინც მიიღო
ჟენევის თვალსაზრისი, „რეფორმატორების“ საერთო სახელწოდება მიიღო ანდა სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ „კალვინისტების“ სახელი. მოგვიანებით, როცა გამოჩნდნენ ფრანგი, შვეიცარიელი,
გერმანელი, ჰოლანდიელი და უნგრელი რეფორმატორები, საჭირო იყო კალვინიზმისადმი
კუთვნილების მითითება. მართალია, ამ ჯგუფების უმეტესობამ რწმენის საკუთარი საფუძველი
შეიმუშავა, მაგრამ ყველა ზოგად კალვინისტურ საწყისებს ემყარებოდა.

მიუხედავად უმკაცრესი შინაგანი დისციპლინისა და შეურიგებლობისა, კალვინის


მოძღვრება საოცარი სისწრაფით გავრცელდა ევროპაში. განსაკუთრებით იქ, სადაც ადრეული
კაპიტალიზმი მტკიცედ იკიდებდა ფეხს. კალვინიზმი გახდა გაბატონებული სჯული და ამ
დროშით მოხდა რევოლუციები ნიდერლანდებში, ინგლისში (აქ კალვინისტებს პურიტანებს
უწოდებდნენ), საფრანგეთში (ჰუგენოტებს), ნაწილობრივ სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და
უნგრეთში.

კათოლიკური კონტრრეფორმაცია

თითქმის მთელი ჩრდილოეთ ევროპისა და ბრიტანეთის კუნძულების (ირლანდიის


გამოკლებით) დაკარგვა მძიმე დარტყმა აღმოჩნდა რომის კათოლიკური ეკლესიისათვის. ახლა
უნდა გადადგმულიყო საპასუხო ნაბიჯი, რომელმაც არ დაახანა, თუმცა კათოლიკური პასუხის
არსი ძნელია, რომ ერთმნიშვნელოვნად ახსნა, ვინაიდან ამ დილემაში აირეკლა: ზოგადად რას
უნდა დაარქვა კათოლიკური პასუხი. როგორც უკვე ვნახეთ, მარტინ ლუთერის გამოჩენამდე
დიდი ხნით ადრე კათოლიკობაში იყვნენ ძალები, რომლებიც რეფორმის სწრაფად ჩატარებას
ითხოვდნენ. აი, ამიტომ დევს დიდი აზრი იმაში, რომ კათოლიკური რეფორმაცია სწორედ -
კათოლიკური პასუხია რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს
პასუხი საპირისპირო იყო პროტესტანტული რეფორმაციისადმი ანუ კონტრრეფორმაციისადმი.
ზოგიერთი ისტორიკოსი აერთიანებს ამ ორ ფაქტორს და ამ მოვლენას „კათოლიკურ
კონტრრეფორმაციას“ უწოდებს. შესაძლოა, ეს ტერმინი ცოტათი არასწორიც არის, მაგრამ იგი
ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, საიდანაც მთელი ეს მოძრაობა ორი განსხვავებული
წყაროდან გამოვიდა.

268
კათოლიკური რეფორმაციის საუკეთესო ნაწილი შეიძლება დავახასიათოთ სასულიერო და
საერო პირებს შორის კეთილმორწმუნეობის გამოღვიძებით. მისი ფესვები შეიძლება ვეძებოთ
ქრისტიანულ ჰუმანიზმსა და მისტიციზმში, აგრეთვე ბერ-მონაზვნურ ტრადიციებში.

ადრეული კათოლიკური რეფორმაციის მთავარი ცენტრი ესპანეთი გახდა. 1480 წელს


ჩამოყალიბდა ესპანეთის ინკვიზიცია. მისი მიზანი იყო კათოლიკობაზე მოქცეულ ფსევდო
იუდეველთა და მუსლიმთა გამომჟღავნება. ესპანეთი იმ დროს განიცდიდა ეროვნული
აღმავლობის ხანას. ამიტომ ეს ადამიანები განიხილებოდნენ, როგორც საფრთხის მომტანი
ქვეყნის სტაბილურობისათვის. 1483 წელს დიდი ინკვიზიტორი გახდა თომას ტორკვემადა.
დროის კვალობაზე მისი სახელი ინკვიზიციის სინონიმი გახდა. 1492 წელს დედოფალ იზაბელას
სულიერ მოძღვრად კარდინალი ჰიმენესი დაინიშნა. მან ინკვიზიციაც და ახლად აღმოცენებული
სკოლებიც განათლებული სასულიერო პირებისა რეფორმების ჩასატარებლად გამოიყენა.
ფერდინანდი და იზაბელა ძლიერი მმართველები იყვნენ და ამავე დროს გადაჭრით უჭერდნენ
მხარს პაპობას. თუმცა მათ შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ მისთვის ახალი ესპანური
ეპარქიის გახსნისას და, როდესაც პაპები გზავნიდნენ ცუდად განათლებულ ანდა ვატიკანში
დაბალ საეკლესიო თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს ესპანეთში საეპისკოპოსო ადგილებზე,
მონარქები ძალიან მარტივად ამბობდნენ უარს მათ მიღებაზე. ამ ადგილებზე ისინი თავად
ნიშნავდნენ თავიანთ ეპოსკოპოსებს და შემდეგ უხსნიდნენ პაპს, რომ ეს ადამიანები საკმარისად
კვალიფიციურები არიან და სერიოზულად უდგებიან სამწყსო საქმიანობას თავიანთ ეპარქიებში.
ამის შედეგად ესპანური ეკლესია გაძლიერდა და საკუთარი რეფორმირება მოახდინა. მართლაც,
პროტესტანტულ რეფორმაციას მოგვიანებით უკვე აღარ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა
დამკვიდრებულიყო ესპანეთში, ვინაიდან შესანიშნავად მომზადებული და სათანადოდ
მოქმედი სასულიერო პირები არავითარ გადაცდომებს არ უშვებდნენ თავიანთ საქმიანობაში.
სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი სხვა ადგილებში ანტიკლერიკალიზმის აფეთქებისა, რაც
წინ უძღოდა ევროპის ქვეყნებში პროტესტანტულ მოძრაობას. ეს იყო ბოლომდე
განხორციელებული რეფორმა თავად კათოლიკური ზედაფენის წიაღში.

ესპანეთის რეფორმირებული ეკლესიის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა იგნასიო ლოიოლა


(1491-1556 წწ.). ახალგაზრდობაში ის სამხედრო ავანტიურისტი იყო. 1521 წელს მიიღო
სერიოზული ჭრილობა. ფეხის ტრავმამ მას საშუალება არ მისცა გაეგრძელებინა წარმატებული
სამხედრო კარიერა. ამიტომაც მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ჯარისკაცი გამხდარიყო.
ლოიოლამ გამოიმუშავა სწორი რელიგიური ქცევის მეთოდები, რომელიც ჩამოაყალიბა თავის
წიგნში „სულიერი ვარჯიშები“. ეს ვარჯიშები განკუთვნილი იყო არა ღვთისნიერების, არამედ
სულიერი დისციპლინის გასავითარებლად. მალე ლოიოლამ დააფუძნა იესოს საზოგადოება,
რომელიც იეზუიტების ორდენის სახელით უფროა ცნობილი. მის მტკიცე სულიერ მეომრებს
კონტრრეფორმაციის ეპოქის მზარდი იდეოლოგიური კონფლიქტის ჟამს პაპობის „დამრტყმელ
ძალებსაც“ უწოდებდნენ.

იმ დროს იტალიაში ასევე აღმოცენდა რამდენიმე ახალი ბერ-მონაზვნური ორდენი.


თეატინელებმა (ისენი საქართველოშიც 1632-1663 წწ. მოღვაწეობდნენ), რომლებიც 1525 წელს
გამოჩნდნენ, თავი წმინდა საიდუმლოებების ქადაგებასა და შეთვისებას მიუძღვნეს. თავის
269
მიზნად ისინი მთელი სასულიერო ფენისათვის ნიმუშების შექმნასა და ერესების გავრცელების
აღკვეთას ისახავდნენ. ფრანცისკანელების ორდენს 1529 წელს გამოეყო რეფორმატორების
ჯგუფი, რომელიც მიზნად წმ. ფრანცისკოს მიერ შედგენილი წეს-განგების თავდაპირველი
სიმკაცრის აღდგენას ისახავდა, ისეთ წვრილმანებშიც კი, როგორც ოთხკუთხა კაპიუშონის
(კაპპუციო) ტარება. ბერების ეს ჯგუფი დამოუკიდებელ ორდენად 1529 წელსვე გადაიქცა, ხოლო
მისმა წევრებმა მიიღეს კაპუჩინების (საქართველოში მოღვაწეობდნენ 1663-1845 წწ.)
სახელწოდება. თავისი შთამაგონებელი ქადაგებისა და მისიონერული საქმიანობის წყალობით,
რომელსაც ეს ორდენი აწარმოებდა ღარიბ მოსახლეობაში, მალე პოპულარობა შეიძინა მთელს
იტალიაში. 1535 წელს შეიქმნა წმინდა ურსულას - მონაზონი ქალების ორდენი, რომლებიც
დაკავებულნი იყვნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი გოგონებისათვის განათლების
მიცემით. ორატორიანელებმა, როგორც დამოუკიდებელმა ორდენმა, აღიარება ჰპოვა 1572 წელს.
ისინი იყვნენ საერო მღვდლები, რომლებიც დღის ღვთისმსახურებებს ატარებდნენ და
განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ რელიგიური ლიტერატურის კითხვასა და
ღვთისმსახურების მუსიკალურ გაფორმებაზე.

შემდეგ დაიწყო პროტესტანტიზმისადმი კათოლიკური პასუხის შემდგომი ფორმულირების


კურსის შემუშავება. ამისათვის არსებობდა ყველა წანამძღვარი, დამტკიცდა საეკლესიო
დოქტრინა, განმტკიცდა პაპის ძალაუფლება, გამოჩნდა რამდენიმე ძლიერი ბერ-მონაზვნური
ორდენი, რომელთა გამოყენებაც შეიძლებოდა პროტესტანტული მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
კათოლიციზმმა მოახერხა არა მარტო თავისი რეფორმირება, არამედ აიღო რა ხელში
ინიციატივა, დაიწყო დაკარგული პოზიციების ენერგიული ადგენა იმ მიწებზე, რომლებიც
პროტესტანტების ქვეშ აღმოჩნდნენ: ბავარიაში, ავსტრიაში, უნგრეთში და პოლონრთშიც კი.
გარდა ამისა, კათოლიკეებს შეეძლოთ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ გერმანიაში
ხელმოწერილი აუგსბურგის ზავი, რომლის შესაბამისადაც ქვეყნის რელიგია ის უნდა
ყოფილიყო, რომელსაც ამ ქვეყნის მმართველი აირჩევდა. ეს ნამდვილი სტიმული გახდა
ევროპელი მმართველების მისამხრობად.

უფრო მეტიც, იეზუიტებმა დაიწყეს სკოლების გახსნა მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი


გერმანიის ტერიტორიაზე. ამ სკოლებში ახალგაზრდა ადამიანები ასწავლიდნენ კათოლიკური
რწმენის ერთგულებას. მოგვიანებით მრავალი ადამიანი გახდა იეზუიტი. ამ სკოლის მოწაფეთა
შორის იყვნენ მმართველი წრეების ვაჟები, რომლებმაც შინ დაბრუნებისას თან მიიტანეს
კათოლიკური ეკლესიის ერთგულება. იეზუიტებს შორის მრავალი კარგად მომზადებული
დიპლომატი და ფინანსისტი იყო. ასე რომ, მრავალი ევროპელი მმართველი ხშირად
მიმართავდა მათ რჩევისა და დახმარებისათვის ევროპული პოლიტიკის საკითხებში. დროთა
განმავლობაში იეზუიტებმა შეიძინეს ძალიან დიდი გავლენა ყველა ევროპულ ქვეყანაში. მათ
აგრეთვე დიდი აქტიურობა გამოიჩინეს მრავალი პროტესტანტის კათოლიკურ რწმენაზე უკან
დასაბრუნებლად ევროპის ქვეყნებში.

ყველა ამ ცვლილებების შედეგად კათოლიკურმა ეკლესიამ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი


პოზიციები და ახლა გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში იყო, ვიდრე 1500 წელს. ყველა იმ
მანკიერებას, რაც გახდა პროტესტანტული რეფორმაციის მიზეზი პრაქტიკულად ბოლო მოეღო,

270
თუმცა ჯერაც რჩებოდა თეორიული განსხვავებები. რომის კათოლიკური ეკლესია შეიცვალა
მორალურადაც და ორგანიზაციულადაც.

მიუხედავად ამისა, პროცესი შეუქცევად იყო. აღნიშნულ რეფორმებს არ შეეძლო შეეჩერებინა


ახალი აზროვნებისა და პროტესტანტული ეკლესიების დამკვიდრება, რომელიც XVI საუკუნეში
ხანგრძლივ რელიგიურ ომებში გადაიზარდა.

271
272
273

You might also like