You are on page 1of 6

ახალი დროის საზოგადოებრივი პროგრესი და დიპლომატია

ეს ცნება ჰუმანისტებმა მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. ეს მონაკვეთი სახელმწიფოთა


შორის წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების გაღვივებით ხასიათდება, ყველაფერმა
ამან კი, სხვა ფაქტორებთან ერთად 16-18 საუკუნეებში გამოიწვია 3 რევოლუცია
ევროპაში. ახალ პერიოდში დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური
ურთიერთობებმა გადალახეს შიდასახელმწიფოებრივი კარჩაკეტილობა და განვრცობილ
იქნა ეს ყველაფერი თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ამ დროისთვის განვითარების არათანაბარი დონე სუფევდა, იმ დროს როდესაც ხდებოდა


რევოლუციები ჰოლანდიაში, საფრანგეთში და ინგლისში - აფრიკისა და აზიის რიგ
ქვეყნებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გვარ-ტომობრივი და ფეოდალამდელი
წყობილება. ჩინეთი, კორეა, იაპონია, ირანი, ოსმალეთი განიცდიდნენ ღრმა შიდა კრიზისს
იმ დროს, როდესაც ჰაბსბურგებისა და რომანოვების დინასტიები აღმავლობაში იყვნენ .

ერთი მხრით 16 საუკუნის ჰეგემონების - ესპანეთის, საფრანგეთის, ინგლისის, ჰოლანდიის


დიპლომატია აქტიურად არის ჩართული სავაჭრო ეკონომიკური წინააღმდეგობების
მოგვარებაში, რომლებიც არყევდა მათ, მეორეს მხრივ ახლო აღმოსავლეთსა და
ბალკანეთზე გაბატონებულმა ოსმალეთმა არანაკლები საფიქრალი შეუქმნა ამ
სახელმწიოფებს. ასევე დადგა საკითხი ბალტიის ზღვაზე გაბატონებაზე - ეს საკითხი სამი
საუკუნის განმავლობაში ირკვეოდა. ეს სამი ძირითადი ერთმანეთზე გადაჭდობილი
კვანძი ახდენდა უძლიერეს ზეგავლენას იმ დიპლომატიურ კომბინაციებზე , რომლებიც
დგინდებოდა ამ პერიოდში.

დიპლომატია და კოლონიური პოლიტიკა

დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, ინდოეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის აღმოჩენის


ჩათვლით, უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ასპარეზზე , რადგან
დაიბადა ახალი კოლონიების შეძენის სურვილი თითქმის ყველასათვის , და გახდა
უპირველესი ამოცანა ევროპული სახელმწიფოებისთვის.

ამ ფაქტორმა კიდევ უფრო გაამწვავა ამ სახელმწიფოებს შორის ბრძოლა, და ნებისმიერი


დიპლომატიური თუ სამხედრო კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე აისახებოდა
კოლონიურ სამყაროზეც.

16 საუკუნისათვის უძლიერესი კოლონიზატორები გახლავთ ესპანეთი და საფრანგეთი,


ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან წინ იწევა ინგლისის სიძლიერე. ამ დროს მთელი
მსოფლიო ხდება პირველი ანტიფეოდალური რევოლუციის მოწმე ჰოლანდიაში
ესპანეთის წინააღმდეგ, რამაც ჩამოაყალიბა პირველი ჰოლანდიის რესპუბლიკა . ამ
საუკუნის ძირითადი ლეიტმოტივი სწორედ ესპანეთის მეტოქეობა ინგლისთან , და
საფრანგეთთან ბრძოლა ზღვებზე დომინირებისათვის გახდა.

17 საუკუნისათვის ყველაფერმა ამან დაასუსტა ესპანეთი და გააძლიერა მისი


მეტოქეები, ყველაზე მეტად კი ჰოლანდია. ამ დროის უძლიერესი სახელმწიფო
კოლონიურ სამყაროსა და ევროპის კონტინენტზე ხდება საფრანგეთი , ზღვებზე „ზღვის
მეეტლეები“ ჰოლანდიელები ბატონობენ - რასაც ინგლისი ვერ ურიგდება და ახდენს შიდა
ძალების სრულ მობილიზებას. ამას წინ უსწრებდა ფეოდალური მონარქიის დამხობა
რევოლუციური გზით. ინგლისმა კი ჩამოიცილა ჰოლანდიელები როგორც მეტოქე. 18
საუკუნისთვის ინგლისის ერთადერთი მეტოქე რჩება საფრანგეთი, და მთელი ამ
საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ამ ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირება .
ანუ, 16 საუკუნეს განვიხილავთ როგორც საფრანგეთ-ესპანეთის დაპირისპირების ჟამს, 17
საუკუნეს საფრანგეთის ჰეგემონობის ხანას და მის მეტოქეობას ჰოლანდიასთან,
რომლის დროსაც გამოვლინდა მისი დიპლომატიის და მოღვაწეების მოღვაწეობა . და
ამავდროულად ინგლისის გაძლიერებისა და მისი დიპლომატიური წონის გაზრდის ეპოქა .
18 საუკუნე კი აღსანიშნავია ძირითადად ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირებით
კოლონიებისთვისა და პირველობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე .

ამ დროისთვის აღსანიშნავი მოვლენებია: ოცდაათწლიანი ომი(1618-1648), ომი


ესპანეთის მემკვიდრეობისთვის(1701-1714), ჩრდილოეთის ომი(1700-1721), შვიდწლიანი
ომი(1756-63) და სხვა. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა რუსული დიპლომატიის
ჩამოყალიბება 18 საუკუნეში.

უდიდესი როლი შეასრულეს ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში


ჩამოყალიბებულმა სავაჭრო კომპანიებმა კოლონიზაციის განვითარებაში და ამაში
ჩართულ ომებს, რომლებმაც მოიცვეს იმდროინდელი მთელი ახალი მსოფლიო. და
მიიღეს სასტიკი და ხანგრძლივი ხასიათი, რადგან ამ ომებით წყდებოდა კოლონიური
ჰეგემონობისა და ბაზრების საკითხი. ამ ომებში გამარჯვებული ინგლისი გამოვიდა - 16-17
საუკუნეების მიჯნაზე ბოლო მოეღო ესპანეთისა და პორტუგალიის სიძლიერეს
ინგლისისა და ჰოლანდიის ძალით. ამავე საუკუნეში სამი ომით ინგლისმა ჰოლანდია
დაამარცხა, ხოლო 18 საუკუნეში შვიდწლიანი ომისა და ესპანურ-ავსტრიული
მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში დამარცხდა საფრანგეთიც.

ესპანეთი და კარლ 5-ის მეფობა

16 საუკუნისათვის ესპანეთმა დაამთავრა ტერიტორიული გაერთიანება და მისი


მოსახლეობა 10 მილიონი შეადგინა, ამავდროულად საერთაშორისო ასპარეზზე მან
პირველობა მოიპოვა. ესპანეთმა და პორტუგალიამ აღმოაჩინეს ამერიკა (1492),
ინდოეთისაკენ მიმავალი გზა(1498). დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა შეუწყვეს
ხელი ესპანეთის სწრაფ გამდიდრებას. 16 საუკუნის დასაწყისიდან (1516) ესპანეთის
ტახტზე იჯდა ესპ.მეფის ფერდინანდისა და დედოფ. იზაბელას შვილიშვილი კარლოს
პირველი, რომელიც ასევე იყო მამის მხრივ ავსტრიისა და რომის საღვთო იმპერატორის
მაქსიმილიანე 1-ის ჰაბსბურგის შვილიშვილი(გარდაიცვალა 1519) - ამის წყალობით ის
იმპერატორად აირჩიეს, კარლოს 5-ის სახელით.

სამფლობელოები შეადგენდა ესპანეთს, გერმანიას, ავსტრიას, იტალიას, ხმელთაშუა


ზღვის კუნძულები, ოკეანის გაღმა მიწებს. „ერთი ბოლოდან მეორემდე მზე არასოდეს
ჩადისო“.

ასეთი უზარმაზარი იმპერია ევროპას ჯერ არ ახსოვდა, და ძვირფასი ლითონების


ამერიკიდან გადაზიდვით ესპანეთის ზედა ფენა მკვეთრად გამდიდრდა , თუმცა სახსრების
დროს ტარებაში იხარჯებოდა ვიდრე საჭირო სფეროებში.

კარლ 5-ის ოცნება იყო ერთიანი უნივერსალური კათოლიკური იმპერიის შექმნა. ამ


მიზნებს ემსახურებოდა ესპანეთის მძარცველური და დაპყრობითი საგარეო პოლიტიკა .

ამ დროისთვის თავადაზნაურობას სწყუროდა ომი და ნადავლი. იგივე სურვილს


გამოთქვამდა საფრანგეთის აზნაურობა და მეფეც კი. მათ ჯვაროსნების მიმსგავსება
სურდათ. სწორედ ეს გახდა იტალიაში ამ ორი სახელმწიფოს შეტაკების საგანი. კარლ 5 კი
კიდევ იმედოვნებდა ამ უნივერსალური იმპერიის გაერთიანებას , რაც დიდად
არარეალური გახლავდათ. როდესაც კარლ 5-ს გვირგვინს თავზე ადგამდნენ,
გერმანელმა კურფიურსტებმა ანიშნეს მას, რომ ტიტული მან მიიღო გერმანელი
კურფიურსტებისა და აზნაურების ნებით, რადგან კარლოსმა უზარმაზარი თანხები
გამოჰყო მათი მოსყიდვისთვის.

კარლოსის მიერ მსოფლიო მონარქიის შექმნა მირაჟის ტოლფასი იყო ამ დროისთვის .

მესამე წოდების მოღვაწეობა???

ამ ეპოქის ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდში ხდებოდა სულ უფრო


მჭიდრო და ძლიერ სამეურნეო ერთიანობა, შესაბამისად ჩნდებოდა სათანადო პირობები
ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების წარმოსაქმნელად, და ამ დროის ალღოს
სწორად გაუგო კარლოსმა. მან გერმანიაში ესპანეთისაგან კარდინალურად
სხვანაირი პოლიტიკა ჩაატარა. რეფორმაციამ, რომლითაც ქონების სეკულარიზაცია
მოახდინა მთავრების მოგებით, შემდეგ კი გლეხთა დიდი ომის წარუმატებლობამ
გააძლიერა ადგილობრივი მთავრების ხელისუფლება, და ფაქტიურად გერმანია გაიყო
მრავალი სამთავროების იმპერიად. ამას დამატებული, გეოგრაფიული აღმოჩენების
წყალობით, რომლებმაც გადაიტანეს სავაჭრო გზები ცენტრიდან დასავლეთით ,
ოცდაათწლიანმა ომმა - ორი საუკუნით გერმანელები გამოთიშა ევროპის ასპარეზს .

გლეხთა ომის წარუმატებლობის შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ


მთავრებს შორის კინკლაობა დაიწყო, რომლის დროსაც კარლ 5-მ დიდი
დიპლომატიური ხელოვნება გამოამჟღავნა - მაგრამ მაინც დამარცხდა.

1531 წელს პროტესტანტმა მთავრებმა შეკრეს შმალკედონის კავშირი იმპერატორის


წინააღმდეგ, კარლ 5-მ კი გადაიბირა მათგან ყველაზე ძლიერი მთავარი და
მაკიაველის თაყვანისმცემელი მორიც საქსონელი - კურფიურსტის ტიტულის
შეპირებით. ისინი დამარცხდნენ. 1547-48 წლებში კი კარლოსმა რაიხსტაგის
დადგენილებებით გააძლიერა თავისი ბატონობა. ამან შეაშინა გერმანიის
კათ.მთავრებიცა და რომის პაპიც კი. ამასობაში მორიც საქსონელი ფრანგებმა
მოისყიდეს, ის ფარულად გადავიდა პროტესტანტების მხარეს და დაიწყო ინტრიგების
ხლართვა კარლოსის წინააღმდეგ. 1552 წელს ამბოხებულებმა მანიფესტით
მოითხოვეს განთავისუფლება ესპანური მეურვეობისაგან, მორიც საქსონელმა
შეუტია ტიროლს შეუტია, იქ შეფარებულმა კარლოსმა თავს გაქცევით უშველა. 1555
აუგსბურგის რელიგიური ზავით მთავრების ხელისულება გაძლიერდა. მათ
რელიგიური თავისუფლება მიენიჭათ, ხოლო მათ ქვეშევრდომებს არჩევნის უფლება
არ გააჩნდათ. მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს ფაქტიურად რომის პაპის
მეურვეობისგანაც.

კარლ 5 დინასტიური დიპლომატია

მდგომარეობის გამოსწორებისთვის, კარლოსმა მიმართა ჯერ კიდევ აქტუალურ


დინასტიურ ქორწინებებს. თუმცა ამ დროს ხშირად ქორწინებამდე საქმე არ მიდიოდა
ნიშნობის იქით. ინგლისის დედოფალი ელისაბედი ათჯერ იყო დანიშნული და
გაუთხოვარი დარჩა. ეკატერინე მედიჩი სულ ცდილობდა თავისი ოჯახის წევრების
გათხოვებას.

კარლ 5-ის მიზანს კი წარმოადგენდა თავისი ვაჟიშვილის ფილიპეს დაქორწინება


ინგლისის დედოფალ მერიზე. მიუხედავად წინააღმდეგობის ინგლისის დიდებულებისა
და თემთა პალატისა, მერი დაქორწინდა ფილიპეზე, რითთაც ელჩმა რენარმა
წარმატებას მიაღწია.

თუმცა ქორწინების ხელშეკრულება არ აღმოჩნდა მომგებიანი - ფილიპეს უნდა ეცა


პატივი ინგლისის კანონებისათვის და ინგლისი არ უნდა ჩარეულიყო ესპანეთ -
საფრანგეთის ომში, ასევე მერის გარდაცვალების შემდეგ ფილიპე მხოლოდ
დედოფლის მეუღლის სტატუსს ინარჩუნებდა.

კარლ 5 ნირწამხდარი და სასოწარკვეთილი აღმოჩნდა რის გამოც უარი თქვა ტიტულზე


და ბერად აღიკვეცა.

ფილიპე 2-ის დიპლომატია

კარლოსის გადადგომით მისი იმპერია დაიშალა. გერმანიას ფერდინანდი დაეპატრონა ,


დანარჩენი ტერიტორიები ერგო ფილიპე 2-ს, მის შვილს.

ეს ბატონი უფრო მორიდებულად ერეოდა მეზობელი პორტუგალიის საქმეებში .


კარდინალი სებასტიან 1-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე ავადგმყოფი
და მოხუცი ენრიკე მან გამოიყენა სასულიერო წრისა და არისტოკრატიის ნდობის
მოსაპოვებლად. პორტუგალიის ტახტი უნდა დაეკავებინა, და დაიკავა კიდეც ენრიკეს
გარდაცვალების შემდეგ დონ ანტონიუმ 1581წ. იანვარში. ის დაჟინებით იცავდა
პორტუგალიის დამოუკიდებლობას, და ეყრდნობოდა რაინდებსსა და ქალაქებს . ამის
საპასუხოდ ჰერცოგ ალბოის მეთაურობით გაგზავნილმა ფილიპეს ჯარმა დაიკავა ყველა
მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და დედაქალაქი, რის შემდეგ ფილიპე გამოცხადდა
პორტუგალიის მეფედ. 1581-1640 წლებში, პორტუგალია იყო ესპანეთის კოლონიალური
დანამატი, რომელიც მონაწილეობდა მის ყველა ომში.

1640 წელს, აჯანყების შემდეგ ტახტზე ავიდა ჟუან 4, 1668 წელს კი ესპანეთმა
პორტუგალიის დამოუკიდებლობა ცნო.

საბოლოოდ ფილიპეს ფანატიკურმა პოლიტიკამ და კათოლიკური სარწმუნოების


დაჟინებით გავრცელებამ, სხვა მიზეზებთან ერთად ხელი შეუწყო ჰოლანდიის
რევოლუციას, აამხედრა ფრანგი კათოლიკეები, სწორხაზოვანმა პოლიტიკამ ინგლისთან
კრახი განიცადა -1588 წელს უძლეველი არმადა დაიღუპა.

ფილიპეს საფრანგეთში, ინგლისში, ჰოლანდიაში ჰყავდა უამრავი დაქირავებული და


მოხალისე ჯაშუში, რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციას ამ ქვეყნებში სიტუაციაზე,
არამედ აკონტროლებდნენ აქაურ ესპანეთის დიპლომატიურ მისიასაც. ნიდერლანდების
მეფისნაცვალიც მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

მას მიაწერენ სიტყვებს, რომ: მირჩევნია არ მყავდეს საერთოდ ქვეშევრდომი, ვიდრე


მყავდეს ერეტიკოსი ქვეშევრდომები. მის მეფობას სავალალო შედეგები მოჰყვა
ესპანეთისთვის, და მან აამხედრა ესპანეთის წინააღმდეგ საფრანგეთი და ინგლისი .

16 საუკუნის ინგლისის დიპლომატია

16 საუკუნის ინგლისის საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვ. დაჩქარებამ


დააჩქარა ანტიმონარქიული რევოლუცია, რითთაც განამტკიცა მისი ადგილი
საერთ.ასპარეზზე. ამიერიდან მისი საგარეო პოლიტიკა შეტევითი ხდება და
აღმართულია ესპანეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ, და საბოლოოდ მიიყვანა
ზღვაზე ბატონობამდე. მომდევნო საუკუნის დიპ.გამარჯვებები მიღწეულიქნა 16
საუკუნის დიპ.გამარჯვებების ნიადაგზე.

16ს. ინგლისური დიპლომატია განსხვავდება საფრანგეთის დიპლომატიისგან.


საფრანგეთში აბსოლუტური მონარქია სუფევს, ინგლისში კი მეფის ხელისუფლება
შეზღუდულია პარლამენტის მიერ. ამ საუკუნეში წამყვან თანამდებობებს იკავებენ
თავადაზნაურები და მესამე წოდება, 17-ში კი აწყობენ რევოლუციას.

16 საუკუნის ინგლისის მთავარი სამიზნეა ესპანეთი, 1580 წელს პორტუგალიის


ასპარეზიდან გამოგდებამ მისი დაპყრობით, ესპანეთი იკავებს მის კოლონიებს. ამის
გამო ინგლისი მას ბრძოლა გაუმართეს. ამ დროს საგარეო პოლიტიკას ელისაბედი
უძღვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ინგლისელ კორსარებს,
არმატორებს, ვაჭრებს და დიპლომატებს. მთავრობა ნებას რთავდა ყველაფერზე,
რასაც აკეთებდა ესა თუ ის ქვეშევრდომი ესპანეთის წინააღმდეგ. დრეიკი, ჰაუკინსი და
რელი ამის წყალობით ფლოტის ადმირალები გახდნენ. ისინი ძარცვავდნენ ესპანურ
გემებს, ნადავლი კი ძვირფასი ლითონების სახით სამშობლოში ჩადიოდა. ინგლ.
დიპლომატია კი თანამედროვე პოლიტიკას ატარებდა ევროპის ყველა სამეფო კარზე .

ამის მაგალითია საფრანგეთის კარზე ელჩი უოლსინგემის მოღვაწეობა. მან


გამოაშკარავა ელისაბედის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, რომლის მთავარი
ფიგურა იყო მერი სტიუარტი (მისი პირველი მეუღლე იყო ფრანსუა მე-2 იყო,
წარმოშობით კი ჰენრი 7-ისა და ლოთარინგელი გიზების შთამომავალი). შოტლანდიის
რეფორმაციის შემდეგ ის გააძევეს შოტლანდიიდან და ელისაბედმა მას თავშესაფარი
მისცა, დატუსაღებით 1587 წლამდე. უოლსინგემმა მოაგროვა მტკიცებულებები იმისა,
რომ ის ფილიპე 2-სთან შეთქმულებაში იყო, რის გამოც ის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.
მან გამოიყენა დაქირავებული ჯაშუშები, ახსნა შიფრი რომელიც გამოყენებული იყო
მერისა და გიზების მიმოწერაში.

საფრანგეთის ურთიერთობა ესპანეთთან

16 და 17ს. საფრანგეთი აბსოლუტური მონარქიის ქვეშ იყო, რასაც საფუძველი ლუი 11-
მ ჩაუყარა. ძლიერი ხელისუფალი აწყობდა მოსახლეობასაც და წვრილ და საშუალო
აზნაურობასაც, პირველებისთვის ეს გარანტი იყო ასწლიანი ომის(1338-1453) არ
განმეორების, მეორისთვის კი სამხედრო სამსახურის გარანტია, ამიტომაც ორივემ
დაუჭირა მხარი ჰუგენოტებთან(ფეოდ.პროტესტანტული ოპოზიცია) ბრძოლაში. ლუის
შთამომავალი აბსოლუტური მონარქები იყვნენ - შარლ 8, ლუი 12, ფრანსუა 1 და ანრი 2.

16 ს. დასაწყისისთვის საფრანგეთი გარსშემორტმულია ჰაბსბურგების


სამფლობელოებით. საჭირო იყო აქედან დაღწევა და იტალიის დაკავება, რამაც
ჰაბსბურგებთან დაპირისპირება გამოიწვია. 16ს. 2 ნახ. – 17ს. 1 ნახ. ესპანეთია
საფრანგეთის მეტოქე. მხოლოდ ფრანსუა 1-ს მოუხდა მათთან 4-ჯერ ბრძოლა.

პირველ ომში ფრანსუა ტყვედ ჩავარდა და ორჯერ შეძლო ელჩების გაგზავნა


სულეიმან 1-თან. მხოლოდ მეორემ, ფრანჯიპანიმ მიაღწია სტამბოლს. სულეიმანმა
გამოიყენა ეს დახმარების თხოვნა და სამხრეთ უნგრეთში გაერთიანებული ლაშქარი
ჩეხებისა და უნგრელების გაანადგურა, 1529 წელს კი ვენას მიადგა. ჰაბსბურგებისადმი
მტრობამ ოსმალეთი და საფრანგეთი დიდი ხნით დააკავშირა.

საფრანგეთის და ოსმალეთის ურთიერთობა

1535 წ. დაიდო ხელშეკრულება ფრანსუას და სულეიმანს შორის, რომლითაც ფრანსუა


ჰპირდება დახმარებას ვენეციისა და ავსტრიის წინააღმდეგ.

სამაგიეროდ კი ფრანგმა ვაჭრებმა, „კაპიტულაციური რეჟიმის“ ფარგლებში


სამართლებრივი პრივილეგიები და მფარველობა მიიღეს ოსმალეთში, შემცირებული
გადასახადებიც კი. ამას მოჰყვა სხვა ევროპული სახელმწიფოების ანალოგიური
მოთხოვნები თავიანთი ვაჭრებისათვის, შემდეგ კი ქრისტიანებისთვის მთლიანობაში .
ანალოგიური ხელშეკრულებები დაიდო, ინგლისთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან და
სხვ.

საფრანგეთის ურთიერთობა გერმანიასთან

საფრანგეთი ანრი 2-ის მეთაურობით დაუკვაშირდა პროტესტანტ გერმანელ


მთავრებს, რადგან ორივეს აწყობდა ჰაბსბურგების დასუსტება. ამით ის ასუსტებდა
მეზობელ იმპერიას, და ნელ-ნელა იტაცებდა ახალ ტერიტორიებს, დაყავი და იბატონეს
პრინციპით. იგივე ტაქტიკა გამოიყენეს მინისტრმა სულისმა, კარდინალებმა
რიშელიემ და მაზარინიმ.

17 საუკუნის დასაწყისისათვის კი, საფრანგეთის ხაზინა მდიდრდება სოფლის


მეურნეობისა და სავაჭრო-კომერციული საქმიანობის აღმავლობის წყალობით , რაც
აძლევდა ფრანგულ დიპლომატიას მეტ შესაძლებლობას თავისი ენერგიული და აქტიური
პოლიტიკისათვის.

You might also like