You are on page 1of 9

სამხრეთ ამერიკის

კოლონიზაცია
პროექტზე მუშაობდა საბა კილაძე
1494 წელს პორტუგალიამ და ესპანეთმა, რომლებიც იმ დროისთვის ყველაზე უფრო დიდი საზღვაო იმპერიები იყვნენ, ხელი მოაწერეს
ტორდესილასის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილ იქნა გამყოფი ხაზი, დასავლეთის გრძედის 46°
მერიდიანი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ყველა ახალი ტერიტორია ცხადდებოდა ესპანეთის საკუთრებად, ხოლო მისგან
აღმოსავლეთით აღმოჩენილი ახალი მიწები პორტუგალიის სამფლობელოებად. მაგრამ შემდგომში პორტუგალიელებმა დაარღვიეს
ეს ხელშეკრულება, როდესაც მერიდიანის დასავლეთითაც აითვისეს მიწები და შექმნეს კოლონია ბრაზილია.
1499 წლიდან სამხრეთ ამერიკის
მოსახლეობამ, რომელიც სავარაუდოდ 30
მილიონს აღემატებოდა, და ბუნებრივმა
რესურსებმა არაერთხელ განიცადეს
ექსპლოატაცია ევროპელი კონკისტადორების
მხრიდან, ჯერ ესპანელების, ხოლო შემდეგ
პორტუგალიელების მიერ. ეს ორივე
ურთიერთკონკურენტული მხარე პრეტენზიას
აცხადებდა სამხრეთ ამერიკის მიწებზე და
რესურსებზე, ისე როგორც საკუთარზე და
დაყვეს კოლონიებად.
თანდათანობით ესპანელების და
ადგილობრივების მნიშვნელოვანი ნაწილი
ერთმანეთთან შეჯვარდა, რის შედეგადაც
წარმოიშვა მეტისები. მეტისები და ინდიელები
ხშირად იძულებულები იყვნენ ესპანური
მთავრობისათვის გადაეხადათ არასამართლიანი
გადასახადები და მკაცრად ისჯებოდნენ
დაუმორჩილებისთვის. ბევრი ადგილობრივი
ხელოვნების ნიმუში, ნაკეთობა და ძეგლი
ევროპელებმა ჩათვალეს
კერპთაყვანისმცებლურად და გაანადგურეს ისინი.
ეს მოიცავდა დიდი რაოდენობით ოქროს და
ვერცხლის სკულპტურებს, რომლებიც ესპანელებმა
გადაადნეს სამშობლოში ტრანსპორტირებამდე.
კოლონიზაცია XVII და XVIII საუკუნეებში
1616 წელს ნიდერლანდები დაინტერესდა ელ-
დორადოს ლეგენდით, დააარსა ფორტი
გაიანა და შექმნა სამი კოლონია: დემერარა,
ახალი ზელანდია და ესეკიბო.
1624 წელს საფრანგეთი შეეცადა
დაფუძნებულიყო თანამედროვე
საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე, მაგრამ
იძულებული იყო დაეტოვებინა იგი
პორტუგალიის მხრიდან აგრესიული
პოლიტიკის გამო, რომელიც საფრანგეთის ამ
ქმედებას განიხილავდა ტორდესილასის
ხელშეკრულების დარღვევად. მაგრამ
ფრანგი დასახლებულები დაბრუნდნენ 1630
წელს, ხოლო 1643 წელს მათ შეძლეს
დაეარსებინათ დასახლება კაიენა და
რამდენიმე პატარა პლანტაცია.
XVI საუკუნიდან დაწყებული ესპანურ და
პორტუგალიურ კოლონიებში გაჩნდა
უკმაყოფილებები კოლონიური
ადმინისტრაციის მიმართ. ამ მოძრაობებიდან
ყველაზე ცნობილია მონა მარონების
გამოსვლა, რომლებიც გაექცნენ თავიანთ
პატრონებს და შექმნეს საკუთარი
თავისუფალი თემები. სამეფო არმიამ მათი
დამორჩილება ვერ შეძლო, რისი ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მარონებმა
კარგად შეისწავლეს სამხრეთ ამერიკის
ჯუნგლებში ბრძოლა.
ესპანურმა კოლონიებმა საკუთარი
დამოუკიდებლობის მოპოვება დაიწყეს XIX
საუკუნის პირველ მეოთხედში, ესპანეთის
ამერიკულ კოლონიებში
დამოუკიდებლობისათვის ომის დროს. სიმონ
ბოლივარი (დიდი კოლუმბია, პერუ, ბოლივია),
ხოსე სან-მარტინი (რიო-დე-ლა-პლატის
გაერთიანებული პროვინციები, ჩილე, პერუ) და
ბერნარდო ო’ჰიგინსი (ჩილე) მეთაურობდნენ
დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ ბრძოლებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლივარი ცდილობდა
ესპანურენოვანი დამოუკიდებელი
სახელმწიფო ყოფილიყო ერთიანი, ის მაინც
დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ.

You might also like