You are on page 1of 41

მე-12 კლ. პარ.

1. 1799 წ. 18 ბრიუმერს (9 ნოემბერს) - საფრანგეთში მოხდა ე. წ. უსისხლო გადატრიალება.


ნაპოლეონის ტანამოაზრე მიურატი „ხუთასთა საბჭოში’ შეიჭრა და დეპუტატები
გამოაძევა. დაამხეს დირექტორია (მთავრობა) და შეიქმნა საკონსულო კომისია 3
კონსულისაგან (ნაპოლეონ ბონაპარტი, სიიესი და დიუკო0. კონსტიტუციამ ნაპოლეონი -
პირველი კონსული შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა.

2. 1802 წ. ნაპოლეონის მიერ შენარჩუნებული სახალხო რეფერენდუმით, ის „სამუდამო


პირველ კონსულად“ იქნა არჩეული.
3. 1804 წ. რეფერენდუმის თანახმად, ნაპოლეონი „ფრანგების იმპერატორად“ აკურთხეს.
4. 1804- 1815 წწ. ბონაპარტი იყო ასევე იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით
5. 1806-1814 წწ. „რაინის კავშირის“ პროტექტორი.
6. 1801 წ. ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით (შეთანხმებით) კათოლიციზმი
„ფრანგების უმრავლესობის რელიგიად „ გამოცხადდა.
7. 1805 წ. ნაპოლეონმა გამოსცა ედიქტი - „ნეაპოლის სამეფო დინასტიის მმართველობის
შეწყვეტის შესახებ“, რითაც მისი ძმა ჟოზეფი „ორივე სიცილიის მეფედ“ (ნეაპოლი,
სიცილია) გამოცხადდა.
8. 1804 წ. შემოღებული „სამოქალაქო კოდექსი“ განამტკიცებდა კანონის წინაშე
თანასწორობას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას.

რაინის კავშირი - დაშლილი რომის საღვთო იმპერიიდან ნაპოლეონმა შეიერთა გერმანული


ქალაქების დიდი ნაწილი და სამთავროები. ამ კავშირს პირადად ხელმძღვანელობდა.

მე-12 კლ. პარ. 2

1. 1801 წ. მარენგოს (იტალიაში) ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია.


2. 1805 წ. აუსტერლიცთან ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია-რუსეთი
3. 1805 წ. ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ ნელსონის
მეტაურობით გაანადგურა საფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი.
4. 1806 წ. იენასთან და აურშტედტთან (გერმანიაში) ნაპოლეონმა დაამარცხა პრუსია
5. 1907 წ. ფლიდრანდთან (პრუსიაში) დაამარცხა დაამარცხა რუსეთი
6. 1807 წ. 24 ივნისს ტილზიტში დაიდო ზავი, რითაც პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები და
დაეკისრა მძიმე ვალდებულებები, ხოლო რუსეთი საფრანგეთის მოკავშირედ იქცა.
7. 1807-1810 წ. მანძილზე ნაპოლეონის ჯარმა დაიკავა პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია
და ჩრდ. დას. გერმანია.
8. 1809 წ. ნაპოლეონმა ვაგრამთან კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრიელები და მისი
საბოლოოდ დასამორჩილებლად იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა (ავსტრიული
ქორწინება)
9. 1806-1807 წწ. ნაპოლეონ პირველმა „კონტინენტური ბლოკადა“ (ეკონომიკური ბლოკადა)
მოაწყო ინგლისის წინააღმდეგ.
10. 1801-1825 წწ. რუსეთის იმპერატორი იყო ალექსანდრე I, მან უარი თქვა ტილზიტში
მიცემულ სამოკავშირეო პირობის შესრულებაზე, რიტაც ეთიშებოდა კონტინენტურ
ბლოკადას.
11. 1812 წ. ნაპოლეონი 600000 -იანი არმიით რუსეთისკენ დაიძრა. სექტემბერში სოფ.
ბოროდინოსთან ბრძოლაში ნაპოლეონმა გაიმარჯვა (მაგრამ დანაკარგებმა გააბათილა
წარმატება) შევიდა დაცლილ მოსკოვში მაგრამ ცივმა ზამთარმა აიძულა რუსეთის
დატოვება.
12. 1813 წ. ოქტომბერში რუსეთ-პრუსიის თაოსნობით ლაიფციგის ( გერმანიაში) - “ ხალხთა
ბრძოლაში“ , ნაპოლეონი დამარცხდა.
13. 1814 წ. მარტში მოკავშირეები პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიზულეს გადამდგარიყო
და კ. ელბაზე გადაასახლეს. საფრანგეთის ტახტზე ლუი მე-18 ბურბონი ავიდა.
14. 1815 წ. კუნძულიდან გამოქცეულმა ნაპოლეონმა შეძლო 100 დღით აეღო ძალაუფლება ,
რისთვისაც ინგლისმა და პრუსიამ ვატერლოოსთან (ბელგიაში) დაამარცხეს ნაპოლეონი.
ის წმ. ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.( აფრიკის დასავლეთით, წყნ. ოკეანეში).

გაგრძელება პარ.2

15. 1814 წ. ნოემბრიდან 1815 წ. 9 ივნისამდე - ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობდა


ვენის კონგრესი. თავმჯდომარე - ავსტრიის კანცლერი, გრაფი ფონ მეტერნიხი. მიზანი:
ნაპოლეონის იმპერიის გადანაწილება იყო.
16. 1815 წ. საფრანგეთის წარმომადგენელმა ტალეირანმა დიდი ბრიტანეტის
წარმომადგენლებთან საიდუმლო ხელშეკრულება დადოპრუსიის და რუსეთის
წინააღმდეგ და შეძლო შეენარჩუნებინა დაეკანონებინა 1792 წ. საფრანგეთის ფარგლებში
არსებული ტერიტორიები.
17. 1815 – 1866 წწ. არსებობდა გერმანული კონფედერაცია, რომელიც ვენის კონგრესმა
დაარსა. ის დაყოფილი იყო „39 სახელმწიფოდ’ .
18. 1815 წ. პოლონეთი მეოთხედ გაიყო. ამჯერად რუსეთსა და პრუსიას შორის, ვენის
კონგრესის გადაწყვეტილებით. ცენტრალურმა პოლონეთმა რუსეთთან ერთად შექმნა
სამეფო, რომელსაც სათავეში რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის ძმა-კონსტანტინე
გახდა ვიცე-მეფე.
პენტარქია- ლათინურად- ხუთის მმართველობა

მე-12 კლ. პარ. 3.


1. 1760 წ. - სიმბოლური თარიღია ინდუსტრიალიზაციის დაწყების. ინგლისი „მსოფლიო
საამქროდ“ იქცა.
2. XIX ს-ის მე-2 ნახევრიდან ინდუსტრიალზაციის პროცესი ევროპაშიც დაიწყო.
3. 1886 წ. ჩიკაგოში მოხდა მუშათა პირველი გაფიცვა, რითაც 8 საათიანი სამუშაო დღე
დაწესდა.
4. XIX ს-ის 30-40-იან წლებსი მიიღეს პირველი შრომითი საკანონმდებლო აქტები
(„საფაბრიკო აქტები“), რითაც შრომის უფლება შედარებიტ მოწესრიგდა.
5. XIX ს-ის მე-2 ნახევრიდან ევროპაში მუშათა მოძრაობაზე გავლენა მოახდინა ახალმა
პოლიტიკურმა იდეოლოგიამ - სოციალიზმმა (შეიქმნა გერმანელი კარლ მარქსის და
ფრიდრიხ ენგელსის მიერ).
6. XIX ს-ის მე-2 ნახევარში არსებობდა საერთაშორისო გაერთიანება - I ინტერნაციონალი,
რომელიც აერთიანებდა სოციალისტური მიმართულების პარტიებს.
ტრედ-უნიონი - პროფკავშირის სახელწოდება ინგლისში.

მე-12 კლ. პარ.4


1. 1814-1824 წწ. საფრანგეთის მეფე იყო ლუი XVIII. მმართველობის ფორმა -
კონსტიტუციური მონარქია. მიიღეს „ქარტია“ (კონსტიტუცია) მხოლოდ 100000 მდიდარ
მოქალაქეს ქონდა საარჩევნო ხმის უფლება.
2. 1824- 1830 წწ. საფრანგეTის მეფე იყო შარლ X (ლუი XVIII -ის ძმა) . კონსერვატორების
პარტიის ყოფილი ლიდერი.
3. 1825 წ. შარლ X -მ გამოსცა კანონი ე.წ. „მილიარდი ემიგრანტის“ შესახებ.
4. 1830 წ. საფრანგეთის წარმომადგენელთა პალატამ შარლ X -ის გადადგომა მოითხოვა.
საპასუხოდ მეფემ ქვედა პალატა დაითხოვა. ახალი არჩევნებით ისევ ლიბერალები
მოვიდნენ პარლამენტში. ამჯერად მეფემ 4 ბრძანებულება გამოსცა რასაც ქუჩის
ბრძოლები მოჰყვა პარიზში. შარლ X შოტლანდიაში გაიქცა.
5. 1830 -1848 წწ. საფრანგეთში მეფობდა ლუი-ფილიპი ბურბონი. („ფრანგების მეფე“, „მეფე -
ბურჟუა“). ამომრჩეველთა რაოდენობა 200000- მდე გაიზარდა.
6. 1831 და 1834 წწ. საფრანგეთში ქ. ლიონში მუშათა გაფიცვები მოხდა.
7. 1840 წ. ხალხის გულის მოსაგებად ლუი- ფილიპმა ნაპოლეონის ნეშტი გადმოასვენებინა
პარიზში, ინვალიდების ტაძარში. (ლუდოვიკო მე-16-ის მიერ აგებულ შენობაში,
რომელიც განკუთვნილი იყო მოხუცი ინვალიდი ჯარისკაცებისატვის)

მე-12 კლ. პარ.5


1. 1848 წ. საფრანგეთში დამძიმდა მუშათა მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო წინა
წლებში მოუსავლიანობით და საერთაშორისო ფინანსური კრიზისით.
2. მე-19 ს. მოღვაწეობდა ფრანგი სოციალისტი- ლუი-ბლანი. მისი პროგრამა
ითვალისწინებდა , რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა მუშები კაპიტალისტთა
თვითნებობისაგან.
3. 1848 წ. თებერვალში როცა ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები აჯანყებულთა
მხარეზე გადავიდნენ, ლუი- ფილიპი ინგლისში გაიქცა.
4. 1848 -1852 წ წ. საფრანგეთი II რესპუბლიკად გამოცხადდა. (I რესპუბლიკა იყო 1792 –
1804 წწ.) . ამომრჩეველთა რაოდენობა 9 მლნ. მდე გაიზარდა. ნაციონალური კრების
( პარლამენტის) არჩევნებში კვლავ ბურჟუაზიამ გაიმარჯვა და დაიბრუნა საწარმოები
სახელმწიფოსგან. საპასუხოდ, ივნისში მუშათა შეიარაღებული აჯანყება მოხდა,
რომელიც ევროპაში მუშათა პირველ რევოლუციადაა შეფასებული. აჯანყების ჩახსობას
ხელმძღვანელობდა სამხედრო მინისტრი, გენერალი კავენიაკი .
5. 1848 წ. დეკემბერში საფრანგეთში ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა 75 %-ით
პრეზიდენტად სამსობლოში დაბრუნებული ლუი-ნაპოლეონი აირჩიეს.

პარ. 5 -ის გაგრძელება


6. 1848 წ. თებერვალში სამხრეტ გერმანიაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები
7. 1848 წ. 13 მარტს ვენაში რევოლუცია მოხდა, რაც მეტერნიხის გადადგომით დაიწყო.
8. 1848 წ. მარტში პრუსიაშიც ბარიკადული ბრძოლები დაიწყო.

პრუსიაში, ავსტრიაში და გერმანულ კონფედერაციაში ჩატარებული არჩევნებით შეიქმნა


წარმომადგენლობითი ორგანოები:
 გერმანული სახელმწიფოების ნაციონალური კრება (პარლამენტი) დაფუძნდა
მაინის ფრანკფურტში.
 პრუსიის ნაციონალური კრება ბერლინში
 ავსტრიის რაიხსტაგი (პარლამენტი) ვენაში
9. 1848 წ, დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ (პარლამენტმა) „გერმანელი
ხალხის ძირითადი უფლებები“ შეიმუშავა.
10. 1849 წ. კონსტიტუციის ტექსტი შეადგინა იმავე კრებამ. სადაც ჩაიწერა გერმანიის
გაერთიანების 2 გეგმა: „დიდგერმანული“ და „მცირეგერმანული“.
11. 1840-1861 წწ. პრუსიის მეფე იყო ფრიდრიხ ვილჰელმ IV ჰოენცოლერნი. მან ხელი
შეუწყო 1848-1849 წწ რევოლუციების ცახშობას და პრუსიასი მკაცრი რეჟიმის
დამყარებას.
12. 1848-1848 წწ. რევოლუციები გერმანიაში, პრუსიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში.
იტალიაში წარუმატებლად დასრულდა, თუმცა მოიტანა რეჟიმების ლიბერალიზაცია და
პარლამენტარიზმის პროცესის დაწყება.

მე 12 კლასი პარ. 6

1. 1798 - 1800 წ. მეფობდა ქართლ- კახეთში გიორგი XII . გარდაცვალებამდე ,მისი


ავადმყოფობის დროს რეალური ძალაუფლება რუსეთის მთავრობის
წარმომადგენლის კოვალენსკისა და საქართველოში რუსული ჯარების
მხედართმთავრის - ლაზარევის ხელში იყო.
2. 1800 წ. გამოქვეყნდა I მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ,
რომელსაც ხელს აწერდა რუსეთის იმპერატორი პავლე I . გიორგი მე -12 - ის
სიცოცხლეში.
3. 1801 წ. სასახლის შეთქმულებმა პავლე პირველი მოკლეს
4. 1801 1825 წწ. რუსეტის იმპერატორი იყო ალექსანდრე I. მან განაახლა და
გამოაქვეყნა მანიფესტი იმავე პირობებით.
5. 1802 წ. აპრილში მანიფესტი საქართველოში გავრცელდა.
6. 1803 -1805 წწ. ბაგრატიონტა სამეფო ოჯახის წევრები იმპერატორის ბრძანებით
გადაასახლეს რუსეთში და პენსიებიც კი დაუნიშნეს. ტახტის ერთ -ერთმა
მემკვიდრემ ალექსანდრე ერეკლეს ძემ მოასწრო ირანსი გაქცევა.
7. 1811 წ. რუსეთის მტავრობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია
(დამოუკიდებლობა) .
8. 1804 წ. მძიმე სოციალური პირობების გამო აჯანყდა აღ.საქართველოს მთიელები
9. 1812 წ. დიდი აჯანყება მოხდა კახეთში.
რუსეთის მთავრობამ შემოიღო მთავარმართებელის თანამდებობა
საქართველოში. ასევე ქაღ. საქართველო დაყვეს მაზრებად, რომელთა სათავეში
კაპიტან-ისპრავნიკები იდგნენ.
10. 1802-1806 წწ. საქართველოს მტავარმართებელი (მთავარსარდალი) იყო პავლე
ციციანოვი (ციციშვილი)
პეტრე ბაგრატიონი - სახელგანთქმული გენერალი რუსეთის არმიაში ,
მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ - აუსტერლიცის, ფლიდრანდისა და
ბოროდინოს ბრძოლებში.
11. 1804 წ. ციციანოვი ჯარით შევიდა იმერეთის სამეფოში და სოლომონ მეორე
დაეთანხმა რუსეთის პროტექტორატს (მფარველობას). მისი ვასალი ხდებოდა. ანუ
მასზე დამოკიდებული. მანამდე კი ციციანოვმა სამეგრელოს მთავარი
დაიქვემდებარა.
12. 1810 წ. იმერეთის სამეფო გაუქმდა, სოლომონ მეორე ოსმალეთში გადაიხვეწა
სადაც გარდაიცვალა.
13. 1990 წ. მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში . დაკრძალეს გელათში.
14. 1804 წ. ოქტომბერში რუსებმა დაიკავეს ყულევი (სოფ. ხობის მუნიციპალიტეტში)

და ააგეს აქ პატარა ციხე-სიმაგრე რედუტ - კალე, რომელიც გახდა საყრდენი პუნქტი


შავი ზღვის აღმ. სანაპიროდან თურქების განდევნისთვის.

ჩამატება:

15. 1828 წ. რუსეთმა გააუქმა გურიის სამთავრო


16. 1857 წ. გააუქმა სამეგრელოს სამთავრო
17. 1858 წ. გააუქმა სვანეთის სამთავრო
18. 1864 წ. გააუქმა აფხაზეთის სამთავრო

მე-12 კლასი პარ. 7


1. 1825 წ. 14 დეკემბერს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ. „დეკაბრისტთა)
ამბოხი, რომლებსაც სურდათ შეექმნათ რესპუბლიკა
2. მე-19 ს. პირველ ნახევარში მოღვაწეობდა ქართველი მეცნიერი და საზოგადო
მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი. ის მომხრე იყო საქართველოში რესპუბლიკური
მმართველობის შექმნის. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას იყო რედაქტორი
„თბილისის უწყებანის“ ქართულენოვანი ნაწილის. მან დაარსა
‘სალიტერატურონი ნაწილნი თბილისის უწყებათანი“
3. 1829-1830 წწ. სანქტპეტერბურგიდან თბილისში გადმოინაცვლა შეთქმულების
ცენტრმა, მათ სურდათ თავის განთავისუფლება რუსული მმართველობისგან.
4. 1832 წ. დაგეგმილი შეთქმულება გასცეს. შეთქმულები დააპატიმრეს.
5. XX ს-ის პირველ ნახევარში რუსეთი ახდენდა არაქართული მოსახლეობის
ჩამოსახლებას საქართველოს სამხრეთ- აღმოსავლეთ სასაზღვრო ზოლში. (500
გერმანული ოჯახი, სომხები, ბერძნები, რუსები, რუსეთიდან დევნილი სექტების
წარმომადგენლები - დუხობორები, მალაკნები)
6. 1840 წ. რუსეთის გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასია 2 ნაწილად გაიყო, ცალ-
ცალკე ადმინისტრაციით. 1) საქართველო-იმერეთის გუბერნია (შედიოდა:
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანის ნაწილი). 2) კასპიის პროვინცია
( შედიოდა: აზერბაიჯანის მეორე ნაწილი)
7. 1845 წ. რუსეთის მთავრობამ კავკასიაში შემოიღო მეფისნაცვლის თანამდებობა.
ექვემდებარებოდა რუსეთის მეფეს და ის ხელმძღვანელობდა საქართველოში
სამოქალაქო და სამხედრო ადმონისტრაციას. „საქართველოს მეფისნაცვალი“
პირველად გახდა მიხეილ ვორონცოვი.

მე-12 კლასი, პარ. 8

„აღმოსავლეთის საკითხი“ - ეწოდა ოსმალეთის იმპერიის გადანაწილების სურვილს


ევროპული სახელმწიფოების მხრიდან.

1. 1768-74 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი მიიჩნევა „აღმოსავლეთის საკითხის“ ათვლის


წერტილად. გაიმარჯვა რუსეთმა.
2. 1774 წ. დაიდო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი რუსეთ-ოსმალეთს შორის, რითაც რუსეთი
გახდა შავი ზღვის ბატონ-პატრონი, ასევე ოსმალეთის მართლმადიდებული
აღმსარებლობის ხალხების დამცველი.
3. 1787-92 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი. გაიარჯვა რუსეთმა
4. 1792 წ. დაიდო იასის ზავი, რითაც განმეორდა წინა ზავის პირობები.
5. 1806 – 1812 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი.
6. 1812 წ. დაიდო ბუქარესტის ზავი რუსებმა ბესარაბიის (დღევ. მოლდოვა). მაგრამ
მათ მოუწიათ დაეთმოთ ოსმალეთისთვის ფოთი და ახალქალაქი, რადგან
პარალელურად ნაპოლეონ ბონაპარტთან ქონდათ ომი.
7. 1828 – 29 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი,
8. 1829 წ. დაიდო ადრიანოპოლის ზავი (დღეს თურქეთში), რომლითაც
დაინაწილეს ტერიტორიები ევროპასა და კავკასიაში. რუსეთმა მიიღო შავი ზღვის
აღმ. სანაპირო , ანაპა (ქალაქი კრასნოდარის მხარეში), ნოვოროსიისკი, ფოთი,
ახალციხე , ახალქალაქი, იმერეთი, სამეგრელო , გურია , აფხაზეთი. ევროპაში კი
ოსმალეთს ერგო ტერიტორიები.
9. 1830 წ. საერანგეთმა დაიპყრო ოსმალეთის იმპერიის სამფლობელო ალჟირი.
10. 1839 წ. ბრიტანეთმა მოახდინა ოსმალეთის კუთვნილ იემენში დაიპყრო სავაჭრო
ცენტრი - ადენი, რითაც შეძლებდა გაეკონტროლებინა ინდოეთისკენ მიმავალი
საზღვაო გზები.
11. 1853-56 წწ. მიმდინარეობდა ყირიმის (კუნძული სამხ. უკრაინაში) ომი,
ძირითადად რუსეთსა და ოსმალეთს შორის კონფლიქტმა განაპირობა, თუმცა
ფაქტობრივად იყო დაპირისპირება ევროპულ სახელმწიფოებსა (რომლებიც
დაეხმარნენ ოსმალეთს, რადგან რუსეთის გაძლიერება არ უნდოდათ) და რუსეთს
შორის. რუსეთის მოთხოვნა ომის წინ იყო: წინა ზავებით რუსეთმა მოიპოვა
უფლება - ოსმალეთის იმპერიაში მართლმადიდებელი ხალხების დამცველის,
მაგრამ ახლა ითხოვდა რომ ოსმალეთის ხელისუფლება დათანხმებულიყო, რომ
ოსმალეთის საშინაო საქმეებში უშუალოდ ჩარევის უფლება მიეცა რუსეთისთვის,
როცა საქმე მართლმ. მოსახლეობის უფლებების დარღვევას შეეხებოდა. რუსეთი
დამარცხდა.
12. 1877-78 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომი. გაიმარჯვა რუსეთმა.
13. 1878 წ. დაიდო სან-სტეფანოს ზავი (სტამბოლის მახლობლად) , რომლითაც
გადაწყდა, რომ აჭარა ამიერიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
შევიდოდა, ხოლო ბათუმი თავოისუფალ სავაჭრო.ქალაქად გამოცხადდებოდა.
ასევე ოსმალეტმა დაკარგა ტერიტორიები ბალკანეთზე.

მე-12 კლასი. პარ. 9


1. 1807 წ. ე.წ. „ფინკენშტაინის ხელშეკრულებით“ ნაპოლეონ ბონაპართი დაპირდა
ირანს რომ დაეხმარებოდა აღ. საქართველოს დაბრუნებაში. თუმცა ვითარება
შეიცვალა და არ დაეხმარა.
ირან- რუსეთის ომები:
2. 1804-1813 წწ. ომში გაიმარჯვა რუსეთმა. დაიდო გულისტანის (ყარაბაღის ტერიტ)
ზავი, რომლითაც აღმ. საქართველო რუსეთს დარჩა.
3. 1826-1828 წწ. ომში გაიმარჯვაისევ რუსეთმა, დაიდო თურქმანჩაის ზავი,
რომლითაც ირანმა საბოლოოდ თქვა უარი აღ. საქართველოზე და სამხრეთ
კავკასიაში დაპყრობილ ტერიტორიებზე.
4. 1828 წ. რუსეთმა გააუქმა გურიის სამთავრო
5. 1857 წ. გააუქმეს სამეგრელოს სამთავრო
6. 1858 წ. გააუქმეს სვანეთის სამთავრო
7. 1864 წ. გააუქმეს აფხაზეთის სამტავრო

მე-12 კლასი. პარ. 10


1. 1804-1815 წწ. ბალკანეთზე სერბები აუჯანყდნენ ოსმალებს
2. 1829 წ. სერბებმა სუვერენული(დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს.
3. 1829 წ. ბალკანეთზე ბერძნებმაც ოსმალეთისგან დამოუკიდებელი სამეფო შექმნეს.
4. მე-20 საუკუნის დასწყისში უკვე ბალკანეთის სხვა ქრისტიანმა ხალხებმაც
გაინთავისუფლეს თავი.
5. მე-19 ს. პირველ მეოთხედში სამხრეთ ამერიკის ხალხებმაც მოიპოვეს
დამოუკიდებლობა.
6. 1852 წ. პირველი ქართული ჟურნალის პირველი ნომერი - „ცისკარი“ გამოვიდა.
ჯერ გიორგი ერისთავი, შემდეგ ივანე კერესელიძე ხელმძღვანელობდნენ.
7. მე-19 ს. 60-იან წლებში საქართველოში ასპარეზზე გამოვიდნენ -
თერგდალეულები - ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ვაჟა-ფსაველა, ალ, ყაზბეგი, ნიკო
ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვ.
8. 1863 წ. ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ საქართველოს
მოამბე“
9. 1877 წ. ი.ჭავჭავაძემ დაარსა გაზეთი “ივერია“, რომელიც მოკლე დროით
ჟურნალად გადაკეთდა, შემდეგ ისევ გაზეთად.
10. 1890 წ. გაიხსნა სათავადაზნაურო ბანკები თბილისსა და ქუთაისში. ი ჭავჭავაძისა
და მისი მომხრეების თაოსნობით.
11. 1879 წ. შეიქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება“, პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი, შემდგომ
შეცვალა ი.ჭავჭავაძემ
12. მე-19 ს. 70-იან წლებში თერგდალეულები 2 ჯგუფად გაიყვნენ. “ I დასში
„ შედიოდნენ ი ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი, გოგებაშვილი და სხვ. ისინი
პრიორიტეტად ეროვნული საკითხის მოგვარებას მოითხოვდნენ. „II დასში“
შედიოდნენ ნ. ნიკოლაძე. გ.წერეთელი, სერგო მესხი და სხვ. ისინი უპირატესობას
სოციალურ საკითხს ანიჭებდნენ.
მე-12 კლ. პარ. 11
1. 1848 წ. სარდინიის სამეფო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა და იტალიის
გაერთიანების ცენტრად იქცა. მეფე - ვიტორიო ემანუელ II.
2. რისორჯიმენტო - გამოცოცხლება/აღორძინება
3. 1852 წლიდან - კამილო დი კავური იყო სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი
4. 1859 წ. მაჯენტას და სოლფერინოს ბრძოლებში ნაპოლეონ III-მ დაამარცხა
ავსტრია და დადებული ზავით ავსტრიისგან მიიღო ლომბარდია, რომელიც
შემდეგ სარდინიის მეფეს გადაუცვალა სავოიასა და ნიცაში.
5. 1861 წ. ქ. ტურინში ოფიციალურად გამოცხადდა იტალიის სამეფოს შექმნა და
დედაქალაქად რომი გამოცხადდა. იტალიის მეფე გახდა ვიტორიო ემანუელ II.
6. 1870 წ. შეუერთდა რომი იტალიას ფაქტობრივად.
7. 1871 წ. რომში გადაიტანეს დედაქალაქი.
8. 1866 წ. ვენეცია შეუერთდა იტალიას (პრუსიასთან ერთად ომის შედეგად)
9. 1929 წ. იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის
კონკორდატი (შეთანხმება), რითაც ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის
სახელმწიფო, მისი მეთაური რომის პაპია.

მე-12 კლ. პარ. 12


1. 1862 წ. ოტო ფონ ბისმარკი დაინიშნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად
2. 1864 წ. პრუსიამ დაამარცხა დანიის სამეფო და მეფეს უარი ათქმევინა შლეზვიგ-
ჰოლშტაინის ჰერცოგის ტიტულზე.
3. 1863 წ. პოლონეთის აჯანყება ჩაახშო რუსეთმა, კონფლიქტში არ ჩარეულა პრუსია.
4. 1866 წ. სადოვასთან, ჩეხეთში (კიონიგგრაცის ბრძოლა -ეწოდა გერმანიაში)
პრუსიის არმიამ მოლტკეს მეთაურობით დაამარცხა ავსტრიელები. გზა ვენისკენ
გახსნილი იყო. ბისმარკმა ომი არ გააგრძელა და ზავით მოსთხოვა ავსტრიას
„გერმანული კონფედერაციის“ დატოვება.
5. 1867 წ. ავსტრიის იმპერიას „ავსტრია-უნგრეთი“ ეწოდა.
6. „ჩრდილო გერმანული კავშირი“ - შეიქმნა ბისმარკის ინიციატივით, რაშიც
პირველ ეტაპზე სამხრეთ გერმანიის 4 კათოლიკური სახელმწიფო არ შევიდა.
7. 1867 წ. ნაპოლეონ მე-3 -ის მექსიკაში შეჭრა კრახით დასრულდა.
რევოლუციონერებმა მის მიერ იმპერატორად დასმული მაქსიმილიანე
დახვრიტეს.
8. 1869 წ. საფრანგეთის ინიციატივით მოხდა სუეცის არხის საზეიმოდ გახსნა.რაც
ბრიტანულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა ინდოეთში
9. 1870 წ. 1-2 სექტემბერს - სედანთან ბრძოლაში პრუსიამ დაამარცხა ნაპოლეონ
მესამე, რომელიც ტყვედ ჩავარდა.
10. 1871 წ. 18 იანვარს ვერსალში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა. პრუსიის
მეფე ვილჰელმ I გახდა გერმანიის იმპერატორი (‘კაიზერი“).
11. 1871 წ. ფრანკფურტში დადებული ხელშეკრულებით გერმანიის ხელში გადავიდა
ელზასი და ლოთარინგიის აღმ. ნაწილი.

მე 12 კლასი პარ. 13

1. 1852- 1870 წწ. ლუი ნაპოლეონ III იყო საფრანგეთის იმპერატორი. ის სახალხო
რეფერენდუმზე 97 % მა აირჩია. იწოდებოდა „ღვთის კურთხევითა და ერის ნებით
ფრანგების იმპერატორად“
2. 1852 წ. 2 დეკემბერს საფრანგეთში გაუქმდა მეორე რესპუბლიკა და შეიქმნა მეორე
იმპერია.
3. 1870 წ. სედანის ბრძოლაში ნაპოლეონ მესამე დამარცხდა პრუსიის გერმანულ
ჯართან და ტყვედ ჩავარდა მეორე არმიასთან ერტად.
4. 1870 წ. 4 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. ეს იყო
საფრანგეთის III რესპუბლიკა, რომელმაც ომი გააგრძელა პრუსიასთან.
5. 1871 წ. თებერვალში საფრანგეთის დროებითმა მთავრობამ კაპიტულაცია
გამოაცხადა.
პარიზის კომუნა - იგივე ქალაქის მთავრობა, რომელიც შექმნეს აჯანყებულმა
პარიზელებმა და დაუპირისპირდნენ რესპუბლიკის დროებით მთავრობას ,
რადგან თვლიდნენ რომ ეროვნულ კრებაში (პარლამენტი) უმრავლესობაში მყოფი
როიალისტები ( მონარქიის მომხრეები) აღადგენდნენ მონარქიას. ეს მოვლენა წინ
უძღოდა კაპიტულაციის გამოცხადებას.
6. 1871- 1873 წწ. საფრანგეთის რესპუბლიკაში ჯერ მთავრობის თავმჯდომარედ,
ხოლო ბოლოს პრეზიდენტად ეროვნულმა კრებამ აირჩია ლუი ადოლფ ტიერი.
პატრიკ მაკ-მაჰონი
7. 1875 წ. მიღებულ იქნა საფრანგეთის III რესპუბლიკის კონსტიტუცია
8. 1881- 1884 წწ. განხორციელდა რესპუბლიკელთა მიერ ცვლილებები:
საფრანგეთში სკოლები უფასო და საერო გახდა; დაკანონდა პრესისა და
შეკრებების თავისუფლება; დაუშვეს განქორწინება და პროფკავშირების შექმნა.

პარ.14

1. 1861-1865 წწ. აშშ -ში სამოქალაწო ომი მიმდინარეობდა.


2. 1804 წლამდე ჩრდ.აღმოს. შტატებში მონობა აიკრძალა
3. 1807 წ. აშშ კონგრესმა აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა. თუმცა „ღრმა
სამხრეთის“ ბამბის მომყვან შტატებში ის ფართოვდებოდა კიდეც.
ჰოუმსტედები - თავისუფალი ფერმერული მეურნეობები, რომელთა დაარსება
სრულიად აშშ -ის მთავრობას სურდა. რაც ითვალისწინებდა მიწის დიდი
ნაკვეთების , უფასოდ ან შეღავათიან ფასად დარიგებას.
აბოლიციონისტები - მონობის გაუქმების მომხრეები.
4. 1860 წ. აშშ -ის რიგით მე-16 პრეზიდენტად აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის
გამოჩენილი წევრი აბრაჰამ ლინკოლნი. ის იყო ზომიერი მოწინააღმდეგე
მონობის.
5. 1861 წ. 4 მარტს „ღრმა სამხრეთის“ შვიდმა შტატმა შექმნა ამერიკის
კონფედერაციული შტატები და გამოაცხადა აშშ- სგან გამოყოფა. კონფედერაციის
პრეზიდენტად აირჩიეს ჯეფერსონ დევისი. 2 თვის შემდეგ კიდევ დაემატა
სამხრეთის 4 შტატი. დედაქალაქად რიჩმონდი გამოცხადდა.
ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატი აშშ -ის ერთგული
დარჩა. მათ კიდევ 4 შტატი დაემატა და სულ 27- მა შტატმა შექმნა - კავშირი.
6. 1861 წ. 12 აპრილს პირველი თავდასხმა განახორციელეს კონფედერატებმა , თავს
დაესხნენ აშშ -ში სამტერის ფორტს (ციხესიმაგრე საიდანაც ზღვაში
ანადგურებდნენ მტრის გემებს).
7. 1863 წ. 1-3 ივნისს მოხდა გეთისბერგის ბრძოლა, რომელმაც გადაწყვიტა ომის
ბედი. კონფედერატები დამარცხდნენ.
8. 1865 წ. 1 აპრილს ამერიკის კონფედერაციული შტატების (სამხრეთით )
დედაქალაქი- რიჩმონდი დაეცა. გენერალი ლი დანებდა გენერალ გრანტს.
9. 1865 წ. კონფედერატების მომხრე ტერორისტმა მოკლა აშშ - ის პრეზიდენტი
აბრაჰამ ლინკოლნი. მეორე დღესვე პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი.
10. 1865 წ. 6 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი მონობის გაუქმების შესახებ. რომელიც
ასახული იყო კონსტიტუციაში მე 13 დამატებად.

მე-12 კლ. პარ. 15


1. 1855- 1881 წწ. რუსეთის იმპერატორი იყო ალექსანდრე II. ემსხვერპლა
ნაროდნიკთა თავდასხმას.
2. 1853-1856 წწ. მიმდინარეობდა ყირიმის ომი, რომელშიც რუსეთი დამარცხდა
საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან, რომლებიც ემხრობოდნენ ოსმალეთის
იმპერიას.
3. 1861 წ. თებერვალში ალექსანდრე მეორემ გამოსცა ბრძანება რუსეთში
ბატონყმობის გაუქმებისა და გლეხთა განთავისუფლების შესახებ.
4. 1864 წ. რუსეთის პროვინციებსა და გუბერნიებში შეიქმნა საკრებულოები, მისი
წევრები არაპირდაპირი გზით აირჩეოდნენ და პასუხისმგებელი იყვნენ
ბიუჯეტზე, საჯარო განათლებაზე. გზებზე, ხიდებზე.
5. 1870 წ. იგივე პრინციპიტ შეიქმნა საქალაქო დუმები.
დუმა - რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ქვედა პალატა
ფედერალური კრება - რუსეთის ფედერაციის ორპალატიანი პარლამენტის
სახელწოდება.
6. 1863 წ. უნივერსიტეტებს ფარტო ავტონომია მიენიჭათ.
7. 1864 წ. გატარდა სასამართლო რეფორმა
8. XIX ს. 70 -იან წლებში გატარდა სამხედრო რეფორმა, სამხედრო სამსახურის ვადა
25 წლიდან 6 წლამდე შემცირდა,
9. XIX ს. 70 -იან წლებში რუსეთში შეიქმნა პოლიტიკური და საზოგადოებრივი
მოძრაობა „ნაროდნიკები“, მათი მიზანი იყო გლეხთა მდგომარეობის
გაუმჯობესება და განათლების დონის ამაღლება.
10. 1876 წ. ნაროდნიკების ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ზემლია ი
ვოლია“ ( მიწა და თავისუფლება)
11. 1879 წ. ნაროდნიკების მეორე ნაწილმა ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ ნაროდნაია
ვოლია“ (ხალხის ნება).
12. 1864 წ. რუსეთის იმპერატორმა საქართველოში გააუქმა ბატონყმობა.
13. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საქარტველოშიც შეიქმნა რევოლუციურ-
ხალხოსნური მოძრაობა რომლის მიზანიც იყო რევოლუციის გზით ცარისტული
რეჟიმის დამხობა და მისი შეცვლა „გლეხური სოციალიზმით“

მე-12 კლ. პარ.16

„მესამე დასი“ - ჯგუფი საქართველოში , რომელშიც გაერთიანდნენ მარქსისტული


იდეების მომხრეები ეგნატე ნინოშვილის ხელმძღვანელობით. მესამე დასი ორ ნაწილად
გაიყო:

 რევოლუციური ჯგუფი (მიხა ცხაკაია, ლადო კეცხოველი, იოსებ ჯუღაშვილი)


 ჯგუფი რომელიც ირჩევდა საპარლამენტო ბრძოლის მეთოდებს, ნოე ჟორდანიას
ხელმძღვანელობით.
1. 1904 წ. ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა „ქართველ სოციალისტ-
ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია“ , ხელმძღვანელობდა არჩილ ჯორჯაძე,
მათი მიზანი იყო ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის შექმნა.
თავდაპირველად ის სხვადასხვა მცირე ჯგუფების ერთ ბლოკში გაერთიანებას
წარმოადგენდა. მასში წარმოიშვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
რსდმპ -რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია შეიქმნა 1898 წ.
მინსკში, მემარცხენე რევოლუციური ძალების ერთ პარტიაში გაერთიანების
მიზნით.მოგვიანებით ის გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად
(1903წ.) . ბოლშევიკებმა ფაქტობრივად 1912 წ,პრაღის კონფერენციაზე, ხოლო
ფორმალურად 1917 წ. შექმნეს ცალკე პარტია , რომელიც დაარსა ვლადიმერ
ლენინმა. საბოლოოდ ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური
პარტია.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - წამყვანი პოლიტიკური
პარტია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921წწ.) შეიქმნა
ქართველი მენშევიკების მიერ 1917 წ. რევოლუციის შემდეგ. პირველი მსოფლიო
ომის დროს ისინი მხარს უჭერდნენ ამიერკავკასიის ქვეყნების ავტონომიას
რუსეთის ფედერაციაში.
მიხაკო წერეთელი - გერმანული ორიენტაციის პოლიტიკოსი, სათავესი ედგა
უცხოეთში მცხოვრებ ქართველ პოლიტიკოსტა ნაწილს. მათ სურდათ
საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან.

მე-12 კლ. პარ. 17


1. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან I მსოფლ. ომის დაწყებამდე (1914 წ-მდე)
პერიოდს იმპერიალიზმის ეპოქა ეწოდება
„პანსლავიზმი“ - იდეოლოგია, რომელსაც ატარებდა იმპერიალისტური
რუსეთი და „სრულიად სლავების“ და მართლმადიდებლობის დაცვას
ითვალისწინებდა.
მერკანტილიზმი - ეკონომიკური მოძღვრება მე-16 - მე-18 ს-ში, რომლის
მიხედვიტაც ბურჟუაზიას მიაჩნდა რომ ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია
არა წარმოების განვითარებაზე, არამედ ექსპორტზე და ამ გზით სიმდიდრის
დაგროვებაზე.სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ცართული ეკონომიკაში.
ჯინგოიზმი - ინგლისური ირონიული მეტსახელი, გამოხატავდა რადიკალურ
იმპერიალიზმს.
„აფრიკისათვის რბოლა“ - პროცესი როცა აფრიკის ტერიტორიების ხელში
ჩასაგდებად ერტმანეთს ეჯიბრებოდნენ ინგლისი , საფრანგეთი, გერმანია.
2. 1868-1881 წწ. რუსეთმა დაიკავა კასპიის ზღვის არმოსავლეთით მდებარე
ტერიტორიები ცენტრალურ აზიაში.
3. 1858 წ. რუსეთმა აიძულა ჩინეთი დაეთმო მისთვის მდ. ამურის ჩრდ. მდებარე
ტერიტორიები და იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლი.
4. 1894-1895 წწ. მიმდინარეობდა ჩინეთ-იაპონიის ომი. იაპონიამ გაიმარჯვა.
(სიმონოსეკის ზავით ჩინეთი ცნობდა კორეის დამოუკიდებლობას, თმობდა
ლიაოდუნის ნ/კ თავისი ბაზებით, კუნძულ ტაივანს და პენჰულედაოს
კუნძულებს.)
5. 1904-1905 წწ. იყო რუსეთ-იაპონიის ომი, შორეულ არმოსავლეთში მანჯურიაზე
და კორეაზე ბატონობისათვის. მანჯურიას რუსეთი ფლობდა. რუსეთი
დამარცხდა და ჩინეთში პორტ-არტურში მყოფი სამხედრო ბაზა დანებდა
იაპონელებს.
მე-12 კლ. პარ. 18

1. მე-20 ს. დასაწყ. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გავლენა გაავრცელეს


აფრიკასა და აზიაზე და დიდ კოლონიურ იმპერიებად ჩამოყალიბდნენ. მე19 ს.
ბოლოს მათ უკვე ეკონომიკის განვითარებით გაუტოლდა 1871 წ. პრუსიის
ეგიდით შექმნილი გერმანიის იმპერია.
2. 1898 წ. გერმანიამ დაიწყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობა, რამაც
უბიძგა ბრიტანეთს კავშირი დაედო მუდმივ მეტოქე -საფრანგეთთან.
საფრანგეთიც დათანხმდა რადგან ვერ ეგუებოდა ალზასის და ლორენის
წართმევას გერმანიის მიერ,
3. 1893 წ. რუსეთ -საფრანგეთმა გააფორმა სამხედრო კავშირი
4. 1904 წ. საფრანგეთ-ინგლისმა ---------------------------
5. 1907წ. რუსეთ-ინგლისმა ------------------------------

„ ანტანტა“ - გულითადი კავშირი - ეწოდა 3 ქვეყნის საფრანგეთის, რუსეთისა


და დიდი ბრიტანეთის კავშირს.
„ ცენტრალური სახელმწიფოები“ - ეწოდა გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის,
ოსმალეთის, ბულგარეთის სამხედრო კავშირს.
6. 1882 წ.დან იტალია გერმანიასთან და ავსტრია-უნგრეთთან იყო სამხედრო
კავშირში პირველ მსოფ. ომშიც მათ მხარეს ჩაება, მაგრამ მალევე (1915წ.)
ანტანტის მხარეზე გადავიდა.
7. 1914 წ. 28 ივნისს სარაევოში( ბალკანეთისნ/კ მდებარე ბოსნია-ჰერცოგოვინას
დედაქალაქი) სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა მოკლა ვიზიტად მყოფი
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე.
ამას მოჰყვა ავსტრია-უნგრეთის მიერ სერბეთისთვის ომის გამოცხადება, სერბეთს
იცავდა რუსეთი და ჩაერთო ომში მოკავშირეებთან ერთად.

მე 12 კლ. პარ.19
1. 1914 წ. 4 აგვისტოს გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და მისი
გავლით საფრანგეთში შეიჭრა.
2. 1914 წ. შემოდგომაზე შეძლეს გერმანიის შეტევის შეჩერება პარიზთან ახლოს -
მარნასთან. (მარნის ბრძოლა)
3. 1914 წ. აგვისტოში ასევე რუსეთის 2 არმია შეიჭრა გერმანიაში აღმოსავლეთიდან
ანუ აღმ. პრუსიაში. რუსები დამარცხდნენ, ამ ეტაპზე.
გერმანიამ გადაწყვიტა რუსული ძალები დაებანდებინა ახალ ფრონტზე და
ამისთვის გამოიყენა რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირება და წააქეზა ოსმალეთი
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები დაეკეტა რუსეთისათვის, საიდანაც
რუსეთი ხორბლის მთელ ექსპორტს ანხორციელებდა.
4. 1914 წ. შემოდგომაზე ოსმალეთის ფლოტმა გამომწვევი სამხედრო ოპერაცია
განახორციელა და დაბომბა შავ ზღვაში ოდესისა და სხვა რუსული
ნავსადგურები.
5. 1914 წ. 2 ნოემბერს რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს. საპასუხოდ ოსმალეთმა
ჩაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები
6. 1914 წ. დეკემბერში რუსეთმა დაამარცხა ოსმალები სახმელეთო ბრძოლაში
სარიყამიშთან (ყარსის პროვინცია, თურქეთი) და მომდევნო წლებში დაიკავეს
ერზურმი, ვანი და ტრაპიზონი.
7. 1917 წ. რუსეთი ემზადებოდა სტამბოლზე შეტევისთვის, მაგრამ ხელი შეუშალა
პეტროგრადში (რუსეთი) მომხდარმა რევოლუციებმა (თებერვალსა და
ოქტომბერში)
8. 1915წ. ანტანტის ჯარებმა დარდანელის სრუტის გახსნის მიზნით მის
დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე დესანტი გადასხა.
ანტანტა დამარცხდა გალიპოლის ბრძოლაში. ოსმალებს გერმანელი გენერალი
სანდერსი სარდლობდა. ოსმალებიდან თავი გამოიჩინა თურქმა ოფიცერმა
მუსტაფა ქემალმა, რომელიც მოგვიანებით (1923წ.) თურქეტის პრეზიდენტი
გახდა.
9. 1917- 1918 წ წ. დიდმა ბრიტანეთმა ოსმალეთს წაართვა ბაღდადი(ერაყის დედაქ.)
და იერუსალიმი და დამასკო (სირიის) და ბეირუთი ( ლიბანის)
10. 1915 წ. 7 მაისს გერმანელთა წყალქვეშა ნავებმა ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში
მიმავალი სამგზავრო გემი „ლუზიტანია“. სადაც სამოქალაქო პირებს შორის
დაიღუპა 128 აშშ-ს მოქალაქე.
„ციმერმანის დეპეშა“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მეხიკოში
გაგზავნილი, რომელიც გაშიფრა აშშ - დაზვერვამ, და იტვალისწინებდა მექსიკის
ჩართვას აშშ -ს წინააღმდეგ ომში.
11. 1916 წ. 31მაისს – 1 ივნისს იუტლანდის ნ/კ -თან ( დანიისა და გერმანიის
ტერიტორიაზე) სკაგერაკის სრუტეში დიდი ბრიტანეტისა და გერმანიის
ფლოტების ბრძოლა გაიმართა. შედეგად ბრიტანელები ჩრდილოეთის ზღვის
ბატონ-პატრონები გახდნენ.
12. 1916 წ. საფრანგეტში მოხდა ვერდენის ბრძოლა, რომელშიც 1 მლნ-მდე ადამიანი
დაიღუპა. ბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი“ ეწოდა.
13. 1918 წ. 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატისტული ზავი გერმანიას,
ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთს, ბულგარეთს და საბჭოთა რუსეთს შორის. ზავის
შედეგად თურქეთმა რუსეთისაგან მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის (იგ.
არტაანი, თურქეთში) ოლქები
14. 1917 წ. აპრილიდან აშშ ჩაერთო ანტანტის მხარეზე ომში. ევროპაში გადმოიყვანა
1,5 მლნ. ჯარისკაცი, რამაც ანტანტა იხსნა მარცხისაგან.
15. 1918 წ. ოქტომბერში ბულგარეთი, ოსმალეთი, ავსტრია-უნგრეტი დანებდნენ
„ანტანტას“, გერმანიამ მოლაპარაკების სემდეგ ხელი მოაწერა დაზავებას, თუმცა
ეს მისი კაპიტულაცია იყო,
16. 1918 წ. 11 ნოემბერს 11 საათზე ომი დამთავრდა.

მე-12 კლ. პარ.20


1. 1917 წ. 3 მარტს (ახ.სტილით 16 მარტს) რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მე-2
გადადგა, რაც მოჰყვა რუსეთის მასობრივ დემონსტრაციას, ომიდან გამოსვლისა
და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.პეტროგრადში შეიქმნა დროებითი
მთავრობა ძირითადად კონსტიტუციონალისტ-დემოკრატების (კადეტების)
პარტიის წევრებისგან. პარალელურად გაიმარტა პეტროგრადში მუშათა და
ჯარისკაცთა პირველი არჩევნები, რომელშიც მეტობდნენ რუსეთის სოციალისტ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ზომიერი ფრთის-მენშევიკების
წარმომადგენლები. პეტერბურგის საბჭოს თავმჯდომარე გახდა ქართველი
მენშევიკი - კარლო ჩხეიძე. როცა სექტემბერში რუსეთის რესპუბლიკად
გამოცხადების შემდეგ პეტროგრადის საბჭოში უმრავლესობა ბოლშევიკებმა
შეადგინეს და საბჭოს სათავეში ბოლშევიკი ლევ ტროცკი (ბრონშტეინი) ჩაუდგა
2. 1917 წ. 6-7 ნოემბერს (ძვ.სტილით 24-25 ოქტომბერს )პეტროგრადში მოეწყო
ბოლშევიკების ამბოხი (რასაც შემდგომ ოქტომბრის რევოლუცია ეწოდა).
დაიკავეს დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა - ზამთრის სასახლე
3. 1917 წ. ნოემბერში ჩატარდა დამფუძნებელი კრების (საკანონმდებლო ორგანოს)
არჩევნები , რომელსაც კონსტიტუცია უნდა შეედგინა, მაგრამ უმრავლესობაში
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერების) შევიდა, ბოლშევიკებმა მეორე
ადგილი დაიკავეს. უკმაყოფილო ბოლშევიკებმა პეტროგრადის საბჭო
გამოაცხადეს საკანონმდებლო ორგანოდ და შექმნეს სახალხო კომისართა საბჭო
(შეესაბამება მინისტრთა საბჭოს), რომლის თავმჯდომარე ლენინი გახდა.
ტროცკიმ განაცხადა,რომ რუსეთში ხელისუფლების მთავარი ორგანო საბჭოები
ხდებოდა.
4. 1918 წ.იანვარში ბოლშევიკებმა ძალით გარეკეს დამფუძნებელი კრება
5. 1918 წ. 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკებმა გერმანიასთან, ავსტრია-
უნგრეთთან , ოსმალეთთან და ბულგარეთთან ხელი მოაწერეს საზავო
ხელშეკრულებას, რის გამოც რუსეთმა დაკარგა იმპერიის მოსახლეობის 26 %-ს. ეს
ხელშეკრულება რატიფიცირებული (დამტკიცებული) იყო გერმანიის
იმპერატორის ვილჰელმ მეორის მიერ. თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და
არდაგანის ოლქები. (1918 წ. გერმანიის რევოლუციამ დაამხო ვილჰელმ მეორის
ხელისუფლება და საბჭოთა რუსეთმა გააუქმა ბრესტის ზავი)
მე-12 კლ. პარ.21
1. 1917 წ. 19-24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ყრილობა რომელმაც
აირჩია საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული საბჭო. რომელშიც დომინირებდნენ
რსდმპ მემარჯვენე ფრთის - მენშევიკების ქართველი წევრები. მოგვიანებით
შეიქმნა საქართველოს სდმპ.
2. 1918 წ თებერვლიდან 22 აპრილამდე სამხრეთ კავკასიას (საქარტველო, სომხეთი,
აზერბაიჯანი) ნომინალურად მართავდა ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი).
3. 1918 წ. 22 აპრილს შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული
რესპუბლიკა - ადფრ, რომელიც 26 მაისს დაიშალა.
4. 1918 წ. 26 მაისს გამოცხადდა საქარტველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
5. 1919 წ. საქართველოს კანონით თავად-აზნაურობას ჩამოერტვა მიწის ნაწილი და
გლეხობას დაურიგდა; გაუუქმეს ტიტულები.
6. 1918 წ. თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი ივ.
ჯავახიშვილის სახელობის.
7. 1919 წ. თებერვალში საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების
(საკანონმდებლო ორგანო) არჩევნები, უმრავლესობაში მენშევიკები მოვიდნენ.
მთავრობის თავმჯდომარედ პირველად ნოე რამიშვილი, შემდეგ ნოე ჟორდანია
აირჩიეს.
8. 1921 წ. 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც 4 დღე
იარსება.
9. 1921 წ. 25 თებერვალს საქართველო დაიკავა - ოკუპაცია განახორციელა საბჭოთა
რუსეთის წითელმა არმიამ.

მე-12 კლ. პარ.22


1. 1918 წ. 10 ივნისს თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, რაც იყო ერთ-ერთი
პირობა დამოუკიდებელ საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული
ხელშეკრულების. საქართველომ ასევე ოსმალეთთანაც დადო ხელ-ბა, რომლიტაც
დაუთმო ახალციხის და ახალქალაქის მაზრები. სამაგიეროდ ამ სახელმწიფოებმა
აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
2. 1918 წ. ნოემბერში როცა ცენტრალური სახელმწიფოები ომში დამარცხდნენ
გერმანელთა სამხედრო ნაწილები გავიდნენ საქართველოდან.
3. 1918-1920 წწ. რუსეთში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ანტბოლშევიკურ
(„თეთრები“) ძალებსა და ბოლშევიკებს შორის. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი
მხარს უჭერდა „თეთრებს“. თეთრგვარდიელთა წარმომადგენლები იყვნენ -
ადმირალი კოლჩაკი, გენერალი დენიკინი, კაზაკი სარდალი- პიოტრ ვრანგელი .
4. 1920 წ. როდესაც თეთრები მარცხდებოდნენ ანტანტა ბოლშევიკების
საწინაათმდეგოდ ჩაერთო კავკასიის საქმეებში.
5. 1920 წ. 12 იანვარს დე-ფაქტოდ ცნეს ჯერ საქართველოს და აზერბაიჯანის, შემდეგ
სომხეთის მთავრობა. თუმცა რეალური დახმარება მათვის არ გაუწევიათ.
6. 1920 წ.22 აპრილს ბოლშევიკებმა სასტიკად დაამარცხეს თეთრგვარდიელები
სამხრეთ ნაწილში და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელ-ბა დაამყარეს.
7. 1920 წ. 2 დეკემბერს სოხეთი გასბჭოვდა წითელი არმიის მიერ დაკავებით.
8. 1918 წ. ბოლოდან 1920 წ. 9 ივნისამდე საქართველოში იდგნენ ბრიტანული
სამხედრო ნაწილები. ბათუმი საქ-ოს შემადგენლობაში დარჩა.
9. 1918 წ. 30 ოქტომბერს ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის
გაფორმდა სამშვიდობო ხელ-ბა კუნძულ ლემნოსის ( ეგეოსის ზღვაში) პორტ
მუდროსში. (მუდროსის ზავი) შედეგი: ა) ოსმალეთს ყველა სომეხი სამხედრო
ტყვე უნდა გადაეცა ანტანტისთვის . ბ) დარდანელის და ბოსფორის სრუტეები
უნდა გაეხსნათ გ) გამოეყვანატ ჯარები კავკასიიდან და ირანიდან. დ0 ანთანთამ
ნ=მიიღო სრული კონტროლი ოსმალეთის ტელეგრაფზე, რკინიგზაზე და სხვ.
10. 1920 წ. 7 მაისს რსფსრ - მ (რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა
რესპუბლიკა) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადო
ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს
დამოუკიდებლობას. მისი დადება რუსეთის მხრიდან გამოწვეული იყო ჯერ
თეთრებთან დაუმთავრებელი ომით, ვრანგელი ყირიმში იყო გამაგრებული და
ასევე პოლონეთის პრეზიდენტმა პილსუდსკიმ კიევი აიღო და რუსეთი მასთან
ომს იწყებს. ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეტმა ცნო საქართველოს საზღვრებში
ყოფილი ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების, ბათუმის ოლქის, ზაქათალისა
და სოხუმის ოკრუგები (რუსებთან - ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
ერთეულები). საზღვარი რუსეთსა და საქარტველოს შორის მდ. ფსოუზე გადიოდა
ანუ გაგრა საქ- ოს შემადგენლობაში შედიოდა.
საიდუმლო დანართით საქართველოში კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია
უნდა მომხდარიყო.
11. 1921 წ. 25 თებერვლისთვის საქართველოს საზღვრები დე-იურედ ცნეს ანტანტამ
და სხვა სახელმწიფოებმა.
12. 1920 წ. 10 იანვარს დაარსდა ერთა ლიგა, პირველი საერთაშორისო
სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია. საქართველო არ მიიღეს ერტა ლიგაში,
რითაც წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთთან კონფლიქტი აირიდეს.

მე-12 კლ. პარ. 23.


1. 1918 წ. 3 მარტს ბრესტის ზავით ბოლშევიკურმა რუსეთმა ოსმალეთს გადასცა
რუსეთის იმპერიის მოპოვებული ტერიტორიები (1877-1878 წწ. ომით) - ბათუმი,
ყარსი, არტაანი. დამოუკიდებელმა საქართველომ ასევე გადაცა ოსმალეთს
ახალციხის და ახალქალაქის მაზრები.
2. 1918 წ. ოქტომბერში როცა ოსმალეთი მსოფლიო ომში დამარცხდა კავკასიის
სახელმწიფოებმა დაიბრუნეს ზემოთ ნახსენები ტერიტორიები. ყარსი, არტაანი და
ოლთისის ოკრუგი ისტორიული ტაო იყო და მის ნაწილებზე საქართველო და
სოხეთი ვერ თანხმდებოდნენ.
3. XVIII ს-ში მდ. დებედას (საქართველოსა და სომხეთის სზღვარზე) ხეობაში, სოფ.
ახტალაში ერეკლე მეორემ სამთამადნო საქმის მცოდნე ბერძნები დაასახლა , აქვე
იყო სამეფო ზარაფხანა სადაც იჭრებოდა ქართული ვერცხლის ფული. ეს ლორეს
ტერიტორია იყო, რომელიც შუა საუკუნეებიდან ქართველებს ეკუთვნოდა.
4. 1801 წლიდანაც რუსეთის იმპერიაში ლორე საქართველოს ნაწილად
მოიაზრებოდა.
5. 1918 წ. დეკემბერში სომხებმა ომი წამოიწყეს მის გამო, მოსახლეობა ძირითადად
სომხურენოვანი იყო. ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ამ დროს გამარჯვებული
ანტანტის ქვეყნების მიერ ლორე დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა და
მეომარ ქვეყნებს იქედან ჯარი უნდა გაეყვანათ.
6. 1921 წ. მთელი კავკასიის გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა ლორე საბჭოთა
სომხეთს გადასცა.
ქემალიზმი - იგივე ათათურქიზმი - იგივე ექვსი ისარი -იდეოლოგია
თურქეთის რესპუბლიკაში. ის განახორციელა მუსტაფა ქემალ ათათურქმა. ეს
იდეოლოგია ასოცირდება სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან , რომელიც 1923
წ. დაარსა მუსტაფა ქემალ ათათურქმა . ის თურქეტს ერთპიროვნულად მართავდა
1923-1950 წწ. ათათურქმა საერთო ენა გამონახა ბოლშევიკურ რუსეთთან, მათ
საერთო მტერი ყავდათ ანტანტის სახით.
7. 1920 წ. შემოდგომაზე ქემალიტურმა თურქეთმა დამოუკიდებელი სომხეთი
დაამარცხა და 2 დეკემბერს ალექსანდროპოლში დადებული ზავთ სომხეთი
დათანხმდა კაბალურ პირობებს. არტაანი (სომხური მოსახლეობა მეტობდა)
წაართვა მას. იმავე დღეს რუსთმა სომხეთი გაასაბჭოვა და ეს ხელშეკრულება
ბათილად გამოცხადდა.
8. 1921 წ. 16 მარტს მიღწეულ იქნა თურქეთის შეთანხმება ბოლშევიკურ რუსეთაან
რომელიც სომხეთის ნაცვლად ლაპარაკობდა. „მეგობრობისა და ძმობის შესახებ“
ასე ეწოდა მოსკოვის ხელშეკრულებას. თურქეთმა ქ. ბათუმისა და მისი რაიონის
დათმობის სანაცვლოდ მიიღო ყარსი, არტაანი და ოლთისი . პირობით ბათუმის
ოლქი ავტონომიის სტატუსს მიირებდა და მისი ნავსადგურით უბაჟო ტრანზიტის
უფლება ეძლეოდა თურქებს. თურქეთი სომხეთს წართმეული ტერიტორიის
მცირე ნაწილს უბრუნებდა. სადაო ტერიტორია სომხებსა და აზერბაიჯანს შორის
- ნახჭევანი (ნახიჩევანი) აზერბაიჯანს გადაეცა.
9. 1921 წ. 13 ნოემბერს ყარსში, ქემალისტურმა თურქეთმა ცალცალკე დადო
ხელშეკრულებები საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანის საბჭოთა
მთავრობებთან. მოსკოვის ხელშეკრულების ანალოგიური, ოღონდ ხელს
აწერდნენ ეს სახელმწიფოები. ყარსის ხელშეკრულება დღემდე მოქმედებს.

მე-12 კლასი პარ.24


1. 1920 წ. 7 მაისს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელმა ლევ კარახინმა და საქ-ოს
მთავრობის რწმუნებულმა გრიგოლ ურატაძემ მოსკოვში ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას. საქ-ში უკვე ლეგალიზებულ კომუნისტურ პარტიას
კოორდინაციას უწევდა რუსეთის საელჩო ელჩის- კიროვის ხელმძღვანელობით
2. 1921 წ. თებერვალში კომუნ, პარტიის ხელშეწყობით ლორეს (ისტორიული
ტაშირში, დღევ. სომხეთში) ნეიტრალურ ოლქში ინიცირებული იქნა
საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიმართ „აჯანყება“, და შესაბამისად დაბა
შულავერში ( სოფ. ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში) შეიქმნა
კომუნისტებისგან რევკომი, რომელმაც დახმარება სთხოვა საბჭოთა რუსეთს.
3. 1921წ. 24 თებერვალს ღამით მენშევიკურმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას
მეტაურობით დატოვა თბილისი და ბათუმში გადავიდა.
4. 1921 წ. 25 თებერვალს მე-11 წითელი არმიამ მოახდინა საქართველოს დაპყრობა-
ოკუპაცია. საქართველოს რევკომში შევიდნენ ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე,
მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, საშა გეგეჭკორი და სხვ.
5. 1924 წლისთვის ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ სცნო კომუნისტური
მთავრობა მოსკოვში და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. გასაბჭოებულ
საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში რეალურ ხელისუფლებას
წარმოადგენდა რუსეთის კპ-ის ცკ-ის კავბიურო , სერგო ორჯონიკიძის
თავმჯდომარეობით.
 დაშალეს საკანონმდებლო ორგანო, გააუქმეს ქართული ეროვნული
არმია, ადგილობ. თვითმმართველობა, სასამართლო ხელისუფლება.
სანაცვლოდ შექმნეს საბჭოები, , საბჭოთა სასამართლო,
 საკანონმდებლო ორგანო გახდა - საბჭოების ყრილობა, რომელიც
1922წ. ჩატარდა და მიიღო საბჭოთა საქართველოს პირველი
კონსტიტუცია.
 აღმასრულებელ ხელისუფლებას( მთავრობას) დაერქვა სახალხო
კომისართა საბჭო (სახკომსაბჭო)
 კავბიუროს გადაწყვეტილებით საქართველოს ჩამოერთვა და
აზერბაიჯანს გადაეცა სადავო ტერიტორია- ზაქათალის ოკრუგი
(საინგილო), სომხეთს კი ლორეს რაიონი
მე-12 კლ. პარ. 25

1. 1919 წ. 18 იანვარს პარიზის საზავო კონფერენციაზე შეიკრიბნენ პირველ


მსოფლიო ომში გამარჟვებული სახელმწიფოების და მისი მოკავშირეების
წარმომადგენლები. (ჟორჟ კლემანსო, დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვუდრო უილსონი.)
კონფერენციაზე ახალ აღმოცენებული სახელმწიფოებიც გამოცხადდნენ, მათ
შორის იყო საქართველოს დელეგაციაც.
2. 1919 წ. 24 აპრილს კონფერენციაზე მიიღეს ერთა ლიგის წესდება.
3. 1919 წ. 28 ივნისს ვერსალის სარკეებიან დარბაზში ხელი მოეწერა ზავს
გერმანიასთან.
4. 1924 წ. იტალიაში ლოკარნოს ხელშეკრულება დაიდო გერმანიას, ბელგიას, დიდ
ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიას შორის.
რომლითაც გერმანია აღიარებდა ახალ დასავლეთის საზრვრებს და მის
ურღვევობას.
5. 1926 წ. გერმანია მიიღეს ერთა ლიგაში.
6. 1928 წ. გაფორმდა ბრიან-კელოგის პაქტი (აშშ-ისა და საფრანგეთის
წარმომადგენლებს შორის). მას 15 სახელმწიფო შეუერთდა.
7. 1920-იან წლებს პაციფისტურს უწოდებენ, რაც მშვიდობის შენარჩუნებისთვის
მოქმედებებს ნიშნავს.
 პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა 4 იმპერია: ავსტრია-
უნგრეთი, გერმანია, რუსეთი, ოსმალეთი.
 აღმოცენდა პოლონეთი (გერმანიის, რუსეტისა და ავსტრია-უნგრეთის
ტერიტორიებიდან.)
 განცალკავდა ავსტრია და უნგრეთი
 აღმოცენდა ჩეხოსლოვაკია
 ბალკანეთის ნ/კ -ზე სლავი ხალხებმა(სერბები, ხორვატები ,
სლოვენები) შექმნეს სერბების ჰეგემონობით ჯერ სამეფო, ხოლო 1929 წ.
დაერქვა იუგოსლავია.
 რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა 3
რესპუბლიკა: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. აღმოს. ევროპაში :
ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი. თუმცა
საბჭოთა რუსეთმა ყველა მათგანი, გარდა ფინეთისა ხელახლა
დაიპყრო,
 ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა.
ხოლო არაბებით დასახლებული ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიები
დაინაწილეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, მათ ერთა ლიგამ
მიანიჭა მანდატი (მართვის უფლება) . სირია და ლიბანი ერგო
საფრანგეთს: ერაყი, ტრანსიორდანია და პალესტინა - დიდ
ბრიტანეთს.
 იემენი ომის დროს გამოეყო ოსმალეთს
8. 1914 წ. ომის დაწყებამდე ეგვიპტე გამოეყო ოსმალეთს და ბრიტანეთის მიერ
ოკუპირებული დარჩა.
9. 1918-1919 წწ. რუსეთმა დაიპყრო უკრაინა და ბელარუსი
10. 1920-1921 წწ. დაიპყრო კავკასიის რესპუბლიკები
11. 1940 წ. დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყველა მათგანმა საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო
12. 1922 წ. კუნძულ ირლანდიაზე შეიქმნა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო -
ეირე, ჯერ ბრიტანული დომინიონი, შემდეგ - რესპუბლიკა.
13. 1932 წ. არაბეთის ნ/კ ცენტრში მდებარე ნეჯდის მმართველმა საუდიანთა
დინასტიის დამაარსებელმა აბდალაზიზ ას-საიდმა გამოაცხადა საუდის
არაბეთის შექმნა

მე-12 კლ. პარ. 26

1. 1917 წ. 7 ნოემბერს (ძველი სტილით 25 ოქტომბერს) რუსეთის სოციალ-


დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) მემარცხენე, ბოლშევიკური ფრთა
ვლადიმერ ლენინის (ულიანოვის) ხელმძღვანელობით ძალადობრივად დაეუფლა
ხელისუფლებას. პარტიამ მალევე სახელად დაირქვა - კომუნისტური პარტია.
2. 1917 წ. ბოლოს ლენინის მითითებით ფელიქს ძერჟინსკიმ შექმნა „ჩეკა“ ანუ
„საგანგებო კომისია“ , მისი რუსული აბრევიატურა აიხსნებოდა:
კონტრევოლუციასთან, საბოტაჟთან და სპეკულაციასთან ბრძოლის სრულიად
რუსეთის საგანგებო კომისია
3. 1918 წ. სექტემბრიდან ლენინის მთავრობამ „წითელი ტერორი“ წამოიწყო.
4. 1922 წ. ლენინის ინიციატივით შეიქმნა სსრკ, რომელშიც პირველ ეტაპზე
შეიყვანეს გასაბჭოებული უკრაინა, ბელარუსი, საქართველო,აზერბაიჯანი,
სომხეთი.
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი - ორგანო, რომელიც
ხელმძღვანელობდა სსრკ-ს, მას სათავეში ედგა სულ რამდენიმე კაცისაგან
შემდგარი პოლიტბიურო, რომელიც აკონტროლებდა ნომინალურად არსებულ
ხელისუფლების სამივე შტოს.
5. 1922 -1952 წწ. რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
გენერალური მდივანი იყო იოსებ სტალინი.
6. 1941- 1953 წწ. სტალინი იყო საბჭოთა მთავრობის თავმჯდომარე.
7. 1928 წ. საბჭოთა კავშირში მოხდა წარმოების ყველა საშუალების ნაციონალიზაცია
(სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა). სოციალიზმის სტალინისტურმა
მოდელმა („გეგმური“ , მბრძანებლობითი) 1990 წ.დამდეგამდე იარსება.
8. 1929 წ. სტალინმა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის გეგმა წარმოადგინა.
„კულაკი“- რუსულიდან შეძლებულ ანუ მშრომელ გლეხს ნიშნავს.
9. 1932-1933 წწ. უკრაინაში 3-4 მლნ. ადამიანი შიმშილისაგან დაიღუპა. ეს მოვლენა
ისტორიაში „გოლოდომორის“ სახელითაა ცნობილი.
10. 2006 წ. უკრაინის უზენაესმა რადამ (პარლამენტმა) ამ ფაქტს „უკრაინელი ხალხის
გენოციდი“ კვალიფიკაცია მიანიჭა.
11. 1934 წ. მოკლეს სკ ერთ-ერთი ლიდერი სერგეი კიროვი, ამ მკვლელობის
გაუხნელობამ სტალინს საბაბი მისცა დაეწყო მასობრივი რეპრესიები.
12. 1930-იანი წლებიდან სტალინის გარდაცვალებამდე სსრკ -ში (ჩრდ. და აღმ.
უკაცრიელ რეგფიონებში) შეიქმნა შრომითი ბანაკების 430 სამმართველო.
თითოეული რამდენიმე ბანაკს მოიცავდა
13. 1933 წ.თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე მიყვანილი „სტალინის სახელობის
თეთრი ზღვა- ბალტიის არხი“ (ბელომორკანალი) 150000 პატიმრის მიერაა
გაყვანილი.
14. 1937 1938 წწ. სსრკ-ში დააპატიმრეს სულ ცოტა 1,5 მლნ ადამიანი, რომელთაგან
700 000-ს დახვრეტა მიუსაჯეს.
15. 1941 წ. 22 ივნის სსრკ ჩაება მე-2 მსოფლიო ომში, ვინაიდან მას თავს დაესხა
გერმანია. მანამდე ის ნაცისტური გერმანიის მოკავშირის რანგში ადევნებდა
თვალს ჰიტლერის ომს ევროპაში.
16. 1953 წ. გარდაიცვალა სტალინი
17. 1956 წ.კპ მე-20 ყრილობაზე დაიგმო სტალინის კულტი.

მე-12 კლ. პარ 27


1. 1929 წ. 25 ოქტომბერს ნიუ-იორკში, უოლ სტრიტის ბირჟაზე კატასტროფულად
დაეცა აქციათა კურსი, ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა. ათი ათასამდე ბანკი გაკოტრდა.
2. 1933- 1945 წწ. აშშ-ის პრეზიდენტი იყო ფრანკლინ დელანო რუზველტი. მან ისე
გამოიყვანა ქვეყანა კრიზისიდან , „შიმშილისთვის დემოკრატია არ
გადაუყოლებია“.
3. 1929 წ. 25 ოქტომბერს აშშ-ში ეწოდა „ შავი ხუთშაბათი“, ხოლო ევროპაში დროის
განსხვავების გამო -„შავი პარასკევი“
რუზველტმა გაატარა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც „ახალი
კურსის“ სახელითაა ცნობილი. ის ეყრდნობოდა ეკონომისტ კეინსის მოძღვრებას,
რომლის მიხედვითაც - ბაზრის თვითრეგულირების უნარის დაკარგვისას
აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა (ინტერვენცია) და პროცესების რეგულირება.
4. მე-20 ს-ის 30-იან წლწბში ამერიკელებმა პირველად მიიღეს სოციალური
გარანტიები _“სოციალური დაცვის აქტით“.

მე-12 კლასი. პარ. 28


1. მე-20 ს-ში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში სახელმწიფოს მოწყობის 3 მოდელი
გამოიკვეთა: დემოკრატია, ბოლშევიზმი და ფაშიზმი.
2. 1933 წ. გერმანიაში ხელისუფლების სათავეში ნაციონალ- სოციალისტური პარტია
მოვიდა. შექმნეს ფიურერის (ნაციის ბელადის) -ადოლფ ჰიტლერის კერპი.
ვინაიდან არ ფლობდნენ უმრავლესობას, მემარჯვენე და ცენტრისტული
პარტიების დახმარებით პარლამენტში გაიტანეს კანონი „უფლებამოსილებით
აღჭურვის შესახებ“, რაც პარლამენში მიიღეს, რითაც ნაცისტებმა
განუსაზღვრელი უფლებები მიიღეს. მათ რაიხსტაგი (პარლამენტი) დაშალეს.
კომუნისტების მანდატები ბათილად ცნეს, ნოემბერში არჩეული პარლამენტი
მხოლოდ ნაცისტურმა პარტიამ შეადგინა.
საზოგადოების საყოველტაო „ გაერთგვაროვნების „ მიზნით შექმნენ
სოციალური ჯგუფები: „ჰიტლერიუგენდი“ (ჭაბუკებისთვის): „გერმანელ
გოგონათა კავსირი“ ( ქალებისთვის): „შრომითი ფრონტი“ (მუშებისა და
მეწარმეებისთვის)
3. 1933 წ. 10 მაისს ნაცისტმა სტუდენტებმა „აუტოდაფე“ მოუწყვეს (კოცონზე დაწვეს
„არაგერმანული სულით გაჟღენთილი“ წიგნები.
ჰოლოკოსტი - კაცობრიობის წინაშე, ნაცისტების მიერ ჩადენილი უმძიმესი
დანაშაული, როდესაც ნაცისტებმა გაანადგურეს 6 მლნ. ებრაელი (ლიტვაში,
ლატვიაში, უნგრეთში რუმინეთში,ჰოლანდიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში
საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ბელორუსიაში.)
4. 1935 წ. სექტემბრიდან „ნიუნბერგის კანონმა’ ( „გერმანული სისხლისა და
ღირსების დაცვის შესახებ“) ბოლო მოუღო გერმანიაში ებებრაელების
თანასწორუფლებიანობას.
5. 1938 წ. 9-10 ნოემბერის ღამეს მასობრივად გაანადგურეს ებრაელთა სინაგოგები
და მაღაზიები, მინების მსხვრევის გამო ამ მოვლენას „ბროლის ღამე“ ეწოდა.
„სახელმწიფოს უსაფრთხოების მთვარი სამსახური“- ნაცისტების შექმნილი
რეპრესიული აპარატი , რომელშიც შედიოდა „გესტაფო“ (საიდუმლო
სახელმწიფო პოლიცია) და „ეს-ეს“ ( საგანგებო ელიტური ორგანიზაცია). მას
ხელმძღვანელობდა ჰაინრიხ ჰიმლერი.

მე-12 კლ. პარ. 29


ქ. ფიუმეს საკითი - ადრიატიკის ზღვაზე ამ საფორტო ქალაქს ითხოვდა ვერსალის
კონფერენციაზე იტალია , რომელიც გამარჯვებული ქვეყნების მოკავშირე იყო,
მაგრამ ის გადაეცა სერბებს რომელიც თავისთავად აღმოჩნდებოდა იუგოსლავიის
სამეფოს შემადგენლობაში, რადგან სერბების, ხორვატების, და სლოვენების
სახელმწიფოს 1929-1941 წწ. იუგოსლავიის სამეფო დაერქვა. და ამ სამეფოს
გასასვლელი უნდა ჰქონოდა ზღვაზე.
1. 1919 წ. 23 მარტს მილანში ყოფილმა ნაციონალისტმა და ჟურნალისტმა ბენიტო
მუსოლინიმ დააფუძნა ორგანიზაცია „ფაში დი კომბატიმენტო“ – „ბრძოლის
კავშირი“. „კორპორაციები“ ( მუშების და მეწარმეების)
სკუადრე - სპეციალური რაზმები , რომლებიჩ „ეროვნული უსაფრთხოების
მოხალისეთა მილიციად“ გადაკეთდა. მათ ‘შავპერანგიანებს „ უწოდებდნენ.
2. 1922 წ. 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტთა ყრილობა , სადაც
მუსოლინიმ განაცხადა რომ სურდა ზალაუფლების აღება.
3. 1922 წ. 30 ოქტომბერს მოეწყო „მსვლელობა რომისკენ“, მეფემ ვიტორიო ემანუელ
III -მ მთავრობის ხელმძღვანელობა გადასცა მუსოლინს.
4. 1925 წ. მუსოლინიმ უკვე ტოტალური დიქტატურა დაამყარა. ის დუჩედ
(წინამძღოლი) იწოდებოდა.
5. 1934 წ. დან დამკვიდრდა დუჩეს კულტი
6. 1936 წ. მუსოლინის ტიტული იყო: „ მისი აღმატებულება ბენიტო მუსოლინი,
მთავრობის მეთაური, ფაშიზმის დუჩე და იმპერიის დამაარსებელი“
7. 1936 წ. ფაშისტურმა პარტიამ დაადგინა „ფაშისტური სტილის“ დაცვა
„ფაშისტური შაბათებით“.
„მუსოლინის ხანის ახალი ადამიანის“ ჩამოსაყალიბებლად იქმნებოდა
ახალგაზრდული ორგანიზაციები „ მგლის ლეკვები“, „ბალილა“ „ბალილა
მუშკეტერები“
8. 1929 წ. მუსოლინის მთავრობამ რომის წმინდა საყდართან ლატერანის
ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.
9. 1935 წ. მუსოლინის ჯარები ეთიოპია დაიპყრო და მისი იმპერატორის ტიტული
მიიღო. ამ აგრესიისთვის იტალია გარიცხეს ერთა ლიგიდან.
10. 1939 წ. იტალიამ ალბანეთის ოკუპაცია მოახდინა
11. 1940 წ. საბერძნეთის დაპყრობა უშედეგოდ მიიღო.
12. 1943 წ. ივლისში იტალიაში მოკავშირეთა ჯარები შევიდნენ, ფაშისტური რეჟიმი
დაემხო. მუსოლინიმ იტალიის ჩრდ. ნაწილში დროებით შექმნა „იტალიის
სოციალური რესპუბლიკა“, რომელიც 1945 წ. აპრილში მოკავშირეებმა აირეს.
მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა დახვრიტეს.
13. 1946 წ. რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და რესპუბლიკა შეიქმნა.

მე-12 კლ. პარ. 30


1. 1923 წ. ესპანეთში დიქტატურა გენერალმა პრიმო დე რივერამ დაამყარა.
2. 1930 წ. მან ქვეყანა დატოვა, რადგან, ეკონომიკური კრიზისი ვერ დაძლია და
მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა.
3. 1931 წ. ესპანეთის მეფემ ალფონსო 13 -ე ბურბონმა უარი თქვა მეფობაზე.
ქვეყანასი ცვლილებები განხორციელდა. არჩევნებში რესპუბლიკელებმა
გაიარჯვეს,
4. 1933 წ. ხელისუფლებაში კონსერვტორები მოვიდნენ
5. 1936 წ. ხელისუფლებაში კვლავ რესპუბლიკელები მოვიდნენ, რასაც
კონსერვატორი ნაციონალისტები არ შეეგუენ და ამბოხი წამოიწყეს, მათ სათავეში
გენერალი ფრანცისკო ფრანკო ედგა.
6. 1936-1939 წწ. მიმდინარეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომი. 3 წლის მანძილზე
ნაციონალისტებმა ყველა პროვინციაში საკუთარი მმართველობა დაამყარეს.
7. 1939- 1975 წწ. გენერალი ფრანკო მართავდა ქვეყანას. დამყარდა ფრანკოს
დიქტატურა.
ფალანგა - პარტია, რომელიც ფრანკოს უჭერდა მხარს. სხვა პარტიები
აიკრძალა. ეყრდნობოდა ანტიკომუნიზმს, კათოლიციზმს. ნაციონალიზმს.
8. 1936 წ. ფრანკომ გენერალსიმუსის წოდება მიიღო და კაუდილიოს - წინამძღოლის
სახელს ატარებდა.

მე-12 კლ. პარ 30 -ის გაგრძელება


9. 1947 წ. ესპანეთი სამეფოდ გამოცხადდა. მაგრამ ფრანკო მეფობის პრეტენდენტს
არ ასახელებდა და ტახტი თავისუფალი რჩებოდა.
10. 1953 წ. ესპანეტმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს მადრიდის პაქტს. ესპანეთი იღებდა
ფინანსურ დახმარებას საკუტარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების
განტავსების სანაცვლოდ.
11. 1953-1973 წწ. იწოდება ესპანურ ეკონომიკურ სასწაულად.
„ტექნოკრატები“ - ფრანკოს მიერ დაწინაურებული ახალი ტიპის ეკონომისტები,
რომლებიც ჩაენაცვლნენ ფალანგისტ კონსერვატორ ეკონომისტებს.
„ეტა“ - ბასკეთში რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობა ფრანკოს
პერიოდიდან
12. 1975 წ. ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღდგა მონარქია და ტახტზე
ავიდა ხუან კარლოს I ბურბონი

მე-12 კლ. პარ.31


1. 1869 წ. იაპონიაში განხორციელდა მოვლენატა სერია, რომელიც მეიძის -
განახლების, რესტავრაციის სახელითაა ცნობილი, იაპონია გაიღო გარე
სამყაროსთვის და სწრაფი ტემპით განვითარდა.
2. 1904-1905 წწ. იაპონიან დაამარცხა რუსეთი, ასევე გაბატონდა კორეაში, მანჯურია
კი ეკონომიკურად დაიქვემდებარა.
3. 1915 წ. იაპონიამ „23 მოთხოვნა“ წამოუყენა ჩინეთს, რომლის შესრულების
შემთხვევაშიც ჩინეთის ეკონომიკა მთლიანად დაექვემდებარებოდა მას, მაგრამ
გარემო ფაქტორებმა ჩინეთს უარი ათქმევინა განზრახვაზე.
4. 1931 წ. მანჯურიის ქ. მუკდენში იაპონური კომპანიის კუთვნილი რკინიგზა
ააფეთქეს რაც გახდა საბაბი იაპონიის ჯარის შეყვანის. (იყო ეჭვი რომ ეს
იაპონელებმა მოაწყვეს). მანჯურიაში იაპონელებმა შექმნეს მარიონეტული
სახელმწიფო მანჯოუ- კუო და ის 1945 წლამდე ოკუპირებული ქონდათ.
5. 1937 წ. ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო (სავარაუდოდ ისევ
იაპონელებმა მოაწყვეს) იაპონიის არმია სეიჭრა ნანკინში (იაპონიის იმდროინდ.
დედაქალაქი) და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო.
6. 1938 და 1939 წ. საბჭოთა კავშირმა დაამარცხა იაპონია რითაც შეაჩერა მისი
წინსვლა ციმბირისკენ.
7. 1936 წ. იაპონია შეუერთდა ნაცისტური გერმანიის და ფაშისტური იტალიის
„ანტიკომინტერნულ პაქტს“, რომელიც ანტიკომუნისტური იყო და
ითვალისწინებდა ურიერთდახმარებას აშშ-ს მონაწილეობით ომის დაწყების
შემთხვევაში.
8. 1940 წ. გერმანიას, იაპონიასა და იტალიას შორის ოფიციალურად გაფორმდა
ალიანსი.
9. 1941 წ. იაპონიამ გერმანიის კვალდაკვალ, საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის
პაქტი გააფორმა.

მე-12 კლ. პარ.32


1. 1933 წ. ჰიტლერმა გერმანია გამოიყვანა ერთა ლიგიდან და დაასრულა
„შემსრულებლის პოლიტიკა“
2. 1935 წ. ჰიტლერის ინიციატივით ზაარის ოლქში (ის ვერსალის ზავით
სამართავად საფრანგეთს ჰქონდა გადაცემული) ჩატარდა საერთო სახალხო
გამოკითხვა, მოსახლეობის უმრავლესობამ გერმანიასი დაბრუნება აირჩია.
3. 1935 წ. ჰიტლერმა აღადგინა სამხედრო სავალდებულო სამსახური (რაც ადრე
გაუუქმა ვერსალის ზავმა)
4. 1936 წ. ჯარი შეიყვანა რაინის დემილიტარიზებულ ოლქში რაც ეკრძალებოდა
5. 1936 წ. გერმანიმ და იაპონიამ დადეს ხელშეკრულება „კომინტერნის“
(კომუნისტური ინტერნაციონალი) წინააღმდეგ . ე.წ. „ანტიკომინტერნული პაქტი“
6. 1937 წ. უკვე გამოიკვეთა სახელმწიფოთა ალიანსი ე. წ. ღერძი ბერლინი-რომი-
ტოკიო
7. 1937 წ. აპრილში გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ესპანეთის ქალაქი
გერნიკა. ის ეხმარებოდა დიქტატორ ფრანკოს და თავისი ძალის დემონსტრირებას
ახდენდა
8. 1935 წ. ინგლის-გერმანიის შეთანხმებით ფლოტის შესახებ განისაზღვრა
სამხედრო -საზღვაო ფლოტის რაოდენობა.
9. 1936 წ. დასავლეთის სახელმწიფოებმა არ გააპროტესტეს ბერლინში ოლიმპიური
თამაშების ჩატარება.
10. 1938 წ. გათამამებულმა ჰიტლერმა გერმანიას მიუერთა მისი მშობლიური
„ანშლუსი“ - ავსტრია. წინააღმდეგობა არც კი შეხვედრია
11. 1938 წ. მიუნხენში ინგლისმა და საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება
გერმანიასთან და იტალიასთან სუდეტის ოლქის გადაცემის შესახებ, ჰიტლერმა
დასძინა რომ მეტად არ შეეხებოდა ჩეხოსლოვაკიას. თუმცა პირობა არ შეასრულა.
12. 1939 წ. ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკია და გადავიდა გერმანიის
მფარველობაში, მაგრამ თვითმმართვაელობა შეინარჩუნა. დანარჩენი
ჩეხოსლოვაკია დაიყო „რაიხის პროტექტორატებად“ ამრიგად ავსტრია და
ჩეხოსლოვაკია გაქრა პოლიტიკური რუკიდან.
დანცინგი - თანამედროვე გდანსკი ქ. პოლონეთში. ის გერმანული საპორტო
ქალაქია ბალტიის ზღვაზე, რომელიც ვერსალის ზავით სამართავად ერთა ლიგას
გადაეცა და მისით სარგებლობის უფლება პოლონეთს ქონდა გადაცემული.
13. 1934 წ. გერმანიამ გააუქმა შეთანხმება პოლონეთთან თავდაუსხმელობის შესახებ
14. 1939 წ. აგვისტოში გერმანიამ და სსრკ დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება
„მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“, რითაც გაინაწილეს აღმ. ევროპა და პოლონეთი

მე-12 კლ. პარ. 33


1. 1939 წ. 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, რითაც დაიწყო მე-2
მსოფლიო ომი. პოლონეთის მოკავშირეებმა ინგლისმა და საფრანგეტმა ომი
გამოუცხადეს გერმანიას.
2. 17 დღის შემდეგ სსრკ აღმოსავლეთიდან შეიჭრა პოლონეთში , დიკავა ის და მისი
მიწის 52 % ერგო
3. 1939 წ. 1 დეკემბერს სსრკ თავს დაესხა ფინეთს, მაგრამ დამარცხდა და მცირე
ნაწილის მიტაცებით დაკმაყოფილდა
4. 1939 წ. 14 დეკემბერს ერთა ლიგამ თავისი რიგებიდან გარიცხა სსრკ.
5. 1940 წ. სსრკ-მ მოახდინა ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ანექსირება, ხოლო
რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია (დღ.მოლდოვის ნაწ.) და ჩრდ. ბუკოვინა (დღეს
მისი ჩრდ. უკრაინას ეკუთვნის, სამხრ. რუმინეთს.)
6. 1940 წ. ვერმახტმა (გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა) დაიკავა დანია და
ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, რიტაც შვედეთის იზოლირება მოახდინა, აქედან
ირებდა ის რკინის მადანს.
7. 1940 წ. 10 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დაინიშნა უისტონ
ჩერჩილი
8. 1940 წ. 10 მაისს გერმანიამ დაარღვია ბელგიის, ნიდერლანდებისა და
ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი და მათი დაკავებით გავიდა ლა-მანშის სრუტეზე
და ქ. დიუკენკრთან მოიმწყვდია ბრიტანელები. თუმცა ჰიტლერმა საშუალება
მისცა მათ ევაკუაცია მოეხდინათ საკუთარ კუნძულზე.
9. 1940 წ. 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ 22 ივნისს პრემიერ მინისტრი -
ანრი პეტენი დაუზავდა გერმანელებსდა მათთან თანამშრომლობა
(კოლაბორაციონიზმი) დაიწყო. ფრანგებმა კაპიტულაციას ხელი მოაწერეს ფოშის
ვაგონში კომპიენის ტყეში (რომელიც ჰიტლერის ბრძანებით გამოიტანეს
მუზეუმიდან.) სამხ. საფრანგეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა დედაქალაქით
გახდა- ვიში. ამიტომ „ვიშის რეჟიმი“ ეწოდა მის მარიონეტულ მთავრობას.
შარლ დე გოლი - ფრანგი გენერალი რომელიც გაექცა გერმანელებს
ბრიტანეთში და შექმნა „თავისუფალი საფრანგეთის“ მოძრაობა.
10. 1941 წ. 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს. პირველ ეტაპზე
დაიკავა უკრაინა, ბელარუსი. ბალტიისპირეტი და მიადგა მოსკოვსა და
ლენინგრადს.
11. 1941 წ დან აშშ და ბრიტანეთი ცაებნენ სსრკ-ის მხარეს.
ლენდ-ლიზი- ამერიკული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა
მოკავსირეებისათვის დიდ მატერიალურ დახმარებას.

მე-11 კლ. პარ.34


„ზეელოევე „- საჰაერო ომი ბრიტანეთის წინააღმდეგ (გერმანიის
საომარი ოპერაცია მე-2 მსოფლ. ომში)
1. 1940-1941 წწ. მიმდინარეობდა „ბრიტანეთის ბრძოლა“,
ლიუფტვაფე (გერმანული ავიაცია) ბომბავდა ბრიტანეთის
ქალაქებს მაგრამ ბრიტანეთი არ დანებდა. ინგლისური ავიაციაც
ბომბავდა გერმანიის ქალაქებს.
ინგლისურმა ფლოტმა გერმანიის ფლოტის განადგურებით ხელი
შეუშალა კუნძულზე გერმანელთა დესანტის გადასხმას.
„ბარბაროსა“ - გერმანიის ოპერაცია სსრკ-ის წინააღმდეგ მე-2 მსოფლ.
ომში. ოპერაციის გეგმა ითვალისწინებდა ელვისებურ ომს - „ბლიც-
კრიგს“
2. 1941 წ. ივნისი - 1941 წ. ნოემბერი გერმანია ებრძოდა სსრკ-ს.
3. 1941 წ. 16 ოქტომბერს მიადგნენ მოსკოვს. მაგრამ საბოლოოდ
დამარცხდნენ.
4. 1941 წ. 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ დაბომბა ამერიკის
სამხედრო-საზღვაო ბაზა პერ-ჰარბორზე, რამაც ამერიკელები
ააბობოქრა.
5. 1942 წ. ოქტომბერ-ნოემბერში ელ-ალამეინთან (ქ. ეგვიპტის ჩრდ.
ნაწილში)
ბრიტანელმ აგენერალმა მონტგომერიმ დაამარცხა ერვინ რომელის
გერმანულ-იტალიური არმია. ბრიტანელებმა ლიბიაც დაიკავეს.
გერმანელებს სურდათ გადაეკეტათ სუეცის არხი (აკავშირებს
ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან) ბრიტანეთისთვის.
6. 1942 წ. 23 აგვისტო---1943 წ. 2 თებერვალი - მიმდინარეობდა
სტალინგრადის (დღევ. ვოლგოგრადი) ბრძოლა სსრკ-სა და
გერმანიას შორის. ვერმახტი დამარცხდა.
7. 1943 წ. ბრიტანულ-ამერიკულინძალები შეიჭრნენ იტალიაში და
გამოთიშეს იტალია ომს. ჩრდ. ნაწილის ოკუპაცია შეძლო გერმანიამ
სადაც დასვა მარიონეტული მთავრობა მუსოლინის
ხელმძღვანელობით.

„ოვერლორდი „ - ოპერაცია ბერლინის მიმართულებით.

8. 1944 წ. 6 ივნისს ჩრდ. სფრანგეთის პროვინციაში ნორმანდიაში


დესანტირება მოახდინეს ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა
უზარმაზარმა არმიამ. რამაც მიიზიგა გერმანული ძალები. და სსრკ-
ს მიცა შესაძლებლობა გერმანიისთვის შეეტია.
9. 1945 წ. იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა
ზონების ოკუპაციას მოახდენდნენ დამარცხებულ გერმანიაში.
ბერლინის აღება სტალინმა ბელარუსულ არმიებს დაავალა ,
რომელსაც მარშალი ჟუკოვი ხელმძღვანელობდა.
10.1945 წ. 6 და 9 აგვისტოს ამერიკამ პირველად გამოიყენა ატომური
ბომბი და დაბომბა იაპონიის ქალაქები ხიროსიმა და ნაგასაკი.
11.1945 წ. 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა მე-2 მსოფლიო
ომი.
12.1945 წ. 17 ივლისი ----1945 წ. 2 აგვისტო მიმდინარეობდა პოცდამის
(ბერლინის მახლობლად) კონფერენცია. (აშშ -- ჰარი ტრუმენი;
დიდი ბრიტანეთი--- ჯერ ჩერჩილი, შემდეგ კლემენტ ეტლი; სსრკ
---სტალინი. გერმანია გაყვეს 4 საოკუპაციო ზონად და ბერლინიც
გაყვეს 4 სექტორად. ქალაქის აღმ. 400 კვ.კმ. სსრკ-ს ერგო. 480 კვ.კმ.
კი სამზე (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) განაწილდა.
„ოთხი დიდი „დე“ - პოცდამში შემუშავებული პრინციპი,
რომელიც ითვალისწინებდა დენაციფიკაციას,
დეცენტრალიზაციას, დემილიტარიზაციას, დემოკრატიზაციას.
13.1945—1946 წწ. მიმდინარეობდა ნიუნბერგის სასამართლო
პროცესი, სადაც გაასამართლე და სასიკვდილო განაჩენი
გამოუტანეს 12 მინისტრსა და გენერალს. 11 მეწარმე დააპაყიმრეს
სხვადასხვა ვადით 11 კი გაამართლეს.

მე-12 კლასი პარ.35


1. 1864 წ. შვეიცარიის მთავრობამ , წითელი ჯვრის საერთაშორისო
დამფუძნებელ ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით მოიწვია
დიპლომატიური კონფერენცია, სადაც მიიღეს ჰუმანიტარული
სამართლის ჟენევის I კონვენცია.
2. 1906 წ. მიიღეს ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის II კონვენცია.
3. 1929 წ.მიიღეს ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის III კონვენცია
4. 1949 წ. მიიღეს ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის IV კონვევცია
5. 1977 წ. დაემატა 2 ოქმი
6. 2005 წ. დაემატა კიდევ 1 ოქმი
7. 1993 წ. საქართველო მიუერთდა 4 კონვენციას და 1977 წ-ის 2
დამატებით ოქმს
8. 2006 წ. საქართველო მიუერთდა 2005 წ-ის ოქმს.
მე-12 კლ. პარ. 36
1. 1945 წ. კაცობრიობის ისტორიაში ატომური ხანის ათვლის წერტილია.
2. 1941 წ. აგვისტოსი რუზველტისა და ჩერჩილის მიერ ხელი მოეწერა
„ატლანტიკის ქარტიას“ , მოგვიანებით სსრკ-იც შეუერთდა. მისი
პრინციპებიდან ორი -საერთაშორისო თავისუფალი ბაზარი და ერთა
თვითგამორკვევის უფლება წინააღმდეგობაში მოდიოდა აშშ-ს და
სსრკ-ის პოლიტიკასთან. მაგ:
აშშ თვითონ იყო თავისუფალი ბაზრის სათავეში და თავისთავად
გავლენის ქვეშ მოიქცევდა პოლიტიკური და სამხედრო კუთხით სხვა
რეგიონებს. ანუ ვერ იქნებოდა ლიბერალური საერთაშორისო
სისტემა.თავისთავად .
სსრკ -მა კი შელახა ერთა თვითგამორკვევის პრინციპი და
სამხედრო ძალით დაიწყო გავლენის სფეროს მოპოვება აღმ. ევროპაში
3. 1946 წ. ქ. ფულტონში (აშშ) გამოსვლისას ჩერჩილმა მსოფლიოს
თავისუფალ ერებს მოუწოდა ჯვაროსნული ლაშქრობისკენ
კომუნიზმის წინააღმდეგ.
4. 1947 წ. აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა შეადგინა „ტრუმენის
დოქტრინა“, რომელიც ითვალისწინებდ ა ქვეყნებისადმი სამხედრო
და ეკონომიკურ დახმარებას საბჭოთა პოლიტიკის თავიდან
ასაცილებლად.
5. 1947 წ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა შეადგინა
„ეკონომიკის აღდგენის პროგრამა“, დახმარება სსრკ-საც შესთავაზა
მაგრამ მან არ მიიღო.
6. 1948 წ. ევროპის სახელმწიფოებმა შექმნეს „ევროპის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაცია“ , რომელმაც 4 წლის მანძილზე 14
მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო აშშ-გან.
7. 1947 წ. მარშალის გეგმის საპირისპიროდ სსრკ-ში შეიქმნა „ჟდანოვის
დოქტრინა“ . რომელშიც სსრკ-მა შეიყვანა ევროპის დამორჩილებული
სახელმწიფოები
8. 1948 წ. სსრკ-მა ძალით დაამყარა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური
რეჟიმი და ასევე მოახდინა ბერლინის ბლოკირება .
9. 1948 წ. 5 ევროპული სახელმწიფოს -დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის
და ბენილუქსის (ბელგია, ნიდერლანდი (დღ, ჰოლანდია),
ლუქსემბურგი) ქვეყნების წარმომადგენლებმა ბრიუსელში დადეს
„ბრიუსელის ხელშეკრულება“, რომელიც ურთიერთდაცვას
ითვალისწინებდა.
10. 1949 წ. 4 აპრილს ვაშინგტონში 2-მა ამერიკულმა და 10 მა
ევროპულმა სახელმწიფომ შექმნა „ჩრდილო ატლანტიკური კავშირი -
ნატო“. სამხედრო -პოლიტიკური ორგანიზაცია
11. 1955 წ. ნატოში გაწევრიანდა გფრ
12. 1955 წ. 14 მაისს სსრკ-მა შექმნა „ვარშავის პაქტი“ სამხედრო -
პოლიტიკური ორგანიზაცია
13. 1949 წ. აგვისტოში სსრკ-მა გამოცადა ატომური იარაღი.
14. 1949 წ 1 ოქტომბერს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
შექმნა.
15. 1945 წ. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ კორეა რომელიც მისი
კოლონია იყო 1910 წ-დან საოკუპაციო ზონებად გაიყო (გერმანიის
მსგავსად) აშშ-სა და სსრკ-ს შორის .
16. 1950 წ. ჩრდ. კორეამ სსრკ-ის დახმარებიტ წამოიწყო ლაშქრობა
სამხრეთ კორეაში. გაერომ გაგზავნა საერთაშორისო ჯარები
ამერიკელი გენერლის დაგლას მაკარტურის ხელმძღვანელობით.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა არ დაუშვა ატომური იარაღის
გამოყენება. დაიდო ზავი 1953 წ. და კვლავ გაყოფილი დარცა კორეა.
17.1954 წ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ დალესმა გამოაცხადა
კომუნიზმის „უკუგდების“ ახალი დოქტრინა, რომელსაც უნდა
შეესუსტებინა კომუნიზმი მისავე გავლენის სფეროში.
„მასირებული შურისგების“ დოქტრინა - აშშ-ზე ან მის
მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ატომურ იარარს
გამოიყენებდა.
18. 1954 წ. შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კავშირი“ - სეატო (აშშ
და მისი მოკავშირეები)
19. 1955 წ. ერაყმა, თურქეთმა, ირანმა, პაკისტანმა და დიდმა ბრიტანეთმა
ხელი მოაწერეს „ბაღდადის პაქტს“, აშშ დამკვირვებლის სტატუსით
გაწევრიანდა.

მე-12 კლ. პარ.37


1. 1952 წ. ამერიკელებს უკვე ჰქონდათ წყალბადის ბომბი
2. 1953 წ. წყალბადის იარაღი შექმნა სსრკ -მაც
3. 1952 წ.-დან 1998 წლის მანძილზე ატომური სახელმწიფოები გახდნენ
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი
4. მე-20 ს-ის მეორე ნახევრიდან იქმნება ატომური იარაღის მატარებელი
სისტემები: ბომბადმშენი თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, რაკეტები.
5. 1957 წ. სსრკ-მა კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი (სპუტნიკ)
გაუშვა, რამაც დასავლეთში „სპუტნიკ-შოკი“ გამოიწვია
6. 1953 წ. გდრ -ში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა სსრკ-მა
7. 1956 წ. უნგრეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი
ნიკითა ხრუშჩოვმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად
„სოციალისტური“ და „კაპიტალისტური“ სისტემების მშვიდობიანი
თანაარსებობა გამოაცხადა. ანუ დაპირისპირება მათ შორის
ეკონომიკური შეჯიბრით უნდა შეცვლილიყო. და არ უნდა შემწყდარიყო
„იდეოლოგიური ბრძოლა“ „კაპიტალისტურ ბანაკთან“
8. 1962 წ. „კარიბის კრიზისმა“ დაარწმუნა აღმოსავლეთის და დასავლეთის
ბლოკები ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაში
9. 1959 წ. კუბაში დაემხო ბატისტას დიქტატორული (მაგრამ
პროამერიკული) რეჟიმიძალაუფლება ხელში აჯანყებულთა ლიდერმა
ფიდელ კასტრომ აიღო. აშშ-მ არ ცნო კასტროს მთავრობა
10.1960 წ. დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა კუბასა და სსრკ-ს
შორის , რასაც აშშ-მ კუბის ეკონომიკური ბლოკადით უპასუხა
11.1961 წ. კუბა სოციალისტურ სახელმწიფოდ გამოცხადდა
12. 1961 წ. აშშ-მ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა კუბასთან.
პრეზიდენტ ეიზენჰაუერის განკარგულებით გვატემალაში (ცენტრალურ
ამერიკაში მდებარეობს) დაიწყო ანტიფიდელისტი კუბელი
ემიგრანტების სამხედრო წვრთნა. ამ გეგმის განხორციელება წილად
ხვდა პრეზიდენტ კენედის . იგეგმებოდა კასტროს რეჟიმის დამხობა.
13. 1961 წ. აშშ -მ კუბელი ემიგრანტების დესანტი გადასხა კუნძულზე
მაგრამ დამარცხდნენ კასტროს რაზმებთან. ამის შემდეგ სსრკ-მ კუბა
სამხედრო ბაზად აქცია
14. 1962 წ. ოქტომბერში ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა შენიშნეს
კუბაზე საბჭოთა სამხედრო ტექნიკა მათ შორის აშშ -სკენ მიმართული
საშუალო ზომის რაკეტები
15. 1962 წ. ოქტომბერსი მსოფლიო ატომური ომის ზღურბლზე იდგა .შედგა
სატელეფონო გზით შეთანხმება: ხრუშჩოვი დათანხმდა კუბაზე
სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას სანაცვლოდ აშშ გამოიტანდა
ამერიკულ რაკეტებს თურქეთიდან და იძლეოდა კუბის
ხელშეუხებლობის გარანტიას.
16. 1962 წ. ჯჟენევაში გაიხსნა განიარაღების მუდმივმოქმედი კონფერენცია
17. 1968 წ. მიღწეული შეთანხმებით აიკრძალა ატომური იარაღის
გავრცელება
18. მე-19 ს-ის შუა ხანებიდან მოყოლებული ინდოჩინეთი საფრანგეთის
კოლონიური სამფლობელო იყო. მე-2 მსოფლიო ომის დროს
საფრანგეთის ოკუპაციით ისარგებლა იაპონიამ და ინდოჩინეთზე
გავლენა მოიპოვა. ომის შემდეგ საფრანგეთმა სცადა მისი დაბრუნება
(1946-1954 წწ.) მაგრამ ვერ შეძლო.
19. 1954 წ. ჟენევის კონფერენციით ვიეტნამი (კორეის მსგავსად0 2 ნაწილად
გაიყო. ჩრდ. ვიეტნამს მართავდა ჰო ში მინის კომუნისტური მთავრობა
ხოლო სამხრეთს ანტიკომუნისტური, ავტორიტარული რეჟიმი. ნგო დინ
დიემი- მთავრობის მეთაური.
20. 1960 წ. სამხრეთ ვიეტნამში შეიქმნა ვიეტკონგი - ( ვიეტნამელი
კომუნისტები) „ეროვნული განთავისუფლების ფრონტი“
21. 1964-1968 წწ მიმდინარეობდა ვიეტნამის ომი. ჩრდილოეთ ვიეტნამს
უნდოდა მთელ ვიეტნამში კომუნიზმის გავრცელება.
22. 1968 წ. დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკება და 1973 წ პარიზში
გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. სამხრეთ და ჩრდ. ვიეტნამს
შორის. დღეს ვიეტნამი არის სოციალისტური (კომუნისტური)
რესპუბლიკა

მე-12 კლ. პარ. 38


1. 1970 წ. აშშ-ის პრეზიდენტის ნიქსონის დოქტრინით აშშ-მ უარი უნდა
თქვას „გლობალურ პასუხისმგებლობაზე“.
2. 1972 წ. ზესახელმწიფოებმა გააფორმეს ხელსეკრულება
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების რაოდენობის
შეზღუდვის შესახებ
3. 1974 წ. შეიზღუდა ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობა
4. 1973 წ. ვენაში ნატო-სა და ვარშავის პაქტს შორის დაიწყო
მოლაპარაკება შეიარაღების შეზღუდვის შესახებ, რათა შექმნილიყო
უშიშროებისა და თანამშრომლობის პირობები ევროპაში და მოიწვიეს
„ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია“
რომელიც რამდენიმე ეტაპად ტარდებოდა.
5. 1975 წ. ჰელსინკში გამარტულ კონფერენციაზე მიიღეს „ჰელსინკის
აქტი“ , მას ხელი 35-მა სახელმწიფომ მოაწერა მათ შორის
ზესახელმწიფოებმა. ჩაიწერა 10 ძირიტადი პრინციპი , რომლებიც
ევროპაში მშვიდობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
6. 1992 წ. ჰელსინკის პროცესს შეუერთდა საქართველო
7. 1995 წლიდან „ევროპის უსიშროებისა და თანამშრომლობის
თათბირი“ საერთაშორისო ორგანიზაციად გადაკეთდა.დღეს მას
ეუთო ეწოდება.
8. 1972 წ. ერაყსა და სირიასთან ხელშეკრულების გაფორმებით,
რომელიც ითვალისწინებდა მათთვის საბჭოთა იარაღის მიწოდებას ,
სსრკ-მა ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც მოიკიდა ფეხი.
9. 1976 წ. ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათმა გააუქმა ეგვიპტე-სსრკ-ის
ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ და აშშ-ს დაუახლოვდა.
„სამკუთხა დიპლომატია“ – (აშშ, ჩინეთი, სსრკ) აშშ-ის
ანტისაბჭოთა პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ჩინეთის
ჩაბმას მსოფლიო პოლიტიკაში. მისი ავტორი იყო სახელმწიფო
მდივანი- ჰენრი კისინჯერი.
10. 1971 წ. აშშ-მ გააუქმა ჩინეთთან სავაჭრო ემბარგო (ვაჭრობის
აკრძალვა)
11. 1971. წ. ჩინეთი მიიღეს გაეროში
12. 1979 წ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გააუქმა ხელსეკრულება
სსრკ-ტან მეგობრობის შესახებ
13. 1979 წ. სსრკ-მა ავრანეთში ჰარი შეიყვანა

მე-12 კლ. პარ. 39


1. 1980 წ. მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტირება გამოუცხადეს ევროპის
ქვეყნებმა და აშშ-მ . აშშ-მ ასევე ამერიკულ აგრარულ ექსპორტი
აკრძალა სსრკ-ში. ავღანეთში ჯარების შეყვანის გამო.
2. 1883 წ. ბოლოდან აშშ-მა საშუალო მანზილზე მოქმედი რაკეტები
განათავსა დიდ ბრიტანეთში, გფრ-ში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და
იტალიაში) . საპასუხოდ სსრკ-მა გდრ-სა და ჩეხოსლოვაკიაში
სასწრაფოდ განალაგა რაკეტები.
3. 1985 წ. მსოფლიოში უკიდურესად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება.
4. 1985 წ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი
აფეთქდა , რამაც რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. და დიდი
მსხვერპლი მოჰყვა
5. 1985 წ. ჟენევის და 1986 წ. რეიკიავიკის შეხვედრა ეძღნებოდა
განიარაღებას.
6. 1990 წ. პარიზში ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს
ხელშეკრულებას შეიარარების სემცირების შესახებ „ატლანტიკიდან
ურალამდე“ საზეიმოდ გამოცხადდა „ცივი ომის“ დასრულება
7. 1991 წ. უკანასკნელი მნიშვნ. ხელშეკრულება განიარაღების შესახებ
დაიდო 1991 წ. გორბაჩოვ-ბუშის შეხვედრაზე. მოსკოვში. ის
იტვალისწინებდა სტრატეგიული საიერიშო იარაღის შემცირებას 30-
40 %-ით.

მე-12 კლ. პარ . 40


1. 1944 წ. ვაშინგტონსი გაიმართა დუმბარტონ ოქსის (დუმბარტონ
ოქსის ვილაში) კონფერენცია. მონაწილე ქვეყნებმა ( აშშ, სსრკ, დიდი
ბრიტანეთი, და ჩინეთი) შეიმუშავეს მომავალი ორგანიზაციის
წესდების პროექტი.
2. 1945 წ 26 ივნისს, სან-ფრანცისკოში 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა
„გაერთიანებული ერების ქარტიას“, რითაც შეიქმნა საერთაშორისო
ორგანიზაცია გაერო. მიზანი- „მომავალი თაობების დაცვა ომისგან“
3. 1945 წ. 24 ოქტომბერს დოკუმენტი ძალაში შევიდა. ამიტომ ეს თარიღი
მსოფლიოში აღინიშნება, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
4. 1992 წ. საქართველო გახდა გაეროს 179-ე წევრი
გაეროს სტრუქტურა:
უშიშროების საბჭო -- მუდმივი წევრებია: აშშ, გაერთიანებული
სამეფო, რუსეთი (ადრე სსრკ), საფრანგეთი, ჩინეთი. სულ 15 ქვეყნის
წარმომადგენელისგან შედგება. 10 არამუდმივი, 2 წლის ვადით
არჩეული წევრია.
გენერალური ასამბლეა-- ერთ-ერთი მთავარი ორგანო, იკრიბება
წელიწადსი ერთჯერ, ასევე იწვევს საჭიროებისამებრ გაეროს
საგანგებო სესიას.
სამდივნო---აღმასრულებელი ფუნქცია აქვს, მის გენერალურ
მდივანს 5 წლით ირჩევს გენერალური ასამბლეა.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო---კურირებს სამეურნეო და
სოციალურ საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვას
სამეურვეო საბწო -- შედგება უსიშროების საბჭოს მუდმივი
წევრებისა და 2 არჩეული წევრისაგან( გენერალური ასამბლეის მიერ) ,
მისი ფუნქციაა მართოს მთავრობის გარესე დარჩენილი რეგიონები
საერთაშორისო სასამართლო--- მდებარეობს ჰააგაში (ქ.
ნიდერლანდებში). განიხილავს სახელმწიფოების მიერ მის წინაშე
დასმულ საკითხებს. (15 მოსამართლე, სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან)
იუნესკო--- გაეროსთან არსებული ორგანიზაცია, მისი მიზანია
განათლების, მეცნიერების და კულტურის განვითარების
ხელშეწყობით მშვიდობის დაცვა.
იუნისეფი ---გაეროსთან არსებული ორგანიზაცია, ეხმარება
განვითარებად ქვეყნებს ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაში
მე-12 კლ. პარ.41
1. 1946 წ, უისტონ ჩერჩილმა ციურიხში გამოსვლისას ევროპელებს
შესთავაზა შეექმნათ „ ევროპის შეერთებული შტატები“
2. 1949 წ. ლონდონში დაარსდა პირველი ინტეგრაციული ორგანო -
ევროპის საბჭო
3. 1999 წ. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა
4. 1950 წ. საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა
გერმანული და ფრანგული ქვანახშირის და ფოლადის მრეწველობის
მართვის ერთობლივი ორგანოს შექმნის საკითხი წამოჭრა. შუმანთან
ერთად ევროკავსირის დამაარსებელ მამად მოიაზრება ფრანგი
სახელმწიფო მოხელე ჟან მონეც.
5. 1952 წ. ძალაში შევიდა ხელსეკრულება „ქვანახშირისა და ფოლადის
მრეწველობის ევროპული თანამეგობრობის“ – („სამთამადნო
კავშირი“) შესახებ. (შევიდნენ: საფრანგეთი, გერმანია, იტალია,
ბენილუქსის ქვეყნები)
6. 1957 წ. რომში „სამთამადნო კავშირის“ წევრმა ქვეყნებმა ხელი
მოაწერეს შეთანხმებას „ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის
შესახებ“
ასევე შეიქმნა „ევროპის ატომური თანამეგობრობა“ (ევრატომი). რომის
ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1958 წ.
7. 1991 წ. მაასტრიხში (ნიდერლანდი) „ ევროპის თანამეგობრობის“ წევრ
ქვეყნებს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება „მაასტრიხის
ხელშეკრულება“
8. 1993 წ. „ მაასტრიხის ხელშეკრულება“ ძალაში შევიდა და ევროპის
ტანამეგობრობას ევროკავშირი ეწოდა. წევრია ევროპის 27
სახელმწიფო.
ევროკავსირის ძირითადი სტრუქტურებია:
კომისია - აღმასრულებელი ორგანო“
მინისტრთა საბჭო (ევროპის კავშირის საბჭო) -- საკანონმდებლო
ორგანო
ევროპარლამენტი - მას შეუძლია აიძულოს კომისია გადადგეს.
ირჩევა 5 წლით. დეპუტატთა რაოდენობაა ამჟამად 732. მისი
კომპეტენციაა; კანონმდებლობა, ბიუჯეტი და აღმასრულებელ
ორგანოებზე კონტროლი.
9. 2009 წ. 1 დეკემბერს ძალაში შევიდა ლისაბონის ხელშეკრულება
(გაფორმდა 2007 წ.). მას ევროკავსირის კონსტიტუციასაც უწოდებენ.
მან მოუპოვა ევროკავსირს სამარტალსუბიექტის სტატუსი.

მე-12 კლ. პარ.44


1. 1921 წ.მაისში საქართველოს რევკომმა „კავბიუროს“ კარნახით, ცნო
აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
2. 1921 წ. დეკემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის
რეკომენდაციით სოხუმსა და თბილისს შორის დაიდო სამოკავშირეო
ხელ-ბა, რომლის ძალითაც აფხაზეთის სსრ შევიდა საქ-ოს სსრ-ის
შემადგენლობაში, როგორც „სახელშეკრულებო რესპუბლიკა“ ,
ფაქტობრივად , ავტონომიის უფლებებით.
3. 1931 წ. სსრკ ცენტრ. ხელისუფ. გადაწყვეტილებით აფხაზეთს ეწოდა -
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
(ასსრ), საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში.
4. 1921 წ. ივნისში აჭარას მიეკუთვნა ასსრ-ს სტატუსი (ეს
გამომდინარეობდა რუსეთ-თურქეთის 1921 წ. 16 მარტის
ხელშეკრულებიდან.
5. 1922 წ. აპრილში საქ-ოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქი. სტალინის გადაწყვეტილებიტ მას გადაეცა
ქართული ქალაქი ცხინვალი და ახალგორის რ-ნი (ყოფილი ქსნის
საერისთავო)
6. 1970-იანი წლწბიდან დაიწყო როკის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის
მშენებლობა, რომელიც გაიხსნა 1988 წ. ის აკავსირებდა ჩრდ. ოსეთს
სამხრეთთან, ამას მოჰყვა ოსური სეპარატიზმის გააქტიურება.
7. 1922 წ. ბოლოს შეიქმნა სსრკ, რომელშიც თავიდან 4 რესპუბლიკა
შედიოდა- რუსეთის ფედერაცია, უკრაინის, ბელორუსის სსრ და
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური
რესპუბლიკა (ა/ კსფსრ), რომელშიც შეიყვანეს საქართველო, სომხეტი
და აზერბაიჯანი.
ნაციონალ-უკლონიზმი - მოსკოვში უწოდეს პარტიის
გენერალური ხაზიდან ეროვნულ ნიადაგზე გადახრას. სტალინმა
ამაში დასდო ბრალი ფილიპე მახარაძეს. ბუდუ მდივანს, მიხეილ
ოკუჯავას და სხვ. ისინი ითხოვდნენ სსრკ-სი საქარტველოს სსრ-ს
ცალკე შესვლას. სტალინმა ამისათვის 1937-38 წწ. დაახვრეტინა ისინი.
8. 1920-იან წლებში იწყება ქართული ეროვნული მოძრაობა.პარიზში
მყოფმა კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა შექმნეს
მუდმივი ორგანო- კავშირის საბჭო. თუმცა ტერიტორიულმა დავამ
ხელი შეუშალა რაიმე შედეგის მიღწევას.
„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (იგივე
„პარიტეტული კომიტეტი“) - შეიქმნა საქ-ში კომუნისტების
საწინააღმდეგოდ.
„სამხედრო ცენტრი“ - იატაკქვეშა გაერთიანება
9. 1922 წლის დამდეგიდან პარტიზანული ბრძოლები დაიწყო ქაქუცა
ჩოლოყაშვილმა
10. 1922 წ. აგვისტოსი კახეთსა და ფშავ ხევსურეთში აჯანყებას სასტიკი
რეპრესიები მოჰყვა. დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრიც“
11. 1924 წ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით აჯანყება მთელ
საქართველოს მოედო. თუმცა ჩაახშეს.

მე-12 კლ. პარ.45


1. 1930-იან წლებში სსრკ-ში განმტკიცდა კომპარტიისა და მისი
ლიდერის , სტალინის, დიქტატურა.
2. 1937-38 წწ. სტალინმა მასობრივი რეპრესიებით მრავალი ათასი
ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
3. 1936 წ. სტალინის გადაწყვეტილებით გაუქმდა ა/კ სფსრ და
საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოკავშირე რესპუბლიკების
სტატუსი მიენიჭა სსრკ-ის შემადგენლობაში.

You might also like