You are on page 1of 2

რევოლუციების ხანა ევროპაში.

მონარქიის რესტავრაცია და 1830 წლის რევოლუცია


საფრანგეთში

ბურბონების რესტავრაცია საფრანგეთში. ბურბონების რესტავრაცია ნიშნავს ბურბონთა


დინასტიის დაბრუნებას საფრანგეთის მმართველობის სათავეში, კერძოდ, მას შემდეგ, რაც
დაამხეს ნაპოლეონ ბონაპარტე, საფრანგეთის მეფედ დანიშნეს დინასტიით ბურბონი ლუი
XVIII. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვენის კონგრესზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
ყველა სახელმწიფოში ლეგიტიმური მმართველობა უნდა აღდგენილიყო, საფრანგეთში
სწორედ ბურბონები იყვნენ „ლეგიტიმურები“, რადგან ისინი საუკუნეების განმავლობაში
მართავდნენ ქვეყანას.

ლუი XVIII - ის მმართველობა. ლუი მე - 18 - ის პოლიტიკა არ იყო ხალხისთვის მოსაწონი.


მან მიიღო ე.წ. „ქარტია“, რომელიც ქვეყნისთვის კონსტიტუციის როლს ასრულებდა, ამ
ქარტიით (ა) საარჩევნო ხმის უფლება ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა ( 28
მილიონიდან 100 ათას კაცს ) (ბ) საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატას მეფე ნიშნავდა,
ქვედა პალა კი არჩეული იყო (გ) ქარტიით გარანტირებული იყო კერძო საკუთრების
ხელშეუხებლობა, ყველას თანასწორობა კანონის წინაშე, პიროვნების თავისუფლება, რწმენის
თავისუფლება. მიუხედავად ამისა, ლუი მე - 18 მაინც აქტიურად დევნიდან ნაპოლეონის
მომხრეებს. მისი მმართველობა 1824 წელს დასრულდა. ახალი მმართველი გახდა მისი ძმა.

შარლ X - ის მმართველობა. მეფე შარლ X იყო რადიკალი კონსერვატორი, ე.წ. „ულტრათა“


ლიდერი. მისი კონსერვატიზმი გამოიხატა იმაში, რომ (ა) მან მიიღო ე.წ. მილიარდი
ემიგრანტის კანონი, რომლითაც მან არისტოკრატიას 1789 წელს დაკარგული ქონების
ასანაზღაურებლად 1 მილიარდი ფრანკი გამოუყო (ბ) სკოლები მიაბარა ეკლესიას. სკოლები
ეკლესიას 1789 წლის რევოლუციის შემდეგ დაშორდა. (გ) საეკლესიო სიმბოლიკის
ხელყოფისათვის სიკვდილით დასჯაც დააკანონა (დ) 1830 წლის ივლისის ბოლოს კი მიიღო
ე.წ. ოთხი ბრძანებულება, რომლითაც შეიზღუდა პრესის თავისუფლება, პარლამენტის ქვედა
პალატა დაიშალა, ახალი არჩევნები დაინიშნა და ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა. ეს
უკანასკნელი ე.წ. ოთხი ბრძანებულება გახდა მიზეზი 1830 წლის რევოლუციის. ამ წელს
ფრანგებმა შარლ მე - 10 - ს რევოლუცია მოუწყვეს და ქვეყნიდან გააქციეს. ახალი მეფე გახდა
ლუი - ფილიპი.

ლუი - ფილიპის მმართველობა. სანამ ლუი - ფილიპი გახდებოდა მმართველი, იქამდე


შეცვალეს ქვეყნის კონსტიტუცია. კერძოდ, კონსტიტუციაში მანამდე მეფე იწოდებოდა
„ღვთის კურთხევით ფრანგთა მეფე“, თუმცა 1830 წლის რევოლუციის შემდეგ „ღთვის
კურთხევით“ ამოაგდეს და მხოლოდ „ფრანგთა მეფე“ დატოვეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ
ფრანგებმა კონსტიტუციით უარყვეს მეფის ღვთიური წარმომავლობა. მეფე ლუი - ფილიპს
ეწოდა მეფე ბურჟუა, ხოლო მის მმართველობას ბურჟუაზიული მონარქია. მის დროს
მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქითი, ქ. ლიონში მუშებმა ორჯერ მოაწყვეს
მასობრივი გამოსვლები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხალხს ნაპოლეონ ბონაპარტე მოენატრა.
მათ დასაშოშმინებლად და გულის მოსაგებად მეფე ლუი - ფილიპმა ნაპოლეონის ნეშტი
გადმოასვენა 1840 წელს წმინდა ელენეს კუნძულიდან და ინვალიდების სასახლეში
დაამარხვინა. სხვათა შორის, მის დროს ორჯერ სცადა ლუი - ნაპოლეონმა სახელმწიფო
გადატრიალების მოწყობა ( ლუი - ნაპოლეონი იყო ნაპოლეონ ბონაპარტეს ძმისშვილი ). ლუი
პილიპის მმართველობა კიდეც ცოტახანს გაგრძელდა. ის 1848 წელს ფრანგებმა დაამხეს, რის
შემდეგაც ქვეყანაში მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა ( პირველადეს 1792 წელს მოხდა ).

You might also like