You are on page 1of 3

1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი

კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება,


რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება ეწოდა.
ამ ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას
შეადგენდნენ კონსტიტუციური მონარქიის
მომხრეები.მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყვნენ
ჟირონდისტები რომლებიც სულ უფრო მეტად
იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის
დამყარებისაკენ.ამ საყოველთაო უკმაყოფილების
პირობებში ლუი XVI ფარულად დაუკავშირდა
ავსტრიის იმპერატორს დაპრუსიის მეფეს, სთხოვა
სამხედრო ძალით დახმარებოდა რევოლუციის
დამარცხებაში რის საფუძველზეც მათ დაიწყეს
საფრანგეთის წინააღმდეგ ომი.1792 წლის 10
აგვისტოს რევოლუციონერებმა ლუი XVI და მისი
ოჯახი დააპატიმრეს. ამით მონარქია დაემხო
საფრანგეთში.
იმავე წლის 21 სექტემბერს მოქმედება დაიწყო
ახალმა ორგანომ ეროვნულმა კოვერტმა,რომელმაც
მეორე დღეს მონარქია გააუქმა და საფრანგეთი
რესპუბლიკად გამოცხადდა. ამ მოვლენის
ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად
გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს
შობიდან და 1792 წლის 21 სექტემბერი “ახალი ხანის”
ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად
გამოცხადდა, შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც.
კონვენტის უმრავლესობა კონტრევოლუციურ
ძალებთან კონტაქტის კამო მეფეს დამნაშავედ
თვლიდა. 1793 წლის 21 იანვარს მეფეს რევოლუციის
მოედანზე თავი მოკვეთეს ახლად გამოგონებული
მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც თავის
დროზე ლუი XVI-ემ გასცა პატენტი.
მას შემდეგ, რაც ჟირონდისტებმა მეფის სიკვდილით
დასჯას მხარი არ დაუჭირეს,კონვენტში,მათსა და
იაკობინელებს შორის დაპირისპირებაში გაიმარჯვა
იაკობინელემა რობესპიერის მეთაურობით.
უმრავლესობაში მოვიდნენ იაკობინელები და მათ
ჟირონდისტების დევნა დაიწყეს. იაკობინელებმა
მალევე მიიღეს პირველი რესპუბლიკის
კონსტიტუცია. 1793 წლის ივნისში დამყარდა
იაკობინური დიქტატურაანუ დიდი ტერორი.
რობესპირი და იაკობინელები დაუნდობლად
უსწორდებოდნენ მოწინააღმდეგეებს.გამოსცეს
დეკრეტი “არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ”,
რომელიც ადგენდა საეჭვო პირების სიებს და
მოითხოვდა მათ შემოწმებას. იაკობინელები
მასობრივად აპატიმრებდნენ და სჯიდნენ
“რევოლუციის მტრებს”.“დიდი ტერორის”
მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო
იყო.1794 წლის ივნისში სიკვდილით დასჯის
პროცედურის დასაჩქარებლად რობესპირმა
გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის
რეორგანიზაციის შესახებ. ამ კანონით უქმდებოდა
ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის
ინსტიტუტი. კონვენტის წევრები შეშფოთებულები
იყვნენ რობესპირის ტირანიით.
1794 წლის 27 ივლისს ანუ 9 თერმიდორს,
რობესპირი და მისი მომხრეების დააპატიმრეს.
მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს
სიცოცხლე. რობესპირი და მისი მომხრეები
დაისაჯნენ მათ მიერვე დაკანონებული წესით _
გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.

You might also like