You are on page 1of 3

მაქსიმილიან ფრანსუა მარი ისიდორ დე რობესპიერი (ფრანგ.

Maximilien François Marie Isidore de


Robespierre, თანამედროვეებისთვის ცნობილი როგორც „მოუსყიდავი“ (ფრანგ. L’Incorruptible)
დ. 6 მაისი, 1758, არასი — გ. 28 ივლისი, 1794, პარიზი) — დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-
ერთი ლიდერი, იაკობინელების მეთაური. საკანონმდებლო ყრილობის (1789 წლიდან) და
კონვენტის (1792 წლიდან) წევრი. 1793 წელს ფაქტობრივად მართავდა საზოგადოებრივი
გადარჩენის კომიტეტს და რევოლუციის მტრების წინააღმდეგ ტერორი გამოაცხადა. 1794 წლის
27 ივლისს ჩამოაგდეს, ხოლო მომდევნო დღეს კი თანამებრძოლებთან ერთად გილიოტინაზე
თავი მოკვეთეს.

1793 წლის 4-5 სექტემბერს სან-კიულოტებმა ეკონომიკური კრიზისისა და


კონტრრევოლუციის დასაძლევად ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს. ამის
პასუხად კონვენტმა გამოსცა დეკრეტი ტერორის შესახებ და შეზღუდვა დააწესა ხელფასებსა და
ფასებზე. კანონი ეჭვმიტანილების შესახებ უფლებას იძლეოდა როგორც იმიგრანტებისა და
მოღალატეების, ასევე ზომიერი თუ გულგრილი ადამიანების დაპატიმრებას. ამგვარად
დაპატიმრებულ იქნა 800 000-მდე ადამიანი. მთელი ძალაუფლება თავმოყრილი იქნა
სახალხო ხსნის კომიტეტისა (რომელსაც მართავდნენ რობესპიერი და სენ-ჟუსტი) და საზოგადო
უსაფრთხოების კომიტეტის (რომელიც აკონტროლებდა პოლიტიკურ პოლიციას) ხელში.
ზედამხედველობის კომიტეტები მთელ საფრანგეთში ასმენდნენ, ჩხრეკდნენ, აპატიმრებდნენ.
1794 წელს 1200 ციხეში 240 000 ტუსაღი იყო. რევოლუციური ტრიბუნალის მოქმედების
დასაჩქარებლად მოსამართლეთა რაოდენობა 5-დან 16-მდე გაიზარდა. უკიდურესმა
მემარცხენე ჟურნალისტმა ებერმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის გაზრდა, განსაკუთრებით
დამტაცებლებისა და „ეგოისტებისა“, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ფასების ხელოვნურად
გაზრდაში. ამ ზომებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ქალაქებში პურის შოვნა ჭირდა,
ხორცის ფასი კი მიუწვდომელი იყო. დილის სამი საათიდან დგებოდა რიგები მაღაზიების წინ.
სასაზღვრო ან აჯანყებულ დეპარტამენტებში კანონი ძალიან მკაცრად ტარდებოდა.
მივლინებით გაგზავნილები, როგორც მაგალითად, კარიე − ნანტში ან ფუშე − ლიონში,
უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ. ლიონში 2 000 მსხვერპლი აიყვანეს გილიოტინაზე ან
დახვრიტეს ფსევდო სასამართლო პროცესის შედეგად. ნანტში 6 000 პატიმარი ნავებზე
მიჯაჭვული, დაახრჩვეს ლუარაში… 1794 წლის 10 ივნისის დეკრეტით ეს იყო „დიდი

ტერორი“. მხოლოდ პარიზში მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში


გილიოტინით[9] დაისაჯა 1376 ადამიანი. ტერორის დიქტატურა რობესპიერის დამხობასთან
ერთად დასრულდა, 1794 წლის 27 ივლისს (II წლის 9 თერმიდორს).
რევოლუციური ზეიმები
რევოლუციის პერიოდში ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა ცერემონიების შექმნის პირობა
ხდებოდა. ზეიმები მოსახლეობას საშუალებას აძლევდა გამოეხატა თავისი სიმპათია ახალი
იდეებისადმი. 1792 წლამდე ყველა ზეიმი მესით სრულებოდა. ხშირად წირვის
დასრულებისას მერი საკურთხეველთან მიდიოდა და ფიცს დებდა თავისუფლებასა და
თანასწორობაზე.
ზეიმების შექმნის აპოგეა ტერორის პერიოდს ემთხვევა. რობესპიერის მომხრეთა აზრით,
სამოქალაქო ზეიმებს უნდა ჩაენაცვლებინათ აკრძალული ქრისტიანული დღესასწაულები.
ყველაზე გრანდიოზული იყო უმაღლესი არსების ზეიმი. რომელზეც ასი ათასობით პარიზელი
იყრიდა თავს.
კონვენტმა დაშლამდე შვიდი ეროვნული ზეიმი დააწესა, რომელშიც აღრეული იყო მორალი და
პატრიოტიზმი: ახალგაზრდობის ზეიმი 30 მარტს, სიბერის ზეიმი − 27 აგვისტოს,
„რესპუბლიკის შექმნის“ ზეიმი − 22 სექტემბერს და სხვა. უკანასკნელი აღინიშნებოდა
დაპყრობილ ტერიტორიებზეც: მილანში, რომში, ეგვიპტეში. 27 ივლისს, თავისუფლების
ზეიმზე, რომელიც ტერორის ბოლო ხანს დამკვიდრდა, მეცნიერები, მასწავლებლები და
მოსწავლეები მიდიოდნენ მარსის მინდორზე, რომელიც მორთული იყო ბონაპარტის არმიის
მიერ იტალიიდან წამოღებული სურათებითა და ქანდაკებებით.

ოჯახი და განათლება
კონვენტის მმართველობის პერიოდში იაკობინელებმა ჩაიფიქრეს სკოლის
„გარევოლუციურება“. განათლების მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური
პრინციპებით გამსჭვალული კარგი მოქალაქეების ჩამოყალიბება. დაბალხელფასიანი
დაწყებითი სკოლის მასწავლებლები განთავსდნენ ოდესღაც მღვდლის დაქვემდებარებაში მყოფ
სოფლის სკოლებში. მაგრამ საგნის მასწავლებლები და საკლასო ოთახები არასაკმარისი იყო.
ამას გარდა, ოჯახები შვილებს არ გზავნიდნენ სკოლაში, რადგან „ფრანგთა ერთობის“ გამო
მოსწავლეებს აიძულებდნენ ფრანგულის გამოყენებას, თუმცა შინ ისინი მხოლოდ ადგილობრივ
ენაზე საუბრობდნენ. ზოგ მასწავლებელს ზედმეტი მოსდიოდა და ბავშვებს კითხვას ასწავლიდა
„კაცისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციით“. აქტიური სწავლების მეთოდი იყო
რესპუბლიკელი მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ქუჩაში გასეირნება ხელით მომუშავეთა
ხელობების საკუთარი თვალით სანახავად.

კონვენტი შეეცადა ბოლო მოეღო ბავშვების მიტოვებისათვის და საამისოდ დააწესეს


მატერიალური დახმარება გოგონა-დედებისათვის. ნაპოვნ ბავშვებს ამიერიდან უწოდებდნენ
ობლებს და მათ იფარებდნენ საერო საავამყოფოებში, მათი აღზრდა მუნიციპალიტეტების
მოვალეობა იყო. თუ მიტოვებული ჩვილი გადარჩებოდა (10-დან 9 იღუპებოდა), მას
საავადმყოფოდან სოფელში გზავნიდნენ ძიძასთან. ხშირად ეს მგზავრობა ჩვილისთვის
ფატალურად სრულდებოდა. მძიმე იყო ჰიგიენური პირობებიც, ტილები და რწყილები
მხოლოდ ღარიბების ხვედრი როდი იყო.

ქორწინება რევოლუციამდე რელიგიური საიდუმლო იყო, რევოლუციის შემდეგ კი იგი


სამოქალაქო ხელშეკრულებად იქცა. ცერემონია მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ოფიცრების
თანდასწრებით, მღვდლის დალოცვით ან ამის გარეშე, 1793-1794 წწ. (რევოლუციის II წელს)
ქორწინება განსაკუთრებით გახშირდა. ზოგადად ქორწინდებოდნენ პარასკევს ან კვირას,
ხშირად ნეფე-პატარძალი ფიცს დებდა თავისუფლებასა და თანასწორობაზე; ეგონათ, რომ
რევოლუცია ცხოვრებას გააუმჯობესებდა, თანაც ცდილობდნენ თავი დაეხსნათ სამხედრო
მიზნებისთვის ქონების დათმობისაგან, რაც მხოლოდ მარტოხელებს ევალებოდათ. მომრავლდა
ანგარებიანი ქორწინებები. „საერთო სახლებიდან“ გამოსულ ახალდაქორწინებულებს ასეთი
გამამხნევებელი წარწერებით ხვდებოდნენ: „მოქალაქე ქალებო, მიეცით სამშობლოს შვილები,
ბედნიერება გარანტირებულია!“ ამ კავშირებიდან მილიონზე მეტი ჩვილი დაიბადა. რაც
შეეხება განქორწინებას − რომელიც ამოქმედდა 1792 წლის შემოდგომიდან − იგი მხოლოდ
ქალაქის მოსახლეობაში ხორციელდებოდა, რადგან სოფლის მოსახლეობა მტკიცედ მისდევდა
ეკლესიის სწავლებას.

დექრისტიანიზაცია
მღვდლებს დაევალათ სასულიეროთა სამოქალაქო კონსტიტუციაზე ერთგულების ფიცის
დადება. მხოლოდ „დამფიცებლებს“ ან „კონსტიტუციონალებს“ ჰქონდათ მესის ჩატარების
უფლება. ხოლო „დაუმორჩილებლები“ საეჭვოდ მიიჩნეოდნენ. საზღვრებთან მიმდინარე ომმა
უფრო დააჩქარა ანტირელიგიური ზომების გატარება. 1792 წელს აიკრძალა საეკლესიო
შესამოსლის ტარება, დაუფიცებელი მღვდლები გადაასახლეს; ზარბაზნებისა და თოფების
დეფიციტის შესავსებად ადნობდნენ საეკლესიო ზარებს; ამან სახალხო უკმაყოფილება
გამოიწვია.

კათოლიკური სარწმუნოების განადგურების მიზნით 1793 წლის ოქტომბერში კონვენტისტებმა


შემოიღეს ახალი კალენდარი, სადაც კვირადღეები შეცვლილი იყო „დეკადის“[10]-ებით. ყველა
თვე 30დღიანი იყო და სახელი ჰქონდა შეცვლილი. წმინდანთა სახელები გადაიქცა მცენარეთა
ან ფესვების სახელწოდებებად. ახალი ერა იწყებოდა 1792 წლის 22 სექტემბერს. 1793 წლის
22 სექტემბერი შესაბამისად იყო II წლის 1-ლი ვანდემიერი. „ცრურწმენების მოსაკლავად“
ზოგიერთი აპირებდა იესოს სასწაულების აღდგენა-გამეორებას, რითაც მათი სიყალბე უნდა
დაედგინათ. 1793 წელს პარიზის გარეუბნებში სან-კიულოტებმა დაიწყეს ეკლესიების
დახურვა. სახალხოდ წვავდნენ საღვთო მნიშვნელობის მქონე სურათებს, აწყობდნენ
მასკარადებს: საეკლესიო შესამოსლით შემოსილი მოქალაქეები ვითომ მესას ატარებდნენ.
მღვდლები ტოვებდნენ თავიანთ სამსახურს ან იმალებოდნენ. სან-კიულოტების რევოლუციური
არმია სოფლიდან სოფელში გადადიოდა და აძრობდა გზაჯვარედინებზე აღმართულ ჯვრებს,
ამსხვრევდა ვიტრაჟებს და აზიანებდა ბარელიეფებს.

რელიგიური მსახურება უნდა ჩანაცვლებულიყო ქალღმერთ


გონიერებისა და რევოლუციის წამებულების მარატისა და ლე პელეტიეს კულტით. 1793 წ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დაერქვა „გონიერების ტაძარი“ და ოპერიდან მოწვეული
მოცეკვავე იქ თავისუფლებას განასახიერებდა. წირვა აიკრძალა პარიზის ყველა ტაძარში. სან-
კიულოტი ჯარისკაცები არბევდნენ მეფეთა აკლდამებს. ერთ-ერთი მათგანი დაეძგერა ანრი IV-
ის შესანიშნავად შემონახულ ცხედარს, ხმლით ულვაში წააჭრა და დაიყვირა: „ტირანს
ულვაშები დავაჭერიო!“ ეწყობოდა სხვადასხვა ცერემონია: პარადები, თავისუფლების ხის
დარგვა, სიტყვით გამოსვლები, ძმური ბანკეტები და ცეკვები. ამ ახალმა კულტებმა სწრაფად
დაღალა პატრიოტები.

You might also like