You are on page 1of 192

ერთ-ერთი არერიკული სკოლის მოსწავლის აზრით, შექსპირის დროს ცხოვრობდა ერთი

მწერალი, რომელმაც შექმნა ნაწარმოები სახელწოდებით "ვირი სახელად Hote". ვინ იყო ეს
მწერალი?

ეს მწერალი იყო მიგელ სერვანტესი (ვირი ინგლისურად არის Donkey. ამერიკელ


მოსწავლეს ეგონა, რომ მიგელ სერვანტესმა დაწერა წიგნი სახელწოდებით "Donkey Hote",
ანუ "ვირი სახელად Hote").

შეკითხვის გვერდი →

ამ პატარა ბელგიურ ქალაქში განიცადა უკანასკნელი მარცხი ერთმა ევროპელმა. 159


წლის შემდეგ ამავე ქალაქმა მოუტანა პირველი დიდი გამარჯვება სხვა ევროპელებს.
დაასახელეთ ისინი მხოლოდ ორი განსხვავებული ასოს გამოყენებით.

“ABBA” (1815 წელს ვატერლოოში განიცადა უკანასკნელი მარცხი ნაპოლეონმა. 1974 წელს
"Eurovision"-ის კონკურსზე ჯერ კიდევ უცნობმა ჯგუფმა "ABBA" შეასრულა სიმღერა
"ვატერლოო" და ამით მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება).

შეკითხვის გვერდი →

არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის შტატ მადია-ფრადეშში ჩატარდა გრანდიოზული
დემონსტრაცია ხურდა ფულის პაისის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იმდენად
მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფულით რაიმეს ყიდვა. ვინ ჩაატარა ეს დემონსტრაცია?

მათხოვრებმა.

შეკითხვის გვერდი →

ჰოვარდ კარტერმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში


ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ იგი მოკვდა და იყო დასაფლავებული.
ვის შესახებ იყო ეს ნათქვამი?

ტუტანხამონის შესახებ.

შეკითხვის გვერდი →
ეს ქვეყანა ოდესღაც საკმაოდ აგრესიული იყო, რაც თავის თავზე გამოსცადეს რუსეთმა და
ავსტრიის იმპერიამ, და არა მარტო მათ. მაგრამ, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ
ქვეყანას უკვე კარგა ხანია არანაირი ომი არ უწარმოებია. ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ ამ
ქვეყანაში დაიშალა ერთი საქვეყნოდ ცნობილი "საჯარისო" შენაერთი. რა ერქვა ამ
შენაერთს?

ეს ქვეყანაა შვედეთი (ხოლო საქვეყნოდ ცნობილ "საჯარისო" შენაერთს, რომელიც


დაიშალა არც ისე დიდი ხნის წინ, ერქვა Army of Lovers).

შეკითხვის გვერდი →

ეს პროცედურა აშშ-ში პირველად გამოყენებული იქნა 1868 წელს, თუმცა მისი


სისრულეში მოყვანას დააკლდა ერთადერთი ხმა სენატში. ჩვენში გაბატონებული
თვალსაზრისით აღნიშნულ პროცედურას 1974 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს
სინამდვილეს არ შეეფერება. ვის წინააღმდეგ იქნა აღძრული ეს პროცედურა
უკანასკნელად?

ბილ კლინტონის წინააღმდეგ (საუბარია იმპიჩმენტზე. 1868 წელს ეს პროცედურა აღიძრა


ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ, ხოლო 1974 წელს კი რიჩარდ ნიქსონი არ დაელოდა
კონგრესის მიერ იმპიჩმენტის შესახებ კენჭისყრას და თვითონ გადადგა. სწორედ მის
გადადგომის, და არა იმპიჩმენტის საკითხს უყარა კენჭი 1974 წელს კონგრესმა).

შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი დედაქალაქის


აშენება. გადაწყდა, რომ დედაქალაქი აეშენებინათ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში.
ამისათვის ქაღალდზე გააკეთეს ქვეყნის ტერიტორიის ზუსტი ნახაზი, ამოჭრეს ის,
დაამაგრეს ფარგლის წვერზე და დაატრიალეს. რამოდენიმე ცდის შემდეგ ცენტრი
მოიძებნა და ცოტა ხანში ჯუნგლების ადგილას აშენდა ქალაქი, რომლის სახელწოდებაც
ქართულში ქვეყნის სახელწოდების იდენტურია. დაასახელეთ ეს ქვეყანა.

ბრაზილია.

შეკითხვის გვერდი →
ძველად არაბეთში ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ წარჩინებული გვარის
წარმომადგენლებს, ტომის ბელადებს, ისლამის გავრცელების შემდეგ კი ასე უწოდებდნენ
მუჰამედის შთამომავლებს. მაგრამ დღეს ჩვენში ეს სიტყვა გაიგივებულია
სამართალდამცავ პირთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამეფო ხელისუფლების მიერ
ინიშნება, ხოლო აშშ-ში მოსახლეობის მიერ ირჩევა. დაასახელეთ ეს ტიტული.

შერიფი (შარიფი).

შეკითხვის გვერდი →

"ნისანს", "მერსედესსა" თუ "ფოლკსვაგენს" აქვს თითო-თითო. "შევროლეს", "ფორდს" და


"ჰონდას" არ აქვს არც ერთი. ავტომობილის რომელ მარკას აქვს 4 ცალი?

"აუდის" (მისი ემბლემა წარმოადგენს ოთხ გადაჯაჭვულ რგოლს).

შეკითხვის გვერდი →

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა
— PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა "Pathological" (პათოლოგიური), U —
სიტყვის "Usage" (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას
წარმოაგენს ასო I?

ინტერნეტის (ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება. დროზე შეჩერდით :-)

ფრანცისკო გოია თავის დღიურებში აღწერდა ნახატების შეფასების სასაცილო მეთოდს,


რომელიც ძირითადად ქუჩის ვაჭრებში მოქმედებდა. ამ წესისი მიხედვით, მაგალითად,
”ჯოკონდა” უფრო იაფი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ”სიქსტის მადონა”, ორივე ერთად კი
რემბრანდტის ”ღამის გუშაგზე” ბევრად იაფი ეღირებოდა. რა პრინციპით მოქმედებდა ეს
მეთოდი?

ამ მეთოდის მიხედვით, სურათი მით უფრო ძვირი ღირდა, რაც უფრო მეტი პერსონაჟი
იყო მასზე გამოსახული.

შეკითხვის გვერდი →
განცხადება გაზეთში: ”ჯეინ და მაიკლ ბენქსებს სჭირდებათ ყველაზე კარგი ძიძა ყველაზე
პატარა ანაზღაურებით, თანაც, სასწრაფოდ!” დაასახელეთ იმის სახელი და გვარი, ვინც
გამოეხმაურა ამ განცხადებას.

მერი პოპინსი.

შეკითხვის გვერდი →

დასავლეთ ევროპაში მისი სახელი ჟღერს დაახლოებით როგორც უფლის ცხვარი, მზის
ხბო ან მზის ხოჭო. რუსეთშიც დაახლოებით იგივე სახელით მოიხსენიებენ. ჩვენთან, კი ეს
სიტყვა ორი სხვა სიტყვის შერწყმას წარმოადგენს, რომლიდანაც ერთ-ერთი საკუთარი
სახელია. ხოლო რაც შეეხება მეორე სიტყვას, იგი იმავე კლასის (რატომღაც) სხვა
წარმომადგენლის სახელია, რომელშიც ჩვენი მთავარი გმირია მოქცეული. დაასახელეთ ეს
სახელი.

საუბარი იყო ჭიამაიაზე (კლასი არის მწერები, ხოლო სიტყვა ”ჭიამაია”-ში რატომღაც
მოხსენიებულია ამავე კლასის სხვა სახეობა — ჭიები).

შეკითხვის გვერდი →

ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის


ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელეთ
მისი გვარი.

მისი გვარი იყო გობელენი (და, შესაბამისად, ნაწარმიც არის გობელენის ქსოვილი).

შეკითხვის გვერდი →

უიმბლდონის პრეს-ცენტრში დგას მონიტორების დიდი რიგი, რომლებიც უჩვენებენ რა


ხდება კორტებზე. 1998 წლის ტურნირის დროს დამატებული იქნა კიდევ ერთი
მონიტორი. რას უჩვენებდა ეს დამატებითი მონიტორი?

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს.

შეკითხვის გვერდი →
მისი სიგრძე შეადგენს 6500 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის — 2450 კმ. ზოგი
მას უწოდებს "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს". რას ვუწოდებთ მას ჩვენ?

ჩვენ მას ჩინეთის დიდ კედელს ვუწოდებთ.

შეკითხვის გვერდი →

XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ფაიფურის ჩაის სერვიზი ორ


პერსონაზე, რომელიც ატარებდა ფრანგულ სახელწოდებას "ტეტ-ა-ტეტ". რა ლათინურ
სახელწოდებას ატარებდა იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?

"ეგოისტი".

შეკითხვის გვერდი →

ეს კუნძული სარდინიასთან ერთად რომის ერთ-ერთ პირველ პროვინციად იქცა, რომის


იმპერიის დაცემის შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიდრე საბოლოოდ
საფრანგეთის საკუთრება არ გახდა. საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნეში მისი სახელის
ხსენება რუსულ პრესაში აკრძალული იყო და მის ნაცვლად ძახილის ნიშანს ხმარობდნენ
ხოლმე. რომელ კუნძულზე არის საუბარი?

საუბარია კორსიკაზე.

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: "მხოლოდ ერთი რამ არის ომის


მოკავშირეებთან ერთად წარმოებაზე უარესი და ეს არის …"

"… ომის წარმოება მოკავშირეების გარეშე".

შეკითხვის გვერდი →
1997 წელს ჟურნალმა "გიტარისტი" გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის
სოლოების სია. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა სოლომ, რომელიც შესრულებული იყო
ერთ ცნობილ სიმღერაში. ეს სიმღერა არის ლოს-ანჯელესის მთავარი ციხის სეხნია. რა ქვია
ამ ციხეს?

"Hotel California".

არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში გაზეთმა ”იზვესტია”-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის
მიზანიც იყო გაერკვიათ, თუ ამ ქვეყნის რომელი წარმომადგენელი იყო ხალხში ყველაზე
ცნობილი. შედეგად, ათეულში მოხვდნენ: საერთაშორისო გროსმეისტერი, კინორეჟისორი,
მწერალი, კარიკატურისტი, ფილოსოფოსი, მოქანდაკე, ასტრონომი, ფიზიკოსი და
მეზღაპრე. რა ”პროფესიის” იყო პირველ ადგილზე გასული პიროვნება?

იგი იყო პრინცი (საუბარი იყო დანიაზე. პირველ ადგილზე გავიდა დანიის პრინცი
ჰამლეტი. დანარჩენები კი იყვნენ: ბენდტ ლარსენი, ლარს ფონ ტრიერი, მარტინ ანდერსენ-
ნეკსე, ჰერლიუფ ბიდსტრუპი, სერენ კერკეგორი, ბერტელ ტორვალდსენი, ტიხო ბრაგე,
ნილს ბორი და ჰანს ქრისტიან ანდერსენი).

შეკითხვის გვერდი →

60-იან წლებში დისიდენდები ხშირად დასცინოდნენ კა-გე-ბე-ს მუშაობის სტილს. მათ


უამრავი მაგალითი მოჰყავდათ. აი ერთ-ერთი მათგანი: სატელეფონო საუბარი, რომელსაც
აგენტები უსმენენ, მოულოდნელად ითიშება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსაუბრეები
ერთმანეთს გადაურეკავენ, ყველაფერი წესრიგდება და საუბარიც გრძელდება. რატომ
თიშავდნენ ხოლმე დროებით კა-გე-ბე-შნიკები სატელეფონო საუბრებს?

რათა საუბრის ჩამწერ მოწყობილობაში ლენტი გამოეცვალათ.

შეკითხვის გვერდი →

”არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს
თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო
მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა
ასე ლეონარდო და ვინჩი?

ენას.

შეკითხვის გვერდი →
რა იყო ის, რაც 83 კილოგრამს იწონიდა და 1958 წლის 4 იანვარს დაიწვა?

ეს იყო დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.

შეკითხვის გვერდი →

1988 წელს აშშ-ს კონგრესში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი
ხდებოდა გენური ინჟინერიის გზით მიღებული მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების
დაპატენტება. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი — ადამიანი ამ ორგანიზმების რიცხვში არ
შედიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი წინააღმდეგობაში მოვიდოდა აშშ-ს
კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებასთან. რას გულისხმობს ეს შესწორება?

ამ შესწორების მიხედვით აკრძალულია მონათმფლობელობა, პატენტი კი გულისხმობს


დაპატენტებული ობიექტის ფლობისა და გაყიდვის თავისუფლებას.

შეკითხვის გვერდი →

”საბჭოთა ენციკლოპედიურ ლექსიკონში” ამ სიტყვას შემდეგი განმარტებები ახლავს:


”არასპეციალისტი. წარმოება, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში.
სპორტსმენი ან დოღის მონაწილე ცხენი, რომელსაც არ აქვს გამარჯვების შანსები”. რომელ
სიტყვაზეა საუბარი?

ეს სიტყვაა ”აუთსაიდერი”.

შეკითხვის გვერდი →

ჰოკეის გუნდ ”დეტროიტ რედ ვინგზის” ყველაზე პოპულარული მოთამაშეა მცველი პოლ
კოფფი. ამ გუნდის გულშემატკივართა დევიზი იწყება სიტყვებით: ”ჩვენ გვყავს კოფფი,
ჩვენ გვჭირდება…” დაასრულეთ დევიზი.

”… ჩვენ გვჭირდება ჭიქა!” (კალამბური აგებულია იმაზე, რომ ინგლისურ ენაში სიტყვას
“cup” აქვს ორმაგი დატვირთვა — იგი იხმარება როგორც ”ჭიქა” და აგრეთვე, როგორც
”თასი”. ორიგინალში კი დევიზი ასე ჟღერს: ”We have Coffee, we need cup!” — ”ჩვენ გვაქვს
კოფფი, ჩვენ გვჭირდება თასი!”).
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთი რუსი პოეტის ამ ნაწარმოების ეპიგრაფი აღებულია ”უახლესი სამკითხაო


წიგნი”-დან. მასში ნათქვამია, რომ ბანქოს ეს ქაღალდი ”ფარულ უსიამოვნებას აღნიშნავს”.
თუ მიხვდებით, რომელ ბანქოზეა საუბარი, პოეტის დასახელებაც არ გაგიჭირდებათ…

პოეტია პუშკინი (ნაწარმოები — ”პიკის ქალი”, ხოლო ბანქოს ქაღალდი — ყვავის ქალი).

შეკითხვის გვერდი →

ის ერთი უბრალო კანონის დამცველი იყო. იგი ლოს ანჯელესში, როუზ პრიმ ლეინის
ქუჩის ნომერ 1033-ში ცხოვრობდა. მისი პირადი ნომერი N548, ხოლო სახელი ალექს მერფი
იყო, მაგრამ ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის იგი სულ სხვა სახელით გახდა
ცნობილი. დაასახელეთ ეს სახელი.

რობოკოპი (ან ”რობოტ-პალიცეისკი” :-).

შეკითხვის გვერდი →

1901-1909 წლებში მისი ექვსი შვილის წყალობით აქ ცხოვრობდა დათვი, ხვლიკი, სამი
ზაზუნა, თუთიყუში არა, გოჭი, ქათამი, მამალი, ბუ, ვირთხა, ჰიენა, პონი, რამოდენიმე
გველი და ძაღლების მთელი ხროვა. დაასახელეთ ამ ბავშვების მამაც და მათი
საცხოვრებელი ადგილიც.

ამ ბავშვების მამა იყო თეოდორ რუზველტი, ხოლო საცხოვრებელი ადგილი კი,


შესაბამისად, იყო თეთრი სახლი.

1987 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ერთ-ერთი


კითხვა იყო შემდეგი: "დაასახელეთ ყველაზე ცნობილი ხომალდი". მეორე ადგილი ჯეიმს
კამერონის ფილმამდე 10 წლით ადრე დაიკავა "ტიტანიკმა", მესამე ადგილი — "მფრინავმა
ჰოლანდიელმა". რომელმა ინგლისურმა ხომალდმა 1987 წელსაც კი დაიკავა პირველი
ადგილი?

ამ ყველასათვის კარგად ცნობილ ინგლისურ ხომალდს ერქვა ყვითელი წყალქვეშა ნავი


(Yellow Submarine).
შეკითხვის გვერდი →

რომელი ქვეწარმავლის სახელი დაერქვა ამ საუკუნის შუაში შექმნილი კოპენჰაგენელი,


ბრიუსელელი და ამსტერდამელი მხატვრების გაერთიანებას?

ამ გაერთიანებას ერქვა "კობრა" (კოპენჰაგენი, ბრიუსელი, ამსტერდამი).

შეკითხვის გვერდი →

წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი "არისტოკრატი". მას
აქვს ისეთი რამ, რითიც იგი გამოირჩევა ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც
ნაწილობრივ გამოიხატება მის სახელში. რა არის ეს?

ამ მოლუსკს სინამდვილეში აქვს ცისფერი სისხლი.

შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა ქვეყნების სია:

1 — მაროკო

2 — პანამა

3 — ერაყი

4 — ახალი ზელანდია

5 — ჰონდურასი

6 — ავსტრალია

7 — ვენესუელა

რა პრინციპით არის შედგენილი ეს სია?

ყოველი ქვეყნის წინ მოცემული რიცხვები აღნიშნავენ მათ დროშებზე ვარსკვლავების


რაოდენობას.

შეკითხვის გვერდი →
აშშ-ს ზოგიერთ შტატში ამ ბოროტმოქმედების ჩადენის მცდელობისათვის ჩვეულებრივ
სჯიან. მიუხედავად ამისა, ყველა ის, ვისაც წარმატებით ჩაუდენია ეს ბოროტმოქმედება,
დარჩა დაუსჯელი. რა ბოროტმოქმედებაზეა საუბარი?

ეს ბოროტმოქმედება, რომლის ჩადენისათვის არავის არ სჯიან (ყოველ შემთხვევაში,


დედამიწაზე :-) არის თვითმკვლელობა.

შეკითხვის გვერდი →

აღადგინეთ ამ დაუსრულებელი რიცხვობრივი თანმიმდევრობის დასაწყისი:

… 159265358979 …

3,14 (ყველასათვის კარგად ცნობილი რიცხვი π (პი): 3,14159265358979… და ა.შ.)

შეკითხვის გვერდი →

ვახტანგოვის სახელობის თეატრში გადიოდა "ანა კარენინა". სპექტაკლი გამოვიდა ძალიან


გრძელი, 5 საათიანი. პრემიერის დროს, სადღაც მე-4 საათის ბოლოს მოხუცმა ებრაელმა
ჩაჩურჩულა გვერდზე მჯდარ გრიგორი გორინს: "იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს ასე
დიდხანს არ ველოდი …" რას?

"… მატარებელს" (მან იგულისხმა, რომ იგი ელოდებოდა სპექტაკლის ფინალს, როდესაც
ანა კარენინა მატარებელს უვარდებოდა ბორბლებქვეშ).

შეკითხვის გვერდი →

ადამიანთა რომელი ჯგუფის ჩამოსვლას მიეძღვნა 1998 წლის ზაფხულში გაზეთ


"იზვესტია"-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "ქვათაცვენის მოლოდინში"?

მოსკოვში ჩავიდა ჯგუფი "Rolling Stones".

შეკითხვის გვერდი →
ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სერ ჰიუ ბივერი, რომელიც ლუდისსახარში კომპანიის
ხელმძღვანელი იყო, სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა. იგი ცნობილი იყო,
როგორც კარგი მსროლელი და ამიტომაც ძალზედ შერცხვა, როდესაც ერთ პატარა ჩიტს
ესროლა და ააცილა. მან მეგობრებთან თავი იმით იმართლა, რომ ეს ჩიტი მსოფლიოში
ყველაზე სწრაფად დაფრინავსო. რა ერქვა მის ლუდისსახარშ კომპანიას?

”გინესი” (ეს ლეგენდა შეეხებოდა ”გინესის რეკორდების წიგნის” შექმნის იდეის


დაბადებას).

შეკითხვის გვერდი →

დაასახელეთ წლის სიზუზტით, თუ რამდენი წელი გავიდა შემდეგ ორ თარიღს შორის: ჩვ.
წ. აღ-მდე 16 წლის 17 აპრილიდან ჩვ. წ. აღ. 86 წლის 17 აპრილამდე.

101 წელი (0,71 + 15 + 85 + 0,29).

აშშ-სა და კანადაში — 1, რუსეთში — 7, იტალიაში — 39, იაპონიაში — 81, საქართველოში —


?

995 (ეს არის საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდი).

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ რომის იმპერატორი კალიგულა და ცნობილი მსახიობი აპელესი იდგნენ


იუპიტერის ქანდაკებასთან. კალიგულამ ჰკითხა აპელესს: "ვინ არის უფრო მაღალი? მე თუ
ეს ღმერთი?" წამიერი დუმილის შემდეგ აპელესმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, შენ,
იმპერატორო!" კალიგულამ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება აპელესის სიკვდილით
დასჯის შესახებ. რატომ?

იმიტომ რომ აპელესი პასუხის წინ დაფიქრდა.

შეკითხვის გვერდი →

ეს საგანი შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ ავტომობილში. მძღოლების ერთი კატეგორია მას


არასოდეს არ ტოვებს მანქანაში. თუმცა, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი, თქვენ აზრადაც არ
მოგივათ ამ საგნის გამოტანა. რა საგანზეა საუბარი?
საუბარი იყო საჭეზე (თუ თქვენ გიდევნებიათ თვალყური "ფორმულა-1"-ის
რბოლებისთვის, ალბათ შეამჩნევდით, რომ მძღოლები ბოლიდიდან გამოსვლის წინ
ხსნიან საჭეს, ვინაიდან სხვანაირად ვერც გამოეტევიან მანქანიდან).

შეკითხვის გვერდი →

რთველი, ნისლი, რთვილი, თოვლი, წვიმა, ქარი, აღმოცენება, ყვავილი, ველი, თიბვა,
სიცხე, ნაყოფი. დაასახელეთ ქვეყანა, რომელთანაც ეს სიტყვათა რიგი განუყოფლად არის
დაკავშირებული.

საფრანგეთი (თუ თქვენ წაიკითხავთ მოცემულ 12 სიტყვას ფრანგულად, თქვენ მიიღებთ


ფრანგული რესპუბლიკური კალენდრის თვეების დასახელებებს).

შეკითხვის გვერდი →

გინესის წიგნის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დიდი კოეფიციენტი იყო


დაფიქსირებული კენიაში 1980-1985 წლებში. რომელი ქვეყანა დგას ამ სიის ბოლოში
ყველაზე პატარა კოეფიციენტით?

ვატიკანი (ნულოვანი კოეფიციენტით).

შეკითხვის გვერდი →

ბრონქსი, ბრუკლინი, ქუინსი, სთეითენ-აილენდი, … დაასახელეთ მეხუთე.

მანჰეტენი.

შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი:

ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა და დაამატა: "თუ შეიძლება,


შემიწვით ყველაზე ახალგაზრდა წიწილა". გონებამახვილმა ოფიციანტმა მომენტალურად
ჰკითხა: "სერ, … ხომ არ მოგართვათ?" რა შესთავაზა კლიენტს ოფიციანტმა?
"სერ, კვერცხი ხომ არ მოგართვათ?"

შეკითხვის გვერდი →

ჩვენთვის ის ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ფიზიკოსი, მაგრამ ცოტა


ვინმემ თუ იცის, რომ ის თავის დროზე ახალი მოდის ფუძემდებელიც გახდა. ერთხელ,
თავის რეზიდენციაში დელეგაციის მიღებისას მას სიჩქარეში დაავიწყდა თავზე პარიკის
დახურვა. მაგრამ მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ამას არანაირი დაცინვა არ
მოჰყოლია. უფრო მეტიც, ეს მოდურად ჩაითვალა და განსაკუთრებით გაბედულებმა
თვითონაც დაიწყეს საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩენა. დაასახელეთ ეს
"ნოვატორი", რომლის პორტრეტიც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს აქვს ნანახი.

ბენჯამინ ფრანკლინი (რომლის პორტრეტიც ალბათ ყველას აქვს ნანახი 100


დოლარიანზე).

შეკითხვის გვერდი →

დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ კითხეს: "მართალია, რომ გენიალურობა — ავადმყოფობაა?"

"დიახ, — უპასუხა ჰიპოკრატემ — ეს იშვიათი ავადმყოფობაა და, სამწუხაროდ, იგი არ


არის…" დაასრულეთ ბრძენი ჰიპოკრატეს სიტყვები.

"… გადამდები".

შეკითხვის გვერდი →

2000 წელს დიდი ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის


თანახმადაც ბრიტანელთა 93% თურმე საშობაოდ თავიანთ საყვარელ ცხოველებს ჩუქნიან
საჩუქრებს, ხოლო მათგან 60% საჩუქრის გარდა ჩუქნის თავის ოთხფეხა მეგობარს ისეთ
რაღაცას, რასაც დღესასწაულებზე ადამიანები ჩვეულებრივ ჩუქნიან ერთმანეთს, მაგრამ
ცხოველთათვის ის აბსოლუტურად გამოუსადეგარია. რა არის ეს?

მისალოცი ბარათი.

ექიმების აზრით, ეს ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას


და კალორიებს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად წვავს. ეს აყოვნებს სიბერის პროცესს და
ამაღლებს ცხოვრების ტონუსს. მწერალ ტომ რობინსის აზრით, ეს არის "კაცობრიობის
უდიდესი გამონაგონი". რა არის ეს?

კოცნა.

შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართველმა ხელოვანმა თავის მემუარებში დაწერა: "ის ჩემი


ქმნილებაა, ჩემი შვილია. მაგრამ ამავე დროს ის ჩემი დედაა, ყოველი ჩვენთაგანის დედაა."
რომელ ქმნილებაზე დაიწერა ეს სიტყვები?

"ქართლის დედა".

შეკითხვის გვერდი →

იმის შემდეგ, რაც ეს ღონისძიება ჩატარდა გერმანიაში, ჰიტლერს გაუჩნდა სურვილი, რომ
შემდგომში ის ჩატარებულიყო იაპონიაში. უნდა ითქვას, რომ ფიურერის სიტყვები
გამართლდა და ეს ღონისძიებები ჩატარდა იაპონიაში, თანაც სამჯერ, მაგრამ, უკვე
ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ. რომელ ქალაქებში მოხდა ეს?

ტოკიო (1964), საპორო (1972) და ნაგანო (1998) (იაპონური ქალაქები, რომლებმაც


უმასპინძლეს ოლიმპიურ თამაშებს).

შეკითხვის გვერდი →

ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა "სტრესების სკალა". მისი მიხედვით უნივერსიტეტში


ჩასარიცხი გამოცდებისაგან მიღებული სტრესი მხოლოდ 26-ე ადგილზეა. რომელი, ყველა
ჩვენთაგანის მიერ გადატანილი სტრესი დგას ამ სიაში პირველ ადგილზე?

დაბადება.

შეკითხვის გვერდი →
გამოშვებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში გაიყიდა ამ წიგნის მილიონი
ეკზემპლიარი, ხოლო მისი მიხედვით გადაღებულმა ფილმმა მიიღო უამრავი "ოსკარი".
თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ხუმრობით უწოდებენ "რომანს დისტროფიკებზე". რა
ეწოდება ამ წიგნს სინამდვილეში?

"ქარწაღებულნი".

შეკითხვის გვერდი →

ძველი ჩინური მათემატიკური ამოცანა, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 27-ე საუკუნით:

გალიაში მოთავსებულია ხოხობები და კურდღლები. მათ ერთად აქვთ 35 თავი და 94


ფეხი. რამდენი ხოხობი და რამდენი კურდღელია გალიაში?

23 ხოხობი და 12 კურდღელი.

შეკითხვის გვერდი →

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სადალაქოში ასეთ პლაკატს წააწყდებით:

ადმინისტრაცია პატივცემულ კლიენტებს სთხოვს, პირის პარსვის დროს ოსტატ


დალაქთან ნუ ჩამოაგდებენ ლაპარაკს ორ გარკვეულ თემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ადმინისტრაცია კლიენტის სახის გაჭრაზე პასუხს არ აგებს.

დაასახელეთ ეს ორი თემა, რომელზეც საუბარი ასე სახიფათოა რიო-დე-ჟანეიროში


დალაქთან.

ფეხბურთი და პოლიტიკა.

შეკითხვის გვერდი →

ერთმა ინგლისურმა კომპანიამ დაიწყო კომპიუტერზე მომუშავეთათვის ახალი


აქსესუარის გამოშვება, რომელსაც უკვე დიდი ხანია იყენებენ მძღოლები. მაგრამ, თუ
მძღოლებისათვის ეს აუცილებელი ატრიბუტია, კომპიუტერზე მომუშავეთათვის ეს
მხოლოდ აქსესუარია, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას მუშაობისას არ მოწყდნენ
თავიანთ საქმეს. რა აქსესუარია ეს?

უკანა ხედვის სარკე.


შეკითხვის გვერდი →

ეს ორი ყველასათვის ცნობილი სიტყვა ფინიკიური წარმოშობისაა. ერთი ნიშნავს


დასავლეთს და სიბნელეს, ხოლო მეორე აღმოსავლეთს და სინათლეს. დაასახელეთ ეს ორი
სიტყვა.

ევროპა და აზია.

შეკითხვის გვერდი →

არნოლდ შვარცენეგერს იგი გრძელი აქვს, მაიკლ ფოქსს — მოკლე, ჯოკონდას იგი
საერთოდ არ აქვს, რომის პაპი კი დიდი ხანია მას არ იყენებს. რა არის ეს?

გვარი :-).

შტატ კონექტიკუტის მონადირეებმა 1978 წელს მოკლეს 973 ირემი. ამავე წელს სულ სხვა
პროფესიის ადამიანებმა ამავე შტატში მოკლეს ათასზე მეტი ირემი. ვინ არიან ეს
ადამიანები?

ავტომობილის მძღოლები

შეკითხვის გვერდი →

ჩვენ არ ვაცდით მას დამწიფებას, იმიტომ, რომ რაც უფრო მკვახეა, მით უფრო გემრიელია.
საბერძნეთში მას ქვია — დაუმწიფებელი (”აგუროს”). რას ეძახიან მას ჩვენთან?

კიტრი (აქედანაა რუსული ”აგურეც”)

შეკითხვის გვერდი →

იტალიაში — ოლქი; შვეიცარიაში — კანტონი; აშშ-ში — შტატი; ხოლო გერმანიაში — …?

მიწა
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ფრენსის დრეიკმა მიაღწია ამერიკის დასავლეთ ნაპირებს, მან იქ არც თუ ისე
დიდ ადგილს თავისი სახელი უწოდა.

რა ქვია დღეს იმ ადგილს?

სან ფრანცისკო

შეკითხვის გვერდი →

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი ბირთვული ბომბი გამოიგონეს ამერიკელებმა


და მის პირველ ეგზემპლარებს მოფერებითი სახელები "სქელუა" და "პატარა" უწოდეს.
არც ისე დიდი ხნის შემდეგ გამოგონილი იქნა ტყალბადის ბომბიც. კიდევ ცოტა ხანში კი
საბჭოთა კავშირის ხელთ აღმოჩნდა კიდევ ერთი გამანადგურებელი იარაღი —
ნეიტრონული ბომბი. ამ ბომბის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ის ანადგურებს
მხოლოდ ადამიანებს, სხვა ნებისმიერ საგნებს კი (მაგ. შენობებს) თითქმის უვნებლად
ტოვებს. სწორედ ამ "კორექტულობის" გამო მას უწოდეს… რა უწოდეს მას?

"ჯენტლმენი".

შეკითხვის გვერდი →

ეს ნიშანი ძირითადად ორი მნიშვნელობით იხმარება. განსაკუთრებური მნიშვნელობა აქ


ენიჭება მისი მთავარი "კუთხის" მიმართულებას. თუ ის ზევით არის მიმართული, მაშინ
ის არის ბოროტისა და ავი სულებისაგან დაცვის ნიშანი. ხოლო თუ მისი მთავარი კუთხე
ქვევით არის მიმართული, მაშინ ის მოიაზრება, როგორც ბოროტი ძალების ნიშანი და
სატანის დამღა. თუ თქვენ მიხვდით, რა ნიშანი არის ეს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ცნობილი
შენობისა და არანაკლებ ცნობილი ჟურნალის დასახელება, რომელთა სახელწოდებაც
შეიცავს ამ ნიშნის პირველ, მთავარ ნაწილს.

პენტაგონი და "პენტჰაუზი" (ნიშანი — პენტოგრამა).

შეკითხვის გვერდი →
მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს შეადგენს. ის არის მოლურჯო სახის მქონე,
სწორთმიანი, მხარბეჭიანი არსება, რომელსაც კისერზე ორი ჭანჭიკი აქვს. ის უზარმაზარი
ძალის პატრონია. მას ორივე ფეხი მარცხენა აქვს. პირველად მის შესახებ მსოფლიომ გაიგო
XIX ს-ის I ნახევარში. ვიზე ან რაზეა საუბარი?

საუბარია ფრანკენშტაინზე.

შეკითხვის გვერდი →

ამ ადამიანის პროფესია თავიდან ხატვა იყო. 21 წლის ასაკში ის შეხვდა პროფესორ


ჯექსონს, რომლისგანაც გაიგო, რომ ელექტრობას თვისება აქვს გაიაროს ნებისმიერი
სიგრძისა და განაკვეთის გამტარში. ამ შეხვედრის შემდეგ მისი ცხოვრების გზა სრულიად
შეიცვალა და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი გამომგონებელი.
დაასახელეთ მისი გვარი.

სემუელ მორზე (რომელმაც გამოიგონა პირველი ტელეგრაფის აპარატი).

შეკითხვის გვერდი →

ანდრე ჟიდი: "მე ვეთანხმები მას მთელი გულით";

ჰერბერტ უელსი: "მე არასოდეს არ შევხვედრილვარ ასეთ კარგ და პატიოსან ადამიანს";

რომენ როლანი: "ის უდიდესი ადამიანია, მე ბედნიერი ვიქნებოდი მისი გაცნობით";

ბერნარდ შოუ: "მე ქედს ვიხრი მის წინაშე";

პაბლო პიკასომ კი თავისი ხელით დაუხატა მას მისალოცი ბარათი 70 წლის იუბილეზე.

ვიზეა საუბარი?

სტალინზე.

შეკითხვის გვერდი →

ხუმარა მარკ ტვენი შურით ამბობდა ადამზე: "ის ბედნიერი ადამიანი იყო — როდესაც მას
თავში მოსდიოდა რაიმე სასაცილო, მას შეეძლო დაწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ …"
რაში?
"… ის არ იმეორებს სხვის ხუმრობას".

ერთი ბრიტანული ფირმის აზრით, ავტომობილის ეს დეტალი შეიძლება გადაიქცეს


არასასიამოვნო სუნის წყაროდ სალონში. ზუსტად ამიტომ ბოლო დროს მას აწარმოებენ
არომატების დამატებით. მაგალითად, ”იაგუარის” ამ დეტალს აქვს ძვირფასი ტყავის
სურნელი, ხოლო ”რენოსას” — შანელის სუნამოსი. რა დეტალია ეს?

ავტომობილის საბურავები

შეკითხვის გვერდი →

ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა


საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი
ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

საუბარია ღირსებაზე

შეკითხვის გვერდი →

ჯიმი კარტერმა თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ ბოლო დღეს წარმოთქვა სიტყვა:


”რამდენიმე დღის შემდეგ მე მოვიხსნი უფლებამოსილებას და მივიღებ იმ ერთადერთ
წოდებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტობაზე მაღალია”. რა
წოდებაზეა საუბარი?

მოქალაქეობაზე

შეკითხვის გვერდი →

ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა, რომ ექიმს მეორე რიგში სჭირდება ბალახი, ხოლო
მესამე რიგში რკინა. მისი აზრით, რა სჭირდება ექიმს პირველ რიგში?

სიტყვა

შეკითხვის გვერდი →
პირველი მარცვალი — ასოა ბერძნული,

მეორე მარცვალი — ღმერთი ძველეგვიპტური,

მესამე მარცვალი — ნოტი მუსიკალური,

მეოთხე მარცვალი — კავშირია ქართული.

გამოიცანით ეს სიტყვა…

პირამიდა

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ანდაზა:

”ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, …”

”…შეინახავს სხვის არმიას.”

შეკითხვის გვერდი →

კანტს შეეკითხნენ:

- რომელი ქალია უფრო ერთგული, შავგვრემანი თუ ქერა?

რა უპასუხა კანტმა?

ჭაღარა

შეკითხვის გვერდი →

საუდის არაბეთის მეფე იყო ინიციატორი პირველი საერთაშორისო კონფერენციისა ”ამის”


გამოყენების შესახებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ”ეს” არასოდეს არ იყო და არ არის
თვითონ საუდის არაბეთში. რაზეა საუბარი, თუ ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და
სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რიგი ქვეყნებისათვის?

აისბერგების სასმელ წყლად გამოყენება


შეკითხვის გვერდი →

გელვეცი თვლიდა, რომ დედამიწაზე არ არსებობს უფრო ღირსეული პატივისცემა, ვიდრე


ეს. ბელინსკი მას თვლიდა სულიერ იარაღად. ლევი-სტროსი თვლიდა, რომ მასზე
ადვილია იმსჯელო კითხვებით, ვიდრე პასუხებით. ხოლო ლაროშფუკო კი თვლიდა, რომ
ხალხი მას ხშირად იყენებს სისულელეების ჩასადენად. რაზეა საუბარი?

საუბარია ჭკუაზე

შეკითხვის გვერდი →

1924 წელს სტალინი ამბობდა, რომ ჯობია ამას დანებდე, ვიდრე, მოექცე
საზღვარგარეთული კაპიტალის კაბალაში. 1925 წელს მისი გაყიდვა დაკანონდა ცკ-ს
დადგენილებით. დიდი ხნის შემდეგ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გენერალური მდივანი
ცდილობდა ებრძოლა ამის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ.

დაასახელეთ ამ ”მტრის” ძირითადი რიცხობრივი მახასიათებელი…

40% (საუბარი იყო არაყზე. პასუხი ”40 გრადუსი” არასწორია, რადგან არყის
მახასიათებელი რიცხვი 40 არის პროცენტი, რომელიც გამოსახავს სასმელში სპირტის
კონცენტრაციას.)

დაასრულეთ ლიხტენბერგის სიტყვები:

”ვინც თავის თავშია შეყვარებული, მას თავის სიყვარულში აქვს ის უპირატესობა, რომ არ
ჰყავს …”

”…მეტოქე.”

შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ ბანქოს აფორიზმში ნათქვამია:

”კარგი მოთამაშე ის არაა, ვინც იგებს კარგი კარტებით, არამედ ის, ვინც …”

დაასრულეთ ეს აფორიზმი.

“…არ აგებს ცუდი კარტებით.”


შეკითხვის გვერდი →

ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: "აშშ-ს მოსახლეობის


დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება
შეუძლებელია … გარეშე". რის გარეშე?

"… ყურების გარეშე" (თავად ყელ-ყურის ექიმი იყო :-)

შეკითხვის გვერდი →

არსებობს მისი მრავალი ნაირსახეობა, ასე მაგალითად: რვა ბრძენი, ჰარამხანა. ბარიკადა,
გოტიკური ტაძარი, იდილია, ფრანგული ბაღი, ეგოისტი, ცისარტყელა, საათი და მარაო,
მოგზაურები და ბევრი სხვა. რაზეა ლაპარაკი?

ეს ყველა პასიანსის სახეობებია

შეკითხვის გვერდი →

ის გამოიგონა ერთ ძალზედ ცნობილ კომპანიაში მომუშავე ქიმიკოსმა ვიქტორ მილსმა და


ის პირველად მსოფლიოში 1959 წლის მარტში ილინოისის მაღაზიებში გამოჩნდა. ვიქტორ
მილსმა ამ გამოგონებას უწოდა სიტყვა, რომელიც ინგლისურად "განებივრებას" ნიშნავს…
თანამედროვეობისათვის საკმაოდ უცნობია ვიქტორ მილსის სახელი, არადა ყველაფერი
შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო მას ამ გამოგონებისთვის თავისი სახელი რომ
ეწოდებინა… მაგრამ ერთი ხუმრობის თანახმად მას ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ იმ პირველ
სამ სიტყვაში, რომელსაც ბავშვები სწავლობენ პირველად, აუცილებლად მისი გვარი
იქნებოდა. რა გამოიგონა ვიქტორ მილსმა?

პამპერსი (Pamper — განებივრება)

შეკითხვის გვერდი →

ფრანგულად ამ მდგომარეობას ეწოდება ”ხის სიფათი”, გერმანულად — ”კატის ტირილი”,


პორტუგალიურად ”უკუსვლა”, ნორვეგიულად ”დურგლები თავში”. ჩვენ კი ამ
შემთხვევაში ვხმარობთ არაქართულ სიტყვას. დაასახელეთ ეს სიტყვა…
”პოხმელიე”, ”პახმელია” (ბახუსი)

შეკითხვის გვერდი →

ძველი ინგლისური ტრადიციის მიხედვით, წმინდა მიხეილის დღეს მიღებული იყო


წმინდა ადგილებზე სალოცავად აუცილებლად ცხენზე ამხედრებული წასვლა. რომელი
დანაშაული არ ისჯებოდა ამ დღეს?

ცხენის მოპარვა

შეკითხვის გვერდი →

რა სამსახური გაგვიწია XVIII საუკუნეში მდინარე სენიდან ამოღებულმა, 4 გრადუსი


ცელსიუსი ტემპერატურის ერთმა კუბურმა დეციმეტრმა წყალმა?

ის მიიღეს 1 კილოგრამი მასის ერთეულად.

შეკითხვის გვერდი →

ამ მცენარის ფოთლებს სამხრეთ ამერიკელი ინდიელები ღეჭავდნენ დაღლილობის


მოსახსნელად. ახლა ამ მცენარის სახელწოდება არის ცნობილი სასმელის და სამედიცინო
პრეპარატის სახელწოდებაში. დაასახელეთ ეს უკანასკნელნი.

შეკითხვის გვერდი →

ჩარლზ რიდი წერდა:

”დათესავ აზრს — მოიმკი ქცევას; დათესავ ქცევას — მოიმკი ჩვევას; დათესავ ჩვევას —
მოიმკი ხასიათს”. რას მოიმკი, რიდის აზრით, თუ დათესავ ხასიათს?

ბედს

ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთი პოპულარული ტერმინები, როგორიცაა:


შეგროვება, უპირატესობა, საფრთხობელა, ხიდი და ბევრი სხვა. ის შეიძლება დაიყოს ოთხ
ნაწილად: ფრინველებად, რელიგიურ სიმბოლოებად, სამშენებლო მასალად და შინაგან
ორგანოებად. რა არის ეს?

ბანქო (და მისი მასტები — ყვავი, ჯარი, აგური, გული).

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის ფრანც ბეკენბაუერის აზრით


იდეალური გუნდის რეცეპტი: "იმისათვის, რომ შევქმნა იდეალური გუნდი, მე მჭირდება 4
კაცი, რომლებიც უკრავენ როიალზე და 7 კაცი, რომლებიც …"

"… ამ როიალს დაათრევენ".

შეკითხვის გვერდი →

ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ის უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია,


როგორც სადილის შემდგომ დასვენება, სასიამოვნო უსაქმურობა. ამ სიტყვას ვხმარობთ
ჩვენც, შეიძლება ითქვას, დაახლოებით იმავე მნიშვნელობით, ოღონდ ჟარგონული
საუბრისას. დაასახელეთ ეს სიტყვა.

კაიფი

შეკითხვის გვერდი →

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა ამის შესახებ: "თუ თქვენ ღამე მოგინდებათ ბოლოკის ჭამა,
ამაზე უკეთეს სამარილეს ვერ იპოვნით". რუსები კი თვლიან, რომ ეს დედამიწასაც აქვს.
რაზეა საუბარი?

საუბარია ჭიპზე

შეკითხვის გვერდი →

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა
— PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა ”Pathological” (პათოლოგიური), U —
სიტყვის ”Usage” (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას
წარმოაგენს ასო I?

ინტერნეტის (”ინტერნეტის პათოლოგიური გამოყენება”).

შეკითხვის გვერდი →

”კოკა-კოლა”-ს პრეზიდენტმა 1996 წლის შემაჯამებელ მოხსენებაში თქვა: "მილიარდი


წლის წინ დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი. მილიარდი წუთის წინ წარმოიშვა ქრისტიანობა.
მილიარდი წამის წინ ”ბითლზ”-მა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მუსიკაზე. ”კოკა-კოლას”
მილიარდი ჭიქის წინ კი იყო …” რა იყო?

გუშინდელი დღე (ანუ, ერთ დრეში ისმეოდა მილიარდი ჭიქა ”კოკა-კოლა”)

შეკითხვის გვერდი →

ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ-ირმის თრთოლვა,


ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გველის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის
ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო,
ბულბულის სინაზე, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე,
აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც
დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე,
კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა და კურდღლის შიში.

რა მივიღეთ ამ ნარევისაგან?

ქალი

შეკითხვის გვერდი →

”როდესაც საქმე მიდის კარგად, მაშინ ახლო მომავალში რაღაც უნდა გაფუჭდეს”.

”როდესაც საქმეები მიდის ისე, რომ უარესი არ შეიძლება, მაშინ ძალიან ახლო მომავალში
ისინი წავა კიდევ უფრო უარესად”.

ამ პესიმიზმით თუ გავაგრძელებთ, დაასრულეთ შემდეგი ფრაზა:

”თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ რომ საქმე მიდის კარგად, ესე იგი …”
”… თქვენ რაღაც ვერ შეამჩნიეთ.”

შეკითხვის გვერდი →

ისინი პირველად გაჩნდნენ ძველ ეგვიპტეში და ჰქონდათ მრგვალი და სამკუთხედის


ფორმები. შემდეგ ისინი დაავიწყდათ და გაახსენდათ ლუდოვიკო XVI-ის ეპოქაში, მისცეს
რა მათ კვადრატული ფორმა. რა ნივთია ეს?

ცხვირსახოცი

შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი:

ორი განგსტერი ათვალიერებს საიუველირო მაღაზიის ვიტრინას.

ერთი ეკითხება მეორეს:

- ხედავ იმ დიდ ბრილიანტს მარცხნივ? შენი აზრით რამდენი შეიძლება მიიღო მისგან?

მეგობარმა უპასუხა:

- ყველაფერი დამოკიდებულია …

დაამთავრეთ ეს ფრაზა ერთი სიტყვით.

…მოსამართლეზე.

ეს მელოდია შექმნეს კენტაკის შტატის ქალაქ ლენსიგტონის სკოლის პედაგოგებმა —


დებმა პატიმ და მილდრედ ჰილებმა. ორი პროვინციელი პედაგოგი მაშინ ვერც კი
წარმოიდგენდა თუ რა პოპულარობა ელოდა მათ სიმღერას. პირველად იგი 1935 წელს
ნიუ-იორკში აჟღერდა. სიმღერის დღევანდელი მფლობელი, მუსიკალური ფირმა "უორნერ
ჩაპლი" მკაცრად აკონტროლებს მის ყოველ შესრულებას. ერთჯერადი შესრულების
ღირებულება მერყეობს 5 ათასი დილარიდან (სატელევიზიო პროგრამებისთვის) 50 ათასი
დოლარამდე (კინოფილმებისთვის). საშუალო წლიური შემოსავალი სიმღერისა 1 მილიონ
დოლარს აღწევს. რომელ სიმღერაზეა საუბარი?

საუბარია ყველასათვის ცნობილ სიმღერაზე ”Happy Birthday To You”.

შეკითხვის გვერდი →
ფეხბურთი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ ფეხბურთის ოსტატებისთვის
განკუთვნილი ჯილდოთა რიცხვი მუდმივად იზრდება. მაგრამ აჯილდოვებენ არა მარტო
ჩემპიონებს და ბომბარდირებს, არამედ ანტი-რეკორდების მფლობელებსაც. როგორ
ფიქრობთ, რითი დააჯილდოვა ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელი, რომელმაც
სეზონში 4-ჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარებში?

იგი კომპასით დაჯილდოვდა.

შეკითხვის გვერდი →

რომის სასამართლოში ნებისმიერი საქმის გარემოების გარჩევის პროცედურა შედგებოდა 7


კითხვისგან. აი ოთხი მათგანი: ვინ? ვისი დახმარებით? რისთვის? როგორ?..

დაასახელეთ დანარჩენი 3 კითხვა.

რა? სად? როდის? :-)

შეკითხვის გვერდი →

ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე ისვენებდა პარიზის მახლობლად


მდებარე ერთ-ერთ სოფელში. იქ მას დაუახლოვდა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი,
რომელმაც მანეს სთხოვა ეკლესიის მოხატვა. მანე დათანხმდა და საკმაოდ სწრაფადაც
გააკეთა ეს. ეკლესიის წინამძღვარმა როგორც კი ნახა ფრესკები, აღშფოთდა და შესჩივლა
მანეს: "კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?" მანემ წარბიც არ
შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა. რა პასუხი გასცა ეკლესიის წინამძღვარს მანემ?

"და სად გინახავთ თქვენ უჩექმო ანგელოზები?"

შეკითხვის გვერდი →

მოისმინეთ საფეხბურთო კურიოზი: ვენის "ვაკერისა" და კლაუგენფურტის "აუსტრიის"


მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მსაჯმა აუჩქარებლად გასწია გასახდელისკენ, ცოტა
დაისვენა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და შინ წასასვლელად გაემზადა. უცებ მას რაღაც
გაახსენდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გაიხადა, ფორმა გადაიცვა და მოედანზე გავარდა,
მაგრამ იქ არავინ დახვდა. რა გაახსენდა მსაჯს?
დამატებითი დრო :-)

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ონორე დე ბალზაკთან მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაუდო მაგიდაზე მოწაფის
რვეული და სთხოვა, კალიგრაფიით განესაზღვრა ბავშვის მომავალი. ბალზაკი დააკვირდა
ხელნაწერს და რიხით განაცხადა: "მოძრავი, ცოცხალი ბავშვი ჩანს, მაგრამ
გონებაჩლუნგია. მასგან არაფერი გამოვა". სინამდვილეში კი ამ ბავშვისგან გამოვიდა
დიდი ადამიანი. ვისი რვეული მოუტანა ამ ქალმა ბალზაკს?

თავად ონორე დე ბალზაკის.

შეკითხვის გვერდი →

6 წლის წინ, 9 მაისის წინა დღეებში რუსეთის ცენტრალური გაზეთის ჟურნალისტმა


მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელებს დაუსვა კითხვა: "რა არის დიდი
სამამულო ომი?" სამწუხაროდ, ბავშვების 80%-მა ამ კითხვას გასცეს ერთნაირი პასუხი: "ეს
არის ომი … წინააღმდეგ." ვის წინააღმდეგ?

”… ჩეჩნების წინააღმდეგ.”

შეკითხვის გვერდი →

ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს ითვლის. ის დაარსებული იქნა
ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედის მიერ. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ მთელი ამ
იდეისაგან არაფერი გამოვიდოდა, რის გამოც ეს ბოროტმოქმედი მოკლეს კიდეც. მაგრამ
მისი პროგნოზები გამართლდა და დღეს ეს ქალაქი საყოველთაოდ არის ცნობილი. ერთ-
ერთ ამერიკულ ფილმში ისიც კი ითქვა, რომ ამ ქალაქში უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე
მექაში. რა ჰქვია ამ ქალაქს?

ლას-ვეგასი (ლოცვით კი კაზინოს მოთამაშეები ლოცულობენ, სანამ ბურთულა რულეტში


გაჩერდება ან სათამაშო ავტომატი სამ შვიდიანს ჩამოყრის :-).

შეკითხვის გვერდი →
ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის
ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი
იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად
აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და
საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?

ლაპლანდიაში (საუბარი იყო სანტა-კლაუსზე).

შეკითხვის გვერდი →

აფრიკულ სპილოს — 1,5 მეტრი; ინდურ სპილოს — 0,5 მეტრი; მელია-ფენეკს — 15


სანტიმეტრი. ამ ცხოველებს კი ეს ორგანო აქვთ საშუალო ზომის, თუმცა ერთ-ერთ მათ
წარმომადგენელს ჩაუტარეს დაკითხვა, რომლის ერთ-ერთ პუნქტს უნდა დაედგინა ამ
ორგანოს უჩვეულოდ დიდი ზომის მიზეზი. ვინ ჩაატარა ეს დაკითხვა?

წითელქუდამ (საუბარი იყო ცხვირზე).

მისი მოხმარების რეჟიმის ასახსნელად საკმარისია სამი წერტილი: ერთი წერტილი


აღნიშნავს — არაუმეტეს 120-სა, ორი წერტილი აღნიშნავს არაუმეტეს 160-სა, სამი
წერტილი აღნიშნავს — 160-ზე მეტი. რა ჰქვია იმ ნივთს, რომელზეც ასეთი შინაარსის
წერტილებია გამოსახული?

უთო (ციფრები კი გრადუსებს აღნიშნავენ).

შეკითხვის გვერდი →

ერთი იტალიური ანდაზის თანახმად, სალათი 4 მზარეულმა უნდა დაამზადოს, კერძოდ:


გულუხვმა მზარეულმა უნდა გაუკეთოს ზეთი, ძუნწმა — ძმარი, ხელოვამა — მორთოს და
გაალამაზოს ის, ფილოსოფოსმა კი… რისი გაკეთება ევალება ფილოსოფოს მზარეულს?

მას მარილის მოყრა ევალება.

შეკითხვის გვერდი →
1792 წლის სექტემბერში პარიზს პრუსიელები დაემუქრნენ. ქალაქში მოხალისეთა ჩაწერა
დაიწყო. მათი რიცხვი მალე ასიათასობით განისაზღვრებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ,
ქალაქში საკმარისი რაოდენობით არ იყო იარაღი. როგორც ხშირად ხდება ასეთ
შემთხვევაში, მოსახლეობამ დაიწყო ზარების გადადნობა ზარბაზნებად, ხოლო ვერცხლის
ნივთებისა — მონეტებად, მიმდინარეობდა თუჯის გალავნებისა და ჯაჭვებისაგან
ხელშუბების გამოჭედვა… მაგრამ ყოველივე ეს საკმარისად არ იქნა ჩათვლილი და
მოსახლეობამ ტყვიების გამოდნობაც დაიწყო. ამისათვის მასალად გამოყენებული იქნა
ტყვიის ნაკეთობები, რომლებსაც სპეციფიკური დანიშნულება გააჩნდათ და რომელთაც
დანიშნულებისამებრ გამოყენების შემდეგ მხოლოდ უაღრესად ზნედაცემული ადამიანი
ან სასამართლოს დადგენილებით მოქმედი პირი თუ შეახებდა ხელს. რა ნაკეთობაზეა
საუბარი?

საუბარია კუბოზე.

შეკითხვის გვერდი →

60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა


ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, იმისათვის რომ ასტრონავტებმა შეძლონ თავიანთი
დაკვირვებების ჩაწერა. 2 წლის ინტენსიური გამოკვლევების, ექსპერიმენტების და ცდების
შემდეგ გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური "ასტრონავტის კალამი". ეს პროექტი NASA-ს
დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა
კოსმონავტიკის წინაშეც. როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა საბჭოთა კავშირში ზედმეტი
დანახარჯების გარეშე?

უბრალოდ მისცეს მათ ფანქრები.

შეკითხვის გვერდი →

რის კოლექციას აგროვებდა მარკ ტვენის ნაწარმოების გმირი, რომელიც ყიდულობდა


დაუსახლებელსა და უდაბურ მთიან და კლდოვან ტერიტორიებს?

იგი ექოების კოლექციას აგროვებდა.

შეკითხვის გვერდი →
ნიუ-იორკის ერთ-ერთმა უდიდესმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ ერთი გრანდიოზული
შეკვეთის შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ საწყობში სხვადასხვა ფერის საღებავებიდან
საკმარისი რაოდენობის (და უფრო მეტიც) მხოლოდ ერთი ფერის საღებავი იყო. რომელი?

მწვანე (ამ კომპანიას უნდა დაებეჭდა საერთაშორისო ფედერალური ფული. ასე გაჩნდა
მწვანე დოლარები).

შეკითხვის გვერდი →

წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო


აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან
საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ
მესროლეს ტყვია!” ბილჰემს გაუკვირდა: ”ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე
კარგად …” დაასრულეთ გონებამახვილი ბილჰემის სიტყვები.

”… ერკვევიან მუსიკაში?”

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, იდეალისტის, პესიმისტისა და


პროგრესის უარმყოფელი არტურ შოპენჰაუერის სიტყვები: ”საშუალო კაცი სულ იმის
ფიქრშია, დრო როგორ გაატაროს, ნიჭიერი კი…”

”… როგორ გამოიყენოს”.

შეკითხვის გვერდი →

60-იან წლებში ეს მაჩვენებელი ”თაიმსში” უდრიდა 32%-ს, ”დეილი ექსპრესში” — 34%-ს,


”დეილი ტელეგრაფში” — 48%-ს, ”მონინგ სტარში” — 3%-ს. ზოგიერთ თანამედროვე
ქართულ გაზეთში კი ეს მაჩვენებელი უახლოვდება 90%. რას აღნიშნავს ეს რიცხვი?

რეკლამა.

შეკითხვის გვერდი →
მოისმინეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდათ კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ
ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს იგი, როგორ ტირის, ან როგორ აღელვებს მას
კეთილშობილი იდეები. დააკვირდით მას, როდესაც ის … . ადამიანი, რომელიც კარგად …
— კარგი ადამიანია.” რომელი სიტყვა არის გამოტოვებული ამ ფრაზაში?

იცინის.

ერთი ანეკდოტის თანახმად, ჰენრი ფორდს ჰყავდა 6 საყვარელი. და ერთხელ მასთან


მოვიდა ერთდროულად ექვსივე საყვარელი. თუ დავუჯერებთ ანეკტოდს, სწორედ მაშინ
გამოიგონა ამ ამერიკელმა მეწარმემ ის, რაც დღესაც ფართოდ გამოიყენება და ბევრს
უადვილებს შრომას. რა გამოიგონა ამ ცნობილმა ადამიანმა იმ რთულ სიტუაციაში,
რომელშიც ის ჩავარდა ანეკდოტის სიუჟეტის მიხედვით?

მან გამოიგონა კონვეერი.

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ჩინეთის მცოდნეობის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც


იმყოფებოდა ტაივანზე, გადაწყვიტა ენახა ბუდისტური მონასტერი. გზა აღმოჩნდა ძალიან
დიდი და მას დილიდან საღამომდე მოუწია სიარული. როდესაც მან მიაღწია მონასტერს,
ერთ-ერთმა ბერმა ის თავაზიანად შემოიპატიჟა და მათ დაიწყეს მონასტერის
დათვალიერება. ერთ-ერთი კორიდორის ბოლოში სტუდენტმა შეამჩნია უცნაური
მოციმციმე შუქი და რამოდენიმე ბერის სილუეტები, რომლებიც ისხდნენ იატაკზე.
”ალბათ ლოცულობენ”, — იფიქრა სტუდენტმა. რას აკეთებდნენ ბერები სინამდვილეში?

ტელევიზორს უყურებდნენ.

შეკითხვის გვერდი →

მისი დიზაინ-პროექტი, რომელიც დღემდე თითქმის არ შეცვლილა, დახატა რუსმა


ემიგრანტმა სერგეი მაკრონოვსკიმ ჯერ კიდევ 30-იან წლებში. მასვე ეკუთვნის მის
დიზაინში მსოფლიო წესრიგის მასონური სიმბოლოს გამოყენების იდეა. თავის
სახელწოდებაში ის შეიცავს თავისი ქართველი ”კოლეგის” სახელს. დაასახელეთ ის.

დოლარი (ქართველი ”კოლეგა” კი ლარია).

შეკითხვის გვერდი →
1974 წლის გაზაფხულში ერთი ევროპელი არქიტექტორი და დიზაინერი მუშაობდა
პრინციპულად ახალი არქიტექტორული კონსტრუქციის შექმნაზე, რისთვისაც მან
დაამზადა სპეციალური მაკეტი. თავისი ვიწრო-პროფესიული პრობლემის გადაწყვეტაზე
მუშაობის დროს მან აღმოაჩინა, რომ კონსტრუქციის ცალკეული ნაწილების ფორმის
შეცვლის შემდეგ მათი დაბრუნება საწყის მდგომარეობაში ძალიან ძნელია… 1975 წლის
იანვარში ამ არქიტექტორმა დააპატენტა თავისი ახალი გამოგონება. დაასახელეთ
არქიტექტორის გვარი.

რუბიკი (ასე გამოიგონა ერნო რუბიკმა ”რუბიკის კუბიკი”).

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემაში ”ასი ერთთან” მოიყვანეს ერთი


საინტერესო გამოკითხვის შედეგები. მოსკოველებს უნდა დაესახელებინათ მათთვის
ყველაზე ცნობილი ქართული სიტყვა. ყველაზე პოპულარულ ქართულ სიტყვებს შორის
აღმოჩნდა სიტყვები: ქინძმარაული, გამარჯობა, ჩახოხბილი, გენაცვალე, წინანდალი.
მეექვსე ადგილზე გავიდა სიტყვა, რომელიც შედგება 3 ასოსგან. დაასახელეთ ეს სიტყვა.

”ვახ!” :-)

შეკითხვის გვერდი →

მისი გამართულად ფუნქციონირება აუცილებელია ჩვენს მიერ სამყაროს სრულყოფილად


აღთქმისათვის, მას სხვებისაგან განსხვავებით საკუთარი ზომის ათჯერ შეცვლა შეუძლია,
ხოლო მისი მუშაობის პრინციპის მქონე ტექნიკის საშუალებით შექმნილ პროდუქციას
ყოველდღიურად ხვდება თვითოეული ჩვენთაგანი. რა არის ეს?

თვალის გუგა.

შეკითხვის გვერდი →

ტონგას კუნძულებზე ჯეიმს კუკი მიიღეს ძალიან მეგობრულად, რისთვისაც კაპიტანმა


მიართვა ტონგელების ბელადს სუვენირი, რომელიც მან გალაპაგოსის კუნძულებზე
იპოვა. სუვენირი აყვანილ იქნა ბელადის დონემდე, მას სახელად ტუი-მალილა უწოდეს
და ის დღემდე კარგად გრძნობს თავს. რა აჩუქა კუკმა ბელადს?

კუკმა ბელადს კუ აჩუქა.

შეკითხვის გვერდი →

როდესაც ზევსმა გაიგო, რომ პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ცეცხლი და ამით


გააბედნიერა ისინი, მასში იფეთქა ხალხისადმი სიძულვილმა და გადაწყვიტა მათთვის
მოევლინა ყოველგვარი უბედურება. მან გამოგზავნა შავი ყუთი. ყუთიდან ამოფრინდა
ტანჯვა, ქურდობა, ძარცვა, სიკვდილი და სხვა უბედურება. თავზარი ეცათ ამის შემყურეთ
და უცებ დახურეს ყუთი. იქიდან კი ხმა შემოესმათ: ”ამომიშვით, რომ უბედურებაში
განუგეშოთ”. ისევ გასნეს ყუთი და ამოუშვეს ისიც, ვინც თავისუფლებას ითხოვდა.
ლეგენდის თანახმად, რა ამოვიდა ყუთიდან?

ყუთიდან იმედი ამოვიდა.

შეკითხვის გვერდი →

მის გამო ყოველწლიურად 50 იაპონელი კარგავს მხედველობას, ბევრს უზიანდება ლოყები


და ენები. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ არის სახიფათო და ყოველი ჩვენთაგანი
იყენებს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ეს?

ეს არის ჩანგალი.

შეკითხვის გვერდი →

10-15 წლის წინ დასავლეთის ერთ-ერთი სატელეფონო კომპანია დადგა პრობლემის


წინაშე: ტარიფის გაუზრდელად როგორ მიეღწიათ, რომ ხალხს ცოტა ხნით ელაპარაკა
სატელეფონო ჯიხურებიდან. როგორ გადაწყვიტეს მათ ეს პრობლემა?

მათ ყურმილები დაამძიმეს.

ითვლება, რომ ეს გამოიგონეს ძველმა ბერძნებმა, მას მასტოდეტონი ერქვა და


წარმოადგენდა მატერიის ვიწრო ზოლს. ის განავითარეს რომაელებმა, მიაღებინეს მას
თანამედროვე ფორმა, დაიწყეს მისი ტყავისაგან დამზადება და სტოროფიუმი უწოდეს.
ძველ ინდოეთში მას დევადასი ეწოდებოდა და ოქროთი და ძვირფასი ქვებით ამკობდნენ.
დღეისათვის ის ქალების 90%-ის თეთრეულის აუცილებელი ატრიბუტია. დაასახელეთ
მისი თანამეროვე სახელწოდება.

ბიუსტჰალტერი.

შეკითხვის გვერდი →

1976 წელს ამერიკელმა მოჭიდავემ მაიკლ ფარინამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება


მიიღო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გაიხადა მაისური, მოიხსნა სათვალე და გამოაფურთხა
საღეჭი რეზინი. რა იყო ამის მიზეზი?

ზედმეტი წონა (ვერ ჯდებოდა თავის წონით კატეგორიაში).

შეკითხვის გვერდი →

ინგლისელები თვლიან, რომ ამ რუსულ ფრაზას გამართულად ვერასდიდებით ვერ


გამოთქვამენ. საუკეთესო შემთხვევაში მათ გამოუვათ რაღაც, მსგავსი ინგლისური
ფრაზისა ”ყვითელი ლურჯი ავტობუსი”. როგორ ჟღერს ეს რუსული ფრაზა?

Я Люблю Вас (Yellow Blue Bus — Я Люблю Вас).

შეკითხვის გვერდი →

მექსიკაში — ყვითელი, ბრაზილიაში — იასამნისფერი, აღმოსავლეთ აზიაში — თეთრი,


ევროპაში — შავი. რა ფერებზეა საუბარი?

შეკითხვის გვერდი →

ბერლიოზი ამბობდა, რომ ეს უდიდესი მასწავლებელია. მაგრამ სამწუხაროდ ეს


მასწავლებელი ყველა თავის მოსწავლეს კლავს. დაასახელეთ ეს მასწავლებელი.

ეს მასწავლებელია დრო.
შეკითხვის გვერდი →

ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა იყოს 3 კომპონენტი:


ტომატის სოუსი, ყველი ”მოცარელლა” და ოხრახუშის ფოთლები. პიცის ამ სამ
კომპონენტს კულინარული მნიშვნელობის გარდა გააჩნია სიმბოლური მნიშვნელობაც.
რაში მდგომარეობს ეს სიმბოლური მნიშვნელობა?

ამ კომპონენტების ფერები შეადგენენ იტალიის დროშის ფერებს (წითელი, თეთრი და


მწვანე).

თურქმენეთში გავრცელებულია ტრანსპორტის 6 სახეობა: საავტომობილო, სარკინიგზო,


მდინარის, საზღვაო, საჰაერო, … დაასახელეთ თურქმენეთში გავრცელებული
ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა.

მილსადენი (იგი სწორედ რომ სატრანსპორტო საშუალებებში ითვლება).

შეკითხვის გვერდი →

სამხრეთ პოლონეთში, ტატრას მთებში ცხოვრობს ეთნიკური ჯგუფი — გურალები. თუ


გადავთარგმნით სიტყვას "გურალი" ქართულად, მივიღებთ საქართველოს ერთ-ერთი
კუთხის წარმომადგენელს. როგორ იქნება ქართულად "გურალი"?

მთიული.

შეკითხვის გვერდი →

60-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს მეცნიერულ წრეებში ამბობდნენ: ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა
დავიწყოთ გამოკვლევები ფიზიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 წელიწადში ჩვენ
მოგვიწევს სხვა დისციპლინის შესწავლა”. დაასახელეთ ეს დისციპლინა.

ეს დისციპლინაა რუსული ენა.

შეკითხვის გვერდი →
20 ავსტრიული შილინგის კუპიურაზე გამოსახულია მხატვარი დაფინგერი, 50-ზე —
ზიგმუნდ ფროიდი, 100-ზე — სახელმწიფო მოღვაწე ბემ-ბავერკი, 500-ზე — არქიტექტორი
ვაგნერი, 1000-ზე — ფიზიკოსი შრედინგერი. ვინ არის გამოსახული 5000-იან კუპიურაზე?

მასზე გამოსახულია მოცარტი.

შეკითხვის გვერდი →

აგზავნიდნენ რა განსაკუთრებით საიდუმლო წერილს, რომაელები აუცილებლად


აწერდნენ მას სტანდარტულ ფრაზას, რაც ნიშნავდა ”შენ და …” დაასახელეთ საიდუმლო
წერილის მეორე ადრესატი.

”… ცეცხლს”.

შეკითხვის გვერდი →

ყველასათვის ცნობილია დეზინფექციის უმარტივესი მეთოდი, რომელიც ინექციის


გაკეთების წინ გამოიყენება — ადგილი, სადაც უნდა გაკეთდეს ინექცია, წინასწარ
”მუშავდება” ეთილის სპირტში დასველებული ბამბით, რაც ინფექციის გადატანას ხელს
უშლის. ეს დაუწერელი კანონია მთელი მსოფლიოს ექიმებისათვის. აშშ-ს ზოგიერთ
შტატში, მაგალითად, ეს გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ეს თავისთავად უკვე
პარადოქსია. მაშ რა შემთხვევებში წარმოადგენს ეს მარტივი ოპერაცია საკმაოდ სასაცილო
პარადოქსს (პასუხი დააკონკრეტეთ)?

აშშ-ს ზოგიერთ შტატში, ინექციის ადგილს ამუშავებენ სპირტით, ინექციის საშუალებით


სიკვდილით დასჯის დროს.

შეკითხვის გვერდი →

სად ინახება ეროტიკული ლიტერატურის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა (25400 ტომი), თუ


ეს ადგილი ამგვარი ლიტერვტურის შენახვისთვის ალბათ ყველაზე უჩვეულოა?

შეკითხვის გვერდი →
ლევი-ბრიულმა უწოდა მათ ”ველური ადამიანის ბიბლია”. ბორხესი თვლიდა მათ
”ესტეტიკური მოღვაწეობის უძველეს ფორმად”. ტიბეტურ ბუდიზმში მათ მიიჩნევენ
რთულ სამუშაოდ, რომლის შესრულება შეიძლება სპეციალური იოგის გამოყენებით.
სატელევიზიო არხი MTV კი აპირებდა მათ ყიდვას მაყურებლებისაგან. დაასახელეთ ისინი.

საუბარია სიზმრებზე.

შეკითხვის გვერდი →

იაპონიის ქალაქ აზიფუს ერთ-ერთი რადიოსადგური გადასცემს 24 საათიან პროგრამას,


რომელსაც ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ამ პროგრამას მათთვის
დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს. რას გადასცემს რადიოსადგური?

ამ სადგურის ეთერში 24 საათის განმავლობაში ისმის ადამიანის გულისცემა.

შეკითხვის გვერდი →

იგი ათასი წლის წინ გამოიგონეს ეგვიპტელებმა და თავდაპირველად მხოლოდ


მაღალჩინოსან პირთათვის იყო განკუთვნილი. ძველ ეგვიპტეში მას მემკვიდრეობით
გადასცემდნენ შთამომავლობას. მისი თანამედროვე ვარიანტის სამშობლოდ კი
საფრანგეთია მიჩნეული. დღეს იგი თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების
ჩვეულებრივი ატრიბუტია, თუმცა ზოგისთვის არც მისთვის ბრძოლაა უცხო. რა არის ეს?

საუბარია ჩვეულებრივ სკამზე.

ამერიკელი მწერლის ერიკა ჯუნგის აზრით, საკმარისია ამას უყურო 10 წუთის


განმავლობაში და სურვილი გიჩნდება გაიქცე სახლში და იგივე შენც გააკეთო. მაგრამ
კიდევ 10 წუთის მერე კი იღებ მტკიცე გადაწყვეტილებას ცხოვრებაში აღარ ჩაიდინო
მსგავსი რამ. მაშ რის შესახებ თქვა მან?

მან ეს პორნოგრაფიული ფილმების შესახებ თქვა.

შეკითხვის გვერდი →

აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის ირგვლივ ატეხილმა ბოლოდროინდელმა


სკანდალებმა საკმაოდ შეარყია მისი ფინანსური მდგომარეობა. საქმე იქამდეც კი მივიდა,
რომ მისმა მომხრეებმა დაიწყეს ფულის შეგროვება პრეზიდენტის დაცვის ფონდისათვის.
ჩვეულებრივ ისინი უგზავნიდნენ წერილებს მოსახლეობას და სთხოვდნენ დახმარებას.
ხალხიც ჩვეულებრივ ან რაიმე თანხას რიცხავდა ფონდში, ანაც უპასუხოდ ტოვებდა
წერილს. მაგრამ ერთ-ერთ ასეთ წერილს მოჰყვა ერთი კალიფორნიელის გაგულისებული
პასუხი: ”თქვენ ალბათ სულელები ხართ, რომ ასეთი თხოვნით მე მომმართავთ”.
დაასახელეთ ამ კაცის გვარი.

ლევინსკი (ეს იყო მონიკას მამა).

შეკითხვის გვერდი →

ყურადღებით წაიკითხეთ და არასტანდარტული აზროვნების გამოყენებით დაასრულეთ


გონებამახვილი იტალიელი მწერლის იტალო ზვევოს სიტყვები: ”არსებობს სამი რამ, რაც
მე ყოველთვის მავიწყდება. პირველი — ეს არის სახელები, მეორე — სახეები, …” რა თქვა
ზვევომ მესამეს შესახებ?

შეკითხვის გვერდი →

მობილური ტელეფონები — 13000 ცალი, ქოლგები — 11000 ცალი, საფულეები — 11000


ცალი, საკრედიტო ბარათები — 10500 ცალი, ჩანთები — 9000 ცალი, გასაღებები — 8900
ცალი, სათვალეები — 7000 ცალი. ლონდონის რომელი დაწესებულება აერთიანებს ყველა
ამ საგანს?

დაკარგული ნივთების ბიურო.

შეკითხვის გვერდი →

დაწერეთ ის ექვსი სიმბოლო (ქართული ვერსია არის 6 სიმბოლოიანი), რომლებიც,


ლეონარდ ლივინსონის აზრით, ”ქმნიან ილუზიას, რომ თქვენ იცით გაცილებით მეტი,
ვიდრე იცით სინამდვილეში”.

”და ა.შ.”

შეკითხვის გვერდი →
ერთი რუსი მეცნიერის სტატია მთავრდება შემდეგი სიტყვებით: ”ადამიანი, რომელმაც
იპოვა თავისი ღმერთი, იმსახურებს პატივისცემას. თუმცა, შეიძლება უფრო დიდ
პატივისცემას იმსახურებს ის, ვინც გარისკა და დარჩა მარტო ამ სამყაროში”. დაასრულეთ
ამ სტატიის პირველი წინადადება: ”მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული რელიგია არის …”

”… ათეიზმი”.

შეკითხვის გვერდი →

ეს იარაღი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ციხესიმაგრეების დასაცავად.


ცნობილია ამ იარაღის პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენების ფაქტებიც, კერძოდ
გერმანელების მიერ ინგლისელების წინააღმდეგ. რა იარაღზეა საუბარი, თუ ცნობილია,
რომ მის გამო ყოველწლიურად იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე შხამიანი გველების
კბენისგან?

საუბარია ფუტკრებზე.

შეკითხვის გვერდი →

გლენ ვილსონისა და კრის მაკლაფლინის წიგნის წინასიტყვაობაში სწერია: “ამ ენის


შესწავლა არც ისე ადვილია. შეიძლება ბრწყინვალედ იცოდეთ მისი “გრამატიკა”, მაგრამ
მაინც წააწყდებით მთელ რიგ სირთულეებს ამ ენის პრაქტიკაში გამოყენების დროს. ამ
ენის თავისებურება მდგომარეობს იმაში რომ სიგნალების უმრავლესობის გადაცემა და
მიღება ხორციელდება გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის გონებას შესწევს
უნარი შეგნებულად დააფიქსიროს ისინი.” რომელ ენას ეძღვნება ეს წიგნი?

ეს წიგნი ეძღვნება ჟესტების ენას.

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ერთი რუსი იუმორისტის ხუმრობა: "შიდსის გავრცელების სისწრაფის


გაზრდის გამო მოსკოვის სასწრაფო დახმარების მანქანები აღჭურვილი აქნებიან
დამატებითი …" რით?

სპიდომეტრით — (”სპიდ” — შიდსი).


შეკითხვის გვერდი →

იმის შემდეგ, რაც მიქელანჯელომ წმინდა პეტრეს ტაძარში დაასრულა მუშაობა მადონას
ფრესკაზე, ის ღამით შეუმჩნევლად შეიპარა ტაძარში. რა მიზნით?

ხელმოწერა რომ დაესვა.

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სატელევიზიო სტუდიამ დაიწყო სპეციალური გადაცემების


გაშვება, რომელთა მეშვეობით სტუდია ეხმარება უძილობით დაავადებულ ხალხს. ამ
გადაცემებში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მსახიობი. რას აკეთებს იგი გადაცემის დროს?

იგი ამთქნარებს.

შეკითხვის გვერდი →

60-იანი წლების ბოლოს როკ-ჯგუფ ”როკეტზ”-ის კარიერაში მოხდა საკმაოდ დიდი


მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ამ მოვლენის შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა თქვა: ”ახლა ჩვენ
მთელი მსოფლიო უკანალს აგვილოკავს”-ო. რა მოვლენაზეა საუბარი?

გამოვიდა საფოსტო მარკები ჯგუფის წევრების სურათებით (ხოლო მთელი მსოფლიო მათ
უკანალს მაშინ ალოკავდა, როდესაც მარკას კონვერტზე დასაკრავად დაასველებდა ;-)).

შეკითხვის გვერდი →

რა გამოიგონა, ამერიკელი მწერლის ქრისტოფერ მორლის აზრით, ქალმა, რომელსაც


ხშირად კოცნიდნენ შუბლში?

ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით. :-)

შეკითხვის გვერდი →

აინშტაინი თავმდაბლად ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: ”მე არავითარი ტალანტი არ


გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს”. მაშ, რომელმა თვისებამ
გახადა აინშტაინი დიდ მეცნიერად?

იგი დიდი მეცნიერი ცნობისმოყვარეობის წყალობით გახდა.


შეკითხვის გვერდი →

ვაშინგტონი, ჯეფერსონი, ლინკოლნი, ჰამილტონი, ჯექსონი, გრანტი… დაასახელეთ ამ


თანმიმდევრობის მომდევნო წევრი.

ფრანკლინი (დოლარებზე გამოსახული პრეზიდენტები).

შეკითხვის გვერდი →

როდესაც აინშტაინი 72 წლის გახდა, გადაწყვიტეს რომ მისი დაბადების დღეს მისთვის
სურათი გადაეღოთ. რა გააკეთა ფარდობითობის თეორიის ავტორმა, როდესაც იგი
კადრში მოხვდა?

მან ენა გამოყო.

შეკითხვის გვერდი →

ეს ყველასათვის გარგად ცნობილი სიტყვა ძველი ბერძნული წარმოშობისაა. შუა


საუკუნეებში ის ლათინურ ენაში მოხვდა, იქიდან კი პოლონურში. საიდანაც რუსულში
და, სავარაუდოთ, რუსულიდან ქართულ ჟარგონში. ახლა კი შეეცადეთ უპასუხოთ
კითხვას, რა სიტყვას ხმარობენ პოლონელები ”დასვრილი ქაღალდის ნაგლეჯის”
აღსანიშნავად?

”შპარგალკა”.

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ დამწყებმა მეცნიერმა სთხოვა ლანდაუს ეჩუქებინა მისი სტატია რაიმე


გონებამახვილური წარწერით. ლანდაუმ აიღო სტატიის ასლი და დააწერა: ”ასპირანტ
შირმანს …” დაასრულეთ ეს წარწერა.

”… გონებამახვილური წარწერით”.
შეკითხვის გვერდი →

აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა


მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი …”
დაასრულეთ ფრაზა.

”… იმის საფუძველზე, რომ იგი ობოლია”.

შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ სტანისლავ ეჟი ლეცის სიტყვები: ”სიცოცხლე მავნებელია, იგი იწვევს …”

”… იგი იწვევს სიკვდილს”.

როგორც ცნობილია, რუსულ ტელეგადაცემაში ”100/1”, ერთსა და იგივე კითხვას უსვამენ


100 კაცს, რის შედეგადაც ავლენენ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხების რეიტინგს. დაასახელეთ
ყველაზე პოპულარული პასუხი კითხვაზე: "ვის უყვარს ლუდი?"

ყველაზე ბევრმა ადამიანმა ამ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა: ”მე!” :-)

შეკითხვის გვერდი →

შარიათის მიხედვით, ხალიფად უნდა აირჩეს მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც


აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ის უნდა იყოს მაჰმადიანი, საღი გონების, მამაკაცი,
თავისუფალი, გაბედული, გამოცდილი, სამართლიანი, თავმდაბალი, კეთილშობილი,
მეცნიერი და მუჯთაჰიდი. არსებობს კიდევ სამი ნაკლი, რომელიც არ უნდა გააჩნდეს
ხალიფას. დაასახელეთ ეს სამი ნაკლი.

იგი არ უნდა იყოს ბრმა, ყრუ ან მუნჯი.

შეკითხვის გვერდი →

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ძნელი არის ხოლმე ფალსიფიცირებული


პროდუქტების ნამდვილისაგან გარჩევა. ექსპერტები გვთავაზობენ, ყურადღება
მივაქციოთ შტრიხ-კოდებს. მაგალითად, თუ შტრიხ-კოდი იწყება 2-ით, ეს პროდუქტი
ნამდვილად ყალბია. რა საერთო ნიშანი გააჩნიათ ქვეყნებს, რომელთა კოდიც იწყება 2-ით?
ასეთი ქვეყნები არ არსებობს (ანუ კოდი 2 ჯერ არცერთი ქვეყნის ნაწარმისთვის არ
მიუნიჭებიათ).

შეკითხვის გვერდი →

რა არის, დეკურსელის აზრით, ”სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედა”?

სიზარმაცე.

შეკითხვის გვერდი →

პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი წინასაარჩევნო კომპანიის დროს ერთ-ერთ


გამოსვლაზე თქვა შემდეგი ფრაზა: ”თუ მე გავხდები პრეზიდენტი, შესაძლებელს გავხდი,
რომ საზოგადოება გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას ამის შესახებ, რომელიც გააჩნია ჩვენს
ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ მის არსებობაში, ვინაიდან მე იგი ერთხელ უკვე ვნახე”.
რაზე საუბრობდა კარტერი?

იგი ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე საუბრობდა.

შეკითხვის გვერდი →

ნეილ სმელზერის წიგნში ”სოციოლოგია”, ერთ-ერთ თავში ავტორი ანვითარებს აზრს,


სადაც ამტკიცებ რომ მამაკაცების და ქალების დასახასიათებლად ნახმარი ერთი და იგივე
სიტყვა სხვადასხვა რამეს აღნიშნავს. ასე მაგალითად, იგი წერს: ”თუ აშშ-ში მამაკაცზე
ამბობენ, რომ იგი პროფესიონალია, ეს აღნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ან ექიმია ან იურისტი.
ხოლო როდესაც ქალზე ამბობენ რომ პროფესიონალია, ეს ქალი — …” რა პროფესიის
წარმომადგენელია ეს ქალი?

”… ეს ქალი — მეძავია”.

შეკითხვის გვერდი →

ციტატა ალბერ კამიუს ერთ-ერთი ნაწარმოებიდან: ”პირველი ჰგავს თვალისმომჭრელ


სინათლეს, რომელიც გაბრმავებს… მეორე კი ბინდბუნდს, რომლის ფონზეც საგნის
მოხაზულობა დაიმზირება”. აქ ნახსენები პირველი და მეორე ანტონიმებია… დაასახელეთ
პირველიც და მეორეც.

ესენია სიმართლე და სიცრუე.

შეკითხვის გვერდი →

შუასაუკუნოვანი წარმოდგენებით, ეშმაკს შეუძლია გარდაისახოს ნებისმიერ ცოცხალ


არსებად, გარდა ერთი ფრინველისა და ერთი ძუძუმწოვრისა. დაასახელეთ ისინი.

მტრედი და კრავი.

შეკითხვის გვერდი →

რას ვუწოდებთ ჩვენ იმას, რაც იაპონურად აღინიშნება 3 იეროგლიფით: ”ქვევით”, ”მიწა”
და ”რკინა”?

ჩვენ მას მეტროს ვუწოდებთ.

შეკითხვის გვერდი →

ზევით მათი რიცხვი მერყეობს 150-დან 200-მდე 8-12 მმ სიგრძით, ქვევით — 50-დან 100-
მდე 6-8 მმ სიგრძით. ცნობილია, რომ მათი ცხოვრების ხანგრძლივობა საშუალოდ 150
დღეა. რაზეა საუბარი?

საუბარია წამწამებზე.

რამოდენიმე წლის წინ ერთმა მილანურმა ფირმამ მილანის რამოდენიმე უბნის ბიჭებს
აჩუქა ორიგინალური საჩუქრები წარწერით: ”ერთგული თანამშრომლობისთვის”, თუმცა,
ბიჭებს ალბათ არასოდეს არ უფიქრიათ, რომ თავიანთი ქმედებით ისინი ზრდიან ამ
ფირმის შემოსავალს. რას აწარმოებდა ნახსენები ფირმა?

ეს ფირმა ფანჯრის მინებს აწარმოებდა (ბიჭები ფეხბურთის თამაშისას ხშირად


უმტვრევდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ფანჯრის მინებს და,
შესაბამისად, ფირმის შემოსავალიც იზრდებოდა :-)
შეკითხვის გვერდი →

ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არა აქვს
მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური? (პასუხი დაწერეთ
ინგლისურად)

All Right! (პირდაპირ ქართულ თარგმანში — ”ყველაფერი მარჯვნივ”).

შეკითხვის გვერდი →

ლუჩანო პავაროტის სიტყვებით, ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი თავის ცხოვრებაში


მას ერგო ერთი გოგონასგან, რომელიც შეეჯახა მას ველოსიპედით, და შემდეგნაირად
მოუხადა ბოდიში: ”უკაცრავად, მე …” დაასრულეთ გოგონას სიტყვები.

”უკაცრავად, მე თქვენ ვერ შეგამჩნიეთ”.

შეკითხვის გვერდი →

ჯოან როულინგის ფანტასტიკურ მოთხრობაში ”ჰარი პორტერი და ფილოსოფიური ქვა”


ფიგურირებს ჯადოსნური სარკე. ორიგინალში ამ სარკეს ქვია ”სარკე ერიზედ”. არ ვიცი,
თარგმნილია თუ არა ეს ნაწარმოები ქართულად, მაგრამ ამ თარგმანში სარკის სახელის
ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა ”არვტან”. რას უჩვენებდა ეს სარკე?

ეს სარკე უჩვენებდა ნატვრას (Erised უკუღმად იკითხება როგორც Desire (ნატვრა).


ქართულად: ”არვტან” — ”ნატვრა”. სარკე უჩვენებდა ადამიანის ნატვრას).

შეკითხვის გვერდი →

ესკიმოსებში და უკიდურესი ჩრდილოეთის სხვა ხალხებში მამაკაცისათვის ყველაზე


სასურველ საცოლედ ითვლება მრავალშვილიანი ქვრივი. რატომ?

მათ სახლში (იგლუში) რაც უფრო ბევრი ხალხია, მით უფრო თბილა ხოლმე :-D

შეკითხვის გვერდი →
დაახლოებით 24 საუკუნის წინ მწერალს და ფილოსოფოსს ჩჟუან-ცზის დაესიზმრა,
თითქოს ის პეპელაა. მან შემდეგნაირად აღწერა საკუთარი განცდები: ”… მე გავახილე
თვალი და ვერ მივხვდი, მე დამესიზმრა, რომ პეპელა ვიყავი, თუ …” დაასრულეთ
ფილოსოფოსის სიტყვები.

”… თუ პეპელას დაესიზმრა, რომ ადამიანი იყო”.

შეკითხვის გვერდი →

სპორტის ამ სახეობის მიმდევარმა, ჯ. უ. პერეთმა მოკლა თოლია, ხოლო 1934 წელს, კლუბ
მარგარეთ-ეთ-ქლიფში ერთმა პროფესიონალმა მოთამაშემ ჩააგდო ნოკაუტში ძროხა.
სპორტის რომელ სახეობაზეა საუბარი?

საუბარია გოლფზე.

შეკითხვის გვერდი →

პოლონელი მწერლის იან ვერიხის აზრით, ეს ტექნოლოგია თავის დროზე არ იყო


დაპატენტებული და ამიტომ დღეს მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლია ყველა
იდიოტს. დაასახელეთ ორი ნიმუში, რომლებიც ცნობილი წყაროს თანახმად პირველად
”დამზადდნენ” ამ ტექნოლოგიით.

კაენი და აბელი (იან ვერიხმა თქვა, სამწუხაროა, რომ გამრავლების ტექნოლოგია თავის
დროზე არ დაპატენტებულა, ამიტომ დღეს ყველა იდიოტს შეუძლია მისი თავისუფლად
გამოყენებაო :-) .

შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, რომ ერთხელ იმპერატორმა კალიგულამ გასცა ბრძანება სასწრაფოდ


შეეგროვებინათ ზღვის სანაპიროზე ყველა ნიჟარა. რა მიზნით?

რათა შემდეგ ეს ნიჟარები გამოეყენებინათ, როგორც ფულის ერთეული.

შეკითხვის გვერდი →
1978 წელს ამერიკელმა ჯონი დელმა დაამყარა უცნაური რეკორდი — ისროლა ქათმის
კვერცხი 98 მეტრსა და 51 სანტიმეტრზე. მაგრამ უფრო უცნაური რეკორდი იმავე წელს
დაამყარა მისმა თანამემამულემ და მეგობარმა კიტ გოლასმა. რაში მდგომარეობს ამ
უკანასკნელის მიღწევა?

მან ეს კვერცხი დაიჭირა :-)

1845 წელს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო ფოსტისთვის გამოუშვეს კონვერტი


გაბარიტებით 86 x 48 მმ. ეს კონვერტი დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე პატარა
კონვერტად. რის გადასაგზავნად გამოიყენებოდა ის?

იგი გამოიყენებოდა სავიზიტო ბარათების გასაგზავნად.

შეკითხვის გვერდი →

ინგლისური ფრაზა ”Hitler woman” შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც ”ქალი-


ჰიტლერი”, რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა ”Hitler woman”
წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს
ინგლისური სიტყვა.

ეს სიტყვა ქართულად ჟღერს, როგორც სიდედრი (Hitler Woman არის ანაგრამა სიტყვისა
Mother-in-law :-D)

შეკითხვის გვერდი →

ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში კიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც


American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა,
რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას.
მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და
დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე
საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: ”If you have …, you don’t need …”.
შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.

If you have Green Card, you don’t need Visa. (ანუ ამ ფრაზას ეძლევა ორმაგი მნიშვნელობა: 1.
თუ გაქვს გრინ-კარდი (ანუ ამერიკაში ცხოვრების უფლება), შენ აღარ გჭირდება ვიზა. და
მეორე მნიშვნელობა — 2. თუ შენ გაქვს მწვანე ბარათი (ასე ეძახიან American Express-ის
ბარათებს), მაშინ აღარ გჭირდება Visa :-)))
შეკითხვის გვერდი →

ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ


ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი ადამიანი
რომც შექმნას ვინმემ, მაინც არსებობს აზრი, რომ ეს ქმნილება არც თუ ისე უნაკლო და
ყოვლისშემძლე იქნება, როგორც ეს ამ ნაწარმოებებშია აღწერილი. გარდა იმისა, რომ ის
უნდა იყოს მუდამ შიშველი, მას ექნება ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლი, რაც
თითქმის აბათილებს მის უპირატესობას. დაასახელეთ ეს ნაკლი.

ის იქნებოდა ბრმა. (რადგანაც სინათლის სხივი აღარ აირეკლებოდა მის თვალში და


შესაბამისად, იგი ვერაფერს დაინახავდა :-)

შეკითხვის გვერდი →

სულხან-საბა ორბელიანის "მემკვიდრის აღზრდაში" სედრაქი უფლისწულს ურჩევს,


ჰქონდეს ის თვისებები, რა თვისებებიც გააჩნიათ: ძაღლს, ჭიანჭველას, სახედარს. რა
თვისებებს მიაკუთვნებს სედრაქი ამ არსებებს?

ძაღლი — ერთგულება, ჭიანჭველა — ძალა, ხოლო სახედარი — გონიერება.

შეკითხვის გვერდი →

სპარსული იგავის მიხედვით, არსებობენ სამი სახეობის მტრები. პირველი — უბრალოდ


მტერი, მეორე — მეგობრის მტერი… დაასახელეთ მტრის მესამე ”სახეობა”.

ხოლო მესამე — მტრის მეგობარი.

შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი:

წარუმატებელი ფერმერი უჩვენებს სტუმრებს შეძენილ რანჩოს.

– რა სახელი შეურჩიეთ რანჩოს? — დაინტერესდნენ სტუმრები.


– მე მინდოდა დამერქვა ”ბარ-ჯეი”, ცოლს — ”სიუზი-ქიუ”, უფროს შვილს — ”ფლაინგ
დაბლ-იუ”, უმცროსს — ”ლეიზი-უაი”. ამიტომაც ჩვენ რანჩოს ”ბარ-ჯეი სიუზი-ქიუ
ფლაინგ დაბლ-იუ ლეიზი-უაი” დავარქვით.

– …კი მაგრამ, თქვენი საქონელი სადღაა? — გაოცდა ხალხი.

– საქონელი დამეხოცა…

კითხვა: მაშ, რის გამო დაიხოცა საქონელი?

საქონელმა დაღის დასმას ვერ გაუძლო :-D (როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის რანჩოებში
თავიანთ საქონელს უკანა ნაწილში გახურებული შანთით, რომელზეც რანჩოს სახელია
ამოტვიფრული, ასვამენ დაღს, ცხოველებმა კი ამსიგრძე დასახელების მქონე რანჩოს დაღს
ვერ გაუძლეს)

შეკითხვის გვერდი →

არსებობს ინგლისური ენის შემსწავლელი მრავალი მეთოდი. ზოგიერთი მეთოდი


ეფექტურია, ზოგიერთი — ნაკლებად ეფექტური. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ
საუკეთესო შედეგებს შეიძლება მივაღწიოთ არაფორმალურ ატმოსფეროში, იძულებითი
საჭიროებისა და დაინტერესების შემთხვევაში. ამიტომ, ყველაზე ეფექტურად ითვლება
მეთოდიკა, რომელსაც ეწოდება ”sleeping dictionary”. დაასახელეთ ამ მეთოდისთვის
საჭირო ძირითადი კომპონენტი.

ეს კომპონენტია ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე საყვარელი :-D

შეკითხვის გვერდი →

აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურებში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის


მიხედვითაც ოჯახში დაბადებულ პირველ ქალიშვილს არქმევენ სახელს ”უგულ”.
ითვლება, რომ ეს სახელი, ერთის მხრივ, იცავს გოგონას ბოროტი ძალებისგან და, მეორეს
მხრივ, ხელს უწყობს ოჯახს მომავალში ვაჟის დაბადებაში. ასეთი რამ დასავლეთში რომ
მომხდარიყო, სპეციალისტები ჩათვლიდნენ, რომ ეს სახელი გოგნას შეუქმნიდა
ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და პრობლემებს პიროვნების თვითიდენტიფიკაციაში. მაშ,
როგორ ითარგმნება ქართულად სახელი ”უგულ”?

ქართულად სიტყვა ”უგულ” ნიშნავს ვაჟიშვილს, ბიჭს.


შეკითხვის გვერდი →

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრული ქალაქის სეხეშფეხერვარისთვის მიმდინარეობდა


სამთვიანი ბრძოლა. ქალაქის აღების შემდეგ ჯარისკაცები ხუმრობდნენ: ”უფრო ადვილია
ეს ქალაქი აიღო, ვიდრე …” დაასრულეთ ეს ხუმრობა.

”… ვიდრე მისი სახელი წარმოთქვაო”…

ერთხელ ოთხმა ბიზნესმენმა: ჰოლანდერმა, ზელერმა, ტომსონმა და ქუინსიმ 2,250,000


დოლარად იყიდეს უფლებები კომპიუტერ ”სუკაბა”-ს წარმოებაზე. კონტრაქტის
თანახმად, ”სუკაბა” სრულად იყო გამოკვლეული, იყო იაფი, უსაფრთხო, მოითხოვდა
ნაკლებ ენერგიას, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპიუტერი და იმუშავებდა არა ნაკლებ ათი
წლისა. კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს ბიზნესმენებმა მიიღეს ყუთი, რომელშიც
”სუკაბას” პირველი ეგზემპლიარი იდო. დაასახელეთ ნივთი, რომელიც იდო ყუთში, და
რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა კონტრაქტის ყველა პუნქტს.

ყუთში ჩვეულებრივი საანგარიშო იდო :-))

შეკითხვის გვერდი →

ჰაკერული სლენგის ლექსიკონის თანახმად, ის გამოიგონა ვინმე სკოტ ფალმენმა,


რომელმაც პირველად გამოიყენა ის 1980 წელს ერთ-ერთ განცხადებების ელექტრონულ
დაფაზე. ფალმენი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი გამოგონება
ასეთი პოპულარული გახდებოდა მთელი მსოფლიოს ტელესაკომუნიკაციო თუ
ინტერნეტ-სამყაროში. მაქსიმალური ლაკონურობით დაასახელეთ ეს გამოგონება.

ფალმენმა 1980 წელს პირველად გამოიყენა სმაილი (სიცილაკი, სმაილიკი…), ანუ აღნიშვნა
” :-) ”.

შეკითხვის გვერდი →

ადამიანთა სამი ჯგუფის გამოკვლევის შედეგად ჰოლანდიელი ექიმები მივიდნენ


დასკვნამდე, რომ ისინი, რომლებიც სარგებლობენ ოთხით, კვდებიან 3.5 წლით ადრე,
ვიდრე ისინი, რომლებიც არ სარგებლობენ არც ერთით. მაგრამ ყველაზე დიდხანს
ცოცხლობენ ისინი, რომლებიც იყენებენ ორს. რა აღინიშნება ამ რიცხვებით?
ამ რიცხვებით ბორბლების რაოდენობა აღინიშნება (ანუ, ამ გამოკვლეის მიხედვით, ის
ხალხი, ვინც სარგებლობს მანქანით (ანუ ოთხი ბორბლით) უფრო ადრე კვდება, ვიდრე ის,
ვინც ფეხით დადის, ხოლო ყველაზე დიდხანს კი ცოცხლობენ ველოსიპედის მქონეები).

შეკითხვის გვერდი →

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა მამაკაცმა თავის პირველ შვილს სიმბოლურად


დაარქვა სახელად Start. შემდეგ შვილებს კი ჩვეულებრივად, სხვადასხვა სახელები. მე-14
შვილი რომ გაუჩნდა, იფიქრა, დროა გავჩერდეო და სიმბოლურად მასაც Finish დაარქვა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მეუღლე ისევ დაფეხმძიმდა და 1 წელში მე-15 ბავშვი


გაჩნდა.

რა დაარქვა ამ კაცმა ამ ბავშვს?

მამამ ამ ბავშვს P.S. დაარქვა :-))

შეკითხვის გვერდი →

ძველი ინდური ამოცანა: მარი 24 წლისაა. იგი ორჯერ დიდია, ვიდრე ანა იყო, როცა მარი
იყო იმდენის, რამდენისაც ანა არის ახლა.

რამდენი წლისაა ანა ახლა?

ანა ახლა 18 წლისაა.

შეკითხვის გვერდი →

1762 წელს ინგლისელმა ჯეიმს დოდსონმა, შეისწავლა რა საეკლესიო წიგნების ჩანაწერები


და გამოიკვლია რამდენიმე სოფლის სასაფლაო, შექმნა ე.წ. ”სოცოცხლის ცხრილები”. ამით
მან ჩაუყარა საფუძველი ბიზნესს, რომელიც დღესდღეობითაც ერთ-ერთი ყველაზე
შემოსავლიანია დასავლეთში (რა თქმა უნდა მათთვის, ვინც დაკავებულები არიან ამ
ბიზნესით, და არა კლიენტები).

ბიზნესის რა სახეობა შეიქმნა დოდსონის გამოკვლევების შედეგად?


დოდსონის გამოკვლევების შედეგად შეიქმნა სიცოცხლის დაზღვევის ბიზნესი (მან
სტატისტიკურად გამოთვალა, რომ ასეთი სახის ბიზნესს გასაველზე ბევრად მეტი
შემოსავალი ექნებოდა, რაც დღემდე ასეა ;-)).

შეკითხვის გვერდი →

ძველი იტალიური გამოცანა:

რაც უფრო მოკლდება წინ, მით უფრო გრძელდება უკან…

რა არის?

გზა, ცხოვრება, ცხოვრების გზა (სამივე პასუხი ითვლება).

შეკითხვის გვერდი →

გლეხი წავიდა ბაზარში ცხენის საყიდლად. იყიდა 50 ოქროდ და რომ ნახა, ცხენების ფასი
მაღლა იწევდა, მაშინვე გაყიდა 60 ოქროდ. მერე დაფიქრდა და მიხვდა, რომ ვერაფრით
მოხნავდა მიწას ცხენის გარეშე. მოუწია იგივე ცხენის ყიდვა 70 ოქროდ. ისევ ჩაფიქრდა და
მიხვდა, რომ ცხენში ამხელა თანხის გადახდისათვის, ცოლი ეჩხუბებოდა, ამიტომ გაყიდა
80 ოქროდ.

მიპასუხეთ, რამდენი მოიგო ან წააგო ამ კაცმა?

ამ კაცმა მოიგო 20 ოქრო (პირველი ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შემდეგ მან მოიგო 10


ოქრო, ხოლო მეორის შემდეგაც — 10 ოქრო).

შეკითხვის გვერდი →

უკვე მას შემდეგ რაც იულიუს კეისარმა ფეხი დადგა ბრიტანეთის მიწაზე, მან დაკარგა
ბევრი ხომალდი. მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იმდროისათვის პრაქტიკულად უცნობი
იყო რომაელებისა და ბერძნებისათვის. რა მიზეზი იყო ეს?

გემების დაკარგვის მიზეზი ოკეანის მოქცევა გახლდათ.

შეკითხვის გვერდი →
იყო დრო, როდესაც სამურაებს ანსხვავებდნენ გარეგნული ნიშნებით. ერთნი ატარებდნენ
”ტომაგე ჰონდას”, მეორენი — ”ოოიტოს”, მესამენი — ”იოსიბეი იაკოს”, მეოთხენი
”მიძურას”. რითი განსხვავდებოდნენ ისინი?

ისინი განსხვავდებოდნენ თმის ვარცხნილობით (ჩამოთვლილი იყო თმის სხვადასხვა


სახის ვარცხნილობის სახელწოდებები).

პლატონის თქმით ის ღმერთების საყვარელი ნივთიერებაა. მას აძლევდნენ რომაელ


ჯარისკაცს ხელფასის სანაცვლოდ. იგი ერთი პერიოდი ეთიოპიის ფულის ერთეულიც კი
იყო. დაასახელეთ იგი.

საუბარია მარილზე.

შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთი საქართველოში დაახლოებით 1255 წელს შემოვიდა, ხოლო 16-ე საუკუნის


დასაწყისში, როდესაც ეს ნივთი იონას ჰეინვეის დაუნახეს, მას დასცინეს. თუმცა იგი
სწორედ მისი მეშვეობით გახდა პოპულარული მამაკაცებში. საქართველოში
დაბრუნებული დავით ულუ ამ ნივთს როგორც ჯილდოს ისე ატარებდა. დღეს კი იგი
საყოველთაოდ მიღებული აქსესუარია ნებისმიერი სქესის წარმომადგენელთათვის. რაზეა
საუბარი, თუ აშშ-ს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობით
ეს ნივთი ქალაქ სიეტლში იყიდება?

საუბარია ქოლგაზე.

შეკითხვის გვერდი →

ახალდამწყები მსახიობი დაჟინებით ითხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის


რეკომენდაცია, რათა თეატრში მიეღოთ იგი. შოუ დათანხმდა და დაწერა შემდეგი
შინაარსის წერილი: ”გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს. იგი
თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, შეილოკს, კეისარს, ბილიარდს, მაგრამ ყველაზე უკეთესად
თამაშობს…”

დაასრულეთ ბერნარდ შოუს სიტყვები.

”… ამ უკანასკნელს”
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა მიხეილ დონსკის სტატია, რომელშიც ის ამბობს: ”უნარი


იმისა, იმსჯელო იმ საკითხებზე, რომელთა არსშიც ჩახედული არა ხარ, უკვე გახდა ჩვენი
ეპოქის თანმდევი ნიშანი.” რა მოიყვანა ჟურნალისტმა მაგალითად, რათა დაემტკიცებინა
ამ ტენდენციის სისწორე?

თამაში ”რა? სად? როდის?”

შეკითხვის გვერდი →

ეს ქალი ისტორიაში შევიდა თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულებით, თანაც საკმაოდ


უცნაური გამოსახულებით… გამოსახული იყო ხელის მტევანის ძვლები და საქორწინო
ბეჭედი.

დაასახელეთ მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაშიც ეს პირველი სურათი იყო.

მისი მეუღლის გვარი იყო რენტგენი (რენტგენის სხივებით გადაღებული პირველი


სურათი სწორედ მისი აღმომჩენის ცოლის ხელის მტევანი იყო).

შეკითხვის გვერდი →

ეს მოხდა XVII საუკუნის დასაწყისში. ბაიონის პოლკი, რომელიც ძირითადად ბასკებისგან


შედგებოდა, გამაგრებული იყო პირენეის ერთ-ერთ მწვერვალზე და ესპანელებისგან თავს
იცავდა. გაუთავდათ ტყვია-წამალი და მუშკეტები გამოუსადეგარი გაუხდათ. სიტუაცია
უიმედოდ გამოიყურებოდა, რომ უცებ, ერთ წუთში შექმნეს ახალი იარაღი და
ესპანელების ალყა გაარღვიეს. ეს იარაღი მაშინვე აიტაცა მთელმა მსოფლიომ და
თანამედროვე შეიარაღებაშიც გამოიყენება.

რა გამოიგონეს ბასკებმა?

ბასკებმა ხიშტი გამოიგონეს.

შეკითხვის გვერდი →
17 წლის გალილეო გალილეი პიზის უნივერსიტეტში მიაბარეს სასწავლებლად. იქ
სწავლის წლებში მას აღმოაჩნდა ბუნების ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვების
გამორჩეული ალღო. კათედრალურ ტაძარში წირვებზე დასწრებისას იგი ყურადღებით
აკვირდებოდა ტაძრის მაღალ ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღის მოძრაობას, რომლის ერთი
სრული რხევა ერთსა და იმავე დროში სრულდებოდა, დამოუკიდებლად საწყისი
გადახრისა თავდაპირველი მდგომარეობიდან… რისი საშუალებით ზომავდა იგი დროის
ინტერვალებს?

გალილეო გალილეი დროის ინტერვალებს საკუთარი მაჯისცემის საშუალებით ზომავდა.

შეკითხვის გვერდი →

სიტყვას ორი რამ ამშვენებს: სიმართლე და სილამაზე. ერთ ორატორს ჰკითხეს:


სამწუთიანი სიტყვისათვის რამდენი დრო გჭირდებაო მოსამზადებლად. ”სამი თვე”, —
უპასუხა მან. რა პასუხი გასცა მან მორიგ კითხვას: სამსაათიანი სიტყვისათვის?

მან უპასუხა: სამსაათიანი სიტყვის წარმოთქმა ეხლა შემიძლია დავიწყოო.

შეკითხვის გვერდი →

რუსებს ასეთი რიცხვი აქვთ ორი: 3 და 11; ქართველებსა და ინგლისელებს კი — ერთი.


დაასახელეთ ეს რიცხვი.

4, ოთხი, four (ანუ რიცხვი, რომლის მნიშვნელობა უდრის მის სახელში ასოების
რაოდენობას).

შეკითხვის გვერდი →

რომელი დაწესებულების სახელწოდებისგან შეადგინა ერთმა გონებამახვილმა


იტალიელმა შემდეგი ანაგრამა: ”Capi mal uniti”, რაც ნიშნავს ”წარუმატებლად
გაერთიანებული თავები”?

ეს არის ანაგრამა სიტყვისა Municipalita — მუნიციპალიტეტი.

როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მოვლენას მიიჩნევს ცხოვრებაში უმთავრესად, მან


პირველ ადგილზე დააყენა 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალი
მოიპოვა ნიჩბოსნობაში, მესამეზე — მის ომისსაწინააღმდეგო მოღვაწეობასთან
დაკავშირებული სასამართლო პროცესი. წიგნი კი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, მან
მეორე ადგილზე დააყენა. დაასახელეთ ეს წიგნი, თუ ამერიკული პრესის მონაცემებით,
მისი საერთო ტირაჟები მხოლოდ ბიბლიის ტირაჟებს ჩამოუვარდება!

“ბავშვი და მისი მოვლა”, ბენჯამენ სპოკი

შეკითხვის გვერდი →

ერთ წიგნში კითხვის ავტორმა ამოიკითხა ასეთი სათაურები: “ეკატერინე დიდი”,


“ბრილიანტი”, “ლომი და მზე”, “ნაპოლეონი”, “წმინდა ელენე”, “მონტე-კარლო”, “მეფე
ალბერტი”, “მეტერნიჰი” და “პაგანინი”. ამ სიაში არ მოხსენიებულ კიდევ რამდენიმე
ელემენტის დასახელება შეუძლია იმ ხალხს, რომლებიც სარგებლობენ კომპიუტერებით.
რა სიტყვა აერთიანებს ყველა ჩამოთვლილ სათაურებს?

პასეანსი

ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა პასეანსების სახელები.

შეკითხვის გვერდი →

ტოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათმა ქალაქმა მარტო მე-20 საუკუნეში ორჯერ
დაკარგა საშუალება ბოლო მოეღო ქაოტურობისათვის და დაეწყო აღმშენებლობა გეგმის
მიხედვით. თავისი არსით განსხვავებული რომელი ორი რეალურად მომხდარი მოვლენა
აძლევდა ასეთ შანს ქალაქს?

მიწისძვრა და ტოკიოს დაბომბვები მე-2 მსოფლიო ომის დროს

შეკითხვის გვერდი →

არც ისე იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ არა ერთ,
არამედ რამდენიმე სფეროში. მაგალითად, გოეთე იყო არა მარტო პოეტი, არამედ
ბუნებისმეტყველიც, ბოროდინი — კომპოზიტორი და ქიმიკოსი, და ა.შ. ფსიქოლოგებმა ამ
მოვლენას “კომპლექსიც” კი უწოდეს. ვის სახელს ატარებს ეს “კომპლექსი”?

ლეონარდო და ვინჩის
შეკითხვის გვერდი →

ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში სულ 30-ია. მათ შორის ევროპაში — 11, აზიაში — 14,
აფრიკაში — 3, ხოლო დარჩენილი 2 — ოკეანეთში. დაასახელეთ მათ შორის 3, სადაც
ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს!

იაპონია, ტაილანდი და დიდი ბრიტანეთი

საუბარია მონარქიულ ქვეყნებზე (ასევე ჩათვლაა მხოლოდ ეს პასუხიც).

შეკითხვის გვერდი →

როგორც ცნობილია, წყალბადის ყველაზე გავრცელებული პირველი იზოტოპის ბირთვს


ეწოდება პროტონი. რა ეწოდება წყალბადის მესამე იზოტოპის ბირთვს?

ტრიტონი

ხოლო იზოტოპი — ტრითიუმი

შეკითხვის გვერდი →

სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები:


ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა”
შესაკრავი. ახლა, კი მითხარით, რას უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა
“ზიპპერგეიტი”?

სკანდალს ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ირგვლივ.

გამომდინარე სიტყვის ZIP უკანასკნელი განმარტებიდან — ”ელვა” შესაკრავი.

შეკითხვის გვერდი →

ოსკარ უაილდის აზრით ის ფილოსოფიაზე უფრო გონიერი და ძალაუფლებაზე უფრო


ძლიერია, მისი ფრთები ალისფერია და როგორც ცეცხლი ისეთია მისი სხეული, ბაგენი
მისი თაფლივით ტკბილია და სუნთქვა მისი საკმეველივით სურნელოვანი. რის შესახებ
საუბრობდა ოსკარ უაილდი?
იგი ამგვარად სიყვარულს აღწერდა.

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ერთმა საშუალო ნიჭის დრამატურგმა ვოლტერს უთხრა: ”თქვენი ტრაგედიების


კითხვისას მივხვდი, რომ უკეთესად ვერასოდეს დავწერ, ამიტომაც გადავწყვიტე,
მხოლოდ კომედიები ვწერო”. ამის პასუხად ვოლტერმა გაუღიმა და რაღაც ურჩია. რა
რჩევა მისცა მან?

ვოლტერმა მას მოლიერის წაკითხვა ურჩია.

შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნის 80-იან წლებში სვიატოსლავ ფიოდოროვმა ამერიკაში თვალის რამდენიმა


ოპერაცია ჩაატარა — პაციენტებს თვალის ბროლი ხელოვნური ბროლით შეუცვალა.
ფიოდოროვის წასვლის შემდეგ ამერიკელმა ექიმებმა ამ პაციენტების შესწავლა დაიწყეს.
მიკროსკოპული დათვალიერებისას, თვალის ბროლზე ნახეს წარწერა. რა ეწერა ბროლზე?

ბროლზე ეწერა: "сделано в ссср"

მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში სახელი გაითქვა ნეპოლელმა ვაჭარმა პიეტრო


დელა ვალემ. იგი ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთ თავის მოგზაურობაში შირაზიდან
სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში დაინახა გიგანტური ნანგრევები, რომლებიც
როდესღაც ეტყობა დიდებულ სასახლეს წარმოადგენდა. რა აღმოაჩინა იტალიელმა
ვაჭარმა, თუ მოგვიანებით არქეოლოგებმა ამ სასახლეში დიდი ხანძრის კვალი
აღმოაჩინეს?

პერსეპოლისი

შეკითხვის გვერდი →

2000 წლის დასწყისში ჟურნალმა “Time” ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “ვინ შეიტანა 20-ე
საუკუნეში ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში?”.
პირველ ათეულში მოხვდა სულ სამი ადამიანი, რომლებიც არასოდეს ყოფილან აშშ-ს
პრეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი არის ბილ გეიტსი, მეორე — მარტინ ლუთერ კინგი.
დაასახელეთ მესამე, რომელსაც უწოდეს “ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა”!
ჯონ ედგარ ჰუვერი

იგი იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი 1924-1972 წლებში (ასევე
ითვლება ეს პასუხიც)

შეკითხვის გვერდი →

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში იყო 7. 1999 წლის 14
სექტემბერს მათ გამოაკლდათ 3 ქვეყანა. დარჩნენ: იუგოსლავია, ტუვალუ. დაასახელეთ
კიდევ ორი!

შვეიცარია და ვატიკანი

საუბარია დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები.


(ითვლება ეს პასუხიც)

1999 წლის 14 სექტემბერს კი გაეროს წევრებად მიიღეს ტონგა, კირიბატი და ნაურუ

შეკითხვის გვერდი →

დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი


კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან
რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას,
რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ
ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი

დევლინი ოლიმპიური მედლების დიზაინსაც უწევს კონსულტაციას (ასევე ითვლება ეს


პასუხიც)

შეკითხვის გვერდი →

1943 წელს აშშ-ში გაშენდა სამი მსხვილი ქალაქი. პირველი — ოქრიჯი 79 ათასიანი
მოსახლეობით. მეორე — ჰენფორდი მოსახლეობით 300 ათასი ადამიანი. დაასახელეთ
მესამე ქალაქი, რომელიც მოსახლეთა რიცხვით ჩამოუვარდებოდა ორ დანარჩენს, მაგრამ
აშკარად ჯობნიდა თავისი მნიშვნელობით!
ლოს-ალამოსი

შეკითხვის გვერდი →

1947 წელს საბჭოთა კავშირში სულ 100 ეგზემპლიარის ტირაჟით გამოიცა ვინმე
ხოლოდნის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა ანთროპოკოსმიზმის ფილოსოფიური
კონცეფციის დასაბუთებას. ანთროპოკოსმიზმი, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს,
ადამიანს განიხილავს არა როგორც რაიმე განსაკუთრებულს, არამედ როგორც კოსმიური
ერთობლიობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და განვიტარების ეტაპს. ეს უდიდეს
პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რადგან “აქცევს მას კოსმიური მასშტაბისა და
მნიშვნელობის პროცესების პირდაპირ მონაწილედ”. ამ ფაქტამდე 4 წლით ადრე, სხვა
ქვეყანაში შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც გახდა სამყაროს მოქალაქის პოზიციიდან
კაცობრიობის განვითარების გზების გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა.
დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები!

“პატარა უფლისწული”, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

შეკითხვის გვერდი →

წმინდა ისიდორე სევილიელმა, რომელიც მე-6-7 საუკუნეებში ცხოვრობდა, შეადგინა 20


ტომიანი ენციკლოპედია. რის მფარველად დანიშნა ახლახან წმინდა ისიდორე
კათოლიკურმა ეკლესიამ?

ინტერნეტის

მისი ენციკლოპედია ითვლება კაცობრიობის ისტორიაში პირველ მონაცემთა ბაზად

შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სომხურ მატიანეში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ


როგორ დაარსეს სამმა ძმამ ქუარმა, მელთეოსმა და ჰორივანმა შორეულ პალუნის მიწაზე
ქალაქი. რა ქალაქი?

კიევი
შეკითხვის გვერდი →

არაჩვეულებრივი სახელი — “21-A” — მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს


ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში
სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და ა.შ. მაგრამ ახალი სახელწარმოქმნის პროცესში
თავი ისახელა პერუმ, სადაც ტროპიკული წვიმების გამო, რომლებიც ხშირია ამ ქვეყანაში,
სწრაფად გავრცელდა ერთი ახალი სახელი. რა სახელი?

აშ-ორი-ო (H2O)

შეკითხვის გვერდი →

აზრი იმის შესახებ, რომ ამ ნივთის ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამ
ბოლო დროს სერიოზულ ეჭვს იწვევს. სომხეთში აღმოჩენილი იქნა ჩვენს წელთ
აღრიცხვამდე 1166 წლით დათარიღებული სურათი, რომელზეც გამოსახულია ორი
ნახევრისაგან შედგენილი ბამბუკის ჩხირი. ჩხირის შუაში მოთავსებულია ღრუ სფერო,
რომელიც გავსებულია სპეციალური სითხით. რომელ საგანზეა საუბარი?

საუბარია ბურთულიან კალამზე

ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი,


ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა
ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც
თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ
ეს პიროვნება!

კიმ ირ სენი

შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთი თითოეულ თქვენგანს გააჩნია სახლში და თქვენ, ეჭვგარეშეა, ყოველდღიურად


სარგებლობთ ამ ნივთით. მაგრამ, აი, ახალზელანდიელმა რობ უატმა მოუძებნა მას ძალზე
ორიგინალური გამოყენება. მან გაუკეთა ამ ნივთს ელექტროძრავა, ბორბლები და საჭე და
სეირნობს პარკში სიჩქარით 15კმ/სთ, რითაც ძალზე ართობს მოსეირნეებს. დაასახელეთ ეს
ნივთი!

უნიტაზი
შეკითხვის გვერდი →

მისი ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტურ აკლდამებში, მისი ზეთი შედის


“ჰერბალაიფის” შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ ბიკფორდის შნურებს, სახანძრო
სახელოებს, ტექნიკურ ქსოვილებს, ბრეზენტს, აგრეთვე თხელ ბატისტსა და ველურს.
დაასახელეთ ის!

სელი

შეკითხვის გვერდი →

საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა


ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე მშვიდობისა თქვენ და თქვენს კომპანიას”.
კითხვა: კიდევ ვის თქვენს გარდა ესალმებიან ფრანგები ამ გამოთქმით?

თქვენს მფარველ-ანგელოზს

შეკითხვის გვერდი →

“იცოდე, რომ მე შემეძინა ვაჟი. მაგრამ ის კი არ მახარებს, რომ ის დაიბადა, არამედ ის, რომ
ის დაიბადა შენს დროში. შენს მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი იგი იქნება ღირსეული
ღირსეულთა შორის, ის მიაღწეევს ისეთ სიმაღლეს, რომელიც დროთა განმავლობაში
გადაიქცევა მის მემკვიდრეობად”. დაასახელეთ ამ წერილის ავტორი და ადრესატი!

წერილის ავტორი იყო ფილიპე II მაკედონელი, ხოლო ადრესატი — არისტოტელე

შეკითხვის გვერდი →

ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური


ლექსიკური ერთეული, 310 — ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6
ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3
ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა.
რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?
უცენზურო სიტყვებსა და გამონათქვამებს

შეკითხვის გვერდი →

“ყურადღება გამრავლებული ურთიერთობის კულტურაზე გამოკლებული კვადრატული


ფესვი უსასრულობიდან გაყოფილი დასაშვები გულწრფელობის ლოგარითმზე” —
ადამიანის რომელი თვისება აღწერა ასე მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ?

ზრდილობა, თავაზიანობა

შეკითხვის გვერდი →

ამ ფილმში, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 1976 წელს, დაკავებული იყო 87 კასკადიორი


და მხოლოდ 37 მსახიობი. რა ეწოდება ამ ფილმს?

“როკი”

შეკითხვის გვერდი →

1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული


დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში
და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?

“მაკდონალდსის” რესტორნები

შეკითხვის გვერდი →

მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ
ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?

მაისურების გაცვლის პროცესი

თავის “ერთი გენიოსის დღიურში” სალვადორ დალი წერდა, რომ მასთან ეს “დეტალი” არ
იქნება ისეთივე სევდის მომგვრელი, როგორც ნიცშესთან. ეს “დეტალი” ჰქონდათ მე-20
საუკუნის ყველაზე ოდიოზურ ლიდერებს და ამიტომ ფედერიკო გარსია ლორკამ მას
“ადამიანის სახის ტრაგიკული კონსტანტა უწოდა”. რის შესახებაა საუბარი?

საუბარია ულვაშებზე

შეკითხვის გვერდი →

ჰანს სალიე ასე განსაზღვრავს ამ მცნებას: “სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას — სიცივე,


დაღლილობა, სწრაფი სირბილი, შიში, სისხლის დაკარგვა, დამცირება, ტკივილი —
ორგანიზამი პასუხობს არა მარტო დამცავი რეაქციით მოცემულ ზემოქმედებაზე, არამედ
კიდევ გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესითაც, იმის მიუხედავად კონკრეტულად
რომელი გამღიზიანებელი მოქმედებს მასზე მოცემულ მომენტში. ამ პროცესის
დახმარებით ორგანიზამი თითქოს ახდენს მობილიზებას თავის დასაცავად, ადაპტაციის
მისაღწევად”. დაასახელეთ ეს ცნება ერთი სიტყვით!

სტრესი

შეკითხვის გვერდი →

1921 წელს პარიზში შედგა “დადაისტების” შემაჯამებელი ექსპოზიციის დემონსტრირება.


წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერა და გრაფიკა, ასევე კოლაჟები და მრავალი სხვა.
მაგრამ ორგანიზატორების აზრით ყველა ეს “ხელოვნების ნიმუში” არ იყო მთავარი. თავად
მხატვრები თამაშობდნენ დაჭერობანას და კნაოდნენ. შირმის უკან სპეციალურად
დასმული კაცი მუდმივად ლანძღავდა დამსწრეებს, რაც ხელს უშლიდა დათვალიერების
პროცესს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი პირობა, რომელიც საერთოდ შეუძლებელს
ქმნიდა გამოფენის დათვალიერებას. რა?

განათების არ ქონა (სიბნელე)

შეკითხვის გვერდი →

ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: “ბოტიჩელი არ ცნობდა ფერწერის ამ ჟანრს. ის თვლიდა,


რომ საკმარისია ესროლო სხვადასხვა საღებავებით გაჟღენთილი ღრუბელი კედელს,
გაჩნდება ლაქა, სადაც გამოჩნდება…” რა?

პეიზაჟი
შეკითხვის გვერდი →

1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს პირველი პერსონალური კომპიუტერი
“Apple-1”. პირველივე აპარატების გაყიდვას გაკიცხვით შეხვდნენ ქრისტიანი
ფუნდამენტალისტები, რომლებმაც თავად ამ კომპიუტერებით ვაჭრობაში შეიცნეს ეშმაკის
ხრიკები. რატომ?

ერთი კომპიუტერი ღირდა 666,66 დოლარი

შეკითხვის გვერდი →

მე-20 საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილმა ლონდონელმა მანდილოსნებმა დააარსეს


ქალთა ასოციაცია, რომლემაც მიზნად დაისახა “აუცილებელი პირობებით
უზრუნველყოფა”. ასოციაციას მხარი დაუჭირა ბერნარდ შოუმ, რომელმაც მოუწოდა
საზოგადოებრიობას “მიექციათ ყურადღება იმ აუწერელი ტანჯვისათვის, რომელსაც
განიცდიდნენ ქალბატონები”. რა დაწესებულებებს ხსნიდა ასოციაცია?

ქალთა საზოგადოებრივი ტუალეტები

მანამდე მხოლოდ მამაკაცთა ტუალეტები არსებობდა

შეკითხვის გვერდი →

ანტონ ჩეხოვი ასე აღწერდა მენიჩბეების საუბარს, რომელსაც ის შეესწრო სახალინზე


მოგზაურობის დროს: “ისეთი აზრი შემექმნა, რომ ყველაფერს — ნიჩბებს, ნავებს,
ტალღებს, ქარს გააჩნიათ…” ვინ? რა?

დედა

შეკითხვის გვერდი →

1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო


მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი,
მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა
ძალზე უხერხული სიტუაცია. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

ტელევიზორის დისტანციური პულტი

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ახალგაზრდა ფრანგი პოეტების წრეში საუბრობდნენ ერთი ლიტერატორის


მორალურ თვისებებზე. “ის — მშვენიერი ადამიანია, — ამტკიცებდნენ ბევრნი, —
საკმარისია გაიგო თუ ვინ არიან მისი მეგობრები”. “ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის
შესახებ მისი მეგობრების მიხედვით, — თქვა პოლ ვალერიმ — გაიხსენეთ თუნდაც…” ვინ
დაასახელა პოლ ვალერიმ?

იუდა ისკარიოტელი

შეკითხვის გვერდი →

სარვეპალი კრიშნანმა მას ყოველგვარი ცივილიზაციის საფუძველი უწოდა, რეი


ბრედბერიმ — ცხოვრების საწვავი, ვლადიმირ ანტიპინმა — სამოთხის ქარი, ანრი რენიემ
— სიბრძნის მეგობარი, ჰაირიხ ჰაინემ კი — უდიდესი “მიწისძვრა” ადამიანის ცხოვრებაში.
რა შეაფასეს ასე ნაირგვარად დასახელებულმა პიროვნებებმა?

სიყვარული

სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა:


“ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?

სასაფლაო

შეკითხვის გვერდი →

ომანელები ამბობენ, რომ როდესაც ის მოდის — ის მბრძანებელია; როდესაც ჯდება —


იქცევა ტყვედ; ხოლო როდესაც მიდის — იქცევა პოეტად. ვიზე ამბობენ ასე ომანელები?

სტუმარზე
შეკითხვის გვერდი →

უზბეკურ ქალაქ თერმეზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 18 კილომეტრში, იქ, სადაც


ამუდარია მიედინება კლდეებს შორის, განლაგებული იყო უძველესი დროის
არქეოლოგიური ძეგლი “აირთამი”. მაგრამ 1979 წელს იგი სასწრაფოდ გაასწორეს მიწასთან
ბულდოზერების მეშვეობით. რატომ?

ააშენეს ხიდი ავღანეთსა და სსრკ-ს შორის, რომლის მეშვეობითაც გადავიდნენ საბჭოთა


ჯარები ავღანეთში

შეკითხვის გვერდი →

ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნში ეს აღწერილია შემდეგი ფრაზით: “…მსხვილი და


წარმატებული ბიზნესმენებისათვის ეს წარმოადგენს ომისა და სპორტის კომბინაციას”.
ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს არის რისკი, რომელიც იშვიათად მთავრდება
შამპანიურით, ხშირად კი — სიღატაკით. რის შესახებაა საუბარი?

ბიზნესი

შეკითხვის გვერდი →

“ნუ გააწვალებთ თქვენს ახლობლებს”, “ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჯანმრთელობას და


ოჯახურ კეთილდღეობას”. ასეთი არგუმენტებითაა სავსე აშშ-ში სულ ახლახან გამოსული
ახალი პრეპარატის “Snore M.D.”-ს სარეკლამო ბუკლეტები. რეკლამის თანახმად,
პრეპარატს არ გააჩნია არავითარი გვერდითი ეფექტები და წარმოადგენს ერთადერთ
ჭეშმარიტ წამალს ამის წინააღმდეგ. რის წინააღმდეგ?

ხვრინვის

შეკითხვის გვერდი →

რომელი სიტყვა გამოიყენა პირველად იტალიელმა დომენიკინო და პიაჩენცომ, რომელიც


მე-15 საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ერთ-ერთი იტალიელი მმართველის კარზე
ცეკვის მასწავლებლად?
ბალეტი

შეკითხვის გვერდი →

ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქის ანალოგიურად გერმანულ ქალაქ ჰემნიცშიც დაიწყეს


შოკოლადის პროდუქციის გამოშვება. მაგრამ თუ ავსტრიაში პროდუქცია ატარებს
ცნობილი კიმპოზიტორის სახელს, გერმანულ ვარიანტზე გამოსახულია ჰემნიცის
ცენტრალურ მოედანზე აღმართული ძეგლი. თუ თქვენ მიხვდებით ვისი ძეგლია, მაშინ
მიპასუხებთ რა ეწოდება ამ კანფეტებს!

კარლ მარქსი

ჰემნიცის ძველი სახელწოდება — კარლ-მარქს-შტადტი

შეკითხვის გვერდი →

კივაის ტომის პაპუასების ზღაპრებში გვხვდება პერსონაჟი ორიოგორუხო, რომელიც ჰგავს


ადამიანს, მაგრამ გააჩნია უშველებელი, მიწამდე სიგრძის ყურები. ეს ყურები მას იმ ორი
ნივთის მაგივრობას უწევენ, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ყოველდღე ვიყენებთ. ახლა
კი მითხარით, რის მაგივრად იყენებს ორიოგორუხო ერთ ყურს და მეორეს?

ზეწრის (”ლეიბის”) და საბნის

შეკითხვის გვერდი →

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1994 წელს ბრუნვიდან ამოღებულ ერთ


და ორცენტიან მონეტებს გადაადნობენ და ჩამოასხამენ 220 გრამიან ბრინჯაოს მედლებს.
მედლებზე გამოსახული იქნება ორი ღირსშესანიშნაობა. ერთი — ხიდი “ჰარბორ ბრიჯი”.
დაასახელეთ მეორე!

სიდნეის ოპერის შენობა

შეკითხვის გვერდი →
თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და
ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს.
მიუხედავად ამისა — მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს:
თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში
გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები
არიან?

ავტორებმა მაფიის სტრუქტურა სპაგეტით სავსე თეფშს შეადარეს

რუსი მწერალი ვლადიმირ ოდოევსკი წერდა: “მე მიმაჩნია, რომ რუსეთში არის სამი
კომედია”. დაასახელეთ ისინი!

«Недоросль», «Горе от ума», «Ревизор»

შეკითხვის გვერდი →

ეკატერინბურგში ბელინსკის სახელობის ბიბლიოთეკის წინ გაიხსნა ძეგლი. ის


წარმოადგენს ფეხის ანაბეჭდებიან ფილას. ძეგლი ასახავს თანამედროვე საზოგადოების
გათიშულობასა და სმარტოვეს, საზოგადოებისა, სადაც ადამიანები ერთმანეთს
ტელეფონებითა და ინტერნეტით უკავშირდებიან. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელსაც
დაუდგეს ეს ძეგლი!

ჰერბერტ უელსის “უჩინმაჩინი”

შეკითხვის გვერდი →

1930 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოლინგვორტმა გამოაქვეყნა


ნაშრომი სახელწოდებით “ღეჭვის ფსიქოდიპალინა”, სადაც განაცხადა, რომ საღეჭი
რეზინი ამცირებს კუნთების დაძაბულობას და ხელს უწყობს მოდუნებას. გარკვეული
დროის შემდეგ ცნობილმა ბიზნესმენმა რიგლიმ, გამოიყენა რა ეს მონაცემები, მიაღწია
იმას, რომ მისი პროდუქცია გახდა… რისი განუყოფელი ნაწილი გახდა მისი პროდუქცია?

ამერიკელი ჯარისკაცის დღიური ულუფის

შეკითხვის გვერდი →
ისტორიულ-დეტექტიური რომანის ჟანრის ფუძემდებლად ითვლება არტურ კონან
დოილი, რომელმაც შექმნა ნაპოლეონის აგენტის ბრიგადირ ჟერარის სახე. კითხვა: რომელ
რომანს მიიჩნევენ კრიტიკოსები ამ ჟანრის მწვერვალად?

უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”

შეკითხვის გვერდი →

რად იქცევა გარემო სამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოხვედრილი წყლის წვეთი


შუასაუკუნოვანი ირანული თქმულების მიხედვით?

მარგალიტად

შეკითხვის გვერდი →

80-იან წლებში ითვლებოდა, რომ მსოფლიოში პოპულარობით მეორე ქალთა ჟურნალი


არის “ბურდა მოდენ”, რომელიც გამოდიოდა ტირაჟით 15 მლნ ეგზემპლიარი. რა
ჟურნალი იდგა პირველ ადგილზე ტირაჟით 20,5 მლნ ეგზემპლიარი?

“რაბოტნიცა”

შეკითხვის გვერდი →

ნიკოლა სებასტიენ დე შამფორი წერდა: “თანამედროვე დიდგვაროვანნი უმეტესწილად


ისევე გვანან თავიანთ წინაპრებს, როგორც იტალიელი ჩიჩერონე…” ვის?

ციცერონს

შეკითხვის გვერდი →

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლია გვასწავლის მოყვასის სიყვარულს. რომელი წიგნი,


ვიქტორ შენდეროვიჩის აზრით, გვასწავლის თუ სახელდობრ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

“კამასუტრა”
შეკითხვის გვერდი →

“კარგი ვალსი”, “მტანჯველი ვალსი”, “ანტისაცეკვაო ვალსი”, “ჩინური პოლკა”,


“თათრული ბოლერო”, “ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა”, “ასთმათიკური ეტიუდები” და
სხვა ნაწარმოებები ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რომელსაც შეარქვეს “პეზაროელი
გედი”. მაგრამ მის მიერ დაწერილი უამრავი ოპერები მუდმივად იგნორირებულია
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ, გარდა
ერთი ოპერისა, რომელიც არაერთხელ დაიდგა თბილისში. რა ჰქვია ამ ოპერას?

“სევილიელი დალაქი”

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ


სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს.
ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს — არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა
მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ
ბირსმა?

ამნისტია

1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი
ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს
მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

სტეროაპარატურა

მანამდე მხოლოდ მონო-სისტემები გამოიყენებოდა

შეკითხვის გვერდი →

რის შესახებ ამბობდა ასე არაბი მწერალი ემმი არ-რეიჰანი: “ეს არის უფსკრული
მარადისობათა შორის; ეს არის ელვა გამოსული ერთი ღრუბლიდან და შესული სხვაში”?

სიცოცხლე
შეკითხვის გვერდი →

რომში — 42, პრაღაში — 38, კიევში — 34, თბილისში და ტაშკენტში — 22-22, მინსკში — 15,
ნოვოსიბირსკში — 10, ერევანში — 9. რის შესახებაა საუბარი?

მეტროპოლიტენის სადგურების რიცხვი

შეკითხვის გვერდი →

ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე
ამხედრებულიყო”?

დარტანიანი

შეკითხვის გვერდი →

1973 წელს აშშ-ის ეკრანებზე გამოვიდა რალფ ბაკტის ავანგარდისტული ფილმი “პიკის
საათი”. ფილმი აღსავსე იყო სხვადასხვა ციტატებითა და რემინისცენციებით ცნობილი და
საკულტო ფილმებიდან და მხატვრული ნაწარმოებებიდან. ფილმების “ბონი და კლაიდი”,
“ნათლიმამა”, “იესო ქრისტე — სუპერვარსკვლავი”, “ბითლზის” შემოქმედების ციტირების
გარდა ერთ-ერთ კადრში მზის დისკოს ფონზე გაიელვა ფრინველის სილუეტმა. და
მართლაც ამერიკელი მფრინავის მიერ დაწერილმა ამ ფრინველის ისტორიამ ნამდვილი
ფურორი მოახდინა მსოფლიოში და დღემდე ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად ითვლება.
რა ჰქვია ამ ფრინველს?

“თოლია ჯონათან ლივინგსტონი”, რიჩარდ ბახი

შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ პედაგოგიურ ჟურნალში რუბრიკით ”გამოჩენილი ადამიანები მერხთან”


დაიბეჭდა კარიკატურა. მასზე გამოსახულია ჭაბუკი ივან კრილოვი, რომელიც დაფასთან
პასუხობს გაკვეთილს, მასწავლებელი კი მას ეკითხება: “რატომ ყვებით მუდმივად იგავებს
ჩემს გაკვეთილზე?”. რა საგანს ასწავლიდა ეს მასწავლებელი?

ზოოლოგია
შეკითხვის გვერდი →

ორნიტოლოგებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ყარყატებს, შეამჩნიეს საინტერესო რამ:


ყარყატების გუნდის გადაფრენის დროს, დრო და დრო რომელიმე ფრინველი
გადაფრინდებოდა გუნდის ცენტრში, 10 წუთის შემდეგ კი უბრუნდებოდა თავის ადგილს
გუნდის კუდში, მის ადგილს იკავებდა სხვა ყარყატი, რომელიც 10 წუთის შემდეგ
ბრუნდებოდა უკან, მის ადგილს იკავებდა მესამე ყარყატი და ა.შ. კითხვა: რისთვის
გადადიოდნენ ყარყატები გუნდის ცენტრში?

დასაძინებლად

შეკითხვის გვერდი →

რის შესახებ თქვა ასე ანტუან დე რივაროლმა: “ის ჩვენი იარაღია: როდესაც მას ვიყენებთ,
უნდა ვიზრუნოთ, რომ ზამბარებს ჭრაჭუნი არ გაუდიოდეს”?

ენა

შეკითხვის გვერდი →

დაასახელეთ ორი ფოტოგრაფიული კორპორაცია, რომლებიც შედიან მსოფლიოს 500


უმსხვილესი კომპანიების რიცხვში!

“ისტმენ კოდაკი” და “ფუჯი ფოტო ფილმი”

შეკითხვის გვერდი →

კალათბურთში, ფეხბურთში, კრივსა და მძლეოსნობაში მათი დიდი რაოდენობის


მიუხედავად, სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო სარბიელზე ისინი არ გვხვდებიან.
ამას ხსნიან, როგორც მათ შორის ამ თამაშის ტრადიციების არარსებობით, ასევე
მენტალიტეტის თავისებურებებით. სულ მცირე ხნის წინ აშშ-ში გამოჩნდა პირველი —
მოზეს ეშლი, რომელსაც ამერიკულმა გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმეს და არ არის
გამორიცხული, რომ მის მაგალითს სხვა მისთანანიც მიბაძავენ. სპორტის რომელ
სახეობაზეა საუბარი?

ჭადრაკი

საუბარი იყო აფროამერიკელ მოთამაშეებზე

1958 წელს ამერიკელმა დორის ლილიმ დაწერა წიგნი “როგორ გაჰყვე ცოლად
მილიონერს?!”. გამოცემა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ერთგვარ
სახელმძღვანელოდაც კი იქცა. გავიდა 30 წელი და დორისმა ხელი მოჰკიდა ახალ წიგნს. რა
უწოდა მან ახალ გამოცემას?

“როგორ გაჰყვე ცოლად მილიარდერს?!”

შეკითხვის გვერდი →

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობაა


გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობს გაეროს სამდივნოს. ის
ინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით.
გენერალური მდივანი მონაწილეობას იღებს გაეროს ყველა მთავარი ორგანოს სხდომებში.

კითხვა: დაასახელეთ გაეროს ერთად-ერთი მთავარი ორგანო, რომლის საქმიანობაშიც გენ.


მდივანი არ ერევა!

გაეროს საერთაშორისო სასამართლო

შეკითხვის გვერდი →

თავის გახმაურებულ რომანს “ხაზარული ლექსიკონი” იუგოსლავიელი მწერალი


მილორად პავიჩი აგებს, როგორც თითქოსდა მის მიერ რეკონსტრუირებულ 100 000
სიტყვისაგან შემდგარ ლექსიკონს. ლექსიკონის წყაროს წარმოადგენდა სამი წიგნი:
წითელი, მწვანე და ყვითელი. რა პრინციპით გააერთიანა ავტორმა ნაწილი წყაროებისა
წითელ წიგნში, ნაწილი — მწვანეში, ნაწილი — კი ყვითელში?

წითელში — ქრისტიანული წყაროები, მწვანეში — მუსლიმანური, ყვითელში —


იუდევლური

შეკითხვის გვერდი →
ეს ფრაზა შეცდომით მიეწერება ერთ ფრანგ დიდგვაროვანს. სინამდვილეში ეს ფრაზა 1908
წლის 19 ივლისს ლონდონში წმ. პავლეს ტაძარში ქადაგების დროს წარმოთქვა
პენსილვანიის ეპისკოპოსმა. როგორ ჟღერს ეს ფრაზა?

“მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”

ფრაზა შეცდომით მიეწერება ბარონ პიერ დე კუბერტენს

შეკითხვის გვერდი →

თავად ავტორი თავის ყველაზე დიდ ნამუშევრად მიიჩნევდა დანტეს “ღვთაებრივი


კომედიის” თარგმნას თავისი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. გარდა ამისა მას ეკუთვნის პოემა
“ევანგელინა”, პოეტური კრებულები “ზღვისა და კერის პირას”, “მიმომფრენი
ფრინველები”, მაგრამ ყველაზე დიდ მის ნაწარმოებად მიჩნეულია პოემა-ეპოსი, რომელიც
მან შექმნა უძველეს თქმულებებზე დაყრდნობით 1855 წელს. რა ერქვა ეპოსის მთავარ
მოქმედ გმირს?

ჰაიავატა

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოუ, “სიმღერა ჰაიავატაზე” (ითვლება მხოლოდ ნაწარმოების


გამოცნობაც)

შეკითხვის გვერდი →

როდესაც მსოფლიო ბიზნესში საუბრობენ ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო


ნივთებისა და აპარატურის წარმოების შესახებ, პირველ ადგილზე ყოველთვის
მოიხსენიებენ იაპონიას. თავად იაპონიაში ეს სფერო ეფუძნება სამ გიგანტს, ე.წ. სამ S-ს.
დაასახელეთ ეს სამი S!

“სონი”, “შარპი” და “სანიო” (Sony, Sharp, Sanyo)

შეკითხვის გვერდი →

სტატია დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელიც ეძღვნება ამერიკელ მწერალს სახელად


ოლივერს, სწვლულ-ექიმს, რომანის “მფარველი ენგელოზი”, ესეებისა და სატირული
ლექსების ავტორს, ერთი სტრიქონით მოკლეა, ვიდრე სტატია ლიტერატურულ
პერსონაჟზე, რომელიც თავის გვარს უნდა უმადლოდეს ხსენებულ მწერალს. მაშ, რა გვარი
იყო ამერიკელი მწერალი?

ოლივერ უენდელ ჰოლმსი

შეკითხვის გვერდი →

იაპონიაში არსებობდა წეს-ჩვეულება “ძუნ-სი” — სიკვდილი ბატონის შემდგომ.


ითვლებოდა, რომ ეს უზრუნველყოფს უწინდელ ურთიერთობებს მსახურსა და ბატონს
შორის შემდგომ რეინკარნაციებში. ამ იდეამ დაღი დაასვა მოქალაქეთა ზნე-ჩვეულებებს
და გადაიზარდა ორმაგი თვითმკვლელობების ეპიდემიაში. დამისახელეთ ყველაზე
ცნობილი მაგალითი!

რომეო და ჯულიეტას თვითმკვლელობა

შეკითხვის გვერდი →

ამ მწერლის 16 რომანიდან 3 ნაწარმოები ატარებს ქალის სახელებს. თანაც, თითოეული


მათგანი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ეტაპური ავტორის ცხოვრებაში: პირველი
რომანი იყო სადებიუტო, მეორემ ავტორს საქვეყნო დიდება მოუტანა, მესამე კი დიდი
პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთელ ინტელექტუალებში და ბევრი კრიტიკოსის
აზრით მწერლის შემოქმედების მწვერვალად ითვლება. დაასახელეთ ერთი მაინც ამ სამი
ნაწარმოებიდან.

“მაშენკა”, “ლოლიტა”, “ადა“

საუბარი იყო ვლადიმირ ნაბოკოვზე

შეკითხვის გვერდი →

1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის ტანკებმა დაიკავეს საიგონი და


პრეზიდენტის ყოფილ სასახლეზე აღმართული იქნა სოციალისტური ვიეტნამის წითელი
დროშა. მაგრამ დროება იცვლება და ამჟამად ამერიკელი ტურისტები უკვე სიამოვნებით
აქცევენ ყურადღებას იმას, რომ სასახლის თავზე ფრიალებს სხვა წითელი დროშა.
რომელი?
“კოკა-კოლას” კომპანიის

ი. პავლოვი ამბობდა: “როდესაც ვფიქრობ ჩემსა და მის შესახებ, მე წარმომიდგენია


მაღაროელთა ორი ჯგუფი, რომლებმაც რკინიგზის გვირაბის გათხრა ერთიდაიმავე მთის
ფერდობზე დაიწყეს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მას ცოტა ქვემოთ მოუვიდა და
ამიტომ წყვდიადში ჩაეფლო, მაშინ როცა ჩვენ უკვე სინათლეს მივაღწიეთ. და მაინც მას
შეუძლია გახდეს ახალი რელიგიის ფუძემდებელი”.

კითხვა: ვის შესახებ ამბობდა ასე აკადემიკოსი პავლოვი?

ზ. ფროიდი

შეკითხვის გვერდი →

ლიტერატორთა პროფესიული ხუმრობა გვამცნობს: “როცა ვარ ეული (ანუ უცოლო) — ვარ
პოეტი”. კითხვა: რა ვიქნები, როცა მოვიყვან ცოლს და რა ვიქნები, როდესაც ამ ცოლს
გავცილდები?

პროზაიკოსი და კრიტიკოსი

შეკითხვის გვერდი →

ცნობილმა იუმორისტმა ა. არკანოვმა ერთ-ერთ თავის ფელეტონში კინოში სექსუალური


სცენების ასეთი კლასიფიკაცია შესთავაზა მკითხველს: სექსუალური სცენები, რომელშიაც
მონაწილეობენ უბრალო მოქალაქეები — ეროტიკა; სექსუალური სცენები მთავრობისა და
დუმის წევრთა მონაწილეობით — პორნოგრაფია. კინოს რომელ ჟანრს მიაკუთვნა მან
ფილმები, რომლებშიც შესულია სექსუალური სცენები მარქსიზმ-ლენინიზმის
კლასიკოსთა მონაწილეობით?

საშინელებათა ფილმები

შეკითხვის გვერდი →

1938 წელს მან მიიღო საფოსტო ბარათი, რომელშიაც მისი და ამცნობდა, რომ მალე მასთან
ჩამოვა მისი სამი დისშვილი. დის შემდგომი ბედი უცნობია, ბიძამ კი 1942 წელს,
საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას, ბავშვები ნაშვილებად ჩაწერა. მაგრამ ეს
ისტორია ამითაც არ დასრულებულა და ჩვენ ვიცით ამ ბავშვების სტუმრობის ამბავი სხვა
ნათესავებთანაც.

კითხვა: ვის ესტუმრნენ ბავშვები სულ პირველად, 1938 წელს?

დონალდ დაქს (ბიძას)

შეკითხვის გვერდი →

მისთვის უნდოდათ ეწოდებინათ ქრონოსი, ატლასი, პრომეთეოსი, ქაოსი, კოსმოსი, ათინა,


ჰერა, ჰერკულესი, პაქსი, მინერვა, პერსეფონა, ერებოსი. მისი პირველაღმომჩენის ცოლმა
დაასახელა თავისი ვარიანტი — ზევსი, შემდეგ კი საკუთარი სახელიც შესთავაზა —
კონსტანცია. მაგრამ საბოლოოდ 1930 წელს დამტკიცდა სხვა სახელწოდება. რომელი
სახელწოდება?

პლუტონი

პერსივალ ლოუელი გარდაიცვალა 1916 წელს, პლანეტა კი 1930 წელს აღმოაჩინეს.

შეკითხვის გვერდი →

1509 წ-დან 1517 წ-მდე რაფაელმა მოხატა ვატიკანის სასახლის საზეიმო დარბაზები.
ყველაზე მეტად ცნობილია 4 სურათი ბეჭდის დასმის დარბაზიდან: “ათენის სკოლა”,
“პარნასი”, “დისპუტი” და “სიბრძნე, ზომა და ძალა”. ეს კომპოზიცია ასახიერებს ადამიანის
(იმ დროის ადამიანის) სულიერი მოღვაწეობის 4 სფეროს. დაასახელეთ ეს სფეროები.

ფილოსოფია, ხელოვნება, ღვთისმეტყველება და იურისპრუდენცია.

შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე წლის წინ ბუნდესლიგის ერთ-ერთი თამაშის დროს, რომელშიაც ერთმანეთს


ხვდებოდნენ “ჰამბურგი” და “კიოლნი” მოხდა ასეთი ინციდენტი. პირველი ტაიმის ბოლო
წუთზე “ჰამბურგის” ბულგარელმა ლეგიონერმა ი. ლეჩკოვმა არაზუსტი პასი მიაწოდა
მეორე ლეგიონერს დანიელ ს. ტოფტინგს. შესვენებაზე გაბრაზებულმა დანიელმა
ბულგარელს უთხრა ისეთ რამ, რომ მოხჩუბარე ფეხბურთელების გაშველებას კლუბის
პრეზიდენტის ჩარევა დაჭირდა. რომელი, ლეჩკოვისათვის ნაცნობი, ადამიანის სახელით
მოიხსენია იგი ტოფტინგმა თუ ბევრი ამას კომპლიმენტად მიიღებდა?
ჰ. სტოიჩკოვი

შეკითხვის გვერდი →

1792 წლის 20 სექტემბერს დასახლება ვალმის მახლობლად საფრანგეთის ჯარმა დაამარცხა


პრუსიის არმია. მომდევნო ღამეს დამარცხებულ და უკანდახეულ პრუსიელ ჯარისკაცებს
ერთმა 43 წლის პატრიოტმა უთხრა ფრაზა: “ამიერიდან იწყება ახალი ეპოქა კაცობრიობის
ისტორიაში და თქვენ შესძლებთ თქვათ: ”მე შევესწარი ამას!”. ვინ იყო ეს ადამიანი?

ი. ვ. გოეთე

შეკითხვის გვერდი →

“ძვირფასო, უოტსონ, შემოდით გეთაყვა ჩემთან, თქვენ მე მჭირდებით!”.

ვინ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები 1876 წლის 10 მარტს?

ა. გ. ბელმა

ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ადამიანმა ტელეფონში

შეკითხვის გვერდი →

გადამითარგმნეთ თანამედროვე ვიეტნამურ ენაზე სიტყვა კატა!

“მიაუ”

პირველად ასეთი სია შედგენილ იქნა ქალაქ ვორმსში, 1521 წელს, ჰერცოგ ჰენრიხ ფონ
ბრუნსვიკ-ვოლფენბიუტელის მითითებით, რომელიც საზეიმო მიღებისათვის
ემზადებოდა. ფართო გამოყენება კი მან მოიპოვა უკვე საფრაგეთის დიდი რევოლუციის
დროს, რის შემდეგაც დამკვიდრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კითხვა: სად უნდა წახვიდე, რათა იხილო ეს სია?

რესტორანში

საუბარია მენიუზე
შეკითხვის გვერდი →

ეს ნაწარმოები დაახლოებით 7 საუკუნის წინ შეიქმნა. 1781 წელს იგი გადაამუშავა და


ჩაიწერა გერმანელმა მოხეტიალე პოეტმა კინდლებენმა. შემდგომში ამ ნაწარმოების
მოტივებს ამუშავებდნენ და იყენებდნენ ფ. ლისტი, ჰ. ბერლიოზი, ე. ჰამპერდინკი.
დაასახელეთ ამ ნაწარმოების პირველი სიტყვა!

გავიხაროთ! (“გაუდეამუს!”)

შეკითხვის გვერდი →

როდესაც საფეხბურთო კლუბის — ბილბაოს “ატლეტიკის” ფანებს უნდათ ხაზი გაუსვან


თავიანთი გუნდის თვითმყოფადობას, ისინი იშველიებენ მათი გუნდის ორ ტრადიციულ
წესს: “პირველი, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ ლეგიონერები — ამბობენ ისინი, — და
მეორე, ჩვენ გუნდში არასოდეს თამაშობენ…” ვინ?

ესპანელები (არაბასკები)

შეკითხვის გვერდი →

1992 წლიდან სმიტსონის ინსტიტუტი და ჟურნალი “კომპიუტერ უორლდ”


ყოველწლიურდ ანიჭებენ პრემიას კომპიუტერულ საქმეში მიღწევებისათვის. ერთ-ერთი
პირველი ასეთი პრემია მიენიჭათ ლიუის სედლერსა და სკოტ ბეროუზს, რომლებმაც
შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას
ადამიანის ფოტორობოტი, თუ როგორი იქნება ის რამდენიმე (ვთქვათ 10) წლის შემდეგ.

კითხვა: რომელი პიროვნების 10 წლის შემდგომი ფოტორობოტის შედგენა სთხოვეს


ავტორებს თითქმის ყველა ამერიკულმა გაზეთებმა?

მაიკლ ჯექსონის

შეკითხვის გვერდი →

გადამითარგმნეთ ამჰარულ (ეთიოპიის ოფიციალური ენა) ენაზე ფრაზა “მაიმუნის ხე”!

ბაობაბი
შეკითხვის გვერდი →

მას ერქვა ჟან-კლოდი და 34 წლის ასაკში ის დანიშნეს იუნესკოს მისიის ხელმძღვანელად


ჩილეში. შემდეგ ის ამავე ხაზით მუშაობდა ბანგლადეშში, ტაილანდში, კენიაში და იემნის
არაბთა რესპუბლიკაში. მან გამოსცა რამდენიმე მონოგრაფია, მათ შორის ბუდისტური
პაგოდების ტაოისტური არქიტექტურის შესახებ. იგი გარდაიცვალა ორი წლის წინ
ინფარქტით 66 წლის ასაკში.

კითხვა: რა ერქვა მის ცოლს?

ემანუელ არსანი

შეკითხვის გვერდი →

1916 წელს აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა დაახლოებით 10,000 მეცნიერს შორის, რომლის
დროსაც მათ დაუსვეს ერთად-ერთი შეკითხვა. დაახლოებით 40%-მა დადებითად უპასუხა.
ზუსტად იგივე გამოკითხვა ჩატარდა 80 წლის შემდეგ — 1996 წელს — და შედეგი
დაახლოებით იგივე მიიღეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე ბევრი
დადებითი პასუხი გასცეს მათემატიკოსებმა — 54,6%, ყველაზე ნაკლები კი —
ფიზიკოსებმა — 22%. რა კითხვა დაესვათ მეცნიერებს?

“გწამთ თუ არა ღმერთის?”

შეკითხვის გვერდი →

1994 წლის ნოემბერში, როგორც იქნა დასრულდა ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც


თითქმის 7 წელი გრძელდებოდა. იმავე წელს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა
აღარ ჩაეტარებინა მსგავსი ტიპის ტურნირები მათი ძალზე ხანგრძლივი ხასიათის გამო. ამ
გადაწყვეტილების მომხრეების უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ 1994 წელს
დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა უკვა აღარარსებული
სახელმწიფოს — გდრ-ის — ნაკრებმა გუნდმა. სპორტის რომელ სახეობაში ტარდებოდა ეს
ჩემპიონატი?

ჭადრაკი (მიმოწერით)
შეკითხვის გვერდი →

რობერტ სეიდენბერგი ამტკიცებდა, რომ ეს არის არა ენდემური, არამედ ეპიდემიური


დაავადება, რომელიც ნებისმიერი ფენისთვისაა დამახასიათებელი. ე. ფრომი თვლის, რომ
ეს ხასიათდება “პარალიზებადი უმწეობით და აბსოლტური არარაობით”. კითხვა:
რამდენი ხანი შეიძლება გრძელდებოდეს ის, ერთი ლათინოამერიკელის აზრით?

100 წელი.

საუბარი იყო მარტოობაზე. შესაბამისად — ”მარტოობის 100 წელი”.

შეკითხვის გვერდი →

“სიუარდის მაცივარი”, “ყველასათვის გამოუსადეგარი ყინულის კუბო”, ასე უწოდებდნენ


მას მე-19 საუკუნეში. ამჟამად კი მას უკავია ერთ-ერთი პირველი ადგილი მსოფლიოში
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით. რის შესახებაა საუბარი?

საუბარია ალასკაზე

რას უწოდა ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა: “ხელოვნება დაუმიზნო თავში და


მოარტყა საფულეში”?

რეკლამას

შეკითხვის გვერდი →

1994 წელს ლონდონის მახლობლად, პატარა ქალაქ მანსფილდში გარდაიცვალა 73 წლის


სიდნი დარნლი. ლუდისა და ხუმრობის მოყვარული, ის დიდი პოპულარობით
სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობას შორის და ყოველთვის ამაყობდა თავისი
პროფესიით, მიუხედავათ იმისა, რომ მისი პროფესია მეოთხედი საუკუნის წინ აკრძალეს.
რა პროფესიის იყო სიდნი დარნლი?

ჯალათი

იგი ბრიტანეთის უკანასკნელი ჯალათი იყო

შეკითხვის გვერდი →
თანამედროვე ამერიკული (აშშ) კანონმდებლობის მიხედვით არცერთი ადამიანის გაშვება
არ შეიძლება პენსიაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ეს კანონი არ ვრცელდება სამი
პროფესიის წარმომადგენლებზე: პოლიციელებზე, სამხედროებზე და… დაასახელეთ
მესამე!

მეხანძრე

შეკითხვის გვერდი →

ალფრედ ბრემი თავის ნაშრომებში ყველა შინაურ (ფინია) ძაღლს ყოფს 7 ჯგუფად: 1)
მწევრები, 2) დოგები, 3) ტაქსები, 4) მეძებრები, 5) ბალონკები, 6) პინჩერები და 7) საკუთრივ
შინაური ძაღლები ანუ ნაგაზები (ოვჩარკა), შპიცები და ლაიკები.

კითხვა: რომელ დასახელებულ ჯგუფს მიაკუთვნა ბრემმა სენბერნარები და


ნიუფაუნდლენდები?

ბალონკებს

თუ ზომებს არ მივაქცევთ ყურადღებას, სხეულის აგებულება და დრუნჩის ფორმა მათ


მსგავსი აქვთ

შეკითხვის გვერდი →

ინგლისელების მიერ ფეხბურთის სიყვარული უზომოა და საქვეყნოდაა ცნობილი.


ფანების დაწყნარება თამაშის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია, ისინი ღრიალებენ,
მღერიან, უკრავენ ყველანაირ დასარტყამ და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და ასე ქომაგობენ
თავიანთ გუნდს. რატომ არის მუდმივად გულგრილი და ინარჩუნებს სამარისებულ
სიჩუმეს ლონდონის “არსენალის” 120 გულშემატკივარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ
ტოვებენ არცერთ მატჩს “ჰაიბრი სტედიუმზე”?

ისინი დასფლავებული არიან სტადიონის გაზონის ქვეშ

შეკითხვის გვერდი →
შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების
მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ
კიდევ ერთი საერთო ნიშნის მიხედვით, რომლის სიმულირებაც იშვიათობას არ
წარმოადგენდა. გადამითარგმნეთ იაპონურ ენაზე სიტყვა ძატო!

უსინათლო, ბრმა

შეკითხვის გვერდი →

ამ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება


კომპანია “როქსაიდ ინთერნეშნლ”. მისი სპეციალისტების აზრით, სწორედ “როქსაიდ
ინთერნეშნლ”-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს. ამას
ამზადებენ იმავე მასალისაგან, რისგანაც კეთდება სუპერთანამედროვე ჭოკები
(ხტომისათვის) და საავტომობილო ბამპერები. მისი ფორმა აეროდინამიკურად
ოპტიმიზირებულია, განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა იმას, რომ მოხმარების
დროს მისი სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ წარმოიქმნას ჰაერის ბალიში. რისთვის
გამოიყენება ეს?

ბუზების საკლავად

შეკითხვის გვერდი →

თუ დავუჯერებთ აშშ-ს ინჟინერ-მშენებლების ასოციაციის მონცემებს, მსოფლიოში


ყველაზე მაღალი ნაგებობა არის არა ახლახან კუალა-ლუმპურში აშენებული ცათამბჯენი
“პეტრონასი” — 452მ, არა ტორონტოს ტელეკოშკი — 553მ, არა ფარგოს ტელეანძა — 629მ
და არა 1991 წელს დაცემული პოლონეთის რადიოს ანძა — 646,5მ, არამედ ნაგებობა,
რომლის სიმაღლეა 990,6მ.

კითხვა: რა ფუნქციას ასრულებს ეს ნაგებობა?

ეს არის შუა ზღვაში ჭაბურღილიდან ნავთობის მოსაპოვებელი პლატფორმა

შეკითხვის გვერდი →

ბრიტანიკის ენციკლოპედიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ენა გამოყენების


მხრივ მეოთხე ადგილზეა აშშ-ში ინგლისურის, ესპანურისა და იტალიურის შემდეგ. მისი
ერთ-ერთი წინამორბედი შემუშავებული იქნა საფრანგეთში და ამერიკაში გამოჩნდა
მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში. დაასახელეთ ეს ენა!

ჟესტების ენა

შეკითხვის გვერდი →

უეჭველად კოლეგებს შორის ყველაზე არასაყვარელ დეპუტატად ითვლება ბუნდესტაგის


წევრი ჰერალდ ჰეფნერი, რომელიც მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეა. ის არასოდეს არ
ბილწსიტყვაობს ტრიბუნაზე, არასოდეს არ ეუხეშება ქალ-დეპუტატებს და წუწავს
პოლიტიკურ ოპონენტებს ლუდით. იგი წყნარად და აუღელვებლად ამბობს თავის
სათქმელს და მუდამ კატეგორიულად წინააღმდეგია ერთი გადაწყვეტილებისა, რის გამოც
კოლეგები მას უბრალოდ ვერ იტანენ და ღიად ლანძღავენ სხდომებზე, დერეფნებში,
ლიფტებში და ა.შ.

კითხვა: რის წინააღმდეგ გამოდის მუდმივად ჰ. ჰეფნერი?

იგი წინააღმდეგია დეპუტატებისათვის ხელფასის მომატებისა.

ყოველწლიურად გაზაფხულის ბოლოს — ზაფხულის დასაწყისში იტალიაში მცხოვრები


30-მდე ადამიანი იღებს უფლებას თავის ტანსაცმელზე მიმაგრებული ატაროს
სპეციალური მისაკერი (ნაშივკა), რომელსაც აქვს ჰერალდიკური ფარის ფორმა და გასდევს
იტალიის ეროვნული სამი ფერის ვერტიკალური ხაზი. რა ეწოდება ამ მისაკერს?

სკუდეტო

იგი კლუბის ემბლემის ნაცვლად უკეთიათ ხოლმე მთელი შემდეგი სეზონი ჩემპიონებს

შეკითხვის გვერდი →

ეს უნიკალური პროფესია განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული შრი-ლანკაში.


როდესაც ამ ხალხს ეკითხებინ, “როგორია მათი სამუშაო?”, ისინი პასუხობენ: “აბა, თქვენ
სცადეთ ქოქოსის კაკლის ნაჭუჭით 24 აგურის დამუშავება!”. რას წარმოადგენს ამ ხალხის
სამუშაო?

სპილოს კბილების მხეხავები (სპილოს სწორედ 24 კბილი აქვს)

შეკითხვის გვერდი →
ისინი მუშაობენ, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ილუზიონისტები და ჟონგლიორები.
მათი მოძრაობები ზუსტი და მკაფიოა. ისინი მუდამ უნდა იღიმებოდნენ, ყურადღებით
აკვირდებოდნენ გარემოს და არასოდეს არ უნდა ცდებოდნენ. მათი სამუშაო ჯოჯოხეთურ
დაძაბულობას მოითხოვს, ამიტომ წესის თანახმად ისინი ყოველ ორ საათში უნდა
შეიცვალონ. დაასახელეთ ისინი!

კრუპიე კაზინოში

შეკითხვის გვერდი →

ჩილეს ნაპირებთან განლაგებული არქიპელაგ ხუან ფერნანდესის ორი კუნძული დიდი


პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ერთი კუნძული ატარებს რობინზონ
კრუზოს სახელს. ვის სახელს ატარებს მეორე კუნძული?

ალექსანდრ სელკირკის (შოტლანდიელი მეზღვაურის)

შეკითხვის გვერდი →

ამჟამად ეს ადამიანი 51 წლისაა და საქვეყნოდაა ცნობილი. 13 წლის ასაკში კი მან დაარასა


პირველი საკუთარი ფირმა და უწოდა მას “ფლეიმაუნთი”. რა გვარია ეს ადამიანი?

სპილბერგი

”ფლეიმაუნთი” კი არის მისი გვარის თარგმანი გერმანულიდან ინგლისურად

შეკითხვის გვერდი →

1933 წელს ა. ალიოხინმა ჩიკაგოში ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი აშშ-ის 32


უძლიერესი მოჭადრაკის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა რომ ალიოხინმა აჩვენა
მოკრძალებული შედეგი — 19 გამარჯვება, 9 ფრე, 4 დამარცხება — მან მაინც დაამყარა
თავისებური რეკორდი. რაში მდგომარეობდა ეს რეკორდი?

ბრმად თამაში დაფების მაქსიმალურ რაოდენობაზე


შეკითხვის გვერდი →

ინგლისელებს აქვთ 2, გერმანელებს — 4, რუსებს — 6, ტაბასარანებს (პატარა ეთნიკური


ჯგუფია დაღესტანში) — 46. რამდენი გვაქვს ჩვენ ქართველებს?

7 — საუბარი იყო გრამატიკული ბრუნვებზე

შეკითხვის გვერდი →

კარნეგი მელონის (პიტსბურგი, აშშ) უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში შექმნილი იქნა


ორი რობოტი, რომლებიც უნდა ჩაუშვან ვულკან ერებუსის ყელში და ასე გამოიკვლიონ
ვულკანების გავლენა დედამიწის ოზონის ფენაზე. რომელი ორი რეალურად არსებული
ადამიანების სახელები მისცეს ამ რობოტებს?

დანტე და ვირგილიუსი

შეკითხვის გვერდი →

კარლ ლინემ თავის დროზე კაცობრიობა დაყო 4 რასად: თეთრი, წითელი, ყვითელი და
შავი. აი, ბლიუმენახმა კი 1775 წელს კაცობრიობა დაყო 5 რასად: კავკასიელები,
მონღოლები, ეთიოპიელები, მალაიელები… კითხვა: დაასახელეთ მე-5 რასა ბლიუმენახის
მიხედვით!

ამერიკელები

შეკითხვის გვერდი →

მსოფლიოს ბევრი ხალხებისათვის ის წარმოადგენდა ხანმოკლე სილამაზისა და


აღორძინების სიმბოლოს. ჩინურ სიმბოლიკაში ის ამორალურობის სიმბოლოა, იაპონურში
— არამუდმივობისა და თავქარიანობის. 1904 წლის 17 თებერვლის შემდეგ კი ერთი
ევროპელის გამოისობით იგი ბევრისათვის სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლო
გახდა. გაიხსენეთ ამ ევროპელის გვარი!

ჯ. პუჩინი (პეპელა)
მსოფლიოს მდინარეები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად: I ჯგუფი —
ნილოსი, ობი, ორინოკო და ა.შ; II ჯგუფი — ვოლგა, მისისიპი, მეკონგი და ა.შ; III ჯგუფი —
ამაზონი, ხუანხე, მტკვარი და ა.შ.

დაასახელეთ IV ჯგუფის ყველაზე გრძელი მდინარე!

კონგო

მისი სათავისა და შესართავის შემაერთებელი ვექტორი აღმოსავლეთიდან


დასავლეთისკენაა მიმართული

შეკითხვის გვერდი →

1863 წელს დაიბადა ორი დიდი რუსი: რეჟისორი კონსტანტინე სტანისლავსკი და


მეცნიერი ვლადიმირ ვერნადსკი. იმავე წელს ამსტერდამში მოხდა დიდი კომერციული
გარიგება. ჰოლანდიელმა კომერსანტმა სახელად გერარდ ადრიაანმა შეიძინა “ჰეისტეკის”
ლუდის ქარხანა. ამ წლიდან დაიწყო ცნობილი ფირმის წარმატებული ისტორია. კითხვა:
რა გვარი იყო გერარდ ადრიაანი?

ჰეინეკენი

შეკითხვის გვერდი →

1943 წელი. გერმანელების მიერ ოკუპირებული ქალაქი პოზარევაცი. ესესელმა ოფიცერმა


პატარა ბავშვს კანფეტი მისცა ხელში. ბავშვმა მას კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით
შეხედა და სახეში ესროლა. დედა ბავშვს მივარდა და სილა გააწნა. ესესელმა დაკვირვებით
შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე ხელმაც კი ვერ აატირა და იკითხა, თუ რამდენი
წლის იყო ის. როდესაც მას უპასუხეს, რომ ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო, ოფიცერმა
პირქუშად გაიღიმა და ქალს უთხრა: ”თქვენი შვილი საოცარი ნაძირალა გაიზრდება”.
კითხვა: დამისახელეთ ბავშვის სახელი და გვარი!

სლობოდან მილოშევიჩი

შეკითხვის გვერდი →
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება მატყუარათა კონკურსი.
მასში მონაწილეობა შეუძლია ამერიკის თითქმის ნებისმიერ მოქალაქეს. ვის აქვთ
აკრძალული კონკურსში მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ისინი ამ საქმის
პროფესიონალები არიან?

პოლიტიკოსებს

შეკითხვის გვერდი →

1992 წელს გარდაიცვალა ემილიო რეკობა, “უკანასკნელი მოჰიკანი”, როგორც მას


უწოდებდა პრესა. ერთ-ერთ პირველი მსოფლიოში, კასტროს, სკარონეს, ანდრადესა და
ირიარტეს თანამზრახველი.

რომელ ქალაქში გარდაიცვალა ეს პიროვნება?

მონტევიდეო

ის იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში

შეკითხვის გვერდი →

ამ სახელმწიფოს ტერიტორია დაახლოებით 40-ჯერ აღემატება საქართველოს


ტერიტორიას, მოსახლეობა კი სულ 6-ჯერ. იგი შედგება 22 პროვინციისაგან, ერთი
ფედერალური (დედაქალაქის) ოლქისაგან და ნაციონალური ტერიტორიისაგან. რა
ეწოდება ამ ნაციონალურ ტერიტორიას?

კუნძული ცეცხლოვანი მიწა

შეკითხვის გვერდი →

ამ საქვეყნოდ ცნობილი შენობის აგების დროს გამოყენებული იქნა ძველი ეკლესიის


კედლები და საფუძველი. ეს ეკლესია თავის დროზე დააარსა ვინმე რეჯინამ, ჩრ. იტალიის
მმართველის მეუღლემ. იმ საგვარეულოს გერბზე, რომელსაც ეკუთვნოდა რეჯინა,
გამოსახული იყო ის, რაც ანსახიერებს სვლას დიდებისა და სიმდიდრისაკენ.

კითხვა: რა მდებარეობს ახლა იქ, სადაც თავის დროზე იდგა რეჯინას ეკლესია?

თეატრი “ლა სკალა”


გერბზე კი კიბე იყო გამოსახული

შეკითხვის გვერდი →

ეს უძველესი დროიდან იყო მტკიცე გულის, მკაცრი გადაწყვეტილებებისა და შიშის


უქონლობის სიმბოლო. სწორედ ამ თვისებების გამო ისააკ იაზერიცკიმ, 1955 წლიდან
ისრაელის დაზვერვის “მოსსადის” ხელმძღვანელმა, აიღო ფსევდონიმი შამირი.

გადამითარგმნეთ სიტყვა “შამირ” ქართულ ენაზე!

ალმასი

შეკითხვის გვერდი →

აშშ-ში ეს ზეიმი ყოველწლიურად აღინიშნება 14 მარტს და სრულიად შემთხვევით


დაემთხვა აინშტაინის დაბადების დღეს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები იწყება
ზუსტად 1 საათსა და 59 წუთზე შუადღის შემდეგ. რას ეძღვნება ეს ზეიმი?

მათემატიკურ მუდმივა პის (π)

14 მარტი = 3.14 = π

შეკითხვის გვერდი →

“კიდევ ერთი გმირი ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი ტირის ფარდის მიღმა. ჩემი
გული გატეხილია შიგნიდან. ჩემი გრიმი გახუნდა. მაგრამ ჩემი ღიმილი
კვლავინდებურად ადგილზეა. ამ წყვდიადში მე შევძელი დავრჩენილიყავი

ეს პატარა ლომბარდიული ქალაქი — ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში. ამჟამად


აქ ცხოვრობენ და საქმიანობენ იმ სამი განთქმული საგვარეულოს შთამომავლები,
რომლებმაც სახელი გაუთქვეს ამ ქალაქს. რამდენიმე წლის წინ კი, ამ 80 ათასიანი ქალაქის
საფეხბურთო გუნდი სერია “A”-შიც კი გამოდიოდა. დაასახელეთ ეს ქალაქი!

კრემონა

გვარები — ამატი, გვარნერი და სტრადივარი


შეკითხვის გვერდი →

1951 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის სრული სახელწოდება ქართულ თარგმანში ჟღერს


შემდეგნაირად: “დაზვერვისა და სპეციალური დავალებების ინსტიტუტი”. ეს
სახელწოდება ცოტა ვინმესთვის თუა ცნობილი, აი, მისი შემოკლებული ვარიანტი კი
ალბათ ყველას გსმენიათ. რა სახელწოდებით ვიცნობთ ჩვენ ამ ორგანიზაციას?

მოსსადი

შეკითხვის გვერდი →

ანა ახმატოვას აზრით მე-19 საუკუნის ნამდვილი და არა კალენდარული დასაწყისი


დაემთხვა 1814-15 წლების ვენის კონგრესს. კითხვა: რომელ წელს დაიწყო მისი აზრით
“ჭეშმარიტი”, და არა კალენდარული მე-20 საუკუნე?

1914 წლის შემოდგომაზე, I მსოფლიო ომთან ერთად

შეკითხვის გვერდი →

1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს საბჭოთა კავშირისა და


უმეტესობა სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებმა. გუნდურ ჩათვლაში
კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა აშშ-ს ნაკრებმა — 83 ოქროს მედალი. მე-3 ადგილზე
გავიდა გფრ, შემდეგ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. კითხვა: რომელი ქვეყნის
გამოსვლა იქნა განხილული, როგროც სენსაცია, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანამ გუნდური მე-
2 შედეგი აჩვენა?

რუმინეთი

შეკითხვის გვერდი →

1880 წელს ძეგლის გახსნის ცერემონიაზე განსაკუთრებით საპატიო სტუმრები იყვნენ


მარია გარტუნგი, გრაფინია ნატალი მერენბერგი, ძმები ალექსანდრე და გრიგორი.
დაასახელეთ ძმების გვარი!

პუშკინები (ოთხივე ა.ს. პუშკინის შვილები იყვნენ)


შეკითხვის გვერდი →

ცნობილია, რომ ყველა ეპოქას თავისი ავადმყოფობები ახასიათებს. შუა საუკუნეებში —


შავი ჭირი და კეთრი; რენესანსის ეპოქაში — სიფილისი; ბაროკოს ეპოქაში — ტიფი და
სურავანდი — უბრალო ხალხში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) და იპოქონდრია —
არისტოკრატიაში. XX საუკუნის დაავადებებია — შიდსი და ნევროზები. კითხვა:
დაასახელეთ რომანტიზმის ეპოქის ავადმყოფობა!

ჭლექი (ტუბერკულოზი)

შეკითხვის გვერდი →

1936 წელს კინოფილმისათვის “ქალიშვილი კამჩატკიდან” დაწერილი იქნა სიმღერა


“თერთმეტი და”. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა თქვენგანს ეს ფილმი არ
უნახავს, მიუხედავათ ამისა დამისახელეთ ამ 11-დან მინიმუმ 5 დის სახელი!

რუსეთი, უკრაინა, საქართველო, სამხეთი, ბელარუსი და ა.შ.

1936 წელს სსრკ-ში იყო 11 რესპუბლიკა, ბალტიისპირეთისა და მოლდავეთის გარდა

შეკითხვის გვერდი →

სამხედრო ფორმის ამ ორი აქსესუარის სახელწოდებები წარმოსდგება სიტყვებისაგან,


რომლების ნიშნავს “მხარს” — ერთი გერმანულად, მეორე — ფრანგულად. დაასახელეთ
ორივე აქსესუარი!

აქსელბანდი და ეპოლეტი

შეკითხვის გვერდი →

ეს ადამიანი დაიბადა ალაბამის შტატში ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში. მისი თქმით,
სწორედ მან ასწავლა ცეკვა ელვის პრესლის; იყო ჩემპიონი ამერიკულ ფეხბურთსა და
მაგიდის ჩოგბურთში; იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, რომელიც ჩავიდა ჩინეთში
ვიეტნამის ომის შემდეგ; შეხვედრია აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონმა კი
მისი ჭრილობა მილიონ დოლარად შეაფასა; ის მართლაც გახდა მილიონერი გრიგალის
წყალობით, კონგრესმა კი მედალი მიანიჭა. კითხვა: რა უყვარდა მას ყველაზე მეტად,
რითიც შევიდა კიდეც თავისი ქვეყნის ისტორიაში?

სირბილი

საუბარი იყო ფორესტ გამპზე

შეკითხვის გვერდი →

ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტირიფის ლათინური სახელწოდება — “შალიხ”,


წარმოიქმნა ორი კელტური სიტყვისაგან — “სალ” და “ლის”. პირველი ითარგმნება,
როგორც “ახლოს”. როგორ ითარგმნება მეორე?

წყალი

ის ითვლებოდა ჰერაკლეს შთამომავლად. მის ერთ-ერთ ნაწარმოებს ეწოდება “ჰაერი, მიწა


და წყალი”, მეორეს — “პროგნოზირება”. კითხვა: რა ეწოდება ფართოდ ცნობილ ტექსტს,
რომლის ავტორიც, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, ის არ არის?

“ჰიპოკრატეს ფიცი”

შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთიერება — მჟავური წვიმების შემადგენელი ძირითადი კომპონენტია. გაზის


მდგომარეობაში მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა. ამ ნივთიერების კუჭში
მოხვედრის შედეგი შეიძლება გახდეს გაძლიერებული ოფლიანობა, დიდი დოზის
შემთხვევაში კი — ღებინება. მისი შემთხვევითი შესუნთქვის შემთხვევაში კი, არ არის
გამორიცხული ლეტალური აღსასრული. დაასახელეთ ეს ნივთიერება!

წყალი

შეკითხვის გვერდი →

ბევრ ხალხებში მათ ჰქონდათ კულტური მნიშვნელობა, ასიმბოლიზებდნენ რა წინაპრების


ძლევამოსილობას და ტოტემურ ცხოველებს. ახალი გვინეის პაპუასები მათ კოვზით
აჭმევენ. ადრე მათ ხშირად გამოსახავდნენ დროშებზე, ამჟამად კი მათი გამოსახულება
ხშირად შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა ხელსაწყოებსა და მოწყობილობებზე.
დაასახელეთ იმ ერთ-ერთი მათგანის ყოფილი მფლობელის სახელი, რომელიც გახდა
თქვენთვის ცნობილი სამეფოს ოჯახის წარმომადგენლის ფილოსოფიური მსჯელობის
საგანი!

იორიკი

შეკითხვის გვერდი →

მისი შვილიშვილის მტკიცებით, ამ ადამიანს სულაც არ ჰქონდა მიდრეკილება პირქუში


ფატალიზმისადმი. და როგორც წერს შვილიშვილი, მას რომ მიექცია ყურადღება, რომ
ბუტერბროდი ყოველთვის კარაქიანი ზედაპირით ეცემა, ის არა მარტო მოახდენდა
ფაქტის კონსტატაციას, არამედ მოიგონებდა რამეს, იმისათვის, რომ ბუტერბროდები ან
საერთოდ არ ეცემოდნენ ანაც ეცემოდნენ უკარაქო ზედაპირით. დაასახელეთ ამ ადამიანის
გვარი.

მერფი

შეკითხვის გვერდი →

ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო 1948 წლის 2 აგვისტოს და დასრულდა 1950 წლის


16 ივნისს. იმ მეტალოკონსტრუქციებით, რომლიბიც დაიხარჯა მშენებლობაზე,
ერთნახევარჯერ შეიძლება დედამიწის ეკვტორის შემოვლება, ცემენტისაგან კი შეიძლება
აშენდეს “ემპაირ სტეიტ ბილდინგზე” ორჯერ მაღალი სვეტი. რა ეწოდება ამ მშენებლობის
შედეგს?

სტადიონი ”მარაკანა”

შეკითხვის გვერდი →

ეს ადამიანი, რომლის საგვარეულოც დასაბამს იწყებს ვინმე ოლივერ დე


პიუნშარდონიდან, ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მის მიერ დაარსებული ფირმა დღემდე
ატარებს მის სახელს. ამ ფირმის მონაწილეობის გარეშე დიდი ხანია უკვე აღარ ტარდება
არც ოლიმპიური თამაშები, არც “ფორმულა-1”-ის რბოლები და არც “ოსკარების”
მინიჭების ცერემონია. რა ეწოდება ამ ფირმას?
“პინკერტონის დეტექტიური სააგენტო”

შეკითხვის გვერდი →

ამ წიგნს ცნობილი ამერიკელი ფანტასტი დევიდ ბრინი უწოდებს ყველა დროის ერთ-ერთ
უდიდეს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებს და ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოს
დაეხმარა იმ სისტემის რეფორმირებაში, რომელიც ავტორს აბსოლუტურად
არარეფორმირებადად მიაჩნდა. დაასახელეთ ეს წიგნი!

მარქსის ”კაპიტალი”

შეკითხვის გვერდი →

ბონჩ-ბრუევიჩისადმი 1920 წლის 5 თებერვალს მიწერილ წერილში ლენინმა მოიყვანა


ფრაზა “გაზეთი ქაღალდისა და მანძილის გარეშე”. რა ჰქონდა მას მხედველობაში?

რადიომაუწყებლობა

შეკითხვის გვერდი →

1788 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა თომას ჰილბერტმა გამოიკვლია ეკვატორზე


განლაგებულ მარჯნის კუნძულთა ჯგუფი, რომელთაც შემდგომში მის საპატივცემლოდ
მიიღეს სახელწოდება. 1979 წელს მარჯნის ამ 16-მა კუნძულმა სხვა კუნძულებთან ერთად
შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე არ არის გაეროს წევრი. რა
ეწოდება ამ სახელმწიფოს?

კირიბატი

”კირიბატი” თომას ჰილბერტის მეტსახელი იყო.

შეკითხვის გვერდი →

ჯარისკაცი და დიპლომატი — ასეთი იყო საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური


სიმბოლოები XX საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ჩვენი საუკუნის ბოლოს,
სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის გათვალისწინებით სპეციალისტები ასახელებენ ორ
ახალ სიმბოლოს, ე.წ. ორ “ტ”-ს. დაასახელეთ ეს ორი სიმბოლო!

ტურისტი და ტერორისტი

ანჯეი საპკოვსკის ფანტასტიკურ რომანში “ვედმაკი” მოხსენიებულია ე.წ. “ნეჰალენას


სარკეები”, რომლებსაც აქვთ უნარი უპასუხონ მათი ფლობელების კითხვებს. რაღაც
მსგავსი შეგვიძლია ვიპოვოთ პუშკინის ნაწარმოებში “Сказке о мертвой царевне и семи
богатырях”. რომანის მთავარი გმირის აზრით ეს სარკეები არსებობს ორი სახის —
მლიქვნელურები და … როგორი?

გატეხილი

შეკითხვის გვერდი →

გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “დარტყმა,


ბიძგი”. თანამედროვე მნიშვნელობით ის პირველად გამოყენებული იქნა 1839 წელს
ციურიხის მოვლენებთან დაკავშირებით. დაასახელეთ ეს სიტყვა!

პუტჩი

შეკითხვის გვერდი →

ის ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში თანამედროვე თურქეთის


ტერიტორიაზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი მისი სახელი გახდა ერთი
ორგანიზაციის სახელწოდება. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი წევრის
სახელი და გვარი!

მაიკროფტ ჰოლმსი (კლუბი “დიოგენე”)

შეკითხვის გვერდი →

ჩერჩილს ერთხელ ჰკითხეს: “რითი განსხვავდება სტალინი ჰიტლერისაგან?”. ჩერჩილის


პასუხი ქართულ თარგმანში შედგება 9 ასოიანი ერთი სიტყვისაგან. დაასახელეთ
ჩერჩილის პასუხი!

ულვაშებით
შეკითხვის გვერდი →

ლევ ტოლსტოის ეს შეემთხვა 1869 წელს, ილია ჭავჭავაძეს — 1872 წელს, დანტე
ალიგიერის — 1293 წელს, თუმცა ეს უკანასკნელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღნიშნავს,
რომ მას ეს შეემთხვა 7 წლით გვიან. რომელ მოვლენაზეა საუბარი?

სიციცხლის ნახევრის მიღწევა

დანტეს დროს სიციცხლის ნახევრად ითვლებოდა ასაკი — 35 წელი, ამიტომ ითვლება,


რომ დაწერა სტრიქონი: “მიწიერი ცხოვრება გავლიე რა ნახევრამდის!”, დანტეს
მხედველობაში ჰქონდა 1300 წელი

შეკითხვის გვერდი →

ქალაქ იაუნდეში არის “მუსიე ვალერის” ქუჩა. დაასახელეთ იმ ადამიანის პროფესია, ვის
საპატივცემლოდაც მიენიჭა სახელი ამ ქუჩას!

ფეხბურთის მწვრთნელი (ვალერი ნეპომნიაშჩი)

შეკითხვის გვერდი →

მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მონაცემების მიხედვით ამ თანხად იმ დროს შეიძლებოდა


გეყიდათ: ერთი ბოთლი ვისკი “ლონგ ჯონი”, წინდები, საფერფლე, საპონი, ნახევარი
კილოგრამი ძეხვი, აჭიმები (подтяжки) და ერთი ბილეთი კინოში. კითხვა: გადახედეთ
ისტორიას და დაასახელეთ ყველაზე ცნობილი შენაძენი, რომელიც ნაყიდი იქნა ამ
თანხად!

1626 წელს კუნძული მანჰეტენი

შეკითხვის გვერდი →

არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა — არის ესპანელების მიერ დამახინჯებული კარიბების


ერთ-ერთი სასტიკი ტომის სახელწოდება. რუსულ ენაში ის გამოჩნდა მე-18 საუკუნეში.
ჩვენ არ ვიცით როდის გამოჩნდა ის ინგლისურ ენაში, მაგრამ, შექსპიროლოგების
მტკიცებით, შექსპირი მას იცნობდა. კითხვა: რომელი მისი ნაწარმოები გვაძლევს
საშუალებას გავაკეთოთ ასეთი დასკვნა?

“ქარიშხალი”

პერსონაჟ კალიბანის სახელი წარმოსდგება ”კანიბალიდან”, საუბარი კი სწორედ ამ


სიტყვაზე იყო.

შეკითხვის გვერდი →

არტურ კონან დოილის წიგნში “ბრიგადირ ჟერარის გმირობანი” მთავარი გმირი — ეტიენ
ჟერარი — ამბობს, რომ 1812 წლის რუსული კომპანიის შემდეგ მას აღარ ძალუძს უცქიროს
ამ ორ ფერს ერთმანეთის გვერდით. რომელ ორ ფერზეა საუბარი?

წითელი და თეთრი (“სისხლის ლაქები თოვლზე”)

შეკითხვის გვერდი →

მისი ნამდვილი სახელი და გვარია — გერჰარდ გერჰარდსი. ყველაზე ცნობილი მისი


ნაწარმოები დაკავშირებულია იმასთან, რასაც ბომარშემ უწოდა “პატივმოყვარეობის
განუყრელი მეგობარი”. დაასახელეთ მისი ფსევდონიმი!

ერაზმ როტერდამელი

1999 წლის დასაწყისში “ინდიკარის” ცნობილი ამერიკელი ავტომრბოლი ელ ანსერ-


უმცროსი მოხვდა სერიოზულ ავარიაში, რომელშიც მოიტეხა კოჭი და დაიზიანა მუხლის
იოგები. მას გაუკეთდა ორსაათიანი ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ექიმების
პროგნოზი გვამცნობდა, რომ რბოლას იგი დაუბრუნდებოდა 4-6 კვირაში. კითხვა: იგივე
პროგნოზის შესაბამისად, რის გაკეთებას შესძლებს ის 8 კვირის შემდეგ?

გავლას (სიარულს)

შეკითხვის გვერდი →

მთა ტონგა მცირედით ჩამოუვარდება ევერესტს: მისი სიმაღლეა 8690 მეტრი. მაგრამ
დედამიწის რვაათასიანების სიაში მას ვერ იპოვით, ალპინისტებს კი არასოდეს უცდიათ
მისი დაპყრობა. რატომ?
ის მდებარეობს წყალქვეშ (წყნარ ოკეანეში)

შეკითხვის გვერდი →

1799 წელს ინგლისში ოფიციალურ სადილებზე პირველ სადღეგრძელოს წარმოთქვამდნენ


მეფე გეორგ III-ის სადღეგრძელოდ. რუსეთში კი — იმპერატორ პავლე I-ს. აი, მეორედ კი,
რუსეთშიც და ინგლისშიც ადღეგრძელებდნენ ამ დიდგვაროვანს. დაასახელეთ მისი
გვარი!

სუვოროვი

შეკითხვის გვერდი →

როგორც მოგეხსენებათ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Ива-ს, ჩვენ ვუწოდებთ ტირიფს.
კითხვა: რას ვუწოდებთ ჩვენ ხეს, რომელსაც რუსები უწოდებენ Плакучая ива-ს?
დარწმუნებული ვარ ამ კითხვას ადვილად უპასუხებენ პოეზიის მოყვარულები.

ძეწნა

შეკითხვის გვერდი →

ჰეროდოტეს გადმოცემით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში ტირანი ჰესტიუსი ამ


მიზნით იყენებდა თავისი მონის გადახოტრილ თავს. კითხვა: რომელ საკვებ პროდუქტს
იყენებდა იგივე მიზნით მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი კლასიკოსი?

რძე

ჰესტიუსი საიდუმლო წერილებს წერდა თავისი მონის ხოტორა თავზე, ხოლო როდესაც
თმები წამოეზრდებოდა და დაფარავდა წარწერას, აგზავნიდა ადრესატთან. ლენინი კი
ციხიდან საიდუმლო წერილებს სწორედ რძით წერდა

შეკითხვის გვერდი →
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდა, მარჯვედ და
წარმატებით ამტკიცებდა, იმ დროს გავრცელებული, მონოფელიტური ერესის
არამართებულობას. როდესაც ის ხელში ჩაუვარდა ჰერაკლე კეისარს, რომელიც
ერეტიკოსების მომხრე იყო, იმპერატორმა ბრძანა მოეკვეთათ მაქსიმესათვის, მისი აზრით,
სხეულის ორი ყველაზე სახიფათო ნაწილი. კითხვა: რომელი ორი ნაწილი (გნებავთ,
ორგანო) მოჰკვეთეს წმინდა მაქსიმეს?

ენა და მარჯვენა ხელი, რათა წართმეოდა ქადაგებისა და წერის უნარი

შეკითხვის გვერდი →

ამ ადამიანს არ სჯეროდა ნოსტრადამუსის მაგვარი წინაწარმეტყველებისა, რომლებიც


საკმაო რაოდენობით იყვნენ მის ეპოქაში. დაცინვით მან დაწერა “წინასწარმეტყველებანი”,
სადაც ბუნდოვან და ზოგჯერ ავბედით სტილში აღწერა ჩვეულებრივი რამეები: სიზმარი,
ადამიანის ჩრდილი, ბურთის თამაში, ჭიანჭველები, მიწის მთხრელის საქმე, ცეცხლის
გაღვივება. თქვენთვის კარგადაა ნაცნობი ეს ნაწარმოებები. დაასახელეთ მათი ავტორი!

ლეონარდო და ვინჩი

ე.წ. “ლეონარდოს გამოცანები” კი აღებულია მისი წიგნიდან “წინასწარმეტყველებანი”

შეკითხვის გვერდი →

რესპირატორს ჩვენ ვუწოდებთ მოწყობილობას, რომელიც იცავს სუნთქვის ორგანოებს იმ


მტვრისა და მავნე ნივთიერებისაგან, რომელსაც შეიცავს ჰაერი. მისი სახელწოდება
წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან “respirare” — ამოსუნთქვა. კითხვა: რომელ
ხელსაწყოს უწოდებენ ფრანგები “aspirateur” — შემსუნთქავი?

მტვერსასრუტი

შეკითხვის გვერდი →

ავსტრიაში — გროსგლოკნერი, პორტუგალიაში — სერა-და-ეშტრელა, შვეიცარიაში —


დიუფური, ნორვეგიაში — გალჰეპიგენი, გერმანიაში — ცუგშპიცე, საქართველოში — ?

შხარა (5068მ)
საუბარი იყო სახელმწიფოების უმაღლეს მწვერვალებზე.

შეკითხვის გვერდი →

ამ მუსიკალური ინსტრუმენტის პროტოტიპს წარმოადგენდა ე.წ. ელეცკური როიალური


გარმონი. თანამედროვე სახელწოდება მას 1829 წელს მისცა ვენელმა ოსტატმა დამიანმა,
რათა ეჩვენებინა, რომ მის მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე ღილაკის ერთი დაჭერით
შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ბგერის მიღება. დაასახელეთ ეს ინსტრუმენტი!

აკორდეონი

ეს ორი ახლო მნიშვნელობის მუქარის გამომხატველი ორი ტერმინი მოვიდა სხვადასხვა


ენებიდან. პირველი — სპარსულიდან, მეორე — ფრანგულიდან. პირველი დღემდე
გამოიყენება და მათემატიკურ ნიშანთანაც კია დაკავშირებული. მეორე, რომელსაც
გარკვეული კავშირი აქვს ცივი იარაღის დეტალთან, მივიწყებულია, როგორც ნატიფი
წვრილმანი. დაასახელეთ ორივე ტერმინი!

შახი და გარდე

შეკითხვის გვერდი →

ბრიგანტიის რომაელმა ნაცვალმა სერვიუს ლუპუსმა ჩვენი წელთ აღრიცხვის 100 წელს
ბრძანა ამ ნაგებობის აგება. გავიდა საუკუნეები. ბრიგანტია გახდა ესპანური ქალაქი ლა-
კორუნია. ნაგებობა კი კვლავ ემსახურება ადამიანებს და ასრულებს იგივე დანიშნულებას.
რა დანიშნულებას?

შუქურის

შეკითხვის გვერდი →

იუდეველთა რიტუალში ეს წარმოადგენს შეხსენებას იმ ლოცვა-კურთხევის შესახებ,


რომელიც თავისი ხალხისათვის აღავლინა ღმერთმა. ქრისტიანობაში — ეს წარმოადგენს
ერთ-ერთი საიდუმლოს განუყრელ ელემენტს. აი, მუსლიმანები კი მას მიიჩნევენ მხოლოდ
იმათ პრეროგატივად, ვინც მიაღწია სამოთხეს. დაასახელეთ ეს!

ღვინო
შეკითხვის გვერდი →

მიმდინარე წლის 8 ივნისს ამერიკული გამომცემლობა “დელი” აპირებს ამჟამად


პოპულარული ავტორის ტომას ჰარისის რომანის “ჰანიბალის” გამოქვეყნებას. კითხვა: რა
ეწოდება რომანს, რომლის გაგრძელებაცაა მოხსენიებული ნაწარმოები?

შეკითხვის გვერდი →

1928 წელს აშშ-ს საარჩევნო კანონმა უფლებები გაუთანაბრა მამაკაცსა და ქალს; 1931 წელს
ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა 6 დომინიონის თანასწორუფლებიანობა; 1959 წელს
აშშ-ის შავკანინი მოსახლეობა უფლებებით გაუთანაბრდა თეთრკანიანს… კითხვა: ვისი
უფლებები, ბინადრობის ადგილის მიუხედავად, იქნა ჩამოთვლილი გაეროს
დეკლარაციაში იმავე 1959 წელს?

ბავშვის (“ბავშვის უფლებათა დეკლარაცია”)

შეკითხვის გვერდი →

ლონდონში დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის კიბესთან დგას ორი ბიუსტი.


ვისი და ვისი?

უილიამ შექსპირი და ბერნარდ შოუ

შეკითხვის გვერდი →

ამჟამად მსოფლიოში მათი რაოდენობა 100 მილიონს აჭარბებს. და ეს მხოლოდ ისინია,


რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან თავიანთ მსხვერპლს. სტატისტიკის მიხედვით მათ
ყოველ 20 წუთში პოულობენ. 1997 წელს ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან მათ
წინააღმდეგ, მიენიჭათ ნობელის პრემია, მცირე ხნის წინ კი მსოფლიო საზოგადოებამ
გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მათ წინააღმდეგ. რის შესახებაა საუბარი?

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები
1999 წლის 1 მარტს გაერომ შემოიღო აკრძალვა, რომელსაც ჯერ, სამწუხაროდ, არ
შეუერთდნენ აშშ, რუსეთი და ჩინეთი

შეკითხვის გვერდი →

არსებობს ლეგენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ჰქონდა დღის ასეთი განრიგი: ყოველ 4
საათში ის 15 წუთით წვებოდა დასაძინებლად და ასე, უთმობდა რა ძილს დღე-ღამეში
მხოლოდ საათნახევარს, მუდმივად ინარჩუნებდა შრომისუნარიანობას. უკვე ჩვენს დროში
ერთმა იტალიელმა მხატვარმა გადაწყვიტა მიებაძა დიდი წინამორბედისათვის. მან
აითვისა ეს მეთოდი და დარწმუნდა მის უეჭველ ეფექტურობაში, მაგრამ ნახევარი წლის
შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჩვეულებრივ 8 საათიან ძილს. რატომ?

არ იცოდა სად წაეღო გამოთავისუფლებული დრო

შეკითხვის გვერდი →

“ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიაზე ბედნიერ გამარჯვებულებს იქვე ართმევენ


ხოლმე ნანატრ სტატუეტებს და უბრუნებენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. რისთვის
კეთდება ეს?

სტატუეტებზე იტვიფრება მფლობელის გვარი

შეკითხვის გვერდი →

გერმანული ქალაქის ვისბადენის კრიმინალურმა პოლიციამ გამოჰკითხა ექსპერტთა


ჯგუფი: ბინის გაქურდვისაგან თავდაცვის რომელი ხერხი მიაჩნიათ მათ განსაკუთრებით
ეფექტურად? ყველამ ერთხმად აღიარა, რომ დაცვის საუკეთესო საშუალებებია —
პოლიციის ტელეფონზე მიერთებული სიგნალიზაცია და ძაღლი, თანაც ამ უკანასკნელის
ზომებს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხმამაღლა ყეფდეს. დანარჩენი ხერხები, რკინის
კარების ჩათვლით, ნაკლებად ქმედითია. კითხვა: რა დაწესებულებაში ჩატარდა ეს
გამოკითხვა?

ქალაქის ციხე

ექსპერტები კი პროფესიონალი ბინის ქურდები იყვნენ


როდესაც პტოლემეოს III აპირებდა სირიაში ანტიოქე II–ს წინააღმდეგ გალაშქრებას, მისმა
მეუღლე ბერენიკემ, გადაწყვიტა აფროდიტესთვის მსხვერპლი შეეწირა. ამისათვის მან
მისი ყველაზე ძვირფასი “სამკაულიც” კი გაიმეტა. თუმცა დილას, ტაძარში შესულმა
აღმოაჩინა, რომ მისი ძღვენი გაუჩინარდა, რამაც რაღა თქმა უნდა დედოფლის რისხვა
გამოიწვია. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გონებამახვილმა კონონმა იპოვა. არ
გეკითხებით ვინ იყო კონონი, დაასახელეთ ადგილი, სადაც მან მოპარული ძღვენი
აღმოაჩინა.

ცის კამარა

ასე მოგვითხრობს ლეგენდა თანავარსკვლავედ “ბერენიკეს თმების” შექმნის შესახებ.

შეკითხვის გვერდი →

კითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა რუსულენოვან სტატიას, სადაც მოთხრობილია ამ


უძველესი მოწყობილობის შექმნის და განვითარების ისტორია. აქვეა სია, რომელშიც
მოყვანილია ამ მოწყობილობის სხვადასხვა სახეობა. სიაში მოხსენიებულია სიტყვები:
ჯიბე, მაგიდა, წყალი, კედელი, კოშკი, ქვიშა, ხელი და სხვა. მიხვდით რა მოწყობილობაზეა
საუბარი და დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც სტატიის სათაურში ფიგურირებენ და
რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. მინიშნებისათვის
გეტყვით, რომ პირველი სიტყვა — ერთ–ერთი უძველესი ღვთაების სახელია და ამ
მოწყობილობის უძველეს სახეობასთან გადატანითი მნიშვნელობით არის
დაკავშირებული, ხოლო მეორე — ამ მოწყობილობის ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე
ვარიანტთან არის უშუალო კავშირში.

ატონი, ატომი

სტატია ეძღვნებოდა საათის შექმნის ისტორიას. სათაური ჟღერდა, როგორც “От Атона до
Атома”. პირველი საათი იყო მზის საათი (ატონი — მზის ღვთაება), უახლესი ვარიანტია —
ატომური საათი.

შეკითხვის გვერდი →

ჟიულ ბარტი თავისი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია


სპორტის ამ სახეობაში. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იგი ჟურნალისტებმა მის
ლეგენდარულ თანამემამულეს შეადარეს, რაზეც ენამახვილმა ჩემპიონმა მიუგო: “ის,
რასაც ასწავლიან სკოლებში ამ ადამიანზე, სრული მითია. სინამდვილეში მას 11 ვაჟი
ჰყავდა და არა ერთი”.
არ გეკითხებით ვის შეადარეს ჩვენი კითხვის გმირი, უბრალოდ დაასახელეთ სპორტის
სახეობა, რომელშიც ჟიულ ბარტმა მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს.

მშვილდოსნობა

საუბარი იყო ვილჰელმ ტელზე, რომელიც ლეგენდის თანახმად, მშვილდიდან ესროდა


საკუთარი ვაჟის თავზე დადებულ ვაშლს. ჟიულ ბარტის აზრით, ვარჯიშების დროს
ვილჰელმ ტელის უზუსტობას 11–დან 10 ვაჟი შეეწირა :)

შეკითხვის გვერდი →

ეს სიტყვა ინგლისურში შეიძლება იყოს ზმნაც და არსებითი სახელიც. ამ სიტყვას მრავალი


მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ათლეტიზმის ერთ–ერთი სახეობა, ცერემონიალური
მსვლელობა, ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, რაიმეს მოპარვა და სხვა. თუ მიხვდით
რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ორი სავაჭრო ნიშანი, რომელთა სახელწოდებაში
ფიგურირებს ეს ინგლისური სიტყვა და რომელთა სამშობლო კუნძულოვანი
სახელმწიფოებია.

Walkman და Johnnie Walker

საუბარი იყო სიტყვაზე “Walk”. Walkman — არის სონის სავაჭრო ნიშანი. Johnnie Walker —
შოტლანდიური ვისკი.

შეკითხვის გვერდი →

დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი, ახალი ზელანდიისა და ინგლისის


ნაკრებებს შორის გამართულ კრიკეტის მატჩს არ დასწრებია. მაგრამ იმაშიც ვარ
დარწმუნებული , რომ მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანს მოსმენილი აქვს ჟივილ–
ხივილი და ხმაური, რომელიც გულშემატკივართა მქუხარე მხარდაჭერას თან სდევდა,
თუმცა მაგ დროს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანების მიერ
გამოწვეული ხმაურია.

დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ზემოთხსენებულ მატჩს დაესწრო


და შემდგომში მთელს მსოფლიოს მოასმენინა ეს ხმები.

პიტერ ჯექსონი

„ბეჭდების მბრძანებლის“ ეკრანიზაციაში, ჯექსონმა გამოიყენა ეს ხმები, ორკების


გასახმოვანებლად. მატჩი ტარდებოდა ახალ ზელანდიაში, სადაც მიმდინარეობდა
ფილმის გადაღებები.
შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, როდესაც ჰაინრიხ ჰაინემ ერთ–ერთ გერმანულ გაზეთში წაიკითხა ეს სტატია, იგი
განრისხდა. განრისხდა არა იმდენად სტატიის არსებობის ფაქტის გამო, არამედ იმით, რომ
სტატია არ იყო პირველ გვერდზე დაბეჭდილი.

მაშ რას ეხებოდა სტატია, რომელმაც პოეტის ასეთი გულის წყრომა გამოიწვია?

ჰაინემ წაიკითხა საკუთარი ნეკროლოგი

შეკითხვის გვერდი →

ასეთი ადამიანები გერმანიაში ჯერ–ჯერობით სულ სამია. ისტორიის პროფესორი —


ეკარდ ფრაიზე, დიასახლისი — მარლენე გრაბჰერი და ფილოსოფიის ფაკულტეტის
სტუდენტი — გერჰარდ კრემერი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა, რომელიც ამ სიას
2002 წლის ოქტომბერში დაემატა, დაახლოებით ორჯერ მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა
წინამორბედებმა.

ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მითხრათ, რომელ შეკითხვას უკავშირდება ამ ხალხის
მიღწევები.

ვის უნდა გახდეს მილიონერი?

(ტელეთამაში Who wants to be a Millionaire)

2002 წლიდან კი გერმანიაში თამაშდება მილიონი ევრო, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია
ვიდრე მილიონი გერმანული მარკა

შეკითხვის გვერდი →

გერმანულ ენაში არის სიტყვა “zwist”, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “zwei”, რაც
ნიშნავს ორს. ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენში გავრცელებული ამ სიტყვის
ანალოგი, წარმოსდგება ლათინური სიტვისგან “Duo”, რაც ასევე ორს ნიშნავს. თუ
მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ მათემატიკოსი, რომლის სიცოცხლეც
1832 წელს ამან შეიწირა.

ევარისტ გალუა
“Zwist” გერმანულად ნიშნავს დუელს. ვარაუდობენ, რომ დუელი — მომდინარეობს
სიტყვისაგან “Duo”. 1832 წელს გალუა დუელში დაიღუპა.

შეკითხვის გვერდი →

ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში


გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და
სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით,
არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით
შექმნილი პროდუქციით.

მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?

სათამაშო დათვი „ტედი“

კლიფორდ ბერიმენმა „ვაშინგტონ ივნინგსტარ“–ში დახატა თეოდორ რუზველტის


კარიკატურა, რომლის საფუძველზეც მიჩტონმა დაიწყო სათამაშო დათვების სერიული
წარმოება.

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი


ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი,
რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და
განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი
შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან
გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?

ნათურა

ამბობენ, რომ განთქმულმა კინოპროდუსერმა დინო დე ლაურენტისმა, თავის ახალ


პროექტში მონაწილეობისათვის რიდლი სკოტი მიიწვია, მაგრამ რეჟისორმა მას უარი
განუცხადა. უარის მიზეზი კი ახალი ფილმის სცენარი იყო, ვინაიდან როდესაც სკოტმა
დახედა სცენარის გარეკანს, განაცხადა, რომ ევროპას იგი უდიდესი სიამოვნებით ეწვევა,
მაგრამ სპილოების გადაღების არანაირი სურვილი არ აქვს. საბოლოოდ პროდუსერმა
მაინც დაითანხმა რეჟისორი და ახალი პროექტიც შედგა.

დაასახელეთ ჰოლივუდელი მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რიდლის სკოტის ამ ფილმში


მთავარი პერსონაჟის როლი განასახიერა.
ენტონი ჰოპკინსი

საუბარია კინოფილმ “ჰანიბალზე”. თავდაპირველად სკოტს ეგონა, რომ მას ძველი


კართაგენელი სარდლის, ჰანიბალის ისტორიაზე ფილმის შექმნას სთავაზობენ. თუმცა
საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ფილმი უნდა გადაეღოთ ჰანიბალ ლექტორზე („კრავთა
დუმილის“ გაგრძელება).

შეკითხვის გვერდი →

ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი


თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი,
შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია.
ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი
ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს,
უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.

დუბლინი

საუბარი იყო ჯეიმს ჯოისზე (დუბლინელები, ულისე). ნობელის პრემიის ლაურეატები:


უილიამ ბატლერ იეიტსი, სემუელ ბეკეტი და ბერნარდ შოუ.

შეკითხვის გვერდი →

ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში


მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად
ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი
ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას:
“ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი — სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს — 30, ხოლო
იაფეტს — 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა
შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ
შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი,
რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.

ბაბილონი

მანუსკრიპტში არის განხილული ენების წარმოშობის თეორია. ბიბლიის თანახმად, ნოეს


შვილიშვილები ითვლებიან დღევანდელი ხალხების და შესაბამისად ენების
ფუძემდებლებად. დიალოგს წინ უსწრებს საუბარი ბაბილონის გოდოლის შესახებ.
შეკითხვის გვერდი →

კარლ საგანის რომანის “კონტაქტის” მთავარმა გმირმა ენიმ, პირველად ამის არსებობის
შესახებ მე–7 კლასში შეიტყო. პატარა გოგონას წარმოდგენაში, ეს რაღაც, სტოუნჰენჯის
“თაღებს” წააგავდა და მათთან ასოცირდებოდა. ამ რაღაცით ძალზედ დაინტერესებულმა
ბავშვმა, სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების შეგროვებაც კი დაიწყო. არ გეკითხებით
რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობისმოყვარე გოგონა ამ ქილებზე, უბრალოდ მითხარით
რისი არსებობის შესახებ შეიტყო საგანის გმირმა მე–7 კლასში.

პი (π)

სტოუნჰენჯის თაღი ვიზუალურად ძალიან ჰგავს π–ს. ხოლო სხვადასხვა ზომის


კონსერვის ქილების საშუალებით, გოგონა π–ს მნიშვნელობას ამოწმებდა.

შეკითხვის გვერდი →

ეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი შეიქმნა 1929 წელს ლონდონში და მისი


სახელწოდება წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა: “გამძლეობა”, “საიმედოობა”,
“აღმატებულობა” (უპირატესობა). 2004 წლის 1 დეკემბერს ევროპაში გამოჩნდა სარეკლამო
რგოლი, რომელიც მიეძღვნა ამ სავაჭრო ნიშნის 75 წლის იუბილეს. დაასახელეთ რომელ
სავაჭრო ნიშანზეა საუბარი.

DUREX

საუბარია კონტრაცეპტივების მწარმოებელ სავაჭრო ნიშანზე DUREX (“გამძლეობა”,


“საიმედოობა”, “აღმატებულობა (უპირატესობა)” — Durability, Reliability, Excellence). 1
დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, რაც დამატებითი მინიშნებაა.

შეკითხვის გვერდი →

ეს სიტყვა ფიგურირებს ისააკ ნიუტონის მიერ შექმნილი მექანიკური მოწყობილობის


სახელწოდებაში, რომელიც ენერგიის გარდაქმნის დემონსტრირებას ახდენს და რომელიც
ალბათ ბევრ თქვენთაგანს უნახავს. ეს სიტყვა აგრეთვე ფიგურირებს შტატ ვირჯინიას
ოფიციალურ მეტსახელში, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც ამერიკის რამოდენიმე
პრეზიდენტის მშობლიურმა შტატმა. ცნობილი ქართული წყაროს მიხედვით კი, ერთ–
ერთი მათგანი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და მუდმივ ჰიდროიზოლაციაში
იმყოფება. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ არსება, რომლისთვისაც ეს
შეიქმნა 1963 წელს განთქმული ამერიკელის მიერ.

კატა

საუბარია “აკვანზე”. მოწყობილობა — ნიუტონის აკვანი, ვირჯინიას მეტსახელი —


პრეზიდენტების აკვანი, ილიას მიხედვით ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო.
1963 წელს კურტ ვონეგუტმა დაწერა რომანი “Cat's Cradle”.

შეკითხვის გვერდი →

ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აღმართულ ქრისტიანულ


ტაძრებში ხშირად შეიძლება წარმართთა გამოსახულებებიც ვიხილოთ. მაგალითად,
შარტრის ეკლესიის შესასვლელში, დონატუსის, ციცერონის, არისტოტელეს, პითაგორას,
პტოლემეოსის, ევკლიდეს და ბეოციუსის გამოსახულებებია აღბეჭდილი. დაასახელეთ ის,
რის პერსონიფიკაციასაც, ფრანგი ისტორიკოსის აზრით, ზემოთხსენებული ადამიანები
წარმოადგენენ.

შვიდი თავისუფალი ხელოვნება

დონატუსი — გრამატიკა, ციცერონი — რიტორიკა, არისტოტელე — დიალექტიკა,


პითაგორა — არითმეტიკა, პტოლემეუსი — ასტრონომია, ევკლიდე — გეომეტრია,
ბოეციუსი — მუსიკა.

შეკითხვის გვერდი →

როდესაც ამ ჯგუფმა პირველად შეასრულა ეს ნაწარმოები, გაზეთებში გამოჩნდა


კრიტიკოსთა გამოხმაურება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძნელია იმის დადგენა,
ნამდვილად პატრიოტული გრძნობებით აღსავსენი არიან მუსიკოსები, თუ ისინი
საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობისათვის ლოცულობენ. არ გეკითხებით ამ მუსიკალური
ჯგუფის სახელწოდებას, დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

ბრიტანეთის ჰიმნი (God Save The Queen)

საუბარია ჯგუფი “Queen”–ის მიერ ბრიტანეთის ჰიმნის შესრულებაზე

შეკითხვის გვერდი →
არისტოტელემ ამ არსებას “აკაფელესი” უწოდა, რაც ჭინჭარს ნიშნავს. პლინიუსმა კი სხვა
სახელი შემოგვთავაზა “ზღვის ფილტვი”. კარლ ლინეიმ კი მას, ერთ–ერთი დის სახელი
მისცა, რომელიც ამ არსებას დღემდე შემორჩა. თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, უნდა
გაიხსენეთ უკანსკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა
და დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც დღევანდელ სამყაროში ამ
დის გამოსახულება ასოცირდება.

ჯანი ვერსაჩე

საუბარია მედუზაზე, რომელსაც კარლ ლინეიმ დაანათლა გორგონებიდან ერთ–ერთი


დის, მედუზას სახელი. მედუზა გორგონა ვერსაჩეს სიმბოლოა.

შეკითხვის გვერდი →

ასე აღწერს “იაკობის კიბეს” XII საუკუნეში მცხოვრები და მოღვაწე აბატისა — ჰერდა
ლანდსბერგელი: “ანგელოზები და დემონები უსასრულო ჯაჭვივით მოძრაობენ მასზე და
ხელს უშლიან ადამიანებს ზემოთ ასვლაში. ადამიანები ძირს ეცემიან, მაგრამ კვლავ
ცდილობენ ზემოთ აბობღვას, თუმცა უშედეგოდ”. ამის შესახებ ისტორიკოსი ლე გოფი
თავის წიგნში წერს, რომ ეს არის “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი…” არ
გეკითხებით რა, უბრალოდ დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის
ერთ–ერთი ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს გამოტოვებული სიტყვები.

ალბერ კამიუ

“ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი მითი სიზიფეზე”. ლე გოფის აზრით, აბატისას


მიერ აღწერილი მითი, ძალიან ჰგავს მითს სიზიფეს შესახებ, სადაც ასევე სრულიად
უნაყოფო მოქმედება ხდება.

ეს ორი სიტყვა აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა აქტიურად გამოიყენება ისრაელ-პალესტინის


კონფლიქტის მოგვარების საქმეში. პაციფისტური იდეებით გამსჭვალული და რეგიონში
მშვიდობის დამყარების მსურველი პირები ამ სიტყვების საშუალებით მიუთითებენ მათ
„ბუკვალურ” მნიშნველობაზე და აცხადებენ — ისევე როგორც მათ აქვთ ერთი
წარმომავლობა, ასევე ებრაელ და პალესტინელ ხალხსაც საერთო წარსული აქვსო. ასევე
აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელ-პალესტინური პაციფისტური შეხვედრები სიმბოლურად,
და არა მხოლოდ სიმბოლურად, იწყება სწორად ამ ორი სიტყვით. დაასახელეთ ორივე თუ
მათი „ბუკვალური“ მნიშვნელობა მე უკვე ვახსენე კითხვის წაკითხვის პროცესში.

სალაამ და შალომ — სალამი და შალომიც მიიღება

ერთი არაბულად ნიშნავს „მშვიდობას” და მეორე ივრითზე, ორივე წარმოადგენენ


მისალმების სიტყვებს
შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა დათო ევგენიძის პოეტური მინიატურა:

„გეუბნები რომ მიყვარხარ

მეასეჯერ!

XYZ

არასოდეს მყვარებიხარ!“.

აღადგინეთ სამი გამოტოვებული სიტყვა «X, Y, Z» ნაცვლად!

მე ასე ჯერ

შეკითხვის გვერდი →

ამ პარამეტრით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან განიმედე, კალისტო, იო და ევროპა. მესამე


ადგილი უკავია ტიტანს, მეოთხე — იაპეტს, მეხუთე კი — რეას. თუ მიხვდით რა
პრინციპით არიან ცხრილში განლაგებული ეს ციური სხეულები, დაასახელეთ რომელი
ციური სხეული იკავებს პირველ პოზიციას.

მთვარე

მზის სისტემის პლანეტების ყველაზე ადრე აღმოჩენილი თანამგზავრი, განიმედე, იო,


ევროპა და კალისტო აღმოაჩინა გალილეიმ 1610 წელს, ტიტანი ჰერშელმა — 1655 წელს,
ტიტანი — 1671 წელს და რეა — 1672 წელს

შეკითხვის გვერდი →

ალბერტ შვაიცერი ამბობდა, რომ არსებობს ორი საშუალება ამქვეყნიური გაჭირვებისგან


თავის ასარიდებლად, ეს არის მუსიკა და ისინიო. ისინი ფიგურირებენ მუსიკალური
ნაწარმოების სათაურში, რომლის პრემიერაც გაიმართა ლონდონში 1981 წლის 11 მაისს.
დაასახელეთ ამ მუსიკალური ნაწარმოების ავტორი.

ენდრიუ ლოიდ ვებერი


საუბარია კატებზე და ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლზე "The Cats"

შეკითხვის გვერდი →

1967 წლის 21 ივნისს აშშ-ს საპატენტო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა პატენტი ახალი
მოწყობილობის შექმნისათვის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საავტორო უფლების
დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში ის სახელი, რომლითაც ცნობილია ეს
მოწყობილობა, მოხსენიებული არ არის. თუმცა, ის ფიგურირებს გასული საუკუნის 20-იან
წლებში შექმნილი პერსონაჟის სახელში, რომლის ნამდვილი სახელი მინერვა გახლავთ.
დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

მინი მაუსი

მოწყობილობა არის კომპიუტერის მაუსი

შეკითხვის გვერდი →

ამ პარამეტრით მთელ მსოფლიოში მეორე ადგილზეა ირანი, რომლის რიცხვითი


მაჩვენებელი მერყეობს 5-სა და 6 მილიონს შორის. მესამეზე — ერაყი 4-დან 5-მილიონამდე
მაჩვენებლით. მეოთხეზე — სირია 2-დან 3 მილიონამდე მაჩვენებლით. მე არ გეკითხებით
თუ რას აღნიშნავენ ეს რიცხვები. დამისახელეთ ქვეყანა, რომელიც იმყოფება ამ სიაში
პირველ ადგილზე და რომლის რიცხვითი მაჩვენებელი აჭარბებს 15 მილიონ ერთეულს.

შეკითხვის გვერდი →

1990 წელს უილიამ სტეიგმა დაწერა და დაასურათა წიგნი. წიგნის მთავარი პერსონაჟის
სახელი მან აიღო გერმანული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც
„ძრწოლა“. მიუხედავად მისი თვინიერი ხასიათისა, ეს პერსონაჟი მართლაც რომ შიშს და
ძრწოლას თესავს ყველგან წიგნში მოთხრობილი მთელი ამბის განმავლობაში, თუმცა
საბოლოოდ მას მაინც ეწვევა სიყვარული და ამბავიც კეთილად მთავრდება. დაასახელად
ამ პერსონაჟის სახელი.

შრეკი

სწორად ამ საბავშვო წიგნის საფუძველზე შეიქმნა შემდეგ მულტ-ტრილოგია


შეკითხვის გვერდი →

მისი დაბადების დღე 29 აპრილსაა. იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თავისი


სილამაზის, ტალანტისა და ”სახიფათო ფიქრების” გამო. ოსკარების ერთ-ერთ
დაჯილდოებაზე დარბაზი მას ფეხზე ადგომით შეეგება. მეტიც, მამაკაცები
აღფრთოვანებულები უმღერდნენ ცნობილი ჯგუფის ერთ-ერთ კომპოზიციას, რომელიც
მსოფლიოს ჯორჯ მარტინის წყალობით მოევლინა. დაასახელეთ ამ სიმღერის
სახელწოდება და შემსრულებელი ჯგუფი.

The Beatles-ის "Michelle"

საუბარია მსახიობ მიშელ პფაიფერზე, ფილმიდან "სახიფათო აზრები". ხოლო მისთვის


მიძღვნილი სიმღერა "Michelle", ბიტლებმა 1965 წელს ჩაწერეს სწორედ ჯორჯ მარტინის
პროდიუსერობით.

შეკითხვის გვერდი →

ამის შექმნის იდეა პირველად უნგრელ გამომგონებელს 1947 წლის გაზაფხულზე


მოუვიდა. მალე მან მსოფლიოს მრავალი მკვლევარის ყურადღება მიიპყრო და სწრაფი
პოპულარობა მოიპოვა. დღეს უკვე ის შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ სავაჭრო მაღაზიაში,
გამოფენებზე, ბიბლიოთეკებში… სიტყვასიტყვით მისი ძველბერძნული თარგმანი ჟღერს,
როგორც ”მთლიანი ჩანაწერი” რაზეა საუბარი?

ჰოლოგრამა

შეკითხვის გვერდი →

ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ჩინეთში ის ყვითელი და ნარინჯისფერია; ბელგიაში და


საფრანგეთში — წითელი, ჰოლანდიაში და მონაკოში — ლურჯი და ცისფერი, იაპონიაში
— მწვანე, ჩეხოსლოვაკიაში — წითელი თეთრზე, ჩვენთან კი — შავი თეთრზე. რაზეა
საუბარი?

საუბარია საავტომობილო ნომრებზე.

ჯეისონ ლუისი 13 წლის განმავლობაში მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. ამასთან ის


გადაადგილდებოდა მხოლოდ იმ საშუალებებით, რომლებიც მოძრაობაში მოდის
ადამიანის კუნთების მეშვეობით. მან ველოსიპედის, წყლის ველოსიპედის, კანოეს,
კატამარანის, გორგოლაჭების და ციგურების საშუალებით მოიარა ხუთი კონტინენტი და
შინ მშვიდობით დაბრუნდა. დასახლებული პუნქტი, საიდანაც მან აიღო სტარტი და სადაც
მან დაასრულა თავისი 13-წლიანი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო არც-თუ შემთხვევით
იყო შერჩეული. დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი და გაითვალისწინეთ, რომ მის
სახელში სამი ერთნაირი ხმოვანია.

გრინვიჩი

მასზე გადის ნულოვანი მერიდიანი

შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნეში ერთმა იტალიელმა განაცხადა: — მე რომ შემეძლოს მათი ყველა სახელის


დამახსოვრება მაშინ ბოტანიკოსი გამოვიდოდიო. ისინი წარმოადგენენ 1990-იან წლებში
დაწერილი რომანის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ რომანის სახელწოდება.

"ელემენტარული ნაწილაკები"

ასე განაცხადა ენრიკო ფერმიმ ელემენტარულ ნაწილაკებზე, ასევე ეწოდება 1998 წელს
დაწერილ მიშელ უელბეკის რომანსაც — "ელემენტარული ნაწილაკები", რომელიც
ქართულად თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა

შეკითხვის გვერდი →

მარლენ დიტრიხი ამბობდა რომ იქსი ჩემი საფირმო პროდუქტია, მე მას ჩემს გამოსვლებში
ვყიდი და ის ძალიან ძვირი ღირსო. იგრეკის სიგრძე კი — ვიკიპედიის მტკიცებით 4444
კილომეტრია. დაასახელეთ ორივე თუ იგრეკი იქსის შემადგენელი ნაწილია.

გლამური, ამური

შეკითხვის გვერდი →

ზოგიერთი ისტორიკოსი ფეოდალური ხანის და ზოგადად რაინდების ეპოქის დასაწყისად


ასახელებს თარიღს, ჩვ. წ.–ის 450 წელს (მე–5 საუკუნე), როდესაც დამპყრობელი
მომთაბარეების წყალობით ეს გამოგონება ევროპაში მოხვდა. დაასახელეთ ეს გამოგონება,
თუ პირველად მის შესახებ შეკითხვის ავტორმა სკოლაში, რუსულის გაკვეთილზე
შეიტყო, როდესაც მოუხდა გამონაკლისი არსებითი სახელების დაზუთხვა.
უზანგი

რუსულად — стремя, რომელიც საშუალო სქესისაა და გამონაკლისს წარმოადგენს, ისევე


როგორც время, вымя, имя, племя, бремя, знамя, пламя, семя, темя — სულ ასეთი არსებითი
სახელი რუსულ ენაში ათია

შეკითხვის გვერდი →

2007 წლის ივნისში დიდი რვიანის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტის წინ, მიხეილ
სააკაშვილი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად რუსეთს ეწვია. ორი მეზობელი
სახელმწიფოს პრეზიდენტს უნდა ემსჯელათ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის,
სავიზო რეჟიმის, ენერგო ბლოკადის, ღვინის ექსპორტის და მრავალი სხვა დღემდე
მოუგვარებელი პრობლემის შესახებ. ამ ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ «24 საათში»
დაჩი ღირსიაშვილმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურიც ემთხვევა 1996 წელს
შექმნილი ფილმის სახელწოდებას. დაასახელეთ ამ ფილმის სათაური.

"შეუძლებელი მისია" (Mission impossible)

შეკითხვის გვერდი →

მოისმინეთ შოთა ამირანაშვილის პოეტური მინიატურა: „– ამ ბოლო დროს დავალებებს,


რატომ არ წერ გოჩა? — ავად არის პაპაჩემი, ვერა და ვერ მორჩა“. განვაგრძოთ შეკითხვა —
2008 წლის მარტში, ვილიარეალთან მატჩის შემდეგ, ბარსელონას მცველმა, აბიდალმა
თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დაღლილობა არასოდეს არ არის ის, რაც ეწოდება ამ
პოეტურ მინიატურას. დაასახელეთ მისი სათაური ორი სიტყვით.

საპატიო მიზეზი

ვილიარეალთან ბარსელონა დამარცხდა საკუთარ მოედანზე 1-2

შეკითხვის გვერდი →

ასწლიანი ომის დროს, აზენკურის ბრძოლის წინ, 1415 წლის ოქტომბერში, ფრანგები
იქადნებოდნენ, რომ ინგლისელთა მშვილდოსნებს, მას შემდეგ რაც ისინი ფრანგების
ტყვეობაში ჩავარდებოდნენ, მოკვეთდნენ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ბრძოლაში
მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორც მოგეხსენებათ ბრძოლა ფრანგების
გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ლეგენდის თანახმად სწორად ამ ბრძოლის
შემდეგ, ინგლისელები ჩადიან ქმედებას, რომელიც პირადად ჩემთვის (კითხვის
ავტორისათვის) ასოცირდება ქალის სახელთან. დამისახელეთ ქალის ეს სახელი.

ვიქტორია

საუბარია საჩვენებელი და არათითებით გამარჯვების მიმანიშნებელ ჟესტზე


„ვიქტორიზე“, ზუსტად ამ თითებს იყენებდნენ ინგლისელი მშვილდოსნები სროლის
დროს

შეკითხვის გვერდი →

იქსი გასული საუკუნის 50-იან წლებში ავსტრიული წარმოშობის ამერიკელმა, რობერტ


ადლერმა შექმნა. აშშ-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა გამოკვლევა, რომლის
მიხედვითაც გაირკვა, რომ დღესდღეობით ყოველ ამერიკულ ოჯახში საშუალოდ არის 4
იქსი, სხვა მონაცემებით ეს რიცხვი 5-ს და 6-საც კი აღწევს. თითოეული იქსი კი —
საშუალოდ შეიცავს 30-დან 50 იგრეკამდე. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

იქსი — დისტანციური მართვის პულტი, იგრეკი — ღილაკი

შეკითხვის გვერდი →

სემაფორულ ანბანში ინგლისური ანბანის მეთოთხმეტე ასო გამოისახება ორი დროშით,


როდესაც მარცხენა და მარჯვენა ხელი, ორივე დაბლაა დაშვებული მხრების დონეზე.
ინგლისური ანბანის მეოთხე ასო კი გამოისახება ორი დროშის საშუალებით, როდესაც
მარჯვენა ხელი მაღლაა აწეული, მარჯვენა დაბლა და ორივე ხელი ერთმანეთთან გაშლილ
კუთხეს ადგენენ. ამ ორი სიმბოლოს და კიდევ ერთი მარადიული სიმბოლოს
გაერთიანებით 1958 წლის თებერვალში ჯერალდ ჰოლტომმა შექმნა ახალი სიმბოლო,
რომელიც ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა გამოსახოთ თქვენს ფურცლებზე.

საუბარია ბირთვული განიარაღების სიმბოლოზე

მეთოთხმეტე ასო არის "N", მეოთხე — "D", ორივე ერთად წარმოადგენენ Nuclear
Disarmament-ის აბრევიატურას. საუბარია წრეში ჩახატულ «ქათმის ფეხზე» — როგორც მას
ასე ხშირად მოიხსენიებენ.

შეკითხვის გვერდი →
კანადელი ასტრონომის, დევიდ ლევის აზრით «ისინი კატებს ჰგვანან, იქცევიან ისე,
როგორც მოესურვებათ და მათაც, კატების მსგავსად გააჩნიათ იქსი». იქსი ფიგურირებს
ზედსართავ სახელში, რომლითაც დავით კლდიაშვილი ახასიათებს საკუთარ
პერსონაჟებს, აღწერს რა აზნაურებს, რომელთაც არაფერი გააჩნიათ და მაინც თავის
გვარიშვილობას და წარსულ დიდებას არ ივიწყებენ. მე არ გეკითხებით არც იმას, თუ რის
შესახებ თქვა დევიდ ლევიმ ეს სიტყვები და არც იმას თუ რა არის იქსი. დამისახელეთ
ზედსართავი სახელი.

კუდაბზიკა

იქსი არის კუდი, ასტრონომი საუბრობდა კომეტებზე

როგორც ამტკიცებენ სპეციალისტები, თენსპოტების, იგივე სოუბაკების სამსახურის


საშუალო განგრძლივობა — 18 თვეა, დაბლ სოუბაკებისა — 25 თვე. მათგან ყველაზე
გამძლეა სი-ნოუტი, რომლისათვის ეს ვადა 60 თვეს შეადგენს. ახლა კი დამისახელეთ სი-
ნოუთების კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას ერთი უდარდელი ექიმის სეხნიად
ხდის!

ბენჟამინი

ლაპარაკია 10, 20 და 100 დოლარიანი კუპიურების ამერიკულ მეტსახელებზე და მათი


ბრუნვაში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობაზე.

უდარდელი ექიმი: ბენჟამენ ღლონტი

შეკითხვის გვერდი →

ამ ეგზოტიკური „დაწესებულების“ სახელწოდების არაბული ვარიანტი გამოიყენება


როგორც ჩვენთვის ცნობილი შინაარსით, ასევე ნებისმიერი წმინდა ადგილის
აღსანიშნავად. მისი მეორე სახელწოდება წარმოდგება იტალიური სიტყვისაგან
„შემოსაზღვრული ადგილი, სამხეცე“, კიდევ ერთი სახელი ჰინდური წარმოშობისაა და
ჰინდის ენაზე ”ფარდას” ნიშნავს. მოცარტმა აჩვენა, რომ იქ შესანიშნვად მღერიან, ხოლო
ერთი რუსული ინტერნეტ–საიტი ამტკიცებს, რომ იქ არ არსებობენ ცუდი მოცეკვავეები.
დამისახელეთ ეს „დაწესებულება“!

ჰარამხანა (ჰარემი, სერალი, ფურდახი)

შეკითხვის გვერდი →
ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება,
ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა კი შტურვალთანაა ვალიკო
მიზანდარი“ . დამისახელეთ სახელი და გვარი, რომელიც მე ვალიკო მიზანდარით
შევცვალე!

ისააკ ნიუტონი

ასტრონავტს მხედველობაში აქვს ის, რომ ახლა უკვე ყველაფერი დედამიწის


მიზიდულობაზეა დამოკიდებული

შეკითხვის გვერდი →

ირლანდიელები ამტკიცებენ, რომ ზურმუხტოვან კუნძულზე გადასვლისთანავე წმინდა


პატრიკი ინტენსიურად შეუდგა სამი სასიცოცხლო საქმის კეთებას: კუნძულზე არსებული
ყველა გველის გაწყვეტას, წარმართების გაქრისტიანებას და კიდევ ერთ საქმეს, რომელიც
იგივე ლეგენდის მიხედვით, ძალიან ეხმარებოდა ქრისტიანობის გავრცელებაში. მაშ,
კიდევ რა საქმიანობას ეწოდა წმინდა პატრიკი ირლანდიაში?

ვისკის გამოხდას

მოგეხსენებათ, ვისკის წარმოშობის თაობაზე შოტლანდიელები და ირლანდიელები


სხვადსხვა აზრის არიან

შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპნია ნტვ-ს ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ერთერთი


მატჩის რეპორტაჟის წაყვანის დროს რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ მოედანზე ადგილი
ჰქონდა მილიციური ორთაბრძოლას (милецейское единоборство). დამისახელეთ გუნდები,
რომლებიც იმ დღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ!

სარაგოსა და ბარსელონა

მატჩზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა გაბრიელ მილიტოს და დიეგო მილიტოს


ორთაბრძოლა

შეკითხვის გვერდი →
ალბათ ზოგმა ჩვენთაგანმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს მიქაელ მუსკულუსი. თუმცა
მისი თავი ძალიან ცნობილი სიმბილოა და მისი სილუეტი ბევრ ფილმში ამა თუ იმ სახით
შეგვხვედრია. მაგალითისათვის შემიძლია დაგისახელოთ ბემბი, მძინარე მზეთუნახავი,
მეფე-ლომი, პიტერ პენი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. მაშ, რა სახელით ვიცნობთ ჩვენ მიქაელ
მუსკულუსს?

მიკი მაუსი

დაბადების თარიღი — 1928 წელი. მისი თავი არის დისნეის ცნობილი სიმბოლო. მიქაელ
მუსკულუსი არის მიკი მაუსის ლათინური სახელწოდება.

შეკითხვის გვერდი →

შუა საუკუნეების რუსეთში ეს შეჯიბრი ეკლესიის ახლოს ან სამრეკლოზე ტარდებოდა


ხოლმე და ძირითადად გარდაცვლილი ნათესავების სულის მოგონებას ემსახურებოდა.
არსებობდა შეჯიბრის ორი ნაირსახეობა — ინდივიდუალური და ჯგუფური. აღსანიშნავია,
რომ ორთაბრძოლის ეს სახეობა, ბანქოსთან და კამათლით თამაშთან ერთად, მოიხსენიება
რუსულ საეკლესიო წყაროებში 1629 წელს, როცა ვოლოგდის ეპისკოპოსმა ვარლამმა ისინი
ყველა ერთად აკრძალა. მაშ, რა შეჯიბრზეა საუბარი, თუკი ის აუცილებლად გაიმართება
რუსეთში დაახლოებით ერთი თვის შემდეგ?

კვერცხების დაჭიდება

წითელი კვერცხების დაჭიდება აღდგომაზე

შეკითხვის გვერდი →

ფარაონ ჯოსერის მმართველობის ხანამდე ეგვიპტელი ფარაონების სამუდამო


განსასვენებელი ე.წ. მასტაბა იყო, რომელიც წარმოადგენდა გვერდებმომრგვალებულ,
მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მიწაყრილს. მისი სიკვდილის შემდეგ
არქიტექტორმა იმჰოტეპმა უარი თქვა არსებულ ტრადიციაზე. მან ექვსი, სხვადასხვა
ზომის მასტაბა დააშენა ერთი-მეორეს და ასე გახდა ფარაონი ჯოსერი პირველი
ეგვიპტური პირამიდის მარადიული ბინადარი. შედეგად მიღებული ნაგებობის
გარეგნული იერის გათვალისწინებით ეგვიპტოლოგები მას სიმბოლურად უწოდებენ
ისევე, როგორც ეწოდება 1970-იან წლებში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებს. დაასახელეთ
ამ მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდება.

Stairway to Heaven
ჯოსერის პირამიდა ექვსი საფეხურისგან შედგება

შეკითხვის გვერდი →

ფრანც კაფკა ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე ამბობდა, რომ „იქსი არის სუსტი,
მაგრამ ერთადერთი შანსი ტურისტისათვის, რომ სწრაფად და ჭეშმარიტად შეაღწიოს
პარიზის გულში“. რაიმონ კენოს რომანის გმირისათვის, კი — იქსი წარმოადგენს
პროვინციალის ყველა ფანტაზიის კვინტესენციას პარიზის შესახებ. დაასახელეთ
ხუთასოიანი სიტყვა, რომელიც დაშიფრულია იქსით ამ კითხვაში.

მეტრო

რაიმონ კენოს რომანს ეწოდება "ზაზი მეტროში"

შეკითხვის გვერდი →

მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე მათი რაოდენობა მთელი მსოფლიო მასშტაბით ერთ


მილიარდ ერთეულს აჭარბებდა, მათ შორის 250 ათას ერთეულს ითვლიდა ქალაქი
პარიზი. ბუნებრივია, მათი ასეთი დიდი რაოდენობა გულისხმობდა გარკვეული
კატეგორიის ადამიანების ჭარბი რაოდენობით არსებობასაც, რომელთა შესახებაც 1948
წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი. დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

ვიტორიო დე სიკა

საუბარია ველოსიპედებზე, ადამიანებზე — ველოსიპედების გამტაცებლებზე და


ვიტორიო დე სიკას ფილმზე "ველოსიპედების გამტაცებლები"როცა იგი 1607 პავლე
მეხუთესაგან რომში ეპისკოპოსად კურთხევას იღებდა, პაპი ერთობ დააეჭვა მისმა
ახალაგაზდრულმა ასაკმა. მაშინ მან პაპი დაარწმუნა, რომ საეპისკოპოსო ასაკი უკვე
შეუსრულდა, თუმცა კურთხევის შემდეგ გამოტყდა სიცრუეში და პაპისაგან ამ ცოდვის
შენდობა მოითხოვა. „ეს ბიჭუნა დიდი გაიძვერა ვინმე დადგება“ — თქვა მაშინ
შორსმჭვრეტელმა პავლე მეხუთემ. მაშ, დამისახელეთ ეს გაიძვერა ბიჭუნა!

კარდინალი რიშელიე

Всемирное остроумие. Москва. Терра — Книжный клуб. 1999. ст. 104

შეკითხვის გვერდი →
ფრანგი მხატვარი ნიკოლა პუსენი ამბობდა, რომ ნამდვილი ხელოვანისთვის „სიკვდილი“
აუცილებელი პირობაა. ცნობილია, ბევრი „მკვდარი“ პოეტი, მათ შორის ეფიმ
პრიდვოროვი, ან თუნდაც ტერენტი გრანელი. ხოლო ჟან პოლი ამბობდა, რომ „სიკვდილი“
არის ბევრი ნაკლის და იმავდოულად ყველა გამოგონების დედა. დამისხელეთ სიტყვა,
რომელიც მე შევცვალა სიტყვით „სიკვდილი“!

სიღარიბე

ეფიმ პრიდვოროვი — დემიან ბედნი. მოგეხსენებათ, სიმღერა ”სიკვდილი და სიღარიბე”

შეკითხვის გვერდი →

გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს აშშ საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა. ამავე
დროს გააქტიურდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დამცველი
ორგანიზაციები. პიკს მიაღწია ფემინისტურმა მოძრაობამ, შეიქმნა შავკანიან ამერიკელთა
ორგანიზაცია ”შავი ავაზები”. ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა
ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება სახელწოდებით ”რუხი
ავაზები”. რა კატეგორიის ამერიკელების უფლებებს იცავდა საზოგადოება „რუხი
ავაზები“?

ხანშიშესულების (რუხი — ჭაღარა)

შეკითხვის გვერდი →

ტორდესილიასის სასახლის კომენდანტი მარკიზი დენია, რომელიც დიდი ხნის


განმავლობაში მეთვალყურეობდა კასტილიის დედოფალ ხუანა შეშლილს ერთერთ
პატაკში წერდა: „დედოფალმა აპეტიტი დაკარგა, შეუფერებლად აცვია, დროულად არ
იძინებს“. იქვე მარკიზი აღნიშნვდა, რომ მის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის
ფაქტი, რომ დედოფალი აღარ აკეთებს ამას, რაც საბოლოოდ ადასტურებს მის
ავადმყოფობას. კითხვა: დედოფლის მიერ რაზე უარის თქმამ შეაშფოთა ასე მარკიზი
დენია?

მესაზე დასწრება

მე-16 საუკუნის ესპანეთი კათოლიციზმის მსოფლიო ბურჯი გახლდათ და შესაბამისად,


მისი მონარქები რადიკალური ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ

შეკითხვის გვერდი →
არსებობს პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც უკანასკნელი 183 წლის განმავლობაში
რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველების მონაცვლეობას ეფუძნება და რომელიც
ამტკიცებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს პარადოქსულ
კანონზომიერებას. ერთი შეხედვით, ეს კანონზომიერება დაირღვა მაშინ, როცა სტალინის
შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა მალენკოვი, მაგრამ, მწერალი ვლადიმერ
სავჩენკო ამტკიცებს, რომ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირს რეალურად ბერია მართავდა,
შესაბამისად, კანონზომიერება არ დარღვეულა. მაშ, რა თავისებურება აქვს ამ ხუმრობა-
პარადოქსის მიხედვით რუსეთის ყოველ მეორე მმართველს?

ის მელოტია

კანონზომიერების მიხედვით ხდება მელოტი-თმებიანის მონაცვლეობა

შეკითხვის გვერდი →

როგორც ამტკიცებს ვიკიპედია, იგი ბერგამოს მკვიდრია, რომელმაც უკეთესი ცხოვრების


ძებნაში ვენეციაში იპოვა ნავთსაყუდელი. თავდაპირველად ის მიამიტი და
გულუბრყვილო იყო და მრავალრიცხოვანი საკერებლებით დაფარულ კოსტიუმს
ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ეშმაკ და ენამახვილ ინტრიგნად ჩამოყალიბდა და
შესაბამისად, კოსტიუმის საკერებლებმაც გაცილებით ესთეტიური სახე მიიღეს. ახლა კი
დამისახელეთ ბულგარელი ემილ დიმიტროვის ცნობილი სიმღერა, რომლითაც იგი
გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით პოპულარული
გახდა!

არლეკინო

მუსიკა: ემილ დიმიტროვი, ტექსტი: ბორის ბარკასი, მღერის: ალა პუგაჩოვა

შეკითხვის გვერდი →

მისი მოძებნის პროცესმა კითხვის ავტორს, იმერეთის ერთი სოფლის მკვიდრისაგან


განსხვავებით, დიდი სიამოვნება ვერ მოუტანა. სამაგიეროდ, მოთხრობისა და ფილმისაგან
განსხვავებით, ჩვენს შემთხვევაში ძებნის შედეგი ერთობ კონკრეტული აღმოჩნდა, კერძოდ
კი სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპისკოპოსი პოლიკარპ ვასილიევიჩ გულევიჩი, რომელიც
1937 წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს ბოლშევიკებმა. მაშ, რა სახელითაა ცნობილი
ეპისკოპოსი გულევიჩი 2000 წლის შემდეგ?
წმინდა პორფირე

ლაპარაკია წმ.პორფირეს ხატზე ფილმიდან „შერეკილები“

შეკითხვის გვერდი →

იგი 1884 წელს დაიბადა ლუქსემბურგში, 20 წლის ასაკში გადაბარგდა აშშ-ში სადაც
ხელმისაწვდომი რადიოკომპლექტების წარმოება დაიწყო. ვიკიპედია ამტკიცებს, რომ
სწორედ მას ეკუთვნის ტერმინი „television“ და ტერმინი „scientifiction“ (სამეცნიერო
ფანტასტიკა). ასევე იგია ავტორი მოთხრობების სერიისა ”ბარონ მიუნჰაუზენის
სამეცნიერო თავგადასავლები”. მე არ გეკითხვბით მის გვარს, უბრალოდ, დამისახელეთ
მისი სახელი!

ჰიუგო გერნსბეკი

პრემია „ჰიუგო“ დაარსდა მის პატივსაცემად 1953 წელს და გადაეცემა ფანტასტიკის და


ფენტეზის ჟანრში მოღვაწე ავტორებს

შეკითხვის გვერდი →

მე-19 საუკუნის შუახანებში გერმანიასა და ავსტრიაში პოპულარული გახდა სატრფიალო


ბარათების ნაცვლად საყვარელი ქალისთვის ყვავილების თაიგულის გაგზავნა, რომელშიც
ყველა ყვავილი გარკვეულ აზრობრივ დატვირთვას ატარებდა. ასე, მაგალითად ნარშავის
(чертополох) ყვავილი ქალს აუწყებდა: „სიცოცხლის პოეზია ისე ჩაგივლის გვერდით, რომ
ყურადღებას არ მოგაქცევს“, იორდასალამი (პიონი) ნიშნავდა: „შენ საოცრად ამაყი ხარ
შენი სიმშვნეიერით“. დამისახელეთ ყვავილი, რომელიც ნიშნავდა შემდეგს: „შენ ისეთი
ფლეგმატური და მძინარა ხარ, რომ ჩემი გულის ხმა არ გესმის“!

ყაყაჩო

შეკითხვის გვერდი →

1928 წელს სამი კომკავშირელი პოეტი, ჟაროვი, უტკინი და ბეზიმენსკი შემოქმედებითი


მივლინებით ევროპაში გამეგზავრნენ. ევროპელები სრულიად სამართლიანად
უყურებდნენ მათ როგორც ბოლშევიკ აგიტატორებს და ამიტომ მკვეთრად შეუმცირეს
თითოეულ პუნქტში გაჩერების ვადა. დამისახელეთ სახელწოდება, რომლითაც რუსეთში
დაბრუნებულმა პოეტებმა დაასათაურეს თავიანთი ჩანახატი ამ მოგზაურობის შესახებ!

Голопам по Европам

დაასახელეთ “გუთების ქვეყანა”, რომლის სახელმწიფო სიმბოლო, ერთ–ერთი ლეგენდის


თანახმად შეიქმნა მას შემდეგ, რაც მეფემ ბრძოლის ველზე დაჭრილი თანამებრძოლის
სისხლით დასვრილი ხელი ოქროსფერ ფარზე შეიწმინდა.

კატალონია

კატალონია — Gothalunia (გუთების ქვეყანა). კატალონიის ჰერბზე გამოსახულია ოქროს


ფერი ფარი, რომელზეც ოთხი წითელი ზოლია ასახული.

შეკითხვის გვერდი →

ეს მეცნიერი ერთ–ერთ თავის წიგნში იხსენებს, რომ ეს კითხვა მას ბავშვობიდან


აღელვებდა. როდესაც მას პირველად დაებადა ეს შეკითხვა, მშობლისგან პასუხად მიიღო,
რომ ისინი — დიდ სიმაღლეზე განთავსებული ერთგვარი საყოფაცხოვრებო ნივთებია.
პასუხმა ცნობისმოყვარე ბიჭუნა ვერ დააკმაყოფილა და ბავშვმა ბიბლიოთეკას მიაკითხა,
სადაც მომავალმა მეცნიერმა მათ შესახებ წიგნები მოითხოვა. ბიბლიოთეკის
თანამშრომლებისგან, პატარა ბიჭუნამ წიგნების ნაცვლად ჟურნალები მიიღო, რომლებიც
კლარკ გეიბლის და ჯინა ჰარლოუს სურათებით იყო აჭრელებული. თუ მიხვდით რა
შეკითხვამ მიიყვანა მომავალი მეცნიერი ბიბლიოთეკაში, ადვილად დაასახელებთ
მეცნიერებას, რომელშიც მოღვაწეობდა ეს მეცნიერი და შეიძლება ითქვას ცხოვრების
ბოლომდე ცდილობდა პასუხი გაეცა შეკითხვისათვის, რომელიც მას ბავშვობიდან
აღელვებდა.

ასტრონომია

პატარა კარლ საგანს ბავშვობიდან აღელვებდა შეკითხვა –“რა არის ვარსკვლავები?”.


მშობლებმა პატარა კარლს უთხრეს, რომ ვარსკვლავები — ცაზე მიჭედებული ნათურებია.
ბიბლიოთეკაში მას მისცეს ჟურნალები, სადაც ასევე “ვარსკვლავებზე” იყო საუბარი.

შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა ამონარიდი შტეფან ცვაიგის შემოქმედებიდან: “ის შეუჩერებლივ


ვითარდება, მაგრამ სრულიად უნაყოფოა. აზრია დასკვნის გარეშე. მათემატიკაა, რომელიც
არაფერს ანგარიშობს, ხელოვნებაა უნაწარმოებოდ, არქიტექტურული ნაგებობაა საშენი
მასალის გარეშე. მიუხედავად ამისა, მან გაუძლო დროთა მსვლელობას უფრო უკეთ,
ვიდრე ყველა წიგნმა”. ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მიხვდეთ რა დაახასიათა ასე
ავტორმა და დაასახელოთ ნაწარმოები, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.

საჭადრაკო ნოველა

ასე ახასიათებს ცვაიგი ჭადრაკს. ნაწარმოებიც შესაბამისია :)

შეკითხვის გვერდი →

ალბათ ბევრ თქვენთაგანს უსარგებლია ამ კომპიუტერული პროგრამით, მაგრამ შესაძლოა


ყველამ არ იცოდეს, თუ რატომ უწოდეს პროგრამას, მისმა შემქმნელებმა ეს სახელი. საქმე
კი იმაშია, რომ ადამიანმა, რომლის პატივსაცემადაც პროგრამას სახელი ეწოდა, პირველ
საუკუნეში მოიმოქმედა ის, ფაქტიურად რის განსახორციელებლადაც განკუთვნილია ეს
პროგამა. არ გეკითხებით ამ პიროვნების ვინაობას, დაასახელეთ ზემოთხსენებული
კომპიუტერული პროგრამა.

Nero

პროგრამის სრული სახელია “Nero Burning Rom(e)” — რომელიც აგებულია სიტყვათა


თამაშზე და ნიშნავს — “ნერონი წვავს რომს”. Nero –ს სახელი იმპერატორ ნერონის
საპატივსაცემოდ ეწოდა. ჩვენს წელთა აღრიცხვით 64 წელს ნერონმა დაწვა რომი, Nero კი
წვავს დისკებს.

შეკითხვის გვერდი →

კურტ ვონეგუტი წერდა, რომ 1945 წლის ზამთარში, “სისხლიან მატჩში”, რომელიც
ინგლისსა და გერმანიას შორის მიმდინარეობდა, ანგარიში ინგლისელებმა გაათანაბრეს.
დაასახელეთ ორი გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ვონეგუტის აზრით, უშუალოდ
მონაწილეობდა ზემოთხსენებულ მატჩში.

ქოვენთრი, დრეზდენი

1940 წლის 14 ნოემბერს გერმანელებმა გაანადგურეს ქალაქი ქოვენთრი, ხოლო 1945 წლის
13 თებერვლის ღამეს, ინგლისურმა და ამერიკულმა ავიაციამ დრეზდენი აღგავა მიწისაგან
პირისა.

შეკითხვის გვერდი →
არც ამ გამოჩენილ გერმანელ პილოტს და არც მის სეხნიას, გამოჩენილ ამერიკელ
სპორტსმენს, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქვეყანასთან. აგრეთვე
არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყანას, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი გერმანელი
ფიზიკოსი სახელად პასკუალი. ქალაქ სოლტ–ლეიკ–სიტიზე ხომ საერთოდ არ ღირს
საუბარი, ვინაიდან იგი საერთოდ სხვა კონტინენტზეა განლაგებული. მაგრამ მიუხედავად
ამ ყველაფრისა, ამ სახელმწიფოს საწელწოდება ფიგურირებს ინგლისურენოვან
ვიკიპედიაში არსებულ ყველა სტატიაში, რომელიც ზემოთხსენებულ პიროვნებებს და
ტოპონიმს ეძღვნება. დაასახელეთ ეს სახელმწიფო ერთი წუთის შემდეგ.

იორდანია

სოლტ–ლეიკ–სიტი განლაგებულია მდინარე იორდანზე (Jordan), მიხაელ შუმახერი ერთ


დროს გამოდიოდა გუნდში “ჯორდანი” (Jordan), მისი სეხნია — მაიკლ ჯორდანი (Michael
Jordan), ფიზიკოსი — პასკუალ იორდანი (Pascual Jordan).

შეკითხვის გვერდი →

მოისმინეთ რამოდენიმე სტრიქონი კოლაუ ნადირაძის ლექსიდან:

“თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!”

ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ ამ ლექსის სათაური. მინიშნებისათვის


გეტყვით, რომ ლექსის სათაურად ავტორმა კონკრეტული თარიღი აირჩია.

25 თებერვალი, 1921

ლექსში საუბარია 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარების შემოსვლაზე და


საქართველოს ანექსიაზე რუსეთის მხრიდან.

შეკითხვის გვერდი →

ცნობილა, რომ პრეზიდენტი უილიამ ჰერნი ჰარისონი ისტორიაში შევიდა მათ შორის
იმით, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე გაცივდა და სულ ერთ თვეში გარდაიცვალა (1841
წლის 4 მარტი — 4 აპრილი). მაშ, კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი
უილიამ ჰენრი ჰარისონი?

ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვა

იგი დაახლოებით 2 საათი იდგა სიცივეში, გაცივდა და 1 თვეში გარდაიცვალა

შეკითხვის გვერდი →

ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში აიოვას უნივერსიტეტის ერთმა


სტუდენტმა რამდენიმე ათეულ თანაკურსელს მიმართა თხოვნით, დაესახელებინათ
გოგონა, რომლის გაცნობაც ყველაზე მეტად სურდათ. უმრავლესობამ დაასახელა
ადგილობრივი გაზეთის მეპატრონის ქალიშვილი ვინმე ოფელია მილერი. ნახევარი წლის
შემდეგ იგი ზემოხსენებული სტუდენტის ცოლი გახდა. დამისახელეთ ამ სტუდენტის
ვინაობა!

ჯორჯ ჰორეის გელაპი

შეკითხვის გვერდი →

უკრაინის პრეზიდენტის 1999 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით უკრაინის პრეზიდენტის


ოფიციალურ სიმბოლოებად მიღებულია საპრეზიდენტო სტანდარტი, პრეზიდენტის
ნიშანი, გერბიანი ბეჭედი და კიდევ ერთი რამ. რა?

კვერთხი, გურზი

კაზაკთა ატამანების ძალაუფლების სიმბოლო

ბერძნულში ის შევიდა ფინიკიურიდან, რომელშიც მისი სახელწოდება ჟღერდა, როგორც


— “ლამედი”. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ის ასოცირდება საკულტო
თამაშთან. იგი წარმოადგენს NATO–ს ჯარების საიდენტიფიკაციო ნიშანს. აგრეთვე
ცნობილია, რომ იტალიური კომპანია “ლანჩა” ერთ დროს აწარმოებდა ამ სახელწოდების
მქონე ავტომობილის მოდელს. თქვენ კი ძვირფასო მოაზროვნეებო, უნდა დაასახელოთ
ძველი სახელმწიფო, რომლის მეომართა ფარებზეც ის გამოისახებოდა.

სპარტა

საუბარია ბერძნულ ასოზე — λ (ლამბდა). ლამბდას გამოასხავენ ნატოს ჯარების


სატრანსპორტო საშუალებებზე, იდენფტიფიკაციის მიზნით. კომპიუტერული თამაშია —
Half-Life. ავტომობილია — Lancia Lambda. სპარტანელთა ფარებზე ლამბდა გამოისახებოდა
“ლაკედემონის” (სპარტის ბერძნული სახელწოდება) აღსანიშნავად.

შეკითხვის გვერდი →

ანდრეი სტავროვსკის წიგნში “პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში”, ავტორი წიგნის


შესავალშივე ცდილობს მკითხველს აუხსნას პროგრამირების ანა–ბანა და იწყებს საუბარს
პროგრამირების საბაზისო ცნებებზე. ამთავრებს რა ავტორი, ამ საბაზისო ცნებების
გარჩევას, თვალსაჩინო მაგალითისათვის მოჰყავს ძალზედ ცნობილი “ფრთიანი
გამონათქვამი”. არ გეკითხებით, რომელ ფრთიან გამონათვამზეა საუბარი, უბრალოდ
დაასახელეთ ადამიანი, რომლის სახელიც ფიგურირებს მასში.

მუჰამედი

საბაზისო ცნებები პროგრამირების ნებისმიერ ენაში არის ოპერატორები “If” (თუ) და “Else”
(მაშინ). მაგალითისათვის ავტორს მოჰყავს ცნობილი ფრთიანი ფრაზა: “თუ მთა არ მიდის
მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთან”

შეკითხვის გვერდი →

“მე არ შევქმნი ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს სიკვდილს. მე არ შევქმნი ფორმულას,


რომელსაც შეეწირება ხალხი. მე არ შევქმნი მექანიზმს, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს
ფატალურ შედეგამდე”. ეს არის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის სიტყვები, რომლითაც
მან მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში
გამოსვლის დროს. თქვენ კი უნდა დაასახელოთ ავტორი იმისა, რაც შეიქმნა მრავალი
საუკუნის წინ და რისი საკუთარი ინტერპრეტაციაც, ამ სიტყვებით მოახდინა
ზემოთხსენებულმა მწერალმა.

ჰიპოკრატე

ინსტიტუტში წაკითხული ლექციის დამსწრე საზოგადეობა ძირითადა მომავალი


ფიზიკოსებისაგან და ქიმიკოსებისაგან შესდგებოდა. კურტ ვონეგუტის აზრით ასე უნდა
ჟღერდეს “ჰიპოკრატეს ფიცი” ფიზიკოსებისათვის და ქიმიკოსებისათვის, რათა მათ
შეიგნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ კაცობრიობის წინაშე.

შეკითხვის გვერდი →
თავის ნაშრომში ისტორიკოსი კენიგსბერგერი წერს, რომ შუა საუკუნეების ადრეულ
ხანაში, ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ფული იშვიათობა იყო. მიზეზი, ოქროსგან
მონეტების ნაცვლად სხვა და სხვა სამკაულების დამზადება იყო. მეფეები ქვეშევრდომებს
ფულის ნავცლად ამ სამკაულებით აჯილდოებდნენ, რომელთა მთავარი ფასეულობას
მატერიალური ღირებულება არ წარმოადგენდა, ძირითადად მათ სიმბოლური
დატვირთვა ჰქონდათ და მეფისგან ბოძებულ ძალაუფლებას განასახირებდნენ. ამის გამო
ძველ სკანდინავიურ და ბრიტანულ პოეზიაში მეფეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ამ
ეპითეტით.

ბეჭდების მბრძანებელი

მონეტების ნაცვლად, ოქროსგან ბეჭდებს ამზადებდნენ და კონუნგები ქვეშევრდომებს


ბეჭდებს გადასცემდნენ საჩუქრად. ამის გამო კონუნგებს ძველ სკანდინავიურ და ძველ
ბრიტანულ პოეზიაში “ბეჭდების მბრძანებლის” ეპითეტით მოიხსენიებდნენ.

შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ თავის ესეში, კურტ ვონეგუტი ასე იხსენებს თავის ცნობილ თანამემამულეს:
“შეერთებული შტატები პირველ მსოფლიო ომში იმდენად გვიან ჩაებნენ, რომ ამერიკელი,
რომელსაც შეეძლო მოეყოლა რეალური საბრძოლო ეპიზოდი და მითუმეტეს ომში
ჭრილობა მიეღო, ძალზედ იშვიათი მოვლენა იყო. თუმცა ზუსტად ასეთი იყო იგი…”.
შემდგომში, აგრძელებს რა ვონეგუტი ამ თანამემამულის დიდებაზე საუბარს, ადარებს მას
მაღალ მწვერვალს… ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ეს მწვერვალი.

კილიმანჯარო

ვონეგუტი საუბრობდა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე და დაჭრილი ჰემინგვეის


შესახებ. “კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი” — მწერლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი
ნაწარმოებია.

შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, რომ როდესაც ამ ბრიტანელმა მწერალმა წაიკითხა თავისი თანამედროვე


ჰოლანდიელი მეცნიერის წიგნი “ბუნების საიდუმლოებანი”, იგი იმდენად დაინტერესდა
მეცნიერის აღმოჩენებით და გამოგონებით, რომ გადაწყვიტა პირადად გაეცნო უკვე ხანში
შესული მეცნიერი და ენახა მისი გამოგონება. როგორც სპეციალისტები ვარაუდებონ,
ზუსტად ამ გამოგონებაში დანახულმა იქონია კიდეც დიდი ზეგავლენა მის შემდგომ
შემოქმედებაზე. ძვირფასო მოაზროვნეებო, არ გეკითხებით ამ ჰოლანდიელი მეცნიერის
ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ ბრიტანელი მწერლის სახელი და გვარი.
ჯონათან სვიფტი

ჰოლანდიელი მეცნიერი — ანტონ ვან ლევენჰუკი, პირველი მიკროსკოპის შემქმნელი.


გამოგონებაში დანახულმა, ანუ მიკროსკოპში ნანახმა მიკროსამყარომ უბიძგა სვიფტს
დაეწერა თავისი ცნობილი წიგნში “გულივერის მოგზაურობა”.

შეკითხვის გვერდი →

ქართულში ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურში,


ფრანგულში, ესპანურში და შესაძლოა სხვა ენებშიც, ამ სიტყვის ანალოგებს აგრეთვე
რამოდენიმე მნიშვნელობა აქვთ და აღნიშნავენ იგივეს, რასაც ეს სიტყვა ქართულში.
თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, პირველი ხომ ნაწილობრივ მეორისგან მზადდებოდა
და დღემდე მზადდება კიდეც. პირველს შეიძლება შევუსაბამოთ რიცხვითი მნიშვნელობა
— 82, ხოლო მეორეს — 5,45. დაასახელეთ ეს ერთობ საინტერესო სიტყვა ერთი წუთის
შემდეგ.

ტყვია

ქართული — ტყვია, ინგლისური — Lead, ფრანგული — Plomb, ესპანური — Plomo,


აღნიშნავენ ერთსა და იმავე ქიმიურ ელემენტს და საგანს. ელემენტის ატომური ნომერია —
82. ნატოს სტანდარტების მიხედვით 5.45 არის ტყვიის კალიბრი.

შეკითხვის გვერდი →

გასული საუკუნის 70–იანი წლების დასაწყისში, ერთ–ერთი ჟურნალისათვის მიცემულ


ინტერვიუში, ვინმე კარლ ჰანმა, შეკითხვაზე თუ რატომ უწოდეს “პირმშოებს” ასეთი
სახელები, უპასუხა: “ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი ქმნილებები მათსავით
უსულო, მაგრამ სწრაფები და მიზანმიმართულები არიან და არამგონია ბუნებაში მათზე
უკეთესი ანალოგი მოიძებნებოდეს…”. მარკეტინგულმა სვლამ აშკარად გაამართლა,
ვინაიდან ეს “პირმშოები” სამ ათწლეულზე მეტია, თითქმის მთელს მსოფლიოში საკმაოდ
პოპულარულები არიან. არ გეკითხებით ვიზე ან რაზეა საუბარი, უბრალოდ დაასახელეთ
სახალხოდ ცნობილი კომპანია, რომლის პრეზიდენტის პოსტიც ერთ დროს ეკავა
ზემოთხსენებულ კარლ ჰანს.

ფოლკსვაგენი

ფოლკსვაგენის მარკეტოლოგების აზრით, სწაფი და მიზანმიმართული არის ქარი


(რთულია ალბათ არ დაეთანხმო). ამიტომ პირმშოებს: პასატი, ბორა და ვენტო ეწოდათ.
“სახალხოდ ცნობილი კომპანია” — კიდევ ერთი მინიშნებაა.
შეკითხვის გვერდი →

ეს ნივთიერება 1938 წელს რურის ხეობაში აღმოაჩინეს და უკვე ერთ წელიწადში, ქიმიური
თვისებების შესწავლის შემდეგ, მისი ფორმულა ვერმახტს გადაეცა. სახელწოდება
ნივთიერებას, მისი აღმომჩენების — შრადერის, ამბროსის, რუდიგერის და ლინდეს
პატივსაცემად ეწოდა. თქვენ კი, ძვირფასო მოაზროვნეებო, ერთი წუთის შემდეგ უნდა
დაასახელოთ სატრანსპორტო საშუალება, რომლის “დახმარებითაც” უკვე ათ წელიწადზე
მეტია, ამ ნივთიერების სახელწოდება მასებისათვის არის ცნობილი.

მეტროპოლიტენი

საუბარია მომწამლავ ნივთიერება ზარინზე, რომელიც 1995 წელს ტოკიოს მეტროში


განხორციელებულ ტერაქტში იქნა გამოყენებული. Sarin — Schrader, Ambros, Rüdiger, Linde.

შეკითხვის გვერდი →

როდესაც საქმე მიდგა სახელის შერჩევამდე, მრავალი ვარიანტი განიხილებოდა.


მაგალითად: არტემიდე, ჰერკულესი, პერსეფონა, პრომეთე, ზევსი და ოდინიც კი.
საბოლოოდ არჩევანი ვენეცია ბერნის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტზე შეჩერდა, რადგან
ეს სახელი მიღებულ ტრადიციასაც აგრძელებდა და ვინმე პერსიფალ ლოუელის სახელსაც
უკვდავყოფდა. თუ მიხვდით ვის ან რის “ნათლობაზეა” საუბარი, დაასახელეთ სახელი,
რომლითაც ის ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი.

პლუტონი

ამერიკელმა ასტრონომმა პერსიფალ ლოუელმა პირველმა იწინასწარმეტყველა პლანეტის


არსებობა და პირველმა გამოთვალა მისი ორბიტა. პლუტონი — იწყება აღმომჩენის
ინიციალებით და ტრადიციისამებრ პლანეტას ღვთაების სახელწოდება ეწოდა.

რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით ერთი კონკრეტული პროცედურისათვის


ძველ რომში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი ესკვილინის კარიბჭესთან. იგივე
დანიშნულების ადგილამდე მიმავალი ქუჩის სახელწოდება აზიის ერთ ქალაქში კი
დაკავშირებულია “ტკივილთან”. დამისახელეთ თუ რა ჰქვია ამ ადგილს აზიის
ზემოხსენებულ ქალაქში?

გოლგოთა
იერუსალიმში არის ქუჩა “ვია დოლოროსა”, ესკვილინის კარიბჭესთან იმართებოდა
დამნაშავეების ჯვარცმა ძვ. რომში. “ვია დოლოროსა” — ეს არის გზა ჯვარცმამდე,
რომელიც გაიარა ქრისტემ იერუსალიმში)

შეკითხვის გვერდი →

ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან


ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი
კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა
შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც
პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში
ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი
კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!

დრამერი

კოზი კოული — XX საუკუნეში მოღვაწე დრამერი ე.წ. „ბარაბანშიკი“ გახლდათ, რომელიც


პარიზს ეწვია ლუი არმსტრონგთან ერთად. გიუნტერ გრასს ეკუთვნის რომანი “თუნუქის
დოლი”

შეკითხვის გვერდი →

ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვის ავტორი უყურებს ერთ წარმოდგენას, მას ახსენდება


ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ბრაზილიელი არქიტექტორი,
ავსტრიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გერმანელი მეწარმე. დამისახელეთ რომელ
წარმოადგენაზეა საუბარი?

ოსკარების გადაცემის ცერემონიალი

კითხვის ავტორს ოსკარების გადაცემის ცერემონიალს დროს ყოველთვის ახსენდება ოსკარ


უაილდი, ოსკარ ნიმეიერი, ოსკარ კოკოშკა და ოსკარ შინდლერი

შეკითხვის გვერდი →

[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში,


ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს
მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის
განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე
არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ
თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ
მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და
ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი
გადახდის საშუალების სახელწოდება!

საბჭოური რუბლი, ან საბჭოური მანეთი

ლენინი იყო შეცვლილი ჩერჩილით, როგორც მოგეხსენებათ ყველა საბჭოურ რუბლზე


ლენინის თავია გამოსახული, ეს აქცია 2008 წლის 22 აპრილს გაიმართება.

შეკითხვის გვერდი →

1925 წლის 2 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლდუელთან ძლიერი ქარიშხლის დროს
ავარია განიცადა და განადგურდა დირიჟაბლი სახელწოდებით “შენანდოა”.
სპეციალისტთა მტკიცებით, ამ დირიჟაბლთან ერთად განადგურდა ერთი კონკრეტული
ნივთიერების დედამიწაზე იმ დროს არსებული თითქმის მთელი მარაგი. დაასახელეთ ეს
ნივთიერება.

ჰელიუმი

დირიჟაბლებს მანამდე წყალბადით ავსებდნენ, წყალბადი კი იწვის — შესაბამისად


სახიფათო იყო, ჰელიუმი კი არ იწვის, ეს დირიჟაბლი შესაბამისად გაბერილი იყო
ჰელიუმით. ჰელიუმს პირველი მსოფლიო ომის დროს აგროვებდნენ
დირიჟაბლებისათვის, ბოლო დირიჟაბლი კი ჰელიუმით სავსე იყო შენანდოა, ამით
ამოიწურა ჰელიუმის მარაგი დედამიწაზე

შეკითხვის გვერდი →

„რინგა პაკია / უმა ტირაჰა / ტური ვატია / ჰოპე ვაი აკე / ვაევაე ტაკაჰია კია კინო. / კა მატე,
კა მატე / კა ორა, კა ორა / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / ტენეი ტე ტანგატა პუჰურუ
ჰურუ / ნანა ი ტიკი მაი ვაკავიტი ტე რა / უპანე, უპანე / უპანე კაუპანე / ვიტი ტე რა!“. არ
გთხოვთ ამ ტექსტის თარგმნას, დამისახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლები
მხნეობას და ენერგიას იკრებენ ამ სიტყვების საშუალებით.

ახალი ზელანდია
საუბარია ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების “ოლ ბლექის” რიტუალურ ჰაკაზე ყოველი
თამაშის წინ

შეკითხვის გვერდი →

ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა,


უკანა ფონზე — მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც
გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს
მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ,
ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე
სახელწოდება.

კოტ დ’ივუარი

ივოირე — ფრანგულად „სპილოს ძვალია“. გერბზე გამოსახულია სპილო თავისი შუანით.


შუანის გავრცელებული სახელწოდებაა — “სპილოს ძვალი”

შეკითხვის გვერდი →

როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება.


ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის
მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას,
არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო
ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის
ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო
ხუთი დღის შემდეგ — თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ
იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის
სამი წელი უძლებდა.

შეჰერეზადა

ადამიანი ვერ უძლებდა უძილობას და რამოდენიმე დღეში მზად იყო საკუთარ თავზე
აეღო ნებისმიერი დანაშაული. როგორც ცნობილია შეჰერეზადას არ ეძინა 1001 დღე–ღამე.

შეკითხვის გვერდი →
იგი დაიბაა 1989 წლის 23 ინვლისს, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1999 წელს
ფილმით “დევიდ კოპერფილდი”, სადაც მან პატარა კოპერფილდის როლი განასახიერა.
2007 წლის თებერვალში, ინგლისელი დრამატურგის პიტერ შეფერის პიესის მიხედვით
დადგმული სპეკტაკლის ერთ–ერთ ეპიზოდში მას შიშვლად მოუწია როლის განსახიერება.
რა თქმა უნდა ამ დადგმის ფოტოსურათები მალევე გავრცელდა პრესაში, რასაც მოჰყვა
დიდი უკმაყოფილება უფროსი თაობის მხრიდან. არ გეკითხებით ამ მსახიობის ვინაობას,
უბრალოდ დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ფიგურირებდა გაზეთ “სანდეი
თაიმსში” დაბეჭდილი სტატიის სათაურში, რომელიც მიეძღვნა ზემოთხსენებულ
მოვლენებს.

ჰარი პოტერი

მსახიობია — დენიელ რედკლიფი. გაზეთში დაბეჭდილ სტატიას ერქვა — “შიშველი ჰარი


პოტერი” (The nude Harry Potter).

შეკითხვის გვერდი →

ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია,


რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს,
როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი,
მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი
დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია,
რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და
დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის
ქალაქი, მეორე კი — შტატია.

ახალი ორლეანი, იუტა

საძიებელი სიტყვაა — ჯაზი. ყველა ჩამოთვლილი მუსიკოსი — ჯაზმენია. ახალი


ორლეანის სტატიაში ნახსენებია, რომ ქალაქი არის ჯაზის სამშობლო. იაუტაში — არის
საკალათბურთო კლუბი. წყარო: Энциклопедия Кирилла и Мефодия 2005

თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ


პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც
ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ
ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და
დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს
არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი —
უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური
ნაირსახეობა.

ინფლუენცა
ინფლუენცა იგივე გრიპია, რომელიც შეიძლება შეხვდეს ან დაემართოს ადამიანს.
ინფლუენცა — ზემოქმედებას ნიშნავს იტალიურადაც და მის ლათინურ ფუძეშიც

შეკითხვის გვერდი →

[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ


ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე
უსაფრთხოდ თავს ჰანუმანები გრძნობდნენ". მე არ გეკითხებით თუ რა სიტყვა შევცვალე
სიტყვით "ჰანუმანები", არც იმას გეკითხებით თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში ამ
ქალაქში, დამისახელეთ ქალაქი რომელზეც საუბარი იყო ზემოხსენებულ ფრაზაში.

სოხუმი

დოკუმენტური ფილმი ეძღვნებოდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემას. ჰანუმანი


— “რამაიანას” პერსონაჟი მაიმუნია. ჰანუმანით შეცვლილი იყო “მაიმუნი”

შეკითხვის გვერდი →

2006 წელს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შიდა ბაზარზე გამოჩნდა ახალი გამაგრილებელი
სასმელი “ფუჯი-კოლა”. გარდა იმისა, რომ მას კონკურენცია უნდა გაეწია ადგილობრივი
კოლა-რეალისათვის, მის ბაზარზე გამოჩენას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი,
რომელსაც მე თქვენ არ დაგისახელებთ. თქვენ კი მითხარით ზემოხსენებული ქვეყნის
სახელწოდება.

პერუ

ფუჯი-კოლა დაარსდა ალბერტო ფუხიმორის, იგივე ალბერტო ფუჯიმორის


მხარდასაჭერად საპრეზიდენტო არჩევნებში

შეკითხვის გვერდი →

[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] არტურ შოპენჰაუერი თავის ეპოქალურ


ნაშრომში „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ წერს: „საერთო ჯამში ისტორია სხვა
არაფერია, თუ არა — ბორბალი, რომელიც ყოველ ახალ ბრუნზე ახალ კონფიგურაციას
იძლევა, თუმცა არსებითად მასში არაფერი იცვლება და ჩვენს თვალწინ მუდამ ერთი და
იგივე რამაა სხვადასხვა ასპექტში“. დამისახელეთ შოტლანდიელის მიერ XIX საუკუნეში
შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მე შევცვალე შოპენჰაუერის ფრაზაში სიტყვა
“ბორბლით”.

კალეიდოსკოპი

დევიდ ბრიუსტერმა გამოიგონა 1816 წელს, რომელიც ყოველ ბრუნზე ახალ სურათს
იძლევა, მასში ჩაყრილი ბრჭყვიალა მინების საშუალებით

შეკითხვის გვერდი →

იქსი შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანის მეგობარია” და ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა
კომპანია “სონის” ძალისხმევით. იგრეკის შესახებ კი პირველად საბჭოელმა ბავშვებმა
შეიტყვეს 1925 წელს გამოქვეყნებულ ზღაპარში. დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ
იქსის სახელწოდება იგრეკის სახელის შემადგენელი ნაწილია.

აიბო და აიბოლიტი

შეკითხვის გვერდი →

როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი


დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი — განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში
ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის
ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.

ჟენევა და გვინევერი

იტალიურ ენაში ორივე Gინევრა-ა. გვინევერი — მეფე არტურის მეუღლეა

შეკითხვის გვერდი →

1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ
სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით
დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი
მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს
1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი
ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ
საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ
ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.

მათ რვა დღეში — 23 ივნისადან 1 ივლისამდე — შემოუარეს დედამიწას, წიგნსაც ასევე


ერქვა: “Around the World in Eight Days”, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ჟიულ ვერნის
რომანის ინგლისური თარგმანის სათაურისაგან: “Around the World in Eighty Days”

შეკითხვის გვერდი →

ძველ რომში ამ საკვებ პროდუქტს ოქროს და ვერცხლის ფასი ჰქონდა, ამიტომაც ძველ
რომაელ ლეგიონერებს ჯამაგირის სახით ამ საკვები პროდუქტის ულუფებს აძლევდნენ.
სწორად აქედან იღებს სათავეს სიტყვა, რაც ლათინურად “ჯამაგირს” ნიშნავს. მე, რა თქმა
უნდა, არ გეტყვით თუ როგორ ჟღერს “ჯამაგირი” ლათინურ ენაზე, თუმცა გეტყვით იმას,
რომ ამაში სხვა ენების ცოდნა დაგეხმარებათ. ყურადღებს შეკითხვა: დაასახელეთ
ზემოხსენებული საკვები პროდუქტი.

მარილი

შეკითხვის გვერდი →

1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი.


პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი
ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი
აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში
აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა
სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები,
რევერსზე კი — კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან
ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?

ჰელიუმი

აპოლონი ასევე მზის ღმერთიცაა მითოლოგიაში, ქიმიურ ელემენტ ჰელიუმს კი სახელი


მზის გამო უწოდეს, ვინაიდან ის აღმოჩენილ იქნა მზეზე

შეკითხვის გვერდი →
ამერიკელი იუმორისტის, მარკ რასელის აზრით ისინი, თავიდან ბოლომდე დაკარგული
საჰაერო ტვირთისგან შედგება. ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით კი ისინი
უმთავრესად შედგება ყინულისაგან და მათი საშუალო სისქე რამდენიმე ათას კილომეტრს
აღწევს. დაასახელეთ მათი სახელწოდება.

სატურნის რგოლები

მას მრავალი ფუნქცია აკისრია: სიმბოლური, სამკურნალო, დიდაქტიკური, სტატუსის


განმსაზღვრელი, გამოიყენება დასათვლელად, შემხსენებლად, რიტმის მისაცემად,
კონცენტრაციის შესანარჩუნებლად, როგორც განმასხვავებელი ნიშანი, როგორც იარაღი,
როგორც სამკაული.

თუკი მიხვდით რაზეა საუბარი შეკითხვაში, დაასახელეთ წიგნის სათაური, რომელიც


ავტორმა მიუძღნა 10 მწერალს. მათ შორის: ედგარ ალან პოს, არტურ კონან დოილს, და
უმბერტო ეკოს.

ნეფრიტის კრიალოსანი

შეკითხვაში აღწერილია კრიალოსანი, ხოლო ბორი აკუნინმა „ნეფრიტის კრიალოსანი“


მიუძღვნა 10 მწერალს

შეკითხვის გვერდი →

ალბათ ყველას გაგიგიათ მერფის კანონი — „თუკი უსიამოვნება შეიძლება მოხდეს, ის


აუცილებლად მოხდება.“ საიტზე http://murphy-law.net.ru წავაწყდი ამ კანონის
გამომდინარეობებს, გავრცობებს, კომენტარებს, პარადოქსებს და ა.შ. ჩაიწერეთ ბელენსის
ფარდობითობის კანონი: „წუთის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ
[გამოტოვებულია სიტყვა] კარის რომელ მხარეს იმყოფებით“.

მოიკირიბეთ იუმორი და ლოგიკა და მიხვდით რომელი სიტყვაა გამოტოვებული

საპირფარეშო, ტუალეტი და ა.შ.

შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ ქართულ ფორუმზე არსებობს თემა „ქართული ენის საოცრებები, ამოირჩიეთ :)“.
თემა გამოკითხვიანია. გამოკითხვაში ასარჩევად მოცემულია რამდენიმე „საოცრება“.
მაგალითად, გვბრდღვნის (ყველაზე ბევრი თანმიმდევრული თანხმოვანი), მიჭმიე
(ოთხპირიანი: მე შენ იმას ის), მკაა (ყველაზე მოკლე წინადადება), გენაცვალე (მიმართვა-
ალერსი-დამოკიდებულების გამოხატვა), აი ია (5 უნიკალური მახასიათებელის მქონე
წინადადება: მარტივი, მარტივი ბავშვებისთვის, მხოლოდ ხმოვნები, მშვიდობიანი
მენტალიტეტის მქონე, სიმეტრიულ სიტყვიანი) და ა.შ.

დასახელეთ გამოკითხვაში დაფიქსირებული სიტყვა, რომელსაც ფრჩხილებში დართული


აქვს შემდეგი კომენტარი „ყველაზე მეტი ხმოვანია თანმიმდევრობით“. სიტყვაში
თანმიმდევრობით ოთხი ხმოვნიდან, სამი იდენტურია.

გააუარესა

ჩაითვალა პასუხი გააიაფა

შეკითხვის გვერდი →

რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალს — რელიგია, გააჩნია შვილობილი (Дочерние)


პორტალები. ესენია: ქრისტიანობა, ბიბლია, იუდაიზმი, ისლამი, ბაჰაი, ბუდიზმი,
ინდუიზმი, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი, მითოლოგია და კიდევ ერთი, რომელიც ასევე
ინგლისურენოვანი პორტალ რელიგიის დაკავშირებულ (Related) პორტალს წარმოადგენს.
მაგრამ რუსულენოვანისგან განსხვავებული, ჩემი აზრით უფრო ობიექტური
თანამიმდევრობის გამო, მეორე ნომრადაა წარმოდგენილი ანგლიკანიზმის შემდეგ.

დაასახელეთ რუსულენოვანი ვიკიპედიის პორტალ რელიგიის შვილობილი პორტალი,


რომელიც ჩამონათვალში ბოლოშია მოქცეული.

ათეიზმი

შეკითხვის გვერდი →

ჩედ ჰააჰეო როუენი დაიბადა 1969 წლის 8 მაისს უაიმანალოში, ჰავაის შტატში.
ბავშვობიდან იგი გამოირჩეოდა სიმაღლით და კალათბურთის თამაშს მიჰყო ხელი.
უნივერსიტეტ „პასიფიკის“ გუნდში ერთი წელი ითამაშა ცენტრალური თავდამსხმელის
პოზიციაზე. 1987 წელს ჩედმა დატოვა უნივერსიტეტი „პასიფიკი“ და ტოკიოში გადავიდა
სასწავლებლად.

რა ტიტული მოიპოვა 1993 წლის 27 იანვარს ჩედმა და გახდა პირველი?

იოკოძუნა

აკებონო, პირველი არაიაპონელი იოკოძუნა


შეკითხვის გვერდი →

ყველას გაგიგიათ კუნძული თაბორი, იგივე მარია–ტერეზას რიფი, რომელმაც


საყოველთაოდ გაითქვა სახელი ჟიულ ვერნის რომანების „კაპიტან გრანტის შვილების“ და
„საიდუმლო კუნძულის“ წყალობით. მეოცე საუკუნის 70–იან წლებამდე იგი
გამოისახებოდა მსოფლიოს რუქებზე კოორდინატებით: სამხრეთ განედის 37°00′ და
დასავლეთ გრძედის 151°13′.

რატომ გაქრა მსოფლიოს რუქების უმეტესობიდან აღნიშნული კუნძული მეოცე საუკუნის


70–იანი წლების შემდეგ?

დადგინდა, რომ კუნძული თაბორი არც არასდროს არსებობდა.

მიიღება ნებისმიერი პასუხი მსგავსი შინაარსით.

შეკითხვის გვერდი →

მინესოტა გახდა აშშ–ს 32–ე შტატი, დაიბადა სალვადორ დალი, ალბერტ აინშტაინმა
ფართო საზოგადოებას წარუდგინა ალბათობის თეორია, ინდოეთში დაიბადა ამ
სახელმწიფოს მემილიარდე მოქალაქე. მაქსიმალური შესაძლო სიზუსტით დაასახელეთ
თუ რა აკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან.

11 მაისი

სწორედ ამ თვეს და რიცხვში მოხდა ყველა ეს მოვლენა.

შეკითხვის გვერდი →

ეს კომპანია 1969 წელს დაარსეს ადრიან დელსიმ, ლარი ჰილიბლომმა და რობერტ ლინმა.
ყოველთვის, როცა კითხვის ავტორი ამ კომპანიის ლოგოს უყურებს, მას ახსენდება XX
საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს
ინგლისელი მწერალი.

დევიდ ჰერბერტ ლოურენსი


კომპანია დი-ეიჩ-ელ-ის ლოგოზე მოთავსებული სამი ასო წარმოადგენს დევიდ ჰერბერტ
ლოურენსის ინიციალებს. თავად კომპანიის სახელწოდება კი წარმოდგება დელსის,
ჰილიბლომის და ლინის გვარების პირველი ასოების მიხედვით

შეკითხვის გვერდი →

1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების
საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან
ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი
ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის
სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

პიერ პაოლო პაზოლინი

ელიოტის პიესა ეხება თომას ბეკეტის და ჰენრიხ II-ის დაპირისპირებას. თომას ბეკეტი იყო
კენტერბერის არქიეპისკოპოსი და აუმხედრდა მეფეს, საბოლოოდ იგი მოკლულ იქნა
კენტერბერის საკათედრო ტაძარში. “კენტერბერიული მოთხრობები”, ჯეფრი ჩოსერის
ნაწარმოების ეკრანიზაცია 1972 წელს გადაიღო პიერ-პაოლო პაზოლინიმ

შეკითხვის გვერდი →

ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი


ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების
შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი,
ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება
უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს
ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული
ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან
ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.

ჰელიუმი

ურანი და თორიუმი ასხივებენ ალფა-ნაწილაკებს, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა


ჰელიუმის ბირთვები, ალფა-ნაწილაკები იერთებენ ელექტრონებს და ჰელიუმად იქცევიან

1958 წელს უილტ ჩემბერლენმა მოულოდნელად განაცხადა, რომ საკალათბურთო–


საცირკო ჯგუფში „ჰარლემ გლობ–თროთერსში“ აპირებს კარიერის გაგრძელებას. მალევე
ჯგუფი სსრკ–ში გასტროლებზე გაემგზავრა. უილტ ჩემბერლენი იხსენებს სსრკ–ში ყოფნის
ერთ ეპიზოდს: „ ეს უსამართლობაა, — ვუთხარი მე, — თქვენ რა მნებდებით? რუსები
თანხმობის ნიშნად ძლივს აქნევენ თვს. მე მოვიგე, მოვუგე რუსებს მათ ეროვნულ
სპორტის სახეობაში! ბიჭები მხარზე ხელს მირტყამენ და მილოცავენ, თითქოს მსოფლიო
ჩემპიონატი მოვიგე. მე ავდექი და რუსულად მივმართე მათ: სპა–სი–ბო!“

რაში ეჯიბრებოდა ჩემბერლენი მასპინძლებს, თუკი მისი გამარჯვება სპორტულ მიღწევად


ნამდვილად ვერ ჩითვლება?

შეკითხვის გვერდი →

გაიკოკუ ნო კატა, გაიკოკუძინ და გაიძინ იაპონურ ენაში უცხოელის აღმნიშვნელი


სიტყვებია. თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვებით მიმართვენ თეთრკანიან და შავკანიან
უცხოელებს. აზიელებისთვის ცალკე სიტყვები არსებობს: ტიუგოკუ–ძინ — ჩინელი,
კანკოკუ–ძინ — კორეელი, ინდო–ძინ — ინდოელი და ა.შ.

ვის უწოდებენ იაპონელები ნიკეი–ძინ?

იაპონელებს, რომლებიც დაიბადნენ ან ცხოვრობენ უცხოეთში.

შეკითხვის გვერდი →

რუსულენოვან საიტზე http://golovolomka.hobby.ru წავაწყდი გამოცანებს სათაურით Бред


профессора, სადაც ფრთიანი ფრაზები წარმოდგენილია მეცნიერული ტერმინების,
ფორმულების და ა.შ გამოყენებით. მაგალითად: Некоторые последствия остеохондроза
успешно компенсируются в процессе ритуального погребения пациента წარმოადგენს
ანდაზის Горбатого могила исправит „მეცნიერულ“ ვარიანტს.

რომელი ანდაზა იმალება ფორმულის უკან S = 1/V.

Тише едешь — дальше будешь

შეკითხვის გვერდი →

ამ დღეს მეცნიერები ყველაზე ხშირად მარტში აღნიშნავენ, მაგრამ მიღებულია მისი სხვა
დღეებში აღნიშვნაც, 22 ივლისს, 21 ან 20 დეკემბერს — 1:13 სთ–ზე, და ნოემბერში.

რომელ რიცხვში აღნიშნავენ ამ დღეს ნოემბერში. მიიღება ორივე სწორი პასუხი.

9 ან 10 ნოემბერი
314–ე — „პი“ რიცხვის დღე

შეკითხვის გვერდი →

ამ კერძის მოსამზადებელი ერთ–ერთი რეცეპტის ინგრედიენტებია: 1 ც. მცირე


ბადრიჯანი, 1 ც. მცირე ხახვი, 1ც. მცირე წითელი წიწაკა, 1ც. მცირე ყვითელი წიწაკა, 30
მლ. ზეითუნის ზეთი, 2 კბილი ნიორი, 225 გ. კონსერვირებული დაჭრილი ტომატი, 15 მლ.
ტომატის პიურე, 5 მლ. მშრალი სანელებლები, მარილი. სამშობლოს გარეთ ეს საჭმელი
მეტად სახელგანთქმული გახდა 2007 წლიდან.

დაასახელეთ მისი სახელწოდება

რატატუი

2007 წელს ეკრანებზე გამოჩნდა მულტფილმი „რატატუი“

შეკითხვის გვერდი →

ფრანგებმა მიწა წყალს შეურიეს და ზღვაში ჩყარეს. ინგლისელებმა ხელოვნური


„შექსპირის კონცხი“ შექმნეს და ზედ პარკი მოაწყვეს.

საიდან მოიტანეს კონცხის შესაქმნელად საჭირო მიწა ინგლისელებმა?

ევროტუნელიდან

შეკითხვის გვერდი →

არსებობს ვარაუდი, რომ ეს მექანიზმი თვის გამოგონებას უნდა უმადლოდეს 1816 წლის
ერთ–ერთ უდიდეს კლიმატურ ანომალიას — „წელს ზაფხულის გარეშე“, რომელიც
კატასტროფულად აისახა მოსავალზე, გამოიწვია შიმშილი და შეამცირა ცხენების
სულადობა. ბარონმა კარლ ფონ დრეზმა 1817 წლის გამოგონებაზე პატენტის მაშინდელი
ანალოგი მიიღო 1818 წელს. მოკლე ხანში დრეზის მანქანამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა
ბრიტანეთში სადაც მას „დენდი–ჰორსს“ უწოდებდნენ.

ბარონი ფონ დრეზის რომელ გამოგონებაზეა საუბარი შეკითხვაში?

ველოსიპედის
შეკითხვის გვერდი →

გიზო ნიშნიანიძე წიგნში „პაემანი ვერაზე“ ამგვარად მოგვითხრობს ამ ადამიანზე


(გთავაზობთ ნაწყვეტებს): „ომის დროს მეათე კლასში იყო და უკვე მთელს საქართველოს
წვდებოდა მისი ხმა — უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს კითხულობდა […].“
„მოკვდა და მაშინ ვიცანით, რომ ღმერთი იყო და არა უბრალოდ მისი სეხნია.“

დაასახელეთ აღწერილი პიროვნებს გვარი.

მანჯგალაძე

საუბარია ეროსი მანჯგალაძეზე

შეკითხვის გვერდი →

ჩაიწერეთ მტკიცებულებების სია:

1. ამ სიაში ერთი არასწორი მტკიცებულებაა.

2. ამ სიაში ორი არასწორი მტკიცებულებაა.

3. ამ სიაში სამი არასწორი მტკიცებულებაა.

4. ამ სიაში ოთხი არასწორი მტკიცებულებაა.

5. ამ სიაში ხუთი არასწორი მტკიცებულებაა.

6. ამ სიაში ექსვსი არასწორი მტკიცებულებაა.

7. ამ სიაში შვიდი არასწორი მტკიცებულებაა.

8. ამ სიაში რვა არასწორი მტკიცებულებაა.

9. ამ სიაში ცხრა არასწორი მტკიცებულებაა.

10. ამ სიაში ათი არასწორი მტკიცებულებაა.

რომელი მტკიცებულებაა სწორი?

მე–9. „ამ სიაში ცხრა არასწორი მტკიცებულებაა.“


შეკითხვის გვერდი →

მის გამომგონებლებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანსს გადაწყვეტილი ჰქონდათ


გამოეყენებინათ იგი, როგორც ახალი მასალა შპალერისთვის, რომელიც ადვილად
გაიწმინდებოდა. შედეგად კი მიიღეს შესაფუთი მასალა, რომელიც აქტიურად
გამოიყენება, როგორც ერთ–ერთი გასართობი და განსაკუთრებით პოპულარულია
ოფისებში. ეს გართობა დამაწყნარებლად მოქმედებს ინდივიდზე. „ქრესტა ავარდზის“
(«Cresta Awards») მე–12 ფესტივალზე ერთ–ერთი პრიზი მიიღო კალენდარმა „სიამოვნების
წელი“, რომლის თითეული თარიღი დატანილი იყო შეკითხვაში აღწერილის თითო
ელემენტზე.

შესაძლებლობის ფარგლებში ზუსტად დაასახელეთ ეს ელემენტი.

პლასტიკის ბუშტუკი

შეკითხვაში აღწერილია ე.წ. „ბუშტუკებიანი შეფუთვა“

ამ ჯგუფს ეწოდება “იქსები”. ამავე დროს ფანებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის ამჟამინდელი 5
წევრიდან ნაღდი “იქსი” არის მხოლოდ მატიას იაბსი. მითხარით ამ ხუთეულის
სახელწოდება!

„სკორპიონზი“

მხოლოდ მატიას იაბსია — ღრიანკალი (სკორპიონი) ზოდიაქოთი, დანარჩენები სხვა


ზოდიაქოს ნიშნით არიან დაბადებული

შეკითხვის გვერდი →

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით


უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-
დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე… კითხვა: რის
ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?

ბამბუკი

მისი გეოგრაფიული მდებარეობაა ასეთი. სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეთ ჩინეთისა და


აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვები, ჩრდილო-აღმოსავლეთით ამურის ტყეები, სამხრეთ-
დასავლეთით შუა აზიის უდაბნოები, სამხრეთ დასავლეთით ბამბუკით მდიდარი
პროვინცია სიჩუანი. ბამბუკის უკიდეგანო ტყეები ჰიმალაებამდე აღწევს
შეკითხვის გვერდი →

2006 წელს ყაზანში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განსასჯელთა სკამზე იჯდა ბანდა,
რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა „კამაზ“–ს. ამ პროცესზე დამყარდა
რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში 2 რეკორდი: 1. ყველა განსასჯელს
ერთობლივად მიესაჯათ 500 წელი; 2. მეორე რეკორდი უდრიდა 25 მეტრს. რაში
მდგომარეობდა მეორე რეკორდი?

განსასჯელთა სკამის სიგრძე

ერთად გაასამართლეს 32 კაცი

შეკითხვის გვერდი →

2008 წლის აშშ–ს დავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, კარში (რაზდელ) „ერაყი და


ავღანეთი“ არის სტატია, რომელზეც გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი. იმავე სტატიის
ბოლოს არის მინაწერი, რომ ეს თანხა შეიძლება ხელუხლებლად გადატანილი იქნას 2009
ან თუნდაც 2010 წლის ბიუჯეტებში. დაწერეთ 2 სიტყვა, რომელიც გამოტანილია ამ
სტატიის სათაურში!

გამარჯვების აღლუმი

შეკითხვის გვერდი →

1996 წელს შეიქმნა პორტუგალურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა, რომელშის


გაერთიანდნენ პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ,
სან-ტომე და პრინსიპი. კიდევ რომელი სახელმწიფო შეუერთდა ამ თანამეგობრობას 2002
წელს?

აღმოსავლეთ ტიმორი

შეკითხვის გვერდი →
მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი
პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა
ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?

ჯამბაზს

მე-16 საუკუნეში ინგლისური თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ ჯამბაზები, რომლებიც


ავსებდნენ პაუზებს მოქმედებებს შორის ისე, რომ მათი ინტერმედია არანაირად არ იყო
დაკავშირებული პიესის შინაარსთან

შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 26 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “რა X მიიღო


ჩელსიმ?”. გაითვალისწინეთ, რომ X მიუღია საქართველოსაც, ჩვენს კლუბსაც, პირადად
მეც და შეიძლება ბევრ თქვენთაგანსაც. დაასახელეთ X!

გრანტი

გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ავრაამ გრანტი

შეკითხვის გვერდი →

სერგეი ლუკიანენკოს „უკანასკნელ გუშაგში“, მოსკოვი–ლონდონის რეისის


თვითმფრინავში მჯდომი ანტონ გოროდეცკი ათვალიერებს ალბათობის ხაზებს და
აკეთებს დასკვნას, რომ რბილად დაეშვებიან ჰიტროუში და ედინბურგის რეისზეც არ
დააგვიანებენ. ამ დასკვნას წინ უძღვის ანტონის მსჯელობა ფრენის უსაფრთხოებაზე,
რომელშიც მოხსენიებული არიან არაბი ტერორისტები და ორი ევროპული ქვეყნის
გარკვეული სპეციალობის ადამიანები.

დაასახელეთ ეს ორი ევროპული ქვეყანა

შვეიცარია და უკრაინა

ანტონმა მოიხსენია შვეიცარიელი ავიადისპეჩერები და უკრაინელ რაკეტჩიკები,


რომლებმა მონაწილეობა მიიღეს „რუსული“ რეისების ჩამოგდებაში ბოლო 10 წლის
განმავლობაში.

შეკითხვის გვერდი →
პროთაგორამ თავის მოსწავლესთან, ევათლოსთან დადო ამგვარი ხელშეკრულება:
ასწავლიდა მას სოფიზმს და თუკი ევათლოსი, სწავლის დასრულების შემდეგ, მოიგებდა
თვის პირველ სასამართლო პროცესს, იგი გადაუხდიდა პროთაგორას სწავლების
საფასურს, 10 ათას დრაჰმას, ხოლო თუკი წააგებდა არც არაფერს. მაგრამ სწავლების
დასრულების შემდეგ ევათლოსმა სულ სხვა საქმეს მოკიდა ხელი და საერთოდ უარი თქვა
სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე.

რა მოიმოქმედა პროთაგორამ, რომ გასჩენოდა სწავლების საფასურის მიღების საკმაოდ


დიდი შანსი?

უჩივლა ევათლოსს

პროთაგორას იმედი ჰქონდა, რომ მიიღებდა ფულს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით,


ან ყოფილი მოსწავლისგან ამ უკანასკნელის მიერ საქმის მოგების გამო.

შეკითხვის გვერდი →

გერმანელი მთავრების დინასტია რეის ცნობილია იმით, რომ ნომრავდნენ ოჯახის არა
მარტო მმართველ წევრებს, როგორც ეს ევროპის სხვა დინასტიებში იყო მიღებული,
არამედ ამ თავადური გვარის ყველა მამაკაცს. ეს თავისებურება შესაძლოა მეორე
თავისებურებით იყოს გამოწვეული, რომელიც ასევე ახასიათებდა ამ გვარის მამაკაცებს.

გაიხსენეთ გერმანელი არქეოლოგი, ლირიკული ინტერმეცოს ავტორი, გერმანული პენ–


კლუბის ნობელიანტი დირექტორი, გერმანიის პოლიციური ძალების ხელმძღვანელი და
მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ რეისის მამაკაცების მეორე თავისებურება.

ყველას ერქვა ჰაინრიხი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის


განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი
რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი
100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის
შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ
ნებისმიერი ამჟამად არსებული!

შეკითხვის გვერდი →
ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი
დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ
დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური
სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!

ნუუკი (გოთხობი)

გრენლანდიის დედაქალაქია; გრონკიაერი დანიის ნაკრებში თამაშობს

შეკითხვის გვერდი →

ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა


შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის
ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა
მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი
ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?

ქუენტინ ტარანტინოს: „მოკალი ბილი“ (უილიამ უოლესი, უილიამ მაკ–კინლი)

ითვლება ნებისმიერი პასუხი, რომელიც ადასტურებს, რომ გუნდი მივიდა ფილმამდე


„მოკალი ბილი“

შეკითხვის გვერდი →

გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები.


პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი
ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან
დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად
წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა
შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?

აზკაბანი

“ჰარი პოტერი და აზკაბანის პატიმარი”

შეკითხვის გვერდი →
ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა
იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი — დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და
თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც
მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”,
რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული
საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა
სიტყვა?

ვარაზი

სტატიას ეწოდებოდა “სად არის, სხვაგან ახალი დაკარი…”. ფრაზა რევაზ ლაღიძის
“სიმღერიდან თბილისზე”

შეკითხვის გვერდი →

ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური


კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, — ხაზს უსვამს ის — მამაჩემი ხორვატი
იყო, დედა — სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები
პიროვნება!

გორან ბრეგოვიჩი

შეკითხვის გვერდი →

პროექტი „ოქროს ფარი“ — ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის


(ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი
წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს
მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1
წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი
ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები
(Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.

Great Firewall of China ("დიდი ჩინური ფაირვოლი")

ინგლისურიდან: Great Wall of China — დიდი ჩინური კედელი

შეკითხვის გვერდი →
1993 წელს აშშ–ში ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 29%–მა
დაასახელა CIA, 27%–მა — მაფია, 22% — კუბელები და 13% — საბჭოთა კავშირი.
დაასახელეთ პიროვნება, რომელიც დაასახელა გამოკითხულთა 9%–მა!

ლი ჰარვი ოსვალდი

ჯ.ფ. კენედის მკვლელობიდან 30 წლისთავზე ჩატარდა გამოკითხვა: ვინ მოკლა კენედი?

შეკითხვის გვერდი →

როდესაც 2005 წელს რუსეთში ტარდებოდა ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა,


კულტურის სამინისტროში ბჭობდნენ რომელ ქალაქში გაეხსნათ ეს რეტროსპექტივა.
არჩევანი შეჩერდა ქალაქ კალინინგრადზე. რატომ?

იმიტომ, რომ ვუდი ალენის ნამდვილი სახელი და გვარი არაის ალენ სტიუარტ
კენიგსბერგი; ადრე კალინინგრადს კენიგსბერგი ერქვა

შეკითხვის გვერდი →

თავის წიგნში „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, პაატა ნაცვლიშვილი წერს, რომ ეს არის
სპორტის ერთად–ერთი სახეობა, სადაც ეტიკეტის თანახმად, მსაჯი სპორტსმენებს
აუცილებლად ბატონობით მიმართავს (მუსიე–თი მიმართავს). დაასახელეთ სპორტის ეს
ოლიმპიური სახეობა!

ფარიკაობა

ფარიკაობის წესები დიდწილად ფრანგული არისტოკრატიის ეტიკეტზეა დაფუძნებული

ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და


აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს
შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს — ლორი (შაშხი, ვეტჩინა).
მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!

პარმეზანი

ქალაქი — პარმა

შეკითხვის გვერდი →
ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს,
სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა:
დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!

სტივენ კინგი

საუბარი იყო ნათების უნარზე. თევზები მეტად ანათებენ, ვიდრე ხმელეთის ცხოველები.
რომანი “The Shining” 1977 წელს დაწერა სტივენ კინგმა, 1980–ში კი სტენლი კუბრიკმა
გადაიღო ფილმი ამ რომანის მიხედვით.

შეკითხვის გვერდი →

ტედ შულცი და შონ ბრედი მიიჩნევენ, რომ „სოფლის მეურნეობას“ ისინი ეწევიან უკვე 50
მილიონ წელზე მეტი ხანია, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება და მიხმარება მათ ისწავლეს
ადამიანამდე მილიონი წლის წინ. დაასახელეთ ფრანგი, რომელმაც მიუძღვნა მათ
ტრილოგია!

ბერნჰარდ ვერბერი

საუბარია ჭიანჭველებზე (არა ფუტკრებზე და კრაზანებზე). ჭიანჭველები ამრავლებენ


ტილებს, ახდნენ გარკვეული სოკოების კულტივაციას და იყენებენ ანტიბიოტიკებს
მავნებლებთან ბრძოლაში. ვერბერმა დაწერა ტრილოგია: „ჭიანჭველა“, „ჭიანჭველას დღე“
და „ჭიანჭველების რევოლუცია“.

შეკითხვის გვერდი →

ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც


საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი
გადასატანი ყუთი!”. რა ორი სიტყვა შევცვალე მე სიტყვებით “გადასატანი ყუთი”?

უძრავი ქონება

შეკითხვის გვერდი →
1841 წლის 3 იანვარს ხომალდმა “აქუნშეთ” დატოვა ნიუ–ბედფორდის ნავსადგური და
გაემგზავრა მოგზაურობაში შემდეგ მარშრუტზე: აზორის კუნძულები, ჰორნის კონცხი,
პერუ, ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები, სენდვიცის კუნძულები, მარკიზის
კუნძულები. გემმა ბევრი იხეტიალა წყნარი ოკეანის უკიდეგანი სივრცეში, თქვენ კი უნდა
დამისახელოთ ამ ხომალდის ყველაზე ცნობილი მატროსის (მეზღვაურის) გვარი!

ჰერმან მელვილი

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა “მობი დიკი”. მარკიზის კუნძულებზე იგი


გემიდან გაიქცა და ადგულობრივ აბორიგენებთან ტყვედ მოხვდა.

შეკითხვის გვერდი →

1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით
აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს
ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო
მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე
წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?

ლა–როშელი

მესამე ჰუგენოტური ომის შედეგების თანახმად (1568–1570) ლა–როშელი ჰუგენოტებს


გადაეცათ. ლა–როშელი რჩებოდა ჰუგენოტების ბოლო დასაყრდენ პუნქტად, სანამ ის არ
აიღო საფრანგეთის მეფის არმიამ მუშკეტერების მონაწილეობით. მეორე მსოფლიო ომის
დროს გერმანელებმა ლა–როშელში ააშენეს წყალქვეშა ნავების ბაზა და 8 თვე იცავდნენ
ქალაქს, სანამ გერმანიამ კაპიტულაცია არ გამოაცხადა.

შეკითხვის გვერდი →

2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან
მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით,
16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე.
დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე),
რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!

გეი

1998-2004 წლებში ვინიპეგის მერი იყო გლენ მიურეი, რომელიც იყო ღია გეი. 2001 წლის 18
მარტს პარიზის მერად არჩეული იქნა ბერტრან დელანო და პარიზი გახდა ყველაზე დიდი
ქალაქი მსოფლიოში, რომელსაც ყავს გეი-მერი. 2001 წლის 16 ივნისს კი ბერლინის
ბურგომისტრი გახდა კიდევ ერთი გეი, კლაუს ვოვერაიტი.

შეკითხვის გვერდი →

1994 წელს გადაღებული ეს ფრანგული ფილმი აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა


და პორტუგალიაში ეკრანებზე გადიოდა სახელწოდებით „პროფესიონალი“. ვინ
ასრულებდა მასში მთავარ როლს?

ჟან რენო — „ლეონი“

შეკითხვის გვერდი →

4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე
გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში
მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ
იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც
ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?

აბებე ბიკილა

1960 წელს რომის ოლიმპიადაზე მარათონში გაიმარჯვა, თანაც ფეხშიშველმა. შემდეგ


ეთიოპიის იმპერატორის გვარდიაში მსახურობდა, სადაც შეთქმულებაში მიიღო
მონაწილეობა და ბეწვზე გადარჩა. შემდეგ გაუკეთეს მუხლის ოპერაცია, რომლის
შემდეგაც უნდა დაკოჭლებულიყო, მაგრამ მან 1964 წელს ტოკიოში მაინც გაიმარჯვა
მარათონში, ოღონდ უკვე ბოტასები ეცვა.

შეკითხვის გვერდი →

ყურადღება, ციტატაში შეცვლილია ორი სიტყვა. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო


ეფექტური ეკონომისტი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია
საერთოდ არ არსებობს”. კითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით
“ეფექტური ეკონომისტი”!

პატიოსანი პოლიტიკოსი
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ევროპაში ეს ნივთიერება იყო მხიარული
დროსტარების ლეგალური წყარო, ისეთი როგორიც ახლა მარიხუანაა ჰოლანდიაში. და
მხოლოდ 1846 წელს მიხვდნენ, რომ ამან შეიძლება ტკივილი გადაატანინოს ათიათასობის
ადმიანს. აღწერეთ ეს ნივთიერება სამი სიმბოლოს მეშვეობით!

N2O

აზოტის ორჟანგი (ოქსიდი), იგივე მალხენი აირი 1799 წელს მიიღო ჰემფრი დევიმ, რის
შემდეგაც ნახევარი საუკუნე გამოიყენებოდა, როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, და
მხოლოდ 1846 წლიდან იყენებენ, როგორც ნარკოზს

შეკითხვის გვერდი →

თავის სტატიაში ბოლო წლების სამომხმარებლო ბუმის შესახებ, დიმიტრი ხარიტონოვი


გერმანიას უწოდებს „გატეხილი X–ების ქვეყანა”. მითხარით რა არის X, ოღონდ
გაითვალისწინეთ, რომ ჩემ შვილებს — გიორგის და ელენეს — ცალცალკე აქვთ თითო X და
თანაც ჯერ–ჯერობით მთელი!

ყულაბა

გერმანია — გატეხილი ყულაბების ქვეყანა

შეკითხვის გვერდი →

1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეს პიროვნება, მიუხედავად სოლიდური ასაკისა და


სიმდიდრისა, მაინც საკუთარი ხელით უცვლიდა წვეტებს (შიპებს) გფრ–ის
ფეხბურთელებს. დაასახელეთ ეს პიროვნება!

ადოლფ დასლერი

ადი დასლერი — კომპანია „ადიდას“–ის დამფუძნებელი

შეკითხვის გვერდი →

ციტატა ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე განთავსებული მასალიდან: “11 აპრილი, 2008წ. …


მას ასეთი ბედი აქვს: იგი ძალზე უყვართ პრეზიდენტებს. ეტყობა მისი გულის
ამაჩუყებელი სტილი ალბობს პოლიტიკისაგან გაუხეშებულ რკინის მამაკაცებს. მისი
გამოსვლების დროს ცრემლს ვერ იკავებდა ნურსულთან ნაზარბაევი, ის ყოველთვის
სასურველი სტუმარი იყო თურქმენბაშისთან და განსვენებული ლიდერის ხაზს ახლა
აგრძელებს პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი. მისი ფან–კლუბის ერთ–ერთი გამორჩეული
წევრია სერგეი მირონოვი. მაგრამ ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ იგი ახერხებს
გაიაროს წვრილ ხაზზე, ორ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს
შორის და იმეგობროს ორივე პრეზიდენტთან”. მე არ გეკითხებით რომელ 2
სახელმწიფოზეა საუბარი, მითხარით ვისზე წერდა ასე რუსული ვებ–საიტი!

დიანა ღურწკაია

შეკითხვის გვერდი →

ვალტერ სკოტს ეკუთვნის ასეთი განმარტება: “ეს ჰგავს შაქარს, მოურეველი რომ დარჩა
ჭიქის ფსკერზე”. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა!

Happy End (Ending)

შეკითხვის გვერდი →

1812 წლის ომის დროს ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. მაგალითად, ბრიტანეთის არმიამ
მარცხი განიცადა ტემზაზე გამართულ ბრძოლაში. მითხარით, ვინ იყო მათი
მოწინააღმდეგე?

აშშ–ს არმია

1812 წლის 5 ოქტომბერს კანადაში მდებარე მდინარე ტემზაზე შედგა ბრძოლა


ბრიტანეთისა და აშშ არმიებს შორის.

შეკითხვის გვერდი →

ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი
შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც კრიშნას ვაჟი
ხარ!“. დაასახელეთ ეს პიროვნება!

ჯორჯ ჰარისონი

ჰარე კრიშნა, ჰარე რამე! ჰარი სონი!


შეკითხვის გვერდი →

მადაგასკარს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში მის ტერიტორიაზე ბინადარი


პრიმატების მრავალფეროვნების მიხედვით. რომელ ქვეყანას უკავია პირველი ადგილი?

ბრაზილიას

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ სენატორმა ჯონ გლენმა თქვა: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ თავიდან
ვიცილებდით ამ დღეს. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დღე არასოდეს დადგება. ჩვენ
ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე… და აი, ეს დღეც დადგა!“. რომელ
წელს იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები?

1986

ჯონ გლენი არის პირველი ამერიკელი ასტრონავტი. 1986 წელს ის იყო სენატორი და ეს
სიტყვები წარმოთქვა „ჩელენჯერის“ დაღუპვის შემდეგ

შეკითხვის გვერდი →

1987 წელს ჩერნობილის რეაქტორიდან 4 კილომეტრში იპოვეს ცოცხალი ხარი და სამი


ძროხა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია
საქონლის გენომზე და ბევრი საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. მაგრამ ყველაზე
საინტერესოა სახელები, რომლებიც მისცეს ამ წყვილჩლიქიანებს: ხარს დაარქვეს ურანი.
რა დაარქვეს 3 ძროხას?

ალფა, ბეტა და გამა

ბრიტანული ჯავშნიანი ხომალდები „ტრიუმფი“ და „სვიფტშური“ თავდაპირველად აიგო


სახელმწუფო ჩილის შეკვეთის თანახმად. შემდგომში ჩილიმ უარი თქვა გემების ყიდვაზე
და ისინი შეისყიდა ბრიტანულმა ფლოტმა. ინგლისელ მეზღვაურთა შორის ეს ორი გემი
ცნობილი იყო მეტსახელებით „ვაკანტე“ და „ოკკუპანდო“. კითხვა: მითხარით, გემის
რომელ სათავსოზე ხედავდნენ ინგლისელი მეზღავურები წარწერილ ამ სიტყვებს?

გალიუნებზე
ტუალეტებიც (ფეხსადგილი, საპირფარეშო და ა.შ.) ითვლება; ვაკანტე — თავისუფალია,
ოკუპანდო — დაკავებულია

შეკითხვის გვერდი →

ფეხბურთის ზოგიერთი ბრაზილიელი ისტორიკოსი წერს, რომ ადემარი იმდენად ძლიერი


თავდამსხმელი იყო, რომ მისი მეურვეობისათვის ერთი მცველი არ კმაროდა. სწორედ
ამიტომ მოიგონეს ცნობილი სისტემა. დაწერეთ ეს სისტემა 5 სიმბოლოს მეშვეობოთ!

4+2+4

შეკითხვის გვერდი →

ამერიკელმა მეცნიერმა სარა ბროსნანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ადამიანის მსგავსი


მაიმუნების შესახებ, რომელშიც „პრიმატების სოციალური ქცევის პირველ მკვლევარად“
მოიხსენიებს არა ბრიტანელ მეცნიერ ცუკერმანს ან ამერიკელ ფსიქოლოგ მასლოუს,
არამედ მე–15 საუკუნეში დაბადებულ იტალიელს. დაასახელეთ მისი გვარი!

ნიკოლო მაკიაველი

ადამიანი აგრეთვე პრიმატია

შეკითხვის გვერდი →

ამის შემსწავლელი ნაციონალური ცენტრი განლაგებულია ფლორიდაში. ახლახანს


გამოცხადდა, რომ ამ ნაციონალურმა ცენტრა უკვე მოამზადა 11 სახელი, რითიც
გრძელდება ჯერ კიდევ ესპანელების მიერ მე–16 საუკუნეში დანერგილი ტრადიცია.
ოღონდ ესპანელები იყენებდნენ წმინდანების სახელებს, ამჟამად კი ჩვეულებრივი
სახელები გამოიყენება. რას აძლევენ ამ სახელებს?

გრიგალებს (ტაიფუნი)

შეკითხვის გვერდი →
თუ დროის დათქმულ მონაკვეთში მიზანი მიღწეული არ იქნა, ქილერი იღებს
გაფრთხილებას, კიდევ 2 წუთის შემდეგ — მეორე გაფრთხილებას, ხოლო თუ კიდევ 3
წუთის განმავლობაში მიზანი მიღწეული არ იქნა, საქვეყნოდ შერცხვენილ ქილერს
უსტვენენ და აძევებენ. ახლა კი მითხარით რა წარმოადგენს ქილერის მიზანს?

ხარი

საუბარი იყო კორიდაზე. „მატადორი“ — მკვლელი, ქილერი

შეკითხვის გვერდი →

2008 წლის გაზაფხულზე პარიზში გაიმართა უკვე მე–4 კინოფესტივალი, რომელზეც


ნაჩვენები იქნა 100–მდე მოკლემეტრაჟიანი და 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ზოგიერთი
მათგანი იყო პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადარებული, მაგრამ უმრაველესობის
ავტორი დილეტანტები იყვნენ. ექსპერტებმა ეს ფილმები იმპრესიონისტებს შეადარეს.
როგორ არის ყველა ეს ფილმი გადაღებული?

მობილური ტელეფონით

შეკითხვის გვერდი →

როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი


მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს
იგივე, რაც საბჭოთა მწერლის მიერ შექმნილმა ერთმა ზღაპრულმა პერსონაჟმა უქნა
რამდენიმე ლითონის ნივთს. დაასახელეთ ეს ზღაპრული პერსონაჟი!

ბურატინო

ბურატინომ დამარხა მონეტები მიწაში, რათა უფრო მეტი ამოსულიყო; პოლინეზიელებმაც


ჩაფლეს ლურსმნები მიწაში, იქნებ კიდევ ამოვიდესო

შეკითხვის გვერდი →

ახალი ბელგიური სამეცნიერო სადგური, რომელიც გლობალურ დათბობას დააკვირდება


— იმუშავებს ენერგიის ბუნებრივ წყაროებზე. ამით მოხდება შემოსაზიდი საწვავის
დაზოგვა. აქ ყოველთვის ქრის ქარი, სარეზერვო წყაროს ფუნქციას კი შეასრულებელ მზის
ბატარეები, მითუმეტეს, რომ სადგური მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე იმუშავებს.
სადგურზე ეს საყოფაცხოვრებო საგანიც კი ექნებათ, რომელიც ძალზე ცოტა
ელექტროენერგიას მოიხმარს. ასე რომ მეცნიერებს არ მოუწვეთ გარეთ გასვლა.
დაასახელეთ ეს საგანი!

მაცივარი

სადგური იმუშავებს ანტარქტიდაში, სადაც ნოემრიდან თებერვლამდე პოლარული დღეა,


ტემპერატურა კი საშუალოდ -5°C–ია.

შეკითხვის გვერდი →

თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე


მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს
ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ
მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად
1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!

ავჭალა

მგზავრები ცდილობდნენ გაცლოდნენ ამ ადგილს, რომელსაც ძველთაგან „ავი ჭალის“


სახელი ეწოდა.

შეკითხვის გვერდი →

კუნძულ ჰაიტიზე სარწმუნოებები იმდენად შეერია ერთმანეთს, რომ ადგილობრივი


ღვთაებების სახელებმა დაიკავეს ქრისტიანი წმინდანების ადგილი. ასე, მაგალითად პაპა
ლეგბამ ჩაანაცვლა წმინდა პეტრე, ღვთისმშობლის ნაცლად ფიგურირებს სიყვარულის
ქალღმერთი ერზილი დანტორი. რომელი კათოლიკური წმინდანი ჩაანაცვლა დამბალამ —
აფრიკელი გველების მბრძანებელმა?

წმინდა პატრიკი

ა.წ. 20 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა ესპანელ


მწვრთნელს, ხავიერ კლემენტეს და მის შესაძლო სამუშაოზე ერთ არაევროპულ ქვეყანაში.
საბოლოოდ კლემენტემ უარი თქვა ამ ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე. სტატიის სათაურში
გამოტანილი იქნა 3 სიტყვა, რომელიც აღებული იყო ცნობილი პოემის პროლოგიდან.
დაწერეთ ეს სამი სიტყვა!

ესე ამბავი სპარსული


შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე წლის წინ რომის კასილინოს საავადმყოფოში გაიხსნა სუპერტანამედროვე


ავტომატური მიმღები ფანჯარა. ფანჯარის წინ (გარედან) დამაგრებულია დიდი კალათა,
რომელსაც ავტონომირი გასათბობი სისტემა და მოძრაობის სენსორები აქვს
დამონტაჟებული. საავადმყოფოს მიმღები განყოფილების შინაგანაწესში კი წერია, რომ ამ
კალათაში სულ რამდენიმე წუთი შეიძლება იდოს, მერე კი უკვე მორიგეს დააჯარიმებენ.
ვინ ან რა შეიძლება იდოს ამ კალათში სულ რამდენიმე წუთი?

მიგდებული ბავშვი (პოდკიდიშ)

თუ მორიგემ ვერ შეამჩნია, რომ ბავშვი 3 წუთზე მეტი ხანია კალათში წევს — მას ეცხადება
საყვედური

შეკითხვის გვერდი →

წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სიმართლეა: ადამიანი გაასამართლეს ყალბი ფულის


მოჭრისათვის, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, შემდგომში შეიცვალეს ის კატორღით,
შემდეგში კი ეს ადამიანი გამოსახული იყო ქვეყნის ბანკნოტებზე (ფულზე). რომელი
ქვეყნის?

ავსტრალიის

არქიტექტორი ფრენსის გრინვეი გამოსახული იყო ავსტრალიურ 10 დოლარიანზე

შეკითხვის გვერდი →

1818 წელს ნიუ–იორკის სასამართლოში განიხილეს ძალზე საინტერესო საქმე. თევზის


ქონის ხარისხის მაკონტროლებელი ინსპექტორი ჯეიმს მორისი უჩიოდა ვინმე სემ ჯადს
და ითხოვდა, რომ მის კონტროლში შესულიყო აგრეთვე ჯადის მიერ წარმოებადი
პროდუქცია. მსაჯულებმა, რომლებიც პროცესის განმავლობაში გაერკვივნენ
ზოოლოგიაში, უარი უთხრეს მორისს და მართლებიც იყვნენ. კითხვა: 2 სიტყვით
მითხარით ტითი ვაჭრობდა სემ ჯადი?

ვეშაპის ქონით
ვეშაპი მოგეხსენებათ ძუძუმწოვარია, ხოლო ჯეიმს მორისი თევზის ქონის
მაკონტროლებელი ინსპექტორი იყო

შეკითხვის გვერდი →

ვიკიპედიის თანახმად, ყველაზე ტანდაბალი ბრიტანელი მონარქი იყო ჩარლზ I. თანაც ეს


მანამდე, სანამ ის დარჩა X–ის გარეშე. 1866 წელს ერთმა გამოვიდა წიგნი, რომლის
სათარშიც აგრეთვე ფიგურირებდა ადამიანი X–ის გარეშე. მიხვდით რა არის X და
დაასახელეთ მწერალი!

მაინ რიდი

X — თავი

შეკითხვის გვერდი →

თანამედროვე მკვლევარებმა შეისწავლეს ცრუ–ს არქივები და აღმოაჩინეს, რომ გფრ–ს


სპეცსამსახურებში მრავალად იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 50–იან წლებში საბჭოთა
დაზვერვამ გადაიბირა (დაავერბოვკა). მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხსენებულ
საბჭოთა აგენტებში ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენდნენ ერთი
აღმოსავლეთგერმანული ქალაქის მკვიდრნი. ეტყობა, მათი მთავარი მოტივი იყო
შურისძიება. დაასახელეთ ეს ქალაქი!

დრეზდენი

1945 წლის 13–14 თებერვალს მოკავშირეებმა უმოწყალოდ დაბომბეს დრეზდენი, რასაც


წარმოშობით დრეზდენელები ვერ პატიობდნენ ამერიკელებს და ფარულად საბჭოთა
კავშირზე მუშაობდნენ

შეკითხვის გვერდი →

70–80–იანი წლების მიჯნაზე CIA–მ წამოიწყო კამპანია საბჭოთა სამრეწველო შპიონაჟის


წინააღმდეგ: გამიზნულად მასობრივად შექჰონდათ დესტრუქციული ცვლილებები
ნახაზებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ერთ–ერთი ასეთი პროგრამის გამო,
რომლიც შენიღბული იყო, როგორც სისტემური ტესტი, 1982 წელს მოხდა აფეთქება
გაზსადენზე ურენგოი–პომარი–უჟგოროდი. რა უწოდეს ამ კომპიუტერულ პროგრამას
ავტორებმა?

ტროას ცხენი (ტროიანი)

ეს არის ერთ–ერთი ვერსია, თუ საიდან მიიღეს სახელწოდება ცნობილმა კომპიუტერულმა


ვირუსებმა

შეკითხვის გვერდი →

1999 წელს ერთმა კომპანიამ შექმნა რობოტი–გამომცდელი (ისპიტატელ), რომლის


მტავარი განსხვავებაც ადამიანისგან, არის 3 ფეხი (და არა 2). მითხარით ძირითადი
პროდუქცია, რომლის გამოშვებითაც ცნობილია ეს კომპანია!

ავტომანქანები

Volkswagen–მა გამოუშვა 3–ფეხიანი რობოტი, რომ სამივე პედალზე ერთდროულად ედოს


ფეხი.

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ჯონ ფრედერიკმა იხუმრა, რომ “ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი მელანი,
ამერიკელებმა კი უკვე თავის ნაციონალურ ლიტერატურაზე დაიწყეს ლაპარაკიო”.
კიტხვა: სახელდობრ სად (ან რაზე) არ იყო გამშრალი მელანი?

აშშ–ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე

შეკითხვის გვერდი →

ეს ქვეყანა შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ. კონსტიტუციის საფუძვლად


აღებული იქნა აშშ–ს კონსტიტუცია. ამჟამად ეს ქვეყანა მე–2 ადგილზეა თავის რეგიონში
ხორცისა და ხორბლის წარმოებით, აგრეთვე ბუნებრივ გაზის მარაგითა და ტურიზმისგან
მიღებული შემოსავლებით. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს
წაიაღისეული მოიპოვება ძალზე ცოტა — 100 ტონამდე წელიწადში, რაც ძალზე ცოტაა
მსოფლიოს მომპოვებელტა პირველ სამეულტან შედარებით. მიხვდით, რა წიაღისეულზეა
საუბარი და დაასახელეთ ეს სახელმწიფო!
არგენტინა

წიაღისეული არის ვერცხლი (არგენტუმ)

პროსპერ მერიმეს ერთ–ერთი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჟიული დე შავერნი


ქორწინების დღიდან სულ რამოდენიმე თვეში ხვდება, რომ მან დაუშვა შეცდომა,
როდესაც მუსიე შავერნის დათანხმდა ცოლობაზე და იჩენს საყვარელს. თუმცა ნოველის
ბოლოში ირკვევა, რომ მთავარ გმირს ამ საკითხშიც არ გაუმართლა და იგი საბოლოოდ
იღუპება. ნოველის სახელწოდება რუსულ თარგმანში, ემთხვევა სპორტულ ტერმინს.
დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც გამოიყენება ეს ტერმინი.

ჩოგბურთი

რუსულ თარგმანში ნოველის სახელწოდებაა “Двойная ошибка”.

შეკითხვის გვერდი →

ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 32 ათას მოსახლეს ითვლის,


ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს. საბანაო სეზონის დროს, როდესაც
ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს, ქალაქი აქტიური ღამის ცხოვრების რიტმზე
გადადის, რაც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებისათვის მისწრებაა და ამის გამო
ქალაქს ხშირად ხუმრობით “საწოლ ოთახს” ეძახიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქს
ტურისტები ისტორიული ძეგლების სანახავადაც სტუმრობენ, რაც არ არის გასაკვირი
ვინაიდან შვიდიდან ერთ–ერთი ხომ ამ ქალაქშია. დაასახელეთ ამ ქალაქის თანამედროვე
სახელწოდება.

ბოდრუმი

ბოდრუმი (ძველი ჰალიკარნასი) თურქეთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია.


ბოდრუმს ხუმრობით მოიხსენიებენ, როგორც "Bedroom". აქვე განლაგებულია
ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევები.

შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, ის გახდა ცნობილი წყვილის დისლოკაციის ადგილის


შეცვლის მიზეზი. სხვა წყაროს თანახმად, ის ათ წლიანი ომის მიზეზი გახდა. აგრეთვე
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დახმარებით განხორციელდა დიდი
აღმოჩენა. დაასახელეთ ორი სეხნიის გვარი, რომელთაც მან მილიონობით დოლარი
მოუტანა.
ვოზნიაკი და ჯობსი

ვაშლი გახდა ადამის და ევას ედემიდან გამოძევების მიზეზი. განხეთქილების ვაშლის


გამო დაიწყო ტროას ომი. ნიუტონს თავზე დაეცა ვაშლი და აღმოჩენილ იქნა
მიზიდულობის კანონი.

შეკითხვის გვერდი →

1559 წელს მაკაოს დროებითმა კომენდანტმა ეს ადამიანი ამხილა სამსახურეობრივი


მოვალეობების გადამეტებაში, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და გოაში გემით
გაამგზავრეს. მდინარე მეკონგის შესართავთან გემი ჩაიძირა, რის შედეგად ფსკერისკენ
წავიდა ყველაფერი, გარდა ხელნაწერისა, რომელიც მან ნაპირზე ძლივსძლივობით
უვნებელი გამოიტანა. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა მოზამბიკში, სადაც ორი წლის
განმავლობაში ცხოვრობდა. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ
სახელწოდება, რომლითაც დღესდღეობით ცნობილია ზემოთხსენებული ხელნაწერი.

ლუზიადები

საუბარია ლუიშ დე კამოენსზე და მის ეპიკურ პოემაზე. მაკაო და მოზამბიკი


პორტუგალიის კოლონიები იყო, სადაც პორტუგალიელი პოეტი ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა.

შეკითხვის გვერდი →

ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული სულ ცნობილი იყო რამოდენიმე ლითონი: ოქრო,


ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია. XV საუკუნეში, დადგინდა
რომ სტიბიუმი, იგივე სურმა, ბუნებაში გვხვდება ასევე ლითონის სახითაც, მიუხედავად
ამისა ალქიმიკოსები მაინც ჯიუტად უარს აცხადებდნენ მის ლითონად აღიარებაზე. საქმე
კი იმაში გახლდათ, რომ იმ დროისათვის მათ სტიბიუმისათვის ვერ მოძებნეს შესაბამისი
“წყარო”, ყველა არსებული “წყარო” კი უკვე დაკავებული ჰქონდათ დანარჩენ ლითონებს.
თუ მიხვდით რა იგულისხმება “წყარო”–ში, დაასახელეთ ვერცხლისწყლის შესაბამისი
“წყარო”–ს სახელწოდება.

მერკური

ძველმა ეგვიპტელებმა მოახდინეს შვიდი ცთომილის, ურთიერთცალსახა დაკავშირება


ლითონებთან: ოქრო-მზე, ვერცხლი-მთვარე, ვერცხლისწყალი-მერკური, სპილენძი-ვენერა,
რკინა-მარსი, კალა-იუპიტერი, ტყვია-სატურნი. სტიბიუმისათვის კი მერვე ცთომილი მათ
ცაზე ვერ მოძებნეს.
შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:

„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,

კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,

Comment-ის ნაცვლად დაეკიდება

დაფა — "No Comment" გაღეღილ გულზე“.

მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი


ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.

სერგო ფარაჯანოვი

სიტყვა comment–ით შეცვლილია სიტყვა Smoking. როგორც ცნობილია კანის ფესტივალზე


ყოფნისას, სერგო ფარაჯანოვმა სმოკინგის უქონლობის გამო, მოხსნა კედლიდან წარწერა
"No Smoking" და ისე შევიდა ფესტივალზე.

შეკითხვის გვერდი →

2007 წლის 12 სექტემბერს, ნოვოსიბირსკის ჰესზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეთა


დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ლოკალიზებული. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა
ეკოლოგიური დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე გამოჩნდა
სტატია, რომლის სათაური ემთხვეოდა 1972 წელს, რამდენიმე ინგლისელის მიერ
შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

Smoke on the Water

ხანძრის შედეგად მდინარე ობი დაბინძურდა. დაბინძურდა ასევე ჰაერიც, რომელიც


ბოლით და კვამლით გაიჟღინთა. საუბარია ჯგუფ Deep Purple–ს ცნობილ სიმღერაზე
"Smoke on the Water".

შეკითხვის გვერდი →
ბორის აკუნინის ერთ–ერთ ნაწარმოებში მოხსენიებულია ტერორისტული ორგანიზაცია.
ორგანიზაციის წევრებს შორის არის ორი სტუდენტი ქიმიკოსი, რომელთა უშუალო
მოვალეობა აფეთქებების მოწყობაა. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა ორი რეალური პიროვნების
პატივსაცემოდ აირჩიეს მეტსახელები. დაასახელეთ ეს ორი ისტორიული პიროვნება, თუ
ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში, ხოლო მეორე
კი მათი თანამედროვე იყო!

ბერთოლდ შვარცი, ალფრედ ნობელი

შვარცი ითვლება დენთის, ხოლო ნობელი დინამიტის შემქმნელად.

შეკითხვის გვერდი →

2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში
ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან
გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს
გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ
იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა
დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს
ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.

Kill Bill

სახელწოდება აგებულია სიტყვათა თამაშზე. სათაური შეიძლება ითარგმნოს როგორც


„მოკალი ბილი“ (ტარანტინოს სისხლიანი ფილმი), ასევე როგორც „მკვლელი კანონი“.

შეკითხვის გვერდი →

ახლახანს მე წავიკითხე ამერიკელი ფანტასტი მწერლის მოთხრობა „კლაუს დაფის სული“


(დუშა კლაუსა დაფი), რომელშიც აღწერილია ადამიანის განვითარების ახალი საფეხური:
ჰომო ნოვუს (ახლა ვართ ჰომო საპიენს). მითხარით რომელ ორ სიტყვას ოყენებენ ეს ჰომო
ნოვუსები ნაცვლად ცნებებისა „მოსმენა“ და „გადაადგილება“. გაითვალისწინეთ, რომ
ორივე სიტყვაში პირველი 5 ასო ერთი და იგივეა!

ტელეპათია და ტელეპორტაცია

XVIII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მწერალი ქალი, შარლოტა აისე წარმოშობით იყო ჩერქეზი
თავადის ოჯახიდან, რომლის სასახლის ძარცვის დროს, თურქებმა ბავშვი გაიტაცეს და
სტამბოლის ბაზარში მიჰყიდეს ფრანგ დიპლომატს. რუსულმა ჟურნალმა «Совершенно
секретно» ამ ფაქტს მიუძღვნა სტატია, რომლის სათაურის პირველი ნაწილი ემთხვევა 1966
წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურის პირველ ნაწილს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების
ავტორი.

ლეონიდ გაიდაი

სტატიას ერქვა «Кавказская пленница или Тайна мадемуазель Аиссе». 1966 წელს ლეონიდ
გაიდაიმ გადაიღო ფილმი «Кавказская пленница, или Новые приключения Шурика»

შეკითხვის გვერდი →

როდესაც ამ ადამიანს შესთავაზეს, თავისი კომპანიის ლოგოტიპი შეეცვალა შვეიცარიული


ჯვარით, მან უპასუხა: “ჯვარი ვერ შეცვლის ჩემს საცხოვრებელ ადგილს, ვინაიდან ის არა
მხოლოდ საფირმო ნიშანია, არამედ ჩემი ოჯახის საგვარეულო გერბიაო”. შვეიცარიული
კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებული “საცხოვრებელი
ადგილი” კი 2008 წლიდან ერთი დედაქალაქის სიმბოლოდ იქცა. მიხვდით რა
იგულისხმება “საცხოვრებელ ადგილში” და დაასახელეთ ეს დედაქალაქი.

პეკინი

საუბარია “ჩიტის ბუდეზე”. კომპანია ნესტლეს დამაარსებელი ანრი ნესტლე ამბობდა ასე
კომპანიის ლოგოზე. პეკინის ოლიმპიური სტადიონი “ჩიტის ბუდე” შვეიცარიული
კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებულია.

შეკითხვის გვერდი →

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე, ამერიკელი მწერლის, მაიკლ სუენვიკის ერთ–


ერთი წიგნი შესდგება ასზე მეტი მინიატურისაგან. მეათე მინიატურაში, ავტორი
საუბრობს ლას–ვეგასზე და მის განათებაზე. მეთოთხმეტეში საუბარია თანამეროვე
ქალებზე, რომელთაც ავტორის აზრით ბუნებრივი სილამაზე აქვთ დაკარგული და
ცდილობენ ხელოვნური გზებით მოაწონონ მამაკაცებს თავი. მეჩვიდმეტეში საუბარია
იმაზე, თუ როგორ ებრძვიან მეცნიერები საცურაო აუზში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს.
დაასახელეთ პიროვნება, რომლის ნაშრომის საფუძველზეც მაიკლ სუენვიკმა შექმნა
თავისი წიგნი.

მენდელეევი

წიგნი ეძღვნება 118 ქიმიურ ელემენტს. მეათე — ნეონი, მეთოთხმეტე — სილიციუმი,


მეჩვიდმეტე — ქლორი.
შეკითხვის გვერდი →

ქიმიური ელემენტი ტელური აღმოჩენილ იქნა 1782 წელს და მისი სახელწოდება


მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან “tellus” რაც დედამიწას ნიშნავს. 1817 წელს
გამოჩენილმა შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა აღმოაჩინა მსგავსი ქიმიური თვისებების
მქონე ახალი ელემენტი, რომელმაც მენდელეევის სისტემაში 34–ე ადგილი დაიკავა.
მსგავსების გარდა აღსანიშნავია, რომ ბუნებაში ძალიან ხშირად ეს ელემენტი ტელურთან
ერთად მოიპოვება, რამაც განაპირობა კიდეც მისი სახელწოდება. დაასახელეთ
სახელწოდება, რომელიც ბერცელიუსმა მის მიერ აღმოჩენილ ელემენტს დაანათლა.

სელენი

სელენი (ბერძ. selene — მთვარე) მოიპოვება ტელურთან ერთად, ანუ ფაქტიურად მისი
თანამგზავრია.

შეკითხვის გვერდი →

პირველის შესახებ უოლტერ უინჩელმა თქვა, რომ “ეს არის ლამაზად გაფორმებული
უცნობი ფაქტების კრებული, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის და არც არავის
აინტერესებს”. რაც შეეხება მეორეს, საფირ მორიც–ჰოტლიბის აზრით ეს არის ქალის
სინდისი, ვინაიდან ქალი არაფერს აკეთებს მასთან შეუთანხმებლად. თქვენ კი ერთი
წუთის შემდეგ უნდა დაასახელეთ ის, რაც პირველად გამოჩნდა 1947 წლის 4 იანვარს
ჰანოვერში.

ჟურნალი „შპიგელი“

უინჩელი ამბობდა ჟურნალზე, საფირ მორიც–ჰოტლიბს მხედველობაში ჰქონდა სარკე.


შპიგელ გერმანულად არის სარკე.

შეკითხვის გვერდი →

ინგლისელი ისტორიკოსი სტივენ ტერნბული (Turnbull), რომლის სპეციალიზაციას


აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს, თავისი წიგნის ერთ–ერთ თავში
მოგვითხრობს სამურაების ჩამოყალიბების ისტორიას. ისტორიკოსი თვლის, რომ
სამურაების, როგორც ცალკე კლასის ჩამოყალიბებას ორმა, პირველმა — უფრო
მისტიურმა, ხოლო მეორემ — წმინდა ეთიკურმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. დაასახელეთ
ორი, ერთ ასოზე დაწყებული სიტყვა, რომლითაც წიგნის ავტორმა დაასათაურა წიგნის ეს
თავი.

ბუდა, ბუსი(დო)

თავის სათაურია “ბუდა და ბუსი”. მისტიური — ბუდა, ეთიკური — ბუსი(დო).

შეკითხვის გვერდი →

ამ პროდუქციის წარმოების მხრივ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ადგილი, 1931 წელს


ვინმე სიოძირო იშიბაშის მიერ დაარსებულ კომპანიას უკავია. ამავე პროდუქციის
წარმოებაში კი ლიდერის პოზიცია უჭირავს 1889 წელს, ძმების ედუარის და ანდრეს მიერ
საფრანგეთში დაარსებულ კომპანიას. დაასახელეთ ძმების, ედუარის და ანდრეს გვარი,
თუ ცნობილია, რომ იაპონურად სიტყვა ბაში ნიშნავს “ხიდს”.

მიშლენი

ძმებმა ედუარ და ანდრე მიშლენებმა დააფუძნეს საბურავების მწარმოებელი კომპანია


“Michelin” რომელსაც პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. მეორე ადგილზე იმყოფება
საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანია “Bridgestone”, რომლის სახელწოდება მისი
დამაარსებლის გვარის ინგლისურზე თარგმანს წარმოადგენს.

შეკითხვის გვერდი →

ყურადღება, კითხვაში საუბარი იქნება რეალურად არსებულ კუნძულზე! კუნძული


ჯერბა, რომელიც განლაგებულია ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის ნაპირებიდან 2 კმ–ში,
ძალიან მდიდარია თავისი ფლორით. კუნძულზე გავრცელებულია მცენარე Nymphaea
caerulea, რომლის ყვავილებს ფსიქოტროპული ზემოქმედება ახასიათებთ. ერთი წუთის
შემდეგ დაასახელეთ Nymphaea caerulea–ს მეორე, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი
სახელწოდება.

ლოტოსი (ეგვიპტური ლოტოსი)

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი ლოტოფაგების მითიური


კუნძულის პროტოტიპი ზემოთხსენებული კუნძული ჯერბაა. როგორც “ოდისეადან” არის
ცნობილი, ლოტოფაგები მიირთმევდნენ ლოტოსის ყვავილებს და რეალობის აღქმას
კარგავდნენ.
შეკითხვის გვერდი →

დამტკიცებულია, რომ, ამ კუნძულზე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე IV ათასწლეულში,


ადამიანმა დიდი რაოდენობით აღმოაჩინა ლითონი და დაიწყო მისი გამოყენება. ბევრი
თქვენთაგანისათვის კი ცნობილია ამ კუნძულზე დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც
კუნძულის მმართველი შეეწირა. არ გეკითხებით რომელ კუნძულზეა საუბარი,
დაასახელეთ ზემოთხსენებული ლითონი, რომელმაც ერთ–ერთი ვერსიის თანახმად ამ
კუნძულისგან მიიღო სახელწოდება.

სპილენძი

საუბარია კვიპროსზე. კვიპროსზე ვითარდება შექსპირის ტრაგედია “ოტელო”. სპილენძის


ლათინური სახელწოდება (Cuprum) მომდინარეობს კუნძულის სახელწოდებიდან (Cuprus).

შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა


ნათქვამია, რომ იგი თავის მეუღლეს მოიხსენიებდა სიტყვით “It”, რაც როგორც
მოგეხსენებათ საშუალო სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია და ქალბატონის მიმართ
მისი გამოყენება რბილად, რომ ვთქვათ არ არის ლამაზი. თუმცა წიგნში აგრეთვე
ნათქვამია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა დისიდენტი სსრკ–დან, რომელთანაც ამ
ცნობილ ადამიანს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ფაქტზე
დაყრდნობით წიგნის ავტორი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ზუსტად ეს იყო ამ ერთი
შეხედვით ცინიკური მიმართვის მიზეზი. დაასახელეთ ცნობილი პიროვნება, რომელსაც
ეძღვნება ზემოთხსენებული წიგნი.

ჯონ ლენონი

წიგნის ავტორი ვარაუდობს, რომ სსრკ–დან გაქცეული დისიდენტისგან, ლენონმა შეიტყო,


რომ მისი მეუღლის გვარი “Оно”, რუსულად აღნიშნავს იგივეს, რასაც ინგლისური “It”.

ამის რამდენიმე სახეობა არსებობს: კოპტური, იერუსალიმური, ბერძნული, ლათინური და


სხვ. არის კიდევ ორი წმინდანი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ამის კიდევ 2
სახეობა. ერთი ქართველთათვის კარგად ცნობილია, მეორე კი ცნობილია უფრო
იმათთვის, ვინც დაინტერესებულია ვექსილოლოგიით. დაასახელეთ ეს ორი წმინდანი!

წმინდა ნინოს და წმინდა ანდრიას ჯვრები

საუბარი იყო ზოგადად ჯვრის სახეებზე, რომლებიც ყველაზე გამორჩეულები და


განსხვავებულები არიან ფორმებით და მოყვანილობით. წმინდა ნინოს ჯვრის ფორმა, რომ
უნიკალურია ვიცით, წმინდა ანდრიას ჯვარი კი ცნობილი უნდა იყოს ყველასთვის ვინც
დაინტერესებულია დროშების შესწავლით რადგან ეს ირიბი ჯვარი გამოსახულია,
როგორც შოტლანდიის დროშაზე, ასევე დიდი ბრიტანეთის დროშაზეც Union Jack-ზე.
ასევე წარმოადგენს რუსეთის საზღვაო ფლოტის დროშის მთავარ შემადგენელ
ატრიბუტსაც.

შეკითხვის გვერდი →

მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის
ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით საქმიანობას.
თქვენი ამოცანაა მიხვდეთ თუ ვის უთხრა ათენას ბიუსტზე შემომჯდარმა შავმა არსებამ 9-
ჯერ სიტყვა — „აღარასოდეს“…

ედგარ ალან პოს

არსება რომელიც დეტექტივისტის ფანტაზიით მას პასუხად ”აღარასოდესს” ეუბნებოდა


ყორანი იყო. ნაწარმოები, რომელიც მან კოკაინის ზემოქმედების ქვეშ შექმნა.

შეკითხვის გვერდი →

არგეტინაში გამგზავრებული სებასტიან კაბოტის ექსპედიცია პარაგვაის მიმარტულებით


მიიწევდა კონტინენტის სიღრმეში. გზად შემხვედრმა ინდიელებმა ექსპედიციის წევრებს
ლითონისგან დამზადებული სამკაულები აჩუქეს. ამ სამკაულების მიხედვით კაბოტმა
სახელი მისცა მათ მიერ განვლილ საწყლოსნო გზას. რა უწოდა სებასტიან კაბოტის
ექსპედიციამ განვლილ საწყლოსნო გზას?

(რიო დე) ლა–პლატა

ვერცხლის მდინარე. ინდიელების მიერ მიცემული ვერცხლის სამკაულებისა და


სხვადასხვა ნივთების გამო ექსპედიტორებმა მდინარეს სწორედ ვერცხლის უწოდეს.

შეკითხვის გვერდი →

ძველად არსებობდა მეომართა კატეგორია, რომელიც მათი იარაღის მიხედვით


სლინგერებად იწოდება. ქართველ მეომრებს იგივე იარაღის ეფექტურად
გამოყენებისათვის საგანგებო აბგა-ჯიბეები ჰქონდათ, რომელთაც ტავარჯუხები
ეწოდებოდათ. რის გადატანას აადვილებდნენ ტავარჯუხები მეომართათვის?
(შურდულის) ქვების

სლინგერი ნიშნავს შურდულის მტყორცნს, SLING — შურდულს. შესაბამისად ქართველებს


შურდულის ქვების გადასაზიდად აბგა-ჯიბეები ჯქონდათ, რომელსაც ტავარჯუხები
ეწოდებოდა.

შეკითხვის გვერდი →

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცუდ განწყობასთან ასოცირდება, ამ 156 მ სიგრძის
ნაგებობას ხალხი საკუთარი სურვილების აღსრულებასთან აკავშირებს და ერთობ
გამორჩეული ფორმით ითხოვენ მისგან წადილის შესრულებას. აზიის რომელ ქალაქშია
განლაგებული ეს ნაგებობა?

იერუსალიმი

ნათქვამია, გოდების კედელს რომ მასში ჩარჭობილი სურვილები გამოაძრო ის


დაიშლებაო. ხალხი ფურცლებზე დაწერილ თავის სურვილების გოდების კედელში
არჭობს და ამით სურს წადილის ახდენა.

შეკითხვის გვერდი →

2006 წელს გაზეთ „აჭარა“–ში გამოქვეყნდა ტესტი, რომელიც მაგალითისათვის შეიცავდა


შემდეგ კითხვებს:

— გიყვარდათ თუ არა ბავშვობაში თანატოლთათვის ფეხის დადება?

— მიგაჩნიათ თუ არა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მაგრამ არსებობს


არასაკმარისი თანხა?

— გიყვართ ზღაპრების მოყოლა?

— შეგიძლაით თუ არა დიდხანს, გამართულად და გაუგებრად საუბარი?

კითხვა: დამისახელეთ ამ ტესტის სათაური! (აზრობრივად)

„შეგიძლაით თუ არა, გახდეთ პოლიტიკოსი?“

შეკითხვის გვერდი →
იმისათვის, რომ ტროას ომში არ წასულიყო, ოდისევსმა სიგიჟე მოიგონა. დაიწყო მიწის
ხვნა და ხნულებში მარილის თესვა. ტყუილში იგი ევბეის მეფე პალამედემ ამხილა. მან
ნაპირიდან მე-10 ხნულში მისი შვილი, ტელემაქე ჩააწვინა და ამით მან არამარტო
ოდისევსის ტყუილი გამოააშკარავა, არამედ იწინასწარმეტყველა… რა იწინასწარმეტყველა
ევბეის მეფე პალამედემ?

ტროას ომის ხანგრძლივობა

ტროას ომი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეკითხვის გვერდი →

1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა


ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად,
იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის
მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა
ნივთი მიიტანეს პარლამენტში?

ზარი

ბიგ ბენი ზარს ჰქვია და არა საათს, როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია.

შეკითხვის გვერდი →

ევროპაში მდებარე ერთი ნახევრადდანგრეული ნაგებობიდან დიდი რაოდენობით


გაჰქონდათ ქვები საშენ მასალად. ამ ვანდალიზმის აღკვეთა რომის პაპმა ბენედიქტ XIV
მხოლოდ მე–18 საუკუნეში მოახერხა. მან გამოსცა ბრძანება, რომლითაც აღიარებდა ამ
ადგილს წმინდად, რადგან აქ უამრავი ქრისტიანი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით.
კითხვა: დაასახელეთ ეს ნაგებობა!

კოლიზეუმი

ნახევრად დანგრეული კოლიზეუმიდან სხვადასხვა მშენებლობებისთვის მთელი შუა


საუკუნეების განმავლობაში გაჰქონდათ საშენი მასალა. გამომდინარე იქიდან, რომ რომის
იმპერიის დროს აქ უამრავი ქრისტიანი დახოცეს, რომის პაპმა ბენედიქტ XIV კოლიზეუმი
წმინდა ადგილად გამოაცხადა და იქიდან ნებისმიერი საშენი მასალის გადატანა აკრძალა.

შეკითხვის გვერდი →
შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რა არის პორფირია. ეს არის ძალზედ
იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია გენური პათოლოგიით. ამ სენით
დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ კანის გაფერმკრთალება და დანაოჭება. გარკვეული
პერიოდის შემდეგ იწყება დაჩირქება და ზედაპირი იფარება წყლულებით. მყესების
დეფორმირების შედეგად თითები იბრიცება. აგრეთვე დეფორმაციას განიცდის ცხვირი და
ყურები. დაასახელეთ XV საუკუნეში მოღვაწე ისტორიული პირი, რომელიც მეცნიერთა
აზრით ზუსტად ამ სენით იყო დაავადებული.

ვლად ცეპეში (დრაკულა)

ვარაუდობენ, რომ ზუსტად ეს დაავადება იყო მიზეზი იმ მისტიციზმისა, რომელიც


მიეწერება ცნობილ გრაფს. აღსანიშნავია, რომ პორფირიით დაავადებული ხალხი
განიცდის აუტანელ ტკივილს მზის სინათლეზე.

ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის


ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო
პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით,
ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით
ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე
ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?

“სტად დე ფრანსი”, სენ–დენი

1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე


შესრულდა მორის რაველის “ბოლერო” რკინის კასრებზე ჯოხების ბრახუნით.

შეკითხვის გვერდი →

1865 წელს, ლონდონში გარდაიცვალა ცნობილი სამხედრო ქირურგი ჯეიმს ბერი. იგი იყო
არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი, სანიტარიისა და ჰიგიენის
თავგამოდებული დამცველი და საველე ჰოსპიტლებში ჰიგიენის ნორმების ერთ-ერთი
პირველი დამნერგავი. მას ჰქონდა მძიმე ხასიათის, და აქედან გამომდინარე, იყო ცნობილი
დუელიანტი და ჩხუბისთავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ლონდონის მაღალ
საზოგადოებაში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ
მოახერხა ამ ამბის მიჩუმათება. კითხვა: რითი განსხვავდებოდა ჯეიმს ბერის თავისი
სამხედრო კოლეგებისაგან?

სინამდვილეში ის ქალი იყო მარგარეთ ენნ ბალკლი


სინამდვილეში ჯეიმს ბერი იყო ქალი და ამის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების
შემდეგ გახდა ცნობილი. იმ დროის ბრიტანეთში კი ქალი-ექიმი და თანაც, სამხედრო
ქირურგი, გაუგონარი მოვლენა გახლდათ.

შეკითხვის გვერდი →

კვების ამ პროდუქტს იოჰან სებასტიან ბახმა კანტატა მიუძღვნა, პეტრე ჩაიკოვსკიმ —


ცეკვა, რომლის მელოდიაც ყოველი ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ნაცნობია. ცნობილი
ანეგდოტის მიხედვით კი, ერთ სახრეთულ ქალაქში ამ პროდუქტის შადრევანმაც კი
ამოხეთქა. კითხვა: დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც ამ პროდუქტის ყველაზე დიდი
ექსპორტიორია მსოფლიოში!

ბრაზილია (პროდუქტი — ყავა)

ბახი — “ყავის კანტატა”, ჩაიკოვსკი — “მაკნატუნა”, ყავის ცეკვა (მელოდია — ქართული


იავნანა).

შეკითხვის გვერდი →

1700 წელს კურტილენ დე სანდრამ გამოაქვეყნა ამ ცნობილი პიროვნების “მემუარები” (ანუ


ფსევდო–მემუარები). სინამდვილეში ეს პიროვნება დაიღუპა 1678 წელს, მაასტრიხტის
შტურმისას. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შეიტყო, რომ მას მარშლის წოდება
მიანიჭეს. 1931 წელს საფრანგეთის ქ. ოშში ამ პიროვნების ლიტერატურულ ორეულს
ძეგლი დაუდგეს. კითხვა: რა გვარი იყო ეს პიროვნება?

დარტანიანი

შეკითხვის გვერდი →

კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით


განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა,
საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს — „ცივის“. იყო ცალკე ადგილი
იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის
საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა,
რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?
პოდიუმი

90x60x90-ს თუ გამრავლებად წარმოვიდგენთ, მათი ნამრავლი 486 000–ია. პოდიუმი კი ის


ადგილია, რასთანაც ასეთი მონაცემები პირდაპირ ასოცირდება.

შეკითხვის გვერდი →

არგენტინის დედაქალაქის რთულად წარმოსათქმელი გრძელი სახელი შემდეგნარიად


ითარგმნება, ქალაქი წმინდა სამების და პორტი ღვთისმშობლის წმინდა ქალწული
მარიამის, რომელიც მფარველობს ”ბუენოს აირესს”. კითხვა: რის მფარველად გამოაცხადეს
ღვთისმშობელი ექსპედიციის წევრებმა, თუკი დავამატებთ, რომ პირდაპირი
მნიშვნელობით ბუენოს აირესი კარგ ჰაერს ნიშნავს!

ზურგქარის (უბრალოდ ქარიც ითვლება)

ექსპედიციის წევრებმა, რომლებიც რა თქმა უნდა არგენტინაში გემით ჩავიდნენ და


იქიდანაც გემით აპირებდნენ ესპანეთში დაბრუნებას, ღვთისმშობელი ზურგის ქარის
მფარველად გამოაცხადეს.

შეკითხვის გვერდი →

იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც


ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს,
რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა
(ორი სიტყვა)?

მამლის ყივილი, მას შემდეგ რაც სამჯერ უარყო ქრისტე

გალიკანტე სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც მამლის ყივილი.

შეკითხვის გვერდი →

ავსტრალიური მითი მოგვითხრობს. თავიდან ცა და მიწა ისე ახლოს იყო ერთმანეთთან,


რომ ხეები ვერ იზრდებოდნენ და ადამიანებიც მიწაზე გართხმულნი დახოხავდნენ.
გამოჩნდა ერთი ბრძენკაცი, მან კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა ცას შეუდგა და ცა მაღა
აისროლა. ადამიანებიც წამოდგნენ და ხეებმაც იწყეს ზრდა. მაგრამ კვერთხმა ცის სიმძიმეს
ვეღარ გაუძლო და ფორმა იცვალა, ასე გაჩნდა პირველი… რა?
ბუმერანგი

ხე (კვერთხი) გაიღუნა და მიიღო ბუმერანგის ფორმა. ეს ნივთი ავსტრალიური


წარმოშობისაა და საუკუნეთა განმავლობაში აბორიგენთა მთავარ იარაღს წარმოადგენდა.

შეკითხვის გვერდი →

ამერიკულმა (აშშ) მედია კონგლომერატმა Clear Channel Communications 2001 წლის 11


სექტემბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ეთერებიდან ამოიღო
ლუი არმსტრონგის ერთი სიმღერა. რომელი?

„What a Wonderful World“

ტექსტის განსაკუთრებითი იდილიურობისა გამო

შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ზევსმა იხმო ხელოვანი ჰეფესტო და ღვთაებრივი სილამაზის ქალის შექმნა


უბრძანა. ათენამ ამ ქალს უზადო ხელსაქმე ასწავლა, აფროდიტემ მაცდურობა და
მომხიბვლელობა მიანიჭა, ჰერმესისგან მან მზაკვრული ხასიათი და დარწმუნების ძალა
მიიღო. შემოსეს იგი ზღაპრული ოქროცურვილით, შეამკეს ყვავილებით და ყველასგან
დასაჩუქრებული უწოდეს. სინამდვილეში ის ზევსის შურისძიების იარაღი უნდა
ყოფილიყო. კითხვა: როგორ ჟღერს ბერძნულად „ყველასგან დასაჩუქრებული“? (ერთი
სიტყვა)

პანდორა

ამ ქალს როგორც ყველამ ვიცით მიეცა ასევე ყუთი, რომელიც ცნობისმოყვარეობით იქნა
გახსნილი, რის შედეგადაც უამრავი ავადმყოფობა და უბედურება მოედო სამყაროს.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი 1756 წელს ხუმრობდა, რომ “მისი პერიოდის ევროპას სამი
უდიდესი მეძავი ქალი განაგებდა”. კითხვა: დამისახელეთ სამივეს სახელი!

მარია ტერეზია (ავსტრია), მარკიზა პომპადური (საფრანგეთი) და ელიზავეტა პეტროვნა


(რუსეთი)

იგი სამივეს ებრძოდა 7–წლიანი ომის დროს.


შეკითხვის გვერდი →

პირველი იყო ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი, მეორე — პოლინა პფაიფერი, მესამე —


მარტა გელჰორნი და მეოთხე — მერი უოლში. არადა, წესით პირველი 1918 წელს უნდა
გამხდარიყო აგნეს ფონ კუროვსკი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშ, რაზე
თქვა უარი თავის დროზე აგნეს ფონ კუროვსკიმ?

ერნესტ ჰემინგუეის ცოლობაზე

პირველი ოთხი ქალი ჰემინგუეის ოფიციალური ცოლები იყვნენ, აგნეს ფონ კუროვსკიმ კი
უარი უთხრა წინადადებაზე.

შეკითხვის გვერდი →

1961 წელს ისრაელის ქ. კესარიაში, იტალიელმა არქეოლოგმა ანტონიო ფროვამ, სასახლის


ნანგრევების გათხრებისას იპოვა კირქვის ნატეხი. ამ ნატეხზე ამოტვიფრული იყო
სიტყვები: “იუდეის მეხუთე …….. (სიტყვა გამოტოვებულია), მხედარი პონტიუს
პილატუსი”. სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა გამოტოვა, ფართოდ გამოყენებოდა
საქართველოში 90–იან წლებში. იოსებ ფლავიუსმა და ტაციტუსმა კი დაუშვეს შეცდომა
როდესაც მოიხსენიეს პილატე სხვა სიტყვით. იგივე შეცდომა გაიმეორა მიხეილ
ბულგაკოვმაც. კითხვა: დაასახელეთ ორივე სიტყვა (ის, რომელიც ეწერა ნაპოვნ კირქვაზე
და ის, რომელიც გამოიყენა ბულგაკოვმა) თუ ისინი ერთიდაიმავე ასოზე იწყება!

პროკურატორი (ბულგაკოვი) და პრეფექტი (ეწერა ტაბულაზე)

“იუდეის მეხუთე პრეფექტი, მხედარი პონტი პილატე” (ბულგაკოვი: “იუდეის მეხუთე


პროკურატორი, მხედარი პონტი პილატე”).

შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთი ვერსიით, ლათინურიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც: „გასაღებით


ჩაკეტილნი, ჩარაზულნი”. საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა თავყრილობის
ჩატარების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის და მოთათბირეთა რაოდენობა და ასაკი
მკაცრად განსაზღვრულია. ეს თავყრილობა იმართება ერთი გენიალური ხელოვანის მიერ
მოხატულ მომცრო დარბაზში. თავყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად
ელის დედამიწის მილიონობით მცხოვრები. კითხვა: რომელ წელს ჩატარდა უკანასკნელი
ამგვარი თავყრილობა?

2005 წელს (კონკლავი)

რომი პაპი ბენედიქტე XVI, კრება — კონ-კლავე (под ключ);

შეკითხვის გვერდი →

ამ ნოვაციის (გამოგონების) ავტორი არის ბრიტანელი სკოლის მასწავლებელი როულენდ


ჰილი. დიდ ბრიტანეთში ამ ნოვაციის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა 1840 წლის 6 მაისს,
ხოლო როულენდ ჰილს სერის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრი გახდა. ამის
პირველი ქართული ეგზემპლიარი დამზადდა თბილისში 1857 წელს და 6 კაპიკი ღირდა.
კითხვა: რის შესახებაა საუბარი?

საფოსტო მარკა

შეკითხვის გვერდი →

ციტატა რომანიდან: “მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა
ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა
იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს; მან უნდა იზრუნოს
საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე
კანონებს”. კითხვა: დაასახელეთ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი
შეასრულა ამ რომანის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში!

უილ სმიტი

შეკითხვის გვერდი →

ეს ცნობილი ფილმი 1974 წელს გადაიღო დინო რიზიმ იტალიელი მწერლის ჯოვანი
არპინოს გახმაურებული რომანის მიხედვით. ამ როლისათვის ვიტორიო გასმანმა მიიღო
უმაღლესი ჯილდოები იტალიასა და საფრანგეთში. ამ ფილმის რიმეიქი 1992 წელს
გადაიღო მარტინ ბრესტმა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნანატრი
“ოსკარი” მიიღო, არადა “ოსკარს” მას ჯერ კიდევ 1974 წელს უწინასწარმეტყველებდნენ.
კითხვა: დაასახელეთ ეს “ოსკაროსანი” მსახიობი!
ალ პაჩინო

“ნათლია, ნაწილი 2” გადაღებულია 1974 წ., სადაც ალ პაჩინომ მაიკლ კორლეონეს როლი
შეასრულა. “Scent of a Woman” — 1992, “Profumo di donna” — 1974.

შეკითხვის გვერდი →

დასრულეთ ქართული ანდაზა: „ხბო უნდა თებერვალისა, ციკან-კრავი მარტისა, თუ რომ


სადმე გაიზრდება, ტახი კი…“. რომელი თვის?

იანვარისა

ანდაზა გვასწავლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღორებს კი, მოგეხსენებათ,
იანვარში დაკლავენ ხოლმე.

შეკითხვის გვერდი →

ეს ძალიან ცნობილი პერსონაჟი ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღეს დაიბადა. 1 წლის
ასაკში მშობლები დაეღუპა და თავისი დაობლების წყალობით გახდა ყველაზე
სახელგანთქმული პიროვნება მის მსგავს ადამიანებს შორის. 11 წელი რომ შეუსრულდა,
მისი სახელი უკვე მილიონებისთვის გახდა ცნობილი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის მეორე
სახელი, რომელიც მას მშობლებმა დაარქვეს!

ჯეიმსი (ჰარი ჯეიმს პოტერი).

შეკითხვის გვერდი →

ცნობილი ყაზახი მწერალი დუკენბაი დოსჟანოვი წერდა, რომ ეს მონღოლისთვის


უპირველესი და უსაშინლესი მტერია, ეს — განსაცდელის მომასწავებელი, ღვთის
სასჯელი და უბედურების დასაწყისია. კითხვა: რა ჰქონდა მხედველობაში ყაზახ მწერალს,
თუკი ეს არც თქვენთვის იქნება სიკეთისა და, ამ შემთხვევაში, ქულის მომტანი. ამიტომ
ერიდეთ ამას წუთის განმავლობაში!

სიჩუმე, დუმილი

მოგეხსენებათ, მონღოლები ერთობ ხმაურიანი ხალხია, ხოლო სიჩუმე განსჯის წუთის, ან


მით უმეტეს პასუხის დროს გუნდს კარგს არაფერს მოუტანს
ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების — სპილოს,
კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს
ფრინველი საკვებს — ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი
თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი
„ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს
ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და
ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით
ანალოგიური პასუხები.

მტაცებლის (ან სხვა საშიშროების) მოახლოებას ატყობინებს.

შეკითხვის გვერდი →

ზაფხულში, მანჰეტენის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად იგრძნობთ მაღაზიების ღია


კარებიდან მომქროლავ სიგრილეს. ისინი ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით
კლიენტების მოზიდვას ცდილობენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ
ბლუმბერგმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამგვარი უყაირათობის წინააღმდეგ, და
ენერგომომარაგების ინტერესების დასაცავად არის მიმართული. სტატიის სათაურში,
რომელშიც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე, აღნიშნული იყო, რომ მაიკლ ბლუმბერგმა ხელი
მოაწერა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბებულ კანონს, რომლის სახელწოდებაც
თქვენთვის ცნობილია. დაასახელეთ ამ კანონის სახელწოდება. არ შეცდეთ, არასწორ
პასუხზე გამონაკლისები არ დაიშვება.

ენერგიის შენახვის/მუდმივობის კანონი.

შეკითხვის გვერდი →

ადამიანთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან კონსტანტინე დრაგაში, იოანე დე


ბრიენი, ფრანც მეორე, ჰაილე სელასიე და სხვები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ
ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა
და რეჟისორმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარ გმირად აქცია.

პუ ი

ჩამოთვლილები იყვნენ სხვადასხვა იმპერიების უკანასკნელი იმპერატორები. ბერნარდო


ბერტოლუჩიმ კი გადაიღო ოსკაროსანი ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“.
შეკითხვის გვერდი →

ნიუ-იორკში იგი მდებარეობს ჰიუსტონის ქუჩის სამხრეთით, ჰონ-კონგში ჰოლივუდ


როუდის სამხრეთით, ტამპაში ამგვარად სამხრეთ ჰოვარდ ავენიუს უწოდებენ,
ბირმინჰემში მისი სახელწოდება სამხრეთის სახლს აღნიშნავს, პიტსბურგში პირველი
მშენებლობა ამ უბანში ჯეიმს ტასტინმა დაიწყო და მისი უწინდელი რეზიდენციის
მდებარეობის სახელი უწოდა. დაასახელეთ ჯეიმს ტასტინის უწინდელი რეზიდენციის
მაქსიმალურად ზუსტი მდებარეობა. მხოლოდ ქალაქის სახელწოდება არ მიიღება.

სოჰო

ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა ქალაქების უბნები სახელად სოჰო.

შეკითხვის გვერდი →

804 წელს, კარლოს დიდის არმიაში მობილიზაციის შემდეგ, „ეპისკოპოსმა“ აბულ-აბასმა


მონაწილეობა მიიღო დანიელებთან ომში. 810 წელს, დაახლოებით 40 წლის ასაკში იგი
პნევმონიისგან გარდაიცვალა. „ეპისკოპოსი“ ჰანო 1514 წელს მოხვდა იტალიაში. თავიდან
იგი ბელვედერში ცხოვრობდა. პაპის კარის ფავორიტი გახდა და ხშირად იღებდა
მონაწილეობას საზეიმო სვლებში. იგი 1516 წელს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი
მემორიალური ფრესკის ავტორი რაფაელი, ხოლო ეპიტაფიის ავტორი პაპი ლეო მეათე
არიან. “ეპისკოპოსმა” რუბიმ სახელი გაითქვა როგორც მხატვარმა. ერთხელ შეამჩნიეს,
რომ იგი მიწის იატაკზე ჯოხით ფიგურებს ხაზავდა. მას მისცეს ფუნჯი და საღებავი. მისი
შემოქმედების შედეგები აბსტრაქტულ ნახატებს წააგავს. რუბი 1998 წელს, 25 წლის ასაკში,
მშობიარობით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. რა სიტყვითაა
შეცვლილი სიტყვა „ეპისკოპოსი“ შეკითხვაში?

სპილო

საჭადრაკო ფიგურა კუ რუსულად არის სპილო, ხოლო ინგლისურად ეპისკოპოსი

შეკითხვის გვერდი →

მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად:


აკრიბოფობია — წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია — სიცოცხლის შიში
და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა,
როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის
პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და
რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.

7 ივნისი (1,010,011,010 = 666)

ჰექსაკოსიოჰექსაკონტაჰექსაფობია არის 666-ის შიში. სხდომა 06/06/06-იდან გადაიტანეს


07/06/06-ზე

შეკითხვის გვერდი →

ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით
რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი
სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის —
შაბთაი ცვის — ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც
მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი
1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით
1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666
წლის 16 სექტემბერს?

მიიღო ისლამი

შესაბამისად ვეღარ იქნებოდა იუდეველების მესია

შეკითხვის გვერდი →

# რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატია მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს,


რომელმაც ალბათ ყველაზე დიდად რუსულ ბაზარზე იმოქმედა. ჩემდა გასაკვირად
სხვადასხვა გამოცემებში ამ საკითხისადმი მიძღვნილი მრავალი სტატიის სათაური ან
ერთნაირი იყო, ან ერთიდაიმავე სიტყვებს შეიცავდა. მაგალითისთვის განვიხილოთ
ტრიბუნა.რუ-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომლის ქვესათაურები იყო: „
‫٭‬Плата за стабильность, ‫٭‬Ньюсмейкер Греф и новая реальность, ‫٭‬Конец кредитному раю?
‫٭‬Утекающие миллиарды, ‫٭‬Рынок щупает дно“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ
სტატიის სათაური, რომელიც ფრანგულ ენაზე შექმნილი და რუსეთში მეტად
პოპულარული სიმღერიდან ერთ-ერთ ფრაზას წარმოადგენს!

А в остальном, прекрасная маркиза…

ქვესათურების და სათურის შეხამება გარკვეულწილად იმეორებს სიმღერის იდეას.


შეკითხვის გვერდი →

მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ


თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ
ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ
მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო
მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა.
ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი
კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების
საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი
შეკითხვაში?

ფერნანდო (ერნანდო, ფერნან, ერნან) კორტესი

შეკითხვის გვერდი →

2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც


სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის
ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება.
სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში
გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი
შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი
მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში
შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“.

„მუსიკის ჰანგები“

ფონ ტრაპების კარმიდამოშია გადაღეებული ფილმის დიდი ნაწილი და ამავე ოჯახის


ისტორიას აღწერს

ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ


საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს საიტი შეიქმნა
იმისთვის, რომ მოხვდეთ სასურველ საიტებზე მათი მისამართის ხელმეორედ აკრეფის
გარეშე. რომ არა ეს საიტი, რა მოქმედება უნდა ჩაატაროს მომხმარებელმა მანამდე, სანამ
ხელმეორედ აკრეფს სასურველი საიტის მისამართს?

კლავიატურა უნდა გადართოს რუსულიდან ინგლისურზე.

ტექსტი საიტიდან: "ОПЕЧАТКА.ru" Вам уже доводилось вводить в адресную строку Интернет-
браузера слово типа "цццюкисюкг"? Ну, конечно, Вы просто забыли переключить раскладку
клавиатуры на английский язык. И нужно набирать адрес заново… …Пока не появился этот
сайт! Сайт "ОПЕЧАТКА.ru" специально создан для того, чтобы перейти на желаемый сайт без
повторного набора адреса.“

შეკითხვის გვერდი →

ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს


ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება.
რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე
როგორც Mele kalikimaka!?

Merry Christmas!

შეკითხვის გვერდი →

ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი


ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter &
Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970
წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან
წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა.
რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?

Pringles

საუბარია ჩიპსების ცილინდრულ შეფუთვაზე.

შეკითხვის გვერდი →

ლენინის პირველი გამოსახულებები საბჭოთა ბანკნოტებზე 1937 წელს გამოჩნდა. მისი


გვარი/ფსევდონიმი „ლენინი“ კი 1918 წელს გამოშვებულ 250 და 500 რუბლიანებზე 2
ადგილას. ერთგან „ლენინი“ ეწერა ჩარჩოში ჩასმული ტექსტის სახით, მეორეგან კი
გამოყოფილი იყო მსხვილი და დიდი ასოებით უფრო ვცელ ტექსტში. დაწერეთ ეს ტექსტი
სრულად.

ПроЛЕтарии всех страН, соедИНяйтесь!

შეკითხვის გვერდი →
ერთი ვერსიით, სამეფო ოჯახის პატივსაცემად, 1907 წელს შეთანხმებულთან შედარებით,
იგი დაახლოებით 2 400 იარდით დააგრძელეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს
საშუალება მიეცათ უინძორის სასხლის ფანჯრებიდან ედევნებინათ მისთვის თვალი.
რამდენ მეტრს შეადგენს მისი სიგრძე 1924 წლიდან?

42 195 მეტრი

მარათონული დისტანციის სიგრძის სტანდარტი 1924 წლიდან 42 კმ და 195 მეტრია

შეკითხვის გვერდი →

1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო


რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ
წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10
საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია
რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?

ალაგებდა დომინოს ქვებს.

320 236-დან 281 581 დომინოს ქვა წაიქცა.

შეკითხვის გვერდი →

სუმოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ტატიაი. ამ ელემენტში


გამარჯვება, დაახლოებით 80% შემთხვევებში შერკინებაში ამარჯვებინებს რიკიშის,
ამიტომაც ამ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიოძის მხრიდან და
დამნაშავეები მკაცრად, მათ შორის ფინანსურადაც ისჯებიან. შეძლებისდაგვარად
ზუსტად თარგმნეთ ტატიაი.

სტარტის აღება, სტარტი

გიოძი, ანუ სუმოს მსაჯი განსაკუთრებით აკვირდება ფალსტარტს.

შეკითხვის გვერდი →
Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული
ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-
გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და
არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა
კავშირში.დაასახელეთ ეს ენა.

HTML, ჰიპერტექსტური აღწერის ენა, HyperText Markup Language, ვებ–გვერდების


შესაქმნელი ენა. (მიიღება ნებისმიერი პასუხი).

Hotmail-ი შეიცავს ყველა ასოს სახელწოდებიდან HTML

შეკითხვის გვერდი →

კარგ რესტორნებში, როდესაც სომელიე კლიენტს ღვინოს მოართმევს, პირველ რიგში


საცობს აწვდის მას. კლიენტმა საცობი უნდა კარგად დაათვალიეროს და დაყნოსოს.
დაყნოსვის მიზეზი და მიზანი ასე თუ ისე გასაგებია, აი საცობის დათვალიერება კი ძველი
ტრადიციაა. იგივე ინფორმაციის მისაღებად რისი დათვალიერებით შეიძლება
შემოიფარგლოს დღევანდელი კლიენტი?

ღვინის ეტიკეტის.

ადრე ღვინის სახელი, დაკრეფის და ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია საცობებზე იყო
განთავსებული, ახლა ამგვარ ინფორმაცია ძირითდად ეტიკეტებზე ათავსებენ.

შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი
პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი
ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის
კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი
ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ
შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში
ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ
ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?

(ორიგინალურ) SMS-ებს.

იაპონელები დღეში დაახლოებით 2 მილიარდ SMS-ს აგზავნიან.

You might also like