You are on page 1of 28

 

ლიდი - ნიუსის

მნიშვნელოვანი შემადგენელი.

ლიდის სახეები
 
Lead ინგლისური სიტყვაა დასაწყისს ნიშნავს

ლიდი არის ეგრეთ წოდებული «გაშლილი» ქვესათაური, სადაც რამდენიმე


წინადადებაშია გადმოცემული ინფორმაციის ძირითადი არსი.

• დროის ქრონიკული დეფიციტის პირობებში მკითხველს, მსმენელს, მაყურებელსა თუ

მომხმარებელს მინიმალურ დროში მაქსიმალური ოდენობის ნფორმაციის გაცნობა სურს

• სწორედ ამას ემსახურება ის ორი-სამი წინადადება, ზოგჯერ მეტიც, რომელიც

უშუალოდ სათაურს ან ქვესათაურს მოსდევს. ლიდის მნიშვნელობას განსაზღვრავს

მისი დანიშნულება. თუ ადამიანს ინფორმაციის პირველივე ფრაზები არ

დააინტერესებს, არ გაეცნობა მას.


ხშირად ლიდი განაპირობებს, თუ რამდენი ადამიანი დაინტერესდება
ინფორმაციით. ამდენად, მედიასაშუალებები, კონკურენციის პირობებში,
მაქსიმალურად ცდილობენ აუდიტორიის მოპოვებას და რედაქციების თუ
ჟურნალისტების გონებამახვილობას, გამომგონებლობასა და ფანტაზიას
საზღვარი არ აქვს ლიდების, ისევე როგორც სათაურების, შედგენისას.

ეს გარემოება ართულებს ლიდების კლასიფიკაციას, ლიდების სახეების


მეტნაკლებად სრულ დახასიათებას.

თეატრიკოსები ძირითადად გამოყოფენ:


ლიდების კლასიფიკაცია

თხრობითი
ლიდი -რეზიუმე
ლიდი

ერთმნიშვნელოვ ლიდი –
ანი (ცალკეული) „დაყოვნებული
ნახტომი”
ლიდების კლასიფიკაცია

დრამატული
ლიდი

ლიდი ლიდი
„ვა–ბანკი” რემარკა
ლიდების კლასიფიკაცია (2)

შემაჯამებელი მარტივი
ლიდი ლიდი

გადავადებული
ციტირებული ლიდი
ლიდი
ლიდების კლასიფიკაცია (2)

ანალიზის
შემცველი სიტუაციური ლიდი
ლიდი

კითხვითი
ხასიათის
ლიდი
თხრობითი ლიდი
მოქმედების განვითარება აუჩქარებელად, თანმიმდევრობით გადმოიცემა
ქრონოლოგიური ორიენტირების მითითებით.
ასეთი ლიდი, როგორც წესი, გამოიყენება კრიმინალური ისტორიების
გაშუქებისას, როცა უფრო საინტერესო გახლავთ პასუხი კითხვაზე «როგორ
მოხდა?», ვიდრე «რა მოხდა?».
ქეისი
 «სკოლისკენ მიმავალმა მეშვიდეკლასელებმა ახალთახალი თეთრი «ჟიგული» დაინახეს _ შუა
ქუჩაზე კაპოტახდილი იდგა. მანქანის ირგვლივ სამი ბიჭი ფუსფუსებდა, ერთი საჭესთან
იჯდა. სკოლის ზარის ხმაც გაისმა. გიომ და ირაკლიმ ფეხს აუჩქარეს. ისინი მანქანასთან
ძალიან ახლოს იყვნენ. ისე ახლოს, რომ გაიგონეს, როგორ ჩაულაპარაკა საჭესთან მჯდომმა
ამხანაგებს - მოდიან!
 ბიჭებმა კაპოტი დახურეს, მანქანიდან «კალაშნიკოვის» ავტომატები გადმოიღეს. ერთი
მანქანასთან დარჩა, მეორე შუა ქუჩაზე დადგა, მესამემ პოზიცია ავტომობილის მარცხნივ
დაიკავა. გაოცებული გიო და ირაკლი უყურებდნენ, როგორ მიუახლოვდა შავი «ვოლგა»
ავტომატიანებს. პირველად კაპოტზე დაყრდნობილმა ბიჭმა გაისროლა. «ვოლგა» გაჩერდა.
ბიჭები უნიღბოდ იყვნენ. ნაქსოვი ქუდები ეხურათ. ისინი მშვიდად იდგნენ და სამი მხრიდან
უწყვეტი ჯერით ტყვიას უშენდნენ შავ «ვოლგას»
(«დრონის» ინფორმაცია).
ლიდი რეზიუმე

არის მოვლენების ან შედეგების მოკლე შინაარსი , სადაც ექვსი ძირითადი

კითხვიდან (ვინ? რა? როდის? როგორ ? სად ? რატომ ?) პასუხი 3-4-ზეა

გაცემული. ეს თავისთავად უკვე არის ინფორმაცია . ხოლო ტექსტი , რომელიც

მას მოჰყვება, უბრალოდ ხსნის, ან აზუსტებს ლიდში ნათქვამს . ქეისი


«გუშინ ცნობილი გახდა, რომ ... 16 საათსა და 30 წუთზე ბარენცის ზღვაში

ჩაიძირა რუსეთის სამხედრო ფლოტის სიამაყე, წყალქვეშა ნავი «კურსკი».

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი ეკიპაჟი 80 კაცზე მეტი იყო» («დრონის»

ინფორმაცია).
ერთმნიშვნელოვანი (ცალკეული ლიდი)
ასეთი ტიპის ლიდი ტექსტში აღწერილი მოვლენის ერთ რომელიმე
მნიშვნელოვან ასპექტს გამოფყოფს.

ქეისი
«1999 წლის არჩევნებში ხმა მისცა ორმა მილიონმა ადამიანმა. ანუ
იმდენმა, რამდენი ხმის უფლების მქონე ადამიანიც ცხოვრობს
ქვეყანაში. მწვანეთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები
გაყალბებულია _ ფაქტია, რომ მასში ამომრჩეველთა 100
პროცენტს მონაწილეობა არ მიუღია» («დრონის» ინფორმაცია).
ლიდი „დაყოვნებული ნახტომი”
ასეთი ტიპის ლიდი ყოფითი მოვლენებისა და სცენების აღწერით იწყება . მთავარი

ფრაზა გადატანილია ლიდის ბოლოს. დაახლოებით ისე , როგორც ნებისმიერი

ანეკდოტის კულმინაციური ფრაზა.

«დაყოვნებული ნახტომი» საპარაშუტო სპორტში გავრცელებული ტერმინია . იგი

გამოიყენება იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როცა პარაშუტისტი გადმოხტომიდან სამი წამის

შემდეგ კი არა, მღელვარებისგან სუნთქვაშეკრული მაყურებლების წინაშე მხოლოდ

უკანასკნელ წამს ხსნის პარაშუტის გუმბათს.


ქეისი
«დნეპრისპირა დიდი ქალაქის გარეუბანში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ
ქუჩაზე, «ხრუშჩოვის» ბინაში ცხოვრობს 86 წლის სანდომიანი,
ცოცხალთვალება და მკვირცხლი გონების ქართველი მანდილოსანი.
იგი საბჭოთა კავშირის ისტორიაში არასოდეს ასრულებდა რაიმე
მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს, მაგრამ თითქმის თხუთმეტი წლის
განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის უპირველესი ლედი, მეუღლე
კაცისა, ვის სახელს დღესაც ერთგვარი შიშით და კრძალვით ვახსენებთ
_ ლავრენტი ბერია!» («7 დღის» ინფორმაცია).
მიზეზ -შედეგობრივი ლიდი
ამ ტიპის ლიდისათვის დამახასიათებელია მიზეზ-
შედეგობრივი კავშირის არსებობა. მიზეზიც და შედეგიც,
შესაძლოა, ერთ აბზაცში იყოს მოცემული, შესაძლოა, ისინი
რამდენიმე ფრაზით, ან აბზაცითაც კი იყვნენ დაშორებული _
ავტორის გემოვნების და ოსტატობის საქმეა. ამ ტიპის
ლიდების ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისიც არის, რომ
ხშირად ჯერ შედეგზეა საუბარი, მერე - მიზეზზე.
ქეისი
«გიორგი ჯაბაური კიდევ ერთი «ჩეკისტია», ვინც, მის მიმართ
განხორციელებული რეპრესიების გამო, სასამართლოს
სარჩელით მიმართა. უშიშროების ოფიცერი რეაბილიტაციას
და მისთვის მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურებას -
10 ათას დოლარს ითხოვს» («დრონის» ინფორმაცია).
ლიდი “ცრუ მანევრი”
არის ეფექტური დასაწყისი კვანძის გახსნით. აუდიტორიას უყვარს მწვავე
შეგრძნებები და ავტორიც “თამაშობს”- იწყებს საიცარ ისტორიას და მას
მოულოდნელი ფაქტით ამთავრებს. ასეთი ლიდის გამოყენებისას სიფრთხილეა
საჭირო - მკითხველმა შეიძლება არ გაპატიოს იმედის გაცრუება
ქეისი
«არგენტინელ ვამპირებს გარეგნულად არაფერი აქვთ საერთო სავალალოდ
სახელგანთქმულ გრაფ დრაკულასთან, თუმცა ჩაკოს პროვინციის მოსახლეობას მათი
ხსენებაც კი შიშის ზარსა სცემს. ღამის სიბნელეში ისინი უჩუმრად თავს ესხმიან მსხვერპლს,
სხეულში ბასრ კბილებს არჭობენ და სისხლს სწოვენ. ნაკბენის ადგილას კი ოდნავ შესამჩნევ
ნაჭრილობევს ტოვებენ. პირუტყვის სისხლის მსმელი ღამურები დიდ ზარალს აყენებენ
ჩაკოს პროვინციის მესაქონლეობას...»
დრამატული ლიდი

ტექსტიდან გამოტანილია, ავტორის აზრით, ყველაზე დრამატული მომენტი . ხშირად , ასეთი

ლიდი წინ უძღვის საომარი მოქმედებების, ავარიაების , კატასტროფების ,

დანაშაულებებისადმი მიძღვნილ მასალებს.

ქეისი
«თორმეტის
 თხუთმეტ წუთზე ტეხურის ქუჩიდან ჩიქოვანის ქუჩაზე ესკორტი შევიდა. მაშინვე გაისმა გამაყრუებელი

აფეთქების ხმა. ძველი, წითელი «ზაპოროჟეცი» ჰაერში აფრინდა და უამრავ ნამსხვრევად გაიშალა. ირგვლივ ყველა

სახლის ფანჯარა ჩაილეწა. ხუთი წლის ოთარ ერაძე ვეღარასოდეს ითამაშებს ფეხბურთს - იგი აფეთქების ტალღამ

მოკლა. დაიღუპა კიდევ ოთხი ადამიანი. ოცამდე კაცმა სერიოზული ტრავმა მიიღო» («საქართველოს

რესპუბლიკის» ინფორმაცია).
ისტორიული ლიდი

ავტორი, აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად ისტორიიდან

იხსენებს რომელიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც თავისი შინაარსით

უკავშირდება პუბლიკაციაში აღწერილ მოვლნას.

ქეისები
«1989წლის 9 აპრილს ტრაგედიით დამთავრდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი
უგრძესი საპროტესტო მიტინგი. ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა მომიტინგეებს ,
დაიღუპა 16 უდანაშაულო ადამიანი» («მიმომხილველის» ინფორმაცია).

«1511წელს უფლისწულმა გიორგიმ ღალატით მოკლა მშობელი მამა - მეფე ალექსანდრე


პირველი, თვალები დათხარა ძმას, დიმიტრის, და ორიოდე წლით დაისაკუთრა კახეთის
მეფის ტახტი. მამის მკვლელსა და არამზადას შთამომავლობა დღესაც ასე მოიხსენიებს -
«ავგიორგი» («თბილისის» ინფორმაცია).
ლიდი „ვა-ბანკი“

ავტორი ცდილობს პირველივე წინადადებით გააოგნოს, ააფორიაქოს მკითხველი. «ნასროლი»

აუცილებლად «ათიანში» უნდა მოხვდეს.

ასეთ ლიდს მიმართავენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხშირად, უკვე გახმაურებული


ინფორმაციის შემცველი პუბლიკაციის გამოქვეყნებისას. ამ ტიპის ლიდის შეთხზვას ნიჭთან
ერთად გამოცდილება, სიტყვის გრძნობა და ოსტატობა სჭირდება .

ქეისი:
კლასიკურ ნიმუშად ითვლება 1906 წელს სან -ფრანცისკოში მომხდარი გამანადგურებელი

მიწისძვრისადმი მიძღვნილი ჯეკ ლონდონის პუბლიკაციის პირველი წინადადება :

«სან-ფრანცისკო აღარ არსებობს».


ლიდი რემარკა
ფრანგული სიტყვა (remarque) შენიშვნას, მინაწერს ნისნავს და პიესაში
ახალი მოქმედების დაწყების წინ სცენის აღწერასაც. ასეთი ლიდები
გამოიყენება ნარკვევსა ან ჩანახატებში. თუმცა, ნებისმიერი შინაარსის
პუბლიკაციას შეგვიძლია მიუსადაგოთ.

ქეისი
«მხატვრის ღარიბული ნათელი ოთახი; შუაგულში - მივიწყებული მოლბერტი; მაგიდაზე _

შენიშვნებით აჭრელებული ქაღალდები; კედლებზე ნახატები და წიგნები; ჰაერში - სიგარეტის


სქელი ბოლი. გარეთ თბილი წვიმა მოდის, მაგიდას სამნი უსხედან და ცხოვრების ამაოებაზე
საუბრობენ («დრონის» ინფორმაცია).
ლიდი ირონია
ტექსტის (ან საუბრის) დასაწყისში ავტორი, რაღაც მოვლენის
საილუსტრაციოდ და მკითხველის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ,
ირონიას იყენებს.

შემაჯამებლი ლიდი

ანუ, დასკვნითი ცნობა იმის შესახებ, თუ რა მოხდა . ასეთ ლიდში


მოცემულია მოვლენის ყველა ელემენტი და პასუხია გაცემული კითხვებზე
ვინ? რა? როდის? როგორ? და შემდეგ ხდება ლიდში ჩამოთვლილი
ამბების დეტალიზაცია (რატომ?)
მარტივი ლიდი
ამ ტიპის ლიდში ხაზგასმულია მხოლოდ ერთი
მნიშვნელოვანი ასპექტი
მაგალითად, “თუ სახლისმფლობელი ხართ, თქვენი
გადასახედები მომავალ წელს 20 ლარით გაიზრდება”

ციტირებული ლიდი –
ლიდში ციტატის გამოტანა
“ქალაქს იმდენი რამ სჭირდება, –განაცხადა დევიდ
ჯონსმა,– რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და მე ხმა უნდა
მივცე გადიდებულ ბიუჯეტს”.
ხატოვანი აღწერა, სცენები
“მაიორ ბრაუნს სხეული შეკვროდა, სახე მოღრეცოდა,
ხელები დაძაბულობისაგან დაკრუნჩხვოდა. მიდიოდა
კენჭისყრა მის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტის
დასამტკიცებლად, რომელზედაც დიდ იმედებს
ამყარებდა”.

ლიდი – სიტუაციური შეტყობინება


“წლიური ბიუჯეტისთვის ბრძოლა დამთავრდა და ეს
არის ჩვენი ქალაქის ფინასური სურათი მომავალი
კითხვითი ხასიათის ლიდი
“რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს წევრი დევიდ ჯონსი
მაიორის მიერ წამოყენებული ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცემდა
ხმას?”

მოკლე და მკვეთრი ლიდი


“გადასახადებმა აიწია”

ანალიზის შემცველი ლიდი


“მაიორმა ბრაუნმა შესაძლებელია ბიუჯეტისათვის ბრძოლაში
გაიმარჯვა, მაგრამ ეს შეიძლება სამსახურის დაკარგვის ფასად
დაუჯდეს”.
გადავადებული ლიდი –
პერსონალიზებულია და კონკრეტულ მაგალითს
ემყარება:
“უილიამ და დევიდ სმიტები, სახლისმფლობელები,
რომლებიც დარბაზში ისხდნენ, ხედავდნენ, თუ რას
გამოიწვევდა მათთვის გადასახადების მომატება. ეს,
კერძოდ, ნიშნავდა იმას, რომ მათ უნდა გადაედოთ
ხალიჩის ყიდვა, რაც ადრე განზრახული ჰქონდათ”
მნიშვნელოვანია ახალი ამბის (ნიუსის) ლიდი. ამიტომ მისი მომზადებისას ჟურნალისტმა
უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც ამერიკული სასწავლო
ლიტერატურა გვაწოდებს, მაგალითად:

„ერთი ელემენტის“ ლიდი, გულისხმობს, როცა ახალ ამბავში არის ძალიან ძლიერი
ელემენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყოს;

ლიდი „განზოგადება“, როცა ნიუსში არის რამდენიმე ერთნაირად მნიშვნელოვანი


ელემენტი;

ლიდი „ საკიდი“, ამ შემთხვევაში ავტორი ყველაფერს ლიდში ამბობს, ანუ პირველივე


აბზაცში „კიდებს“ პასუხს ყველა კითხვაზე, რაც არ არის გამართლებული;
ლიდი - დაუყოვნებლივი იდენტიფიკაცია, აღნიშნულ შემთხვევაში ნიუსი იწყება
კითხვით „ვინ“;

ლიდი - „ერთი გასროლა“, გამოიყენება როცა შეტყობინების საგანი (მთავარი სიახლე)


შეიძლება იყოს ძალიან მოკლე;

ლიდი - კომენტარი, ამ დროს ინფორმაციას ახლავს ჟურნალისტის კომენტარი. თითქოს


ახალი ამბავი ობიექტურად არის გადმოცემული, მაგრამ კომენტარი ამას საეჭვოდ ხდის.
კიდევ შეიძლება ჩამოითვალოს ლიდის სახეები, მათ შორის გაკვირვების
გამომხატველი, სარეკლამო ,სტატისტიკური;
ძირითადად სედარებით ხშირად გამოყენებული ლიდები წარმოგიდგინეთ.
დავალება: მელვინ მენჩერის ნიუსის გაშუქება და
წერა, გვ.103–124

You might also like