You are on page 1of 7

I ლიგა

პირველი ტური - 27.03.2022


რედაქტორები: დავით ბახტაძე / გიორგი ჭეიშვილი

-1- ამ კითხვით ვხსნით ტურს და იმედს ვიტოვებთ, რომ ის წარმატებული იქნება.


ანტარქტიდის ყინულქვეშ არსებული ტბის გახსნის მცდელობის შესახებ საუბრისას,
მეცნიერებმა ახსენეს ის, რადგან თვლიან, რომ ამ ტბაში შესაძლოა ბინადრობდნენ
უძველესი ბაქტერიები, რომლებიც, სავარაუდოდ, საშინელ ეპიდემიებს გამოიწვევენ.
დაასახელეთ ის ორი სიტყვით.
პასუხი: პანდორას ყუთი
კომენტარი: ბერძნული მითოლოგიის მიხედვით პანდორას ყუთი ითვლებოდა
ყოველმრივი უბედურებების წყაროდ, რაც მოჰყვებოდა მის გახსნას. თავში ნახსენები
„ვხსნით“ და „იმედს ვიტოვებთ“ დამატებითი მინიშნებები იყო.
ავტორი: დანიილ კრაცი

-2- 1964 წელს დევიდ ტრელფელმა ფსონი დადო იმაზე, რომ 1970 წლის 1 იანვრამდე
მოხდებოდა ერთი კონკრეტული მოვლენა. გიგანტური ნახტომი ტრეფელის ფინანსურ
კეთილდღეობაში განაპირობა 20 ივლისს მომხდარმა მოვლენამ. სად მოხდა ეს მოვლენა?
პასუხი: მთვარეზე
კომენტარი: ტრელფელი ფსონს ჩავიდა მასზედ, რომ 1970 წლის 1 იანვრამდე ადამიანი
ფეხს დაადგამდა მთვარეზე. მოვლენა 1969 წლის 20 ივლისს განხორციელდა. შეკითხვის
ტექსტში ნახსენები სიტყვები - „გიგანტური ნახტომი“ - ალუზიაა ნილ არმსტრონგის
ფრაზაზე “ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის და გიგანტური ნახტომი
კაცობრიობისთვის”.
წყარო: http://www.lep.co.uk/news/local/1-000-1-moon-landing-bet-success-1-95408
ავტორი: ეგორ ცალკოვიჩი

-3- ჯონათან ლიტელის რომანის პერსონაჟს ტყვია შუბლში მოხვდება, თუმცა


გადარჩება. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ის აღნიშნავს, რომ მისი
მსოფლმხედველობრივი თვალსაწიერი გაცილებით გაუმჯობესდა და შუბლზე
ნახვრეტს ადარებს მას. ინდუიზმში მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა აჯნა. დაასახელეთ
ეს ორი სიტყვით.
პასუხი: მესამე თვალი
ავტორი: სერგეი აპანოვიჩი

-4- ის თავად იყო გატაცებული თევზაობით და ამ ჰობის გამო გაიცნო კიდეც ფიდელ
კასტრო, რომელსაც გადასცა პრიზი თევზჭერის შეჯიბრში გამარჯვებისთვის.
დაასახელეთ მისი ვინაობა.
პასუხი: ერნესტ ჰემინგუეი
კომენტარი: ის გატაცებული იყო თევზაობით, ისევე როგორც მისი ცნობილი პერსონაჟი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
- სანტიაგო, მოთხრობიდან „მოხუცი და ზღვა“. ნახსენები მოთხრობა დაიწერა კუბაში და
მისი მთავარი გმირიც კუბელია.
წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Дом-музей_Эрнеста_Хэмингуэя
ავტორი: ვასილი ბობკოვი

-5- ერთი ლიტერატორის ინტერპრეტაციაში, დედაქალაქში გამოჩენის შემდეგ


მაცხოვრებლებმა ის ჩათვალეს დეზერტირად, რადგან გამოირჩეოდა დაკუნთული
ფეხებით და სხეულზე არ ეტყობოდა ჭრილობები. დაასახელეთ ან მისი სახელი, ან
ტოპონიმი, საიდანაც მან ჩამოაღწია დედაქალაქამდე.
პასუხი: ფილიპიდესი; მარათონი
კომენტარი: ალგერდ ბახარევიჩის ესეში ათენელები სასიხარულო ინფორმაციის
მომტანს ჩათვლიან არა გმირად, არამედ - მხდალად, რომელიც გამოიქცა ბრძოლის
ველიდან.
ავტორი: სერგეი დუბელევიჩი

-6- უილიამ შამის მოთხრობაში ცხოვრებისგან გულგატეხილი პერსონაჟი მათ არქმევს


ყოფილი ცოლების სახელებს - შელი, ჯეინი, რეგინა, ნადინი, ელენი - და ფიქრობს,
რომელი მოუღებს ბოლოს. ამ მოთხრობაში აღწერილია იქსის ყველაზე ექსტრემალური
ვარიანტი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, რომლებიც ერთსა და იმავე ორ ასოზე
იწყებიან.
პასუხი: რუსული რულეტკა
კომენტარი: რუსული რულეტკის ყველაზე ექსტრემალური ვარიანტია, როცა
ტრადიციულ ექვსვაზნიან დოლურაში ხუთი ვაზნა იმყოფება.
წყარო: http://litresp.ru/chitat/ru/Ш/shann-uiljyam/chudodejstvennoe-sredstvo
ავტორი: ოლგა იაროშენკო (მოგილევი)

-7- ანდრეი ფატიუშენკოს ათიოდ წლის წინ გამოცემულ წიგნს, რომელშიც ნაჩვენებია
რამდენად მნიშვნელოვანი და უნიკალურია თითოეული ადამიანი, ეწოდება
„მსოფლიოს შვიდი საოცრება“. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც წინა წინადადებაში
გამოვტოვეთ.
პასუხი: მილიარდი
კომენტარი: წიგნს ეწოდება „მსოფლიოს შვიდი მილიარდი საოცრება“.
წყარო: https://www.ozon.ru/context/detail/id/4794596/
ავტორი: ანასტასია ბალმაკოვა

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
-8- დასარიგებელი მასალა.
(!) წამყვანმა გამოკვეთილად და ხაზგასმით წაიკითხოს კითხვის ნომერი და შემდეგ,
კითხვაში სიტყვა - „თვლის“.
ალექსანდრ პიპერსკი თვლის რომ პლანეტა პანდორას აბორიგენი ცივილიზაცია იყენებს
ამას. დაასახელეთ ეს მეზობელ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.
პასუხი: რვაობითი სისტემა
კომენტარი: პანდორაზე მცხოვრები ცივილიზაციის წარმომადგენლებს ხელზე აქვთ რვა
თითი, შესაბამისად ამისა მათთვის უფრო მოსახერხებელია თვლის რვაობითი სისტემის
გამოყენება. კითხვის ნომერი და კითხვაში სიტყვა „თვლის“ წარმოადგენდნენ
დამატებით მინიშნებებს.
წყარო: https://postnauka.ru/video/77568
ავტორი: დარია სოლოვეი

-9- ფირმა „ვურლიტცერის“ სპეციალური ორღანის უკანასკნელი მოდელი გაიყიდა


გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში. ამ ორღანს შეეძლო შეესრულებინა
არამარტო პიანინოს როლი, არამედ გამოეცა ისეთი სპეციფიკური ხმები, როგორიცაა:
ქარის ზუზუნი, ჭექა-ქუხილი, ავტომობილების სიგნალი და ა.შ. დაასახელეთ
დაწესებულები, რომლებიც იძენდნენ ამ ორღანებს.
პასუხი: კინოთეატრები (ჩათვლა აზრობრივად)
კომენტარი: ამ ორღანების მეშვეობით ხდებოდა მუნჯი კინოსთვის ხმოვანი ეფექტების
უზრუნველყოფა. ხმოვანი კინოს გავრცელებასთან ერთად მათი წარმოება შეწყდა.
წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Театральный_орган
ავტორი: ალექსეი ვოლჩოკი

-10- 802 წელს ვინმე ისააკი გაემგზავრა გენუიდან აახენში და სასახლეში ეახლა კარლოს
დიდს. მან თან ჩაიტანა ჰარუნ ალ-რაშიდის მიერ გაგზავნილი ძვირადღირებული
საჩუქრები, მათ შორის ერთი გახლდათ განსაკუთრებით დიდი ზომის. ამის გამო ისააკი
შეადარეს ცნობილ ადამიანს, რომელმაც იგივე ქმედება ნახსენებ ამბამდე დაახლოებით
ათასი წლით ადრე განახორციელა. დაასახელეთ ეს ცნობილი ადამიანი.
პასუხი: ჰანიბალი
კომენტარი: ეს განსაკუთრებული საჩუქარი იყო სპილო. გენუიდან აახენამდე რომ
ჩასულიყო, ისააკს მოუწია ალპების გადალახვა, ისევე როგორც ეს გააკეთა
ლეგენდარულმა მხედართმთავარმა ჰანიბალმა.

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: https://republic.ru/posts/80139
ავტორი: ნადეჟდა ლეიჩინსკაია

-11- ბრიტანულ ზემძიმე ტანკ ტოგ-2-ზე (TOG-2) მუშაობა მეორე მსოფლიო ომის
მიწურულს დაასრულეს და ბრძოლებში ჩართვის ნაცვლად ბოვინგტონის სამხედრო
ბაზაზე გაგზავნეს, სადაც დღემდე იმყოფება. ბერძნული წარმოშობის სიტყვით
დაასახელეთ დაწესებულება, რომელიც ბოვინგტონის სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.
პასუხი: მუზეუმი
კომენტარი: ომის მიწურულს ამ 80 ტონიანი მონსტრის გამოყენება აუცილებლობას აღარ
წარმოადგენდა, ასე რომ ერთადერთი მზა ეგზემპლარი დაუყოვნებლივ გადასცეს
ბოვინგტონის სატანკო მუზეუმს.
ავტორი: არკადი რუხი

-12- რიჩარდ უილიამსმა ლამის ორივე ფეხი დაჰკარგა მოყინვის გამო, თუმცა 12 წლის
შემდეგ პარიზში მაინც შეძლო გამხდარიყო ოლიმიური ჩემპიონი ჩოგბურთში.
სამწუხაროდ, მამამისი ვერ გადარჩა და დაიღუპა. აბსოლუტურად ზუსტად
დაასახელეთ ის, რაზეც გაატარა რიჩარდ უილიამსის მამამ სიცოცხლის უკანასკნელი
დღე.
პასუხი: „ტიტანიკი“ (არჩათვლა - გემი)
კომენტარი: უილიამსები იყვნენ „ტიტანიკის“ მგზავრები. ყინულიან წყალში რიჩარდს
თითქმის მოეყინა ორივე ფეხი, თუმცა გადარჩა და იმავე 1912 წელს მოახერხა US Open-
ის მოგება, ხოლო 12 წლის შემდეგ მოიგო ოლიმპიადაც.
წყარო: https://www.tennisfame.com/hall-of-famers/richard-williams
ავტორი: ალექსანდრ კურზინერი

-13- თავდაპირველად აბრაჰამი აპირებდა რომანისთვის დაერქვა „მკვდარი, არა


მკვდარი“. გამომცემელმა ურჩია, რომ სახელწოდება შეეკვეცა და რომანისთვის
ეწოდებინა „არა მკვდარი“. თუმცა ავტორმა იფიქრა და გადაწყვიტა, რომ რომანისთვის
ეწოდებინა ერთი სიტყვა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებდა მთავარ პერსონაჟზე.
დაასახელეთ ამ რომანის სახელწოდება.
პასუხი: „დრაკულა“
კომენტარი: ამ რომანის მთავარი პერსონაჟი არც მკვდარია, თუმცა ცოცხელბშიც არ
ითვლება. აბრაჰამი წარმოადგენ სახელ ბრემის განვრცობილ ვარიანტს. ბრემ სტოკერი
არის გოთიკური რომან „დრაკულას“ ავტორი.
წყარო: https://www.adme.ru/tvorchestvo-pisateli/14-legendarnyh-knig– kotorye-avtory-
sobiralis-nazvat– sovsem-po– drugomu-1412415/
ავტორი: მარია ორანოვსკაია-მალეცკაია

-14- (დასარიგებელიმასალა)
What rock group has four men that don't sing?
თქვენ დაგირიგდათ ინგლისურენოვანი გამოცანა, რომლის პასუხიც წარმოადგენს
ტოპონიმს. დაასახელეთ ეს ტოპონიმი.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
პასუხი: რაშმორი
კომენტარი: ამოცანის ინგლისურ ტექსტში სახეზეა სიტყვათა თამაში: rock group
გაგებული უნდა იქნეს, როგორც კლდეზე გამოსახული ჯგუფი. საუბარია, ამერიკელი
პრეზიდენტების როშმორის მთაში ამოკვეთილ ფიგურებზე.
წყარო:
https://www.reddit.com/r/Jokes/comments/5wlaqq/what_rock_group_has_four_men_that_dont
_sing/ავტორი: დმიტრიბოროკი

-15- რეი ბრედბერის ერთი ნაწარმოების პერსონაჟი ამბობს, რომ მღვდლები ცოდვის
შეგრძნებისას განიცდიან სირცხვილის გრძნობას და სახეზე ფერიც კი ეცვლებათ.
პერსონაჟი მღვდლებს ადარებს იქსს. დაწერეთ იქსი ორი სიტყვით ან აზრობრივად.
პასუხი: ლაკმუსის ქაღალდი (ჩათვლა: ინდიკატორი; მეთილნარინჯი;
ფენოლფთალეინი)
წყარო: რ. ბრედბერი „მანათობელი ბურთები“.
ავტორი: ალექსანდრ ევტუშკოვი

-16- სურათზე პირველი მსოფლიო ომის დასრულების ოფიციალური დოკუმენტის


ხელმოწერის შესახებ, მხატვარმა უილიამ ორპენმა სხვებთან ერთად გამოსახა
ბრიტანეთის სხვადასხვა კოლონიების წარმომადგენლებიც. ამ სურათზე ერთადერთი
გენერალია გამოსახული თავსაბურავში. დაასახელეთ ამ გენერლის ეროვნება.
პასუხი: ინდოელი (ჩათვლა - სიკჰი)
კომენტარი: ეს პიროვნება გახლდათ განგა სინგჰი - ბიკანერის მაჰარაჯა და ბრიტანული
არმიის გენერალ-მაიორი. როგორც ყველა სიკჰი, ისიც ეროვნულ თავსაბურავს
ატარებდა. სიკჰები უმთავრესად ინდოეთში ცხოვრობენ.
წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Подписание_мира_в_Зеркальном_зале
ავტორი: ალექსანდრ როჟდესტვინი

-17- გირჩევთ ჩაიწეროთ.


მხატვარი ჰაიმ სუტინი პარიზში ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. ხშირად ის ჯერ
ქმნიდა ტორტს, ხოლო ამის შემდეგ სადილობდა. წინა წინადადებაში ჩვენ გამოვტოვეთ
ხუთი ასო. აღადგინეთ შესაბამისი სიტყვა საწყისი ფორმით, თუ გეტყვით რომ ის
ფრანგული წარმოშობისაა.
პასუხი: ნატურმორტი (ნატურმორტს)
კომენტარი: სუტინი ხშირად შიმშილობდა. როდესაც ახერხებდა საჭმლის შოვნას, ჯერ ამ
საჭმელს ხატავდა ანუ ქმნიდა ნატურმორტს, ხოლო შემდეგ მიირთმევდა.
წყარო: https://kulturologia.ru/blogs/241117/36766/
ავტორი: სერგეი დუბელევიჩი

-18- ერთ ამერიკულ სერიალში პოლიციის განყოფილების კარზე ვხვდებით მცირე


ზომის აბრას წარწერით „disturb“ - შეწუხება. დაასახელეთ მრგვალი ფორმის
პროდუქტი, რომელიც აბრაზე გამოსახულია ამ სიტყვის წინ.
პასუხი: ფუნჩულა (ჩათვლა: პონჩიკი, დონატი)
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: სიტყვა ფუნჩულა, ანუ იგივე ”პონჩიკი“, ინგლისურად ჟღერს როგორც
"donut" (დონატ) და თანაჟღერადია უარყოფის ნაწილაკისა „არ“ გამოთქმაში „არ
შემაწუხოთ“. დევიდ ლინჩის სერიალში „ტვინ პიქსი“ ასე არის გადამაშებული ცნობილი
სტერეოტიპი პოლიციელებზე.
წყარო: http://welcometotwinpeaks.com/inspiration/donut-disturb-sign/
ავტორი: დარია დანილევიჩი / რენატ რუსტამოვი

-19- ტირანოზავრები ცხოვრობდნენ გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მათი სიგრძე იყო


დაახლოებით 35-40 მეტრი, ხოლო წონა - 110, დიახ, მართლაც 110 ტონა. პირველ
წინადადებაში ჩვენ შევცვალეთ ერთი ასო სხვა ასოთი. დაწერეთ ის, ანუ პირვანდელი
ასო.
პასუხი: ტ
კომენტარი: ტირანოზავრები იყვნენ საშინელი არსებები, მაგრამ ისინი იწონიდნენ
მაქსიმუმ ექვს ტონას. აი გიგანტურმა, ასტონიანმა დინოზავრებმა არ არის გასაკვირი
რომ სპეციალისტებისგან დაიმსახურეს სახელწოდება - ტიტანოზავრები. ასო „ტ“
(ტარი) არის ქართული ანბანის მეცხრამეტე ასო. კითხვის ნომერიც იყო ცხრამეტი.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Titanosauria
ავტორი: ანასტასია ბალმაკოვა

-20- (დასარიგებელი მასალა)


თქვენს წინაშეა სასმისები, რომელთა გამოყენება მოსახერხებელია იქ ყოფნის დროს. ვინ
არის ნახსენები იქ 2002 წლის რომანის სათაურში?
პასუხი: კაფკა
კომენტარი: წამახვილი ფეხების ქვიშაში ჩარჭობა გაცილებით მოსახერხებელია. „კაფკა
პლაჟზე“ - ჰარუკი მურაკამის რომანია.
წყარო: http://www.etoday.ru/2016/07/bokaly-dlya-vina-dlya-romatycheskih-svidaniy-na-
plyazhe.php
ავტორი: მაქსიმ კორნეეცი

-21- გირჩევთ ჩაიწეროთ.


1488 წელს დაბადებული ბაჩო ბანდინელი საკმაოდ მოთხოვნადი ხელოვანი იყო. თუმცა,
ერთი მისი ქმნილება ფლორენციელებს ძალიან არ მოეწონათ და კიდევ უფრო
გაბრაზდნენ იმაზე, რომ ბანდინელიმ მუშაობისას გამოიყენა იქსი, რომელიც
თავდაპირველად მათ თანამემამულე იგრეკს ეკუთვნოდა. დაწერეთ იქსიც და იგრეკიც,
თუ გეტყვით რომ ისინი იწყება ერთსა და იმავე თანხმოვანზე, ხოლო მთავრდება - ორ
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ერთნაირ ასოზე.
პასუხი: მარმარილო; მიქელანჯელო
კომენტარი: ფლორენციელებმა ჩათვალეს რომ მარმარილოს ამ მონოლითისგან
მიქელანჯელო (დაიბადა ფლორენციის რესპუბლიკაში) გაცილებით უკეთეს რამეს
შექმნიდა.
ავტორი: დენის რიბაჩუკი

-22- გარკვეული მოვლენის დროს შუამდინარეთის მაცხოვრებლები თავს აფარებდნენ


ზიქურათებს (მრავალგანყოფილებიან, მაღალ და განიერ შენობებს). ამის გამო სემუელ
ჰუკმა ზიქურათი შეადარა იქსს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ნოეს კიდობანი
კომენტარი: ზიქურათებს შუამდინარეთის მაცხოვრებლები იყენებდნენ არამარტო
საკულტო დანიშნულებით, არამედ უხვნალექიანობისა და წყალდიდობების დროს
მასში აფარებდნენ თავს და შინაურ ცხოველებს.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Ziggurat
ავტორი: დენის რიბაჩუკი

-23- შეზრდილთითა გიბონს როგორც სახელიდანაც ჩანს, ახასიათებს ერთმანეთზე


შეზრდილი თითები, კერძოდ კი - ტერფის მეორე და მესამე თითები. ამ სახეობის მეორე
სახელწოდებაში გვხვდება მინიშნება ერთი აზიური სახელმწიფოს ძველ სახელზე.
დაასახელეთ ეს სახელმწიფო.
პასუხი: ტაილანდი (ჩათვლა - სიამი)
კომენტარი: შეზრდილთითა გიბონის მეორე სახელწოდებაა სიამანგი, რაც ერთგვარი
დამთხვევითი მინიშნებაა სიამის ტყუპებზე.
წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Siamang
ავტორი: მარია პოდრიადჩიკოვა

-24- დღევანდელი პაკეტის უკანასკნელი შეკითხვა.


სიმბოლოების ენაში „ZLANGO“ ამ ინგლისური სიტყვისათვის გამოიყენება ნიშანი
თეფშზე დადებული თევზის ჩონჩხის გამოსახულებით, რაც გამოწვეულია ორი
ინგლისური სიტყვის თანაჟღერადობით, რომლებიც ერთმანეთისაგან ორი ასოთი
განსხვავდებიან. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი: Finish (ფინიში)
კომენტარი: სიტყვების თამაში - finish და fish. ჩვენი თამაშიც ფინიშს მიუახლოვდა.
წყარო: 1. http://vsesmi.ru/news/36086/
ავტორი: ეგორ ცალკოვიჩი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს
კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like