You are on page 1of 5

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“

ინტელექტუალური კლუბი

V-VII კლასი

1.კომედიური ფილმის პერსონაჟი არის ვეტერინარი, რომელიც აპირებს, რომ საცოლეს


სთხოვოს ხელი, თუმცა დაბნეულობის გამო ბეჭედს უყურადღებოდ ტოვებს სამუშაო
ადგილას. მცირე ხნის შემდეგ პერსონაჟი გოგონას მიართმევს ხვლიკს, რომელმაც ბეჭედი
გადაყლაპა და რენტგენის იქსს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: სურათი

კომენტარი: ხვლიკი ბეჭედს გადაყლაპავს, რაც კარგად ჩანს გოგონასთვის მირთმეულ


რენტგენის სურათზე.

2. ამ იტალიურ ქალაქში მომხდარი წყალდიდობის გამო, ერთმა ადამიანმა იხუმრა: თუ ამ


ქალაქს ზემოდან დავხედავთ, მშრალი ადგილი მხოლოდ სახლების სახურავებზე
გამოჩნდებოდაო. დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: ვენეცია

კომენტარი: ამ ქალაქის დიდ ნაწილს ისედაც წყალი წარმოადგენს, წყალდიდობამ კი მშრალი


ადგილი მართლაც აღარ დატოვა.

3. ფეხბურთელს სიმაღლეში ზრდის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მშობლიური ქვეყნიდან


ბარსელონაში მოუწია გადაბარგება. ხშირად მას ლომს ადარებენ. დაასახელეთ ეს
ფეხბურთელი

პასუხი: ლეო მესი

კომენტარი: მისი სახელი ლეო ლომს ნიშნავს, მას ხშირად უწოდებენ ფეხბურთის მეფეს და
ადარებენ ლომს. მას სიმაღლეში ზრდის პრობლემა ჰქონდა ამიტომ ბარსელონაში
გადაბარგდა.

4.დოკუმენტურ ფილმში „იარაღის ისტორია“ ექსპერტი მჭედლის საქმიანობას აკვირდება და


ამბობს, რომ კარგი მჭედელი თვალით გრძნობს მეტალის ტემპერატურას, ამიტომ თვალი
ერთგვარი იქსის ფუნქციასაც ასრულებდა. ერთ ფილმში ბავშვს ეს გამიზნულად უჭირავს
ნათურასთან ახლოს. დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.

პასუხი: თერმომეტრი

კომენტარი: კარგი მჭედელი გახურებულ მეტალზე შეხედვის შემდეგ ხვდებოდა თუ რა


კონდიციაში იყო მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ჭედვას. შესაბამისად, ის
თვალით ხვდებოდა მეტალის ტემპერატურას. ტემპერატურას თერმომეტრით ზომავენ.

5. გასაკვირია, მაგრამ ისტორიაში არსებობს იქსი , რომელიც მხოლოდ 38 წუთი გაგრძელდა.


მასში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთი და ზანზიბარი. საინტერესოა, რომ აღნიშნული
იქსის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ბრიტანელი დაშავდა. დაასახელეთ იქსი სამასოიანი
სიტყვით

პასუხი: ომი

კომენტარი: გასაკვირია, მაგრამ მსოფლიო ისტორიას ასეთი ხანმოკლე ომიც ახსოვს. ომი
იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ბრიტანელთა მხრიდან მხოლოდ ერთმა ჯარისკაცმა მოასწრო
დაშავება.

6. იაკობ გრიმი, ვილჰელმ გრიმი, შარლ პერო, ჰანს კრისტიან ანდერსენი. ახლა თქვენ
მოისმინეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იქსების სახელები. წიგნში ,,მიო, ჩემი მიო” იქსი
არის ჭა. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: მეზღაპრე

კომენტარი: ძმები გრიმები, შარლ პერო და ჰანს კრისტიან ანდერსენი არიან ცნობილი
მეზღაპრეები. წიგნში ,,მიო, ჩემი მიო” მეზღაპრე არის ჭა.

7. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ თითის ანაბეჭდი უნიკალურია და არც ერთი
ადამიანის თითის ანაბეჭდი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ასევე
უნიკალურია იქსის ანაბეჭდიც. საინტერესოა, რომ ადამიანების უმეტესობას, მართლაც არ
შეუძლია იქსის მიდება იდაყვზე. დაასახელეთ იქსი სამი ასოთი.

პასუხი: ენა

კომენტარი: უნიკალური თითის ანაბეჭდის გარდა, ასევე გვაქვს უნიკალური ენის ანაბეჭდიც.
ადამიანების უმეტესობას მართლაც არ შეუძლია თავისი ენის იდაყვზე მიდება.
8. ანდრეს სეგოვიას თქმით, ეს მუსიკალური ინსტრუმენტი არის მონსტრი, რომელიც ყვირის,
როდესაც მას კბილებზე ეხებიან“. დაასახელეთ ეს მუსიკალური ინსტრუმენტი

პასუხი: პიანინო

კომენტარი: ანდრეს სეგოვია ცნობილი მუსიკოსია. კბილები შედარებულია კლავიშებს.

9. სვიატოსლავ რიხტერმა „იამაჰას“ მიერ ნაჩუქარი როიალის საკუთარ ბინამდე მისატანად


მოსინჯა ორივე გზა პირველიც და მეორეც, თუმცა ამაოდ და იძულებული გახდა როიალი
მუზეუმისთვის გადაეცა. დაასახელეთ პირველიც და მეორეც თუ ისინი მეზობელ ასოებზე
იწყება.

პასუხი: კიბე, ლიფტი.

კომენტარი: როიალი ვერც კიბით აიტანეს და ვერც ლიფტში ჩაატიეს.

10. ელეონორა რუზველტმა იგუასუს ნახვის შემდეგ აშშ-კანადის საზღვარზე მდებარე ეს


ჩანჩქერი ონკანიდან წამოსულ მოწანწკარე წყალს შეადარა. დაასახელეთ ეს ჩანჩქერი.

პასუხი: ნიაგარა

კომენტარი: იგუასუ ნიაგარაზე 25 მეტრით მაღალი და ორჯერ განიერია.

11. ჰეროდოტე თავის ნაწარმოებში ,,ისტორია“ მოგვითხრობს იქსის ხეზე, რომელიც


ინდოეთში ხარობს და ,,ბეწვს” ისხამს. იქსისგან ინდოელები ტანსაცმელს ამზადებენ.
არსებობს იქსის ნაყინიც. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: ბამბა

12. ერთი ვერსიით, ამ ცნობილ ნახატზე ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლია
გამოსახული. თუმცა, თუ ამ ნახატის სახელს ქართულად გავიაზრებთ, შეიძლება შეცდომით
გვეგონოს, რომ მხატვარმა მასზე ტყვეობაში მყოფი ქალი გამოსახა. დაასახელეთ ეს ნახატი.

პასუხი: მონა ლიზა


კომენტარი: მოსაზრებას, რომ ნახატზე ვაჭარ დელ ჯოკონდოს ცოლია გამოსახული,
ადასტურებს ის ფაქტი, რომ მას მეორენაირად ჯოკონდა ეწოდება. შეიძლება სიტყვა მონამ
ბევრს აფიქრებინოს, რომ ნახატზე გამოსახულია ტყვეობაში მყოფი ქალი, სახელად ლიზა.

13. წიგნში ,,პატარა პრინცი” იქსი მთავარი პერსონაჟის საყვარელი ყვავილია. შეკითხვის
ავტორი იმედოვნებს, რომ ყოველი თქვენგანი არის დედის გულის იქსი. დაასახელეთ იქსი
ერთი სიტყვით.

პასუხი: ვარდი

კომენტარი: ცნობილი ქართული ანდაზის მიხედვით კარგი შვილი დედის გულის ვარდია.
წიგნში “პატარა უფლისწული” მთავარი პერსონაჟის საყვარელი ყვავილია ვარდი.

14. კომიქსების ამ ცნობილმა პერსონაჟმა სუპერგმირული სახელი შიშის დასაძლევად აირჩია,


რადგან ბავშვობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, მას ძალიან ეშინოდა
ღამურების. დაასახელეთ ეს სუპერგმირი.

პასუხი: Batman

კომენტარი: ამ პერსონაჟს ბავშვობაში თავს გადამხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ


ძალიან ეშინოდა ღამურების და სუპერგმირული სახელიც ამ შიშის დასაძლევად დაირქვა.
ღამურა ინგლისურად არის “Bat”.

15. დიდ ბრიტანეთში ინახება ედგარ დეგას მოცეკვავეების რამდენიმე უიშვიათესი


სკულპტურა, რომლებიც შექმნილია ფიჭისაგან. მისი თაყვანისმცემლები განსაკუთრებით
მოხიბლული არიან ამ სკულპტურებით, რადგან მათზე გამადიდებელი ლინზის მეშვეობით
შეუძლიათ დაინახონ დეგას თითის იქსები. დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ანაბეჭდი
კომენტარი: ფიჭა რბილი მასალაა, ამიტომ მასზე ადვილად დარჩა ხელოვანის თითის
ანაბეჭდები.

სათადარიგო

16. იაპონიაში პოპულარული სპორტის უჩვეულო სახეობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ
სპორტსმენი უნდა დაეწიოს მას და ეს მოახერხოს ფინიშამდე დიდი ხნით ადრე, რათა
საბოლოოდ იგი ზურგზე აღმოჩნდეს. დაასახელეთ ის.
პასუხი: პარაშუტი.
კომენტარი: ე.წ. „ბანზაი-პარაშუტისტები“ 3 კილომეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავიდან
აგდებენ პარაშუტებს და ორი წამის შემდეგ უკან მიჰყვებიან, როცა დაეწევიან, ზურგზე
მოიგდებენ და ხსნიან.

17. 1865 წლის ეს თვე უნიკალური გახლდათ იმით, რომ არ დაფიქსირებულა


სავსემთვარეობის არც ერთი შემთხვევა. დაასახელეთ ეს თვე

პასუხი: თებერვალი.

კომენტარი: სავსემთვარეობა, მსგავსად მთვარის სხვა ფაზებისა, მეორდება 29,5 დღე-ღამის


შემდეგ. სავსემთვარეობის არყოფნა თეორიულად დასაშვებია მხოლოდ თებერვალში.

18. სიმბოლურია, რომ ყველასათვის ნაცნობ ერთ-ერთ ამ ტექნიკასთან დაკავშირებულ


ნივთზე დისნეის ცნობილი პერსონაჟია გამოსახული. ერთ-ერთ კარიკატურაზე კი ამ ნივთს
ღამურას ფრთები აქვს. დაასახელეთ ეს ნივთი ხუთი ასოთი.

პასუხი: თაგვი / მაუსი

კომენტარი: ამ ნივთის ერთ-ერთ სახეობაზე მიკი-მაუსია გამოსახული, რაც სიმბოლურია,


რადგან მისი სახელი ითარგმნება, როგორც თაგვი. ამავე მიზეზის გამო, ერთ კარიკატურაზე
იგი ღამურასთანაცაა შედარებული.

You might also like