მე-3 კლასი ლექსიკა PDF

You might also like

You are on page 1of 3

კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური

მე-3კლასი
ლექსიკური ნაწილი

I სავარჯიშო. ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს:

გლახის ნაამბობი

(ნ ა წ ყ ვ ე ტ ი)

ქუჩიდან ერთი აყალმაყალის და ალიაქოთის ხმა შემოვიდა. მტკვრის პირას ვიდექით და მღვდელიც იქავე
იდგა. მღვდელი გაფითრდა ისე, როგორც იყო, უეცრად ეცა ქუჩის კარებსა. მეც გამოვედი გარეთ. საღამო ხანი იყო.
ხალხი__დიდი თუ პატარა__ ერთი დაქანებული საურმე იყო მტკვრისკენა, იქით მირბოდა.

__ რა ამბავია, ძმებო, რა ამბავია?__ დაუყვირა ხალხს მღვდელმა.

__ რაღა რა ამბავია, შენი ჭირიმე! კაცი ირჩობა, __ დაუძახა ვიღაცამ.

ამის თქმა და მღვდლის ფეხის მოსხლეტა ერთი იყო. ისე თავშიშველი გაფრინდა გაფოთებული. მეც უკან
გამოვუდექი. ჩავედით. ხალხი და დედაკაცობა შეგროვილი იყო მტკვრის გადასახედზედ. იმათი ჟღავი-ჟღუვი,
ალიაქოთი კაცს დააყრუებდა. დედაკაცების საცოდაობას კი ნუღარ მკითხავთ, სულ ,,ვიშ! ვიშ!“ გაჰქონდათ. რომ
დაინახეს მღვდელი მოდისო, ერთობ სიხარულით დაიგრიალეს: მღვდელი მოვიდა, მღვდელი! მადლობა ღმერთსა
ქრისტიანი სული აღარ დაირჩობაო!“ სჩანს, შენი ჭირიმე, იმ მღვდლისაგან კვლავაც ბევრი მაგისთანები ენახათ, რომ
ეგრეთ იმედი ყველას მოეცა.

მღვდელმა ხმა არავის გასცა, ზედაც არავის შეჰხედა, იმისი თვალები მოუსვენრად დაჰყურებდნენ მტკვრის
დენასა, თითქო უკანასკნელი საუნჯე იქ ეღუპებაო. მე შევხედე, გაფითრებული იყო და დაღონებული. ეს კი სთქვა:
ირჩობა ჩვენისთანა ადამიანი და არავინა შველის? შემდეგ სწრაფად გადაისახა პირჯვარი, ახსენა სახელი ღვთისა,
იშვირა ფეხი და გადავარდა წყალში. მაშინ კი თან გადაჰყვა ტყაპა-ტყუპით შვიდიოდე ბიჭი, თითქო მღვდლის
საქციელმა წაახალისაო.

აი, მიდის და ებრძვის წყალს მღვდელი, ხალხი აქედამ წასახალისებლად ხმას აძლევს: ,,აი, შენი ჭირიმე,
შენი! დაილოცა შენი მკლავების ძარღვები!.. ჰე... ტაი, ტაი, ტა!.. რარიგად მიდის, ნავია! აბა, შვილო, დედის ძუძუ
მაგას შეჰრგებია, აი...“__ იძახოდა ერთი.

ისე შენ მორჩი შენს ნაღველსა, როგორც იმ მღვდელმა ის მუშა მოარჩინა. როცა ნაპირზედ გამოიტანეს,
როგორც ძმასა ზედ დასტრიალებდა გონებამიხდილ მუშასა. როგორც იყო, გამოაბრუნეს ის საწყალი. თითონ
მღვდელი მუშაზედ ნაკლებ შესაბრალისი არ იყო. შემოდგომა გახლდა, სულ გალურჯებული იყო, სიცივისაგან
კბილით კბილსა სცემდა და ჰკანკალებდა.

1. საით გარბოდა ხალხი?


ა. ქალაქისკენ ბ. მტკვრისკენ გ. მღვდლისკენ დ. ურმისკენ

2. ვინ იხრჩობოდა წყალში?


ა. მღვდელი ბ. დედაკაცები გ. მუშა დ. შვიდი ახალგაზრდა
3. როგორ გესმით ფრაზა ,,ფეხის მოსხლეტა“?
,,ამის თქმა და მღვდლის ფეხის მოსხლეტა ერთი იყო.“
ა. ფეხის დაცურება ბ. გაქცევა გ. ფეხის მოტეხა დ. წაქცევა

4. რატომ ჰქონდა ხალხს მღვდლის იმედი?


ა. მღვდელმა კარგად იცოდა ცურვა.
ბ. მღვდელს თოკით გამოჰყავდა ნაპირზე წყალში ჩაცვენილები.
გ. მაშველები ხშირად თხოვდნენ დახმარებას.
დ. მღვდელი ბევრ სიკეთეს აკეთებდა, თავს არ ზოგავდა სხვებისათვის.

5. ნაწარმოების მიხედვით, რომელია მართებული მსჯელობა?


ა. მოძღვარმა ბიჭებს დაავალა, დახმარებოდნენ წყალში ჩავარდნილს.
ბ. ხალხი უიმედოდ შეჰყურებდა მოძღვარს.
გ. მღვდელი ისე დაჰყურებდა მტკვარს, თითქოს უკანასკნელი საუნჯე იქ ეღუპებოდა.
დ. ბიჭებმა მოძღვარს სთხოვეს, მათთან ერთად გადამხტარიყო წყალში.

6. რამ შეაგულიანა შვიდიოდე ბიჭი?


ა. მღვდლის საქციელმა, მოძმის გადასარჩენად თავს რომ სწირავდა.
ბ. დედაკაცების კივილმა.
გ. ცურვის სიყვარულმა.
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

7. რისი თქმა სურს ავტორს, სიტყვებით:,,კბილით კბილსა სცემდა და ჰკანკალებდა“?


ა. მოძღვარს ძალიან სციოდა. ბ. მოძღვარს ძალიან ეშინოდა. გ. მოძღვარი გაბრაზებული იყო.
დ. მოძღვარს სცხელოდა.
8. ნაწარმოების მიხედვით, მუშა არის:
ა. შესაბრალისი ბ. კეთილი გ. შურიანი დ. დამხრჩვალი

9. ნაწარმოების მიხედვით, როგორი არ არის მოძღვარი?


ა. ვაჟკაცი ბ. კეთილი გ. თავგანწირული დ. მშიშარა

10. დღის რომელ მონაკვეთში ხდება ნაწარმოებში გადმოცემული მოქმედება?


ა. საღამოს ბ. დილით გ. შუადღეზე დ. გათენებისას

II სავარჯიშო. შემოხაზეთ სწორი პასუხი:

11. ,,ნაღველი“ ანუ


ა. ,,სევდა, დაღონდება, დანაღვლიანდება.“
ბ. ,,გრძნობა, რომელსაც იწვევს სასიამოვნო რამ. სიამოვნების, კმაყოფილების განცდა, მხიარული
განწყობილება.“
გ. ,,ვისიმე ან რისამე მიმართ ერთგულების, თავდადების, კეთილგანწყობილების გრძნობა.”
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი

12. ,,ცრემლი“ ანუ


ა. ,, მიწისქვეშა წყლის ნაკადი, ამოხეთქილი ზედაპირზე.“
ბ. ,, ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე მცირე წყალი.“
გ. ,,თვალიდან გამონადენი სითხე,ჩვეულებრივ, მწუხარების დროს.”
დ. ,,მლაშე წყლის დიდი მასა, მეტ-ნაკლებად შემოსაზღვრული ხმელეთით.“

13. ,,ბუდე“ ანუ


ა. ,,გარეული ცხოველის, ნადირის სადგომი.“
ბ. ,,ფრინველის ბინა, სადაც ის კვერცხებს დებს და ბარტყებს ჩეკს.“
გ. ,,სიცარიელე, სიღრუე, გამოღრუტნული (ხეში).“
დ. ,, წნელის, თიხის და სხვათა უბრალო ნაგებობა ჩალით, ისლით დახურული.“

14. ,,სარკმელი“ ანუ


ა. ,,ლითონის ან ფაიფურის ჭურჭელი, რომელსაც ტუჩიანი მილი აქვს სითხის გადმოსასხმელად.”
ბ. ,,პირფართო, ყელგანიერი ჭურჭელი, თიხისა _ საჭამადის საკეთებლად.“
გ. ,,იგივეა, რაცფანჯარა.“
დ. ,,შემოზღუდული ადგილის ანდა შენობის, ოთახის შესასვლელის დასახური. მის მიწევ-მოწევით
შესასვლელი იხურება ან იხსნება.“

15. ,,ხორბალი“ ანუ


ა. ,,უმთავრესი პურეული მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა.“
ბ. ,,საერთო სახელია წვრილმცენარეულ ნაყოფთა, როგორიცაა: მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მისთანანი.“
გ. ,,საშუალო სიდიდის ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.“
დ. ,,ტყის მსხალი; საშუალო ან მაღალი ტანის ხეა.“

You might also like