You are on page 1of 3

მე-7 კლასი

სავარჯოშო 1. ტექსტის გააზრება - ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს: (30 ქულა)
უსამართლო შირვან-შაჰი
შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი
ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი.
დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად
რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო.
იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე
მასწავლეო!
წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა.
გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი
იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო?
მან მოახსენა: ვისწავლეო.
უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო?
ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს
შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო.
ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ
საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე
გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო!
ეწყინა შაჰს და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო?
ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო.
მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა.
1. რა იყო შირვანის აოხრების მიზეზი?
ა. სამეფოს გამუდმებით ესხმოდა გარეშე მტერი.
ბ. შირვანში შაჰი ბატონობდა, რომელიც კაცთა უმიზეზოდ ხოცვას არ ერიდებოდა.
გ. სამეფოში თანამემამულეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
2. ვის შეხვდა შაჰი ერთ დღეს სეირნობისას?
ა. ადამიანს, რომელიც უკმაყოფილო იყო და შაჰთან ამაზე საუბარი გაბედა.
ბ. გამოჩენილ მომღერალს.
გ. სასახლიდან დათხოვილ ვეზირს.
3. რა ხერხს მიმართა მომჩივანმა მეფის რისხვისგან თავის დასახსნელად?
ა. მეფე მოატყუა და გაიქცა. ბ. მეფე მოატყუა, თითქოს ფრინველთა ენა იცოდა. გ. ვეზირებს სთხოვა, გაეშვათ.
4. რა დაავალა ვაზირს მეფემ?
ა. მომჩივნისთვის თავი მოეკვეთა.
ბ. მომჩივანი სასახლეში დაებინავებინა.
გ. მომჩივნისგან ესწავლა ფრინველთა ენა.
5. როგორ მოიქცა ვაზირი?
ა. მიუხვდა მომჩივანს, შეებრალა და გაათავისუფლა.
ბ. მომჩივანი საკანში გამოკეტა.
გ. მომჩივნისგან ისწავლა ფრინველთა ენა.
6. ვისი საუბრის შინაარსის გაგება სურდა მეფეს?
ა. ვეზირების ბ. წოტების გ. მომჩივნების
7. ვეზირის სიტყვებით, წოტნი ამბობდნენ, რომ
ა. შაჰი უსამართლოდ აწიოკებდა ხალხს და საცხოვრებლებიდან დევნიდა.
ბ. შირვანის მმართველი ყველას უანგაროდ ეხმარებოდა.
გ. შაჰი ყველას ძალიან უყვარდა.
8. ნაწარმოების მიხედვით, ვეზირი არის
ა. გონიერი, მოხერხებული ბ. ზარმაცი გ. უსამართლო
9. რა შედეგი მოჰყვა ვეზირის ნათქვამ ტყუილს, თითქოს ფრინველები შაჰზე საუბრობდნენ?
ა. შაჰმა ფრინველები დააჭერინა და გალიაში გამოკეტა.
ბ. შაჰი გამოსწორდა და მოწყალე გახდა.
გ. შაჰმა ვეზირი სიკვდილით დასაჯა.
10. ნაწარმოების მიხედვით, როგორი არ არის მეფე?
ა. სასტიკი ბ. უსამართლო გ. სევდიანი

სავარჯოშო 2. ლექსიკა, ფრაზეოლოგია - შემოხაზეთ სწორი პასუხი: (30 ქულა)


11. მოცემულთაგან რომელი სიტყვა შეიძლება განვმარტოთ შემდეგნაირად:
,,მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ, − ამბოხება.“
ა. ცხადი ბ. საზღვარი გ. აჯანყება
12. რომელი არ არის სინონიმური წყვილი?
ა. ცხადი, ნათელი ბ. სასტიკი, ულმობელი გ. რაზმი, მხედარი
13. რომელ წინადადებაში არ არის გამოყენებული ფრაზეოლოგიზმი?
ა. მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს.
ბ. ბერძნული ეკლესიიდან ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული ქაქუცას კუბო გამოასვენეს.
გ. ბედის ირონით, ადამიანმა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება
აგემა სარიყამიშთან, ოსმალეთს სთხოვა დროებითი თავშესაფარი.
14. ,,ემიგრანტი“ არის
ა. სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გადასახლებული პირი.
ბ. ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ის ითვლება.
გ. დიდი დასახლებული პუნქტი.
15. შემოხაზეთ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვის სინონიმი: ,,პარიზის ჰავა საბედისწერო აღმოჩნდა ქაქუცას
ჯანმრთელობისათვის.“
ა. გადამწყვეტი ბ. სასიხარულო გ. სასარგებლო
16. ,,ნადიმი“ არ არის:
ა. დიდი წვეულება ბ. საზეიმო სუფრა გ. გარეული ცხოველი
17. როგორ გესმით ,,ძილი არ მერეოდა“? ,,რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ
მერეოდა.“
ა. დაძინება არ მინდოდა ბ. ვერ ვიძინებდი გ. ადრიანად ვიღვიძებდი
18. როგორ გესმით ,,სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე“? ,,სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა
ქართული მიწა, ჯვარი და ხატები.“
ა. მომაკვდავი ბ. გაციებული გ. დასვენებული
19. ,,რეპრესია“ არის:
ა. დათრგუნვა; სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული დასასჯელი ზომა; დასჯა.
ბ. დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდა; ნეტარება, ლხენა, სიამე.
გ. დათრგუნვილი ფსიქიკური (სულიერი) მდგომარეობა. ახასიათებს ავადმყოფური სევდიანობა, უგუნებობა,
უიმედობის გრძნობა.
20. რომელია წინადადებაში ხაზგასმული სიტყვის განმარტება? ,,ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო
საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.“
ა. ღალატის ჩამდენი, გამცემი, ორგული.
ბ. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, მზად არის მისთვის თავი გასწიროს.
გ. მცირერიცხოვანი, მოძრავი შეიარაღებული რაზმი, რომელიც ჩამოვლის გზით იცავს გარკვეულ ტერიტორიას
და თვალყურს ადევნებს წესრიგს.

სავარჯოშო 3. გრამატიკული ნაწილი - შემოხაზეთ სწორი პასუხი: (30 ქულა)


21. ,,პარიზში ქაქუცას ხშირად ხვდებოდა ძველი მეგობარი თამარ პაპავა.“ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვები
არის:
ა. საზოგადო არსებითი სახელები. ბ. საკუთარი არსებითი სახელები. გ. აბსტრაქტული არსებითი სახელები.
22. ,,მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს.“ წინადადებაში
ხაზგასმული სიტყვა არ არის:
ა. ნივთიერებათა სახელი. ბ. აბსტრაქტული ასებითი სახელი. გ. ,,რა ჯუფის“ არსებითი სახელი.
23. რამდენი რთული სიტყვაა წინადადებაში?
,,ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.“
ა. ერთი ბ. ორი გ. სამი
24. რომელ წინადადებაში არ არის პუნქტუაციური შეცდომა?
ა. გახსოვს თამარ შუამთის დღესასწაული? ბ. რამდენი, ვარსკვლავებია! გ. გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?
25. რომელ ბრუნვაში დგას თანდებულიანი არსებითი სახელი წინადადებაში?
,,სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები.“
ა. სახელობითში ბ. მოთხრობითში გ. მიცემითში
26. შემოხაზეთ არასწორად დაწერილი რიცხვითი სახელი:
ა. 27-ე ბ. 80-იანი გ. მე-1931-ე
27. რომელია არასწორად დაწერილი სიტყვა?
ა. დევნა შევიწროება ბ. ქამარ-სატევარი გ.ეროვნულ-გამათავისუფლებელი
28. რომელი წინადადების ზმნა შეიცავს პირდაპირ ობექტს?
ა. გათხრილ სამარესთან წარმოითქვა გამოსათხოვარი სიტყვები.
ბ. მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე.
გ. კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი.
29. რომელ წინადადებაშია გამოყენებული გარდაუვალი ზმნა?
ა. მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება.
ბ. ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს.
გ. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.
30. რომელ წინადადებაშია სიტყვა არასწორად შემოკლებული?
ა. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახელობის საერთაშორისო
აეროპორტში.
ბ. მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო
ტაძარში.
გ. ცხედარი ჯერ მ. დავითის მონასტერში დაასვენეს.
სავარჯოშო 4. ზოგადი კითხვები - შემოხაზეთ სწორი პასუხი: (10 ქულა)
31. ,,საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ
ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.“ რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული წინადადებაში?
ა. ჰიპერბოლა ბ. ეპითეტი გ. გაპიროვნება
32. ,,ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.“
ა. ჰიპერბოლა ბ. მეტაფორა გ. შედარება
33. ,,მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი
გაიტანეს.“ წინადადებაში ხაზგასმული ფრაზა არის:
ა. ეპითეტი ბ. გაპიროვნება გ. ფრაზეოლოგიზმი
34. რომელ წინადადებაში არ არის გამოყენებული ეპითეტი?
ა. ,, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს.“
ბ. ,,პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.“
გ. ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები საქართველოს ისტორიაში გამოირჩეოდნენ
სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა და გმირული თავდადებით.
35. ,,ალეგორია“ არის
ა. იგავით‚ ქარაგმით‚ გადაკვრით‚ შეფარვით გამოთქმა აზრისა.
ბ. ხალხური გონებამახვილური მოკლე რიტმული გამონათქვამი.
გ. მოკლედ გამოთქმული ორაზროვანი აღწერა საგნისა ან მოვლენისა, რომელიც უნდა გამოიცნონ.

ლიდერი კომპანიების შეკითხვები მომავალ ლიდერებს:


ბონუს დავალება - შემოხაზეთ სწორი პასუხი (10 ქულა)
1. “ლიბერთის” კითხვა:
დედამ თქვა, რომ ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ.“
წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა არის:
ა. საზოგადო არსებითი სახელი ბ. საკუთარი არსებითი სახელი გ. კრებითი სახელი
2. “ბიუ-ბიუს” კითხვა
,,ბიუ-ბიუს“ ქათმები ქართულ მიწაზე მოყვანილი სიმინდით და ხორბლით იკვებებიან.
რომელ ბრუნვაში დგას წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა?
ა. სახელობითში ბ. მიცემითში გ. ნათესაობითში
{ტესტის მაქსიმალური ქულაა 100. ბონუს დავალების ქულა ძირითადი დავალების ქულას დაემატება იმ შემთხვევაში, თუ
მოსწავლე ძირითად ნაწილში ვერ დააგროვებს უმაღლეს ქულას.}

You might also like