You are on page 1of 7

ტესტზე მუშაობის დრო: 70 წუთი

VI კლასი

სახელი გვარი:

ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

I. ტექსტის გააზრება - ყურადღებით წაიკითხეთ ქართული ხალახური


ზღაპარი და უპასუხეთ კითხვებს:

,,ერთ ჭალაში ხშირად თავს იყრიდნენ სხვადასხვა მხეცები. როცა მხეცებში ლომი
გაერეოდა, ყველა ნადირს კანკალს დააწყებინებდა: ლომი სათითაოდ იტაცებდა მათ
და შეექცეოდა.

შეიკრიბნენ მხეცები მოსალაპარაკებლად, როგორ დავაღწიოთ თავი ლომის


ბრჭყალებსაო. დიდი ხნის თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს: დავუნიშნოთ ლომს
სამუდამო სარჩო, ჩვენვე მივუტანოთ და ვთხოვოთ: თავი დაგვანებოს და ნუ
გვაფრთხობს ყოველდღეო. წავიდნენ და ეს დადგენილება ლომს მოახსენეს. ლომი
დათანხმდა, მხოლოდ პირობა დაუდო - ერთი წუთიც არ გადააცილოთ დანიშნულ
დროს, თორემ დაგეცემით და ერთნაირად ამოგჟლეტთ ყველასო. ამნაირად, მხეცები
სათითაოდ ყოველდღე მიჰგვრიდნენ ლომს რომელსამე ცხოველს. ჯერი მიდგა
კურდღელზე, უნდა წაეყვანათ ლომთან შესაჭმელად.

- რაკი ჩემი რიგია, რა გაეწყობა! გამიშვით მარტო მე და გიჩვენებთ, რომ საღამოს


ლომის სახსენებელი აღარ იქნება და თქვენც სამუდამოდ დაგიხსნით ტანჯვისაგანო.

მხეცებმა გულიანად გადაიხარხარეს: ვერ უყურებთ ამ მშიშარას და უძლურს,


როგორი ტრაბახი სცოდნიაო!

კურდღელმა ცოტათი დაიგვიანა. ლომს ძლიერ მოჰშივნოდა, თვალების ბრიალით და


კბილების კაწკაწით მოელოდა სადილს და თანაც ფიქრობდა ბუნაგიდან გამოსვლას,
მხეცებში დარევას. ამ დროს გამოჩნდა კურდღელი:

შიშისაგან სულ ძაგძაგებდა. ლომმა მრისხანედ გადახედა და სასტიკად უყვირა: - სად


იყავ ამდენ ხანსაო? - დიდო ბატონო,

- კრძალვით მოახსენა კურდღელმა, - თქვენთან ნადირი მომყავდა, გზაზე მეორე


ლომი შემხვდა, გამომტაცა და ჩაათრია ღრმა ღელეში, აქ ახლოს რომ არისო. - აბა,
მიჩვენე, სად არისო? - უთხრა ლომმა. კურდღელი გაუძღვა, მიიყვანა ერთ ჭასთან და
უთხრა:

- აი, ბატონო, აქ არის, მაგრამ მეშინიან, მე მარტო ვერ ჩავიხედავ, ხელში ამიყვანეთ და
ერთად ჩავიხედოთო.
ლომმა აიყვანა კურდღელი და ერთად ჩაიხედეს ჭაში; ჭის წყალში გამოჩნდა ლომისა
და კურდღლლის ლანდი:

ლომს კურდღელი აეყვანა და ქვემოდან ზევით ამოიჭყვიტებოდა. ლომმა კურდღელი


ფიცხლავ გაუშვა, ჩახტა ჭაში მტრის დასასჯელად და კურდღლის წასართმევად,
მაგრამ ჭაში წყალი ღრმა იყო და შიგ ჩაიხრჩო.

გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი თუ არა, შეექმნათ დიდი მხიარულება, რომ მოიშორეს


თავიანთი მოსისხლე მტერი, კურდღელს კი დიდი მადლობა გადაუხადეს.“

1. რისი ეშინოდათ ცხოველებს?

ა. ლომის თავდასხმის. ბ. შიმშილის. გ. კურდღლის.

2. რა გამოსავალი იპოვეს ცხოველებმა?

ა. გადაწყვიტეს, ლომისთვის სარჩო თვითონ მიეტანათ.

ბ. მოიფიქრეს, როგორ მოეკლათ ლომი.

გ. ლომი გალიაში ჩაამწყვდიეს.

3. რა პირობა დაუდო ლომმა ცხოველებს?

ა. სარჩო სხვისი ხელით უნდა გაეგზავნათ.

ბ. სარჩო ყოველდღე დათქმულ დროზე უნდა მიეტანათ.

გ. მისთვის ყოველდღე შემწვარი კურდღელი უნდა მიერთმიათ.

4. რატომ დასცინეს მხეცებმა კურდღელს?

ა. იფიქრეს, კურდღელი ლომს ვერ გაუმკლავდებოდა.

ბ.კურდღელმა ბევრი სასაცილო რამ მოყვა ლომის შესახებ.

გ. კურდღელმა ტყუილი გამოიგონა.


5. რომელია მართებული მსჯელობა?

ა. მხეცების შეხედულება კურდღელზე არასწორი აღმოჩნდა.

ბ. კურდღელს მხოლოდ ბაქიაობა შეეძლო.

გ. მკვეხარა კურდღელი ლომმა ჩასანსლა.

6. მე-6 და მე-7 აბზაცების მიხედვით, რომელი ანდაზა შეიძლება შევუსაბამოთ


კურდღლის საქციელს?

ა. ბალღის ენა დედამ იცისო.

ბ. ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.

გ. ბევრ ხალხთან ჭირიც ლხინიაო.

7. ლომთან მისული კურდღელი შიშისაგან კანკალებს, თუმცა განზრახვა სისრულეში


მოჰყავს. მისი ხასიათის რა თვისება იკვეთება ამ მონაკვეთში?

ა. გაბედულება ბ. სიმხდალე გ. უმეცრება

8. ზღაპრის მიხედვით, როგორი არ არის ლომი?

ა. კეთილი ბ. უგუნური გ. მრისხანე

9. რა გახდა ცხოველების მხიარულების მიზეზი?

ა. კურდღლის გაქცევა.

ბ. მოსისხლე მტრის, ლომის, დახრჩობა.

გ. ნადავლის პოვნა.

10. რომელია ზღაპრისათვის უკეთესი სათაური?

ა. კატა და ლომი ბ. ლომი და კურდღელი გ. სოფელი


II. ლექსიკა
1. რომელი არ არის სინონიმთა წყვილი?

ა. მეფე-ხელმწიფე ბ. ძალა-ღონე გ. მსგავსი-მაგვარი დ. ბრმა-თვალხილული

2. რომელ წინადადებაშია გამოყენებული ანტონიმები?

ა. „ძიებამ გამოიღო შედეგი, რომელმაც ყველა გააკვირვა“;

ბ. „სიყვარულით შეხედა მთას, რომელიც ახლოს ეჩვენა“;

გ. „ტყვეობას თავისუფლება ამჯობინა“;

დ. „ქარმა ალი აათამაშა“

3. წყვილად მოცემული განმარტებების მიხედვით სცადეთ აღადგინოთ


შესაბამისი ომონიმური სიტყვები:

ა. 1.დიდი წონის საგანი; 2. ერთ-ერთი სასვენი ნიშანი ---

ბ. 1. ხის დასაჭრელად განკუთვნილი სამუშაო იარაღი; 2. საშუალება, რითიც


ადვილად გააკეთებენ რამეს ---

გ. მხედველობის ორგანი; 2. ძვირფასი ქვა---

4. შემოხაზეთ მოცემული ფრაზეოლოგიზმის მართებული მნიშვნელობა,


„თვალის დახუჭვა“:

ა. რაიმეს არ შემჩნევა ბ. დაძინება გ. ჩათვლემა

III გრამატიკული ნაწილი

1. რამდენი ბრუნებადი სიტყვაა გამოყენებული წინადადებაში:,,გამოჩნდებოდა


გოგონა და გამყიდველი ქალები, მარი და თამუნა, სიცილით ამცნობდნენ
დავითს.“

ა. შვიდი ბ. ათი გ. თერთმეტი


2. ,,გოგონას პლასტმასის წითელი ჩანთა ყოველთვის მარცხენა მკლავზე ეკიდა.“
რომელ ბრუნვაში დგას წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა?

ა. სახელობითში ბ. მოთხრობითში გ. ნათესაობითში დ. მიცემითში

3. შემოხაზეთ სწორად დაწერილი არსებითი სახელი:

ა. მხატვრის ბ. ხელოვანისი გ. მეფესი

4. ჩამოთვლილ სახელთაგან რომელია უკვეცელი?

ა. საქმე ბ .პოემა გ. დრო

5. კუმშვად-კვეცადი სახელებია:

ა. კაცი, ბავშვი, სახლი ბ. პეპელა, ტომარა, ბეგარა გ. მთა, კალთა ტბა

6. ჩამოთვლილთაგან ადამიანის რომელი საკუთარი სახელი წერია სწორი


ფორმით?

ა. ნინიკოები ბ. მარიამო გ. ილიასი

7. რომელი სახელი დგას მრავლობით რიცხვში?

ა. სახენი ბ. დღენი გ. ბრმები დ. ყველა პასუხი სწორია

8. რომელი არ არის სწორად დაწერილი თანდებულიანი სახელი?

ა. ვაზზე ბ. ქიშმიშში გ. საათან

9. შემოხაზეთ თხრობითი წინადადება:

ა. - მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო!

ბ. ოდეს არს მსგავსი ჩემიო?

გ. ნახატი დაასრულა და მიართვა მეფესა.


10. რამდენ სიტყვას დაესმის კითხვა მოცემულ წინადადებაში? ,,ბრმა თვალი
დაუხუჭა და მიართვა მეფესა.“

ა. ოთხს ბ. ხუთს გ. ერთს

11. რომელია მართებული?

ა. კაკალი ჩამოცვივდა, დაბერტყვა არ დასჭირვებია ბაბუს.

ბ. გოგონა და დავითი სასაუბროდ დაჯდნენ.

გ. ბოსტანში გოგრები ეგდო.

12. გამოტოვებულ ადგილას ჩასვით კუთვნილებითი ნაცვალსახელი მართებული


ფორმით:

მეფემ ორი ვაჟიშვილიდან ... უფროს შვილს დაუთმო ტახტი.

ა. თავისს ბ. თავის გ. მის დ. თავიანთ

13. რომელ წყვილშია პირის ნაცვალსახელი?

ა. ის მიირთმევს ბ. მათი საჩუქარი გ. ეგ ნივთები

14. რომელ წინადადებაშია სწორად დაწერილი რიცხვითი სახელი?

ა. მე-3-ე ადგილი აიღო დანიელმა.

ბ. მე-10 რიგში ვისხედით ბიჭები.

გ. VIII-ე საუკუნეში ქართლში არაბები ბატონობდნენ.

15. დაწერეთ სიტყვიერად:

105 ---

65-ე ---
16. აწარმოეთ ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები:

დადებითი აღმატებითი ოდნაობითი

თეთრი უ-თეთრ-ეს-ი მო-თეთრ-ო

შავი

დიდი

17. რომელი დროის ზმნაა გამოყენებული წინადადებაში? ,,მარო და მარგალიტა


ცხვირსახოცებს ეძებდნენ ცრემლების მოსაწმენდად.“

ა. ახლანდელი დროის ბ. წარსული დროის გ. მომავალი დროის

18. რომელ ზმნას დაესმის კითხვა: „რას იზამს“?

ა. თქვა ბ. მაჩუქებს გ. მოვიდა

19. ჩამოთვლილთაგან რომელ წინადადებაშია სწორად დასმული სასვენი


ნიშნები?

ა. უკან არ მიმიხედავს, რადგან ვტიროდი.

ბ. როგორც უნდა, ისე მათამაშებს.

გ. გიგლამ გაიხედა იქით, საიდანაც სიცილის ხმა მოესმა.

დ. ყველა პასუხი სწორია.

You might also like