You are on page 1of 9

ტესტზე მუშაობის დრო: 80 წუთი

VII-VIII კლასი

სახელი გვარი:

ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

I. ტექსტის გააზრება - ყურადღებით წაიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის


„უსამართლო შირვან-შაჰი“ და უპასუხეთ შეკითხვებს:

შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა.


სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი.

დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე
მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო.

იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა:
ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო!

წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი


იგი განუტევა.

გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ


ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე
მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო?

მან მოახსენა: ვისწავლეო.

უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო?

ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის


პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის
სანახავად, არ მოგცემო.

ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი
შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ
და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო!

ეწყინა შაჰს და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო?

ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო.

მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა.


1. რა იყო შირვანის აოხრების მიზეზი?

ა. სამეფოს გამუდმებით ესხმოდა გარეშე მტერი.

ბ. შირვანში შაჰი ბატონობდა, რომელიც კაცთა უმიზეზოდ ხოცვას არ ერიდებოდა.

გ. სამეფოში თანამემამულეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

2. ვის შეხვდა შაჰი ერთ დღეს სეირნობისას?

ა. ადამიანს, რომელიც უკმაყოფილო იყო და შაჰთან ამაზე საუბარი გაბედა.

ბ. გამოჩენილ მომღერალს.

გ. სასახლიდან დათხოვილ ვეზირს.

3. რა ხერხს მიმართა მომჩივანმა მეფის რისხვისგან თავის დასახსნელად?

ა. მეფე მოატყუა და გაიქცა.

ბ. მეფე მოატყუა, თითქოს ფრინველთა ენა იცოდა.

გ. ვეზირებს სთხოვა, გაეშვათ.

4. რა დაავალა ვაზირს მეფემ?

ა. მომჩივნისთვის თავი მოეკვეთა.

ბ. მომჩივანი სასახლეში დაებინავებინა.

გ. მომჩივნისგან ესწავლა ფრინველთა ენა.

5. როგორ მოიქცა ვაზირი?

ა. მიუხვდა მომჩივანს, შეებრალა და გაათავისუფლა.

ბ. მომჩივანი საკანში გამოკეტა.

გ. მომჩივნისგან ისწავლა ფრინველთა ენა.


6. ვისი საუბრის შინაარსის გაგება სურდა მეფეს?

ა. ვეზირების ბ. წოტების გ. მომჩივნების

7. ვეზირის სიტყვებით, წოტნი ამბობდნენ, რომ

ა. შაჰი უსამართლოდ აწიოკებდა ხალხს და საცხოვრებლებიდან დევნიდა.

ბ. შირვანის მმართველი ყველას უანგაროდ ეხმარებოდა.

გ. შაჰი ყველას ძალიან უყვარდა.

8. ნაწარმოების მიხედვით, ვეზირი არის

ა. გონიერი, მოხერხებული ბ. ზარმაცი გ. უსამართლო

9. რა შედეგი მოჰყვა ვეზირის ნათქვამ ტყუილს, თითქოს ფრინველები შაჰზე


საუბრობდნენ?

ა. შაჰმა ფრინველები დააჭერინა და გალიაში გამოკეტა.

ბ. შაჰი გამოსწორდა და მოწყალე გახდა.

გ. შაჰმა ვეზირი სიკვდილით დასაჯა.

10. ნაწარმოების მიხედვით, როგორი არ არის მეფე?

ა. სასტიკი ბ. უსამართლო გ. სევდიანი

II. ლექსიკა
1. მოცემულთაგან რომელი სიტყვა შეიძლება განვმარტოთ შემდეგნაირად:
,,მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ, −
ამბოხება.“

ა. ომი ბ. საზღვარი გ. აჯანყება დ. ბრძოლა

2. რომელი არ არის სინონიმური წყვილი?


ა. ცხადი, ნათელი ბ. სასტიკი, ულმობელი გ. რაზმი, მხედარი

3. შემოხაზეთ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვის სინონიმი: ,,პარიზის ჰავა


საბედისწერო აღმოჩნდა ქაქუცას ჯანმრთელობისათვის.“

ა. გადამწყვეტი ბ. სასიხარულო გ. სასარგებლო

4. რომელია წინადადებაში ხაზგასმული სიტყვის განმარტება? ,,ეროვნული


მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი
პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.“

ა. ღალატის ჩამდენი, გამცემი, ორგული.

ბ. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, მზად არის მისთვის თავი


გასწიროს.

გ. მცირერიცხოვანი, მოძრავი შეიარაღებული რაზმი, რომელიც ჩამოვლის გზით


იცავს გარკვეულ ტერიტორიას და თვალყურს ადევნებს წესრიგს.

5. შეარჩიეთ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვის სინონიმი ,, მართალია, ცოტა


ზანტი იყო, მაგრამ იმოდენა მამულ-დედულს მოვლა არ უნდოდა?“

ა. ბეჯითი ბ. ნელი გ. გამრჯე

6. . შეარჩიეთ ხაზგასმული სიტყვის ანტონიმი: ,, დიაღ, კიდევ იტყოდა


ლუარსაბი — უსწავლელი გახლავთ, იმიტომაც მშიერია“.

ა. გატრუნული ბ. გაოცებული გ. დაპურებული

7. ,,აბუჩად აგდება“ ანუ

ა. დამცირება ბ. გამხიარულება გ. აღელვება

8. ,,ავ თვალს არ ენახვება“ ანუ

ა. მოსწონს ბ. დამალულია გ. მშვენიერია


9. ,,აინუნშიც არ მოსდის“ ანუ

ა. ემალება ბ. კარგი მიზანი აქვს გ. არაფრად აგდებს

10. განმარტეთ სიტყვათა მყარი შეხამება „თვალში არ მოუვიდა“:

ა. თვალი ეტკინა ბ. ვერ დაინახა გ. ვერ გაიაზრა დ. არ მოეწონა

11. რომელ წინადადებაშია გამოყენებული ანტონიმები?

ა. „სალაპარაკო რომ გახდები, შენზე მუნჯიც ალაპარაკდება“;

ბ. „პირველად დავინახე, მაგრამ მივხვდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი“;

გ. „ცას ვარსკვლავი მოსწყვიტა და გულში შეინახა“;

დ. „გულმა გულისა იცის, თვალმა-თვალისა, ორივე ერთად იშვიათად შეიყრება“

12. განმარტეთ სიტყვათა მყარი შეხამება „გული მოუვიდა“:

ა. გახალისდა ბ. თავი უხერხულად იგრძნო გ. გაბრაზდა დ. მოეწონა

13. რომელი სიტყვაა ბარბარიზმი?

ა. ბანკი ბ. ბრილიანტი გ. ბრიტვა დ. კაფე

14. რომელი წყვილი არ არის სინონიმური?

ა. მოქანდაკე - სკულპტორი ბ. ტრაბახა - ბაქია გ. წითური - ქერა

III გრამატიკული ნაწილი

1. რომელია კრებითი სახელი წინადადებაში: „ ცხვრის ფარა მთაზე


შეფენილიყო“.

ა) მთა ბ) ფარა გ) ცხვარი


2. რომელია თანდებულიანი სახელი წინადადებაში: „ დედასავით საყვარელი
არავინაა დედამიწაზე!-თქვა მელანომ“

ა. არავინაა ბ. დედამიწა გ. დედასავით დ. მელანომ

3. რომელ ბრუნვაშია ზედსართავი სახელი წინადადებაში: „დიდი და ნათელი


დღეები გველის“.

ა. წოდებითში ბ. სახელობითში გ. მოქმედებითში

4. რომელია წარმოქმნილი ზედსართავი სახელი წინადადებაში: „საკაბე ნაჭერი


მიყიდა დიდედამ.“

ა. ნაჭერი ბ. დიდედამ გ. საკაბე

5. რომელ წინადადებაშია სწორად დაწერილი რიცხვითი სახელი?

ა. X-ე მონაწილეს ყველა თანაუგრძნობდა.

ბ. ორთავეს კარგად ესმოდა ამ წიგნის მნიშვნელობა.

გ. რიგით მე-10 ვიყავი.

6. რამდენპირიანია ზმნა წინადადებაში: „თედოს და თომას ჭრელი წინდები


მოუქსოვეს.“

ა. ერთპირიანი ბ. ორპირიანი გ. სამპირიანი

7. რომელ წინადადებაშია ორპირიანი ზმნა?

ა. დანიელს უყვარდა ნაყინი.

ბ. სამზარეულოში ჩაიდანი დუღდა.

გ. ბავშვებს სათამაშოები წაუღო.


8. რომელი ზმნა შეიწყობს ერთ ობიექტს?

ა. ძინავს ბ. წაიღიღინა გ. გააკეთებინა

9. შეარჩიეთ სწორი ფორმა: ინტერვიუში ........... , რომ დამწერლობასთან


დაკავშირებით, ახალი ნივთმტკიცებულებები ვიპოვეთ.
ა. ავღნიშნე ბ. აღვღნიშნე გ. ავნიშნე დ. აღვნიშნე

10. შეარჩიეთ შესაბამისი წევრ-კავშირი: მოხდა ის, ........ , სამწუხაროდ,


მოველოდით.
ა. რაც ბ. რასაც გ. რომელიც დ. რომელსაც

11. ჩასვით ზმნა შესაბამისი ფორმით: მე ჩემს დანაშაულს არ ...


ა. ვუარყოფ ბ. უარყოფ გ. ვუარყოფ დ. უარვყოფ

12. შეარჩიეთ სწორი ფორმა:

ა. სვავს ბ. წვავს გ. დგავს დ. აბავს

13. შემოხაზეთ ბრძანებითი კილოს ფორმა:


ა. ,,არ დახურო, არ დახურო, საინტერესო ნახატებია!“
ბ. ,,წუხელი ღამით ქარი დაქროდა.“
გ. ,,არ გინდა? სამახსოვროდ არ წაიღებ?“
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი

14. რა კითხვა დაესმის წინადადებაში ხაზგასმულ ზმნას? ,,ნეტავ არ ჩაგძინებოდა,


ჩიტო ნიბლიავ, ხეზედა?“

ა. რას შვრება? ბ. რა გექნა? გ. რა ჰქნა? დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი

15. რომელია სწორად დაწერილი სიტყვა?

ა. პირდაპირ ბ. სხვა და სხვა გ.რაკა-რუკი დ) ყველა პასუხი სწორია


16. წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა არის: „ფანჯრის რაფაზე საცოდავად
მობუზულიყო ბეღურა.“

ა. კუმშვადი ბ. კუმშვად-კვეცადი გ. კვეცადი დ. უკუმშველი, უკვეცელი;

17. რომელია სწორად დაწერილი კომპოზიტი?

ა. თავდაცვის უნარიანი ბ. ჯიბე-გამოგლეჯილი გ. ზავდადებული დ. ზავ-დადებული

18. ჩასვით სათანადო სიტყვა მრავალწერტილის ნაცვლად წინადადებაში:


„მუზეუმით, ........ წმინდანის ნაწილები ინახებოდა, ყველა ამაყობდა.

ა. რომელშიც ბ. რომელსაც გ. რასაც დ. არცერთი

19. რომელია ბრუნებადი სიტყვა?

ა. თურმე ბ. მაშინ გ. რვა

20. შემოხაზეთ თანხმოვანფუძიანი სიტყვა?

ა. მდელო ბ. ქარი გ. ზღვა

21. რას ვუწოდებთ ზმნასთან შეწყობილ პირებს?

ა. სუბიექტს ბ. ობიექტს გ. სუბიექტს, ობიექტს

22. რომელ წინადადებაშია გამოყენებული მიმართვა?

ა. შუა გზაზე კვლავ შეეჩეხა ვიღაც ჩანთააკიდებული კაცი.

ბ. გავიდა ხანი, ერთ წელიწადსაც ცუდი მოსავალი იყო, გვალვამ ყანები გააოხრა.

გ. ჩემო ძვირფასო ძმაო, გული გამითბო შენმა სიყვარულმა!

23. რომელი ჯგუფის ნაცვალსახელია გამოყენებული წინადადებაში: „გულს არც


ეს ძმა იტეხდა, პატიოსნად შრომობდა და მომავლის იმედი ჰქონდა“.

ა. კუთვნილებითი ბ. ჩვენებითი გ. პირის


24. შემოხაზეთ ადგილის ზმნიზედა:

ა. ბალახზე ბ. ზეგ გ. კარგად

25. ,,პარიზში ნიკას ხშირად ხვდებოდა ძველი მეგობარი თამარ პაპავა.“


წინადადებაში ხაზგასმული სიტყვები არის:

ა. საზოგადო არსებითი სახელები. ბ. საკუთარი არსებითი სახელები.


გ. აბსტრაქტული არსებითი სახელები.

26. შემოხაზეთ არასწორად დაწერილი რიცხვითი სახელი:

ა. 27-ე ბ. 80-იანი გ. მე-1931-ე

27. რომელ წინადადებაშია გამოყენებული გარდაუვალი ზმნა?

ა. მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება.

ბ. ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს.

გ. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.

You might also like