You are on page 1of 5

ტესტზე მუშაობის დრო: 60 წუთი

V კლასი

სახელი გვარი:

ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

I. ტექსტის გააზრება---ყურადღებით წაიკითხეთ სულხან-საბას იგავ-არაკი


„ენით დაკოდილი“და უპასუხეთ კითხვებს:

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. კაცმა დათვი სახლში მიიწვია. დათვი
ესტუმრა, თბილად მიესალმა კაცსაც და მის ცოლსაც. ცოლს დათვის სიმყრალე ეცა და
თქვა:

– პირმყრალ სტუმარს ვერ ვეწყობიო!

წავიდა გულნატკენი დათვი.

გავიდა დრო. ეს კაცი ტყეში წავიდა და თან ცული წაიღო ხის მოსაჭრელად. დათვი
გულიანად შეეგება, თუმცა, ბოლოს დაიჟინა:

– თავზე ცული დამკარი და დამჭერიო!

კაცმა იუარა, მაგრამ დათვი არ მოეშვა. ბოლოს დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა.
დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა. ერთი თვის შემდეგ შეხვდნენ
ერთმანეთს. დათვს ჭრილობა შეხორცებული ჰქონდა. დათვმა კაცს უთხრა:

– ძმაო, შენი ცულით დაჭრილი თავი გამიმთელდა და შენი ცოლის ენით დაკოდილი
გული კი - არაო...

1. ნაწარმოების პერსონაჟები არიან:

ა. დათვი და კაცი ბ. დათვი, კაცი და მისი მეუღლე გ. მონადირე და კაცი

2. რატომ ეტკინა გული დათვს?

ა. სტუმრად მისულს საყვარელი კერძი არ მიართვეს.

ბ. მასპინძელმა მისი მხოლოდ ურყოფითი მხარე დაინახა და აღნიშნა.

გ. მასპინძლებს მისი მორთმეული საჩუქარი არ მოეწონათ.


3. რაზე მისანიშნებლად დასჭირდა დათვს ,,თავზე ცულის დაჰკვრა“?

ა. სურდა ეჩვენებინა, რომ მას არაფრის ეშინოდა.

ბ. სურდა ეჩვენებინა, რომ კაცი არ იყო სანდო მეგობარი.

გ. სურდა ეჩვენებინა, თუ რა დიდი ძალა აქვს სიტყვას.

4. იგავის მიხედვით:

ა. სიტყვით მიყენებული ჭრილობა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ცულით.

ბ. ცულით მიყენებული ჭრილობა უფრო მტკივნეულია, ვიდრე სიტყვით.

გ. ორივე პასუხი სწორია.

5. ,,დაკოდილი“ ანუ

ა. დაჭრილი ბ. გახარებული გ. დამნაშავე

6. ნაწარმოების მიხედვით, რომელი არ არის მართებული მსჯელობა?

ა. იგავში ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებები მიეწერება ცხოველს.

ბ. კაცს არ ჰქონდა დათვთან მეგობრობის სურვილი.

II. ლექსიკა
1. ,,გაკვირვებული“ იგივეა, რაც:

ა. გაოცებული ბ. გამშვენიერებული გ. გახარებული დ. არცერთი პასუხი არ არის


სწორი

2. ხაზგასმულ სიტყვას შეუსაბამეთ სინონიმი:

დავითი თავის ქვეყანაში ცნობილი ადამიანი იყო.

ა. სახელგანთქმული ბ. გამოჩენილი გ. პოპულარული დ. ყველა პასუხი


სწორია

3. რომელია ანტონიმური წყვილი?


ა. ლამაზი - კოხტა; ბ. უშიშარი - მამაცი; გ. ყოჩაღი - შრომისმოყვარე; დ. ბედნიერი -
უბედური

4. შემოხაზეთ მოცემული ფრაზეოლოგიზმის მართებული მნიშვნელობა, „გულის


მოგება“:

ა. გათამამება ბ. თავის შეყვარება გ. ღალატი

5. ერთი სიტყვით დაახასიათეთ ის, ვისაც (მაგალითად, ჭკუა არ აქვს---უჭკუო):


 ზრდილობა არ აქვს---
 იღბალი აქვს---
 ფორმა აცვია---
 სმენა აქვს დაქვეითებული---

III გრამატიკული ნაწილი

1. რა კითხვა დაესმის წინადადებაში ხაზგასმულ სახელს?

„თვალები ჩაუქრა, თავი ჩაჰხარა.“

ა. რა? ბ. ვინ? გ. როგორი? დ. როდის?

2. შემოხაზეთ ჩამოთვლილთაგან სწორი ფორმა:

ა. ხალხი მოგროვდნენ

ბ. მოსახლეობა იცინოდნენ

გ. გუნდი ამღერდა

3. ქართულში არის:

ა. რვა ბრუნვა ბ. შვიდი ბრუნვა გ. ხუთი ბრუნვა დ. ექვსი ბრუნვა

4. რომელ ბრუნვაშია ხაზგასმული არსებითი სახელები წინადადებაში:

დღისა და ღამის გასაყარზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

ა. მოქმედებითში ბ. მიცემითში გ. ნათესაობითში


5. შემოხაზეთ ჩამოთვლილთაგან მართებული მსჯელობა:

ა. ფუძეთანხმოვნიანი სახელები კუმშვადია ან უკუმშველი

ბ. ფუძეხმოვნიანი სახელები კვეცადია, უკვეცელი ან კუმშვად-კვეცადი

გ. ფუძეთანხმოვნიანი სახელები არ შეიძლება იყოს კუმშვად-კვეცადი

დ. ყველა პასუხი სწორია

6. კუმშვადი არსებითი სახელების წყვილია:

ა. გზა, მასწავლებელი ბ. სიცოცხლე, მშობელი გ. ფანქარი, მერცხალი დ. ჩიტი,


იარაღი

7. შემოხაზეთ სიტყვა, რომელიც არ აღნიშნავს ერთზე მეტ საგანს:

ა. კაცნი ბ. მთათა გ. ყელი დ. წიგნები

8. რამდენი არსებითი და რამდენი ზედსართავი სახელია წინადადებაში?

„ ფერად-ფერადი ყვავილებით მოირთო გორაკი და ცისფერი ზეცა ამ სილამაზეს


დაჰნათოდა სიყვარულით.“

ა) ხუთი არსებითი და ორი ზედსართავი

ბ) სამი არსებითი და ერთი ზედსართავი

გ) ოთხი არსებითი და ორი ზედსართავი

9. რომელია წარმოქმნილი (მიმართებითი) ზედსართავი სახელი:

ა. ტკბილი ბ. მოყვითალი გ. ჭკვიანი დ. უდიდესი

10. რომელია სწორად დაწერილი რიგობითი რიცხვითი სახელი?

ა. მე-20 ბ. მე-20-ე გ. 20-ე


11. რა კითხვა დაესმის წილობით რიცხვით სახელს?

ა. რამდენი? ბ. მერამდენე? გ) მერამდენედი?

12. ,,მე თქვენთვის ბევრი რამ მიპატიებია.“ წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა


არის:

ა. არსებითი სახელი ბ. ზედსართავი სახელი გ. ნაცვალსახელი დ. ზმნიზედა

13. რომელ წინადადებაშია გამოყენებული მესამე პირის ნაცვალსახელი?

ა. მე ვამაყობ შენით! ბ) მას მოსწონს დედის ნაყიდი კაბა. გ) შენ გაიხარე,


შვილო!

14. „ოლიმპიადაზე წასვლამდე ნატალიმ მეგობარს დაურეკა და დაწყების დრო


შეახსენა“. ჩამოთვლილთაგან რომელია მოქმედების გამომხატველი სიტყვა
წინადადებაში?

ა. დაურეკა ბ. ნატალი გ. ოლიმპიადაზე

15. რომელ დროშია ზმნა წინადადებაში: „შობის დილაც გათენდა“.

ა. ახლანდელში ბ. წარსულში გ. მომავალში

You might also like