You are on page 1of 11

ლაპარაკი/მოსმენა, ლექცია 2

გეგმა:
 სტუდენტები ტექსტის მიხედვით დამოუკიდებლად აკეთებენ გაგება-
გააზრებაზე ორიენტირებულ დავალებებს.
 მუშაობენ სინონიმებზე და ანტონიმებზე, ამ სიტყვების გამოყენებით აგებენ
წინადადებებს.
 საკომუნიკაციო დიალოგები, სტუდენტები მოცემული ილუსტრაციების
მიხედვით ქმნიან დიალოგებს და შემდეგ ონლაინ ჩართვისას როლური
თამაშის სახით წარმოადგენენ.
 ფიმლის ყურება და განხილვა.

წაიკითხეთ ტექსტი N2: „ნამდვილი მეგობრებობა“

(დასაფიქრებელი ისტორია)
.პაოლო კოელიო
უხსოვარ დროში, ერთ პატარა ქოხში, ერთი ღარიბი კაცი ცხოვრობდა. მას ერთი
ძაღლი და ცხენი ჰყავდა და მათ გარდა არაფერი არ გააჩნდა ამ ქვეყნად. ასე რომ,
ძალიან უყვარდა ისინი.
ერთ დღეს კაცი სამოგზაუროდ წავიდა თავის ცხენთან და ძაღლთან ერთად.  ძალიან
ცუდი ამინდი იყო. გზაში მოულოდნელად მეხი ჩამოვარდა, რომელიც მათ გზაზე
მდგარ ხეს დაეცა. ხე წაიქცა და ჩვენს მგზავრებს დაეცა. კაცი, ძაღლი და ცხენი
დაიღუპნენ..ისინი სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ
მიხვდა ცოცხლები რომ აღარ იყვნენ და გზა განაგრძეს. გზაში საშინლად ცხელოდა და
წყალი არსად ჩანდა. ბევრი იარეს თუ ცოტა, ისინი ერთ დიდ ციხე–ქალაქს მიადგნენ.
ქალაქს გარშემო დიდი და შეუვალი კედელი ერტყა. შესასვლელ კარებს მცველები
იცავდნენ და მის შიგნით უამრავი შადრევანი და წყარო მოჩანდა. კაცი მივიდა
მცველებთან და სთხოვა, რომ მისთვის და მისი მეგობრებისათვის წყლის დალევის
უფლება მიეცათ. მცველებმა პასუხად უთხრეს: – ეს ადგილი სამოთხეა და აქ მხოლოდ
ადამიანები შეიძლება შევიდნენ. თქვენ თუ გინდათ, პრობლემა არაა. უბრალოდ
მეგობრები გარეთ უნდა დატოვოთ . . .კაცმა იუარა, რადგან ეძნელებოდა მეგობრების
დატოვება. და მათ გზა განაგრძეს. ბევრი იარეს, თუ ცოტა, წყურვილისაგან
დატანჯულები ერთ სოფელს მიადგნენ. სოფელს გარშემო ხის ჭიანი მესერი ერტყა და
აქაც მცველები იდგნენ შესასვლელ კართან. კაცი მივიდა და მათაც სთხოვა წყლის
დალევის უფლება მიეცათ მათთვის. მცველებმა არ უთხრეს უარი და ყველანი – კაციც,
ძაღლიც და ცხენიც შევიდნენ სოფელში. როდესაც წყლის სმით გული იჯერეს , კაცმა
იკითხა :
– ხომ  ვერ მეტყვით რა ადგილია ეს?
– სამოთხე – უპასუხეს მცველებმა.
– მაშ ის ციხე–ქალაქი რა ადგილი იყო? – შეეკითხა მცველებს გაკვირვებული კაცი.
– ის ადგილი ჯოჯოხეთია – უპასუხეს მცველებმა.
– ჯოჯოხეთი? და რატომ აძლევთ მათ უფლებას, რომ ხალხი ასე მოატყუონ? ხომ
შეიძლებოდა მეც მოვტყუებულიყავი და ჯოჯოხეთში შევსულიყავი!? – წამოიძახა
აღელვებულმა კაცმა.
– არა, მეგობარო. ისინი ჩვენ დიდ საქმეს გვიკეთებენ, რადგან მათი წყალობით აქ
მარტო ისეთი ადამიანები მოდიან, რომელთაც ნამდვილი მეგობრების მიტოვება არ
შეუძლიათ   – ღიმილით უპასუხეს მცველებმა.

ტექსტზე მუშაობა
ლექსიკა და გრამატიკა

რა როგორი რას შვრება?


ქოხი პატარა დაიშალა
მეხი მოულოდნელად დაეცა
ჭექა-ქუხილი საშინელი იწვევდა
ჯოჯოხეთი ცუდი ცუდად ექცევა
სამოთხე კარგი კარგად ექცევა
მესერი წყნარი დამთავრა

1. დაუკავშირეთ ერთმანეთს სინონიმები.

1უფლება გაცემა
2პატარა მრავალი
3ბევრი რთული
4მცველი ცოდა
5ძნელი მოგზაური
2. დაუკავშირეთ ერთმანეთს ანტონიმები

1დარი 8 ცოტა
2ეძნელებოდა 6 ჯოჯოხეთი
3არაფერი 7 გასასვლელი
4ცხელოდა 9 შიგნით
5ცოცხალი 2 უადვილდებოდა
6სამოთხე 1 ავდარი
7შესასვლელი 3 ყველაფერი
8ბევრი 4 ციოდა
9გარეთ 5 მკვდარი

3. შეარჩიეთ ხაზგასმულის მსგავსი მნიშვნელობის სიტყვა:

უხსოვარ დროში ერთ პატარა ქოხში ღარიბი კაცი ცხოვრობდა.

ა) რამდენიმე წლის წინ; ბ) ოდესღაც; გ) გარკვეულ დროს

მათ გარდა არაფერი გააჩნდა.

ა)ჰქონდა; ბ) ჩანდა; გ) იცოდა

მგზავრებმა სთხოვეს წყლის დალევის უფლება მიეცათ.

ა) ფლობა; ბ) ნება; გ) პატივისცემა.

სოფელს გარშემო ხის ჭიანი მესერი ერტყა.


ა) ღობე; ბ) კედელი; გ) ჭიშკარი

როდესაც წყლის სმით გული იჯერეს შევიდნენ სოფელში.

ა) დაიჯერეს; ბ) დაკმაყოფილდნენ; გ) გაბრაზდნენ

მათი წყალობით აქ მარტო ასეთი ადამიანები ხვდებოდნენ.

ა) დახმარებით; ბ) დაშინებით; გ)ბრძანებით

შესასვლელ კარს მცველები იცავდნენ.

ა) უფრთხილდებოდნენ; ბ) ამაგრებდნენ; გ) დარაჯობდნენ

მათი წყალობით სამოთხეში მხოლოდ კეთილი ადამიანები მოდიოდნენ.

ა) ბრძანებით; ბ) თხოვნით; გ) დახმარებდით

წყურვილისგან დატანჯულები ერთ სოფელს მიადგნენ.

ა) შეწუხებულები; ბ) დაღლილები; გ) გაბრაზებულები

4. მოცემულ ყოველ სიტყვას დაუსვით საჭირო კითხვა.

მოულოდნელად მეხი ჩამოვარდა და გზაზე მდგომ ხეს დაეცა.


როგორად? რა? რა გააკეთა? სად? რას? რა ქნა?

5. დააწყვილეთ პირველ სვეტში მოცემული სიტყვები და მეორე სვეტში მოცემული


ზმნები.

1წვიმა 2დაეცა
2მეხი 3მოიყოლა
3ქვეშ 1წამოვიდა

6. აუღლეთ ზმნა:

ახლანდელი დრო მწყურია


წარსული უწყვეტელი მწყურებდი
მომავალი დრო მწყურებდა
წარსული წყვეტილი მეწყურა
სასურველი მოქმედება მწყურებოდეს
წარსული შედეგებოთი

მოსმენილი ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება:

1. შემოზახეთ სწორი პასუხი:


ესამბავიმოხდა
• ახლანდელ დროს
• უძველეს დროს
• ორი კვირის წინ

რომელია სწორი
• კაცი იყო ძალიან მდიდარი
• ამ კაცს ჰყავდა ბევრი შვილი
• ამ კაცს შვილები არ ჰყავდა

2. პასუხი გაეცით კითხვებს:


დაასახელეთ ამ კაცის მეგობრები: ___ძაღლი და ცხენი.
რატომ მოკვდა ეს კაცი? ცუდი ამინდი იყო,მეხი ჩამოვარდა,რომელიც მის გზაზე
მდგარ ხეს დაეცა.ხე წაიქცა და მას დაეცა.

3. შემოზახეთ სწორი პასუხი:


რას ეძებდნენ კაცი,ცხენი და ძაღლი უცხო სამყაროში?
• საჭმელს
• წყალს
• დასაძინებელს

სად ნახეს პირველად წყალი?


• მინდორში
• მთაზე
• ქალაქში
4. უპასუხეთ კითხვებს:
ვინ იცავდა ამ ქალაქს? მცველები იცავდა
რატომ არ შევიდა ის კაცი იმ ქალაქში? არ უნდოდა მეგობრების გარეთ დატოვა.
სად დალიეს წყალი მეგობრებმა? სამოთხეში
რა ერქვა იმ სოფელს, სადაც წყალი დალიეს? სამოთხე
რა ერქვა იმ ქალაქს, სადაც არ შეუშვეს? ჯოჯოხეთი
რატომ გაბრაზდა ეს კაცი? იმიტომ,რომ იქ მარტო ადამიანების მოსვლა შეიძლება.
რა უპასუხეს სოფლის მცველებმა? ეს ადგილი იმ ადამიანების ადგილია, ვისაც
კარგად იცის მეგობრების ფასი.
გადმოეცით ტექსტის მოკლე, მაგრამ სრული შინაარსი!

იყო ერთი კაცი,ჰყავდა ერთი ძაღლი და ერთი ცხენი. ის კაცი სამოგზაუროდ წავიდა
ცხენთან და ძაღლთან ერთად.ცუდი ამინდის გამო ხე წაიქცა და მგზავრებს დაეცა ,ისინი
დაიღუბნენ. სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ.იქ ძალიან ცხელი იყო და არსად არ ჩანდა
წყალი.შემდეგ მიადგნენ ერთ ქალაქს,სადაც შესასვლელი მცველები იცავდნენ.ქალაქის
შიგნით ბევრი წყალი არის.კაცი მცველებს სთხოვა,რომ მისთვის და მეგობრებისთვის
დალევის უფლება მიეცათ.მაგრამ ეს ადგილი აღმოჩნდა მარტო ადამიანებისთვის და იყო
სამოთხე.კაცმა არ შევიდა და მათ გზა განაგრძეს.ამის შემდეგ ერთ სოფელს
მიადგნენ.იქაც მცველები იდგნენ. კაცი მათაც სთხოვა დალევის უფლება. მცველებმა არ
უთხრეს უარი და ისინი შევიდნენ. კაცისთვის ცნობილი იყო,რომ ნამდვილი სამოთხე ეს
არის.ის იყო ჯოჯოხეთი და ვინც იცის მეგობრების ფასი აქ მოდის.
6. ისაუბრეთ, რატომ არის ეს ისტორია დასაფიქრებელი, რას გვასწავლის იგი?
იგი გვასწავლეს, თუ როგორ არის ნამდვილი მეგობრობა.

საკომუნიკაციო დიალოგზე მუშაობა:

მოდით ვისაუბროთ!

7. მოცემული ნახატების მიხედვით მოიფიქრეთ დიალოგები:


1) 2)

3) 4)

1)-გამარჯობა მარი, როგორა ხარ?

- გამარჯობა გიო, კარგად მადლობა.შენ?

-მეც, სავახშმოდ ხომ არ წავიდეთ ერთად?

-რატომ?

-დიდი ხანია ვმეგობრობთ, და ერთად არსად არ ვიყავით.

-მართალი ხარ, მე დღეს დაკავებული ვარ, ხვალ 3 საათის შემდეგ ვიქნები თავისუფალი.

-რა კარგია, მეც მცალია 3ის მერე.

-მაშინ ხვალ ველოდები.შეხვედრამდე.

-აბა დროებით..
2)-ნინა გამარჯობა, რას საქმიანობ? სად მიდიხარ?

-გამარჯობა რეზო, მიხარია შენი ნახვა. მენეჯერად ვმუშაობ კაფეში და იქ მივდივარ.

-ძალიან მომენატრე,ხომ არ გაგვესეირნა სამსახურის მერე?

- კარგი აზრია, თანახმა ვარ.მე 8 საათზე თავისუფალი ვარ, მოდი ჩემთან.კაფეს გვერდით კარგი
სასეირნო ადგილი არის.

-კარგი.

-შენ სად მუშაობ?

-მე სკოლის დირექტორი ვარ, სკოლაში ვმუშაობ.ახლა მეჩქარება. 8 საათზე ვიქნები შენის კაფესთან.

-კარგი,ველოდები.

3)-ნიკა იცი,რომ ძალიან მომწონს შენთან საუბარი.

-მეც მომწონს,იმიტომ,რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.

-უკვე 5 წელია, რაც ჩვენ მეგობრებნი ვართ.

-დიახ, შენ ჩემთვის როგორც ძმა ხარ.

-ძალიან მიხარია, რომ მყავს შენნაირი საუკეთესო მეგობარი.

-მეც ბედნიერი ვარ ძმაო.

4)-ქეთო გამარჯობა, რას აკეთებ?

-გამარჯობა ანა, ვწერ საშინაო დავალებას.

-როგორ არის სკოლის საქმე?

-ყველაფერი კარგადა, ძალიან საინტერესო თანაკლასელები მყავს.

-რა კარგია,მიხარია შენთვის.

-შენი უნივერსიტეტში ყველაფერი კარგადაა?

-ხო,ლექტორები ძალიან კარგები არიან.

-საყვარელო ახლა ცოტა საქმე მაქვს,.


-კარგი ჩემო კარგო, ნახვამდის.

გამოიყენეთ სიტყვები:
მეგობრები ვართ.
მიხარია შენი ნახვა.
სავახშმოდ ხომ არ წავიდეთ?
ძალიან მომწონს შენთან საუბარი.
დიდი ხანია ვმეგობრობთ.
რას საქმიანობთ?
ხომ არ გაგვესეირნა სამსახურის მერე?

სიტუაციური დიალოგი

8. დიალოგში მოვლენები არეულია, დაალაგეთ სწორი თანამიმდევრობით, შემდეგ კი


როლური თამაშის სახით წარმოადგინეთ მეწყვილესთან ერთად.

რესტორანში

დიალოგი 1

- ა) გამარჯობა. მობრძანდით.
- ბ) დიახ, რა თქმა უნდა. აი, აქ არის თავისუფალი ადგილი. რამდენი ხართ?
- გ) თავისუფალი მაგიდა გაქვთ? სად არის?
- დ) აი ინებეთ მენიუ. რას მიირთმევთ?
- ე) ოთხი. თუ შეიძლება, მენიუ მოგვიტანეთ.
- ვ) სასმელი რა გნებავთ?
- ზ) თუ შეიძლება, ორი სალათა, ერთი ქათმის და ერთი კიტრისა და-პამიდვრის
სალათა. კიდევ ერთი ხაჭაპური, 15 ცალი ხინკალი, ერთი ულუფა მწვადი და კიდევ
ერთი ულუფა ნიგვზიანი ბადრიჯანი.
- თ) ერთი მინერალური წყალი და ორი ლიმონათი. რა ლიმონათი გაქვთ?
- ი) დიდი მადლობა.
- კ) ერთი ტარხუნის და ერთი ლიმონის მოგვიტანეთ. მალე იქნება?
- ლ) დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი 10 წუთში იქნება.
- მ)გვაქვს ნატახტარის, ტარხუნის, ლიმონისა და ნაღების ლიმონათები.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
ა გ ბ ე დ ზ ვ თ მ კ ლ ი

9. ჩასვით დიალოგში გამოტოვებული სიტყვები:

დიალოგი 2

- თუ შეიძლება, კიდევ ერთი -მინერალური- წყალი მოგვიტანეთ.


- აი, -ინებეთ- ერთი -მინერალური- წყალი. კიდევ ხომ არ გნებავთ რამე?
- არა, დიდი -მადლობა-. ყველაფერი ძალიან -გემრიელი- იყო. თუ შეიძლება,
ანგარიში -მომიტანეთ.-
- აი, ინებეთ -ანგარიში-. ბარათით გადაიხდით თუ -ნაღდი ფულით- ფულით?
- -ნაღდი- ფულით გადავიხდით.
- ახლავე მოგართმევთ -ხურდა-. აი თქვენი ხურდა.
- დიდი მადლობა.
- კიდევ -მობრძანდით-ჩვენთან.
- აუცილებლად. ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ და -მომსახურება-
კარგია. დიდი მადლობა.
- კარგად -იყავით-.
- ნახვამდის.
10. ონლაინ მუშაობა: ონლაინ ჩართვისას გადმოეცით ტექსტის მოკლე შინაარსი და
ისაუბრეთ „როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი“

საშინაო დავალება:
1. უყურეთ ფილმს: „გრძელი ნათელი დღეები“
2. შეასრულეთ ფილმის გაგება-გააზრებაზე ორინტირებული დავალებები წიგნიდან:
„კინოენა“ გვ.40 (დავალებები ატვირთულია ცაკლე ფაილად, სახელმძღვანელოს
სახით)
3. ჩაწერეთ ვიდო, სადაც ისაუბრებთ ფილმის შინაარსზე, მთავარი პერსონაჟების
მეგობრობაზე.

You might also like