You are on page 1of 3

კუმშვა

თანხმოვანფუძიანი სახელი არის:

კუმშვადი უკუმშველი

კუმშვა არის ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნა. ვარდება სამი ხმოვანი ა, ე და ო.

კუმშვა ხდება მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში (ნათესაობითი,მოქმედებითი, ვითარებითი)


და მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში

რას ნიშნავს ხმოვნის ამოვარდნა, ამის გაგებაში დაგვეხმარება მაგალითზე დაკვირვება.

ვაბრუნოთ სახელი სარდალი.

სახე. სარდალ-ი სარდლ-ებ-ი

მოთ. სარდალ-მა სარდლ-ებ-მა

მიც. სარდალ-ს სარდლ-ებ-ს ფუძიდან ვარდება ა ხმოვანი

ნათ. სარდლ-ის სარდლ-ებ-ის

მოქ. სარდლ-ით სარდლ-ებ-ით

ვით. სარდლ-ად სარდლ-ებ-ად

წოდ. სარდალ-ო სარდლ-ებ-ო

ამ სახელის ფუძეა ,,სარდალ“...ეს სახელი მთავრდება ლ თანხმოვანზე, ამიტომაც ფუძე არის


თანხმოვანფუძიანი. აქ ასო-ბგერა ლ-ს წინ,ისე კი ფუძის ბოლო თანხმოვნის წინ თუ არის ა, ე და
ო, მაშინ ის უნდა ამოვარდეს მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვასა და მრავლობითი რიცხვის
ყველა ბრუნვაში.

სახე. კედელ-ი კედლ-ებ-ი

მოთ. კედელ-მა კედლ-ებ-მა

მიც. კედელ-ს კედლ-ებ-ს ფუძიდან ვარდება ე ხმოვანი

ნათ. კედლ-ის კედლ-ებ-ის

მოქ. კედლ-ით კედლ-ებ-ით

ვით. კედლ-ად კედლ-ებ-ად

წოდ. კედელ-ო კედლ-ებ-ო


რაც შეეხება ო-ს ის ან სრულად ვარდება, ან ნაწილობრივ, ანუ ქრება და ჩნდება მის ადგილას ვ

სრულად ვარდება ან ქრება და რჩება ვ

მაგალითად, როცა სრულად ვარდება

სახ. გოდორ-ი გოდრ-ებ-ი

მოთხ. გოდორ-მა გოდრ-ებ-მა

მიც. გოდორ-ს გოდრ-ებ-ს

ნათ. გოდრ-ის გოდრ-ებ-ის ფუძიდან ვარდება ო

მოქ. გოდრ-ით გოდრ-ებ-ით

ვით. გოდრ-ად გოდრ-ებ-ად

წოდ. გოდორ-ო გოდრ-ებ-ო

როცა ო ქრება და ჩნდება ვ

სახ. ნიორ-ი ნივრ-ებ-ი

მოთხ. ნიორ-მა ნივრ-ებ-მა

მიც. ნიორ-ს ნივრ-ებ-ს

ნათ. ნივრ-ის ნივრ-ებ-ის ფუძიდან ვარდება ო და ჩნდება ვ

მოქ. ნივრ-ით ნივრ-ებ-ით

ვით. ნივრ-ად ნივრ-ებ-ად

წოდ. ნიორ-ო ნივრ-ებ-ო

ასევე იქნება ნიგოზი, მონაზონი, მაწონი


დაიმახსოვრე

სიტყვა ლომინი არის გამონაკლისი.ლიმონი არის თანხმოვანფუძიანი სახელი და წესით უნდა


ამოვარდეს ფუძიდან ო, მაგრამ რადგანაც ის არის უცხოური სახელი და ყველა ენაზე ლიმინოა,
არ ხდება კუმშვა, ანუ არ ვარდება ფუძიდან ო. სწორია ლიმონიანი ჩაი და არა ლიმნიანი ჩაი.
ლიმონის ნამცხვარი და არა ლიმნის ნამცხვარი. აი, ბრუნების მაგალითიც:

სახ. ლიმონ-ი ლიმონ-ებ-ი

მოთხ. ლიმონ-მა ლიმონ-ებ-მა

მიც. ლიმონ-ს ლიმონ-ებ-ს

ნათ. ლიმონ-ის ლიმონ-ებ-ის ფუძიდან არ ვარდება ო

მოქ. ლიმონ-ით ლიმონ-ებ-ით

ვით. ლიმონ-ად ლიმონ-ებ-ად

წოდ. ლიმონ-ო ლიმონ-ებ-ო

You might also like