You are on page 1of 178

სარჩევი

13 აგვისტო

დაკითხვა

ცხოვრების განსხვავებული რიტმი

მარია პავიჩი

გიორგი ლაშხი

თევზაძე ზუკა 

ჯიუტი თავადი

მია პავიჩი

260 და მეტი

„მანიაკი“ ჯაყელი

ალუჩა და 1 კილო ბალი

რესტორანი „თბილისური“

იაშვილი უჩა

კოსტავას ქუჩის მალინისფერი სანაყინე

განაჩენი

ვაკის მე-8 განყოფილება

დაკითხვა 2

ბათუმის 5 დღე

5 წლით ადრე

კბილის ფერადი პასტები

წყლის უხმელეთო სივრცე

ყირგიზეთი. ბიშკეკი

პარანოია

ზღვაში ჩაძირული მზე

ისევ ჯაყელი

თევზაძე
რეალობა, როგორც ასეთი

ცინცაძის 8

„ნინო“ ვაკურად

ნაცრისფერი 

დაშა 

მია „მჩაგვრელი“

დიალოგი წარსულთან

ადამ ბერეზოვსკი

ვარდისფერი ქვიშა

გამქრალი ინსტინქტი

იმედის სხივი

აბდა-უბდა დიალოგი

გოგოების საუბრები

შემოდგომის მარსელი 

უბრალოდ, ისე

ბოლო და უკანასკნელი საუბარი

ლაჟვარდისფერი ჰორიზონტი

77/50-ზე

თეკლა იორდანიშვილი
13 აგვისტო

თბილისის აეროპორტში დაეშვა თუ არა თვითმფრინავი, ბარგიც არ მქონდა აღებული
ლიკამ რომ დარეკა.


მია, ჩამოფრინდით? 


ვანგა, როგორ ხარ? - გამეცინა მე და გადადებული რეისი გამახსენდა


ანუ, გავარტყი? - სიცილი აუტყდა მას


გადამრევ შენ მე, ჩვენი რეისი გადაიდო, 2 საათი ვიყურყუტეთ აეროპორტში და ამ წამს
ჩამოვფრინდით - ვთქვი მე და ქეთოს გავხედე, რომელიც გათიშულობისგან ბარგის
ასაღებ კუთხეში იატაკზე იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა. ჩემს საუბარზე
გაშტერებული სახით ამომხედა და ვინააო- შორიდან იკითხა


ლიკაა და სახლში გვეპატიჟება - გავიცინე მე


გამორიცხულია, გადაეცი - ისეთ ხმაზე აღმოხდა ქეთოს, ლიკასთვის მისი სიტყვების


გამეორება აღარ დამჭირდა.


დილიდან ვაკეთებ საჭმელებს, გავაკეთე 4 ნაირი სალათი და სულ არ მაინტერესებს


მაგისი აზრი, აიღეთ ჩემოდნები და ეგრევე ჩემთან! - მბრძანებლური კილო შეემატა
ლიკას ხმას.


ქეთო, სორი, მარა, უშანსო ხარ! - გავუღიმე იატაკზე მჯდომს და ტელეფონი გავთიშე.


ლიკასთან გაშლილმა სუფრამ დამაბნია. უცბად გადავახვიე კადრი და დავფიქრდი,


შემთხვევით ვინმეს დაბადებისდღე, ხომ არ გამომრჩამეთქი. ქეთომ, რომელსაც რომ
გეკითხა, ძალიან ეზარებოდა და ფაქიტურად პოლიციის დახმარებით, გაკოჭილი
მივიყვანე ლიკამდე, ბარნოვის მეორე ჩიხში, უკმაყოფილო სახით, სრულიად მთელ
სუფრას გაავლო მუსრი და ხასიათზე მოსვლის შემდეგ პაემანზე წასვლაც კი მოინდომა.
მისი წასვლის შემდეგ, თითქმის ბოლომდე გადავუარეთ ჩვენი ჟღალთმიანი მეგობრის
უპრინციპო ხასიათს და ერთხმად ვაღიარეთ, რომ მას არაფერი, არასდროს არ
ეშველება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღმერთმა მას ყველაფერი მისცა, ჭკუის
გარდა. 


მაგრამ, ძალიან მაგარი მოცეკვავეა - ვთქვი მე საუბრის ბოლოს და ლიკას გავუღიმე


ხო, აი ცეკვაც რომ არ იცოდეს, ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ექნა - სიცილი აუტყდა
მას.


წავალ მეც, მივაღწევ სახლამდე, დავიძინებ. ხვალ დილიდან ისევ რეპეტიციაზე უნდა
ვიყო და მართლა მოვკვდები - ვთქვი გულწრფელად.

ლიკა ჩამეხუტა, ხვალ დამირეკეო მთხოვა და გამომიშვა.


11 საათი იქნებოდა ბარნოვის მეორე ჩიხიდან რომ გამოვედი.


თბილი საღამო იყო. ჩემი საყვარელი ტემპერატურა, ესე 26 გრადუსი, ღრუბლები,


მსუბუქი ქარი ნაზად ეთამაშებოდა ჩემს გრძელ თმას.


ის იყო, ბარნოვის ქუჩაზე დავდექი და გზის მეორე მხარეს გადავდიოდი ტაქსის


გასაჩერებლად, რომ მოსახვევიდან აწყვეტილად გამოსულმა BMW მარკის მანქანამ,
რომელიც აშკარად არ მელოდა ქუჩაზე, მოულოდნელად დაამუხრუჭა. მერე მახსოვს
კვამლი და ეგრედწოდებული „კალოტკების“ აუტანელი არომატი, მსუბუქი დარტყმაც
მარცხენა გვერდში, რომლის გამოც ინერციით წინ გადავვარდი, თუმცა თავი მალევე
შევიკავე და სახე მოვარიდე ბლოკის ბორდიულს.


მერე გავიგე გინება და სანამ გონს მოვედი, წამის მეასედში თავთან ახალგაზრდა ბიჭი
დამეხატა, რომელსაც მიტკლისფერი ედო და სახეზე ბევრი კითხვის ნიშანი ეხატა


ძალიან დაგარტყი? იტკინე, რამე? - კითხვები დამაყარა მან და ხელი გამომიწოდა


ასაყენებლად.


მანქანის ტარება რომ გესწავლა, არა? - ვთქვი მშვიდად და შევეცადე ჯინსი, რომელიც
ბოლო ფულით ვიყიდე ფრანკფურტის აეროპორტში, დამებერტყა.


მე მესწავლა მანქანის ტარება, არა?! - იყო ირონიანარევი ტონი


დიახ, შენ! - ვთქვი მე და თვალი გავუსწორე მას


თხასავით რომ გადამირბინე 1 მეტრში, ჩემი ბრალია, გოგო? - თავი გაიმართლა მან


ა, ანუ ძალით მე დაგეჯახე, ხო? - სერიოზულად გავბრაზდი მე


გამოიქეცი და შემასკდი - თავი დამიქნია მან - იტკინე, რამე? - თვალი ჩემი გვერდისკენ
გააპარა მან, რომელიც ვერც კი ვიგრძენი ისე მისველდებოდა


მგონი, სერიოზული არაფერია - თავი გავაქნიე მე და მარცხნივ დავიხედე თუ არა,


მაშინვე შემეცვალა აზრი


აუ, სისხლი მოგდის - ცარცისფერი დაედო უცნობს სახეზე.


კაი, არაუშავს, გაკაწრული იქნება - ვანუგეშე ის და იქვე გადავარდნილი ჩემი ჩანთისკენ


გადავიხარე. 


მოგაწოდებ - დაბნეულად გააგრძელა უცნობმა და ასფალტზე გაშლილი ჩემი ნივთები


წამის მეასედში ჩანთაში ჩაყარა.


ჩანთა მშვიდად გამოვართვი და შარვალი კიდევ ერთხელ გავიფერთხე მე



წამოდი, მეცხრეში აგიყვან, რა!- მთხოვა უცნობმა


არაფერია, ნაკაწრი იქნება - ჯიუტად ვაგრძელებ მე და ვგრძნობ, მარცხენა მხარეს


ტკივილი როგორ მემატება. 


აიწიე ეგ მაიკა და მანახე, აბა! - შიშნარევი ღიმილით მეკითხება ის


ბევრი არც მიფიქრია, მოვკიდე მაისურის ბოლოს ხელი და ფრთხილად ავიწიე.


5 სანტიმეტრიანი ჭრილობა, რომელიც არც თუ ისე კანთან ახლოს აღმოჩნდა, ექიმის


კონსულტაციის გარეშეც კი მიხვდებოდა ყველა, რომ გაკერვას საჭიროებდა.


3 დღეში შეხორცდება -ვინუგეშე თავი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე. ტყუილად!


წამოდგომა კი არა, კოჭთან ისეთი ჭრიალი ვიგრძენი, გამაცია


ვერ დგები? - გადაირია უცნობი


ნაღრძობი იქნება - ბუზღუნით დავიწყე მე


ანუ, ვერ ივლი? - არ ისვენებდა ის


ვივლი, კოჭლობით - გავალამაზე მე - მაგრამ ხვალ როგორ ვიცეკვებ, მართლა არ ვიცი –


ფილარმონიაში დაგეგმილმა კონცერტმა კოჭლობის გეგმები ამირია.


ხვალ რა ხდება? რას ცეკვავ? - დაიბნა უცნობი


ტვისტს! - ტკივილის მიუხედავად ცანცარის ხასიათზე დავდექი


რა ტვისტს? - ინსტინქტურად გაიმეორა მან


ღმერთო, თბილისელი ხარ?? „ტვისტი“ ცეკვის ერთ-ერთი სახეობაა


თბილისელი ვარ, კი - დაუფიქრებლად მიპასუხა მან და რომ მიხვდა ჩემს მაიმუნობას,


გაეცინა - რა გქვია?


მია! - ვთქვი მე და გრაციოზულად გავუწიე მარცხენა ხელი, უცბად მივხვდი, რომ


შემეშალა და მარჯვენათი შევცვალე.


სასიამოვნოა, ლუკა! ლუკა ჯაყელი - მიპასუხა უცნობმა


ოხ, თავადო! - ისევ გამეცინა მე


ხო - დაიმორცხვა მან


და შენი გვარია, თუ გადაიკეთე? - გავარძელე მისი დაკითხვა


ბატონო?! - სახეზე გაოცება დაეხატა მას



არ გინახავს სომეხი წერეთლები და ბარათაშვილები, თუ რა? - ისევ გავიცინე ჩემთვის


არა, მე ნამდვილი ჯაყელი ვარ - გაეცინა მასაც


ააა, გასაგებია - ვთქვი მე და კიდევ ერთხელ დავაპირე წამოდგომა.


მიგიყვან, რა ექიმთან - მთხოვა მან


ნერვი არ მაქვს! - ვაღიარე მე - ექიმს უნდა ველოდო ნახევარი საათი, რომ მომცეს
მიმართვა და გავიკეთო ექოსკოპია, ექოსკოპისტი აუცილებლად მეტყვის, რომ ფეხი
მაქვს ნაღრძობი და მირჩევს, ვიწვე სახლში და არ დავტვირთო სახსარი. მერე,
გამომიწერს 4 ნაირ წამალს და მე აუცილებლად დამეზარება ჩამოთვილილიდან
რომელიმეს წასმა, იმ მარტივი მიზეზით, რომ - წამით დავფიქრდი - რომ... უბრალოდ
დამეზარება! და თან ვერანაირად ვერ ვიწვები, იმიტომ, რომ ხვალ უნდა ვიცეკვო, თან
სოლო! ასე რომ ექიმი დაივიწყე - წყალი გადავასხი ლუკას მოთხოვნას.


და რომ დაივიწყო ეგ კონცერტი, არა? - დაიბნა ის


არა! იმიტომ რომ ეგეთები არ არსებობს! - გადაჭრით ვუპასუხე მე - ისეთი


გრანდიოზული კონცერტია, სადაც მთავრობის წევრები და მინისტრები იქნებიან.
ეგენიც რომ არა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ასე რომ, რომც მოვკვდე,
ხვალ მაინც ფეხზე უნდა ვიდგე.


რა ვენების გადაჭრაა, მაინც არ მესმის - მშვიდად გააგრძელა ჯაყელმა


ხოდა არც გეხება, ძაან არ ხვდებოდე, რაზე ვსაუბრობ! - მოვუჭერი მე


მია - გამიღიმა უცნობმა, რა ლამაზი თმა გაქვს, მია! – ჩემი ოქროსფერი თმა თითებში
მოიქცია მან და კარგად შეათვალიერა - შენია თუ იღებავ? რა მაგარი ფერია!


ჩემია! - გავიპრანჭე 


ქართველი ხარ, დავიჯერო?! - დაეჭვდა ის


ჩეჩენი! - გავიღიმე მშვიდად (ღმერთო, როგორ ვიქცევი)


ჩეჩენი არა, ის-გაეცინა მას


კარგი, მაშინ უკრაინელი ვარ! - დავთმე მე


და რა გვარი ხარ? - შეეცადა დავებნიე მას


პავიჩი - წამის მეასედში ვუპასუხე მე


პავიჩი - გაიმეორა მან


ხო, ნუ თავადი ვერ ვარ თქვენსავით - წავისისინე მე - და ვერც ასე სასწაულად ვერ
ვმართავ მანქანას, მაგრამ არც მე ვარ ცუდი გოგო!


როგორ გეკადრებათ - დაიბნა უცნობი - ეგ არც მიკადრებია!


ხოდა, ვერც მაკადრებ! - გავაპათოლოგე მე და მივხვდი ბოლო ჭიქა, რომელიც


ფაქტიურად ყურში ძალით ჩამასხა ლიკამ, არ უნდა დამელია.


უცნობს სიცილი აუტყდა და იქვე მანქანას მიეყრდნო


არაფერის კადრებას არ ვაპირებ - ხელები აწია მან - სახლში მაინც წამაყვანინე თავი 


არ ვსაჭიროებ! - ეფრემ მცირის ენაზე ვუპასუხე მე და მესამეჯერ შევეცადე,


ავმდგარიყავი. უცნობმა ხელი შემაშველა და წელში გავიმართე თუ არა, კარგად
შემათვალიერა.


ტელეფონი მაინც დამიტოვე შენი, მოგიკითხავ!


არ ვსაჭიროებთქო, „შუმახერ“! - გავუცინე მას და ტაქსის გასაჩერებლად ოდნავ


გვერდზე დავდექი


რა პრინციპია, არ მესმის - სიცილით აიჩეჩა მხრები ლუკამ


„მიას პრინციპია“ პრობლემაა, რამე? - ისევ ალკოჰოლმა შემომიტია მე


ძალიან გთხოვ, უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკავ - თითქმის მთხოვა მან


კაი ხო! ოღონდ ერთხელ დამირეკავ და მორჩა! - პირობა წავუყენე მე და ტელეფონი


ვუკარნახე.


სახლში კოჭლობით ავედი.


ღამე საშინლად მეძინა და რამდენჯერად გადავტრიალდი მარცხენა მხარეს, იმდენჯერ


ვიფურთხე გულში.

დაკითხვა

მომიყევი, რატომ ხარ დაკარგული? – ყავა მოსვა ლიკამ და ყურადღება მთლიანად მე
მომაპყრო


ცოტახანი, ასე მინდა, პროსტო! - ვიღიმი მე და ვცდილობ ჩემს ტვინში არსებული


ფრანგული ქაოსი, რაიმე ლოგიკით დავალაგო.


ვიცი, მარა კონკრეტული მიზეზი მაინც უნდა მომიყვე - მიღიმის ის


მოსაყოლი არაფერია, ლიკა - სულელივით ვიღიმი მე


კარგი, გასაგებია! - ისევ მიცინის ლიკა და მშვიდად აგრძელებს- დაღლილი ხარ?


ცოტათი - მშვიდად ვიწყებ მე 


ღამეც ცუდად გძინავს- წყნარად აგრძელებს ის


.... - მხრებს ვიჩეჩავ ისევ


გასაგებია და ეს ორი ვენა, შუბლის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, ირიბად დაშვებული


იმაზე მიუთითებს, რომ ან ღამე მართლა არ გიძინია - თვალი თვალში გამიყარა მან - ან
გეტირება- მშვიდად დაასრულა მან


არ ვარ ცუდად, დედას ვფიცავარ - ვიწყებ თავის მართლებას მე და ვხვდები უშანსო ვარ
მასთან. გარდა იმისა, რომ ქალაქის საუკეთესო ფსიქოლოგია, ბავშვობის მეგობარია
ჩემი. რამე გამოაპარო მას, გამორიცხულია.


ძალიან დაღლილი ხარ და ძალიან უძინარი, დავიფიცები, რომ საჭმელიც არ გიჭამია


ნორმალურად ბოლო რამდენიმე დღეა. ისევ ჩუმად ვზივარ და ლიკას უკან
დაკიდებულ კალენდარზე თვალით ნაჩქარევად ნაპოვნ „13 აგვისტოს“ ვაშტერდები. 


მია, ან დაიწყებ მოყოლას, ან ხმას არ გაგცემ უახლოეს 6 თვის მანძილზე.


რა იყო, ლიკა, მემუქრები? - ინსტინქტურად გამეცინა მე


გემუქრები! მინდა დაგეხმარო და შენ ახლოს მოსვლის ნაცვლად, კიდევ უფრო შორს
მიდიხარ.


ოოო! - ვიწყებ თავიდან მე


კარგი, მე გკითხავ და შენ მპასუხობ, ბლიც ინტერვიუ, გირჩევნია?


კი - სხვა გზა რომ არ მაქვს, მოკლე პასუხებზე ვთანხმდები მე



ცუდად ხარ შენ, ხო?


ცოტათი - ვიღიმი მე


კარგი, სანდროსთან ყველაფერი უკეთაა, ხო?


დაახლოებით - ვპასუხობ მე და თითქმის გაციებული ყავა ტუჩებთან ფრთხილად


მიმაქვს.


საქმე ლუკას გამოჩენას ეხება?- უფრო თხრობითი ფორმა ჰქონდა ამ კითხვას, ვიდრე
კითხვითი


ხო! - 5 წუთიანი პაუზის მერე ძლივს გასაგონად ამოვთქვი მე


ანუ, ისევ ფიქრობ - ხმადაბლა მაგრამ ძალიან გარკვევით წარმოთქვა მან


არ ვიცი – მშვიდად დავიწყე მე – არაფერი ვიცი... ძალიან დაღლილი ვარ, დამატებით


კიდევ ვინმეზე ფიქრისთვის. დასვენება მინდა. შორს სადმე, არავინ ნაცნობი სახით,
სიჩუმეში, უცხო ქვეყანა მინდა, ბევრი ლამაზი ვიწრო ქუჩით, ფეხით ხეტიალი, ტვინი
მინდა გავთიშო, გესმის? წკაპ და გამოვრთო და ვიყო ასე, უტვინოდ, მშვიდად,
ფიქრისგან თავისუფალი, აზრებისა და გადაწყვეტილების მიღების თუ
მიუღებლობისგან თავისუფალი.


ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა. არ მინდა მხოლოდ რუტინა, წრეზე სიარული


დაუსრულებლად, გესმის? რამე ახალი მინდა, განვითარება, ბევრი დრო, გამოძინება.
სხვანაირი მინდა ჩემი ცხოვრება, სხვანაირი! სულ ეგაა.


მე კიდე მინდა, რომ ყველაფერი დაგილაგდეს, ისე, როგორც იყო. გათენდეს და ისევ
კარგად იგრძნო თავი.


ყველაფერი კარგად იქნება– შევეცადე ოპტიმისტურად მეფიქრა


რა ცუდად ხარ, ჩემი ნახვა რომ არ გინდა, ხვდები?!


შენში კი არაა საქმე, უბრალოდ, რაღაც პერიოდი ჩემთვის მინდოდა ყოფნა, ვერც
გიხსნი, რა მჭირდა...


შენ უცნაურ აზროვნებაზე რამე კიდევ თუ მოახდენდა ზეგავლენას, არ წარმომედგინა


ჩემი ბრალი, არაა – ვთქვი ხმადაბლა და ყირგიზეთის 3 თვიანი ციხე გამახსენდა


ვერ გცნობ, მია, გესმის?! – გაოცებით მითხრა ლიკამ


ნუ ამუქებ – გამეღიმა მე


არ ვამუქებ, მგონია, რომ სხვა ადამიანი ხარ.... და რა მოხდა ასეთი იმ ბიშკეკში,


მეტყვი?!

ბიშკეკში?! – ვიკითხე პატარა პაუზის მერე – არაფერი...


და მაინც? – ჩამეკითხა ის


უბრალოდ, მე იქ ... გავიზარდე! 



ცხოვრების განსხვავებული რიტმი

ჩემი შემდეგი გასტროლი ლონდონში იყო. 6 დღეში 10 კონცერტი, და გაუთავებელი
რეპეტიციები. 12345678, 12345678, 12345678!


მხურვალე აპლოდისმენტები ენერგიის დასაბრუნებლად და ბისზე გასვლა. მერე


რესტორნები, გვიანობამდე აღნიშვნები და სასტუმროს ნომრებში გაგრძელებები. როგორ
ვიღვიძებდი საერთოდ მეორე დღეს და ისევ რანაირად ვვარჯიშობდი 12 საათის
მანძილზე, არავინ იცის. ქეთო დვალი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ქორეოგრაფიულ
სკოლაში რომ შემიყვანეს 7 წლის ასაკში, მერხზე ქეთოს გვერდით აღმოვჩნდი და მას
მერე გვერდიდან არც მომიშორებია. ძალიან საყვარელი გოგოა, ჟღალთმიანი. ლამაზი
სახე და თხელი აღნაგობა აქვს. სხვათაშორის, მას უნდა ვუმადლოდე, ქართული
გამართულად რომ ვიცი.


ჩემი მშობლები კიევში შეუღლდნენ. მეც იქ დავიბადე. დედას დაჟინებული მოთხოვნით


თბილისში 6 წლის ასაკში გადმოვედით.


მამაჩემი ანდრეი პავიჩი კიევში ძალიან გავლენიანი ოჯახიდან იყო. დედაჩემი, ნანა
ნუცუბიძე მთელი ცხოვრება ცეკვავდა და ანდრომ ერთი გასტროლის დროს, კიევში
გაიცნო, სწორედ. ოჯახის შექმნის შემდეგ, იქვე დასახლდნენ და ექვსი წელი იცხოვრეს.
დედა ვერ შეეგუა იქაურობას და ძალიან დიდი ხვეწნის მერე ანდრო თბილისში
გადმოსვლაზე დაითანხმა. მამამ ბიზნესი ახალ ქალაქში გადმოიტანა და ასე დავიწყეთ
პეკინის ქუჩაზე ცხოვრება, ორმა უკრაინელმა და ერთმა ქართველმა.


მე მია ვარ, 24 წლის. საერთოდ ბებიის სახელი, მარია მქვია, მაგრამ სიცოცხლეში არავის
არ დაუძახია მსგავსი რამ ჩემთვის. დავიბადე თუ არა, მას მერე, მია ვარ. თბილისში
ჩამოსვლისთანავე დაიწყო ჩემი წამება. მიუხედავად იმისა, რომ ნანა ქართულად
მელაპარაკებოდა, ძალიან მიჭირდა ამ ენაზე საუბარი და პრინციპში, ელემენტარული
სიტყვების გარდა, ქართულად გადაბმულად ლაპარაკი არც შემეძლო.


აი, ასე თარგმანში დაკარგული, შემიყვანეს ქორეოგრაფიულ სკოლაში და აღმოვჩნდი


ქეთო დვალის გვერდით, რომელმაც ჩემი ხმის ამოღების მერე, ზუსტად ნახევარი საათი
იცინა და ბოლოს მითხრა: საშინლად ლაპარაკობ და უნდა დაგეხმაროო.


დრო სწრაფად გავიდა. ქართულ სიტუაციას მალევე მოვერგე, მეტიც, ძალიან კარგად
დავიწყე ენის ათვისება და ქეთოს დახმარებით 2 წელიწადში თითქმის უაქცენტოდ
ვსაუბრობდი. 


გარემო საოცარი რამ ყოფილა. მეტყველების გარდა, გარეგნულადაც ცოტა


გავქართველდი. თითქოს, თმაც ცოტა მამიმუქდა. ღია ოქროსფერიდან - მუქ
ჩალისფერში გადამივიდა. წლებთან ერთად თვალები კიდევ მეტად გამიმწვანდა.
თითქოს, ისეთი თვალშისაცემი აღარ ვიყავი, როგორც პირველად - ეს სკანდინავიელი
ბავშვი ვინ არისო, რომ კითხულობდნენ. ბოლოს, ენაც რომ გავმართე და ჰაბიტუსიც
შევიცვალე, ნამდვილი ქართველი გავხდი, ცოტა უცნაური ფერებით, მაგრამ მაინც!

მარია პავიჩი

15 წლამდე ყველა ზაფხულს საფრანგეთში ვისვენებდი. მამაჩემის დედა მარია პავიჩი,
რომლის სილამაზეზეც მთელ უკრაინაში ლეგენდები დადიოდა, 19 წლის ასაკში
დაქვრივდა. დარჩა 2 წლის ბიჭი. მთელი დანარჩენი წლები, ვაჟის – ანდროს ფეხზე
დაყენებას დაუთმო და ბოლოს, 30 წლის ასაკში გაყვა ფრანგ მილიონერს, რომელიც ისე
გადაირია ბებიაჩემზე, თვენახევარში მოიყვანა ცოლად. აი, ასე დაიდო ბინა მარიამ,
კიევიდან პირდაპირ მარსელში. სანამ პატარა ვიყავი, ოჯახით ხშირად ჩავდიოდით
ჟანთან და მარიასთან. თვითონ ბატონი ჟანიც ქვრივი იყო, დიდი შვილების პატრონი,
რომელიც გიჟდებოდა ბავშვებზე და განსაკუთრებით ჩემზე. სულ მეფერებოდა და
მეთამაშებოდა. 


ჟანს თავისი საკუთარი საჯინიბო ქონდა, ქალაქგარეთ, 4 ცხენით. გიჟდებოდა ამ


საჯინიბოზე. პირველად სწორედ მან დამსვა ცხენზე, 5 წლის ასაკში. დღემდე მახსოვს
ის ემოცია, რაც მაშინ განვიცადე. მას მერე დავკარგე მოსვენება. დღე და ღამე ცხენით
სეირნობა მინდოდა. გათენდებოდა თუ არა, მივადგებოდი ბებიაჩემის საძინებელს და
ფხაკუნს ვიწყებდი კარებზე. არ გავიდოდა 3 წუთი, რომ ჟანი გამოდიოდა უკვე ჩაცმულ-
დახურული, ჯირითისთვის სრულიად მზადყოფნაში.


საოცარი ისაა, რომ ჟანს სიტყვაც კი არ ესმოდა ფრანგულის გარდა, და მე მხოლოდ


უკრაინული ვიცოდი, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გადასარევად გვესმოდა
ერთმანეთის.


ბავშვობაში, ცეკვის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ არანაირი გოგოს გასართობი არ


მიზიდავდა. იმ უბანში სადაც მე ვცხოვრობდი, თითქმის სულ ბიჭები ცხოვრობდნენ და
ძირიათადად, მათთან ვმეგობრობდი. ჯერ იმიტომ რომ ეგრე დაემთხვა, და მერე
იმიტომ, რომ ქალზე 200–ჯერ მეტად ვენდობი ბიჭს. ყველაზე მაგარი მეგობრობა იციან
და მაგ მიზეზით, მათთან ურთიერთობა ბევრად მარტივია და ზუსტად მაგიტომ.
ყოველ ზაფხულს ჩემი გასართობი იყო, წრეში ბურთი, დაჭერობანა, ველოსიპედის
ტარება დაღამებამდე, სკეიდ ბორდით სირბილი. ერთ ზაფხულს, ნანამ ჩემი ოცნების
როლიკები მიყიდა დაბადების დღეზე და მას მერე დაიწყო ჩემი უსასრული ტრამვების
გრძელი კასკადი. ხელ-ფეხ დალეწილი, მუხლებგადატყავებული, თმაგაწელილი, მარა
მაინც უზომოდ ბედნიერი დავქროდი ღამის ქუჩებში.


ბოლოს ჩასვლაზე, ჟანი ძალიან ასაკოვანი დამხვდა. ძალიან სუსტად იყო. ლოგინიდან
ვეღარ დგებოდა. გული შემეკუმშა რომ ვნახე. რომ დამინახა, მახსოვს თვალები აემღვრა
და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვყავდი ჩახუტებული, მერე თმაზე მაკოცა და
გადაბრუნდა. მარიამ თითქმის ძალით გამომათრია მისი საძინებლიდან. 


მას მერე ჟანი ცოცხალი აღარ მინახავს. საოცარი გრძნობაა, ადამიანი, რომელიც
არანაირად არ გეხება, არც სისხლით, არც ნათესაობით, აბსოლუტურად არაფრით და
მაინც ისეთი ორგანული და შენიანია, როგორც არავინ სხვა! სულ ვიხსენებ და სულ
მენატრება. ადამიანი, რომლის გარდაცვალება ყველაზე რთულად გადავიტანე.
პიროვნება, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარდი! 

გიორგი ლაშხი

ლაშხი 32 წლისაა, ცხოვრობს შანიძის 13 ნომერში. პროფესიით იურისტია, ფლობს
სარესტორნო ქსელ «თბილისურის» 33.8 პროცენტს. სარესტორნო ბიზნესში უკვე
მეოთხე წელია, რაც არის. გიორგი სხვა მეგობრებისგან დიპლომატიით გამოირჩევა.
თითქმის არასდროს გამოდის წყობიდან და არის ძალიან გაწონასწორებული.
ცხოვრობს დედასა და თეთრ ლაბრადორთან ერთად. მამამ რომ მიატოვა, 8 წლის იყო.
მას მერე, მამა თვალით არ უნახავს. სამაგიეროდ, ნაადრევ ასაკშივე ნახა უფულობა,
უშუქობა, და სხვა უამრავი პრობლემა, რამაც აიძულა, საქმისთვის ხელი მოეკიდებინა
და დედას დახმარებოდა. დედა – მანანა თოიძე მუსიკის პედაგოგი, ფიზიკურად
ულამაზესი ქალი იყო. რადგან ძალიან ახალგაზრდა დარჩა ქმრისგან მიტოვებული,
პატარა შვილის ამარა, მას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. ერთ - ერთი იყო
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლევან ჯიშკარიანი. ლაშხმა დიდი
სურვილისა და დედის პატივისცემის მიუხედავად, ვერაფრით ვერ მიიღო
მამინაცვალი, რომელიც თითქოს, ძალიან ცდილობდა გერთან დახლოებას. მანანას და
ლევანს ხშირად მოსდიოდათ კამათი. ლაშხი ამაზე საშინლად ბრაზობდა. მაგრამ
ცდილობდა, არ ჩარეულიყო. ცოტა რომ წამოიზარდა, ბინა იქირავა დედასთან ახლოს
და ცალკე საცხოვრებლად გადავიდა. მანანას ხშირად ნახულობდა, მაგრამ მასთან
დარჩენით, მეტი არ დარჩენილა. ბოლო თვეს დედა აშკარად თავს იკავებდა შვილის
ნახვისგან. გიორგიმ თავიდან ვერაფერს ხვდებოდა.
 მესამე დარეკვაზეც რომ მორიგი
მიზეზი უთხრა მანანამ, უკვე დაეჭვდა ის და გადაწყვიტა, დაუპატიჟებლად მისულიყო
საკუთარ სახლში და დედა მოენახულებინა.


მანანა ნაცემი დახვდა, სახლის ნივთები – დალეწილი. 


აღმოჩნდა, რომ ბატონი ლევანი, ჩვეულებრივი პათოლოგია, რომელიც რამდენიმე ჭიქა


სასმლის შემდეგ უკონტროლოა და აბსოლუტურად უმართავიც. დედის ამ დღეში
ნახვამ ლაშხი წყობიდან გამოიყვანა. მანანა ამტკიცებდა, რომ რაღაც გაუგებრობას
ჰქონდა ადგილი და არ იყო ლევანი ცუდი ადამიანი. გიორგისთვის უკვე სულ ერთი
იყო. შეეხნენ მის ერთადერთ და მთავარ ადამიანს ცხოვრებაში, ამიტომ მამინაცვლის
ნებისმიერ გამართლებას, აზრი აღარ ჰქონდა მისთვის. ის იყო, ლაშხმა ტელეფონი
აიღო, რომ ლევანთან დაერეკა, კარი გაიღო და ჯიშკარიანი, ისევ საკმაოდ ნასვამი
შემოვიდა ოთახში. ლაშხსა და მის შორის რა დიალოგი შედგა, არავინ იცის. შემდეგ
მოხდა ერთი ფაქტი: იმ დღეს, ლევან ჯიშკარიანმა თავი მოიკლა – მე–7 სართულიდან
გადმოხტა. 


ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არანაირი ძალადობის კვალი არ ჰქონდა გარდაცვლილს,


ასე რომ, ჩხუბისა და გერთან კონფლიქტის ფაქტი მაშინვე გამოირიცხა. არაფერს
ამბობდა მანანა თოიძე, რომელიც გონზე არ იყო მომხდარის გამო. არაფერი იცოდა
გერმა – გიორგი ლაშხმა, რომელიც იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. სხვა მოწმე,
თვითმხილველი არავინ არსებობდა. ამიტომ ეს შემთხვევა, სუიციდის დასკვნით
დაიხურა და მეტი აღარც გახსნილა.

თევზაძე ზუკა 

ზუკა სევასტოპოლზე, ზემო ვერაზე ცხოვრობს. თავიდანვე საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი
იყო. პერიოდულად ნერვიულიც. მეგობრობდა მხოლოდ ერთ კლასელთან, ლუკა
ჯაყელთან. ჰყავდა უამრავი სხვა მეგობარიც, თუმცა ძალიან ახლოს, ჯაყელის გარდა,
არავისთან ყოფილა.


თევზაძე საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ ამით არასოდეს უსარგებლია,


პირიქით, განურჩევლად ყველას ეხმარებოდა, თან საკმაოდ სოლიდური თანხითაც.


ის რესტორნის ქსელ „თბილისურის“ 33.8 პროცენტის მფლობელია. მის სახელზეა ასევე


გაფორმებული რამდენიმე მაღაზიის ფართი ჭავჭავაძის ქუჩაზე და ორი სალომბარდე
ჯიხური საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 


ზუკა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთ ბიჭს– ლადო ციმაკურიძეს


დაუმეგობრდა. მისი გაცნობიდან 3 წელიწადში ძალიან უსიამოვნო ამბავი შეემთხვა
თევზაძეს. 


ლადო პერიოდულად კაიფობდა. იშვიათად, მაგრამ კაიფობდა. ამ ფაქტის გამო,


თევზაძე ძალიან შეწუხდა და დახმარება გადაწყვიტა. მოძებნა საუკეთესო კლინიკა და
მეგობარი სამკურნალოდ დააწვინა. თავიდან, თითქოს კარგად მიდიოდა ყველაფერი,
მკურნალობის კურსი ბოლომდე ჩაიტარა და გამოვიდა კიდეც. მკურნალობიდან
ცოტახნის მერე, თევზაძე რესტორანში იყო ბიჭებთან ერთად, როცა ციმაკურიძემ
დაურეკა და ფული სთხოვა. თქვა, რომ მანქანის ყიდულობს და 2 ათასი აკლდება.
ზუკამ ულაპარაკოდ მიაწოდა თანხა. თანხის გადაცემიდან ნახევარ საათში დაურეკეს
თევზაძეს და უთხრეს, რომ ციმაკურიძე წამლის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო,
თბილისის ერთ–ერთ ცნობილ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ამბის მერე
ზუკას მარცხენა, ნატკენი თვალი საგრძნობლად დაუპატარავდა და ის ნაცრიფერი
სინათლე, რომელსაც პერიოდულად ამ თვალით აღიქვამდა, გაქრა. კადრი კი
საბოლოოდ გაშავდა.
 
 

ჯიუტი თავადი

გამარჯობა, მია, როგორ ხარ?


რომელი ხარ?- ვერ ვიცანი მე


ლუკა ვარ - იყო მოკრძალებული ტონი ყურმილს იქით


ოხ, თავადო, მაინც დამირეკე?! - გამეცინა მე 


გტკივა ჭრილობა? - კიდევ მეტად მოკრძალებულად იკითხა მან


სიმართლე გითხრა, მტკივა - ისევ გამეცინა მე და ყინულის ახალი ლოდი დავიდე


მუხლზე


აუ, ჩემი! - იყო ლუკას ხმაგაბზარული პასუხი


ხო, კაი, გამივლის - გავამხნევე მე


რას გაგივლის, ხომ გითხარი, ექიმთან წაგიყვანთქო, რომ არ დამიჯერე - მისაყვედურა


მან - და რომ გნახო და დღეს მიგიყვანო?


არ მცალია, დღეს - ვიუარე მე


გიჟი ხარ, გოგო? - აშკარად მივხვდი, როგორ გაეღიმა მას


რატომ ვარ გიჟი, მართლა არ მცალია და რა გავაკეთო? კონცერტი მაქვს საღამოს. 2


საათში რეპეტიციაზე უნდა მივიდე, იქამდე ყინული მიდევს მთელ სხეულზე და იქნებ
გამიაროს - სიტუაცია დავამძიმე მე


მთელ სხეულზე? - ხმა ჩაუწყდა ლუკას - კიდევ აღმოაჩინე რამე ტრამვა?


აუ, კი, მგონი ლავიწის ძვალიც გაბზარული მაქვს - შევეცადე არ გამცინებოდა


რა ჯანდაბა მინდოდა გუშინ ვაკეში, რატომ წამოვედი საერთოდ! - თავი დაიწყევლა


მან


კაი, არ გინდა თვითგვემა, ტარება კარგად ისწავლე და ნაკლები პრობლემა გექნება


მომავალში.


იუმორი, გაქვს - შემაქო ლუკამ


ხო, არ ვუჩივი - დავეთანხმე მე და ალუჩა ჩავკბიჩე


და რომ გნახო, შეიძლება? 



რატომ უნდა მნახო? - გავიოცე მე


რავიცი, რამეს მოგიტანდი, წვენებს, შოკოლადებს, ყვავილებს - გაიცინა მან


წვენები გამოუშვი, შოკოლადებიც შეიძლება, პრინციპში, დიდად კი არ ვგიჟდები, მარა


მაინც. და აი, ყვავილებს რაც შეეხება, არ შეწუხდე, იმიტომ რომ ვერ ვიტან!


ყვავილები არ გიყვარს?


ნტ, ვერ ვიტან - გავიმეორე ამაყად. შეგიძლია მაგ ფასად „ჟუვაჩკები“ მაჩუქო- ჩემი
ჰუმანიტარული ტვინი დავძაბე და უხეშად გამოვთვალე -ალბათ 2 კილო მოგივა, ან
პრინციპში, სამიც.


რა „ჟუვაჩკები“? - ვერ გაიგო ლუკამ


რა მოსაწყენია, ღმერთო ჩემო! - აღვშფოთდი მე - „ჟუვაჩკა“ არ იცი, რა არის?


უცხოპლანეტელი ხარ? მე მიყვარს ისეთი ჟუვაჩკები ძალიან დიდ ბუშტებს რომ ბერავს,
მთელ სახეზე რომ გეწებება - სიცილი ამიტყდა მე


რამდენი წლის ხარ, ე? - ლოგიკური კითხვა დაებადა მას


24 ის - წამის მეასედში ვუპასუხე მე


მგონი 2იანი ზედმეტია მაგ ციფრთა კომბინაციაში - სიცილი აუტყდა მას


ძალიან მაგრა ხუმრობ - იმავე ტონალობაში გავაგრძელე მე


სულაც არ მიხუმრია - ისევ გაიცინა მან


და შენ რამდენის გეგონე? - გამეცინა მეც


15 ის - მოიგონა მან


15 ის არა, 11 ის - ისევ გავიცინე მე


პრინციპში, უკეთესი ვარიანტია - დამეთანხმა ლუკა - სად მოვიდე რომ გნახო?


არ გეტყვი - მესამოცე ალუჩა ჩავკბიჩე მე


გეკითხები!- ხმა გაუმკაცრდა მას- ნუ გეშინია, ყვავილებით არ მოვდივარ


მაინც არ გეტყვი - არ დავთმე მე


კაი, სად გაქვს კონცერტი? - კითხვა შემიბრუნა მან


გუშინ უკვე გითხარი და გაიხსენე, თუ მაგარი ხარ! წავედი, არ მცალია. და მაინც, თუ


გაიხსენებ, ძაან მაგარი ბიჭი იქნები, თუ არადა, ფუფლო! - დავასრულე ლაპარაკი მე და
გავთიშე ტელეფონი. 

მია პავიჩი

რესტორან „თბილისურთან“ რომ შეუხვია ლუკამ საღამოს 6 საათი იქნებოდა. ზუკა
თევზაძე და გიორგი ლაშხი არსად ჩანდნენ. რესტორანში შესვლისთანავე მან ბარმენს
ორმაგი ვისკი შეუკვეთა და კუთხის მაგიდას მიუჯდა. 


ვერაა ხასიათზე? - თითქმის ჩურჩულით იკითხა გამოსაცდელი ვადით აყვანილმა


ანამ.


ლუკას რას გაუგებ?! - გაეღიმა ბარმენს - სულ მშვიდია, თითქმის არასდროს


ლაპარაკობს.


ეს ადგილი აჩემებული აქვს, არა?! - გაეღიმა გოგონას


კუთხის ვიტრაჟიანი მაგიდა? ხო! სულ მანდ ჯდება, სულ მინის მხარეს.


დღეს მარტოა - აღნიშნა ანამ


ჯერ, მარტოა - შეუსწორა ბარმენმა - ბიჭები 7 საათის მერე მოდიან. ლუკა პირველი
მოდის და ბოლო გადის ამ შენობიდან.


მკაცრია, ისე? - თვალები გაპრანჭვით დააფახულა ანამ


არა, სიმკაცრის რა გითხრა, მაგრამ ზედმეტი კითხვის დასმა არ უყვარს. თუ რამე


გკითხა, მოკლე და კონკრეტულად კითხვასთან დაკავშირებული პასუხები გაეცი, რაც
უფრო მარტივად ესაუბრები, მით უფრო კმაყოფილია. არაა, ცუდი ტიპი - ღიმილით
დაასრულა მან


ცოლი ჰყავს? - ისევ იკითხა ანამ


ცოლი არ ჰყავს. რა იყო, ხომ არ მოგეწონა? - გაეცინა ბარმენს


არა, რას ამბობ - მკაცრად იუარა მიმტანმა და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა


ბარიდან.


დავით, ერთიც გამიმეორე და ტელევიზორი ჩამირთე, რა! - თხოვნით გასძახა ლუკამ


ბარმენს და სიგარეტს მოუკიდა.


უცბად კარი გაიღო და რესტორანში ზუკა თევზაძე და გიორგი ლაშხი შემოვიდნენ.


ადრე მოსულხარ, დღეს - ქურთუკი გაიხადა ზუკამ და ლუკა გადაკოცნა


ხო, მალევე მოვაგვარე საქმეები და გამოვედი - ტელევიზორისთვის თვალი არ


მოუშორებია, ისე გასცა პასუხი მან

მე მშია - სახე გაებადრა ლაშხს - არ ვჭამოთ?!


ნტ - თავი გააქნია ლუკამ


აუ, მოიცა, რა, მარტო არ მაჭამოთ - შეიცხადა მან


კაი, მიდი, რამე მოატანინე - გაეცინა ზუკას - ცოტას მოგეხმარები - ლუკა, ალოო!
მშვიდობაა?- თვალთან ხელი აუქნია მან


კი - გაეცინა ლუკას და ვისკი მოსვა - რა ხდება, სხვა?


არაფერი, ის ტიპი ვნახეთ, ველაპარაკეთ


მერე, რაო? 


არაფერი, არ შემოიტანს იმ ღვინოს და მორჩა


მიხვდა, რატომ ვეუბნებით უარს? - გადაამოწმა მან


მიხვდა, კი - თავი დაუქნია ზუკამ და უზარმაზარი კალმახი გადაიღო თეფშზე


რომ გეკითხა, არ შიოდა - კალმახის დანახვაზე გაეცინა ლაშხს


თევზზე უარის თქმა, რთულია - თავი გაიმართლა ზუკამ


შე თევზიჭამია, შენ! - მხარზე მსუბუქი მუშტი მიარტყა ლაშხმა ზუკას და ვისკის ჭიქა
მოიყუდა. 


ანუ, ყველაფერს მიხვდა! ძალიან კარგი - თავი დაუქნია ჯაყელმა და სასმელში


ყინული დაიმატა


ვერ ხარ ხასიათზე? - გაუკვირდა ლაშხს და აკურატულად გაჭრილ კალმახს 2 ცალი


ლიმონი დააწურა


გუშინ ერთ გოგოს დავარტყი მანქანა - უცნაურმა ღიმილმა გადაურბრინა სახეზე


ლუკას


რაა? - გაუკვირდა ზუკას


ჰა? - თევზი გადასცდა ლაშხს


ხო, ძაან არა, მაგრამ საკაიფოდ დავარტყი, რა! - ისეც გაიცინა მან


ეს მგონი გაგიჟდა - გაოცებით შეხედა ლაშხმა თევზაძეს - „საკაიფოდ დარტყმა“ რომ არ


ამიხსნა რას ნიშნავს, რა!


ძალიან არ დამიშავებია, ფეხი ვატკინე და მარცხენა გვერდი. პრინციპში გასაკერიც კი


იყო, მაგრამ თავი მოიკლა და არ წამომყვა ექიმთან. დღეს დავურეკე და მითხრა,
ლავიწიც გაბზარული მაქვსო, მაგრამ იტყუება, ზუსტად ვიცი.


მგონი, მოკალი და ვერ გაგიგია - ღიმილი ყურებამდე გაეხა ლაშხს - რა ლავიწი, რა


გასაკერი გვერდი? რატო არ დაგვირეკე, მერე? რომ გიჩივლოს?


არა, რა უნდა მიჩივლოს - გაეღიმა ლუკას - ძალიან მაგარი გოგოა, ვცეკვავო,


წუწუნებდა, ხვალ კონცერტი მაქვს, როგორ უნდა გავიდე სცენაზეო


რომელ სცენაზეო? რას ვცეკვავო? - თევზით პირგამოტენილმა ზუკამ კითხვები დააყარა


ჯაყელს


აზრზე არ ვარ რას ცეკვავს, ტვისტსო, მარა ალბათ, ეგეც გაიღადავა.


არა, რა ტვისტს! კარგად უნდა გეკითხა, რა! - უკმაყოფილებას ვერ მალავდა თევზაძე


„შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში


დაიწყება რამიშვილების რიგით მეორე კონცერტი. ანსამბლი მაყურებელს წარუდგენს
უახლეს პროგრამას. პროგრამას, რომლითაც სრულიად მსოფლიო მოიხიბლა და რითიც
დიდი აღიარება მოიპოვა ევროპის ტურნეზე.


ღმერთო, აი, ეს გოგოა! - სახეზე მიტკლისფერი დაედო ლუკას და ბიჭებს ხელით


ტელევიზორის ეკრანზე მიუთითა - მია პავიჩი, ანსამბლის სოლისტიო, ბიჭო!


აი, ამ გოგოს გადაუარე გუშინ, მანქანით? - გამოშტერდა ლაშხი - აუ, რა მაგარი გოგოა,
ჯაყელ, ქართველია?


პავიჩიო, შვილო, რა ქართველი, როგორა ხარ? - გადაირია ზუკა


ვერ გავიგე გვარი, ძმაო! - თავი იმართლა ლაშხმა - შენ ბღაოდი რაღაცას და

ვერ გავიგე 


ვითომ, ვერ გაიგო - წაისისინა ზუკამ


დიახ, ვერ გავიგე - ბოლომდე არ გატყდა ლაშხი


მიდი, თევზი ჭამე შენ, რა! - ირონიით გააგრძელა ზუკამ და ყურადღება ისევ ეკრანზე
გადაიტანა.


ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ მასპინძლებს და იმედს


ვიტოვებ, დღევანდელი კონცერტი არანაკლები ანშლაგით ჩაივლის - ეკრანს იქით
იღიმოდა მია. თმა გაშლილი ჰქონდა და კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ლუკას
ახსოვდა.


ამდენი „უროდი“ დადის ამ ქვეყნად და რაღა ამ კრასავიცას დარტყი მანქანა? - არ


ჩერდებოდა ლაშხი

მართალია, რომ გუშინ ფეხი იტკინეთ, რის გამოც ბოლომდე არ იცოდნენ დღევანდელ
კონცერტზე შეძლებდით გამოსვლას, თუ არა? - ეკითხებოდა მიას ჟურნალისტი


კი, გუშინ უეცრად წავიქეცი და ფეხი ვიტკინე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ
მსუბუქად გადამიბრუნდა და მეტი არაფერი - იღიმოდა მია


დავეციო! - სიცილისგან გაწითლდა ზუკა


არ დაიხრჩო - გაეცინა ლუკას 


ხო აბა, რას იტყოდა, ვიღაც მანიაკმა, მე, „საქართველოს ცეკვის სიმბოლოს“ 220 – ით
გადამიარაო? - ისევ ყურებამდე გაეხა ღიმილი ლაშხს - ძალიან მაგარი გოგოა ლუკა, მე
თანახმა ვარ.


ნუ რადგან შენ ხარ თანახმა, მაშინ აუცილებლად მოვძებნი.


იმ კონცერტზე მიხვალ?- გაეღიმა ზუკას - 3000 კაცში, როგორ იპოვნი?


მარტივად! - იყო პასუხი


ტელეფონზეც არ გიპასუხებს, არ ეცლება და თან სულ ერთხელ ჰყავხარ ნანახი


მაინც მოვნახავ, მარტივად! - დამარცვლა ლუკამ


წამოგყვე?- გადაამოწმა ლაშხმა 


ხო და ავტოგრაფი გამოართვი, ჩემთვის - ჩაბჟირდა თევზაძე


არა, თქვენ აქ დარჩით და საქმეს მიხედეთ, მე მივალ, ვიპოვი, დაველაპარაკები და


მოვალ.


„ვისიაა, ვისიაა ქაალიი, ლამაზი, ჰეე, ეე“ - წაიმღერა ზუკამ


რა იდიოტი ხარ, რა გეშველება!- გაეცინა ლუკას და რესტორანი დატოვა.



260 და მეტი

პარასკევის რეპეტიცია ყოველთვის ღამის 11 საათამდე გრძელდება. არ ვიცი, რატომ
ხდება ყოველ ჯერზე ასე, მარა ფაქტია, ღამის პერანგს ვიცმევ რეპეტიციის ბოლოს და
ისე მივდივარ სახლში, იქ გახდაზე ბევრი დრო რომ აღარ დამეკარგოს. არც ეს პარასკევი
იყო გამონაკლისი. საათმა 11 ჩამოკრა თუ არა, მე საგრიმიოროს კარი გამოვიხურე,
ხაკისფერი ქურთუკი მოვიხურე და ნახევრადსველი თმით გამოვედი შენობიდან.
კუთხეში ნაცნობი სილუეტი დავლანდე.
 - აქ ღამისთევით ხარ, მია? - გამიცინა
ლუკამ
 - ახლა, ასე უნდა მაკითხო, ყოველდღე? - გავიკვირვე მე


- რა იყო, არ შეიძლება?


- აღარ მტკივა ფეხი, ყველაფერი კარგად მაქვს - მარტივად დავასრულე საუბარი
 -


რაღაც ძალიან მალე მოგირჩა, არა? - გული დაწყდა ლუკას


- ხო, რაღაც მალე გამიარა და კიდევ ერთხელ ხომ არ დამარტყამდი? - წავისისინე მე
 -
ცუდ ხასიათზე ხარ, ქერა? - გაეცინა ლუკას
 - „ქერა“ - ისევ გამეცინა მე


- ხო, არ ხარ, თუ რა?! - გაიკვირვა მან


- მე „მია“ მქვია - ვთქვი ამაყად


- კაიიი?! - გაიკვირვა მან


- ზუსტადაც!


- მეცოდინება - გამიღიმა ლუკამ - წამო, გავისეირნოთ - შემომთავაზა მან


- გავისეინროთ? - ჩავეკითხე მე და მის ახალ მ5-ის შევავლე თვალი


- ხო, რა იყო?


- ტარების აზრზე არ ხარ და, რავიცი - ისევ წავისისინე მე
 ლუკამ მარცხენა მუშტი,
მარჯვენა ხელის გულში ჩაირტყა 
 - წამო და გაჩვენებ, ვინ არ იცის ტარება
 - ფეხი რომ
მომამტვრიე, არ გყოფნის და ახლა სულ უნდა დამკეცო, ხო? - ისევ გამეცინა მე
 -
პროფესიონალივით რომ მელაპარაკები, შენ თვითონ იცი ტარება, საერთოდ?


შენ ფეხით სიარული არ იცოდი, მე რომ მანქანის ტარება ვისწავლე, შვილო! - თვალები
დავაელამე მე


ლუკა გადაყირავდა სიცილისგან, სულ გაწითლდა და ბოლოს ხველება აუტყდა


რა მითხარი, ქერა? - ყურებს არ დაუჯერა მან



რაც გაიგე! - ისევ გამეცინა, მე


წამოდი, ჩამიჯექი, რა! - მთხოვა მან და სიფერმკრთალემ გადაურბინა სახეზე 


წამოდი, ჯანდაბას - დავთანხმდი მე - ვნახოთ, ერთი, რას მებლატავები 


ლუკამ წამის მეასედში გამიღო კარი და მანქანა მსუბუქად დაძრა.


სად გინდა, რომ წაგიყვანო?- მკითხა მან


სულ ერთია,ოღონდ ძალიან შორს, არ გვინდა - მშვიდად ვთქვი მე


კაი, მცხეთის ავტობანზე? -მკითხა მან


მიდი - მშვიდად გავაქნიე ხელი თანხმობის ნიშნად


ისტერიკას არ ვართ - გამაფრთხილა მან


ნუ, არ მომკლა და სხვა პრეტენზია არ მაქვს.


ანუ, სიკვდილი არ გინდა - გადაამოწმა მან


ხო, 24 წლის ასაკში ნამდვილად არ ვაპირებ!


კაი, ტრაგედიების გარეშე მოვგვარდებით, გპირდები! - დამამშვიდა ლუკამ


იმედია - ვთქვი მე და ღვედი გავიკეთე


გავედით თუ არა ქალაქიდან და გზა გასწორდა, ლუკამ სიჩქარეს საგრძნობლად


მოუმატა.


სერიოზულად მაინტერესებდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ მშვიდად ვიჯექი და


ვუყურებდი.


ვერ მოვიტყუები და ძალიან მაგრად მართავდა საჭეს. ჯვარს რომ მივუახლოვდით, ვერ
მოვითმინე და სპიდომეტრს მაინც დავხედე. ნამდვილად არ მომჩვენებია, ეკრანს 240
ეწერა. ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე ფიქრი.


ხომ არ გეშინია, ქერა? - ღიმილით მკითხა ლუკამ


არა - ორაზროვნად ვუპასუხე მე


რაღაც თამამი „არა“ არ მესმის, მგონია, რომ ცოტათი მაინც გეშინია - ისევ გაეცინა მას


არ მეშინიათქო - ისევ არ ვიმჩნევ მე 


ანუ არ გეშინია?! გადასარევი! - თქვა მან და სიჩქარეს კიდევ მოუმატა 



260 ზე ავიდა სპიდომეტრის ნიშნული და მივხვდი, რომ მეტის მოთმენა, აღარ
შემეძლო


მგონი, ამაზე მეტი სიჩქარე, აღარაა საჭირო - ვთქვი მოკრძალებულად მე


არ მესმის, ხმაურია - თავი გააქნია ლუკამ და გამიღიმა


მგონი, მეტი სიჩქარე არაა–თქო საჭირო - შიშნარევი ღიმილით გავუმეორე მე


რა იყო, გეშინია? - ჩემს ნერვებზე დაიწყო თამაში მან


ნუ, არ მსიამოვნებს 300 -ით სიარული და მარჯვნიდან გადასწრობანა - დავასაბუთე


ჩემი აღშფოთება მე


ანუ, გეშინია! - დამიკონკრეტა მან


ხო, მეშინია - ფარ-ხმალი დავყარე მე


ხო, ნუ თუ გეშინია, მეტს არ მოვუმატებ - დამთანხმდა ის და ისევ მარჯვნიდან მოუჭრა


უდიდეს თურქულ სამარშუტო ტაქსს გზა. კივილი აღმომხდა.


ჰაჰაჰა - გაეცინა ლუკას - ნუ გეშინია, 200-ს აღარ გადავაცილებ


160 -იც სავსებით საკმარისი იქნება - ვურჩიე მას


კაი, 160 იყოს - დამემორჩილა ის


დიდი მადლობა - გულწრფელად ამოვისუნთქე მე


არაფრის, ქერა - თვალი ჩამიკრა მან - დამშვიდდი?

აღარ გეშინია?


ნტ - თავი გავაქნიე მე


კიდევ თვლი, რომ ტარება არ ვიცი?


არა, შევცდი - ვაღიარე მე


ანუ შეცდი? - გამიმეორა მან


კი!


არ მესმის, ხმამაღლა! - მიმითითა მან


შევცდი, შევცდი! - გავიმეორე მე


კარგი, მიღებულია - გაეცინა ლუკას და სიჩქარეს უკლო - მომიყევი რამე!



რა მოგიყვე? - გამეცინა მე


რამე - მხრები აიჩეჩა ლუკამ - არაფერი არ ვიცი, შენზე


შენზე რომ ყველაფერი თქვი, ჩემი რომ გაინტერესებს? - გამეღიმა მე


რაც შენ გინდა, ის მოყევი, სულ ერთია - მირჩია ლუკამ


კარგი, რამეს მოვიფიქრებ - თავი დავუქნიე მე - უფრო რა გაინტერესებს, წარსული თუ


მიმდინარე ამბები?


რაც შენ გაგიხარდება - სრული თავისუფლება მომცა მან


ნუ, 24 წლის რომ ვარ, იცი. ისიც იცი, მამა რომ უკრაინელი მყავს. ვცეკვავ 8 წლიდან -
დღემდე და მაგის გარეშე არც ერთი დღე, არც ერთი, გესმის? არ მიცხოვრია. მიყვარს
მოგზაურობა. სულ შემიძლია, აეროპორტში ვიდგე ჩემოდნით და რეისს ველოდებოდე.
არ მომბეზრდება, არც კლიმატის ცვალებადობა, არც დროში განსხვავება, არც
გრადუსებს შორიც ცვლილება. არც აეროპორტის თვალიერება და ავიაკომპანიების,
ხშირ შემთხვევაში, უგემური საკვები. მთავარია, ჰაერში ვიყო, ცაში, შორს, ძალიან
მაღლა რეალობისა და ყოფითისაგან. სიმაღლის არასოდეს შემშინებია, პირიქით,
მიწაზე ბევრად მეტ საფრთხეს ვგრძნობ, ვიდრე ჰაერში. კიდევ სიჩქარე მიყვარს,
ყველაფერი რასაც ბორბალი აქვს ტარება მინდება, არაფრის არ მეშინია, პირიქით,
ძალიან მაინტერესებს.


არ მიყვარს ბევრი სინათლე, სახლშიც სულ ჩამოფარებული მაქვს ფარდები,


სიმყუდროვე მიყვარს, დასვენება, წიგნების კითხვა, ვარჯიში- დილით, შუადღით,
საღამოს, სულ!
 2 დღე თუ ვერ ვივარჯიშე, სხეული მტკივდება. 


და ხანდახან, როცა ბევრი მომდის მეორე დღეს კუნთების ტკივილიც მიყვარს,


ლოგინიდან ადგომა რომ გიჭირს და სასიამოვნოდ დაჭიმული რომ ხარ.


მუსიკა მიყვარს, სხვათაშორის რასაც მე ვუსმენ ზუსტად იგივე გაქვს ჩართული მთელი
გზა და ჩემი დისკი ხომ არ მოგიპარავს, შემთხვევით?


შენი დისკი? - გაეცინა ლუკას - არა, აბა საიდან უნდა მომეპარა?


რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე - 3 დღის წინ მანქანით რომ დამარტყი და ნივთები


ჩანთიდან გადმომეყარა შენ აკრეფაში დამეხმარე და, მაშინ?


აუ, რეები გახსოვს, დედას ვფიცავარ, ხელი არ მიხლია არაფრისთვის. ცხოვრებაში


არაფერი მომიპარავს, რაღა უცხო დისკი უნდა ჩამეჯიბა?


არასოდეს მოგიპარავს? ჰაჰა, მე - კი!


მეღადავები? - სერიოზულად გაიკვირვა მან


ნტ - გამეცინა მე - თურქეთში გვქონდა კონცერტი და კონცერტის მერე დავლიეთ და


წავედით ქალაქში სასეირნოდ. ნამყოფი ხარ, სტამბულში?


კი - დამეთანხმა ის


ხოდა, აი სტამბულის მაღაზიებში გავისეირნეთ და გზად სარკე გამოვიყოლე


„გამოიყოლე“? - გაოცებით იკითხა მან


ფაქტიურად, ეგრე იყო - ვაღიარე მე - მოკლედ ასე მოვსეირნობ და უცებ, ძალიან


მომინდა რამის მოპარვა. რომ არ მომეპარა, მართლა ცუდად გავხდებოდი და უცბად,
წკაპ დავინახე სარკე და ხელს გამოვაყოლე. 


ხახახა - გადაიხარხარა ლუკამ


დედას ვფიცავარ! - ვაღიარე მე - და ისე მიხაროდა ისე, და ისეთი ადრენალინი იყო! არ


წარმოგიდგენია!!!! პულის ასზე და ყურებში გუგუნი.


მომპარავი ხარ! - დიაგნოზი დამისვა ლუკამ


ნუ, მთლად მომპარავი არ ვარ - თავი ვიმართლე მე


აბა რა ხარ? 


გავიღადავესავით რა, ხელს გამოვაყოლე - მხიარულად დავასრულე მე


რა მაგარი გოგო ხარ, ქერა - ისევ გაეცინა მას


რატომ? - გამეღიმა მე


ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო გოგო ხარ, ვისაც ვიცნობ


ერთი-ერთი? ალბათ ერთადერთი უნდა გეთქვა, არა? - გამეცინა მე


ჰაჰაჰა - გადაიხარხარა ისევ მან


ხო, რა, არა? 


ნამდვილად! - დამეთანხმა ის


„უცნაურად საინტერესო“ - მაგარი განმარტებაა - გამეღიმა მე


აჰა - თავი დამიქნია მან - საუბრის ისეთი სტილი გაქვს, სულ მინდა რომ გისმინო,
რაღაცნარად ალაგებ აზრებს, „სტრანნად“... და ძალიან საინტერესოდ


ჩაგიტარებ მასტერკლასს, არაა პრობლემა - ვანუგეშე მე


ლუკა გადაბჟირდა

მანქანაა, ფრთხილად! - გაქცეული საჭე დავიჭირე სიცილით


ნუ გეშინია - ღიმილით მითხრა მან - როცა შენს გვერდით ვარ, საერთოდ ნურაფრის ნუ
გეშინია - მითხრა მან ისე, რომ არც შეუხედავს ჩემთვის. 


უცნაური იყო მისი ტონი. ეს არც გამომწვევი იყო, არც იმ მიზნით ნათქვამი, როცა
გოგოს ეპრანჭები და რაღაცას უმტკიცებ... ვერც ვხსნი როგორ თქვა, უფრო მეგობრულს
პლუს მზრუნველური განწყობით, ალბათ. არაფერი მიღმა აზრისა, რაც იგულისხმა,
აბსოლუტურად არანაირი ქვეტექსტი.


გამეღიმა, მარა თქმით, არაფერი მითქვამს.


დაიღალე, ხო

? - პატარა პაუზის მერე მკითხა მან


არა - ვიუარე მე


არა, კი არა, ძალიან დაიღალე - გაეცინა მას


ნუ ცოტათი - ვაღიარე მე.


საათს დავხედე, 12 სრულდებოდა.


აი, მოვტრიალდები და გაბრუნებ - მშვიდად მითხრა მან


კარგი - გავიღიმე მე


სად გტოვებ? - იკითხა მან


სადაც ჩამისვი! - მოვუჭერი მე


და სახლში რომ დაგტოვო, არა? - გაიკვირვა მან - 1 საათი დაიწყო


მანქანა სტუდიასთან მყავს დატოვებული - ვთქვი პატარა პაუზის მერე


უი, მანქანით ხარ? - დაიბნა ლუკა


ნამდვილად! - გამეცინა მე


არ ვიცოდი - ისევ გაეღიმა მას - კარგი, მაშინ ისევ იქ მივიდეთ 


კარგი - დავთანხმდი მე - შეყვარებული არ გყავს?- ვკითხე მოულოდნელად


არა - მშვიდად მიპასუხა მან


არავინ მოგწონს? - არ დავიჯერე მე



არა - ისევ გაეცინა მას


რანაირად? - გამიკვირდა მე


ვინც მომწონდა, მივხვდი, რომ არასწორად მომეწონა, მაშინვე შევცვალე მიმართულება


და ბოლოს ისე გამოვედი თამაშიდან, ვერაფერს მიხვდა.


გამეცინა. 


და რატომ, რა დააშავა?


არაფერი არ დაუშავებია, „სხვა“ იყო უბრალოდ, მე კი სხვას ვეძებდი. ვერ აგიხსნი მია,
არაა მარტივად და ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს - ღიმილით დაამთავრა მან


ხო, მესმის - ჩავფიქრდი მე - და ბევრი გიყვარდა?


პრინციპში მარტო ერთი, ადრე. მაგრამ ძალიან მიყვარდა - გაეღიმა მას


მეც მიყვარდა, ერთი ბიჭი ძალიან


მერე? - დაინტერესდა ლუკა


მერე, იდიოტი აღმოჩნდა - ვთქვი მხიარულად


ჰაჰაჰაჰა, კაი რა, შენნაირი გოგო და ვერ დააფასოს?


დიახ! ზუსტადაც ჩემნაირი გოგო, ყურებამდე შეყვარებული მასზე და ის – იდიოტი!


ძალიან დასანანი ფინალია – აღნიშნა ლუკამ


ყველაფერი ხდება, ლუკა – გამეცინა მე – რამე განსაკუთრებული ხომ არ გგონივარ ამ


გრძელი ფეხების და ლამაზი თმის გამო? არ დაიჯერო, ჩემთანაც ჩვეულებრივი
სიტუაციაა, ჩემთვისაც უღალატიათ!


ლუკას ხველება აუტყდა და საგრძნობლად დაიბნა


უღალატიათ, შენთვის? – არ დაიჯერა მან


კი, მსოფლიოს დასანახად, თან, და არც ერთი წუთი არ უნანიათ – ღიმილით


გავაგრძელე მე


ვინც გღალატობს, ის თავის თავს უკეთებს მაგას, შენ კი არა – დამამშვიდა მან


დიდად არ მენაღვლება, ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ყველას ემართება, ესაა და


ეს.


და დღეს წარმომიდგენია შენს პირადში რა ხდება, იჭრიან ვენებს სცენის წინ? გამოდიან
შუბლზე მიბჯენილი იარაღებით? - გადაიხარხარა მან

ყველაფერი მომბეზრდა - ვაღიარე მე - მართლა არავის ატანა არ მაქვს - ვინც ერთი
ნახვით მომწონს, იდიოტია. ვინც ჭკვიანია, ის სხვა ტიპია, არავინ არაა საინტერესო. მე,
ზოგადად, ბევრი ვერ მიგებს. 


არ ხარ სტანდარტული ტიპი და იმიტომ და ეს შენს ვიზუალს არ ეხება. გარდა იმისა,


რომ ძალიან ლამაზი ხარ, ხარ არანორმალურად საინტერესო და ძალიან ჭკვიანი.


არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე


მე ვიცი, აი თუნდაც ასეთი პირდაპირი და უშუალო რომ ხარ, ეს ძალიან იშვიათია. შენს
თავზე რომ ხუმრობ, ესეც ძალიან იშვიათია. თავიდან მეგონა, მეჩვენებოდა, მაგრამ,
რომ ვაცნობიერებ, მართლა ძალიან უბრალო გოგო ხარ ამ გარეგნულობის მიუხედავად
და მაგას როგორ ახერხებ, მართლა ვერ ვხვდები.


განსაკუთრებული არა, ის! – გავიცინე მე


შენც იცი, რომ ხარ, მია?! – გამიღიმა მან


ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ კარგად ვხუმრობ და ეგ მოსწონს ხალხს


ყველაფერი ერთად! – შემისწორა ლუკამ


კაი, რა! – არ დავიჯერე მე


ეგრეა, კი, პატარა ხარ, უბრალოდ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს - გამიცინა ლუკამ 


ნუ შემჭამე შენი „პატარა ხარ“-ით, შენ რამდენი წლის ხარ, 40 ის?


29 ის!


ხოდა ეს 5 წელი რამე გგონია? გოგო ბევრად მალე ყალიბდება ვიდრე ბიჭი, ანუ გამოდის
მე და შენ პრინციპში, ტოლები ვართ - ისევ გამეცინა მე


5 წელი ბევრია! - თავი გადააქნია მან


არაფერიც არაა! - არ დავთმე მე და მუსიკას ავუწიე.


ლუკას გაეცინა, მაგრამ თქმით, არაფერი უთქვამს. 


მოსაშვილის კუთხესთან შევუხვიეთ. 


ძალიან დიდხანს ვაპირებდი არ გამეშიფრა თავი და ეს უშველებელი რკინის


დანადგარი, რომელიც შენობის შესასვლელთან მყავდა გამოჭიმული, მაქსიმალურად
დამემალა, თუმცა სულ ტყუილად!


რომელია აბა, შენი მანქანა? - არ მომეშვა ლუკა



ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო რბოლისთვის - ვცდილობ თავი მარტივად
დავიძვრინო მე


არაფრის, ქერა, კიდევ გვექნება მაგის ბედნიერება - მიღიმის ის


ნუ მთლად 300 კილომეტრ საათს აღარ გავიმეორებდი - ვცდილობ, ზრდილობიანი


ვიყო


კარგი,

მხოლოდ 160–ზე ჩამოვყალიბდეთ - ისევ მიღიმის ის


მადლობა, კარგად იყავი - ვცდილობ საუბრის დასრულებას. 


კარგად! ჩაჯექი და წავალ - ის ისევ აგრძელებს


არ მომიტაცებენ, არ გაჩერდე ტყუილად - იდიოტივით მეცინება მე


რომელია, შენი მანქანათქო? - კითხვას მიმეორებს ის


ესაა, აი ეს! - ხელში საგულდაგულოდ ჩაბღუჯული პულტი გამოვაჩინე და შენობის


შემოსასვლელში ოპერატიულად შეყენებული გელენტვაგენი გავაღე.


უი, რა საინტერესო მანქანა გყოლია - პროფესიონალურად შენიღბული გაკვირვება


მაინც საგრძნობლად ეტყობოდა ლუკას ხმას.


საინტერესოა ნამდვილად! - გამეცინა მე - ბებიაჩემის ქმარმა მაჩუქა, ფრანგია და


ძალიან ვუყვარვარ - სიტუაცია გავალაითე მე


ბებიის ეგეთი ქმარი, ასწორებს - თავი დამიქნია მან - ჩემი ბებიაც რომ გავათხოვო ვინმე
მაგის მეგობარზე, არა? 


სიცილისგან ჩავიკეცე.


ვიფიქრებ მაგ თემაზე - დავპირდი მე და მსუბუქად მოვირგე ჩემი აზრით, მსოფლიოში


მერსედესის ყველაზე ლამაზი მოდელი.


გიხდება, კი! - დამეთანხმა ის - კარგი, მაშინ, დროებით, ქერა! - მითხრა ღიმილით


ლუკამ და თვალისდახამხამებაში გაუჩინარდა.

„მანიაკი“ ჯაყელი

თებერვალი იყო, დედამიწაზე ყველაზე უაზრო და უტვინო თვე. მე და ლუკა ისევ
ხშირად ვხვდებოდით და უმნიშვნელო ნიუანსების გარდა, ისევ თითქმის არაფერი არ
ვიცოდით ერთმანეთზე,


ვგიჟდებოდი ამ სიტუაციაზე!!!


უხ! ძალიან მომწონდა!


ეს ურთიერთობა არავის ესმოდა, ჩვენს გარდა.


როგორ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი არ გაწუხებს ?- აღშფოთებას არ მალავდა ქეთო,


რომელსაც უბრალოდ არ ესმოდა, ეს გაუგებარი მეგობრობა.


აი, ძალიან მაგარია! - ვამტკიცებდი მე


მია, 24 წლის ხარ, რას იგონებ?


არაფერსაც არ ვიგონებ, ჩემი მეგობარი და ძალიან მაგარი ბიჭია!


და არაფერს არ ამბობს? - კიდევ მეტად გაოცებული სახე მიიღო ქეთომ, რომელსაც


საერთოდ არ ესმოდა ბიჭთან მეგობრობა, როგორც ასეთი.


რა უნდა თქვას? ვლაპარაკობთ ბევრს, ხან საჭმელებზე, ხან სასმელებზე, ხან ნაშებზე


„პიდარასტია“, გოგო? - გამოშტერდა ქეთო


ოო, რა მოიგონე?! - გადავირიე მე - „პიდარასტი“ არა ის! ნუ, ჰყავს ალბათ გოგოები, ჩვენ
ვმეგობრობთ და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი.


და აი, რაზე ლაპარაკობთ, მაგრა მაინტერესებს? - არ ცხრებოდა ლიკა


აი, მაგალითად, სხვადასხვა გმირებზე, წიგნებზე. გუშინ, მაგალითად, ვოლტ დისნეიზე


ვლაპარაკობდით. მე მოვუყევი, რომ დისნეი მიუხედავად თავისი გენიალურობისა, იყო
ჰიტლერის მეგობარი და ასევე ნაცისტი. სანამ ვიკიპედიაში არ ნახა, არაფრით არ
დამიჯერა- მხიარულად დავასრულე მე


მთელი ბავშვობა ბიჭი მეგობრები რომ გყავს, გავიგეთ. ისიც ვიცი, მე და ქეთოც ძალიან
შემთხვევით რომ ვართ შენთან. ცოტათი რომ აფრენ, ეგეც გასაგებია. შენს უცნაურ
ხასიათს გადასარევად ვიცნობთ. მაგრამ ამ ასაკში, ახალგაცნობილ ბიჭთან ასეთი
გადარეული მეგობრობა, ცოტა გაუგებარია!


ძალიანაც გასაგებია! - მოვუჭერი მე - თქვენ მაგას ვერ აგიხსნით - გავაგრძელე


გრაციოზულად


ძალიან აფრენ! - მითხრა ქეთომ - აი, მაგალითად, მე, თუ კარგი ბიჭია, ეგრევე ტუჩებში
კოცნა მინდება 


მაგიტომაც ხარ, კარგად - სიცილი ამიტყდა მე


ქეთომ სიგარეტის კოლოფი გამომიქანა და ცხვირში გამარტყა. ჩავბჟირდი!


და ვინაა, საერთოდ, რას აკეთებს? - არ ჩერდებოდა ლიკა


აზრზე არ ვარ - ვთქვი სიცილით - ვიცი, რომ ჩემზე 5 წლით დიდია, კარგად ატარებს
მანქანას და გადასარევი იუმორის გრძნობა აქვს. კიდევ უყვარს წიგნები, ბევრი ისტორია
იცის მასონებზე და დაუჯერებლად მსგავსი მუსიკა მოგვწონს.


რა ამბავი ინფოა! - დამცინა ლიკამ


სავსებით საკმარისია - ვთქვი ღიმილით


სად ცხოვრობს ეგ მაინც, იცი?


სადღაც, ვაკეში.


„სადღაც“ - გადაირია ლიკა - გოგო, მანიაკი არ იყოს!


მანიაკი არა, ის! - გამეცინა მე


და, კილერი რომ იყოს?


ძალიან საინტერესო იქნება, დედას ვფიცავარ! - ვთქვი მშვიდად და ქურთუკი ჩავიცვი


–


შევეჯიბრები სროლაში. მარსელში ყველა ჩასვლაზე მე და ჟანი ერთმანეთს


ვეჯიბრებოდით.


კილერი თუ არის ეგ ჯაყელი, მეეჭვება, შენ მაგაზე მაგრად ისროდე.


„ეგ“ კი არა, ძალიან მაგარი ტიპია - დავიცავი მე


განსაკუთრებით დავინტერესდები სადმე, თუ ჩამოგახრჩობს!


ჩემი მოკვლა რაში დაჭირდება, ლიკა, კაი რა! - გადავიხარხარე მე


აი, ეგრე მოუნდა და მორჩა, არ იცნობ, არაფერი. რა იცი?


ძალიან კარგი ბიჭია, არაფერი მანიაკის მსგავსიც კი, არაა - დავამშვიდე გოგოები და
საჰაერო კოცნა გავუგზავნე - წავედი, დამირეკეთ!

ნახვამდის - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლიკამ და კარი მოხურა.


მანქანა დაქოქილი არ მქონდა, ფანჯარაზე ვიღაცამ დამიბრახუნა. შიშისგან შევხტი


კიდეც, მაგრამ ლუკას სახე რომ დავინახე, გამეცინა. ფანჯარა ჩამოვწიე და მხარში
მთელი ძალით ჩავარტყი.


გაკლია, შვილო? 


შეგეშინდა, ქერა? - გამიცინა ლუკამ


შემეშინდა! აქ საიდან? - დავიბენი მე


საქმეზე ვიყავი აქვე და უცბად შენი მანქანა დავინახე. მოვედი, მოგესალმე -


სისულელეების მორიგი კასკადი გაჭიმა მან


რა საქმეზე? - დავინტერესდი მე


რაღაც საქმეზე - გაეცინა მას 


იტყუები! - სიცილი ამიტყდა მე


რატომ ვიტყუები? - გაეცინა ლუკას


იმიტომ რომ გეტყობა, საქმეზე არა, ის!


კაი მაშინ „ის“ - ისევ გაიცინა მან


წამო ვჭამოთ, არ გშია? 


ახლა? - დავფიქრდი მე - პრინციპში, წამოდი, მცალია 1 საათი.


და მერე რას აკეთებ, რო? - მშვიდად მკითხა მან


მერე მეც საქმე მაქვს


კაი, რა საქმე, მივდივართ საჭმელად! - ჩემი სიტყვები სიცილით გაიმეორა მან


კარგი – დავთანხმდი მე და მანქანაში გადავუჯექი.


საერთოდ რა გიყვარს, რომელ საჭმელს ჭამ? ან საერთოდ, თუ ჭამ ? – სიცილით


შემათვალიერა ლუკამ 


კი, საერთოდ, ვჭამ – დავუდასტურე მე – უფრო წვნიანები და რძის ნაწარმი მიყვარს.


კიდე ხილი, ვგიჟდები და უარს ვერასდროს ვერ ვამბობ.

მჟავეები მიყვარს. ყველაზე ძალიან წნილები, ტყემლები, ტყლაპები, უუხ!


უიმე, მჟავე რა უბედურებაა – დაიჯღანა ლუკა – და ნამცხვრები? ტკბილი? 



არა, ნამცხვრები არ მიყვარს, ძალიან ტკბილია და არ მომწონს 


ხო, ნუ, ნამცხვარი ზოგადად, ტკბილია – დამეთანხმა ის


ხოდა არ მიყვარს, ძალიან იშვიათად ვჭამ.


წყნეთისკენ ავუხვიეთ და კუთხის ახალაშენებულ რესტორანთან გავჩერდით.


რესტორანში ცოტა ხალხი იყო.


აი, ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, მარცხნივ დიდ ვიტრაჟთან, მოგწონს?


კი, ნორმალურია – თავი დავუქნიე მე


ხოდა მაშინ ეს მაგიდა იყოს.


არაა ცუდი ინტერიერი – ლამაზად გაფორმებულ დარბაზს თვალი მოვავლე მე


არაა ცუდი, ხო? – გაეცინა ლუკას


ხო, ნორმალურია – დავეთანხმე მას


ანუ, ნორმალურია! – ისევ გაიცინა ლუკამ – შევუკვეთოთ და საჭმელზეც მითხარი შენი


აზრი, კარგი?


მზარეული ხარ? – რაც პირველი მომაფიქრდა, ის წამოვროშე


ლუკა გადაყირავდა სიცილისგან


მზარეული, კი, შეფ მზარეული! და მაინტერესებს შენი აზრი ამ ობიექტის საკვებზე.


უი, დიდად მცოდნე არ ვარ – ვიუარე ჟიურის წევრობა მე – სისულელე საჭმელებს ვჭამ
და დეგუსტატორად, მგონი, ვერ გამოვდგები


ნუ, შენ შეეცადე – მთხოვა ლუკამ და ოფიციანტი მოიხმო


მართლა, ისე, ვინ ხარ სპეციალობით? – ვიკითხე მე


შეფ მზარეული ვართქო და არ გჯერა? აი, ვკითხოთ ვისაც გინდა, ანაა! – გასძახა იმ
წუთის გაბრუნებულ მიმტანს


დიახ ლუკა! – მოკრძალებისგან დაპატარავდა მიმტანი გოგონა


მე ხომ ამ რესტორნის შეფ –მზარეული ვარ? – იკითხა მან


ბატონო? – გაოცებული სახე მიიღო მიმტანმა


შეფი ხომ, ვართქო? – თვალი ჩაუკრა გაოცებულ გოგონას მან



ა, ხო, დიახ! – თავი 2ჯერ დააქნია ანამ და მალინისფერი დაედო


რატომ დააბნიე ეს გოგო? – გამეცინა მე


არ მიაქციო ყურადღება, ეგ ზოგადად დაბნეულია.


უცბად კარი გაიღო და ოთახში 2 ბიჭი შემოვიდა.


ყურადღება იმით მიიქციეს, რომ ერთი მათგანი მთელ ხმაზე მღეროდა აბსოლუტურად
გაუგებარი მოტივის სიმღერას, მეორე – უსტვენდა და ტაშს უკრავდა.


ლუკამ შუბლზე ხელი შემოიდო და ზურგი შეაქცია ამ დუეტს. სულ ტყუილად! წუთი
არ გავიდა, რომ პირველმა სიმღერა შეწყვიტა და ხმამაღლა დაიძახა:


ჩემი ძმააა! 


შენი ნაცნობია ? – გამეცინა მე. ლუკა შეიშმუშნა და თავი დამიქნია


საერთოდ, არ სვამენ, არადა – გაამართლა ბიჭები


ხო, არა? ეტყობათ – გავიცინე მეც


აუ, და ეს ის ულამაზესი გოგოა, მანქანით რომ გადაუარე? – თვალები დაიწვრილა


ლაშხმა


წესიერად, ბიჭო – მხარი გაკრა ზუკამ მას და ბარბაცით მიუახლოვდა მაგიდას


ჯაყელ, გვაპატიე, მაგრამ მგონი, ბევრი მოგვივიდა – აღიარა მან


მია, გაიცანი, ეს პირველი, მომღერალი, ზუკა თევზაძეა, მეორე – გიორგი ლაშხი. ჩემი
ბავშვობის მეგობრები არიან.


გახლავართ – გაიბღინძა ლაშხი


ძალიან სასიამოვნოა – თვალები აუციმციმდა ზუკას – მია, ხო? სხვათაშორის, სულ


მინდოდა თქვენი გაცნობა.


უი, მართლა, და რატომ? – გამიკვირდა მე


ლუკამ თევზაძეს იდაყვი გაკრა, მაგრამ ამაოდ


რატომ და, თქვენს დასში იმდენი „რუსალკა“ გოგო ცეკვავს, იმდენი


ჩამოქნილტანიანი!– ნერწყვი გადაყლაპა მან


ვინ ცეკვავს? – ხარხარი ამიტყდა მე


აბა ბიჭებო, კარგად იყავით! – ნაჩქარევად დაემშვიდობა ლუკა მეგობრებს – საქმეები


გაქვთ

რა საქმეები? – გაიოცა ლაშხმა


რაზეც გუშინ ვილაპარაკეთ – დაუმარცვლა ბიჭებს ჯაყელმა


არანაირი საქმე არ გვაქვს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, მიას მოცეკვავე


„რუსალკების“ ახლოს გაცნობაა – ყურებამდე გაეხა ღიმილი ზუკა თევზაძეს.


ლუკას სიცილი აუტყდა და სახეზე ხელები აიფარა.


მია, მაპატიე, რა! – მითხრა მან ცოტა სული რომ მოითქვა


კაი, რა, ძაან გამართეს – გულწრფელად ვუთხარი მე


ხოდა, რისი თქმა მინდა, იცი?! – საუბარში ჩაერია ლაშხი, ყველა გოგო დავპატიჟოთ ამ
რესტორანში და ახლოს გავიცნოთ.


მედოლე არ დაგავიწყდეთ – ვთხოვე ბიჭებს


სამივეს სიცილი აუტყდა


სხვათაშორის, ძალიან გემრიელი კალმახი გვაქვს – თავის მოწონებას შეეცადა ზუკა


ეს და ამის კალმახი! – ამოიოხრა ჯაყელმა


ვგიჟდები კალმახზე – ვთქვი მე


ხოდა ყველაზე მაგარი გოგო ხარ მაშინ, შენ – მოვეწონე ზუკას.


ღმერთო, რა დავაშავე! – ამოიოხრა ლუკამ


გვიანია უკვე – ხმადაბლა ვთქვი მე – ნელ–ნელა წავალ


ცოტახანი დარჩი, რა! – მთხოვა მან


გვიანია, ლუკა, ხვალ 10–ზე რეპეტიცია მაქვს – გავიღიმე მე


ხოდა, რეპეტიციის მერე, ყველას გეპატიჟებით კალმახზე – არ ჩერდებოდა ზუკა


მიას გავაცილებ და რომ მოვალ, მაგრად გცემ – თვალი ჩაუკრა ჯაყელმა თევზაძეს


უშანსო ხომ ხარ, შენც ხომ იცი,

ძმაკაც! – გაიღიმა ზუკამ და ხელზე გალანტურად მაკოცა. მე სიცილი ამიტყდა, ბიჭებს


დავემშვიდობე და რესტორნიდან გამოვედი.
 

ალუჩა და 1 კილო ბალი

ზუკა და მე ბავშვობიდან ვმეგობრობთ, 1 კლასიდან.


ეგ თევზიჭამიაა? – გამეცინა მე


ხო, გვარს ამართლებს – გაეღიმა მასაც


და ის მეორე? კარგად რომ უსტვენს? – დავინტერესდი მე


ის, ტვინშიც უსტვენს და შედარებით გვიან გავიცანით, ლაშხზე საოცარი ისტორია


გვაქვს.


მომიყევი, რა! – ვთხოვე მას


მე და ზუკას რაღაც უთანხმოება მოგვიგვიდა ვერელებთან. იმ ვერელებმა დაარეკინეს


ვიღაც ტიპებს ჩვენთან. ნუ, როგორც ხდება ხოლმე, თბილისური ამბები – გაეცინა მას

ხოდა მოკლედ ეს ვიღაც, ტელეფონზე ვინც გველაპარაკა, იყო ლაშხი და ძალიან ცუდად
გველაპარაკა. მოკლედ ისე მოხდა, რომ მერე ეს ლაშხი მე მაგრად ვცემე.


შენ ცემე? – გამოვშტერდი მე


ხო, მე!


რატომ ცემე?


საცემი იყო! – გაეცინა ლუკას


მარტო იყავი?


არა მე და თევზაძე ვიყავით, მარა, ლაშხი მარტომ ვცემე.


რახან ერთი ერთზე იყავით, ის აღარ ჩაერია, ხო? – მარტივად მივხვდი მე


ხო – თავი დამიქნია მან –აუ, რა მაგარი გოგო ხარ!


მაგარი არა, ის! – არ შევიმჩნიე მე – სულ ბიჭი მეგობრები მყავს ბავშვობიდან,


ელემენტარული თუ ვერ გავიგე, და...


ზუსტად ეგრე იყო – თავი დამიქნია ლუკამ


და მერე დამეგობრდით, ხო? – სიცილი ამიტყდა მე


ნუ, მთლად მაგ საღამოს არა, მარა, მალევე – თავი დამიქნია ისევ მან

ხო ვთქი – გადავიხარხარე მე – ხშირია, ეგეთი ამბები თბილისში


თბილისია, რა! – გამიცინა ლუკამ.


ხო, მესმის – გავიღიმე მე – თბილისია და მიყვარს თბილისური ამბები. უბრალოდ


მგონია, რომ ხალხმა ცოტა დაივიწყა ჩვეულებრივი სიტუაციით გართობა. რამე
განსაკუთრებულის ძიებაში არიან, არადა ისე მარტივად შეიძლება იყო ბედნიერი, ისე!
ცოტა მსუბუქად რომ შეხედო მოვლენებს, აკეთო ის, რაც შენ მოგწონს. იკითხო, მუსიკას
მოუსმინო, ნახო ვინც გინდა, ვინც არ გინდა, არ ნახო – თვალი ჩავუკარი ლუკას. ლუკას
გაეცინა – მერე ადგე, წახვიდე და დაისვენო, იმოგზაურო, უამრავი ადგილი ნახო, არაა
აუცილებლად რომანტიკა და ხედები, მტრედები, თავის გაგიჟებები. აუცილებლად
ვინმე რომ გყავდეს, არაა საჭირო. ჩემი ქეთო, სულ ცუდადაა თუ არავის ხვდება,
მეცინება და სულ მაგაზე ვეჩხუბები. პირადი სივრცე უნდა შეიქმნა შენ, საკუთარი
სამყარო, თუნდაც წარმოსახვითი, ჩემსავით!


აუ, შენი წარმოსახვა და ფანტაზია, მია!!!! – აღნიშნა მან


ხო, ვიცი და მაგიტომაც გაინტერესებს ჩემთან მეგობრობა შენ, პირადად. თორე მე ეს


ხასიათი რომ არ მქონდეს, რად გინდა ჩემი ლამაზი თვალები, პრინციპში თმაც.


მაინც მაგარი გოგო იქნებოდი! – გამიცინა ლუკამ


არ ვიქნებოდი მაგარი – თავი გავაქნიე მე – ხოდა, მინდა, ყველამ თუ არა, ბევრმა ასე
იფიქროს, გესმის? მინდა, უფრო საინტერესოები გახდნენ. თუ ისინი ვერ შედგებიან
პიროვნებებად, არ იქნებიან განათლებულები, არაფერი გამოვა. ჯანმრთელი ხარ, მეტ–
ნაკლებად ჩამოყალიბებული, წადი და მიხედე საქმეს: ხატე, წერე, იცეკვე, ითამაშე,
შექმენი! რამე ღირებული შექმენი, ისეთი, სხვამ რომ არ იცის და ისეთი სხვას რომ
დააინტერესებს, სხვისგან რაც გამოგარჩევს. იყავი ინდივიდუალური და ყველაფერი
გექნება. ყველა ხომ რაღაც მისიით ჩნდება?! მე დავიბადე იმიტომ, რომ მეცეკვა. მუსიკა
რომ მესმის, კუნთებში მამტვრევს გესმის? გულისცემა მიჩქარდება და რომ არ ვიცეკვო,
ცუდად გავხდები! ჩემთვის ძალიან ორგანულია და იმიტომ. ერთი რამ უნდა იცოდე
ყველაზე მაგრად და ის უნდა აკეთო ცხოვრების ბოლომდე. ერთ საქმეში უნდა ჩადო
შენი სული ბოლომდე და მაშინ არასოდეს მოკვდები! სულ იცოცხლებ! მე მაგის მჯერა
და მჯერა იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მართალი ვარ. მეთანხმები?


ყველაფერში - მიპასუხა დაუფიქრებლად- და ისიც ვიცი, რომ ამ აზრს, ასე, ვერასოდეს


დავალაგებდი შენამდე რომ მომეტანა.


კაი, რა! - ისევ გამეცინა მე და ბოლო ალუჩის კურკა გადავისროლე შორს - ხილიც აღარ
გვაქვს – ცარიელ პარკს ჩავხედე მე 


რაც შენ ალუჩა ჭამე, საღოლ! – ისევ გაეცინა მას


შენც გაჭამე ბალი – შევუსწორე მე


ძალიან დიდი მადლობა – თავი დამიქნია მან – წავედით?



პრინციპში წავედით, კი – თავი დავუქნიე მას და წამოდგომა დავაპირე – რა მაგარია,
როცა უზარმაზარი კორპუსის მე–18 სართულის სახურავზე ზიხარ მთელი 2 საათი და
ათას დებილობას და „არადებილობას“ ყვები.


და ალუჩის კურკებს ძირს ყრი, ძალიან თავხედურად – შემისწორა ლუკამ


რამდენიმე ბლის კურკა შენც გადააგდე – დაუფიქრებლად ვუპასუხე მე


სიცილი აგვიტყდა ორივეს.


დაგტოვო სახლში? – ფრთხილად მკითხა მან


ნტ, მეც მანქანით ვარ – ვუთხარი ამაყად.


მაინც ვიცი შენი მისამართი,

თუ მაგიტომ იკავებ თავს, არ ღირს 


საიდან გაიგე?! – გავიოცე მე


შემთხვევით, თბილისში ხომ არ ცხოვრობ, მია?


ხახახა, ხოდა დაივიწყე, მონიშნე და წაშალე!


როგორ აფრენ – სიცილით მითხრა მან 


ვაფრენ! – შევიფერე მე


ხვალ გეცლება?


ხვალ?– დავფიქრდი მე – გოგოები შეიძლება ვნახო, მერე მცალია


დარეკვებს ისევ არ ვართ? 


ნტ – თავი გავაქნიე მე – არაფერს არ ვართ რაც სტანდარტულია!


და როდემდე ვიყო, ასე?! – დაიღალა ლუკა


სულ! – წარბი ავწიე მე


აი წარმოიდგინე, დარეკავ, გამომივლი, მნახავ, წავალთ წამოვალთ, მეტყვი სიტყვებს


„მომენატრე“ „გკოცნი“ „ ნახვა მინდა შენი“ „მაკლიხარ“ და ყველაფერი გაფუჭდება!


აჰა, გასაგებია, და ოდესმე მითქვამს ამ ჩამოთვლილიდან რომელიმე?


ხოდა არც უნდა თქვა! სტანდარტული თუ გახდა, რაღა გამოდის! შენ ხარ ჩემი
გამორჩეულად საყვარელი მეგობარი, ასე უნდა იყოს სულ! და თუ ეს წესები არ
დავიცავით, ყველაფერი ჩვეულებრივი გახდება. სტანდარტულობა არასოდეს არაფერში
არ მყვარებია, ბანძია და იმიტომ - დავასრულე მხიარულად


ვიცი და ვხედავ – გამიცინა მან – არაფერი არ შეიცვლება, ნუ გეშინია!


მაშინ დაიფიცე ან დამპირდი, რომ სულ ვიმეგობრებთ – ვთქვი და თვალი–თვალში


გავუყარე


რაც მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, როგორ დაგპირდე?! –გაეცინა ლუკას


მე არაფერი შემეცვლება, ზუსტად იცოდე! – ვთქვი დარწმუნებით – დამპირდი!


ვერ დაგპირდები, რასაც მარტო მე ვერ ვწყვეტ – ისევ თავი აარიდა ჩემს თხოვნას
ლუკამ


ნუ, კარგი! დარწმუნდები, რომ არაფერი არ შეიცვლება და მერე დამპირდები – დავთმე


მე


კარგი – დამთანხმდა ლუკა


ხოდა, კარგი - თავი დავუქნიე მე


შენც დამპირდი, რომ სულ ასეთი იქნები - მითხრა მოულოდნელად მან


როგორი? - ვერ გავიგე მე


აი ზუსტად ასეთი! როგორიც ხარ! - მითხრა მან


მე არასოდეს, არაფერი შემცვლის - გავიცინე მე და სწრაფად დავემშვიდობე.



რესტორანი „თბილისური“

იმ დღეს ყველანი ადრე მივიდნენ რესტორანში, რაღაც ეგრე მოხდა. 7 საათიდან
დასხდნენ ბიჭები და დაიწყეს სმა. ამინდი ხელს უწყობდა არსებულ განწყობას. იანვარი
იყო და ზამთრის სუსხს ჰაერშიც სასმლის არომატი შერეოდა.


12 საათზე მეზობელ სუფრას ბუტა სოხაძე მიუჯდა მეგობრებთან ერთად. სტუმრებს


შემოსვლისთანავე ეტყობოდათ, რომ ეს რესტორანი იმ დღეს უკვე მესამე თუ არა, მათი
გართობის მეორე წერტილი ნამდვილად იყო.


რა უნდა? – ხმადაბლა ჰკითხა თევზაძემ ბარმენს და მეზობელი სუფრისკენ გაიხედა


მუსიკის შეკვეთა – მხრები აიჩეჩა ბარმენმა – ავუხსენი, რომ აქ მხოლოდ ლაივს მღერის
ბენდი


და ვერ გაიგო? – ღიმილით იკითხა ლაშხმა


მგონი, გაიგო – სიტუაცია „გაალაითა“ ბარმენმა


რაღაც არ მგონია, მაგრამ დავიცადოთ – ფორთოხალი აკურატულად გათალა ლუკამ და


ბასრი დანით შუაზე გადაჭრა. თეფშმა ჭრიალი დაიწყო.


ზუკამ გაიცინა და პოკერის თამაში გააგრძელა


ბავშვობაში გახსოვს ვინ იყო, ეს მწიფე ქლიავი? – მშვიდად იკითხა მან და ბუტასკენ
გაიხედა


შენ თუ გახსოვს? – ორაზროვნად გაიცინა ჯაყელმა და კარტი დაარიგა


ეგეთები თავხედდებიან, ზუსტად – ხმადაბლა გააგრძელა თევზაძემ და მარცხენა,


ნატკენი თვალი, კიდევ მეტად მოჭუტა


მეცინება, უბრალოდ – თავი გაიქნია ლუკამ და ვისკი მოსვა


და ყველაზე საოცარი, ამ ისტორიაში იცი, რა არის? – თვალი არ მოუშორებია ლაშხს


ბუხარში მხიარულად მოთამაშე ფორთოხლისფერი ალისთვის – იმის ნაცვლად, რომ იმ
ამბების მერე, ცოტა კაცურად მოიქცეს, მაინც არაკაცივით იქცევა, იმიტომ რომ ისედაც
არაკაცია!


მე, პირადად, იმ ბიჭების ადგილზე ავდგებოდი და ჯერ სახეს მოვაჭრიდი, მერე ხელებს,
მერე ფეხებს, მერე... – გაეცინა ზუკას - კიდევ მოვუძებნიდი რამე მოსაჭრელს


რამდენი ხანი ისხდნენ? – იკითხა ლაშხმა



5 წელი! – გაიცინა ზუკამ


და ხელიც არ გაანძრია, არა? 


ნტ – თავი გააქნია ზუკამ


არც ერთხელ, ხო?


ნტ!


ბავშვობის მეგობრები, ხო?


აჰა! – თავი დააქნია ზუკამ


კეისარს, კეისრის – გაიღიმა ლუკამ – შენ ჩქარობ, თორემ ღმერთს არასოდეს ეჩქარება.
არავის არასდროს არაფერი არ შერჩენია, ეგეც ხომ იცი?!


რა ვიცი – მხრები აიჩეჩა ზუკამ.


მთავარია მამა ჰყავდეს ჯანმრთელი, ბუტა–ბატიბუტას – გოგოს ხმით წაიკნავლა


ლაშხმა - მინისტრი მამიკო!


უცბად რესტორანში ხმაური ატყდა. მეზობელი სუფრიდან საფერფლე გამოფრინდა.


გამოფრენილი საფერფლე ინერციით უშველებელ ჭაღს შეელეწა და მინის
ნამსხვრევების წვიმა წამოვიდა.


ხოდა, ლაივში შეასრულონ! – დაუღრიალა ბუტამ ბარმენს ლაშხი მშვიდად წამოდგა და


სოხაძისკენ წავიდა. 
 ძმობას ვფიცავარ, არც კი იცი, როგორ მეზარება ეს ყველაფერი -
დანანებით თქვა თევზაძემ და ლაშხს ფეხდაფეხ გაყვა. ლუკამ წელისკენ წაიღო მაჯა და
ყველასდაუნახავად, მარცხენა ხელით იარაღი გადატენა.


ხოდა დაუძახე მეპატრონეს... რას ქვია?! ... - იბღინძებოდა სოხაძე


რა ხდება, ბატონო ბუტა, რა ამბავია?! - მოჩვენებითი ზრდილობით დაიწყო ლაშხმა


საუბარი
 მეპატრონე მინდა, დაცვას მე არ ველაპარაკები! - იმპერატორული ტონი
შეერია მინისტრის შვილის ტემბრს


ზუკას ყვრიმალის ძვალი აუთამაშდა და მარცხენა თვალი კიდევ მეტად დაუწვრილდა,


მაგრამ ლაშხმა ხელით ანიშნა, გაჩერებულიყო.


აბა, გისმენთ ყურადღებით - ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად გააგრძელა მან 


ხოდა, თუ ყურადღებით მისმენთ, მაშინ კეთილი ინებეთ და როცა ქალბატონი მახლავს


2–ჯერ ნუ გამამეორებინებთ, როცა სიმღერის შეკვეთა მინდა!


აუ, მომისმინე, ძმაო! - ყელზე ძარღვი გამოებერა ლუკას



ლუკა, შენი ჩარევა, ამ ეტაპზე, საერთოდ ზედმეტი მგონია - ლაშხი შეეცადა სიმშვიდე
ბოლომდე შეენაჩუნებინა


მოკლედ, საქმე ისაა, რომ ჩვენს რესტორანში ბენდი უკრავს. უკრავს თავის პროგრამას
და აქ მუსიკის „შეკვეთა“, როგორც ასეთი, არ ხდება


და „როგორც ისეთი“ ხდება? - გაყინული მზერა ზუკას თვალთან გაუშტერა მან


არ ხდება - სახე ახლოს მიუწია და თვალი-თვალში გაუყარა ზუკამ


წადი შენი! - შეიგინა ბუტამ და თევზაძეს ხელი მოუქნია. ლუკამ მოქნეული ხელი
დაუჭირა და სახსრიდან ამოუგდო. საშინელი ჩხუბი ატყდა. 15 წუთში, ბუტას
სამეგობრო მიხვდა, რომ მისამართი შეეშალათ. ბუტას ჯაყელმა ცხვირში თავი ჩაატყა
და წინა ზედა კბილები ჩაულეწა. საკმაოდ ნაცემმა სტუმრებმა რესტორანი გინებით
დატოვეს. ყოველ შეგინებაზე ჯაყელი თითო საფერფლეს ესროდა მეორე სართულიდან
მათ და უმრავლეს შემთხვევაში, ადრესატს მიზანში არტყამდა.


რა უნდოდათ? საკაიფოდ ვთამაშობდით პოკერს - თავი უყმაყოფილოდ გადააქნია


ლაშხმა და გაჭრილი ხელი მაგიდის ლამაზი თეთრი ხელსახოცით შეიხვია.


ძალიან გაქვს? - იკითხა ჯაყელმა, რომელსაც მსუბუქად დაეზიანებინა მარჯვენა მაჯის


ძვლები.


ნაკაწრია - თავი გააქნია ლაშხმა და მეორე ნაჭრის ხელსახოცი მიაშველა სისხლდენას.


და შენ რატომ ამოგიღო

მიზანში, ზუკა? - დაიბნა ლაშხი


ჩემი თვალი მოეწონა, ალბათ - გაეცინა თევზაძეს და ვისკის ბოთლიდან ბოლომდე


ჩამოისხა სასმელი.


კიდევ მოვა - გაეცინა ჯაყელს - კომპლექსიანი სოხაძე ასე მარტივად არ გვაცემინებდა


თავს


ამ ჩემს ფეხებს, რა! - აფეთქდა თევზაძე - მოვიდეს და მოვიდეს! - ეს მაგიდა


გადაემტყვრევა თავზე და დაისვენებს.


ან რამე, უფრო მძიმე საგანი - ისევ გაეღიმა ლუკას და ლაშხს თვალი ჩაუკრა.


ისე, მუშტი რომ ჩაერტყა ამ თვალში, მაგრად გამიტყდებოდა - აღიარა ზუკამ


ორივე თვალს დავატოვებინებდი სუფრაზე - ემოციისგან სულ გაწითლდა ჯაყელი -


ნეტა მართლა ეცადა, ადგილზე ამოვუგდებდი ორივეს! - და ანა სადაა? აალაგოს ეს
„მინების ფესტივალი“ - გასძახა მან სასმლის დახლის უკან დამალულ ბარმენს.


ახლავე - ამოიკნავლა ბარმენმა დახლს იქით და სასწრაფოდ დაუწყო ანას ძებნა



ერთიც მოვარტყათ, ხო? - სასმელი ბოლომდე დალია ჯაყელმა და ცარიელი ჭიქა
ხმაურით ჩამოდო მუხის გაპრიალებულ მაგიდაზე.


მოდი! - თავი დააქნიეს ბიჭებმა და მაგიდას მიუსხდნენ.


მომხდარი ამბიდან საათიც არ იქნებოდა გასული, რომ დაცვამ დარეკა - ისევ ბუტა
სოხაძეა მოსული და სამივე თქვენგანის ნახვა უნდაო.


რა უნდა მაგ ჩემისას, რაღა დღეს უნდა მოგვაკვლევინოს თავი? - უკმაყოფილოდ


ბუზღუნებდა ზუკა და უჯრაში სიდიდისა და ფერის მიხედვით ჩალაგებულ კასტეტებს
არჩევდა.


არ ეყო კბილების ჩამოყრა და მოვიდა, რომ ზედა ყბა ბოლომდე გავუთავისუფლოთ,


პროთეზი გადაწყვიტა, რომ ჩაიდგას - უჩვეულოდ მხიარულ განწყობაზე იყო ჯაყელი


ან სულ ალუმინის კბილების ჩასმა აქვს იდეაში. იცის, დღეს ჩვენ თუ არა, ხვალ სხვები
აუცილებლად იგივეს ჩაუტარებენ და ემზადება - გაიცინა ლაშხმა


ალუმინი, რა, კარ-ფანჯარაა? - გაიკვირვა ლუკამ


აუ, სანდოა რა! რა დაგემართათ? - არ ჩერდებოდა თევზაძე


ახლა კარგად მომისმინეთ - დაიწყო ლაშხმა - ჯერ დავილაპარაკოთ და მაცადეთ,


ეგრევე ლეწვაზე ნუ გადადიხართ და ზუკა, მაშინვე ნუ ვარდები ისტერიკაში. ვნახოთ,
იქნებ, ბოდიშის მოსახდელად მოვიდა, რა იცი?!


„დიპლომატ, ტოჟე მნე“ გაეცინა თევზაძეს - არავინ არ ვარდება ისტერიკაში, რა


ტონითაც დამელაპარაკა, იმ ტონითვე ვუპასუხე, ეგრე ელაპარაკოს ბებიამისს,
ვისთანაც 16 წლამდე ეძინა იმ მიზეზით, რომ სიბნელის ეშინოდა, ჩმორი ეგ!


ხოდა აცადე! - მშვიდად გააგრძელა ლაშხმა,


აუ, მორჩით, რა! - შეაწყვეტინა დისკუსია ბიჭებს ჯაყელმა - ჩავედით, ვნახეთ რა


უნდათ. 


თუ ძალიან არ დაიძაბა სიტუაცია, საერთოდ დავივიწყებთ წელის მიდამოში არსებულ


რკინის საგნებს, გესმის ჯაყელ? - მშვიდი ტონით გააგრძელა ლაშხმა


ვისთვის წელში და ვისთვის ნეკნებთან - გაიღიმა თევზაძემ


ოო, გაიარე, რა! - აუღელვებლად უპასუხა ლუკამ და ოთახის კარი გამოიხურა.


ლაშხს საუბარი დაწყებული არ ქონდა, რომ ბუტას მეგობრის მანქანიდან ცეცხლი


გაიხსნა. პირველი ტყვია თევზაძეს მოხვდა მუხლში.


მერე რესტორნის ჰოლი ბურუსმა და დენთის სუნმა მოიცვა.



მერე ...


იყო ჩვეულებრივი ტყვიის წვიმა. 


ყველა მხრიდან მასრები ცვიოდა...


ციალა დეიდამ, რომელსაც თავის ჯიხურში მზესუმზირის გაყიდვის გარდა სხვა საქმე
ცხოვრებაში არ ჰქონია, სასწრაფოდ აკრიფა ცხელი ხაზის ნომერი და პოლიციაში
დარეკა:


ალო, პოლიციაა? იცით, აქ ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, პირდაპირ რესტორნის


ჰოლთან ხდება ეს უბედურება. რესტორანი „თბილისური“, დიახ, თბილელის 2
ნომერში... თბილელის, დიახ... ციალა, ციალა ძნელაძე.. კარგით.. მადლობთ!


წამის მეასედში ჯაყელი ზუკასკენ გაიქცა და ჭრილობას დახედა 


ნუ გეშინია, 2 წუთში გაგიკერავენ მაგ მუხლს და 1 კვირაში ირბენ! - ნატკენ თვალზე


შუბლი მიადო მეგობარს მან და ის იყო სტუმრებისკენ უნდა წასულიყო, რომ ფურგონის
მერსედესი მთელი ძალით მოწყდა ადგილიდან და სიბნელეში გაუჩინარდა.


და მერე, რა მოხდა? - ჰკითხა გამომძიებელმა მომხდარით შეშფოთებულ მოწმეს


არ ვიცი - პატარა პაუზის შემდეგ თქვა მან - მას მერე, მე ჯაყელი საერთოდ აღარ
მინახავს.


ქალბატონო ლანა, თქვენ რას საქმიანობთ აღნიშნულ რესტორანში?


მე დამლაგებელი ვარ - ლანას საგრძნობლად უკანკალებდა ხმა 


გასაგებია! ვიცით, რომ თქვენ შეესწარით ამ ამბავს, ციალა ძნელაძემ ეზოში მდგარი
ჯიხურიდან დაგინახათ, რომ იყავით ამოფარებული კედელს და უყურებდით ამ
ყველაფერს. ძალიან გთხოვთ, გაიხსენეთ მომხდარი... წინააღმდეგ შემთხვევაში,
ინფორმაციის დამალვის გამო, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ 


რაც ვიცოდი, ვთქვი - კანკალს საგრძნობლად უმატა დამლაგებელმა


თქვენი მოყოლიდან ირკვევა, რომ ჩხუბი ბუტა სოხაძემ დაიწყო


დიახ, ნამდვილად ეგრეა - დაეთანხმა გამომძიებელს მოწმე


ანუ, ბიჭები არ გეგმავდნენ რაიმე პრევენციულს მის წინააღმდეგ?


არა, ისინი ისხდნენ პოკერს თამაშობდნენ კუთხის ვიტრაჟიან მაგიდასთან.


ადრეც შეგიმჩნევიათ ბუტა სოხაძე

აღნიშნულ ადგილზე?

ერთხელ, მახსოვს, ასევე ძალიან ნასვამი მოვიდა, მაგრამ მალევე დატოვა რესტორანი.


იქნებ იყო, რაიმე ისეთი რეპლიკა, მათგან თქმული, რის გამოც გამოვიდა წყობიდან
სოხაძე?


თქვენ არ იცნობთ ამ ბიჭებს - აღნიშნა მოწმემ - სამივე ძალიან ვაჟკაცი და სამართლიანი


ტიპია, იმათ სოხაძესთან საკუთარი ინიციატივით შეელაპარაკება არაფერში
სჭირდებოდათ. ის კი არა, მაქსიმალურად ითმინეს მისი თავზეგასულობა და სხვა გზა
რომ არ დარჩათ, მერე დაარტყეს ხელი.


ხელი სოხაძემ ლუკას გაარტყა?


არა, ზუკა თევზაძეს მოუქნია, მარა ჯაყელი ჩაერია შემდეგ.


და რატომ მაინდამაინც თევზაძე? სამივე ხომ იქ იდგა ? - დაეჭვდა გამომძიებელი


არ ვიცი - მხრები აიჩეჩა მოწმემ


ლაშხი რას აკეთებდა ამ დროს?


ლაშხი დიპლომატია, ცდილობდა საუბრით მოეგვარებინა პრობლემა


ჯაყელი?


ჯაყელი ყველაზე თავდაჭერილია და მაგრამ ამავდროულად ყველაზე უკონტროლო


საუბარში არ ჩარეულა? 


არა - თავი გააქნია მოწმემ


და როდის დაბრუნდნენ მეორეჯერ, მინისტრის შვილი და მისი მეგობრები?


დაახლოებით 1 საათში


იარაღი სოხაძეს ჰქონდა?


დიახ! და ვინც სოხაძეს ახლდა, იმათაც!


თქვენი თვალით ნახეთ, თუ ვარაუდობთ? - ეშმაკურად გაიცინა გამომძიებელმა


ჩემი თვალით ვნახე - თვალებში შეხედა მოწმემ გამომძიებელს


და იქნებ, ცეცხლი ჯაყელმა გახსნა? - არ ცხრებოდა ის


მას არ გაუხსნია, პირველი გასროლა ბუტას მეგობრის მანქანიდან მოხდა. მას მოყვა
მეორე ბუტასგან და შემდეგ მესამეც.


და ლუკა ჯაყელმა მოახდინა საპასუხო გასროლა?



ძალიან ბუნდოვნად მახსოვს და კადრები მერევა, თუმცა გამორჩეულად ჯაყელი
მახსოვს, კი! - თავი დააქნია მოწმემ


ანუ ჯაყელი?


კი, ლუკა ჯაყელი.



იაშვილი უჩა

ლუკას და თევზაძეს კიდევ ერთი კლასელი ჰყავდათ, უჩა იაშვილი. თუმცა, სკოლის
პერიოდში მასთან დიდად არ მეგობრობდნენ. აზროვნებით სხვაგან იყო ეს იაშვილი და
იმიტომ. ზედმიწევნით კარგად სწავლობდა. შატალოებზე არ დადიოდა. ხუთოსანი
ბიჭი იყო, მოკლედ. სკოლის დამთავრების მერე სამედიცინოზე მოეწყო და ძალიან
წარმატებული ქირურგი გახდა. პატარა პრობლემის გაჩენისთანავე ბიჭებს ჰქონდათ
მარტივი გამოსავალი: ჯადოსნური ზარი, ახლობელთან და წყნეთის ქუჩის 4 ნომერში
სხვა გზა რომ არ ჰქონდა, უჩა უკვე სახლში იღებდა პაციენტებს, რომელთა
საავადმყოფოს მიმღების რეგისტრაციაში გატარება, არც თუ ისე კარგი იდეა იყო.


კი, მარა, მე რას მერჩით, მე? - სიცილნარევი შიშით პასუხობდა ბიჭების ყველა
დარეკილზე იაშვილი და თვალებს ნერვიულად ახამხამებდა.


ჩვენი ყველაზე საამაყო კლასელი რომ ხარ, აი, ეგ დააშავე. ყოფილიყავი ოროსანი, ძმაო
და კაცი არ იქნებოდა შენთან დამრეკავი - ამხნევებდა ზუკა


და თავის დროზე რაღატომ მიშრობდით სისხლს? - წარსული ცოდვები გაახსენა უჩამ


ბიჭებს.


ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილიო - ხომ გაგიგია? სამაგიეროდ, ახლა როგორ
გეძმაკაცებით? - მხარზე ხელს ურტყამდა ჯაყელი და მომხდარ მორიგ კოშმარს
უყვებოდა თვალებგაფართოებულ იაშვილს.


იმ ღამით, ძლივს გააღვიძეს უჩა, რომელიც ნასვამი დაბრუნებულიყო მეგობრის


ქორწილიდან და კომუნიკაციის დასამყარებელი ყველანაირი წყარო გამორთული
ჰქონდა. ბიჭები მას პირდაპირ სახლში მიადგნენ. მას მერე, რაც ნახევარსაათიანი
ბრახუნის მერე, თითქმის ჩამოხსნეს იაშვილის სახლის კარი, უცბად მისაღებ ოთახში
სინათლე აინთო, მისაღების მერე, სინათლემ ჰოლში გადაინაცვლა.


გაიღვიძა, მძინარე მზეთუნახავმა - კმაყოფილმა ჯაყელმა გაუღიმა თევზაძეს,


რომელსაც მიწისფერი ედო. მისი შარვლის ტოტიდან შესამჩნევი დინებით იღვრებოდა
მეწამული ბლანტი სითხე.


ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვენაში არ მაქვს მორტყმული და ეს ულამაზესი სისხლის


ფერი იმის მომასწავლებელი არაა, რომ ჩემი ბობოქარი ცხოვრების მხოლოდ ნახევარი
საათიღა მაქვს დარჩენილი.


ადამიანები არ ხართ? - მთვრალი მზერა მიაპყრო ბიჭებს თვალებმოჭუტულმა


იაშვილმა, რომელიც უპრეცენდენტოდ გათიშული სახით იდგა შემოსასვლელში და
უყმაყოფილოდ იჭყანებოდა. 


რატომ გაქვს გათიშული ტელეფონი, „დოქტარ?“ - უსაყვედურა ლუკამ მას



რა ხდება?! მშვიდობაა? - ხალათი მოუხურა მან და გულში ინატრა, რომ ეს უბრალოდ
ცრუ განგაში ყოფილიყო.


მშვიდობაა და შენთან მოვედით? - გაიოცა ლაშხმა


აუ, რა ჭირს ამას? - სახე კიდევ მეტად შეეცვალა თევზაძის დანახვაზე უჩას.


რა ჭირს და ... კიბეზე დაეცა - სიცილი აუტყდა ჯაყელს. 


იაშვილი, ჰა, შემომიშვებ სახლში, თუ დავიცალო სისხლისგან? - ამოიოხრა თევზაძემ


შემოდით, მარა მთვრალი ვარ - გააფრთხილა იაშვილმა ბიჭები.


ექიმები რომ არ სვამენ? - გაიოცა ლაშხმა


ხო, ნუ დავლიე! - თავი იმართლა უჩამ


ხოდა, გამოფხიზლდები - უცნაური ტონით გააგრძელა ჯაყელმა - ახლა სიმთვრალის


დრო არაა!


და რომ მომწეროთ ხოლმე წინასწარ? „რაღაც საოცრებას ჩავდივართ და დღეს არ


დალიო?“ - ინსტინქტურად გაეცინა იაშვილს


უჩა, არ გინდა ეხლა ეგ ლაპარაკი, რა! - სიფერმკრთალემ გადაურბინა ჯაყელს სახეზე -


მისახედია თევზაძე, თან დროზე, გასაგებია?!


თევზიკ, როგორ ხარ? - დახედა მან იქვე მისვენებულ ზუკას, რომელსაც თვალები ერთ
წერტილში მიეპყრო და პერიოდულად სახე ტკივილისგან ეჭმუხნებოდა.


სექსუალურად!- იყო მოულოდნელი პასუხი, რომელსაც ისტერიული სიცილი მოყვა


ბიჭებისგან.


ძაან სექსუალურად ხარ, კი! - სიცილისგან სახე ძლივს გაისწორა ლაშხმა და სიგარეტს
მოუკიდა.


მორფი გამიკეთეთ, რა, და მერე თუ გინდა, სულ მომაჭერით ეს ფეხი - ღიმილით თქვა
თევზაძემ და ჯაყელს თვალი ჩაუკრა.


რა უნდოდა იმ გასიებულ ლოტოს კოჭს და უფორმო მსხალს? - მორფგაკეთებული


თევზაძე საკუთარ დაბინტულ ფეხს უყურებდა და თან აღშფოთებას ვერ მალავდა
მომხდარზე


ვერ გეტყვი - გაიღიმა ლაშხმა, რომელსაც თვალებამდე პირბადე ჰქონდა ჩამომხობილი


და ცისფერი ხალათი შეიხსნა


ნეტა, თუ გადარჩება?

თუ არც გადარჩება! - გაიცინა ჯაყელმა


ისე, სამი, მაინც ნამეტანი იყო, ჯაყელ, არა? - ინტერესით ახედა მან ლუკას - და
ლაშხისთვის რომ ესროლა, იმასაც სამჯერ დაუშვებდი? - არ ჩერდებოდა ის


აუ, რა მაგრად ხარ, თევზიკ - სერიოზულად შეშურდა ლაშხს


დამიმატოს, გადაეცი, უთხარი: ძალიან მაგრად სტკივათქო


მოინდომა ბიჭმა! შეირგე, როგორც ხარ - გაიცინა ლუკამ


ვინ ვის ესროლეთ, გახსოვთ მაინც? - სერიოზულად დაინტერესდა ლაშხი


ბუნდოვნად - თვალი გაუშტერდა ზუკას - ღმერთო, ეს რა იყო, ისე, თქვი? 


დილით რომ ეთქვათ, ბუტა სოხაძეს საცერში გაატარებო შენთვის, ჯაყელ,


დაიჯერებდი?


არა - გაიცინა ჯაყელმა - ორივე კოჭი და მუხლი!


აუ რას კიოდა, ტიპი!! ვერ გავარკვიე, იმის უფრო შეეშინდა, რომ დაჭრეს,

თუ იმისი, რომ გადარჩა


ყველაფერი მოიშორეთ? - გონება დაძაბა თევზაძემ


ნამდვილად - გაიღიმა ჯაყელმა


ახლებიც, ძველებიც?


კი!


ხო არ გადაგიყრიათ? 


უშენოდ მაგას როგორ ვიზამდი? - გაიოცა ლაშხმა


გეგმა გვაქვს, რაიმე? - მშვიდად იკითხა თევზაძემ


ანუ მე მაქვს რამე, თუ არა? - ასევე მშვიდად უპასუხა ლუკამ ორივეს - რაღაც გეგმა
ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ამ ერთ კონკრეტულ სიტუაციას როგორც მოვუვლით,
მართლა არ ვიცი. 


და ახლა, რა ვქნათ?- იკითხა ლაშხმა


ახლა საინფორმაციოს ვუყუროთ, ყველაზე მარტივად ეგრე მივხვდებით, რა ბედი


გველის - გაიღიმა ჯაყელმა


ვითომ, უკვე დადებდნენ ინფოს? 



აბა, რას იზამდნენ - თქვა ჯაყელმა და უზამაზარი პლაზმური ეკრანი აანთო.

კოსტავას ქუჩის მალინისფერი სანაყინე

ოთხშაბათს დილით რეპეტიცია ყოველთვის გვიან მეწყება. რადგან დილა
ოთხშაბათობით სულ თავისუფალი მაქვს, 2 დღის წინ მე და ლუკა ჯაყელი
შევთანხმდით, ერთმანეთი გვენახა. მე არ მიყვარს ნაყინი, ის კი დიდად არ გიჟდება
ყავაზე, ამიტომ, გადავწყვიტეთ, მე ყავა დამელია, მას კი ნაყინი ეჭამა. იანვარი იყო და
ციოდა. 9 საათზე სარბენად წავედი, უკან დაბრუნებულმა თავი მოვიწესრიგე და
კოსტავას მალინისფერი სანაყინისკენ ავიღე გეზი. სანაყინე ცარიელი იყო. მივუჯექი
დახლს და ცხელი ლატე შევუკვეთე. ცოტახანში, გავამეორე. ამ სანაყინეს ასევე აქვს
უგემრიელესი ვაფლის დესერტი, რომელიც ჩემს უზნეო გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს
(ძალიან ტკბილი არ არის). გავრისკე და ვაფლის დესერტიც მოვირთვი. ლუკა არსად
ჩანდა. ზოგადად, დროზე გვიან არასოდეს მოსულა და ამჯერად, საათნახევრიანი
დაგვიანება, ვერაფრით ვერ ამეხსნა. უსაქმურობისგან, 1 ღერი სიგარეტიც კი მოვწიე,
ოღონდ დრო გამეყვანა. 1 საათზე დაბნეულმა და გაოცებულმა დავტოვე მალინისფერი
სანაყინე და ნელა ავუყევი სახლისკენ გზას. გაუთავებლად ვფიქრობდი. ვიხსენებდი
ყველა დეტალს და მაინც ვერაფრით ვერ ვიგებდი, მომხდარს. როდესაც თმა
შესამჩნევად დამისველდა, მივხვდი, რომ თბილისში წვიმდა. ფეხიც კი არ ამიჩქარებია,
ისე გავაგრძელე გზა.


სახლში თხემით-ტერფამდე სველი მივედი. ფაქტიურად გასაწური. ყველაზე მეტად


ჯინსის გახდა გამიჭირდა, რომელიც ამასობაში 20 კილო გამხდარიყო და არაფრით არ
უნდოდა ჩემ სხეულთან განშორება. წვალებით მოვიშორე აღნიშნული მატერია
ტანიდან და ცხელ აბაზანაში ჩავწექი.


ერთი, ორი, სამი - გადავახვიე კადრებად მომხდარი, მერე ლუკასთან ბოლო საუბარი
გავიხსენე. ტელეფონს მეათასედ დავხედე, თარიღი რომ შემემოწმებინა... 


არა, არ ვცდებოდი... ნამდვილად ოთხშაბათს მიჩვენებდა ტელეფონის ეკრანზე


ციფრების ნიშნული... თვალები დავხუჭე, გავახილე, მერე ისევ დავხუჭე და შევეცადე
არ მოსვლის ყველანაირი სიტუაცია დამეშვა.


„ნუ, ადამიანია და იქნებ, საქმე გამოუჩნდა და ვერ მოვიდა... მარა რატომ არ დამირეკა?
რატომ და მევე ავკრძალე ყველაფერი მსგავსი კონტაქტისა და იმიტომ - საკუთარ თავს
თვითონვე ვუპასუხე გაკაპასებულმა. ნუ, კი ავკრძალე, მარა წესი იმისთვისაა, რომ
დაარღვიო, არა? - გავაგრძელე საკუთარ თავთან დიალოგი მე. ვერ დაარღვევდა, რომ არ
მწყენოდა, მაგიტომ - ისევ გავამართლე ჯაყელი - მაგრამ, მაინც.. როგორ ველოდებოდი!
ან, იქნებ, ავადაა და სიცხე აქვს? - უიმე, არა, ავადმყოფობის გამო, გამორიცხულია მისი
არ მოსვლა. სულ რომ მომკვდარიყო, მოვიდოდა.. მაშინ, მოკვდა? - გავიოცე ჩემთვის -
არა, ეგრევე გული გამისკდება, მეც! ლუკასნაირი ბიჭები არასოდეს კვდებიან, ან ჯერ არ
კვდებიან. ეგ ჩემს მერე მოკვდება, არ შემიძლია მე სხვა სცენარის დაშვება და იმიტომ!
სხვა სცენარი არც კი განიხილება! იქნებ, მართლა რამე უჭირს? -ცხვირში ისევ რაღაცამ
მომიჭირა და თვალებისკენ გადაღვარა, პირი გავაღე, რომ ღრმად მესუნთქა. გული ისე
მიცემდა, წყალზეც კი გადადიოდა მისი ვიბრაცია. იქნებ დაავიწყდა? - ეს უკეთესი
ვარიანტია - იმედი მივეცი საკუთარ თავს და გაღიმებას შევეცადე. არ გამომდის! არა,
ნუ დავიწყებით გამორიცხულია, არასოდეს არაფერი არ ავიწყდება, რაც მე მეხება და
პრინციპში, მისი სიკვდილი უფრო დასაშვები მგონია, ვიდრე ჩემი ნახვის დავიწყება
კოსტავას მალინისფერ სანაყინესთან. ღრმად ამოვისუნთქე და წყლიდან
ამოვსრიალდი. იმაზე კომფორტული გრძნობა არ არსებობს, როგორც წვიმაში
გალუმპული და გაყინული, ცხელ აბაზანას რომ მიიღებ, კარგად გამშრალდები და
რბილ ტანსაცმელში გაეხვევი. კომფორტის ბოლომდე შეგრძნებაში ხელს გული
მიშლიდა, რომელიც წუთში 1000– ჯერ მიცემდა და კოშმარულ აზრებს ჩემსკენ
მოერეკებოდა. „იქნებ ვინმე გოგოსთან დარჩა ჯაყელი გუშინ ღამით და დილით ვერ
აწია თავი? მოუწესრიგებელი ხომ ვერ მნახავდა? იმ გოგოსაც ხომ ვერ გააგდებდა
დილის 10–საათზე ქუჩაში, რაც არ უნდა იყოს, მაინც საინტერესო ღამეს გაატარებდა და
ასე უცბად, უთენია გარეთ გაგდება, უხერხული იქნებოდა, არა? - გენიოსი ვარ!
მხიარულად დავასრულე 2 საათიანი კოშმარი და შევეცადე საკუთარი თავისთვის ამ
ჰიპოთეზის დაჯერება რეალური გამეხადა. - წავიდნენ დალიეს, გაერთნენ და დილით
ეძინა, დაეძინა - აუცილებლად ასე იქნებოდა! ყავა მხიარულად დავისხი მე, ლონდონში
შობის დღესასწაულზე ნაყიდი ირმებიანი გეტრები ამოვიცვი, დივანში კომფორტულად
დავჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. მეორე დღის ამინდის პროგნოზის გაგების მიზნით,
არჩევანი საინფორმაციო გამოშვებაზე გავაჩერე და ჩემი რეცეპტით გამომცხვარი,
გაურკვეველი ფორმის ორცხობილა ჩავკბიჩე.


„გუშინ, გვიან ღამით, თბილელის 2 ნომერში არსებულ რესტორან „თბილისურში“


სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ატეხილ ჩხუბში დაიჭრა საქართველოს
თავდაცვის მინისტრის, თემურ სოხაძის ბიჭი, ბუტა სოხაძე. მომხდარში ეჭვმიტანილია
რესტორნის მეპატრონიდან, ერთ-ერთი, 1986 წელს დაბადებული, ლუკა ჯაყელი.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად, მომხდარს იძიებს ვაკის
რაიონის პოლიციის მე-8 განყოფილება.“


მერე

მე ყავა გადავიხსი, ისტერიულს პლიუს ნერვული სიცილი ამიტყდა და პირველი რაც


მოვიფიქრე, ლიკასთან დარეკვა იყო.
 

განაჩენი

ეგრე არ გამოვა, ლუკა! - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლაშხმა - მაგ საქმეში სამივე
ვიყავით, ხოდა სამივე ვაგებთ პასუხს, თანაბრად!


არ გინდა, ახლა ეგ საუბარი - გაეცინა ლუკას - ეჭვმიტანილი მე ვარ, ხოდა მევე


მოვაგვარებ პრობლემას.


უჩვენოდ რა უნდა მოაგვარო, ბიჭო?- ვერ გაიგო თევზაძემ


თქვენ დაგიბარებენ პოლიციაში, სავარაუდოდ - საათს დახედა ჯაყელმა - დღესვე.


ბუტა სოხაძე, როცა აზრზე მოვა, ვინმე ჭკვიანი თუ ჰყავს გვერდით, ეტყვის, რომ ამ
სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, გაჩუმება და ერთი ადგილის დაყენებაა. მე
წავალ, ყველას ჩემზე ექნება ეჭვი და ყველაფერი ამით მოგვარდება.


არავინ იჩივლებს, მე და თევზაძეს თავი ქუდში გვაქვს და არ ვიდარდოთ, შენ ჩვენს


გამო რომ ტოვებ ყველაფერს და ქვეყნიდან გაურკვევლი ვადით მიდიხარ, ხო? - ირონია
შეემატა ლაშხს ხმაში


ეგ რა შუაშია? - ისევ გაეღიმა ლუკას - შენ, ან შენ - ლაშხიდან ის თევზაძეს მიუბრუნდა -


ზუსტად იგივეს არ იზამდით?


ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი დივანზე ჩამოჯდა. ზუკამ სახე ხელებით მაგრად
მოისრისა და სიგარეტს მოუკიდა.


აუ, სხვა გამოსავალი ვნახოთ, რა?! - თითქმის მუდარით ითხოვა ლაშხმა


გადავწვიტე და მორჩა! - ხელი მხარზე ჩამოარტყა მან ზუკას - და რაც მალე წავალ, მით
უკეთესია. გავა დრო, ყველაფერი დალაგდება, ყველას დავავიწყდები და
დავბრუნდები.


ჩემებზე არც ვდარდობ, ვიცი, მიხედავთ - უცბად მია გაახსენდა მას და გულის
დიაფრაგმა ეტკინა - დანარჩენი... როგორც იქნება.


და საით სჯობს? - პატარა პაუზის მერე იკითხა თევზაძემ


ალბათ, გერმანია - დაფიქრდა ლუკა - ხო, გერმანია სჯობს! - გადაჭრით თქვა მან და
ოთახიდან გავიდა.

ვაკის მე-8 განყოფილება

თევზაძის მანქანამ არაყიშვილზე რომ შეუხვია, საღამოს 10 საათი იქნებოდა. თოვდა.


ლაშხი პირველი შევიდა ოთახში და თოვლი ქურთუკიდან პირდაპირ პარკეტზე,


უხეშად ჩამოიბერტყა


ათონელზე მომხდარ საქმეს ვინმე ერისთავი რომ იძიებს, სად ვნახავთ? -


გაოცებულთვალებიან გოგოს მშვიდად ჰკითხა მან.
 მე 13 ოთახში - იყო დაბნეული
პასუხი.


გავიგეთ, ჩვენი ნახვა გინდათ - პირდაპირ შეუღო კარი ლაშხმა უცნობს. უცნობმა
კომპიუტერიდან თავი აწია და მზერა ბიჭებს მიაპყრო.


ანუ, შეიძლება! - გადაწყვიტა ზუკამ, რომელიც კოჭლობით მივიდა ფანჯარასთან


მიდგმულ სკამთან და უკითხავად ჩამოჯდა - გისმენთ ყურადღებით!


ზუკა ხარ, თევზაძე?! - მშვიდად დაიწყო გამომძიებელმა


ნამდვილად - თავი დაუქნია მან და სიგარეტს მოუკიდა


აქ არ ეწევიან - ზიზღით თქვა გამომძიებელმა და თვალი–თვალში გაუყარა მას


ანუ, მხოლოდ თქვენთვისაა ნებადართული? - გაიკვირვა თევზაძემ და იმ წუთის


ჩამქრალ სიგარეტზე გააჩერა მზერა გამომძიებლისგან მარჯვნივ, ჯერ კიდევ რომ
ბოლავდა საფერფლეში. გამომძიებელმა ჩაახველა და ყურადღება სხვა რამეზე
გადაიტანა.


და თქვენ, გიორგი ლაშხი ბრძანდებით?- მოჩვენებითი ზრდილობით გააგრძელა მან.


გადასარევად იცი ვინ-ვინაა ამ ქალაქში - სიმკაცრე შეემატა ლაშხის ხმას - რა გინდა


ჩვენგან, დროზე თქვი და წავედით.


ჩქარობთ, ბიჭებო, ჩქარობთ! - გაიღიმა გამომძიებელს და გვერდით მდგარი, ყავის


ნახევრადდაცლილი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა - შენ, ჩემთან დარჩები- თვალი ზუკას
გაუსწორა მან - შენს მეგობარს კი, საბანაძე დაკითხავს.


არადა, ერთად უფრო მხიარული იქნებოდა - არ მოეწონა იდეა თევზაძეს


ჩვენთან ასე ხდება, წესია ასეთი, მაგრამ თქვენ წესების რა გესმით - ღიმილით
გააგრძელა ერისთავმა


ხო, აბა, სად მიგწვდებით ცაზე მაღლებს, მზეზე ლამაზებს - პოეტურად გარითმა
ლაშხმა

უცბად ოთახში ორმოცწლამდე, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, რომელმაც
ძალიან ზრდილობიანად გაიყვანა გიორგი ლაშხი და კარი უხმაუროდ მიხურა.


დავრჩით მარტო - გაეღიმა ერისთავს და თავზაძეს მეტყველი მზერა გაუსწორა. მზერა,


საიდანაც ჩანდა, რომ ის უფროსია და შენ რიგითი. ის მშვიდია და უნდა, რომ შენ
გვარიანად ინერვიულო. რომ ის მართავს და შენ უბრალოდ ემორჩილები. ერისთავის
სახის მეტყველების არც ერთი მისი მესიჯი არ გამოპარვია თევზაძეს.


გისმენ! - უთხრა მშვიდი ტონით მან


ეს მე გისმენ, თევზაძე- ისევ გაიღიმა გამომძიებელმა - იქნებ მომიყვეთ, რა გაუგებრობასა


და აურზაურს ქონდა ადგილი, თბილელის 2 ნომერში?


ჩვენზე უკეთ, თქვენ გაიგებდით - წაისისინა თევზაძემ


მე, თქვენი მოყოლილი მაინტერესებს - თვალები ამრეზით აატრიალა მან და


კითხვისნიშნით აღსავსე მზერა თვალებთან გაუჩერა ზუკას


ჯადოსნურად დაიწყო ეგ დღე - მხიარულად დაიწყო თევზაძემ - მე უკრაინიდან ჩემმა


ულამაზესმა ნაშამ ჩამომაკითხა. მივედი აეროპორტში, წავიყვანე სახლში და ვიჯერე
გული მასთან ყოფნით თუ არა, რესტორანში წავედით საჭმელად.


რაღაც სხვა ამბავს მიყვებით - თვალი არ მოუშორებია ზუკასთვის ერისთავს 


არა, ზუსტად მაგ დღის ისტორიას ვყვები - თავი იმართლა ზუკამ


რა ნაშა? რის უკრაინა? მე მაინტერესებს, რა მოხდა თქვენსა და ბუტა სოხაძეს შორის


ბუტა, სოხაზე... სოხაზე ბუტა - მარცხენა თვალი კიდევ მეტად მოჭუტა მან, თითქოს
გახსენებას ცდილობდა - ეგ ბიჭი ჩვენი თავდაცვის მინისტრის შვილია - თვალები
გაუბრწყინდა ბოლოს


აქ „ვის უნდა 20.000“ –ს არ ვთამაშობთ. მოყევით, რა მოხდა საღამოს 12 საათზე, თქვენს


რესტორანში, როცა ბუტა სოხაზე გესტუმრათ.


ბუტა ჩვენს რესტორანში იყო? - გაიოცა მან - კი მარა, მე სად ვიყავი? რა დასანანია, რომ
პირადად ვერ შევხვდი - გააგრძელა სიგიჟის სპექტაკლი მან


მგონი, საკმარისია ეს მარაზმი! - ერისთავი ძალიან ცდილობდა წყობიდან არ


გამოსულოყო


მე რაც მახსოვს, იმას ვყვები - მხრები აიჩეჩა მან - მე და მარინამ იმდენი დავლიეთ,
ბოლოს, მახსოვს „ვინ ხარ, ქალბატონოთქო“ ვეკითხებოდი ჩემს ულამაზეს გოგოს


როგორ არ მაინტერესებს შენი უკრაინული ორგიები - ხმა გაიმკაცრა ერისთავმა


ნტნტნტნტნტნტ - რა დღეში გაქვთ ნერვები - დანანებით გადააქნია თავი თევზაძემ



კარგი, ანუ მთვრალი იყავი და ბუტა საერთოდ არ გახსოვს, რატომ კოჭლობ იქნებ ეგ
მაინც ამიხსნა?!


მენჯი ამომივარდა - დაუჯერებელი სითავხედით გააგრძელა მან


და მუხლი შეგიხვიეს?!


ხო, მუხლი უნდა მქონდეს თურმე მყარად და მენჯსაც ეშველება - თავი დაუქნია
ერისთავს მან - 21-ე საუკუნეა, მედიცინა წინაა წასული, ბატონო!


მაგ მუხლში 9 მმ - აინი ტყვია გაქვს მოხვედრილი და დროა, მოყვე, რა მოხდა!


კარგი, ხო! - დანებდა ზუკა - რაღაც გაუგებარ ჩხუბში მოვყევი და გონზე რომ მოვედი,
აღმოჩნდა, რომ დამჭრეს.


ვისთან ერთად მოხვდით

ჩხუბში?


მთელი რესტონარი ჩხუბობდა - წამის მეათასედში მოიგონა ზუკამ


რატომ ჩხუბობდნენ? - საფეთქლები დაიზილა ერისთავმა - რას იგონებ, საერთოდ?!


არაფერსაც არ ვიგონებ, არ ვიცი რატომ ჩხუბობდნენ, მაგრამ რადგან ყველა იქ იყო, მე


ვერ ვიჯდებოდი მშვიდად, ავდექი და ხალხის ტალღას შევუერთდი.


არც ერთი თვითმხილვევლი არ არსებობს ასეთი კოლექტიური ჩხუბის


ჩვენი რესტორნის ღვინო, ღვინო კი არა, თოფია, თოფი! ყველა „პახმელიაზეა“ დღეს და
მათაც არაფერი ახსოვთ - გაიცინა თევზაძემ


ღმერთო, თქვენ ვინ ყოფილხართ! - შეწუხდა ერისთავი


ქალაქელები ვართ, ჩვენ - გაიღიმა ზუკამ


სადაა თქვენი მეგობარი, ლუკა ჯაყელი?


წარმოდგენა არ მაქვს - მხრები აიჩეჩა მან


გუშინ ხომ ერთად იყავით, სად წავიდა ის?


ჩვენ უკვე იმ ასაკში ვართ, რომ ერთმანეთის უკითხავად ვიძინებთ, ვბანაობთ და


ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ბატონო გამომძიებელო. ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად.
გაიკითხეთ, ცოტა წაიმუშავეთ და იქნებ, იპოვოთ კიდეც - მხრები აიჩეჩა მან.


ერისთავი გაჩუმდა, თვალის კუთხე ნერვულად აუთამაშდა და თვალები


დაუპატარავდა

ჯაყელს მიწიდან ამოვიღებ და თქვენ ყველაფერს დაგაფქვევინებთ, ძალიან მალე!


აბა თქვენ იცით, ადამიანს იმის გამო ემუქრებოდნენ, რადგან გუშინ ძალიან ბევრი
დალია, პირველად მესმის. აი თქვენ რომ დაგელიათ 2 ლიტრი არაყი, პირადად თქვენ,
ფეხზე დადგებოდით, ბატონო გამომძიებელო?! - გაიღიმა მან და სიგარეტს გაუკიდა -
ვერა! მე კი ფეხზე ვდგავარ, ხოდა, შემარგეთ, თუ შეიძლება.
 

დაკითხვა 2

სერიოზულად მაინტერესებს, თუ მარტო ლუკა ისროდა, ამდენი დაზარალებული
როგორაა იმ მხარეს და თქვენთან, მხოლოდ ერთი დაჭრილი?


წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საერთოდ საუბარი? - გაიოცა ლაშხმა


გადასარევად იცი, რაზეც ვსაუბრობ და მოდი, კაცურად მომიყევი, რა მოხდა!


გუშინ, ანუ? ჩვენს რესტორანში? - გადაამოწმა ლაშხმა - მე გვიან მივედი. ლამარა, ჩემი
გამზრდელი ბებია, მოხუცია და სკლეროზი აქვს. მისთვის წამლებს ვყიდულობ კვირაში
ერთხელ, ჩვენი უბნის აფთიაქში.


ვინ ლამარა, რა სკლეროზი ?-გადაირია საბანაძე


მაცადეთ მოყოლა!- შეიცხადა ლაშხმა - ხოდა, მოკლედ, ამ მეზობლის ფარმაცევტ გოგოს


რომელსაც ულამაზესი მკერდი აქვს და ისედაც ვეპრანჭები, მე იმ საღამოს კარგა ხანს
ველაპარაკე. მერე წამოვედი სახლში და დავაფიქსირე, რომ ბებიაჩემის წამლების
რიცხვში შედის „დიაზეპამი“. ამ ბოლო დროს რაღაც შიშები დამეწყო, არ ვიცი ესეც
ალბათ, ნერვოზის ბრალია. ხან ხაჭაპურის ჭამის მეშინია, რომ არ მომწალმოს, ხან
მარტო დარჩენის. სიბნელის შიში ავიკვიატე იმ დღეს და რადგან ძალიან დაღლილი
ვიყავი, ვიფიქრე, ბებოს 1 ტაბლეტს მოვპარავ და კარგად გამოვიძინებთქო. დავლიე
წამალი და ის იყო, დაძინებას ვაპირებდი, ბიჭებმა დამირეკეს და პოკერის სათამაშოდ
წამიყვანეს. 


რა მოხდა, 21 იანვარს თქვენს რესტორანში?! - დაუმარცვლა საბანაძემ ლაშხს


რა მოხდა და პოკერი ვითამაშეთ ბიჭებმა და მე წავაგე - გადაიხარხარა გიორგიმ და


მეასე სიგარეტის ღერს მოუკიდა


ღმერთო, რას ბოდავ?! - გაოცდა სანამაძე


არაფერს არ ვბოდავ, ბოდვა მე დავიწყე მაშინ, როცა წაგებულს და დიაზეპამით


გათიშულს, 2 განსხვავებული დამალევინეს. საერთოდ, მე სასმელს ვერ ვიტან,
ხელოვნური საყლაპავი მილი მაქვს. ძალიან პატარა რომ ვიყავი, კიკეთში ვისვენებდი
და იქ ყელი ბეტონის არმატურაზე დავიზიანე, წამიყვანეს საავადმყოფოში და ხორხში
ჩამიფინეს პლატინის ფირფიტა, რის გამოც მთელი რიგი აკრძალვები დამიწესეს. ერთ-
ერთია სმა, რომელიც ძალიან მიყვარს და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვეპარები.
თუმცა განსხვავებულები, ნამდვილად მეკრძალება...ხოდა...


ნორმალური თუ ხარ, საერთოდ?- გაოცებული სახე მიიღო საბანაძემ


აი, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას, გამაგებინე?! იმის ნაცვლად რომ მანუგეშო, რადგან
მე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, ზიხარ და დამცინი!

შეწყვიტეთ ამ უაზრობის მოყოლა! - თითქმის უბრძანა მან


ტონი - მშვიდად დაიწყო მან - ტონი მიკონტროლე, თუ ძმა ხარ!


ჰმ - ჩაახველა საბანაძემ-მე იმას გეკითხებოდით, რომ თქვენ ასე უვნებელი როგორ


გადაურჩით იმ ტყვიების ფოიერვერკს?


სუპერმენები ვართ, ბატონო გამომძიებელო - გაიცინა ლაშხმა


ვაფასებ იუმორს - ხელოვნური ღიმილი მიეხატა გამომძიებლის სახეს, რამაც მისი


გამომეტყველება კიდევ მეტად ყალბი გახადა - თუმცა, ნამდვილად ძალიან მიჭირს
დავიჯერო, რომ თქვენ რესტორნის ჰოლში, ხელების ქნევით ჩამოხვედით და იარაღი,
მხოლოდ ჯაყელს ეჭირა.


ახლა კარგად მომისმინეთ თქვენ, მე! - ვის ჩვენებას ეყრდნობით, საერთოდ,


გადაამოწმეთ? იქნებ ის მოწმე იტყუება და სხვა არაფერი?! თუ ლუკაზე გაქვს ეჭვი,
ლუკა დაკითხეთ. დანარჩენი ჩვენ არაფერი ვიცით, არაფერი გვახსოვს, იმ მარტივი
მიზეზის გამო, რომ ძალიან მთვრალები ვიყავით. ახლა რაც შეეხება ბუტას. გადაეცით,
რომ ტვინს გავუხვრეტ, თუ კიდევ არ მოისვენებს. ისიც გადაეცით, რომ შემჩნეულია -
ჯგუფურად განძრახულ და დაგეგმილ თავდასხმებში, მოწმეს მოვუყვან ათზე მეტს,
ვინც ამ ფაქტს დაადასტურებს. მერე მის ფულიან მამიკოს მოხსნიან, ატყდება ერთი
ამბავი, მის ირგვლივ. ათასი ჭორ-მართალი დაიწყებს ბრუნვას და... უნდა? უღირს?
ამიტომ იყოს, სადაცაა - ესეც სიტყვა-სიტყვით გადაეცით და დაივიწყეთ გუშინდელი
ამბავი 


ჰმ! ჩაახველა გამომძიებელმა - თქვენ რა, იმუქრებით? - ბოლომდე ვერ გაიგო მან


ნტ, გაფრთხილებთ! დახურეთ საქმე და წადით სახლში - გაიღიმა ლაშხმა


და თვითინ ლუკა ჯაყელი გაქცეული სადაა? - არ ისვენებდა ის


„ატაში“! მიდით, აბა იპოვეთ! - იყო პასუხი, რომელსაც ლაშხის ხმამაღალი სიცილი
მოყვა.
 

ბათუმის 5 დღე

მიყვარს აჭარა. ის სინესტეც მიყვარს მზის ჩასვლის შემდეგ კიდევ მეტად რომ იგრძნობა
და ის მზეც, სახეზე მხურვალედ რომ გკოცნის და შოკოლადისფრად გიღებავს კანს.
მთელი ბავშვობა ბათუმელი ბიჭები მომწონდა. მომწონდა მათი აჭარული კილო, მათი
ლამაზი, ცურვისგან ჩამოქნილი და გარუჯული სხეული, ზღვაში ფონს იქით რომ
გადიოდნენ ცურვით და არაფრის ეშინოდათ.


მიყვარს ბათუმი. მიყვარს წლის ნებისმიერ დროს. ქალაქი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და
ქალაქი, რომელიც გამორჩეულად კულტურულია. 


აჭარული ხაჭაპური არ გიყვარს? - მეკითხება ლუკა ბულვარის ლამაზ სკამზე


თავდაყირა მჯდომს და სიგარეტს უკიდებს.


კი, აჭარული მიყვარს - სიცილით თავს ვუქნევ მე


საღამოს ვჭამოთ?! - შემომთავაზა მან


ვჭამოთ - დაუფიქრებლად ვეთანხმები მას - შეგიმჩნევია, რომ არსებობს ღრუბლების 2


კატეგორია. ერთია - რომლებიც მუდმივად დაცურავენ ცაზე და მეორენი - რომლებიც
სტატიკურად გაშეშებულები არიან ცის სარტყელში.


საიდან მოიფიქრე ეხლა, ეს?! - გაიცინა ლუკამ


„პროსტ“ა -მხრები ავიჩეჩე მე - დაკვირვებულხარ?


კი - თავი დამიქნია ჯაყელმა და ისევ გაიცინა


ხატვის არანაირი ნიჭი არ გამაჩნია, გჯერა?! მზესაც ვერ ვხატავ და ყოველთვის, როცა
ცაში ღრუბლებს ვხედავ, სულ რაღაც ფორმებს და სახეებს ვხატავ, მინდა, თუ არ
მინდა.


ეგ ძალიან მაგარია! - თავი დამიქნია მან


ხო, მეც მომწონს - ვიცინი ისევ - კიდევ მომწონს ფერებს რომ იცვლის ცა. საღამოს
მოწითალოდ რომ იღებება ცის თაღი და ადგილ-ადგილ მალინისფერი ედება. მომწონს
მზეც უცნაურ ფერს რომ იღებს, სანამ წყალში ბოლომდე ჩაიძირება.


შენ ფიქრი გიყვარს და სასწაული ფანტაზია გაქვს, იმიტომ აქცევ ყურადღებას


დეტალებს - ამაყად მითხრა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა


ხო, ალბათ... ძალიან პატარა ვიყავი, როცა დავაფიქსირე, რომ ცოტა უცნაურად
ვფიქრობ და კიდევ მეტად უცნაურად ვაზროვნებ.

პირველივე წინადადებაზე მივხვდი, რომ შენ ჩვეულებრივი გოგო არ იყავი - ისევ
გაიცინა ლუკამ


აბა...რა დებილივით დამეჯახე - პირველი შეხვედრა გამახსენდა მე და სიცილი


ამიტყდა


ისევ თავიდან იწყებს! - თავი სიცილით გადააქნია ჯაყელმა და ლუდი მოსვა.


ხო, ნუ აზრზე არ ხარ ტარების და, ნუ გრცხვენია, აღიარება! - იმავე ტონალობაში


გავაგრძელე მე


რა ლამაზი იყავი, მაგ დღეს - მოულოდნელად მითხრა მან


ლამაზი არა, ის! - დავსერიოზულდი მე


ძალიან ლამაზი! - ყურადღება არ მიაქცია ჩემს სიტყვებს ლუკამ - და ისე შემეშინდა,


რომ დაგეჯახე, აი, სანამ მანქანიდან გადმოვედი და დაგინახე, კინაღამ მუხლები
მომეკვეთა - აღიარა მან


მუხლები იმიტომ მოგეკვეთა, რომ ულამაზესი დაგხვდი - თავი დავუქმიე, მე.


ლუკას ხარხარი აუტყდა


შენნაირი თავმდაბლობაც არ შეიძლება! - მითხრა მან


ზუსტადაც თავმდაბალი ვარ! - ჯიუტად გავიმეორე მე


ძალიან მაგარი გოგო ხარ! - თვალი ჩამიკრა ლუკამ


მოდი „დურაკა“ ვითამაშოთ გაპასტვაზე, გინდა? - თვალები ამიციმციმდა მე


რამ მოგიარა?- ისევ გაიცინა ლუკამ


„პროსტა“ - მხრები ღიმილით ავიჩეჩე მე


წააგებ და შენი ნერვები არ მაქვს - თავი დაიფასა მან


აბა, ვნახოთ - არ მოვეშვი მე


მია, შენ ისეთი „ზამასკიანი“ ხარ, წაგებას ვერ გადაიტან და მერე მე უნდა შემჭამო


რა იყო, ჯაყელ, ხომ არ გეშინია?! - ტექნიკურად ავაგდე მე


მოიტანე კარტი!- ბრძანება გასცა მან და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო


თუ შენ წააგე, ერთ ცეკვას ისწავლი ძალით და გაპასტული იცეკვებ- შევუთანხმდი


წინასწარ

და შენ რომ წააგებ, რამე უჟას ნახატს დაგახატავ ზურგთან და მთელი ბათუმის
დასანახად გატარებ გაპასტულს. ოღონდ ფერად კბილის ფასტებს ვიყიდი და
ცისარტყელასავით აგაჭრელებ, მოსულა?!


მოსულა! - მარცხენა ხელი ჩავუტყი მე და კარტის მოსატანად წავედი.



5 წლით ადრე

სანდრო უკლება ლონდონში გავიცანიერთ-ერთი გასტროლის დროს. მაშინ სანდრო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე მუშაობდა. ბრიტანეთში ცხოვრობდა ბოლოს 10 წლის
მანძილზე და ძალიან საინტერესო ბიჭი იყო.


კონცერტზე მნახა და მოვეწონე. თავიდან რუსი ვეგონე (მაგიჟებს ქართველი კაცის


დაუოკებელი სწრაფვა სლავებისამი!) მერე გაარკვია, რომ უკრაინელი ვარ, მაგრამ
თბილისში ვცხოვრობ და ქართული პატივისცემის ნიშნად, სასტუმროში, უამრავი
ტკბილეული გამომიგზავნა (რომელიც ზედმეტად ტკბილი იყო ჩემთვის, ამიტომ მე ეს 2
კილო შოკოლადი შუაღამისას, თითქმის ძალით ვაჭამე მთელ ჩემს დასს). ერთ - ერთი
კონცერტის მერე, სანდრო კულისებში დამხვდა და გამეცნო. ძალიან სიმპათიური იყო.
სასიამოვნო სიცილი და საინტერესო საუბარი ჰქონდა. ასე დავმეგობრდით. 2 თვიანი
გასტროლის პერიოდში, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. უცხოეთში დაწყებული
რომანი ძალიან ემოციური ყოფილა. მან ლონდონი ისე შემაყვარა, როგორც თვითონ
უყვარდა. ფეხით მომატარა მთელი ქალაქი. მიყვებოდა საინტერესო ისტორიებს
ვესტმისტერის სააბატოსა და სამეფო ოჯახზე. ხშირად ვსტუმრობდით თეატრებს.
ვსეირნობდით ღამის ქუჩებში და ვიცინოდით ხმამაღლა. ამასობაში დავიზეპირე
ლონდონში არსებული ყველა ლამაზი კაფე. მეტიც, უკვე გემოთი ვცნობდი ამა თუ იმ
ადგილს. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო.


2 თვის თავზე, ჩემი გამომგზავრების წინა საღამოს, სანდრო დათქმულ დროს შემხვდა.
უნდოდა დილიდანვე ვენახე, რომ შედარებით მეტი დრო ჰქონოდა ჩემთან ერთად
გასატარებელი. დღის ბოლოს მითხრა, რომ ძალიან მიმეჩვია, რომ არ უნდა განშორება
და რომ აუცილებლად ჩამოვა თბილისში, ჩემს სანახავად. ასეც მოხდა! ჩამოსვლიდან 3
თვეში სანდრო თბილისში დაბრუნდა და დროებით მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა
დარჩენა. ძალიან ვდარდობდი მის ბრიტანულ კარიერაზე და ვთხოვდი, უკან
დაბრუნებულიყო, თუმცა ამაოდ. მან მითხრა, რომ ჩემი დიდი ხნით დატოვებას არ
აპირებდა და რადგან მე ცეკვას თავს ვერ დავანებებდი, დროებით თვითონ თმობდა
საქმიანობას. ახლა რომ ვფიქრობ, გულწრფელად რომ ვთქვა, თვითონ არ ვიცი, საიდან
დაიწყო ეს ყველაფერი. გათენდა და ის ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, გავიღვიძე და
მივხვდი, რომ ის განსაკუთრებულია, ძალიან მზუნველი, უჩვეულოდ წესიერი,
ზედმეტად კარგი, იმდენად კარგი, რომ სერიოზულად დავფიქრდი, რა დამსახურება
მიმიძღვოდა ცხოვრებაში, ასეთ მომავალს რომ მპირდებოდა ბედისწერა. ყველაფერი
ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, რაც მე მომწონდა, მინდოდა, დაგეგმილი მქონდა, თუ არ
მქონდა - ყველაფერს მისრულებდა. ერთი რამ ცხადი იყო-მას ჩამოყალიბებულად
სერიოზული ურთიერთობა უნდოდა. მისთვის ვიყავი პირველი და ერთადერთი.
ნამდვილად არ იტყუებოდა, ამას ძალიან კარგად ვგრძნობდი. და აი, ასე - მე ის
დამსახურებულად შემიყვარდა...


შემიყვარდა, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა, შემიყვარდა იმიტომ, რომ


საუკეთესო იყო! 

მერე იყო ძალიან ხმაურიანი და მხიარული ქორწილი, მთელი თბილისისთვის
დაუვიწყარი წვეულება. მერე, ბევრი მოგზაურობა. ევროპა, აზია.. ამერიკა, თვეებით
მივდიოდით და ვრჩებოდით.. დაუვიწყარი დღეები, ბევრი სასმელი, მუსიკა! მე ჩემი
ფული სულ მქონდა, მაგრამ სანდროსთან ყოფნის მერე, მივხვდი, იმდენ ფულს
მაძლევდა სახარჯოდ ის რომ რომ ჩემი საკუთარი არაფერში მჭირდებოდა. არასოდეს
ითვლიდა, არ აინტერესებდა სად და რაში ვხარჯავდი. თუნდაც იმით უნდოდა
ბედნიერი ვყოფილიყავი, რომ მე მეცამეტე წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე. მოწონდა, რომ
არაფერში მზღუდავდა. ჩემი ისედაც გადაძეძგილი გარდერობი რადგან მეტს არ
იტევდა, ყველაფერი გავაჩუქე და ახალ სახლში, უზარმაზარი გარდერობის ოთახი
გავაკეთებინე მას. 


წყნეთში ვცხოვრობდით. 3 სართულიან, ულამაზესხედიან და ზედმეტად გაპრანჭულ


სახლში. სახლში, სადაც იყო დამლაგებელი, ერთი დამხმარე - რომელსაც ევალებოდა
სახლის ლაგება და ქალბატონი, რომელის საქმე სადილების მომზადება იყო.
პერიოდულად მენატრებოდა ჩემი ხელით გამომცხვარი უფორმო, თუმცა უგემრიელესი
ორცხობილები, ამიტომ ხშირად ვაცხობდი, ჯანსაღი ცხოვრება რომ არ დამვიწყებოდა.
სანდრომ მანქანის გამოცვლა შემომთავაზა, მაგრამ გაითვალიწინა ჩემი თხოვნა და
ჟანის ნაჩუქარი მანქანა არ დამათმობინა, ეს იყო ჩემი მზითვიც, სიყვარულიც,
მოგონებაც და მონატრებაც. მანქანის ის ერთადერთი მოდელი იყო, რომელზეც,
უბრალოდ ჭკუა მეკეტებოდა. ერთი სიტყვით, ზღაპარში ვცხოვრობდი. დაუჯერებელ
ზღაპარში.


მერე გავიდა 2 წელი, გაჩნდა საბა. საბას დაბადებიდან რამდენიმე თვეში კი ყველაფერი
რადიკალურად შეიცვალა. ცვლილება იმით დაიწყო, რომ მან სახლში ყოფნა შეზღუდა.
ხშირად გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან არც... გაუგებარი და ერთჯერადი მეგობრები
გაიჩინა. სახელები და სახეები რომ გეშლება იმდენად ხშირად რომ იცვლებიან - აი
ასეთი. სულ უფროდაუფრო მოუკლო ბრიტანეთში საქმიან ვიზიტებზე გამგზავარებას.
მერე... უყურადღებო გახდა, ზოგჯერ უხეშიც... ზოგჯერ კი არა.. ხშირად უხეში...
თითქოს მისთვის ყველაფერმა ინტერესი დაკარგა: მე, ბავშვმა, მოგზაურობამ, ფულმა...
თუმცა არა, ფული სულ ჰქონდა და სულ უნდოდა რომ ჰქონოდა.


ერთ საღამოს დავსვი და დაველაპარაკე. ავუხსენი, რომ მისი ხასიათის ასეთი


რადიკალური ცვლილება

არ მომწონდა და ვთხოვე, აეხსნა რამე თუ ხდებოდა. ჩამეხუტა და დამამშვიდა. ჩემს


საქმეს რაღაც პრობლემები შეექმნა და იმიტომ ვარ ნერვებმოშლილი. ყველაფერი
დალაგდება და შენც დამშვიდდებიო. იმიტომ მაგვიანდება, რომ ბიჭებს ვნახულობ და
გვიანობამდე გეგმას ვიმუშავებ სიტუაციის გამოსასწორებლადო. როცა გიყვარს და
გჯერა, რა მარტივად იმშვიდებ თავს, რა ზედმეტად გულუბრყვილო ხდები!


პერიოდულად ისეთი მზრუნველი და საყვარელი ხდებოდა, მეშინოდა. შევიდოდა


მაღაზიებში, რაც მოწონდა და არ მოწონდა, ყველაფერს ყიდულობდა ჩემთვის...
ალაგებდა თავის გარდერობს გიჟივით, აჩემებულად სწორხაზზე კიდებდა პერანგებს...


ერთ დღეს, გარდერობის ასეთი მორიგი ლაგებისას მივუახლოვდი და რაღაცის მოყოლა


დავაპირე. შევხედე და ვხედავ, მისმენს, მარა აშკარად რაღაც ჭირს... მერე დავინახე,
როგორ გაუშეშდა თვალის გუგები და როგორ დაედო მიწისფერი... და მე მივხდი, რომ
დავიღუპე... რომ უპატრონო ვარ... რომ ეს დასასრულია... მივხვდი, რომ ის ამ
ლაბირინთიდან, ასე მარტივად, ვერ გამოძვრებოდა... და ეს ყველაფერი: გვიან
მოსვლები და არ მოსვლები, ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნებები იყო მხოლოდ
ნიღაბი... მთავარი პრობლემის შირმა... გათენდა და მივხვდი, რომ ბიჭს, რომელიც
მიყვარს, რომლის ცოლი ვარ, რომელსაც შვილი გავუჩინე, რომლისთვისაც ვარ ცა და
დედამიწაც, განთიადიც და მზის ჩასვლაც - უბრალოდ არ სცალია ჩემთვის, გესმის? აი,
წკაპ და აღარ აინტერესებს არაფერი თავისი სიტუაციის გარდა...


ბიჭი, რომელიც დღეში 3 ჯერ იცვლიდა ტანსაცმელს, უვლიდა თავს და უყვარდა


ცხოვრება, უცბად ტიპიური ნარკომანი გახდა, მათთვის იდენტური ხმის ტემბრითა და
საუბრის მანერით, გაშეშებული თვალებითა და გაყინული აზროვნებით. ვისთვისაც
მთავარია თავისი თავი, საკუთარი კომფორტი და სხვა დანარჩენი, არ ედარდება. გული
დამელეწა... დიახ, დამელეწა მარტივ მამრავლებად და მივხვდი, რომ ცხოვრება
გამიფერმკრთალდა... ზუსტად ისე, როგორც იცვლიან ტონებს ძველი ფოტო სურათები,
რომ იცრიცებიან.... ფერები დაკარგა დღემ... აქამდე ის ბედნიერი სიტუაცია, მოვლენები,
ყველაფერი კარგი და დადებითი სადღაც, ძველ სკივრში ჩაიმალა და დიდი
ურდულით, თავისით გადაიკეტა... 


საღამოებს, ძირითადად წყნეთის უზარმაზარი სახლის ვერანდაზე, მარტო ვატარებდი.


საბას დავაძინებდი თუ არა, ვისხამდი ჭიქა ღვინოს ან ვისკის, ვჯდებოდი ჭილოფის
რბილ სავარძელში, ვიღებდი წიგნს და ვკითხულობდი. 


რატომ არაფერი გვითხარი, თავიდანვე ? - ვერ მპატიობდა ლიკა


რა მეთქვა? მე თვითონ არ ვიცოდი დაზუსტებით არაფერი..


რომ ცუდად ხარ! - გაიოცა მან


რა მნიშვნელობა აქვს, ხომ მაინც გაიგე?


თითქმის ძალით გათქმევინე - შემისწორა მან - ახლა როგორ ხარ?


ცუდად - ვთქვი მოულოდნელად. ლიკას თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან


ცუდად ხარ? - ჩამეკითხა ის


კი - თავი დავუქნიე მას და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში - მთელი ცხოვრება


ჩემი ფული მაქვს, შენ ხომ მაინც იცი... ჯერ ვცეკვავდი და სანამ ჟანი ცოცხალი იყო,
ყოველთვე იმდენ ფულს მიგზავნიდა, სად დამეხარჯა არ ვიცოდი. გასტროლები რომ
დამეწყო, თითო მოგზაურობიდან 3 ან მეტი ათასი მრჩებოდა.. ახლა ჩემი თავი
მეზიზღება, ისეთი უფუნქციო ვარ... უაზროდ ჰაერს გამოკიდებული ღამურასავით
თავდაყირა დაკიდებული, დაღლილი და უძინარი. მკლავს იმაზე ფიქრი, რომ ეს
ყველაფერი რეალობაა და ჩემს თავს ხდება... არ მინდა ეს სიუჟეტი, ამ რეალობას ვერ
მივიღებ - თვალები ამემღვრა მე - ვზივარ ყოველ საღამოს, გესმის? ყოველ საღამოს,
სახლში, ჩვენს ვერანდაზე და ვუყურებ შორს განათებულ თბილისს... სახლი მენატრება
ჩემი საკუთარი, ძველი დრო, მე შენ, ქეთო,ლაღები და მხიარულები, უდარდელები... სმა
დავიწყე ძილის წინ ...


ლიკას თვალები კიდევ მეტად გაუფართოვდა.


მითხარი, რომ ეს ყველაფერი არ მეჩვენება და შენ მელაპარაკები, ნამდვილად! - მითხრა


მან პატარა პაუზის მერე


მე ვარ, მე ვსაუბრობ, ლიკა, მე! მია, პავიჩი! და მინდა იცოდე, ჩემი ცხოვრება მენატრება,
ჩემი პირადი სივრცე, სიმშვიდე... და კიდევ... სანამ მე ჯერ კიდევ მიყვარს ეს ბიჭი,
მინდა, რომ დამიბრუნდეს ისეთი, როგორიც იყო და ზუსტად ისეთი, როგორიც
მიყვარდა!


დაწყნარდი! - თითქმის მიბრძანა ლიკამ, რომელმაც შიშისგან აღარ იცოდა, რა


მოემოქმედებინა


კარგი, მოვრჩით! - უეცრად გონს მოვედი მე


არა, აღარ ინერვიულო და მელაპარაკე, ეგრე ჯობს - მირჩია მან


ნტ, სათქმელი გითხარი - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად მე


როგორ მიყვარხარ, ჩემო გოგო - უეცრად ცრემლები მოადგა თვალებზე მას


ყველაფერი კარგადაა - მხარზე ვაკოცე მას და ასადგომად მოვემზადე


თვითონ უარყოფს? - საუბარი გამიგრძელა მან


ხო, რას იზამს, აბა?!


არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი სანდროს დაემართა


ყველაფერი ხდება, ასე რომ, დაიჯერე!


ისე მია, ხანდახან ტირილი აუცილებელია - მშვიდად დაიწყო მან - სახის

კანისთვისაც გადასარევია და თან უარყოფითი ემოციისგან გცლის, გესმის?


არ შემიძლია ტირილი - ამოვიოხრე მე


ნუ მაშინ მოკვდები აუცილებლად, ამდენი დარდისგან გული გაგიჩერდება! -


პროფესიული ტონი შეემატა მის ხმას


კარგი ახლა, გადადე ეგ სათვალე და ჩემთან ნუ პროფესორობ - გამეცინა მე - ყავა


გინდა?


ყავა, კი, დავლევ - დაბნეულად გააგრძელა მან - მარა, შენ უნდა იტირო!

ვაიმე, მომეშვი! - გადავირიე მე


ან მაშინ იყვირე, გესმის? გადი აივანზე და იყვირე!


ჯერ ხომ როგორი დალაგებული გოგო ვარ და ეხლა წარმოიდგინე, აივანზე რომ გავიდე,
ყოველ დილით, ან საღამოს და ყვირილი რომ დავიწყო, რა ლამაზი იქნება?! -
ისტერიული სიცილი ამიტყდა მე


ნუ, სხვა გამოსავალი არაა, მაშინ ხმადაბლა იყვირე, გათავისუფლდი ამდენი


უარყოფითი ემოციისგან - დაბნეულად გაიღიმა მან და სიგარეტი გააბოლა.

კბილის ფერადი პასტები

აუ, რას გავხარ! - სიცილისგან სულ გაწითლდა ჯაყელი და დაცლილი კბილის პასტების
ყუთები იატაკზე დაყარა


ულამაზესი ვიქნები, მაინც! - იხტიბარი არ გავიტეხე მე


ხოდა აი, ივლი ასე, საღამომდე - კმაყოფილმა ჩაახველა მან და ლუდი მოიყუდა


ძალიან გადასარევად ვივლი - ისევ მშვიდად გავაგრძელე მე და ალუბლის კომპოტი


მოვსვი


„ძალიან გადასარევად“ - გაიცინა მან - ჩაგახედო სარკეში?


არა, იყოს - თავი შევიკავე მე


გეშინია, გოგო? - შეეცადა ავეგდე 


ნტ, უბრალოდ გენდობი - ებრაულად მოვუხაზე მე


ხოდა, გადასარევი! რას გაწერ ზურგზე?.. - წამით ჩაფიქრდა ის


რაც გინდა, ის დამაწერე - ბოლომდე თავი გავწირე მე


კარგი, მაშინ დაგაწერ „მე „დურაკას“ აზრზეც კი არ ვარ“


ოო, რამდენი წლის ხარ? - შევეცადე გადაეფიქრებინა მას


აუ, ძაან მაგარი რამე მოვიგონე - არ ცხრებოდა ის და ისტერიულად იცინოდა


ხოდა დამაწერე, მიდი, ისე გიხარია ეს ჩემი გაპასტვა, ლამისაა, ხვალაც შემოგთავაზო
იგივე თამაში


გაიმხნევე თავი, მიდი - ისევ გაიცინა მან - აუ რას გავხარ, მია!! „უჟას ვიდზე“ ხარ!


გაიარე, რა! - ვთქვი ინსტინქტურად და სარკეში ჩავიხედე. სარკეში დამხვდა სასწაული.


მე არც მეტი არც ნაკლები „სკიტელსის“ რეკლამას ვგავდი!
 ღმერთო რას ვგავარ! -
აღმომხდა ინსტინქტურად


აჰაააჰაჰაჰა - დივანს დაეყრდნო, რომ არ ჩაკეცილიყო ის


ხო, კაი, გეყოს, წამოდი, მომშივდა ამასობაშიც- შევეცადე ისტერიკა არ დამმართნოდა მე


- წითელი პომადის წასმას, ნეტა, აზრი აქვს?


წითელი პომადა, ყოველთვის კარგი იდეაა - გამიღიმა ლუკამ და ოთახიდან


გამომაცილა.


სრულიად ბათუმმა ჩემთან სურათი გადაიღო. ვერავინ ვერ დავაჯერე, რომ ბავშთა
ცენტრიდან გამოქცეული ანიმატორი არ ვიყავი და იმ დღეს, უბრალოდ „დურაკა“
მქონდა წაგებული. ლუკა მომყვებოდა და პერიოდულად იკეცებოდა სიცილისგან.
ვიცინოდი მეც! ძალიან მხიარული დღე იყო.


შემდეგი, რა გაქვს გეგმაში? - გამიღიმა მან


სკუტერებია შემდეგი - ვთქვი ამაყად


წაგებული შედის ღამით ზღვაში, სულ ბოლომდე თუ არა, ნუ ყელამდე მაინც,


ყოველგვარი ზუზუნის და „დედას გაფიცებ, გადაიფიქრეს“ გარეშე.


ხოდა, მოემზადე - ისევ გავიმხნევე თავი. თუმცა ძალიან არ მესიამოვნა წაგებულის


დავალება


შენ მოგიწევს ღამით ზღვაში ზვიგენებთან ბანაობა, მე კი არა - გამიცინა მან და მარწყვის
მილკშეიკი მოსვა.


მაგასაც ვნახავთ - ვთქვი მე და ღრმა საფერფლე გადმოვიდგი მზესუმზირის


გასაფრცქვნელად. ამ დროს რესტორნიდან გამოსულმა საკმაოდ ნასვამმა ქალბატონმა,
რომელიც ნამდვილად ძლივს იჭერდა წონასწორობას, შრიალით ჩაგვიარა გვერდით,
მერე უცბად მობრუნდა, ჯიბიდან კარგად გატკიცინებული 5 ლარიანი ამოიღო და
ხელში ჩამიკუჭა.


აუ, ძალიან ცუდად ვარ! - ამოიხავლა ლუკამ და სკამიდან პირდაპირ მიწაზე


გადაკოტრიალდა


კაი, ხო, გეყოს - სახეს ძლივს ვიჭერდი, რომ არ გამცინებოდა მე


მათხოვარი ეგონე, ბიჭო! აუ, მართლა რას გავხარ, მია! - იგუდებოდა ის


გეყოს-თქო - ვთქვი მე და გიჟივით გადავიხარხარე.



წყლის უხმელეთო სივრცე

გეუბნებოდი, ძალიან ლუზერი პერიოდი გაქვს და თავი შეიკავე ინიციატივებისგანთქო
- მეუბნებოდა ლუკა და ზღვაში ნელ-ნელა შედიოდა - მარა შენ ხომ ყველაზე მაგარი
გოგო ხარ და, არ გეკადრება „ზადნი“, მაშინ ჩაისუნთქე ღრმად და შემოდი. იმედია,
ფეხზე არაფერი მოგედება, ისტერიკებს არ ვართ - მამხნევ-მაშინებდა ის


აუ, გაიარე, რა! - ვცდილობდი გულისცემა ცოტათი მაინც გამეჩერებინა და შიშს არ


ავყოლოდი მე


ჩამოხვალ, თუ ეგრევე ფუფლოვდები? - ზღვიდან მიკიოდა ის


უხ, ლუკა, მე შენი! - შევიგინე ხმადაბლა, საცურაო კოსტუმის ბრეტელები გავისწორე და


ნელა შევცურე


მე მითხარი, რამე? - გაიცა მან


რომ გკითხო, კარგად არ გესმის - შიშისგან გამეცინა მე - შემომხედე, ასე, საკმარისია? 


ეგრე საკმარისი არაა, წელამდე ხარ ჯერ! - სიბნელიდან დამიძახა მან


ხო, აბა შენამდე მე ვერ შემოვალ, ბოდიში - გავხედე ლუკას რომელიც შავ სივრცეში
წერტილივით მოჩანდა


ანუ, ფუფლო ხარ, ხო? - არ ისვენებდა ის


ფუფლო ხარ შენ! შემოვედი, მეტი რა გავაკეთო? - ვთქვი კანკალით და მივხვდი, ლავიწს
როგორ მიფარავდა უხილავი სითხე


აი 1 მეტრიც და ვსო - არ ჩერდებოდა ის - მანდ პრინციპში, უკვე ძალიან ღრმავდება და


ამიტომ ვიცი, გადაირევი.


ბოლო წინადადება ნათქვამი არ ჰქონდა, რომ მე ფეხქვეშ სიცარიელე ვიგრძენი და ისე


დავიკივლე, პორტის რადარმა წრეზე სიარული შეაჩერა და მე მომანათა უშველებელი
პროჟექტორი. მერე მახსოვს წყალი, ბევრი წყალი, ყველგან წყალი. მერე... ტკივილი და
ვიგრძენი, როგორ მწვდა ვიღაც თმაში და საპირისპირო მხარეს როგორ გამისროლა.
მერე მე ამოვისუნთქე და გონზე მოვედი თუ არა, ისე ვთხლიშე ჯაყელს სახეში, მეგონა
მარცხენა ყვრიმალს ჩავულეწავდი.


გაგიჟდი, ხო? - ბოლომდე ვერ დაიჯერა, რა გავაკეთე მან


გავგიჟდი კი არა!!! რატომ მახრჩობდი??- ვკიოდი მე


ვინ გახრჩობდა, გადაირიე? - სიცილი აუტყდა მას - დაპანიკდი და ეგრევე მოგერია ეს


შიში


დავპანიკდი კი არა, ხმელეთი გამომეცალა და ვიძირებოდი.


ხმელეთი არა, ის ... აქ კიდევ 3 წუთი რომ იარო, არ ჩაიძირები- სერიოზული სახე მიიღო
ლუკამ - აი, დადექი! ნახე რომ მიწაა!


არ მინდა! - შუბლი შევკარი მე - თმა რაღატო მომქაჩე?


ყვითლად ელვარებდა წყალში და რომ მივხვდი, ისტერიკა დაგემართა, ყველაზე


მარტივად ეგრე ამოგიყვანდი


რა ჭკვიანი ხარ! - თავი დავუქნიე მე და კიდევ მეტად მოვეჭიდე მკლავზე


ქერა, რატომ შეგეშინდა? - გაეცინა მას - აუ, როგორ ჩამარტყი, რა ძალა გაქვს!


ხოდა მეორეჯერაც ჩაგარტყამ, თუ დროზე არ ავალთ წყლიდან! როგორ მახრჩობდი,


ბიჭო?! - თავს ვერ ვიკავებდი მე


ნუ, მოკლედ, ფუფლო ხარ! - დაასკვნა მან და ნაპირზე ამათრია


ხმა არ ამოიღო საერთოდ, თორე წყალში დაგმარხავ, იცოდე! - ვთქვი გაცეცხლებულმა,


თმა ნერვიულად გავიწურე და სასტუმროსკენ წავედი


და ხვალ სკუტერზე არ გინდა? ერთ შანსს კიდევ მოგცემ! - მომაძახა მან


წადი შენიც! - გამეცინა მე და კენჭი ვესროლე


აუ, ჩემი! ვააახ! - ზურგს უკან ლუკას გაოცებული ხმა ნაწყვეტ - ნაწყვეტად მომივიდა-
ასე, რანაირად ისვრი, ქერა?


პელე ვარ! - მივაძახე მე და განათებულ ქუჩაზე გავუჩინარდი.



ყირგიზეთი. ბიშკეკი

ადგილი, რომელიც მანქანიდან გადმოვედი თუ არა, თვალწინ დამეხატა, საერთოდ არ
ჰგავდა კლინიკას. ჩემს ბავშვობაში კომუნისტური სკოლის შენობას უფრო
მოგაგონებდათ, ვიდრე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰოსპიტალს. ღრმად
ჩავისუნთქე და ჭიშკარი შევაღე. ეზო ლამაზი იყო, გამწვანებული, ბევრი მცენარითა და
ხით, მაგრამ უკიდეგანოდ მოწყენილ-დადუმებული. გეგონებოდათ, მოკვდავი არავინ
მოიძებნებოდა ირგვლივ.


ზუსტად იცი, რომ ეს ადგილია? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით სანდრომ და სიგარეტს


მოუკიდა


ეს ადგილია! - უფრო ვიგრძენი, ვიდრე დანამდვილებით ვიცოდი მე.


კლინიკაში შესვლისთანავე, მივხვდი, რომ ეს ადგილი ძალიან ჰგავდა ფსიქიატრიულ


კლინიკას. გრძელი და ნახევრად განათებული კორიდორიდან, რომელიც რატომღაც
ღია ლიმნისფრად იყო შეღებილი ისმოდა სხვადასხვა ტიპის ხმა. ეს ხმები არ ჰგავდა
სტანდარტულ ხმებს... ეს იყო ხალხის გოდების ხმა... სულის დატანჯული
მდგომარეობის ამსახველი ხმა. ცუდად გავხდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ადმინისტრატორს
გავესაუბრე და წავედი იმ ოთახისკენ, სადაც მთხოვეს ექიმის მოსვლამდე მომეცადა. 


კლინიკის იატაკი სერი ფილებისგან იყო აწყობილი. ეს ფილები თანდათან რომბებს


ქმნიდნენ და მერე ისევ სწორდებოდნენ. წარმოვიდგინე ჩემი თავი ამ კოშმარ კლინიკაში
და მივხვდი, აქედან მე ჯანმრთელი ფსიქიკით ან გამოვიდოდი და ან არა. უფრო - არა!
შემეშინდა. მერე საბა გამახსენდა და უცბად ტირილი მომინდა. გამახსენდა, როგორ
ჩამეხუტა წამოსვლის წინ. ისიც გამახსენდა, რაც ჩემმა შვილმა ამ ბოლო 1 წლის
განმავლობაში გადაიტანა და კიდევ მეტად გავცოფდი საკუთარ თავზე... ღირდა, კი?
ვიქცეოდი სწორად, რო? თუ ჯობდა ჩამელაგებინა და წავსუყლიყავი ჩემს სახლში,
მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ისტერიკისა და სკანდალის გარეშე... ძალიან რომ
გვეძაბებოდა ურთიერთობა, საბა შემყავდა ოთახში, ვაცმევდი და ვტოვებდი ამ
უზარმაზარ სახლს, რომელშიც მე აბსოლუტური გაუცხოება მჭირდა. მივდიოდი ხან
სად, ხან სად.. უხმოდ, უპრობლემოდ ვივიწყევდი მომხდარს, იმ იმედით, რომ როცა
დავბრუნდებოდი, ყველაფერი მოგვარებული დამხვდებოდა. 


ხშირად საბა უკან აღარ მომყვებოდა. „დაიძინა სანდრომ?“ - მეკითხებოდა ის. „არ
მინდა სახლში, არ მინდა სანდროსთან.. არ გეჩხუბებება?“ - აზუსტებდა საბა. მე მის
ყოველ კითხვაზე გული შუაზე მეხეოდა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. ვამხნევებდი და
ვუცინოდი, ვეუბნებოდი, რომ გაუვლის, მამა ავადაა, და მალე მორჩება - ასე
ვბრუნდებოდი სახლში, სადაც ყველაზე უცხო ვიყავი, ამ უშველებელ სახლში ერთი
მტკაველი ადგილიც აღარ იყო „ჩემი“. ხანდახან, იმედიანად ვფიქრობდი, რომ ეს ის
ბიჭი არ იყო, ვისაც ვიცნობდი და რადგან ეს სხვა ბიჭი გახდა, აუცილებლად უნდა
დამებრუნებინა ის, ვინც მე მიყვარდა და ვისაც მსოფლიოში სულ ყველაზე მეტად
ვუყვარდი, სულ, ყველაზე მეტად.. მე, მარტო მე. მეორე წუთს, სხვა აზრი მიტევდა - და
მაინც, როგორ გავრისკე და რატომ დავტოვე ჩემი საკუთარი შვილი ერთი თვით, ან ორი
თვით, ან გაურკვეველი დროით, მარტო იმიტომ, რომ ის მამა, რომელიც მას ბოლო
პერიოდში მოთხრობის ყველა უარყოფით გმირზე მეტად აშინებდა, მამა, რომელიც მას
ანერვიულებდა და ის მამა, რომელიც მას სტრესავდა, უფსკრულის პირას მყოფი,
გადამერჩინა! გადარჩებოდა, რო? შეძლებდა, კი? გავუძლებდი ამ ყველაფრის მერე, მე,
ამხელა გამოცდას? არ ვიცოდი... არც ვიცოდი და არც ვფიქრობდი ... საოცარია
ადამიანის ტვინი... პერიოდულად მახსენდებოდა ის კი არა, იქამდე რა კარგად
ვცხოვრობდი, რამდენი დადებითი ემოცია და ბედნიერი წუთები მაჩუქა ამ ბიჭმა,
არამედ მხოლოდ ბოლო 2 წლის უბედურება. მუდმივი ჩხუბები, დაუმსახურებელი
დამოკიდებულება, უყურადღებობა... აგრესია, აგრესია, აგრესია. იმის მტკიცება, რომ ის
ძლიერია და მე უნდა დავემორჩილო. ის კი არა, რომ ერთად გადაგვეწყვიტა, ან
გაეთვალისწინებინა, მე რა მინდოდა იმ კონკრეტულ სიტუაციაში - არა, მხოლოდ ისე,
როგორც მას სურდა.. ის თვლიდა რომ მართალი იყო. ალბათ სანდროს კი არა ჩემს თავს
მივეცი ბოლო შანსი და აქ გამოვემგზავრე. ალბათ, ასე იყო... სხვანაირად ვერ ვხსნიდი
საკუთარ ქმედებას. მინდოდა, ჩემს თავთან მართალი ვყოფილიყავი, მშვიდად რომ
დამეძინა... მშვიდად რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მე
ნამდვილად ყველაფერი გავაკეთე და მაინც, ვერ... ალბათ, სწორედ ეს შანსი მივეცი ჩემს
თავს... ბოლო მცდელობა, რის მერეც, მე ფარ-ხმალს ვყრიდი.. რის მერეც, მე ყველაფერს
დავასრულებდი... ნეტა, ისევ ისე თუ მიყვარდა ეს ბიჭი?! ისევ ისე, ნამდვილად აღარ
მიყვარდა... გული ემოციის ჭურჭელია, ის ერთხელ და ორჯერ დაუმსახურებლად რომ
გაგებზარება, მერე ამ გატეხილ სივრცეში მარტივად აღწევს უცხო ნივთიერება. ეს
სითხე, ხშირად გულგრილებას ჰგავს, ხანდახან წყენასაც.. მერე სიყვარული აღარაა
ისეთივე მყარი, როგორც იქამდე იყო. ზუსტად იმიტომაა, რომ სიყვარული ძალიან
მძიმე სატარებელია ერთისთვის და მას თანაბარი

მოფრთხილება უნდა ორივე მხიდან. თუ ერთმა თუ გაუშვა ხელი, მეორე კი


აუცილებლად დაიჭერს, მარა ამ ჭურჭელს ცალი მხარე დაუზიანდება... დაზიანებული
ნივთი კი არასდროს არ იქნება მთელი, რადგან ერთხელ უკვე გაფუჭდა. თუნდაც
უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ხომ დაშავდა?! ახლა, წარმოიდგინეთ, რამდენჯერმე რომ
გაუშვას მეორე მხარემ ხელი, რა დაემართება?! ხომ ძალიან შეილახება? და ეს პირველიც
ხომ დაიღლება ამ ჭურჭლის მარტო ტარებით? ... სულ ეგაა... ან მე ვფიქრობ ასე... არ
ვიცი...


ლიმნისფერი ოთახი, ნომრით 108, ათიოდე კვადრატის იყო. ოთახში იდგა 2 ლოგინი,
ერთი პატარა კუთხეებში მომრგვალებული მაგიდა და 2 სკამი. ბოლოში იყო პატარა
შირმას მსგავსი კუთხე, რომლის უკან საპირფარეშო, ხელსაბანი და საშხაპე იმალებოდა.
შენობას მთელ სიგრძეზე ფანჯრებთან ჰქონდა შემოვლებული გისოსები, მკურნალობის
პროცესში რომელიმე სუსტი ფსიქიკის მქონე პაციენტს გარეთ გადახტომა, რომ ვერ
შეძლებოდა, სავარუდოდ იმიტომ. ერთადერთი რამაც გამახარა, იყო 4 მეტრიანი ჭერი,
ცენტრში პატარა უაბაჟურო ნათურით. უზარმაზარი ჭერი დიდი რაოდენობით
ჟანგბადის ასოციაციას ტოვებდა, რაც ძალიან მომწონდა. 


შენობას არ ჰქონდა აივანი და ამაზე ფიქრი მკლავდა.


ფიქრებიდან ახალგაზრდა და კარგად ჩაცმულმა ექიმმა გამომიყვანა



რუსულად საუბრობთ ? - მკითხა მან


დიახ - ვუპასუხე მე


თქვენ მეუღლე ბრძანდებით? - გადაამოწმა მან


კი - მშვიდად გავაგრძელე მე


სანამ პაციენტს მოამზადებენ, თქვენ წამობრძანდით და სეიფში დატოვეთ ყველანაირი


მეტალის საგანი რაც გაქვთ, გასაღების ჩათვლით. 


უხმოდ დავემორჩილე მას. სანდრომ შეშინებული თვალები გამომაყოლა. გავუღიმე და


კარი გამოვიხურე. ნესტიანი კორიდორი გავიარეთ და მესამე სართულზე კიბეს
ავუყევით. ნელა მივდიოდი, ვცდილობდი, რაც არ უნდა მენახა, სიმშვიდე არ
დამეკარგა. ფსიქოლოგიურად მოვამზადე ჩემი თავი, რომ ამ კლინიკაში ცხოვრება
მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ უნდა ამეტანა. ექიმი მშვიდად მიაბიჯებდა,
მისი ხალათის თეთრი სიკაშკაშე თვალს მჭრიდა და მას პერიოდულად თვალებს
ვარიდებდი. რომელიღაც მულტფილმის სიუჟეტს მივამსგავსე ეს მომენტი, მარა
ვერაფრით ვერ გავიხსენე, რომლის... 


კორიდორის ბოლოს მეტალის კარებთან გავჩერდით. ექიმმა სინათლე ამინთო და


ოთახისკენ მიმითითა


შეინახეთ თქვენი ნივთები და ნომერი დაიმახსოვრეთ. 


უხმოდ შევედი და ყველაფერი ერთ ყუთში მოვათავსე.


მზად ხართ? - გამოსვლისას მკითხა მან


დიახ - გავიღიმე მე


ეს მარტივი არ იქნება - გამაფრთხილა მან - ღამე თითქმის არ მოგცემთ დაძინების


საშუალებას.


გავჩუმდი.


თქვენნაირი ლამაზი ცოლი რომ მყოლოდა, წამალს კი არა, ღამით ძილს ავიკრძალავდი,
სულ თქვენთვის რომ მეყურებინა. დასანანია, ასე რომ გიწევთ წვალება - სერიოზული
სახით მითხრა მან. ცხვირიდან თვალებში რაღაც ბურთისმაგვარი ჩამეღვარა, მაგრამ არ
შევიმჩნიე.


ეშველება? - ვიკითხე პატარა პაუზის მერე


მეეჭვება! - მითხრა გულწრფელად მან და წამით ჩაფიქრდა - მაგრამ ჩვენ ყველაფერი


უნდა ვცადოთ.

პარანოია

ყირგიზეთიდან დავბრუნდი 20 დოლარიანით ჯიბეში. არ მყავდა არც მანქანა. აღარ
მქონდა არც ერთი ოქროს სამკაული. წყნეთის სახლი გავყიდეთ და პეკინზე, ჩემს
შშობლებთან ახლოს, 3 ოთახიან ბინაში გავაგრძელეთ ცხოვრება. სანდრო ძალიან
სუსტად იყო. თითქმის მთელი დღე იწვა, ცუდად ჭამდა, ხალხში იშვიათად გადიოდა...
სულ ეძინებოდა... ურთულესი პერიოდი მქონდა, ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც.


გოგოების დახმარებით დასში ისევ დავიწყე ცეკვა, თუმცა ამ ეტაპზე სოლისტი აღარ
ვიყავი. საბა ბაღში დამყავდა. მე რეპეტიციებზე მივდიოდი, უკან დაბრუნებული
ბაზარში მივრბოდი, პროდუქტები რომ მეყიდა და მეორე დღისთვის სადილი
მომემზადებინა. 


მერე ასე პარკებაკიდებული ვაკითხავდი საბას ბაღში, მივდიოდით სახლში,


სანდროსთვის რომ მიმეხედა. ერთი და იგივე რუტინა ყოველდღე. ბავშვი-ბაღი-
რეპეტიცია. რეპეტიცია-ბაღი-ბავშვი. ღამე, თითქმის არ მეძინა. ცუდად ვჭამდი.


ზუსტად ამ პერიოდში, როცა მე ახალი დაბრუნებული ვიყავი ბიშკეკიდან და 55 კილოს


ვიწონიდი, ლიკა გათხოვდა და ქორწილში დამპატიჟა. ქორწილი კი არა, ამ ქვეყნად
ყველაფერი მეზარებოდა. ნერვებს მიშლიდა ის ფაქტიც, რომ ყველას ვისაც
ვნახულობდი, ერთი კითხვა უჩნდებოდა „მია, ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა ხომ
არ გაქვს?“


მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ ჯანმრთელობა არ ვიცი, მაგრამ ფსიქიკასთან


დაკავშირებით, ნამდვილად მაქვს რამდენიმე პრობლემათქო, თუმცა, მაინც უსიტყვოდ
ვიღიმოდი და „კი, ყველაფერი წესრიგშიათქო“ ვპასუხობდი
 შაბათს, დილით კანკალმა
გამაღვიძა. სულ სველი ვიყავი, სახსრებში მამტვრევდა და საშინლად მტკიოდა თავი.
სიცხე მქონდა მაღალი. დიდი რაოდენობით სიცხის დამწევი დავლიე და ღია საშხაპე
კაბინაში ვიბანავე გული რომ არ წამსვლოდა. საშხაპე კაბინაში სინათლეს არ ვანთებ
უკვე 1 წელია. ეს რაღაც ცუდად ყოფნის ჩემეული გამოხატულებაა. კაბინაში დიდი
სარკეა და არ მინდა ყოველ ჯერზე ჩემს თავს ვუყურებდე. ყოველ დილით ჩემმა
გათიშულმა სახემ და თვალს ირგვლივ შავმა წრეებმა შემაშინოს, ალბათ არ მინდა. ან
უბრალოდ სინათლე მაწუხებს. თვალებს აწუხებს ჭარბი ნათელი ფერი და ეგაა. ან ეგეც
არ მედარდება. არ ვიცი.


სანდროს ქორწილში წამოსვლა, რა თქმა უნდა, ეზარებოდა. მე დავიღალე მისი


ქრონიკული დაყოლიებით, ამიტომ ვუთხარი, რომ თუ არ წამოვიდოდა, მაინც
ბედნიერად წავიდოდი და ბოლოს დამითმო. მიხვდა, ნამეტანი მოსდიოდა. მშვიდად
ჩავიცვი სადა, მუქი ლურჯი კაბა, რომელიც პარიზში მქონდა ნაყიდი წლების წინ. თმა
უბრალოდ უკან შევიკარი და მივხვდი თუ არა, რომ ფრჩხილების გასაკეთებლად ფული
არ მქონდა, უფერული ლაქი მშვიდად გადავისვი ჯერ კიდევ ლამაზ ფრჩხილის
ფორმაზე და სახლიდან გამოვედი. ჯვრისწერამ როგორ ჩაიარა, ნაკლებად მახსოვს.
სანდროს შუა ეკლესიაში შეტევა დაემართა და მე დექსამეტაზონის ამპულით სირბილი
მომიწია, მარტო იმიტომ, რომ მან დაწერილი დიეტა დაივიწყა და რამდენიმე
აკრძალული ლებანი თხილი შეჭამა. რესტორანში მისულებს ზღვა ხალხი დაგვხვდა.
ამიტომ მე, რესტორანში შესასვლელშივე, შანელის კაბა, რომელიც ეკლესიაში ჩემი
წარმატებული მარათონის შემდეგ, ხელვაჩაურის ბაზრობაზე ნაყიდ, დაუდგენელი
მატერიის მანტიას დამსგავსებოდა, მშვიდად გავისწორე და ნაცნობი სახეების
მოსაძებნად დავძაბე თვალის ფოკუსი. მესამე მაგიდა - სადაც მხოლოდ ბავშვობის
მეგობრებისთვის იყო გათვლილი, ყველა ჩემს უახლოეს ადამიანს მოეყარა თავი. ქეთო
დვალს რიგით ათასმეერთე პარტნიორი ფაქტიურად იღლიაში ჰყავდა ამოდებული და
ისე იჯდა მალინისფერ კაბაში გამოკვანწული მაგიდის კუთხესთან. მის პარტნიორს
შევატყვე, რომ ძალიან უნდოდა ჭამა, მარა აშკარად, თავს ვერ აძლევდა ტყვეობიდან
დახსნის უფებას. სად შოულობდა ამდენ ქლიავს ეს გოგო, დღემდე ბერმუდის
სამკუთხედი იყო ჩემთვის, თან მიწყობით ერთნაირებს! სუფრასთან დავჯექი თუ არა,
თვალით ვანიშნე, იქნებ ამ ბიჭს ჩამოეხსნათქო, მაგრამ რაღა თქმა უნდა, საპასუხოდ,
მხოლოდ ღიმილი მივიღე.


ვის ველოდებით, კიდევ?- დავინტერესდი მე და კალმახის მოკრძალებული ნაჭერი


გადმოვისვი თეფშზე


სოფო უნდა მოვიდეს რეზისთან ერთად, კიდევ ნატუკა ზაზასთან ერთად და მეტი არ
ვიცი - მითხრა ქეთომ და სიგარეტს მოუკიდა - თქვენ როგორ ხართ ? მე წინა ღამის
უძილობა, სანდროს ნახევრადშეშლილი ბოდვები, გაუგებარი ფორიაქი, დილით
ნერვული შეტევა და სახლში დატოვებული უამრავი საქმე გამახსენდა, მერე ის- გუშინ
გაჩერებაზე რომ ვიდექი 45 წუთი წვიმაში, მარტო იმიტომ, რომ ზედმეტი 20 თეთრი არ
დამეხარჯა, (რითიც ბაზარში მომივიდოდა მთელი 1 კონა მწვანილი) მერე ის, სალონში
მისასვლელი ფული რომ არ მქონდა და მერე კიდევ ის, 40 გრადუსი სიცხით რომ ვიჯექი
სუფრასთან ქმრის თანხლებით, რომელიც საერთოდ ვერ ამჩნევდა, პერიოდულად
როგორ მიკანკალებდა ტემპერატურისგან მუხლები... მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ
გავიღიმე.


არაგვიშავს, უკეთ ვართ - მოჩვენებითად ბედნიერი ინტონაციით ვთქვი მე და


სიცხისდამწევის 2 ტაბლეტი დავამატე ჩემს უბედურ მდგომარეობას.


ფერი გაქვს ცუდი - მითხრა ქეთომ, რომელსაც არც ერთი ჩემი

აზრი წაუკითხავი არ დარჩენია


ღამე ცუდად მძინავს - ვთქვი ორაზროვნად მე და კომეტის დაცემის მოლოდინში


გავჩუმდი. ის იყო, სიცხისდამწევმა დაიწყო მოქმედება და მე ოდნავ შვებით
ამოვისუნთქე, რომ... მეგონა, დამემართა პარანოია, როცა ჩვენი მაგიდისკენ მომავალ
წყვილი შევნიშნე... წყვილი, რომელთაგანაც ბიჭი საშინლად გავდა... ბიჭი რომელიც
ისტერიულად გავდა... კი არა, და... იყო ლუკა ჯაყელი!!! მერე მე ყურებში წუილი და
თვალებში წითელი წერტილები ვიგრძენი... ნაბეღლავი გადავკარი და ტუჩზე ძლიერად
ვიკბინე გონება რომ არ დამეკარგა და რაოდენ პარადოქსულად პარანოიული არ უნდა
გეჩვენოთ, გავიღიმე. გავუღიმე ჩემს წინ მშვიდად დამჯდარ გოგოს და ქეთოს გავხედე
ინსტინქტურად. ქეთო, რომელსაც დაბნეულობისგან პირი გაეღო, მიწისფერი ედო
სახეზე და თვალებში შიშსაც კი დაუჭერდით, ცოტა გონზე რომ მომეყვანა ტკბილი
ხმით გავძახე 


რა ლამაზი პატარძალია, არა?! 


დვალი კიდევ მეტად დაიბნა და „რას მეკითხებიო“ დაიხატა სახეზე 


რომ ლამაზი პატარძალია, თან ძალიან - თვალები დავუქაჩე მე, იმ იმედით, რომ
მიხვდებოდა. ამასობაში ქეთოს მეწყვილემ, რომელიც მარტო ჩემ სახეზე გამოხატული
სიშლეგის დანახვაზე გახდა ცუდად, დრო იხელთა და ოთხად დაკეცილი იმერული
ხაჭაპური ჩაიკუჭა პირში. ისტერიული სიცილი ამიტყდა, ვითომ რაღაც მორიგ
სიტუაციაზე, რომელიც ასევე ვერ გაიგო ჩერჩეტმა დვალმა და მე ავტომატურად მისი
ხელსახოცით გაგუდვა მომინდა იქვე, 200 კაცის წინაშე, სუფრასთან! მერე მივხვდი,
როგორ ამიწია ისევ სიცხემ და როგორ გამიხურდა თვალები. უბრალოდ არ შემეძლო,
ლუკასთვის შემეხედა. მინდოდა, მაგრამ ვერ! ვუყურებდი რაღაც გაურკვეველ
წერტილს ლუკასკენ, მაგრამ არა, პერსონალურად მას.


ლუკა, სასიამოვნოა - ხელი ჩამოართვა ჩვენს სუფრაზე მსხდომ ყველა მამაკაცს მან და
ზუსტად მოპირდაპირედ დაჯდა. დაჯდა თუ არა მივხვდი, შემამჩნია და გაფითრდა...
2ჯერ უხერხულად ჩაახველა, მერე ისევ წამოდგა და მოულოდნელად მომმართა


მია?! 


ხმა... ეს ხმა... ღმერთო, ეს ხმა... გულში ტარამდე ჩამარტყეს დანა და კარგად


დამიტრიალეს


როგორ ხარ, ლუკა? - გავიღიმე და მეც წამოვდექი გადასაკოცნელად. სანდრომ


დაბნეულად შემომხედა.


მე და მია, ბავშვობის მეგობრები ვართ და წლებია, არ გვინახავს ერთმანეთი - განმარტა


ღიმილით მან. ლამაზი გოგო, რომელიც მას გვერდით ეჯდა ოდნავ შეირხა და ხელი
გამომიწოდა


მე ვიკა ვარ, ძალიან სასიამოვნოა! - მითხრა მან რუსულად


(ხო, ნუ ქართველები არ გეკადრება შენ ისეთი ბიჭი ხარ, გემოვნება სულ გქონდა, კი -
გავიფიქრე ჩემთვის )


ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა! - გავაგრძელე საუბარი ვიკასთან რუსულად მე


უი, ასე კარგად იცით, რუსული? - დაიბნა ის. მე უცბად მინდოდა რომ რამე
ჯოჯოხეთობა მიმეხალა სახეში საპასუხოდ, მაგრამ გამახსენდა, რომ კულტურული ვარ
და მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე


მე ქართველი არ ვარ, მამით უკრაინელი ვარ, სწორედ ამიტომ ვიცი ასე კარგად, ენა -
ვთქვი მოკრძალებულად.


უი, სახეზე ისე, მეცნობით - მომენტალურად შეცვალა საუბრის მანერა მან და დიდი
დოზით ბრიოლინი გადაისვა თავზე


გეცნობით? - გავიკვირვე მე და ჩემი გასაკეთებელი ფრხილები მუშტში დავმალე -


არადა, პირველად გხედავთ - გავიღიმე მე


ნანახი გყავს, კი - საუბარში ჩაერთო ლუკა. ახლა გამახსენდა, რომ ბერლინში თქვენი
ანსამბლის კონცერტზე ვიყავით, 4 წლის წინ, თებერვალში.... არა მგონი მარტში..


რას ამბობ ლუკა?! - დაიკივლა მან - ეს ის გოგოა?! ღმერთო ჩემო!!! კი, ნამდვილად ისაა!
რა მაგარია!!! და რატომ არ თქვი, ასე ახლოს თუ იცნობდი, ამ მოცეკვავეს - შოკში
ჩავარდა რუსი


მე მახსოვს, ვთქვი.. არა?! ნუ, ალბათ დამავიწყდა - მშვიდად თქვა მან და ამ დროს
საშინლად მომინდა თავში მისთვის რამე მძიმე საგანი მეთხლიშა.


(ანუ იყო მოსული! იყო!)


ხო, იმდენი კონცერტი იმართება თან, რომ - ჯაყელის მხარე დავიჭირე მეც


ლუკა! - დაიკივლა ბოლოსდაბოლოს გონს მოსულმა ქეთო დვალმა, ელივსებური


სისწრაფით წამოხტა და ჯაყელს კისერზე ჩამოეკიდა. რა მიზიდულობის ძალა აქვს ამ
გოგოს კაცების მიმართ, შეიძლება გადაირიო!


ქეთო! - გაიღიმა ლუკამ - როგორ ხართ? წლებია, არ მსმენია თქვენზე


გადასარევად! - ყურებამდე გაეხა ღიმილი მას და მე გამომხედა. მე სანდროსკენ


გავიხედე, რომელიც ზაზას ელაპარაკებოდა და შვებით ამოვისუნთქე


ახლა სად ხართ, რას საქმიანობთ ?- დაინტერესდა ვიკა


ახლა.. ისევ ვცეკვავ - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი მე. მერე წარმოვიდგინე, რას ვუზამდი
პატარძალს, როგორც კი მომეცემოდა საშუალება, რომ სკამი გამექანებინდა და იმ
ტახტრევნიდან ჩამომეგდო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მასკარადი გაუფრთხილებლად
დამიდგა.


პაუზა გქონდათ, ალბათ, ხო? - მიხვდა რუსი. ვიკა ულამაზესი გოგო იყო. დახატული
სახითა და

შესაშური აღნაგობით. მე კი არავისი მშურს, ზოგადად, მარა, ნამდვილად აღსანიშნად


ღირდა მისი ფიზიკური მონაცემები. ერთი თვალის შევლებითაც მივხვდი, რომ
გადასარევი გემოვნება ჰქონდა. კაბა ეცვა „მარნის“ ბოლო კოლექციიდან და „ჯუზეპე
ზანოტის“ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც მე სპეციალურად დაგდებული ჩანგლის
ასაღებად დახრილმა, დავუნახე.


კი, პაუზა მქონდა - გულის დიაფრაგმა დამეკეცა მე - ბავშვი გავაჩინე, ეს.. ის


ჩვენც 2 გვყავს - გამიღიმა მან



კიდევ ერთხელ დამიბნელდა თვალებში.


რა მაგარია! - ვთქვი მე და ლუკას გავხედე, რომელიც ნერვიულად ეწეოდა და


რესტორნის ჰორიზონტს უყურებდა.


კი, და მესამესაც ვგეგმავთ - გამიმხილა ვიკამ


ნამდვილად არ მეგონა, ამდენ ნაცნობს თუ ვნახავდი - მოჩვენებითი მხიარულებით


ჩაერია საუბარში ჯაყელი


მე, საერთოდ არც მეგონე თბილისში - ისე ვუპასუხე, მისთვის არც შემიხედავს


2 დღეა, რაც ჩამოვედი - თქვა პატარა პაუზის მერე მან


ძალიან კარგი - გავიღიმე ისევ მე და ვიკას შევხედე, რომელიც მშვიდად იჯდა და


ჩანგლით ახლადდაბრაწულ ხბოს მწვადს ეომებოდა. ლუკამ გამოართვა ჩანგალი და
ოპერატიულად დაუჭრა ხორცი მას. თვალი ავარიდე. ჩემი ფსიქიკა ამდენს ვეღარ
უძლებდა. ჯაყელი, იჯდა ჩემს წინ, ვითომც არაფერი, თითქოს, არც არაფერი
მომხდარა, ვითომ ვიყავით კარგი ნაცნობი და მხოლოდ ნაცნობი. თითქოს, მე
გავუჩინარდი 6 წლით ისე, რომ უკან არც მომიხედავს. თითქოს, მე ვიყავი ყაჩაღი და
ბანდიტი, დაუდგენელი წარსულის მქონე, გაურკვეველი პიროვნება. ადამიანი,
რომელიც ყველაზე ახლო მეგობარი იყო ჩემი და ამავდროულად ყველაზე უცნობი.
ვინც ქრონიკულად მენატრებოდა, რომელიც სულ მესიზმრებოდა და ვერაფრით,
უბრალოდ ვერაფრით ვერ ვხსნიდი მომხდარს. აი, ეს ბიჭი, ამხელა საიდუმლოებით
მოცული, მეჯდა წინ და ძალიან მშვიდად, თავის რუს ცოლს, მწვადს უჭრიდა! უცბად
მისი მოკვლა მომინდა. ან ცუდად ვიყავი და ერთადერთი რაც მომწონდა, ხალხის
ხოცვაზე ფიქრი იყო, დვალიდან დაწყებული, პატარძალითა და ჯაყელით
დამთავრებული. სხვას რომ ვერაფერს ვაკეთებდი, ისტერიულად მეცინებოდა,
მეცინებოდა იდიოტივით... ჩემს წინ ზის ბიჭი რომელიც ყველა დეტალს იცნობს ჩემსას,
და ზის ისე, თითქოს მხედავს ცხოვრებაში, მაქსიმუმ, მესამედ! თვალები დავხუჭე და
ისევ გავახილე, არა, ნუ ნამდვილად ის იყო!


თქვენ ახლა სულ თბილისში ხართ? - შოკიდან გამომაფხიზლა ვიკამ


ძირითადად, კი - ჩემი მწარე აწმყო გამახსენდა და კიდევ მეტად მოვიწყინე


ჩვენც ვაპირებთ, რომ ცოტახნით დავრჩეთ, აქ - გამიღიმა მან - არა, ლუკა?! მას
თბილისი არ უყვარს


ოხ, დიდი ხანია?- ირონია შემემატა ხმაში


ბატონო? - ვერ გაიგო ვიკამ, მაგრამ ვისაც უნდა გაეგო, მას ხველება აუტყდა
ნერვიულობისგან და ლიმონათი მოსვა


დიდი ხნით თუ რჩებითთქო?- წამის მეასედში გადავაკეთე მე


აი, არ ვიცი, ლუკაზეა დამოკიდებული, უნდა, რომ ბავშვები გამართული ქართულით


ლაპარაკობდნენ. გარემო გერმანული აქვთ, სახლში დედა - რუსი და სულ დაივიწყეს
ქართული.


საკუთარი თავი გამახსენდა წლების წინ და ისევ რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა


ყელში. ღმერთო, რა ხდებოდა ჩემს თავს?! რაღა ახლა გამოჩნდა, რაღა დღეს? აქ!!! რა
დროს ლუკა იყო თავისი ოკუპანტი ცოლით, რა დროს ეს იყო!


ასე, არ გგონიათ? - ისევ მეკითხება ის


უკაცრავად, სიცხნიანი ვარ და თავს ვერ ვგრძნობ კარგად, მითხარით რამე? ვერ
გავიგონე - თავი ვიმართლე მე


უი, რას ამბობ - შეიცხადა ვიკამ 


ხო, ალბათ შემცივდა, სადღაც - გავიღიმე ისევ - მოკლედ, ძალიან კარგი


გადაწყვეტილებაა რომ ბავშვები ჩამოიყვანეთ, მეც თავის დროზე ასე ჩამომიყვანეს
მშობლებმა და მახსოვს, როგორ მიჭირდა მშობლიური ენის ათვისება.


მიეჩვევიან - თავი დამიქნია ვიკამ და ქმარს რაღაც გადაულაპარაკა.


მე ისევ ის მალინიფერი კაფე და დილის 12 საათი მახსენდება. ადგილი, სადაც


ბოლოჯერ ველოდებოდი მას, ადგილი, სადაც ის აღარ მოსულა.. კიდევ მეტად მინდება
ტირილი... მინდა ასე, პირდაპირ, სახეში შევხედო ვკითხო: რა მოხდა იმ დღეს! რა
ჯანდაბა დატრიალდა მის თავს და სად აორთქლდა ამდენი ხნით? .... და ვერაფერს
ვეკითხები! ხელ-ფეხშეკრული ვზივარ და გიჟივით ვიცინი. ან იქნებ უკვე გავგიჟდი, ვინ
იცის?! იქნებ, სწორედ ასე გიჟდებიან?!


შენც გყავს ბავშვი? - მშვიდად მეკითხება ჯაყელი


კი, ბიჭი - თავს ვუქნევ მე


რა ქვია? - დაინტერესდა ის


საბა - ვთქვი ორაზროვნად. „რა იყო, გეგონა ლუკას დავარქმევდი“? - თვალებში


ვუყურებ და ვფიქრობ ჩემთვის, „ხო, აი, მეტი საქმე არ მქონდა, რა!“


საბა, მაგარი სახელია - გამიღიმა მან - შენ გგავს?! - თითქმის დააზუსტა მან


ორივეს გვგავს, მაგრამ, ხო, ალბათ უფრო მაინც, მე!


ძალიან მაგარია

„ბიჭი“- საუბარში ჩაერია ვიკა - ჩვენ ორი ბიჭი გვყავს და მე ვიცი, დედისთვის ეგ რაც
არის - თქვა მან ამაყად.


ყველაზე მაგარია! - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე მე და მაგიდიდან ავდექი.


წყვილი თვალი უკან გამომყვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ზუსტად ვიცოდი რენტგენში
გამატარებდა და დააფიქსირებდა, რა, რომ ოდნავ მეტს ვიწონი, ვიდრე ანჯელინა
ჯოლი თავისი კახექსიური 37 კილოთი, სერიოზულად დაფიქრდებოდა ჩემს ბედზე,
რაც აბსოლუტურად არ მინდოდა მე! ცანცარა ქეთოს აზროვნება ეყო და გამომყვა. კარი
მიხურა თუ არა, სახეზე ხელი აიფარა და ტირილი დაიწყო.


ხო არ აფრენ, რა გატირებს გოგო?!- გაბზარული ხმა არ შევიმჩნიე მე


მია.... ამის ატანა შეუძლებელია, როგორ გიყურებს! - ქვითინებდა ის


დალიე, შენ? - ცოტა ეჭვი შემეპარა მის ემოციურ ფოიერვერკში


წვეთი არ დამილევია და არც მიჭამია - ქვითინებდა ის


მაკიაჟს გაიფუჭებ - სიცილნარევი მოწყენით ვუთხარი მე და შევეცადე დამეწყნარებინა


როგორ გიყურებს!!! - თავს უარყოფის ნიშნად აქნევდა ის


კარგი, გეყოფა! - გული მომიკვდა მე


რა ლამაზი ცოლი ყავს, მარა შენ მაინც როგორ უყვარხარ! -თვალებს იმშრალებდა ის


ნუ ბოდავ, ქეთო! - გამეცინა მე


ეგრეა, გეუბნები! - სახე კარგად შეიმშრალა მან


რადგან გვერდით ჰყავს, ანუ უყვარს კიდეც, ან რატომ არ უნდა უყვარდეს? ღმერთივით
ქალია- ავღნიშნე მე


ლამაზია, მარა დიდი არაფერი - მხრები აიჩეჩა მან - არ ეცვას „იამამოტო“, ეგეთი
ეფექტური არ იქნებოდა


„მარნი“ აცვია - გავიცინე ისევ - და ძალიან ლამაზი იქნება „მარნის“ გარეშეც


შენ ვერავინ გჯობია! - ტონს აუწია მან - შენ ეგ „მარნი“ უკვე დაგავიწყდა ვინაა, რაც შენ
ბრენდები გეცვა, მაგას არ დაესიზმრება - წლებისგან აწ უკვე შელახულ ჩემს კაბას
თვალი შეავლო მან და ზუსტად ვიცი ის გაიფიქრა, რაც მე იმ წამს, მაგრამ არაფერი
უთქვამს. გულში მეორეჯერ ჩამარტყეს ტარამდე დანა მე და ღრმად ამოვისუნთქე.


ქეთო, კაი, რა! გგონია გული მწყდება რამეზე? 


და მაკიაჟიც ძალიან ბევრი უსვია - არ ჩერდებოდა ის - რაღა დღეს ნახე? იმედია, მალე
წავა აქედან!


რჩება - ძლივსგასაგონად ვთქვი მე


არა?! - არ დაიჯერა მან



ნუ, ცოტახნით მაინც იქნება - თავი დაუქნიე მე


არ ვინერვიულო, ხო? - სერიოზული სახე მიიღო მან


შენ რომ ვინმეზე რამეს იტყვი, საერთოდ- ისევ გამეცინა მე


მერე რა, რომ ცანცარა ვარ, სამეგობროში ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე
ემოციურიც მე ვარ - თავი იმართლა მან


ნუ მეხუტები - თავი მოვარიდე მე - გადაგედება


ხოდა გადამედოს და ერთად დავწვეთ ლოგინში - თვალები ისევ საგრძნობლად


აემღვრა მას


ნუ ბოდავ! - სახე მოვარიდე მე


როგორ გიყურებს - თავს გაოცებული აქნევდა ის


წარსულია, გავიარეთ! წამოდი სანამ ძალიან არეულა სიტუაცია ვიყოთ და მერე ერთად
გავიდეთ - ვთქვი ხმადაბლა, თავზე ვაკოცე და დერეფანში გავუჩინარდი.

ზღვაში ჩაძირული მზე

კონცერტი გვიან დასრულდა. გასტროლის ბოლო დღე იყო და არ ვეთმობოდით
ბათუმელებს. 3–ჯერ გამოვედით ბისზე. ფეხებს ფაქტიურად ვერ ვგრძნობდი.
პრინციპში, ხელებსაც. მუხლებმოკვეთილი შევედი გასახდელში. ისეთი დაღლილი
ვიყავი, ცხოვრებაც მეზარებოდა. ფურთხებით მოვიშორე ტონაზე ცოტათი მეტი გრიმი,
„ტალახს პლუს გაჯი“ - ასე ვეძახდი იმ სქელი მაკიაჟის ფენას, სახეზე ახალდაგებული
ასფალტივით რომ გადამჭიმვოდა. ამოვიცვი ჯინსი, კეტები და თეატრის გასახდელი
გამოვიკეტე. ის იყო მანქანაში ჩანთა ჩავდე და მეც ჩაჯდომას ვაპირებდი, რომ ვიღაცამ
დამიძახა.


გამოუძინებელი ხარ, ქერა? - გავიგე ზურგს უკან ნაცნობი ხმა


გარდაცვლილი ვარ - გავუღიმე ჯაყელს - კონცერტზე რატომ არ ბრძანდებოდი?


საქმეები მქონდა - თავი იმართლა მან


რა იყო, ბორში მოგამზადებინეს რესტორანში და დაგაგვიანდა?!


„მადამ ბოვარი“ - შემისწორა მან


სიცილი ამიტყდა და მხარზე წამოვარტყი მას


რომელზე გაქვს ფრენა? - მოწყენით მკითხა ლუკამ


2 საათში - საათის ფოსფორით განათებულ ეკრანს დავხედე მე


აუ, წამოდი, მე ჩაგიყვან ზუსტად 4 საათში, მანქანით


არ გამოვა - გავიღიმე მე - ყველანი ერთად ჩამოვედი და უკანაც ერთად უნდა


დავბრუნდეთ.


ამას ჩააბარებ? - მანქანაზე მიმითითა მან


ხო, მივუყვან პატრონს - გამეღიმა მე და ნახევრადდაწეულ ტოიოტას შევხედე მე,


რომელიც ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა ამ 10 დღიანი სტუმრობისას მათხოვა.


უბედურ „ვიდზეა“ - სიცილი აუტყდა ლუკას


ნუ, ხო დადის და.. - გამეცინა მეც


შენი მანქანის მერე, გაგისწორდებოდა - თავი დამიქნია მან


არაფერი გეშველება - თავი ღიმილით გადავაქნიე მე



წამოდი, სადმე გავისეირნოთ ცოტახნით და მერე წადი - მთხოვა მან


ბევრი დრო არ მაქვს - გავაფრთხილე ის


აქვე პარკთან ვიყოთ თუ გინდა, ქიშმიშიანი თხილი მაქვს მანქანაში და ცოტა


ვიჭორაოთ, მალე გაგიშვებ - დამაიმედა მან


როგორ მახრჩობდი, გუშინ? - წინადღის ცოდვა გავუხსენე მე


აუ, არ დაიწყო ისევ, რა! - გაეცინა მას


არაუშავს ლუკა, აი ჩვენ ოდესმე კიდევ აღმოვჩნდებით სადმე სანაპიროს ლამაზ


ადგილას


ხო? - დაინტერესდა ის


კი, ზუსტად ვიცი, ოდესმე მე და შენ ერთად ვიქნებით .... - წამით ჩავფიქრდი მე - სად
და კაპრიზე.


ვაახ! - გაეღიმა მას - მერე, შენ იქაც მიწა უნდა ზომო წყალში და მეორედ უნდა მაწამო? -
სიცილი აუტყდა მას


აუ, გაიარე, რა! - არ შევიმჩნიე მე - ხოდა, მოკლედ კაპრიზე ჩვენ ძალიან ბევრს ვიცინებთ
და გავერთობით, შენ აუცილებლად გეყოლება დიდი იახტა


უი, მილიონერი ვარ? - დაინტერესდა ის


ნუ, მთლად მილიონერი არა, მარა, იახტა ნამდვილად კარგი გყავს - დავამშვიდე მე


თუ ოცნებაა, ბარემ მილიონიც დაინახე, მაგ იახტაზე მიგდებული, სადმე. თუ ნატვრაა,


ბოლომდე ნატვრა იყოს - მთხოვა მან


დავფიქრდები! - არ ვიჩქარე მე


რა ღორი ხარ, ღმერთო! - ეწყინა მას - ოცნებაშიც არ გინდა, რომ ძალიან ბევრი ფული
მქონდეს?


ხო კაი, იყავი მილიონერი - დავთმე მე


ეგრე, არ მინდა! - გაიბუტა ის


ხოდა თუ არ გინდა, კარგად იყავი! - სიცილი ამიტყდა მე


ხო აბა, რა წესია, იქაც მზარეული უნდა ვიყო?


კაი, ვსო, მილიონერი ხარ და კაპრიზე გყავს იახტა - დავამშვიდე მე - რა საინტერესოა ეგ


მილიონი რაში უნდა დავხარჯოთ? ოცნებაში ხომ ყველაფერი გვაქვს და რაღად გინდა
ეს ფული?


რამეს მოვიფიქრებთ - გაიღიმა მან - აუ, წარმოიდგინე, რაც გინდა ყველაფერს გააკეთებ.
არაფერში შეიზღუდები, თავდაყირა შეგიძლია იარო. ყველაფერი აკეთო, რაც
მოგინდება, ოცნებაში ყველაფერი „მოსულა“.


არა, რა შეზღუდვა - წამით დავფიქრდი მე - შეზღუდვები ნიშნავს იმას, რომ შენ „შენ“ არ
იყო. არასოდეს მესმოდა, ვინმესთან ერთად ყოფნის დროს ელემენტარულ რაღაცას რომ
ვერ იგებდნენ.


თუ გინდა, რომ ბედნიერი იყოს ის, ვინც გვერდით გყავს, ყველაფერი უნდა გააკეთო
მისთვის - თავი დამიქნია მან


უცბათ ვიღაცამ სიცილი რომ ამიკრძალოს, აი, ხო სიდებილეა? მაგრამ რა რეალური


სიდებილეა, შენ ხომ აზრზე არ ხარ.


არა, რა სიცილი, გადაირიე?! - არ დაიჯერა მან


ძალიანაც რეალურია - თავი დავუქნიე მე - ქეთოს ქმარი, ლევანი, ცოლი როცა კარგ
ხასიათზე იყო, მაშინაც შენიშვნას აძლევდა. 


და რა უნდოდა, საერთოდ? - ვერ გაიგო ლუკამ


უნდოდა გვერდით მუმია ჰყოლოდა, მშვიდად რომ ყოფილიყო თვითონ - მშვიდად


ვთქვი მე


არ მესმის - მხრები აიჩეჩა მან


ეგრე ამბობდა ისიც, სანამ ცოლად მოიყვანა ქეთო, მერე სხვანაირად დაიწყო ფიქრი


ბედნიერი იყო მერე, ქეთო? 


შენ როგორ

გგონია? - თვალი-თვალში გავუყარე მე - მას მერე აღარც გათხოვილა, ამ თემას


საერთოდ ბლოკავს. ისე დააკომლექსა ქმარმა, საერთოდ არ უნდა ოდესმე ვინმეს
„ცოლი“ ერქვას. ჰგონია, რომ ყველა ქმარი ეგეთი იქნება.


გაუვლის - დამაიმედა მან


იმედია - თავი დავუქნიე მე - აი, მე იცი როგორ მგონია? მთავარია, ვინც მიყვარს ის
იყოს კარგად, ვენდობი და იმიტომ, ანუ


წავიდეს სადაც უნდა, როგორც უნდა.


ხომ ცხოვრობდა ამდენი წელი, ის უჩემოდ: თავისი ცხოვრებით, საკუთარი სივრცით,


სამეგობროთი, ახლობლური წრით, მიზნებით და გატაცებებით, სურვილებით,
სიგიჟეებით - ხოდა, აი, რატო უნდა შევუშალო ხელი და ყველაფერი ჩემს ჭკუაზე
გადავალაგებინო ? არც გამოვა და არც გადაალაგებს, იმიტომ რომ, როცა ის ძვირფასია
ჩემთვის, ჩემთვის მნიშნელოვანია, რომ კარგად იყოს, კარგ ხასიათზე იყო,
დასვენებული ბედნიერი...


ყველას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე და სიტუაცია, სხვანაირად, არაფერი


გამოვა. 24 საათიან რეჟიმში მასთან ყოფნა, ნორმალური და მართებული არ მგონია. 


და ზოგადად, შენ შენი საქმე უნდა გქონდეს, მაშინ მის თვალშიც სხვანაირად აღიქმები,
იცის, რომ არ დაიკარგები უმისოდ, არ მოკვდები. მართალია გიყვარს, მაგრამ ცალკე
აღებული შენ, ინდივიდი ხარ შენი საკუთარი „მე“-თი. ხოდა ეს „მე“ არ უნდა დაკარგო,
თუ ეგ დაკარგე, მანდ დასრულდება ყველაფერი. მანდ დაიღუპები. რავიცი, მე ესე
ვცხოვრობ, ) და სისულელეა ბარიკადების აღმართვა - თუ გინდა, მაინც წახვალ, 5
წუთით ჩახვალ და მაინც გააკეთებ, რაც გინდა, იმას. 


და თუ მაინც მოხდა 


და მაინც აირია,
 მე გავიგებ, იმიტომ , რომ თუ ბოლომდე ღირსეული ხარ ჩემთან,


მივხვდები, მართლა აგერია სიტუაცია, თუ იტყუები. ისიც გაანალიზებული მაქვს,რომ
ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ცხოვრებაა ეგეც. 


აღარ მოგინდება?- გაგიშვებ!


უნდა გაკანკალებდეს, ისე გინდოდეს ჩემთან, 


ან, არ მინდა საერთოდ! ) 


ეგაა ურთიერთობა, ჯანმრთელი ურთიერთობა.


და არ ვიცი, ვინ როგორ.. ეჭვიანობა გოიმობაა, და შენი კომპლექსია)


თუ არ უნდა, წავა, 


ისედაც წავა, 


ჩამოკიდება, ზედმეტია - არ მეთანხმები? - დავასრულე დიალოგი მე


ანუ, უნდა გაკანკალებდესო, ხო ? - მხოლოდ ეს დაიმახსოვრა ლუკამ


მარტო ეგ გაიგე, ხო? - გამეცინა მე


სიცივისგან კანკალიც ითვლება? - ირონია შეემატა ხმაში მას.


მარჯვენა მხარში მუშტი ჩავატყი 


მეტკინა, ქერა! - მისაყვედურა მან



ღირსი ხარ! - გავიღიმე მე 


უხ,მომინდა კაპრიზე - სიცილით მითხრა მან


აუცილებლად წავალთ! - გადაჭრით ვთქვი მე


როგორ მინდა მჯეროდეს, შენ აზრზეც არ ხარ! - ისევ გამიცინა მან და თმაზე მაკოცა.

ისევ ჯაყელი

რეპეტიციიდან გვიან გამოვედი და სახლში ფეხით ავედი. თბილოდა. ტვინის
გაფილტვრა სეირნობით გადავწყვიტე. სეირნობისას ყველაზე მეტს ვფიქრობ. ისე
თითქმის დრო არ მრჩება ფიქრისთვის. ამ ბოლო დროს, იმდენი რამე მოხდა ჩემს
ისედაც სიურპრიზებით აღსავსე ცხოვრებაში, რომ ათტომეული დაიწერება. საიდან
დავიწყო ფიქრი, ისიც არ ვიცი... რომელი თავიდან... სანდრომდე, თუ სანდროს მერე?!
იქნებ ბავშვობაზე ვიფიქრო, უკრაინაზე ან მარსელზე... უკრაინის სახლზე, ქუჩებზე,
სკვერებზე.. რა მაგარი დრო იყო, რა უდარდელი ვიყავი... სახლის კუთხესთან შევუხვიე
და ჯაყელის მანქანის დანახვაზე, გავშეშდი. ლუკა მანქანიდან უშველებელი პარკით
ხელში გადმოვიდა. გამიღიმა და გადამკოცნა.


კიდევ სიცხე გაქვს? – მეკითხება ის


მგონი, არა – გაშეშებული ვპასუხობ მე


„მგონი“ რას ნიშნავს, არ იზომავ? – მშობლის ტონით მეკითხება ის


აღარ გამიზომია – ვაღიარე მე


რატომ? – ვერ გაიგო მან


ცუდად არ ვარ და არ მინდა – ისევ გავიცინე მე


წამლები მოგიტანე – მშვიდად გააგრძელა მან


არ მინდა! – ისევ გავიღიმე მე 


აქ, სიცხის დამწევია, გაციების ტაბლეტები, დამამშვიდებელი და


ტკივილგამაყუჩებელი


არ მინდათქო!– გავჯიუტდი მე


აუ, ძალიან დამღალე, რა! – გაეცინა მას


ხოდა არ მინდა ეგ წამლები, მივხედავ თავს, ისედაც


მაგრად უვლი კი, ვხედავ – ირონიით მითხრა მან – წამლებს დალევ და უკეთ იქნები 


არ მი ნ და! – მკაცრად ვთქვი მე


და რა გინდა, საერთოდ? - მეკითხება ის


მაინც არ დაიჯერებ და თქმას რა აზრი აქვს? - მეღიმება მე



ცადე, მაინც - იღიმის ის - იქნებ ამჯერად დამაჯერო


ამჯერად ? ნტ, არ გეტყვი- მეცინება მე


რა იყო, ვერ ამბობ? - მშვიდად აგრძელებს ის


არ ვამბობ - ვაკონკრეტებ მე და კიდევ უფრო მეტად მინდა ტირილი


ხო, ნუ თუ ვერ ამბობ, არ უნდა თქვა - ისევ თვალებით მიცინის ის და ღრმა ნაფაზს
არტყამს. მე მინდა, რომ დავჯდე და ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე, რაც მტკივა,
რაც მწყინს, რაც მიხარია და რაც მენატრება, მე-ნატრ-ებ–ა... და ვერაფერსაც ვერ
ვამბობ... არადა როგორ მინდა, მას წარმოდგენაც არ აქვს. 


პასუხად, ისევ ვიღიმი და თმის სამაგრს თითებზე ნერვიულად დავარბენინებ


მია, მომიყევი - თვალს მისწორებს ის


რა მოგიყვე, არც ვიცი - მეღიმება მე


რაც გინდა - თვალს არ მაშორებს ის


უშველებელ პარკს შევხედე მე და გამეცინა, მერე მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ისე რომ


მისი გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი, და მე მივხვდი, რომ ეს სიტუაცია არის
ზუსტად ის აუხსნელი რამ, რასაც სახელი არ აქვს. 


ასე განყენებულად, დამოუკიდებლად, ჩემდაუკითხავად, უბრალოდ არსებობს და


მორჩა.


და რამდენჯერაც მე ცუდად ვარ, კიდევ მეტად მინდება რომ ეს აუხსნელობა, რეალური


იყოს, ხელშესახები, რომ მივწვდე და დავლიო, ან სახეზე ავიფარო, თვალებთან ახლოს,
ან გულთან მივიტანო, და შიგნით შევსვა, ხელი მოვუჭირო და არ გავუშვა, არ გავუშვა
არასოდეს.


რეალური რომ იყოს, ხორციელი, ალბათ შევჭამდი კიდეც, სამუდამოდ ჩემში რომ
შემენახა, მარტო ჩემთან, 


სულ რომ თან მეტარებინა.


მე კიდე ვდგავარ და მინდა ეს ყველაფერი, მზერის ენერგიის გაცვლით გითხრა და


აბსოლუტურად აუხსნელად, შენ ყველაფერს მიხვდე… 


ღმერთო, როგორ მინდა, ამ ყველაფერს უსიტყვოდ ხვდებოდე,


და მე მაინც ვიღიმოდე,


თვალებში გიყურებდე და



ვიღიმოდე, ვითომ, არაფერი ხდება ამქვეყნად)

თევზაძე
ლაშხი


გიორგი ლაშხი რომ მივიდა კაფეში ღამის 1 საათი იყო. ადმინისტრაციას მიესალმა და
სასმელი შეუკვეთა ბარმენს.


სადაა? – ორაზროვნად იკითხა მან მას მერე, რაც დარბაზს თვალი მოავლო და მისთვის
სასურველ ობიექტს ვერ მოკრა თვალი


კუთხის მაგიდასთან, მარჯვნივ - მიუთითა ბარმენმა


მაგიდა, რომელიც კვამლში იყო გახვეული და რომელსაც გიორგი მიუახლოვდა,


ნაფრონტალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ოთხ ფეხზე მდგარ ოვალურ საგანს. შორიდანაც კი
შეამჩნევდით, დამკვეთს მაგიდის მთელს სიგრძეზე როგორ ჩაემწკრივებინა
ნახევრადდაცლილი ჭიქები. საფერფლე პირამდე გაევსო მიწისთხილის ნაჭუჭებს და
რაც შიგნით ვერ დატეულიყო, მაგიდაზე ეყარა. თევზაძე გაშტერებული უყურებდა ერთ
წერტილს და იშვიათად ახამხამებდა თვალებს. აშკარად ეტყობოდა, ცუდად იყო.


რა მაგარ“ვიდზე“ ხარ - სიგარეტის კვამლი ხელით გააპო ლაშხმა და მეგობარს


გვერდით ჩამოუჯდა


ე, მოხვედი? - გაიღიმა თევზაძემ და გაშეშებული თვალები ლაშხს მიაპყრო


მოვედი - დაეთანხმა გიორგი - მოხდა, რამე?


არაფერი, საერთოდ - თავი გააქნია მან


აბა, რატო სვამ ამდენს? თან მარტო?


მარტო ყოფნა მომინდა - მშვიდად გააგრძელა მან - სინდისი მქენჯნის...


სინდისი? - დაიბნა ის


ხო... შენ, არა? - მთვრალი მზერა ესროლა მან მეგობარს - მგონია, რომ... ასე მგონია,
რომ... ცხოვრება წავართვით, ჯაყელს... მომავალი წავართვით... აწმყო წავუშალეთ...
ავიღეთ აცეტონი და ის ადგილი სადაც ჯაყელი იყო, მშვიდად წავშალეთ.


ზუკა - მძიმედ დაიწყო მან - არ გინდა...


მინდა! - ხმა გაიმკაცრა მან - რატომ არ წავყევით, გიო?


სხვა გზა არ იყო, გესმის? აქაურობისთვის ვინმეს ხომ უნდა მიეხედა?! შენ ვერ
მოერეოდი მარტო სოხაძეს

სოხაძის დედას შევეცი! - დაიღრიალა მან


კაფეში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ კვამლში გახვეული მაგიდისკენ


დაიწყო ყურება.


ხმადაბლა - თითქმის გაუღიმა ლაშხმა მეგობარს


მაშინ, ნუ მაჩუმებ! - ხმადაბლა თქვა თევზაძემ - ეგ, დიდი ხნის ისტორიაა 


რა ისტორია? - ვერ გაიგო ლაშხმა


სოხაძის... სანამ შენთან ვიძმაკაცებდით, ეგ ამბავი იქამდე დაიწყო...


რა ამბავი? - დაიბნა ლაშხი


ძალიან ადრე იყო, ძალიან - თვალები დაიწვრილა თევზაძემ თითქოს კადრის გახსენება
და მოახლოება უნდოდა - არც კი მახსოვს, რამდენი წლისები ვიყავით...


მომიყევი - სიგარეტს გაუკიდა ლაშხმა


მარტი იყო მახსოვს და მაგრად წვიმდა - გახსენება დაიწყო თევზაძემ - სკოლაში


ვიყავით მე და ჯაყელი. მე, წინადღით, რაღაც გაუგებრობა მომივიდა სოხაძის
მეგობრებთან. და სოხაძე შემომელახა. ბუტა ყველა დროს ჩმორი იყო და მარტო იმიტომ
მეგობრობდნენ ბიჭები მასთან, რომ ფული ჰქონდა მამამისს. ამ ჩხუბის მეორე დღესვე
სკოლაში მოგვადგნენ ისინი. მე სიგარეტზე ვიყავი გასული.. მოკლედ მიკითხეს და
ჯაყელი დახვდათ მარტო. ჯაყელმა ეზოში ვილაპარაკოთო, ურჩია მათ და უკანა
ეზოსკენ წავიდა. მე რომ შენობაში შემოვედი, ვხედავ ჩვენი რამდენიმე მეგობარი
ეზოსკენ მირბის, მერე სოხაძე დავინახე და მივხვდი, რაც ხდებოდა. ისიც ვიცოდი,
ჯაყელი მარტო იყო, ისინი - ბევრნი, თან არავის ჩარევდა ამ ამბავში და ეგრევე ეზოსკენ
გავიქეცი... 


ჩვენს მოედანზე ნამყოფი ხარ? დიდი, სვეტებად ჩამდგარი გისოსებითაა


გარშემორტყმული მთელი ეზო. ეს სვეტები ზევით წამახვილებული რკინებით
მთავრდება. გისოსებს რომ მივუახლოვდი, ვხედავ ჯაყელს ურტყამს 4 კაცი. თან ვიცი,
რომ ჩემს გამო ხდება ეს ყველაფერი...


ჭკუა გადამეკეტა...


წარმოიდგინე, რა დამემართებოდა… სულ ეგრე იყო ლუკა.. სულ ასე იქცეოდა, სადაც
საჩხუბარი იყო, პირველი ის ერეოდა. ორი ჩემხელა იყო, წყალბურთელი, მე - გოგოს
წონის და ამიტომ, ნაკლებად მრევდა. მოკლედ, ავხტი ამ გისოსებზე და უკან
ჩამოვსრიალდი, მეორეჯერ ვცადე, მერე მესამედ.. თხელი კეტები მეცვა, პრიალა ძირით,
მოჭიდება სულ არ ქონდა ამ რკინის ზედაპირზე... ჯაყელმა რომ დამინახა, 2– ჯერ
დამიყვირა, წადიო.. სად წავიდოდი... მეოთხედ ავხტი და ავედი, ის იყო, უნდა
გადავსულიყავი გისოსის მეორე მხარეს, რომ ისევ გამიცურდა ფეხი და ზუსტად ამ
წამახვილებულ რკინას ჩამოვახიე სახე... მერე, არაფერი მახსოვს სისხლის მდინარისა
და ჯაყელის არაადამიანური ღრიალის გარდა... მერე, მარცხნივ დაბნელდა.. სულ
დაბნელდა... 


და მეტჯერ, არც გათენებულა... მაგ მხარეს მე მხედველობა დავკარგე - ხმადაბლა


დაასრულა მან და ვისკი მოსვა.


ლაშხს მიწისფერი დაედო და მარცხენა მხარეს საყლაპავთან ძარღვი გამოებერა.


აქამდე რატომ არ ვიცი, მე ეს ამბავი? - იკითხა წყენით


„ლიშნი დვიჟენია“ იყო - გააგრძელა თევზაძემ - უბრალოდ მივხვდი, რომ უნდა


გცოდნოდა და მაგიტომ გითხარი


აი, თურმე რატომ გიჟდებოდა ჯაყელი შენს თვალს როცა რამე ეხებოდა - გონება
გაუნათდა ლაშხს


ხო - გაიცინა თევზაძემ

- ცუდად რომ ვარ და ჩემი ბედის გადამკიდე, სულ რაღაც უაზრობაში ვარ, პირველი
რომ მოდის თვალზე მკოცნის... ესაა თემა, რომელიც ვერ მოინელა... საკითხი, რომელიც
ვერ დაივიწყა, ტკივილი, რომელიც არ განელებია... „მაგრად გეტკინა“? - სულ
მეკითხებოდა ის -„აი, მომიჭირე ხელზე აბა, როგორც გეტკინა“? - არ ისვენებდა ლუკა,
თითქოს უნდოდა, ის ტკივილი საკუთარ კანზე გამოეცადა, ცოტათი მაინც
მიმხვდარიყო, ჩემს ემოციას... „მე შენ სინათლე წაგართვიო“ - სულ რომ იმეორებდა,
სულელი! - ისევ გაეცინა ზუკას - მე მას ცხოვრების 6 წელი არ გამოვგლიჯე ხელიდან?
ახლა ბარი-ბარში ვართ, მარა მაინც სინდისი მქენჯნის, გესმის?!


მესმის! - თქვა ლაშხმა - შენ რომ ოდესაში იყავი ღვინის ამბავზე, მაგ დროს რესტორანში
ჩხუბი რომ მოგვივიდა, გახსოვს? - მშვიდად დაიწყო ლაშხმა და კიდევ 2 ჭიქა ვისკი
შეუკვეთა ბარმენს


ხო, მერე? - ვერ გაიგო, საითკენ მიყავდა საუბარი ლაშხს


ხოდა მაშინ ის რომ დაჭრეს და ფილტვი გაეხა, ეგეც ხომ გახსოვს?!


მახსოვს, მერე? შენ დაჭერი? - ყველაზე კოშმარული სცენარი მოიგონა ზუკას მთვრალმა
ტვინმა


არა, ხო არ გაგიჟდი?! – გაეცინა ზუკას - ხოდა მაშინ, მე დავიწყე ეგ ჩხუბი და რომ


მიკითხეს, სადაა ლაშხიო, მე ვარო უპასუხა ჯაყელმა და მაგიტომაც დაიჭრა. რა
იცოდნენ, ლაშხი მე რომ ვიყავი, მაგას იქ ვინ გაარკვევდა...


აუ, რა „ნი ნარმალნია“ რა! - აღმოხდა ზუკას


და ეგ იცი, რატომ გააკეთა? მე რომ მაგის გამო ტყვიას გადავეფარე, 2002–ში, გახსოვს?


მახსოვს. ეგ მეგობრობაში რა სალაპარაკოა?! ეგ ეგრეც უნდა ყოფილიყო – გაიცინა


ზუკამ– მეც იგივეს ვიზამდი.


ხო, თვითონაც ეგეთი მეგობრობა იცის! - თავი დაუქნია ლაშხმა თევზაძეს.


და მე რაღატო დამიმალეთ? - დაიბნა თევზაძე


იმ მიზეზით, რა მიზეზითაც მე არ ვიცოდი შენი „თვალის“ ისტორია - გაეღიმა


გიორგის


ანუ, რა გამოდის?! ჯაჭვურად ვართ დაკავშირებული მასთან ჩვენი ამბებით, ის კი ჩვენს


გამო წავიდა.


მაგრად მომენატრა! - აღნიშნა ლაშხმა 


მაგის სიცილი მენატრება - გაეცინა ზუკას - და „ტონკი“ ხუმრობა


ხო, ძალიან მაგრად ღადაობს - თავი დაუქნია ზუკას ლაშხმა


ძალიან!


ლევანა, ჯიშკარიანი გახსოვს?– უცბად საუბარი შეცვალა ლაშხმა


მანანას ქმარი? კი, მახსოვს! – გაიხსენა ზუკამ


როგორ გადმოხტა მე–7 სართულიდან, გახსოვს? – ისევ უცნაურად გააგრძელა მან


აუ, არ მითხრა, რომ...


მე გადმოვაგდე! – თვალები გაუშეშდა ლაშხს.


ძმობას ვფიცავარ, გამოვფხიზლდი! – ძლივს ამოთქვა ზუკამ – ასე, უფაქტოდ?


რანაირად?


არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან – იმ დღეს დედაჩემი ისეთი ნაცემი ვნახე, ისეთი
შეშუპებული ჰქონდა თვალის ქუთუთოები.... ზუსტად ვიცოდი, ეგრე
დავამთავრებდი...


ნაცემი? – გამოშტერდა ზუკა – აბა, ავარიაში მოყვაო?!


ტყუილია ეგ ამბავი, ეგ იმიტომ თქვა, რომ ჩემზე ეჭვი არ გასჩენოდა პოლიციას.


ჩემი, კარგი! – წაუსტვინა მან – გიო, მეც იგივეს გავაკეთებდი, დედაჩემი ნაცემი...
ღადაობ?!


ხოდა, მეც ეგრე გავაკეთე! – ღრმა ნაფაზი დაარტყა ლაშხმა.


თუ ბოლომდე ვხსნით კარტებს, ციმაკურიძის ამბავი, მარტო ჩემი ბრალია – მშვიდად


დაიწყო ზუკამ

ის ციმაკურიძე? შენი „ბრატი“?


ხო, ეგ!


ის ამბავი, მაშინ რომ ....


ხო! მე გავატანე ეგ ფული, ეგ ორი ათასი, ჩემი მიცემულია!


კაი, შენი რა ბრალია, თევზიკ, შენ რა იცოდი?!


ნუ მე რომ არ მიმეცა, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა.


ეგ არავინ იცის, გამოართმევდა ვინმე სხვას... მაინც გაიკეთებდა...


ამხელა ფული ჩემს გარდა, არავის ედო... – თვალები აემღვრა თევზაძეს და სასმელი
ბოლომდე დალია


ხდება, ცხოვრებაში, აბსოლუტურად ყველაფერი ხდება – მხარზე ხელი დაადო ლაშხმა


ზუკას – გადაივლის ეს პერიოდიც... 


ხო, ყველა დასაწყისს თავისი ლოგიკური დასასრული აქვს. ალბათ, ჩვენთანაც


ყველაფერი დალაგდება - სევდიანი ღიმილით თქვა თევზაძემ და სიგარეტს გაუკიდა.

რეალობა, როგორც ასეთი

სახლში ემოციისგან დაცლილი და გამოთაყვანებული დავბრუნდი. ვშლიდი ფიქრებს,
მერე ისევ ვწერდი, ვწერდი, ისევ ვშლიდი და ასე, დაუსრულებლად... ცალკე სიცხის
დამწევების არნახული რაოდენობის მიღებისგან და ცალკე მძაფრი ემოციისგან ისეთი
გათიშული ვიყავი, მეგონა მთელი დღე რეპეტიციაზე ვიდექი. 


ჯერ ჩემს თავზე ვფიქრობდი, ალბათ, რა საწყალი ვიყავი შანელის დაღეჭილი კაბით,
მინუს 7 კილოთი და უძინარს პლუს სიცხიანი “ფეისით”. ან რატომ წავიდა, ან რატომ
დაბრუნდა.. და საერთოდ, რა ჯანდაბა სჭირდა? ფერი კი ეცვლებოდა
ცისარტყელასავით სახეზე პერიოდულად - მისი სახის გახსენებაზე, გამეღიმა მე.
საოცარია, მაგრამ ღმერთს ყველაზე მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. ისეთები ამბები
ხდება ამქვეყნად, შეიძლება გადაირიო. აბა, რითი უნდა ავხსნა, რომ ჩემი უახლოესი
მეგობრის ქორწილში, ზუსტად ჩემს წინ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც... ღმერთო, ხომ
არ მომეჩვენა, ეს ყველაფერი? 


ამდენი წლის მერე... მე.. ის.. ერთად გატარებული დღეები, საათები წუთები, აუხსნელი
და პრინციპში, გადასარევად ახსნილი ურთიერთობა... „მზარეულობიდან
კრიმინალამდე“ - სიამოვნებით მივუძღვნიდი ერთ სქელ ტომს ამ ისტორიებს და
ზუსტად ვიცი, ბესტსელერი გახდებოდა. რა მაგარ ფორმაში იყო, და რა ლამაზი ცოლი
ყავს... მოკლედ, როგორც არის, აზრი არ აქვს გაგრძელებას. ჩვენი გზები უკვე დიდი
ხანია გაყოფილი იყო. ფიქრიც კი ზედმეტია... დიდი ხნის წინ, დროში ავცდით
ერთმანეთს და ახლა სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ, საწყენია უბრალოდ და ცოტა
უსამართლო, ეს ყველაფერი... მაინც რა მოხდა 2002 წელს, ასეთი?! ან რატომ მოხდა,
მაინცდამაინც მაშინ... ყველაზე მაგარ პერიოდში, ღმერთო, რატომ, რატომ!!


გათენდა და მე სახლიდან გამოვედი თუ არა, ლიკას ნომერი ავკრიფე. არ იღებდა


ყურმილს, ან რას აიღებდა, ძლივს გააგდებინეს ღვინის ბოკალი ხელიდან და
ფაქტიურად, ძალით წაიყვანეს პატარძალი სახლში.


ალო! - ძლივს გასაგონად აიღო ყურმილი მეასე ზარზე მან


ცოცხალი ხარ, შვილო? - მისმა ხმამ ცოტა დამაბნია მე


არ ვიცი - იყო გულწრფელი პასუხი


საქმე მაქვს - ვთქვი ორაზროვნად


ვიცი - დამეთანხმა ლიკა


ხოდა, ნახვა მინდა შენი, გცალია? 


ვერ ვდგები - აღიარა მან



ნუ ადგები, იწექი - გამეცინა მე


კარგი, მოდი - გათიშული ხმით მითხრა მან და ყურმილი გათიშა.


ყიფშიძეზე როგორ ჩავირბინე, არ მახსოვს. სადარბაზოში შევქანდი და ლიფტი


გაფუჭებული დამხვდა. მერვე სართულზე ავქანდი და ზარი დავრეკე. არსებამ,
რომელმაც კარი გამიღო საერთოდ არ ჰგავდა ჩემი ბავშვობის მეგობარს და არც იმ
გოგოს, გუშინ ყველაზე მეტად რომ ბრწყინავდა. მიმღებში მაკიაჟმოუშორებელსა და
შესაბამისად,„უჟას ვიდზე“მყოფს, დაუდგენელი ფორმის პენუარი, ძალიან წარმატებით
ეცვა უკუღმა. ლიკას მთელ ნიკაპზე ეტყობოდა წითელი პომადის გაუგებარი კვალი.
ფიზიკურად, კი იდგა, მაგრამ თვალებს, ფაქტიურად, ვერც ახელდა.


რა გჭირს?! - მისი ვიზუალით გაშტერებულს, საერთოდ დამავიწყდა, რატომ მივედი


მასთან


მთვრალი ვარ ისევ - კარგა ხნის ფიქრის მერე მითხრა მან


დაამატე? - ვერ გავიგე მე


დაახლოებით - გაურკვევლად მიპასუხა მან.


რას გავხარ, რომ იცოდე! - ნერვული სიცილი ამიტყდა მე 


სარკე არ გვაქვს ამ სახლში, ჯერ - მშვიდად მითხრა მან


ხო, არ ჩაიხედო, არ გინდა - ვურჩიე მას


მეც არ ვიცოდი, რომ მოდიოდა - ლოგინში ჩაემხო თუ არა, მშვიდად დაიწყო მან. მე
იქვე დივანზე ჩამოვჯექი.


ლიკა, იცი, რა დამემართა? - თვალები ამემღვრა მე


ვიცი! - ჩაშავებული თვალები მაგრად დახუჭა მან და ტირილი დაიწყო


აუ, ახლა, შენ! გეხვეწები, შენი ტირილი, საერთოდ არ დამიგეგმია - მის


დასამშვიდებლად წავედი მე


ღმერთო, რა დღეში ჩაგაგდე! - შადრევანივით ასხამდა ცრემლებს ის


ლიკუნა, გეყოფა! არაფერი არ მომხდარა, შენ რა შუაში ხარ, არ იცოდი...


ხოდა, ხომ უნდა მცოდნოდა!! - ლოგინიდან თითქმის წამოხტა ის


ხდება, არაუშავს - გავუღიმე მე


რა დღეში ჩაგაგდე - მოთქვამდა ის და ახალთახალი თეთრი თეთრეულით


იმშრალებდა შავ სახეს - და რომ დავინახე ჯაყელი... აი, მაშინ მოვკვდი და შენსკენ
გამოხედვასაც ვერ ვბედავდი... წარმოვიდგინე, რა დაგემართა და გული შემეკუმშა... და
შენ როგორ ღირსეულად გეჭირა თავი... ღმერთო, რა მაგარი გოგო ხარ და როგორ
მეამაყები!


ძალიან ცუდად ვიყავი, 39 მქონდა სიცხე და კიდევ ლუკა და... მართლა მოვკვდი
კინაღამ...


უფრო კოშმარი უნდა გითხრა, და კარგად დაჯექი - ნახევრადმოჭუტული თვალები


მთელი სიმძაფრით მომაპყრო მან. დავიძაბე.


მითხარი - ვუპასუხე სუნთქვაშეკრულმა 


რა და ვიკას რძალი გამოვდივარ ფაქტიურად, ჯაყელის ცოლი – დიტოს ბიძაშვილია.


შენი ქმრის?! - ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე მე


კი! - თავი

დამიქნია ლიკამ და თვალები მეორეჯერ აემღვრა.


ღმერთო, რატომ მეღადავები? – 4 მეტრიან ჭერში მობრდღვიალე წყლისფერ ჭაღს


ავხედე მე და თავი უყმაყოფილოდ გადავაქნიე


დედას ვფიცავარ, ვენესუელას სერიალია - მთვრალი მზერა მომაპყრო მან


რა საგიჟეთში ვცხოვრობ - ინსტინქტურად წამომცდა მე. ლიკა გაჩუმდა. არ იცოდა, რა


ექნა. ფსიქოლოგი კი იყო, მარა ყველაზე მეტად ჩემი პერსონა აბნევდა. საქმე როგორც კი
მე მეხებოდა, ავიწყდებოდა პროფესია და რიგითი შეშინებული ქართველი გოგო
ხდებოდა, რომელმაც არ იცოდა, როგორ გამკლავებოდა კონკრეტულად, ჩემს
პრობლემას.


არ ინერვიულო, გთხოვ. ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გავაგრძელოთ ახალი


ფურცლიდან, ბავშვობაში ვის არ ჰქონია მსგავსი რამ? ცხოვრება გრძელდება... ეგ ამბავი
ძალიან უცნაუად დაიწყო და კიდევ მეტად უცნაურად დამთავრდა, მაგრამ, ნუ... რას
ვიზამთ. ასე მოხდა... თვალები დავხუჭოთ და ვიფიქროთ, რომ არაფერიც არ ყოფილა.


ხო - დავეთანხმე ლიკას, რომლის ერთი სიტყვაც კი არ გამიგია და წყალი მოვსვი


კიდევ მაქვს, ერთი ამბავი - შეპარვით დაიწყო მან


მიდი, თუ სიკვდილია, დღეს მოვკვდები - სიმწრის სიცილი ამიტყდა მე


რა და... ლუკა ჯაყელის მეგობარი გიორგი ლაშხი... ასევე მეგობრობს დიტოსთან... და


ზეგ მასთან ვართ დაპატიჟებული ყველანი - ბოლო სიტყვები იმდენად ჩუმად თქვა,
რომ მეგონა ჩემი მისამართით არც უთქვამს. ღრმად ამოვისუნთქე და ვიფიქრე, სახლში
მივიდოდი თუ არა, სანდროსთვის ტრანკვილიზატორების დიდი დოზა გამომერთმია,
დამელია და სამუდამოდ დამეძინა.

მე რომ ეგ მცოდნოდა... მე რომ მცოდნოდა, რომ ვიკა, გერმანიაში მცხოვრები დიტოს
ბიძაშვილი, ჯაყელის ცოლია, დავსვამდი რესტორნის მეორე ბოლოში, საერთოდ რომ
ვერ გენახათ ერთმანეთი. აი, საერთოდ რომ ვერ შეგემჩნიათ...მაგრამ ხომ არ
დამესიზმრებოდა...


შენი ქორწილი, საერთოდ ძალიან ჩქარა დაიგეგმა, ნახევარზე მეტი არც ვიცოდი, რა
ხდებოდა...


ხო, შენ ეგ თვეები ბიშკეკში იყავი - თავი დამიქნია მან


ღმერთო, რა სასაცილოა ეს ყველაფერი! - სერიოზულად გამეცინა მე


ნუ, ან უნდა დამკარგო... ან უნდა შეეგუო ლუკა ჯაყელის ჩვენს გვერდით ხშირ
ყოფნას... ვიკა და დიტო ერთად გაიზარდნენ, და-ძმას არ აქვს ის ურთიერთობა რაც
ამათ, შესაბამისად, ოჯახებით ძალიან ახლოს ვიქნებით... შენც ჩემი ოჯახი ხარ...
მაპატიე, მია! - სახე ისევ აელეწა მას


კაი, შენ რა შუაში ხარ? - გავუღიმე მას


არაფერში, მარა, მე ხომ ვიცი რას ნიშნავს ეს ბიჭი შენთვის... როგორ ელოდებოდი,
ყველანი როგორ ველოდებოდით მის გამოჩენას... ვერაფრით რომ ვერ ვხსნიდით მის
გაუჩინარებას, რა მაგარი მეგობრები იყავით, გამორჩეული ურთიერთობით...


რადგან ასე ხდება, ანუ, ასე უნდა ხდებოდეს... ღმერთმა უკეთ იცის - წყლის ჭიქას
მივაშტერდი მე


შენ თან ახლა, ისეთი პერიოდი გაქვს... საერთოდ არ იყო ჯაყელის გამოჩენა შენთვის
საჭირო - თვალები ისევ თეთრი კონვერტით მოიწმინდა მან


ყველაფერი ისე რომ ხდებოდეს, ჩვენ რომ გვინდა - გამეღიმა მე - ცხოვრება საინტერესო
აღარ იქნებოდა


საინტერესო თუ უსამართლო?! - ჩამეკითხა ის


იქნებ, ზუსტად ასეა, სამართლიანი? არავინ იცის - სევდანარევი ღიმილით ვთქვი მე და


დივნიდან ავდექი


ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი დალაგდება. შენზე ძლიერი პიროვნება, მე, 30 წელია


არ მინახავს - გამამხნევა მან


„ძლიერი“ - გავიმეორე მე, მაგრამ აღარ გავაგრძელე საუბარი, ლიკას სწრაფად


დავემშვიდობე და ყიფშიძის ქუჩა დავტოვე. 

ცინცაძის 8

ქორწილის მესამე დღეს გიორგი ლაშხთან უნდა ავსულიყავით. დილიდან ვსვამდი
დამამშვიდებლებს და ჩემს თავს ვთხოვდი, ამ თემაზე საერთოდ არ მეფიქრა. საღამოს 6
საათზე, საბა ძიძას დავუტოვე და სანდროსთან ერთად ცინცაძის ქუჩისკენ
გავემართე.


სანდროს ხალხმრავალი ადგილები აღარ მოწონს. ზოგადად, ამ ბოლო დროს, ისედაც


არაფერი მოწონს, ამიტომ მისი პროტესტი დიდად არ გამკვირვებია. ბოლოს მაინც
დავიყოლიე და დავპირდი, მალე დავბრუნდებოდით სახლში. სიმართლე ვთქვა, ამ
სიტუაციაში აღმოჩენა,მეც ძალიან მეზარებოდა, მაგრამ... ლიკა არასოდეს მაპატიებდა
და... მისვლის გარდა სხვა გზა არც მრჩებოდა.


ლაშხს დიდი სახლი აქვს, ნათელი. სტილით ჩვენი წყნეთის აგარაკს მივამსგავსე,
რომელიც ჩვენი აღარც არის... ცოლი ჰყავს ლამაზი და 1 გოგო– თავისი მინი კოპია.
სტუმრად მისვლიდან ნახევარ საათში ნერვული კანკალი ამიტყდა, თან ისეთი რომ ვერ
ვჩერდებოდი. როდესაც კარი გაიღო და ჯაყელი შემოვიდა თავისი ზედახვეწილი
ცოლით, მივხვდი, რაც მაკანკალებდა... მე – გამხდარი, უძინარი, დაღლილი მაგრამ
მხიარული. ვიკა გრაციოზული, გაპრანჭული, მოხდენილი და პრინციპში, რა
მნიშვნელობა ჰქონდა, რა ხასიათზე იყო... სუფრასთან ისეთ ფორმაში იჯდა, მეგონა,
ოთახს ჩემს სცენაზე პერიოდულად დამონტაჟებული უშველებელი განათება დაამატეს.
სიტუაციას მირთულებდა სანდროს გაუთავებელი ზუზუნი, „რა გინდოდა, სად
მომათრიე“–ს ინტენსიური გამეორებით და ჯაყელის ისტერიული მზერა.
სერიოზულად მეგონა, რომ ამ მზერის გამო მალე თმაზე ცეცხლი წამეკიდებოდა
ემოციისგან. წარმოვიდგინე, ცეცხლი მართლა რომ წამეკიდეოს, ასე, თავდაჯერებულად
მჯდომს მის წინაშე, რა ლამაზი შესახედი ვიქნები და ინსტინქტურად გადავიხარხარე.
სუფრამ საუბარი შეწყვიტა და მე შემომხედა. ლუკას გარდა, ვერავინ ვერ მიხვდა, რა
მაცინებდა ასე, იდიოტივით. რაღაც გამახსენდათქო– გავიმართლე საზოგადოებასთან
თავი და ყურძნის უშველებელ მტევანს დავუწყე განადგურება. მახსენდება ისეთი
დეტალები, რომ შეიძლება გავგიჟდე. მაგალითად, რა მეცვა 13 აგვისტოს, ლუკა
პირველად რომ ვნახე, როგორ მეტკინა ფეხი. მერე, რამდენი ხანი მტკიოდა და როგორ
არ ვიმჩნევდი ცეკვისას. როგორ ვდგამდი ფეხის წვერს ტექნიკურად, ქუსლის ნაცვლად,
ჩემს ქორეოგრაფს რომ არ შეემჩნია ჩემი უცნაური კოჭლობა. მერე, როგორ არ მინდოდა
„ვიღაც ქუჩაში გაცნობილთან“ კონტაქტი. როგორ არაფრით არ მომეშვა ჯაყელი და
ამასობაში როგორ დამიმეგობრა. რა მაგარი მეგობრები ვიყავით... ბათუმის 5 დღე,
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე... ბოლოს რომ ვნახე, როგორ იცინოდა,
სულელივით... მალინისფერ კაფეში რამდენი ხანი ვიჯექი და როგორ დავლიე 3 ჭიქა
ლატე... რომ მოვისმინე მისი ამბავი, როგორ ამიჩქარდა გული... ღმერთო, რატომ
მახსენდება ასე დეტალურად.. რატომ... საშინლად მომინდა მოწევა და მაგიდიდან
ავდექი, ლიკას ოთახში შევედი, სადაც ჩვენი კიდევ რამდენიმე მეგობარი ეწეოდა და
იხსენებდა ბავშვობის ამბებს. მეღიმებოდა, მაგრამ მათ ამბებზე, არა. მერე ვიგრძენი,
როგორ შემეცვალა სახეზე ღიმილი გაოცებით, როცა თვალწინ ლუკა ჯაყელი დამეხატა,
სიგარეტი ამოიღო და ფაქტიურად, სახეში შემაბოლა. სულელივით გავუცინე. მანაც
გამიცინა და თვალი ჩამიკრა. 


როგორ ხარ, ე? – ღიმილით მკითხა მან


ნორმალურად, შენ? – გამეცინა მის ხმის ტემბრზე მე


უცნაურია, უბრალოდ...


რა არის უცნაური?! – მეღიმება მე და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო


ეს, ყველაფერი – აგრძელებს ის


..... – არ ვიცი რა ვთქვა და იდიოტივით ვიღიმი


6 წელი, ბევრია – ისევ აგრძელებს ის


ამ დროს „ვოობშე“ არა – მეცინება მე


ძალიან ბევრია, მია! – უარყოფის ნიშნად თავს აქნევს ის


არაფერიც არ არის – ჯიუტად ვიმეორებ მე


მაშინ შეცვლილი რატომ ხარ? – მოულოდნელად მეკითხება ის


შეცვლილი? რამ შემცვალა – მიკვირს მე


ვიზუალურად არა, ისე, შინაგანად ხარ სხვანაირი – თვალი თვალში გამიყარა მან


და აი, რანაირი ვარ? – არ ვიმჩნევ მე, თუმცა გადასარევად ვიცი, წინასწარ რაც უნდა
მითხრას 


სხვანაირი - დამიმარცვლა მან


ანუ, როგორი?


ისეთი, როგორიც არ ხარ!


მაინც ვერ გავიგე – თავს ვიშტერებ მე


გადასარევად იცი, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ ხომ არ გატყდები–მიღიმის ის


ამიხსენი და მივხვდები – არ ვეშვები მე


„ამიხსენი“ – იმავე ტონალობაში თქვა ლუკამ – მგონია რომ... ასე, მგონია, რომ ჩაგაქრეს
– ნაწილ–ნაწილ ამოთქვა მან – ზედმეტად ჩაერივნენ შენს პირადში და.. რაღაცეები
აკრძალეს, ან შენით დათმე, არ ვიცი...კიდევ....შენ „შენ“ აღარ ხარ,


მშვიდი ხარ და მოწყენილი..



არა, მშვიდიც არა, დაღლილი ხარ, მია, ძალიან! – სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და
სახე ამარიდა მან 


არ ვიცი, ალბათ ცუდად მეძინა ღამით და მაგიტომ – მოჩვენებითი მხიარულებით


ვაგრძელებ მე – შენსკენ რა ხდება?


„ღამით“ – გაეცინა ლუკას – ეგ ერთ ღამეზე რომ

იყოს...


ხო, ვერ გამოვიძინე და მაგის ბრალია, სხვა არაფერი – ვთქვი მე და ის იყო კიდევ
რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ ლიკა შემოქანდა ოთახში და ტორტის დასაჭრელად
დაგვიძახა.


ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს, არ მყოფნის შენთან გასატარებლად დრო -


გაეღიმა ლუკას


თითქმის საათია ვლაპარაკობთ, ამ დროს - დანანებით აღვნიშნე მე


6 წელია არ მინახიხარ, მია, ხმა არ გამიგია შენი, რომელ ერთ საათზე მელაპარაკები?! -
ისევ გაეცინა მას


თითქოს შარშან იყო ბათუმის დღეები, ან შარშანწინ, ძალიან ახლო წარსულში და


ძალიან ცოტა ხნის წინ.


მაშინ მოკლე ჯინსის შორტები გეცვა და თმა გქონდა კიდევ მეტად გახუნებული.
ყველაზე ბედნიერი და თავისუფალი იყავი მაშინ, რაც მინახიხარ... ყველაზე! ვიდეო
მაქვს გადაღებული, იცი?! უფრო სწორად, ღამეა და არაფერი არ ჩანს, შავი კადრია.:)
სანაყინესთან ვართ გაჩერებული, შენ ბულვარში ნათხოვარი ველოსიპედით ხარ, მე -
ფეხით) გახსოვს ეგ მომენტი, ღამე რომ აიტეხე ნაყინის ჭამა? 


მახსოვს - გამეცინა მე და ვიგრძენი ცხვირში რაღაცამ როგორ მომიჭირა. ცხვირიდან ეს


რაღაც თვალებისკენ ჩაიღვარა. ღრმად სუნთქვა დავიწყე ცრემლის ბურთი ჰაერით
მაინც რომ გამეშრო და შევეცადე, ემოციას არ ავყოლოდი - 3 წელში ერთხელ ვჭამ არადა
ნაყინს და რატომ მომინდა იმ ღამით?


არ ვიცი - გამიცინა მან და მხიარულად გააგრძელა - მოკლედ მე კი ვიღებ, მაგრამ კადრი


არაა მარტო სიბნელეა და შენი ხმა: „დაგაფიცე, არ წამისმევ მაისურზე ნაყინს, იცოდე,
დაგაფიცე, ლუკა!“ და მერე იცინი, რაღაცნაირად... ყველაზე მაგრად იცინი დიდხანს,
ძალიან.. მერე მეც, მერე შენ უფრო, მერე მეც, შენ ხმას უმატებ და მერე მეც... ასე ვიცინით
გიჟებივით. 2 წუთიანია ჯამში, ჩანაწერი. ..... რომ იცოდე, რამდენჯერ მაქვს მოსმენილი,
პროსტო!


რამდენჯერ? - ცრემლების ახალ ნაკადს ვაშრობ მე და ვცდილობ გავიცინო. არ


გამომდის.


ვერ გეტყვი - თავს აქნევს უარყოფის ნიშნად ის.



მაინც? - არ ვეშვები მე


ჯობია, არ იცოდე, მია - ისევ აქნევს თავს ლუკა და სკამიდან დგება - გავედით!


უხმოდ ვემორჩილები და თმას ნერვიულად ვისწორებ, ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ


ტვინი გავთიშო, წკაპ და გამოვრთო, ამ წამს მხოლოდ ეს მინდა, მხოლოდ ეს!


ეს!


ჯერ ლუკა შევიდა მისაღებ ოთახში, მერე მე.


მოჩვენებითი მხიარულებით ავიწიე თმა და გოგოების სექტას შევუერთდი, რომლებიც


ბოტოქსის პროცედურებს განიხილავდნენ და ასაკის მატებაზე წუწუნებდნენ. ლუკამ
ბიჭების რიგს გვერდი აუარა და ვიკას მიუჯდა. ვიკამ გაუღიმა მას და მხარზე აკოცა. 


გამაჟრიალა! 


სასწრაფოდ გონება ჩავრთე, 7 წუთის წინ არსებული დიალოგი ტვინის მაუსით


მოვნიშნე და პერმანენტულად წაშლას დავაჭირე ხელი.


„მორჩა, არაფერიც არ ყოფილა“- გავიფიქრე ჩემთვის


„მომეჩვენა ან ზედმეტად ემოციურად შევხედე ამ ყველაფერს.


დიდი ამბავი,


თუ ბათუმის 5 დღე ახსოვს, ყველას ემახსოვრებოდა ისეთი მხიარული დასვენება იყო.

ჩარჩენილი აქვს ძალიან რომ გავერთეთ,ესაა და ეს!


„ნაყინის ვიდეო“ არა, ის. 


მოიგონა, რა!


მომეჩვენა.


მომეჩვენა.


მომეჩვენა.


გამომირთეთ ეს ფანტაზია, ჩემი არანორმალური ტვინი ისედაც ბევრს ფიქრობს,


აღარაა მეტი საჭირო!“


ვიკას სიცილმა გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ჩვენი საერთო მეგობრის ცოლს


ელაპარაკებოდა რაღაცას და ხმამაღლა იცინოდა. მისი ნახევრადსავსე ბოკლიდან
ირეკლებოდა ძვირადღირებული საყურეების ბზინვარება.

ორივე ხელზე მიწყობით ეკეთა ერთნაირი სამაჯურები.


სამაჯურებზე ჩემი ოქროულობა გამახსენდა.


თავის დროზე, ჯამში, ალბათ 25 კილოს რომ იწონიდა 


და დღეს უკვე სხვადასხვა ლომბარდში ეპოვა ბინა.


აღარც ვითვლიდი რომელი-სად, 


სათვალავი უკვე ისედაც არეული მქონდა, 


ვიცოდი, 


მაინც ვერასოდეს დავიბრუნებდი მაგ სამკაულებს და 


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნივთი მართლა განსაკუთრებით მენატრებოდა,


ჩემთვის ვეგუებოდი აზრს, რომ მე მათ ვეღარასდროს ვნახავდი.


ისევ ფიქრებში წავედი...


ფრაგმენტულად მახსენდებოდა, 


ბერლინი, 


ერთმწკრივად ჩალაგებული, ფერადტენტიანი კაფეები, სამკაულების მაღაზიები,


ლამაზი შენობები...


როგორ ვდგავარ იმ დილით ნაყიდ, ლურჯ კომბინეზონში და ვირგებ ერთ, ორ, ოთხ
ყელსაბამს... 


ნიუ იორკი,


თებერვალი...


ყვითელი ტაქსებისა და ცაშიატყორცნილი შენობების ქალაქი... 


ჩემი დაბადების დღე... 


ტიფანის მაღაზია, 


სამაჯურები... 


სამაჯურები... 


სამაჯურები... 

სამაჯურები წყლისფერი შეფუთვით და ბოლოში ბანტით)


პარიზი,


მაისი...


კენზოს, გუჩის, შანელის მაღაზიები...


ყველაზე ძვირადღირებული რესტორნები და


ღამის შანზე-ლიზე...


თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე,


საბურთალო,


ცინცაძის 8,


გიორგი ლაშხის სახლი,


მე- 6 წლის წინ,(ჯერ კიდევ ოქროს ხანაში) ნაყიდი


comme des garcons-ის კაბით,


და შანელის სადა ბალეტკებით,


რომელიც ასევე ზემო პალეოლითის ეპოქაში შევიძინე ერთ-ერთი გასტროლის დროს.


მთვრალი ბიჭები.


სანდრო-გამხდარი, თვალებჩაცვენილი, დაძაბული სახით.


ლუკა ლაღი, მხიარულად მოსაუბრე, ბედნიერი!


სადად შეკრული თმა, ერთ წამში დავიშალე და თითქმის ბოლომდე დაცლილი


სუნამოს დარჩენილი წვეთები შევისხი.


უცბად, სახლში ყოფნა მომინდა.


არც მუსიკა მესმოდა, არც ხალხის ხმა, არც მიხაროდა იმ წუთში რამე...


სახლში მინდოდა ყოფნა და ძილი,კიდევ.. ღია ვიტრაჟები და ბევრი ჰაერი..


სიჩუმე...


ემბრიონის პოზაში მოკეცვა და თვალების დახუჭვა.


ყველაფრის დავიწყება,

წარსულის, აწმყოსი...


მარტო ბედნიერი წუთების დატოვება მომინდა, 


რაც მიცხოვრია, მხოლოდ ბედნიერი ემოციის დატოვება და დანარჩენის გაქრობა.


„ნეტა ჯამში რომ გადააბა, 


ამ 6 წლის მანძილზე, რამდენი ხანი ვიყავი ბედნიერი?!


პირველი 2 წელიწადი და 4 თვე ალბათ - გადავითვალე ჩემთვის... 


ან პრინციპში 6 თვეც.


მერე მორჩა..


მერე ყველაფერი დამთავრდა...


მას მერე მოწყენილი ვარ...


შეშინებული, დაზაფრული... 


ცარიელი...


მოულოდნელი სცენარის მიხედვით განვითარებული მოვლენებით დაღლილი.


დაღლილი ძლიერი გოგოს როლის თამაშით, 


სულ,


სულ,


სულ,


რომელიც კოშმარული სპექტაკლიდან - არსებულ რეალობამდე,დაუსრულებლად


გრძელდება.


ხოდა დასავიწყებელია!


ყველაფერს წავშლიდი, 


ყველაფერს, 


ყველა ფერს 


წყლისფერისა და თეთრის გარდა - ორივე თვალებს ამშვიდებს, დანარჩენი არც ერთი


ფერი არ მინდა!

უცბად ლუკას ხმა გავიგე, რომელიც მასპინძლებს ემშვიდებოდა და მადლობას იხდიდა.
ვიკა გრაციოზულად წამოდგა და თმა აკურატულად გაისწორა. 


მოხდენილად მოირგო „სელინის“ ბოლო კოლექციიდან პირდაპირ გარდერობში


შეკიდული პლაში და ყველას საჰაერო კოცნა გამოგვიგზავნა.


თვალი გავაყოლე ვიკას და ჩემს თავზე დავფიქრდი. ღმერთო, რა უცნაური ბედისწერა


იყო, მაინც...


გვერდით გყავს, ძალიან ახლოს, კანთან ახლოს და რაღაც მაინც არ იყო ბოლომდე
გარკვეული...


ბოლომდე გარკვეულზეც არაა, ეგ ალბათ, დიდად არც მომეწონებოდა უბრალოდ... 


ეგ აუხსნელი გაუგებრობა დიდხანს მინდოდა ყოფილიყო, იმაზე მეტხანს, ვიდრე


უბრალოდ რამდენიმე თვე იყო.. რა მაგარი პერიოდი იყო,


და რა მაგრა ვიყავით ერთად... 


ყველაზე გაურკვევლად და ყველაზე საინტერესოდ. და მხიარულად! ყველაზე


ბედნიერად! სულ ყველაზე! მერე..


წკაპ და გათენდა...


ყველაფერი თავდაყირა დადგა, ვიღაცამ აკვარელის ფერებში ფუნჯით სითხე რომ


არიოს, აი, ზუსტად ისე...


აი, რომ აიღოს და მალინისფერი ნაცრისფერში ჩაღვაროს, ნაცრისფერი, იისფერში,


იისფერი-თეთრში და ყველაფერი ერთი ხელისმოსმით შეცვალოს.


ადგე და შენ აქ იყო, 


ის იქ.


„იქ“


კი არადა, პრინციპში
 „არსად!“


გაუგებარი განაჩენით გაუჩინარებული..


სადღაც შორს,


და პრინციპში


„არც სად“


შენთვის აღარსად...

გათენდა და მორჩა


გათენდა და „ჩვენ“ აღარ ვიყავით.



„ნინო“ ვაკურად

იმ საღამოს თბილისში ძალიან ცოტა ხალხი იყო. რეპეტიციიდან გამოვედი თუ არა,
ლუკა დამხვდა უშველებელი მზესუმზირის კოლოფით ხელში.


რა გინდა, რომ ბრმა ნაწლავი გამისკდეს და საავადმყოფოში ვიწვე ერთი კვირა, შენ კი
მოდიოდე და მნახულობდე, ყოველდღე? - მზესუმზირის კოლოფს გავხედე და სიცილი
ამიტყდა.


შენი ფანტაზია!!! წინა ხილის დღე იყო და შენ ხილისგან ცუდად გახდი. დღეს,
გადავწყვიტე მზესუმზირა წამომეღო- თავი იმართლა მან


მანქანის გარეცხვა მინდა - ტალახიან მერსედესის ჯიპს შევხედე მე და გამაჟრიალა


წვიმაა გამოცხადებული, ხვალ გაგირეცხავ - მოიგონა მან


წვიმა, არა, ის - ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე მე და გამეცინა


კარგი, მაშინ „ის“ - თავი დამიქნია ლუკამ


ხოდა, მინდა მანქანის გარეცხვათქო - მშვიდად გავიმეორე მე


აუ, შენზე ჯიუტი, მე არავინ მინახავს, „ვოობშე“ - სიცილით მითხრა მან


ხოდა, კარგად მიყურე - მზესუმზირის კოლოფი მოულოდნელად გამოვგლიჯე


ხელიდან და წამის მეასედში გავხსენი


ახახახა - ჩემი საქციელით გაოცებულმა, გადაიხარხარა მან


გოიმებს მზესუმზირა ასე ეხევათ - თვალი ჩავუკარი მე


მაგარ „ვიდზე“ ხარ - თვალი შემავლო ლუკამ


მადლობა - გამეცინა მე და ჩემს კედებს დავხედე, რომლის საყიდლადაც, ფაქტიურად


„ჯე კლასის“ დალომბარდება მომიწია.


ძალიან გიხდება ეს ჯინსიც - ისევ გააგრძელა ჩემი თვალიერება მან


ხო, მეც მომწონს - დავეთანხმე მას


უბრალოდ მეტი აღარ გახდე, თორე, ნამეტანია - მირჩია მან


საერთოდ ვერ ვჭამ, მავიწყდება ჭამა, გესმის? - ვაღიარე მე


ხოდა, ამდენს რომ ვარჯიშობ, მოკვდები - მხიარულად დაასრულა ლუკამ



ჯიგარი ხარ! - გამეცინა მე


ნუ, მართლა მოკვდები - თავი დამიქნია მან - შენი დასის გოგოებს დასცინოდი
შიმშილობენო და შენც იგივეს აკეთებ?


აუ, დავაი, რა!- მზესუმზირის 2 ლებანი ვესროლე მას და სეირნობა გავარძელე -


ძალიანაც გადასარევად ვარ


კი, კი! - სიცილი აუტყდა მას


ზუსტად რომ „ძალიანაც!“


მზესუმზირამ წყალი მომანდომა და იქვე პატარა კაფეში ძალით შევათრიე ჯაყელი.


ის იყო, ყველაფერი ვიყიდეთ და გარეთ გამოვდიოდით, რომ ლუკას ვიღაც გოგომ


დაუძახა. მივბრუნდით და ჩვენს წინ დაიხატა, უმოწყალოდ ქერად შეღებილი,
თავისუფალჯინსიანი, გამაოგნებლად უმეტყველოთვალებიანი და გაწელილსაუბრიანი
არსება.


აუ, ლუკა, რამდენი წელიაააააა?! - კისერზე ჩამოეკიდა ჯაყელს ის. განზე დავდექი და
ყურადღებით შევათვალიერე „იგი“. სხვა რომ არაფერი აღვნიშნო, აბსოლუტურად
ზედმეტი მომეჩვენა, ამ გაუგებარი გოგოს საღამოს (ისტერიულად მკვეთრი) მაკიაჟი.
თმის ღერებიდან დაბუგული თმა შორიდანაც კი შესამჩნევად ელავდა.
წარმოუდგენელი იყო მისი საუბრის ატანა, რამაც მე მომენტალურად საფეთქლის
ტკივილით დამაჯილდოვა.


გაიცანი, ეს მიაა, ჩემი მეგობარი - როგორც იქნა გონს მოეგო ჯაყელი


სასიამოვნოა - თავი ზრდილობიანად დავუქნიე მე


ჩემთვისაც - ცარიელი თვალებით მიღიმის ის - ნინცო!


ბატონო?! - მეგონა, რომ მომესმა მე


ნინ-ცო! - დამიმარცვლა ქერა-დამწვართმიანმა


რა საინტერესო სახელია - ვერ დავმალე გაოცება მე


ნუ, ნინო ვარ ისე, მაგრამ ყველა ბავშვობიდან „ნინცოს“ მეძახის


მიაუ !- წამომცდა ინსტინქტურად და ამაზე ჯაყელს ისეთი ისტერიული სიცილი


აუტყდა, მეგონა ჩემს მილკშეიკსა და წყალს თავზე გადამასხამდა. ნინცო დაბნეული
იდგა, მან ისიც ვერ გაიგო, რა მოხდა 1 წამის წინ. ოჰ, ეს უწიგნური ფეისი! ბოჟე! -
გავიფიქრე ჩემთვის.


უი, მანქანა მიყენია ცუდად, ახლავე დავბრუნდები - უფრო მოიგონა მან და კაფესთან
„ქალურად დაპარკინგებული“ იქს ექვსისკენ გაემართა.

მია, ნორმალური ხარ?! - ხარხარით მისაყვედურა ლუკამ


არა! - ენა გამოვუყავი მე - სად „ჩითავ“ ასეთ ქალებს?


ჩემო მეზობელია, აბაშიძეზე, ხო, აი, „ვჩითავ“


ნინცოო!!! - შოკიდან ვერ გამოვდიოდი მე


ნუ ეგრე ეძახიან, რა გავაკეთო?! - თავი იმართლა მან


მოკალი! - ვუბრძანე მე


მია! - ღიმილი ყურებამდე გაეხა მას


აიღე იარაღი და ესროლე! - ვურჩიე მე - ანდა შენ „ხაისტი“ ხარ და მე დაგეხმარები


გეყოფა! - სახეს ვერ ასწორებდა ის


„ღმერთო დამიფარე“- გოგოა!


ლუკა მეორედ ჩაიკეცა დახლთან.


გაჩუმდი! - ამოიხავლა ქვემოდან მან


ტუჩებსაც ვერ აკონტროლებს იმდენი გელი აქვს შესხმული - გავაგრძელე ნინცოს მიწაში
ჩადება მე - აი, რაზეც გინდა, დაგენიძლავები, რომ არ იცის „პეპი გრძელიწინდა“ ვინ
დაწერა, გინდა? რაზე გინდა? - ხელი გავუწოდე მე


არაფერზე არ მინდა, მოიგე, დამანებე თავი - ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობდა ის


შანსი არაა, რომ არ გამოვცადო - არ ვჩუმდებოდი მე


მია, გეყოსთქო! - სერიოზული სახე მიიღო მან


მოვედიი - საუბარი ისევ „ჟუვაჩკასავით“ გაწელა მან


ძალიან კარგი, ჩვენ გავდივართ უკვე ხო, მია?

- ხელი მომკიდა მან


კი, გავდივართ - დავეთანხმე მე - უი, ნინცო, მთელი დღეა ვერ ვიხსენებ, ვინ დაწერა
„პეპი გრძელიწინდა“ ენის წვერზე მაქვს და ... ვერაფრით ვერ ვამბობ ავტორს. შენ ხომ
არ გახსოვს, შემთხვევით?


ნინცოს ასფალტისფერი დაედო, ლუკას მალინის. მე გადასარევი ფერი მაქვს და


ვდგავარ ბედნიერი, პასუხის მოლოდინში..


პეპი? - დროის მოგების მიზნით გადაამოწმა მან -.... უი, არტურ-კონან-დოილმა -


ბედნიერად გაიღიმა მან.


რა გოგო ხარ! - ვთქვი აღფრთოვანებით მე და კარი გავაღე - ერთით ნოლი, ხომ


გეუბნებოდი, ჯაყელ?! ხოდა, მანქანას მირეცხავ! - გადავიხარხარე მე და თვალი
ჩავუკარი მალინისფერ ლუკას.
 

ნაცრისფერი 

სახლში რომ მოვედით მე და საბა 7 სრულდებოდა. ნოემბრის სუსხისგან გათოშილები
ვიყავით. თბილისში შემოდგომა მკაცრდებოდა. ფეხები მტკიოდა დაღლილობისგან. 1
კვირაა არ მძინავს. სპეციალურად ვწვები ღამის 2-ზე, რომ ბოლომდე გავითიშო, მაგრამ
არაფერი გამომდის.


სანდრო ისევ ცუდადაა. უხასიათოდაა. მე აღარ ვიცი, რითი გავიმხნევო თავი ამიტომ,
ისევ ვფიქრობ. ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ სულ. ჯერ საჭმელებზე ვფიქრობ, მერე
პროდუქტებზე, მერე რა უფრო იაფი დამიჯდება, იმაზე. მერე საბაზე ვფიქრობ. მეშინია,
ყურადღება არ მოვაკლო სანდროს გადამკიდე. საბა პატარაა, მაგრამ, ყველაფერს
ხვდება, ყველაფერი ესმის. კიდევ კარგი ეს ბავშვი გავაჩინე, თორე ხომ მოვკვდებოდი
დარდისგან. ბიჭი ძალიან მაგარია. ყველანაირად მაგარია. ჯერ 2 წლისაა, მაგრამ უკვე
კაცია. ძალიან რომ ვიღლები და ვითიშები, მოდის, მეხუტება. „ცუდად ხარ? მოგიტანო
წამალი?“ მიმეორებს ტექსტს, რომელსაც მე, მამამისს დღეში 4–ჯერ მაინც ვეკითხები.
სანდროს სძინავს. რა დროც არ უნდა იყოს, როცა მოვდივართ, სულ სძინავს. ვიღლები,
მაგრამ არ ვიმჩნევ...


ერთი, ორი, სამი... როდემდე გავუძლებ, ნეტავ - ვფიქრობ ჩემთვის. ბოლო 2 წელია
საშინელი გაუცხოება მაქვს. ვზივარ და ვუყურებ ადამიანს, რომელიც საოცრად უცხოა
ჩემთვის. დღეს, ჩვენს შორის გამჭვირვალე, ჭერიდან მუხის იატაკამდე აღმართული,
სხვისთვის შეუმჩნეველი კედელი გვყოფს. უცნაური კედელია. ყველაფერი ჩანს,
ყველაფერს ხედავ, რადგან წარმოუდგენლად გამჭვირვალეა, უბრალოდ აღარაფერი
გესმის. ეს უფერული სივრცე ყველაფერს ატარებს ხმის გარდა... ჩვენ ერთმანეთის აღარ
გვესმის. სანდრო კედლის ერთ მხარეს დარჩა, მე და საბა - მეორე მხარეს. ბევრი ვეცადე ,
ეს უცნაური სივრცე არ გაჩენილიყო, თუმცა, ამაოდ. თავისით, აბლაბუდას ქსელივით
მოიქსოვა და გაიბა. მერე ნელ-ნელა მასშტაბი გაზარდა და საბოლოო ჯამში ზღუდედ
გადაიქცა. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის მოხდა, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს.
დავშორდის მოთხოვნებითა და აზროვნებით, ვალდებულებებითა და პრინციპით.
მისთვის ყველაფერი სულ ერთი და უინტერესო გახდა, ბავშვიც კი. ის ბიჭი, ვისთვისაც
ერთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვიყავი, დღეს, აღარ არსებობდა. თითქოს ასეთი
პირონება არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ბარიერს აქეთ, მარტო დავრჩი სრულიად. ეს
იყო ტრაგედია!


წამალი შემოგიტანო? - ნაძალადევი ინტერესით ვკითხე სანდროს მე


არ მინდა - ჩემსკენ არც მობრუნებულა, ისე გამცა პასუხი


ჩაი ან ყავაც არ გინდა? - ერთიც შევეკითხე მე


არა, დაღლილი ვარ - იმავე ტონალობაში გააგრძელა მან


„დაღლილი“ - გამეცინა მე და უცბად ტირილი მომინდა - დაღლილი მე ვარ, სანდრო! -


ხმადაბლა ვთქვი მე 


შენ რამ დაგღალა?! - მოულოდნელად შემობრუნდა ის


მე რამ დამღალა? - ყურებს არ დავუჯერე მე - საერთოდ მეკითხები, როგორ ვარ? ბოლოს


როდის მკითხე, გახსოვს? - ავფეთქდი მე


კარგად ხარ, ვხედავ - იყო მშვიდი პასუხი - ყველას ჰყავს შვილი და ყველა ზრდის მას
ზედმეტი პრობლემის გარეშე, მია! უმრავლესობას, ორი და სამი ჰყავს - იმავე
ტონალობაში გაგარძელა მან


ყველა ამდენს არ შრომობს, ვირივით - ტონს ავუწიე მე - და ყველა ამდენს არ წვალობს,


ქმრები ცოლებს უვლიან და ყველაფერში ეხმარებიან - ხმა კიდევ გამიმკაცრდა მე


მაპატიე, რომ ცოტახანი ფული არ მაქვს - იყო ირონიანარევი პასუხი


ეგ რა შუაშია? - გამოვშტერდი მე - ფული არ უნდა ცოლის მოკითხვას და მასზე


ზრუნვას


როგორ არ უნდა? - გამიღიმა სანდრომ - უნდა! ფული როცა მქონდა, ბედნიერი იყავი


მე უშენოდაც სულ მქონდა ფული და საერთოდ.. ფული არაფერ შუაშია.


ინდიფერენტული გახდი და არაფერი გედარდება შენი თავის გარდა, შენ არ იყავი, თავს
რომ იკლავდი ჩემი გულისთვის? სადაა ის ბიჭი, გამაგებინე, სად?


ნუ უწევ ტონს - მშვიდად გააგრძელა სანდრომ - მე მაქვს ცხოვრების ყველაზე ცუდი


პერიოდი. მაქვს ღრმა დეპრესია. თუ შეგიძლია გაიგე, თუ არადა მიბრძანდი!


ნუ მეუბნები მაგას სიტყვებს, სანდრო - ცეცხლი წამეკიდა მე - ჩემი სტილი სირბილი


არაა: ჩაალაგე, ამოალაგე. თუ წავალ, აღარასოდეს დავბრუნდები, იცი გადასარევად. 


სანდრო შებრუნდა და ტელეფონში თამაში გააგრძელა. მე საშინლად მომინდა ტირილი,


მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და დასაძინებლად წავედი.

დაშა 

ყირგიზეთში ეს კლინიკა, რომელშიც მე და სანდრო ჩამოვედით, ამ ქალაქში
ერთადერთი თუ არა, ყველაზე მასშტაბურია. ყველანაირ ხალხს ნახავთ აქ.
სააავადმყოფოს 120 პაციენტიდან, 48 ქალია. თავიდან პირღია დავდიოდი, ახლა
მივეჩვიე. პაციენტები სიმძიმის მიხედვით განსხვავდებიან.


სანდროს დამამშვიდებელ წამლებს უკეთებენ დღეში 2-ჯერ, ბევრი რომ ეძინოს და


ტვინს „მოთხოვნის“ გრძნობა გაუთიშონ. დამამშვიდებლის მიღებიდან 2 საათი მას
მკვდარივით სძინავს. ეს ის დროა, როცა მე ჩემს თავს ვუვლი. ვუვლი თორე, მეც
განსაკუთრებულს რამეს არ ვაკეთებდე... 2 საათი მაქვს, რომ აზრზე მოვიდე, სველი თმა
გავიშრო, წიგნი წავიკითხო, ან საუკეთესო შემთხვევაში, დავიძინო. ძილი აღარ მახსოვს,
რა მცნებაა. არც ერთი ღამე არ მძინავს და იმიტომ. ორგანიზმს მოთხოვნას ვუბლოკავ
სანდროს წამლის არ იყოს


და შედეგიც, შესაბამისია.


ტანსაცმელი საგრძნობლად გამიდიდა, ნათხოვარივით მაქვს ტანზე. იმ დღეს, ჯინსის


ერთდროს მომდგარი შარვალი, გაუხსნელად რომ გავიხადე, მივხვდი, ერთი ზომით
პატარა ტანსაცმელზე უნდა გადავსულიყავი.


სანდრო ამას ვერ ამჩნევს. ის ვერაფერს ვერ ამჩნევს, საკუთარი ცუდად ყოფნის გარდა.
ამ ბოლო დროს როცა იძინებს, მე კლინიკაში სეირნობა დავიწყე. ფსიქიკა მეც
ტოტალურად რომ არ შემერყას, ერთადერთი გასართობი, ეს მოვძებნე, აქ. ვიცმევ
საკუთარ, აწ უკვე დიდ ტანსაცმელს და ფრთხილად ვიკეტავ პალატის კარს.
პაციენტების თვალიერება ჩემი ახალი გატაცებაა. თითქმის ყველას სახეზე ვცნობ,
მაგრამ ამჯერად მათი თითოეულის, კარგად გაცნობა მინდა.


2 კვირის წინ ერთი ძალიან ლამაზი გოგო მოიყვანეს კლინიკაში. იქნება ასე, 23-24 წლის.
დავინახე თუ არა, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა უცნაურმა თავსაბურავმა,
რომელშიც ერთი-ერთში გავდა თეთრკანიან „ერიკა ბადუს“ ხელზე უამრავი
სამაჯურითა და ბეჭდით. აი, ზუსტად ამ გოგოს გაცნობა მაქვს გადაწყვეტილი, დღეს.
მშვიდი სახით გავუყევი დერეფანს. კლინიკის გაპრიალებული იატაკის ფილები ისე
პრიალებს, ყოველ ჯერზე გასრიალება მინდება და როცა არავინ არ არის დერეფანში,
ცოტას ვსრიალებ კიდეც : ) ვინმემ რომ დამინახოს, აუცილებლად მეც დამამშვიდებელს
გამიკეთებს, ამიტომ ვერიდები უცხო თვალს. დერეფანი ცარიელია, ამიტომ, პატარა
სიჩქარე ავკრიფე და ფილებზე გავქანდი. მომენტალურად შევაჩერე სვლა, როცა ჩემს
წინ ულამაზეს და უუცხოეს თავსაბურავში მდგარი გოგონა დავაფიქსირე. 102 პალატის
წინ იდგა თეთრი „ერიკა ბადუ“ და გაოცებით მადევნებდა თვალს. ინსტინქტურად
გამეცინა და გავუღიმე. გაიცინა და გამიღიმა მანაც. 


მე, დაშა ვარ! - რუსულად გამეცნო ის



სასიამოვნოა, მე მია მქვია - გავიღიმე ისევ


დიდი ხანია აქ ხარ? - მკითხა მან - ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ცეკვავ?


2 წამის გაცნობილი გოგოსგან ასეთმა კომპლიმენტმა დამაბნია და სავარაუდოდ,


გავწითლდი კიდეც.


ლამაზი ვარ? უი, დიდი არაფერი, მოცეკვავე ვარ, კი! - თავი მოკრძალებით დავხარე მე


ძალიან ლამაზი გოგო ხარ - თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, ისე მითხრა დაშამ


სილამაზე, ისეთი სუბიექტური რამაა, ჩემო კარგო - ისევ გამეღიმა მე


ყოველდღე გხედავ დერეფანში რომ დადიხარ და სულ გაკვირდები - ისევ მშვიდად


განაგრძო მან


ხო, სეირნობა ახალი გასართობი მაქვს, საბოლოოდ რომ არ გავგიჟ... - და მივხვდი რომ
ზედმეტი მომდიოდა - რომ არ დამავიწყდეს ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ!


ხალხთან ურთიერთობა აუცილებელია - დამეთანხმა დაშა - ხო, გიყურებ როგორ


სეირნობ და პერიოდულად, როგორ ცეკვავ


ვცეკვავ? - ყურებს არ დავუჯერე მე


ცეკვავ, კი - გაიცინა მან - მიდიხარ და უცბად ფეხის წვერზე დგები, 12345678 და


ტრიალდები, მერე ისევ სიარულს აგრძელებ... ეგ რიტმი ცეკვაშია და გამორიცხულია
ყოველდღე აკეთებდე ამ მოძრაობას, ისე, უბრალოდ. ძალიან ორგანული ნაწილია ეგ
შენი, მაგიტომაც დაუფიქრებლად გამოგდის.


გამეღიმა და გული ამიჩუყდა. რაც ამ კლინიკაში ვარ, ჩემს თავს არ ვეკუთვნი და


მხოლოდ სანდროზე ვარ გადართული. როგორც კი დროის რამდენიმე წუთი მრჩება
საკუთარი თავისთვის, ინსტინქტურად, თურმე მეცეკვება...


შენც ჰეროინზე ხარ? - ფიქრისგან გამომაფხიზლა დაშამ


მე? არა, მე არა, ჩემს ქმარს აქვს პრობლემა - სევდიანად გავაგრძელე მე


გასაგებია - თავი დამიქნია მან


დიდი ხანია, რაც აქ ხარ? - ვკითხე მას 


11 დღეა - დაუფიქრებლად მიპასუხა დაშამ - საერთოდ, არც ვაპირებდი აქ მოსვლას...


უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვეს... ჩემითაც გადავაგდებდი... მაგრამ აღარავის
სჯეროდა და... - მშვიდად დაიწყო მან


ხო, აქ უკეთესია, კონცენტრაცია მხოლოდ ამ საკითხზე გექნება და მალე მოაგვარებ


პრობლემას - გავუღიმე მას

ჩემითაც შემეძლო - მხრები აიჩეჩა მან - ივანი წამართვეს და სხვა გზა არ იყო, უნდა
წამოვსულიყავი - თვალები აემღვრა უეცრად. დავიძაბე. მივხვდი,

საქმე ბავშვს ეხებოდა და გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი


ივანი? - ვიკითხე მე


ხო ჩემი შვილი, 5 წლისაა, მამამისმა წაიყვანა, დედობის უფლებას მართმევს აქ თუ არ


ვიმკურნალე. არადა... ძალიან იშვიათი მომხმარებელი ვარ... მხოლოდ
დღესასწაულებზე, ისიც იმიტომ, რომ ... სულ მცემდა ჩემი ქმარი. სახე შემეცვალა და
სავარაუდოდ, ფერიც. უბრალოდ ყურებს არ დავუჯერე რას მიყვებოდა 2 წუთის წინ
გაცნობილი გოგო, მე, აბსოლუტურად უცხოს...


რა სისასტიკეა! - აღმომხდა უცებ


დაშამ გაიღიმა. 


მაგასაც ეჩვევი დროთა განმავლობაში, იცი?!


ნუ გადამრიე, ცემას? - გაოცება ვერ დავმალე მე


ხო, ჯერ ხანდახან გირტყამს, მერე ცოტა უფრო ხშირად.. მერე... აი, პირველად თუ
მოხდა ეგეთი რამ, მაშინვე უნდა წამოხვიდე, ჩაალაგო და წამოხვიდე. მე მაშინ
ორსულად ვიყავი, ვერ წამოვედი... 


და წამოსულიყავი, გათხოვდებოდი მილიონჯერ... ან, საერთოდ, შვილი ხომ


გეყოლებოდა, რაში გჭირდებოდა ქმარი, ეგეთი ქმარი?


მშობლებთანაც პრობლემა მაქვს, მათ რომ გაეგოთ წამოვედი და ორსულად ვარ,


მომაშორებინებდნენ ბავშვს... და მე მაგის წარმოდგენაც არ შემეძლო... მაგიტომაც
დავრჩი.. 


საშინელებაა! - თვალები გამიფართოვდა ტრაგედიის წარმოდგენაზე


ხო, საშინელებაში ვიცხოვრე... მერე სმა დავიწყე... მერე წამალი...


კარგი გადაწყვეტილებაა, აქ რომ ჩამოხვედი. ყველაფერი დაგილაგდება - გავამხნევე ის


ღამე მიჭირს ყველაზე მეტად. ამ წამლების გამო საშინელი თავბრუსხვევა და


გულისრევა მაქვს, ხანდახან მგონია, რომ ვერ გავუძლებ ამ მკურნალობის კურსს...


როგორ ვერ გაუძლებ - არ დავიჯერე მე - ჩემი ქმარი შენი ნახევარი შემართებითაა და ის


უძლებს, ყველაფერი კარგად იქნება.


ყველაზე მეტად როცა მიჭირს, მაშინ ივანზე ვფიქრობ და ეგ მაძლებინებს - თავი


დამიქნია მან 

აბა, რა! მხოლოდ მის გამო უნდა დაუმტკიცო შენს თავს, რომ ძალიან ძლიერი ხარ.


სიგარეტი მაქვს, არ მოწევ? - მშვიდად მკითხა მან - რადგან ძალიან მიჭირს, ნება
დამრთეს, პალატაში მოვწიო... ეს გისოსებიც რა კარგია, რომ აქვს შენობას. პირველივე
ღამეს ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა - სიგარეტს გაუკიდა დაშამ


რა ლამაზი თავსაბურავია - მის თმას ავხედე მე


მეც მომწონს, ბალიზე რომ ვისვენებდი, ერთმა ქალმა მასწავლა თმის ასე შეხვევა,
მზისგან გიცავს და წყლისგან არ გაგიუხეშდებაო. მას მერე, ისე მომეწონა, არც
მომიხსნია. არ მაქვს კარგი თმა და პრინციპში, ვმალავ კიდეც - გამიღიმა მან - აი, თმის
შენნაირი ხარისხი რომ მქონოდა, სავარცხელსაც არ მივიკარებდი. სასწაული ფერია!


ხო, ეს გენეტიკის ამბავია, უკრაინელი ვარ მამით, დედით ქართველი და ბებიით


ებრაელი - გამეცინა მე - მხოლოდ ამ „მიქსის“ ბრალია.


ძალიან თავმდაბალი ხარ შენ, მია, ეგ ძალიან ძლიერი ხასიათის დასტურია.


კაი, რა! - გამეღიმა მე 


მე დედა მყავს თათარი, მამა რუსი


შენიც გადასარევი „მიქსია“ - თვალი ჩავუკარი მას


დიდი ხნით ხართ, აქ? - დაინტერესდა დაშა და ლოგინზე გრაციოზულად ჩამოჯდა


კიდვ ერთი თვე, მინიმუმ - ამოვიოხრე მე


ცეკვას მასწავლი? - თვალები აენთო მას


მის ლამაზ სხეულს შევხედე და გამეღიმა - სიგარეტიც გადააგდე და გასწავლი, იცი, რა


მარტივია?!

მია „მჩაგვრელი“

ხოდა, მოკლედ, ამ კონცერტების მერე, მე 3 ათას დოლარს გადამიხდიან და ამ ფულს,
ბოლო ცენტამდე, დავხარჯავ მხოლოდ...


შოპინგში - დამასწრო ლუკამ


ზუსტადაც, რომ! - თავი დავუქნიე მე


რა სიგიჟეა ამხელა ფულის „მატერიაში“ გადაყრა - არაფრით არ ესმოდა მას


შენ მაგას ვერ გაიგებ, გოგო არ ხარ! - ვიცინოდი მე და ჭიქაში ყავის ნარჩენებს საწრუპით
ვისრუტავდი.


ღმერთმა დამიფარა, რა! - აღიარა ლუკამ


ჰაჰაჰა - გავიცინე მე - ისე, მე ცოტათი „ბიჭი“ რომ არ ვიყო აზროვნებით, ნეტა მაინც
მემეგობრებოდი?


არ ვიცი - გაიცინა მან 


ჩემნაირი მეგობარი ხომ არ გყოლია? - დავინტერესდი მე


არა, არ მყოლია..


ხოდა, პელე ვარ - ტაში დავუკარი ხმამაღლა


გიჟი ხარ! - შემისწორა მან


დიახაც! - გავიცინე მე


პატარა, როგორი იყავი? - დაინტერედა ლუკა


ძალიან თხა, ძალიან ცელქი, სულ ველოსიპედით დავდიოდი, ან როლიკები მეკეთა.


ორი ათასჯერ ვარ დამტვრეული, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. მუხლები სულ
გადახეული მქონდა, ერთსა და იმავე ადგილს 3–ჯერ, 4 –ჯერ ვიზიანებდი. მაინც არ
მედარდებოდა. თმის დავარცხნა არ მიყვარდა, დილით რომ კიკინას გამიკეთებდნენ,
საღამოს იმ კიკინის ნარჩენები მქონდა თავზე და ხელს ვერავინ მკიდებდა, შიშით. ასე
გაწეწილი დავქროდი.


აუ, რა სანახავი იქნებოდი, წარმომიდგენია - სიცილი აუტყდა მას


ვიყავი ყველაფერი, გოგოს გარდა.


მაგარია! - მიღიმის ის



ბაღში დადიოდი?


აუ, ბაღზე იმდენი საშინელი კურიოზი მაქვს... არც კი წარმოგიდგენია - სიცილი


ამიტყდა მე


მომიყევი, რა?! - მთხოვა მან


სულ მე ვყვები და შენი რომ არაფერი ვიცი? - ვუსაყვედურე მას


მე არ მაქვს ეგეთი საინტერესო ისტორიები, რაზე ვილაპარაკო? - თავი დაიჩაგრა მან


ვითომ, არ გაქვს! - არ დავიჯერე მე - რა ვიცი, იმდენია... რომელი მოვყვე?!


ყველაზე სიგიჟე, მოყევი - სავარძელში კარგად მოეწყო ის


სიგიჟე? ... აუ, ერთი სასწაული ისტორიაა და, არაა ნორმალური მაგის მოყოლა, თან
ბიჭთან, მარა მაინც უნდა მოვყვე, არ მაინტერესებს, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ!


მიდი! - გაუხარდა ჯაყელს


მოკლედ, ნუ, ბაღიდან ერთხელ ვარ გამოგდებული. ლუკა სიცილისგან გაწითლდა


რატო? - ვერ გაიგო მან


საშინლად მოვიქეცი პირველივე დღეს და ვერ აიტანეს, მიბრძანდიო - მიმითითეს


პირველივე დღეს? - არ დაიჯერა ლუკამ


ზუსტად, პირველივე დღეს! - დავეთანხმე ამაყად


უკრაინაში?


კი, უკრიანაში ვარ მაგ დროს. მეორე ბაღიც არ მომწონდა დიდად, მაგრამ
დავდიოდისავით. ხოდა, მოკლედ, მეზიზღებოდა ძილი. ხო იცი ბაღში რომ გაძინებენ?
ძალიან მოსაწყენი თემაა, ხოდა, მოკლედ, არ ვიძინებდი. ყველას ეძინა, მე დავდიოდი,
ვთამაშობდი.


რა საშინელი ბავშვი იყავი - თავი გაოცებით გააქნია მან


კი, საშინელება ვიყავი, ნამდვილი, ხოდა მოკლედ ერთი დღეა და დამაწვინეს, მეც
დავწექი, ვერ ვარ კარგად, ვგრძნობ, ვამბობ, რომ მტკივა თავი, ფეხები - არავის
აინტერესებს, ვიგონებდი ხშირად და იმიტომ და მოკლედ, ჩამეძინა მე საწყალს.


ვაა! - გაიოცა ლუკამ


ხო, თურმე მაქვს მაღალი სიცხე, ალბათ, ასე 41 ან 42 გრადუსი - გავამუქე ჩემთვის


ან 43-44 - გალურჯდა ლუკა



სავსებით შესაძლებელია! - დავეთანხმე მე –მოკლედ, მართლა ჩამეძინა ამ სიცხის გამო
და ძილში... ჩავიფსი!


აუ, ჩემი! - ცრემლები მოადგა ლუკას სიცილისგან


ხოდა ვიღვიძებ, სულ სველი ვარ, ლოგინიც სველია, ბავშვები იღვიძებენ ნელ-ნელა და
არ ვიცი რა გავაკეთო, რომ ეს ფაქტი დავმალო. ჩემს წინ იწვა ერთი გოგო, მაშა და ადგა
თუ არა ლოგინიდან, მის ლოგინში გავქანდი და ჩავხტი, ვითომ ისედაც იქ მეძინა.
შემოდის მასწავლებელი და ალაგებს ლოგინებს. მოვიდა ჩემთან და ხედავს სიცხე მაქვს,
ამაყენა, ჩამაცვა და ლოგინი ამილაგა, მერე მივიდა ჩემს ნამდვილ ლოგინთან და გაშრა,
მეკითხება „ აქ ვის ეძინაო?“ მე ვთქვი: „მაშას“! წადი მაშას დაუძახეო. ვეძახი მაშას, მაშა
მოდის. რატომ ჩაიფსიო? – საყვედურობს მასწავლებელი. მაშა ძალიან დაიბნა, ეს ჩემი
ლოგინი არააო, ამტკიცებს. მე ვუთხარი „ზუსტადაც რომ შენია და ნუ იტყუებითქო“.
ოღონდ იმდენად დამაჯერებელი საუბარი მქონდა, რომ ის საწყალი გოგო მართლა
დაეჭვდა. აიწურა, გაწითლდა.


აუ, რა ბოროტი ხარ! - სერიოზულად შეეცოდა მაშა ჯაყელს 


რა გამეკეთებინა, სხვა გზა არ მქონდა- ვაღიარე მე


მერე, რა ბედი ეწია იმ გოგოს?


არაფერი, ძალიან კი შემეცოდა, ისედაც თავისი გაჭირვება ჰქონდა, რუხი რეიტუზი


უკუღმა ეცვა.


ლუკამ სიცილისგან სახეზე ხელები აიფარა და გაჩუმდიო მთხოვა.


უკან 2 ზოლი ჰქონდა მაგ რეიტუზს, წინ ერთი, გახსოვს? და

მაგით ხვდებოდი წინა და უკანა მხარეს.


არ მახსოვს - მხრები სიცილით აიჩეჩა ლუკამ


ახლა, არ მითხრა, რომ რეიტუზი საერთოდ არ გცმია, არ მაცემინო თავი! - დავემუქრე


მე


მართლა, არ მახსოვს - თავი გააქნია ლუკამ


ნუ ვაკეში შეიძლება მაგას სვეტურად „კოლგოტკას“ ეძახდნენ და მაგიტომ ვერ იხსენებ,


მაგრამ ზოგადად, რეიტუზი ქვია მაგ ჩასაცმელს - წავისისინე მე


ლუკა უკვე მუშტს ურტყამდა მაგიდას ისტერიკისგან.


ხოდა, მოკლედ, ხო შევტენე ამ მაშას ეს ჩაფსმა და დედამ რომ მოაკითხა, ჩემი


ჩაფსმული ლოგინის თეთრეულიც მას გაატანეს, გასარეცხად - მხიარულად
დავასრულე მე

დაგცხრილავდი! - სიცილისგან ტიროდა ლუკა - მართლა მოგკლავდი, რა საშინელი
საქციელი და ბოროტებაა, ბავშვს ფსიქიკა მოუსპე! - მისაყვედურა მან


ო, მოვუსპე, არა ის, გავეღადავესავით და ვერ გაიგო - თავი ვიმართლე მე


„გაეღადავესავით“? - სიცილით მკითხა მან


ხო, რა, ეგრევე რომ დამთანხმებოდა, შეიძლება არც დამებრალებინა ეს ამბავი, მაგრამ,
იმდენჯერ უარყო, ბოლომდე გავწირე - სინანულით ვაღიარე მე


საცემი ხარ! - დაასკვნა ჯაყელმა


ვარ! - ვაღიარე მე - საშინლად მოვიქეცი, დღემდე ძალიან განვიცდი!


ხო, აბა, ღამე აღარ გძინავს - დამცინა მან


გეუბნები, ძალიან ხშირად მახსენდება და განვიცდი. მზად ვარ, საქვეყნოდ მოვუხადო


ბოდიში, მაგრამ სად ვიპოვო იმხელა უკრაინაში, ერთი მაშა?


სულ რომ ეხვეწო, მაგას ვინ აღიარებს? - გაეცინა ჯაყელს


აი, რა მოხდა რომ აღიაროს, ბოდიშის მოსახდელად მინდა მისი პოვნა, სხვა რამის გამო
კი არა?!- გავოცდი მე


მაინც არ აღიარებს, „გაუტყდება“ - იმედი გადამიწურა ჯაყელმა


ხოდა გოიმია მაშინ, და ნუ აღიარებს, არაფერსაც არ მოვუხდი, კარგად იყოს! - განაჩენი


გამოვუტანე მე


ჯაყელმა ხმამაღლა გადაიხარხარა


ჩემ მტერს შენნაირი ბავშვი!


გადასარევი ბავშვი ვიყავი, უბრალოდ გოიმებს არ ესმოდათ, ჩემი - თავი გავიმართლე


მე და მორიგი ყავა შევუკვეთე ოფიციანტს.

დიალოგი წარსულთან

სანდროსთან მორიგი კამათის მერე, მივხვდი, მასთან ომს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ
ყიფშიძისკენ მარტო გავემართე. ლიკას სახლს ტაქსიდან გადმოსულმა ავხედე და
მივხვდი, რომ გული უკან მრჩებოდა. თვალები დავხუჭე, ღრმად ჩავისუნთქე და ზარი
დავრეკე. უცბად მივხვდი, რომ სუნამო არ მასხია, ამიტომ, ჩანთა გავხსენი და ის იყო
სუნამო უნდა დამესხა, რომ კარი ლუკა ჯაყელმა გააღო.


ნერვიულობისგან მე კისერთან მიმართული პულივიზატორი კბილებში შევისხი და


ხველებას პლუს სიცილი ერთად ამიტყდა. ამ სცენის დანახვაზე გაეცინა ლუკასაც.


როგორ ხარ, მია? - მკითხა მან და მთელი სხეულით ჩამიხუტა.


გავჩუმდი. უბრალოდ, მივხვდი, რომ არაფრის, სულ არაფრის თქმა არ მინდოდა.


მინდოდა, უბრალოდ ამ ადამიანის სულ ცოტაოდენი დადებითი ემოცია მაინც
გადამდებოდა ჩახუტებით, უკეთ რომ მეგრძნო თავი.


მე კარგად ვარ, ლუკა, შენ? - გავუღიმე მას


კარგია, თუ კარგად ხარ - ორაზროვნად მიპასუხა მან


კი, ყველაფერი ნორმალურადაა - ისევ დავეთანხმე მე


მარტო რატომ ხარ? - მშვიდად იკითხა მან. დენმა გამიარა სხეულში.


ვერ იყო რაღაც სანდრო და დარჩა - შევეცადე დაძაბულობა არ შემემჩნია მე.


აა, გასაგებია - ასევე ორაზროვნად მიპასუხა მან და მისაღები ოთახის კარი გამიღო.
სრულიად მთელ ჩვენს სამეგობროს ერთ ოთახში მოეყარა თავი. აქ სრულიად თბილისს
ნახავდით. მე ინსტინქტურად კუთხის მხარეს დავჯექი, ხალხისგან ოდნავ მოშორებით.
რაც სანდროს ცოლი ვარ, იმდენჯერ მოხდა გაუგებრობა ჩემ გამო, რომ ინერციით,
ყოველთვის კუთხეში და ზურგით ვჯდები. არ მინდა უცხო სიტუაციაში 


ყველასთვის თვალშისაცემი ვიყო, ამიტომ მაქსიმალურად ვარიდებ ხალხს თავს.


როგორც ჩანს, ეს იმდენად გამიჯდა სისხლში, რომ უახლოეს სამეგობროსთანაც იგივე
გავიმეორე. რომ დავჯექი, მერე მივხვდი, რაც გავაკეთე და კიდევ ერთხელ შემეცოდა
საკუთარი თავი. უშველებელ სუფრას თვალი მოვავლე, ლიკა რომ მეპოვნა. მოვძებნე და
ხელი დავუქნიე. იმან - მალე მოვალო მანიშნა, მე გავიღიმე, ფორთოხლის წვენი
დავისხი და ჩემს გვერდით მჯდომ დიდი ხნის უნახავ მეგობარს გავუბი საუბარი. ათ
წუთში ლიკას ქმარმა, დიტომ დამიძახა, ჩვენთან ახლოს გადმოდიო და მეც ჩემი ჭიქით
გადავედი. გზაშივე დავიძაბე, რადგან იმ სკამის გვერდით, სადაც მე მიმითითა
დაჯდომა დიტომ, ლუკა ჯაყელი შევნიშნე. გული ამიჩქარდა და ვიგრძენი, როგორ
დამიარა მუცელში ტალღასავით ემოციამ.

ეს „კრასავიცა“ გოგო, არის ჩემი ლიკუნას ბავშვობის მეგობარი და ყველაზე მაგარი
ადამიანი. ჯერ მარტო შეხედეთ, რა ლამაზია?! მოცეკვავე, უკრაინელი, მერე რა მაგარი
ოჯახი ჰყავს?! ამის ქმარი ძალიან პატივსაცემი ბიჭია, ძალიან! მისგან მე იმდენი სიკეთე
ვიცი გაკეთებული, ჩვენ აი, ეს ყველანი რომ შეგვკრიბა, იმდენს ვერ შევძლებთ – ხოტბა
შემასხა სადღეგრძელოში სიძემ.
 ლუკამ ჩაახველა. მე გავწითლდი.


ხოდა მე მინდა, ამ ლამაზ გოგოს დავულოცო ოჯახი, ულამაზესი ვაჟკაცი, რომელიც


სულ არ გავს ქართველს და ღირსეული ქმარი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში
რაღაც საქმეზეა და ჩვენთან არ არის. 


საქმეზეა, კი! - თავი დავუქნიე სიძეს და სიკვდილი ვინატრე.


წვენი კიდევ დაგისხა? - სუიციდზე ფიქრისგან გამომაფხიზლა ლუკამ


წვენი? - ავტომატურად გავიმეორე, მე - დამისხი, კი!


ხო, ნუ შენი მილკშეიკები აქ ნამდვილად არაა, მარა, წვენი შემიძლია, დაგისხა -


გამიღიმა მან. ემოციისგან მუხლზე ვიჩქმიტე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.


ხო, დღემდე მიყვარს - გამეღიმა მე


რამდენჯერაც საზღვარგარეთ მაგ სასმელს ვხედავდი, იმდენჯერ მახსენდებოდი -


გაეცინა ლუკას


ზღვაზე, სკუტერზე და ცეკვაზე არ გახსენდებოდი? - წავისისინე მე. ლუკას ლიმონათი


გადაცდა.


მახსენდებოდი, კი! - ხმადაბლა მითხრა მან


ძალიან ორიგინალური დამშვიდობება გქონდა - მალინისფერი კაფე გამახსენდა მე


ვერ მოვიდოდი - თავი სინანულით გადააქნია მან - ფიზიკურად... არ გამომივიდა


ხო, მივხვდი - დავეთანხმე მე


ცხოვრებაში ხანდახან ხომ დგება, საგანგებო მდგომარეობა? აი, ზუსტად ეგეთი რაღაც
მოხდა, ჩემთანაც.


უცნაურად გრძლელვადიანი კი გამოდგა, და... - ზეპირად რომ გამიჭირდა, თითებზე


გადავითვალე 6 წელი და 8 თვე მე


ეგეც გამონაკლისი შემთხვევა იყო - დამეთანხმა ის - სხვანაირად, ვერ გამოვიდოდა. 


ხო, მეც არ გამიკვირდა, რა დღეშია ეს მზარეული ბიჭითქო? - გამეცინა მე


მზარეულებსაც აქვთ პრობლემები, ისინიც ადამიანები არიან - გაიცინა მან. და მე


გამახსენდა, მაგარი ბიჭია და მივხვდი, როგორ მომენატრა. ეს ბედნიერება მომენატრა,
არაფრისგან შექმნილი ბედნიერება, როცა უბრალოდ კარგად ხარ და როცა, ყველაფერი
მეორეხარისხოვანია.


ხო, „უაპასნესი“ მზარეული ხარ - გამეცინა ისევ


ასეთია, მზარეულის ბედი - დამეთანხმა ის


და მაინც რა ჯადოქრობა მოხდა მაგ დღეს, ამიხსნი? - ვერ მოვისვენე

და მაინც ვკითხე მას


ხო, ჯადოქრობის მსგავსი რამ მოხდა, ნამდვილად - სერიოზულად დამიქნია თავი


ლუკამ


რა უნდოდა იმ დებილ სოხაძეს თქვენი რესტორნისგან? 


რა და, მას არ მოეწონა....- წამით დაფიქრდა ლუკა - ჩემი დამზადებული „შქმერული“.


სიცილისგან ჩავიკეცე. ლუკაც ამყვა. ხან მე ვკიოდი, ხან ის ხარხარებდა. სრულიად


საქართველომ ჩვენ დაგვიწყო ყურება და არც ერთს არ გვედარდებოდა ეგ ფაქტი.
დიტოსა და ლიკას გაოცებული სახეების დანახვაზე, მივხვდით, რომ საკმარისზე მეტი
მოგვივიდა და ხუმრობა ხმადაბლა გავაგრძელეთ.


ხო, არ მოეწონა, წავიდა მოიტანა „აკაემი“ და“ დაგიშვათ“, ხო? - ვერ ვჩერდებოდი მე


ზუსტად ეგრე იყო! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჯაყელი – აი, ახლა ძველი მია ხარ,
მხიარული და გიჟი, ანუ, ისევ ისეთი, ადრე რომ იყავი და როგორიც, რეალურად ხარ!


გენიოსი ვარ! - თავი შევიქე მე


ძალიან გამიხარდა, რომ გნახე - უცბად დასერიოზულდა ის


მეც, ჯაყელ! - გული შემეკუმშა მე


იმდენად ხშირად გიხსენებდი - ხმადაბლა გააგრძელა მან


გამეღიმა, მაგრამ თქმით, ვეღარაფრის თქმა ვერ შევძელი.


სულ ვფიქრობდი, ნუთუ ვერ ვნახავდი სხვა გოგოს, რომელსაც დაველაპარაკებოდი


ძმაკაცურად და ის ყველაფერს გაიგებდა


მერე, იპოვე? - ღიმილმა გადამირბინა სახეზე მე


ვერა! - გაეცინა ლუკას - შენნაირი გოგო მე, ვერ ვნახე


ადრეც გეუბნებოდი, ერთადერთი ვართქო, მაგრამ შენ ხომ კაცი ვერაფერს


დაგაჯერებს.

მინდოდა მანქანებზე ლაპარაკი გოგოსთან, ან ქალებზე, თუნდაც სასმელზე... ორ
სიტყვას ამბობდნენ და მერე მორჩა, ჩუმდებოდნენ


დებილები არიან ზოგადად ქალები და მაგის ბრალია - გიჟივით გამეცინა ისევ


კი, ზუსტად ეგრეა - სახე გაუბრწყინდა მას


ხოდა ყველა ბიჭებთან გაზრდილი და აზროვნებით „ცოტა სხვაგან“ ვერ იქნება, ეგეთ
ხალხთან მეგობრობა, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია - წარბები ავწიე მე


დაიწყო ისევ თავის ქება - გაეცინა მას 


შენზე ვამბობ, გოიმო! - მშვიდად გავლანძღე მე


რა ჩემზე?! - ვერ გაიგო მან


ეჰ, ჯაყელ, დაგაკლდა ჩემთან ურთიერთობა, ევროპელი გახდი, შვილო და იუმორი


სახლში დატოვე? შენ ხარ რჩეული, მე რომ გემეგობრებითქო - განვუმარტე მე


აა, ხოო! - გაეცინა მას


აა, ხოო! - გავიმეორე მეც - აზრზე არ ხარ, მორჩა! შენც გახდი რიგითი „შპრეხენ“ 


საიდან მოიტანე? - სიცილისგან გაწითლდა ის


„პროსტა“ - გავიცინე და მხრები ავიჩეჩე მე


რა მაგარია, რომ გნახე - იმეორებდა ლუკა და სახე უბრწყინავდა. ძალიან ბევრი რამის
თქმა მინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა... ან საიდან უნდა დამეწყო, არ ვიცოდი.


ვიკა, არაა? - ვიკითხე მას მერე რაც დავრწმუნდი, რომ იქ ნამდვილად არსად იყო


სახლშია, დაღლილია და ისვენებს - გაეღიმა მას.


გასაგებია - ვთქვი მე და გავუღიმე ლუკას - გვიანია, წავალ ნელ-ნელა საათს დავხედე


და მომენტალურად ცუდ ხასიათზე დავდექი


გაგაცილებ - მთხოვა მან


არ გამოვა, ჯაყელ – მოულოდნელად გამოვუცხადე მე – ეგ ამბები, აღარ გამოვა.


ლუკამ თავი დამიქნია და ხელშიშერჩენილი ღვინის ჭიქის პირს საჩვენებელი თითი


გადაატარა, თითქოს ტუჩსაცხით იყო დასვრილი და გაასუფთავა. ვიგრძენი, რომ კიდევ
რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გაჩუმდა და პასუხად მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა.
ცხოვრებაში პირველად და იმედია, უკანასკნელად გაჩნდა ჩვენს შორის უხერხული
სიჩუმე, ყველაზე უხერხული, უხერხულთა შორის. და მე დავიძაბე, იმიტომ რომ ... არ
ვიცი, რატომ... უბრალოდ მივხვდი, რომ ყველაფერმა ერთად და ცალ–ცალკემ, ძალიან
შემბოჭა.


ეს ის მდგომარეობაა, ერთი რომ გინდა და მეორეს აკეთებ და ალბათ, მაგიტომ. ალბათ


კი არა, ზუსტად მაგიტომ! 


სიტუაცია რომ განმემუხტა, გავიღიმე და დიტოს ჩავეხუტე, მადლობა გადავუხადე და


ოთახიდან გამოვედი. მუქი ლურჯი ჟილეტი მეცვა, რომელშიც ძალიან საგრძნობლად
გამოატარა ლუკას მზერამ. გამოატარა და ზუსტად მხრებთან, მთელ სიგრძეზე
სიმხურვალე ვიგრძენი. უცბად, ისე საშინლად მინდოდა უკან მიხედვა, ისე!!!!


მაგრამ.... ვერ გავბედე... დიახ! ვერ გავბედე... ხალხის მომერიდა! ამიტომ, მშვიდად
გამოვიხურე რკინის სპილენძისფერი კარი და სიბნელეში გავუჩინარდი.

ადამ ბერეზოვსკი

მარტივი ნამდვილად არაა ამ შენობაში ცხოვრება. ირგვლივ ხალხი მუდმივად
იცვლება. უმრავლესობა იმიტომ, რომ ამ დაძაბული მკურნალობის გრაფიკს ვერ
უძლებს. პალატაში მე ტანსაცმლით მძინავს. ვიცი, მთელი ღამე არ დავიძინებ და
იმიტომ. სანდროს ღამის მანძილზე 3-ჯერ მაინც აქვს ნერვული შეტევა. უმრავლეს
შემთხვევაში, სიზმარში ყვირის, მერე ლოგინის მყარ ზედაპირს ურტყამს მუშტებს
რაღაც პერიოდის მანძილზე, მერე მე მივდივარ და მის დამშვიდებას ვცდილობ. ეს
ტიპიური „ლომკაა“, ხშირ შემთხვევაში მას კრუნჩხვა ახლავს, თან. კრუნჩხვა სხეულის
დაუმორჩილებლობითა და რამდენიმე წუთიანი შოკით გრძელდება. მე ამ ყველაფერს
თითქმის მივეჩვიე.ყოველშემთხვევაში, გული აღარ მიწუხდება ნერვიულობისგან.
ექთანსაც აღარ ველოდები, პირდაპირ ვიღებ დექსამეტაზონის ამპულას და კუნთში
ვაკეთებ ინექციას. დექსამეტაზონს ეს შოკი ძილში გადაყავს, მაგრამ მცირეხნიანში.
მეორე ეტაპი - ჰალუცინაციაა. სანდროს ჰგონია, რომ ოთახში შემოდიან, ეძახიან... ესეც
საპასუხოდ ჩხუბობს, იგინება,გაურკვეველი მიმართულებით ისვრის რაც ხელში
მოხვდება იმას, უმრავლეს შემთხვევაში - ჩემს წიგნებს. ხანდახან, იქვე თეფშით
დადებულ ხილს... ბოლო ეტაპია პარანოია. მეკითხება: მე ვინ ვარ? ის სადაა? რატომ
ტკივა თავი და სახსრები? რატომ ერევა გული? როგორ უნდა ჰეროინი, რა მაგარია
ჰერიონი, რომ ის დედამიწის მამოძრავებელი ძალაა, რომ უმისოდ, სანდრო კაცი
აღარაა, რომ მხოლოდ 1 დოზა ჰეროინი უნდა და ყველაფერი დალაგდება.... მერე
თენდება... მას ისევ მეტადონს უკეთებენ და მე მაქვს სრული 2 საათი რომ მოვწესრიგდე,
ვჭამო (დღეში ერთხელ მაინც) და უბრალოდ ვიფიქრო... კიდევ რამდენი დღე მომიწევს
ამ ჯოჯოხეთში ყოფნა?! -ვფიქრობ ჩემთვის... ნუთუ, ეს კოშმარი აღარასოდეს
დასრულდება... ყოველ დილით, ვფხიზლდები თუ არა, საშინლად მინდა ტირილი და
მაინც ვცდილობ, თავი შევიკავო... თავს ვიმხნევებ, რომ ცოტაც და დამთავრდება,
ცოტაც, და ყველაფერი დასრულდება...ჩავალთ თბილისში და გავაგრძელებთ
ადამიანურ ცხოვრებას, ანდა...არც გავაგრძელებთ, მე პირდაპირ მშობლებთან მივალ
მორალურად გატეხილი და დედას ვთხოვ 1თვე დამაძინოს. გავთიშავ ყველა
ტელეფონს, სოციალური კომუნიკაციის ყველა ტიპს, საკუთარ ტვინს, დავიძინებ 1
თვით და შევეცდები, არასოდეს გავიხსენო ყირგიზეთის ამ ისტორიათა ნაკრები.
ვითომ, არაფერიც არ ყოფილა, ვითომ, ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და სხვა
არაფერი... სიზმარი, რომელიც მესამე დღეს გავიწყდება!


თვალი რომ გავახილე, ექიმი იყო შემოსული პალატაში და სანდროს გადასხმას


უკეთებდა. როდის დამეძინა ასე ღრმად, მისი შემოსვლა რომ ვერ ვიგრძენი, არ ვიცი. შენ
დაისვენეო, მითხრა მან და იქვე, სკამზე დადებული პლედი მუხლებზე მომახურა.
ვეცოდები ამ ქალს. რამდენჯერმე დავაფიქსირე, როგორ მიყურებს... ეს თანაგრძნობის
მზერაა, კეთილი, დახმარების სურვილით აღსავსე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან
სევდიანი. იმ დღეს დერეფანში დამინახა და შოკოლადი მაჩუქა. ისიც მითხრა, ფერი არ
მომწონს შენი და საგრძნობლად ხარ გამხდარი, მერე ჩემთან შემოდი, ჰემოგლობინი
ვნახოთ და სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთოთო. გული ამიჩუყდა და დიდი
მადლობა გადავუხადე. არანაირი ანალიზის გამკეთებელი არ ვარ, მაგრამ ძალიან
მესიამოვნა მისი ასეთი დამოკიდებულება. ვინმე მაინც რომ ზრუნავს ჩემზე, კარგია! 

ადამი 28 წლისაა. კლინიკაში ყოფნის უკვე მე18 დღე აქვს. ის ბრიტანეთში დაბადებული
რუსი ებრაელია, თუმცა სამშობლოში არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, რუსულის
გარტყმაში არაა. ჩვენ სულ ინგლისურად ვსაუბრობთ. ადამს იდაყვიდან – მაჯამდე,
მთელ სიგრძეზე წრეებად ტატუირება აქვს გაკეთებული. ორივე ხელზე, თან. ვერაფრით
ვერ ვხვდები, საიდან გაუჩნდა ამ სულელური რგოლების დახატვის სურვილი ასეთ
გონიერ ბიჭს. ადამი გვარად ბერეზოვსკია. ისე ავიჩემე ამ გვარის გამო, რომ 4–ჯერ მაინც
ვკითხე: ის, პოლიტიკოსი ბერეზოვსკი ხომ არ გენათესავებათქო?! 4 –ჯერვე „არაო“
მიპასუხა. მგონი, შიზოფრენიკი ვგონივარ) ან სულ მისი შვილი რომ იყოს, რას მაძლევს
ეგ ინფო მე, მაგრამ ავიჩემე, და... დერეფანში სეირნობისას ხშირად ვნახულობ. მიყვება
ათას რამეს, მეც ველაპარაკები. ასაკით პატარას ასეთი სხარტი ტვინი როგორ აქვს,
შეიძლება გადაირიო. ასეთი აზროვნება მხოლოდ ებრაელზე მინახავს, სხვას თითქმის
არავის შეუძლია მსგავს მასშტაბს გაწვდეს.


აქ საიდან მოხვდი? -ვეკითხები მას. 


2 წლის წინ ამერია თავგზა – მშვიდად მპასუხობს ის და მაცას მთავაზობს. მაცას


ვართმევ და პასუხის მოლოდინში ვჩუმდები - პატარა ბიჭი შემომაკვდა- მითხრა
უეცრად მან – ომში მტერი მტერია, მაგრამ...ის ბავშვი იყო... 7 წლის, ბიჭი.. ჩვენსკენ რომ
წამოვიდა, ჩვენ სანგარში ვიყავით და ობიექტი დავლანდეთ თუ არა, მობილიზება
გავუკეთეთ პირველ ათეულს. მოგვიახლოვდა და ვხედავ პატარა ბავშვია, ხელში
საბრძოლო ყუმბარით... ან ყუმბარის მსგავსი დანადგარით... წვიმს, კარგად არ ჩანდს
კადრი... ქუჩის ბავშვი იყო, უპატრონო, შელახული ტანსაცმელი ეცვა. მოწინააღმდეგემ
გროშის ფასად, სატყუარად გამოიყენა ის: დაავალა

„ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე ერთი ნივთის მიტანა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მას
ხელში რა მიაწოდეს... სანგარში 13 ვიყავით, უკან 34 იდგნენ. მაინცდამაინც მე ვიდექი
ტყვიამფრქვევთან... ყველაზე სუფთა ლაზერული სამიზნე მას ჰქონდა და იმიტომ...
გავხედე და ვხედავ, გვიახლოვდება. კარგად დავაკვირდი მის გამურულ, გამხდარ
ხელებს და აშკარად გავარჩიე, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მას ხელში
უჭირავს, არის „ერ-გე-დე 5“ და ეგ იცი, რას ნიშნავს? 


ვიცი, 2 ნაირია ეგ ყუმბარა, ერთი არის „ერ-გე-დე 5“ და მეორეა „დიაკოვის ერ-გე-დე“


ანუ ხელის ყუმბარა, რომელიც გვარად „დიაკოვმა“ შექმნა. პირველი ყუმბარას ჰგავს,
მეორე ვარიანტი-უფრო ძველმოდურია და ვიზუალურად თუ არ იცი, რა არის,


ვერც მიხვდები.


ბერეზოვსკიმ გაოცებისგან პირი გააღო და თვალები გაუფართოვდა. მე სიცილი


ამიტყდა.


აი, ეგ შენ საიდან იცი? - ყურებს არ დაუჯერა მან


მიყვარს იარაღები - მშვიდად გავაგრძელე მე


გამოვშტერდი და გოგოსგან საერთოდ არ ველოდი ამდენს - გაოცებით გააგრძელა მან -


ხო, ეგ ყუმბარა იყო ზუსტად, და ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ააფეთქებდა ირგვლივ,
ჰექტარის მანძილზე, ყველაფერს მოსპობდა, აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს...
20 ნაბიჯი გვაშორებდა ამ ბავშვთან და უცბად მომდის ბრძანება, რომ მისი ლიკვიდაცია
უნდა მოვახდინო. რომც არ ეთქვათ, ჩემითაც ვხვდებოდი, რომ სხვა გამოსავალი არ
მქონდა ... და ... გამოვკარი ... 5 ტყვია გავისროლე.... ადგილზევე დაიღუპა, მაშინვე....
მას მერე, ჩემთვის, დრო გაჩერებულია... მე „მე“ აღარ ვარ... მერე, მივხვდი, რომ
ფიზიკურად ვერ ვიცხოვრებ ამ კოშმარში, როცა დღეში 1000–ჯერ 6 000–ჯერ ეს კადრი
მელანდებოდა, დილით, შუადღით, საღამოს... ჭამის დროს, ომის დროს, სროლის
დროს, მარტო ეს ბავშვი და მხოლოდ ეს ბავშვი. ფსიქიკა შემირყია საკუთარმა თავმა,
ფიქრებმა. იქნებ ჯობდა, მე ავეფეთქებინე და ყველაფერი დამთავრებულიყო.. მან ხომ
არც კი იცოდა, რას აკეთებდა, მე კიდევ... მოვკალი... იმიტომ, რომ საკუთარი თავი და
კიდევ ჩემს უკან მდგარი 50 კაცი გადამერჩინა... სხვა გზა არ მქონდა, გესმის?! არ
მქონდა!! არა! - კანკალი აუტყდა მას - როცა მივხვდი, რომ ამ ცოდვით ვერ ვცხოვრობ,
წამლის გაკეთება დავიწყე. მორფმა სულის ტკივილი მომიხსნა და მომადუნა,
ერთადერთი მდგომარეობა როცა ამ მოკლულ ბავშვზე არ ვფიქრობდი, წამალი იყო.
მერე წამალმა მე დამიწყო ჭამა... საკუთარი თავი შემზიზღდა, ჯერ ამ საქციელის გამო
და მერე იმიტომ, რომ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი და ამ ნაგავმა მძლია... მე, მეომარს და
იდეაში მაგარ ბიჭს, დედა მიტირა, გესმის?! დამაჩმორა! დღეს აქ ვარ და ყველაფრის
თავიდან დაწყებას ვცდილობ. თუმცა, ისე მებრძვის ეშმაკი, მია, ისე... მეტის ატანა
შეუძლებელია - თქვა მან და ტირილი აუტყდა. თვალები ამემღვრა მეც. ჩემს წინ იდგა,
პატარა მეომარი ბიჭი, რომელსაც ისეთი ტრამვა ჰქონდა მიღებული, ისეთი... არც კი
ვიცოდი, რითი მენუგეშებინა. მივუახლივდი და ჩავეხუტე. საბა რომ მეხუტება,
ზუსტად ისე ჩამეხუტა ეს ორმეტრიანი ებრაელი და მთელი სხეულით აკანკალდა. ეს
იყო ყველაზე გულწრფელი სინანული აქამდე, რაც კი მინახავს და ამის ყურება
გაუსაძლისი იყო!

ვარდისფერი ქვიშა

ტაქსი მოსაშვილის კუთხესთან გავაჩერე, საბასთან ხელი მოვკიდე და ვაკის პარკისკენ
შევუხვიეთ. შემოდგომა იყო თბილისში, არემარეს ფორთოხლისფერი ემოსა. სანდროს
აშკარად ეტყობა, რომ უკეთაა. ნელ-ნელა ადამიანს ემსგავსება. დილაობით მიღიმის. ამ
ფაქტს რომ ვიმჩნევ, ვხვდები, რა კონდიციამდე ვარ მისული, რომ მსგავსი რამ მიკვირს.
სიმართლე გითხრა, უკვე რეაქცია არ მაქვს მაგრამ, ზოგადად, მაინც მიხარია ის ფაქტი,
რომ ტყუილად არ ვიყავით ბიშკეკის გისოსებიან ჰოსპიტალში, 3 თვით
გამომწყვდეული. საღამოს ვარჯიშიც დაიწყო. ვარჯიში, რა.. მოედანზე დარბის და 10-12
აზიდვას აკეთებს. ცხოვრებაში რაც არ მოუნდომებია, ახლა ცდილობს. მეკითხება -
ამაზე მეტს ვარჯიშობდიო? სიცილად არ მყოფნის მე მისი სპორტისადმი მოგონილი
სწრაფვა და მახსენდება, მოცეკვავე რას ეძახის ვარჯიშს... შენ რომ ერთი დღე ამყვე და
ის გააკეთო, რასაც მე რეპეტიციის დროს ვაკეთებ, სული ამოგხდება, დღის ბოლოსთქო,
ვპასუხობ. იმ დღეს საბასთან მივირბინე, ბაღში. ბავშვი არ დამხვდა და მიპასუხეს,
მამამ წაიყვანაო. სახლში რომ მივედი, ვხედავ- თამაშობდნენ. მეგონა, ჰალუცინაცია
დამეწყო. იქვე პალტოსგაუხდელად ჩამოვჯექი... 


და შორიდან დავუწყე ყურება ამ სცენას.


გულის დიაფრამგა მეტკინა, იმიტომ კი არა, რომ სანდრო შეიცვალა, არამედ იმიტომ,
რომ მივხვდი, მახარებს ისეთი ელემენტარული რამ, რაც ისედაც ასე უნდა ყოფილიყო.
ისეთი რამ, რაც ძალიან ბუნებრივია.


მე... არც კი ვიცი როგორ ვარ, უფრო ინდიფერენტული გავხდი, ვიდრე გამოვლილი
სიტუაციისგან დაღლილი. ან ისე გადავიწვი, რომ ჩემთვის უკვე სულ ერთია სანდროს
ამ სიტუაციიდან გამოსვლა-არ გამოსვლის საკითხი. გავაკეთე იმაზე მეტი, ვიდრე
ნებისმიერი ძლიერი კაცი იზამდა... ხანდახან, უბრალოდ ვერ ვხსნი, რა ძალამ
გამაძლებინა... ასე, ხმისამოუღებლად როგორ გავიარე ეს პერიოდი, ღმერთო, თან რა
პერიოდი!
 - დედა, წამოდი! -მეძახის საბა და წითელი ატრაქციონისკენ მივყავარ. საბა
გიჟდება ამ ელექტრონულ გასართობზე, სიმაღლის არანაირი შიში არ აქვს, ჩემსავით.
შეუძლია დილიდან-საღამომდე იჯდეს და იკატაოს, არ ბეზრდება. ყველა გასართობს
რომ რამდენჯერმე დატესტავს, მერე, ვარდისფერი ქვიშით ერთობა. მეც მიწაზე ვჯდები
და მასთან ერთად ვთამაშობ ქვიშაში. ვაგებთ უსაშველოდ მაღალ პირამიდებსა და
კოშკურებს. ვუყვები ათას გამოგონილ ამბავს. მინდა, ფიქრი ვასწავლო...ყველაფერს
მხოლოდ ერთ ჭრილში რომ არ ხედავდეს და უმნიშვნელო დეტალებსაც გრძნობდეს,
მინდა... მინდა ჩემნაირად იაზროვნოს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის.
კოშკურების მერე, მანქანებისთვის გზებს ვაშენებთ. დღეს, შუადღიდან მოღრუბლულია.
იმედი მაქვს, არ გამიწვიმდება გზაში.. მიწაზე ვზივარ და საბასთან ერთად ჯერ ერთ
სამანქანო გზას ვაშენებ, მერე მეორეს, მერე მესამეს... ვფიქრობ სინგაპურის ბოტანიკურ
ბაღებსა და დუბაის ცათამბრჯენებზე. ჩემს ყველაზე საინტერესო და უცნაურ
წარსულზე და გული მწყდება, დღეს ყველაფერი სხვანაირად რომ მაქვს. რა მაგარი
იქნებოდა, საბასთან ერთად რომ მემოგზაურა, რამდენ რამეს ვაჩვენებდი, როგორ
გაერთობოდა. ნეტა იმ დღეს, მალინისფერ კაფეში მაინც რომ მოსულიყო ლუკა,
რესტორნის ინციდენტი რომ არ მომხდარიყო და მას ისევ თბილისში გაეგრძელებინა
ცხოვრება, მე, რამე შემეცვლებოდა?


თუ ასე, ყველათვის გაუგებრად, ბოლომდე ვიმეგობრებდით ?!


ეს რომ არ მომხდარიყო, ის რომ დარჩენილიყო - გამეცინა ჩემივე ფიქრებზე მე.


ყველაფერი გვირისტივით სწორხაზოვნად და სამართლიანად რომ ხდებოდეს,
რეალობაში, მგონი, ძალიან მოსაბეზრებლად ბლანტი იქნებოდა ყოველდღიური ყოფა.


ან იქნებ, არც ყოფილიყო ეს ლუკა ჯაყელი იდეალური ?! არავინ იცის, ის ჩემი


შეყვარებულის ამპლუაში როგორი იქნებოდა, მაგის დატესტვის შემეშინდა. დიახ!
შემეშინდა და მაგიტომაც მოვაქციე ჩარჩოში ეს იდეალური მეგობრობა. ჩარჩოს იქით
რომ წასულიყო და იმედი გამცრუებოდა, ვერ გადავიტანდი. არ მინდოდა სხვა
რეალობა. ის, რაც მოვიგონე, რაც საკუთარი ფანტაზიით შევქმენი და უცნაური სახელი
დავარქვი - სავსებით მაკმაყოფილებდა. სტანდარტული და რიგითი - არაფერი
მინდოდა და მაგიტომ. ნეტა, სინამდვილეში მართლა ვინ იყო „მზარეული“ ლუკა
ჯაყელი?! რეალურად ისეთივე მაგარი, როგორიც ჩემთან ურთიერთობაში, თუ,
მხოლოდ ჩემი ჩარჩოდან ჩანდა, ასე? ეს ყველაფერი კი შევქმენი მაგრამ, ხელის
მოკიდება ვერ გავბედე, დაშვებულზე მეტად ამ ურთიერთობას ვეღარ შევყევი... 


- როგორ ხარ, მია?! - ელექტროშოკივით დამიარა სხეულში ნაცნობმა ხმამ. გავქვავდი.


სუნთქვა შემეკრა. მიწიდან ზევით ავიხედე და... ვხედავ ჩემს წინ ჯაყელი დგას 2
ულამაზეს ბიჭთან ერთად. ბავშვები - ერთი-ერთში მამის ნაკვთებით. 


ღმერთო რას მერჩი, რ ა ს მ ე რ ჩ ი?! რა დავაშავე! - გავიფიქრე ჩემთვის და გავიღიმე -


მითხარი, რომ მარტო არ ხარ! - ხმამაღლა ვინატრე მე - მარტო ვარ!- სევდიანად
გამიღიმა მან - მაშინ მითხარი, რომ მეჩვენები! - ისევ ხმამაღლა გავაგრძელე ნატვრა მე -
არ გეჩვენები! - ისევ

გაეცინა მას - ბავშვებო, წადით, გაერთეთ და მეც მალე მოვალ - 10 ლარიანი სათითაოდ
ორივეს გაუწოდა მან და იქვე სკამზე ჩამოჯდა. საბა მშვიდად აგრძელებს მანქანებით
თამაშს. მე ვარდისფერქვიშიანი ხელები ნერვიულობისგან საგრძნობლად ამიკანკალდა
და რომ არ შემტყობოდა, ისევ ქვიშით გავაგრძელე თამაში. - ხელს ხომ არ შეგიშლით? -
იკითხა სერიოზულად მან. მე სილა ფრთხილად დავიფერთხე და თმა ავიწიე.
გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი და მივხვდი, მარცხნივ, მფეთქავი ორგანო
რეგულარულზე, 3-ჯერ ჩქარა მიცემდა.


არა, რაში უნდა შემიშალო? - ნერვიულად გამეცინა მე


დღეს და აი აქ, ნამდვილად არ გელოდი - სიგარეტს მოუკიდა მან


ყოველ შაბათს მოვდივართ - გამეღიმა მე და ძლივს აშენებული კოშკი ხელით


დავანგრიე.


როგორი გამხდარი და მაინც, რა ლამაზი ხარ! - თხემით-ტერფამდე შემათვალიერა მან



კი, ნამდვილად ულამაზესი ვარ, ვარდისფერქვიაშიანი, დახეული ჯინსითა და
ტალახიანი ბოტასით - თავი დავუქნიე მე


ლუკას გაეცინა


ასეთი ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე „გალიანოს“ კაბაში - მშვიდად აღნიშნა მან


მისი ფულით ბერლინში, სეილზე, ნაყიდი კაბა გამახსენდა, რომელიც გაუხდელად


მეცვა 2 წელი სანამ ბოლომდე არ მოვსპე და მტვრის საწმენდ ჩვარს არ დავამსგავსე.
გამეცინა.


აუ, რა მოკლე იყო ეგ კაბა - წარსულის ფიქრებში წავედი მე


ხო, და როგორ გიხდებოდა! - აღნიშნა მან - და შენ, როგორ ხარ?


ნორმალურად - მხრები ავიჩეჩე მე 


სანდრო, უკეთაა? - მკითხა მან მოულოდნელად


დავიძაბე და საგრძნობლად ამიკანკალდა მუხლები. მივხვდი, რომ მან თავიდანვე


ყველაფერი იცოდა. ლუკა ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა ჩემთან. რომ არ
ლაპარაკობდა, არ ნიშნავდა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა. 


სანდროც ნორმალურადაა - თავი დავუქნიე მე


გამოძვრა?! - თვალებში ჩამხედა მან


ჯერ-ჯერობით მაგრად დგას და, არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე


როგორ მინდა, რომ კარგად იყო! - მითხრა მან ხმადაბლა - ნეტა იცოდე, როგორ
მინდა!


უამრავი რამ მინდოდა მეთქვა და ხმას ვერ ვიღებდი, ვიჯექი ქვიშაში წელამდე
ჩაფლული და სიტყვის თქმაც არ შემეძლო.


კარგად ვიქნები - გავიღიმე პატარა პაუზის მერე და კოშკის თავიდან აგება დავიწყე.


ძალიან მინდა - გამიმეორა მან - ისევ ბევრს ვარჯიშობ?


იმდენს აღარ - თავი დავუქნიე მე


დასვენებისთვის დრო გრჩება? - დაინტერესდა ის


(დასვენება, რა ნაცნობი და ამავდროულად რა უცხო სიტყვაა...)


პერიოდულად, ვასწრებ, კი! - მოვიტყუე მე და ბიშკეკის ღამეები გამახსენდა


არაფერი გეტყობა - გამომიცხადა მან



შენ ვეღარ მამჩნევ - წავისისინე მე


„ვეღარ“ - გაეღიმა მას


ზუსტად, რომ „ვეღარ“ - გავიცინე მეც


თბილისში რომ მოვდიოდი, მარტო შენი ნახვა მინდოდა.


აბა, მარტო ჩემს გამო ჩამოხვედი - თავი დავუქნიე ირონიით მე


შენს გამო არ ჩამოვსულვარ, მარა მარტო შენი ნახვა მინდოდა - მკაცრად გამიმეორა მან


6 წლის განმავლობაშიც შეგეძლო, მოგეკითხე - გავიღიმე მე


6 წლის მანძილზე დედა არ მომიკითხავს, მე - მშვიდად მომიჭრა მან


ა, ნუ, მაშინ არ ვიცი - ხელები ავწიე მე


ეგრე იყო! - თავი დამიქნია მან


რა საინტერესოა ეს ყველაფერი - სილიანი ხელი მუხლზე შემოვიდე მე და ჩავფიქრდი


რა არის საინტერესო?! - მკითხა მან


აი, ეს ყველაფერი, მაშინ რომ ... არ და , აი ახლა....


ეგრე გამოვიდა - სინანულით თქვა მან


და რატომ ხდება ასეთი ამბები, როგორ გგონია?! - სერიოზულად ვიკითხე მე


ეჰ, მია, მე რომ ვიცოდე...


მაინც, როგორ გგონია? - არ მოვეშვი მე


არ ვიცი... არ მაქვს პასუხი! - თავი უარყოფის ნიშნად გააქნია მან – როცა ვფიქრობ, სულ
ბათუმი მახსენდება, ღმერთო ყოველ ჯერზე, დიდი დოზით ბათუმი და სულ, შენი
სიცილი მაქვს ყურში... რეფრენად მიმეორდება, გესმის? ვფიქრობ და მაინც მესმის, მერე
კიდევ ვფიქრობ და ისევ მესმის...


გამითიშე ხმა! - ნერვიულად გავიცინე მე


ლუკასაც გაეცინა.


არ ითიშება - გაეღიმა მას


ნუ, მაშინ, გადართე - ვურჩიე მე



პულტი მაქვს დაკარგული - მითხრა მან


პულტი, მოგვარებადია, ყველგან იყიდება - ვთქვი სიცილით და უცბად ისევ ტირილი


მომინდა - როგორ მინდა, დროის უკან გადახვევა!


აბა, რა მაგარი იქნებოდა! - დანანებით თქვა მან


რა იქნება, რომ ისევ ის დღე იყოს, მე ისევ მალინისფერ სანაყინეში ვიჯდე დილის 11
საათზე და შენ შემოხვიდე. 6 წლით დაიკარგო კი არა, წკაპ და შემოხვიდე.


ნეტა, რა მოხდებოდა?! - სერიოზულად დაფიქრდა ის


მოხდებოდა, რო? - შევეკითხე

მას


არ ვიცი - პატარა პაუზის მერე მითხრა ლუკამ


არც მე ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე


დღეს მაგაზე საუბარს აღარ აქვს აზრი - ფიქრებიდან გამომაფხიზლა ჯაყელმა -


„გასამაზი“, „გავმაზე“


ნუ, ალბათ ასე, ჯობდა - შევეცადე სევდიანი ნოტი ამეცილებინა


ძალიან მინდა დაგეთანხმო და ასე ვიფიქრო, მაგრამ არ გამომდის - აღიარა მან


გამეცინა


ეგრე ჯობდა, დამიჯერე! - მოჩვენებითი მხიარულებით გავაგრძელე მე


აუ, შენნაირი გოგო რომ მყავდეს გვერდით, არასოდეს დავბერდები!


რას ერჩი, ვიკას? - აღვშფოთდი მე


არა, ვიკას რას უნდა ვერჩოდე?! - გაიღიმა მან


ვერაფერს ვერ იტყვი - ვაღიარე მე - სასწაული გოგოა! ჯერ მარტო იმიტომ, რომ შენი
ცოლია ლუკა, შენ „ისე რა“ გოგოს ხომ არ მოიყვანდი, ანუ რა პელეა, ხვდები? 


ვხვდები - ორაზროვნად მითხრა მან


რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ფიქრობდე, ის ერთადერთი გოგოა, ვისთანაც


შენ შვილები გყავს, გესმის? საერთო შვილები! მაგაზე მნიშვნელოვანი დეტალი არ
არსებობს. ან, რომ იცოდე, რად გვიჯდება, მათი ჯერ გაჩენა და მერე გაზრდა...
წარმოდგენაც არ გაქვს, რას აკეთებს ქალი შენი შვილის გამო...


შენ არ იცვლები, მია! - გაიცინა მან



ვითომ?! - დავეჭვდი მე


შენ ვერაფერი მოგერევა, იცოდე! - თავი დამიქნია მან


თვალები ამემღვრა და ცხვირში ისევ რაღაცამ მომიჭირა. და კიდევ ერთხელ გამიხარდა,


რომ მუქი რეიბანები გავიკეთე დილით, რომლის მინიდანაც თვალი აბსოლუტურად
დაბურულია.


რა ლამაზი ბიჭები გყავს! - თვალი გავაყოლე ბავშვებს, რომლებიც ბამბის ნაყინის


ფერებს არჩევდნენ ხმამაღლა


მადლობა - გაეღიმა მას


ძალიან მაგარია! - ვთქვი მშვიდად და სილა მუხლებიდან ჩამოვიფერთხე - კიდევ


ამზადებ საჭმელებს? - შევეცადე თვალებში მომდგარი შადრევანი, ხუმრობის ხარჯზე
გამეშრო


ნაირ-ნაირებს - ამყვა ლუკა


მე ხორციანების კეთება მაინც ვერ ვისწავლე - ვაღიარე მე


შემიძლია, ჩაგიტარო მასტერკლასები - გამიღიმა მან


არა, იყოს, ჩემითაც - ისევ გავიცინე მე - არ მიყვარს და შესაბამისადაც არ მაინტერესებს


ხო, აი შენ რამე გინდოდეს და ვერ გააკეთო, გამორიცხულია! - ამაყად მითხრა მან


კაი, რა! - დავიმორცხვე მე


ეგეთი ხასიათი გაქვს, გეუბნები! - მითხრა მან


რომ გახსოვს - გამეღიმა მე


მე იმდენი რამე მახსოვს, მია, შენ წარმოდგენაც არ შეგიძლია!


ხო?! - ვიკითხე ამაყად


კი! - თავი დამიქნია მან


ჰა, იყიდე იახტა, თუ ისევ ჩვენს ოცნებას ელოდები?


კაპრიზე რომ ვიყავი, იცი?! - უცბად დასერიოზულდა ის


კაი?! - არ დავიჯერე მე - აუუ, რა მაგარიაა!


შენ იქ რომ მოხვდე, გააფრენ! - გაიცინა მან



წარმომიდგენია! - აღტაცებით ვთქვი მე


ზუსტად ის ცხოვრებაა, შენ რომ გიჟდები - გაამძაფრა მან


ნახავდა, კაცი - გავიცინე მე - ოდესმე, წავიდეთ!


„ოდესმე“ - ორაზროვნად თქვა მან


ხო, რა, არ შეიძლება, გგონია?! ლუკა, რაც ამ ცხოვრებაში არ გგონია, რეალური,


ყველაფერი დასაშვები და შესაძლებელია! - სერიოზულად ვთქვი მე


ნუ 200 წლის მერე, არ ვიცი - გაეცინა მას


თუნდაც, 200 წლის მერე! მაშინაც მომეწონება სკუტერზე კატაობა - ვთქვი სიცილით


ხო, 200 წლის სკუტერზე, ძალიან სასაცილო იქნები


ძალიან გავერთობი, მაინც, პროთეზიანი, კასტილით და მაინც კმაყოფილი - ხარხარი


ამიტყდა მე


როგორ მინდა, ახლოს იყო ჩემთან - გულწრფელად მითხრა მან


ძალიან ახლოს რომ ვიყო, ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა - ვთქვი მე - რაც არ


გამოვიდა, იმაზე გეფიქრება, თორე სულ რუტინულად გვერდით რომ გყავდე, ეს
სიტუაციაც გაფუჭდებოდა. რომეოსა და ჯულიეტაზეც ამდენს რომ საუბრობენ, რა
გგონია, ერთად რომ ყოფილიყვნენ, ასე გიჟივით ეყვარებოდათ ერთმანეთი?!
სისულელეა, მათ ყოფითი შეჭამდათ და არაფერიც აღარ ექნებოდათ, დამიჯერე!
იმიტომაა ლეგენდად ეგ ისტორია, რომ არ შემდგარა!


თავს იმშვიდებ, ხო? - ჩემი აზრები წაიკითხა მან


არ ვიმშვიდებ, ეგრე მგონია! - ვიცრუე მე


ანუ, გაფუჭდებოდა?! - ჩამეკითხა ის


აუცილებლად გაფუჭდებოდა! - თავი დავუქნიე მე


და რომ არ გაფუჭებულიყო?! - გამომცდელად მკითხა მან


გაფუჭდებოდა! - ჯიუტად გავიმეორე მე


სხვა გზა არ გაქვს და ხო, ეგრე ვიფიქროთ, ჯობს! - გამიცინა მან


საშინელი გოგო ვარ, რა გგონია?! ყოველდღე ჩემი ატანა მარტივი კი არ იქნებოდა? -


ხუმრობის ხასიათზე დავდექი მე


ხო, აუტანელი! - დამეთანხმა ის - წარმოუდგენლად აუტანელი!



საშინლად! - დავეთანხმე მე - შორიდან ვარ ასეთი კარგი, თორე... საშინლად ვხვრინავ
ღამით


ჯაყელი გალურჯდა სიცილისგან


გეუბნები! - მშვიდად გავაგრძელე მე


რას

ბოდავ?! - არ დაიჯერა მან


ვხვრინავ კაცივით! - სიცილით გავაგრძელე მე


არ არსებობს! - თავი გააქნია მან


ნუ, ეგრეა და.. კიდევ ძალიან კაპასი ვარ! - ფანტაზია გავშალე მე


კაპასი არა, ის! - გადაიხარხარა მან


საშინელი თან! - გავაგრძელე მე - ფეთხუმი და ზარმაცი 


გეყოს! - სიცილით მითხრა მან


ეგრეა, ასე, რომ სულ ტყუილად გგონივარ, იდეალური - დავასრულე მხიარულად.


მე რომ მასწავლი, როგორი ხარ, სულ მცირე, სასაცილოა! - თქვა მან პატარა პაუზის
მერე


შენ ხომ ჩემთან არ გიცხოვრია, საიდან უნდა იცოდე? - ვკითხე მე


მაგას მნიშნელობა არ აქვს, მაინც ყველაზე კარგად გიცნობ, სულ რომ სხვადასხვა
პლანეტაზე ვცხოვრობდეთ - მშვიდად გააგრძელა მან


გავჩუმდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იმდენად ყველაფერში მართალი იყო, რა მეთქვა,


ვერ ვხვდებოდი.


ნუ მარტო იმიტომ , რომ ჩვენ კარგად ვაწყობთ საუბარს და ბევრი, ძალიან ბევრი
მოგონება გვაქვს წარსულის, იმას არ ნიშნავს, რომ არიო სიტუაცია, სადაც ძალიან
კარგად ხარ - ვთქვი გულწრფელად და სათვალე მოვიხსენი


აჰა! - დამეთანხმა ორაზროვნად და სახე ამარიდა


ხოდა, მეც მაგ აზრზე ვარ! - არნახული თავდაჯერებულობით გავაგრძელე მე


არ ვიცი - მითხრა მან და გაჩუმდა


რახან ასე მოხდა, ანუ, არც გვეწერა - გამეცინა ისევ



ხო, ეგრე გამოვიდა - თავი დამიქნია მან - მე სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი


როგორ მინდა, ვიცოდე, რა მოხდა, მაგ საღამოს, ღმერთო, როგორ მინდა! - ვთქვი მე


სამნი ვიყავით მაგ საქმეში, მე თევზაძე და ლაშხი - მშვიდად დაიწყო მან - სამივეს
თანაბრად შეგვეხო ეგ პრობლემა... ძველი თემაა, ბავშვობის და გვიან იჩინა თავი... არც
ამას არ უნდა გიყვებოდე, იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენ გვეხება და სხვას არავის, მარა...
შენ კიდევ როდის გნახავ, ან როდის დაგელაპარაკები, არავინ იცის. თან მაინც მინდა,
იცოდე. ჩვენი სამეულის მერე, შენ შეგეხო და იმიტომ... 


მე ზუკა თევზაძესთან ვალში ვარ... ისეთ ვალში, რომ მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი
და ვერც შევუცვლი სიტუაციას... და ის თვალი, მარცხენა თვალი, ნატკენი რომ აქვს, ეგ
მარტო ჩემი ბრალია... სინათლე წავართვი მე მას, გესმის?! მხედველობის ნახევარი ჩემს
გამო აქვს დაკარგული...


და რატომ, რა მოხდა?! - ვერ დავიჯერე რომ ამ ყველაფერს ვისმენდი მე


ჩხუბში არ მინდოდა ჩარეულიყო, ზუკა არასოდეს არ მინდოდა, რომ ჩხუბში


ჩარეულიყო, მაქსიმალურად მოვარიდე, მაგრამ, მაინც დამინახა და ჩემსკენ გამოიქცა...
სკოლის მოედნის ღობეზე გაუსრიალდა ფეხი და თვალი რკინის წამახვილებულ
წვეტზე დაიზიანა...


ღმერთო ჩემო! - თვალები ამემღვრა მე


ვერ მოვინელე ეგ ამბავი... წარმოიდგინე, რა დამემართებოდა.... ლაშხს რაც შეეხება,


ტყვიას გადაუდგა ჩემს გამო, ეგეც ძალიან ადრინდელი ამბავია...


ლუკა, რეებს მიყვები... - თვალები გამიფართოვდა მე


რთულია მზარეულის ბედი, ადრეც ხომ გეუბნებოდი?! - გამიცინა მან - ხოდა ლაშხი კი
გადარჩა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ვერ გადარჩენილიყო... ეს ბიჭები ჩემთვის ყველაზე
ძვირფასები არიან, მია, გესმის?! და ვერავინ ვერასდროს ვერ შემიცვლის მე მათ თავს...
ეს ასე იყო, არის, და იქნება. ამ მეგობრობას დატესტვა არ სჭირდება, 30 წელია ასე ვართ,
მალე ორმოცს მივუკაკუნებთ...


ხოდა იმ საღამოსაც, რესტორანშიც ერთად ვიყავით... მაგრამ ამ ამბიდან მარტო მე


ვიყავი ეჭვმიტანილი...


ვიცი! - თვალებიდან ორწყებად ჩამომისრიალდა მარილიანი წყლის წვეთი - მე ეგ


ტელევიზიით გავიგე...


მანდ ორი აზრიც არ ყოფილა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი...


კაცები, მსგავს კითხვას არ სვამენ... ორივე ზუსტად იგივეს იზამდა ჩემს ადგილას და
სანამ რამე სისულელეს მოიფიქრებდნენ, მე წავედი! 


მე ეგრე მესმის, მეგობრობა,



თან, ეგეთ მეგობრებთან მეგობრობა...


გავიგე! - რევოლუცია ხდებოდა ჩემს ტვინში. აზრებს ძლივს ვალაგებდი.


მაგიტომ გაქრი ამდენი ხნით! - გავიღიმე მე


მაგიტომ! - თავი დამიქნია, მან


საოცარი ისტორიაა! - თავი გაოცებით გადავაქნიე მე


ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებდა, შენი გაუფრთხილებლობა იყო, მაგრამ... მე ჯერ


კაცი ვარ და მერე, ყველაფერი დანარჩენი, მია... და შენ ეგ, ყველაზე კარგად იცი...
მეწყინა და მეტკინა. არ ვიცი, უფრო მეტკინა გული, თუ უფრო მეწყინა... ალბათ ორივე
ერთად და ცალ-ცალკეც...


ფაქტია, ჯაყელის არც ერთ სიტყვაში ეჭვი არ შემპარვია...


ეს ძალიან, ძალიან გულწრფელი და ნამდვილი ემოცია იყო.


შენ სუპერ ბიჭიხარ–თქო, ხომ სულ გეუბნებოდი?! - ვთქვი მოწყენით


შენ სულ მაქებდი - შემისწორა მან


დამსახურებულად გაქებდი, ჯაყელ!


ნუ, მაინც სუბიექტური იყო ეს ქება - არ დამეთანხმა

ის


ხოდა, ეგრე მინდოდა და გაქებდი! ძალიან რომ მომწონდი, იმიტომ გაქებდი. რა


მნიშვნელობა აქვს დღეს შენ სად ხარ?! მაინც ყველგან სადაც ხარ, ღირსეულად იქნები.
ეგ კი, ყველაზე მთავარია.


ლუკა გაჩუმდა. ვიგრძენი, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარაფერი თქვა.
ღმერთო, როგორ მინდოდა რომ ჩავხუტებოდი, რა ისტორია მომიყვა, რა მაგარი
ისტორია მომიყვა და რა მაგარი ბიჭი იყო!!! 


იქნებ ამ დღეებში ლიკასთან გავიდეთ, კიდევ ერთხელ დაგინახავდი - თქვა მან პატარა
პაუზის მერე.


არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე და მივხვდი, როგორ მიჭირდა მასთან ჩარჩოში ჩასმული


დიალოგი.


დედა, სახლში მინდა! - მომეწება საბა მუხლზე მე


მივდივართ! - ვთქვი ხმადაბლა და თავზე ვაკოცე



დამპირდი, რომ კარგად იქნები და ნორმალურად გამოძინებას დაიწყებ - თითქმის
მთხოვა ლუკამ


შევეცდები - გავუღიმე მას, მთელი სხეულით ჩავეხუტე და სწრაფად დავემშვიდობე.



გამქრალი ინსტინქტი

სამი თვე სრულდება რაც აქ ვართ. ამასობაში აცივდა. შენობაში კი არ იგრძნობა, მაგრამ
პატარა ფანჯრიდან თვალყურს ვადევნებ ბუნებას და მის აშკარა ტრანსფორმაციას
ვხედავ. 


ბოლო 3 კვირაა, ღამე მხოლოდ 2-ჯერ ვიღვიძებ, რაც იმის დასტურია, რომ სანდრო
უკეთესადაა. მწვავე აგრესიამ გაუარა - აღარ ვესახები ურჩხულად და ჩემი მოსმენაც
დაიწყო. სახე ცოტა დაუმშვიდდა, ბოლომდე არა, მაგრამ აშკარად, საგრძნობლად. 


ამდენი რამის ნახვის მერე, მგონია, რომ ბეტონის რობოტად ვარ გადაქცეული. არაფერი
მიკვირს...


აღარაფერი მაშინებს...


ან, შოკი მაქვს უბრალოდ...


არ ვიცი...


სულ უფრო ნაკლებად მაქვს საჭმლის მოთხოვნილება და


სულ უფრო მეტად მინდა ძილი...


თითქოს, მივეჩვიე ამ არანორმალურ გარემოს...


ცხოვრების ამ რეჟიმს...


საბა მენატრება უბრალოდ,


ტირილამდე მენატრება...


უკვე იმ ჭკუაზე ვარ, რომ ღამე ავდგე და კლინიკიდან გავიპარო, ჩავიდე და ჩავიხუტო
ჩემი შვილი...


რაც აქ ვარ მე-12 წიგნის კითხვა დავასრულე. გავიცანი 100-ზე მეტი ადამიანი და გავიგე,
მათი ისტორიები. გაგებული ისტორიიდან რამდენიმე, აბსოლუტურად შემზარავი
იყო.


ენი ყველაზე უცნაური გოგოა, მათ შორის, ვინც კი ამ კლინიკაში მინახავს. ვერაფრით
ვერ დავადგინე და არაფრით არ მითხრა, სადაურია. ინგლისურად მელაპარაკება
ძირითადად, ხანდახან ფრანგულადაც. რომ გაიგო, ფრანგული ვიცოდი, ანთებული
სიგარეტი ხელიდან გაუვარდა.


კიდევ, რამდენი ენა იცი? - დაინტერესდა ის



რამდენიმე - თავდაჯერებული პასუხი გავეცი მას


მაინც?! - ჩამაცივდა ის


ქართული, რუსული, უკრაინული, ინგლისური და ფრანგული - ჩამოვთვალე მე


ენიმ წაუსტვინა


ყოჩაღი ხარ - დაასკვნა მან


თავისთავად მოხდა - ვუპასუხე მე


ხატვა იცი?!


ხატვა? არა! - გავიცინე მე


აბა, რა იცი? - არ მოეწონა ჩემი პასუხი მას


ცეკვა ვიცი - გავიცინე მე


ცეკვა კარგია! - სახე გაუბრწყინდა მას


ხო, მეც მიყვარს - დავეთანხმე მას


ჩემი ქმარი მეორე პალატაშია, ისიც მკურნალობს - საქმის კურსში ჩამაყენა მან


უი, რას ამბობ - ურეაქციოდ გავაგრძელე მე


მას ჰეროინი უყვარდა, მე უფრო ექსტაზი და „ელ ეს დე“ მომწონს, ვგიჟები კოკაინზე -
ნერწყვი გადაყლაპა მან


რა საშინელებაა - ინსტინქტურად გამეცინა მე


კი, საშინელება არის - მიცინის ენი.


ორივე წარბზე, ტუჩზე, ცხვირზე და მაჯაზე პირსინგი აქვს. 


თვითმფრინავით მგზავრობისას, აეროპორტში რომ გადიხარ შემოწმებას, მეტალის


დეტექტორი, ეიფელის კოშკივით არ ინთება? - ხარხარი ამიტყდა მე


ენიმ ხუმრობა ვერ გაიგო, ო, რა მოსაწყენია, ღმერთო!


არა - მითხრა გაოცებულმა და ფანჯარაში ყურება გააგრძელა.


მივხვდი, სხვაგან იყო, ამიტომ აღარ ჩავეძიე.


შენ, გათხოვილი ხარ? - მეკითხება უეცრად



კი - ვპასუხობ მშვიდად


შვილი გყავს? - აგრძელებს ის


კი, ბიჭი - საბას გახსენებაზე გულის დიაფრაგმა შემეკუმშა მე


მეც მყავდა და სამშობიაროში დავტოვე - მითხრა ძალიან მშვიდად მან


რატომ?! - სუნთქვა შემეკვრა მე


სულ ტიროდა - მშვიდად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება მან


ახალდაბადებული ყველა ჩვილი ტირის - შოკიდან ვერ გამოვდიოდი მე


მღლიდა - თავი იმართლა მან


და ის დედობრივი ინსტინქტი არ გქონდა, რომ საკუთარი შვილი, შენთან გყოლოდა? -


თითქმის დავიყვირე მე


არასოდეს მქონია - მშვიდად მითხრა მან - იმ წუთში მე წამალზე უფრო ვფიქრობდი.


და რატომ მკურნალობ? როცა კლინიკაშიც კი ერთი სული გაქვს, რომ წამალი გაიკეთო,
რა აზრი აქვს შენს აქ ყოფნას?! - ვუსაყვედურე მე


სიმართლე გითხრა, დღემდე არ ვიცი, აქ რა დამრჩენია - მითხრა მან მშვიდად და


უშველებელი ვაშლი ჩაკბიჩა


და ის.. შენი შვილი... გოგო იყო, თუ ბიჭი?! - ვიკითხე მე და ტირილი მომინდა 


მგონი... გოგო! - კარგად დაფიქრდა ის


იქნებ მონახო, სადაა? - ყელში რაღაც ბურთისმაგვარი გამიჩერდა და ჩემი ქეთო დვალი
გამახსენდა, რომელსაც 4 –ჯერ მოეშალა მუცელი და ოთხივეჯერ იმ პალატაში
სულიერად გარდაიცვალა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ამ ერთუჯრედიანს კი საკუთარი
შვილი, ქუჩაში დატოვებული ჰყავს.. ზის აქ და ვაშლს მიირთმევს...


კარგად იქნება, მარტოს არ დატოვებდნენ, დღეს უშვილობის საშინელი პრობლემაა -


მშვიდად გააგრძელა ენიმ - ასე რომ, ვინმე წაიყვანდა. აი, შეხედე, - ჟურნალის პრიალა
ფურცელი მოაბრუნა ჩემსკენ მან და ვაშლი კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა - აი, ეს ტატუ რომ
გავიკეთო კისერთან, მომიხდება?! 

იმედის სხივი

სახლში გვიან დავბრუნდი. სანდროს და საბას ეძინათ. ზამთარი იყო და ციოდა, ცხელი
შხაპის მერე გავეხვიე თბილ ხალათში და მისაღები ოთახის დიდ ფანჯარასთან
დავდექი. განათებულ გზას გავხედე. ქუჩა სულ ცარიელი იყო. ცაზე ტალღებად
დაცურავდნენ მუქი ლურჯი და ნაცრისფერი ღრუბლები.


არ გეძინება?! - მომესმა ზურგსუკან სანდროს ხმა


დიდად, არა - ვუპასუხე მას და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე


მე უკეთ ვარ, მია! - მითხრა მან მშვიდად


მიხარია! - ვუპასუხე ჩვეულებრივი ტონით


ისე აღარ გიყვარვარ, ხო? - მეკითხება ის


რომ არ მიყვარდე, შენთან არ ვიცხოვრებდი - მშვიდად ვუპასუხე მე


მე ეს ყველაფერი მხოლოდ შენს გამო გავაკეთე - მომიახლოვდა სანდრო


მიხარია - იმავე ტონალობაში გავაგრძელე მე, თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა, რომ მან
წამალს თავი დააღწია 


და ეს აღარასოდეს განმეორდება - ჩამეხუტა ის


როგორ მინდა, მჯეროდეს - ვთქვი ხმადაბლა


არ გჯერა?! - დაეჭვდა ის - აი, დაგიმტკიცებ!


გამეღიმა. 


მინდა, რომ ისევ ისე ვიყოთ, როგორც ადრე - თითქმის მთხოვა მან


მე არაფერი არ შემშლია - ვუპასუხე მშვიდად


ვიცი - თავი დახარა მან და მხარზე დამადო - შენნაირი გოგოები არ არსებობენ!


და მაგიტომაც მომისპე ცხოვრება, ხო?! - ცრემლი შემერია ხმაში, მაგრამ


მომენტალურად მოვთოკე თავი


მაპატიე,რა! - მითხრა მან და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა


გპატიობ - ვთქვი მშვიდად და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას შევეცადე.



მაშინ, დაივიწყე! - მთხოვა მან


ვნახოთ, როგორ იქნები - ვთქვი მშვიდად


ყველაფერი დალაგდება! - მითხრა მან


იცი, სანდრო, მე მაინც მგონია, რომ ადამიანები არ იცვლებიან... ისინი უბრალოდ


დროებით ივიწყებენ, საკუთარ ნამდვილ სახეებს


მე ხომ კარგი ვიყავი?! - გამიღიმა მან


იყავი, რო?! - თავი უცნაურად გავაქნიე მე


ვიყავი! და შენ ეგ გადასარევად გახსოვს!


მე აღარაფერი მახსოვს, სანდრო - თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე მე და საძინებელში


გავედი.

აბდა-უბდა დიალოგი

გოგოსთვის ყველაზე მეტად რა სიტუაციაა კომფორტული? - მეკითხება ლუკა და
ჟელიბონების ახალ ყუთს ხსნის


ეგეც რომ შევჭამო, ხვალ ვერ ვიცეკვებ კი არა, საერთოდ ვერ გავიღვიძებ- აღმომხდა მე


შენ არც გაჭმევ, ჩემთვის ვხსნი - მშვიდად აგრძელებს ის


ხახახა - მხარში მსუბუქად ვურტყამ მე


სერიოზულად მტკივა, ქერა - შეწუხებული მპასუხობს ის


ხოდა მიეჩვიე - სიცილით ვაგრძელებ მე - ყველაზე კომფორტული?! ალბათ მაინც


ბიუსჰალტერის გარეშე ყოფნაა - გადავიხარხარე მე


რისი? - ვერ გაიგო ჯაყელმა


ლიფის! - გადავუთარგმნე მე


აა - გაეცინა მას - რატო, ასეთი „უჟასია“ - გაიოცა მან


ნუ, კომფორტული, არაა - მხრები ავიჩეჩე მე


რა საინტერესოა - გაიცინა მან


ბიჭისთვის? - დავინტერესდი მე


რა და.. ავარია რომ მოგივა და მანქანიდან გადმოდიხარ, ძალიან შეწუხებული


მომხდარით და უცბად ხედავ, რომ არაფერი არ ჭირს არც ერთ მანქანას, აი, ამაზე
ბედნიერი და კომფორტული გრძნობა, არ არსებობს!


ეე, რა მაგარია - გავიცინე მე


ნამდვილად! - თავი დამიქნია მან


კიდევ ალბათ, ძალიან რომ გცივა და სახლში მოხვალ, ან სტუმრად, სადაც სითბოა,
დალევ ცხელ მალინიან ჩაის, მიაყოლებ რამე გემრიელ კექსს ან ორცხობილას - ეგაა
კომფორტი


მევასება ჩაი! - ჩემი იდეა მოეწონა ლუკას


მეც - თვალი ჩავუკარი მას


გინდა, დრო რომ გექნება პარაშუტით გადმოვხტეთ? - მეკითხება ის



მოდი! - თავს ვუქნევ მე - ჩემი ბედი რომ ვიცი, რაღაც დაგვემართება


ოო, მოიგონა - დამცინა ლუკამ - თუ გეშინია, პირდაპირ თქვი!


ხო, აი, ვკანკალებ - სიცილი ამიტყდა მეც


თუ გეშინია, შემიძლია ბევრი ბუშტი მოგიტანო, ჰელიუმით გაბერილი და იმით


გაისეირნე - ხუმრობა გაეხსნა მას


წადი, გაიარე, რა! - სერიოზულად ვბრაზდები მე - ისე, ბუშტი ძალიან საინტერესო


ტიპია


რა კუთხით? - ვერ გაიგო მან


არ ვიცი, საინტერესოდ მეჩვენება...


ოხ, მია! - გაიცინა ლუკამ


ოდესმე მოგიყვები - თავი დავუქნიე მე


რას?


რატომ მომწონს იდეურად ბუშტი, მაგაზე მოგიყვები


ღმერთო, რა გიჟი ხარ! - თქვა მან და ჟელიბონები მუჭით ჩაიყარა პირში. 



გოგოების საუბრები

და რაო, მერე? - ორსულ ლიკას, რომლის იდეაში სანახავადაც ვიყავი ასული, სიტყვა არ
უთქვამს თავის მდგომარეობაზე, იმდენად განიცადა ჩემი ლუკასთან შეხვედრა.


მეტი არაფერი - მხრები ავიჩეჩე და მეოთხე ჭიქა ყავა დავისხი


მაინცდამაინც გული უნდა გაიჩერო? - ჩემი ისტერიული ყავის სმით გაოცებულ ქეთოს,
მხოლოდ ეს ედარდებოდა.


არაფერი თქვა ოჯახზე, ამდენ დაკარგულ წელზე, თქვენს ასეთ უცნაურ დაშორებაზე?


მეტი რა უნდა ეთქვა?! ისედაც ძალიან უჭირდა საუბარი, ბევრს ამ საკითხზე არ


მეტყოდა, ვიცოდი


რა მაგარი ბიჭია! - თვალები აუწყლიანდა ლიკას


გამეღიმა და გულთან რაღაც ჭვალისმსგავსმა გამიარა


კიდევ, როდის გნახავს? - დაინტერესდა ლიკა


რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე - რომ ვნახულობ, რა?!


არაფერი, ისე - მხრები გაურკვევლად აიჩეჩა მან


რა ლამაზი ცოლი ჰყავს - კართან ახალდაკიდულ ბრას თვალი გავუშტერე მე


ხო, ვიკა ძალიან ლამაზი გოგოა - დამეთანხმნენ ერთხმად გოგოები


მარტო ლამაზი კი არა... ლუკასთან რომ არის... ლუკას შვილების დედა რომ ჰქვია და
მხოლოდ ის რომ აირჩია ჯაყელმა, აი, ეგ ნიშნავს ყველაფერს - გამეღიმა მე


შენც ხო კარგი გოგო ხარ?! - ხმა გაებზარა ქეთოს


მეც კარგი, ვარ, კი - გამეცინა მე - უბრალოდ ეგრე გამოვიდა და ალბათ, ასეც უნდა
ყოფილიყო.


და რა იქნებოდა, დარჩენილიყო თბილისში, რაღა ეგ წავიდა, გაეშვა სხვა... შენ ხომ აქ


ჰყავდი?! - თავი დანანებით გადააქნია ლიკამ


სხვანაირად ვერ მოიქცეოდა - ვთქვი ამაყად - და რომ დარჩენილიყო, მე მას ვერასოდეს


გავუგებდი.


აი, რატომ?! - ვერ გაიგო ქეთომ



იმიტომ, რომ... იმიტომ - ახსნისგან თავი შევიკავე მე


რომ წავიდა, სამუდამოდ დაგკარგა - განმიმარტა ქეთომ


არავინ იცის, აქ რომ დარჩენილიყო, როგორ ავაწყობდით - მშვიდად ვთქვი მე და


ზუსტად ვიცოდი, რომ ეგრე ნამდვილად არ ვფიქრობდი.


ანუ, ეს ყველაფერი სამართლიანი გგონია?! - ვერ გაიგო ლიკამ


არ ვიცი... მაგრამ რადგან ასე მოხდა, ანუ ესააა ჩემი ცხოვრების სცენარი - ვთქვი 


ხმადაბლა


არადა ... – დაიწყო ლიკამ


მარია, სულ მეუბნება, რომ თუ შუბლზე მაწერია, რაც მოსახდენია, სულ რომ ქვეყნიდან
გადავიხვეწო, მაინც ისე მოხდება, როგორც მიწერია. ასე რომ... არავინ იცის, რა როგორ
ჯობდა. იქნებ რომ წავიდა და აქ არაფერი შედგა, მაგიტომაც მახსოვს გამორჩეულად?
რა მნიშვნელობა აქვს სად არის, ის მაინც განსაკუთრებული ადამიანი იქნება ჩემთვის,
სულ!


დაძაბული იყავი?! - გაეღიმა მას


ცოტათი - ვაღიარე მე - ჯაყელი ბავშვობაა ჩემი, საუკეთესო მეგობარი და ბიჭია,


გამიხარდა რომ ვნახე.


კარგადაა ისე, ხო?! 


კი, კარგადაა, ყველაფერი აქვს, მშვიდად და სტაბილურად.


ის საქმეები მოაგვარა? - დაინტერესდა ქეთო


ალბათ - მხრები ავიჩეჩე მე


მაგაზე არ გილაპარაკიათ? – არ დაიჯერა ლიკამ


ეგ საქმეები, მე არ მეხება – გავიღიმე მე


ხო, მარა... არ გაინტერესებს, მაინც?!


არა, ჩემი ვერსია მაქვს ტვინში, მაგ ამბის... და ასე დარჩეს, მირჩევნია – ყავა მოვსვი მე


რა ვერსია?


„ჩემი ვერსია“ – არ ვთქვი მე


და იქნებ შენი ვერსია მცდარია?! – მითხრა ქეთომ



და იქნებ, არაა მცდარი? – ისევ გავიღიმე – არ მინდა რეალობა, მირჩევნია ისე იყოს,
როგორც მე მგონია.


რა გიჟი ხარ! – გაიცინა ისევ მან


მე ჩემი რეალობა მაქვს, რომლის შეცვლას არ ვაპირებ და რომელიც, მხოლოდ ჩემია!


ანუ, მარიასთან წასვლა გადაწყვიტე? – მოწყენით თქვა ქეთომ


1 წლით ვნახავ, თავიდან... თუ ყველაფერი გამოვა, მერე დავრჩები... თუ არადა, აქ სულ


დავბრუნდები


იცი, რა უნდა აკეთო?! – მკითხა ქეთომ და თვალები აემღვრა


ვიცი – გავიცინე მე – უზარმაზარ საცეკვაო სტუდიას გავაკეთებ ბავშვებისთვის და


ულამაზესად მოვაწყობ.


ნინო სუხიშვილი „ატდიხაეტ“ – გადაიხარხარა მან


დაახლოებით – თავი დავუქნიე მე


სანდრო უკეთაა, ხო? - გადაამოწმა ლიკამ


კი, სანდრო კარგადაა - თავი დავაქნიე მე – ისიც ნახავს რამეს... 


ნახავს, კი – ვთქვი მშვიდად


და იმედია, აღარ აურევს - დამამშვიდა მან


იმედია - მხრები ავიჩეჩე მე


ყველაფერი კარგად იქნება, ხო ხედავ, უკვე ასე გაგრძელდა – თმა ხელით ამიჩეჩა
ლიკამ


ყველა სიტუაციაში არის გეგმა „ბ“, ასე თუ არ იქნება, ისე იქნება – ვთქვი მე – ყველა
ცუდ პერიოდსაც აქვს თავისი ლოგიკური დასარული.


აბა, რა! – მხიარულად გააგრძელა ქეთომ


შენ, შვილს გააჩენ, ქეთო კარგ ბიჭზე გათხოვდება და ვიქნებით ასე, საუკუნის
აღსასრულამდე.


მე გათხოვება

არ მინდა – გამოაცხადა მან


ნუ, შენც გააჩინე ბავშვი და გაშორდი – მარტივად გადავუწყვიტე მე



ბავშვის გაჩენაზე გამახსენდა... იმ დღეს ჩემს აგარაკზე ვიყავი ასული – ღიმილით
გააგრძელა ქეთომ


აუ, მანგლისი! – ჩვენი ერთად გატარებული ზაფხულები გამახსენდა მე


ხო, მანგლისი – თავი დამიქნია ქეთომ


რა მაგარი იყო – ბავშვობა გაიხსენა ლიკამ


ძალიან მაგარი! და გახსოვთ თინა? ჩემი მეზობელი, ჩვენხელა გოგო?


კი, თინა, როგორ არა, მერე, როგორაა? – დავინტერესდი მე


როგორაა და მეოთხე ბავშვს აჩენს! – გადაიხარხარა მან


კაი, რაა! – გაოცება ვერ დავმალე მე – სწავლა რომ უნდოდა?


„უნდოდა“, კი – თქვა ქეთომ ირონიით – უნივერსიტეტი კი არა, ბავშვის გაზრდის მეტი


არაფერი უკეთებია... მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ ამეცადინებს ბავშვებს, როდესაც
სავარაუდოდ, თვითონაც უჭირს კითხვა...)


მივედი სანახავად, მივუტანე შოკოლადები, ერთი მაღაზია ტკბილეული ვიყიდე. აბა,


ეხუმრები 4 ბავშვს?! და მოკლედ ძალიან გავახარე, გამომკითხა ყველაფერი,
მოგიკითხათ ყველანი... 


კარგადაა? – გაოცებული სახით იკითხა ლიკამ


კარგადაა, კი, სხვა მოთხოვნა არ გააჩნია ამქვეყნად და... არც პოლიტიკა აინტერესებს,
არც კულტურა, არც ჩაცმა და არც არაფერი. ლაპარაკობს მხოლოდ სადილებზე და
ბავშვებზე, მერე ქათმებზე, კვერცხზე და ყველზე... იძინებს 9 საათზე და დილის 7–ზე
უკვე საქმეშია...


თავს მოვიკლავდი! – აღმოხდა ლიკას


გეუბნები, ეგეთი არაფერი მინახავს, სურვილიც კი არ აქვს, გესმის?! რაც მე და შენ


გასტროლზე დრო გვიტარებია, და რაც ერთად გვიმოგზაურია, მია! მას არც კი
მონდომებია... იქ რა უნდა ვაკეთოო? – ასე თქვა, როცა მოგზაურობა ვუხსენე


მეორეჯერ მოვიკლავდი თავს! – არ მშვიდდებოდა ლიკა


და იქნებ მაგაშია, ზუსტად, ბედნიერება?! – უცბად ვთქვი მე


აუ, ახლა, არ გადამრიო! – ტონს აუწია ლიკამ – გეცხოვრა ეგრე, თუ ძალიან მოგწონს!


მე სხვანაირად განვითარდი... ჩემზე ეგ აპრიორი არ გამოვიდოდა. მე მეტი მოთხოვნა,


მეტი არჩევანი, მეტი გამოცდილება და ტვინი მაქვს... ბევრი ვნახე, ბევრი გამოვიარე...
იქნებ, ზუსტად ასეთ ცხოვრებაშია ბედნიერება... მარტივად... მშვიდად...
უპრეტენზიოდ... არავინ იცის.

შემოდგომის მარსელი 

მარსელში რომ დაეშვა ჩვენი თვითმფრინავი, წვიმდა. ალბათ მეასედ ვარ
საფრანგერთში, რით ვერ ვისწავლე ამ ქვეყნის კლიმატი, არ მესმის. რატომ არასოდეს
ვფიქრობ წინასწარ ამინდზე, გაუგებარია. ჩვენთან, თუ სექტემბერში ბარხატის სეზონია
ზღვაზე, საფრანგეთში სექტემბერის თვე თბილისელისთვის საკმაოდ გრილია.
აეროპორტში დაშვებისთანავე, მივხდი, მოკლე თხელი კაბა და სანდლები ძალიან
უადგილო იყო, ამიტომ ნეიტრალურ ზონაშივე ამოვიცვი ჯინსი, მუხლები რომ არ
მომყინვოდა, დიახ ასე ყველას დასანახად და ამაყად. სახლამდე ტაქსით მივქანდი.
მართალია, გადავიხადე ლამის 100 ევრო, მაგრამ ისე თბილად და კომფორტულად
ვიმგზავრე, არ მედარდებოდა.


ზუსტად 3 წელი იყო, რაც გასტროლების გამო ვერ ჩავდიოდი მარიას, მარსელში და
სამივე წელს, ყოველთვე მირეკავდა ბებიაჩემი გაოცებული, რით ვერ მოიცალეო... ისე
ავიღე ბილეთი და შვებულება, ლიკას და ქეთოს გარდა, არავინ იცოდა საით
მივემართებოდი. ჩემი მშობლებისთვისაც არ მითქვამს. ვიცოდი, ვერ მოისვენებდნენ და
მარიას გააფრთხილებდნენ. მოკლედ, ასე გიჟივით, პატარა სამგზავრო ჩანთის ამარა
ჩავფრინდი საფრანგეთში. საღამოს 9 საათზე მე უკვე უშველებელი სახლის ზღურბლზე
დავდექი და ზარი დავრეკე. 5 წუთის მერე, იგივე გავიმეორე და ის იყო ტელეფონი
მოვიმარჯვე დასარეკად, რომ დიდი მუქი წიფლისფერი რკინის კარი ჭრიალით გაიღო.
ვხედავ დგას ბებიაჩემი მოხარშული აბრეშუმის ხალათსა და (ჩემთვის) გამოსასვლელ,
არადა სახლის ჩუსტებში.


მარია!!! - დავიკივლე მე და გადავეხვიე. მარიას წნევამ აუწია. შესამჩნევად აუწითლდა


ყვრიმალები და სახე გაებადრა.


ღმერთო ჩემო, რა გადარეული გოგო ხარ!!! ვერ დამირეკე, კი მარა? - მისაყვედურა მან


დარწმუნებული ხარ, რომ მარტო ხარ? - კიდევ ერთხელ შევათვალიერე ბებიაჩემი და


ისტერიულად გავიცინე 


უიმე, მია! - თავზე ხელი წამომარტყა მან - როდის უნდა გაიზარდო?! 


არასოდეს! - ყურებამდე გამეხა ღიმილი მე და კარი საშინელი ხმაურით დავკეტე.


მოვიდა და მთელი მარსელი ფეხზე დააყენა - ჩამკოცნა მარიამ


დიახაც! - იმდენი ხანი არ მიღებდი კარს, მეთქი, პაემანზე ხარ - თვალი ჩავუკარი მას
და მისაღებში შევედი. ბუხრის დანახვამ არნახული ბედნიერება მომანიჭა და
სიხარულისგან ტაში შემოვკარი


იმედია, მამაშენმა იცის, აქ რომ ხარ! – სიცილით მკითხა მან


არაა! არ მითქვამს – გიჟივით გადავიხარხარე მე



რატომ, გამაგებინე ?!


დაგირეკავდა და გეტყოდა, მე კიდე სიურპრიზი მინდოდა! იციან, რომ გასტროლი


მაქვს.


ღმერთო, რატომ ხარ ასეთი გადარეული – თავი ღიმილით გადააქნია მან –


ბავშვობიდან ეგეთი ხარ, ეგეთი დაიბადე გესმის?! გამორჩეულად საინტერესო ხასიათი
გქონდა თავიდანვე! ეგეთი ვერ გახდები, ეგეთი უნდა იყო!


დიახაც! და მარტო მე ვარ და „ერთადერთად გამორჩეული ვარ“ – რაღაც გაუგებობა


მოვაბოდიალე მე


„ერთადერთად გამორჩეული“ – გამიცინა მან – ნამდვილად, გამორჩეული ხარ!


ურაა! – დავიყვირე მე და ისევ ტაში დავუკარი!


ნორმაში არ ხარ, ხო?! - მშვიდად მკითხა მან როგორც კი დააფიქსირა, რომ თითქმის
საცურაო კოსტუმი მეცვა ზემოდან.


არ ვარ - ისევ გავიცინე მე - დამავიწყდა აქ რომ ზამთარია. აუ, მარია, მშია!


2 დღეა რაც დამლაგებელი მყავს და მთელი სახლი დამიწკრიალა. შენი ოთახი ისევ
ისეა, როგორც დატოვე. ადი, გამოიცვალე, იბანავე და ჩამოდი.


ჩემი ტანსაცმელი ხომ არ ჩაგიცვამს ჩემს არყოფნაში?!- სერიოზულად დავფიქრდი მე


რატომ, გგონია ვერ მოვიხდენ, თუ არ ჩამეტევა?- მკითხა მან ნიშნისმოგებით და


პერანგი შეიხსნა. მისი წელის დანახვაზე წავუსტვინე


კიდევ გამხდარხარ! - ისტერიკა დამემართა მე


ნამდვილად! - ამაყად მითხრა მან - სარბენი ბილიკია აქვე, ყოველ დილით, 6–ზე
მივდივარ და 1 საათი დავრბივარ


და რომ გათენდეს და ისე ირბინო?- დილის 6 საათი წარმოვიდგინე და დავიჯღანე


რომ გათენდება, მერე მილიონი საქმე მაქვს - ამაყად თქვა მან


სასწაულ ფორმაში ხარ! - კიდევ ერთხელ წავუსტვინე მე და სახე ფაქტიურად მოვაჭამე


კოცნისგან.


მეტკინა, გოგო! - გაიცინა მარიამ და ჩემი ტყვეობიდან თავი გაითავისუფლა - როგორ


გამახარე, რომ იცოდე, გული წაგივიდოდა ემოციისგან - გამიცინა მან


ზუსტად ვიცი, როგორც ხარ - ისევ ჩავეხუტე მას და მეორე სართულისკენ გავემართე


რას მაჭმევ? - ზემოდან ჩავკივლე მარიას



ჩამობრძანდი და ნახავ - ამაყად მითხრა მან და სამზარეულოში გავიდა.


ამ სახლში ჩემი აპარტამენტი, მისაღებს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე დიდი ფართით


გამოირჩევა. . რა ღორობა და ახირება იყო არ ვიცი, მაგრამ თავი მოვიკალი, სანამ ჟანს 2
ოთახი არ გავაერთიანებინე და ყველაფერი ისე არ მოვაწყობინე, მე როგორც მინდოდა.
უხმოდ მიქნევდა თავს და ბოლოს ზუსტად ისე დამახვედრა ჩემი საძინებელი, მე რომ
შევუკვეთე.

ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ოთახს 2 აივანი ჰქონდა, რომელიც ვერანდა უფრო იყო,
ვიდრე სტანდარტული გაგებით „აივანი“, თითო -18 კვადრატულობის. ამ ვერანდაზე მე
მქონდა 2 საკუთარი შეზლონგი, ერთი საშუალო ზომის მაგიდა 3 ცალი ულამაზესი
სკამით. მაგიდაზე – ულამაზესი სანათური, იმ შემთხვევაში, ღამე თუ მომინდებოდა
წიგნების კითხვა, ეს კიდევ მეტ სიმყუდროვეს მიქმნიდა. ვერანდის კუთხე
მთავრდებოდა მინი ბარით, სადაც მქონდა ნაირ-ნაირ სასმელი. ამ ოთახში ყველა
დეტალი ბავშვობას მახსენებდა. სარკის გვერდით იყო წიგნების პატარა კარადა, სადაც
ჩემი უსაყვარლესი ბიბლიოთეკა ინახებოდა. გული ამიჩუყდა სიხარულისგან,
ნოსტალგიისგან და ემოციისგან! კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ აქ ჩამოსვლა
საუკეთესო იდეა იყო, ამიტომ უცბად გადავივლე, სპორტულები ამოვიცვი და
პირდაპირ კიბის რიკულით ჩავსრიალდი მისაღებ ოთახში.


მარიას უკვე სუფრა გაეშალა და მე რომ შევედი, ბუხარს უტრიალებდა. – რა საჭმელები


გქონია! – სიხარულით გადავავლე მაგიდას თვალი და სუფრის თავს მხიარულიად
მივუჯექი.


დალევ ღვინოს ?! – მკითხა მან სიცილით


აბა, არ დავლევ? – გავიოცე მე. მარიამ სკამი ჩემთან ახლოს მოწია და გვერდით
მომიჯდა.


მოყევი ახლა, ამბები – მითხრა მან და წითელი ღვინო მოსვა


რა ხდება და, ძირითადად სულ გასტროლი და კონცერტი მაქვს. დედა–მამა კარგად


არიან. მუშაობენ. ძირითადად ვერ ვნახულობ მათ. ან რეპეტიციაზე ვარ, ან მძინავს.


ოხ, არსად არ ერთობი, ხო? – დაეჭვდა ის


ნუ, ცოტას ვერთობი კიდეც! – ვაღიარე მე და მწვანე სალათის ნახევარი თეფშზე


გადმოვაპირქვავე.


ნუ დაიჩაგრე თავი – ისევ გაეცინა მას – პირადში?


პირადში, არაფერი ისეთი – მხრები ავიჩეჩე მე


მამაშენმა ფეხი იტკინაო, სად მოახერხე?! – გაიოცა მან – ისევ ველოსიპედით მოყევი
ავარიაში თუ, ამჯერად, როლიკებით იკატავე?!


სხვათაშორის, სხვამ დამარტყა მანქანა – გავიცინე ისევ



დავიჯერო? – გაიოცა მან


დედას ვფიცავარ! – თავი გავიმართლე მე – ძალიან მაგარი ბიჭია, ახლა ვმეგობრობთ


მხოლოდ მეგობრობთ? – მშვიდად გააგრძელა მან


კი ვმეგობრობთ! – თავი დავუქნიე მე


და თუ მოგწონს? – შეტევაზე გადმოვიდა ის


რა თქმა უნდა, მომწონს! – ვთქვი მე – რომ არ მომწონდეს, კი არ ვემეგობრებოდი!


და მოწონების იქით? – არ მომეშვა მარია


მაჭამე, რა! – სიცილით ვუთხარი მე და ზეთისხილის სამეული ჩავიტენე პირში


თან ჭამე – ყურადღება არ მომაქცია მან – შენთვის თუ მისაღები ბიჭია, იქნებ


მეგობრობის იქითაც?...


მეგობრობის იქით, არ მინდა – მოვუჭერი მე


და რატომ არ გინდა? 3 წლის ხარ? – აღშფოთდა მარია – თუ მხოლოდ ცეკვავ და ქალი


რომ ხარ, არ გახსოვს?


ნუ, იმდენად კარგი ბიჭია, რომ მხოლოდ მეგობრობა მიჩევნია! – ვაღიარე მე


დაახლოების გეშინია და იმედგაცრუების, ხო? – გაეღიმა მას


ზუსტად! – თავი დავუქნიე მე და ღვინო მოვსვი


და რას საქმიანობს, ვინაა? – დაინტერესდა ბებიაჩემი


მზარეულია! – ვთქვი მშვიდად


მზარეულია? – გამოშტერდა ის


ხო, საჭმელებს აკეთებს, თურმე, მხეცს – ვაღიარე მე


სად მონახე ასეთი უნიკალური ადამიანი? – გაიცინა მან


თვითონ დამარტყა მანქანით, მე დიდად, არ მიძებნია – გავიცინე მეც


დაფიქრდი მაგ ბიჭზე–თქო – მირჩია მან


მეზარება ეს პროცესი, მარია! იცი რა მაგარია, როცა მეგობრობ ისე, რომ არ აკონტროლებ
საუბარს, დიდად არ ფიქრობ რა გაცვია, თმა დავარცხნილი გაქვს, თუ არა


ნუ, შენ თითქმის სულ, დასავარცხნი გაქვს – აღნიშნა მან



ნუ, მაინც არ მეტყობა და, რატო დავივარცხნო? – თავი ვიმართლე მე


ეგეც მართალია! – თავი დამიქნია მარიამ


ხოდა, მაგარია ასე მარტივად, ყველაზე საინტერესო სიტუაციაა, უბრალოდ ერთობი და


სხვა არაფერი. არ გირეკავს, არ გწერს, „არ გკერავს“ და შენც, პრინციპში ჩაციკლული და
ზომბირებული არ ხარ.


მარიამ გადაიხარხარა


თვითონ, მეგობრობით კმაყოფილდება, თუ მაინც გეპრანჭება?! – არ დაიჯერა მან


ერთადერთი ბიჭია, ვინც არ მეტყლარჭება და არ მძაბავს, ცხოვრებაში ზედმეტი


არაფერი უთქვამს და მაგიტომაც მომწონს, ასე ძალიან – ვთქვი მე და ღვინო
დავიმატე.


შენ, მთელი ბავშვობა, ბიჭებთან მეგობრობდი – გაიხსენა მან


ყველაზე მაგარი მეგობრობა იციან და იმიტომ. ყველა ბიჭი მიყვარს!


გოგოებმა რა დააშავეს? – დაიბნა მარია


ვმეგობრობ 2 გოგოსთან, ისიც ბავშვობიდან და კიდევ, შენთან – გავუცინე მას – მეტი


არაა საჭირო!


ძალიან საინტერესო მოსაზრებაა – თავი დამიქნია მან – მაგრამ ცოტა გეშინია


ურთიერთობების და მაგიტომ ფრთხილობ, მე ასე მგონია.


ლევანს გულისხმობ? – ჩემი უიღბლო სიყვარულის ისტორია

გამახსენდა მე


ხო, ლევანს – გამიღიმა მან


ნუ ყველას ცხოვრებაში მომხდარა და არც მე ვარ გამონაკლისი – გამეცინა მე


ყველასთან მომხდარა – თავი დამიქნია მარიამ – და თუ ებრაელ ქალს დაუჯერებ, და


წესით უნდა გჯეროდეს, მე მაინც მგონია, რომ მოსახდენი აუცილებლად მოხდება. რაც
არ უნდა იმალო და იუარო, მაინც მოგძებნის და ან გამოვა, ან არა.


მე შენი ყველაზე მეტად მჯერა, მარია – მკლავზე თავი დავადე მას – მაგრამ ჯერ არ
მინდა სერიოზული ურთიერთობა, არავისთან


ყველაფერს თავისი დრო აქვს, მია, არ გინდა ერთია, ფაქტი– მეორე!


ხო, ნუ, თუ მოსახდენია, მაინც მოხდება. მე არ მინდა ვიყო ამა თუ იმ მოვლენის


გამომწვევი მიზეზი 

სულ შენზეა დამოკიდებული, რა! – გაიცინა მან – მე ჟანი, პირველად, იცი, სად ვნახე?


სად?


სად და კონცერტზე, მე მაშინ გათხოვილი ვიყავი და მამაშენი პატარა მყავდა.


საიდან დაგამახსოვრდა? – გამოვშტერდი მე


მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია და იქიდან – ამაყად თქვა მან


მერე? – თვალები ინტერესით გამიფართოვდა მე


მერე, არაფერი, მე სახლში წამოვედი და გავაგრძელე ცხოვრება – მშვიდად თქვა მან


მეორედ, სად ნახე? – არ შევეშვი მას


მეორედ რომ ვნახე, ქმარი ახალი გარდაცვლილი მყავდა. მაშინ, არაფერზე ფიქრის თავი
არ მქონდა, მეგობრის გამოფენაზე თითქმის ძალით წავედი და ისიც იქ იყო.


იცანი? – გული ამიჩქარდა მე


ვიცანი. ისევ ისე მიყურებდა, როგორც წლების წინ 


მერე, შენ? – დავიძაბე მე


მე არაფერი, დავათვალიერე გამოფენა და ისევ სახლში დავბრუნდი


მესამედ? 


მესამედ 10 წლის მერე ვნახე, შემთხვევით ისევ, კონცერტზე


უყვარდა ჟანს კულტურული ღონისძიებები – გამახსენდა მე და თვალები ამემღვრა


ძალიან უყვარდა – თავი დამიქნია მარიამ


დაუჯერებელია, არა?! როგორ ემთხვეოდა?


არ ვიცი – გაიცინა მარიამ – დამთხვევები არ არსებობს, მია, დაიმახსოვრე! 


ათი წელი? – წავუსტვინე მე – რამდენი დროა, ღმერთო ჩემო!


ძალიან ბევრია – დამეთანხმა ის


როგორ არ დაავიწყდი?! – გულწრფელად დავინტერესდი მე


ასე მოხდა – გამიღიმა მარიამ 


ძალიან საინტერესოა, და მაინც გიპოვა?!



მაინც მიპოვა! – თვალები აემღვრა მარიას


ცოლი არ მოუყვანია ამ პერიოდში?


როგორ არ მოუყვანია, მაშინ მეორე ცოლი ჰყავდა, რომელიც წლების მერე


გარდაეცვალა.


შენ გელოდებოდა, მოკლედ! – დავასკვენი მე


არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მარიამ – ხომ არ იცოდა, ათი წლის მერეც რომ მნახავდა,
არა?!


იქნებ, იცოდა? – გამეცინა მე


ვერ ეცოდინებოდა. როცა ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს ორივეს ჩვენი ოჯახები
გვყვავდა და არც ერთი არ ვაპირებდით ცხოვრების სხვა მიმართულებით წაყვანას... ასე
გამოვიდა, უბრალოდ... ასე რომ, ნუ გგონია, რომ რადგან დღეს რაღაც არ გამოდის, ის
არასოდეს გამოვა...


მარია, ზუსტად ჩემნაირად ფიქრობ! მე რომ ცეკვა დავიწყე, არასოდეს წარმოედგინა,


თუ სოლისტად ამირჩევდნენ, არასოდეს! და მერე ლონდონში ბრიტანელმა
ქორეოგრაფმა შემთხვევით მომისწრო სცენაზე მდგარს და ჩემს მასწავლებელს უთხრა,
ეს გოგო დააყენე თავში და წარმატება გარანტირებული გექნებაო. ასეც მოხდა! მარა,
მარია, ეგ არც კი წარმომდეგინა! 


„შემთხვევით“ არაფერი ხდება–თქო, ნუ მამეორებინებ! უნდა ენახე მაგ ბრიტანელს და


გნახა კიდეც! ეგრეა, მია, და იმიტომ... მე შენზე 2–ჯერ დიდი ხომ მაინც ვარ?
წარმოიდგინე, რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი...


და საერთოდ რომ არ შეხვედროდით ჟანს პირველი შეხვედრის მერე, ეგეც ხომ


შეიძლებოდა?! – დავინტერესდი მე


რა თქმა უნდა შეიძლებოდა! – თავი დამიქნია მან – მაგრამ შევხვდი და გამოდის, ასეც
უნდა მომხდარიყო...


ანუ, ყველაფერი ხდება! – თვალები გამიბრწყინდა მე


ცხოვრებაში, ისიც კი ხდება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი გგონია. ასე რომ,


დიდად ფიქრით არ გაიწვალო თავი – თმაზე ხელი გადამისვა მან


ბედნიერი რომ იყო, რა უნდა გააკეთო მაგისთვის? – ვთქვი პატარა პაუზის მერე და
ბუხარს მივაშტერდი


თავისუფალი უნდა იყო, მთავარი ეგაა – მითხრა მარიამ და თმაზე ფერება გააგრძელა –
შენ დაბადებიდან ძალიან თავისუფალი და გამორჩეულად ჭკვიანი გოგო ხარ, მია.
შეეცადე ეს სული არასოდეს დაიმახინჯო ყოფითი პრობლემით... ისეთი ბუნება მოგცა
ღმერთმა, არაფრით არ დათმო, იცოდე. გახსოვდეს, რომ თუ შენ „შენ „ არ იქნები,
დაიკარგები და იქნები მასაში ერთი უბრალო, რიგითი. ახლა, მითხარი, რატომ უნდა
გახდე, რიგითი, როცა დაიბადე გამორჩეული ხასიათით? 


არ გავხდები! – ვთქვი მე ისე, რომ ცეცხლისთვის თვალი არ მომიშორებია


ნამდვილად ძალიან მეტკინება

გული, თუ ვინმეს გამო შეაჩერებ განვითარებას. შენ ძალიან წინ უნდა წახვიდე, გესმის?!
ყველა მონაცემი გაქვს მაგისთვის და იმიტომ. და მარტო გონებრივ მონაცემზე არ
ვსაუბრობ, მია... ხშირად ჩაიხედე სარკეში და გახსოვდეს, შენ სტანდარტული არ ხარ.
შეეცადე, ბოლომდე ასე იყოს, სხვანაირად, არაფერი გამოვა!


ვიცი, მარია, ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც, უბრალოდ შენგან მოსმენილი, უკეთ
ჟღერს.


შენ არასდროს არ გჭრდებოდა ჩემი მითითება, ისედაც ყველაფერი გადასარევად


იცოდი. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ცოტა მეტად თავდაჯერებული უნდა იყო. აი, მაშინ
ყველაფერი ისე იქნება, მე რომ მინდა.


ზედმეტი მომივა, მერე – გავიცინე მე


არ მოგივა. შენ ზედმეტი არაფერი მოგივა, ჭკვიანი გოგო ხარ!


მარია, შენ უბრალოდ ძალიან გიყვარვარ – ისევ გამეცინა მე


ებრაელი ქალი არასოდეს იტყუება! – სიამაყით თქვა მან და საფეთქელთან მაკოცა


ანუ, მეტად თავდაჯერებული? – გავიმეორე ჩემთვის


კი, ცოტა მეტად – თავი დამიქნია მან – აი, სცენაზე რაც ხარ, ზუსტად ეგეთი უნდა იყო
ყოველდღიურ ცხოვრებაში – მარტივად ამიხსნა მან


ცეკვის ყველა დეტალი ვიცი და იმიტომ ვარ, ასეთი თამამი – გამეღიმა მე


ხოდა ზუსტად ასეთი თავდაჯერებით უნდა იცხოვრო, გესმის?! ჩათვალე, რომ სულ
სცენაზე ხარ და სულ უზარმაზარი განათებაა შენსკენ მომართული. იარე ფეხისწვერზე,
ფრთხილად, როგორც სცენაზე, მაგრამ არასოდეს არაფრის შეგეშინდეს. ხალხს არ
აჩვენო, რომ გეშინია, როგორც არ უნდა გეშინოდეს, არ აყვე მაგ შიშს, თორემ მოგერევა,
გესმის? დაგამარცხებს! შენს თავთან იყავი მართალი და დანარჩენი, ყველაფერი,
მოგვარებადია. 


და არასოდეს დათმო საკუთარი თავი, ეგ უნიკალური საქმე, რომელსაც ემსახურები და


შენი ხასიათი. ბუნება, რომელიც მხოლოდ შენია, ის რაც ყველასგან გამოგარჩევს.
მასშტაბის აღქმა არ დაკარგო და ეგ მასშტაბი მუდმივად გაზარდე, სხვანირად, ვერ
განვითარდები. ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა არაფერს მოგიტანს. შენ უკვე ძალიან
ცნობილი მოცეკვავე ხარ, სულ მცირე, ორჯერ მეტი მაინც ხომ უნდა მოასწრო?!
თავისუფალი სულის იყავი ბოლომდე და ყველაფერი იდეალურად გექნება. შენ ეგ
შეგიძლია მია,


მე კი შენი ყველაზე მეტად მჯერა!



უბრალოდ, ისე

ქეთოსგან რომ მოვბრუნდი სახლში, 10 საათი ხდებოდა. საბა დაძინებული დამხვდა,
სანდრო ტელევიზორს უყურებდა. დავიძაბე. ამ ბოლო დროს სულ ვიძაბები,
რამდენჯერაც მარტო ვართ. ალბათ იმიტომ, რომ გამოყოლილი მაქვს.. როცა წამალს
ვერ იკეთებდა და აგრესიული იყო, ძირითადად, მე ვყავდი აჩემებული, ახსენდებოდა
ასი წლის წინანდელი ამბები და მაგაზე მიწყებდა კამათს. ახლა, როცა ყველაფერი უკვე
წარსულშია და მას აგრესიის ნატამალიც არ გააჩნია, მაინც ცუდად და დაძაბული ვარ,
იმ პერიოდს ვერ ვივიწყებ მაინც, ვერ!


მოხვედი, მია? 


ნამდვილად – ვუპასუხე მშვიდად მე – საბას სძინავს?


კი – გამიღიმა მან – ჩაი გინდა?!


მეგონა, რომ მომესმა.


ჩაი? – ჩავეკითხე მას


ხო, მე ყავა მინდა და შენც გაგიკეთებ – მითხრა მშვიდად


ხომ კარგად ხარ? – გავიოცე მე


კარგად ვარ, კი – ისევ გამიცინა მან


გააკეთე, დავლევ – დავეთანხმე მშვიდად და სამზარეულოში შევედი.


გშია? – დაინტერესდა ის


ნტ, ღამე როდის ვჭამ? – გამიკვირდა მე


რავიცი, იქნებ გშია – მხრები აიჩეჩა მან


ჩაის ჭიქა ავიღე და მაგიდას მივუჯექი. მაგიდას მოუჯდა ისიც.


გინდა, ზაფხულში ნატასთან ჩავიდეთ, ბერლინში? – გამიღიმა მან


მოგზაურობა მოგინდა? – გავიცინე მე – როდიდან?


რაც დავბრუნდით, მას მერე – თვალი გამისწორა მან


ისევ თუ არ აურევ – წავისისინე მე


მია! – საყვედურით მითხრა მან



ხო, რავიცი, აღარ მემუქრები კაი ხანია მოკვლით, ცემით და ცოტა გაოცებული ვარ,
დაძაბულობა რომ აღარ გვაქვს, 


ოდესმე ხელი დამიკარებია? – წყენით მითხრა მან


ძალიან დიდი მადლობა, რომ არ მცემდი! – ისევ წავისისინე მე


მაშინ რატომ მელაპარაკები, ასე?


იმიტომ, რომ ამ ორი წლის მანძლზე სული ამომაგლიჯე! – სიმკაცრე შეემატა ჩემს ტონს
– ჩემნაირ ცოლს თან, აი, ზუსტად ჩემნაირს!


მე შენ მიყვარხარ, გესმის?! – მითხრა სანდრომ მოწყენით.


აბა, რა, სიყვარულია, ეგ! – არ გავტყდი მე 


ახლა, რამეს ვაშავებ? - მკითხა მან პატარა პაუზის მერე


მე შენი მეშინია, სანდრო - ვთქვი ხმადაბლა


ჩემი?! - არ დაიჯერა მან - რატომ გეშინია?


არ ვიცი... ბოლო 2 წელია, რაც მეშინია...


ყველაფერი დალაგდა, გესმის?! ყველაფერი ლაგდება - შეასწორა მან


არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე


გეუბნები, მართლა ასეა - შეეცადა ის ჩემს გადარწმუნებას – საშიში არაფერია...


მეშინია და სულ მგონია, რომ ისევ, აურევ, ისევ გააფრენ უმიზეზოდ და მე თავი აღარ
მექნება, ამ ყველაფერს რომ გავუმკლავდე და წავალ!


არსად არ წახვალ! ამდენი რამ გავიარეთ ერთად.. ყველაფერი დამთავრდა, გესმის?


დამთავრდა, შენ ხომ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ?!


აღარ ვარ ძლიერი.. მეც ამომეწურა ენერგია, დამიჯდა აპარატი, გესმის? აი, ასე, წკაპ და
ჩამიქრა ერთდროულად ყველა გრძნობა. ახლა მხოლოდ ინდიფერენტული ვარ... ხმას
რომ არ ვიღებ, არ ნიშნავს რომ კარგად ვარ, სიჩუმე მაგას არ ნიშნავს... ზუსტად მაშინ,
როცა ვჩუმდები, იმის დასტურია, რომ ყველაფერი ცუდად მაქვს...


ხოდა დაივიწყე ეგ ყველაფერი, ამდენი ცუდი რაც ნახე, დაივიწყე!


რა მარტივია, არა?!- გამეცინა მე - ნეტა, შენ ამის მესამედს აიტანდი?! - ხმა გამებზარა
მე


არ ვიცი - თავი გააქნია მან 



ვერ აიტანდი! - მშვიდად ვუპასუხე მე


ალბათ, ვერ ავიტანდი


„ალბათ“ კი არა, ვერ აიტანდი!


მაგრამ ყველას ხომ აქვს გამოსწორების შანსი?!


ემოცია გამომისწორე და ყველაფერს დავივიწყებ - ვთქვი ხმადაბლა


ეგ როგორ უნდა ვქნა?! - დაიბნა ის


არ ვიცი - ვაღიარე მე


გამოვასწორებ! აი ნახავ, რომ მაგასაც მოვაგვარებ


ხმას ვერ ვიღებდი. ჩემს ტვინში საგიჟეთი ხდებოდა.


- ჩემი როგორ გეშინია, მია?! - ბოლომდე ვერ იჯერებდა ის


- არ ვიცი... მეშინია და ეს ერთი ფაქტით და ერთი სიტუციით არ განპირობებულა...


წვეთ-წვეთად ამევსო მოთმინების ფიალა..


მე შენ მართლა მიყვარხარ... და რაც გავაკეთე, შენს გამო გავაკეთე... და საბას გამო..
მარა, საბამდე, შენ ხარ!


მადლობა დიდი – თავი დავაქნიე მე – უდიდესი მადლობა!


ხოდა, ნუ იცინი, მართლა ასეა... მე მოვერიე ამ საშინელებას, ხომ ხედავ? და ყველაფერს


გავაკეთებ შენი გულისთვის, გესმის? 


თვალები ამემღვრა და გული შემეკუმშა. ამ უემოციო გულს რამე თუ შემიკუმშავდა,


აღარ მეგონა. 


მია, არ იტირო რა! გეხვეწები, ოღონდ არ იტირო! – სახეზე აფარებულ ხელზე დამიწყო
სანდრომ კოცნა. მე კიდევ მეტად ავტირდი. ჯერ იმიტომ ვიტირე, რომ სანდრო
შემეცოდა. მერე იმიტომ ვიტირე, რომ ჩემი

თავი, კიდევ უფრო მეტად შემეცოდა. მერე იმიტომ ვიტირე, რომ ძალიან დავიღალე და
ვეღარ ვერეოდი საკუთარ თავს... მერე ვიტირე, იმიტომ, რომ გავიხსენე ლუკა, რომელიც
ცხოვრებაში არ ამატირებდა და კიდევ უფრო მეტად ამიჩუყდა გული. სანდრო
მომიახლოვდა და ჩამეხუტა. მერე დიდხანს ვიჯექით ასე. ცოტა რომ დავწყნარდი,
სახიდან ხელები ჩამოვიხსენი, თვალები შევიმშრალე და ავდექი. 


უკეთ ხარ?! - მკითხა მან 


მგონი, კი - თავი დავუქნიე მას



გინდა, რამე დამამშვიდებელი მოგიტანო? - შემომთავაზა მან


არა, იყოს, დავიძინებ და ხვალ კარგად ვიქნები - თავი ვინუგეშე მე და ოთახიდან


გამოვედი.

ბოლო და უკანასკნელი საუბარი

შენ და ვაკის პარკი, რა! – სიცილით დამიძახა ნაცნობმა ხმამ შორიდან. გავიხედე და
ხელი დავუქნიე ბავშვებს, რომლებიც ჩემსკენ გამოიქცნენ და ჩამეხუტნენ. რა თბილი
ბიჭები ჰყავს, შეიძლება გადაირიო.


შენც ტრადიციად აქციე აქ სეირნობა? – გავიცინე მე და ვარდისფერ ქვიშაში კიდევ


უფრო კომფორტულად მოვკალათდი.


როგორ ხარ? – გამიცინა მან


შრომაში – გავიცინე მეც და საბასთვის პირამიდების შენება გავაგრძელე – შენ როგორ


ხარ, ყველაფერი ნორმალურად გაქვს?


მე, კი, ყველაფერი – ისევ გამიღიმა მან


(„ძალიან ცუდად რომ იყო, ნეტა თუ იტყვი“? გავიფიქრე ჩემთვის)


კარგია.. მე მარსელში მივდივარ – ვთქვი მშვიდად


ხოო? – მომენტალურად დასერიოზულდა ის


ცოტახანი იქ უნდა ვცადო, იქნებ ავაწყო რამე – თვალი პირამიდისთვის არ


მომიშორებია მე


მე სულ, მთელი ცხოვრება მქონდა შენი იმედი – სიგარეტს მოუკიდა მან – ზუსტად
ვიცი, ყველაფერი წინ გაქვს!


სხვათაშორის, მეც იგივეს ვფიქრობდი შენზე – ვაღიარე მე და თვალი გავუსწორე მას


ლუკას გაეცინა


ოხ, მია, შენ ვინ ხარ!


მე? მია! – ვთქვი მშვიდად და გავიცინე


როდის მიდიხარ? – ცდილობდა არაფერი შეემჩნია მას


კვირას! – ვთქვი მე


ზეგ? – ყურებს არ დაუჯერა მან


კი – თავი დავუქნიე მოწყენით მე


გასაგებია! კიდევ კარგი, გნახე, თორე, „აბაროტს“ აპირებდი, ხო? – მითხრა მან
სიცილით


ხომ იცი, რომ მოგძებნიდი და დაგემშვიდობებოდი? – ვთქვი ხმადაბლა და


პირამიდებისკენ მივბრუნდი.


არ მომძებნიდი – თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მან


რა იყო, ჩემი აღარ გჯერა?! – ირონია შემეპარა ხმაში


ლუკა დაიბნა.


ეგ რა შუაშია? – მითხრა მან


მაინც გნახავდი სადმე, გეტყოდი, რომ მივდივარ. ჩემი სტილი არ არის


დაუმშვიდობებლად წასვლა – უცნაური ტონით ვთქვი მე


შენ ხარ ჩემი ყველაზე გამორჩეული ადამიანი – მითხრა მან – და რაც უფრო დრო
გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მეგობრებში მე რომ გამიმართლა, ისე არავის.


ნამდვილად – ვუპასუხე მე და ჯერ თვალნატკენი თევზაძე გამახსენდა, მერე


ტყვიასგადაფარებული ლაშხი. მერე ღრმად ამოვისუნთქე და კუთხეში, სამადმოკეცილ
ბებოს შევხედე, მიწისთხილსა და ფერად ბუშტებს რომ ყიდდა. 


მინდა, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს, ცხოვრებაში – მითხრა მან უცებ


ვიცი, ლუკა, მეც იგივე მინდა შენთვის, რომ სულ ბედნიერი იყო და მხოლოდ კარგი
ამბები ხდებოდეს შენსკენ. დამელოდე, მოვალ! – ვთქვი მე და გამყიდველი ბებოსკენ
წავედი. საბა გამომეკიდა. ისიც ხელში ავიყვანე და მოხუცს მივუახლოვდი. რამდენიმე
სათამაშო, ცოტა თხილი და ბუშტები ვიყიდე.მერე ფერების მიხედვით გადავარჩიე
ბუშტები და ერთი, ყველაზე ლამაზი და გამორჩეულად მალინისფერი ფერის მქონე
გავბერე, უცბად მოვუკარი თავი და მშვიდად წავედი ჯაყელისკენ. ლუკა გაოცებული
მიყურებდა, ვერ მიხვდა, ამჯერად რაღა მქონდა ჩაფიქრებული.


ეს რა არის? – სიცილით მკითხა მან


ეს? – მალინისფერად მოლაპლაპე ოვალურ სფეროს შევხედე მე და გამეცინა – ეს


ბუშტია, ლუკა


ააა?! – გაიოცა მან


გახსოვს, ძალიან ადრე, გიყვებოდი რომ ძალიან მომწონდა ეს საგანი, კარგი ტიპიათქო
გეუბნებოდი...


მახსოვს, ეგ ბათუმში იყო, ადრე – გაიხსენა მან 


კი, მაგ დღეს მე კინაღამ ნაწლავების გადახლართვა დამემართა იმდენი ჟელიბონი


მაჭამე – ხარხარი ამიტყდა მე

აუ, რა დღე იყო! – ჟელიბონები გაახსენდა მას


მაგარი! ხოდა მაშინ გითხარი, ოდესმე მოგიყვებითქო... აი, ეს მალინისფერი სივრცე


იტევს ჩემს რაღაც ოდენობის ჟანგბადს... ჰაერს...იდეაში, ყველაზე ძვირფასსა და
მნიშვნელოვანს. ჟანგბადი არის ყველაფრის საწყისი. ტვინს როცა ის არ მიეწოდება
მაშინვე ითიშება, ზუსტად იგივე ემართება გულსაც... ახლა, წარმოიდგინე, რა სიგიჟეა,
როცა ეს ჰაერი, გადის ჯერ სასუნთქ ორგანოებს, ჩადის ფილტვებში ბოლომდე, ტვინში,
მერე გაივლის სისხლძარღვებს და ბოლოს მიდის გულთან...


აი, ზუსტად ეს ჰაერი მე მოვაქციე ამ ვაკუუმში. და იცი, ჯანგბადის რა რაოდენობაა,


აქ?!


დაახლოებით არის 77/50 სანტიმეტრის სივრცეში მოქცეული ოდენობა.


ეგ, საიდანღა იცი?! – გამოშტერდა ლუკა, რომელიც ვერაფრით ვერ ხვდებოდა, რას
ვბოდავდი. 


გაზომილი მაქვს ამ მოცულობის მასშტაბი, ადრე... ვიცოდი ოდესმე გნახავდი და...


ხოდა ახლა, ეს ნივთი მინდა, შენ დაგიტოვო... და რატომ იცი?!


ლუკა ხმას არ იღებდა. იდგა ჩუმად, გაუნძრევლად და ფიქრობდა


იმიტომ, რომ შენ ჩემი ყველაზე ძვირფასი რამ დაგრჩეს, ჰაერი, რითიც ვსუნთქავ და
თუნდაც ცოტახნით, იყო ჩემთან ყველაზე ახლოს! ისე, ნეტა, რამდენი ხანი გეყოფა, რომ
ისუნთქო?! – თვალები ამემღვრა მე


მია! – ჩუმად დაიწყო მან


არაფერი არ მითხრა – გავუღიმე მე – ყველაფერი ისეა,

როგორც უნდა იყოს.


მია... – თავი გადააქნია მან


ჩჩჩჩ – საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე მე – ჩვენი მეგობრობა თუ


განსაკუთრებულია, ბოლომდე ასე დავტოვოთ, ჯობს!


მერე მივედი, საბა ხელში ავიყვანე და ბავშვებს ხელი დავუქნიე. 


ლუკა იდგა, იდგა ნაცრისფერ ქურთუკში მალინისფერი ბუშტით ხელში და ვერაფერს


ამბობდა. 


წავედი და აბა, შენ იცი, თავს მიხედე – ვთქვი მხიარულად და ჩავეხუტე მას 


ბერლინში, მაშინ, შენს კონცერტზე რომ ვიყავით, გავიგე, რომ საღამოს მთელი დასი
კაფე „კაბარეში“ იყრიდით თავს – მშვიდად დაიწყო მან

ბერლინში? მერე? – საერთოდ ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა ის


გვიან მოვედი მაგ კაფეში, შენი ახლოს დანახვა მინდოდა...


მერე?! – არ დავიჯერე მე – იქ იყავი?! – გული ამიჩქარდა მე


ხო, მოვედი და ყველაზე ბნელ მაგიდაზე დავჯექი, არ მინდოდა, ვინმეს შევემჩნიე.


თქვენ ძალიან მხიარულები იყავით, სვამდით, იცინოდით... კონცერტის წარმატებით
ჩატარებას აღნიშნავდით. შენ იყავი ისეთი ლამაზი, ათასი გოგოდან წამში გამოგარჩიე...
ღმერთო, რა ლამაზი იყავი, მია, მეტყველების უნარი დავკარგე.


ლუკა... – სევდიანად გამეღიმა მე


ბორდოსფერი კაბა გეცვა, სულ გრძელი, კოჭებამდე. კაბა აბრეშუმის იყო, შენი სხეული
ეგრე გამოკვეთილად არც ერთ ტანსაცმელში არ მინახავს... მკლავზე ძარღვებიც კი
გეტყობოდა მაგ მატერიაში. უცბად, დაიწყო რაღაც მუსიკა და შენ ადექი, რაღაც
სასმელი გეჭირა ხელში და ჯერ ჭიქითვე დაიწყე ცეკვა მერე, იქვე დახლთან ჩამოდე.
ხალხი ტელეფონითა და კამერებით გიღებდა ვიდეოს. სრულიად მთელი სივრცე შენით
იყო სავსე, ყველას მხოლოდ შენზე ჰქონდა მზერა შეჩერებული...


მახსოვს ეგ საღამო – გამეღიმა მე – შენ თუ იქ იყავი, ვერასოდეს წარმომედგინა,


ირგვლივ მხოლოდ სიბნელეს აღვიქვამდი, განათებული მხოლოდ სცენა იყო.


აუ, რას ცეკვავდი... მეგონა, პლასტელინის სხეული გქონდა. ისეთ მოძრაობებს


აკეთებდი, ხალხი გამოშტერდა. გიყურებდი შორიდან და უზომო სიამაყეს
ვგრძნობდი... ყველას გასაგონად მინდოდა მეყვირა, რომ შენ ჩემი ძალიან ახლობელი
იყავი! 


გეყვირა, მერე! – გული შემეკუმშა ტკივილისგან მე 


ვერ ვიყვირე, არ ვიყავი მარტო – პატარა პაუზის მერე მითხრა მან – და თან, კიდევ
ერთხელ მივხვდი, რომ შენ ამ საქმისთვის ხარ დაბადებული და ხელი არავინ არ უნდა
შეგიშალოს... არც მე და არც სხვამ, არავინ, საერთოდ! სულ სცენაზე უნდა იდგე და სულ
უნდა იცეკვო! 


მია... რომ იცოდე, როგორ... ღმერთო, როგორ მინდა, რომ იცოდე...


უცებ, მეგონა, რომ ეს ყველაფერი მომესმა... მერე, ძალიან ცუდად გავხდი და მინდოდა,
არაფერი შემემჩნია 


ეს ჟანგბადი მე ერთი დღეც რომ არ მეყოფა, მერე რა ვქნა? – გამიღიმა მან და ბუშტს
ახედა 


მხრები ავიჩეჩე. რა მეპასუხა, ვეღარ ვხდებოდი.


ცხოვრებაში ერთხელ, შეიძლება სტანდარტული ტექსტი გითხრა? – თვალები აემღვრა



ჯაყელს

არ მინდა! – თავი გავაქნიე ღიმილით და ორივე ხელით შევუცვალე მიმართულება
ლოყაზე სვეტად დაშვებულ ცრემლებს.


ხვალ რომ გნახო, ათი წუთით? – მთხოვა ლუკამ


ხვალ, უფრო მეტკინება – ვთქვი ღიმილით მე 


შენ ჩემი ცხოვრების ქალი ხარ! და ასე იქნება, სულ! – მითხრა მან მშვიდად


მომეჩვენა, რომ ფეხქვეშ მიწა გამომაცალეს და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ღმერთო,


მითხრა... ღმერთო, მაინც მითხრა... მაინც! გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი.


მე არაფერი გამიგია – არც კი ვიცი, როგორ ვაიძულე თავი, გამღიმებოდა მე. მერე იქვე
დადებული ჩანთა ავიღე, ხელი დავუქნიე ლუკას და სანამ გული გამისკდებოდა,
შემოვბრუნდი და წამოვედი.

ლაჟვარდისფერი ჰორიზონტი

დილით უცნაურმა ხმაურმა გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, წყლისფერი სივრცე
მომხვდა თვალში. მშვიდად დავაპირე ძილის გაგრძელება, მაგრამ მივხვდი, რომ
სახლში არ ვარ. თავიდან გავახილე თვალი და ისევ ცისფერი უსასრულობაა.


მორჩა, მია, ესა შენი ბოლოა, ძალიან ეცადე და შენ ეს შეძელი. სავარაუდოდ ჭკუიდან
შევიშალე და ახლა რომელიღაც კლინიკაში ვწევარ. რომელმა ღვთისნიერმა დამაწვინა,
ნეტავ? – ვფიქრობ მშვიდად და ვცდილობ რამე ლოგიკა ვნახო ამ გაუგებარ სიტუაციასა
და ჩემს შორის. ლოგინში ვწევარ, რაღაც უცნაური მანტია მაცვია, დახედვისაც კი
მეშინია, რომ გული არ გამისკდეს.. იქნებ მაინც გავრისკო და დავხედო?! დავიხედე! არა,
მანტია არაა, ჩემი მაისურია... უკვე კარგია) მოდი, ავდგები – ჩემს თავს ვუთანხმებ, მე –
ვნახო, სად ვარ, იქნებ სადმე დავლიეთ გოგოებმა და დავრჩით?!... ან ქეთოსთან ვართ
მანგლისში და ეს ციფერი სივრცე, რაიმე პოსტერია?!... ავდექი და ოთახში გავიარ–
გამოვიარე, აბაზანაშიც შევიხედე, ნუ, აშკარად სასტუმროში ვარ... ღმერთო, რა ხდება
ჩემს თავს.. საშინლად მიშრება პირი... მერე მაგიდაზე ვისკის გახსნილი პატარა
ბოთლები შევნიშნე... იქვე წითელ ტუჩსაცხიანი ჭიქები... ფაქტია, ბევრი დაგვილევია...
რატომ არაფერი მახსოვს, ღმერთო რატომ?! – ჩემს თავზე გავბრაზდი მე. მერე
ფანჯარასთან მივედი და გავიხედე... უსაშველოდ ლაჟვარდოვანმა სივრცემ თვალი
მომჭრა, აშკარად ზღვაზე ვართ... მაგრამ ეს საქართველოს არ ჰგავს... სახე კარგად
დავიბანე, თეთრი კაბა გადავიცვი და მას მერე,რაც მე სრულიად მთელი ნომერი
გადავატრიალე და ვერსად ვიპოვე მობილური ტელეფონი, გადავწყვიტე, ოთახიდან
უტელეფონოდ, ასე, უცნობ გარემოში. გიჟივით გამოვსულიყავი. 


მშვიდად ჩავიარე კორიდორი, გამოვიძახე ლიფტი და მოვემზადე რეალობისთვის


გამესწორებინა თვალი. თუნდაც მკვდარი ვყოფილიყავი და ზეცაში აღმოვჩენილიყავი,
მაინც მშვიდად უნდა მიმეღო მომხდარი! მსგავს გაურკვევლობას, მერჩივნა!


ლიფტი გაიღო და მე სასტუმროს ფოიეში აღმოვჩნდი. აქ ტრილიარდი ადამიანი დადის,


საუცხოო სასტუმროა და ულამაზესი ჭაღი კიდია მიმღებში... „სად ვარ, ვინმემ
მითხარით!“ – ვინატრე გულში


ინერციით სასტუმროს შემოსასვლელისკენ წავედი, საიდანაც ეს წყლისფერი სივრცე


კიდევ მეტი ეფექტურობით მიხმობდა. გარეთ ღია ოქროსფერი, პლაჟია, ულამაზესი
ლიმნისფერი შეზლონგითა და გემოვნებით მოწყობილი სასმლის ბარით. მშვიდად
მივედი ბართან და საზამთროს შეიკი მოვითხოვე. სურვილი მხიარულად შემისრულეს
და ფულიც კი არ გადამახდევინეს. მგონი, მართლა მოვკვდი ) კი, ნამდვილად ასე
იქნება და ეს სამოთხეა. რაც მე ვეწამე, ღმერთს შევეცოდე და ამ ლამაზი ადგილით
დამაჯილდოვა. რა საინტერესოა, ვინმე ნაცნობს თუ ვნახავ აქ... 


უცბად ვიღაცამ ქართულად დამიძახა ზღვიდან. შევბრუნდი და ვხედავ, ლუკა ჯაყელი


ფორთოხლისფერ საცურაო შორტში დგას და მიცინის...

რა ჯანდაბა დავლიე ასეთი გუშინ, ჰალუცინაცია რომ მემართება მეორე დღეს?!...


გაიღვიძე, ქერა? – ღიმილით მეკითხება ის და ჩემსკენ მოდის


სად ვართ, ჯაყელ?! – გაოცებით ვკითხულობ მე და საწრუპით ჭიქაში დარჩენილ


სითხეს ისტერიულად ვსვამ.


„ვგულაობთ“ – იდიოტივით იცინის ის და ყინულებიან ჭიქას მაწვდის – იმას უთხარი,


გაამეოროს


სად ვართ–თქო, შვილო! – სახე მიმკაცრდება მე და სუნთქვაც მეკვრება


და შენ სად გგონია? – ჩემს წამებას წარმატებით აგრძელებს ის


მე მგონია, რომ დავიხოცეთ და სამოთხეში ვართ – საცოდავად ამოვიკნავლე მე


ნტ! – არაა ეგრე – ისევ იდიოტივით იცინის ის


აუ, ლუკა! – მზისფერ ქვიშაზე ფეხები დავაბაკუნე მე


ამას ხედავ? – ჯაყელმა სანაპიროს ხის კიბეებისკენ გაიშვირა სადაც ულამაზესი,


თეთრით ლურჯში გაწყობილი, საშუალო ზომის იახტა იდგა.


ღმერთო, ოღონდ არ გამაგიჟო! – ისევ აღმომხდა მე – კაპრიზე ვართ?! – დავიკივლე


ინსტინქტურად


„და იქმნას ნათელი“! – ცაში აღაპყრო ხელები ლუკამ – გილოცავ, გონზე მოსვლას!


აქ, რანაირად ვართ?! როდის მოვედით? ჩემი შვილი, შენი ცოლი... სადაა?


არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან


რა არ იცი, ჯაყელ?! გეხვეწები, მითხარი, თორემ შეიძლება ისტერიკისგან გული


გამისკდეს!


მართლა, არ ვიცი – ისევ მიცინის ის.


სილაზე დავჯექი და ხელები სახეზე ავიფარე. გონება დავძაბე და შევეცადე, რაიმე


მაინც გამეხსენებინა. მაგალითად, გუშინ სად ვიყავი... ან გუშინწინ... ან დღეს აი, აქ,
რანაირად ვარ?! არაფერი გამომივიდა... თითქოს, ვიღაცამ ყველაფერი წამიშალა
ტვინიდან... დამიტოვა მხოლოდ გონების ცარიელი ფოლდერები... ჩამოთვლილიდან,
ვერც ერთი ფაქტი ვერ გავიხსენე... ვერც ერთი! მერე ისევ ლაჟვარდოვან ჰორიზონტს და
ლუკას გავხედე, რომელიც სველ თმას უკან იწევდა და პერიოდულად ჩემს შეშლილ
მდგომარეობაზე ეცინებოდა.


ჩემს ოცნებაში ვართ, ორივე, ხო?! – გონება გამინათდა და შვებით ამოვისუნთქე მე

და დარწმუნებული ხარ, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა და სხვა არაფერი? – ისევ გაიცინა
მან,

თვალი–თვალში გამიყარა და ულაპარაკოდ შეცურდა უკიდეგანოდ ფირუზისფერ


სივრცეში.


4Love.ge

You might also like